არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

მოლი ბლუმის გვერდი554
Share | 
 

 მოლი ბლუმის გვერდი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: მოლი ბლუმის გვერდი   Sat Mar 26, 2011 11:45 am


მე მოლი ბლუმი ვარ, ჯეიმს ჯოისის საკულტო რომანის საკულტო პერსონაჟის სეხნია. ირლანდიური გვარ-სახელის მიუხედავად, ქართველი ბლოგერი გახლავართ და ბლოგოსფეროს უკიდეგანო სივრცეში ერთი პატარა კუთხე მაქვს დაკავებული. ჩემს არტ-ბლოგზე მუსიკაზეც ვწერ, კინოზეც, ფოტოგრაფიაზეც, მაგრამ, ძირითადი თემა, მაინც წიგნებია.

"არმურის" ფორუმის მეპატრონის ნებართვით ლიტერატურულ თემაზე დაწერილ პოსტებს აქაც განვათავსებ. იმედი მაქვს, ჩემი ნააზრევი აქაური მკითხველისთვის უინტერესო და მოსაწყენი არ იქნება.


ყველა ჩანაწერი


Last edited by bloom on Tue Mar 29, 2011 12:21 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3756
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მოლი ბლუმის გვერდი   Sat Mar 26, 2011 11:54 am

დილა მშვიდობისა, მოლი ბლუმ!
მოდი, დავიწყოთ ამით – http://mollyblooms.wordpress.com/2011/01/21/ვარდი-სახელად-ალტინი/

და მერე – რაც გენდომება...

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: Re: მოლი ბლუმის გვერდი   Sat Mar 26, 2011 12:05 pm

Admin wrote:
დილა მშვიდობისა, მოლი ბლუმ!
მოდი, დავიწყოთ ამით – http://mollyblooms.wordpress.com/2011/01/21/ვარდი-სახელად-ალტინი/

და მერე – რაც გენდომება...

flower

როგორც თქვენ ბრძანებთ Smile
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ვარდი, სახელად ალტინი   Sat Mar 26, 2011 12:15 pm

ვარდი, სახელად ალტინი

January 21, 2011 by Molly Bloom


კაცი, რომელმაც რუსულ ლიტერატურაში საკურას სურნელი მოიტანა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არც რუსეთში უჩივის და არც ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში. ამიტომ, ამ პოსტის მიზანი ბორის აკუნინის სადიდებელი დითირამბის მღერა არ გახლავთ. დახვეწილი ინტელექტუალი და ქალების გულთამპყრობელი ერასტ ფანდორინი ისედაც უსაზღვროდ პოპულარულია.

უბრალოდ, მინდოდა, თქვენთვის ის ალუზია გამეზიარებინა, რომელიც ფანდორინების საგის ერთ-ერთ წიგნში - "ალტინ-ტოლობასში" აღმოვაჩინე. ან, იქნებ, მომეჩვენა კიდეც... ამის განსჯა უკვე მათთვის მომინდვია, ვისაც ჩემს ბლოგზე სტუმრობის სურვილი გაუჩნდება.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ამას წინათ, რომელიღაც რუსულ ტელეარხზე, შონ კონერის და პირტიტველა კრისტიან სლეიტერის მონაწილეობით უმბერტო ეკოს უცნობილესი რომანის ეკრანიზაციას გადავაწყდი. კინომცოდნეობას არ დავიჩემებ, მაგრამ ვიტყვი, რომ კარგი ფილმია, რიგიანი რეჟისურით და საუკეთესო სამსახიობო ნაკრებით. თანაც, თემატურად დღემდე აქტუალური. თუმცა, რელიგიური ფანატიზმი ცალკე პოსტის თემაა, ჩვენ ისევ ალუზიას დავუბრუნდეთ...

ეკოს "ვარდის სახელი" ბევრად უფრო ადრე ჩამივარდა ხელში, ვიდრე აკუნინთან ჩემი მგზნებარე რომანი შედგებოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ალუზიებზე ფიქრისკენ ფილმმა უფრო მიბიძგა.

თვალშისაცემად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ორივე ნაწარმოებში მთავარი სიუჟეტური ინტრიგა ბიბლიოთეკის ირგვლივ იხლართება და ძირითად საფრთხეს ერთი კონკრეტული წიგნი წარმოადგენს. წიგნი, რომელსაც შეუძლია, გარკვეული გავლენა იქონიოს ადამიანებზე, თუმცა მეორე შემთხვევაში ეს გავლენა განუზომლად მასშტაბური იქნებოდა. განსხვავება ის არის, რომ ეკოსთან მკითხველის სიმპათია იმ პერსონაჟების მხარესაა, რომლებიც წიგნის სააშკარაოზე გამოტანას ემხრობიან, აკუნინთან კი პირიქით. თუმცა, ბიბლიოთეკა და წიგნი მაინც რჩება სიუჟეტის მთავარ თავსატეხად. პირველ შემთხვევაში, ეს ის ნაწარმოებია, რომელსაც ადამიანებისთვის მეტი ღიმილის და ხალისის მოტანა შეუძლია, მეორეში კი... ვინ იცის... აკუნინის უსაზღვრო ფანტაზიამ ისეთი წიგნი გამოიგონა, რომლის მიერ კაცობრიობაზე მოხდენილი გავლენის განჭვრეტა და პროგნოზირება შეუძლებელია.

ასეა თუ ისე, საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ დეტექტივების მოყვარულთა კერპის - ბორის აკუნინის რომანში უმბერტო ეკოს აჩრდილმა გაიელვა.

რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ აკუნინის რომანს მსგავსი ილუზია რაიმე ზიანს აყენებს. ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მწერალმა, რომელიც ფანტასტიურად ფლობს კალამს და რომელთან ერთადაც არაერთი სასიამოვნო საღამო გამიტარებია ბუხრის პირას, სურნელოვანი ყავის ჭიქით ხელში, კიდევ ერთი გემრიელად სასუსნავი წიგნი შემოგვთავაზა, წარსულისა და თანამედროვეობის ორიგინალური მონაცვლეობით, ძალიან სახასიათო პერსონაჟებით და რაც მთავარია, იუმორით, ფათერაკებით და თავსატეხებით კარგად შეზავებული.

რაც შეეხება იმ პერსონაჟს, რომელმაც ეკოსთან ერთ-ერთი მთავარი გმირის ცხოვრებაში სამუდამოდ დატოვა კვალი, თავად კი უსახელოდ დარჩა...

აკუნინთან ის თავგანწირული და შეუპოვარი პატარა ქალია, სახელად ალტინი...

ყველა ჩანაწერი


Last edited by bloom on Tue Mar 29, 2011 12:23 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ჩემი შარშანდელი წიგნები   Sat Mar 26, 2011 12:38 pm

ჩემი შარშანდელი წიგნები

January 5, 2011 by Molly Bloom


ქართველ ბლოგერებს ერთი ოქროს წესი აქვთ – დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელ პოსტებს წერენ და ახალ წელს ვალმოხდილნი ხვდებიან. ირლანდიური გვარ-სახელის მიუხედავად, მეც ქართველი ბლოგერი ვარ და ტრადიციას ნამდვილად არ დავარღვევდი, მაგრამ დეკემბრის ბოლოს (ანუ ათი დღის წინ) ბლოგი საერთოდ არ მქონდა და შემაჯამებელი პოსტის ნაცვლად შემწვარი გოჭის ყურებზე ვფიქრობდი.

სამაგიეროდ, ახლა მაქვს და ახლა დავწერ. დიდი ამბავი, ცოტას თუ დავაგვიანებ. 14 იანვრამდე მაინც საახალწლო რეჟიმში ვცხოვრობთ.

შემაჯამებელი პოსტის თემად, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ირჩევენ. მოლი ბლუმმა აბა სხვა რაზე უნდა დაწეროს – შარშან წაკითხულ ძალიან კარგ და ძალიან ცუდ წიგნებს გავიხსენებ.

ზაზა ბურჭულაძის “adibas”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მოწონებით ყველას მოეწონა. ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა – უბრალოდ კარგი წიგნია, მეტი არაფერიო ( მგონი, “უბრალოდ კარგი წიგნობაც” საკმარისია). ჩვეულებრივიაო, არავის უთქვამს.

თავის დროზე “ალი და ნინო”-ზე ამბობდნენ, ერთ ღამეში წასაკითხიაო. “adibas”-ის კითხვა ღამის 12-ზე დავიწყე, მერე ორჯერ გადავდე, სიამოვნების გახანგრძლივებას ვაპირებდი და დილისთვის ვინახავდი. ვერ მოვწყდი. 2 საათისთვის მოვრჩი. ჩემი მეგობარი მართალია – განსაკუთრებულს არაფერს ამბობს ზაზა, თითქოს ყველაფერი ნაცნობია, ათასჯერ ნანახი და გაგონილი, მაგრამ ომზე და თბილისზე ასეთი წიგნი ჯერ არავის დაუწერია. “adibas”-ი ნამდვილი თბილისი ლაივია. სამწუხაროდ, თბილისი 2008 წლის ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა და არა მგონია, უახლოეს ხანებში შეიცვალოს.

კლასიკურ როკზე დაწერილი წიგნი ჩემთვის, სულ მცირე, საინტერესოა. ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანიც” საინტერესო მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წიგნი როკზე კი არა, ბასაზეა. თქვენ-რომ-სანრემოზე-გიჟდებოდით-მე-როკს-ვუსმენდი პათოსი და აბსოლუტურად გაუგებარი სარკაზმი უშნოა და უადგილო. შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ბასას და რამდენიმე რჩეულის გარდა, “პინქ ფლოიდის” და “დიფ ფარფლის” შესახებ არავინ არაფერი იცის და მხოლოდ ავტორს მოსწონს ხარისხიანი მუსიკა. შედარებისთვის, ზურაბ ქარუმიძე, როკზე ბევრად ინტელექტუალურ მუსიკაზე დაწერილ ფანტასტიურ წიგნში, ჯაზის უბადლო ცოდნას არავის ამადლის და არც არავის დასცინის. მას ეს, უბრალოდ, არ სჭირდება.

თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურა, სამწუხაროდ, ორივე ფეხით კოჭლობს და ამის შესამჩნევად “სანტა ესპერანსას”, “ბიბლუსის” ,,ექს ლიბრისის” და სხვა მაღაზიების თაროების გადათვალიერებაც საკმარისია. ერთი-ორი საშუალო ხარისხის მოთხრობა, საეჭვო ღირებულების იგავ-არაკები და აშკარად ცნობილი ბესტსელერების გავლენით შექმნილი ფენტეზი-რომანი ამინდს ვერ შექმნის, უკეთესის დასაწერად ჩვენი პარნასი თავს დიდად არ იწუხებს, თუმცა, სხვებს მაინც ვთარგმნით და ეს უკვე კარგია. კორნელია ფუნკეს “ქურდების მბრძანებლით”, ჯანი როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრებით” და როალდ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხნით” მე ვისიამოვნე და ბავშვებს მითუმეტეს მოეწონებოდათ. სულაკაურის გამომცემლობამ ასტრიდ ლიდგრენის საიუბილეო სერიის პირველი ხუთი წიგნი გამოსცა, ქარჩხაძის გამომცემლობამ – ტოლკინის ტრილოგიის მეორე ტომი… წლის მარგალიტს დეკემბრის ბოლოს, კინო “ამირანის” ფოიეში, საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მივაგენი - ”პინოქიოს” სრულიად ახალი, რობერტო ინოჩენტის ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებული თარგმანი, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით არის კარგი, რომ ჩემი შვილიშვილი კოლოდის “პინოქიოს” ტოლსტოის “ბურატინოზე” ადრე წაიკითხავს.

იაფი წიგნების ეპიდემიას შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს თბილისში ჟურნალი არ გამოდის, თან რომელიმე სერიის რომელიმე ტომი არ მოჰყვებოდეს. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ წიგნსაც ხომ გააჩნია… რამდენიმე ძირითადი ხაზიდან (მაია ბურჭულაძის და სვეტა კვარაცხელიას შემოქმედებას არ ვგულისხმობ – აქ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და არა მაკულატურაზე) ჯერჯერობით, ყველაზე უარესი მსოფლიო დეტექტივების სეიფია. 30 ტომი გამოიცა და ორად ორი გამონაკლისის გარდა ისეა თარგმნილი, ისეთი ავტორებია გაფუჭებული, გული მოგიკვდება. როგორც ვატყობ, ამ პროექტის საკვანძო სიტყვა “იაფია”, რაც სრულდება კიდეც. სხვა დანარჩენს გამომცემლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ნობელის ლიტერატურული პრემია მეტ-ნაკლებად (ამ ბოლო დროს – მეტად) კონიუქტურული რომ არის და სტოკჰოლმელი ძიები ამა თუ იმ ნაწარმოების ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად სხვა რაღაც-რაღაცებსაც რომ ითვალისწინებენ, ძველი ამბავია. ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” ერთი იშვიათი გამონაკლისია. თურქი უმბერტო ეკოს უგემრიელესი, აღმოსავლური კოლორიტით სავსე რომანისთვის მსოფლიოს არცერთი პრემია არ დაგენანება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ისეთი ქართული თარგმანი გვაქვს, რუსული გამოცემისკენ არც გაიხედავ (როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე).

ერეკლე დეისაძე აქ რა სახსენებელია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფსიქეს უკაცრიელ ბლოგზე ხეტიალისას, საინტერესო პასაჟს გადავაწყდი და პირი დამრჩა ღია. ჩვენში დარჩეს, რაც მანდ წერია, ფსიქეს ინტელექტზე და ერუდიციაზე უფრო მეტყველებს. არა მგონია, დეისაძეს ამდენი ეფიქრა. მყვირალა სათაური რომ არა, ერთი უნიჭო და სულელური წიგნის შესახებ ვერავინ გაიგებდა. პურიტანების, ფსევდო-მორალისტების და სხვა მოყავისფრო ელემენტებისთვის იმასაც დავამატებ, რომ უნიჭო და სულელური წიგნის დაწერის უფლებას დეისაძეს საქართველოს კონსტიტუცია აძლევს.

უმადურობა იქნება, განსაკუთრებით სასიამოვნო და გემრიელად სასუსნავ წიგნებში არ ვახსენო დათო ტურაშვილის “მეცამეტე” და “ამერიკული ზღაპრები” (“ზღაპრები” დეკემბრის ბოლოს ვიყიდე, ახალი გამოსულია, წასაკითხად ოთხი საათი მეყო და უკვე მერამდენედ გამიჩნდა კითხვა – დათოს ცოლს ღამით მშვიდად როგორ სძინავს), ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი”, ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” (“შოკოლადში” ნაწილ-ნაწილ რომ იბეჭდებოდა და ახლახანს წიგნად გამოსცეს), მალხაზ ხარბედიას “პირადი ბიბლიოთეკა”, ზემხას “iratta.ru”, დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი”, სერგეი მინაევის “Media Sapiens” (მეორე ნაწილი პირველს ჯობია), კლარკი, შეკლი და საიმაკი (ოღონდ რუსულად, ქართული თარგმანი არაფრად ვარგა) აკუნინის ექსპერიმენტული პროექტი “სიკვდილი ვახტანგურად” – ლიტერატურის და კინოს შერწყმის მცდელობა, სტაუტის დეტექტივები…

For record – ყველა ზემოხსენებული და კიდევ ბევრი სხვა წიგნი, კარგიც და ცუდიც, ჩემს პირად ბიბლიოთეკაშია განთავსებული. ოღონდ ცუდები – ყველაზე ცივ და ბნელ, ღამურებით და ჯოჯოებით დასახლებულ კუთხეში.

ეს – შარშანდელი ამბები. წელს, უკვე რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო წიგნის გამოცემაა დაანონსებული. ახალი რუსულენოვანი ლიტერატურა, წვალებით და ჯახირით, მაგრამ მაინც აღწევს ჩვენს მაღაზიებამდე, დედა-ენის ძეგლთან წინასწარ დაწუნებული ბაზრობაც ამუშავდება და ვფიქრობ, ბიბლიოთეკისთვის ახალი თაროების შეკვეთა მომიწევს.


ყველა ჩანაწერი


Last edited by bloom on Tue Mar 29, 2011 12:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: არაპოლიტკორექტული კლასიკა   Sun Mar 27, 2011 11:20 am

არაპოლიტკორექტული კლასიკა

January 18, 2011 by მოლი ბლუმი

1818 წელს შოტლანდიელმა ექიმმა ტომას ბაუდლერმა შექსპირის პიესებიდან ვიქტორიანული მორალისთვის მიუღებელი ყველა სიტყვა და პასაჟი ამოიღო. შედეგად მკითხველმა “საოჯახო შექსპირის” სახელით ცნობილი გამოცემა მიიღო, ინგლისური ენა კი ნეოლოგიზმი “ბაუდლერიზებით” გამდიდრდა.

ლიტერატურული 2011 წელი ამერიკაში ბაუდლერიზაციის მორიგი აქტით იწყება. NewSouth Books-ი, თებერვლის შუა რიცხვებისათვის, მარკ ტვენის “ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ რედაქტირებული, თანამედროვე პოლიტკორექტულობის ნორმებთან შეხამებული ვერსიის გამოცემას გეგმავს. წიგნიდან სიტყვებს ”nigger” და “injun” (წითელკანიანი) ამოიღებენ.

პროექტის ავტორს, მარკ ტვენის შემოქმედების მკვლევარს ალან გრიბენს თუ დავუჯერებთ, მწერალი ამ სიტყვებს მარტო “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში” 219-ჯერ იყენებს. გრიბენის განცხადებით, ახალ გამოცემაში ”nigger”-ს და “injun”-ს “მონა” ჩაანაცვლებს.

ამერიკული ლიტერატურის შედევრის რედაქტირების მცდელობას უკვე მოჰყვა აღშფოთებულ მკითხველთა ელექტრონული წერილების წვიმა. პროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მარკ ტვენის ენა ამერიკის ისტორიის ნაწილია, კონკრეტული ეპოქის რეალობას ასახავს და კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე კრიტერიუმების შესაბამისად შეცვლა მწერლის შეურაცხყოფაა. ამასთან, იზრდება გრიბენის მომხრეთა რიცხვიც. ტვენის „გაკეთილშობილების“ იდეას, ძირითადად, აფროამერიკელები მიესალმებიან და იხსენებენ, რომ ”ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის” საჯაროდ კითხვისას არაერთხელ ჩავარდნილან უხერხულ მდგომარეობაში.

საინტერესოა, რომ “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” მეოთხეა იმ წიგნთა ჩამონათვალში, რომლებსაც ყველაზე ხშირად კრძალავენ ამერიკულ სკოლებში. აკრძალვის მიზეზი ისევ და ისევ რასისტული შეფერილობის სიტყვებია. ამერიკაში სიტყვა “nigger”-ს ტაბუ ადევს და ყველა ოფიციალურ გამოცემაში მორცხვი ევფემიზმი “N-word” ანაცვლებს. თუმცა, თანამედროვე ენის ახალი, პოლიტკორექტული კრიტერიუმების დადგენა-დაცვა ერთია და 125 წლის წინ დაწერილი შედევრის რედაქტირება – მეორე…

ამერიკელების ექსცენტრულობა, დიდი ხანია, არ მიკვირს, მაგრამ ახლა მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რითია მიმართვა ”მონა” “nigger”-ზე ან “წითელკანიანზე” უკეთესი, ან რა დააშავა ტვენმა, თუ წიგნი იმ დროს არსებული და საყოველთაოდ მიღებული ლექსიკური მარაგის გამოყენებით დაწერა. სასაცილოა, რომ ფსევდოპურიტანი ამერიკელები რასისტულ გამონათქვამებს მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, თბილ, კეთილ და ანტირასისტულ წიგნში ეძებენ.

არა მგონია, ამგვარმა, ზღვარს გადასულმა კორექტულობამ, მკითხველს მეტი ტოლერანტობა შესძინოს და არც იმას ვფიქრობ, რომ რომელიმე ერის პოლიტიკური მენტალიტეტის ფასადზე მსგავსი მეთოდებით ზრუნვა სასიკეთო და შედეგიანი აღმოჩნდება გნებავთ, თვითონ იმ ერისთვის და გნებავთ, ნებისმიერი ეთნოსისათვის, რომელსაც რასიზმი საკუთარ ტყავზე უწვნევია. პოლიტკორექტული რედაქტირება მარკ ტვენს, ალბათ, ბევრს არაფერს დააკლებს, წლების შემდეგ ალან გრიბენს, ტომას ბაუდლერის მსგავსად, უხერხული ღიმილით და მხრების აჩეჩვით გაიხსენებენ. ახლა მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება – 21-ე საუკუნის სეკულარული სახელმწიფო მაგალითს ვიქტორიანული ინგლისისგან არ უნდა იღებდეს.



ყველა ჩანაწერი


Last edited by bloom on Tue Mar 29, 2011 12:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი   Sun Mar 27, 2011 11:26 am

პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი

January 27, 2011 by მოლი ბლუმი

52 წლის რუსი მწერალი ელენა ჩუდინოვა მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე რომანის, ინგლისის ისტორიაზე დაწერილი საბავშვო წიგნების და პუბლიცისტური წერილების ავტორია. გამოსცემს ჟურნალ “ექსპერტს”, თუმცა მისი სახელი, ალბათ, სამუდამოდ დარჩებოდა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეთა და პოლიტოლოგთა ვიწრო წრისთვის ცნობილი, რომ არა სკანდალური რომანის – “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთის” იდეა.

ნაწარმოების სიუჟეტი არც თუ შორეულ 2048 წელს ვითარდება. დასავლეთ ევროპაში ძალაუფლებას ხელთ მუსლიმი იმიგრანტები იგდებენ. შარიათს კანონის ძალა აქვს, კათოლიკური ტაძრები წაბილწული და განადგურებულია, ნოტრ-დამი ალ-ფრანკონის მეჩეთად არის გადაკეთებული. ფუნქციადაკარგული კათოლიკური ეკლესია მხოლოდ კულტურულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ფრანგები, რომლებმაც ისლამის მიღებაზე უარი თქვეს, გეტოში ცხოვრობენ. კათოლიკე ტრადიციონალისტების მცირერიცხოვანი რაზმი თავს კატაკომბებს აფარებს. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები წმინდა პიუს X-ის საძმოსთან ერთიანდებიან და უკანასკნელ ხმაურიან აქციას – მეჩეთად ქცეული ნორტ-დამის ხელში ჩაგდებას, შემდგომ კი აფეთქებას გეგმავენ… მთავარი სიუჟეტური ხაზის ეს განშტოება უდავოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ცნობილი La Résistance-ით არის შთაგონებული.

“პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი” 2005 წელს, პარიზში სტუდენტური გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოსცეს და დღეისათვის უკვე ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, სერბულ და თურქულ ენებზე. წიგნის საფრანგეთში დაბეჭდვა მხოლოდ 2009 წელს მოხერხდა – გამომცემლები არაპოლიტკორექტულ ნაწარმოებს უფრთხოდნენ. რა თქმა უნდა, სკანდალი ისეთი საკმაზია, ნებისმიერ ნაწარმოებს რომ უხდება გნებავთ, პოპულარობის და გნებავთ, კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ ისლამის ფანატებთან რელიგიურ თემაზე ხუმრობა იმდენად სახიფათო თამაში გახლავთ, რომ ყველანაირ არგუმენტს აბათილებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტრადიციულ თურქეთში რომანი მეკობრული ხერხით გაავრცელეს.

“პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი” ფორმალურად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. თუმცა, დაკვირვებული მკითხველი თვალის ერთი შევლებითაც იოლად აღმოაჩენს, რომ რომანს ბევრისთვის საყვარელ sciense fiction-თან, ქრონოლოგიური ჩარჩოს გარდა, თითქმის არაფერი აკავშირებს. თავად ავტორი თვლის, რომ “მეჩეთი” ანტიუტოპიური რომანია. ალბათ, ამის გამო აირჩია მოქმედების დროდ 2048 წელი – თვალშისაცემია ალუზია ჯორჯ ორუელის “1984″-ზე, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდე ცნობილი ყველა ანტიუტოპია ტოტალიტარული სისტემის და დიქტატურული სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს, ჩუდინოვას შეხედულებებს კი აშკარად ქსენოფობიის ფრიად უსიამოვნო და საშიში სუნი უდის.

ჩუდინოვა საკუთარ მოსაზრებების აფიშირებას რომანის მიღმაც არ ერიდება. “მე არ მსურს მოსკოვის სახალიფოში ცხოვრება” – აცხადებს მწერალი ერთ-ერთ საჯარო ინტერვიუში და პანისლამისტური აპოკალიფსის უკვე რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას წინასწარმეტყველებს. თანამედროვე ქრისტიანული ცივილიზაციების მოსალოდნელი მსხვრევის სქემას ჩუდინოვა რუსეთის მაგალითზე განიხილავს და კოლაფსის მთავარ მიზეზად რუსული სახელმწიფოს და ეკლესიის ზედმეტად დემოკრატიულ და ლიბერალურ (!) პოლიტიკას ასახელებს.

ისლამური სამყარო განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებზე, რომელიც ოდნავ მაინც სცილდება რელიგიური დოგმატის მკაცრ ფარგლებს (მაგალითისთვის, ალბათ, სალმან რუშდის “სატანური ლექსები” და წინასწარმეტყველ მუჰამედის ნორვეგიულ კარიკატურებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალიც იკმარებს) საინტერესოა, რომ მწერალს, რომელიც ისლამს მონების რელიგიას და ქრისტიანობის მთავარ მტერს უწოდებს, პროისლამისტურმა ძალებმა მხოლოდ კრიტიკა აკმარეს. გაუგებარია, რა არის ასეთი ლმობიერების მიზეზი… როგორც წესი, ისლამური სამყარო მსგავს გამოსვლებს ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯებით პასუხობს ხოლმე, მაგრამ ჩუდინოვას ჯვაროსნული ლაშქრობა რატომღაც არა მარტო დაუსჯელი, თითქმის შეუმჩნეველიც კი დარჩა. როგორც ჩანს, რუსი მწერალი სერიოზულ მოწინააღმდეგედ არ ჩათვალეს.

თუმცა, როგორც ამბობენ, “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო” – “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი” , სპეციფიკური ხასიათის მიუხედავად, ან, იქნებ, სწორედ ამის წყალობით, უინტერესო საკითხავი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის და ქსენოფობიის პრობლემა არც ოდესღაც ტოლერანტული საქართველოსთვის არის უცხო. ამიტომ, ვფიქრობ, რომანს ადგილი ჩვენს წიგნის თაროებზე თუ არა, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში მაინც მოეძებნება.




ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ასტრიდი - ღიმილის ორდენის კავალერი   Tue Mar 29, 2011 9:07 am

ასტრიდი – ღიმილის ორდენის კავალერი

February 18, 2011 by მოლი ბლუმი

მას შეეძლო, ერთი თავისი პერსონაჟის სიტყვები გაემეორებინა – “რომ არ ვარსებობდე, ჩემზე უკეთესი გამოგონება ამქვეყნად არ იქნებოდაო” – და ეს სრული სიმართლეა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასტრიდ ლინდგრენი არსებობს და ჩვენ მისი გამოგონება არ დაგვჭირვებია. შვედი მეზღაპრის გმირებიდან ჩემი პირველი ნაცნობი პეპი გრძელი წინდა იყო – კარგად მახსოვს, სიცხიანს და მისავათებულს დედამ მომიტანა საჩუქრად – იცოდა, რომ ახალ წიგნზე მეტად ვერაფრით გამახარებდა. ვიწექი ფუმფულა ბალიშებში ჩაფლული, სიცხისგან თავი მტკიოდა და თვალები მიბრჭყვიალებდა, მაგრამ წიგნი ვერანაირად ვერ გამაგდებინეს ხელიდან – სუნთქვაშეკრული მივყვებოდი უკან პეპის, ტომსა და ანიკას… მათთან ერთად მივძვრებოდი ფუღუროში, ქურდბაცაცებს თავზარს ვცემდი, კუნძულზე ვმოგზაურობდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე გამოჯანმრთელებულმა მაჭკატების გამოცხობაც კი ვცადე, ოღონდ ეს ამბავი მაინცდამაინც მხიარულად არ დამთავრებულა

ძალიან მალე, მეგობრის ბიბლიოთეკაში “სახურავის ბინადარი კარლსონი” აღმოვაჩინე და ეს პატარა, მსუნაგი და გოდორა არსება ისე შემიყვარდა, საღამოობით დიდხანს ვიჯექი ხოლმე ჩაბნელებულ ოთახში, ფანჯარასთან და სულგანაბული ვაყურადებდი – საიდანმე პროპელერის ზუზუნი ხომ არ ისმის–მეთქი… ეგ კი არა, რამდენჯერმე ფანჯარის რაფაზე ფუნთუშებიანი თეფშიც დავტოვე… უსაშველოდ მინდოდა, პროპელერიან კაცუნას ჩამოექროლა, ჩემთვის ხელი ჩაევლო და მაღლა–მაღლა, სახურავზე წავეყვანე, სადაც მოუწესრიგებელ, აყრილ–დაყრილ და ათასი ხარახურით გამოტენილ სახლში “მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი” ცხოვრობს… ასეთი მეგობრის ხათრით დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ტორტს და დარიჩინიან ფუნთუშას შეველეოდი… ვინც მიცნობს, ისინი კარგად მიხვდებიან ჩემგან გაღებული მსხვერპლის ფასს

ამის შემდეგ ლინდგრენის წიგნებს უკვე დიოგენესავით სანთლით დავეძებდი – მცირერიცხოვან მაღაზიებში, მეგობრების, ნათესავების, მეზობლების ბიბლიოთეკებში და თუ სადმე რაიმეს ვიპოვნიდი, აღტაცებული ჭყლოპინით მივარბენინებდი შინისკენ. “ლიონებერგელი ემილი” სკოლის ბიბლიოთეკას მოვპარე (დაგვიანებული ბოდიში და არც მაინცდამაინც გულწრფელი მონანიება ნათელა ბიბლიოთეკარს ), ღამით მარტო დარჩენილმა, როგორც კი დავრწმუნდი, რომ ყველას ეძინა, ბალიშის ქვემოდან გამოვაცოცე და დილამდე ვკითხულობდი დაიკო იდას, წუწურაქი მამიკოს, ჩერჩეტი მოახლე ლინას და ონავარი ემილის ამბებს. მერე კარგა ხანს ვჭირვეულობდი, გოჭუნა მიყიდეთ–მეთქი ეს, როგორც იქნა, გადამაფიქრებინეს, ხუტორ კატხულტში დამზადებული სურნელოვანი შინაური ძეხვის გასინჯვის სურვილი კი ახლაც არ გამნელებია

ახლა რომ ვუფიქრდები, დეტექტივების სიყვარული ჩემში ცნობილმა მაძებარმა კალე ბლუმკვისტმა დანერგა… მაშინ სულ ტყუილად დავსუნსულებდი აქეთ–იქით დანაშაულისა და ბოროტმოქმედთა ძებნის იმედით, სამაგიეროდ, დღემდე ამ ჟანრის მხურვალე თაყვანისმცემელი ვარ და ამის შესახებ ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან

ჩემთვის ძალიან რთული ამოცანაა, ლინდგრენის სამყაროზე დავწერო და უკმარისობის გრძნობა არ დამრჩეს… იმიტომ, რომ ერთ პოსტში არანაირად არ ჩაეტევიან ისინი, ვინც მე ბავშვობას (და არა მარტო ბავშვობას) მილამაზებდა, ისინი, ვინც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ჩემი სულის ნაწილია – უკბილო და ჩლიფინა სტინა, ჯირკუტანა ჩორვენი და ბოცმანი, ძმები ლომგულები, რასმუსი და ოსკარი, რონია და ბირკი, ტედი და ფრედი, პეტერი და მალინი…

რამდენიმე დღის წინ “სახურავის ბინადარი კარლსონის” ახალთახალი, უგემრიელესი გამოცემა მაჩუქეს ვიკლანდის ფანტასტიური შავ-თეთრი ილუსტრაციებით. მოვდიოდი, მომქონდა გულში ჩახუტებული წიგნი და ვფიქრობდი – რა ბედნიერებაა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა გოგონა, რომელმაც ჩემში ბავშვი გადაარჩინა…

P.S. ღიმილის ორდენით იმ ადამიანებს აჯილდოვებენ, რომლებმაც სიხარული და ხალისი აჩუქეს პლანეტის ყველაზე საყვარელ და სათუთ ბინადრებს – ბავშვებს. შვედი ჯადოქარიც, ჯოან როულინგსა და ტუვე იანსონთან ერთად, ამ ორდენის კავალერია.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: კრისტი, ეკო, სტაუტი etc   Thu Mar 31, 2011 12:25 pm

კრისტი, ეკო, სტაუტი etc

February 3, 2011 by მოლი ბლუმი

ამ ათიოდე დღის წინ ბლოგზე საინტერესო დიალოგს შევესწარი - მერი პოპინსი და ლორდ ვეიდერი ჩვენს განათლების მინისტრთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ასოციაციებზე საუბრობდნენ. ერთგან მერიმ ჯონ დიქსონ კარის პერსონაჟი – სერ ჰენრი მერივეილი ახსენა, ლორდმა – “Daily Telegraph”-ის ლიტერატურული განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილი ყველა დროის 50 საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოების სია და ამ სიაზე დაწერილი პოსტი. დეტექტივების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და ჯერ ოდნავაც არ გამნელებია. 50 წიგნი ჩემი ბლოგისთვის, ალბათ, ბევრია, ფავორიტ ოცეულს კი დიდი სიამოვნებით შევადგენ.

ჩემი საუკეთესო ოცეული კლასიკურ დეტექტივებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ რომანებში დანაშაული ნაბიჯ–ნაბიჯ, დედუქციური მეთოდის გამოყენებით იხსნება, ბოროტმოქმედი პირველივე წუთებიდან მკითხველის თვალწინ ტრიალებს და წარმატებით ასრულებს ყოვლად წესიერი ადამიანის როლს, ნიღაბს კი მხოლოდ ბოლო ფურცლებზე იხსნის, უფრო სწორად, ხსნიან. ავტორთა თანმიმდევრობა აბსოლუტურად პირობითია, არც ერთ ნაწარმოებს არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს და, რაც მთავარია, პოსტის მკითხველს იმის შიში ნუ შეაწუხებს, რომ რომელიმე წიგნის მნიშვნელოვან სიუჟეტურ დეტალს ან სულაც დამნაშავის ვინაობას გავამხელ, დამოუკიდებელი გამოძიების საშუალებას წავართმევ და პირველი წაკითხვის სიამოვნებას ჩავუშხამებ…

ერთსაც დავამატებდი – ოცეული ჩემი გემოვნებით არის შერჩეული და დეტექტივების სამყაროს გზამკვლევს არანაირად არ წარმოადგენს, უბრალოდ, მოხარული ვიქნები, თუ ეს სია ჟანრის თაყვანისმცემლების ახალი სახელების აღმოჩენაში დაეხმარება და ძველებს – კიდევ ერთხელ გაახსენებს.

ახლა კი, როგორც ერთი თბილისური გაზეთის რედაქტორი იტყოდა – Let’s go to Mokhisi.

აი, ჩემი სიაც.

აგატა კრისტი – “აღმოსავლეთის ექსპრესი”;
აგატა კრისტი – “ათი პატარა ზანგი”;
აგატა კრისტი – “როჯერ ეკროიდის მკვლელობა”;
არტურო პერეს-რევერტე – “სევილიური ზიარება, ანუ სადოლე ტყავი”;
უმბერტო ეკო – “ვარდის სახელი”;
ბორის აკუნინი – “ლევიათანი”;
არტურ კონან დოლი - “ბასკერვილების ძაღლი”;
სებასტიან ჟაპრიზო – “სათვალიანი ქალი თოფით ავტომობილში”;
ჯონ დიკსონ კარი – “იუდას ფანჯარა”;
ჯონ დიკსონ კარი – “ადამიანი-მოჩვენება”;
დენის ლეიჰენი – “იდუმალი მდინარე”;
სიდნი შელდონი – “სისხლისმიერი კავშირები”;
ფრედ ვარგასი – “ნეპტუნის თამაში”;
დენ ბრაუნი – “ანგელოზები და დემონები”;
რექს სტაუტი – “გამბიტი”;
რექს სტაუტი – “მეტისმეტად ბევრი მზარეული”;
ჯაილს ბლანტი – “ნაზი გრიგალი”;
ბუალო-ნარსეჟაკი – “ქვრივები”;
როს მაკდონალდი. – “მძინარე მზეთუნახავი”;
ნაიო მარში – “პერის სიკვდილი”.

“აღმოსავლეთის ექსპრესი” პატარამ წავიკითხე და დღემდე მახსოვს გამაოგნებელი ფინალით განცდილი შთაბეჭდილება. დამნაშავე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვიცანი, თუმცა ძალიან ვცდილობდი ახლა კი ვხვდები, რომ კრისტისთან ეს ადვილია, რადგან ავტორი არც ერთ სამხილს არ გვიმალავს. დამნაშავეც და მოტივიც პირველივე ფურცლებიდან ხელისგულზე უდევს მკითხველს, უბრალოდ, დაკვირვება და ანალიზის კარგი უნარია საჭირო. “როჯერ ეკროიდის მკვლელობას” უნიკალური და განსაკუთრებული სიუჟეტი აქვს, კრისტიმ თამამი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა - კლასიკური დეტექტივის ერთ-ერთი ძირითადი კანონი დაარღვია და ამით რომანს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. მეტს არაფერს ვიტყვი, თავად წაიკითხეთ და, მერწმუნეთ, წინ უდიდესი სიამოვნება გელით. აგატა კრისტის თაყვანისმცემლებისთვის კი მხოლოდ ერთს დავამატებდი – ალბათ, სასიამოვნო და გასაკვირი იქნება იმის გაგება, რომ ინგლისელი მწერალი მხოლოდ დეტექტივების კი არა, რამდენიმე სასიყვარულო–ფსიქოლოგიური რომანის ავტორიც გახლავთ, თუმცა ეს უკვე ცალკე პოსტის თემაა.

“ვარდის სახელი”, “ათი პატარა ზანგი” და “ბასკერვილების ძაღლი” ჯერ ფილმად ვნახე და წიგნები მერე მოვიძიე, “ანგელოზები და დემონები” – პირიქით. დენ ბრაუნს და მის რომანს ბევრი აგდებით მოიხსენიებს, მე კი მომწონს – სიუჟეტი საინტერესოდ ჩახლართული გამოდგა, თუმცა მთავარი დამნაშავე ლენგდონ-ვეტრას დუეტზე ადრე მაინც აღმოვაჩინე. უმბერტო ეკოს შემოქმედებით ტალანტს ჩემი ქება არ სჭირდება, ხოლო არტურ კონან დოილს ისეთი ადგილი უჭირავს დეტექტივის ყველა მოყვარულის გულში, უხერხულიც კი იქნება, შერლოკ ჰოლმსის არაორდინარულ პერსონაზე, დედუქციის უნარსა და ბასკერვილ–ჰოლში დატრიალებულ იდუმალ მოვლენებზე ბევრი ვილაპარაკო.

რექს სტაუტის საკულტო პერსონაჟი – ნირო ვულფი, სამძებრო საქმესთან ერთად კულინარიის ექსპერტიც არის და მისი, ყველა გაგებით უგემრიელესი დეტექტივები, საკუთრივ ჟანრის მოყვარულებთან ერთად, გურმანებსაც დააინტერესებთ. დიეტაზე მყოფ ადამიანებს ვურჩევდი, სტაუტთან შეხვედრა დიეტის დასასრულამდე გადადონ – ვულფის პირადი მზარეულის ფრიცის კულინარიული ხელოვნება და ამოუწურავი ფანტაზია ნებისმიერ შეზღუდვაზე ჩაგაქნევინებთ ხელს…

წარმოშობით ქართველი ბორის აკუნინის დახვეწილ რუსულს თავად რუსებიც აღნიშნავენ, ერასტ ფანდორინი კი სახელგანთქმულ მაძებართა გალერეის უკვე ძალიან პოპულარული პერსონაჟია. არტურო პერეს-რევერტე, მკითხველისთვის, ძირითადად ისტორიული რომანებით არის ცნობილი, ხოლო “სადოლე ტყავი”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე დახვეწილი, ფილიგრანული და სტილისტურად უზადოდ შესრულებული დეტექტივია.

ფრედ ვარგასის სახელი ქართველი მკითხველისთვის მაინცდამაინც ცნობილი არ არის და ბევრმა, ალბათ, არც ის იცის, რომ მამაკაცური ფსევდონიმის უკან ფრანგული ბელეტრისტიკის ძალიან წარმატებული წარმომადგენელი – ფრედერიკა ოდუენ–რუზო იმალება. მისი ნაწარმოებების მთავარი გმირი – კომისარი ადამბერგი იმდენად სანდომიანი და მომხიბლავად ახირებული ადამიანია, შეუძლებელია, ერთი საქმე მაინც გამოიძიო მასთან ერთად და ამ სერიის სხვა წიგნებს არ დაუწყო ძებნა. თუმცა, სამწუხაროდ, ფრედ ვარგასის ერთადერთი რომანი, რომელსაც ქართულ ენაზე წავაწყდი, იმდენად უგერგილოდ იყო ნათარგმნი, რომ ავტორის საქართველოში პოპულარიზაციას ვერაფრით შეუწყობს ხელს, უფრო – პირიქით.

ახალზელანდიელი მწერალი ქალი – ნაიო მარში და მისი მთავარი გმირი – როდერიკ ალეინი იმდენად უცნობია ჩვენი მკითხველისთვის, რომ, ისღა დამრჩენია, ამის გამო სინანული გამოვთქვა – დეტექტივების ქართველი მოყვარულები უდავოდ ბევრს კარგავენ.

ჩემს სიაში ჩამოთვლილ ყველა ავტორზე ცალ–ცალკე საუბარი მეტისმეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომ უკვე ნათქვამს დავჯერდები და პოსტს გილბერტ ჩესტერტონის ფრაზით დავასრულებ: “დამნაშავე მხატვარი და შემოქმედია, დეტექტივი – მხოლოდ კრიტიკოსი”.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ჩვენი ბავშვობის წიგნები   Fri Apr 01, 2011 11:33 am

ჩვენი ბავშვობის წიგნები

April 1, 2011 by მოლი ბლუმი

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური სამყარო იყო – მთავარი გმირი, უამრავი ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს, ქალთევზას, კაის და გერდას, გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, ხარისხიანი ლიტერატურა მხოლოდ ნაცნობობით, დახლქვეშ რომ იყიდებოდა, თუმცა, ჩვენ, რიგით მოკვდავებს, არკადი გაიდარის და ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობების გარდა ხელი სხვა, ბევრად უკეთეს, გამოცემებზეც მიგვიწვდებოდა. რევოლუციამდელი ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც.

ჩემი ბავშვობის წიგნებიდან ყველაზე გემრიელად სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” მახსენდება (ზაფხულში წავიკითხე და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა – ეს წიგნი, თავიდან, გეოგრაფიის სახელმძღვანელოდ იყო ჩაფიქრებულიო, ვერ დავიჯერებდი – სახელმძღვანელოებზე მაშინ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა), მოსკოვის ოლიმპიადიდან საჩუქრად ჩამოტანილი, ფერადი და მხიარული, ულამაზესი ილუსტრაციებით სავსე “ჩიპოლინო” დღემდე ღიმილს მგვრის – მახსენდება, პატარა ხახვებს, გოგრიკოს, მარწყვას, ალუბალას, ათასფეხას როგორ ვგულშემატკივრობდი… “ვინი პუჰის” არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი, დაძინებით ხომ ისე არ ვიძინებდი, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან ერთი ტომი მაინც არ გადამეფურცლა (განსაკუთრებით აფრიკულმა და იტალიურმა ზღაპრებმა მომხიბლა)… რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალმა” გულიანად მაცინა, ანდერსენის ასანთის გამყიდველ გოგონაზე დარდით კი ლამის გამისკდა პატარა გული… ასტრიდ ლიდგრენის შედევრებზე საუბარი ხომ არასოდეს მომწყინდება… როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი”, პამელა ტრევერსის “მერი პოპინსი”, “პატარა უფლისწული” და სეტონ-ტომპსონის “მოთხროებები ცხოველებზე” ჩემი საყვარელი წიგნების სიას ოდნავ მოგვიანებით შეემატნენ.

მერე უკვე ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, დიუმას, კონან დოილის და ფენიმორ კუპერის დროც დადგა… თუმცა ბავშვობის წიგნები არ დამვიწყებია და არც არასოდეს დამავიწყდება - ლიტერატურის სამყაროში ჩემი პირველი მეგზურები სწორედ ისინი იყვნენ. ამიტომაც არის, რომ წიგნის მაღაზიებში ჯერ საბავშვო განყოფილებას მივაშურებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, გავიზარდე.

ჩემს შარშანდელ საბავშვო წიგნებზე იანვარში, ერთ-ერთ პირველ პოსტში დავწერე. ამ სამ თვეში ჩემს კარადაში ტუვე იანსონის “მუმინების ბიბლიოთეკის” პირველი სამი წიგნი (გახსოვთ ძველი საბჭოთა მულტფილმი? ), ანე კატარინე ვესტლის “მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” და არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავალი” დაბინავდნენ. “სახურავის ბინადარ კარლსონის” ჯენეტ ბაჯელიძისეულ, ძველ თარგმანს, ვიკლანდის შავ-თეთრი ილუსტრაციებით კი საერთო ჩამონათვალისათვის ვერ გავიმეტებ – ყველაზე საპატიო ადგილი წიგნის თაროზე მას ეკუთვნის.

განსაკუთრებით ერთი რამ მახარებს – მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის კარგად ნაცნობი თუ აქამდე უცნობი შედევრების თარგმნა თანამედროვე ქართული გამომცემლობების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. რამდენადაც ვიცი, არაერთი კარგი წიგნის გამოცემა იგეგმება, რასაც ბავშვებზე არანაკლებ მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, მალე, რომელიმე სტელაჟზე, ნილსის და გარეული ბატების ჯადოსნურ ზღაპარს აღმოვაჩენ… ძველი, მწვანეყდიანი წიგნი, გარეკანზე თმააქოჩრილი ნილსი რომ ეხატა, სამწუხაროდ, სადღაც დავკარგე…

P.S. ხვალ “ექს ლიბრისი” საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და ახალ მაღაზიას ხსნის. ყაზბეგის 24-ში, “აქსისის” სავაჭრო ცენტრის შენობაში, 4 საათიდან უამრავ სახალისო საბავშვო კონკურსს და უგემრიელეს ტორტს გვპირდებიან. მე მივდივარ და თქვენც იგივეს გირჩევთ, მანამდე კი, თუ არ დაიზარებთ, აქვე, ამ პოსტის კომენტარებში, თქვენი ბავშვობის წიგნებზე გვითხარით ორიოდე სიტყვა.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: დაწყევლილი წიგნები   Mon Apr 04, 2011 9:34 am

დაწყევლილი წიგნები

February 14, 2011 by მოლი ბლუმი


Quote :
ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ”

მე მინდა, შევატყობინო მსოფლიოს ყველა მამაც მუსლიმს, რომ ”სატანური ლექსები”, მისი ავტორი, გამომცემელი, ყოველი მათგანი არის ისლამის მტერი, წინასწარმეტყველის მტერი, ყურანის მტერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

მე მოვუწოდებ ყველა გულად მუსლიმს, სადაც არ უნდა იყვნენ, რომ მოკლან ისინი დაფიქრების გარეშე, რათა ამიერიდან აღარავინ გაბედოს მუსლიმების წმინდა რწმენის შეურაცხყოფა.

ყველა, რომელიც ამ წმინდა საქმისთვის მოკვდება, მარტვილია, ღმერთის რჩეულია.

ასევე, თუ ვინმე ახლოსაა სალმან რუშდისთან, მაგრამ არ ძალუძს მისი მოკვლა, ვალდებულია, შეატყობინოს ხალხს, რათა რუშდი დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის.

ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 14 თებერვალს ირანის სულიერმა ლიდერმა ალ-მოსავი ალ-ჰომეინიმ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის სიკვდილი მიუსაჯა. ფატვა “სატანური ლექსების” თარგმნა-გავრცელებაში მონაწილე ყველა პირს ეხება. რომანი, საკუთრივ ირანის გარდა, მსოფლიოს 14 სახელმწიფოში ოფიციალურად აკრძალულია. საბედნიეროდ, განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. ჩანს, სამყარო ჯერ ისევ მოაზროვნე ადამიანებით არის დასახლებული.

რელიგიური რეპრესიები „განსხვავებული“ ლიტერატურის მიმართ, როგორც ნეტარხსენებული რუსთველი იტყოდა, “არ ახალია, ძველია” - ღმერთის სახელით წიგნებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ებრაელები აპოკრიფულ თალმუდებს სპობდნენ, ქრისტიანები – არაკანონიკურად მიჩნეულ თეოლოგიურ თხზულებებს. მრავლისმეტყველია ფრაზა, რომელსაც ლეგენდა ანტიკური სამყაროს საოცრების – ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელყოფაში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს ხალიფა უმარს მიაწერს – “თუ ეს წიგნები იგივეს ამბობს, რაც ყურანში წერია, ისინი საჭირო არ არის და თუ ყურანს ეწინააღმდეგება – მათი განადგურება, მითუმეტეს, აუცილებელიაო”.

სახელგანთქმული Index Librorum Prohibitorum - კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების სია კანონის სტატუსს 1966 წლამდე ინარჩუნებდა, დღეს კი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ეკლესია ყველა ლოიალურ კათოლიკეს ბალზაკის, დეფოს, ვოლტერის, უნამუნოს, ფლობერის, სტენდალის წაკითხვისგან თავის შეკავებას ურჩევს. გადაავლეთ სახელებს თვალი და თავად განსაჯეთ, რა უფრო საზიანოა – ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა თუ – პირიქით.

არ იფიქროთ, 14 თებერვლის რომანტიკული განწყობისათვის შეუფერებელ პოსტს მხოლოდ ისტორიული ექსკურსისთვის ვწერდე. ჯვაროსნული ლაშქრობები ქართული რეალობისთვისაც აქტუალურია. ღმერთის სახელით წიგნებს ჩვენთან დღესაც ებრძვიან.

ბევრს, ალბათ, არც ახსოვს, რა აურზაური მოჰყვა ლაშა ბუღაძის “პირველი რუსის” ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაბეჭდვას. აურზაური რბილად ნათქვამია – ლაშას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და საჯარო მონანიებას მოითხოვდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი რიგითი ქართული მოთხრობის და მისი ავტორის საკითხი პარლამენტის სხდომაზე განიხილეს. რელიგიურ-ექსტრემისტული ყაიდის გაერთიანება-კავშირები დღესაც შესაშური გულმოდგინებით ებრძვიან “ჰარი პოტერს” - ვითომ სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე სხვა არაფერი გვეღობებოდეს. არაკეთილხმოვან ეპითეტებს და მუქარას ვერც ზაზა ბურჭულაძე გადაურჩა, რელიგიურ-ლიტერატურული ვულკანის ბოლო ამოფრქვევას კი საერთოდ არ ვახსენებ – ისედაც ყველას პირზე აკერია…

საინტერესო ის არის, რომ ამგვარ რელიგიურ ისტერიებს სტაბილური უკუშედეგი მოაქვს – „დაწყევლილი“ წიგნების პოპულარობა განუხრელად იზრდება. სალმან რუშდის 2007 წელს ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის ტიტული მიანიჭა, ხოლო 2008 წელს, მკითხველების ინტერნეტ-გამოკითხვის საფუძველზე, ბუკერის პრემიის ლაურეატთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პოტერიადის შვიდი წიგნის ქართულად თარგმნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. ლაშა ბუღაძე და ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე პროზის ჰედლაინერებად მოიაზრებიან, ერეკლე დეისაძე კი თავისუფალი აზრის მოტრფიალე ახალგაზრობის კერპად იქცა… თუმცა, „საიდუმლო სირობის“ ლიტერატურულ ღირსებებს ყველაზე ზუსტ ეპითეტად, ვფიქრობ, მისივე სათაურის მეორე ნაწილი შეეფერება.

დასკვნა ერთია და უალტერნატივო – წიგნსა დ უწიგნურობას შორის ბრძოლაში ეს უკანასკნელი, აპრიორი, დამარცხებულია.

პოსტი აიათოლა ჰომეინის ფატვათი დავიწყე და იმ ქალის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც, სასტიკი და აბსოლუტურად რეალური მუქარის მიუხედავად, რუშდის “სატანური ლექსები” ინგლისურ ენაზე თარგმნა. ამ მცირე მონოლოგს ინტერნეტში ხეტიალისას გადავაწყდი და სახელდახელოდ გადმოვაქართულე. სათქმელის უფრო ზუსტად, მკაფიოდ და ლაკონურად გადმოცემა, დამეთანხმებით, შეუძლებელია.

Quote :
მე ანა ნენსი ოუენი მქვია.

ეს, რა თქმა უნდა, ფსევდონიმია (მსურველი იოლად მიხვდება, საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს).

ის, რაც გავაკეთე, გავაკეთე იმიტომ, რომ მძულს ყველა ინკვიზიტორი რწმენის და სამოსის მიუხედავად.

მე არ შემიძლია, გულგრილი ვიყო კათოლიკეების მიმართ, “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” რომ კრძალავენ და ფაშისტების მიმართ, ჰემინგუეის რომ წვავენ.

არ შემიძლია გულგრილი ვიყო მუსლიმების მიმართ, რომლებიც რეჟისორებს და მთარგმნელებს ხოცავენ და “ერთად მიმავალთა” მიმართ, რომლებიც “არასწორ” წიგნებს სიმბოლურ უნიტაზში რეცხავენ.

არ შემიძლია, გულგრილად ვუცქირო სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც აკრძალული წიგნების სიას ადგენენ და ტირაჟების დაბრუნებას ითხოვენ, მართლმადიდებელ კლერიკალებს, რომლებიც დარვინიზმის აკრძალვას ცდილობენ.

და ჩემი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ცდილობს, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს ყურანი – არაფრით არის უკეთესი.

ადამიანს უფლება აქვს, გაეცნოს ნებისმიერ წყაროს საკუთარი აზრის შესაქმნელად… ის არც ისეთი გონებაჩლუნგი პირუტყვია, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფნი ფიქრობენ და არც ისეთი, როგორადაც ცდილობს თავის მოჩვენებას ისტორიის გაკვეთილების მუდმივი იგნორირებით. ის – მოაზროვნე ადამიანია. რეი ბრედბერის გაფრთხილება სამეცნიერო ფანტასტიკად უნდა რჩებოდეს და არ იჭრებოდეს ჩვენს ყოველდღიურობაში ”სატანური ლექსების” მთავარი პერსონაჟის – ჯაბრაილ ფარიშტას კოშმარების მსგავსად.



ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: Sci Fi & Fantasy ქართულად   Fri Apr 08, 2011 11:48 am

Sci Fi & Fantasy ქართულად

April 8, 2011 by მოლი ბლუმი


ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ, ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა – მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვ­და – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.

საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.

ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს დაწერილი “ქალი სარკეში” , ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები” და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.

სამწუხაროდ, ვითარება კარდინალურად არც დღეს შეცვლილა. ქართული პარნასი Sci Fi-ს ნანოტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც არ სწყალობს. ტოლკინის და როულინგის წყალობით, ჩვენთან ფენტეზია პოპულარული და ერთადერთი ხარისხიანი ნაწარმოებიც სწორედ ფენტეზის სტილშია დაწერილი – ნატო დავითაშვილის “ამბავი ლილე იროელისა” და “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” თუნდაც მხოლოდ იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საფუძვლად თვითმყოფადი და მდიდარი ქართული მითოლოგია და ხალხური თქმულებები უდევს.

სამაგიეროდ, კარგად თარგმნა დავიწყეთ და, დამეთანხმებით, ეს ცოტას არ ნიშნავს. მახსოვს, ბავშვობაში, აიზეკ აზიმოვის “მე, რობოტი” ქართულად წავიკითხე და კარგა ხანი ვფიქრობდი, რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა – სიუზენ ქელვინი, კაცი იყო თუ ქალი (ანგლოამერიკულ სახელებში მაშინ დიდად ვერ ვერკვეოდი, ხოლო ტექსტის მიხედვით მისს სიუზენის სქესის დადგენა ჩემისთანა ნორჩ მკითხველს კი არა, ზრდასრულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა). შარშან, გამომცემლობა “ალიანსმა” ფაქტიურად შეუძლებელი “შეძლო” – არტურ კლარკის და კლიფორდ საიმაკის რომანები ისე თარგმნა, ფანტასტიკის ჟანრს მკითხველს თუ დაუფრთხობს, თორემ ნამდვილად ვერ მოუმრავლებს.

ილიას უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობას, ბოლო დრომდე, არც თუ კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამ ორიოდე თვის წინ, “ლიგამუსში”, ერთიმეორეზე უკეთეს თარგმანებს გადავაწყდი: რეი ბრედბერის საკულტო რომანს “ბაბუაწვერას ღვინო”, ვფიქრობ, მკითხველთან განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, კომედიური ფენტეზის ფუძემდებლის ტერი პრატჩეტის იშვიათი იუმორით დაწერილი ”მაგიის ფერის” აღმოჩენა თაროზე ჩემთვის ფრიად სასიამოვნო სიახლე იყო და, როგორც იქნა, ქართულ ენაზე როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი წიგნი „ამბერის ცხრა პრინცი“ ვიხილეთ. ერთი კვირის წინ “ექს ლიბრისში” “ქრონიკების” მეორე ნაწილი – “ავალონის თოფებიც” აღმოვაჩინე. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არსებული ვითარების ფონზე ჟანრის დიდოსტატების რჩეული ნაწარმოებების ხარისხიანი თარგმანები გარკვეულწილად შეგვივსებს დეფიციტს მეც და ამ სახის ლიტერატურის სხვა მოყვარულებსაც.

P.S. 25 მარტს TBC ბანკის გალერეაში გამომცემლობა “დიოგენემ” მკითხველს უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” ქართული თარგმანი წარუდგინა. მადლობა “დიოგენეს” და ხათუნა ცხადაძეს, ეკო ქართულად – მართლა დიდი საჩუქარია, მე კი, დეტექტიური ლიტერატურის შედევრის თარგმნის შემდეგ, მსოფლიო ფანტასტიკის ყველა დროის საუკეთესო რომანის - რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკების” ახალ გამოცემას ველოდები მშობლიურ ენაზე…


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: დეტექტივი, გურმანი, მეყვავილე   Wed Apr 13, 2011 2:53 pm

დეტექტივი, გურმანი, მეყვავილე

March 21, 2011 by მოლი ბლუმი

დარწმუნებული ვარ, დეტექტივების მოყვარულ მკითხველს სათაურის დანახვისთანავე ერთი კონკრეტული ასოციაცია გაუჩნდება და გაახსენდება, რომ მანჰეტენზე, დასავლეთის #35 ქუჩაზე ცხოვრობს ჩამრგვალებული, ჭამა-სმასა და ორქიდეებზე შეყვარებული კაცი, სახელად ნირო ვულფი. ის მთელ დღეებს კაბინეტში ატარებს, კამიუს “დაცემას” და ჰომეროსის “ილიადას” კითხულობს, გარეთ გამოსვლას ვერ იტანს, ხოლო ყოველგვარი ტრანსპორტი ფანატიკურად სძულს. თუ მაინცდამაინც გარისკა და ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა, საჭესთან აუცილებლად მისი მარჯვენა ხელი, შეუცვლელი თანაშემწე, პირადი მცველი და უამრავი სხვა ფუნქციის შემთავსებელი არჩი გუდვინი უნდა იჯდეს. ყოველდღე, რამდენიმე საათით ვულფი სახლის სახურავზე, ორანჟერეაში, თავის საყვარელ ორქიდეებს სტუმრობს და ერთადერთი, ვისაც ამ დროს მასთან საუბარი შეუძლია, მებაღე თეოდორ ჰორსმანია. ასევე არ გირჩევთ, დახვეწილ გურმანს მაშინ ესტუმროთ, როდესაც ის პირადი მზარეულის – ფრიც ბრენერის მიერ მომზადებულ კულინარიულ შედევრს აგემოვნებს.

ვულფი ყველაზე ზარმაცი ადამიანია ამქვეყნად – დროის დასაზუსტებლად კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ თავის მიბრუნებაც კი ეზარება. გუგულის როლს ისევ და ისევ ერთგული არჩი გუდვინი ასრულებს ხოლმე. დღის განმავლობაში ვულფი უზომოდ ბევრ ლუდს მიირთმევს და ბოთლის თავსახურებს გულმოდგინედ აგროვებს; თამბაქოს სუნს იმდენად ვერ იტანს, რომ საკმარისია, მის კაბინეტში სიგარეტს მოუკიდოთ, ჰონორარის თანხას მაშინვე ორიოდე ნული ემატება. ერთი სიტყვით, ჩერნოგორიაში დაბადებული ამერიკის მოქალაქე ნირო ვულფი იოლად და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანთა რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და არც არის გასაკვირი - ის ხომ ერთ-ერთი უდიდესი დეტექტივია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე წიგნის ფურცლებზე უცხოვრია…

ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვულფი შერლოკ ჰოლმსივით ოთხზე დაცოცავს სამხილების მოსაპოვებლად, ლუ არჩერივით იარაღს ატრიალებს, პერი მეისონივით საფრთხეში იგდებს თავს ან მისს მარპლივით სტუმრად დაიარება ცხელ-ცხელი ჭორების მოსასმენად და ანალიტიკური დასკვნების გამოსატანად. ნივთიერი მტკიცებულებების, მოარული ხმების, ეჭვმიტანილთა მარშრუტების და საქციელის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ის პროფესიონალი მაძებრებისგან შემდგარი ჯგუფის საშუალებით იღებს – ყველაზე რთულ დავალებებს საულ პენზერი ასრულებს – უმაღლესი კლასის დეტექტივი და გუდვინის მუდმივი პარტნიორი პოკერში; მეორე ადგილზე ფრედ დარკინია, რომელსაც კვალში ჩადგომასა და თვალთვალში ვერავინ შეედრება; თუ საქმე ქალის გულის მონადირებას და მისთვის თავბრუს დახვევას შეეხება – აქ უკვე ორი კეტერს არ ჰყავს ბადალი.

ამ სამეულის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არჩი გუდვინის ხელში გაივლის და ნირო ვულფის მაგიდაზე ხვდება, რომელიც, სავარძელზე ნებიერად გადაწოლილი და თვალმინაბული, ხან ჰარვარდის კურსდამთავრებულების მკვლელობის საქმეს იკვლევს, ხან – წითელი ზარდახშის საიდუმლოს, ხან – ცნობილი მილიონერის მკვლელებს უდგას კვალში, ზოგჯერ კი არც მთავრობისათვის მუშაობაზე ამბობს უარს და ძველი მეთაურის – პოლკოვნიკ რაიდერის მკვლელობის გამოძიებაში ებმება…

ნირო ვულფის მიერ გახსნილი ყველა საქმის გახსენება მეტისმეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, მარცხს არასოდეს განიცდის ფანტასტიური ალღოს, გენიალური ინტუიციის და ჩვეულებრივ მოკვდავისათვის მიუწვდომელი ჭკუა-გონების წყალობით. იქნებ, სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ერთი ყოვლად ფანტასტიკური, დაუჯერებელი და ჯერჯერობით დაუსაბუთებელი თეორია, რომლის მიხედვითაც ვულფი შერლოკ ჰოლმსისა და “ჭეშმარიტი ქალის” – აირენ ადლერის შვილია…

ასეა თუ ისე, ყველას, ვინც კი დახმარებისათვის ამ არაორდინალურ დეტექტივს მიმართავს, შეუძლია, ბოლომდე ჰქონდეს მისი პატიოსნების, ერთგულების და ურყევი პრინციპულობის იმედი – ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ნირო ვულფს სიტყვისათვის ეღალატოს…

აი, ასეთია ის – რექს სტაუტის მიერ შექმნილი პერსონაჟი, ჩერნოგორიელი ჯაშუში და ჯარისკაცი, ამერიკელი მოქალაქე და დეტექტივი, ქალებისა და ავტომობილების მოძულე, ლუდისა და ყვითელი ფერის მოყვარული, ორქიდეების ტრფიალი და, უბრალოდ, ძალიან ჭკვიანი და წესიერი ადამიანი – ნირო ვულფი. ნუ შეგაშინებთ მისი ექსცენტრულობა, უკმეხობა და ჯუჯღუნა ხასიათი – მას ყველაზე ჩახლართული საიდუმლოს გახსნა და ნებისმიერი ჩიხიდან გამოსავალის პოვნა ძალუძს…

მაშ, იცნობდეთ და გიყვარდეთ – ნირო ვულფი მუდამ თქვენს სამსახურშია!



ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი   Fri Apr 15, 2011 9:50 am

თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი

April 15, 2011 by მოლი ბლუმი

ჩემს მკითხველს, ალბათ, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ თბილისის წიგნის ფესტივალს ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე. თუმცა ღონისძიება, რომელიც წელს, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება, განსაკუთრებული იქნება და ჩვეულ მოლოდინს სხვა ინტრიგაც ემატება - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოლი ბლუმის ბლოგი თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი ხდება.

პროექტი, უპირველეს ყოვლისა, წინ გადადგმული ნაბიჯია ჯერ ისევ ნეონატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბლოგისთვის. წინასაფესტივალო მზადებისთვის თვალყურის დევნება, შემდგომ კი უშუალოდ “ბრძოლის ველიდან” მომზადებული სპეციალური რეპორტაჟები, ვფიქრობ, ჩემს ბიბლიოფილ მკითხველსაც დააინტერესებს და, იმედი მაქვს, არც ორგანიზატორები დარჩებიან უკმაყოფილო.

კარგად მახსოვს შარშანდელი წიგნის ფესტივალი - შუა კვირაში, სამუშაო საათებს ვიპარავდი და ფილარმონიის ფოიეს მონახულებას მაინც ვახერხებდი. მაშინ უბრალოდ მკითხველი ვიყავი – წელს უკვე თქვენი კორესპოდენტის ფუნქციასაც შევითავსებ, მერე კი ერთად განვსაჯოთ, რამდენად კარგად გავართვი ამას თავი.

დღეიდან ბლოგზე სპეციალური, საფესტივალო გვერდი გაიხსნება. 26 მაისამდე, პერიოდულად, სიახლეებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ. “მენიუსაც” მოგაწვდით – ღონისძიება მასშტაბურია, მხოლოდ წიგნების გამოფენა-გაყიდვით არ შემოიფარგლება, ორგანიზატორები არაერთ აქციას და პრეზენტაციას, გამოფენას, ფორუმს და მასტერკლასს გვპირდებიან – დამეთანხმებით, ასეთი მრავალფეროვნების ფონზე კარგი გზამკვლევი ნამდვილად არ გვაწყენს. საფესტივალო დღეებში კი საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალის გახსნამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი შარშანდელზე უკეთ იქნება ორგანიზებული. ოთხი საფესტივალო დღიდან სამი უქმეა, რაც ერთობ ხელსაყრელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ნებისმიერ დღესასწაულზე უფრო მოუთმენლად ელოდებიან – ხელს ვერც სამსახური შეუშლით და ვერც სასწავლებელი. გარდა ამისა, ძირითად აქციას – წიგნების გამოფენა-გაყიდვას წელს “ექსპო ჯორჯიას” პავილიონები დაეთმობა, რაც უდავოდ მისასალმებელია – ფილარმონია, ამ თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებ კომფორტული იყო.

მოლი ბლუმის ბლოგი მკითხველთა და კომენტატორთა სიმცირეს ისედაც არ უჩივის, მაგრამ მინდა, ეს თემა, ერთობლივი ძალისხმევით, განსაკუთრებით ინტერაქტიული გავხადოთ. წიგნის ფესტივალი ჩვენი ზეიმია, თან სულ ოთხ დღეს გრძელდება და მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვასწროთ, რათა უკმარისობის გრძნობა არ დაგვრჩეს და “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონებიდან წამოღებული ლიტერატურული საგზალი მომდევნო ფესტივალამდე თუ არა, რამდენიმე კვირას მაინც ვიმყოფინოთ.



ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: დეტექტივების კრიალოსანი   Mon Apr 18, 2011 9:45 am

დეტექტივების კრიალოსანი

April 18, 2011 by მოლი ბლუმი

მისი სახელი იაპონურად “ცუდ ადამიანს” ნიშნავს….

არადა, ეს კაცი იაპონელებმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვეს…

არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი მწერალმა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაზე წესიერი, პრინციპული და კეთილშობილი მაძებარია მსოფლიოს გამოჩენილ დეტექტივთა გალერეაში…

ფსევდონიმის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველაზე გავრცელებული ცნობილი ანარქისტის – მიხაილ ბაკუნინის პატივსაცემად სახელის არჩევაა, მაგრამ მთავარი ეს როდია.

ამ წვიმიან კვირა დღეს ბორის აკუნინის კრებული - “ნეფრიტის კრიალოსანი” გამახსენდა, სადაც მწერალმა გადაწყვიტა, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსთა მიმართ პატივისცემა გამოეხატა თავისებური, ორიგინალური მანერით და, ამავე დროს, ერასტ ფანდორინის ციკლში დარჩენილი ქრონოლოგიური ჭუჭრუტანები რამდენიმე მომცრო ზომის ნაწარმოებით შეეევსო.

კრებულში შესული ათივე მოთხრობა დეტექტივების განთქმულ ავტორებს ეძღვნება, რომელთა სახელებს თავფურცელზე ამოიკითხავთ. ცნობისმოყვარეობით აღვსილნი გადავშლით წიგნს და ფანდორინთან ხელჩაკიდებული მივიკვლევთ გზას ხიფათით, დანაშაულითა და ფათერაკებით სავსე სამყაროში, სადაც აკუნინის პირტიტველა პერსონაჟი ჩვენს თვალწინ იზრდება, ღვინდება და ვაჟკაცდება… აქვე ვპოულობთ პასუხს კითხვაზე – როგორ ჩაუვარდა ერასტს ხელში განუყრელი ნეფრიტის კრიალოსანი…

აქ უხვად გვხვდება ალუზიები, რომლებსაც აკუნინი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით ძერწავს და დაინტრიგებულ მკითხველს ახალ-ახალ თავსატეხს სთავაზობს.

მოთხრობა “ნაფოტების ცხოვრებიდან” ჟორჟ სიმენონისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლად გვიამბობს მდიდარი მეწარმის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის ამბავს და უნებურად გვეღიმება – დახვეწილი დენდი ერასტ ფანდორინი წამიერად მოუქნელ მეგრეს ემსგავსება.

“1882 წლის Table-talk” ედგარ პოსთან გვაახლოვებს – თავად აკუნინი არასოდეს ყოფილა ასეთი პირქუში, მაგრამ ეს მოთხრობა ზუსტად “დეტექტივების მამის ” სტილშია გადაწყვეტილი – მარი როჟეს აჩრდილი არც თუ ძნელი შესამჩნევია.

“ბასკაკოვების სკარპეაში” იმდენად აშკარაა მინიშნებაა “ბასკერვილების ძაღლზე”, რომ ეჭვი არ გვეპარება – კვანძის გახსნა სწორედ იმგვარად არის მოსალოდნელი, როგორც ეს კონან დოილმა გააკეთა, მაგრამ ნურას უკაცრავად – “ცუდი ადამიანი” მოულოდნელ პას ასრულებს და სახტად დარჩენილ, საკუთარი დედუქციური ნიჭით ნაადრევად აღფრთოვანებულ მკითხველს მზაკვრული ღიმილით გამოსცქერის.

“ბრისტოლური ჩაის სმა” და გამჭრიახი შინაბერა მისს პალმერი, რომლის გვარიც სახელგანთქმული მისს მარპლის ანაგრამაა, არავითარ ეჭვს არ გვიტოვებს – საქმე “წმინდა ინგლისური მკვლელობების” უბადლო ექსპერტის – აგატა კრისტის ალუზიასთან გვაქვს.

“სამყაროს აღსასრულის წინ” – ის მოთხრობაა, სადაც გოთიკური თრილერი და დეტექტივი უმბერტო ეკოს საკადრისი ოსტატობით არის შეზავებული – აკუნინი რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს.

“კოშკის ტყვე ანუ სამი ბრძენის მოკლე, მაგრამ მშვენიერი გზა”, რომელიც მორის ლებლანს ეძღვნება, ჩემი აზრით, აკუნინის ყველაზე თამამი და ორიგინალური ექსპერიმენტია თუ მთელ მის შემოქმედებაში არა, ამ კრებულში მაინც. ავტორმა ფინალური აკორდის სახით სამი სერიის ნაზავი შემოგვთავაზა – ერასტ ფანდორინი და შერლოკ ჰოლმსი ერთად იბრძვიან ლეგენდარული არსენ ლიუპენის წინააღმდეგ. ამ გაბედულმა პაროდიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია მკითხველთა და კრიტიკოსთა წრეებში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს იყო შესაფერი ბოლო მარცვალი დეტექტივების იმ კრიალოსანში, რომელიც აკუნინმა დიდი ოსტატობით, ფაქიზად და ჩვეული, ხანდახან შოკისმომგვრელი, გაბედულებით აკინძა.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: კატალუნიური “წიგნის და ვარდის დღე” თბილისში   Fri Apr 22, 2011 12:11 pm

კატალუნიური “წიგნის და ვარდის დღე” თბილისში

April 22, 2011 by მოლი ბლუმი

შაბათ დილას მთელი მსოფლიოს ბიბლიოფილები ჩინებულ ხასიათზე და სასიამოვნო მოლოდინით დამუხტულნი გაიღვიძებენ – უკვე 15 წელია, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ არის გამოცხადებული. რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ წელიწადის 365 დღიდან ერთი უპირობოდ შენი კუთვნილებაა, თუმცა მთავარი აქ სხვა რამ გახლავთ – თითქმის ყველა ქვეყანაში 23 აპრილს წიგნის გამოფენა-გაყიდვა იმართება ხოლმე და ბიბლიოფილებს შეუძლიათ, დილიდან სანუკვარ გარემოში იტრიალონ. რა შეედრება საათობით ბოდიალს თაროებსა და სტელაჟებს შორის, საღებავშეუმშრალი ფურცლების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს და იმის შეგრძნებას, რომ ირგვლივ მხოლოდ შენიანები არიან – წიგნის სიყვარულით შეპყრობილი მანიაკები, რომლებიც ხარბი გამომეტყველებით დასუნსულებენ აქეთ-იქით და ცდილობენ, ლიტერატურული ნუგბარი სხვამ არ აწაპნოს ცხვირწინ.

1995 წელს, როდესაც იუნესკოს მორიგ სესიაზე ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადებას გეგმავდნენ, არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - 23 აპრილს დაიბადა და გარდაიცვალა კაცი, რომლის ჯულიეტას მთელი მსოფლიოს მიჯნურები დღემდე უგზავნიან ბარათებს და გულისნადებს უზიარებენ – ინგლისური დრამატურგიის გენია უილიამ შექსპირი; ამავე დღეს მოევლინა ქვეყანას მორის დრიუონი – შუა საუკუნეების საფრანგეთის მხატვრული ისტორიის შემოქმედი; მწუხარე სახის რაინდისა და ერთგული სანჩო პანსას ლიტერატურული მამის – მიგელ დე სერვანტესის და განთქმული ისტორიკოსის, ინკების ისტორიის თავგამოდებული მკვლევარის – გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებაც 23 აპრილით გახლავთ დათარიღებული.

ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს პატარა და ლამაზი ისტორია, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ მე მაინც მინდა, ჩემს მკითხველებს ვუამბო.

23 აპრილს კატალუნიელები წმიდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავენ და დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციიის თანახმად, მამაკაცები ქალბატონებს ვარდს უძღვნიან, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები კი სანაცვლოდ წიგნებს ჩუქნიან. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ტრადიცია პირდაპირ არის დაკავშირებული ლეგენდასთან, რომელიც მოგვითხრობს, როგორ დაამარცხა წმინდა გიორგიმ დრაკონი და როგორ მიართვა პრინცესას განგმირული ურჩხულის სისხლის წვეთიდან აღმოცენებული ვარდი. თქმულება ძალიან ლამაზია, მაგრამ მას არც თანამედროვე ადათი ჩამოუვარდება – უკვე თხუთმეტი წელია, იუნესკოს ინიციატივით, 23 აპრილს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაყიდულ თითოეულ წიგნს ვარდს ურთავენ, ხოლო ბარსელონა, რომელმაც ამ იდეის ხორცშემსხმელისა და მასპინძლის როლი იტვირთა, ვარდისა და ტოპოგრაფიის სურნელით ერთდროულად არის გაჟღენთილი…

ვარდებს წლეულს თბილისშიც გვაჩუქებენ. წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორის დღეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გამოფენა–გაყიდვით ეხმაურება. დედაენის ბაღში დაგეგმილი ღონისძიება თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება. ბიბლიოფილებს გამოფენის დათვალიერება დილის 11 საათიდან შეეძლებათ. რამდენიმე ახალი გამოცემის საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებულ პრეზენტაციასაც გვპირდებიან და სადღესასწაულო ფასდაკლებასაც. უკმაყოფილო არც მელომანები დარჩებიან - მათთვის ნისლიანი ალბიონიდან დაბრუნებული ნიკა კოჩაროვი დაუკრავს…

თქვენი არ ვიცი, მე კი აუცილებლად წავალ, დახლებს შორის გავძვრებ–გამოვძვრები, ნაცნობ თუ უცნობ წიგნებს გადავფურცლავ, დავყნოსავ და რამდენიმე მათგანს ჩანთაშიც ვუკრავ თავს. ცოცხალ მუსიკასაც მოვუსმენ… ზუსტად ვიცი, რომ შინ კმაყოფილი და ლიტერატურული სასუსნავით დატვირთული დავბრუნდები და წიგნის თაროებს ახალი შენაძენით გავალამაზებ.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: უცნობი მუმინები   Mon May 02, 2011 11:55 am

უცნობი მუმინები

May 2, 2011 by მოლი ბლუმი


ხანდახან უსაშველოდ მშურს თანამედროვე ბავშვების...

ოღონდ თანამედროვე ტექნოლოგიებით გასხივოსნებული ბავშვობის გამო არა - მათი თაროების მშურს, რომელზეც ისეთი წიგნების დალაგება შეუძლიათ, ჩემს ბიბლიოთეკას რომ არც დაესიზმრებოდა...

კარგად მახსოვს, როგორც კი უცხო ოჯახში მოვხვდებოდი სტუმრად, ზრდილობის ყოველგვარ წესს უგულებელვყოფდი და წიგნებისკენ გავრბოდი იმ იმედით, რომ აქამდე უცნობს და წაუკითხავს აღმოვაჩენდი რამეს... იშვიათად მიმართლებდა - მშობლები ისედაც განუწყვეტლივ მამარაგებდნენ იმხანად ხელმისაწვდომი ქართულ-რუსული საბავშვო ლიტერატურით და სიახლეებს ათასში ერთხელ თუ წავაწყდებოდი ხოლმე.

ჩემი მაშინდელი ბიბლიოთეკა საკმაოდ მოზრდილი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ უამრავი ლიტერატურული ნუგბარი რომ აკლდა, ამას მოგვიანებით მივხვდი... თანამედროვე ბავშვებისაც სწორედ ამიტომ მშურს - ისინი ჩემს წიგნებს კითხულობენ, იმ წიგნებს, მეც რომ შემეძლო, პატარაობისას წამეკითხა და ვერ მოვახერხე. ალბათ, ამიტომ არის, რომ ჩემს ბიბლიოთეკაში საბავშვო განყოფილებას საპატიო ადგილი უჭირავს და პერმანენტულად ივსება ხოლმე. ამის გამო იყო, რომ როცა "ექს ლიბრისში" ტუვე იანსონის "მუმინების ბიბლიოთეკის" პირველი სამი წიგნი აღმოვაჩინე, სიხარულისგან თვალდაბნელებულმა ვტაცე ხელი და ჩანთაში ვუკარი თავი.

შვედურ-ფინური წარმომავლობის მწერალი და მხატვარი ქალი - ტუვე იანსონი ასტრიდ ლინდგრენის მხოლოდ თანამედროვე და თანამემამულე კი არა, მასავით ღიმილის ორდენის კავალერიც გახლავთ. ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად - იანსონის საბავშვო პროზა, რომელსაც ჩვენში თითქმის არავინ იცნობს, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ნათელი ზღაპარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს... და როგორც ზღაპრების უმრავლესობა, არც მუმინების ისტორიაა მხოლოდ პატარებისთვის საინტერესო...

სკანდინავიური გოლიათი ტროლების შორეული შთამომავლები - პაწაწინა და ჩამრგვალებული მუმინები ტუვე იანსონის წიგნებში ცხოვრობენ... მათი სახლი მუმინების ხეობაში ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილია დედამიწის ზურგზე - აქ ყველას გულწრფელი სიხარულით ხვდებიან, ნებისმიერ უსახლკაროს და გზადაბნეულს შეუძლია, თავი მუმინებს შეაფაროს, დედა-მუმინის მოდუღებული ყავა მიირთვას და მამა-მუმინის დაყენებული სიდრი დააგემოვნოს. ეს სახლი სიმშვიდის, სინათლის და ოჯახური სიმყუდროვის სავანეა - სითბო და სიყვარული ყველასთვის საკმარისია, მზრუნველობასა და მოხერხებულ საწოლზე თავკერძა და ისტერიულ ონდატრასაც კი არ ეუბნებიან უარს...

ასეთი სახლის ბინადრებს, წესით, კერიის მიტოვების სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ, მაგრამ როცა პლანეტას უზარმაზარი კომეტა ემუქრება, სხვა რა გზაა - პატარა მუმინტროლი და მისი მეგობარი სნიფი წარბშეუხრელად დაადგებიან შორეულ გზას ობსერვატორიისკენ - ხომ უნდა გაიგონ, რა ელის დედამიწას? მერე რა, რომ ასტრონომებთან შეხვედრის შემდეგ შიშით გულგახეთქილები ბრუნდებიან უკან, სამაგიეროდ, მუმინების ხეობაში ახლად შეძენილი ერთგული მეგობრები მოჰყავთ - თავგადასავლების დაუღალავი მაძიებელი სნუსმუმრიკი, კოკისპირულად განათლებული და უცნაური ჰემული და გულისამაჩუყებლად მომხიბლავი ფრეკენ სნორკი, მუმინტროლის ფუმფულა სატრფო, სასაცილო კუდით და ფეხზე შებმული ოქროს რგოლით, მუდმივად რომ კეკლუცობს და შეყვარებულისთვის მირთმეულ საკუთარ საჩუქრებზეც კი ეჭვიანობს...

მუმინების ხეობა - მიუდგომელი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც საიმედოდ იცავს სიყვარული... ამ სიყვარულს რამდენიმე სახე აქვს - დედა-მუმინი, ვის წინსაფარსაც მუდმივად ყავის და კექსის არაჩვეულებრივი სუნი უდის და ვინც მუდამ მზად არის, მშიერი დააპუროს, მტირალი დაამშვიდოს და ანუგეშოს... მამა მუმინი, რომელიც სიხარულით შეიფარებს ყველა გაჭირვებულს და მიუსაფარს საკუთარი ხელით აშენებულ სახლში... თავდადებული მეგობრები - უსაყვარლესი პუტკუნა მუმინტროლი და ციცქნა სნიფი...

ამ ხეობაში ბოროტი და საშიში წითელთვალებიანი ჯადოქარიც კი სიკეთის ქმნის გუნებაზე დგება და ყველას თითო სურვილს უსრულებს... მუმინების ოჯახს არც წარღვნა აშინებს, არც მეორედ მოსვლა და არც კომეტა, რომელმაც დედამიწა უნდა გაანადგუროს - სანამ ისინი ერთად არიან, ვერაფერი მოერევათ...

ჩვენც ვერაფერი შეგვაშინებს, სულში ჩაბუდებულ ბავშვებს თუ მივაყურადებთ ხანდახან...

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: მიქელანჯელოს პოეტიკა   Fri May 06, 2011 1:47 pm

მიქელანჯელოს პოეტიკა

May 6, 2011 by მოლი ბლუმი


“მე უბრალოდ ზედმეტ ნაწილს ვაშორებ მარმარილოს” – ამ ფრაზის ავტორმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სიტყვები სონეტებად დაელაგებინა და გამოუვიდა კიდეც. არც არის გასაკვირი – იმ ადამიანის სულში, ვინც “დავითი” და “პიეტა” გამოაქანდაკა, უსათუოდ თვლემდა პოეტი…

არავინ იცის, როდის მოჰკიდა ხელი კალამს რენესანსის ტიტანმა – მიქელანჯელო დი ბუონაროტიმ. იქნებ, მაშინ, როდესაც შოკისმომგვრელ შედევრს “მოსეს” ქმნიდა… ან როცა სიქსტის კაპელის ჭერზე “ადამის შექმნას” წერდა… შესაძლებელია, პოეზიის მუზა დიდ მხატვარს “საშინელი სამსჯავროს” გენიალურ, დრამატიზმით გაჯერებულ ფრესკაზე მუშაობის პროცესში ეწვია… ახლა ამას ვეღარ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიქელანჯელოს მემკვიდრეობას გენიალურ სკულპტურებთან, ფერწერისა და არქიტექტურის შედევრებთან ერთად რამდენიმე ათეული სონეტი დაემატა.

იტალიის პატარა ქალაქ კაპრეზეში დაბადებულ ბიჭს ამ სონეტების მეტი რომ არაფერი დაეტოვებინა შთამომავლობისთვის, ისტორიას, ალბათ, კარგი პოეტის სახელით შემორჩებოდა. მაგრამ მისი პოეზია “წმინდა დომენიკის კიდობნის”, “ბრიუგეს მადონას”, “წმინდა პეტრეს ჯვარცმის” და სხვათა ჩრდილშია მოქცეული.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, სონეტების უმრავლესობა დიდმა ფლორენციელმა მარკიზ პესკარის ქვრივს – ვიტორია კოლონას მიუძღვნა. მაგრამ დროთა განმავლობაში მკვლევართა უმეტესობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვიტორია არასოდეს ყოფილა ბუონაროტის საყვარელი ქალი. ამ ორ ადამიანს მხოლოდ დიდი მეგობრობა, ფაქიზი სულიერი კავშირი და ხელოვნებისადმი ლტოლვა აერთიანებდა… მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე ისინი მხოლოდ ერთხელ შეეხნენ ერთმანეთს – მიქელანჯელო გარდაცვლილ ვიქტორიას ხელზე ეამბორა…

ახლა უკვე ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ სონეტების დიდი ნაწილი ახალგაზრდა არისტოკრატის – ტომაზო დი კავალიერის სიყვარულით იყო შთაგონებული. მაშინდელი ცენზურა იძულებულს ხდიდა დიდ ხელოვანს, საკუთარი გრძნობები შეენიღბა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, რომეოს შესაშური გატაცებით შეესხა ხოტბა მიჯნურისათვის. არავინ იცის, იყო თუ არა ეს სიყვარული ორმხრივი, მაგრამ ტომაზო დი კავალიერის სახელმა ჩვენამდე მხოლოდ ფლორენციელი ტიტანის წყალობით მოაღწია.

თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, სონეტებიდან ყველაზე შთამბეჭდავი წუთისოფლის ამაოებაზე ჩაფიქრებული, ცხოვრების გზის დასასრულთან მდგარი მიქელანჯელოს სტრიქონებია. სამწუხაროდ, თარგმანი მხოლოდ ერთია და ორიგინალის შეფასების საშუალებას ენობრივი ბარიერი არ მაძლევს, მაგრამ უნივერსალური შემოქმედის შედევრების შემყურეს, იოლად შემიძლია, წარმოვიდგინო, რა ლამაზად ჟღერს იტალიურ ენაზე:

Quote :
გაფრენილ დრო-ჟამს ვედევნები კვლავ გაურჩებით,
მაგრამ დახშულა რწმენის წყარო, ჭაც დაგმანულა,
გასრულდა, სულო, უთავბოლო წლების მარულა,
ჩამოჭკნა ჩვენი სიყვარულის ბოლო ფურცელი.

მაგრამ ნუ დარდობ, ოცნებაო, ისევ ისა ვართ
და გულუბრყვილო სურვილების დასაისრავად
ისევ ვდაობთ და საწუთროსთან ვწარამარაობთ.

ცხოვრების ხე კი სიჩუმეში ფეთქავს ოდნავად
და ნაზამთრალი ღეროების შესაფოთლავად
უხმობს გარდასულ სიჭაბუკეს, მაგრამ ამაოდ…

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ დათო ტურაშვილი…   Sun May 15, 2011 2:59 pm

აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ დათო ტურაშვილი…

May 13, 2011 by მოლი ბლუმი


დათო ტურაშვილი “ჯინსების თაობით” გავიცანი…

კარგად მახსოვს, რომ ავტორის დამოკიდებულება იქ აღწერილ მოვლენებთან მთლად მისაღები არ აღმოჩნდა ჩემთვის… წარმოსახვაში ცხარედ ვეკამათებოდი კიდეც და მის არგუმენტებს იქვე, წიგნში ვპოულობდი…

საბოლოოდ, ისე დავშორდით ერთმანეთს, ის თავის პოზიციაზე დარჩა და მე – ჩემსაზე…

ამის შემდეგ ვფიქრობდი, რომ დათო ტურაშვილი ნიჭიერი მწერალია, მაგრამ ზოგიერთ საკითხს ტენდენციურად უდგება-მეთქი…

დროდადრო მის წიგნებს ვკითხულობდი… ხან მჩუქნიდნენ, ხან ვყიდულობდი კიდეც და ვერც შევამჩნიე, როდიდან დავიწყე თაროებზე მისი სახელის და გვარის ძებნა.

ხანდახან მგონია, რომ ეს კაცი ჩემი კარგი მეგობარია… მისი “ჩაძირული ქალაქის ღამე” და “მარტოობის დღესასწაული” ისეთი ახლობელი და საყვარელია ჩემთვის, არც კი მჯერა, რომ მათ ავტორს არ ვიცნობ… რას ჰქვია, არ ვიცნობ… აი, ზუსტად ახლა, საწერ მაგიდაზე “მეცამეტე” მიდევს და ვფიქრობ, რომ დათო ტურაშვილი მარტო ძალიან კარგი მწერალი კი არა, მოწოდებით ბლოგერია და თუ ოდესმე საკუთარი ბლოგის გახსნა დააპირა, ვაი, ჩვენი ბრალი თუ არ გჯერათ, ამ წიგნს ერთად გადავავლოთ თვალი და დარწმუნდებით, რომ ორმოცდაათამდე მოთხრობიდან ნებისმიერი იმდენად ფანტასტიური პოსტი იქნებოდა, კონკურენტებს ერთი დაკვრით ჩამოიცილებდა და ბლოგზე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობით ყველა რეკორდს მოხსნიდა.

წიგნი გადავშალე თუ არა, პირველივე მოთხრობამ მომხიბლა – წითური და ჭორფლიანი ირლანდიელი გოგოს ამბავი სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ფინალი არ ექნებოდა სასიკეთო…

“ვეფხისტყაოსანზე” იმდენი დაწერილა და თქმულა, ვინმე ახალს თუ დაამატებდა რამეს, როგორ ვიფიქრებდი, მაგრამ დათომ (მომიტევოს ფამილარობა, ხომ ვამბობ, სულ მგონია, რომ ჩემი ახლობელია-მეთქი) ესეც მოახერხა და მთავარი სათქმელი სულ ერთ პატარა აბზაცში ჩაატია: “ჩემი ცოლიც თუ მოინდომებს, ჩემი ფერფლის ამოცნობას “ვეფხისტყაოსნის” წყალობით სულ ადვილად შეძლებს და მეც იმ წიგნთან იქვე, ძალიან ახლოს ვიქნები”-ო…

განსაკუთრებით მინდა, “ომი” იმ ადამიანებმა წაიკითხონ, გარკვეული მიზეზების გამო მზად რომ არიან, მთელ რუსულ კლასიკას გადაუსვან ხაზი და ლამის არის, გვაფიქრებინონ, რომ აგვისტოს ომში რუსებს მეტყვიამფრქვევედ ტოლსტოი ჰყავდათ, ავიაგამანადგურებლის პილოტად კი – დოსტოევსკი…

ახლა “ჩემპიონი”? კურტ ვონეგუტის სახელი გაგონილიც რომ არ გქონდეს, ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ წიგნის მაღაზიაში თუ არ გაიქცევი, კარგი ბიბლიოთეკის პატრონ ახლობელს მაინც გადაურეკავ და “ჩემპიონების საუზმე” ხომ არ გიდევს რომელიმე თაროზეო, ჰკითხავ.

“ჯგრაგზე” ცალკე უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, იმიტომ, რომ ეს მოთხრობა კრებულის სავიზიტო ბარათია. დიდგორის ომზე ასე ვირტუოზულად დაწერილი არაფერი წამიკითხავს და ვეჭვობ, ოდესმე წავიკითხო. სად იპოვა ტურაშვილმა ბეწიკა ლიქოკელი, ბედინა მებუკე და ემრე ხოჯა ედდინი, დღემდე ვერ ვხვდები… არადა, დიდგორზე არ უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდაა სამაგისოდ.

“კორიდა” რომ დავასრულე, სიმართლე გითხრათ, ჩემი პოსტიდან, “სანამ ცოცხალი ვარ…” რომ ჰქვია, ერთი სურვილის ამოშლა მომინდა. ამ მოთხრობას გადახედეთ და თავად მიხვდებით, რა მაქვს მხედველობაში.

“როცა მეფე კვდება” ხომ ზუსტად ისეთი სიმართლით არის დაწერილი, ირაკლი ჩარკვიანს რომ ეკადრება და კიდევ იმ ხალხს, ვინც მისი მუსიკის ფასი იცის..

“პეპეს” ბოლო აბზაცი რომ ჩავიკითხე, მივხვდი, რომ პირი ყურებამდე მქონდა გახეული ღიმილისაგან… ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე ირონია მე სხვაგან არსად შემხვედრია და თქვენი არ ვიცი…

ანა-მარიამმა ხომ საერთოდ გადამრია… კი ვიცი, ახლანდელი ბავშვები ჩვენგან ძალიან რომ განსხვავდებიან, მაგრამ ასე? “კურკა” რომ დავასრულე და წიგნი დავხურე, დათოზე ნაკლებ არც მე მინდოდა სიკვდილი…

რამდენიც არ უნდა დავწერო დათო ტურაშვილზე, ბოლომდე ვერასოდეს ვიტყვი სათქმელს… ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მის წიგნებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მეორეც – იმიტომ, რომ ცოტა ხანში კიდევ დაწერს რამეს და გაგვაოცებს… თუ არა და, როგორც თვითონ იტყოდა – “აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ უცხოპლანეტელები”…




ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: Ex Coelis Oblatus – ECO – ციური ძღვენი   Mon May 23, 2011 12:09 pm

Ex Coelis Oblatus – ECO – ციური ძღვენი

May 16, 2011 by მოლი ბლუმი


საყვარელი მწერალი არასოდეს მყოლია. ეს გამოთქმა, ზოგადად, ძალიან არაკორექტული მეჩვენება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყო კონკრეტული ავტორის შემოქმედებით, ერთხელ მაინც დაწერს რაიმე ისეთს, რაც დიდად არ მოგხიბლავს, სუსტი და მიფუჩეჩებული მოგეჩვენება ან სულაც შინაგანი პროტესტის გრძნობას გამოიწვევს; მეორეც, იმიტომ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც კითხვა უყვარს და, შესაბამისად, დიდი არჩევანი აქვს, ძალიან რთულია, ერთპიროვნული უპირატესობა ვინმეს მიანიჭოს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ლიტერატურული ღირსება, ჩემს თვალში, კეისრის ცოლისა არ იყოს, არასოდეს დადგება ეჭვქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც მკითხველის იღბლიანობად მიმაჩნია, რომ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა, შუა საუკუნეების ისტორიის და სემიოლოგიის სპეციალისტმა, კრიტიკოსმა და ესეისტმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მხატვრულ პროზაში ეცადა ბედი.

არასოდეს მიფიქრია იმაზე, სად და რა პირობებში წერდა უმბერტო ეკო ლიტერატურული მედიევისტიკის შედევრს – “ვარდის სახელს”. არ მიფიქრია იმიტომ, რომ ამის თაობაზე საკუთარი ასოციაციები მაქვს, რომლებიც ძალიან მომწონს… სულ მგონია, რომ რომანი სადღაც მიყრუებულ, პირქუშ სენაკში იწერებოდა სანთლის შუქზე, ბატის ფრთითა და მელნით… ადვილად შემიძლია, წარმოვიდგინო, როგორ იფარება პერგამენტის ფურცელი ჩაწიკწიკებული ასოებით და როგორ იქცევა ისტორია მხატვრულ ტექსტად… რა ეშმაკური ღიმილით აგებს უმბერტო ეკო საბედისწერო ლაბირინთს, რომელსაც საკუთარი თეზევსი ჰყავს – უილიამ ბასკერვილელი – თეზევსი არიადნეს გარეშე, მინოტავრთან შესახვედრად მხოლოდ მახვილი გონებით შეიარაღებული რომ მიიკვლევს გზას.

თუმცა ბერძნული მითოლოგია რომ გვერდზე გადავდოთ, ეკოს რომანში ფრიად ვირტუოზული ოსტატობით ნაქსოვ ალუზიას ვაწყდებით – უილიამ ბასკერვილელი, გვარით დაწყებული და დედუქციის უბადლო უნარით დამთავრებული, ცნობილი მაძებრის ფრიად ესთეტური და ინტელექტუალური პაროდია გახლავთ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ შერლოკ ჰოლმსი ფრანცისკანელი ბერის ანაფორაში, რომლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ბენედიქტელთა პირქუშ, იდუმალ სავანეში მკაცრი გამოცდა ელის და რომელსაც ერთგული უოტსონის ნაცვლად თან მიამიტი მორჩილი ადსო ახლავს…

ლაბირინთის სიღრმეში მიმალული უსინათლო ხორხე – ბიბლიოთეკის მთავარი მცველი არანაკლებ დახვეწილი ალუზიაა და შეუძლებელია, დიდი არგენტინელი – ხორხე ლუის ბორხესი არ გაგვახსენდეს.

ამ წიგნში უბადლო ოსტატობით, მისხალ-მისხალ არის შეზავებული ისტორიული რომანის, დეტექტივის და თრილერის ელემენტები. მე-14 საუკუნის ბენედიქტელთა მონასტერში დატრიალებული დრამა იმდენად დახვეწილი მხატვრული ხერხებით არის აღწერილი, რომ თანამედროვე მკითხველის ყურადღებას იზიდავს და თანაც როგორ – წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ალბათ, იმიტომ, რომ იშვიათად შემხვედრია ისე ესთეტურად და იოტისოდენა სიყალბის გარეშე დაწერილი ნაწარმოები, როგორიც “ვარდის სახელია”. სიუჟეტის ნებისმიერი დეტალი, ისტორიული წიაღსვლები, მონასტერში გამეფებული აღვირახსნილობა, გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები, ინკვიზიციის შემზარავი ჩრდილი, რომელიც პირველივე ფურცლიდან გიგანტური ფრინველივით დასტრიალებს თავს არემარეს – ეს ყველაფერი ლაბირინთის სხვადასხვა დერეფანია, რომლებიც ცალ-ცალკე მიემართებიან “აფრიკის კიდისაკენ”, იქ, სადაც ხორხე ბურგოსელი დატუსაღებულ სიცილს დარაჯობს.

თხრობის დასასრულს, ბიბლიოთეკაში აბობოქრებული ხანძარი თავისებური განსაწმენდელია, რომელიც შთანთქავს რომანის ისტორიულ დეკორაციას შემაძრწუნებელ სისასტიკესთან და გარყვნილებასთან ერთად და ჩვენს წინაშე მთავარი სათქმელი შიშვლდება, სათქმელი, რომელის გარშემო დაიხლართა ეკოს ლაბირინთი – “ეშმაკის არსებობის ერთადერთი დასტური, ალბათ, სწორედ ის თავგამოდებაა, რითაც ადამიანები ილტვიან ხოლმე მისი თანამონაწილეობის დასანახად.”

მთავარი პერსონაჟი “ვარდის სახელში” მაინც ბიბლიოთეკა მგონია, რომელსაც, ცეცხლის არ იყოს, ერთნაირად შეუძლია, ადამიანის განადგურებაც და ამაღლებაც, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ წიგნი უვიცის ან ფანატიკოსის ხელში – სასიკვდილო იარაღია. “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იყო ღმერთი” – ასე იწყება “ვარდის სახელი” და როცა პოსტმოდერნისტული პროზის ამ შედევრს ბოლომდე ჩავიკითხავთ, გამოთქმის ჭეშმარიტებაში ეჭვი იოტისოდენადაც არ შეგვეპარება.



ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: Sci Fi & Fantasy – ოცი საუკეთესო   Mon May 23, 2011 12:15 pm

Sci Fi & Fantasy – ოცი საუკეთესო

May 20, 2011 by მოლი ბლუმი


თვენახევრის წინ, ბლოგოსფეროს აღიარებულმა ექსპერტმა და ფანტასტიკის დიდმა მოყვარულმა ლორდ ვეიდერმა შოტლანდიელი ლიტერატორის დეივიდ ფრინგლის მიერ შედგენილი ასი საუკეთესი Sci Fi ნაწარმოების სია გამოაქვეყნა და საკუთარი კომენტარებიც დაურთო.

მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს ფანტასტიკური ლიტერატურის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ კარგად მოეხსენებათ – ჟანრის გულმხურვალე თაყვანისმცემელი გახლავართ. ამას წინათ ქართული ფანტასტიკის პრობლემებზე ვწერდი. კომენტარების რაოდენობამ და შინაარსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველ მკითხველთა შორის Sci Fi და ფენტეზი ფრიად პოპულარულია. არც მაესტრო ფრინგლისთან გაჯიბრებას ვაპირებ და არც ფუნდამენტური მიმოხილვის დაწერა მიფიქრია, მაგრამ მინდა, ჩემს მკითხველს პირად იმპრესიებზე აგებული ფანტასტიკური (ყველა გაგებით) ტოპ-ოცეული შევთავაზო, რომელიც ასე გამოიყურება:

რეი ბრედბერი. “მარსის ქრონიკები”;
ჯონ ტოლკინი. “ბეჭდების მბრძანებელი”;
აიზეკ აზიმოვი. “მე, რობოტი”;
ურსულა ლე გუინი. “წყვდიადის მარცხენა ხელი”;
სტანისლავ ლემი. “სოლარისი”;
კლაივ სტეიპლ ლუისი. “ნარნიას ქრონიკები”;
რობერტ შეკლი. “აბსოლუტური იარაღი”;
ჯოან როულინგი. პოტერიადა;
არტურ კლარკი. “2001: კოსმოსური ოდისეა”;
როჯერ ზელაზნი. “ამბერის ქრონიკები”;
არკადი და ბორის სტრუგაცკები. “პიკნიკი გზის პირას”;
ტერი პრატჩეტი. “მაგიის ფერი”;
კლიფორდ საიმაკი. “ყველა სხეული ბალახია”
სერგეი ლუკიანენკო. “ღამის გუშაგი”;
ალფრედ ბესტერი. “გაქრობის ფენომენი”;
რობერტ ასპრინი. “მითები”;
პიერ ბული. “მაიმუნების პლანეტა”;
პოლ ანდერსონი. “ოპერაცია “ქაოსი”;
რობერტ ჰაინლაინი. “ორმაგი ვარსკვლავი”;
რობერტ სილვერბერგი. “მეფე გილგამეში”.

რიგითობა, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა, უბრალოდ, არ შემეძლო, სიის თავში რეი ბრედბერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები არ მომექცია. “მარსის ქრონიკები”, ჩემი მოკრძალებული აზრით, გაცილებით მეტია, ვიდრე თუნდაც საუკეთესო ფანტასტიკური რომანი… სამოცდაერთი წლის წინ დაწერილი წიგნი ახლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და პრობლემები, რომლებსაც ბრედბერის გმირები აწყდებიან, დღესაც აქტუალურია.

საბჭოთა პერიოდის ფანტასტიკურ ლიტერატურას ბევრი ზედმეტად იდეოლოგიზირებასა და სიუჟეტების სიმწირეში ადანაშაულებს. ბუნებრივია, იმ დროს ალექსანდრ ბელიაევის უსახური, წითლად შეფერილი კვაზი-ფანტასტიკური ნაწარმოებებიც იწერებოდა და სერგეი აბრამოვის უფერული და მოსაწყენი მოთხრობებიც; არც იმაზე ვდაობ, რომ სოციალისტური Sci Fi ამერიკული გაქანებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ძმები სტრუგაცკების რამდენიმე რომანი ჟანრის დასავლელი კლასიკოსების შედევრებს არაფრით ჩამოუვარდება.

მათ, ვინც ფანტასტიკას “არასერიოზულ” ლიტერატურად მიიჩნევს, შევახსენებ, რომ ანდრეი ტარკოვსკის ორი კინოშედევრი – “სტალკერი” და “სოლარისი” – ზუსტადაც რომ სტრუგაცკების და სტანისლავ ლემის რომანების მიხედვით არის შექმნილი; არა მგონია, მათ მხატვრულ ღირებულებას ვინმე ეჭვქვეშ აყენებდეს, ფრანსუა ტრიუფოს “ფარენჰეიტზე” და კლარკის “ოდისეის” კუბრიკისეულ ეკრანიზაციაზე აღარაფერს ვიტყვი – ხელშეუხებელი კინოკლასიკაა.

სერგეი ლუკიანენკოს “გუშაგების” სერია უპირველესად, იშვიათი დეტალიზაციით და ფენტეზი-სამყაროს დასრულებული გეომეტრიით იქცევს ყურადღებას, ამ ფონზე კი სერიის პირველი ორი წიგნის მიხედვით, მოდური რეჟისორის – თემურ ბეკმამბეტოვის გადაღებული ღრმად კომერციული ფილმები მხოლოდ დასანანი გაუგებრობა მგონია.

ჯოან როულინგის პოტერიადას, ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება. წიგნის უზომო პოპულარობას სკეპტიკოსები ეგზალტირებული თინეიჯერების ფაქტორით ხსნიან, მაგრამ რატომღაც ვერ ან არ ამჩნევენ, რომ პატარა, სათვალიანი ჯადოქრის ფანკლუბში ყოვლად ზრდასრული და მეტად გემოვნებიანი ადამიანებიც მრავლად მოიძებნებიან. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის მარადიულ თემაზე დაწერილი ეს საგა, სტეფანი მეიერის ვამპირული ეპოსისგან განსხვავებით, დროს გაუძლებს.

ტოლკინის ჯადოსნური სამყაროს მკვიდრთა შესახებ დღეს ყველამ ყველაფერი იცის. თუმცა, გობლინებს, პირველად, სახელგანთქმულ ტრილოგიაში კი არა, კლიფორდ საიმაკთან გადავაწყდი. შეკლის მოთხრობებს, პრატჩეტის რომანებს და აპრინის ფენტეზი-ციკლს, რადიკალურად განსხვავებული ჟანრობრივი კუთვნილების მიუხედავად, საერთო შტრიხი – იშვიათი იუმორი აერთიანებს. ფენტეზის დედოფლად აღიარებული ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი” ჟანრის ორი უმაღლესი ჯილდოს – “ჰუგოს” და “ნებულას” პრემიების მფლობელია. ფრანგი ფანტასტის – პიერ ბულის “მაიმუნების პლანეტას” კი, სხვა ღირსებებთან ერთად, გამაოგნებელი ფინალი აქვს…

ფანტასტიკური ლიტერატურის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი”, სტანისლავ ლემის “მაგელანის ღრუბელი”, ძმები სტრუგაცების “ორშაბათი იწყება შაბათს”, “განწირული ქალაქი” და “ძნელია, იყო ღმერთი”, რობერტ სილვერბერგის და ჰარი ჰარისონის თრილერები, არტურ კლარკის მოთხრობები, ტოლკინის “სინმარილიონი” - როგორც ხედავთ, ჭეშმარიტად ღირებული ყველა წიგნისთვის ოცეული მეტისმეტად ცოტა აღმოჩნდა.

ჩემთვის, როგორც ფანტასტიკის დიდი მოყვარულისათვის, ეს თემა ამოუწურავია, თუმცა, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, აქ შევჩერდე და ჩემს მკითხველს მოვუსმინო. დარწმუნებული ვარ, სათქმელი ბევრი გექნებათ. პოსტს კი ჟანრის კლასიკოსის, სახელგანთქმულ “უტოპია 14″-ის ავტორის კურტ ვონეგუტის ფრაზით დავასრულებ: “ფანტასტიკა – ეს არის კომიქსი ნახატების გარეშე”.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ვაჟაობა თბილისში   Sun Jun 05, 2011 12:10 pm

ვაჟაობა თბილისში

June 5, 2011 by მოლი ბლუმი

სიმართლე რომ გითხრათ, სხვადასხვა სახის პრეზენტაციების მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ მოწვევა, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, Facebook-ით მივიღე, იმდენად მომხიბლავი ჩანდა, ცდუნებას ვერ გავუძელი – გამომცემლობა “პეგასი” მკითხველს მიხო მოსულიშვილის ახალი წიგნის “და უფსკრულს დასცქერს პირიმზე” წარდგინებაზე ეპატიჟებოდა.

სწორედ ამიტომ, პარასკევ საღამოს წიგნით ან ტელევიზორის პულტით ხელში მოკალათების ნაცვლად ალექსიძის ქუჩაზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მყუდრო საკონფერენციო დარბაზში ამოვყავი თავი. მართალია, გზის გაგნება გვარიანად გამიჭირდა და კომპასიც არაერთხელ ვინატრე, მაგრამ, მერწმუნეთ, საღამო ამად ღირდა.

პრეზენტაციას პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი მასპინძლობდა. სტუმრებს შორის რამდენიმე ნაცნობ სახესაც მოვკარი თვალი და გული დამწყდა, რომ თან არ მქონდა თამრი ფხაკაძის ახლად გამოსული წიგნი, რომელსაც მწერლის ავტოგრაფი ფრიად დაამშვენებდა.

მიხო მოსულიშვილის წერის მანერას კარგად ვიცნობ, მისი თარგმანებიც წამიკითხავს და ქართული ლიტერატურისადმი სათუთი დამოკიდებულების შესახებაც მშვენივრად მომეხსენება, ამიტომ არ გამკვირვებია, რომ “ვაჟა-ფშაველა” სტანდარტული ბიოგრაფიებისაგან რადიკალურად განსხვავებული და უჩვეულო სითბოთი დაწერილი აღმოჩნდა. ეს იმ რამდენიმე ფურცლიდანაც ცხადად ჩანდა, რომლებსაც იქვე, დარბაზში გადავავლე თვალი.

საღამოც ასეთი იყო – შინაურული და უშუალო. იქ თავმოყრილ ადამიანებს ვაჟას შემოქმედების ზედმიწევნით ცოდნა და რაც მთავარია, სიყვარული აერთიანებდათ.

წიგნის ავტორის მოკრძალებული გამოსვლის შემდეგ ინიციატივა სტუმრებმა იგდეს ხელთ. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა დიდი სიყვარულით ისაუბრა ვაჟაზე, “პეგასის” მთავარმა რედაქტორმა თამრი ფხაკაძემ და გამომცემელმა მარინე ცხადაიამ ახალ წიგნთან დაკავშირებით საკუთარი იმპრესიები გაგვიზიარეს, მარიამ ხუცურაულმა კი ვაჟასადმი მიძღვნილი პოეტური ციკლიდან ნაწყვეტები წაგვიკითხა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ქეთევან ბაგრატიონის და ინგლისელი არისტოკრატის – სტივენ ლოიდის ვაჟიშვილის გამოსვლა. უმცროსი სტივენ ლოიდი, ღრმად ბრიტანული იერის მიუხედავად, ისეთი გამართული ქართულით მეტყველებდა, იმდენად გულწრფელად გვიამბობდა დედულეთისადმი სიყვარულზე და ისე კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას პოეზიას, რომ მსმენელთა გულის მონადირება ოდნავადაც არ გასჭირვებია.

ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენად იქცა ახალგაზრდა პოეტი გიორგი არაბული, რომელსაც, თურმე, ისე უყვარს რიჩარდ ბახი, რომ ვირტუალურ სამყაროში თოლია ჯონათან ლივინგსტონის სახელით მოგზაურობს, ხოლო საკუთარ, ძალიან ნიჭიერდ დაწერილ ლექსებს მთიელი კაცისთვის საკადრისი ექსპრესიით კითხულობს.

ვაჟას შემოქმედებაზე შეყვარებული ხალხის თავყრილობა სითბოთი გამსჭვალულმა დავტოვე და თან ბატონი მიხოს ახალი წიგნი წამოვიღე, რომელიც, სხვათა შორის, ავტორის მოთხოვნით, საგანგებოდ მაგარყდიანი ფორმატით გამოიცა – მთაში, იალაღზე წასულ მწყემსებს აბგაში არ გაუფუჭდებათო…

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ანე–კატარინე ვესტლი – სინათლე ჩვენს სულებში   Fri Jun 10, 2011 12:42 pm

ანე–კატარინე ვესტლი – სინათლე ჩვენს სულებში

June 10, 2011 by მოლი ბლუმი


ბავშვობაში ამ სახლში ცხოვრებაზე ვოცნებობდი…

უზომოდ მინდოდა, მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასა და წრიპა მორტენთან ერთად იატაკზე მძინებოდა და მერე ახლად შეძენილი ორსართულიანი საწოლებით გამეხარა…

მინდოდა, ოჯახის დაკარგული წევრი – მწვანე საბარგო მანქანა, წითლად რომ გადაღებეს, მეც მომეძებნა და რომ ვიპოვიდი, შინ ბედნიერი და გამარჯვებული დავბრუნებულიყავი…

მინდოდა, დიდედასთან ერთად ტრამვაით მესეირნა…

მინდოდა, ზაფხულის არდადეგები ზღვის პირას გამეტარებინა და საძილე ტომარაში მოკალათებულს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის მეცქირა…

მინდოდა, ჰილდა და ჰენრიკი დამექორწინებინა…

მინდოდა, მთელი დანაზოგით გუგულიანი საათი მეყიდა აუქციონზე…

მინდოდა, ქუჩაში უსაყვარლესი ტაქსა მეპოვა და შინ წამომეყვანა, რომელსაც მერე მაჩუქებდნენ და უცნაურ სახელს – სამოვრის მილს – დავარქმევდი…

მინდოდა, მეზობლის სახლი ხანძრისაგან მეხსნა და შინ გმირივით დავბრუნებულიყავი…

მინდოდა, შუაგულ ტყეში მდგარ ძველ სახლში გადავბარგებულიყავი, რომელიც მიმიღებდა, შემიყვარებდა და მეც შევიყვარებდი, ისე, რომ ვერავინ დამაჯერებდა, თუ სადმე უკეთესი საცხოვრებელი არსებობდა…

მინდოდა, ულე–ალექსანდრესავით ერთგული მეგობარი შემეძინა…

მინდოდა, სააღდგომო არდადეგებზე მთებში გავმგზავრებულიყავი, სადაც ბევრზე ბევრი თოვლი, ულამაზესი მწვერვალები და გაყინული ტბა დამხვდებოდა და სადაც ყველაზე უჩვეულო საწოლში – თივით სავსე ბაგაში დავიძინებდი პატარა ხბოსავით…

მინდოდა, საკუთარი ძროხა მყოლოდა, სახელად ვარდო და ჩემს და–ძმებთან ერთად მორიგეობით მემწყემსა იდუმალ და ფათერაკებით აღსავსე ტყეში…

ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი… მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და ოცნებასა და რეალობას შორის ზღვარი ჩემთვის წაშლილი იყო. კარგა ხანია, გავიზარდე და ყოველთვის, როცა წიგნების თაროზე ძველი, ფურცლებგაცრეცილი წიგნი მომხვდება ხელთ, როცა გაღიმებული დავხედავ ყდას და „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“-ო, ამოვიკითხავ, ვნატრობ, ისევ ბავშვი ვიყო და წინ მქონდეს ანე–კატარინე ვესტლის სითბოთი, სიყვარულით და სინათლით სავსე სამყაროში პირველად მოხვედრის ბედნიერება…

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ლეოპოლდ ბლუმის ოდისეა   Fri Jun 17, 2011 9:37 am

ლეოპოლდ ბლუმის ოდისეა

June 17, 2011 by მოლი ბლუმი

“აქ, ჯოისის წარმოსახვაში, 1886 წლის მაისში დაიბადა ლეოპოლდ ბლუმი – მოქალაქე, მეუღლე, მამა, მოხეტიალე, ოდისევსის რეინკარნაცია” – დუბლინის ერთ–ერთ ქუჩაზე, აგურით ნაშენები სახლის მემორიალურ დაფაზე ამ სიტყვებს რომ ამოვიკითხავთ, ზღვარი სინამდვილესა და ლიტერატურას შორის ისე ფერმკრთალდება, აღარც გვახსოვს, რომ საუბარი რეალურ ადამიანს კი არა, ჯეიმს ჯოისის საკულტო პერსონაჟს ეხება.

წიგნი, სადაც ავტორმა ლეოპოლდ ბლუმი დაასახლა, არც მოდური რომანია და ვერც ფართო მასებისთვის ესოდენ საყვარელ რომელიმე ჟანრს მიაკუთვნებთ, მაგრამ ძნელად იპოვით ქვეყანას, სადაც მას ერთგული თაყვანისმცემელი არ ეყოლება. თითქმის საუკუნის წინ დაწერილი მოდერნისტული ლიტერატურის შედევრი დღესაც უაღრესად თანამედროვე, XXI საუკუნის შესაფერ ტექსტად აღიქმება. “ულისე” ქრონოლოგიური ჩარჩოების მიღმა არსებობს და დრო უძლურია მის წინაშე…

ბავშვობაში ჯოისის საყვარელი გმირი ოდისევსი ყოფილა და ალბათ, მაშინდელი იმპრესიების დამსახურებაც არის, რომ ირლანდიელი გენიოსის მესამე და ყველაზე ცნობილი რომანი ჰომეროსის “ოდისეის” უზადო გემოვნებით შესრულებული ალუზიაა. მწერლის მშობლიური ქალაქი – დუბლინი – მთელი სამყაროა, სადაც თანამედროვე ოდისევსი – წარმოშობით ებრაელი სარეკლამო აგენტი ლეოპოლდ ბლუმი, ირლანდიელი პენელოპე და ტელემაქე – მოლი ბლუმი და სტივენ დედალოსი ცხოვრობენ.

“ულისეს” სამართლიანად მიიჩნევენ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ნაწარმოებად. სახელგანთქმული “ცნობიერების ნაკადი” , ალუზიებით, პაროდიებით და რემინისცენციებით დახუნძლული ტექსტი, რომანის უკიდურესად რთული სტრუქტურა – არადა, მოქმედება ერთ დღეს, 1904 წლის 16 ივნისს ხდება. თარიღი ავტორს შემთხვევით არ შეურჩევია – ასე უკვდავყო მომავალ მეუღლესთან, ნორა ბარნაკლთან პირველი პაემანი.

ნაწარმოების სიუჟეტის გადმოსაცემად რამდენიმე სტრიქონიც იკმარებს, თუმცა აქ მთავარი ამ ერთი დღის ქრონიკა არ არის – თითქმის შვიდასგვერდიან ტექსტში აღწერილ 18 საათს ყველა სათავისოდ კითხულობს და დუბლინის ქუჩებში მოხეტიალე საკუთარ ულისეს პოულობს. ეს არის თავშესაფარი, სადაც ყველასთვის მოიძებნება ადგილი, სადაც გზადაბნეულ სულებს ნავსაყუდელი და სწორედ ის სამყარო ელოდებათ, რომელსაც დაეძებენ…

ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავიხსენე ნაწარმოები, რომლის სახელობის დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასეთი შესაშური ერთსულოვნებით აღნიშნავენ. მსგავსი პატივი მხოლოდ “ულისეს” ხვდა წილად – 1956 წლის 16 ივნისს, ხუთი ადამიანის მიერ მარტელოს კოშკიდან ბარნის პაბამდე განვლილი სიმბოლური გზა ბლუმსდეის აღნიშვნის პირველი და ერთობ მოკრძალებული მცდელობა იყო, 1982 წლიდან კი, როდესაც ავტორს ასი წელი შუუსრულდა, გენიალური რომანის დღეს ბევრად მასშტაბურად ზეიმობენ. 16 ივნისს, ბლუმსდეის, საკუთრივ დუბლინის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ეხმიანებიან. ისინი, ვინც ამ დროს ირლანდიის დედაქალაქში მოხვედრას ვერ ახერხებს, პაბებში იკრიბებიან და “ულისეს” კითხულობენ. დუბლინში კი თაყვანისმცემლები ლეოპოლდ ბლუმის და სტივენ დედალოსის მარშრუტს იმეორებენ. იმეორებენ და, დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს არ შორდება შეგრძნება, რომ „მასთან ერთად მისი სული მიაბიჯებს…“

P.S. ჯოისს პოპულარობა არც საქართველოში აკლია, თუმცა ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ჩვენთან 16 ივნისს ფართოდ და მასშტაბურად არ აღნიშნავენ. ამის საკომპენსაციოდ დღეს ჩემი ბლუმსდეი მოვაწყვე – ჩანთაში ნიკო ყიასაშვილის თარგმნილი, გაცრეცილი “ულისე” მედო, ყდაზე დავით კაკაბაძის კომპოზიციით და დროდადრო განსაკუთრებით საყვარელ ადგილებს ვკითხულობდი.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 39
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ნისლებში და ნისლებს მიღმა   Mon Jun 20, 2011 9:05 am

ნისლებში და ნისლებს მიღმა

June 20, 2011 by მოლი ბლუმი

ნისლის თუ შეგშინებიათ ოდესმე? ალბათ, არა… და რომ იცოდეთ, სულ ტყუილად. ნისლს შესძლებია, ცა და დედამიწა გაყაროს, ადამიანებში უიმედობა და სასოწარკვეთა ჩაასახლოს, სიხარული და ხალისი წაართვას და მომავლის იმედი დაუკარგოს…

მოდი და ნუ შეგეშინდება, მზე, მთვარე და ვარსკვლავები რომ გაქრება ციდან და თავზე თვალგაუვალი ჯანღი ჩამოგაწვება…

შინიდან წასული ბილიკი გეზს რომ შეიცვლის და სადღაც დასაკარგავში გადაგხვეწს…

თავზე წამომდგარ ბუმბერაზ მწვერვალებს რომ სამუდამოდ შთანთქავს ბურუსი…

და ამ გაუვალი წკვარამიდან ავსულები გემუქრებიან…

შეგეშინდება და მერე როგორ… მაგრამ გულს ნუ გაიტეხ – ნისლებს მიღმა კიდევ დარჩენილა ერთი სოფელი, რომელსაც სამანის ქვები და ცროლის მთა იცავს, სადაც ჯერ კიდევ იციან, რა არის მზე, სითბო და სინათლე.

ამ სოფელში ნიშნიანი კვიცი დაიბადება… აქ გვანცა და ერეკლე ცხოვრობენ… მათ ჯერ თვითონაც არ იციან, რამხელა ტვირთი აწევთ ზურგზე, მაგრამ მალე გაიგებენ და სიტყვის უთქმელად აზიდავენ ამ სიმძიმეს… წინ ხიფათი და განსაცდელია, რომელსაც დიდი დანაკარგის გარეშე თავს ვერ დააღწევ… მომაკვდავ კვიცს მაცოცხლებელი ვეძის წყალი და პატრონის მუხლის ძალა სჭირდება ფეხზე დასადგომად.

და იწყება საშიში გზა, სადაც ერეკლეს და გამახელას პატარა, სასაცილო მაქციები, მრისხანე გველვეშაპი – გველისფერი, მორგვები და წყლის პატრონი ელოდებიან. სადაც ყოველი ნაბიჯი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს… მაგრამ ეს გზა გასავლელია. სხვაგვარად არაფერი ეშველება ნისლში ჩაკარგულ ქვეყანას, ამაო აღმოჩნდება პატარა მახარესა და მოხუცი ანანიას თავგანწირვა, უშიშრად რომ მოიკვლევენ გზას ბურუსიდან, უვალ ბილიკებს ათვინიერებენ და სასოწარკვეთილ ადამიანებთან იმედის სხივი მიაქვთ.

დიდი საქმე არ იქნება დიდი მსხვერპლის გარეშე… და ყველა მზად არის ამ მსხვერპლის გასაღებად – ერეკლე, გვანცა, ანანია, მახარე, გამახელა… როდესაც ყველაზე ძვირფასს გაიმეტებ დაუნანებლად, თავისუფლებაც მოვა.

ნატო დავითაშვილის ახალი ფენტეზი-რომანი – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” კიდევ უამრავ სათქმელს მიტოვებს, მაგრამ მეშინია, პირველად წაკითხვის სიამოვნება არ მოვაკლო ვინმეს. ამიტომ აღარაფერს დავამატებ, გარდა ერთისა – ქართული მითოლოგია ამოუწურავი საბადოა და რა კარგია, რომ გამოჩნდა ნატო – ადამიანი, რომელმაც ამ სიმდიდრის ჩვენამდე მოტანა არ დაიზარა.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
Sponsored content




PostSubject: Re: მოლი ბლუმის გვერდი   Today at 10:02 pm

Back to top Go down
 
მოლი ბლუმის გვერდი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -
Jump to: