არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზურაბ ნარმანია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 10:11 pm


Zurab Narmania (1955-2000)

ზურაბ ნარმანია – http://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ნარმანია

ზურაბ კოკის ძე ნარმანია დაიბადა 1955 წლის 20 იანვარს, ქალაქ თბილისში.
1981 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
პირველი პოეტური კრებული "უსაფეხურო კიბე" 1986 წელს გამოსცა "მერანში". 1992 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ზურაბ ნარმანიას მიერ თარგმნილი აბდურახმან ავტორხანოვის "სტალინის სიკვდილის საიდუმლო", ხოლო 1998 წელს წიგნად გამოსცა ქართულად თარგმნილი მაქსიმილიან ვოლოშინის პოემა "კაენის გზით" (მატერიალური კულტურის ტრაგედია).
1983–2000 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" თანამშრომელი.
1998 წლის 7 მარტს დაჯილოვდა "ღირსების ორდენით", საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132 (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში).
გარდაიცვალა 2000 წლის 12 აგვისტოს.
შვილები: თუთა, დეა, ანა.
2001 წლის 17 იანვარს საქართველოს პატარა ზურაბ ნარმანია (ზურაბ ნარმანიას ძმისშვილი) მოევლინა.

წიგნები:
* "უსაფეხურო კიბე", "მერანი", 1986
* "მფრინავი ჭიანჭველა", გამომცემელი: ©ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია, 2001

თარგმნილი წიგნები:
* აბდურახმან ავტორხანოვი – "სტალინის სიკვდილის საიდუმლო", "მერანი", 1992
* მაქსიმილიან ვოლოშინი – "კაენის გზით" (მატერიალური კულტურის ტრაგედია) (პოემა), "მერანი", 1998

კინოში ნათამაშები როლი:
* ზურა (ლიკა ქავჟარაძის პარტნიორი) – სატელევიზიო მუსიკალური ფილმი "სიყვარული, ივერია და...", კომპანია "ქართული ტელეფილმი", 1975 წ., რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე, ბმული - http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=695



ზურაბ ნარმანია

* * *
გვალვა არ არის მოსავლისთვის ისე საშიში,
როგორც სულისთვის ცრემლგამშრალი კაცის ჟინია,
საკუთარ თავზე წარმოდგენის ბოლავს ჰაშიში
და მთვრალს მოყვასის შეწუხების არ ეშინია.
არ ეშინია, რომ სინდისის დიდი თვალებით
ზურგს უკან ფიქრის ყველა ჩრდილი დანახულია,
ივსება მისი მახსოვრობა სხვისი ვალებით
და ეკარგება გულს სიკეთის ნიჭი სრულიად.
ჩვენ კი ამ ნიჭში, ვით სარკეში, ციდან გვხედავენ,
ციდან, რომლისაც მხედველობა უჩინარია...
ბავშვებს, უმამოდ დარჩენილებს, გაგვიბედავენ
წაგვართვან შენი შუქის სითბო, მზეო-მარიამ.

წიგნიდან: "მფრინავი ჭიანჭველა", 2001


ზურაბ ნარმანია ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს...

ბმული - https://youtu.be/mtK2qYo9GmU

study


Last edited by Admin on Sun Feb 14, 2016 6:06 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 10:31 pm



წიგნის დასახელება: "უსაფესურო კიბე"
წიგნის ავტორი: ზურაბ ნარმანია
გამომცემლობა: “მერანი”
გამოცემის წელი: 1986
ყდა: რბილი
რედაქტორი: მ. სანადირაძე
მხატვარი: ნ. ნარიმანიძე
მხატვრული რედაქტორი: ჯ. ზენაიშვილი
ტექნიკური რედაქტორი: დ. რაზმაძე
კორექტორი: რ. გოცირიძე
გამომშვები: ნ. კვატაშაძე
გვერდების რაოდენობა: 40
პირობითი ნაბეჭდი თაბახი: 2, 33
სააღრიცხვო–საგამომცემლო თაბახი: 111
ფასი: 20 კაპ.
ანოტაცია - ახალგაზრდა პოეტის შინაგანი სამყარო მრავალმხრივი და ემოციებით აღსავსეა. მის ლექსებში ნათლად ჩანს სწრაფვა ადამიანის სულის კიდევ უფრო ამაღლებისა და გაკეთილშობილებისაკენ.



ზურაბ ნარმანია

უსაფეხურო კიბე

ბევრი ვჩრიკე და ვჩხიბე,
ცას ვერ ვუპოვე ბოლო,
თვალსაწიერის იქეთ
არაფერი ჩანს, ოლოლ...

ვერც უაზრობას ვხედავ,
ვერც სამიძნეებს წესის,
ნუთუ დაგვტოვა დედამ
მარად უცნობი სქესის?

ყველა დილემას ერთობ
ხსნიდეს მარტივად იგი,
ბრმამ ვით იკითხოს, ღმერთო,
შენი სინათლის წიგნი...

ბევრი ვჩხრიკე და ვჩხიბე,
ცისას რომ სწვდება ბოლოს,
უსაფეხურო კიბე
გულში ყოფილა მხოლოდ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 10:47 pm


ზურაბ ნარმანია


ვახტანგ ღლონტი

დრო ერთხელ მოცემული


რედაქციისაგან: 20 იანვარს პოეტი ზურაბ ნარმანია 46 წლის გახდებოდა. ამ დღეს პოეტის გულშემატკივრები შეხვდებიან მისი ახალი წიგნით "მფრინავი ჭიანჭველა" . ამ პოემის დასრულებით ზურაბ ნარმანია თავს ვალმოხდილად მიიჩნევდა. გულდასაწყვეტი ის არის, რომ პოემის წიგნად გამოცემა მის ახლობელ-მეგობრებს მოუხდათ.


"ჯვარი მწვერვალთ მწვერვალია... კლდის ქიმიდან არწივი
აგდებს მართვეს, რომ საფრთხის წინ თოთო ფრთები გაშალოს,
რომ მის გულში ცის ხელმწიფის საღერღელი აშალოს
და ცასა და მიწას შორის ფრენით ზღვარი წაშალოს".


მშვენიერი სტრიქონებია, რომელთა მსგავსიც არაერთი შეგვხვდება ზურაბ ნარმანიას პოემაში.

იგი ღრუბელს ადევნებული კაცი იყო, რომელიც მალე თავადვე იქცა ღრუბლად. ასეა, ადამიანი თანდათან ან იმსგავსებს, ან ემსგავსება საკუთარ მიზანს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რასაც გზადაგზა პოულობ კაცი, ვიდრე სანუკვარ მიზანს მიაღწევდე.

დასაწყისი მართლაც წარმატებული ჰქონდა - კინოროლი, პოპულარობა. თითქოს ნაპოვნი იყო მიზანიც და საშუალებაც, მაგრამ... მას სიტყვა ეძახდა! სიტყვა, რომელშიც უფლის ხმაა შენახული, რომელიც ხშირად გვავიწყებს ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი! მიუხედავად ამისა, იგი არაფრით ჰგავდა იმ ქაღალდის კაცებს, ასე რომ მომრავლდნენ ჩვენს ლიტერატურულ საძმოში, დაეჭვებით რომ შემოგცქერიან და გამოწმებენ: "მცნობს?! - არ მცნობს?!" და, შესაბამისად, ეგრევე რომ მოირგებენ ან გენიალური ხელოვანის, ან მისი გენიალური მკვლელის ნიღაბს. ზურა ღია, უნიღბო კაცი იყო, ნაღდი კაცური საზომებით. ის, როგორც მისი "მფრინავი ჭიანჭველა" (პოემის სათაურია), ორ ფრთას შორის იყო გამოკიდული: ერთი - საუფლო, ზევით ეწეოდა, მეორე - ამსოფლიური კი ქვევით. სწორედ ამ ადამიანურ გაორებაშია მისი პიროვნების ხიბლი. ამ აღმაფრენა-დაცემაში სრულყოფენ ციდან მიწაზე გადმოსროლილნი საკუთარ თავს, ვიდრე არ დადგება ის გადამწყვეტი დღე, რომელიც მორწმუნე კაცისთვის არასოდეს თავდება.

პოემას წინ უძღვის ამონარიდი "დავითიანიდან". დავით გურამიშვილი ხომ ის განსაკუთრებული ბედის პოეტია, რომელმაც ჯოჯოხეთის თითქმის ყველა სკნელი აქვე, მიწაზე გაიარა და იობივით ერთხელაც არ დასცდენია ღვთის საყვედური. ზურაბ ნარმანიას პოემა რელიგიურ-მისტიკური ხასიათის ნაწარმოებადაა ჩაფიქრებული, რომელიც, ძველ ავტორთა დარად, ერთარსება სამებისა და ღვისმშობლისადმი მიმართვით იწყება. არაერთხელ გაიელვებს ბიბლიური ფრაგმენტები - შესაქმიდან დაწყებული, აპოკალიფსამდე. ძველ წინასწარმეტყველთა გვერდით ჩანან თანამედროვე ისტორიის მესაძირკვლენიც. და მაინც, - "ღმერთი, სამყარო, ადამიანი" - აი ტრიადა, რომელსაც დასტრიალებს ავტორის ფიქრი. ღვთის მიერ შექმნილ უზარმაზარ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრი პატარა ქვეყანაც მოიაზრება - თავისი დიდი და სევდიანი ისტორიით, განუმეორებელი კულტურით, წმინდანებითა და ჰედონისტებით, გმირებითა და მოღალატეებით დასახლებული. ბოლო რვა საუკუნეა, იგი უკეთესი მერმისის მოლოდინით ცხოვრობს, არადა, არც მხოლოდ მომავლის იმედად შეიძლება ყოფნა, არც ოდენ წარსული დიდებით, რადგან აწმყოში იჭედება ერისა და ადამიანის ბედი. დასანანია დრო, ერთხელ მოცემული, ჩვენი უმოქმედობით დაუხარჯავად რომ იქცეს წარსულად. ან კიდევ, მეტისმეტი სიჩქარით და მონდომებით მომავლის იმედიც გავინახევროთ. ზურა ჩვენი უბედურების მიზეზს, ძირითადად, ჩვენს ზერელე ღვთისმოსაობაში ან სრულ უღმერთობაში ხედავს. ბევრ რამეში ეთანხმები ავტორს, მაგრამ ხანდახან კამათის სურვილიც გიჩნდება... თუმცა როგორ?.. - "სიკვდილს შეგუებული რაინდი" (პოემის ქვესათაურია) უკვე აღარაა ჩვენს შორის... ეს პოემა აღსარების პოემაა, უპირველესად, აღსარებაში კი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მთავარი მომნანიეს სულიერი მდგომარეობაა და არა ის, რასაც მღვდელი (ან მსმენელი) ეუბნება მას. ავტორის აზრი, ამ შემთხვევაში, გაცილებით საინტერესოა ჩვენსაზე. ასე ფიქრობდა იგი, ასე სტკიოდა, ამ რწმენით იცხოვრა და აღესრულა.

აქვე, ამ წიგნში წარმოდგენილია ზურაბ ნარმანიას თარგმანი. ეს გახლავთ რუსული პოეზიის, ეგრეთ წოდებული, "ვერცხლის საუკუნე" - მისი საუკეთესო წარმომადგენელი მაქსიმილიან ვოლოშინი. "კაენის გზით" - ასე ეწოდება ამ იშვიათ პოემას, რომელშიც "მატერიალური კულტურის" ფონზე დახატულია კაცობრიობის ტრაგედია. უკვე ითქვა, რომ ეს თარგმანი შენაძენია ჩვენი ლიტერატურის. დიდი შრომა გასწია მთარგმნელმა, დიდი მადლობა მას - სამწუხაროდ, ამჯერადაც დაგვიანებით!

პირადად მე ვერც ბოლო გზაზე გავაცილე - თბილისში არ გახლდით. გვიან გავიგე მისი უბედურების ამბავი. ეს სტრიქონებიც ამიტომ დაიწერა, ნაწილობრივ მაინც რომ გამოვისყიდო დანაშაული:

***
შენივ ნებით, აი ზურა -
მზეც დაქანდა, დაიწურა.
ახლა მარტოოდენ საფლავს
და ლამაზი ბიჭის სურათს
დახედავენ ახლობლები,
შენ კი ციურ ზღვებში ცურავ;
მანდაც არ დარჩები მარტო,
ბევრი მიგიხუტებს ძმურად.
ვინც ამქვეყნად სხვაზე მეტი
ღვინო სვა და ცრემლი წერა,
მამამაღლის სიახლოვეს
თავს არ იგრძნობს უსუსურად.
ვინ დაცალა ყველა სურა,
წადილი ვინ აისრულა?!
განშორებით - შეხვედრამდე
ნახვამდის და "პრივეტ" ზურა!


იანვარი, 2001 წელი

თბილისი
"დილის გაზეთი", 2001-01-19 - http://www.opentext.org.ge/index.php?m=39&y=2001&art=885

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 11:00 pm



წიგნის დასახელება: "მფრინავი ჭიანჭველა, ანუ სიკვდილს შეგუებული რაინდი, არადა, ფრთების გარეშეც ვერ გაფრინდები"
წიგნის ავტორი: ზურაბ ნარმანია
გამომცემელი: ©ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია
გამოცემის წელი: 2001
ყდა: რბილი
რედაქტორი: ელზა მეტრეველი
მხატვარი: გოგი წერეთელი
კომპიუტერული დიზაინი: ლუკა გოცირიძე
კორექტორი: ნანა ჭულუხაძე
გვერდების რაოდენობა: 132
ანოტაცია: წინამდებარე კრებულში, რომელიც, სამწუხაროდ, პოეტის გარდაცვალების შემდგომ იბეჭდება, გამოქვეყნებულია 1999-2000 წლებში დაწერილი პოემა "მფრინავი ჭიანჭველა" და ოთხმოციან წლებში შექმნილი სამი ლექსი. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში შექმნილი მრავალი ლექსიდან ამ ოთხი, თემატურად გაერთიანებული ლექსის ერთად გამოცემით ავტორს სურდა, მიენიშნებინა - დადგა დრო, ვიზრუნოთ სულიერი კულტურის (მსგავსად მაქსიმილიან ვოლოშინის "კაენის გზით", რომლის ზურაბ ნარმანიასეული თარგმანიც ამავე კრებულშია წარმოდგენილი) აღორძინებისათვის.


study


Last edited by Admin on Sun Mar 27, 2011 11:23 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 11:03 pm

მიხო მოსულიშვილი

გადაჭრილი ჰალსტუხი

(ზურა ნარმანიას მოსაგონარი)

"მფრინავ ჭიანჭველაზე" მუშობდა ზურა. მთვრალი, რაღა თქმა უნდა...
ერთ საღამოსაც გადაიხედა თავისი ფანჯრიდან და ხედავს, მის "ნულ-ცხრას" ვიღაცა ეჩალიჩება – ეტყობა, წაყვანა უნდა.
ფლოსტებითვე ჩაირბინა კორპუსის ოთხი სართული, გამოვარდა სადარბაზოში და თავის მანქანასთან მიირბინა.
რას აკეთებო?
ეს მანქანა უნდა წავიყვანოო, - პატიოსნად მიუგო იმან, - პოლიცია მომდევს და ძმაკაციც დამიჭრესო!
სხვა პასუხი გაეცა, ცუდად დაუბოლოვდებოდა ამ მანქანის წაყვანის მცდელობა, მაგრამ...
კარგიო, - ბევრი აღარ უყოყმანია ზურას, - დაჯექი, მე წაგიყვანო.
შენია ეს მანქანაო? – შეყოყმანდა ის.
რაში გაინტერესებს, დაჯექიო რა! – შეუღრინა ზურამ, - და ეგ იარაღი შეინახეო!
დაემორჩილა ისიც.
საჭეს მიუჯდა ზურა, დაქოქა და წავიდნენ.
ჯერ ის დაჭრილი ეძებეს გზისპირის ნაშალებზე და ვეღარ ნახეს – ეტყობა, პოლიციამ აიყვანა...
მერე ნუცუბიძის პლატოდანაც უხიფათოდ გავიდნენ, ქალაქიდანაც გააღწიეს და შორიახლოს მდებარე ერთ სოფელში, თავის ნაცნობთან შეაფარა ზურამ დევნილი.
უკან რომ ბრუნდებოდა, ფულის შეკვრებით გატენილი ჩანთა გახსნა უცნობმა, რაც ერთი ჩაბღუჯვით ხელში დაეტია, იმდენი ამოიღო და გაუწოდა – ეს ჩემგან გქონდესო! ზურა სწრაფად დაიხარა, მარჯვენა ფეხის კოჭთან მიმაგრებული დანა გააძრო, სულ თან დაჰქონდა, ისევ უმალ გაიმართა, მარცხენა ხელით პიჯაკის შიგნიდან წითელი ჰალსტუხი ამოუშალა უცნობს, კარგად დაქაჩა, ციმციმ შეაჭრა და ჯიბეში ჩაიდო – მაინც არ გიხდებოდა და ეს მექნება სახსოვრადო!
იმას სიცილი აუტყდა – ბანკის გატანისას დამჭირდა, თორემ არც მე მიყვარსო....
დაემშვიდობა ზურა, ჩაჯდა, დაბრუნდა შინ და დააბეზღა, ალბათ, ვიღაცამ – სამი თუ ოთხი თვე აღარ მოუსვენებიათ კანონის დარაჯებს – ვინ იყო, ვინც წაიყვანე; შენი რა იყო, რაღა შენთან მოვიდა, სად ჩაიყვანე და იარაღი თუ ჰქონდაო...
გავლენიანი ნათესავ-ახლობლების შეწუხებაც მოუწია, ძლივს ჩააწყნარა ეს საქმე...
გამოხდა ხანი და, ზურას პანაშვიდზე შეკრებილ ბიჭებს ერთი საეჭვო გარეგნობის კაცი მიუახლოვდა, გაიხმო ერთი მათგანი ცალკე და მოზრდილი პაკეტი გადასცა – ეს გერმანიიდან გამოუგზავნეს ცხონებულსო...
აიტანეს ის პაკეტი დამწუხრებულ ოჯახში, გახსნეს და...
ალბათ, უკვე მიხვდით, შიგ რაც იქნებოდა...
ჰო, ასდოლარიანებიც და, რაც მთავარია, იმ გადაჭრილი ჰალსტუხის მეორე ნახევარი.
ხოლო ის პოემა, სახელად "მფრინავი ჭიანჭველა" ზურამ სიკვდილამდე დაამთავრა, "ცისკარშიც" დაბეჭდა და წიგნადაც გამოსცა, თუმცა...
თუმცა, მეც რეზო ინანიშვილივით უნდა ვიკითხო - რა ვიცი, გიყვართ პოემები?

study


Last edited by Admin on Mon Apr 11, 2011 1:04 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 11:27 pm

1. მეტრეველი, ელზა

მან არ ისურვა, ეცხოვრა... ამ წელს : [მწერალ ზურაბ ნარმანიას გახსენება] / ელზა მეტრეველი // ცისკარი. - , 2000. - N7-8. - გვ.103-106[MFN: 319397]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - მწერალი.

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ქართველი მწერლები XIX-XXI ს.ს..



2. ჩიქობავა, კონსტანტინე

ყოფიერების ექსისტენციალური ხედვა ზურაბ ნარმანიას პოეზიაში / კონსტანტინე ჩიქობავა // წელიწდეული. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. - , 2005. - ტომი I. - გვ.188-191. - რეზ. რუს. ენ.[MFN: 355567]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - პოეტი.

Headings of Chronicle: ქართული ლიტერატურის ისტორია და კრიტიკა.



3. დავითაია, ნონა

დუმილის წრეში : [პოეტ ზურაბ ნარმანიას გახსენება] / ნონა დავითაია // ხატაური. - , 2002. - N1(5). - გვ.14-16[MFN: 356755]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - პოეტი.

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ქართველი მწერლები XIX-XXI ს.ს..



4.

ზურაბ ნარმანია : [პოეტის დაბადების 50 წლისთავის გამო. გახსენება. ცისკრელები] // ცისკარი. - , 2005. - N1-2. - გვ.97-98[MFN: 356756]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - პოეტი.

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ქართველი მწერლები XIX-XXI ს.ს..



5. კალანდია, ზაურ

გზა "უსაფეხურო კიბიდან" უსაფეხურო კიბისკენ : [გამოსათხოვარი წერილი მწერალ ზურაბ ნარმანიას გარდაცვალების გამო] / ზაურ კალანდია // ცისკარი. - , 2000. - N6. - გვ.119[MFN: 356758]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - მწერალი.

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ქართველი მწერლები XIX-XXI ს.ს..



6. მეტრეველი, თეიმურაზ

სახელი, როგორც ბედისწერა, სიცოცხლე, როგორც ზვარაკი : [გამოსათხოვარი წერილი მწერალ ზურაბ ნარმანიას გარდაცვალების გამო] / თეიმურაზ მეტრეველი // ცისკარი. - , 2000. - N6. - გვ.120[MFN: 356759]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - მწერალი.

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ქართველი მწერლები XIX-XXI ს.ს..



7.

ჩვენ თავზე ზრუნვა გვიშლიდა გვეგრძნო ტკივილი სხვებისა: არარსსაც ჰქონია ბზარები : [გომოსათოვარი წერილი მწერალ ზურაბ ნარმანიას გარდაცვალების გამო] // ცისკარი. - , 2000. - N6. - გვ.118-119[MFN: 356760]

UDC: 821.353.1(092)

Person Name: ნარმანია ზურაბ - მწერალი.

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ქართველი მწერლები XIX-XXI ს.ს..

წყარო - http://www.nplg.gov.ge/ec/en/amat/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=600%3Aნარმანია+ზურაბ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 11:29 pm

ნანა ეხვაია


მწვერვალები არ ჩამოვლენ, მწვერვალებზე ადიან - ამბობდა პოეტი ზურაბ ნარმანია

მრავალჭირგადატანილი ზუგდიდი იმ დღეს პოეტ ზურაბ ნარმანიას პოეზიის მადლმა გაანათა. წუთისოფლიდან ნაადრევად და მტკივნეულად წასული შემოქმედის მკაფიო და გამორჩეული ხმა ავტორის სიკვდილის შემდეგ უფრო მძაფრად ახმაურდა. ეს ხმა ჩვენი ყოფითი საზრუნავით გაჯერებულ ერთფეროვნებას ახლა უკვე ზეციდან ჩამოსძახის და მიწას მიჯაჭვულთა გამოფხიზლებას ცდილობს.

შეხვედრაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის, ქალაქ ზუგდიდის ხელისუფლებისა და ინტელიგენციის ინიციატივით გაიმართა, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სულიერი ერთიანობის აუცილებლობა. ამ დიდ იდეას ემსახურა ზურაბ ნარმანიას ცხოვრება და შემოქმედებაც. ზუგდიდში გამართულ საღამოზე ერთხელ კიდევ გაცხადდა, რომ "სიკვდილი კლავს სიკვდილს".

ქალაქის მერმა ლერი ჭითანავამ დამსწრეებს ამცნო, რომ იმ დღეს ზურაბ ნარმანიას მემორიალური დაფის გახსნის გარდა, მისი სახელის უკვდავსაყოფად ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩასაც დაერქმევა პოეტის სახელი.

ზურაბ ნარმანიას ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ სტუმრები დედაქალაქიდან, ჟურნალ "ცისკრის" თანამშრომლები, პოეტის უახლოესი მეგობრები და ახლობლები.

ყველაზე არსებითი, ალბათ, ის არის, რომ ეს არ იყო ვიწრო წრის სალონური შეხვედრა - ყოველი მონაწილის სიტყვაში იდო უდიდესი, ზოგადადამიანური, ზოგადეროვნული და, შეიძლება ითქვას, ზოგადსაკაცობრიო ტკივილიც კი, რადგანაც, ყოველი მოაზროვნე ადამიანი ხედავს დღევანდელი სამყაროს უარყოფითად დამუხტულობას და ეს ზუგდიდურ შეხვედრაზეც ჩანდა. თვითონ ზურაბ ნარმანიას შემოქმედება აძლევდათ მათ ღრმა განსჯის საბაბსა და მიზეზს.

ზურაბის შემოქმედებაზე საფუძვლიანად და მისთვის ჩვეული დამაჯერებლობით ისაუბრა პოეტმა ნონა დავითაიამ. მან აღნიშნა, რომ ზურაბისეული ესთეტიკა, მისი პოეტური ფილოსოფია, ორიგინალური მხატვრული სახეები ზოგადადამიანური და ღვთაებრივი იდეებით არის გაჯერებული, რომ მან საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით სცადა, შეეხსენებინა ჩვენთვის ბიბლიური ჭეშმარიტებები.

ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორმა, მწერალმა ზაურ კალანდიამ თქვა, რომ ზურაბთან მეგობრობა უდიდესი ბედნიერება იყო, აღნიშნა, რომ ის თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა და არასოდეს უცდია ამქვეყნიური პატივის მოპოვება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის რექტორმა ვახტანგ კვარაცხელიამ ხაზი გაუსვა იმ ოჯახური გარემოს განსაკუთრებულობას, რომელშიც იზრდებოდა ზურაბ ნარმანია. მისი აზრით, მამამისის, ცნობილი იურისტის, ზუგდიდელებისთვის უსაყვარლესი პიროვნების - კოკი ნარმანიას შვილი ვერც იქნებოდა სხვანაირი პიროვნება. ბატონი ვახტანგისავე თქმით, ზურაბი ძალიან ახლოს მივიდა ქრისტიანობის არსთან, მისთვის რწმენა მიზნის მისაღწევი საშუალება კი არ იყო, არამედ მიზანი.

ზურაბ ნარმანიას ბავშვობაზე, პიროვნებაზე ისაუბრა პოეტმა დილარ ივარდავამ. მან გაიხსენა, პატარაობისას რომ გავასეირნებდი, უთვალავი შეკითხვა ებადებოდაო, ხოლო როცა უკვე პოეტური შემოქმედებით წარდგა საზოგადოების წინაშე, უამრავ შეკითხვას თავადვე უპასუხა, ბევრი კი უპასუხოდ დარჩა, რადგან სწორედ მაშინ წავიდა წუთისოფლიდან, როცა მისი ხმა განსაკუთრებულად გამოიკვეთა.

ზურაბ ნარმანიას მეგობარი, მწერალი ვახტანგ ღლონტი კიდევ ერთხელ შეეხმიანა პოეტის სულს და მას სიკვდილის მომთვინიერებელი უწოდა.

მხატვარმა გიორგი წერეთელმა მადლობა გადაუხადა ზუგდიდელებს იმისთვის, რომ ჩვენს გაჭირვებულ დროში მათ პოეტზე, პოეზიაზე ფიქრი შეძლეს და შესანიშნავი საღამო უძღვნეს ზურაბ ნარმანიას ხსოვნას.

ზურაბ ნარმანიას ნიჭითა და რაინდული ბუნებით აღტაცების სიტყვები ისმოდა ზუგდიდელი ინტელიგენტების, ზურაბ ცხონდიას, ტიტე მოსიას, ნუგზარ შეროზიასა და სხვათა გამოსვლებში.

საღამო საინტერესოდ იყო ორგანიზებული მას, დროდადრო, ლირიკული ინტონაციებით ავსებდა ქართული საგალობლების უბადლო მელოდიაც და სტუდენტთა ლიტერატურული სალონის მხატვრული კომპოზიცია.

იყო თვით კოკი ნარმანიას გამოსვლა. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ, მისი "გაუტეხავი მამა" ბევრისთვის იქცა სულიერი სიძლიერის სიმბოლოდ. ბატონ კოკის უდიდესმა პირადმა ტკივილმა ზოგადადამიანური და ზოგადეროვნული სატკვივარი ვერ დაავიწყა და ეს მის სამადლობელ სიტყვაშიც გამოჩნდა. პოლიტიკანთა უბადრუკობის თვალსაჩინო მაგალითად ქცეული ნახანძრალი, დანგრეული ზუგდიდი სტუმრებსაც და მასპინძლებსაც მან სამომავლო ერთიანობისა და აღმავლობის მრავლისმთქმელ გაკვეთილად დაუსახა.

კოკი ნარმანიამ მადლობა გადაიხადა ზურაბის საღამოს გამართვისთვის, თქვა, რომ ზუგდიდში ის არის "შინ, ჭირისუფლებთან" და ეს თანადგომა ამხნევებს მას.

"დილის გაზეთი", 2001-05-23 - http://www.open.ge/index.php?m=39&y=2001&art=4065
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 11:51 pm


ზურაბ ნარმანია და ლიკა ქავჟარაძე. კადრი ფილმიდან "სიყვარული, ივერია და...", 1975

ბიბლიოგრაფია

1. ნარმანია, ზურაბ

"ჩემი სახლია..." "მიიძინებენ ლაჟვარდების ლურჯი ბაღები..." "სივრცის მსუბუქი..." "ღამეს მშიერი მისდევს ავაზა..." "თუმცა არ ვიცი..." : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1977. - N4. - გვ.85-86[MFN: 223743]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი; საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურა და ფოლკლორი; ალმანახები; კრებულები, ანთოლოგიები; ქართული ლიტერატურა; ქართული ფოლკლორი.



2. ნარმანია, ზურაბ

"სულის მახვილი" : [ადამიანის მორალურ-ზნეობრივ კრედოზე. ეკლესიის როლზე ადამიანის სულიერ გაჯანსაღებაში. დავით აღმაშენებლის მიერ ამ ბერკეტის გამოყენება ქვეყნის გაძლიერების საქმეში] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1989. - N2. - გვ.133-151. - ახლავს რედაქციის წინასიტყვაობა[MFN: 275166]

UDC: 821.353.1.09

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა და კრიტიკა.



3. ავტორხანოვი, აბდურაჰმან

სტალინის სიკვდილის საიდუმლო : [ბერიას შეთქმულება. ახლავს წინასიტყვაობა] / აბდურაჰმან ავტორხანოვი ; თარგმანი ზურაბ ნარმანიასი // ცისკარი. - , 1990. - N5. - გვ.153-157. - N6. - გვ.153-160. - N7. - გვ.138-150. - N9. - გვ.143-154. - დასაწყისი N1[MFN: 280936]

UDC: 329.150.1(092)

• ნარმანია, ზურაბ (მთარგმნ.);

Headings of Chronicle: კომუნისტური და მუშათა პარტიები; საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიები; სკკპ ისტორია.



4. ავტორხანოვი, აბდურაჰმან

სტალინის სიკვდილის საიდუმლო : [ბერიას შეთქმულება. ახლავს წინასიტყვაობა] / აბდურაჰმან ავტორხანოვი ; თარგმანი ზურაბ ნარმანიასი // ცისკარი. - , 1990. - N1. - გვ.152-160. - N2. - გვ.148-160. - N3. - გვ.150-160. - N4. - გვ.153-158[MFN: 281727]

UDC: 329.150.1

• ნარმანია, ზურაბ. (მთარგმნ.);

Headings of Chronicle: კომუნისტური და მუშათა პარტიები; სკკპ ისტორია.



5. ნარმანია, ზურაბ

"არ შეიძლება ასე ცხოვრება, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ" : [ჯანსუღ ღვინჯილიას წიგნის "სული აღმაშენებელი" - განხილვა] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1990. - N1. - გვ.123-132[MFN: 287828]

UDC: 821.353.1.09

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა.



6. ნარმანია, ზურაბ

რექვიემი ბავშვებისათვის: ფრაგმენტი : [ლექსი] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1987. - N4. - გვ.63-67[MFN: 304347]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი.



7. ნარმანია, ზურაბ

"გვალვა არ არის მოსავლისთვის ისე საშიში..."; "ტალღებია თუ სიტყვები..." და სხვ. : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1997. - N10. - გვ.47-49. - ახლავს ავტორი ფოტო[MFN: 305093]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: ქართული ლიტერატურა.



8. ნარმანია, ზურაბ

"სადა ვართ, მგზავრობა..."; "დედამიწამ მკაცრი ფიცით..."; წინ! წინ!...; "ცოდვათა ციხის მცველია..."; "არასდროს, არსაით, არაფერს..."; "ოდეს მზე ჩადის და მთვარეც არ ჩანს..."; ბულბული; "ისვრის ბილიკებს მზე და ცაში უმისამართოდ..."; "გულში ყმუოდა მგელი, ცას გატეხოდა ტუჩი..."; ჯერ არდამდგარი დღეც ჩავლილია; მწყალობელო; რადგან თავს ზემოთ..."; თაობა; "სივრცის მსუბუქი კაბის ღილი..." : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1998. - N9. - გვ.68-72. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 313118]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: ქართული ლიტერატურა.



9. ნარმანია, ზურაბ

ფიროსმანს; "შეხსენ ბაღის კაბაზე..."; ტერენტი გრანელს; საიქიოდან; დღე - თეთრი ყანჩა; "ეს დღეც მიწაზე დარჩა..."; პატარებს; თუ არ წამომყვა ცირა; ნამდვილი ერთიც არ ვართ; "მაგრამ მე რა ვქნა..."; დუმილი მოკლედ იტყოდა; "წყალი იყო, მაგრამ ალი..."; მე მჯერა... : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1998. - N7. - გვ.82-84. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 313121]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: ქართული ლიტერატურა.



10. ნარმანია, ზურაბ

"შემოქმედება ნიშნავს სიკვდილის მოკვლას" : [მწერლისა და მწერლობის დანიშნულების შესახებ] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1987. - N9. - გვ.125-130[MFN: 316091]

UDC: 821.353.1.09

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ლიტერატურათმცოდნეობა და კრიტიკა.

11. ნარმანია, ზურაბ

ფრაგმენტი ზამთრიდან; "სულ ცოტა, რაღაც ასწლიანი უკვდავებისათვის..."; "არ ვიცი რამხელა- დიდი თუ პატარა..."; "რას, რას დაეძებ მაგ გამძაფრებით..."; "გლეჯს ქარიშხალი, უჩინარი იმდღის აფიშებს..."; დამიგვიანდა; ვაჟა-ფშაველას; "ლექსს და სივრცეებს შევწირე..."; "ჩემი ცრემლებით სველი ეს დღეც მორჩა, წავიდა..."; "გათენდა...": : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 2001. - N2. - გვ.118-121. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 321087]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: ფილოლოგიური მეცნიერებანი; მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.



12. ნარმანია, ზურაბ

"ჰოი, საოცრებავ..."; პოეტის ვალი; კი განმსჯის მაგრამ...; "იზრდებოდა და ძლიერდებოდა..." : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 2002. - N8-9. - გვ.120-124. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 325175]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ლიტერატურა.



13. ნარმანია, ზურაბ

(ფრაგმენტი); "მშვიდად ვიყავ"..; "დაეშვა მთებიდან მზე"..; მოხუცს; "ცეცხლის ფარდებში გაწვალებით მოდის საღამო"..; "დრო - ყველა ღმერთზე ამაყი ღმერთი : [ლექსები] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 2003. - N7-8. - გვ.127-129. - ახლავს ფოტო[MFN: 330418]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: ქართული ლიტერატურა.



14. ნარმანია, ზურაბ

"ჩემი სახლია დედამიწა..." : [ლექსი. 1977, N6] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1997. - N9. - გვ.95. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 355323]

UDC: 821.353.1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.



15. ნარმანია, ზურაბ

მფრინავი ჭიანჭველა : [ლექსი] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 1999. - N1. - გვ.68-74. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 355610]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.



16. ნარმანია, ზურაბ

"გვალვა არ არის მოსავლისთვის ისე საშიში..." : [ლექსი] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 2000. - N6. - გვ.3[MFN: 355697]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.



17. ნარმანია, ზურაბ

"რაც არ იყო, რაც არ არის..."; "ღამე შემომიჩნდა ადრიანი..."; "ღამე-ბნელი, დღე-ცისმარა..."; "მე გამომტაცეს უდაბნოეთს..."; "სწორიც იქნება, რომ არავინ არ მომიგონოს..."; "ყველგან იოლად გამიტანა მოწყალე ბედმა..."; "ვიღაცა ჩემს სახელს გაჰყვირის ქალაქში..."; "...აღარც ცისფერი ტატნობი მინდა..."; "იქნება, ფიქრობს აკრძალული სინათლე მისცე..."; "დღე დაიხურა, როგორც კუბო..." : [ლექსები "ცისკრელების" წინასიტყვაობით] / ზურაბ ნარმანია // ცისკარი. - , 2005. - N1-2. - გვ.97-101. - დართული აქვს ავტორის ფოტო[MFN: 356028]

UDC: 821.353.1-1

Headings of Chronicle: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.

წყარო - http://www.nplg.gov.ge/ec/en/amat/search.html?cmd=search&pft=biblio&from=1&rnum=10&sf=advanced&qs=a%3A1%3A{i%3A0%3Ba%3A3%3A{s%3A1%3A%22f%22%3Bs%3A3%3A%22700%22%3Bs%3A1%3A%22q%22%3Bs%3A40%3A%22%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%22%3Bs%3A1%3A%22m%22%3Bs%3A1%3A%221%22%3B}}

study


Last edited by Admin on Mon Mar 28, 2011 12:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Sun Mar 27, 2011 11:55 pm

ლიტერატურული საქართველო
2002-05-24


საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის თავმჯდომარეს, "ლიტერატურული საქართველოს" მთავარ რედაქტორს ბატონ თამაზ წივწივაძეს

ღრმად პატივცემულო ბატონო თამაზ!

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენდამი და თქვენი შემოქმედებისადმი.

იქნებ უჩვეულოც კი იყოს ეს ბარათი ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცისაგან. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ჩემი შვილი, პოეტი ზურაბ ნარმანია, ვცდილობ, გაუსაძლისი სიცარიელის რაღაცნაირად შევსებას, შვილის მეგობრებთან და კოლეგებთან უფრო დაახლოებას, ხშირად ყოფნას იქ, სადაც ზურაბი უნდა ყოფილიყო.

ერთი სიტყვით, ლექსი და ლექსის კაცები გახდნენ ჩემი სიცოცხლის მეტად ძვირფასი და აუცილებელი ნაწილები.

ალბათ, ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ფურცლებზე, ამასწინათ გამოქვეყნებულმა სტატიამ "სულის წერილებში გამარჯვებული", საოცრად გამიტაცა, ამაფორიაქა. საქმე ეხება იმას, რომ ქართველი პოეტი და კომპოზიტორი ქალბატონი ლეილა ბერძენიშვილი, თავისი ლექსით "არფა", ამერიკაში ამასწინათ გამართულ კონკურსში, სადაც თვეში 100 ათასამდე პოეტი იკითხება (ე.ი. წლის ბოლომდე მილიონზე მეტი) 50 გამარჯვებულ პოეტთა შორის აღმოჩნდა.

მიმაჩნია, რომ მოხდა ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა, ქართველმა პოეტმა მანდილოსანმა, რომელმაც თავისი ლექსით "სული სიმღერად ტკივა", უცხოელი მკითხველი განაცვიფრა.

თქვენი გაზეთის მეშვეობით, ქალბატონ ლეილა ბერძენიშვილს მივულოცავ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს.

წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისათვის.

პატივისცემით,

კოკი ნარმანია

წყარო - http://www.opentext.ge/index.php?m=57&y=2002&art=9445
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Mon Mar 28, 2011 12:51 am

ზურაბ ნარმანია

ცა

იმედი დიდი ფესვია გულის -
ქალას ხდის ფიქრით ცარგვალს, ლილიანს...
უსასოოდ კი, ჟამთასვლის ურმით,
ჯერ არშემდგარი დღეც ჩავლილია.

ისევ ინთება და ისევ ქრება,
რომ დღეთა კრებამ ღამის იერით
შობის ტკივილებს მოჰგვაროს შვება,
დასაბამს შეხვდეს დასალიერი.

ასე ჩასახლდა სიზმარი ალში,
ქალში სიცოცხლე რომ შეაპარა...
წამია, მაგრამ წამის ამ რკალში
მარადისობამ შეჰკრა კამარა.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Mon Mar 28, 2011 12:58 am

ზურაბ ნარმანია

***
სივრცის მსუბუქი კაბის ღილი -
შუქი მთვარისა
შევხსენი ღამეს. თქვეს, გიჟია,
ცასთან დადისო...
და უეჭველი მოლოდინით
საჩუქარისა -
ცა ჩემში ვპოვე სამარადისოდ.


***
სად ვიმყოფებით, ალუბლებო, სად ვიმყოფებით?
საით მიარწევს ცრემლით სავსე ღრუბლებს ზღვაური?
ვინ სწყვეტს სიმღერას ბაღში ჟამის დანაყოფებით?
სამყაროებში ვინ ატეხა აურზაური?

ფიქრს ვარსკვლავებთან რა უნდოდა ფრთების გარეშე?
ვინ შეაღწია, სიზმრები ვინ გამიფერადა?
რაისთვის გახსნა მზის საფანქრე, ვინც მოთარეშე
ღამეებისთვის მნათობმოყრილ კაბას კერავდა?..

ცნობისწადილზე მოწყალებას რომ არ აპირებ,
არც ღირსვარ, მაგრამ ყვავილების და ბეღურების
უღრან თვალებში იმგვარად გცნობ, ვით მონადირე
ნადირს სცნობს თოვლზე ცარიელი ნაფეხურებით.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Mon Mar 28, 2011 2:46 am

ზურაბ ნარმანია

***
...ღამეს მშიერი მისდევს ავაზა,
აქაც თოვლია ჩემი სავალი,
ტყემ შეცდომების გასწორება შემომთავაზა,
გზას დაეძებენ გზები მრავალი...

მეტს იგი სცოდავს, არ შია რომელს,
მოვედი... ეს მზე სულ არ მეცნობა,
მიაცილებენ მნათობები გზაშეშლილ სოფელს
და არ იციან, რაა სწორი, რაა შეცდომა.

...ღამეს მშიერი მისდევს ავაზა,
ბოლო არ უჩანს ქმნილების კვნესას,
მე კი, წუხილშიც ჩემი ლამაზი
იმედისმომცემ მწყალობელს ვესავ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზურაბ ნარმანია   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ზურაბ ნარმანია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: