არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ანასტასია ინასარიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
nika ciklauri



Male
Number of posts : 5
Age : 26
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : poetry
Registration date : 18.03.11

PostSubject: ანასტასია ინასარიძე   Fri Mar 18, 2011 8:22 pm




http://lib.ge/authors.php?1527 _ ლექსების კრებული
http://oxymoron.ge/anastasia.htm




სუნთქვა ადამიანურად

მე ჰაერი ვარ.
ვერ მგრძნობთ?
სწორედ ახლახანს ჩამისუნთქეთ
და თქვენს გრძნობებს რომ ხელით შევეხე
სასწრაფოდ უკან ამომისუნთქეთ.

მე ჰაერი ვარ.
მხედავთ?
მე ჰაერი ვარ, ჯვარზე გაკრული ცის ჰორიზონტზე.

და მე ღმერთი ვარ
და შემიძლია ცხოვრებად ვიქცე...

მე ცხოვრება ვარ.
თქვენ ჩემში ცხოვრობთ თან არც მაფასებთ
და თან ვერც მტოვებთ.

და მე სივრცე ვარ.
და თქვენ ყოველდღე კარგავთ ამ სივრცეს...

და მე ადამიანი ვარ.
და მე, მე ვარ.
და მე ვერც ჩამისუნთქავთ,
და ვერც ამომისუნთქავთ,
რადგან ამ წუთას მე ჩაგისუნთქეთ.

და მე ღმერთი ვარ.
დღეს თქნევნთან ერთად ჯვარზე გამაკრეს _ ღმერთად გვაქციეს.

ჩვენ ღმერთები ვართ
და ჩვენ სივრცე ვართ
და ჩვენ ჰაერი ვართ
და ადამიანურად ვსუნთქავთ ერთმანეთს.



ადამიანური გრამატიკა


შენ ჩემი ანტონიმი ხარ
და ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხდებით ერთმანეთის სინონიმები
როცა მე ვხდები საკუთარი თავის ომონიმი და პირიქით.

საერთოდ, უაზრობაა ომონიმთა არსებობა.
აბსურდია ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენება.
განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტყვა ” ადამიანს ” მრავლობით რიცხვში ვხმარობთ.

მაგრამ გრამატიკას თავისი გააქვს
და მე ისევ შენი ანტონიმი ვარ
და ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხდებით ერთმანეთის სინონიმები
როცა შენ ხდები საკუთარი თავის ომონიმი და პირიქით.

მე ვეძებ გამოსავალს.
ვიცვლი პროფესიას და ვიწყებ გრამატიკულ კვლევას
და ვცდილობ ” აღმოვაჩინო ამერიკა ”, რომელიც უკვე აღმოჩენილია და ჩემთვის არაფრის მომცემი
და ვეძებ ახალ კონტინენტს
და ვპოულობ
და ვარქმევ სახელს _ ” ჩვენ ”
და ვწერ ახალ, ადამიანურ გრამატიკას
სადაც ჩვენ მხოლობითი რიცხვი ვართ
და სინონიმები ვართ, რადგან ანტონიმები არ არსებობენ და მითუმეტეს ომონიმები
და ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი დრო _აწმყო.
ჩვენ არ გვაქვს წარსული და არასდროს ველით მომავალს,
რადგან ჩვენ ” ჩვენში ” ვცხოვრობთ
და ჩვენ მხოლობითი რიცხვი ვართ და სინონიმები ვართ
და ჩვენთან ზმნა, შემასმენელი და არსებითი სახელი ერთმანეთს ემთხვევა
და არ არსებობს დროისა და ადგილის გარემოებები
და სიტყვა ” სიყვარული ” ბრუნავს ყველა ბრუნვაში გარდა სახელობითისა
და სიტყვა ” სიხარული ” ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია
და ჩვენ ყოველდღე, ადამიანური გრამატიკით ვარჩევთ წინადადებას
_ ” მე შენ მიყვარხარ. ”




ათი მცნების ათი პირობა



შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი

და არა იქნებიან ჩემდა ღმერთნი უცხონი შენსა გარეშე

თუ მეც ვიქნები შვილი შენი,

თუ არ მიმატოვებ,

თუ სხვა ღმერთებზე არ გამაშვილებ.



არა ვქმნი თავისა ჩემისაგან კერპს,

და არცა ყოვლადვე მსგავსს,

და არცა თაყუანს ვცემ მათ,

და არც ვემსახურები მათ,

თუ თვითონ არ შექმნი კერპებს,

თუ თვითონ არ დამისვამ მათ ღმერთებად

და არ მაიძულებ თაყვანი ვცე მათ.



არა მოვიღებ სახელსა შენსა ამაოსა ზედა,

თუ არ მოიღებენ სხვა შვილნი შენნი,

და მოციქულნი შენნი,

და ანაფორიანი მტერნი შენნი,

და უანაფორო მღვდელნი შენნი,

არა მოვიღებ სახელსა შენსა ამაოსა ზედა,

თუ ყოველთვის ამაო არ იქნება არა შენი,

არამედ შენი სახელის ხსენება.



და წავალ ტაძარში და მოვიხსენიებ დღესა მას შაბათსა,

თუ გასაუბრებაზე არ დამიბარებენ

და ექვს დღეს ვიმუშავებ თუ გამოწკეპილი cv-ით ხელში

ოფისებს მიღმა არ დამტოვებენ.



და პატივს ვცემ მამასა ჩემსა,

და დედასა ჩემსა,

და თუ მეყოლება მამა ჩემი

და დედა ჩემი ,

თუ იქნებიან მშობელნი ჩემნი

და მეც ვიქნები შვილი მათი,

და არა მონა მათი.



და არ მოვკლავ, თუ თვითონ არ მომკლავენ.



და არ ვიმრუშებ, თუ სიმართლისთვის ჯვარს არ მაცვამენ.



და არ მოვიპარავ, თუ თვითონ არ მომპარავენ:

საკუთარ გრძნობებს,

საკუთარ სიტყვებს,

საკუთარ თვალებს,

საკუთარ ხელებს,

თუ თვითონ მე არ მომიპარავენ.



და არა ცილს ვწამებ მოყუასსა ჩემსა,

თუ საკუთარ სახეებს დამანახებენ,

და არ მომტაცებენ დროს მათი მახინჯი

ან ოდნავ ლამაზი ოვალების გამოსაცნობად.



და არა გული მითქმის ქმარისათვის მოყუასისა ჩემისა,

და არცა სახლისათვის მოყუასისა ჩემისა,

და არცა კარაულისა მისისა,

და არცა ყოვლისა საცხოვრისისა მისისა,

თუ მეყოლება ქმარი ჩემი,

და თუ მექნება სახლი ჩემი,

და თუ მეყოლება კარაული ჩემი,

და არა გული მითქმის ყოველი საცხოვრისისათვის მოყუასისა ჩემისა,

თუ მეც მექნება საცხოვრისი ჩემი

და არ მომინდება სხვისი და პირიქით.



და არც იქნებოდა ეს საუბარი საჭირო,

და არც შეგაწუხებდი ღმერთო,

რომ ეს ათი მცნება ათ გრძნობად გესახსოვრა ხალხისათვის.

ისევე როგორც უსახსოვრე სიძულვილი,

ისევე როგორც უსახსოვრე სიცრუე,

ისევე როგორც უსახსოვრე სიზარმაცე,

ისევე როგორც უსახსოვრე გარყვნილება, შური, სიბოროტე.

რომ ეს ათი მცნება ათ ხელად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ ეს ათი მცნობა ათ ფეხად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ ეს ათი მცნება ათ თვალად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ ეს ათი მცნება ათ ყურად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ აღარ ესეირნათ ჩვენში ინვალიდებს!



სიმშვიდის თეორია



1.

მე, თქვენ და სიტყვები _ ტოლფერდა სამკუთხედი, კერძოდ მართკუთხა.

ჩვენ - კათეტები, სიტყვები - ჰიპოტენუზა.

ჩვენ - ერთმანეთის ტოლები, სიტყვები - ჩვენზე ბევრად დიდი.

იმდენად დიდი, რომ:

ჩემი გრძნობების კვადრატს

პლიუს თქვენი მოქმედებების კვადრატი

უდრის ჰიპოტენუზას.



2.

სადღაც ც წრტილში ჩვენ ერთმანეთს ვემთხვევით და ისევ ვშორდებით.

ვშორდებით მილიმეტრებით და სანტიმეტრებით და 90 გრადუსით ვშორდებით

და მაინც მივიწევთ მაღლა და მაღლა და მაღლა,

სადაც 45 გრადუსს აღწევს ტემპერატურა

და რომ არ გავიგუდოთ, საერთო სიტყვებს ვსუნთქავთ

და თუკი ჩვენს შორის სიმაღლეს ავღმართავთ, გაიზრდება გრადუსი და ჰიპოტენუზა,

მაგრამ იგივე დარჩება პითაგორას თეორია.



3.

თუ ჩვენ ვისწავლით სიჩუმის ენას, დაიშლება სამკუთხედი

და აღარ იარსებებს ჩვენს შორის ჰიპოტენუზა და კუთხე.

ჩვენ დავემთხვევით ერთმანეთს და გავგრძელდებით უსასრულოდ, როგორც სხივი.

ისევე უსასრულოდ როგორც გალაქტიკა.



4.

”The rest is silense. ”

მაგრამ რა ვუყოთ სიტყვებს.

უვიზო ტურისტებს

არალეგალურად რომ ლახავენ ყურის ნიჟარებს,

სულის სიღრმეში მოგზაურობენ

და მკვიდრდებიან

უსიყვარულოდ ქორწინდებიან შიშველ გრძნობებზე

და მრავლდებიან ,

და იზრდებიან ,

უფრო დიდები ვიდრე არიან,

უფრო ბასრები ვიდრე არიან,

უფრო საშიშნი ვიდრე არიან

და ომობენ და ომობენ და ომობენ ?



5.

მე ვეძებ სიტყვებს, რომ ავხსნა მათი უმნიშვნელობა და მივანიჭო მნიშვნელობა.

მე შემოვიარე თქვენი გონების ყველა უბანი.

მე ვიმოგზაურე თქვენი სულის ყველა კურორტზე.

მე გავდე ხიდი თქვენს ყურებს შორის

და შუა ხიდზე ჩამოვჯექი, რათა მეპოვნა ეს სიტყვები.

და აი, დაიწყო სიტყვების დეფილე, რბოლა, დოღი:

მახინჯი მოდელების,

უნიჭო მსრბოლელების,

უჯიშო ცხენების...



6.

აღარ ვეძებ სიტყვებს.

პროცესმა დაკარგა მნიშვნელობა.

სიტყვებმა - მნიშვნელობა ( თითქოს ოდესმე ჰქონოდეთ )

და უმნიშვნელოა ყოველი სიტყვა, რაც მე ვთქვი

და უმნიშვნელოა ყოველი სიტყვა, რასაც თქვენ მეტყვით...



პ.ს.

არ დავწერ ლექსებს.

მე არ მჭირდება ფუჭი სიტყვები.

თვალებით გეტყვით უსიტყვო ლექსებს თქვენთვის დაწერილს.





Back to top Go down
View user profile http://www.literatura.ge
nika ciklauri



Male
Number of posts : 5
Age : 26
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : poetry
Registration date : 18.03.11

PostSubject: Re: ანასტასია ინასარიძე   Tue Mar 29, 2011 9:52 pm

რეინკარნაცია

დღეს კიდევ ერთხელ მშვა სასთუმალმა.
მზე ნერვიულად სხივებს ეწევა.
მზე მამაა ჩემი.
ეს ჭაღარა განთიადი ექიმია ჩვენი.
და ეს დღე კი, გულუბრყვილოდ, საათებს რომ მიუყვება, ცხოვრებაა ჩემი.

..............

პირველი კითხვა - შეძლებ?
პირველი სიტყვა - შევძლებ!
პირველი სატრფო - შიში.

მერე ქორწილი - შფოთით აღსავსე თანაცხოვრება.
მერე შვილები - მამის ასლები.
მერე ტრადიცია - ოჯახს ნუ დაანგრევ!
გავიდა ცხოვრება...

...............

სიკვდილის პირას,
სინანული რომ მაზიარებდა დედის კალთაში,
მაშინ დავქვრივდი...

http://lib.ge/body_text.php?9504
Back to top Go down
View user profile http://www.literatura.ge
 
ანასტასია ინასარიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: