არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაკა ვარაზანაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაკა ვარაზანაშვილი   Sun Mar 20, 2011 5:53 pm


Maka Varazanashvili

მაკა ვარაზანაშვილი

დაიბადა 1964 წლის 22 დეკემბერს. მისი თარგმანები, წერილები და ინტერვიუები გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან იბეჭდებოდა საქართველოს ჟურნალ–გაზეთებში (ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათი", გაზეთი "არილი", გაზეთი "ვერსია" და სხვა).
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაკა ვარაზანაშვილი   Sun Mar 20, 2011 6:02 pm



ხორხე ლუის ბორხესი

ჩესტერტონის გამო


Because He does not take away
The terror from the tree.

A second Childhood
Chesterton

რამეთუ ხესაც კი არ გამოჰყოფს შიშისგან.

“მეორე ბავშვობა”
ჩესტერტონი




ედგარ ალან პო წერდა საშინელებათა ნოველებს ფანტასტიკის ელემენტებით ანდა სუფთა bizarrerie (ფრ. – “ახირებულობით”). ედგარ ალან პომ გამოიგონა დეტექტიური ნოველა. ეს ისევე უდავოა, როგორც ის ფაქტი, რომ ამ ორ ჟანრს ის ერთმანეთში არ ურევდა. ედგარ პო არ ავალებდა არისტოკრატ ოგიუსტ დიუპენს, დაედგინა “ბრბოს კაცის” ადრინდელი დანაშაული ანდა აეხსნა, თუ რატომ მოკლა შავ-წითელ ოთახში ქანდაკებამ შენიღბული პრინცი პროსპერო. ჩესტერტონი, პირიქით, ჟინითა და წარმატებით ხვეწდა ამგვარ tours de forse (ფრ. – “უმაღლეს ოსტატობას”). ყოველი ნოველა პატერ ბრაუნზე საგიდან ჯერ საიდუმლოს შემოგვთავაზებს, შემდეგ დემონური ან მაგიური თვისებებით მისცემს ახსნას, ბოლოს კი მათ ცვლის მთლად მიღმიერი ახსნებით. ამ მოკლე ისტორიათა ღირსება მხოლოდ ოსტატობაში არ არის. მეჩვენება, რომ მათში ვხედავ თავად ჩესტერტონის დაშიფრულ ცხოვრებას, ჩესტერტონის სიმბოლოსა თუ გამოსახულებას. ზემოთმოყვანილი სქემის მთელი რიგი წლების განმავლობაში და მთელ რიგ წიგნებში განმეორება (“კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი იცოდა”, “პოეტი და მთვარეული”, “მისტერ პონდის პარადოქსები”), ჩემი აზრით, ამტკიცებს, რომ აქ საქმე ფორმის არსშია და არა რიტორიკულ ხერხში. ქვემოთ ვეცდები გადმოვცე ამ ფორმის განმარტება.
თავდაპირველად აუცილებელია გავიხსენოთ რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. ჩესტერტონი კათოლიკე იყო. ჩესტერტონს სწამდა “პრეპაფაელისტთა შუასაუკუნეები” (“პატარა და თეთრ, ქათქათა ლონდონზე”). ჩესტერტონი, უიტმენის არ იყოს, სცოდავადა შეხედულებით, - თავად არსებობის ფაქტი იმდენად საოცარია, რომ არავითარ ბოროტებას არ შეუძლია გვიხსნას რამდენადმე კომიკური მადლიერებისგან. ამგვარი შეხედულებები, შეიძლება, მართებულია, თუმცა ძალიან მცირე ინტერესს იწვევენ. ვივარაუდოთ, თითქოს ამით ამოიწურება ჩესტერტონი, ნიშნავს, დავივიწყოთ, რომ ადამიანის მრწამსი – ეს ბოლო ეტაპია გონებრივი და ემოციური პროცესების მწკრივში და ისიც, რომ ადამიანი სწორედ მთელი ეს მწკრივია. ჩვენს ქვეყანაში კათოლიკები ჩესტერტონს ადიდებენ, თავისუფლად მოაზროვნეები – უარყოფენ. როგორც ყოველ მწერალს, რომელიმე მრწამსს რომ აღიარებს, ჩესტერტონსაც ამით განსჯიან, ამით აძაგებენ თუ აქებენ. ეს შემთხვევა კიპლინგის ბედს ჰგავს, რომლის შესახებაც ბრიტანეთის იმპერიასთან დამოკიდებულებით მსჯელობენ.
პომ და ბოდლერმა, მსგავსად ბლეიკის ბოროტი “ურიზენისა”, სცადეს, შეექმნათ შიშის სამყარო. და ბუნებრივია, მათი შემოქმედება ყველანაირი შესაძლო საიდუმლოებით არის სავსე. ჩესტერტონი, როგორც მეჩვენება, ვერ აიტანდა ბრალდებას, რომ იგი კოშმარების ოსტატია, monstrorum artifex (ლათ. – “ურჩხულების ოსტატი”) (პლინიუსი, XXVII, 2), მიუხედავად ამისა, არანაკლებ მიმართავს საშინელებათა ვარაუდებს. ის კითხულობს, შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს სამი თვალი, ჩიტს – სამი ფრთა. პანთეისტთა საპირისპიროდ ლაპარაკობს სამოთხეში თავის მიერ ნაპოვნ მკვდარზე; იმაზე, რომ სულები ანგელოზთა გუნდებში თითქოსდა ერთსახოვანები არიან (ავითარებს ატარის აზრს – “ყოველგან ვხედავთ შენს ხმას”. ჯალალ-ედ-დინ რუმიმ შექმნა ლექსები, რომლებიც რიუკერტმა თარგმნა (ჭერკე, IV, 222), სადაც ნათქვამია, რომ ზეცაში, ზღვაში და სიზმრებში არის მხოლოდ ერთი-ერთადერთი და სადაც ეს ერთი-ერთადერთი არის განდიდებული იმიტომ, რომ მან გააერთიანა ჭირვეულ ცხენთა ოთხეული, სამყაროს ეტლს რომ მიაქროლებენ: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი). იგი ჰყვება ციხის კამერაზე, სარკეებისგან რომ შედგება; უცენტრო ლაბირინთზე; კაცზე, მეტალის ავტომატები რომ გადაყლაპავენ; ხეზე, ჩიტებს რომ შთანთქავს და ფოთლების მაგივრად ბუმბული ასხია; ის იგონებს (“კაცი, რომელიც ორშაბათი იყო”, VI), თითქოს მიწის აღმოსავლეთ კიდეზე არსებობს ხე, რომელიც უფრო დიდიც არის და უფრო პატარაც, ვიდრე ნამდვილი ხე; ხოლო დასავლეთ კიდეზე კი დგას ერთობ გამოუცნობი, რაღაც კოშკი, რომლის თვით არქიტექტურაც კი ბოროტებით არის დასჯილი. ახლოსმყოფს იგი განმარტავს შორეულით და თვით სასტიკითაც კი. საკუთარ თვალებზე საუბრისას, იეზეკიელივით (1, 22) მათ “საოცარ კრისტალებს” ეძახის, ხოლო ღამის აღწერილობისას ძველთაძველ შიშს აღრმავებს მის მიმართ (აპოკალიფსისი, 4, 6) და უწოდებს “თვალებით აღსრულებულ საშინელებას”. არანაკლებ ფერწერულია მოთხრობა “როგორ ვიპოვე ზეკაცი”. ჩესტერტონი ზეკაცის მშობლებთან საუბრობს; შეკითხვაზე, ლამაზია თუ არა მათი შვილი, ბნელი ოთახიდან რომ არ გამოდის, ისინი შეახსენებენ, რომ ზეკაცი სილამაზის საკუთარ კანონს ქმნის, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმსჯელოთ მასზე (“ამ აზრით იგი აპოლონზე მშვენიერია. ჩვენი, რასაკვირველია, უფრო მდაბალი შეხედულებით...”); შემდეგ ისინი შეთანხმდებიან, რომ მისთვის ხელის ჩამორთმევა არ არის ადვილი (“ხომ გესმით, სულ სხვანაირ აგებულება...”); მერე აღმოჩნდება, რომ არ შეუძლიათ თქვან – თმა აქვს იმათ ზეკაცს თუ ბუმბული. გამჭოლი ქარი მოკლავს და რამდენიმე კაცს გამოაქვს ზეკაცის კუბო, ფორმით თუ განვსჯით, უადამიანოდ. ჩესტერტონი ამ ტერატოლოგიურ ფანტაზიას სახუმარო, კვიმატი ტონით ჰყვება.
მსგავსი ხერხები – მათი გამრავლება ადვილი იქნებოდა – გვიჩვენებენ, რომ ჩერსტერტონი არ ცდილობდა ედგარ ალან პო ანდა ფრანც კაფკა ყოფილიყო, თუმცა რაღაც მისი “მეს” ნარევში საზარლობისკენ ეწეოდა – რაღაც აუხსნელი, გაუცნობიერებელი, შინაგანი. თავისი პირველი ნაწარმოებები ტყუილად კი არ შეუთხზავს ორი დიდი გოთიკური ოსტატის, ბრაუნინგისა და დიკენსის დასაცავად. ტყუილად კი არ იმეორებდა, რომ გერმანიაში შექმნილი საუკეთესო წიგნი – ძმები გრიმების ზღაპრებია. ის ტუქსავდა იბსენს და იცავდა (მართალია, უიმედოდ) როსტანს, თუმცა ტროლები და საღილე “პერ გუნტში” მისი სიზმრების მასალიდან არის შექმნილი – the stuff his dreams were made of. ეს წყობა, ეს უიმედო ჩახშობა დემონურისადმი მიდრეკილებისა განსაზღვრავს ჩესტერტონის ბუნებას. მისი შინაგანი ბრძოლის სიმბოლოს მე ვხედავ პატერ ბრაუნის თავგადასავლებში, რომელთაგან თითოეული ცდილობს მხოლოდ გონების მეოხებით ახსნას აუხსნელი ფაქტი (დეტექტიური რომანების ავტორები ჩვეულებრივ, ცდილობენ, ახსნან არა აუხსნელი, არამედ დახლართული).
აი, ამიტომ ვთქვი ჩემი შენიშვნის პირველ აბზაცში, რომ ეს ნოველები ჩესტერტონის დაშიფრული ისტორიაა, სიმბოლოა, მისივე გამოსახულებაა. სულ ეს არის, ვინაიდან “გონება”, რომელსაც ჩესტერტონმა თავისი წარმოსხვა მიუძღვნა, იყო თავისთავად გონება კი არა, არამედ კათოლიკური რწმენა, ანუ პლატონსა და არისტოტელეს დაქვემდებარებული ებრაული რელიგიის გამონაგონთა ერთობლიობა.
ორი კონტრასტული იგავი მახსენდება. პირველი – კაფკას თხზულებების პირველი ტომიდან არის. ეს იმ კაცის ამბავია, რომელიც კანონამდე მიღწევას ცდილობს. პირველი კარიბჭის მცველი ეუბნება, რომ ამის მიღმა ბევრი სხვა კარიბჭეცაა (სახე მრავალი კარისა, ერთიმეორეს რომ მიჰყვებიან და ცოდვილს ნეტარებისკენ გზას უღობავენ, არის “ზოჰარშიც”. იხილეთ: გლატცერი. In Time and Eterinnity – “დროში და მარადიულობაში”, 30; ასევე მარტინ ბუბერი. Tales of the Hasidim, 92 – “ჰასიდების ლეგენდები”) და იქ, სავანიდან სავანემდე კარიბჭეებს ერთიმეორეზე მძლავრი მცველები დარაჯობენ. კაცი ჩამოჯდება და იცდის. გადის დღეები, წლები და კაცი მოკვდება. აგონიაში რომ არის, ის კაცი კითხულობს: “განა შეიძლება, რომ მთელი ეს წლები, რაც მე ვიცდიდი, არც ერთ კაცს არ მოუნდომებია შესვლა, ჩემს გარდა?” მცველი პასუხობს: “არავის უსურვებია შესვლა იმიტომ, რომ ეს კარიბჭე მარტო შენთვის იყო განსაზღვრული. ახლა კი დავხურავ”. (კაფკა “პროცესის” მეცხრე თავში კომენტარებს ურთავს ამ იგავს და უფრო მეტად ართულებს). მეორე იგავი – ბენიანის “მომლოცველის გზებშია”. ხალხი შენატრის კოშკს, რომელსაც უამრავი მეომარი იცავს. შესასვლელთან მცველი დგას წიგნით, რათა შიგ იმისი სახელი ჩაწეროს, ვინც შესვლის ღირსი იქნება. ერთი გულმამაცი უახლოვდება მცველს და ეუბნება: “ჩაწერე, ბატონო, ჩემი სახელი”. მერე ხმალს იშიშვლებს და მეომრებს მიეტევება, იმათაც დაჭრის ხოლმე და თავადაც ღებულობს სისხლიან ჭრილობებს, სანამ ამ შეტაკებაში გზის გაკაფვის საშუალება არ მიეცემა და კოშკში არ შევა.
ჩესტერტონმა თავისი სიცოცხლე მეორე იგავის წერას მიუძღვნა, მაგრამ რაღაც გამუდმებით აიძულებდა, პირველი ეწერა.

© თარგმნა მაკა ვარზანაშვილმა


study

ბმულები:
გილბერტ კიიტ ჩესტერტონი – http://en.wikipedia.org/wiki/G._K._Chesterton
ხორხე ლუის ბორხესი – http://en.wikipedia.org/wiki/Jorge_Luis_Borges
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მაკა ვარაზანაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: