არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ხათუნა ცხადაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: ხათუნა ცხადაძე   Fri Mar 25, 2011 1:13 am


Katu Tskhadadze

ხათუნა ცხადაძე

მუშაობს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სწავლობდა – თსუ-ში
ცხოვრობს – Tbilisi, Georgia-ში
წარმოშობით – Tbilisi, Georgia-დან
დაბადებულია – 1973 წლის 03 05
თარგმნის – იტალიურიდან

ბმული:
* ნიკოლო ამანიტი, ლუიზა ბრანკაჩო – გასეირნებაhttp://arili2.blogspot.com/2010/11/blog-post_1257.html
* https://ka.wikipedia.org/wiki/ხათუნა_ცხადაძე
* https://youtu.be/Tawp57Eb18w

study


Last edited by Admin on Fri Dec 08, 2017 8:56 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Fri Mar 25, 2011 1:16 am



ხათუნა ცხადაძის თარგმანები ჯურნალებში

1. გინცბურგი, ნატალია
ვალენტინო : [I თავი რომანიდან] / ნატალია გინცბურგი ; იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ // ცისკარი. - , 1997. - N12. - გვ.84-91[MFN: 304629]
UDC: 821.131.1-31



2. გუერა, ტონინო
ფოტოსურათი; აყვავებული ალუბალი; მაღვიძარა; დროის ფერი : [მინიატურები] / ტონინო გუერა ; იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ // ცისკარი. - , 1997. - N12. - გვ.83-84[MFN: 304634]
UDC: 821.131.1-3



3. კალვინო, იტალო
"სადილი მწყემსთან ერთად" : [მოთხრობა] / იტალო კალვინო ; იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ // ცისკარი. - , 1997. - N12. - გვ.79-82[MFN: 304650]
UDC: 821.131.1-3


4. როდარი, ჯანი
წვიმის კაცუნა : [მინიატურა] / ჯანი როდარი ; იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ // ცისკარი. - , 1997. - გვ.91[MFN: 304667]
UDC: 821.131.1-3


5. ბარიკო, ალექსანდრე
ნოვეჩენტო: მონოლოგი : [წინასიტყვაობა ალდო კასტელანისა] / ალექსანდრე ბარიკო ; მთარგმნ. ხათუნა ცხადაძე // ცისკარი. - , 2001. - N7. - გვ.88-89[MFN: 355787]
UDC: 821.353.1



ბმული:
http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A1%3Aცხადაძე+ხათუნა

ხათუნა ცხადაძის თარგმანები წიგნებად

ეკო, უმბერტო
ვარდის სახელი / მთარგმნ. ხათუნა ცხადაძე ; მხატვ. კოტე სულაბერიძე. - თბ. : დიოგენე, 2011. - 840 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-11-225-6[MFN: 3010]
UDC: 821.131.1-31


ტაბუკი, ანტონიო
მიაჩნია პერეირას : ჩვენება : [რომანი] / ანტონიო ტაბუკი ; მთარგმნ. ხათუნა ცხადაძე ; რედ. მერი ნებიერიძე. - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012. - 162 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-15-661-8[MFN: 13051]
UDC: 821.131.1-31


ეკო, უმბერტო
მტრის ხატის შექმნა და სხვა ტექსტები : [ესსეები] / უმბერტო ეკო ; იტალ. თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა. - [თბ.] : დიოგენე, 2015. - 350 გვ. ; 20 სმ.. - (დიოგენეს ბიბლიოთეკა). - ISBN 978-9941-11-496-0[MFN: 13824]
UDC: 821.131.1-4


პაზოლინი, პიერ პაოლო
ქუჩის ბიჭები : [რომანი] / პიერ პაოლი პაზოლინი ; იტალ. თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ; ქართ. წიგნის ეროვნული ცენტრი. - თბ. : დიოგენე, 2015. - 240 გვ. ; 20 სმ.. - (დიოგენეს ბიბლიოთეკა). - ISBN 978-9941-11-503-5[MFN: 13975]
UDC: 821.131.1-31


ეკო, უმბერტო
პრაღის სასაფლაო : [რომანი] / უმბერტო ეკო ; იტალ. თარგმნა ხათუნა ცხადაძემ. - თბ. : დიოგენე, 2016. - 559 გვ. : ილ. ; 20 სმ.. - (Et Getera). - ISBN 978-9941-11-528-8[MFN: 14810]
UDC: 821.131.1-31

ეკო, უმბერტო
ფუკოს ქანქარა : [რომანი]

ბმული:
http://cat.bpl.ge/ec/en/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aცხადაძე+ხათუნა


Idea


Last edited by Admin on Sat Mar 25, 2017 9:00 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Fri Mar 25, 2011 1:29 am


Katu Tskhadadze and Umberto Eco


ხათუნა ცხადაძემ იტალიურიდან თარგმნა და გამომცემლობა "დიოგენემ" დასტამბა უმბერტო ეკოს პირველი რომანი "ვარდის სახელი"

უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელის” პრეზენტაცია

დრო – 2011 წლის 25 მარტს, პარასკევს, 19:00 - 22:00
მდებარეობა – მარჯანიშვილის 7, ”თი ბი სი გალერეა”
წარდგინებას აწყობს – წიგნის მაღაზია "დიოგენე"




წიგნის დასახელება – "ვარდის სახელი"
ავტორი – უმბერტო ეკო
მთარგმნელი – ხათუნა ცხადაძე
ჟანრი – პროზა (რომანი)
გამომცემლობა – "დიოგენე"
მხატვარი – კოტე სულაბერიძე
ISBN 978-9941-11-225-6
გვერდების რაოდენობა – 840
წელი – 2011

"ვარდის სახელი" ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევარის – უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოიცა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც, ერთდროულად, ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.
წიგნის მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ.
რომანი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს "ვარდის სახელის" შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

Umberto Eco - Il nome della rosa (1980) - http://it.wikipedia.org/wiki/Il_nome_della_rosa

უმბერტო ეკოს რომანების პოეტიკა (წაიკითხე: მწერლური ოსტატობა) ან, თუ გინდა, სტრუქტურა უხვად არის გამოყენებული ნობელიანტი ორჰან ფამუკის შემოქმედებაში, ასევე ბორის აკუნინთან და კიდევ მრავალ სხვა მწერალთან. ამ რომანმა, წესით და რიგით, თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს უმბერტო ეკოს ერთგვარ ლიტერატურულ გამოძახილებს ჩვენშიც, თუ ღრმად შევხედავთ, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ ეს მოხდეს – "რომანის პოეტიკა" რა არის და როგორ უნდა გვესმოდეს, დიდ ქვეყნებშიც კი ცოტა ძნელი მისახვედრია ხოლმე, არათუ ჩვენთან...

Exclamation


Last edited by Admin on Mon Apr 04, 2011 9:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Mon Mar 28, 2011 10:28 am

ბელა ჩეკურიშვილი

24 საათი 24.03.11


უმბერტო ეკო ქართულად


არსებობს ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვა არა მხოლოდ სასიამოვნო, სავალ­დებულოა, რათა სამყაროს ახალი თვალით შევხედოთ და, უბრალოდ, ჩარჩოები გავარღვიოთ.

იმ უამრავ შედევრთა შორის, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია, ლიტერატურათმცოდნეები ასეთ საჭი­რო ნაწარმოებად მიიჩნევენ უმბერტო ეკოს რომანს "ვარდის სახელი".

და თუ აქამდე მისი წაკითხვა მხოლოდ დედანში (ქართველებისათვის რუსულადაც) იყო შესაძლე­ბელი, გამომცემლობა "დიოგენემ" ეს "ხარვეზი" შეგვივსო - ქართულ ენაზე გვითარგმნა და შემოგვ­თავაზა. წიგნის თარგმანი ხათუნა ცხადაძეს ეკუთვნის, ხოლო გამომცემლობა "დიოგენეს" შეძენი­ლი აქვს საავტორო უფლება მის სხვა ნაწარმოებებზეც, მათ შორის, ბოლო რომანზე "პრაღის სასაფ­ლაო".

თამარ ლებანიძე, გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორი: "ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უმბერ­ტო ეკოს საავტორო უფლბების მფლობელთან და როცა კი რამეს დაწერს, შემოგვთავაზებენ. განზ­რახული გვაქვს გამოვცეთ მისი რომანი "ფუკოს ქანქარა" და უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტი­ნის წერილობითი საჯარო დისკუსია, რომელიც 1995 წელს შედგა და შემდეგ წიგნადაც გამოიცა. ვფიქრობთ, ეს დისკუსია ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

რაც შეეხება რომანს "ვარდის სახლი", მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ქართველი მკითხველისათვის იგი აქტუალური იქნება სიმართლის მიმართ დამოკიდებულების თემატიკით, ასევე რელიგიისად­მი მიმართებით. რა არის რელიგია? რა შეკითხვებს უნდა პასუხობდეს იგი? რატომ აქვთ ადამია­ნებს ასეთი ძლიერი სურვილი, რომ მის წიაღში იგრძნონ თავი? ამ ყველაფერზე უმბერტო ეკო საკ­მაოდ საინტერესოდ გვპასუხობს."

"ვარდის სახელი" იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევარის - უმბერ­ტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოიცა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონას­ტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება, რომლის ხელში ჩაგ­დების მსურველებიც უცნაურ ვითარებაში იღუპებიან.

რომანის გამოქვეყნებამ ეკოს მსოფლიო აღიარება მოუტანა. წიგნი ათობით ენაზე ითარგმნა და დღემდე მსოფლიო ბესტსელერების სიაშია. რთული ფილოსოფიურ-თეოლოგიური მსჯელობე­ბით გაჯერებული წიგნი ეკრანიზაციის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, ხოლო დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ აკადემიურ წრეებში აღიარებული მეცნიერი და მოაზროვნე უმბერტო ეკო ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ციტირებად ავტორად იქცა. ეკოს მომდევნო რომანებმა მისი, როგორც შემოქმედის, ავტორიტეტი უფრო გაამყარა, თუმცა "ვარდის სახელი" იტალიელი მწერლის magnum opus-ად რჩება.

წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს "ვარდის სახლის" შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2011-03-24/15249.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Tue Apr 05, 2011 10:05 am

ქართულად ნათარგმანები "ვარდის სახელი"



არ ვიცი, თქვენ ეგზემპლარს მოჰყვა თუ არა ეს პატარა გლობუსი, წიგნზე რომ დევს... მიშა ანთაძემ ორი ცალი იყიდა პრეზენტაციაზე და იმისებს არ მოჰყოლია, მაგრამ მიშა დიდი ეშმაკი ვინმეა, შეიძლება ჯიბეში ედო ორივე გლობუსი...
არადა, გლობუსი რაღად უნდოდა, ისედაც გასუქებულია წიგნი, რვაას ორმოცი გვერდია და ცოტა სიმაღლეში რომ გაზრდილიყო წიგნი და უფრო თხელი ქაღალდი აეღოთ, ჩამოვიდოდა ხუთას გვერდამდე და კაი ფერხორციანი ვაჟკაცივით იქნებოდა, თორემ ეხლა არის კარლსონივით სასიამოვნოდ მოსული...



ამ წიგნის მთარგმნელი იმიტომაც არის ჩემთვის გამორჩეული, რომ მუსიკალური სმენასავით აქვს ენის გრძნობა და ყოველთვის ველოდები ხოლმე მის ახალ თარგმანებს. ამ წიგნს, მით უმეტეს, – ჯერ კიდევ 1996 წელს მაჩვენა პირველი თავების თარგმანი და – იმის შემდეგ, რამდენი წელი გავიდა, თხუთმეტი...
არადა, თავად ამბობს, ჩემი ხუთი წლის შრომაა ამ წიგნშიო...



პირველი ოცდაათი გვერდი წავიკითხე წუხელ და ჯერ–ჯერობით სულ ნავარდ–ნავარდით მიდის ქართულად...

დანარჩენი თავად უნდა ნახოთ, გინდაც გლობუსი არ მოაყოლონ, მაინც უნდა ნახოთ, რადგან ამ წიგნმა ახალი ეპოქა შექმნა ლიტერატურაში...

მე კიდევ გავაგორ–გამოვაგორებ ამ გლობუსს და ისე ჩავალ ამ წიგნის ბოლოში, ვერც კი გავიგებ, როგორ შემომეკითხება...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Tue Apr 05, 2011 11:10 am

ეკა ქევანიშვილი


”დიოგენემ” ”ვარდის სახელის” ქართული თარგმანი გამოსცა



ნოდარ ცხვირაშვილის ფოტო


01.04.2011, რადიო "თავისუფლება", მეათე სტუდია

გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოსცა ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევარის, უმბერტო ეკოს პირველი გახმაურებული რომანი ”ვარდის სახელი”, რომელიც შეფასებულია ყველა დროის ბესტსელერად და ინტელექტუალურ დეტექტივად. ”ვარდის სახელი” ქართულად ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. რვაასგვერდიანი რომანი თავად ავტორის ბოლოთქმით სრულდება, რომელიც რომანის ერთგვარი გზამკვლევიცაა.

უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელი” ქართულად მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში გამოჩენიდან 30 წლის დაგვიანებით ითარგმნა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ეკო გახდა ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც ყველაზე ხშირად ციტირებენ. ეს წიგნი დღემდე რჩება მსოფლიო ბესტსელერად. რეჟისორ ჟან-ჟაკ ანოს ცნობილი ეკრანიზაციის შემდეგ რომანმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიხვეჭა. რომანში 1337 წელია. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო, რომელიც რომანში მთავარი მთხრობელია, იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება. თუმცა წიგნის ხელში ჩაგდების ყველა მსურველი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. ამ რომანს საქართველოში ძირითადად რუსული თარგმანით იცნობენ. დღეიდან კი, როგორც ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე გვეუბნება, ეს თეთრი ლაქაც შეივსო და პრინციპით - ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, „ვარდის სახელის“ გარდა, სხვა არაერთი, მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი და ტირაჟირებული წიგნის გამოცემაცაა დაგეგმილი:

”ესეც არის ერთ-ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც შეავსებს იმ თეთრ კულტურულ ლაქას საქართველოს ლიტერატურაში, საგამომცემლო სივრცეში, რომელსაც ჰქვია უმბერტო ეკოს წიგნები ზოგადად და, კონკრეტულად კი, რომანი ”ვარდის სახელი“. მალე ჩვენ მივიღებთ ეკოს სულ ბოლო წიგნს - სავარაუდოდ, ერთ წელიწადში გამოვცემთ ”პრაღის სასაფლაოს”, რომელიც სულ ახლახან გამოიცა იტალიაშიც. გარდა ამისა, საავტორო უფლება გვაქვს ”ფუკოს ქანქარაზე” და ძალიან გვინდა ხელახლა გამოვცეთ ერთი წიგნი, რომელიც იყო ქართულად გამოცემული, მაგრამ შეუმჩნევლად ჩაიარა ქართული საზოგადოებისათვის ამ ფაქტმა. ვგულისხმობ უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის საჯარო დისკუსიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იტალიური საზოგადოებისათვის და ვფიქრობ, რომ არც ქართული საზოგადოებისთვის იქნება უინტერესო.”

ხათუნა ცხადაძე ეკოს ”ვარდის სახელის” თარგმანზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა.. ეს არის ტექსტი, ამბობს თავად მთარგმნელი, რომელიც გამდიდრებს, გასწავლის და გხდის უფრო ცნობისმოყვარეს:

”ვარდის სახელი” უნდა წაიკითხო იმიტომ, რომ ეს არის ყველა დროის ბესტსელერი და ინტელექტუალური დეტექტივი, წიგნი, რომელიც გაგიჩენს ცნობისმოყვარეობას უამრავი ისეთი რაღაცის და ვიღაცის მიმართ, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გქონდა იქამდე. მე მიყვარს ეკოში ის, რომ ეს არის კაცი, რომელიც არის ამოუწურავი ცოდნის წყარო და თან არის საოცრად სახალისო. მე მას შევხვდი კიდევ შარშან, ბოლონიაში, მთელი საათი ვისაუბრეთ და დავრწმუნდი, რომ ეს არის კაცი, რომელიც ხალისობს იმით, რასაც აკეთებს. ის არის საოცრად ცნობისმოყვარე ადამიანი, ამ სიტყვის ყველაზე კარგი და ჯანსაღი გაგებით.”

ბოლოთქმაში, რომელიც, როგორც გითხარით, რომანს ახლავს, ეკო წერს, რომ ამ რომანს თავიდან სხვა, დროებითი სახელი ჰქონდა - „სისხლიანი მონასტერი“. შემდეგ ოცნებობდა „მელქელი ადსო“ დაერქმია, მაგრამ ადსო ხომ მთავარი მთხრობელია რომანში და იტალიელ გამომცემლებს კიდევ საკუთარი სახელები არ უყვართო, წერს ავტორი. „ვარდის სახელი“ კი თითქმის შემთხვევით მომივიდა აზრად და მომეწონა, ვარდი ხომ მნიშვნელობებით საოცრად დატვირთული სიმბოლოაო... უფრო მეტ საინტერესო ამბავს, თუ როგორ იწერებოდა „ვარდის სახელი“, სწორედ ამ ბოლოთქმაში წაიკითხავთ. შეგიძლიათ სულაც ბოლოდან დაიწყოთ კითხვა, როგორც ამას მწერალი ზაზა აბზიანიძე და მისი თაობის მეგობრები აკეთებდნენ. დღეს, როცა წლების შემდეგ „ვარდის სახელს“ ქართული თარგმანით დაუბრუნდა, ზაზა აბზიანიძე „ვარდის სახელთან“ დაკავშირებულ თავის პირველ ემოციებს იხსენებს:

”ერთხანს უმბერტო ეკო ამტკიცებდა, რომ ერთი ადამიანი სრულყოფილად მხოლოდ და მხოლოდ ერთ წიგნს აღიქვამს. შემდეგ ცოტა შეარბილა ეს განაჩენი. თუ ამ ეკოსეულ პარადოქსს შევეთამაშებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვარდის სახელის“ ყველა მკითხველს ჰყავს თავისი უმბერტო ეკო. ეს სეხნიები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთნი კითხულობენ ამ ნაწარმოებს როგორც კლასიკურ დეტექტივს, მეორენი - როგორც ისტორიულ რომანს და მესამენი - როგორც თეოლოგიურ თუ ფილოსოფიურ ნარატივს. თუ მკითხავთ, როგორია ჩემი ეკო, მაშინ ორი ათეული წლით უკან უნდა გადავინაცვლო, როცა ჩემი ლიტერატურული თაობა „ვარდის სახელს“ პირველად რუსული თარგმანით გაეცნო და უმეტესობა მკითხველთაგან კითხვას უკუღმა იწყებდა, ანუ ეკოს ბრწყინვალე ბოლოთქმიდან თავისი რომანისათვის.”

”ვარდის სახელის” პრეზენტაციას თბილისში ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი, რომელიც განსაკუთრებით ამაყი იყო იმის გამო, რომ ეკოს მსოფლიოს არაერთ ენაზე შესრულებულ თარგმანებს ახლა ქათული თარგმანიც შეემატა:

”ჩემთვის, როგორც იტალიელისთვის, პირველ რიგში, და როგორც ელჩისთვის, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართულად ითარგმნა ასეთი დონის ნაწარმოები. ეს წიგნი მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შედევრია და ის ახლა უკვე ქართულადაც არსებობს. ეს ადასტურებს ზოგადად იტალიისადმი ინტერესს და მგონია, რომ უფრო აახლოებს ერთმანეთთან ქართულ და იტალიურ საზოგადოებას, რაც ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტია.”

კარგი იქნებოდა, ქართულად კიდევ ერთი თანამედროვე იტალიელი მწერალი, ბარიკო, ითარგმნოსო ,- კი არ გვითხრა, გვისურვა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ. ეკოს ”ვარდის სახელი” კი უკვე წიგნის მაღაზიებშია და ის 29 ლარი ღირს.

წყარო – http://www.radiotavisupleba.ge/content/article/3543710.html

study

იტალიის ელჩისთვის აი, ეს უნდა გეპასუხათ:

ბარიკო, ალექსანდრე

ნოვეჩენტო: მონოლოგი : [წინასიტყვაობა ალდო კასტელანისა] / ალექსანდრე ბარიკო ; მთარგმნ. ხათუნა ცხადაძე // ცისკარი. - , 2001. - N7. - გვ.88-89[MFN: 355787]

UDC: 821.353.1

• ცხადაძე, ხათუნა (მთარგმნ.);

მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.

ბმული:
http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A1%3Aცხადაძე+ხათუნა

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Wed Aug 31, 2011 1:15 pm

"ვარდის სახელის" ქართული თარგმანის გამო

უმბერტო ეკოს magnum opus–ის, "ვარდის სახელის" ქართულად მთარგმნელი, ხათუნა ცხადაძე იმიტომაც არის ჩემთვის გამორჩეული შემოქმედი, რომ მუსიკალური სმენასავით აქვს მომდლებული ენის გრძნობა და ყოველთვის ველოდები ხოლმე მის ახალ ნამუშევრებს. ამ წიგნს – მით უმეტეს, რადგან ჯერ კიდევ 1996 წელს მაჩვენა ხათუნამ ამ რომანის პირველი თავების თარგმანი და, – იმის შემდეგ, რამდენი წელი გავიდა, თხუთმეტი...
არადა, თავად ამბობს, ჩემი ხუთი წლის შრომა არის ჩადებული ამ წიგნშიო...
წლების წინ რუსულად გაცნობილი "ვარდის სახელის" კითხვა ახლა ჩემს მშობლიურ ენაზე დავიწყე, სულ ნავარდ–ნავარდით, ლაღად და სხარტად საკითხავი გამოდგა და ისე გავედი ბოლოში, ვერც კი გავიგე, როგორ შემომეკითხა...
ამ წიგნმა ხომ ახალი ეპოქა შექმნა ლიტერატურაში, – უმბერტო ეკოს რომანების პოეტიკა (წაიკითხე: მწერლური ოსტატობა) ან, თუ გინდა, სტრუქტურა უხვად არის გამოყენებული ნობელიანტი ორჰან ფამუკის შემოქმედებაში, ასევე ბორის აკუნინთან და კიდევ მრავალ სხვა მწერალთან.
ოცდათერთმეტი წლის დაგვიანებით, – 1980 წელს დაწერილი "ვარდის სახელის" ქართულად გამოჩენა 2011 წელს, – დიდი მოვლენაა ქართული ლიტერატურისთვის და ამ რომანმა, წესით და რიგით, თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს უმბერტო ეკოს ერთგვარ ლიტერატურულ გამოძახილებს ჩვენშიც, თუ ღრმად შევხედავთ...
და რაკი ხათუნა ცხადაძე მშვენიერი ქართულით ალაპარაკებს უმბერტო ეკოს, ამიტომაც ვუსურვებდი, რომ იტალიაში 1988 წელს გამოცემულ "ფუკოს ქანქარას", სადაც პროფესორი ეკო თითქოსდა თავშესაქცევად ჰყვება არსებული თუ არარსებული მასონების ამბავს, ასევე ამ დიდი ოსტატობის მქონე მწერლის სხვა რომანებსაც, ქართულ ენაზე არ დაეგვიანოს "ვარდის სახელივით"...

მიხო მოსულიშვილი
31 აგვისტო, ოთხშაბათი, 2011

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Wed Oct 19, 2011 10:50 am



Gala (literary prize) winner: The best translation - 2011
Khatuna Tskhadadze for transalation 'The Name of the Rose' (Il nome della rosa, 1980) by Umberto Eco (Diogene publishing)

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Sat Dec 08, 2012 10:23 am

ხათუნა ცხადაძე

ეს ფილმი წაგიკითხავს?

ორი წლის წინ იტალიაში ორიგინალური კამპანია წამოიწყეს მკითხველთა წასახალისებლად. წიგნის მაღაზიაში შესვლისთანავე თვალს მოგტაცებდა პროვოკაციული შეკითხვა: "ეს ფილმი წაგიკითხავს?” აშკარად მიმზიდველი საგამომცემლო მიგნება იყო ეს თითქოს ბავშვური აზრობრივი შეუთავსებლობა: ერთგვარი მსუბუქი შემოლაწუნება ბანალურ ფრაზაზე: "არ წამიკითხავს, ფილმი მაქვს ნანახი”. გთავაზობდნენ წიგნებს, რომლებიც კინოფილმებს დასდებია საფუძვლად. ვინ იცის, ოდესმე იქნებ მართლა მეტმა თქვას: `არ მინახავს, მაგრამ წაკითხული მაქვს...”
ანტონიო ტაბუკის დოქტორი პერეირა მარჩელო მასტროიანის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა იტალიურ კინოში. "მიაჩნია პერეირას” იმ იშვიათ შემთხვევათაგანია იტალიაში, როცა წიგნს ბევრად მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე მასზე გადაღებულ ფილმს – მაყურებელი; როცა ლიტერატურული გმირი წარმოუდგენლად უფრო ცოცხალი და მეტყველია, ვიდრე თუნდაც სევდიანი და მარტოსული უკანასკნელი მასტროიანი.



"800 სიტყვა”, - მითხრა რედაქტორმა.
800 სიტყვაში ბევრს ვერაფერს იტყვი ანტონიო ტაბუკიზე, ვერც რომანზე, რომელიც გამოსვლისთანავე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნად იტალიელებისთვის. 800 სიტყვაში, თუ მოინდომებ, შეგიძლია, ცნობისმოყვარეობა გაუღვიძო ადამიანებს, დანარჩენი თავისით ხდება. ტაბუკი ამბობდა, ცნობისწადილმა განავითარა კაცობრიობა; ეს გრძნობა რომ არა, ადამიანი დღესაც გამოქვაბულში იცხოვრებდაო.

1960-იან წლებში, პარიზში, ბუკინისტის დახლზე ფერნანდო პესოას წიგნს გადააწყდა. მას შემდეგ პორტუგალია მისი მეორე სამშობლო გახდა, პორტუგალიური კი – მისი მშობლიური ენა. თუმცა, სამშობლოზე – ბოლოს.

ჯერ იყო პორტუგალიური ლიტერატურა, პესოა, თარგმანი. "თარგმანი უცნაური ხელობაა, - ამბობდა, – პარადოქსია, მაგრამ მთარგმნელში ორი თვისება უნდა თანაარსებობდეს: თავხედობა და თავმდაბლობა”. შემდეგ – ლექციები ბოლონიის, გენუის, სიენას უნივერსიტეტებში. ტაბუკის უყვარდა ეს საქმე: "მე მხოლოდ ონტოლოგიურად ვარ მწერალი, ეგზისტენციურად უნივერსიტეტის პროფესორი ვარ”. “...ლიტერატურა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არაა. ლიტერატურა არის რაღაც, რაშიც თავს იყრის ჩემი ოცნებები, მისწრაფებები, ფანტაზია”.

შემდეგ იყო "იტალიის მოედანი”, `პატარა, უმნიშვნელო გაუგებრობები”, "ჰორიზონტის ხაზი”, "ინდური ნოქტიურნი”, "რეკვიემი”, "ფერნანდო პესოას უკანასკნელი სამი დღე” – ქვეყნებისა და ადამიანების ისტორიებით, სურვილებით, ოცნებებით სავსე მოთხრობები და რომანები. ტაბუკი მუდამ ფიქრობს დროზე, წერს დროზე, ყვება დროზე, აკვირდება, უსმენს, სწავლობს მას, ცოცხალ სუბსტანციად აქცევს. "ანტონიო, – მეუბნებოდა პატარაობაში ბებია, რომელსაც კვირაობით ვსტუმრობდი ხოლმე, – ცხოვრება წამში გარბის, მაგრამ ისე უსაშველოდ იწელება ხანდახან ერთი ჩვეულებრივი კვირადღე...” დროის ფიზიკური შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრი და გადამდებია ტაბუკის ბოლო წლების ნაწერებში: "სულ უფრო გვიანაა”, "ტრისტანი კვდება”, "დრო სწრაფად ბერდება”. "დრო კი არ გადის, – ამბობდა ტაბუკი, – ბერდება, ნაოჭდება, იჩუტება და ცვდება.”

ეს გაცრეცილი, დაჩუტული, მდორე დროა "მიაჩნია პერეირას” ნარატიული სხეულიც რომანის დასაწყისში. ინერტული, მრუმე, წარსულისა და სიკვდილის სუნით გაჟღენთილი დრო, რომელიც პირდაპირ ასოცირდება აუტანელი ხვატის ღრუბელთან, ლისაბონს რომ ახრჩობს 1938 წლის აგვისტოში.

სიუჟეტი პირველი გვერდიდანვე გნუსხავს, პერსონაჟები გამოჩენისთანავე გიყვარდება, თხრობა ყოველ მომდევნო გვერდზე ჩქარდება და ის, ჩაჩუტული ბურთივით მომჩვარული დროც ჰაერით, სიცოცხლით, შეკითხვებით, მომავლით ივსება.

ორმოცდაათს გადაცილებული, მსუქანი, რომანტიკული კაცია პერეირა, გული აწუხებს და გაუთავებლად ფიქრობს სიკვდილზე. ყველაფერი, რაც მას უყვარდა, წარსულშია: გარდაცვლილი ცოლი, კოიმბრა, ზღვა. მისი ცხოვრების თანამგზავრი მისივე წარსულია, მისი მესაიდუმლე და გულისნადების გამზიარებელი – ცოლის ფოტოსურათი: მას ელაპარაკება პერეირა, წვრილად უყვება რედაქციის ამბებს, თავის ერთფეროვან დღეებს, ხანდახან შვილზეც ესაუბრება, რომელიც არასოდეს ჰყოლიათ. პერეირას სუნამოც კი "მაშინდელია”: იმ დროინდელი, რომელზეც "პერეირას საუბარი არ სურს”.

სუნელებიანი ერბოკვერცხი, ლიმონის წვენი, მანუელთან საუბარი უყვარს პერეირას, ენდობა თავის მეგობარ მოძღვარს – პადრე ანტონიოს, ბალზაკს, ალფონს დოდეს. აფრთხობს თავისი მონოტონური ყოველდღიურობის მცირე ხელყოფაც: სიმშვიდეს უკარგავს შენობის მეთვალყურე ალქაჯი დედაკაცის გადაკრული საუბრები, მანუელის დაძაბული მზერა, პადრე ანტონიოს საყვედურები: ეს ყველაფერი რაღაცას მოასწავებს, რაზეც პერეირას ფიქრი არ უნდა. კათოლიკეა პერეირა, ღრმად მორწმუნე კათოლიკე – თავად ასე თვლის – მაგრამ სხეულის აღდგომას ვერ ეთანხმება. აფორიაქებს ეს აზრი პერეირას, სააქაოშიც ახრჩობს, აწუხებს, ეზედმეტება საკუთარი მსუქანი სხეული და ამ სხეულით მარადისობაში გადასვლის წარმოდგენაც კი თავზარს სცემს, სულს უხუთავს. მხოლოდ სული უნდა მარადისობაში, შვებით ფიქრობს სულზე, რომელიც მსუბუქია და ძველ, გამხდარ პერეირასთან ასოცირდება – ლაღ, ხუჭუჭა ბიჭთან, გიტარაზე რომ უკრავდა და ფერმკრთალ, ავადმყოფ გოგონას ეტრფოდა. ამიტომაც შეიკედლებს ასე უცნაურად, ასე აუხსნელად იმ თავქარიან, სრულიად უცხო ყმაწვილს, რომელიც მყუდროებას ურღვევს და თან საშინლად აღიზიანებს. თუმცა, პერეირას საკუთარი საქციელი უფრო აღიზიანებს, რადგან ვერ გაუგია, რატომ აკეთებს ამას. ამიტომ "ამ ყველაფერზე დუმილს ამჯობინებს”.

სევდიანი ღიმილის მომგვრელია პერეირას – როგორც ლიტერატურული გვერდის რედაქტორის – საზრუნავიც: ცნობილი მწერლების ნეკროლოგების წინასწარ გაშანშალება: "ღმერთო ჩემო, მორიაკი რომ მოკვდეს უცებ, რა უნდა ვქნა?” "მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ”. ლისაბონი კი სისხლის სუნით ყარს, წიწილებივით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების სისხლის სუნით. "...მთელი ევროპა სიკვდილის სუნით ყარს”. თავს იცავს პერეირა, თუმცა, თავადაც ხვდება, უმწეოდ: "ჩვენი გაზეთი აპოლიტიკურია. მე ლიტერატურის გვერდი მაბარია”. აღიზიანებს მარტას სითამამე და მონტეირო როსის უმწიფარი პათოსი; აშინებენ და თან იზიდავენ ახალგაზრდები, გრძნობს, ვეღარ ინარჩუნებს იმ დამცავი გარსის მთლიანობას, რომლითაც ოდესღაც სამყაროს გაემიჯნა და რომელიც საკუთარივე ნებით გაარღვია, როცა მონტეირო როსი შეუშვა თავის ცხოვრებაში. სიცოცხლე მოთქრიალებს მონტეირო როსის დაწერილი ნეკროლოგებიდან, აწვება და რეცხავს, როგორც ღვარცოფი ჯებირს, პერეირას ჩაკირულ აკვიატებებს. დაბნეული, აფორიაქებულია პერეირა, მაგრამ გრძნობს, რომ შვების ნიავიც იმ შენგრეული კარიდან უბერავს. აღარ უძალიანდება პერეირა იმ მოზღვავებულ სიცოცხლეს და საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს იბრუნებს: უცნაური სილაღითა და სიმსუბუქით ცეკვავს ნაცისტურ ზეიმზე საშიშად თამამ, მეტისმეტად თავდაჯერებულ, ჟღალთმიან, ლამაზ გოგონასთან. იგივე, სიმსუბუქის, თავისუფლების განცდა ეუფლება, როცა, მრავალი წლის შემდეგ, ზღვაში შეცურავს: ის ლივლივა, მონატრებული ზღვა თავის მარადიულ, ეგზისტენციურ ტკივილსაც კი უამებს: სხეულს უმსუბუქებს.

მთავარი გმირის აკვიატებებით სავსე ტექსტში ავტორის აკვიატებასავით ისმის თავიდან ცოტა შემაწუხებელი, დამაბრკოლებელი "მიაჩნია”: თხრობიდან თითქოს ამოვარდნილი და რომანის ნარატიული ქსოვილის უცნაურად დამარღვეველი. "მიაჩნია” დროდადრო უხეშად გაბრუნებს აწმყოში და გაფიქრებს, სად, როდის, ვის წინაშე "მიაჩნია” პერეირას ეს ყველაფერი? მაგრამ ტექსტი წამსვე უკან გითრევს, სანამ შემდეგი "მიაჩნია” არ დაგიტრიალებს გონებაში კითხვის ნიშნების კორიანტელს. ობსესიურია უპასუხო შეკითხვაც "რატომ?” "რატომ გააკეთა ასე?” "რატომ თქვა ასე?” პერეირას ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია. მკითხველი თავად პოულობს პასუხებს, პასუხები მოდის მაშინ, როცა პერეირა აღარ ფიქრობს შვილზე, რომელიც არასოდეს ჰყოლია და ზრუნავს მონტეირო როსიზე, რომელიც "რაღაცას აგონებს”, რაღაცას, რაც უყვარდა, ან ეყვარებოდა, რომ ჰქონოდა. ესეცაა ტაბუკის განსაკუთრებული სიფაქიზე: სევდიანი მოგონება და მონატრება არა მხოლოდ იმის, რაც გქონდა და გიყვარდა, არამედ იმისაც, რაც არ გქონია. ეს ხალისიანი, თავქარიანი და ცოტა მიამიტი ბიჭი პერეირას წარსულსაც აგონებს და მომავალსაც, რომელიც არ ჰქონია, და რომელიც ასე უსაშველოდ ენატრება. ეს რომ ტაბუკი არ ყოფილიყო, ამ უცნაურ განცდას, ალბათ, სინანული უფრო დაერქმეოდა, მაგრამ პერეირა არ ნანობს, რომ შვილი არ ჰყოლია: მას ენატრება, უყვარს ის შვილი, რომელიც არ ჰყოლია და რომელსაც მონტეირო როსი აგონებს.

ესაა წიგნი ადამიანურ პასუხისმგებლობაზე, პირად პასუხისმგებლობაზე, რომელიც უაღრესად დიდია, მაშინაც კი, როცა ფიქრობ, რომ არავის წინაშე და არაფერზე აგებ პასუხს; იმაზე, რომ "პოლიტიკა” განყენებული მოვლენა არაა; რომ ის, რაც შენ ირგვლივ ხდება, შეუძლებელია, "არ გეხებოდეს”; რომ კაცთმოძულე რეჟიმი, პირადად რომც არ შეგეხოს, მოყვასის სისხლის შხეფებით აუცილებლად გაგისვრის მხედველობის არეს. "მათ, ვინც დროს უარყოფს, ვინც მომხდარს უარყოფს, – წერდა ტაბუკი, – ერთადერთ რამეს ვკითხავდი: "როდის? როდის არ მოხდა?”

ტაბუკიმ დატოვა იტალიის, პორტუგალიის, ლიტერატურის, ადამიანის სიყვარულით სავსე მოთხრობები, რომანები, კრიტიკული წერილები, ინტერვიუები. თავის ხალხს ფერნანდო პესოას შემოქმედება დაუტოვა იტალიურ ენაზე. არავის გაკვირვებია, რომ იქვე ისურვა სამუდამო განსასვენებელი, სადაც პესოა ეგულებოდა: ლისაბონში, დოშ პრასერეშის სასაფლაოზე.

"რომელია შენი სამშობლო?” – ხშირად ეკითხებოდნენ ტაბუკის – მწერალს, რომელიც ორ ენაზე წერდა, ბოლო ოცდაათი წელი ძირითადად პორტუგალიაში ცხოვრობდა და დიდ დროს ატარებდა საფრანგეთში. `ჩემი სამშობლო იტალიური ენაა, ეს ჩვენი ლამაზი იტალიური, ის ჩემშია, სულ თან ვატარებ”.


© ჟურნალი "ცხელი შოკოლადი", 2012, დეკემბერი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Wed Sep 04, 2013 12:52 am



წიგნის დასახელება - „მიაჩნია პერეირას“
ავტორი - ანტონიო ტაბუკი
მთარგმნელი - ხათუნა ცხადაძე
ISBN 978-9941-15-661-8
კატეგორიები - თარგმნილი პროზა
გვერდების რაოდენობა - 162
ყდა - რბილი
ფორმატი - 13X19.5
გამოცემის თარიღი - 2012

ანოტაცია - ...1938 წელი. პორტუგალია. სალაზარის რეჟიმი. შიშით დათრგუნული, აგვისტოს ხვატში გამომხრჩვალი ლისაბონი. "პოლიტიკა არ მაინტერესებს", – თავს იმხნევებს რომანის მთავარი გმირი, პერეირა. ფრანგი მწერლები, კაფე "ორქიდეა", მიმტანი მანუელი, ყინულიანი ლიმონის წვენი, ძველი ვენტილატორი, გარდაცვლილი ცოლის სურათი – ეს მისი ერთფეროვანი, მდორე ცხოვრების განუყრელი ატრიბუტებია. მსუქანია პერეირა, გული აწუხებს და განუწყვეტლივ ფიქრობს სიკვდილზე. ერთ დღეს პერეირა მონტეირო როსის გაიცნობს და სიცოცხლით სავსე, თავქარიან ყმაწვილს ნეკროლოგების წერას დაავალებს. თხრობა ჩქარდება, პერეირას ჩაკირულ აკვიატებებს ერთიმეორის მიყოლებით ეშლება ნიადაგი და მოვლენებიც სრულიად მოულოდნელად ვითარდება...

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 წლის ფინალისტი ნომინაციაში „საუკეთესო თარგმანი“

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Tue Sep 30, 2014 8:53 am



წიგნის დასახელება - „პრაღის სასაფლაო“
ავტორი - უმბერტო ეკო
მთარგმნელი - ხათუნა ცხადაძე
რედაქტორი - ლალი ქადაგიძე
მხატვარი - კოტე სულაბერიძე
კატეგორია - უცხოური პროზა
ISBN - 978-9941-11-463-2
გვერდები - 558
ფასი - 15.9 GEL
ყდა - რბილი
გამოცემის თარიღი - 2014
წიგნის თარგმანის თანადაფინანსება - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ანოტაცია - ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში...

სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“

აქ ვნახოთ და მოვისმინოთ, რას ლაპარაკობს რომანზე მთარგმნელი -- http://youtu.be/1s7TER9iOjw?list=FLJmM6ipn5NQ3HX6xP30Fhqw

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Fri Feb 26, 2016 9:20 am

ხათუნა ცხადაძე

ეჰ, სადაა ახლა ეკო


19 თებერვალი. მილანი. ჩემოდანი ოთახში დავაგდე და ფოიეში ჩამოვედი. კრისტიანომ მომაკითხა. მილანის უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, კრისტიანო ბიბლიოთეკარად მუშაობდა, ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი. ფენოლიოს ვკითხულობდი და გამომელაპარაკა, ფენოლიოზე დაუცავს დიპლომი. ასე გავიცანი. 11 წელია, არ მინახავს.

კრისტიანო წერს, თარგმნის, ინგლისურს ასწავლის. ამ წლების თავგადასავლები მომიყვა. ძნელია, წერით, თარგმნით და მასწავლებლობით იცხოვრო იტალიაშიო. გამეცინა. ჩემი ამბები გამომკითხა, რას ვთარგმნი, რას ვკითხულობ, რას ვშვები საერთოდ. „ფუკოს ქანქარას“ ვთარგმნი-მეთქი. ახლა იმას გაეცინა. „Forza, dai… Coraggio”, მითხრა. იცი, ამ კვრიაში ეკოს ახალი წიგნი გამოდისო. კი-მეთქი. 27-ში გამოდის, 28-ში მივდივარ, მოვასწრებ ყიდვას.

მე „პროსეკო“ ავიღე. კრისტიანომ - რაღაც უალკოჰოლო კოქტეილი. „აღარ ვსვამო“, მითხრა. რაღაცნაირად თქვა ეს „აღარ“. არ მიკითხავს არაფერი. 11 წელი დიდი დროა.

დილით კრისტიანოს მესიჯი დამხვდა: „წუხელ ეკო გარდაცვლილა“. კომპიუტერი ჩავრთე. აკლებული იყო ფეისბუქი. უამრავი მესიჯი, კედელზე თუ ინბოქსში. მეილებიც კი. დედაჩემმა დამირეკა სკაიპზე. როგორ იმგზავრეო, არც უკითხავს: „დედი, ძალიან მეწყინა!“ ოთახში მამაჩემი ქოთქოთებდა: „ეჰ, ეჰ.“


* * *
ბოლოს დაბადების დღე მივულოცე, 5 იანვარს. არ უპასუხია. ამასწინათ მანუელას მივწერე. მანუელა მელატო. ეკოს მდივანი და მარჯვენა ხელია. ტექსტებზე, ტექნიკურ ამბებზე მანუელასთან მაქვს ურთიერთობა. ვერ ჩამოვა თბილისში, ჯანმრთელობის პრობლემები აქვსო. კიბო არ უხსენებია. გაზაფხულზე დავილაპარაკოთო, მითხრა. რადგან მილანში მოვდიოდი, ვაპირებდი, მანუელასთვის დამერეკა და ნომერი გამომერთმია, რომ ტელეფონით მომეკითხა. არასდროს არ გამიკეთებია ეს და გული მწყდება, რომ ვერ მოვასწარი. კიდევ ერთი სათხოვარი მქონდა მანუელასთან: ერთი ბიჭია თბილისში, სტუდენტი, თენგო, ძალიან უყვარს ეკო, ამასწინათ წიგნი მაჩუქა, ეკოზე დაწერილი ესეები ინგლისურად, ძალიან საინტერესო კრებულია. ეკოს და მარტინის დიალოგი წამოვიღე (თხელი წიგნია, წონა თითქმის არ აქვს), მანუელასთვის მინდოდა, მეთხოვა, ეკოსთვის ხელი მოეწერინებინა წიგნზე ამ ბიჭისთვის. შემდეგ ჩამოსვლაზე გამოვართმევ ან ფოსტით გამოვაგზავნინებ-მეთქი. ვეღარც ეს მოვასწარი.


* * *
ბოლონიაში წამოვედი. ორშაბათს, 22-ში შეხვედრა მაქვს უნივერსიტეტში. ეკოს 23-ში ასაფლავებენ მილანში. ვიფიქრე, დილით წავალ-მეთქი მატარებლით.

დილას ბარში ჩავედი ყავის დასალევად, ტელევიზორი იყო ჩართული. რაი დუე. ეკოს სახლთან ჟურნალისტები დაბანაკებულან, მიკროფონიანი ქალი აღგზნებული დარბის აქეთ-იქით და კაკანა ხმით გვაუწყებს, ვის ელოდებიან დღეს გასვენებაში, პიაცა კასტელოს ცამეტ ნომერში. მილანის მერი, ალექსანდრიის მერი, ბოლონიის მერი, განათლების მინისტრი, კულტურის მინისტრი. განათლების მინისტრი, კულტურის მინისტრი. განათლების მინისტრი, კულტურის მინისტრი. ეჰ, სადაა ახლა ეკო.

ყავა დავლიე და სახლში ამოვბრუნდი. მილანში წასვლა გადავიფიქრე. არსადაც არ წავალ. უმბერტო ეკო ამ ქალაქს სულ სხვანაირად უკავშირდება. აქ მინდა, ვიბოდიალო. აქ კუბოსა და მინისტრების მომლოდინე ჟურნალისტები არ დარბიან. აქ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კომუნიკაციის მეცნიერებათა ფაკულტეტების ყველა შენობაზე A4 ფურცელია მიკრული: „19 თებერვალს გარდაიცვალა პროფესორი უმბერტო ეკო“. ბოლონიაში უნივერისტეტის შენობები მთელ ქალაქშია მიმოფანტული, თუმცა ვია ძამბონი უნივერსიტეტის სახლია. აქ, 38 ნომერში, #3 აუდიტორიაში კითხულობდა ეკო ლექციებს, მრავალი წლის მანძილზე. სტუდენტებს მიუკრავთ: “Ciao, Prof.” ჩაო, მასწ.

ივანო დიონიჯი, ბოლონიის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ეკოს მეგობარი და უამრავი საუნივერსიტეტო წამოწყების თანამონაწილე (ავანტიურის, ასე ამბობს თავად, თუმცა „ავანტიურა“ იტალიურად თავგადასავალია და მეტი არაფერი. ეკომ მართლა უამრავი „თავგადასავალი“ წამოიწყო ბოლონიის უნივერსიტეტში, 70-ან წლებში ცნობილი DAMS, მოგვიანებით - კომუნიკაციის მეცნიერებათა ფაკულტეტი და კიდევ ბევრი სხვა), დავობლდითო, ამბობს.

ეს ქალაქი სხვანაირად გლოვობს ეკოს. ამ ქალაქისთვის უმბერტო ეკო მასწავლებელი იყო. 1961 წლიდან, როცა პირველად შევიდა აუდიტორიაში. აქ ეკოს „მასწ“-ს ეძახდნენ.


* * *
„ფუკოს ქანქარას“ ვთარგმნი. უცნაური შეგრძნება მაქვს. რამის კითხვა რომ მომინდეს, ცოცხალი აღარაა. სულ ორჯერ ვკითხე რაღაც, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ვეღარ ვკითხავ, და საშინლად მწყდება გული. სიკვდილი იმასაც სამუდამოდ გამორიცხავს, რაც არასოდეს მომხდარა და შეიძლება, არც არასოდეს მომხდარიყო. მისი ელ. ფოსტის მისამართზე ვფიქრობ რატომღაც, უპატრონოდ დარჩენილ მისამართზე, რომელიც აღარასოდეს აღარ გაიხსნება. ისე, ვინ იცის. იქნებ დაუტოვა კიდეც ვინმეს პაროლი. ცოლს, მაგალითად. „პირველად რომ ითარგმნა ჩემი ნაშრომი ინგლისურად, მიხაროდა, რომ ჩემს ცოლს მთლად შტერი აღარ ვეგონებოდიო.“ მთელი ცხოვრება გაატარა ამ ქალთან ერთად.

მესამე თავს ვთარგმნი. „- რატომ მენდობით? - თქვენ არ გენდობით. თქვენს ცნობისმოყვარეობას ვენდობი.“ პრინციპში, ამას ასწავლიდა თავის სტუდენტებსაც: ცნობისმოყვარეობას. იმას, რომ ცნობისმოყვარეობას უნდა ენდოს ადამიანი.


* * *
მეგობარმა ჩამომაკითხა ფლორენციიდან. დასალევად გავედით. 15 წლის ბიჭი ჰყავს, ფედერიკო. მოვიკითხე. რაღაც უხერხულად უჭირავს ჭიქა ხელში. უცებ მეუბნება, იცი, რა მინოდოდა, დამერქმია ფედერიკოსთვისო? მხრები ავიჩეჩე. საშინლად მინდოდა, მაგრამ ერთხელ ვთქვი და ცოლს ისეთი რეაქცია ჰქონდა, ხმა აღარ ამომიღიაო. რა-მეთქი. „დანტე. ხო მაგარია? ნახე რა სახელია. დანტე!“ და ღვინო მოსვა.

დანტე. WOW. რამდენი მიზეზია, რის გამოც მიყვარს იტალია.


25 February - 2016

ბმული:
* http://indigo.com.ge/articles/people/eh-sadaa-axla-eko

Smile


Last edited by Admin on Sat Mar 25, 2017 9:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Thu Mar 02, 2017 10:44 am



სათაური - ფუკოს ქანქარა
ავტორი - უმბერტო ეკო
მთარგმნელი - ხათუნა ცხადაძე
კატეგორია - უცხოური პროზა
ISBN 978-9941-11-541-7
გვერდები - 822
ფასი - 19.9 GEL
ყდა - რბილი

ანოტაცია
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ.
„ფუკოს ქანქარა“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) მეორე რომანია, რომელიც ავტორის სადებიუტო „ვარდის სახელზე“ არანაკლებ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც, რომანის გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, აჯადოებს მკითხველს.

ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად…

სერია ET CETERA

რა არის ფუკოს ქანქარა?

ფუკოს ქანქარა — ქანქარა, რომლის მიზანია დედამიწის 24 საათიანი ბრუნვის დემონსტრაცია. საზოგადოებისთვის ღია დემონსტრაცია ლეონ ფუკომ განახორციელა 1851 წელს პარიზის პანთეონში. გუმბათის ქვეშ ფუკომ დაკიდა 28 კილოგრამის მასის მქონე მეტალის მობასრული ბურთულა, რომელიც იყო დამაგრებული 67 მეტრის სიგრძის მქონე მავთულზე. დამაგრების ამ ხერხის მეშვეობით ქანქარას შეეძლო მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით 6 მეტრის რადიუსით, ხოლო პანთეონის იატაკზე დაყრილმა მიწამ მოახდინა ბურთულის წვეროს მოძრაობების ფიქსაცია.

ფუკოს ქანქარა (იტალ. Il pendolo di Foucault) — იტალიელი მწერლის და ფილოსოფოსის, უმბერტო ეკოს რომანი, რომელიც პირველად 1988 წელს დაიბეჭდა. რომანი მრავალ მითითებას იძლევა ეზოთერული, კაბალისტიკური, ალქიმიური და შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებულ ინფორმაციის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კრიტიკოსმა ენტონი ბერჯესმა განაცხადა, რომ რომანს ანბანური საძიებელიც კი სჭირდება. წიგნის სათაური აღებულია ფრანგი ფიზიკოსის ლეონ ფუკოს მიერ გამოგონილი ფუკოს ქანქარიდან. ფუკოს ქანქარა დედამიწის როტაციას მაგალითს წარმოადგენს, რასაც ეკოს ნოველაში დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთის აზრით, წიგნის სათაური ფილოსოფოს მიშელ ფუკოზე მიანიშნებს, თუმცა თავად ეკო „განსაკუთრებით უარყოფს მიშელ ფუკოზე განზრახ მინიშნებას“.




ფუკოს ქანქარა
(რომანის დასაწყისი)

„მეცნიერების შვილნო, სწავლას მოწყურებულნო,
მხოლოდ თქვენთვის დაიწერა ეს ნაშრომი.
ჩაუკვირდით ამ წიგნს, დაე თქვენი გონება
ჩასწვდეს მის ფარულ განზრახვას და ფარდა
ახადოს ამ სტრიქონებში დამალულ სიბრძნეს“.
(ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა ფონ ნეტესჰაიმი,
„ოკულტურ ფილოსოფიაზე“, 3,65)

„ცრურწმენას უბედურება მოაქვს“.
(რეიმონდ სმალიანი, ძვ. წ. 5000 წ. 1.3.8.)


1. ქეთერ


მაშინ დავინახე ქანქარა.

თაღოვან ქოროში გრძელ თოკზე დაკიდებული, მოქანავე სფერო იზოქრონული მედიდურობით ხაზავდა რხევის ტრაექტორიებს.

ვიცოდი _ იმ, სუნთქვასავით მშვიდი მოძრაობით მონუსხული, ნებისმიერი იგრძნობდა ამას _ რომ რხევის პერიოდს განსაზღვრავდა თოკის სიგრძიდან კვადრატული ფესვის მნიშვნელობის შეფარდება π რიცხვთან, რომელიც, მთვარისქვეშეთის ბინადართათვის ირაციონალური, რაღაც ღვთიური გონების ძალით, ნებისმიერი შესაძლო წრის გარშემოწერილობას მისსავე დიამეტრს უკავშირებს.

ისიც ვიცოდი, რომ დრო, რომელსაც მოქანავე სფერო ერთი ბოლოდან მეორემდე მისვლას ანდომებს, საზომთაგან ყველაზე ზედროულ საზომებს შორის რაღაც საიდუმლო შეთქმულების შედეგია: თოკის მიმაგრების წერტილის ერთადერთობის, აბსტრაქტული განზომილების ორადობის, π-ს სამბუნებოვნების, ფესვის ნიშნის იდუმალი ტეტრაგონისა და წრის სრულყოფილების კავშირის შედეგი.

ისიც ვიცოდი, რომ რხევის ვერტიკალის ქვეშ მოთავსებული მაგნიტი სფეროში ჩამალულ ცილინდრზე ზემოქმედებდა და რხევის მუდმივობას უზრუნველყოფდა: ეს ხელსაწყო, რომელიც მატერიის წინააღმდეგობას უპირისპირდებოდა, კი არ არღვევდა ქანქარის კანონს, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა მის გამოვლენას, რადგან ვაკუუმში უჭიმვად, უწონო ძაფზე დამაგრებული ნებისმიერი მატერიალური წერტილი, რომელზეც არც ჰაერის წინაღობა მოქმედებს და არც ხახუნის ძალა მიმაგრების წერტილში, მოწესრიგებულად და უსასრულოდ იმოძრავებდა.

სპილენძის სფერო მკრთალად ლიცლიცებდა ვიტრაჟებიდან შემოსული დაისის შუქზე. ქოროს იატაკი სველი ქვიშით რომ ყოფილიყო დაფარული, რომელსაც სფერო ყოველ გავლაზე შეეხებოდა, მისი სხვადასხვა მიმართულებით დატოვებული ნაკვალევები სხივების ბადის თუ გორგალის მსგავს ნახაზს წარმოქმნიდა ქვიშაზე და მანდალას ჩონჩხის, პენტაკულუმის, იდუმალი მნათობის, მისტიკური ვარდის უხილავი სტრუქტურის მსგავს სხივურ სიმეტრიას გადაუშლიდა თვალწინ მაყურებელს: ნახატს, რომელიც უსასრულო ამბავს, უდაბნოს ტრამალზე სისხლიანი ქარავნების კვალით ნაქარგ, უხსოვარი დროის მონათხრობს დაემსგავსებოდა: ათასწლეულებში ნელი, მარადიული ხეტიალის ამბავს. ალბათ, სწორედ ასეთი ჯიუტი აკვიატებით მიიწევდნენ მუს კონტინენტის ატლანტები ტასმანიიდან გრენლანდიამდე, თხის რქიდან კირჩხიბის თანავარსკვლავედამდე, პრინც ედუარდის კუნძულიდან სვალბარდამდე. სფეროს ზედაპირი სწრაფად, ხელახლა ჰყვებოდა ყოველივეს, რაც მოგზაურებს ერთი გამყინვარებიდან მეორემდე ეკეთებინათ და ალბათ, ახლაც აკეთებდნენ, თუმცა ახლა უკვე ახალ მბრძანებელთა კარნახით. ასე, სამოას კუნძულებიდან ახალ მიწამდე ქანაობდა სფერო და წონასწორობის წერტილში, ალბათ, აგარტს, სამყაროს ცენტრს ეხებოდა. და ვგრძნობდი, როგორ ლაგდებოდა ერთ სიბრტყეში ავალონი, ჰიპერბორეა და სამხრეთის უდაბნო, სადაც აიერს-როკის საიდუმლო ინახება.

მაშინ, იმ 23 ივნისის ოთხ საათზე, ქანქარა მოძრაობდა: კიდეს მიახლოებული სვლას ანელებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, რათა ცენტრისკენ ისევ აეკრიფა სიჩქარე და ასე, უსასრულოდ, ჯიუტად ებრძოლა უხილავ ძალებთან, ალყაში რომ მოემწყვდიათ მისი ბედისწერა.

დიდხანს რომ დავრჩენილიყავი, გამეძლო და საათობით მეყურებინა იმ ნისკარტის, შუბისა თუ ამოყირავებული მუზარადის
წვერისთვის, რომელიც სიცარიელეში ხაზავდა წრის დიამეტრებს და საკუთარი ასტიგმატური გარშემოწერილობის კიდურა წერტილებს ეხებოდა, ალბათ, რაღაც წარმოსახვითი ილუზიის მსხვერპლი გავხდებოდი, რადგან ქანქარა დამაჯერებდა, რომ რხევის სიბრტყემ სრული ბრუნი შეასრულა, საწყის წერტილს დაუბრუნდა ოცდათორმეტ საათში და გაბრტყელებული ელიფსი მოხაზა _ ელიფსი, რომელიც საკუთარი ცენტრის გარშემო ბრუნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით, რომლის მნიშვნელობა განედის სინუსის პროპორციულია. როგორ იბრუნებდა ელიფსი, იმ ძაფის წვერი სოლომონის ტაძრის გუმბათის ცენტრში რომ ყოფილიყო დამაგრებული? რაინდებს იქაც ექნებათ ნაცადი, თუმცა სიჩქარის რიცხვითი მნიშვნელობა, ალბათ, მაინც არ შეიცვლებოდა. იქნებ სწორედ სენ­-მარტენ­-დე-­შამის სააბატოს ეკლესია იყო ნამდვილი ტაძარი? ექსპერიმენტი იდეალური მხოლოდ პოლუსზე გამოვიდოდა: ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სფეროს ჩამოკიდების წერტილი დედამიწის ღერძის გაგრძელებაზე განთავსდებოდა და ქანქარა თავის წარმოსახვით ციკლს ზუსტად ოცდაოთხ საათში დაასრულებდა.

მაგრამ ეს არ ყოფილა კანონიდან გადახვევა (რომელსაც, სხვათა შორის, თავად კანონიც ითვალისწინებდა). ეს არ იყო უზენაესი ნორმის დარღვევა, რომელიც სასწაულს დააკნინებდა. ვიცოდი, რომ დედამიწა ბრუნავდა და მასთან ერთად ვბრუნავდი მეც, ჩემთან ერთად კი _ სენ­-მარტენ­-დე-­შამი და მთელი პარიზი: ერთად ვბრუნავდით ქანქარის ქვეშ, რომელიც სინამდვილეში არასოდეს იცვლიდა საკუთარი სიბრტყის მიმართულებას, რადგან იქ, ზევით, იმ ძაფის უსასრულო,
იდეალური და წარმოსახვითი გაგრძელების გასწვრივ, შორეული გალაქტიკების უსასრულობაში არსებობდა მყარი წერტილი.

დედამიწა ბრუნავდა, მაგრამ წერტილი, საიდანაც ის თოკი ეშვებოდა, სამყაროს ერთადერთი უძრავი წერტილი იყო.

ამიტომ დედამიწას კი არა, ცას ვუყურებდი, სადაც აბსოლუტური უძრაობის საიდუმლო აღესრულებოდა. ქანქარა მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ერთად მოძრაობდა: სფერო, მზის სისტემა, ნისლეულები, შავი ხვრელები, დიდი კოსმოსური ამოფრქვევისდროინდელი იონებიცა და ლორწოვანი მატერიაც, ასე რომ ერთადერთი მყარი წერტილი რჩებოდა, ღერძი, ხრახნი, იდეალური საყრდენი, რომელიც საშუალებას აძლევდა სამყაროს, საკუთარი თავის გარშემო ებრუნა. და ახლა მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი, ყველასთან და ყველაფერთან ერთად ვმოძრაობდი და შემეძლო, დამენახა ის, რაღაც უძრავი, კლდე, ბურჯი, საყრდენი და საფუძველი, კაშკაშა ღრუბელი, კვამლი, ის, რასაც არც სხეული აქვს, არც სახე, ფორმა, წონა, ოდენობა ან თვისებრიობა, რაც ვერ ხედავს, ვერ გრძნობს და რომლის შეგრძნებაც შეუძლებელია, რომელიც არსადაა, არც დროში, არც სივრცეში, რაც არც სულია, არც გონი, არც წარმოსახვა ან აზრი, არც რიცხვი, არც რიგი, არც საზომი, არც არსი და არც მარადიულობა, არც ჩრდილი და არც ნათელი, არც სიცრუე და არც ჭეშმარიტება.

ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა. სათვალიანი ბიჭი უსათვალო (სამწუხაროდ) გოგოს ელაპარაკებოდა.

_ ფუკოს ქანქარაა, _ ამბობდა ბიჭი. _ პირველი ექსპერიმენტი 1851 წელს ლაბორატორიაში შედგა. მომდევნო ცდა ობსერვატორიაში ჩაატარეს, შემდეგი კი _ პანთეონის გუმბათში, სამოცდაშვიდმეტრიანი თოკითა და ოცდარვაკილოიანი სფეროთი. ბოლოს, 1855-ში, აქ მცირე ზომის ქანქარა დააყენეს. იმ ნახვრეტში კიდია, ხედავ? თაღების კვეთის წერტილში...

_ და რას შვება, ასე ქანაობს და მეტი არაფერი?

_ დედამიწის ბრუნვას გვიჩვენებს. რადგან დაკიდების წერტილი უძრავია...

_ რატოა უძრავი?

_ იმიტომ, რომ... წერტილი... როგორ გითხრა... ცენტრში, ნახე... ნებისმიერი წერტილი, რომელიც იმ წერტილების ზუსტად შუაშია, რომლებსაც ხედავ, მიხვდი?.. აი იმ წერტილს _ გეომეტრიული წერტილია _ შენ ვერ ხედავ, ზომა არ გააჩნია, და ის, რასაც ზომა არა აქვს, ვერც მარცხნივ წავა, ვერც მარჯვნივ, ვერც ზევით, ვერც ქვევით. საკუთარი თავიც კი არ გააჩნია...

(გაგრძელება იხილეთ წიგნში)



ბმული:
* http://diogene.ge/ka/books/book/436
* http://diogene.ge/media/usercontent/books/bookfiles/bookfile_58b43bc964faf.pdf

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Sat Mar 25, 2017 9:17 am

ნანა კობაიძე – ხათუნა ცხადაძე – თარგმანი და პასუხისმგებლობა

September 22, 2015

“არ არსებობს უფრო სკრუპულოზური და მკაცრი მკითხველი, ვიდრე მთარგმნელია, რომელიც სიტყვასიტყვით ამუშავებს ტექსტს”.
უმბერტო ეკო


პროლოგის მაგივრად

ხშირად ამბობენ, რომ მთარგმნელობა დაუფასებელი პროფესიაა. მოეწონა მავანს (მკითხველს) წიგნი? მადლობა ავტორს. არ მოეწონა? მთარგმნელია დამნაშავე. ამიტომაა, რომ ამ პროფესიას ხელს მხოლოდ ისინი ჰკიდებენ, ვისაც ძალიან უყვარს ეს საქმე. ხათუნა ცხადაძე ერთ-ერთი მათგანია, მთარგმნელი, რომელმაც ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე აჩუქა უმბერტო ეკო. მართალია, იტალიელის რომანმა 30 წლით დაიგვიანა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. “ვარდის სახელის” არაჩვეულებრივი თარგმანი ლიტერატურის მოყვარულებმა სათანადოდ შეაფასეს. “ვარდის სახელს” “პრაღის სასაფლაო” მოჰყვა, ეკოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი. მანამდე კი იყო “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის დიალოგები. წიგნი, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში.

2006 წელს იტალიელების ერთ-ერთი საყვარელი ავტორის, ანტონიო ტაბუკის, ასევე ცნობილი რომანი – “მიაჩნია პერეირას” თარგმნა, რომელშიც კარგად გამოჩნდა მისი, როგორც მთარგმნელის ოსტატობა და შესაძლებლობები. მალე მკითხველს კიდევ ერთი სიახლე ელის – პიერ პაოლო პაზოლინის “ქუჩის ბიჭები,” ნაწარმოები, რომელიც თაყვანისმცემლებს ცნობილ რეჟისორს სხვა თვალით დაანახებს.

მთარგმნელის შემოქმედებით ბიოგრაფიას მის მიერ თარგმნილი წიგნები ქმნის, თუმცა თარგმანებსაც აქვს საკუთარი ისტორია. რიგით მკითხველს დეტალები ნაკლებად აინტერესებს, ისეთი მკითხველისთვის კი, რომელმაც იცის ამ საქმიანობის სირთულე და ფასი, შიდა სამზარეულო ტექსტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხათუნა ცხადაძე გვიამბობს თავის საქმიანობასა და მისკენ სავალ გზებზე.



შტრიხები პორტრეტისათვის

უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით დაამთავრა. იცინის, იმ იშვიათ მთარგმნელთაგანი ვარ, ვისაც ეს სპეციალობა დიპლომში უწერიაო. ცხადია, მთარგმნელობა ამის გამო არ დაუწყია. ეს საქმე ყოველთვის მოსწონდა. 90-იანი წლების ბოლოს პატარ-პატარა მოთხრობებს თარგმნიდა. ისე, გასართობად, ყოველგვარი გეგმის გარეშე.

ბევრი სხვა რამის მსგავსად, მის ცხოვრებაში დანტეს ენაც მოულოდნელად შემოიჭრა. სკოლაში და უნივერსიტეტში ინგლისურს სწავლობდა. იტალიურის სწავლის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როდესაც თარგმანის სპეციალობაზე მეორე ენა უნდა აერჩია. კურსი სულ რაღაც ერთ სემესტრს გაგრძელდა და, ცხადია, ბევრი ვერაფერი შესძინა. ეს ყველაფერი შავბნელი 90-იანების ფონზე ვითარდებოდა, როდესაც სტუდენტები დამატებით კი არა, ძირითად საგნებზე ძლივს დადიოდნენ. ერთი სიტყვით, პირველი ურთიერთობა არ შედგა, თუმცა ინტერესი არ განელებია. კერძო მასწავლებელი მოძებნა, არაჩვეულებრივი პედაგოგი ნინო ხმალაძე, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი მომავალი პროფესია. 6 თვეში პატარა იტალიურ ფირმაში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ ამ სამყაროსთან ურთიერთობა აღარ გაუწყვეტია. პარალელურად თარგმნიდა.

წერა ყოველთვის ეხერხებოდა. მასწავლებლები მიიჩნევდნენ, რომ ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ლექსების, მოთხრობების, ჩანახატების წერა მისი სტიქია არ იყო. არც იმ პერიოდში მოდური დღიურების. წერდა მხოლოდ იმას, რასაც ავალებდნენ – ეგრეთ წოდებულ სასკოლო თემებს. თარგმანთან პირველი შეხება სტუდენტობის წლებს უკავშირდება. სამუშაოდ რუსი ავტორების მოთხრობებს ათარგმნინებდნენ. მაშინ მიხვდა, რომ ეს საქმე მოსწონდა. მოგვიანებით მწერალმა მიხო მოსულიშვილმა ურჩია, იტალიურიდან რამე ეთარგმნა. მიხოსთან გაზეთ “საქართველოდან” მეგობრობდა (19 წლის იყო, როცა ნოდარ გრიგალაშვილმა გაზეთში კორექტორად აიყვანა). ტონინო გუერას მინიატურები და იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები მიუტანა. მოეწონათ და “ცისკარში” დაბეჭდეს. ეს იყო 1997 წელს. ამას სხვა მოთხრობებიც მოჰყვა. მიხოს უთქვამს, კარგად გამოგდის, მოდი, უმბერტო ეკო თარგმნეო. მაშინ ეს ავტორი წაკითხულიც არ ჰქონდა.



ქუჩაში ნაპოვნი “ვარდის სახელი”

“ვარდის სახელს,” როგორც იმ დროის მკითხველთა უმეტესობა, ელენე კოსტიუკოვიჩის რუსული თარგმანით გაეცნო. იმდენად რთულ და მასშტაბურ ტექსტად მოეჩვენა, გადმოქართულებაზე არც კი უფიქრია. მერე ორიგინალს გადააწყდა. დაახლოებით ისე, როგორც მის მიერ მოგვიანებით თარგმნილი ანტონიო ტაბუკი – ფერნანდო პესოას წიგნს.

ის წლები იყო, ყველგან ფეხით რომ დავდიოდით. ვერაზე, გამომცემლობასთან ბუკინისტური წიგნები იყიდებოდა. სახლის ტელეფონი მქონდა დატოვებული მათთვის (მაშინ მობილურები არ იყო) და როგორც კი იტალიურენოვანი “ექსპონატი” გამოჩნდებოდა, მირეკავდნენ. ერთხელაც ჩავიარე და ვხედავ, წიგნი დევს. გადავშალე – ეკოა, “ვარდის სახელი” ორიგინალში. რასაკვირველია, ვიყიდე. ახლაც მახსოვს, იმ პერიოდისთვის ძალიან ძვირი – 22 ლარი გადავიხადე. ეს წითელი, ნაჭრისყდიანი ეგზემპლარი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს და თარგმნისას ლამის დავგლიჯე, პირველი გამოცემა აღმოჩნდა. სხვათა შორის, ეს თავად ეკომ მითხრა. როგორც ჩანს, იმ წლებში არც იტალიელები იკლავდნენ თავს წიგნის იერსახეზე ზრუნვით. ძალიან უბრალო გამოცემაა, გაუფორმებელი, ცოტა საბჭოური იერით. მოკლედ, ვიყიდე, წავიკითხე და პროლოგი ვთარგმნე. ხელნაწერი მიხოს ვაჩვენე. ძალიან მოეწონა, “მიდი, რა, თარგმნეო”, მაგრამ ეს ყველაფერი ამაზე შორს არ წასულა. მაშინ ყოფითი პრობლემებით ვიყავი დაკავებული და არც გამომცემლებთან მქონდა ურთიერთობა.



ეკო-მარტინის დებატები

იმ პერიოდში ჩეხეთიდან ლიტერატურათმცოდნე მერაბ ღაღანიძე ჩამოვიდა, რომელსაც იტალიური ენის შესწავლა სურდა. ასე გაიცნეს ერთმანეთი. მოგვიანებით “მოსწავლემ” პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო კრებულის თარგმნა შესთავაზა. “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – ასე ერქვა წიგნს, რომელშიც უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის დიალოგი შევიდა. 2004 წელს მისი გამოცემა კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულმა “ქრისტიანული თეოლოგიის ცენტრმა” დააფინანსა. მცირე ტირაჟით დაბეჭდილი კრებული ძირითადად ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, ბიბლიოთეკებს და ამ თემით დაინტერესებულ მკთხველთა ვიწრო წრეს დაურიგდა. წიგნი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მკითხველის ინტერესი სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ინტელექტუალების დებატებმა გამოიწვია. განსხვავებულად მოაზროვნე ეპოქალური მასშტაბის ადამიანები არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობენ – ქალთა უფლებებზე, აბორტზე, ეკლესიის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, რწმენასა და ურწმუნოებაზე. ეს წიგნი მშვენიერი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საკუთარი შეხედულების დაცვა სხვისი პოზიციის დაკნინების გარეშე. კარდინალ მარტინისა და უმბერტო ეკოს საუბრები რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა დაიბეჭდა. წიგნის მცირედ შესწორებული ვარიანტი 2011 წელს “დიოგენემ” დასტამბა.

ძალიან საინტერესო გამოცემაა. გარდა იმისა, რომ ჩემთვის პირველი სერიოზული შეხება გახლდათ ეკოსთან, უამრავ კითხვაზე გცემს პასუხს. დღემდე ჩემი სამაგიდო წიგნია. მნიშვნელოვანია, რომ თარგმნისა და გამოცემის ინიციატორი კათოლიკური ეკლესია იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პაექრობა მაინცდამაინც მის სასარგებლოდ მიმდინარეობს. რელიგიურ პოზიციას ისეთი სერიოზული ოპონენტი ჰყავს, როგორიც არის უმბერტო ეკო. რამდენიმე საინტერესო წერილია კათოლიკური პოზიციიდან, უპირველესად, თავად მარტინის პასუხები, თუმცა როგორც არაეკლესიურ ადამიანს, საერო ხმა უფრო დამაჯერებლად მეჩვენება. საინტერესოა, იქნებოდა თუ არა ასეთივე დებატების სულისჩამდგმელი მართლმადიდებლური ეკლესია? თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფორმა კი არა, შინაარსია. თანასწორი ინტელექტუალური ბაზის გარეშე მსგავს საუბარს აზრი არა აქვს. როგორც წიგნის შესავალში ვკითხულობთ, ეკოსა და მარტინის დიალოგის საფუძველი კარდინალის რელიგიური სტატუსი კი არა, მისი ინტელექტუალური ავტორიტეტი გახდა. ცალკე თემაა განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი. ეკოსა და მარტინის საუბარში დებატების საოცარი კულტურა ჩანს. ცალსახაა, რომ კათოლიკური ეკლესია კატეგორიულად არ იზიარებს მწერლის მოსაზრებებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათ შორის ინტელექტუალური კამათის სივრცეს. თუმცა ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. როცა ერთი პოზიცია რწმენას ემყარება, რომელიც თავისი არსით ირაციონალურია, მეორე კი – რაციონალურ არგუმენტებს, შეთანხმება ძალიან რთულია. უბრალოდ, ცივილიზებული თანაცხოვრების ფორმა უნდა მოიძებნოს. ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ იკვეთება ამ დიალოგიდან: ადამიანს, იმისთვის, რომ ეთიკური, წესიერი იყოს, მაინცდამაინც ღმერთის რწმენა, შიში და სიყვარული არ სჭირდება. ადამიანურ ეთიკას და პატიოსნებას უპირველეს ყოვლისა ადამიანის სიყვარული უდევს საფუძვლად. ეს წიგნი გვასწავლის, რომ ადამიანების რელიგიური გრძნობებისა და პოზიციის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ ასევე სავალდებულოა, თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფო საერო, სეკულარულ კანონებს ემორჩილებოდეს და არა რელიგიურს. ჩემთვის სწორედ ესაა ამ პატარა წიგნის მთავარი გზავნილი: მხოლოდ სეკულარულ სახელმწიფოს აქვს მომავალი, სადაც ეკლესია და სახელმწიფო მანქანა გამიჯნულია ერთამენთისგან. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მრავალი კონფესია თანაცხოვრობს და, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს სრულიად სხვადასხვა რამეებისა სწამთ.



თარგმანში დაკარგული

“ვარდის სახელზე” მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ძალიან დიდხანს გაუგრძელდა – 5 წელიწადს თარგმნიდა. ეს პროცესი მისი ცხოვრების რთულ პერიოდს დაემთხვა, რის გამოც ზოგჯერ ხანგრძლივი პაუზა უწევდა – რამდენიმე თვე საერთოდ ვერაფერს აკეთებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაასრულა. 2010 წელს დიდი ხნის ნანატრი წიგნი გამოვიდა. მკითხველმა და ლიტერატურის კრიტიკოსებმა თარგმანს მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა იყო ერთი მოულოდნელობა, უფრო სწორად, მოლოდინი: საზოგადოება “ვარდის სახელს” ელენე კოსტიუკოვიჩის რუსული თარგმანით იცნობდა, რომელიც მართალია, პოეტური და ლამაზია, მაგრამ ამავე დროს, სტილიზებული და ხელოვნურად “დაძველებული”. შესაძლოა, ქართულადაც ასეთ – სიძველით დაღდასმულ თარგმანს ელოდნენ. არადა, ეკო თანამედროვე ენით წერს. ქართული ვარიანტიც ორიგინალს მიჰყვება. პროლოგის მსგავს არქაიზებულ ადგილებსაც შეხვდებით, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა. თავად ტექსტი თემატურად ძალიან რთული და კომპლექსურია. მასზე მუშაობა მთარგმნელისთვის სერიოზული გამოწვევაა – ლინგვისტურ უნარებთან ერთად საფუძვლიან ისტორიულ, კულტურულოგიურ და თეოლოგიურ მომზადებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ინტუიციაც.

ეკოს რეალურთან ერთად გამოგონილი პერსონაჟებიც ჰყავს. ბევრია სინთეზური გმირი, რომელიც სინამდვილისა და მწერლის ფანტაზიის ნაზავია. იგივე ხდება ენობრივადაც: ბიბლიური ტექსტებიდან ამოღებული ციტატების გარდა, ბევრგან მიმართავს “მიქსს” – სხვადასხვა საეკლესიო ტექსტიდან ამოკრებილ მონაკვეთებს თავის ჭკუაზე აბამს ერთმანეთს. ამის მიხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ციტირებისას ბრჭყალებს არ იყენებს. ამ შემთხვევაშიც გონიერება უნდა გეყოს, ძველ თუ ახალ აღქმას ჩახედო და ციტატა მოძებნო, რისთვისაც შესაბამისი თეოლოგიური ცოდნაა საჭირო. ამას ხომ მთარგმნელს ვერ მოსთხოვ? ეს ეკოსთვისაა შუა საუკუნეებზე წერა ბუნებრივი მდგომარეობა. თავად ამბობს, შუა საუკუნეები ჩემი ყოველდღიურობაა, თანამედროვე სამყაროს კი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობო. ასეთი ადამიანის ნაწერის თარგმნა ადვილი არ არის, მაგრამ ხან ინტუიცია გეხმარება, ხან ყურადღება, ხან – პასუხისმგებლობის გრძნობა და ხანაც – ადამიანები, რომლებმაც შენზე მეტი იციან. მნიშვნელოვანია, დაეკითხო მას, ვინც შენზე უფრო კომპეტენტურია. მთარგმნელისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც საკუთარ ენაზე კარგად წერის უნარი. უნდა შეგეძლოს, ბოლომდე ჩაჰყვე ბუნდოვან ადგილს და არსად დატოვო კითხვის ნიშანი, რომ სადმე უპატიებელი შეცდომა არ გაგეპაროს.

(გაგრძელება ქვემოთ)



ბმული:
* http://arilimag.ge/ნანა-კობაიძე-ხათუნა-ცხა/

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 25, 2017 9:19 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Sat Mar 25, 2017 9:17 am

ნანა კობაიძე – ხათუნა ცხადაძე – თარგმანი და პასუხისმგებლობა

September 22, 2015

“არ არსებობს უფრო სკრუპულოზური და მკაცრი მკითხველი, ვიდრე მთარგმნელია, რომელიც სიტყვასიტყვით ამუშავებს ტექსტს”.
უმბერტო ეკო


(გაგრძელება)

მთარგმნელის პასუხისმგებლობა

ფიქრობდა, რომ ზოგიერთი სცენის თარგმნას ვერ გაუმკლავდებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, ტაძრის კარიბჭის აღწერისა და სიზმრის ეპიზოდები. გამორჩეულად ახსოვს სექსის სცენის თარგმნა, რომელიც ენობრივადაც და ტექსტუალური თვალსაზრისითაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველი ვარიანტი არ მოსწონდა. არც თავად და არც – რედაქტორს.

ჩემს არაჩვეულებრივ რედაქტორთან, ლალი ქადაგიძესთან მუშაობა ხშირად მაგონებს ჩემი ქართულის მასწავლებლის, მანანა ჩიქვანაიას გაკვეთილებს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მანანამ წერა მასწავლა. ლალი ქადაგიძე არ ეძიძგილავება ნაწერს, რომელიც არ მოსწონს, არ ცდილობს, თავიდან დაწეროს მონაკვეთი, მოკლედ, არ ცდილობს, შენი საქმე გააკეთოს. გეტყვის, რომ ეს მონაკვეთი, ასე ვთქვათ, “მისახედია”, და ვიცი, რომ უნდა “მივხედო”. ამას აკეთებდა მანანაც: მახსოვს მისი კომენტარები ჩემი რვეულების მინდორზე. ეს იყო, ძირითადად, “არ ვარგა”, “გასამართია” ან, იშვიათად: “კარგია”. იცოდა ხოლმე ამის მიწერაც: “კარგია, მაგრამ პათოსი მოაშორე”. ზოგს მიაჩნია, რომ წერის სწავლა შეუძლებელია, მე კი ვიტყოდი, რომ წერის სწავლა შესაძლებელია, ცხადია, მათთვის, ვისაც წერა ეხერხება. იმიტომ, რომ წერის უნარი და კარგად წერა ერთი და იგივე არაა. უფრო დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ “წერის სწავლება” ჩემთვის ნიშნავს, ასწავლო, როგორ არ შეიძლება წერა, როგორ არ უნდა წერო. ადამიანი, რომელსაც ეს საქმე გამოსდის, დანარჩენს თავად მიხვდება, და გამოცდილებით ისწავლის. ეს იყო ჩემი მანანასთან ორწლიანი ურთიერთობის მთავარი შედეგი (გარდა ჩვენი მეგობრობისა): მანანამ მასწავლა, როგორ არ შეიძლება წერა და ახლაც, ოცდახუთი წლის შემდეგ, როცა რამეს ვწერ ან ვთარგმნი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვცდილობ, ნაწერი მისი თვალით ვიკითხო, რომელსაც ვერ გამოაპარებდი ვერანაირ კიჩს და უგემოვნობას.

მოკლედ, იმ მონაკვეთის გაშალაშინებას ხელახლა დაწერა ამჯობინა და “დიოგენეს” ოფისში ახალი ვარიანტი “გამოაცხო”. წიგნის ბოლოთქმაში, რომელიც უამრავ კითხვას პასუხობს, ეკო ამ სცენის არსსაც განმარტავს: მონასტერში გაზრდილი მორჩილისთვის, რომელსაც არანაირი სექსუალური გამოცდილება არ ჰქონია, ეს გრძნობა ღვთიურ სიყვარულთან ასოცირდება. მისთვის ქალი ღვთისმშობელია, მარიამ მაგდალინელი ან სხვა რომელიმე წმინდანი, რომელსაც მხოლოდ ემოციურად ეთაყვანება. ეკო ყმაწვილის ფიზიკური ექსტაზითა და მისი გულანთებული რელიგიური სიყვარულით თამაშობს: თავგზააბნეული ბიჭი სხეულებრივ ნეტარებას წმინდანებისადმი მწველ სიყვარულთან აიგივებს და ვეღარ გაუგია, რა ხდება მის თავს. ეს სცენა მართლა კომიკურია (ყოველ შემთხვევაში, მთარგმნელი ასე თვლის). ეკო წერს, როგორ შეიქმნა ეს ეპიზოდი: ირგვლივ მეყარა ტექსტები – კანონიკური თუ არაკანონიკური და იმ ადგილებს ვიღებდი, სადაც წმინდანების მიმართ ვნებაზე იყო ლაპარაკიო. მწერალმა რელიგიურ ტექსტებს თავისი ნააზრევიც დაამატა და ასე ნაგლეჯ-ნაგლეჯ შეკრა ორგვერდიანი სცენა, რომელიც ენობრივი და სტილისტური თვალსაზრისით ნამდვილი ბეწვის ხიდი აღმოჩნდა.Mმთარგმნელისთვის ასეთი სირთულეების ღირსეულად გადალახვა ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა, რომ სწრაფად ვერ მუშაობს (თუმცა არა მხოლოდ ამიტომ, როგორც თავად ამბობს). თარგმანში სისწრაფე გაუმართლებლად მიაჩნია. გრძნობს, როცა ნამუშევარი არ ვარგა ან არ იკითხება – უკმარისობის განცდა უჩნდება, რასაც ტექსტის “დასვენებით” შველის. ჯობია, ასეთ დროს ტექსტს თავი დაანებო და რამდენიმე დღის, ან კვირის შემდეგ “სხვა თვალით” წაიკითხო. ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს.

თავად ეკო თავისი თარგმანების მიმართ ძალზე მომთხოვნი და სკრუპულოზურია. არცაა გასაკვირი: ეს არის კაცი, რომელმაც წერა თარგმნით დაიწყო. ნათარგმნი აქვს ჟერარ დე ნერვალისა და რაიმონ კენოს ტექსტები. არაჩვეულებრივად ფლობს რამდენიმე ევროპულ ენას – გერმანულს, ინგლისურს, ფრანგულს; თარგმანის შესახებ დაწერილი ძალზე საინტერესო წიგნის (“თქვა თითქმის იგივე. თარგმანის გამოცდილება”) ავტორია; ერთი სიტყვით, ამ სფეროში ღრმად არის ჩახედული, ამიტომ, როგორ თარგმნიან მის ტექსტებს, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მთარგმნელებთან რეგულარულად თანამშრომლობს. სანამ ახალგაზრდა იყო, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი და რუსი მთარგმნელების გვერდიგვერდ მუშაობდა. ახლა 83 წლისაა, თუმცა მთარგმნელთა შეკითხვებს დღესაც დაუზარელად პასუხობს.

ეკოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს თარგმანთან დაკავშირებით. ამბობს, რომ დედნის ერთგულება ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოტანით არ განისაზღვრება. მთავარია, იმ ენაზე ვარგოდეს წიგნი, რომელზეც ითარგმნება, მთარგმნელი კი პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს დედანს, არ ასცდეს მას. მარტივად რომ ვთქვათ, სხვა რამ არ თქვას: ის, რაც ავტორს არ უთქვამს. ამას გულისხმობს თავისი წიგნის სათაურშიც – “თქვა თითქმის იგივე”. მთარგმნელისთვის დატოვებული თავისუფალი ქმედების სივრცე არ ნიშნავს ორიგინალისთვის რამის დამატებას ან მოკლებას. ეკოს აზრით, ტექსტის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამ საქმის სიყვარულთან ერთად, მთარგმნელის უმნიშვნელოვანესი რეკვიზიტებია. დანარჩენი მის ოსტატობასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. გამოცდილება კი წლებთან ერთად მოდის. შესაბამისად, პასუხისმგებლობის გრძნობაც იზრდება, რადგან ხვდები, რამდენი რამ შეიძლება არ იცოდე.



“პრაღის სასაფლაო” – სახალისო წიგნი სიძულვილზე

“ვარდის სახელს” “პრაღის სასაფლაო” მოჰყვა, ეკოს ბოლო რომანი, რომლის თარგმნა ავტორმა თავად ურჩია “დიოგენეს.” ქართულ ენაზე წიგნი შარშან გამოვიდა. წინა რომანისგან განსხვავებით, ეს ტექსტი უფრო სწრაფად, თითქმის წელიწადნახევარში დაასრულა.

“პრაღის სასაფლაო” ძალიან საინტერესო, ამავე დროს, განსხვავებული ნაწარმოებია. მასში ეკო მსოფლიო კონსპირაციის და შეთქმულების თემას დაუბრუნდა, რასაც “ფუკოს ქანქარადან” მოყოლებული, თითქმის ყველა რომანში ავითარებს. ამბავი მთლიანად ებრაელების თემაზეა აწყობილი – შესაბამისი ეპოქითა და ძალიან საინტერესო კონცეფციით. სხვათა შორის, ამ ტექსტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

თავიდან წიგნი მძიმედ მომეჩვენა. არც მომეწონა. თარგმნა რომ დავამთავრე, ბევრი რამ მერე გავაცნობიერე. ფაქტობრივად, ხელახლა აღმოვაჩინე. ეკო მხოლოდ იმ ეპოქასა და ამბებს კი არ დასცინის, რაც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ხდებოდა ევროპაში, არამედ – ლამის მთელ კაცობრიობას და მის დამოკიდებულებას ამ მოვლენებისადმი.

რომანის სიუჟეტი ძალიან კარგად არის ნაგები, თუმცა ეკო აქაც იმავე ხერხს მიმართავს, რასაც სხვაგან: ძნელია გაარკვიო, სად არის რეალობა და სად – გამონაგონი. რასაკვირველია, რეალობიდანაა აღებული დრეიფუსის საქმე და ლეო ტაქსილის ისტორია, აღარაფერს ვამბობ ფაშიზმის სათავეებსა და “სიონის ბრძენთა ოქმებზე”. ამ “დოკუმენტის” სიყალბე მეოცე საუკუნის დასაწყისშივე დადასტურდა. არადა, მას ათწლეულების მანძილზე აქტიურად იყენებდა ფაშიზმი. ამ ოქმებს დღემდე აფრიალებენ სხვადასხვა ანტისემიტური მისწრაფების დაჯგუფებები. ცხადია, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა.

“პრაღის სასაფლაომ” დიდი შფოთვა გამოიწვია. ბევრს არ მოეწონა, ბევრმა ანტისემიტურადაც აღიქვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამ მოვლენას დასცინის. მიწასთან ასწორებს ანტისემიტიზმს, ისევე, როგორც ფაშიზმს.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ წიგნს, სიძულვილია. “მინდოდა დამეწერა წიგნი ტოტალურ სიძულვილზე” – ამბობს ეკო. “სიყვარული ტოტალური ვერ იქნება, ის უკიდურესად სელექციურია. შეუძლებელია, ადამიანს ყველა უყვარდეს, სიძულვილი კი შეიძლება ტოტალური იყოს”. ნაწარმოებში არ არიან დადებითი პერსონაჟები. არავინაა, ვისაც მკითხველი “მიეკედლება”, უგულშემატკივრებს.

ეს არის წიგნი სიძულვილზე, რომელსაც ისევე დასცინის, როგორც ბევრ სხვა რამეს ამ ტექსტში. ეკო აშარჟებს ყველანაირ სიძულვილს: ეთნიკურს, რელიგიურს, ქალის მიმართ სიძულვილს. მთავარ პერსონაჟს ტანში ზარავს ქალის შიშისა და სიძულვილის ნაზავისგან. ეს თემა ზედაპირზე იშვიათად ამოდის, სადღაც სიღრმეში დრტვინავს, მაგრამ პირველი გვერდებიდან ბოლომდე მიჰყვება ტექსტს. მიზოგინიისა და ანტისემიტიზმის დაცინვა აპოთეოზს იმ სცენაში აღწევს, როდესაც კაცი, რომელსაც ერთნაირად სძულს ებრაელები და ქალები, ებრაელ ქალთან ამყარებს სექსუალურ კავშირს. საოცარი იუმორით არის აღწერილი მისი ტრაგიკული განცდები. ზოგადად, ეკო ყველაფერს იუმორით უყურებს, ხალისობს და მკითხველსაც ახალისებს. ოღონდ მკითხველი უნდა აჰყვეს.

თარგმნის თვალსაზრისით “პრაღის სასაფლაო” ნაკლებად რთული იყო, ვიდრე “ვარდის სახელი”, თუმცა ეკო არ მიეკუთვნება მარტივად სათარგმნ ავტორთა რიცხვს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მარტივად არ წერს. მისი გაგება იტალიელებსაც უჭირთ, მაგრამ ამის გამო კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. “მე ვერ ვისწავლი მარტივად წერას, მკითხველმა ისწავლოს რთული ტექსტების კითხვა” – პასუხობს მეტისმეტ სირთულეზე მოწუწუნეებს.



ეკო – რომანის დიდოსტატი

ეკოს მხატვრული სიტყვის ჯადოქარს ნამდვილად ვერ უწოდებ. მას ძალიან საინტერესო წერის მანერა, შთამბეჭდავი ლექსიკა აქვს, მაგრამ ტექსტის სილამაზით ეკოსთან ვერ დატკბები. მისი ნაწერები რეფლექსიის საოცარი წყაროა, უამრავ რამეს გასწავლის, უამრავ რამეზე გაფიქრებს, მაგრამ ეკოს ენა მხატვრულ ნაწარმოებებშიც ისეთივე რთულია, როგორიც – მის ესეებში. მგონია, რომ ეკოს რომანები თარგმანებში უფრო “მხატვრულია”, ვიდრე დედანში. განსაკუთრებით – რუსული თარგმანები. თუმცა მის ტექსტებში არის სუფთა მხატვრული თვალსაზრისით შთამბეჭდავი ეპიზოდებიც. მაგალითად, ბაბუას აღწერა, სიმონინის ბავშვობისა და სიყმაწვილის მოგონებები, მისი სიძულვილი ადამიანებისადმი, კულინარიული ვნებები და სხვა. მთარგმნელისთვის ეკოს ტექსტები ძალიან საინტერესო სამუშაოა, ყველანაირი თვალსაზრისით. მხატვრული წერის დიდოსტატი არ არის, სამაგიეროდ, დიუმასა და ჰიუგოს მოტრფიალე ეკო რომანის აგების დიდოსტატია. მისი რომანები მეცნიერის, მკვლევარის ნაწერები უფროა, ზედმიწევნით დაგეგმილი და კონსტრუირებული. შემთხვევითი არაა, რომ თითქმის 50 წლისამ დაწერა პირველი რომანი (თუმცა მასზე მუშაობა ბევრად ადრე დაუწყია): უამრავი საინტერესო მასალა ჰქონდა დაგროვილი და თავისი ისტორიული ცოდნა და მეცნიერული გამოცდილება ფანტაზიის წყალობით ნელ-ნელა რომანებად აქცია. ერთ ინტერვიუში ამბობს, “პრაღის სასაფლაო” სხვა ტექსტებს სჯობს, რადგან ყოველი შემდეგი რომანი წინაზე უკეთესიაო, თუმცა ეს განცხადება კომერციულ სვლას უფრო ჰგავს. პირადად მე “ვარდის სახელი” მის ყველა რომანს მირჩევნია. თუმცა ბევრს ეკოს საუკეთესო რომანად “ფუკოს ქანქარა” მიაჩნია. ძალიან შთამბეჭდავია “ბაუდოლინოც”.



პაზოლინი, “ქუჩის ბიჭები”

ეკოს შემდეგ პაზოლინიზე მუშაობს. პიერ პაოლო პაზოლინი XX საუკუნის იტალიური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი, მასშტაბური და გავლენიანი ფიგურაა. პაზოლინი იტალიაში კინოთი არ გაუცნიათ, ამ ჟანრით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახდა პოპულარული. თანამემამულეთათვის კი ის, პირველ რიგში, მხატვრული სიტყვის ოსტატი იყო. პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი – ასეთია მისი ლიტერატურული მოღვაწეობის არეალი. “დიდი იტალიელი პოეტი” – ასე მოიხსენიებდნენ პაზოლინის ალბერტო მორავია, იტალო კალვინო, ედოარდო დე ფილიპო და სხვები. პაზოლინის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან მხატვრული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოეზიაა, მაგრამ სპეციფიკური სირთულეების გამო (პაზოლინის პოეზია მთლიანად დიალექტზეა დაწერილი) თითქმის არ არის ნათარგმნი. ჩვენთან არც პაზოლინის პროზაა მაინცდამაინც ცნობილი, არადა, ძალიან საინტერესოა.

“ქუჩის ბიჭები” – ასე ეწოდება პაზოლინის პირველ რომანს, რომელსაც სულ მალე იხილავს ქართველი მკითხველი. წიგნი ომისშემდგომ იტალიაზე მოგვითხრობს – დამარცხებულ, ღარიბ, დაჩოქილ ქვეყანაზე. კითხვისას გახსენდება პერსონაჟები პაზოლინის ფილმებიდან (“აკატონე” და სხვები), თუმცა ამ რომანის სიუჟეტი პირდაპირ პაზოლინის არც ერთ ფილმს არ უდევს საფუძვლად. პაზოლინის რომანებშიც კი რეჟისორის ხედვა იგრძნობა. ზოგი მონაკვეთი პირდაპირ სცენარივით, უცნაურად მშრალადაა დაწერილი, თუმცა თხრობა ლამაზია და ცალკეული ეპიზოდები – საოცრად ემოციური. პაზოლინი ძალიან რთული სათარგმნია, რადგან ტექსტის დიდი ნაწილი რომაულ დიალექტზეა დაწერილი.

პაზოლინი წარმოუდგენელი ენობრივი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. მისი პოეზია, როგორც ვთქვით, ფრიულის ენაზეა დაწერილი (ფრიულური იტალიურის დიალექტებს არ ეკუთვნის, ის რეტორომანული ენების ჯგუფის ერთ-ერთი ენაა, რომელზეც იტალიის ფრიულის რეგიონში საუბრობენ). პაზოლინი სწორედ ფრიულიში გაიზარდა და ბუნებრივია, რომ ლექსებს სიცოცხლის ბოლომდე ამ ენაზე წერდა. საკმაოდ უჩვეულოა, რომ რომანებისთვის რომაული დიალექტი არჩია – ენობრივი სივრცე, რომელიც არც მშობლიური იყო და არც ბუნებრივი. რომაული მისთვის გამოხატვის ინსტრუმენტია და იმ გარემოს ავთენტურობის გადმოსაცემად იყენებს, რომელშიც მისი პერსონაჟები ცხოვრობენ (მოქმედება რომში ხდება). იტალიურ ლიტერატურას არაერთი მნიშვნელოვანი ავტორი ჰყავს, რომლებიც დიალექტზე წერდნენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი მშობლიურ დიალექტს ეყრდნობოდნენ. არ მაგონდება შემთხვევა, როცა ავტორი მისთვის არამშობლიურ დიალექტს ირჩევდა გამოხატვის ფორმად. პაზოლინი ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია. ვინც რომაული დიალექტი კარგად იცის, მის ტექსტებში ზოგან ხელოვნურობასაც კი იგრძნობს, დიალექტის ლექსიკური მასალის ერთგვარ “გადაჭარბებულ” გამოყენებას.

მთარგმნელისთვის პაზოლინის ნებისმიერი ტექსტი ურთულესი სამუშაოა. მის რომანებში რამდენიმე ენობრივი შრე იკვეთება: გარდა დიალექტისა, უმნიშვნელოვანესია სოციალური გარემო, რომელიც თარგმანში ისეთივე რთული გადასატანია, როგორც დიალექტი. პაზოლინის პერსონაჟები დაბალი ფენის, ლამის წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები არიან. რომ შემეძლოს, კამერით ავედევნებოდი მთელი დღის მანძილზე და თითოეულ მათ სიტყვას, ნაბიჯს გადავიღებდიო – ამბობს ერთგან.

ბუნებრივია, ასეთი წიგნი თარგმანში ბევრს კარგავს. დიალექტის დიალექტით გადმოტანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ერთი ენის ამა თუ იმ დიალექტის სხვა ენის რომელიმე დიალექტით გადმოტანა გამოუსწორებლად აფუჭებს წიგნის კულტურულ გარემოს, სრულიად წყვეტს მკითხველს ორიგინალს, რაც დაუშვებელია. რომელ ქართულ დიალექტზე შეიძლება უქცევდეს რომაელი ბიჭი თარგმანში: გურულად? იმერულად? თუ ქართლ-კახურად ან მთიულურად? ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. დიალექტის ენობრივი შრე თარგმანში თითქმის იკარგება და მხოლოდ სოციალური შრით თუ “ითამაშებს” მთარგმნელი, ე.წ. ენის “რეგისტრით”. ზოგადად ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლები დანაკარგით, მაგრამ თარგმნა ალბათ ყველაფრის შეიძლება. ხაზს ვუსვამ: ალბათ. პაზოლინის პროზის “დამორჩილება” შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ გტოვებს გულნაკლულს. პოეზიაზე კი მართლა ვერაფერს ვიტყვი, მისი თარგმნა თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება, მაგრამ ამაზე – სხვა დროს. ზემოხსენებულ მიზეზთა გამო პაზოლინის, როგორც მწერალს, იტალიის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იცნობენ, თუმცა მრავალი თვალსაზრისითაა განსხვავებული და საინტერესო. თემები, რომელთაც ის ეხება, იმდროინდელ იტალიურ (და ზოგადად, ევროპულ) საზოგადოებაში სრულიად ტაბუდადებული იყო. პაზოლინი ლიტერატურაშიც ისეთივე უკომპრომისო და გაბედულია, როგორც კინოში. სწორედ რომანების გამო უჩიოდნენ მას სასამართლოში, ბევრად უფრო ადრე, სანამ ფილმები აქცევდა “სკანდალურ” ფიგურად”.P

რა მიაჩნია პერეირას?

ეკოს რომანებს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ავტორი თარგმნა – იტალიელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი, ანტონიო ტაბუკი, რომელიც სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა. ეკოს ფონზე ქართველ მკითხველს ტაბუკი შედარებით შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა წიგნი 2012 წლის “საბას” ფინალისტებში მოხვდა. მთარგმნელისთვის ეს ფაქტი ბევრად უფრო სასიხარულო აღმოჩნდა, ვიდრე უმბერტო ეკოს თარგმანების წარმატება.

“მიაჩნია პერეირას” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც 1994 წელს გამოიცა. მას ის იტალიელებიც კი კითხულობენ, ვინც ლიტერატურას დიდად არ სწყალობს. რომანმა გამოსვლისთანავე მიიპყრო ყურადღება, არაერთი პრემია დაიმსახურა და უამრავ ენაზე ითარგმნა.

მოქმედება პორტუგალიაში ხდება, 1938 წელს, სალაზარის რეჟიმის დროს. ფერნანდო პესოასადმი სიყვარულის გამო ეს ქვეყანა ყოველთვის იყო იტალიელი მწერლის შთაგონების მთავარი წყარო. ტაბუკი იგონებდა, გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთ-ერთი პარიზელი ბუკინისტის დახლზე პესოა შემთხვევით აღმოვაჩინე. მას შემდეგ პორტუგუალია ჩემს სამშობლოდ იქცაო. პორტუგალიელებსაც უყვარდათ ტაბუკი. უყვარდათ მისი წიგნები და პესონაჟები, განსაკუთრებით კი ორმოცდაათს გადაცილებული დოქტორი პერეირა, ერთ-ერთი გაზეთის ლიტერატურული გვერდის რედაქტორი, რომელსაც გული აწუხებს და გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე. პერეირა ელაპარაკება გარდაცვლილი ცოლის ფოტოსურათს, მიირთმევს სუნელებიან ერბოკვერცხს, სვამს ლიმონიან წყალს, ესაუბრება თავის მოძღვარს, პადრე ანტონიოს და შფოთავს მონტეირო როსის მიერ დაწერილი ნეკროლოგების კითხვისას, ნეკროლოგებისა, რომლებსაც ამ სიცოცხლით სავსე, მხიარულ ყმაწვილს წინასწარ აწერინებს, რათა მომზადებული დაუხვდეს ცნობილი მწერლების მოულოდნელ გარდაცვალებას. ეს სიყვარულითა და სევდით სავსე წიგნი ადამიანების პასუხისმგებლობაზეა, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ რაღაც “არ გვეხება”. ეს წიგნი იმაზეა, რომ შეუძლებელია ის, რაც შენ გარეშემო ხდება, არ გეხებოდეს.

ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მისი თარგმნა ჩემი არჩევანი იყო. 2006 წელს ვთარგმნე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ 2012-ში დაიბეჭდა. სხვათა შორის, ტაბუკი მის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა, რაზეც საშინლად დამწყდა გული. ძალიან ლამაზი ტექსტია, ცოცხალი, ფერადი, მუსიკალური. ევროპელებს ძალიან უყვართ ეს რომანი, აღარაფერს ვამბობ იტალიაზე, სადაც თითქმის ყველას აქვს წაკითხული. შეუძლებელია ეს წიგნი წაიკითხო და არ შეგიყვარდეს.



ეპილოგი

ხშირად ეკითხებიან, თავად თუ წერს რამეს? პასუხობს, რომ არა. ეს მისი მოწოდება არ არის.

მგონია, რომ სწორედაც მთარგმნელი ვარ. კარგად წერის უნარი და მწერლობა სრულიად განსხვავებული ცნებებია. მწერალს სათქმელი უნდა ჰქონდეს და ამ სათქმელის ქაღალდზე გადატანის მოთხოვნილება, რაც ჯერჯერობით არ გამაჩნია. ტექსტში სათქმელია მთავარი, მკითხველს რაღაც უნდა დარჩეს, სამუდამოდ. იან მეკიუენი ამბობს, მწერალი ყოველ მომდევნო რომანს ოდნავ განსხვავებული, რაღაცით შეცვლილი, რაღაცით გაზრდილი უნდა წერდესო. მკითხველიც ასეა: ყოველი კარგი წიგნი ცოტათი შეცვლილს უნდა გტოვებდეს, ცოტათი განსხვავებულს. მხოლოდ ოსტატურად წერა სტილის სავარჯიშოა და მეტი არაფერი, ასეთი “სავარჯიშოებით” კი ჩემს გარეშეც სავსეა ქართული მწერლობა.


ბმული:
* http://arilimag.ge/ნანა-კობაიძე-ხათუნა-ცხა/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Sat Jun 17, 2017 9:02 am

ხათუნა ცხადაძე

სახლები

ორი თვე ვიცხოვრე ფერარაში. სახლი სერჯოსია, ჩემი მეგობრის ყოფილი, არ ვიცი, რის. შეყვარებულის, საქმროს, პარტნიორის? შეყვარებული სულელური სიტყვაა, საქმრო - იდიოტური და პარტნიორი საერთოდ არაფერში არ წერია. რა ჰქვია ადამიანს, რომელთან ერთადაც მას მერე ცხოვრობდი, რაც 17 წლის გახდით და რომელთანაც ყველაფერი საერთო გაქვს? რა ჰქვია ამ ადამიანს ახლა, როცა 20 წელზე მეტი გავიდა მასთან დაშორების შემდეგ? მოკლედ, სერჯო ჩემი მეგობრის ყოფილია. ის სახლი სავსეა მისი წიგნებით, მათი წიგნებით, ორივეს წიგნებით, ერთად და ცალ-ცალკე ნაყიდი წიგნებით, ნივთებით, მოგზაურობებიდან ჩამოტანილი სუვენირებით, 70-ანი წლების დემოსტრაციების პლაკატებით, საარჩევნო ბროშურებით, ბუკლეტებით. სერჯო ისტორიკოსია. იმათთაგანია, დღემდე რომ სწამს პოლიტიკის, პოლიტიკაში სწორი ადამიანების, პოლიტიკაში სწორი ღირებულებების. სერჯო და საურა არ დაქორწინდნენ. შვილები არ გააჩინეს. მაშინ ასე იყო, ასე სწამდათ, ამისთვის იბრძოდნენ. დღემდე ასე სწამთ. ნაკლებად თავხედურად და გამომწვევად (ასე ამბობს საურა), მაგრამ დღემდე სწამთ. სერჯოს საოცარი ბიბლიოთეკა აქვს. ყველაფერი: ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია, ხელოვნება. ქართული ხელოვნების (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა) არაჩვეულებრივი გამოცემებიც კი აქვს. ერთხელ სარეცხი მანქანის ინსტრუქციას ვეძებდით მაგიდის უჯრაში და უცებ საურა საკუთარ წერილს გადააწყდა, 1972-ში მიწერილს. შეცბა, კონვერტი ამოატრიალა, გაჩერდა, თითქოს წერილის ამოღება დააპირა, მერე უცებ გადაიფიქრა და ისევ ინსტრუქციების გროვაში შეტენა. ვერ წავიკითხავ, რა წესია სხვისი წერილის წაკითხვაო, ჩაილაპარაკა.
არაფერი ისე არ გაფიქრებს ადამიანზე, როგორც მისი წიგნები. იმ სახლში სულ ვფიქრობდი სერჯოზე, მის მშობლებზეც, იმ წლებზე, იტალიაზე. იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები, როცა ერთსა და იმავე წიგნებს კითხულობენ. იმაზე ინტიმური მგონი არაფერია, ვიდრე ადამიანის წიგნების თვალიერება. უხერხულიც კია რაღაცნაირად.
ბოლონიაში ფერნანდოს სახლში ვცხოვრობდი. ფერნანდო ფრანგულ ლიტერატურას ასწავლის ბოლონიის უნივერსიტეტში. ჩემზე უმცროსია, მელოტი, სათვალიანი და მხიარული. ბინა სულ ერთი ოთახია, თავიდან ბოლომდე წიგნებით სავსე. ტუალეტშიც თაროები აქვს. უნიტაზის ბაკზე ვეებერთელა წიგნი უდევს: „ფრანგი მწერლების ბიოგრაფიები“.
ახლა ლუდოვიკოს სახლში ვცხოვრობ. ამ სახლში დავამთავრე „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“. წიგნებზე, მათ დამწერებზე, მათ მთარგმნელებზე, მათ მკითხველებზე მეფიქრება, ქალ მითხველებზე და კაც მკითხველებზე. ლუდოვიკოს ბიბლიოთეკაზე მეფიქრება. მის პატრონზე. ერთხელ შევხვდი, გასაღები მომცა. ხუჭუჭაა, მომღიმარი, კეთილსახიანი და ჭკვიანთვალება. ახლა მის წიგნებს ვათვალიერებ და ვფიქრობ, ნეტავ რას ფიქრობდა, როცა ამათ კითხულობდა? „მიაჩნია პერერას“ გამოვაძვრინე თაროდან, ზუსტად ის გამოცემაა, რომელიც მე მაქვს. წვრილი ასოებით, შავი პასტით მიუწერია თავფურცელზე: „ვე. 1.7.1996. ლუდოვიკო.“ მეც ვენეციაში ვარ და მეც ეს წიგნი მიჭირავს ხელში, ოღონდ ახლა 2017 წლის 16 ივნისია. რას ფიქრობენ ადამიანები, როცა ერთსა და იმავე წიგნს კითხულობენ? ერთდროულად? ან, მაგალითად, 21 წლის დაშორებით?.. რამდენი წლის იქნებოდა ლუდოვიკო 1996-ში? 25-ის? 27-ის? ცხადია, ის წიგნიც აქვს, რომლის თარგმნაც მის ბინაში დავამთავრე. ასეთი გიჟური მგონი არავის არაფერი დაუწერია. აგიბურდავს ტვინს, გულს, შიგნეულს, გამოგიღებს, გამოაწიაწებს გარეთ. მიდი მერე და შეაწყვე უკან. უმაიმუნესი წიგნი წიგნებზე და მათ მკითხველებზე. მათ ავტორებზეც. მათ მთარგმნელებზეც. წერაზე. წერაზე, როგორც ფიქრზე, წერაზე, როგორც წერაზე, წერაზე, როგორც თარგმნაზე.
გუშინ სმს მომწერა ლუდოვიკომ: „ყველაფერი რიგზეა? როგორ ხარ?“ გავწითლდი, რომ წავიკითხე. უცებ მომეჩვენა, რომ უამრავი რამე ვიცი მასზე და შემრცხვა. შემრცხვა, რომ ტაბუკის წიგნზე მიწერილი მისი წარწერა მაქვს ნანახი და ვიცი,რომ 1996 წლის 1 ივლისს დაამთავრა ამ წიგნის კითხვა (ეს ყიდვის თარიღი არაა, დავიფიცებ, რომ წაკითხვის თარიღია. ამ წიგნს სანამ არ წაიკითხავ, არ იცი, რომ მოგინდება, წაკითხვის თარიღი დააწერო ზედ. რამით შენც დაემჩნე, როგორც ის დაგემჩნა.)
ახლა უცებ გამახსენდა, რომ ლუდოვიკოს საწოლში ვწევარ. მაგრამ ეს არაფერია ადამიანის წიგნების თვალიერებასთან და განსაკუთრებით - მათში წარწერების კითხვასთან შედარებით.

2017 წლის 17 ივნისი, შაბათი

ბმული:
* https://www.facebook.com/notes/katu-tskhadadze/სახლები/10155561267848901/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Fri Aug 25, 2017 11:46 am

ხათუნა ცხადაძე

სალვატორე

რომთან პატარა ქალაქია, ჩივიტავეკია. პატარა ქალაქი უშველებელი პორტით. ჩივიტავეკიაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ახლა სალვატორეზე ვიტყვი. 2009-ის ზამთარში მეგობრებს ჩავაკითხე, შაბათი იყო, მოვილხინეთ. ადრე მარტო მე გამეღვიძა, პორტისკენ გავივლი-მეთქი, და ჩავიცვი. არ ვიცი, ვინ იქნება ჩივიტავეკიაში ნამყოფი ზამთარში, კვირას, უთენია დილით. პორტში არა,ქალაქში. კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მზიანი დღე იყო და საშინლად ციოდა. ცენტრალურ ქუჩაზე გავედი და ქვევით, ზღვისკენ ჩავუხვიე. თეთრი, ერთი ზომის შენობები, მართი კუთხეები. პატარა ქალაქებსაც ეტყობა მუსოლინის ხელი. ზოგს - ძალიან. თან იქ ხეც არ დგას ქუჩაში. „კოვბოური“ ჩექმები მეცვა, ხის, მსხვილი ქუსლები საშინელი ხმაურით ურტყამდა ქვაფენილს და შიშველი კედლები ისეთი ძალით მიბრუნებდა ექოს, გაოგნებული ვუსმენდი იმ სიჩუმეში საკუთარ ფეხის ხმას. როგორც კი ჩავუხვიე, ათიოდე ნაბიჯზე, წინ, მოხუცი დავინახე, ზღვისკენ მიდიოდა, ისიც. დენდარტყმულივით შეხტა ჩემი ფეხის ხმაზე, მოტრიალდა, მომაჩერდა. მივხვდი, რომ შევაშინე და ავჩქარდი, მივედი, რამეს ვეტყვი-მეთქი. საშინლად უკანკალებდა ხელები და შუშის თვალებით მიყურებდა, თითქოს ძილიდან ვერ ფხიზლდებოდა. მერე უცებ ხელებზე ჩამებღაუჭა ორივე ხელით და ჩაიჩურჩულა: „გერმანელები...იმათ ჩექმებს ჰქონდა ასეთი ხმა.“+
სალვატორე ერქვა. ოთხმოცდაცამეტი წლის ვარო. სამოცდაცხრა წელი ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ცოლმა ერთად და ასეო - პეშვები შეატყუპა, წყლის დაგუბება რომ უნდა კაცს ხელებში, ისე - და სახესთან მომიტანა, ასე მედო ხელებში მისი თავი, რომ მოკვდა შარშანო. კარგი შვილები კი მყავსო. დიდებიო. შუქურაა, იქ, ქვევით, პორტშიო, ხელი გაიშვირა, რაც პენსიაზე გავედი, ყოველ დილით ფეხით ჩავდივარ შუქურასთან და უკან ამოვდივარ, სამი კილომეტრია ჩემი სახლიდან იქამდეო. მერე დიდხანს მიყვებოდა ომის ამბებს, თან ჩემი ხელები ეჭირა. კარგა ხნის მერე, უცებ მკითხა, შენ ვინ ხარო? არ ხარ ხო იტალიელიო? არა-მეთქი. ხოო, მივხვდიო, იტალიელი ამდენს ხანს არ მომისმენდაო. საიდან ხარო? ჯორჯია-მეთქი. იორდანიაო? არა, ჯორჯია-მეთქი. იციო, მე რუსეთში ვიყავი ტყვედო, ეგ კი რუსეთი არაა, მაგრამ მაინცო. კარგი, წადიო, გაგაჩერეო. სალვატორე, შეიძლება, სურათი გადაგიღო-მეთქი? კიო, როგორ არაო, როგორ მიყვარს სურათებიო! მითხარი, ვიღებო და გაგიცინებო, ასე მიყვარსო. ჩემი ძველი, ფირიანი აპარატი მქონდა, შავ-თეთრი ფირი მედო. სიბერისგან დაპატარავებული, მაგრამ ცქვიტი თვალები ჰქონდა სალვატორეს, მინდოდა, მაგრამ ვერ ვუთხარი, სათვალე მოიხსენი-მეთქი. სამაგიეროდ გავაფრთხილე, გიღებ-მეთქი და გამიცინა.

2011 წლის 24 აგვისტო


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Wed Nov 01, 2017 2:02 pm

ხათუნა ცხადაძე

დონატო

ასე, 15 წლის წინ გავიცანი. იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს, 2, ხანდახან 3 წელიწადში ერთხელ. ინჟინერია, ცოტას ლაპარაკობს, კარგი იუმორი აქვს და დე ანდრეზე გიჟდება. მისი წყალობით დე ანდრეს ყველა ალბომი და სიმღერების ტექსტებისა და ლექსების სრული ნაკრები მაქვს. მამა ადრე დაეღუპა, უვლის მოხუც დედას და უფროს ძმას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 43 წლისაა და შვებულებას ყოველთვის დედასთან და ძმასთან ერთად ატარებდა, რადგან მარტო ვერ წავიდოდნენ ზღვაზე.
თვითმფრინავში არ ჯდება. მე რომ სხვადასხვა ტრანსპორტით სიკვდილიანობის სტატისტიკას მოვუყვანდი ხოლმე, ეღიმებოდა, რაოდენობა კი არა, ავარიის შემთხვევაში გადარჩენის ალბათობაა საინტერესოო. დონატომ წამიყვანა პირველად მიქელანჯელოს მოსეს სანახავად რომში. ვიჯექით ტაძრის კიბეებზე, რომელიც საინჟინრო ფაკულტეტის ეზოში გადის და მიყვებოდა სტუდენტობის ამბებს, როგორ აკითხავდა ხოლმე მოსეს შესვენებაზე. ყოველთვის მარტო იყო და ხანდახან მეგონა, არც არასოდეს ეყოლებოდა ვინმე.
სამსახურსა და სახლს შორის გზა ერთგან მატარებლის რელსებს კვეთს და თუ შლაგბაუმი დაკეტილი ხვდებოდა, 15-20 წუთი უწევდა დგომა, სანამ მატარებელი გაივლიდა. ამ დროს იცოდა ხოლმე სმს-ის მოწერა: passaggio a livello. „შლაგბაუმი.“ ასე, მეტი არაფერი: შლაგბაუმი. წერტილი. მეცინებოდა და წარმოვიდგენდი ხოლმე მის სამუშაო დღეს, რომელიც ამ დროს ან იწყებოდა, ან მთავრდებოდა. მერე ერთ დღეს ტანგოს ცეკვა დაიწყო და ელენა გაიცნო. ჰა-მეთქი, ვუჯიკებდი ხოლმე დროდადრო. იცინოდა, ხო იცი, ჩემნაირი მოთმინება არავის არა აქვს ქვეყანაზეო. როგორ არ ვიცი. არც მოთმინება და არც სიმშვიდე. აი რო გაგხეთქავს გულზე და გამოგიყვანს წყობილებიდან, ისეთი მშვიდია.
შაბათს, სან პიეტრო ინ მონტორიოს ტაძარში, გული ამიჩუყდა. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, ისეთი ხუმარა და საყვარელი იყო მღვდელი, ისეთი გაწუწულები და დაბნეულები იყვნენ სტუმრები. ვიშვიშებდნენ წვიმის გამო, მაგრამ აშკარად უფრო ლამაზი იყო ის ხედიც და ის სასწაული ტაძარიც, რომელიც ამ ხედის გამო შეარჩია დონატომ. ამ ტაძარში, რომელიც წმინდა პეტრეს ჯვარცმის ადგილზე აუშენებიათ, ჯერ ბენედიქტელები ყოფილან, მერე ცელესტინელები, მერე წმინდა ამბროსის ბერები, მერე ისევ ბენედიქტელები, ოღონდ დედები. ბოლოს - ფრანცისკელები. კაპელები ვაზარის და რენესანსის სხვა გიჟმაჟების ფრესკებითაა მოხატული, ერთ-ერთი კაპელა, „რაიმონდი“, ბერნინის ნახელავია, ეზოში ბრამანტეს აგებული სამლოცველო დგას. მოკლედ საით გაიხედო, რას მიაწყდე, აღარ იცი. ამ ტაძრის საკურთხეველში იყო რაფაელის „ფერისცვალება“ 1797 წლამდე. როცა ფრანგებმა ქალაქი აიღეს, „რომის პირველი რესპუბლიკის“ წლებში, ეს ტაძარი დაარბიეს და იმის მერე „ფერისცვალება“ ვატიკანშია. აქ იყო დაკრძალული ბეატრიჩე ჩენჩი, რომაელი გოგო, რომელსაც საქვეყნოდ თავი მოკვეთეს მოძალადე მამის მკვლელობის გამო. „სანტ ანჯელოს“ ციხესთან მოუწყვიათ ბეატრიჩეს, მისი ძმისა და დედინაცვლის საჯარო თავისკვეთის სანახაობა. საშინლად ცხელოდა თურმე და ბრბოში, ჯგლეთაში, ბლომად ხალხი დაღუპულა. ტიბრშიც ჩავარდნილა და ჩამხრჩვალა ბევრი. კარავაჯოც ესწრებიდა თურმე ბეატრიჩეს თავისკვეთას. 1798 წელს, როცა ტაძარი ფრანგ ჯარისკაცებს დაურბევიათ, საძვალეებიც გაუძარცვავთ. ბეატრიჩე ჩენჩის თავის ქალას ფეხით აბურთავებდნენო. მოკლედ ასეთი ამბები დატრიალდა ამ ეზოში ორასი წლის წინ. ახლა კიდევ ვიდექით და გაწუწულ ნეფე-პატარძალს თეთრი ვარდის ფურცლებს ვაყრიდით წვიმაში. რომი შავ ღრუბლებშიც ყველაზე ლამაზია.

WEDNESDAY, MAY 18, 2016


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Today at 8:01 pm

ხათუნა ცხადაძე

ფიქრები « ვიკილიქსზე »

უმბერტო ეკო, კრებულიდან “მტრის ხატის შექმნა”


შინაარსის თვალსაზრისით « ვიკილიქსი » მოჩვენებითი სკანდალი აღმოჩნდა, მაგრამ ფორმის თვალსაზრისით ნამდვილი იყო და მომავალში კიდევ უფრო ნამდვილი იქნება. მინდა, გითხრათ, რომ ამ მოვლენით ახალი ისტორიული ეპოქა დაიწყო.
სკანდალი მოჩვენებითია, როცა მას უბრალოდ საჯარო დისკურსში გამოაქვს ის, რაც ისედაც ყველამ იცის, რაზეც ყველა ლაპარაკობს კერძო « ფორმატში » და რაც მხოლოდ ფარისევლობის გამოა «მიჩუმათებული» (ასეთია ხოლმე ჭორები ვიღაცის მრუშობაზე). ნებისმიერმა ადამიანმა, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც დიპლომატიურ ამბებში გარკვეულთ, ნებისმიერმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელსაც თუნდაც ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი უნახავს საერთაშორისო ინტრიგებზე, მშვენივრად იცის, რომ საელჩოებმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგეს, ყოველ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მოყოლებული მაინც, ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურებს ტელეფონით საუბარი ან თვითმფრინავში ჩასხდომა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვახშმად შეხვედრა შეუძლიათ. დიახ, საელჩოების ფუნქცია ის აღარაა, რაც ადრე იყო (განა საგანგებო ელჩის პირით გამოუცხადეს ომი სადამს?). საელჩოები წვრილ-წვრილ წარმომადგენლობით ფუნქციებსაც ასრულებენ, მაგრამ ძირითადად ისინი მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოგროვების ცენტრებად იქცნენ (ეს – რაც სრულიად აშკარაა), ელჩები კი (ისინი, ვინც რამედ უქნია ღმერთს) სოციოლოგის ან პოლიტოლოგის ფუნქციებს ასრულებენ. საზოგადოების ყურადღებისაგან უფრო დაცულ და კონფიდენციალურ შემთხვევებში კი საელჩოები შპიონაჟის ნამდვილი სადგურებია.
და მაინც, «ვიკილიქსმა» აიძულა ამერიკული დიპლომატია, ეღიარებინა, რომ ეს ყველაფერი მართალია და თან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის იმიჯს ფორმის თვალსაზრისით. ამ ამბის საინტერესო შედეგი ის იყო, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის ამ გაჟონვამ, ვიტყოდი - სტილიციდმა, ვითომ «მსხვერპლები» (ბერლუსკონი იქნებოდა, სარკოზი, კადაფი თუ მერკელი) იმდენად არ აზარალა, რამდენადაც ვითომ «ჯალათი», ანუ საბრალო ქალბატონი კლინტონი, რომლის როლიც მთელ ამ ამბავში, ალბათ, მხოლოდ ინფორმაციის მიღება იყო; იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც საელჩოები უგზავნიდნენ: მათ ხომ მხოლოდ ამაში უხდიდნენ ფულს. ასანჟსაც, როგორც ჩანს, სწორედ ეს სურდა, რადგან მას ამერიკის მთავრობა სძულს და არა ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტი.
რატომ მოხდა ისე, რომ ვინც მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ამ ამბავში, მას თითქმის არაფერი დაშავებია? იმიტომ, რომ როგორც ყველა მიხვდა, ეს ყბადაღებული «საიდუმლო გზავნილები» პრესის ექო იყო და სხვა არაფერი: ამ გზავნილებში მხოლოდ ის ეწერა, რაც ევროპაში ისედაც ყველამ იცოდა და რაზეც ყველა ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი თავის დროზე «ნიუსვიკშიც» კი დაიბეჭდა. მოკლედ, ეს საიდუმლო ანგარიშები იმ მიმოხილვებს წააგავდა, ამათუიმ კომპანიის პრეს-სამსახური რომ უმზადებს ხოლმე საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელს, რომელსაც გაზეთების კითხვისთვის არ სცალია.
ცხადია, რომ ქალბატონი კლინტონისთვის გაგზავნილი ანგარიშები საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა და ამდენად, ეს «შპიონური» გზავნილები არ იყო. მაგრამ შედარებით კონფიდენციალური ინფორმაციაც რომ ყოფილიყო მათში, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბერლუსკონის წილი რუსული გაზის ბიზნესში (მნიშვნელობა არ აქვს, მართალია ეს თუ ტყუილი), ეს დოკუმენტები არავის არაფერს ეტყოდა ახალს და უბრალოდ კიდევ ერთხელ გაიმეორებდა იმას, რასაც მუდამ გაიძახიან «ბარის სტრატეგები» - ასე ეძახდნენ ფაშიზმის წლებში ტიპებს, მსოფლიო პოლიტიკას რომ განიხილავენ ხოლმე საკუთარი უბნის ბარის დახლთან.
ეს კიდევ ერთ ისეთ რამეს ადასტურებს, რაც ყველამ შესანიშნავად იცის: იმას, რომ ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვის სამსახურისთვის შექმნილი ნებისმიერი დოსიე სავსეა საქვეყნოდ ცნობილი მასალითა და ინფორმაციით. სკანდალური ამერიკული «აღმოჩენები» ბერლუსკონის გიჟმაჟ თავგადასავლებზე სიტყვა-სიტყვით იმეროებდა იმას, რასაც მრავალი თვის მანძილზე წერდა ყველა იტალიური გაზეთი (ორის გარდა), კადაფის დიქტატორული ვნებანი კი უკვე კარიკატურისტებსაც ყელში ამოსვლოდათ.
საიდუმლო სამსახურების დინამიკის უმთავრესი წესის თანახმად, საიდუმლო საქმეები მხოლოდ ცნობილი ინფორმაციისგან უნდა იყოს შეკერილი. ეს წესი მხოლოდ ჩვენს საუკუნეში როდი მოქმედებს. ეგზოთერიკული ლიტერატურის ბიბლიოთეკას თუ დალაშქრავთ, დარწმუნდებით, რომ ყოველი ახალი წიგნი (გრაალზე, რენ-ლე-შატოს საიდუმლოზე, ტამპლიერებზე თუ როზენკრეიცერებზე) ზუსტად იმეორებს უფრო ადრეული წიგნების შინაარსს. ეს მხოლოდ იმის ბრალი როდია, რომ ოკულტისტ ავტორებს სიახლეების კვლევა ეზარებათ (ან სად უნდა მოიძიონ ინფორმაცია იმაზე, რაც არარსებულია?). ამის მიზეზი უფრო ისაა, რომ ოკულტიზმის მიმდევრებს მხოლოდ იმის სჯერათ, რაც უკვე იციან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ცოდნას. დენ ბრაუნის წარმატების მექანიზმიც სწორედ ესაა.
იგივე ხდება საიდუმლო საქმეებთან დაკავშირებითაც: ინფორმატორიც ზარმაცია და სამსახურის ხელმძღვანელიც (პლუს, ტვინდახშულიც), რომელსაც მართალი მხოლოდ ის ჰგონია, რაც თავად იცის.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არცერთი ქვეყნის კონტრდაზვერვას არ შეუძლია ისეთი შემთხვევების პრევენცია, როგორიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა იყო (პრევენცია კი არა, ხშირად მათივე უთავბოლობა ხდება ასეთი კატასტროფების მიზეზი) და მხოლოდ ყველასათვის ცნობილ ინფორმაციას აგროვებენ საგულდაგულოდ, აჯობებდა მათი საერთოდ გაუქმება. მაგრამ დღევანდელ დღეს სამუშაო ადგილების შემცირება არავის აწყობს.
უკვე ვთქვი, რომ თუ შინაარსის თვალსაზრისით «ვიკილიქსი» მოჩვენებითი სკანდალი იყო, ფორმის თვალსაზრისით მან ახალ ისტორიულ ეპოქას დაუდო სათავე.
თუ ასე გაგრძელდა და მთავრობებმა საკუთარი გზავნილები და საიდუმლო არქივები ინტერნეტს ან რამე სხვა სახის ელექტრონულ მეხსიერებას მიანდეს მომავალში, მსოფლიოში ვეღარცერთი ქვეყანა ვეღარ დაიცავს თავს. შეერთებულ შტატებს კი არა, სან მარინოსა და მონაკოს სამეფოსაც კი აღარ დაუტოვებენ საიდუმლოს (ალბათ მხოლოდ ანდორას შეუძლია, არხეინად იყოს).
მოდით, ვცადოთ, ამ ფენომენის მასშტაბი გავიაზროთ. ოდესღაც, ორუელის ეპოქაში, შეიძლებოდა, ხელისუფლება აღქმული ყოფილიყო, როგორც უფროსი ძმა, რომელიც ქვეშევრდომთა ყოველ მოძრაობას აკონტროლებდა, მაშინაც კი (განსაკუთრებით მაშინ), როცა ამას ვერავინ ხვდებოდა. სატელევიზიო შოუ «უფროსი ძმა» (ჩვენებური „ამტანი“, ხ.ც.) ამ მოდელის უბადრუკი კარიკატურაა: ყველას შეუძლია, თვალყური ადევნოს, რა ხდება რამდენიმე ერთად შეყრილ ეგზიბიციონისტს შორის, რომლებიც სწორედ იმისთვის შეკრებილან, რომ სხვამ უყუროს. ამრიგად, ეს ამბავი სუფთად თეატრალური ან ფსიქიატრიული თვალსაზრისითაა საგულისხმო. მაგრამ ის, რასაც ორუელის ეპოქაში წინასწარმეტყველებად თვლიდნენ, სიტყვა-სიტყვით ახდა: ხელისუფლებას შეუძლია, სრულად აკონტროლის ქვეშევრდომები მობილური ტელეფონის, საბანკო ოპერაციების, სასტუმროში გატარებული ღამის, საკრედიტო ბარათით გადახდილი ავტობანის საფასურის, სუპერმარკეტში შენაძენის, საკაბელო ტელევიზიებისა თუ ათასი სხვა საშუალებით. ასე რომ, მოქალაქე რომელიღაც, მეტისმეტად «უფროსი», მოთვალყურე ძმის უმწეო მსხვერპლია.
ყოველ შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ ასე ეგონათ. მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ხელისუფლების ყველაზე დაცულ, საიდუმლო საცავებსაც შეიძლება მისწვდეს ჰაკერის ხელი. ასე რომ, კონტროლი ცალმხრივი აღარაა, ის წრიული გახდა. ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს აკონტროლებს, მაგრამ თითოეულ მოქალაქეს ან მოქალაქეთა სახელით შურისმაძიებელ რომელიღაც რჩეულ ჰაკერსაც შეუძლია ხელისუფლების ნებისმიერი საიდუმლოს გაგება.
და ვინაიდან მოქალაქეთა უმრავლესობას არ შეუძლია, გააანალიზოს და შეაფასოს ჰაკერთა მიერ მოპოვებული და გავრცელებული ზღვა ინფორმაცია, აგერ ბატონო ჩემო, პრესა გვეცხადება ახალ ამპლუაში (სწორდ ამ როლს ასრულებს დღეს ჟურნალისტიკა): იმის ნაცვლად, რომ მნიშვნელოვან სიახლეებზე ამახვილებდეს ყურადღებას (ოდესღაც მთავრობები წყვეტდნენ, რა ამბები იყო მნიშვნელოვანი: ომს გამოაცხადებდნენ, ფულს გააუფასურებდნენ, რომელიღაც ალიანსში შევიდოდნენ), ახლა კი პრესა თავად წყვეტს, რა ინფორმაცია გახადოს მნიშვნელოვანი და რაზე დახუჭოს თვალი. ხშირად პოლიტიკურ წრეებს ურიგდება კიდეც (ამჯერად სწორედ ასე მოხდა) იმაზე, გამოაშკარავებული საიდუმლო ინფორმაციიდან რა გაავრცელოს და რა – არა.
(იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ – რადგან ყველა საიდუმლო ანგარიში, რომელიც ამა თუ იმ მთავრობის მტრობასა და მეგობრობას ასაზრდოებს, სადღაც გამოქვეყნებულ სტატიას ან რომელიმე ჟურნალისტთან საელჩოს რომელიღაც თანამშრომლის გულახდილობას ეფუძნება – პრესამ ახლა სხვა დანიშნულებაც შეიძინა: ოდესღაც უცხოეთის საელჩოებში ნერგავდნენ ჯაშუშებს იდუმალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახლა კი საელჩოები უთვალთვალებენ პრესას, რათა ყველასათვის ცნობილი ამბები გაიგონ. მაგრამ მოდით, ისევ ბომბს დავუბრუნდეთ.)
როგორ უნდა გადარჩეს მომავალში ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი საიდუმლოს შენახვაც აღარ შეუძლია? თუმცა, ისიც მართალია, რომ (ამას რამდენი ხნის წინ ამბობდა ზიმელი) ყველა ნამდვილი საიდუმლო ცარიელია, რადგან სიცარიელეს ვერასოდეს აეხდება ფარდა და სწორედ ასეთი ცარიელი საიდუმლოს ფლობაა უზენაესი ძალაუფლება. ისიც მართალია, რომ ბერლუსკონის ან მერკელის ხასიათსა და თავისებურებებზე ყველაფრის ცოდნა სწორედ ცარიელი საიდუმლოს ფლობას ნიშნავს, რადგანაც ამაში საიდუმლო არაფერია, ეს ყველამ იცის; მაგრამ ის, რაც «ვიკილიქსმა» გააკეთა – გაამჟღავნა, რომ ჰილარი კლინტონის საიდუმლობებიც ცარიელი საიდუმლოებები ყოფილა – ხელისუფლებისთვის საძირკვლის გამოცლას ნიშნავდა.
აშკარაა, რომ მომავალში სახელმწიფოები კონფიდენციალურ ინფორმაციას ინტერნეტს ვეღარ მიანდობენ: ეს იგივე იქნება, ეს ინფორმაცია ქუჩაში გამოაკრა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების ფონზე ხელისუფლებას ვერც იმის იმედი ექნება, რომ საიდუმლო ურთიერთობა ტელეფონით შეიძლება, იქონიოს. ან რა უნდა იმის გაგებას, რომ ამათუიმ სახელმწიფოს მეთაური თავისი რომელიღაც კოლეგის შესახვედრად სადღაც წასულა? იმ სახალხო-საპროტესტო გასეირნებებზე აღარაფერს გეტყვით, რადაც «დიდი რვიანის» შეხვედრები იქცა.
კი მაგრამ, როგორი უნდა იყოს მომავალში კერძო ან კენფიდენციალური ურთიერთობები? როგორ ვუპასუხოთ ტოტალური გამჭვირვალობის ამ უმართავ ზეიმს?
მშვენივრად ვიცი, რომ ამ ეტაპზე ჩემი პროგნოზი ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის და, შესაბამისად, რომანს უფრო შეჰფერის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს: წარმომიდგენია სახელმწიფო აგენტები, რომლებიც დილიჟანსებითა და კარეტებით გადაადგილდებიან ისეთი მარშრუტებით, რომლებსაც ვერავინ გააკონტროლებს; დადიან მივარდნილი სოფლის შარაგზებზე, სადაც ტურისტსაც არ დაუდგამს ფეხი (ტურისტი გაგახარებს? მობილურით იღებს ყველაფერს, თუკი რამე გატოკდა გარშემო) და მხოლოდ ის ინფორმაცია მიაქვს დანიშნულების ადგილამდე, რომელიც მისმა მეხსიერებამ აღბეჭდა და დაიტია. მაქსიმუმ, მცირე მონაცემები ჰქონდეს ჩაწერილი და ფეხსაცმლის ქუსლში ჩაკერებული.
მახალისებს ლივონიის საელჩოს დესპანების წარმოდგენა, რომლებიც ზანზალაკების სამეფოს შიკრიკს ხვდებიან რომელიღაც მივარდნილ ჩიხში, შუაღამისას, ერთმანეთს უცხოებივით ჩაუვლიან და პაროლს გადაუჩურჩულებენ. ან სულაც რურიტანიის კარზე გამართულ ბალ-მასკარადს წარმოვიდგენ, სადაც ფერმკრთალი პიერო გაბრდღვიალებულ შანდლებს გაერიდება და ჩრდილს შეეკედლება იდუმალ, პირბადიან ასულთან ერთად. პიერო ნიღაბს იხსნის და ვხედავ ობამას სახეს, ასულიც ხელის სწრაფი მოძრაობით მოიხსნის პირბადეს და თვალწინ ანგელა მერკელი დაგვიდგება. ასე, ვალსისა და პოლკის ჰანგებზე თუ შედგება შეხვედრა, რომელსაც ასანჟის მავნე ხელი ვერ მისწვდება და იქ გადაწყდება ევროს, დოლარის ან სულაც ორივეს, ბედი.
სერიოზული ხალხი ვართ და შევეშვათ ხუმრობას. კარგი, ბატონო, ასე არ მოხდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში რაღაც ამის მსგავსი გარდაუვალია. დავუბრუნდებით საიდუმლო ინფორმაციის ჩაწერასა და ერთადერთი, ხელნაწერი ასლის სახით შენახვას გასაღებით ჩაკეტილ უჯრებში. გაიხსენეთ: უოტერგეიტის დროს შპიონაჟის მცდელობა (მაშინ სწორედ სეიფების გატეხვაზე და საქაღალდეების მოპარვაზე იყო ლაპარაკი) ბევრად უფრო წარუმატებელი იყო, ვიდრე ვიკილიქსი. ასე რომ, ვურჩევდი ქალბატონ კლინტონს, წაეკითხა ეს განცხადება, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი:
«მატექს სიქურითი» 1982 წლიდან ზრუნავს თქვენი ქონების უსაფრთხოებაზე. ვამზადებთ სასურველი ზომის ავეჯს ბინისთვის, ჩაშენებული სეკრეტერებით, სადაც შეგიძლიათ, საიმედოდ შეინახოთ ძვირფასი ნივთები და დოკუმენტები. მზაკვარი ხელი ვერასოდეს მისწვდება მათ, თუნდაც მთელი სახლი და ოფისი გადაჩხრიკოს. გარანტირებულია მაქსიმალური კონფიდენციალურობა, სამუშაო სრულდება უშუალოდ კლიენტის მოთხოვნისა და მითითებების მიხედვით, ჩვენი ნდობით აღჭურვილი დურგლებისა და ოსტატების ხელით.»
ისე, რამდენი წლის წინ ვთქვი, ტექნოლოგია ახლა კიბოს ნაბიჯით, ანუ უკან, მიიწევს მეთქი? ერთი საუკუნე იყო გასული უკაბელო ტელეგრაფის ტექნოლოგიური რევოლუციიდან, როცა ინტერნეტმა კვლავ ხაზთან დაგვაბრუნა. ფირიანი ვიდეოკასეტები საშუალებას გვაძლევდა, წინ და უკან გვეხვია კადრები და მონტაჟის საიდუმლობებს დავკვირვებოდით, ახლა კი, ციფრული DVD-ს საშუალებით მხოლოდ მსხვილ მონაკვეთებს თუ გადავახტებით, ერთგვარ მაკროპორციებად თუ დავშლით ფილმს. მაღალი სიჩქარის მატარებლით მილანიდან რომში სამ საათში ჩადიხარ, თვითმფრინავით კი, აეროპორტში წასვლა-წამოსვლისა და თანმხლები პროცედურების ჩათვლით, სამსაათნახევარიც არ გეყოფა. მოკლედ, სულ არ გამიკვირდება, სახელმწიფო კომუნიკაციების პოლიტიკაცა და ტექნიკაც ცხენებშებმულ დილიჟანსებსა და შიკრიკებს, თურქული აბანოების ორთქლში შემდგარ იდუმალ შეხვედრებს, გრაფინიების ბუდუარებში გადაცემულ გზავნილებს რომ დაუბრუნდეს. რატომაც არა? მშვენიერი პერსპერქტივები გაჩნდებოდა მომავალი შოუ-გოგონებისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ქვეყნის საკეთილდღეოდ შოუ-გოგონების გამოყენება ეხერხება.


თარგმნა ხათუნა ცხადაძემ


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Today at 8:23 pm

ხათუნა ცხადაძე

ჩეზარე პავეზეს შესახებ

ჩეზარე პავეზეს შესახებ

40-ანი წლების ტურინი. გამომცემლობა “ეინაუდიში”, თავად დამფუძნებლის, ჯულიო ეინაუდის გარდა, მუშაობენ ჩეზარე პავეზე, ნატალია გინძბურგი, კარლო ლევი, იტალო კალვინო და სხვები, ადამიანები, რომლებიც იმდროინდელ იტალიურ პროზას, პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკას, საგამომცემლო საქმეს წარმოადგენენ. იტალიური კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი სახელები. როცა ჯულიო ეინაუდი თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე „ტრატორია დელ პოპოლოში“ გადის სასადილოდ, ნატალია გინძბურგი თამაშს იწყებს: მოთხრობის დასაწყისს წერს და ფურცელს პავეზეს გადააწოდებს. პავეზე აგრძელებს. მერე კი კალვინოს გადაულოცავს, რომელიც ფურცელს ფანტასტიკური პერსონაჟებით, ულამაზესი ქალებითა და კაცებით ავსებს, წარმოსახვით, რომელიც მხოლოდ კალვინოსია.

პავეზე 17 წლის იყო, როცა მისმა უახლოესმა მეგობარმა თავი მოიკლა. ამ დღის შემდეგ თვითმკვლელობის იდეა არ ეშვება. მეგობრები კარგად იცნობენ მის ამ ცუდ „ჩვევას“. დავიდე ლაიოლო, მისი სკოლის მეგობარი, ამაზე წიგნსაც დაწერს, პავეზეს ამ „აბსურდულ ჩვევაზე“.

1930 წელს ტურინის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომი წარადგინა: „უოლტ უიტმანის პოეზიის ინტერპრეტაციის შესახებ“. სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბოლო წამს უარი გამოუცხადა ნაშრომის წარდგენაზე: მისი აზრით, პავეზეს სადიპლომო შრომას მეტისმეტად ეტყობოდა კროჩეს ესთეტიკის ზეგავლენა და „სკანდალურად ლიბერალური“ იყო ფაშისტური ეპოქისთვის. საქმეში ლეონე გინძბურგი ჩაერია, რომელმაც უშუამდგომლა პავეზეს და მისი დიპლომის ხელმძღვანელად ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, ფერნანდო ნერი დაანიშნინა. ასე, უიტმანით დაიწყო პავეზეს ეპოპეა ამერიკულ ლიტერატურაში.

რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ლეონე გინძბურგმა აიძულა, პირველი პოეტური კრებული გამომცემლობა „კაროჩისთვის“ გაეგზავნა. ხელნაწერის წაკითხვა და შეფასება ელიო ვიტორინისთვის დაუვალებიათ. ასე გამოიცა „მუშაობა ღლის“.

თარგმნა სინკლერ ლუისით დაიწყო, ამას მოჰყვა მელვილი, ჯოისი, სტეინი, დეფო, დიკენსი, ფოლკნერი, სტეინბეკი და სხვები. შერვუდ ანდერსონის „ბნელი სიცილის“ და მელვილის „მობი დიკის“ თარგმნაში 1000 ლირა აუღია. თითქმის უსასყიდლოდ თარგმნა ჯოისის „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“. პავეზეს წერის, თარგმნის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. 1943 წელს ტურინი დაბომბეს. გამომცემლობის შენობასაც მოხვედრია ჭურვი. პავეზე მაინც უთენია მისულა სამსახურში, ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში თავისი ოთახი მოუძებნია, საწერი მაგიდიდან მტვერი გადაუფერთხავს და ხელნაწერებს მისჯდომია.

ფრანკო ფერაროტი, ცნობილი იტალიელი სოციოლოგი და პავეზეს ახლო მეგობარი, რომელიც ამერიკელი მეცნიერის, ვებლენის ტექსტს თარგმნიდა, იგონებს, როგორ დაურეკა ღამის 2 საათზე პავეზეს და ყურმილში ჩაჰყვირა, რომ იმ ტერმინის ზუსტ იტალიურ შესატყვისს მიაგნო, რომელზეც დიდი ხანია, თავს იტეხდა. პავეზე გახარებული წამოხტა ლოგინიდან და მალევე ჩემთან გაჩნდა, ერთი რესტორანი გვეგულებოდა, რომელიც მთელი ღამე მუშაობდა, გავცვივდით და დილამდე ვსვამდით ამ ამბის აღსანიშნავადო, იგონებს ფერაროტი. „იმ წლებში რაღაც ისეთისთვის ვმუშაობდით, რის წინაშეც ჩვენს პირად ინტერესებს ჩალის ფასი ჰქონდა“, ამბობს ფერაროტი, როცა პავეზეს მუშაობის მანერას, მის ენთუზიაზმს იხსენებს.

მისი დისშვილი იგონებს, როგორ სძულდა რადიო. იმ წლებში რადიო ფაშისტური პროპაგანდის მთავარი მანქანა იყო. მართალია, ფაშისტურ რადიოს არ უსმენდა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური არასოდეს ყოფილა და ფაშიტებისთვის დისკომფორტი არასოდეს შეუქმნია, იმ წლების სხვა მწერლებისა და ინტელექტუალებისაგან განსხვავებით. მაინც დაიჭირეს 1935 წელს „ანტიფაშისტებთან მეგობრობის“ საბაბით და ჯერ რომის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ერთი წლით გადაასახლეს იტალიის უკიდურეს სამხრეთში, პაწაწინა, მიკარგულ სოფელში, საიდანაც გასვლის უფლება არ ჰქონდა და სამყაროს მხოლოდ წერილებით ეკონტაქტებოდა. სინამდვილეში საყვარელი ქალის გამო დაისაჯა: ტინა პიცარდო, პავეზეს ლექსების „ქალი ხრინწიანი ხმით“, მებრძოლი ანტიფაშიტი იყო და ცნობილ „ბუნტისთავ“ ალტიერო სპინელის პავეზეს მისამართის გამოყენებით სწერდა წერილებს. ერთი წელი დასჭირდა რეჟიმს ამის გასარკვევად, თუმცა, ჩეზარე პავეზე მაინც „შავ სიაში“ დარჩა ლეონე გინძბურგთან და სხვა ატიფაშისტებთან მეგობრობის გამო.

თავისი არაპოლიტიკურობა საშინელი დანაშაულის გრძნობით ავსებდა პავეზეს. იმდროინდელი პარტიზანი მწერლებისა და ინტელექტუალებისგან განსხვავებით, ვერანაირი ბრძოლის ველზე ვერ ხედავდა საკუთარ თავს და მაინც იტანჯებოდა ამის გამო. ასწავლიდა, წერდა, თარგმნიდა, ხელნაწერებს კითხულობდა, სხვა ვერაფერში წარმოედგინა თავი. 1944 წელს რომის ციხეში წამებით მოკლეს ლეონე გინძბურგი. ამან საშინლად შეძრა პავეზე. ფაშისტებს მისი კიდევ რამდენიმე უახლოესი მეგობარი შეეწირა. ბოლოს, 1945 წელს, მაინც შევიდა კომუნისტურ პარტიაში და მის გაზეთთან თანამშრომლობაც დაიწყო. „როგორც იქნა, გამოვასწორე საკუთარი მდგომარეობა“, ვალმოხდილი შვებით წერს ამ ამბავს თავის მეგობარს, მასიმო მილას, მაგრამ ამ სიტყვებშიც უიმედობა იგრძნობა: უიმედობა, რომ ამ პოლიტიკური „პოზიციით“, რომელიც სინამდვილეში მისი არაა, რამეს შეცვლის.

პავეზემ თავისი თითქმის ყველა ცნობილი ლექსი ქალებს მიუძღვნა. საყვარელ ქალებს, რომლებთანაც არ უმართლებდა, რომლებიც ტოვებდნენ, უარს ეუბნებოდნენ: ტინას, ფერნანდა პივანოს (იტალიელ მწერალსა და მთარგმნელს, პავეზეს მოსწავლეს, რომელსაც მან შეაყვარა ამერიკული ლიტერატურა და რომელიც ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღოს“ თარგმნისთვის დააპატიმრეს 1943 წელს) და ბოლოს – კონსტანსს, ამერიკელ მსახიობს – ბოლო სიყვარულს.

კონსტანსმაც მიატოვა. მარტოობა მისთვის უცხო არაა, მაგრამ პავეზე გამოსავალს ვეღარ ხედავს. სწორედ ამ დროს იღებს იტალიის ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიას, „სტრეგა“. მისი მეგობრები იგონებენ, საქვეყნო აღიარებამ და ყურადღების ცენტრში მოქცევამ, გახარების ნაცვლად, საშინლად ააფორიაქა, ის მარტოობა დაურღვია, რომელშიც მუდამ იყო გამოკეტილიო. დაჯილდოების ცერემონიაზე კონსტანსის და, დორისი გაყვება, მაგრამ ვეღარაფერი ანუგეშებს.

„ქალის სიყვარულის გამო კი არ იკლავს თავს ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული, ნებისმიერი სიყვარული, გვაშიშვლებს, ჩვენს უბადრუკობას, უძლურებას, არარაობას ააშკარავებს“.

1950 წლის აგვისტოს ბოლოს „ეინაუდის“ თანამშრომლები ლუარის ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად წასულან რამდენიმე დღით. პავეზე გამომცემლობაში მისულა და ახალი თანამშრომლისთვის, გრაფიკოსი ბიჭისთვის უკითხავს, მოლინა თუ არისო. მოლინა არ დახვდა. არც ეინაუდი, არც ბოლატი, არც სხვები. თითქმის ყველა შვებულებაში იყო. გაბრაზებულს ცარცი აუღია, დაფაზე მიუჩხაპნია „მერდა!“ და გასულა. 26 აგვისტო იყო. ის სიტყვა მრავალი წლის მანძილზე შერჩა „ეინაუდის“ რედაქციის იმ დაფას.

„აღარაფერს დავწერ“. ეს ბოლო ჩანაწერია მის დღიურში. 27 აგვისტოს ტურინის სასტუმრო „რომის“ მესამე სართულზე, 49-ე ნომერში შევიდა, ფეხსაცმელი გაიხადა, რამდენიმე ფირფიტა ძილის წამალი დალია და ჩაცმული წამოწვა საწოლზე.

მის მეგობრებს, საფრანგეთიდან 28 აგვისტოს დაბრუნებულებს, აღარასოდეს მოასვენებს ფიქრი: „ერთი დღით ადრე რომ წამოვსულიყავით…“

სამოქალაქო წესით დაკრძალეს. მისი და, სასოწარკვეთილი, ამაოდ ცდილობდა თვითმკვლელობის ამბის დამალვას. წესი არ აუგეს, ათეისტსა და თვითმკვლელს.

„მოვა სიკვდილი შენი თვალებით“ კონსტანსს მიუძღვნა, ისევე, როგორც თავისი ბოლო რომანი. 1950 წელს, 1 თვის მანძილზე, 11 მარტიდან 10 აპრილამდე დაწერა ეს ათი ლექსი. ათიდან ორი – ინგლისურად, დანარჩენი რვა – იტალიურად. ის ორი, ინგლისური, იტალო კალვინომ უთარგმნა იტალიელებს – პავეზეს მოსწავლემ, რომელსაც მანვე შეარქვა „ფაფუკალმიანი“, სახელი, რომელიც ბოლომდე შერჩა კალვინოს.

მეგობრებს საშინლად ატკინა გული. თუმცა, გაკვირვებით თითქმის არავის გაჰკვირვებია. არავის, კალვინოს კარდა: „ყოველთვის ისეთი ძლიერი მეგონა, იმ თავის სტოიკურ ჯავშანში გამოკეტილი…“

„სანთელი ორივე მხრიდან ვერ ჩაიწვება. ჩემი მხოლოდ ცალი მხრიდან ჩაილია და მისი ნამწვი ჩემი წიგნებია“.

(მასალა ეყრდნობა ჩეზარე პავეზეს მეგობრების, თანამშრომლების, ნათესავების მოგონებებს, ინტერვიუებს, წერილებს, ასევე პავეზეს პირად წერილებსა და დღიურებს).




Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Today at 8:24 pm

ჩეზარე პავეზე

კითხვა

კრებულიდან “ამერიკული ლიტერატურა და სხვა ესეები”

Leggere. La letteratura americana e altri saggi: ©️ 1968, 1991 e 2014 Giulio Einaudi editore S.p.A., Torino

იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

აუცილებელია, მუდამ შევახსენოთ მწერლებს მკაფიოობა, სიმარტივე, იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც არ წერენ, მაგრამ ხანდახან ეჭვი გიჩნდება, რომ კითხვა ყველას არ შეუძლია. კითხვას რა უნდაო, იტყვის ის, ვინც ისეა გაშინაურებული წიგნთან, რომ ნაწერი სიტყვისადმი არანაირი პატივისცემა აღარ შერჩენია. მაგრამ როცა წიგნს გადაშლის ადამიანი, რომელსაც ადამიანებთან, საგნებთან უფრო უწევს შეხება, ვიდრე წიგნებთან, რომელიც უთენია გადის სახლიდან და გვიან ბრუნდება, დაღლილი და გაუხეშებული, ის ხვდება, რომ რაღაც რთული, უჩვეულო, ბუნდოვანი და თან ძალიან ძლიერი უჭირავს ხელში; რაღაც, რაც აფრთხობს, აშინებს. ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ სწორედ ასეთი ადამიანია უფრო ახლოს კითხვის ჭეშმარიტ არსთან, ვიდრე წიგნიერი.

წიგნებს, ისევე, როგორც ადამიანებს, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, რომ კერპად, ანუ საკუთარივე სიზარმაცის ინსტრუმენტად არ ვაქციოთ ისინი. ამ თვალსაზრისით ადამიანს, რომლისთვისაც წიგნი ყოველდღიურობის ნაწილი არაა, რომლისთვისაც წიგნის გადაშლა ძალისხმევაა, მოკრძალების, თავმდაბლობის ულევი რესურსი აქვს, გაუცნობიერებელი ძალის საოცარი მარაგი (და მხოლოდ ასეთი ძალაა ნამდვილი და ღირებული), რომელიც საშუალებას აძლევს, ისეთი მოწიწებითა და გულისფანცქალით ჩაუკვირდეს სიტყვებს, როგორსაც განსაკუთრებული, ძვირფასი ადამიანის სიახლოვე იწვევს. და ეს შეგრძნება ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი “კულტურა”. უფრო მეტიც, სწორედ ესაა ნამდვილი კულტურა: სხვისი გაგების, სხვისი შეყვარების მოთხოვნილება, რაც სინამდვილეში საკუთარი თავის გაგებისა და შეყვარების ერთადერთი საშუალებაცაა. კულტურა სწორედ აქ იწყება. წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა. ვისაც წიგნი უყვარს, მაგრამ არ უყვარს ადამიანი, ან სულელია, ან დაწყევლილი.

კითხვას – ისევე, როგორც ადამიანის არსებობის ნებისმიერ სფეროს – ერთადერთი რამ აბრკოლებს: ზედმეტი თავდაჯერება, მოკრძალების უკმარისობა, სხვისი, უბრალოდ განსხვავებულის, მიღების უუნარობა. ყოველთვის მტკივნეული, ძნელი ასატანია, გააცნობიერო, რომ ვიღაცამ შენგან განსხვავებული რამ დაინახა. შეიძლება, შენზე მეტიც, ან უფრო შეუმჩნეველი, მთავარია – განსხვავებული. ადამიანი პაწაწინა, უბადრუკი არსებაა. გაოცება ბავშვივით გვახარებს, მაგრამ არა – მეტისმეტი. როცა გაოცება გაოგნებაში გადაიზრდება, გვაბნევს, წონასწორობას გვაკარგვინებს (სანაცვლოდ შეიძლება რაღაც ახალ წონასწორობას გვთავაზობდეს, მაგრამ ის ყოველთვის მყიფედ და არასანდოდ მოგვეჩვენება). ვჯანყდებით, წინააღმდეგობას ვიჩენთ, ფეხებს ვაბაკუნებთ: მართლა ბავშვებად გადავიქცევით. არადა, ბავშვის აღარც გულწრფელობა გვაქვს და აღარც სისუფთავე.

სამწუხაროდ, რაღაც ყველას წაგვიკითხავს. ცნობილია, რომ წვრილი ბურჟუა უფრო ებღაუჭება და თავგადაკლული იცავს ყალბ გარეგნულ ფორმებსა და კლასობრივ შეხედულებებს, ვიდრე გამჭრიახი, თავგადასავლების მაძიებელი დიდგვაროვანი. ასეა უვიციც: უვიცი, რომელსაც რაღაც წაუკითხავს, ბრმად ებღაუჭება მოწონება-არმოწონებას, ბანალურობას, სტერეოტიპებს, რომლებიც წაკითხულიდან ამოკრიბა და შეითვისა და მომავალში, თუ კიდევ შემოეკითხა რამე, ყველაფერს ამ საზომით გაკიცხავს ან მოიწონებს. ბანალურ ხედვაზე მობღაუჭება, მისი გათავისება ძალიან ადვილია, რადგან ზუსტად იცი, რომ უმრავლესობა შენს მხარეს იქნება. კომფორტულია, დაიჯერო, რომ უკვე ყოველგვარი ძალისხმევა გაღებულია და საბოლოოდ გაცხადებულია მშვენიერებაც, ჭეშმარიტებაც, სამართლიანობაც. მოხერხებულია და თან ლაჩრული. ეს იგივეა, მოწყალებისა და კაცთმოყვარეობის მარადიული და ცოტა არ იყოს, შიშისმომგვრელი ვალი დროდადრო მათხოვრისთვის რამდენიმე გროშის მიგდებით მოიხადო. პატივისცემისა და თავმდაბლობის გარეშე ისევ არაფერი გამოვა: თავმდაბლობისა, რომელიც საკუთარი სიამაყითა და სიზარმაცით დახშულ კარს გვიღებს და პატივისცემის, რომელიც სხვის, განსხვავებულის, უბრალოდ მოყვასის, ღირსებას დაგვანახვებს.

ხშირად ლაპარაკობენ წიგნებზე. ცნობილია, რომ რაც უფრო ჩუმი, კამკამა ხმით მეტყველებს წიგნი, ავტორის მით მეტი ტკივილი და განცდა დევს მასში. ასე რომ, აზრი არ აქვს წიგნში ჩხრეკას, თუ ჯერ საკუთარი საფასური არ გაქვს გაღებული. კითხვა ადვილი არაა. ხშირად ნასწავლი, გემოვნებიანი, ვისთვისაც ცოდნის სამყარო საკუთარი სახლია და ვისაც კითხვის დროც აქვს და საშუალებაც, სულგამოცლილი, მკვდარია ადამიანის სიყვარულისთვის, ჯავშანგადაკრული, გახისტებული და წიგნიერთა კასტურ ეგოიზმში ჩაკირული. მას კი, ვინც ხარბად ელტვის აზროვნების, ფანტაზიის სამყაროს, ვისაც სიცოცხლესავით სწყურია ცოდნა, ხშირად არაფრის საშუალება არ აქვს: თვითგამოხატვის ანა-ბანაც კი არ იცის და თან არც დრო აქვს და არც ძალა საამისოდ. ან, კიდევ უარესი: გზასაცდენილი, წამხდარია ყალბი ცოდნით, პროპაგანდით, რომელიც ფასეულობებს უზღუდავს და უმახინჯებს. როცა ადამიანი ფიზიკის, ბუღალტერიის ან გრამატიკის წიგნს გადაშლის, იცის, რომ გარკვეული საწყისის მომზადება, აუცილებელი ცნებების მინიმალური ცოდნაა საჭირო, რომ ამ წიგნიდან სარგებელი მიიღოს. მაგრამ რამდენი აცნობიერებს იმას, რომ ასეთი მარაგი რომანის ან ლექსის წასაკითხადაც საჭიროა? და რომ ეს მარაგი განუზომლად ვრცელი, კომპლექსური, ფაქიზი და ძნელად ხელმოსაჭიდია, არც რომელიმე სახელმძღვანელოში მოიპოვება, არც ბიბლიაში წერია და არც სადმე დაისწავლება? ყველას ჰგონია, რომ რადგან მოთხრობა და ლექსი ფიზიკოსის, ბუღალტრის ან ენათმეცნიერისთვის კი არაა დაწერილი, არამედ ადამიანისთვის, რომელიც ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელშია, ამიტომ იგი ჩვეულებრივი ადამიანური გონებისა და მგრძნობელობისთვის ბუნებრივად გასაგები და ხელმისაწვდომია. სწორედ ესაა შეცდომა. “ადამიანი” ერთია, “ადამიანები” – მეორე. თუმცა, ისიც სულელური მითია, რომ პოეტები, მწერლები და ფილოსოფოსები რაღაც აბსოლუტურ, აბსტრაქტულ ადამიანს მიმართავენ, ზოგადად – ადამიანს. ისინი კონკრეტულ ეპოქასა და პირობებში არსებულ ინდივიდს მოიაზრებენ, რომელსაც კონკრეტული პრობლემები აქვს და თავისებურად ცდილობს მათ მოგვარებას მაშინაც კი (უფრო სწორად, სწორედ მაშინ), როცა რომანს კითხულობს. ამრიგად, რომანის გაგებისთვის აუცილებელია, შესაბამისი ეპოქა და პრომლემები გესმოდეს. ეს კი, პირველ რიგში, გამოხატვის ენების ცოდნას, მათი ნაირგვარობის აღიარების აუცილებლობას გულისხმობს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მწერალი გარკვეულ სიტყვებს, უჩვეულო ტონალობას, გამოთქმებს, აქცენტებს არჩევს, იმის უფლება მაინც აქვს, სხვა თუ არაფერი, რომელიღაც სხვა, ადრე წაკითხული წიგნის სახელითა და ზეგავლენით არ შეაფასოს და განსაჯოს მკითხველმა, წიგნისა, რომელშიც, შეიძლება, სიტყვებიცა და აქცენტებიც უფრო მოწესრიგებული, უფრო მარტივი და გასაგები (თუნდაც უბრალოდ განსხვავებული) ჩანდა. ენის საკითხი ყველაზე ხილულია, მაგრამ არა ყველაზე მტკივნეული. ცხადია, მწერლის ენა ყოველთვის არის მისი თავისებურების ნაწილი, მაგრამ საკმარისია, ეს ვაღიაროთ, რომ უაღრესად ცოცხალ და კომპლექსურ სამყაროში აღმოვჩნდებით, სადაც თითოეული სიტყვა, აქცენტი თუ მინიშნება ზნეობისა და ეთიკის საკითხი ხდება. უფრო მეტიც, პოლიტიკისაც კი.

ჰოდა, ესეც კმარა. ხელოვნება სერიოზული რამაა, ბატონებო. იმდენად სერიოზული მაინცაა, რამდენადაც მორალი და პოლიტიკა. და თუ ამ ორ უკანასკნელში სავალდებულოა მოკრძალება, მკაფიოობა, სხვათა მიტევება და საკუთარი თავისადმი სიმკაცრე, გაუგებარია, რა უფლებით გვავიწყდება მხატვრული ტექსტის წინაშე, რომ ადამიანები ვართ და რომ ადამიანი გველაპარაკება.

20 ივნისი, 1945.



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   Today at 8:34 pm

ჩეზარე პავეზე

მოვა სიკვდილი შენი თვალებით

Verrà la morte e avrà i tuoi occhi

©️ 1951, 1966 e 2014 Giulio Einaudi editore S.p.A., Torino

იტალიურიდან და ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ


კ-ს, ჩ-საგან

შენი ღიმილი -
მკრთალი ბზარი
გაყინულ თოვლზე
მარტის ქარი,
მოცეკვავე ტოტები
თოვლში;
შენი ჩუმი ხმა,
თეთრფეხება შვლის
გაელვება.
მინდა, მივდიო ნავარდს
შენი სწრაფი დღეების,
შენი გზების
ნატიფ მაქმანებს.
მომავალი გაყინულა
ქვევით, დაბლობზე.
შენი ღიმილი -
მკრთალი ბზარი,
დამთუთქავი
შენი სიცილი.

11 მარტი, 1950



დილაობით მაინც ბრუნდები

ცისკრის ალმური
შენი პირით
იწყებს სუნთქვას
ცარიელი ქუჩის ბოლოში.
რუხი შუქი -
შენი თვალები,
განთიადის თბილი შხეფები
მუქ გორაკებზე.
შენი ფეხის ხმა,
შენი სუნთქვა – დილის სიო -
აავსებს სახლებს.
ფეთქავს ქალაქი,
იჟღინთება ქვის
გრილი სუნით.
სიცოცხლე ხარ, გამოღვიძება.

მალე ნათელში
გაწყალდება
ცისკრის ვარსკვლავი,
ნიავს მოაქვს
საიდანღაც
შორეული ჭრიჭინი,
სითბო, სუნთქვა და
თავდება ღამე.

დილა ხარ,
ნათელი.

20 მარტი, 1950



* * *

სისხლი, სუნთქვა
შენი სხეულის.
ეგ თმა, ეგ მზერა.
მიწა, ხეები,
მარტის ცა, შუქი -
რაც ფეთქავს, შენ გგავს.
შენი სიცილი, შენი ნაბიჯი -
შეტოკებული წყლის ზედაპირი.
ნაოჭი შუბლზე -
როგორც ცაზე ღრუბელი.
შენი ტანი -
მზის ნიაღვარი.

სისხლი, სუნთქვა
შენი სხეულის.
მიწის შვილი,
იცნობ მის გემოს,
დარს და ავდარს,
ძილსა და ღვიძილს.
მზესთან თამაშობ
კამკამა წყლის ჩუმი წანწკარით
ადრე გაზაფხულზე,
მიწისა და გაკვირტული სიგრილის სუნში.
შენ, სხვანაირი ცის ქვეშ გაზრდილო,
თვალებში ახლაც გიდგას
მისი დუმილი -
ჰორიზონტზე წამოქოჩრილი
ღრუბლის ნაგლეჯი.
შენს სიცილში ახლაც
იქაური სიჩუმე ისმის.
ტკბილო ნაყოფო,
დაბადებულო
ნათელი ცის ქვეშ,
ახლა გაცოცხლებს
ჩვენი ჰაერი და
მაგ დახშულ დუმილში
ჩანს შენი ძალა.
სიოს მობერვით შერხეული
ბალახის ღერი -
კრთი, იცინი და
თავად ხარ მიწა -
ხარბი ფესვი,
მომლოდინე
დედამიწა.

21 მარტი, 1950



მოვა სიკვდილი შენი თვალებით

მოვა სიკვდილი, დაქანცული,
უძილო მზერას შემომაფეთებს შენი თვალებით
ყრუ, როგორც ძველი სინანულის
მუნჯი აჩრდილი
აბეზარი და აუხსნელი,
ვით მავნე ჩვევა.
მოვა სიკვდილი,
ფუჭი სიტყვებით,
ჩუმი კივილით,
შენი თვალებით – დილაობით რომ
დაზაფრული ჩასცქერენ სარკეს.
იმ დღეს მივხვდებით,
ტკბილი იმედი ყოფილა მხოლოდ ეს სიცოცხლეც
და არარაც – სულების ბოლო ნავსაყუდელი.

სულ ერთი წამით, მაგრამ ყველასთვის იმეტებს
სიკვდილი მზერას.
მოვა სიკვდილი შენი თვალებით,
დამეხსნება ყოველგვარი ხიბლი, საცდური,
მიცვალებული გამომხედავს
იმ ავბედითი სარკის სიღრმიდან
გასუსული დავუგდებ ყურს
შენს დამუწულ ბაგეს
და ერთად ჩავალთ სამუდამო,
ბნელ სიჩუმეში.

22 მარტი, 1950



შენ, მარტის ქარო

სიცოცხლეც შენ ხარ
და სიკვდილიც.
მარტში მოსული,
გრილი მიწის
ჟრუანტელს მოყოლილი.
გაზაფხულის სუნთქვავ,
- ღიღილოვ, ღრუბლის ქულავ -
შენმა სიმსუბუქემ
მიწა შეარყია.
შენმა ნიავივით ნაბიჯებმა
ჭრილობა გამიხსნა,
ისევ ამატკივა.

ცივი იყო მიწა
რუხი ცის ქვეშ,
ბნელ სიზმარში გამოკეტილი,
გაქვავებული,
როგორც ტანჯვით
დაღლილი კაცი.
უძირო გულში
ლღვებოდა ყინვა,
სიკვდილ-სიცოცხლეს
შორის დუმდა იმედი.

ახლა ყველაფერს, ცოცხალს,
ხმაც აქვს და სისხლიც.
ისევ ფეთქავს
მიწაც და ზეცაც.
იმედი – ტანჯვა,
აამღვრევს დილას,
და ყველაფერს
მოერევა შენი ნაბიჯი -
აისის სუნთქვა.
გაზაფხული შეარყევს მიწას
რაღაც ძველი,
უხსოვარი დროის კანკალით.
მიახლებ ტკივილს,
სიცოცხლეც შენ ხარ,
შენ ხარ სიკვდილიც.
უხმოდ ჩაიარე,
როგორც ბეღურამ,
როგორც ღრუბლის
ფაფუკმა ქულამ.
დაგუბებული ნიაღვარი
გულს გამოხეთქავს,
კამკამა ცაში აირეკლება
და ამ ღვარცოფში
სამყარო გამოჩნდება.
შენს მოლოდინში
გაილია ზეცაც და გულიც.
დილაა. გათენდა.
გაზაფხულის სუნთქვამ
მიწა შეარყია.

იმედი – ტანჯვა,
იცდის, იძახის.
სიცოცხლეც შენ ხარ
და სიკვდილიც,
თავსდამტყდარი
მაგ ფარფატა,
უხმო ნაბიჯით.

25 მარტი, 1950.



გამოვივლი ესპანეთის მოედანზე

კრიალა ცა,
ფიჭვები და ბილიკები
ქვიან გორაკზე.
ქუჩის ხმაური
ვერ შეამღვრევს კამკამა ჰაერს.
შადრევნებთან აფეთქებული
ყვავილები – ჭრელი შხეფები,
მხიარული გოგოებივით
თვალფახულები.
მზეში მღერიან
კიბეები, აივნები და ბეღურები.
იმ ქუჩაზე ქვებიც მღერიან.
გული ფეთქავს,
ჩუხჩუხებს, როგორც
წყალი შადრევნებში.
თრთოლვით ავლა
შენი კიბის საფეხურების.
ფანჯრებში ნაცნობი
სუნი ქვის და დილის ჰაერის.
იღება კარი.
ქუჩის ჩოჩქოლი
ემსგავსება გულისცემას
მილეულ შუქში.

და დამხვდები
მტკიცე, ნათელი.

28 მარტი, 1950



* * *
დღეები გადის,
ჩახჩახა და უკაცრიელი.
როგორც ოდესღაც
შენი თვალები.
მდორე დილა
მორევს ჰგავდა
უძრავი შუქის
და შენსავით დუმდა.
სამყარო კამკამებდა
შენს თვალწინ, როგორც
დილით ზღვის წყალი
(არც სიბრალული,
არც ვნება ან ეჭვი).

სადაც შენ ხარ,
იქაა ნათელიც.
შენ ხარ სიცოცხლე და
საგნებიც გარემომცველი.
შენში – ჩვენი გულების კრიალა ცაში -
სუნთქავს ყველაფერი,
მასში არაა
არც სიბრალული,
არც ვნება და
არც შუადღის
ეს მძიმე ჩრდილი,
მუქი და უცხო.
შორეულო ნათელო,
გვეჩვენე, გაგვაგონე
სუნთქვა განთიადის.
ბნელა.
ასე ილევა დილა
შენი თვალების შუქის გარეშე.

30 მარტი, 1950



როცა გეძინა

ღამეც შენ გგავს,
გვიანი ღამე,
მომტირალი მუნჯ,
უძირო გულში.
ქრებიან დაღლილი
ვარსკვლავები.
ლოყა ლოყაზე -
ცივი ჟრუანტელი.
ვიღაც იბრძვის,
გეხვეწება მარტოსული,
შენი მხურვალებით
თავგზაარეული.

ღამე თავდება,
დილა სუნთქავს,
ფრთხიალებს გული.
დახშული სახე,
ბნელი სევდა,
ჟრუანტელი -
დარდი ვარსკვლავების.
ვიღაც შენსავით
ელის განთიადს და
აკვირდება
შენს სახეს ჩუმად.
წევხარ ბნელში -
როგორც უძრავი,
მკვდარი ჰორიზონტი.
საწყალო გულო,
ოდესღაც შენშიც
ფეთქავდა აისი.

4 აპრილი, 1950



კატები გრძნობენ

კიდევ იწვიმებს
შენი ქუჩის ქვაფენილებზე
კიდევ მოვა ის ჟუჟუნა,
მსუბუქი წვიმა,
უწონო, ჩუმი, როგორც სუნთქვა,
როგორც შენი ნაბიჯი.
დილის სიო თრთის,
როგორც მიწა შენს ფეხქვეშ,
როცა ბრუნდები.
ამ თრთოლვას მხოლოდ ყვავილები და
ფანჯრის რაფებზე განაბული
კატები გრძნობენ.

სხვა დღეები,
სხვა ხმები მოვა.
კატები გრძნობენ,
როცა სარკეში უღიმი შენს თავს,
ძველ სიტყვებს ისმენ -
დაღლილს, ჩავლილი
ზეიმის სამოსივით
ფუჭს და ამაოს და
პასუხობ მზერით,
სხეულით, სიტყვით,
გაზაფხულის მეტყველი სახით.

კატები სცნობენ
მარტის სახეს,
მსუბუქ წვიმას,
სუმბულისფერ აისს,
უიმედოს შვებას და
შენს ნაღვლიან ღიმილს სარკეში.
სხვა დღეები,
სხვა ხმები მოვა,
ისევ გაიღიმებს
გაზაფხული
ცისკრის განცდებში.

10 აპრილი, 1950



უკანასკნელი ბლუზი, ოდესმე წასაკითხი

ფლირტი იყო,
ყველამ ვიცოდით,
მაგრამ ვიღაცას
დიდი ხნის წინ
გული ატკინა.

არაფერი შეცვლილა,
დროც ისევ გავა,
ოდესღაც მოვედით,
ოდესღაც წავალთ.

ვიღაც უკვე მოკვდა,
დრომ არ დაინდო,
ვიღაც, ვინც ეცადა და
ვერაფერი გაიგო.

11 აპრილი, 1950

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ხათუნა ცხადაძე   

Back to top Go down
 
ხათუნა ცხადაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: