არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკა აგიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნიკა აგიაშვილი   Thu Mar 24, 2011 10:16 pm


Nika Agiashvili (1903-1984)


ნიკა აგიაშვილი

ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში (ახლანდელ ვანის მუნიციპალიტეტში). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი კლასიკური გიმნაზია).

სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ – გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის”, "სტალინელის” ("ახალი ქუთაისი”), "ჩვენი თაობის”, "კომუნისტის” და "დროშის” რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის” გამოშვებაში (1934 – 1935 წლებში).

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდან. ამავე წლიდან იბეჭდება ნიკა აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ–სტილისტი.

ნიკა აგიაშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება”, რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), "ჭაბუკები დარჩნენ მარად”, რომელიც პირველად გამოვიდა 1961 წელს და "ალექსანდრე ნეველი”.

ნიკა აგიაშვილმა თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის და სხვათა ნაწარმოებები.

ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოუკიდებლობა გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით.

მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია.

ნიკა აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


წიგნები:
* “სერვანტესის ცხოვრება”, 1941
* “ჭაბუკები დარჩნენ მარად”, 1961
* "ალექსანდრე ნეველი”


წყარო:
მარინა გოგოლაძე–გაბუნია – "მწერალთა ბიოგრაფიები", თბ., 2004

ბმული:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_აგიაშვილი
* ნიკა აგიაშვილის მიერ თარგმნილი ლევ ტოლსტოის მოთხრობა "ფეხმარდი ცხენის ამბავი" წავიკითხოთ აქ – http://armuri.4forum.biz/t701-topic

study


Last edited by Admin on Fri Mar 25, 2011 12:10 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკა აგიაშვილი   Thu Mar 24, 2011 10:17 pm


ლადო ასათიანი და ნიკა აგიაშვილი, 1940


ლადო ასათიანი

წარწერა წიგნზე

ნიკა აგიაშვილს

შენ წინათ ცაში დაქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი
არარაობად ჩათვალე.
შენ მაშინ გულთამხილველად
მეტყოდი მშობლის კილოზე:
„ყრმაო, ყველაზე პირველად
სამშობლოსათვის ილოცე“.
შენ წინათ ცაში დაქროდი
და წმინდა სულებს თან ახლდი,
ახლა კი მიკვირს, იმგვარი
აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!
ცხოვრების ორომტრიალში
უპირველესი ყოვლისა —
შენ ხმა დაკარგე წინაპრის,
მამაცი მეციხოვნისა!
მე გავაცოცხლე ხმა იგი
და მინდა ყურში ჩაგძახო:
“ადექ, მგლის მუხლი მაიბი,
რამ წაგახდინა, ყაძახო!”
შენი პირველი ოცნების
და პირველ სიტყვის დამჯერემ,
სამშობლოსადმი ლოცვები
ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.
თავად დავუდექ თამადად
თავადურ ხმათა ღრეობას,
წაიკითხე და პაპათა
დაგიბრუნდება მხნეობა!

1941


sunny


***
აგიაშვილსა, ნიკასო
არ ჰყვარებია პიკასო.
გადარეულა პიკასო, –
რა დავუშავე ნიკასო...

study

ნიკა აგიაშვილს

***

ვანის რაიონი, სოფელი დიხაშხო.

ვივა აგიევ! როგორ მყოფობთ?ალბათ, კარგად... ჩვენც არა გვიშავს... ისევ სტანდარტული ამბები, სიცხე და სხვ... მივიღეთ შენი წერილი ორმა ადამიანმა. ჩვენ ერთმანეთს ვემდუროდით და შენი წერილი გახდა მიზეზი ჩვენი შერიგების.

ნიკოლაუს, აგიუს ფლაკუს! აქეთ მაინცდამაინც ახალი არაფერია. ვცხოვრობთ ვირივით წყნარად. ძალიან ვწუხვარ, შენს პლევრიტით დაავადებას, თუ ეს მართალია, მაგრამ, ალბათ, ხუმრობ.

ალბათ, ხარბად სუნთქავ დიხაშხოში უფასო ჰაერს, არა? რა გიჭირს, ბიძიკო, ჩვენ აქ ყველაფერში ფულს ვიხდით.

ნიკოლაუს! დღეები მძიმედ ხომ არ მიდიან მაქაც? ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივი მოწყენილობაა. შენი ძმა, ლადიმიე, მუდმივ სულიერ აფორიაქებას განიცდის.

ნიკა, თუ რამდენიმე ხანს კიდევ დაჰყო დიხაშხოში, წერილი მოიწერე. როცა დაბრუნდე, შენს ძმას შენი მაქაური „ბიბლიოთეკიდან“ წამოუღე მისთვის საინტერესო რაიმე წიგნი. მახსოვს, ძველ წიგნებზე მელაპარაკებოდი და მითხარი, სოფელში მაქვსო, ვგონებ, შენი წინაპრის ხელით გადაწერილი ლოცვანის დიდი წიგნი... აბა, შენ იცი, არ დაგავიწყდეს.

მოკითხვა ყველასაგან.

შენი უმცროსი ძმა და მეგობარი ლადო ასათიანი.
13.8.1937
ქუთაისი

Idea


Last edited by Admin on Thu Mar 24, 2011 11:08 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკა აგიაშვილი   Thu Mar 24, 2011 10:19 pm

ნიკა აგიაშვილი

წიგნიდან: “ჭაბუკები დარჩნენ მარად”, 1961

ტერენტი გრანელი

ყოველთვის, როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე თეთრ საყდარს გავივლი, მომაგონდება გვიანი შემოდგომის, თითქმის ზამთრის პირის ერთი საღამო:
ცივა, ქარი ქრის.
იმ საყდრის უკან პატარა საჟამნესთან, ქარყინვაში, ხის ძირას მხართეძოზე არხეინად წამოწოლილია პოეტი ტერენტი გრანელი. თავშიშველს უკან გადავარცხნილი თმა ქალივით გაუშლია. აცვია წელშეშობილი გრძელი ნაცრისფერი ხალათი, კოჭებს ზემოთ დამოკლებული ვიწრო ტოტებიანი შარვალი, შავად შეღებილი ტილოს ფეხსაცმელები. საერთოდ რაღაც ჩინური ფორმის მსგავსი სამოსი. პაპიროს აბოლებს, ცალი ხელი თავქვეშ ამოუდვია.
დამინახა, წამოიწია და ხელი დამიქნია:
- ეჰეი, ლორთქიფანიძე, ჩამოდი აქ, თუ კაცი ხარ!
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის ამ გვარით მომმართავდა. კარგად არ მიცნობდა. ისე კი იცოდა, სად ვმუშაობდი. ”ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში დაჰყვებოდა ხანდახან ახლაგაზრდა პოეტებს, განსაკუთრებით – ფრიდონ ნაროუშვილს. რამდენიმეჯერ მოვიდა გენო ქელბაქიანთან, რომელიც მაშინ ამ რედაქციის მუშაკი იყო და დიდ დახმარებას უწევდა ტერენტის.
- ჩამოდი აქ, – მეძახოდა ის – ჩემთან, ამ მწვანეზე წამოწექი და ვისაუბროთ. ჩემსავით იქნები და იოცნებებ მუდამ. ოცნებას რა ჯობია. ვუყუროთ ამ ცას, პირაღმა წამოწოლილი…
რაღაც მოვიმიზეზე და წასვლა დავაპირე. წამოდგა, კვლავ ხელი დამიქნია და გადმომძახა:
- მოიცადე, სად მიდიხარ?
საყდრის ლაფაროში ჩაყრილი ხმელ-ხმელი ფოთლები ამოკრიფა, პეშვი აავსო, რკინის მესერს მოადგა და გამომიწოდა. თან სადღაც ჩემს იქით იყურებოდა ანთებული თვალებით და ნაღვლიანი ლაპარაკობდა:
-აი, ეს ყვითელ-ყვითელი ფოთლები ვიყავი მე. ტიფით ავად გავხდი და ამ ბჟოლის ფოთლებს დავემსავსე. ასე გავყვითლდი, და ძირს დამყარა ქარიშხალმა, ახლა აქა ვარ, მოდი მწვანეზე წამოწექ!
”მწვანე” კი არსად ჩანდა. მარტოოდენ ქვები იყო ამოჩრილი და მათ გარშემო შრიალ-შრიალით ატრიალებდა ქარი ხმელ-ხმელ და ჩაყვითლულ ფოთლებს.
- არ, გცივა? – შევეკითხე და მისი თხელი ხალათი შევათვალიერე. ცხვირი და ტუჩები სიცივისაგან გალიგვებოდა.
შევეჩვიე – მითხრა და კვლავ მომმართა, – წამოწექ აქ. ჩემსავით იქნები მეოცნებე ყვითელი ფოთოლი.
შემდეგ ჩაიცინა, ფოთლები მიმოაბნია და ქარს გაატანა. ხის ტოტიდან. საღვარეში რომელიღაც ჩიტი ჩახტა და გაგოგმანდა. ჩიტს ხელი აუქნია და ”აქშაო” შეუძახა. ფართოდ ჩამოხეული ცალი სახელო იდაყვამდე ჩამოეშვა, ქარმა ყურთმაჯივით აუფრიალა იგი და ლურჯი ნარმის პერანგი გამოუჩინა.
ხელი ჩამოვართვი. არ გამიშვა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთვა:
- რა მიგეჩქარება! მე აქ უნდა დავესახლო. კარგი ადგილია. მარტო ვიქნები და ხელს არავინ შემიშლის ოცნებაშიო. მალე თოვლი მოვა, მშრალი თოვლი. თოვლის ფანტელებს უნდა გავყვე. როგორ მიყვარს თოვლის ფართო-ფართო ფანტელები. – უცებ გაახსენდა: – გინდა ლექსს გაჩუქებ, ბევრი ლექსი მაქვს. საყდრის კართან აიტუზა, ჯვარზე გაკრული ქრისტესავით გაშალი ხელები, თავი მაღლა ასწია და ცას მიაშტერა ქუთუთიამოწითლებული მოწკურული თვალები. ცოტა ხნით იდგა ასე და რაღაც სიტყვებს ჩურჩულებდა. შემდეგ გულჯიბიდან ფანქრის ნატეხი ამოიღო, დანერწყვა და ”ტემპის” კოლოფზე წააწერა ლექსი:

ჩიტი

მზე ისევ გაჩნდა,
დღე ასე მიდის,
და უცებ დაჯდა
მიწაზე ჩიტი.
გავყურებ ქუჩებს,
დღე ასე მიდის.
დაჯდა და უცებ
აფრინდა ჩიტი.

წერის დროს შევნიშნე: ძალზე ნაზი ხელები ჰქონდა და შესამჩნევად წამოზრდილი სუფთა ფრჩხილები.
- წაიღე, თუ კაცი ხარ, ნუ დაკარგავ, – მითხრა, – თუ გინდა ასეთებს აუარებელს დავწერ. ახლა კი მშვიდობით… მშვიდობით იარე. კარგად გვენახოს ერთმანეთიო, უთხრა ერთმა ბრმამ მეორეს, – თქვა ეს და ჩაიღიმა.
მერე პირაღმა გაწვა ხის ძირას ქვებზე და ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია. მწოლიარემ მუხლი-მუხლზე შემოიდო და კვლავ პაპიროსი გააბოლა.
ეს იყო ოციანი წლების ბოლოს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკა აგიაშვილი   Thu Mar 24, 2011 11:14 pm

ნიკა აგიაშვილი

წიგნიდან: “ჭაბუკები დარჩნენ მარად“

ლადო ასათიანი
(1917-1943)

ქალაქ თბილისის 1500 წლისათვის, გორგასლის ქუჩაზე, სამას არაგველთა გმირობის აღსანიშნავად აღიმართა ობელისკი. ობელისკზე – სვეტის ვიწრო მხარეს მთელი სიმაღლით ამოკვეთილია დეკორატიულად შესრულებული წარწერა:
მამულისათვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...

ეს სტრიქონები ლადო ასათიანს ეკუთვნის.

ერთხელ, ერთი ცნობილი პოეტი ჩამაცივდა: თუ კაცი ხარ, მითხარი და მითხარი, რატომ გიყვარდა შენ ლადო ასათიანი, მაინცდამაინც ისეთი რა ჯადო ჰქონდაო. კარგი ბიჭი იყო და იმიტომ-მეთქი, მივუგე; ყველაფერი გასაგებიაო, თქვა და მომეშვა, ოღონდ თვითონვე დაუმატა: კარგ ბიჭობასთან კარგი პოეტიც იყოო...

ლადო ასათიანს აქვს ერთი დაუბეჭდავი ლექსი, ეგრეთ წოდებული “ფუნაგორიის” ტიპის სალაღობო ბალადა. იგი ასე იწყება:
ქუთაისმა კარგად იცის
პოეტების მაზანდა ,
ბევრ ღირსეულს გზა გაუხსნა,
ბევრი კარგი გაზარდა...

ბევრი კაი ყმა, კარგი პოეტი, რჩეულ-რჩეული მწერალი და საზოგადო მოღვაწე გამოიზარდა ჩვენს საყვარელ ქუთისში. მათი სახელით მუდამ ამაყობდა და იამაყებს ქართველი ხალხი.

ლადო ასათიანი ამ რჩეულთა რიგებში მიაბიჯებს მტკიცედ და ქედუხრელად.

მას უყვარდა მზე, პოეზია, უყვარდა საქართველოს ალისფერი განთიადი და მისი ზღაპრული მთვარიანი ღამეები, უნდოდა გულთბილი მეგობრებთან მარად ყოფნა და მთთან მწერლობასა და ლექსებზე ხალისიანი საუბარი. უყვარდა კარგი წიგნი და კარგი, თავანკარა ღვინო, მძაფრშინაარსიანი კინოსურათები და ლექსთა თავისებური ბუტბუტ-ღიღინით რუსთაველის პროსპექტზე სიარული, მაგრამ ყველაფერი ეს ადრე მოუშალა სიკვდილმა და ოცდაექვსი წლის მშფოთვარე ჭაბუკმა სოფელ ბაგების ღორღიან მიწაში ჰპოვა მყუდრო სავანე.

ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, დამწყები პოეტი იყო ლადო ასათიანი, თავის უბის წიგნაკში რომ ჩაწერა:

“ჩემი ბავშვობა ლექსით დამიწყია და ჩემი ცხოვრებაც ლექსით უნდა დავამთავრო. ყოველი ჩემი ლექსი უჩვეულო ამღერება იქნება ბედნიერ ქვეყანაში გალაღებული ადამიანისა”.

და შემდეგ ლექსად უმატებს:
ყველას სურვილი აქვს,
უსურვილოდ ვერ ნახავთ ვერავის...
ზოგს ფრენა უნდა, ზოგს გმირობა
პურის ყანას შიგ.
მე მსურს
ამ ცხოვრების დავრჩე მომღერალი
მომღერლების ქვეყანაში...

და მართლაც, თავის ნაადრევ სიკვდილამდე დარჩა ის ჩვენი ცხოვრების მგზნებარე მომღერალი.

იგი იყო კარგი ოჯახიშვილი, ჰყავდა სასახელო დედ-მამა და საყვარელი და-ძმა, ჰყავდა ერთგული მეგობრები და მოსიყვარულე ცოლ-შვილი, იყო მშვენიერი ლექსების მწერალი. იყო და უნდა ყოფილიყო კიდეც ბედნიერი კაცი ამქვეყანაზე, მაგრამ სიკვდილმა აღარ დააცალა შემოქმედების გზაზე დავაჟკაცება და ჩვენი თაობის ნიჭიერ პოეტთა რაზმს გამოაკლდა ერთი თვალსაჩინო თანამებრძოლი; განუხორციელებელი დარჩა ბევრი მშვენიერი ოცნება და ჩანაფიქრი.

როცა ამქყვეყნიდან უდროოდ წასულ შემოქმედ ადამიანს იგონებენ, ყოველთვის გულისტკივილით ფიქრობენ, რა ბევრის გაკეთებას შეძლებდა იგი, რომ დასცლოდაო. ლადო ასათიანმა დაგვიტოვა ასზე მეტი ლექსი, ორიოდე პოემა და რამდენიმე თარგმნილი ლექსი და მოთხრობა. მრავალ მათგანს აზრის ნამდვილი სიმწიფის ბეჭედი და შექმნილია ჟეშმარითი შემოქმედის ხელითა და გონებით. მათ ვერ დააბერეს ვერც დრო და ვერც ხანი.

შეიძლება ეს სიტყვები გაზვიადებულ შეფასებად მოეჩვენოს ვინმეს; შესაძლოა, ზოგიერთის აზრით ეს იყოს ერთგვარი შეღავათი, ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს რომ ვაძლევთ და ისიც ჩვენგან ასე უდროოდ წასულს. მაგრამ, ვინც ახლოს იცნობდა ლადო ასათიანს, ვინც სხვებზე უფრო ხშირად იდგა მის გვერდით, მან კარგად იცის, თუ როგორი პოეტი იყო იგი, რა შემოქმედებითი პოტენცია ჰქონდა ამ ჯერ კიდევ ახლადშეთვალებულ ხალას ნიჭს, რა იქნებოდა დღეს დავაშკაცებული ფიზიკურად და შემოქმედებითად.და რამდენად სავალალოა, რომ ყველაფერი ის, რის გაკეთებაც მოასწრო, იყო დასაწყისი უფრო დიდისა. ის-ის იყო ყრმობა დაამთავრა, სიჭაბუკეში უნდა შეედგა ფეხი და აი, ”ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი”. ჯერ ფრთებს ისწორებდა გასაფრენად, რათა როგორც იტყვიან, ფრენის დროს უფრო გამაგრებოდა ფრთები მაღალ სივრცეთა დასაპყრობად.

უნდა აღინიშნოს ერთიც: დღეს ცოცხალ პოეტთა შორის (თვით სახელგანთქმულთა შორისაც კი!) ბევრი როდია ისეთი ბედნიერი, ახალა ხელი რომ მოაწეროს, ან რომელიმე ”რჩეულ ნაწარმოებთა” კრებულში შეიტანოს 20-22 წლის ასაკში შეთხზულ-დაწერილი და გამოქვეყნებული თავისი ლექსები. ზოგიერთს ერცხვინება კიდეც მათი გახსენება. ამას თვით ლექსთა ავტორები გრძნობენ და აღიარებენ. ხოლო ახალგაზრდა ლადოს ლექსები ყოველთვის აღტაცებას მოგვრის მკითხვეკლს და ბევრ მათგანს დროის ჟანგი არ მოეკიდება.

ხანმოკლე იყო ლადო ასათიანის სიცოცხლე, ხოლო მისი პოეტური ბიოგრაფია ხუთიოდე წელსაც არ აღემატება. იგი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქალაქ ქუთაისში. მისი მშობლები იყვნენ ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის მკვიდრნი, მასწავლებლები – მელიქისედეკ გუჯუს ძე ასათიანი და ლიდა ბართლომეს ასული ცქიტიშვილი. ლადომ 1934 წელს დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ხოლო 1938 წელს – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1935 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო გაზეთ “სტალინელში” პირველად დაიბეჭდა ლადოს ლექსი “ჩვენ კვლავ მოვედით”. შემდეგ იგი ამავე გაზეთის რედაქციის თანამშრომელი იყო და 1936-1937 წლების 17 ნოემბერში დაბეჭდა 23 ლექსიმამულისათვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,

სა. ამასთან ერთად მონაწილეობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების მასობრივ საქმიანობაში – იყო ამ განყოფილების ფონკლორული სექციის წევრი, გამოდიოდა სიტყვებითა და ლექსებით საიუბილეო და სხვა ლიტერატურულ საღამო-შეკრებაზე.

1938 წელს ლადო თბილისში გადმოვიდა, და ერთ წელზე მეტ ხანს იმუშავა გაზეთ “ნორჩი ლენილენის” რედაქციაში, სადაც გამოაქვეყნა მრავალი საბავშვო ლექსი, თარგმნი და სხვადასხვა ნარკვევი. ამ წლიდანვე მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ყველა ჩვენს ჟურნალ-გაზეთში. 1939 წლის შემოდგომიდან რამდენიმე თვით რიგით ჯარისკაცად იყო საბჭოთა არმიის რიგებში, საიდანაც გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო. 1940 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული. ეს იყო ერთადერთი წიგნი, რომლის გამოსვლასაც მოესწრო სიცოცხლეში. გარდაცვალების შემდეგ შემდეგ დღემდე ლადოს ლექსთა კრებულები გადმოცემულია თორმეტჯერ. სიცოცხლის უკანასკნელი ორიოდე წელი საშინელ სენთან ბრძოლასა და შერკინებას შეალია. გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს.

ლადო ასათიანის ლექსების უმრავლესობა და პოემა “კოლხიდა” დაიბეჭდა ჟურნალ “ ჩვენი თაობის” ნომრებში.

ლადოს გარდა, უმთავრესად, ამ ჟურნალში თავიანთ საჯუთარ და თარგმნილ ნაწარმოებებს ბეჭდავდნენ მისი ტოლმეგობარი მწერლები და პოეტები: ლადო ავალიანი, შალვა ამისულაშვილი, მარიკა ბარათაშვილი, ვახტანგ ბეწუკელი, მირზა გელოვანი, ვლადიმერ გოჩოლეიშვილი, ნიკოლოზ გუნია, რუსუდან გურამიშვილი, ანდრო თავზაძე, გრიგოლ იმედაძე, შალვა იოსელიანი, სევერიან ისიანი, გიორგი კალანდაძე, გივი კაჭახიძე, ალექსანდრე კოკია, ნიკოლოზ კოპალიანი, ვასო ლომიძე, ვასო ლორთქიფანიძე, რევაზ მარგიანი, გიორგი ნაფეტვარიძე, იოსებ ნონეშვილი, დავით პატატიშვილი, სანდრო ჟღენტი, ალექსანდრე საჯაია, ანდრო სიჭინავა, ლადო სულაბერიძე, ელიზბარ და ლადო უბილავები, მიხეილ ფოფხაძე, ვაჟიკა ფხოველი, გიორგი ქავთარაძე, ნინო ქობულაშვილი, ასლან ყოჩიაშვილი, ალეკო შენგელია, გრიგოლ ჩიქობანი, იაკობ ჩხაიძე, ოთარ ჩხეიძე, გრიგოლ ცხვედიანი, ვახტანგ ჭელიძე, კოტე ხიმშიაშვილი, გაბრიელ ჯაბუშანური.

როცა მთელ მსოფლიოში გაისმა ომის საშინელი ჭექა-ქუხილი, “ჩვენი თაობის” რედაქციამ შეწყვიტა მუშაობა და ახალგაზრდა მწერლებს მოეშალათ რუსთაველის პროსპექტზე სიარული, ჭადრების მყუდრო შრიალ-შრილის მოსმენა და უკვდავებაზე ფიქრი და ოცნება. ბევრი ჩვენთაობელი პოეტი ფრონტზე წავიდა და ჩაება სასტიკ ბრძოლათა ქარცეცხლში. ზოგი აღარ დაბრუნებია თავის სახლ-კარს. მათგან მხოლოდ მირზა გელოვანის სამარეა ცნობილი.

ბრიანსკის ხანძარმოდებულ, ჭაობიან ნაძვნარში დაიკარგ სევერიან ისიანის კვალი. სევასტოპოლში შეწყდა გიორგი ნაფეტვარიძის გულისძგერა. ლადო უბილავა და ია ჩხაიძე ქერჩის ტრაგედიამ შეიწირა. იმ ომში დაიყუპნენ ალექსანდრე სულავა, შალვა სოსლანი, შალვა იოსელიანი, სანდრო ჟღენტი, დავით პატატიშვილი, გივი კაჭახიძე, ნიკოლოზ კოპანლიანი, ასლან ყოჩაიშვილი, მიხეილ ფოფხაძე, ვაჟიკა ფხოველი, ანდრო სიჭინავა და სხვები.

ხოლო ლადო ასათიმამულისათვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,

საანი, ალიოშა საჯაია და რამდენიმე ნიჭიერი მწერალი – მათ შორის ვასო ლომიძე და ნიკოლოზ გუნია – ძალიან ადრე და უდროოდ წავიდნენ ჩვენგან. მათ დარჩათ კარგი ლექსები... ამ ლექსებს ვკითხულობთ დღეს ჩვენ და ისინი გვმატებენ სიცოცხლესა და მხნეობას, აღგვანთებენ ცეცხლოვანი სტრიქონებით, წინ მიგვიძღვიან უკეთ ცხოვრებას მოანატრებენ კაცს და შეაყვარებენ ჩვენს ქვეყანასა და მის სახელოვან ადმიანებს, მათს გმირულ ბრძოლასა და თავდადებულ შრომას უკეთესი მერმისისათვის.

რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა იმავე წლებში დაიღუპა სრულიად უსაგნოდ და უმიზნოდ. თავიანთი ცხოვრების ადრიან გაზაფხულზე დაგვშორდნენ ისინი ჩვენ და ქართულ ლიტერატურაში ჭაბუკებად დარჩნენ მარად. მათ ლექსებიდან ჩვენ ახლაც გვესმის მოზღვავებული გულისძგერა და შეწყვეტილი სიმღერა – ვაჟკაცური და ომახიანი.

ლადო ასათიანის შემოქმედებაში ყველაფერი თითქოს ერთი მთავარი თემის მორჩილია: ესაა სამშობლო-საქართველო, მაგრამ ეს თემა როდია მოწყვეტილი და ამოვარდნილი სხვა თემათა რკალიდან. მის ლექსებში მეტნაკლები გამუხატულება ჰპოვა ყველაფერმა იმან, რაც კარგი და საუკეთესო ახასიათებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მის დღევანდელ წინსვლას, მისი ხალხის შეუპოვარ გმირულ ბრძოლასა და თავდადებულ შრომას ხვალინდელი დღისათვის. საქართველოს წარსული დაკავშირებულია თანამედროვე ცხოვრებასთან. ბასიანისა და ასპინძის გმირები, სამასი არაგველი, ძველი ოქროს მაძიებლები და მამაცი ქართველი ქალები თავიანთი გმირული სულით ეხმაურებიან თანამედროვეობას. პოეტი ადიდებს მათ სიმამაცესა და მამულის სიყვარულს, მაგრამ როდი კარგავს სიახლის გრძნობას, როცა ომახიანი შეძახილით აღვიძებს კრწანისის ველზე დაცემულ თავდადებულ გმირებს და მუხლს იდრეკს მათ საფლავებთან, დღევანდელი დღის მძაფრი სიყვარულით ანთებული, მგზნებარედ მოუწოდებს ახოვან ვაჟკაცებსა და უშიშარ ჯეელებს შრომისა და შემოქმედებისაკენ და სამამულო ომში ამხედრებულ ქართველ მეომარს ანდერძა ატანს:
გახსოვდეს ლამპიონებით განათებული ასპინძა,
მამულისათვის ქართველი მტერს როგორ გაუმასპინძლდა.
აჩეხე, სანამდისინაც მარჯვენა გადაგიწვდება,
საბჭოთა არმიისა ხარ, ნურასდროს დაგავიწყდება.

ლენინის ტომი და ქალაქი გორი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და ნორიოს ნავთობის შადრევნები, ძველი ასპინძა და ახალი კოლხიდა, სამასი არაგველი და კალმახების ამღერება სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, თბილისი და სტალინგრადი, კრწანისის ყაყაჩოები და ჩვენი ქვეყნის გულჩიორა მოჭიკჭიკე პიონერები, რუსთაველი, პუშკინი და ილია, ვაჟა და ფიროსმანი, პირველი ქართველი მჭედლებიდა ესპანელი მეამბოხენი, ბარათაშვილი და ვანო სარაჯიშვილი, მანანა ორბელიანიდა და ვერიკო ანჯაფარიძე... აქ არის მკითხველისათვის ნაცნობ ისტორიულ პირთ და ადგილთა სახელები, პოეტის საკუთარი თვალით დანახული ან წიგნებიდან ამოკითხული ნამდვილად მომხდარი ამბები, ბავშვობის შთაბეჭდილებათა გავლენით დახატული სურათები. საუცხოო მხატვრული სახეებით გადმოცემულია საქარ;ველს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის – ლეჩხუმის ბუნების წარმტაცი პეიზაჟები: ნამკაშურის წისქვილები, კოხტა ეზოებში მოკუნტრუშე ხბოები, გუმარეშის ამწვანებული ჭალები, ბულბულთა ნაამბორალი ბარდნალას ბუჩქები და გორაკები. მშვენიერია ყოფაცხოვრების რეალისტური დეტალებითა და ნამდვილი ჟანრული ლამაზი ჩანახატებით აკინძული ცაგერის მდიდრი ბაზრობა...

„ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა”, - ეს სტრიქონები სწორედ ლეჩხუმელ ადამიანებზეა ნათქვამი მათი სახელოვანი შვილის მიერ.

პოეტურ ინტერესთა მრავალფეროვნებასთან ერთად აღსანიშნავია ლადოს კულტურული მეტყველება, კარგი ქართული ენა და ისტორიული დეტალების ზედმიწევნით ცოდნა. ასაკთან შედარებით ძალიან ბევრი რამ იცოდა. ის ხომ დაიბადა და აღიზარდა განათლებულ მასწავლებელთა ოჯახში და სწავლა-განათლებაც ქუთაისის სასწავლებელში მიიღო! მისი ფრაზები ლაღად არის გამართული, მუსიკალურია და გვიზიდავს მარად მგზნებარე განწყობილებით, მოულოდნელი პოეტური შედარებებით, აღფრთოვანებული და ზომიერად ზეაწეული ტონით. მას არასოდეს არ მიუმართავს არქაიზმისათვის და ახალი ფორმის ძიებითაც არ ყოფილა გატაცებული. ეს შემდეგისათვის იყოს, თუ დაოსტატება დამცალდაო, - თქვა ერთხელ. ყრმა პოეტის სტრიქონებს აქა-იქ დაჰკრავს გალაკტიონის, ტიციანისა და გიორგი ლეონიძის გავლენა. ახალგაზრდა პოეტისათვის ეს ბუნებრივი ამბავია. ამას თვითონაც გრძნობდა, მაგრამ ამბობდა: არ მეშინია დიდი პოეტების გავლენა მქონდეს. ჯერჯერობით მათი გამოცდილების დაუხმარებლად ჩემს სათქმელს ვერ ვიტყვი, მათი შემწეობით უნდა დავდგე საკუთარ ფეხზე, შემდეგ, თუ მოვახერხე, მხარშიც ამოვუდგებიო. ლადო ასათიანის ენა უაღრესად თანამედრეოვეა და სადა. გამუდმებულად წიდნების კითხვამ და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში მუშაობამ მიაჩვია მარტივად და გასაგებად წერას, აზრი მკვეთრად და ბუნებრივად გადმოცემას.

ბევრი ლექსი და გულწრფელად ნამღერი ხალისიანი სტრიქონი ლოგინში მწოლიარემ დაწერა. მაშინაც კი, როცა სასიკვდილოდ იყო განწირული და ენატრებოდა მამაპაპური ცისფერი სარწყული, რომ სიმჭლის სენით დაფლეთილ ფილტვებსა და ცხელების ალმურით გათანგულ მკერდზე სიცოცხლის წყარო ესხურებინა, როცა ელანდებოდა ხერხეულიძეთა თამაშ-თამაშა რაშების გაფრენილი ფაფარი, - მაშინაც ხალისითა და თვალებგაბრწყინებული უკითხავდა მნახველებს სიკვდილის სარეცელზე შეთხზულ “ბასიანის ბრძოლას”, “ასპინძას”, “გულბაათ ჭავჭავაძეს”, “ლევან დადიანის ნადირობას”, “სასაფლაოს”, და ზედ მიაყოლებდა ავადმყოფობამდე დაწერილ “ჩემი ქვეყნის ოქროყანას”, “ვაჟა-ფშაველას ნაამბობს”, ყაყაჩოებისა და ფიროსმანის ციკლს, “ცაგერის ბაზრობას”, განთქმულ “სალაღობოს”.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ამ ლექსს - “სალაღობოს”, თავდაპირველად დედანში “ასათიანური” ერქვა (ალექსანდრე საჯაიამ შეარქვა). აქ სალაღობო და თავშესაქცევი მართლაც არაფერია. ეს არის ახალგაზრდა ქართველი პოეტის ერთი კარგი, ვაჟკაცური, სწორედ “არწივების ასაფრენი” სიმღერა იმაზე, “რომ ჭაბუკნნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს”

როგორც ითქვა, ლადო ასათიანის საოცნებო და სანატრელი სახელი იყო სამშობლო-საქართველო. მაგრამ, განა სამშობლოსა და წარსულ დღეთა ამბებზე არ წერდნენ მისი თანატოლი პოეტები? განა სხვებს არ ჰქონდათ სამშობლოს სადიდებლად დაწერილი გზნებარე სტრიქონები? ოღონდ უნდა ითქვას, რომ იმ წლებში ბევრი გაურბოდა ამ თემაზე წერას, ლადოსავით ვერ ბედავდა თავისი გულისნადებისა და პოეტური სულის აღსარების გამოთქმასა და გამომჟავნებას. იმ სათქმელს, რასაც ზოგიერთი პოეტი შეფარვითაც ვერ ახერხებდა, ლადო პირდაპირ და ხმამაღლა იტყოდა. მან შეძლო ეთქვა სიცოცხლით სავსე ლამაზი სიმღერა სამშობლოზე. მთელი მისი პოეზია მჩქეფარე სიჭაბუკისა და ადამიანის გამარჯვების ქებათა ქებაა. მწუხარება და სევდა ბევრჯერ შეეჭრა ცხოვრებაში, მაგრამ მის ლექსებში ღია კარი ვერასოდეს იპოვნა. სიძნელის წინაშე კაცი არ უნდა შედრეკს. ქვითინი არ უნდა დაიწყოსო, - ჩაუწერა მას თავისი უბის წიგნაკში.

სწორედ იმ ხანებში დაიწერა ის ლექსები, ასე გატაცებით რომ ეტანება მკითხველი და ასეთივე მგზნებარე სიხარულით რომ გაიმეორებენ ჩვენი შვილები და შვილთაშვილბი დღესასწაულებზე, საზეიმო სიმღერებში, ჭირსა და ლხინში – პატიოსნების, მამაცობისა და კეთილშობილების შუქით გაბრწყინებულს...

ლადო ასათოიანს, კუბოს კარამდე მისულსაც კი, სჯეროდა, სიცოცხლე რომ დათგრუნავდა სიკვდილს, და კვლავ თხზავდა ლექსებს, რადგან კარგად იცოდა,
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
და ლექსი თვითონ ტკივილი არი...
და რადგან მერგო ვიყო პოეტი,
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,
რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა.
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას,-
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!


აღსანიშნავია, რომ ლადო ასათიანის პოეზია სავსებით მოკლებულია სევდასა და მელანქოლიურ განწყობილებას. მის ლექსებს მთიულური ფოლკლორის სილაღე და ოპტიმისტური ბუნება ახასიათებს. ეს პირველად ალიოშა საჯაიამ თქვა ლადოს გარდაცვალების პირველ წლისთავზე დაწერილ წერილში.

სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულითაა აღსავსე ისეთი სევდისმომგვრელსათაურიანი ლექსი, როგორიცაა მისი “სასაფლაო”, სადაც ნაკადულის საამური გალობით ტკბებიან ყვავილებზე მოფარფატე პეპლები. იქვე დაცქრიალებს პოეტის პირმშო - თვალხატულა მანანა და მისი სიცილი იფრქვევა სიცოცხლედ და ნაკადულად. საინტერესოა ამ ლექსის დაწერის ამბავი: 1941 წლის 7 აგვისტოს აბასთუმნიდან გამოგზავნილ წერილში ლადო სწერს აკაკი გაწერელიას:

“დავწერე ლექსი სახელწოდებით “სასაფლაო”. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბასთუმანში ერთმა შემთხვევამ შემაძლებინა. ვნახე აქაური სასაფლაო. უცნაურია ამ მთაში რამდენიმე საფლავი. გაძარცული გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისაგან მიწის ზედაპირზე გაფრენილი ოცნებებივით ამოყრილი თავის ქალები და ყბები... ყველაფერი ეს საშინელება იქნებოდა, რომ ერთი რამ არ იყოს ამ უიმედო სანახაიობაში: საფლავებშორის მოქრის და მოქუხს ნაკადული, მთის ნაკადული. ორ ნაწილად ყოფს სასაფლაოს. მოქრის როგორც უშიშარი სიცოცხლე. მე მგონია, შესანიშნავია. ასეთ რამეების პოეტები იგონებენ. მე კი ნამდვილად ვნახე”.

არც ერთ ლექსში არ ლაპარაკობს იგი სიკვდილის შიშზე. მხოლოდ პირად წერილებში თუ ახსენებს სიკვდილს სევდანარევი ირონიით, ლექსებში კი, თითქოს აგდებულად, და – ხანდახან, საყვედურითაც კი გაეპაერება მას ისე უბრალოდ და ამხანაგურად, როგორც უყვარდა და იცოდა მოსწრებული სიტყვა, სხარტი ნაკვესი, დაუზოგავი ეპიგრამა.

ძალზე კეთილი გული ჰქონდა და ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები. ტანად მაღალი იყო და ზორბა. ყოველთვის დინჯად და აუჩქარებლად დადიოდა, სამაგიეროდ ლექსსა და საუბარში იყო ჩქარი, უეცრად აფეთქდებოდა და ვინმესთან მწვავე კამათში თვალთაგან ნაპერწკლებს აკვესებდა. ზამთრობით თავშიშველი დადიოდა და მუქწაბლისფერი თმა ხშირად თოვლის ფანტელებით შეებამბლებოდა. ზაფხულობით თავს გადაიხოტრავდა...

როგორც ყოველი გულკეთილი კაცი, ლადოც ძალზე ფიცხი იყო და იცოდა სამართლიანი გაბრაზება და გულისმოსვლა.

საუბრებსა და საქმიანობაში უყვარდა მოულოდნელი ხუმრობა. იქვე, სწრაფად და უბრალოდ, სახელდახელოდ შეთხზავდა და გამოთქვამდა რაიმე ოსტრიქონიან ეპიგრამას, ზოგჯერ – მოზრდილ ფუნაგორიას, ანდა საქილიკო სხარტულას, რის გამოც ზოგიერთი სულსწრაფი და უგულო ადამიანი ფრიად ნაწყენი რჩებოდა, მაგრამ ახალგაზრდა პოეტს ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ... უნიჭობის გარდა!

ერთხელ, რუსთაველის პროსპექტზე, თელების ხეივანში, ერთი ცნობილი კრიტიკოსი შემომხვდა. მწერალთა კავშირის მხრიდან გამალებით მოდიოდა. შორიდან მომესალმა და თანდათან აუჩქარა ნაბიჯს. ცოტა რომ წავიარე, ლადო ასათიანი დავინახე, ისიც აჩაქარებული მოისწრაფოდა. სახეალეწილი და ძალზე აღელვებული ჩანდა; ასე მითხრა: მწერალთა კავშირის ბაღში ერთი კაცი სულ რაფიელ ერისთავს “სამშობლო ხევსურისას” აგინებდა, - ამ ლექსს შოვინიზმის სუნი უდის, ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო. სახელმძღვანელოებიდან უნდა ამოვიღოთ, თორემ ახალგაზრდა თაობას გარყვნის და თავგზას აუბნევსო. უნდა მეცემა, მაგრამ ძლივს დამიძვრა ხელიდან. აქეთ წამოვიდა, სადმე ხომ არ შეგხვედრიაო.

ლადო კარგა გვარიანი, გრძელთითებიანი, მოქნეული ხელების პატრონი იყო. ღონეც ერჩოდა, მაგრამ, რაც ვიცნობდი, მისი ნაცემი არავინ მინახავს. წუთში აფეთქდებოდა, აბობოქრდებოდა, თორემ ძალზე გულჩვილი ადამიანიშვილი იყო. რომ დასწეოდა, იქნებ არაფერიც ეკადრებინა რაფიელის იმ გამქიქებლისათვის, მაგრამ გარიდება ვამჯობინე, გზა ავუბნიე და ვუთხარი: აგერ, ახლა ტროლეიბუსით წავიდა-მეთქი.

ოცდაექვსი წლის ლადო ასათიანი კაი ხანია სამარეში განისვენებს, მაგრამ იგი ისეთივე ჭაბუკი და ახალგაზრდა დარჩა ჩვენს ხსოვნაში.

სინამდვილეში ლადო ახლა ორმოცდაათ წელზე მეტი ხნისაა, თანაც უკვე ბაბუაა. მისი ტყუპი შვილიშვილები – ეკა და მაკა – თითქმის იმ ხნისანი არიან, რა ხნისაც იყო – მამის დაკარგვისას მათი დედა – ლადოს ერთადერთი ასული მანანა.

მხოლოდ ლადო ასათიანისთანა სულით ვაჟკაც და მხნე პოეტს შეუძლია სამარის კართან მისულმა წარმოთქვას ასე მგზნებარედ:
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ...
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამქვეყანაზე!

ამიტომაც არის, რომ რაც უნდა მოწყენილი იყოს ადამიანი, როცა ხელში აიღებს და მღელვარებით გადაფურცლავს ლადოს გულში ჩამწვდომი და ლამაზი სიცოცხლით სავსე ლექსების წიგნს, გადაიკითხავს ან მართლაცდა “ასათიანურ” პწკარებს, მაშინვე სიხარულით, სიამითა და აღტაცებით გაუბრწყინდება სახე და ასე დარჩება დიდხანს, თანაც უცებ გადაეყრება შუბლიდან სევდა-ნაღველი, ისე როგორც სასტიკი ბუღის შემდეგ რიონის ხეობიდან მოდენილი გამაცოცხლებელი ნიავი ან ლადოს მშობლიური ლეჩხუმური ხაბარულა გაფანტავს და გადარეკს ვიწროებში ჩაწოლილ ნისლსა და ჯანღს, ხვამლის ქედზე ჯარჯარად მოდებულ ღრუბლების ქარავანს.

თავისი ხანმოკლე ცხოვრება ლექსითა და სიმღერით დაიწყო და ასევე ლექსითა და სიმღერით დაამთავრა. ამიტომ უყვარს ასე გულწრფელად ქართველ მკითხველს ლადო ასათიანი და მისი პოეზია.
მე ხალხს ვენდობი ყველაზე უფრო,
თუ მოეწონე, ძეგლსაც აგიგებს, -

თქვა მან ერთადგილას, ამ ძეგლს მტკიცე საძირკველი აქვს გადგმული ჩვენი სახელოვანი ახალგაზრდობის გულში.

ვისურვებ და ვინატრებ: მრავალი ასეთი სახელოვანი შვილის ძეგლი აღემართოს და ჰქონდეს ქართველ ხალხს სადმე: მთა-კორტოხზე წამოდგმული, გაშლილ მოედანზე ან ქუჩის თავში, აღმართის დასასრულს თუ ბაღ-წალკოტის შესასვლელთან მდგარი; ვისურვებდი: ამ ძეგლთა დანახვით სიძნელე გზისა გაუადვილდეს ახალი ქვეყნის მშენებელ ადამიანს და ცხოვრების უძნელეს ხვეულებში მიმოგზაურს, რომ თავდადებული შრომით და მედგარი ბრძოლით მოღლილ-მოქანცულმა ყოველმა ქართველმა კაცმა, ამ ძეგლთან ჩასვლისას, იგრძნოს შვება და სიხარული, შემდეგ კი ცისა და ბარის სადიდებელ ლოცვად თუ ჰიმნად სამგზის წარმოთქვას და შემდეგ მრავალჯერ გაიმეოროს ჩვენი დაუვიწყარი ლადოს სიტყვები:
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდა!

study

უფრო ვრცლად წავიკითხოთ აქ – http://publish.dlf.ge/vaxtangvi/ladoasatiani/nika__agiashvili.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკა აგიაშვილი   Thu Mar 24, 2011 11:41 pm



წიგნის დასახელება: "სერვანტესის ცხოვრება"
წიგნის ავტორი: ნიკა აგიაშვილი
გამომცემლობა: “საბჭოთა საქართველო”
გამოცემის წელი: 1973
ყდა: რბილი
რედაქტორი: ქეთევან თავაძე
მხატვარი: ინა დივნოგორცევა
მხატვრული რედაქტორი: გიორგი წერეთელი
ტექნიკური რედაქტორი: ნანა აფხაზავა
კორექტორი: მანანა ამისულაშვილი
გვერდების რაოდენობა: 340
პირობითი ნაბეჭდი თაბახი: 14,88
სააღრიცხვო–საგამომცემლო თაბახი: 12,48
ფასი: 44 კაპ.

ანოტაცია

წიგნის შედგენისას ავტორმა ისარგებლა იმ მდიდარი ლიტერატურით, რომელიც ეხება სერვანტესის ლეგენდარულ ცხოვრებას და მისი დროის ესპანეთს.

უმთავრესად გამოიყენა:
* ბრუნო ფრანკის "სერვანტესი"
* ჰანს რინერის "მახვიგონიერი იდალგო მიგელ დე სერვანტეს საავედრა"
* ვ. ვიგოსკაიას "ალჟირის ტყვე"
* ალ. ალტაევის "მიგუელ სერვანტესი"
* უილიამ პრესკოტის "ფილიპე მეორის მეფობის ისტორია"
* ჯორჯ ტიკნორის "ესპანეთის ლიტერატურის ისტორია"
* ა. ცომაკიონის "სერვანტესი"
* "სტატიები და მასალები სერვანტესის შესახებ", 1948
* ვ. კარელინის და მ. ვატსონის მიერ თარგმნილი "დონ კიხოტი" – ბიოგრაფია შენიშვნებით.
* 1932 წლიდან 1964 წლამდე რუსულ ენაზე თარგმნილი სერვანტესის ნაწარმოებები.

ამასთანავე: ჰაინრიხ ჰაინეს, ლ. ვიარდოს, ლ. შეპელევიჩის, ნ. სტოროჟენკოს, ფ. კელინის, კ. დერჟავინისა და სხვათა შრომები.
ზოგიერთი ეპიზოდი ამოღებულია სერვანტესის "დონ კიხოტიდან" და მისი ავტობიოგრაფიული ნოველებიდან.
რომანში ჩართული სხვადასხვა ფაქტი, ცნობა და ამბავი გენიალური მწერლის შესახებ, ხსენებულ ავტორთა მონათხრობი ამბების შინაარსი, აზრი და ხშირად მთელი თავები და ფრაზები უცვლელადაა დატოვებული, მაგრამ წინადადებები სავსებით გადმოქართულებულ–გადმოკეთებულია – თანმიმდევრობის დაურღვევლად.

Idea

ამეებისა მე ბავშვობიდან არაფერი ვიცოდი, მაგრამ ძალიან კარგად იკითხებოდა და მაშინ ხომ მიყვარდა, ახლაც ისეთივე ინტერესით შემომეკითხება ხოლმე ეს წიგნი და უძახეთ თქვენ "ნონ–ფიქშენ" და "ბიოგრაფიული პროზა"...
ბალღებიდან მოყოლებული დიდებამდე – ყველას ვურჩევდი ამ წიგნის წაკითხვას...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა აგიაშვილი   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ნიკა აგიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: