არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლევ ტოლსტოი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევ ტოლსტოი   Sat Mar 12, 2011 2:02 pm

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევ ტოლსტოი   Sat Mar 12, 2011 2:06 pm

ნიკა აგიაშვილის თარგმანი რუსულიდან
«ნაკადული“ 1978

«ფეხმარდი» წარმოადგენს ამლაყი ლაფშას სევდიან თავგადასავალს. მოთხრობაში ლევ ტოლსტოისებური მხატვული ოსტატობით არის ასახული მაშინდელი მცონარე საზოგადოების სიყალბე და სიმახინჯე. ცხენმა თითქოს ადამიანის თვალით დაინახა ყოველივე ეს, გააშიშვლა და დაგმო სიცრუითა და ძალადობით აღსავსე სამყარო.
ეძღვნება მ. ა. სტახოვიჩის ხსოვნას1 (1 ეს სიუჟეტი მოიფიქრა «ღამის საძოვრისა» და «ცხენოსნების» დამწერმა მ. ა. სტახოვიჩმა; ხოლო ავტორს გადასცა ა. ა. სტახოვიჩმა.)



ლევ ტოლსტოი

ფეხმარდი ცხენის ამბავი




I
სულ უფრორე მეტად მაღლდებოდა ცარგვალი, ციალებდნენ მქრქალად შევერ-ცხლილი ნამის წვეთები, თანდათან ფერმკრთალდებოდა ნამგალა მთვარე, ტყეს ავ-სებდა ხმიერება და ჟრიამული... ადამიანები უკვე დგებოდნენ და მებატონის ცხენთან ბაკებში ხშირ-ხშირად ისმოდა ფრუტუნი, ჩალის ფაჩიფუჩი, ერთად თავმოყრილი და რაღაცაზე წაკინკლავებული ცხენების ბრაზიანი, გაანჩხლებული ჭიხვინი.
— აჩუ! მოესწრები, რამ დაგამშია! — წარმოთქვა მოხუცმა მეჯოგემ და სწრაფად გამოაღო აჭრიალებული ჭიშკარი. — სად ეჩრები? — შეუძახა მან და მათრახი მოუქ-ნია ჭიშკარში გაკვეტებულ ერთ კვიცს.
მერემე ნესტორს კაზაკურა ეცვა, ზედაც მობალთული ქამარი შემოერტყა და ხელსახოცში გამოკრული პური ქამარზე ჩამოეკიდა. უნაგირი და აღვირი ხელში ეჭი-რა.
ცხენებს არც კი შეშინებიათ და სწყენიათ მერემეს დამცინავი კილო, თავი ისე მოაჩვენეს, ვითომც ჩვენთვის სულ ერთიაო, და დინჯად ჩამოეცალნენ ჭიშკარს; მხო-ლოდ ერთმა დროულმა ფაფარიანმა წაბლა ფაშატმა დაწკურა ყურები და სწრაფად მოაბრუნა გავა. ამის გამო უკან მდგარმა ჯეელმა ფაშატმა, სულაც რომ არ ეხებოდა ეს ამბავი — დაიჭყვირა და წიხლი მიარტყა იქვე მდგომ ცხენს.
— აჩუ! — კიდევ უფრო ხმამაღლა შეუტია მერემემ და გაემართა ბაკის კუთხი-საკენ.
თავლაში (ასამდე მაინც იქნებოდნენ) ყველაზე ნაკლებ სულწასულობას იჩენდა ერთი ამლაყი, ხატაველი ლაფშა. იდგა მარტოდმარტო კუთხეში ფარდულქვეშ და თვალდაწკურული ლოკავდა სათივის მუხის სვეტს. არავინ იცის, რა სიამოვნებას გვრიდა ეს ლაფშას, მაგრამ ამ დროს სერიოზული და ჩაფიქრებული კი იყო.
— ინებივრე! — კვლავ იმავე კილოთი მიმართა მერემემ, მიუახლოვდა და მის ახლოს ნეხვზე დააწყო უნაგირი და გაქონილი საოფლე.
ლაფშამ თავი მიანება ლოკვას, და, უძრავად მდგარი, დიდხანს შეჰყურებდა ნესტორს. არ გაუცინია, არ გაბრაზებულა, არც მოღუშულა, მხოლოდ მუცელი აიწურა, მძიმე-მძიმედ ამოიხვნეშა და პირი იბრუნა. მერემემ კისერზე მოხვია ხელი და ლაგამი ამოსდო.
— აბა, რასა ხვნეში? — უთხრა ნესტორმა.
ლაფშამ ისე აიქნია კუდი, თითქოს ამბობდა: არაფერი, ეს ისე, ჩემო ნესტორ. ნესტორმა საოფლე შემოადო და უნაგირი დაადგა. ამ დროს ლაფშამ დაცქვიტა ყურე-ბი, ალბათ, უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ამიტომაც «სალახანა» უწოდეს და მოსარ-თავები მაგრად ამოუჭირეს. ლაფშა გაიბერა, მაგრამ პირში თითი შეუჩარეს და მუ-ცელში წიხლი უთავაზეს, ისე რომ ცხენი დაიჩუტა. მაგრამ, როცა კბილით თასმას ჭი-მავდნენ, ისევ დაცქვიტა ყურები და უკანაც მოიხედა. თუმცა იცოდა, არაფერი უშვე-ლიდა, მაინც საჭიროდ ჩათვალა გამოეთქვა, ეს არ მსიამოვნებს და ყოველთვის ასე მოვიქცევიო. როცა შეკაზმეს, გააბაჯაჯგინა გაფიჟვინებული მარჯვენა ფეხი და ლა-გამს დაუწყო ღრღნა რაღაცნაირი განსაკუთრებული მოსაზრებით, თუმცა უნდა სცოდნოდა, ლაგამს არავითარი გემო რომ არ გააჩნია.
ნესტორი დამოკლებული უზანგით აბობღდა ლაფშაზე, დააგრძელა მათრახი, გაისწორა მუხლქვეშ შეკეცილი კაზაკურას კალთები, უნაგირზე განსაკუთრებული, მონადირული, მეჯოგისებური, მეეტლისებური იერით აღიმართა და აღვირი მოზი-და. ლაფშამ თავი ასწია, მზად იყო წასასვლელად, საითაც კი უბრძანებდნენ, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. იცოდა, მხედარი კიდევ ბევრს იჭაჭყანებდა წასვლამდე, რაი-მეს უბრძანებდა მეჯოგე ვასკასა და ცხენებს. მართლაც, ნესტორმა ატეხა ყვირილი: «ვასკა! ჰეი, ვასკა! ფაშატი ცხენები არ გამოგიშვია? სად დაიკარგე, შე ოჩოპინტრე! აჩუ-უ! ისევ გძინავს? გააღე ჭიშკარი! წინ ფაშატები უნდა გავიდნენ», და ა. შ.
ჭიშკარი აჭრიალდა. გულმოსული და ნამძინარევი ვასკა იდგა ბოძთან, აღვი-რით ეჭირა ცხენი და ერეკებოდა ცხენებს. დაწალიკებული ცხენები ფრთხილად ად-გამდნენ ფეხს ჩალაზე, ყნოსავდნენ მას და გადიოდნენ ჭიშკარში: ახალგაზრდა ფაშა-ტებს, ერთწლიან კვიცებს, ძუძუმწოვრებსა და ზანტ-ზანტ ფაშატ ცხენებს სიფრთხი-ლით და სათითაოდ გაჰქონდათ ჭიშკარში ზორბა გულბოყვი. ნორჩ-ნორჩი ფაშატები, ორ-ორი, ხანაც სამ-სამი, აწყდებოდნენ ერთმანეთს და ზურგზე ადებდნენ თავს, რის გამოც ყოველთვის ლანძღვა-გინებით უმასპინძლდებოდნენ მეჯოგეები. ძუძუმწოვ-რები ხანდახან ფეხებში ებლანდებოდნენ სხვა ფაშატებს, გამყინავი ხმით ჭიხვინებ-დნენ და ეხმაურებოდნენ დედათა ხამუშ-ხამუშ ხვიხვინს.
ერთმა ცელქმა, ნორჩმა ფაშატმა, ჭიშკარში გასვლისთანავე, თავი გვერდულად დაღუნა, ტლინკები აყარა და დაიჭყვირა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა და წინ ვერ გადა-უსწრო წიწიბურაში ამოგანგლულ ბებერ ოტროველას, რომელიც ნელი და დინჯი ნა-ბიჯით, მდოვრედ მიაქანებდა მუცელს და, როგორც ყოველთვის, დარბაისლური რო-ნინით მიუძღვებოდა ცხენებს.
რამდენიმე წუთში ესოდენ მოჟრიამულე თავლა პირწმინდად დაცარიელდა. ნაღვლიანად გამოშვერილიყვნენ ბოძები ცარიელ ფარდულში და მოჩანდა მარტოო-დენ ფეხქვეშ გათელილი დაჩონჩორიკებული ნამჯა. თუმცა ამლაყი ლაფშა შეჩვეული იყო ამგვარ უკაცრიელობას, მაგრამ ამან მაინც დააღონა. თითქოს ვინმეს ესალმებაო, ნელ-ნელა ააკანტურა თავი, რამდენადაც ნებას აძლევდა შემოჭერილი მოსართავი, ამოიხვნეშა, აითრია მრუდე, მოდუნებული ფეხები და ჩანჩალით გაჰყვა რემას, თანაც გაძვალტყავებული ზურგით მიჰყავდა ნესტორი.
«კარგად ვიცი, როგორც კი გავალთ გზაზე, მაშინვე გამოკვესავს ცეცხლს და გა-აბოლებს თავის სპილენძით მოჭედილ ძეწკვიან ხის ჩიბუხს, — ფიქრობდა ლაფშა. —მიხარია ეს, რადგან სისხამ დილის ნამთან ერთად სიამეს მგვრის ეგ სუნი და ბევრ სა-სიამოვნო ამბავსაც მაგონებს; მხოლოდ ის მაჯავრებს, პირში ჩიბუხგაჩრილი მოხუცი მუდამ რომ იბღინძება, გამედიდურდება და გვერდულად დაჯდება ხოლმე, აუცი-ლებლად გვერდულად, მე კი ეს კედარო მტკივა. თუმცა, მისი ნებაა, ჩემთვის ახალი ამბავი როდია სხვების საამებლად ვიტანჯებოდე; რაღაც ცხენურ სიამოვნებასაც კი
მგვრის ეს. რამდენიც სურდეს, იფაფხუროს საბრალომ. მხოლოდ მარტო როცაა, მაშინ ფახიფუხობს ასე, ვიდრე არავინ ხედავს. მაშ იჯდეს ასე გვერდულად», — ბჭობდა ლაფშა თავისთვის, ფრთხილად ადგამდა დაბრეცილ ფეხებს და მიაბიჯებდა შუა გზაზე.


II
ნესტორმა მირეკა რემა მდინარესთან, — აქ უნდა ებალახათ ცხენებს, — ჩამოხ-ტა და უნაგირი მოხადა ლაფშას. ამასობაში ჯოგი ნელ-ნელა გაიშალა ჯერ ისევ გაუ-თელავ, ცვრიან მინდორზე, სადაც ეფინა მდელოებსა და მის გარშემო შემორკალულ მდინარეზე თანაბრად ავარდნილი ოხშივარი.
ნესტორმა აღვირი წააძრო ამლაყ ლაფშას და კისერი მოფხანა. ლაფშამაც, მად-ლიერებისა და სიამოვნების ნიშნად, თვალები მილულა.
— სიამოვნებს ბებერ ქოფაკს! — ჩაილაპარაკა ნესტორმა. ლაფშას სულაც არ სი-ამოვნებდა, რომ ფხანდნენ და მხოლოდ ხათრით იკატუნებდა თავს, მსიამოვნებსო; თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, მაგრამ ანაზდად, სავსებით მოულოდნელად და სულ უმიზეზოდ, ნესტორმა გაიფიქრა, მეტისმეტი ფამილარობა ამლაყ ლაფშას, ალ-ბათ, ყალბ აზრებს შთააგონებს, გააყოყოჩებსო, და გაუფრთხილებლად თავში ხელი ჩაარტყა, აღვირი მოუქნია და ძალიან მწვავედ შემოჰკრა ბალთა გაძვალტყავებულ ფეხზე. შემდეგ მდუმარედ გაემართა ბეგობისაკენ, კუნძთან, სადაც ჩვეულებრივ წა-მოსკუპდებოდა ხოლმე.
ასეთმა საქციელმა თუმც გული ატკინა ლაფშას, მაგრამ აინუნშიც არ ჩააგდო, გაქუცული კუდის ნელი-ნელ ქნევით გულის გადასაყოლებლად ბალახის წიწკნას შე-უდგა და მდინარისაკენ წალასლასდა. ყურადღებას არ აქცევდა, რასაც ჩადიოდნენ მის გარშემო სიხარულით აფოფინებული ჯეელი ფაშატები, ბაჩა-კვიცები და ძუძუმ-წოვრები. ლაფშამ იცოდა, უმჯობესი იყო, — განსაკუთრებით მის ასაკში, — ჯერ კარ-გად დაელია წყალი უზმოდ და შემდეგ მოეძოვა ბალახი. შეარჩია კიდეც, სადაც უფ-რო დამრეცი და გაშლილი იყო ნაპირი, ფლოქვები და ქაჩაჩები დაისველა, ქვიქვირი წყალში ჩაჰყო და დაფლეთილი ტუჩებით წყალს დაეწაფა. ამოვსებული ფერდები თრთოდა; სიამოვნებისაგან იქნევდა გაფხეკილ ჭრელ კუდის რიკსა და გახუზულ სა-ხიმარს.
ერთი ყაჩაღანა ქურანა კვიცი გამუდმებით აბრაზებდა და აწვალებდა მოხუცს; აქაც წყალდაწყალ მიეჭრა, თითქოს საჭიროების გამო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ზედ ცხვირთან აემღვრია წყალი. ლაფშამ უკვე მოიკლა წყურვილი, თითქოს არც კი შეიმჩნია ქურანას განზრახვა, წყნარად ამოიღო შლამში ჩაფლული ფეხები, აიქნია თა-ვი, გაშორდა ახალგაზრდებს და შეუდგა ძოვას. სხვადასხვანაირად აბაჯაჯგინებდა ფეხებს, არ სთელავდა ზედმეტ ბალახს და თითქმის თავაუღებლად სძოვდა და სძოვ-და სრულ სამ საათს. იმდენი მოძოვა, მუცელი ტომარასავით დაეკიდა გალეულ, გამო-ფერდილ ნეკნებზე. აღიმართა ყველა — ოთხსავე დაავადებულ ფეხზე, ისე რომ, რაც შეიძლება ნაკლებად ეგრძნო ტკივილი, განსაკუთრებით ყველაზე უფრო მოდუნე-ბულ მარჯვენა ფეხში, და დაიძინა.
არის დიდებული სიბერე, არის საძაგელი, ბეჩავი სიბერე. არის საძაგელიც და დიდებულიც — ორივე ერთად. სწორედ ასეთი იყო იმ ხატაველი ლაფშას სიბერეც.
ლაფშა კარგა ზორბა გახლდათ — სულ ცოტა ორი არშინი და სამი გოჯი მაინც იქნებოდა. ფერად შავრა-ამლაყი იყო. ასეთი ყოფილა, მაგრამ ახლა შავ-შავი ფორეჯე-ბი მოტალახო-წაბლისფერი გახდომოდა. მისი სიჭრელე წარმოექმნა სამ ფორეჯს: ერ-თი თავზე ჰქონდა, მრუდნაქუციანი, ცხვირთან ახლოს და შუა კისრამდე. ბირკაბალა-
ხით სავსე გრძელი ფაფარი ალაგ თეთრი იყო, ალაგ მოწაბლისფრო. მეორე ფორეჯი დაუყვებოდა მარჯვენა ფერდის გასწვრივ და შუა მუცლამდე; მესამე ფორეჯი — გავა-ზე, კუდის ზედა ნაწილიდან შუა ბარძაყამდე. გახრეკილი კუდის რიკი აჭრელებოდა. სიგამხდრისაგან გალეულ-გახევებულ კისერზე მძიმედ ეკიდა დიდი ბეხრეკი თავი. თვალებს ზემოთ ღრმად ამოღრუტნოდა ფოსოები და ოდესღაც დაგლეჯილ-დაფლე-თილი შავი ფომფლე ქვიქვირის შიგნით მოჩანდა ნახევრად დაჩქლეთილი მოშავო ენა და გამოხრულ ქვედა კბილთა ყვითელ-ყვითელი ნარჩენები. აქეთ-იქით დაბლა ჩამო-ტეხოდა ყურები. ერთი შუაზეც კი იყო გაფხრეწილი. ხანდახან ზანტად თუ გააპარ-ტყუნებდა — აბეზარი ბუზების მოსაგერიებლად. ჯიდაოსაგან შემორჩენილი ერთი ბღუჯა მოგრძო ნაკუწი ყურს უკან ჰქონდა ჩამოკონწიალებული; ფართო შუბლი ჩაღ-რმავებოდა და აქერცლოდა; ქვედა განიერ ყბებზე ხალთასავით ეკიდა ტყავი. კისერსა და თავზე კვანძებივით გამონასკვოდა ძარღვები, ბუზის ყოველი მიკარებისას რომ თრთოდნენ და თახთახებდნენ. კუშტი, მომთმენი, დადინჯებული და ნატანჯი გამო-მეტყველება ჰქონდა. წინა ფეხები რკალივით მოხროდა მუხლებში, ორივე ფლოქვზე კორძები ამოსვლოდა, ერთზე კი, სადაც სიჭრელე შუა ფეხამდეღა აღწევდა, ზედ მუხ-ლთან აჯდა მუშტისოდენა კოპი. უკანა ფეხები უფრო საღი ჰქონდა, მაგრამ ბარძაყებ-თან გადაღლეტოდა, ალბათ, დიდი ხანია აღარ ამოდიოდა ბალანი ამ ადგილას. სი-გამხდრისაგან ფეხები უზომოდ გრძელი ჩანდა, გაშიშვლებოდა და დასჭიმოდა დაღ-რეცილი ნეკნები, თითქოს ტყავი ზედ შეხმობოდათ მათ შორის დარჩენილ არეებს. ქე-ჩო და ზურგი ზოლ-ზოლად აჭრელებოდა ცემა-ტყეპისაგან, უკანაც აჯდა ჯერ ისევ ახალი შეშუპებული და ჩირქოვანი იარა: კუდუსუნის შავი სახიმარი ზედ ამოჩრილი მალებით გრძლად გაფშეკოდა და გაქუცოდა. კუდთან, მრეშ გავაზე მოუჩანდა თეთ-რი ბალნით დაბურდული ხელისგულისოდენა ნაკბენივით ჭრილობა. წინა ბეჭზე აჩ-ნდა მეორე ჭრილობა-ნაიარევი. უკანა მუხლები და კუდი კუჭის მუდმივი აშლილო-ბისაგან გათხვრილი ჰქონდა. მთელ ტანზე აჯაგროდა მოკლე ბალანი. მაგრამ, ამ ცხე-ნის გულისამრევი სიბერის მიუხედავად, ყველა მისი მნახველი უნებლიეთ ფიქრს მისცემდა თავს, ხოლო საქმის მცოდნე უმალვე იტყოდა, თავის დროზე შესანიშნავი და კარგი ცხენი იქნებოდაო.
საქმის მცოდნე იმასაც დაურთავდა, რუსეთში იყოო ცხენის ერთადერთი ჯიში, რომელსაც ჰქონდა ასეთი განიერი ძვლები, ასეთი ვეებერთელა ტაბუხის თავები, ასე-თი ფლოქვები, ასეთი ნატიფძვლიანი ფეხები, ასეთი მოღერებული კისერი, რაც მთა-ვარია, ასეთი თავის ძვალი, დიდრონი, შავი და შუქმფენი თვალები. თავსა და კისერ-თან მიჯრილი ძარღვები, ნაზი ტყავი და ხასხასა ბალანიო.
მართლაცდა, გახლდათ რაღაც დიდებული ამ ცხენის აღნაგობასა და მასთან უსაშველოდ შერწყმული, ბალნის სიჭრელით გამძაფრებული მიხრწნილების საზიზ-ღარ ნიშან-თვისებებში, სილამაზითა და ძალ-ღონით შეგნებული თვითდაჯერებისა და სიმშვიდის ფანდებსა და გამოვლენაში.
ცოცხალი ნანგრევივით აღმართულიყო იგი მარტოდმარტო ცვრიან მინდორში, შორიახლოს კი ისმოდა მიმოფანტული ჯოგის თქარუნი, ფრუტუნი, ახალგაზრდული ჭიხვინი და შეჭყვირება.


III
მზე უკვე შუბის ტარზე წამოიმართა, ასცილდა ტყეს და ახლა ელვარედ კაშკა-შებდა ბალახებსა და მდინარის ხვეულებში. ნამი შრებოდა და გროვდებოდა წვეთწვე-თობით; ბოლივით იფანტებოდა დილის უკანასკნელი ოხშივარი. ცას მოსდებოდა ხუ-ჭუჭა ღრუბლები, მაგრამ ქარი ჯერ არსად ჩანდა. წყალგაღმა ჯაგარივით აქოჩრილიყო
მწვანედ აჯეჯილებული ჭვავი და ირგვლივ იდგა ნორჩი ბალახებისა და ყვავილთა სურნელი. ტყიდან ისმოდა გუგულის ხმაჩახლეჩილი ძახილი და პირაღმა გაშოტილი ნესტორი ითვლიდა, კიდევ რამდენი წლის სიცოცხლე დამრჩენიაო. ჭვავნარისა და სათიბის თავზე დანავარდობდნენ ტოროლები. ჯოგის შუა მოქცეული დაგვიანებუ-ლი კურდღელი მკვირცხლად გამოხტა გაშლილ ველზე, ბუჩქთან ჩაცუცქდა და გაინა-ბა. ვასკამ თავი ბალახებში ჩარგო და ჩათვლიმა. ფაშატებმა გვერდი აუარეს მას და კი-დევ უფრო მიმოიფანტნენ დაბლობში. დროული ცხენები ფრუტუნ-ფრუტუნით ტო-ვებდნენ ელვარე კვალს ნამზე და სულ ისეთ ადგილს ირჩევდნენ, სადაც არავინ შეუშ-ლიდათ ხელს; მაგრამ კი აღარ სძოვდნენ, არამედ წიწკნიდნენ გემრიელ ბალახს. მთე-ლი რემა შეუმჩნევლად მიიწევდა წინ, ერთი მიმართულებით. და კვლავ, ყველაზე წინ დინჯად მსვლელი ბებერი ოტროველა უჩვენებდა, საითკენ უნდა ევლოთ. ახალგაზ-რდა შავრა ყარაჩა, რომელსაც პირველად იმ წელს მოეგო კვიცი, წამდაუწუმ ხვიხვი-ნებდა და, კუდაპრეხილი, ფრუტუნით მოუხმობდა თავის ტრედანა კვიცს; ხასხასა და კრიალაბეწვიანი ატლასურა თავს ისე ხრიდა, რომ შავი სალუქი ფოჩი შუბლსა და თვალებს უფარავდა. გაეთამაშებოდა ბალახს, მოწიწკნიდა, მერე გასტყორცნიდა და გასთელავდა ნამით გალუმპული, შებანჯგვლილი ქაჩაჩიანი ფეხით. ერთ მოზრდილ კვიცს ალბათ ეგონა, რაღაცას ვთამაშობო, ჯიღასავით აეწია მოკლე ხუჭუჭა კუდი და უკვე ოცდამეექვსეჯერ უვლიდა გარს დედამისს, რომელიც დინჯად წიწკნიდა ბა-ლახს. ის უკვე შეჩვეოდა შვილის ხასიათს, მხოლოდ ხანდახან უბღვერდა დიდრონი შავი თვალებით.
ერთ ყველაზე პაწაწკინტელა თავკომბალა შავ კვიცს, რომელსაც გასაოცად ამოჩროდა ფოჩი ყურებშუა და კუდიც ჯერ ისევ იმ მხარეს მოეხარა, საითკენაც დე-დის მუცელში ჰქონდა შეკეცილი, დაეყვლიპა უაზრო თვალები და ერთ ადგილზე გა-შეშებული, ჩაციებით უმზერდა მეორე კვიცს, ჭენებით უკან-უკან რომ იხევდა, და ვინ იცის, შურდა მისი თუ კიცხავდა, ასე რად იქცევაო. ზოგი დრუნჩით ელამუნებოდა და წოვდა ძუძუს; ზოგი, ვინ იცის, რატომ, აინუნშიაც არ აგდებდა დედების ძახილს, მოკ-რძალებული ჩორთით მიჰქროდა პირდაპირ მეორე მხარეს, თითქოს რაღაცას დაეძებ-და და შემდეგ, კვლავ, ვინ იცის, რატომ, შეჩერდებოდა და ჭიხვინებდა სმენისწამღები განწირული ხმით; სხვები ერთად ეყარნენ ჭერეხივით; ზოგი სწავლობდა ბალახის ძოვას; ზოგიც უკანა ფეხით ყურის ძირს იფხანდა; ორი მაკე ცხენი განცალკევებით დინჯად მიაბიჯებდა და განაგრძობდა ძოვას. ეტყობოდა, მათ მდგომარეობას პატივს სცემდნენ სხვები, ახალგაზრდებიდან ვერავინ ბედავდა მათთან მიახლოებასა და ხე-ლის შეშლას. თუ რომელიმე გიჟმაჟი და მოუსვენარი მოიწადინებდა მიახლოებას, მა-შინ ყურისა და კუდის ოდნავი შერხევაც კი საკმაო იყო, ჩაფიქრებოდნენ თავიანთი საქციელის უხამსობას.
ერთწლიანი ფაშატი კვიცები თავს იკატუნებენ, ვითომდა დიდები და დარბა-ისლები ვართო, ზოგჯერ შეკუნტრუშდებიან და მხიარულ თავყრილობას ადგენენ. ისინი დინჯად წიწკნიან ბალახს, მოუზნექიათ გედისებური, შეკრეჭილი კისერი, და თითქოს ჩვენც კუდები გვაქვსო, აქიცინებენ თავიანთ საგველებს. ზოგიერთები დი-დებივით წვებიან და წამოგორდებიან მიწაზე ანდა ფხანენ ერთმანეთს. ყველაზე მხია-რული კომპანია ორწლიანი, სამწლიანი და მარტოხელა ფაშატებისაა. ისინი თითქმის ყველანი ერთად და განცალკევებით, გროვა-გროვად რონინებენ მხიარულ გუნებაზე მყოფი გოგონებივით. გაისმის თქარათქური, ხვივილი, ჭიხვინი, ფრუტუნი, ისინი იკ-რიბებიან. ერთმანეთს მხარზე ადებენ თავს, დაყნოსავენ, აცმუკდებიან და ზოგჯე კუ-დაპრეხილნი ნახევრად თოხარიკით, ნახევრად ჩორთით ამაყად და კეკლუცად დანა-ვარდობენ ამხანაგებში. ამ ახალგაზრდობის პირველი თვალსაჩინო და შემაქცევარი
იყო ერთი ცელქი ქურანა ფაშატი. მის ოინებს სხვებიც ბაძავდნენ. საითკენაც წავიდო-და, იქითკენ გაემართებოდნენ ჯგროდ ლამაზმანები. ეს ფაშატი განსაკუთრებულ ხა-ლისიან გუნებაზე იყო იმ დილით. რაღაც სასიამო ხუშტურმა მოუარა, ადამიანებსაც რომ მოუვლის ხოლმე. ჯერ ისევ სარწყულებელთან ყოფნისას, გაამასხარავა ბებერი ლაფშა, გაინავარდა მდინარის გასწვრივ, მოიგონა, თითქოს რაღაცის შემეშინდაო, და-იჭიხვინა და გაქანდა მინდორში, ისე რომ ვასკა ჭენებითვე უნდა გამოკიდებოდა მას და მასთან ატორღიალებულ ცხენებს. შემდეგ, ცოტათი რომ წაიბალახა, ერთ ხანს წა-მოგორდა, მერე დედაბრებს წინ აეტუზა და აბრაზებდა მათ; შემდეგ დედას ერთი ძუ-ძუმწოვარა კვიცი ჩამოარჩინა და გარშემო უვლიდა, თითქოს უნდა უკბინოსო. დედა შეშინდა და თავი ანება ბალახის ძოვას. ძუძუმწოვარა კი საცოდავად ჭიხვინებდა, მაგრამ ცელქმა ფაშატმა სულაც არ ახლო ხელი, მხოლოდ ოდნავ დააფრთხო იგი და კარგი სანახაობა განუმზადა ამხანაგებს, თანაგრძნობით რომ შეჰყურებდნენ მის ოი-ნებს. შემდეგ განიზრახა გაებრუებია პატარა ლურჯა ცხენი, რომელიც წყალგაღმა, ჭვავნარში, კავში შებმული ჩაატარა ერთმა გლეხკაცმა. ფაშატი ამაყად და ოდნავ გვერ-დულად შეჩერდა, თავი ასწია, შეიბერტყა და საამური, ნაზი და გაბმული ხმით დაი-ჭიხვინა. ამ ჭიხვინში გამოვლინდა სიცელქეც, გულისთქმაც და ოდნავი სევდაც. შიგ ჩაქსოვილი იყო ლტოლვაც, სიყვარულის საზეიმო აღთქმაც და მისგან გამოწვეული ურვა-ნაღველიც.
აი, ხშირ ლელიანში ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბის ღალღა და ვნებია-ნად ეხმიანება გულისტოლს. აი, გუგული და მწყერი ხოტბას ასხამენ სიყვარულს და ყვავილები ქარის დახმარებით უგზავნიან ერთმანეთს სურნელოვან მტვერს.
«ნორჩი ვარ, თანაც კარგი და ღონიერი, — ისმოდა გიჟმაჟი ფაშატის ჭიხვინში, — ოღონდ აქამდე არ განმიცდია ამ გრძნობის სიტკბო-სიამე, და არათუ განმიცდია, ჯერ არც ერთ მიჯნურს არ შევუმჩნევივარ».
ამ საგულისხმიერო ჭიხვინმა ნაღვლიანად და ახალგაზრდულად გაიხმიანა ვა-კე-მინდვებში და შორიდან შეესმა იმ ლურჯა ცხენს. მან ყურები ცქვიტა და შეჩერდა. გლეხმა ქალამანი ამოჰკრა, მაგრამ ლურჯა მოხიბლა ვერცხლივით წკრიალა შორე-ულმა ჭიხვინმა და იმანაც ჩაიხვიხვინა. გლეხი გაუჯავრდა, ჩაჰკრა აღვირი პირში და გამეტებით აძგერა ფაშვში ქალამნის ჭვინტი. ცხენმა შეწყვიტა ჭიხვინი და გზა განაგ-რძო. მაგრამ ლურჯა ცხენმა სიამე იგრძნო და დანაღვლიანდა. შორეული ჭვავნარები-დან ცხენთა რემამდე კვლავ დიდხანს აღწევდა ჟინმორეული ხვიხვინი და გაბრაზე-ბული გლეხკაცის შეძახილები.
უკეთუ ამ ერთი ხმის გაგონებამ ისე გააგიჟა ლურჯა ცხენი, რომ ყველაფერი გა-დაავიწყა, რაღა მოუვიდოდა, ის კეკლუცი და ანცი ფაშატი რომ დაენახა, როგორ უხ-მობდა ლურჯას ყურებდაცქვეტილი და ნესტოებდაბერილი, თან ფრთხვინავდა და ისე ისუნთქავდა ჰაერს, თანაც სადღაც მიისწრაფოდა აღტყინებული, სულ ერთიანად უთრთოდა და უცახცახებდა ნორჩი და ლამაზი სხეული.
მაგრამ ანცი ფაშატი დიდხანს როდი ჩაფიქრებია თავის შთაბეჭდილებებს. რო-დესაც ლურჯას ხმა მიწყდა, ერთი კიდევ ჩაიხვიხვინა გამქირდავად და, თავჩაღუ-ნულმა, მიწას დაუწყო ფხოჭნა. შემდეგ კი გაემართა ამლაყი ლაფშას გასაღვიძებლად და გასაბრაზებლად. ეს ბედნიერი ახალგაზრდობა დღენიადაგ აწვალებდა და აპამპუ-ლებდა ამლაყ ლაფშას. ეს ახალგაზრდობა ადამიანებზე მეტად სტანჯავდა მას, თუმცა არც ერთი მათგანისათვის არაფერი დაშავებია. ადამიანებისათვის გამოსადეგი კი იყო. მაშ რად აწვალებდნენ ასე ჯეელი ცხენები?


IV
ის ბებერი იყო, ისინი — ახალგაზრდები; ის გამხდარი იყო, ისინი — მაძღარნი და ჩასუქებულნი; ის დაღვრემილი იყო, ისინი კი — მხიარულნი. მაშასადამე, ის იყო სავსებით უცხო, გარეშე, სულ სხვა არსება, და არ შეიძლებოდა მისი შებრალება. ცხე-ნები იბრალებენ მარტოოდენ თავიანთ მსგავსთ, ზოგჯერ მხოლოდ მათ, რომელთა მსგავსად წარმოიდგენენ თავს. მაგრამ განა რა დააშავა ამლაყმა ლაფშამ იმით, რომ ის ბებერი, მჭლე და გონჯი იყო?..
თითქოს არაფერი; მაგრამ, ცხენების აზრით, იგი დამნაშავე იყო, და ყოველ-თვის მართალნი არიან მხოლოდ ძლიერნი, ახალგაზრდები და ბედნიერები, ისინი, ვისაც მომავალი უღიმის, ისინი, ვისაც უსარგებლო დაძაბულობისაგან უთრთის ყო-ველი კუნთი და კუდი პალოსავით აქვთ აბზეკილი. იქნებ თვით ამლაყ ლაფშასაც ეს-მოდა ეს და მყუდროებისა და სიმშვიდის ჟამს ეთანხმებოდა კიდეც, ამ ცხოვრების საზღვაურს ვიხდიო; მაგრამ მაინც ცხენი იყო და ხშირად არ შეეძლო თავის შეკავება შეურაცხყოფის, მწუხარებისა და გულისწყრომის გრძნობათაგან — როცა შეჰყურებდა მთელ ამ ახალგაზრდობას — სწორედ იმის გამო, რომ სტანჯავდნენ იმას, რადაც ყვე-ლანი თვითონვე გახდებოდნენ სიცოცხლის ბოლოს. ცხენების შეუბრალებლობის მი-ზეზი იყო აგრეთვე არისტოკრატული გრძნობაც. თითოეულ მათგანს თავისი საგვა-რეულო ნუსხა დედის მხრით გამოჰყავდა სახელგანთქმული მერნიდან, ხოლო იმ ამ-ლაყის სადაურობა კაცმა არ იცოდა, ამლაყი გადამთიელი გახლდათ, — სამი წლის წი-ნათ ოთხმოცი მანეთის ქაღალდის ფულად ბაზარში ნაყიდი.
ქურანა ფაშატი, ვითომც ვსეირნობო, ზედ ცხვირთან აეტუზა ამლაყ ლაფშას და მხარი გაჰკრა. ამლაყმა უკვე იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს, თვალგაუხელელად დაწკურა ყურები და კბილები დაკრიჭა. ფაშატი შებრუნდა, გავა მიუშვირა და ისე დადგა, თითქოს წიხლი უნდა ეკრა. ლაფშამ თვალი გაახილა და გაეცალა. ძილი გაუკრთა და ბალახის ძოვას შეუდგა. ამხანაგებით გარშემოხვეული ანცი ფაშატი კვლავ მიადგა ლაფშას. ერთი ქაჩალი და ნამეტნავად ტუტრუცანა ორი წლის კვიცი, ყოველთვის ქუ-რანას მიმბაძველი და ყველაფერში მისი მიმდევარი რომ იყო, მასთან ერთად მიეახლა ამლაყ ლაფშას და როგორც წამხედურებს სჩვევიათ, გადააჭარბა კიდეც ქურანა კვიცს ანცობაში: ჩვეულებრივ მიუახლოვდებოდა ამლაყს, ვითომდა რაღაც საქმისათვის; ზედ ცხვირთან ჩაუვლიდა და არც კი შეხედავდა. ასე რომ, ამლაყმა არ იცოდა, გავუბ-რაზდე თუ არაო, და ეს მართლაც სასაცილო გამოდიოდა.
ქურანა ახლაც ასე მოიქცა. მაგრამ ქაჩალი, კვალდაკვალ რომ მიყვებოდა მას და განსაკუთრებით მხიარულ გუნებაზე იყო, უკვე მკერდით დაეტაკა ლაფშას. ლაფშამ კვლავ დაკრიჭა კბილები, დაიხვიხვინა, მისთვის მოულოდნელი სიმკვირცხლით გა-მოენთო ქაჩალ კვიცს და ბარკალზე უკბინა. ქაჩალმა ტყუპ-ტყუპი წიხლი მაგრად ჩაა-ზილა მოხუცს გაძვალტყავებულ გვერდებში. მოხუცი ახროტინდა, უნდოდა კვლავ გამოსდგომოდა, მაგრამ გადაიფიქრა, მძიმედ ამოიხვნეშა და გაეცალა მათ. როგორც ჩანდა, ჯოგის ახალგაზრდობამ ითაკილა უტიფარი თავხედობა, ამლაყმა ლაფშამ რომ აკადრა ქაჩალ კვიცს. მთელი დანარჩენი დღე სულ არ მისცეს ჭამის საშუალება და ერ-თი წუთითაც არ მოასვენეს, ისე რომ მეჯოგემ ბევრჯერ დატუქსა ისინი და ვერც კი გაეგო, რა დაემართათო.
ლაფშა ისე იყო განაწყენებული, რომ თვითონ მივიდა ნესტორთან, როცა მო-ხუცმა ჯოგის უკან გამორეკვა დააპირა, და კიდევ უფრო ბედნიერად და დამშვიდე-ბულად იგრძნო თავი, როცა შეკაზმეს და ზურგზე შეაჯდნენ.
ღმერთმა იცის, რას ფიქრობდა დროული ლაფშა, როცა მოხუც ნესტორს მიაჩაქ-ჩაქებდა; დადარდიანებლი ფიქრობდა აბეზარ და გულქვა ახალგაზრდობაზე, მოხუც-
თათვის ჩვეული აბუჩადამგდები და მდუმარე სიამაყით ყველაფერს უთმობდა შეუ-რაცხმყოფელთ, შინ მისვლამდე არაფრით ამჟღავნებდა გულისთქმას.
იმ საღამოს ნესტორს ნათლიმამები ესტუმრნენ, და, როცა ცხენის ჯოგი ქოხებ-თან ჩაატარა, წინკართან მიბმული ცხენიანი ფორანი შენიშნა. რემა ეზოებში შერეკა. ძალზე ეჩქარებოდა, — ლაფშა უნაგირმოუხდელად შეუშვა ეზოში და ვასკას დაუძახა, ამლაყს უნაგირი მოხადეო, ხოლო თვითონ ჭიშკარი დაკეტა და სტუმრებისაკენ გაე-მართა. რადგან ამ «ქეციანმა სალახანამ», ბაზარში ნაყიდმა და უთვისტომომ, შეურაც-ხყო მერნის ნაშიერი ქაჩალი კვიცი და ამით შებღალა მთელი მისი არისტოკრატული გრძნობა, თანაც იმის გამო, რომ მაღალუნაგირიანი და უმხედრო ლაფშა ახირებულ-ფანტასტიკურ სანახაობას წარმოადგენდა ცხენებისათვის, იმ ღამით თავლაში რაღაც არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა. ახალგაზრდა და ბებერი ცხენები კბილებდაკრეჭი-ლი დასდევნენ ამლაყ ლაფშას და დაატრიშინებდნენ მთელ ეზოში; ისმოდა წიხლე-ბის ხათქა-ხუთქი მოხუცის ჩაცვენილ ფერდებზე და მძიმე ხვნეშა. ლაფშამ ვეღარ შეძ-ლო ამის ატანა და შუა ეზოში შეჩერდა; წამოეძალა ბეჩავი სიბერის საზარელი და უმ-წეო გააფთრება და სასოწარკვეთილება; ყურები დაწკურა, და ანაზდად მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ყველანი ჩააჩუმა. ამლაყს მიუახლოვდა ერთი ბებერი ფაშატი — სახე-ლად ალაწოდა. დაყნოსა ლაფშა და ამოიოხრა. ლაფშამაც ამოიხვნეშა...


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Sat Mar 12, 2011 2:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევ ტოლსტოი   Sat Mar 12, 2011 2:09 pm

ნიკა აგიაშვილის თარგმანი რუსულიდან
«ნაკადული“ 1978

«ფეხმარდი» წარმოადგენს ამლაყი ლაფშას სევდიან თავგადასავალს. მოთხრობაში ლევ ტოლსტოისებური მხატვული ოსტატობით არის ასახული მაშინდელი მცონარე საზოგადოების სიყალბე და სიმახინჯე. ცხენმა თითქოს ადამიანის თვალით დაინახა ყოველივე ეს, გააშიშვლა და დაგმო სიცრუითა და ძალადობით აღსავსე სამყარო.
ეძღვნება მ. ა. სტახოვიჩის ხსოვნას1 (1 ეს სიუჟეტი მოიფიქრა «ღამის საძოვრისა» და «ცხენოსნების» დამწერმა მ. ა. სტახოვიჩმა; ხოლო ავტორს გადასცა ა. ა. სტახოვიჩმა.)



ლევ ტოლსტოი

ფეხმარდი ცხენის ამბავი


(გაგრძელება)

V
მთვარით განათებულ შუა ეზოში იდგა კოტებაშვერილი მაღალი უნაგირით მოკაზმული ჯაგლაგი ლაფშა. გარს შემორტყმოდნენ ცხენები, უძრავნი და ღრმა მდუ-მარებაში ჩაძირულნი, თითქოს მისგან რაღაც ახალი და არაჩვეულებრივი ამბავი გაი-გესო. და მართლაც, გაიგეს ახალი და არაჩვეულებრივი ამბავი.
აი, რა შეიტყვეს მისგან...
პირველი ღამე
დიახ, მე ვარ ბედაურ პირველისა და ბანოვანის შვილი. საგვარეულო ნუსხით გლეხ პირველს მიწოდებენ. მე ვარ გლეხი პირველი გვარტომობის მიხედვით, მდაბი-ურად კი ფეხმარდი. ასე შემარქვა ხალხმა სწრაფი და მკვირცხლი სიარულის გამო, რომლის ბადალი რუსეთში არ მოიძევებოდა. მთელ დუნიაზე არ მოიპოვებოდა ჩემზე უფრო ჯიშიანი ცხენი. არასოდეს გაგიმხელდით ამას. აბა რა საჭიროა? ვერასოდეს მიცნობდით მე, ისე როგორც ვეღარ მიცნო ხრენოვოში ჩემთან ერთად ნამყოფმა ალა-წოდამ, მხოლოდ ახლა რომ გამომეცნაურა. ახლაც არ დამიჯერებდით, ეს ალაწოდა რომ არ მიდასტურებდეს. არასოდეს გაგიმხელდით ამას. არაფრად მეპიტნავება ცხე-ნების სიბრალული. მაგრამ თქვენ გნებავთ ეს. დიახ, მე ის ფეხმარდი ვარ, რომელსაც ასე დაეძებენ და ვერ პოულობენ ცხენთმოყვარულნი, ის ფეხმარდი ვარ, რომელსაც იცნობდა თვითონ გრაფი და მერე ცხენთსაშენიდან გამაძევა, რადგან მის საყვარელ გედს გავუსწარი მარულაში...
როცა დავიბადე, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ამლაყი, ვფიქრობდი, ცხენი ვარ-მეთქი. მახსოვს, ჩემი ბალნის გამო პირველმავე შენიშვნამ ძალზე გაგვაოცა მეც და დედაჩემიც. დავიბადე ალბათ ღამით; დილით, უკვე დედის გალოკილი, ფეხზე ვი-დექი. მახსოვს, სულ რაღაც მინდოდა, და სულ ყველაფერი ძალზე გასაოცარი და ნა-მეტნავად უბრალო მეჩვენებოდა. ჩვენი თავლა მოთავსებული იყო გრძელ დათბუნე-ბულ დერეფანში. მისი გისოსიანი კარიდან ყველაფერი ჩანდა.
დედაჩემი მომიშვერდა ჯიქანს. ჯერ კიდევ ისე მიამიტი ვიყავი, ცხვირს ხან მის წინ ფეხებში ჩავჩრიდი, ხან გეჯაში. უცბად დედაჩემმა გისოსიანი კარისაკენ მიხედა, გადმომალაჯა და გამეცალა. თავლაში იჭვრიტებოდა მორიგე მეჯოგე.
— დახე ამას, ბანოვანს კვიცი არ მოუგია? — თქვა მან და ურდული გადასწია. მერე ახლად დაფენილ ჩალაზე ფეხი შემოდგა და ხელები მომხვია. — ერთი შეხედე, ტარას, — წამოიძახა მან, — რა ჭრელია, მთლად კაჭკაჭივით არაა?
ხელიდან გავუსხლტი და წავიბორძიკე.
— ხედავ ამ ეშმაკის ფეხს! — წარმოთქვა მან.
დედაჩემი აწრიალდა, მაგრამ აღარ მომეშველა, მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა და ოდნავ განზე გადგა. მოვიდნენ სხვა მეჯინიბეები და ცქერა დამიწყეს. ერთ-ერთი მათ-განი უფროს მეჯინიბესთან გაექანა სამახარობლოდ.
ყველანი იცინოდნენ. მიმზერდნენ ხატაველ ტანზე და სხვადასხვანაირ უცნა-ურ სახელს მარქმევდნენ. მე კი არა, დედაჩემსაც არ ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელო-ბა. აქამდე ჩვენს ნათესაობაში არ გამორევია არც ერთი ამლაყი. არ გვიფიქრია, ეს საა-უგო რაიმე თუ იყო. ხოლო მაშინ ყველა აქებდა ჩემს აგებულებასა და ძალ-ღონეს.
— დახე, რა ცქვიტია, — ამბობა მეჯინიბე, — ვერაფრით დააოკებ.
ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა უფროსი მეჯინიბე და გააოცა ჩემმა ფერმა; ის კი არა, ნაწყენიც ჩანდა.
— ვის გამოემსგავსა ასეთი გონჯი? — წარმოთქვა მან. — ახლა მაგას გენერალი ცხენთსაშენში აღარ დატოვებს. ეჰ, ბანოვანო, ეს რა მიყავი, რად მაზარალე? — მიმარ-თა დედაჩემს. — ქაჩალი მაინც შეგძენოდა, ვითომ ეს ამლაყი რაღა იყო!
დედაჩემმა არაფერი უპასუხა და, როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში, კვლავ ამოიხვნეშა.
— რომელ ეშმაკს გამოემსგავსა ასეთი გლეხუჭა, — განაგრძობდა უფროსი მე-ჯინიბე, — ცხენთსაშენში მისი დატოვება არ იქნება, სირცხვილია! ისე კი კარგი ხვი-თოა, კარგი მოუვა მაგის თავსა და ტანსა! — ამბობდა ის, და ყველა ჩემი მნახველი ეთანხმებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ თვითონ გენერალი მოვიდა ჩემს სანახავად, და ყვე-ლანი კვლავ რაღაცით იყვნენ შეშფოთებულნი, გვაგინებდნენ მეც და დედაჩემსაც ჩე-მი ბალნის ფერისათვის. «მაგას რა ვუთხრა, კარგი ეგ იყოს», — გაიძახოდნენ ჩემს და-ნახვაზე.
გაზაფხულამდე ჩვენ-ჩვენ დედებთან ერთად ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. ხო-ლო ხანდახან, როცა მზე უკვე ალღობდა თოვლს თავლათა სახურავებზე, დედებია-ნად გვიშვებდნენ ახალი ჩალით დაფენილ ხალვათ ეზოში. იქ პირველად გავიცანი ყველა ახლობელი და შორეული ნათესავი. იქ ვნახე, როგორ გამოდიოდა სხვადასხვა კარიდან იმ დროის ყველა სახელგანთქმული ფაშატი თავის კვიციანად. იქ იყვნენ ბე-ბერი ჰოლანდიელი, მერნის ასული — ყარაჩა, ქურანა, საფერხე ტრედანა — ყველა მა-შინდელი სახელმოხვეჭილი ცხენი იკრიბებოდა იქ კვიციანად, დასეირნობდნენ მზი-გულზე, კოტრიალობდნენ ალერდზე და უბრალო ცხენებივით ყნოსავდნენ ერთიმეო-რეს. დღემდე არ ძალმიძს დავივიწყო იმ დროის ლამაზმანებით სავსე თავლა. ვერ და-იჯერებთ და ფიქრადაც არ მოგივათ, ახალგაზრდა და მარდი რომ ვიყავი, მაგრამ ეს ასე იყო. სწორედ ეს ალაწოდა იქ გახლდათ, მაშინ ჯერ კიდევ ერთი წლის კვიცი, საყ-ვარელი, მხიარული და ცქრიალა; მაგრამ საწყენად ნუ დაურჩება და, თუმცა ახლა ჩვენს შორის იშვიათი ჯიშის ცხენად ითვლება, მაშინ ყველაზე ცუდი კვიცი იყო. ამას თვითონვე დაგიდასტურებთ.
ადამიანებისაგან ათვალწუნებული ჩემი სიჭრელე მეტისმეტად მოეწონათ ცხე-ნებს; ყველანი გარს შემომეხვივნენ, ჩემი მზერით ტკბებოდნენ და მელოლიავებოდ-ნენ. უკვე მავიწყდებოდა ადამიანთა სიტყვები ჩემ სიჭრელეზე და არხეინად ვიყავი. მაგრამ მალე მეწვია პირველი დარდი ჩემს სიცოცხლეში და ამის მიზეზი დედაჩემი იყო. როცა უკვე თოვლმა დნობა დაიწყო, ლაფაროში ბეღურები აჟივჟივდნენ და ჰაერ-ში უფრო ძალუმად დატრიალდა გაზაფხულის სურნელი, დედაჩემმა გული აიყარა ჩემზე. მთლად შეეცვალა ზნე და ხასიათი, ხანდახან უეცად, ყოვლად უმიზეზოდ და-იწყებდა თამაშსა და ეზოში კუნტრუშს, რაც სულ არ შეჰფეროდა მის ასაკს, ხან ჩაფიქ-რდებოდა და აჭიხვინდებოდა, ზოგჯერ კბენდა და წიხლსა სცემდა დობილ-ფაშა-ტებს, ხანდახან დამყნოსავდა და უკმაყოფილოდ ფრუტუნებდა, ხან გავიდოდა მზი-გულზე, თავს მხარზე დაადებდა თავის ბიძაშვილ ზერდაგს — დიდხანს ჩაფიქრებუ-ლი ფხანდა ზურგს და აღარ მაძლევდა ძუძუს. ერთხელ მოვიდა უფროსი მეჯინიბე, ბრძანა ამოედვათ მისთვის ავშარა, და დედაჩემი თავლიდან გაიყვანეს. დაიჭიხვინა, მეც გავეხმაურე და გავედევნე, მაგრამ არც კი მომიხედა. ტარასი მეჯინიბემ ორივე ხე-ლი დამავლო იმ დროს, როცა დედაჩემის უკან კარს ხურავდნენ.
მე გავიწიე. მეჯინიბე თივაზე დავანარცხე, მაგრამ კარი ჩაეკეტათ. მესმოდა მარტოოდენ დედაჩემის თანდათან მინელებული ჭიხვინი და იმ ჭიხვინში სულ სხვაგვარი ძახილი, რასაც შორიდან ძალუმად გაეხმიანა, როგორც მერე გავიგე, აჯილ-ღა პირველი. იგი დედაჩემთან პაემანზე მიჰყავდა მეორე მეჯინიბეს.
აღარ მახსოვს, როგორ გავიდა ტარასი ჩემი თავლიდან. ძალზე გულჩათუთქუ-ლი ვიყავი. ვგრძნობდი, სამუდამოდ დავკარგე დედაჩემის სიყვარული. ყველაფერიც იმიტომ მოხდა, ამლაყი რომ ვარ-მეთქი, ვფიქრობდი. მომაგონდა, რასაც ადამიანები ამბობდნენ ჩემი ბალნის დანახვაზე და ბრაზისაგან თავი და მუხლები მანამ ვუხათ-ქუნე კედლებს, ვიდრე მთლად ოფლად არ გავიწურე, და ღონემიხდილი არ ჩავიკეცე.
რამდენიმე ხნის შემდეგ დამიბრუნდა დედაჩემი. მესმოდა, ჩორთითა და უჩვე-ულო ქევქევით როგორ მოგოგმანობდა დერეფანში. ჩვენს თავლასთან მოირბინა. კარი გაუღეს. ვეღარ ვიცანი, — ისე გაჯეელებული და გამშვენიერებული მეჩვენა. დამყნო-სა, დაიფრთხვინა და ახვიხვინდა. მთელი თავისი ქცევით დამარწმუნა, აღარ მიყვარ-ხარო.
მიამბობდა აჯილღას სილამაზესა და სიყვარულზე. ისინი კვლავ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ჩემი და დედის ურთიერთობა თანდათან უსულგულო ხდებოდა.
მალე საბალახოდ გაგვრეკეს. ამ დღიდან განვიცადე ახალი სიხარული, რამაც დედაჩემის სიყვარულის მაგივრობა გამიწია. უკვე გამიჩნდნენ მეგობრები და ამხანა-გები. ერთად ვსწავლობდით ბალახის ძოვას, დიდებივით ჭიხვინს და კუდაპრეხილ-ნი წრე-წრე დავნავარდობდით ჩვენ-ჩვენი დედების გარშემო. ეს იყო ბედნიერი დრო. ყველაფერს მითმობდნენ, ყველას ვუყვარდი, მესიყვარულებოდნენ და ლმობიერებით უმზერდნენ ყველაფერს, რაც უნდა ჩამედინა. მაგრამ ამანაც დიდხანს როდი გასტანა. მალე საშინელი ამბავი დამატყდა თავს. — ლაფშამ მძიმე-მძიმედ ამოიოხრა და გაეცა-ლა ცხენებს.
დიდი ხანია ირიჟრაჟა. აჭრიალდა ჭიშკარი, ნესტორი გარეთ გამოვიდა. ცხენე-ბი დაიშალნენ. მერემემ ლაფშას უნაგირი შეუსწორა და რემა გამორეკა.


VI
მეორე ღამე

როგორც კი შერეკეს ცხენები თავლაში, ისინი კვლავ გარს შემოერტყნენ ამ-ლაყს.
— აგვისტოში დამაშორეს დედას, — განაგრძობდა ლაფშა, — არც მიგრძვნია განსაკუთრებული წუხილი. ვხედავდი, დედაჩემი მაკედ იყო ჩემს უმცროს ძმაზე, სა-ხელგანთქმულ უსანზე, და უკვე აღარ ვგავდი წინანდელს. როდი ვეჭვიანობდი, მაგ-რამ ვგრძნობდი, გული ამიცრუვდა დედაჩემზე. გარდა ამისა, ვიცოდი, მოვხვდებოდი კვიცების საერთო განყოფილებაში, სადაც ორ-ორი და სამ-სამი ვცხოვრობდით ერ-თად და ყოველდღე ახალგაზრდები ჯგროდ გამოვეფინებოდით გარეთ. მე საყვარე-ლასთან ერთად ვიდექი თავლაში. საყვარელა საფერხე ცხენი გახლდათ, მერე იმპერა-ტორს დაატარებდა, თანაც მის სურათებს ხატავდნენ და აქანდაკებდნენ კიდეც. მაშინ ჯერ კიდევ უბრალო ძუძუმწოვარა იყო, ხასხასა და ნაზი ბალანი ჰქონდა, გედისებუ-რად მოღაღვინებული კისერი, ლარივით სწორი და მოქნილი ფეხები. მუდამ მხიარუ-ლი, გულკეთილი და თავაზიანი, ყოველთვის მზად იყო ეთამაშნა, ელოშნა და მასხა-რად აეგდო ცხენი თუ ადამიანი. რადგან ერთად ვცხოვრობდით, ჩვენდა უნებლიეთ დავმეგობრდით და ეს მეგობრობა არ შეწყვეტილა მთელი ჩვენი ახალგაზრდობის მანძილზე. იგი მხიარული და შეპრეტილი იყო. სწოედ მაშინ წამოიწყო მიჯნურობა, ეკურკურებოდა ნორჩ-ნორჩ ფაშატებს და დასცინოდა ჩემს უმანკოებას. ჩემდა საუბე-დუროდ, თავმოყვარეობით ატროკებულმა მივბაძე მას და ძალიან მალე მეც შემომეგ-ზნო მიჯნურობის ალი. ეს ნაადრევი აცუნცრუკება გახდა ჩემი ცხოვრების უდიდესი ცვლილების მიზეზი. მოხდა ისე, რომ მე შევტოპე... ალაწოდა ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი, განსაკუთრებით ველოლიავებოდით ერთმანეთს, შემოდგომის ბოლოს კი შევამჩნიე, თავს მარიდებდა და აღარ მეკარებოდა.
მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი პირველი სიყვარულის მთელი ამ ბედუკუღ-მართი ამბით, ალაწოდას კარგად ახსოვს ჩემი უგუნური გატაცება, რამაც ძირფესვია-ნად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
დაგვერივნენ მერემენი. ალაწოდა სადღაც გააგდეს, მე კი მაგრად მიმბეგვეს. სა-ღამოს განსაკუთრებულ თავლაში შემაგდეს, მთელი ღამე ვჭიხვინებდი, თითქოს გუ-ლი მიგრძნობდა ხვალინდელი დღის საშინელ ამბებს.
დილით ჩემი თავლის დერეფანში შემოვიდნენ გენერალი, უფროსი მეჯინიბე, მეჯინიბეები და მერემენი; ატყდა ერთი ალიაქოთი. გენერალი ტუქსავდა უფროს მე-ჯინიბეს, იგი თავს იმართლებდა, მე როდი ვისურვე მაგის მიშვება, მეჯინიბეებმა თვითნებურად ჩაიდინესო. გენერალმა ბრძანა, ყველას გაგამათრახებთო, ხოლო ურა-კვიცები აქედან მოაშორეთო. უფროსი მეჯინიბე დაჰპირდა, ყველაფერს შევასრულებ-თო. დაშოშმინდნენ და წავიდნენ. არაფერი მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაცას მი-პირებდნენ...
მეორე დღიდან სამუდამოდ შევწყვიტე ჭიხვინი. ის გავხდი, რაც ახლა ვარ. მთელ საწუთროს ფერი ეცვალა ჩემს თვალში. აღარაფერი მახარებდა. ფიქრებში ჩაძი-რულს დანა პირს არ მიხსნიდა. პირველ ხანებში ყველაფერი შემძაგდა. აღარც ვსვამ-დი, აღარც ვჭამდი, სიარულიც შევწყვიტე, თამაშზე ხომ ფიქრიც არ ღირდა. ხანდახან მომენატრებოდა ტლინკების სროლა, გაჭენება, დაჭიხვინება. მაგრამ მაშინვე გამიელ-ვებდა საშინელი კითხვა: რისთვის? რატომ-მეთქი? და ქანცი მიწყდებოდა.
ერთ საღამოს მასეირნებდნენ; სწორედ იმ დროს, როცა მინდვრიდან რემა უკან უნდა მოერეკათ, ბუტბუტად გამდგარ მტვრის კორიანტელში შორიდანვე გავარჩიე ყველა ჩვენი ნაცნობი ცხენი. მომესმა მხიარული ხვიხვინი და თქარათქური. თუმცა კეფას მტკენდა ავშარის თოკი, მაგრამ მაინც შევჩერდი და ისე ვუმზერდი მოახლოე-
ბულ ჯოგს, როგორც სამარადჟამოდ დაკარგულ და დაუბრუნებელ ბედნიერებას უმ-ზერენ. ისინი ახლოვდებოდნენ, სათითაოდ ვარჩევდი ყველა ჩემს ნაცნობს, ლამაზ, დიდებულ, ზორბა და ჩათქვირებულ ფიგურას. ზოგიერთმა მათგანმა გამოიხედა ჩემ-კენ. მეჯინიბემ მოჰქაჩა ავშარა, მაგრამ ტკივილს აღარ ვგრძნობდი. ფიქრებმა წამიღო. მაგრამ ტკივილს აღარ ვგრძნობდი. ფიქრებმა წამიღო. ჩემდა უნებურად წინანდებუ-რად დავიჭიხვინე და ჩორთით წავგოგმანდი; მაგრამ ჩემი ჭიხვინი სევდიანად, სასა-ცილოდ და უცნაურად დაირხა. ჯოგში არავის გაუცინია, — მაგრამ შევნიშნე, ბევრმა მათგანმა თავაზიანობისათვის ზურგი მაქცია. მათთვის, ალბათ, მე ვიყავი საძაგელი, საცოდავი, ბილწი, და რაც მთავარია, სასაცილო არსება. მათ სასაცილოდ მიაჩნდათ ჩემი გაკნაჭული საჯაყი კისერი, ვეებერთელა თავი (ამ დროს გამხდარი ვიყავი), ჩემი აწოწილი უშნო ფეხები და ის სულელური ჩორთით ქევქევი, ძველი ჩვეულებისამებრ მეჯინიბის გარშემო რომ ვუვლიდი. არავინ გამოხმაურებია ჩემს ჭიხვინს. ყველამ პი-რი ამარიდა. ანაზდად ყველაფერს მივხვდი, მივხვდი, რაოდენ სამუდამოდ შორეული გავხდი თითოეული მათგანისათვის, აღარც კი მახსოვს, როგორ დავბრუნდი შინ მე-ჯინიბესთან ერთად.
წინათაც ვცდილობდი დარბაისლობა და სიდინჯე გამომეჩინა, ახლა კი სრუ-ლიად შევიცვალე. ჩემმა სიჭრელემ, რამაც ესოდენი უცნაური სიძულვილი აღუძრა ადამიანებს, საშინელმა მოულოდნელმა უბედურებამ და კიდევ ჩემმა რაღაც განსა-კუთრებულმა მდგომარეობამ ცხენთსაშენში, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ ვერკი ამეხ-სნა, მაიძულეს ჩავფიქრებოდი საკუთარ თავს. მაწუხებდა უსამართლობა ადამიანები-სა, რომლებიც მკიცხავდნენ, ამლაყი რომ ვიყავი; მადარდებდა დედაჩემისა და საერ-თოდ ქალის სიყვარულის გაუტანლობა და მისი დამოკიდებულება ფიზიკურ პირო-ბებთან, და, რაც მთავარია, ვუფიქრდებოდი იმ უცნაური ჯიშის ცხოველთა ნიშან-თვისებებს. რომლებთანაც ასე მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი და ადამიანებს ვუ-წოდებთ, — ნიშან-თვისებებს, რომელთაგან გამომდინარეობდა ცხენთსაშენში ჩემი მდგომარეობის ის თავისებურება, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ გაგება კი არ შემეძლო. ადამიანთა ამ თავისებურებისა და ნიშან-თვისებათა მნიშვნელობა აშკარა შეიქნა ჩემ-თვის შემდეგი შემთხვევით.
ეს მოხდა ზამთარში, დღესასწაულების დროს. მთელი დღე არც მასვეს და არც მაჭამეს. როგორც მერე გავიგე, ჩვენი მეჯინიბე დამთვრალა. იმავე დღეს უფროსი მე-ჯინიბე შემოვიდა ჩემთან. ნახა, საჭმელი არაფერი მქონდა, და უშვერი სიტყვებით ლანძღა მეჯინიბე, რომელიც ამ დროს იქ არ იყო, და მერე წავიდა. მეორე დღეს მეჯი-ნიბე ამხანაგებიანად შემოვიდა თავლაში თივის დასაყრელად. მეტისმეტად გაფით-რებული და ნაღვლიანი ჩანდა, განსაკუთრებულ სიბრალულს იგრძნობდა კაცი მისი ჩაგრძელებული ზურგის დანახვაზე. მან გაჯავრებით გადმოყარა თივა ცხაურში. ის იყო გადავყავი თავი, რომ ისე მაგრად მთხლიშა მუშტი დრუნჩში, უკან მივაწყდი. შემდეგ კიდევ ჩამცხო ჩექმა მუცელში.
— ეს ქეციანი რომ არ ყოფილიყო, — წარმოთქვა მან, — არაფერიც არ მოხდებო-და.
— რაო, რა მოგივიდა? — შეეკითხა მეორე მეჯინიბე.
— ალბათ გრაფის ცხენები არც კი ახსოვს, თავისას კი დღეში ორჯერ მაინც და-ხედავს.
— როგორ, ეს ამლაყი ხომ არ აჩუქეს? — ჰკითხა მეორემ.
— ეშმაკმა უწყის, მიჰყიდეს თუ აჩუქეს, გრაფის ცხენებს თუნდ შიმშილით სუ-ლი ამოხდეს, ფეხებზე ჰკიდია. აბა გაბედე და მის კვიცს ნურაფერს აჭმევ. დაწექიო, მითხრა, და ოთხში ამომიღო! ღმერთი აღარ არის! პირუტყვი უფრო ეცოდებათ, ვიდ-
რე ადამიანი. მთლად ურჯულო ყოფილა, თვითონვე ითვლიდა ის ბარბაროსი! გენე-რალს ასე არასდროს უცხუნებია, ზურგი მთლად ამიჭრელა; ეტყობა, ქრისტიანის შვი-ლი არ უნდა იყოს.
რაც ილაპარაკეს ცემასა და ქრისტიანობაზე, კარგად გავიგე, მაგრამ სავსებით გაუგებარი იყო ჩემთვის, რას ნიშნავდა სიტყვები: თავისი, მისი კვიცი, ვიგრძენი მხო-ლოდ, რომ ადამიანები ვარაუდობდნენ რაღაც კავშირს ჩემსა და უფროს მეჯინიბეს შორის. რას ნიშნავდა ეს კავშირი, არ მესმოდა. მხოლოდ, უკვე მოგვიანებით, როცა სხვა ცხენებს გამომთიშეს, ყველაფერი გავიგე. მაშინ კი ვერასგზით მივხვდი, რას ნიშ-ნავდა, მე ადამიანის საკუთრებას რომ მიწოდებდნენ. «ჩემი ცხენი» — ეს სიტყვები ისევე უცნაურად მიმაჩნდა, როგორც სიტყვები: «ჩემი მიწა», «ჩემი ჰაერი», «ჩემი წყა-ლი».
მაგრამ ამ სიტყვებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ჩემზე. დღენიადაგ ვფიქრობ-დი ამაზე და, ბოლოს, მხოლოდ ადამიანებთან უაღრესად სხვადასხვანაირი ხან-გრძლივი ურთიერთობის შემდეგ გავიგე მნიშვნელობა, რასაც გულისხმობდნენ ადა-მიანები ამ უცნაური სიტყვებით. მათი მნიშვნელობა კი ასეთია: ადამიანები საქმეე-ბით როდი ხელმძღვანელობენ ცხოვრებაში, არამედ სიტყვებით. მათ მოსწონთ არა იმდენად შესაძლებლობა — გააკეთონ თუ არ გააკეთონ რამე, რამდენადაც ცდილობენ ილაპარაკონ სხვადასხვა საგანზე ერთმანეთში დათქმული სიტყვებით. მათგან ძალზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია ერთ-ერთი სიტყვა: ჩემი, რასაც წარმოთქვამენ სხვადას-ხვა ნივთის, არსებისა და საგნის, თვით დედამიწის, ადამიანებისა და ცხენების აღსა-ნიშნავად. ერთსა და იმავე ნივთზე მათ დათქმული აქვთ, მარტოოდენ ერთმა თქვას: ჩემიაო. და ის, ვინც ერთმანეთშორის დათქმული თამაშის მიხედვით ყველაზე მეტი რაოდენობის ნივთზე იტყვის, ჩემიაო, უბედნიერესად ითვლება ადამიანებში. რატო-მაა ასე, არ ვიცი, მაგრამ ასე კია და. წინათ დიდხანს ვწვალობდი ამეხსნა იგი რაიმე პირდაპირი სარგებლიანობით, მაგრამ ეს აზრი უმართებულო აღმოჩნდა.
მაგალითად, ბევრი ადამიანი, თავის ცხენს რომ მიწოდებდა, არც კი ყოფილა ჩემი მხედარი, ზურგზე სხვები მასხდებოდნენ, საჭმელ-სასმელს ისინი კი არა, სხვები მაძლევდნენ. სიკეთეს მიწევდა კვლავ ის კი არა, ვინც თავის ცხენად მთვლიდა, არა-მედ მეეტლეები, ბეითლები, საერთოდ, გარეშე პირები. მერე, როცა გაიზარდა ჩემი დაკვირვებების არე, დავრწმუნდი, რომ ჩემის ცნებას ცხენების მიმართ არავითარი სხვა საფუძველი არა აქვს, ადამიანების ბილწი და პირუტყვული ინსტინქტის გარდა, რასაც ისინი საკუთრების გრძნობას ანდა უფლებას უწოდებენ. ადამიანი ამბობს: «ჩე-მი სახლი», და არასოდეს ცხოვრობს შიგ, არამედ ზრუნავს სახლის აშენებისა და კე-თილმოწყობისათვის. მაგალითად, ვაჭარი ამბობს: «ჩემი დუქანი, ჩემი ფართლეულო-ბის დუქანი», და თავისი დუქნის საუკეთესო ფართლეულის ტანისამოსი კი არ აცვია.
არიან ისეთი ადამიანები, მიწას თავისას რომ უწოდებენ, ხოლო არასოდეს უხილავთ ეს მიწა და ფეხიც არ დაუდგამთ ზედ. არიან ადამიანები, სხვა ადამიანები თავისად რომ მიაჩნიათ, ხოლო არასოდეს უნახავთ ეს ადამიანები, და ამ ადამიანებ-თან ურთიერთობა მხოლოდ ისაა, სიავე მიაყენონ მათ. არიან ადამიანები, რომლებიც ქალებს თავიანთ ქალებად ანდა ცოლებად სთვლიან, ეს ქალები კი სხვა მამაკაცებთან ცხოვრობენ. და ადამიანები ცხოვრებაში ცდილობენ გააკეთონ ის კი არა, რაც საუკე-თესოდ მიაჩნიათ, არამედ რაც შეიძლება უფრო მეტ ნივთს უწოდონ თავისი. ახლა დარწმუნებული ვარ, სწორედ ესაა ჩვენსა და ადამიანებს შორის არსებითი განსხვავე-ბა. და ამიტომ, თუ არ აღვნიშნავთ ადამიანთა წინაშე სხვა ჩვენს უპირატესობას, უკვე — მარტოოდენ ამის გამო — თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ცოცხალ არსებათა კიბის საფეხურზე ჩვენ უფრო მაღლა ვდგავართ, ვიდრე ადამიანები: ადამიანთა მოქმედე-
ბას, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანთა, რომლებთანაც მქონია ურთიერთობა, წარმარ-თავს სიტყვები, ჩვენსას კი — საქმე.
და აი ეს უფლება — ეთქვა ჩემზე, ჩემი ცხენიო — მოიპოვა უფროსმა მეჯინიბემ და გაწკეპლა მეჯინიბე. მეტისმეტად გამაოცა ამ აღმოჩენამ და იმ აზრებისა და მით-ქმა-მოთქმის გამო. რასაც იწვევდა ადამიანთა შორის ჩემი ჭრელი ფერი, და დედაჩე-მის ღალატით აღძრულმა მჭმუნვარებამ გამხადეს ასეთი დარბაისელი და დადინჯე-ბული ლაფშა ცხენი, როგორსაც ხედავთ.
სამგვარად გახლდით უბედური: ამლაყი ვიყავი, ლაფშა ვიყავი, და ადამიანებ-მა წარმოიდგინეს, ვითომც ღმერთს და ჩემს თავს კი არ ვეკუთვნოდი, როგორც ეს მოსდგამს ყოველ ცოცხალ არსებას, არამედ — უფროს მეჯინიბეს.
მათ ასეთ წარმოდგენას ბევრი რამ მოჰყვა. პირველი მათგანია ის, რომ განცალ-კევებით მომათავსეს. უკეთ მკვებავდნენ, ხშირ-ხშირად გავყავდი სარბიელზე და ძა-ლიან ადრე შემაბეს ეტლში. სამი წლისა გახლდით, პირველად ეტლში რომ შემაბეს. მახსოვს, უფროსმა მეჯინიბემ, რომელსაც თავი მოჰქონდა, ეს ცხენი მე მეკუთვნისო, შეჰყარა მეჯინიბეები და შეუდგნენ ეტლში ჩემ შებმას, ეგონათ, გაშმაგდება ანდა წინა-აღმდეგობას გაგვიწევსო. თოკით გამკოჭეს და ხელნებში შემაგდეს; ზურგზე ჯვარე-დინად გადმომაცვეს ფართო ღვედი და მიაკრეს ხელნებს, წიხლის კვრა არ გაბედოსო. მე კი შემთხვევას ველოდი, გამომეჩინა შრომის სურვილი და სიყვარული.
გაუკვირდათ, გამოცდილი ცხენივით რომ გავიარე. უკვე მხედნიდნენ და ვიწყე ვარჯიში ჩორთით სიარულში. დღითიდღე დიდ და დიდ წარმატებას ვაღწევდი, ისე რომ სამი თვის შემდეგ თვით გენერალი და სხვებიც აქებდნენ ჩემს ნავარდს, მაგრამ, უცნაური ამბავია: რადგან წარმოედგინათ, თავის თავს კი არ ეკუთვნის, არამედ უფ-როს მეჯინიბესო, სწორედ ამიტომ ჩემს სიარულს სულ სხვა მნიშვნელობა მიანიჭეს.
ჩემს ძმებს, ურა-კვიცებს, ხედნიდნენ რბენა-ჭენებით, ამოწმებდნენ მათ რო-ნინს, ესწრებოდნენ მათ ვარჯიშს, დააქროლებდნენ მოოქრული ეტლებით, რთავდნენ ძვირფასი ასალებით. მე დავდიოდი უფროსი მეჯინიბის უბრალო ოთხთვალათი, მი-სი საქმეებისთვის ჩემენკასა და სხვა ხუტორებში. ყველაფერი ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამლაყი ვიყავი, და რაც მთავარია, მათი აზრით, გრაფის კი არ ვიყავი, არამედ უფროსი მეჯინიბის საკუთრება.
ხვალ, თუ ცოცხალი დავრჩით, მოგითხრობთ, რა მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონ-და ჩემთვის საკუთრების ამ უფლებას, უფროს მეჯინიბეს რომ წარმოედგინა.
ცხენები მოკრძალებით ეპყრობოდნენ ფეხმარდს, მხოლოდ ნესტორი წინანდე-ბურად უხეშად ექცეოდა მას. გლეხის ლურჯა კვიცმა დაიჭიხვინა რემასთან მიახლო-ებისას, ქურანა ფაშატი ისევ კეკლუცობდა.


VII
მესამე ღამე

ამოვიდა ნამგალა მთვარე და შუქი მიაფრქვია შუაგულ ეზოში მდგარი ფეხმარ-დის ფიგურას; ცხენები შექუჩებულიყვნენ მის გარშემო.
— მთავარი გასაოცარი შედეგი იმისა, რომ მე გრაფისა, ან ღმერთისა კი არა, უფროსი მეჯინიბისა ვიყავი, — განაგრძობდა ამლაყი, — იყო ის, რაც ჩვენს მთავარ დამსახურებას შეადგენს: მარდი სრბოლა, რაიც ჩემი განდევნის მიზეზი გახდა. წრი-ულ სარბიელზე საჯირითოდ გამოიყვანეს გედი, ხოლო ჩესმენკელი მეჯინიბე მომი-ახლოვდა და დადგა წრესთან; გედმა ჩვენს ახლოს ჩაიქროლა. კარგად მინავარდობდა, მაგრამ მაინც იპრანჭებოდა, არ გააჩნდა ის მარიფათი, რაც მე შევიძინე; უნარი, მიწაზე
ერთი ფეხის შეხებისას წამსვე რომ დაძრავ მეორეს, უქმად არ დაკარგავ უმცირეს სა-შუალებასაც კი და გამოიყენებ მას წინსრბოლისათვის. გედმა ჩაიქროლა ჩვენს ახლოს. გულმა ასპარეზობისაკენ გამიწია, მეჯინიბემ ხელი არ შემიშალა. «რა იქნება, ჩემი ამ-ლაყი რომ გავაჯიბრო?» — წამოიძახა მან, და როცა გედი მეორეჯერ გაგვისწორდა, მი-მიშვა, გედი უკვე სწრაფად მიქროდა, ამიტომაც პირველ შემოვლაზე ჩამოვრჩი, მაგ-რამ მეორეზე წამოვეწიე, თანდათან მივწვდი ეტლს, გავუტოლდი და გავუსწარი. სინ-ჯეს მეორეჯერაც — იგივე ამბავი მოხდა. მე უფრო მარდი აღმოვჩნდი, ყველას თავ-ზარი დაეცა. გენერალი მოითხოვდა, სასწრაფოდ გაყიდეთ და სადმე გადაკარგეთო, მაგის სახსენებელიც აღარ იყოს, «გრაფი გაიგებს, და დავიღუპებითო», ამბობდა იგი. კორენოელ ჩარჩს მიმყიდეს. მასთან დიდხანს არ დავრჩენილვარ. მერე მიყიდა ჯარი-სათვის ცხენების შესაძენად ჩამოსულმა ერთ-ერთმა ჰუსარმა. ყველაფერი ეს ისეთი უსამართლობა და საშინელება იყო, რომ მიხაროდა, როცა ხრენოვოდან წამიყვანეს და სამუდამოდ დამაშორეს ყველა ნათესავსა და საყვარელ არსებას. ძალზე მიმძიმდა მათთან ყოფნა. მათ მოელოდათ სიყვარული, პატივისცემა, თავისუფლება, მე — შრო-მა, დამცირება, დამცირება და შრომა სულის ამოხდომამდე! მერე და რატომ? ამლაყი გახლდით და ამიტომ ვიღაცის ცხენი უნდა ვყოფილიყავი.
იმ საღამოს ფეხმარდმა მეტის თქმა ვეღარ მოასწრო. თავლაში მომხდარმა შემ-თხვევამ ააფორიაქა ყველანი. ხანიერი მაკე ფაშატი — ზერდაგი, რომელიც ერთ ხანს ყურს უგდებდა ფეხმარდს, უცბად შებრუნდა და ზანტად გაემართა ფარდულისაკენ. იქ ისე ხმამაღლა აკრუსუნდა, ცხენებმა ყურადღება მიაქციეს; მერე დაწვა, კვლავ წა-მოდგა, ისევ დაწვა. ხანდაზმული ფაშატები მიხვდნენ, რაც სჭირდა, მაგრამ ახალგაზ-რდობა აწრიალდა, მიატოვა ლაფშა და გარს შემოერტყა ავადმყოფს. დილით თავლა-ში უკვე იყო ახლად მოგებული კვიცი. ძლივს რომ იდგა ფეხზე და ბარბაცებდა. ნეს-ტორმა უფროს მეჯინიბეს მოუხმო და ფაშატი კვიციანად ბაკში გადაიყვანეს, ცხენები უიმათოდ გარეკეს საბალახოდ.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Sat Mar 12, 2011 6:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევ ტოლსტოი   Sat Mar 12, 2011 2:11 pm

ნიკა აგიაშვილის თარგმანი რუსულიდან
«ნაკადული“ 1978

«ფეხმარდი» წარმოადგენს ამლაყი ლაფშას სევდიან თავგადასავალს. მოთხრობაში ლევ ტოლსტოისებური მხატვული ოსტატობით არის ასახული მაშინდელი მცონარე საზოგადოების სიყალბე და სიმახინჯე. ცხენმა თითქოს ადამიანის თვალით დაინახა ყოველივე ეს, გააშიშვლა და დაგმო სიცრუითა და ძალადობით აღსავსე სამყარო.
ეძღვნება მ. ა. სტახოვიჩის ხსოვნას1 (1 ეს სიუჟეტი მოიფიქრა «ღამის საძოვრისა» და «ცხენოსნების» დამწერმა მ. ა. სტახოვიჩმა; ხოლო ავტორს გადასცა ა. ა. სტახოვიჩმა.)



ლევ ტოლსტოი

ფეხმარდი ცხენის ამბავი


(გაგრძელება)

VIII
საღამოს, როცა ჭიშკარი დახურეს და ყველაფერი მიყუჩდა, ამლაყმა განაგრძო:
— ხელიდან ხელში გადასვლისას ვუკვირდებოდი ადმიანებისა და ცხენების ცხოვრებას. ყველაზე დიდხანს დავყავი ორ პატრონთან: თავადთან, ჰუსართა ოფი-ცერთან და მერე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის საყდართან მცხოვრებ დედაბერთან.
ჰუსართა ოფიცერთან გავატარე ჩემი სიცოცხლის საუკეთესო დღეები.
მაინცდამაინც ის იყო ჩემი დაღუპვის მიზეზი. თუმცა მას არასოდეს არავინ და არაფერი ყვარებია, სწორედ ამიტომ მიყვარს და მიყვარდა იგი.
სწორედ ის მომწონდა მისი, რომ ლამაზი, ბედნიერი და მდიდარი იყო, და ამი-ტომ არავინაც არ უყვარდა. თქვენთვის გასაგებია ეს ჩვენი მაღალი ცხენური გრძნობა! მისი გულცივობა, მისი სიმკაცრე, და ისიც, რომ მე დამოკიდებული ვიყავი მასზე, განსაკუთრებულ ძალას ანიჭებდნენ ჩემს სიყვარულს. «მომკალი, მომსპე, — ვფიქ-რობდი ხანდახან იმ საუკეთესო წლებში, — მით უფრო ბედნიერი ვიქნები-მეთქი».
მან მიყიდა იმ ჩარჩისაგან, რვაას მანეთად რომ მიმყიდა მეჯინიბემ. შემისყიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არავის ჰყავდა ამლაყი ცხენები. ეს იყო ჩემი საუ-კეთესო დრო. მას ჰყავდა ხასა. ვიცოდი ეს ამბავი, რადგან ყოველდღე დამყავდა ქალ-თან და ხანდახან ორივესაც დავატარებდი. ხასა ლამაზი იყო, თვითონ ოფიცერიც ლა-მაზი გახლდათ და მეეტლეც ლამაზი ჰყავდა. სწორედ ამიტომ მიყვარდა ისინი. მეც კარგად ვგრძნობდი თავს. ჩემი ცხოვრება ასე მიდიოდა: დილით გამოცხადდებოდა მეჯინიბე ჩემს დასაურვებლად, თვითონ მეეტლე კი არა, მეჯინიბე. მეჯინიბე ჯეელი
ბიჭი იყო — გლეხთაგანი. გააღებდა კარს, გაანიავებდა ცხენთა ანაორთქლს, გამოგვი-და ნეხვს, მოხდიდა ცხენს საძაგრავს, დამიტრიალებდა ჯაგრისს მთელ ტანზე და სა-მურველით ზოლ-ზოლად აფენდა მოთეთრო ბალანს ნალით დაკბილულ ზღავზე. ხუმრობით კბილს გავკრავდი ხოლმე სახელოზე, მოვყვებოდი ფეხების ბაკუნს. შემ-დეგ რიგრიგობით მიგვაყენებდნენ ცივი წყლით სავსე როფთან და იმ ბიჭს ნეტარებას გვრიდა თავისი შრომის შედეგი: სალუქი ჭრელი კანი, ლარივით სწორი, ფართოფ-ლოქვებიანი ფეხები, გაკრიალებული გავა და ისეთი ზორბა ტანი, ნაბანი არ დაიქცეო-და. მაღალი ცხაურიდან თივას ჩამოყრიდნენ, მუხის ახურს შვრიით აავსებდნენ. შემ-დეგ მოვიდოდნენ თეოფანი და უფროსი მეეტლე.
ჩემი პატრონი და მეეტლე ერთმანეთსა ჰგავდნენ. არც ერთსა და არც მეორეს არაფრის ეშინოდათ და არც არავინ უყვარდათ საკუთარი თავის გარდა, — ამიტომაც ყველას უყვარდა ისინი. თეოფანს ეცვა წითელი ხალათი, პლისის შარვალი და ხიფ-თანი. ძალიანი მიყვარდა, როცა ხანდახან, კვირა-უქმე დღეს, პომადაწასმული და ხიფთანში გამოპრანჭული საჯინიბოში შემოვიდოდა და შემომძახებდა:
— რას შვრები, ცხენუკა, ჩაგთვლიმა განა? — და ფიწლის ტარს წამკრავდა ბარ-კალზე, მაგრამ არასოდეს უტკენია, მხოლოდ გამეხუმრებოდა. მაშინვე ვხვდებოდი მის ხუმრობას, ყურებს დავლურსავდი და კბილებს ვაკაპუნებდი.
ჩვენთან იყო ერთი შავრა ულაყი, წყვილცხენა ეტლისათვის. ღამღამობით მას-თან ერთად შემაბამდნენ ხოლმე. ამ აჯილღას ხუმრობისა არაფერი გაეგებოდა, ქაჯი-ვით ავგული იყო. მის ახლო ვიდექი, ბაკის გადაღმა და, ხანდახან, სერიოზულად წავ-კინკლავდებოდით ხოლმე. თეოფანს როდი ეშინოდა მისი. ჯიქურ მოადგებოდა, ისეთს შეუძახებდა, თითქოს სული უნდა გააცხეებინოსო; მაგრამ დაშოშმინდებოდა, და თეოფანიც ავშარას გაუკეთებდა.
ერთხელ ორივემ მაგრად გავაქროლეთ ეტლი კუზნეცკზე. არც პატრონი და არც მეეტლე არ შეშინებულან. იცინოდნენ, უყვიროდნენ ხალხს, გვაოკებდნენ და აქეთ-იქით გვაბრუნებდნენ. არავინ გაგვიჭყლეტია.
მათ სამსახურს შევალიე მთელი ჩემი ღირსება და ნახევარი სიცოცხლე. იქ და-მაგლახაკეს და ფეხები დამიზიანეს...…ყოველივე ამის მიუხედავად, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანა! თორმეტ საათზე მოვიდოდნენ მარხილში შესაბმელად; ქაჩაჩებზე წამალს წამისვამდნენ. ჯიდაოსა და ფაფარზე სველ საფენს დამადებდნენ და შემაბამდნენ ხელნებში.
მარხილი ხავერდით გაწყობილი მოწნული ლერწმისა იყო; მთელი აღკაზმუ-ლობა ვერცხლის პაწაწინა ბალთებისაგან შედგებოდა, სადავეები აბრეშუმისა, და ერთ დროს ნაქარგიც კი გახლდათ. როცა ყველა თასმასა და ღვედს მოარგებდნენ და გამო-ნასკვავდნენ, ვერ გაარჩევდით, სად თავდებოდა აღკაზმულობა და სად იწყებოდა ცხენი. მარხილში შებმა ხდებოდა ფარდულში.
გამოდის თეოფანი. მას მხრებზე უფრო განიერი უკანალი აქვს. წითელი სარ-ტყელი წელზე შემოუხვევია, აღკაზმულობას აათვალიერებს, წამოსკუპდება კოფოზე, შეისწორებს ხიფთანს, უზანგში შეადგამს ფეხს, უეჭველად წაიხუმრებს რაღაცას, ჩა-მოიკიდებს მათრახს, რითაც არასოდეს უცემია ჩემთვის, «აბაო», შესძახებს და თამაშ-თამაშით გავდივარ ჭიშკარში. ნარეცხის გადასაქცევად გამოსული მზარეული ქალი ჩერდება ზღურბლზე, თვალდაჭყეტილი მომჩერებია. გლეხი, ეზოში შეშა რომ შემოი-ტანა, გამოდის, გაივლ-გამოივლის და ისიც ჩერდება. გამოდიან ფარეშები, მიახლოვ-დებიან მეეტლეები. გააბამენ მუსაიფს. ყველანი ელოდებიან; ზოგჯერ სამ საათს ვდგავართ შესასვლელთან, ხანდახან გავივლ-გამოვივლით, შემოვუხვევთ და კვლავ ვდგავართ.
დაბოლოს, წინკარი ახმიანდება, გამობაჯბაჯდება ფრაკში გამოწყობილი ღიპი-ანი ჭაღარა ტიხონი და გვეტყვის: «აბა, მოართვით ბატონს ეტლი!» მაშინ არ ხმარობ-დნენ ასეთ შტერულ გამოთქმას, როგორც ახლა იციან: «წინ წამოდითო», თითქოს არ ვიცოდე, წინ რომ უნდა ვიარო და არა უკან; თეოფანი დაიწრუპუნებს, დაძრავს ეტლს, და თავადიც გამოიჭრება მკვირცხლად, დაუდევრად, თითქოს სულაც არ იყოს გასაო-ცარი ეს მარხილი, ეს ცხენი და თეოფანი, რომელიც ისე წახრის ბეჭებს და დაძაგრავს ხელებს, რომ წარმოუდგენელი გეჩვენებათ ასე დიდხანს გაჩერება. ჰოდა, გამოიჭრება ბექთაროსანი თავადი, თახვის რუხსაყელოიანი შინელი წამოუსხამს; საყელო უფა-რავს შავთვალწარბა, ღაჟღაჟა ლამაზ სახეს, რომელიც არასდროს არ უნდა ჰქონდეს დაფარული. გამოდის ისე, რომ მის ხმალს, დეზებს და კალოშთა სპილენძის საქუს-რებს წკრიალი და რაჩხარუჩხი გაუდით, ხალიჩაზე ისე დგამს ფეხს, თითქოს ეჩქარე-ბაო. და ყურადღებას არ გვაქცევს მე და თეოფანს, არც იმას, თუ რას უცქერენ და რას ელაციცებიან ყველანი, მის გარდა. თეოფანი დაიწრუპუნებს, მე სადავეს ვქაჩავ, დარ-ბაისლური ნაბიჯით გავაგრიალებ ეტლს და შევდგები. ალმაცერად გადავხედავ თა-ვადს, ვაკანტურებ ჯიშიან თავსა და ფაფუკ ჯიდაოს. თავადი კარგ გუნებაზეა. ხამუშ-ხამუშ გაეხუმრება კიდეც თეოფანს. თეოფანი ლამაზი თავის ოდნავი მობრუნებით უპასუხებს და ხელდაუშვებლად, მარტოოდენ ჩემს გასაგებად და ძლივს შესამჩნევად გაარხევს სადავეს, და მაშინ გიყვარდეს — ერთი და ორი! — მივქრივარ სულ უფრო და უფრო განიერი ნაბიჯით. ყოველი კუნთი მითრთის და თავიდან ფეხამდე ჟრუან-ტელი მივლის, ატალახებული თოვლი ეყრება მარხილის თავკავს. მაშინც არც ახლან-დელი სულელური «ო»-ს შეძახება იცოდნენ, თითქოს მეეტლეს რაღაც სტკივაო. «განი! ჩამოდექი», დაიცაცხანებს თეოფანი ახლანდელ ჩვეულებისამებ გაუგებარ სიტყვებს და ხალხი გზას უტევს, კისერმოღრეცილი ჩერდება და გაჰყურებს ლამაზ ლაფშას, ლამაზ მეეტლეს, ლამაზ ბატონს...
განსაკუთრებით მიყვარდა ერთი თოხარიკი ბედაურის გასწრება: მე და თეოფა-ნი შორიდან დავინახავდით ჩვენს შესაფერის ცხენიან მარხილს, გრიგალივით გავიჭ-რებოდით წინ და ნელ-ნელა წამოვეწეოდით. მარხილის ირგვლივ ტალახს დავაყენებ-დი, მგზავრს გავუსწორდებოდი და ფრუტუნ-ფრუტუნით თავზე დორბლებს გადა-ვაფრქვევდი; გავუსწორდებოდი კეხს, რკალს, უკვე ვეღარ ვხედავდი მას და მარტოო-დენ მესმოდა თანდათან მინელებული ხმა. ხოლო თავადი და თეოფანი, მასთან მეც — კრინტს არ ვძრავდით და ვიყავით გატრუნული, ვითომ ისე, ტყუილუბრალოდ, მივდიოდით ჩვენს საქმეზე, ვითომ ვერც კი ვამჩნევდით გზადაგზა შემხვედრ დინჯ-დინჯ ცხენებზე ამხედრებულთ. მიყვარდა გასწრება, მაგრამ მიყვარდა აგრეთვე კარგ თოხარიკ ბედაურთან შეხვედრაც. ერთი წამი, ერთი შეხედვა და ჩვენ დავშორდებო-დით და კვლავ ცალკ-ცალკე მივქროდით, თითოეული თავთავის მხარეს...
აჭრიალდა ჭიშკარი, და გაისმა ნესტორისა და ვასკას შეძახილები.
მეხუთე ღამე
ამინდი იცვლებოდა. მოღრუბლული დღე იყო, დილიდანვე ერთი წვეთი ნამი არ ჩამოვარდნილა, მაგრამ თბილოდა და ირგვლივ კოღოები ფუთფუთებდნენ. რო-გორც კი რემა თავლაში შერეკეს, ცხენები ამლაყის გარშემო მოგროვდნენ და მანაც ასე დაამთავრა თავისი თავგადასავალი:
ჩემი ბედნიერი ცხოვრება მალე დამთავრდა. ასე მხოლოდ ორ წელიწადს გას-ტანა. მეორე ზამთრის ბოლოს მოხდა ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი. და ამას მოყვა ჩემი ყველაზე დიდი უბედურებაც. ეს იყო ყველიერში. დოღზე წავიყვანე თავადი. დოღზე უნდა წასულიყვნენ ატლასურა და საღარი. არ ვიცი, რას აკეთებდნენ ისი-ნი ფანჩატურში. მაგრამ ის კი ვიცი, რომ თავადი გამოვიდა და თეოფანს ასპარეზზე გასვლა უბრძანა. მახსოვს, გამიყვანეს სარბიელზე და დამაყენეს წრეში. ატლასურაც იქვე ჩააყენეს. ატლასურა გამოყავდა მესვეურს. მე კი, ისე — როგორც ვიყავი, ქალაქუ-რი მარხილით. მოსახვევში უკან მოვიტოვე იგი. სიცილ-ხარხარითა და აღტაცების ყი-ჟინით მომესალმა ყველა.
როცა მიმაცილებდნენ, ჯგროდ დამედო ხალხი. ხუთიოდე კაცმა ათასები შეაძ-ლია თავადს. ის იცინოდა მხოლოდ კრიალა კბილებს აელვარებდა.
— არაო, — ამბობდა იგი, — ეს ცხენი კი არ არის, მეგობარია ჩემი; მაგის წონა ოქროც რომ მომცეთ, ვერ შეველევი. ნახვამდის, ბატონებო!
ფეხთსათბური გახსნა და მარხილში ჩაჯდა.
— აბა, ახლა ოსტოჟენსკისკენ!
ეს იყო მისი ხარჭა-ქალის ბინა და ჩვენც გავქუსლეთ...
ეს იყო ჩემი უკანასკნელი ბედნიერი დღე. მივედით ქალისას. თავადი ამ ქალზე ამბობდა, ჩემიაო. ქალს კი სხვა შეყვარებოდა და გაჰკიდებოდა. ხუთი საათი იყო, თა-ვადმა აღარ გამომხსნა მარხილიდან, და იმ ქალს გამოენთო. რაც არასდროს მომხდა-რა, მათრახი გადამიჭირეს და ჭენებ-ჭენებით მივქროდით. პირველად ჩემს სიცოც-ხლეში ავურ-დავურიე სვლა, შემრცხვა, მინდოდა კვლავ შემეწყო ფეხი, მაგრამ ანაზ-დად მომესმა თავადის გაშმაგებლი ყვირილი: «გაქუსლე!» გაიშხუილა მათრახმა, მწვა-ვედ გადამეწნა ზურგზე და მეც გავფრინდი, თან უკანა ფეხებს ვახლიდი მარხილის რკინით შეჭედილ თავკავს. ქალს 25 ვერსის შემდეგ წამოვეწიეთ. მივიყვანე თავადი, მაგრამ მთელი ღამე ვკანკალებდი და არაფრის ჭამა აღარ შემეძლო. დილით წყალი დამალევინეს. დავლიე და მერე აღარასოდეს ვყოფილვარ ისეთი ცხენი, მანამდე რომ ვიყავი. ავადვმყოფობდი, მტანჯავდნენ და მასახიჩრებდნენ — მკურნალობდნენ, რო-გორც ამას უწოდებენ ადამიანები. ქაჩაჩები გადამეყვლიფა, ფეხები გამიფიჟვინდა და მუხლები მომეღრიცა, გულბოყვი ჩამივარდა, სულ ერთიანად დავძაბუნდი და ილა-ჯი გამიწყდა. ჩარჩს მიმყიდეს. სტაფილოსა და კიდევ რაღაც ხაბა-ხუბას მაჭმევდა და ჩემგან ისეთი რაღაც შექმნა, რაც მე აღარ მგავდა. მაგრამ იმის მინაგვარი კი იყო, უმე-ცარი ადამიანი რომ შეეცდინა. ჯან-ღონემ მიმტყუნა და სიარულის თავი აღარ მქონ-და.
გარდა ამისა, ჩარჩი ძალიან მტანჯავდა. როგორც კი ეწვეოდნენ მყიდველები, შემოვიდოდა თავლაში და ვეებერთელა მათრახით ისე ამაჭრელებდა და მაშინებდა, გაცოფებას აღარაფერი მაკლდა. შემდეგ მათრახის ნაკვალევს დაფარავდა და გარეთ გამიყვანდა.
იმ ჩარჩიდან დედაბერმა შემისყიდა. იგი სულ ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის საყდარში დადიოდა და მეეტლეს ცემით ტყავს აძრობდა. მეეტლე ჩემს ბაგაში შემო-ვიდოდა და ტიროდა. მაშინ გავიგე, ცრემლს სასიამოვნო მლაშე გემო რომ ჰქონდა. შემდეგ დედაბერი მოკვდა. მისმა მოურავმა სოფელში წამიყვანა და მეწვრილმანეს მიმყიდა; მერე ხორბალს მივაძეხი, გავიბერე, უარესად გავხდი ავად. ერთ გლეხს მიმ-ყიდეს. იქ მიწას ვხნავდი, თითქმის არაფერს ვჭამდი, ფეხიც სახნისით გადამისერეს. ისევ ავად გავხდი. ერთმა ბოშამ სხვა ცხენზე გადამცვალა. საშინლად მაწვალებდა, და ბოლოს, აქაურ მოურავს მიმყიდა. და აი აქა ვარ...
ყველანი დუმდნენ. წამოჟინჟღლა.


IX
მეორე საღამოს შინდაბრუნებულ რემას გზაზე პატრონი შემოეყარა. თან ერთი სტუმარიც ახლდა. სახლს მიახლოებულმა ოტროველამ ცერად შეათვალიერა ორი მა-მაკაცი: ერთი მათგანი გახლდათ ჩალისქუდიანი ახალგაზრდა პატრონი, მეორე კი — მაღალი, სქელ-სქელი, გაფიჟვინებული სამხედრო პირი. დროულმა ცხენმა ალმაცე-რად გახედა ადამიანებს, ყურები დალურსა და გვერდით ჩაუარა პატრონს. დანარჩე-ნები — ახალგაზრდები — აფორიაქდნენ, თავგზა აებნათ, განსაკუთრებით, როცა პატ-რონი და სტუმარი განგებ შევიდნენ ცხენების შუაგულში, რაღაცას უჩვენებდნენ ერ-თმანეთს და მუსაიფობდნენ.
— აი, ეს ვოევიკოვისგან შევიძინე, ეს ხალებიანი სისვი ცხენი, — ამბობდა მას-პინძელი.
— ვისია ეს ახალგაზრდა შავრა ფეხკავშა ცხენი? სწორედ გვარიანი რამ არის, — ეუბნებოდა სტუმარი.
მათ ბევრი ცხენი გასინჯეს. ზოგი ნაჩქარევად, ზოგი კიდევ გულდინჯად. შეამ-ჩნიეს ქურანა ფაშატიც.
— ეს კი ხრენოვების საფერხე ცხენებიდან შემომრჩა, კარგი ჯილაგისაა. — წარ-მოთქვა მასპინძელმა.
ვერ შეძლეს ყველა ცხენის დათვალიერება. პატრონმა მოხმო ნესტორს. მოხუც-მა ფიცხლავ ქუსლი ჰკრა ამლაყ ლაფშას და გამოათოხარიკა. ცალფეხათრეული ლაფ-შა მოფეხუცობდა, მაგრამ მაინც ისე მოძუნძულებდა, ჩანდა, არასდიდებით არ აბუზ-ღუნდებოდა, თუნდაც ებრძანებინათ, რამდენიც შეიძლება, ირბინე ქვეყნის დასასრუ-ლამდეო. იმაზეც მზად იყო, ოთხამოღებით გაჭენებულიყო და ამ საქმის დაწყებას მარჯვენა ფეხითაც კი აპირებდა.
— აი, თამამად შემიძლია მოგახსენოთ, ამ ფაშატზე უკეთესი მთელ რუსეთში არ მოიპოვება, — უთხრა მასპინძელმა და დაანახვა ერთი ფაშატი.
სტუმარმა შეაქო ის ცხენი. აღგზნებულ-აღელვებული მასპინძელი დაცუხცუ-ხებდა, უჩვენებდა, მოუთხრობდა და უხსნიდა სტუმარს თითოეული ცხენის ამბავს და ჩამომავლობას. სტუმარს, ეტყობოდა, მოსწყენოდა მასპინძლის ლაპარაკი და ცდი-ლობდა ისეთი შეკითხვები მოეგონებინა, ვითომ მეც მაინტერესებს ეს ამბავიო.
— დიახ, დიახ, — შეცბუნებული ამბობდა იგი.
— აბა, ერთი დახედე, — პასუხის გაუცემლად ეუბნებოდა მასპინძელი, — ფე-ხებს დახედე... ძვირი კი დამიჯდა, მაგრამ სამი კვიცი შემძინა და მაინც დარბის.
— კარგად დარბის? — შეეკითხა სტუმარი.
ასე გადასინჯეს სათითაოდ თითქმის ყველა ცხენი და საჩვენებელი მეტი აღა-რაფერი დარჩა. მერე დადუმდნენ.
— აბა, ახლა წავიდეთ, ხომ?
— წავიდეთ.
ორივე ჭიშკრისაკენ გაემართა. სტუმარს უხაროდა, დათვალიერება დამთავ-რდაო. ახლა კი წავიდოდა შინ, სადაც შეიძლებოდა ჭამა, სმა, თამბაქოს გაბოლება და, ეტყობოდა, გამხიარულდა კიდეც. კვლავ ბრძანების მოლოდინში ლაფშაზე მჯდომ ნესტორს რომ ჩაუარა, სტუმარმა ვეებერთელა მსუქანი ხელი გავაზე შემოკრა ამლაყს.
— როგორი ხატაველია, — წარმოთქვა მან, — ასეთი ლაფშა მეც მყავდა, გახ-სოვს, გეუბნებოდი?
მასპინძელი მიხვდა, — ჩემს ცხენებზე აღარ ლაპარაკობენო და ყური აღარ ათ-ხოვა. სულ უკან-უკან იხედებოდა და კვლავ უმზერდა რემას.
ანაზდად ზედ მის ყურთან გაისმა ყრუ, უნიათო, ბებრული ჭიხვინი. ეს ამლაყ-მა დაიჭიხვინა, ხოლო აღარც დაუმთავრებია და, თითქოს შერცხვაო, ხმა ჩაიკმინდა.
არც სტუმარმა და არც მასპინძელმა ყურადღება არ მიაქციეს ამ ჭიხვინს და შინისკენ გაემართნენ. იმ ჩაფრაქებულ მოხუცში ფეხმარდმა იცნო თავისი საყვარელი ბატონი, ერთ დროს ბრწყინვალე, მდიდარი და ლამაზი სერპუხოვსკოი.

(დასასრული ქვემოთ)


Last edited by Admin on Sat Mar 12, 2011 5:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევ ტოლსტოი   Sat Mar 12, 2011 2:12 pm

ნიკა აგიაშვილის თარგმანი რუსულიდან
«ნაკადული“ 1978

«ფეხმარდი» წარმოადგენს ამლაყი ლაფშას სევდიან თავგადასავალს. მოთხრობაში ლევ ტოლსტოისებური მხატვული ოსტატობით არის ასახული მაშინდელი მცონარე საზოგადოების სიყალბე და სიმახინჯე. ცხენმა თითქოს ადამიანის თვალით დაინახა ყოველივე ეს, გააშიშვლა და დაგმო სიცრუითა და ძალადობით აღსავსე სამყარო.
ეძღვნება მ. ა. სტახოვიჩის ხსოვნას1 (1 ეს სიუჟეტი მოიფიქრა «ღამის საძოვრისა» და «ცხენოსნების» დამწერმა მ. ა. სტახოვიჩმა; ხოლო ავტორს გადასცა ა. ა. სტახოვიჩმა.)



ლევ ტოლსტოი

ფეხმარდი ცხენის ამბავი


(დასასრული)

X
ისევ ჟინჟღლავდა. ბაკში ბურუსი იდგა, ბატონის სახლში კი სულ სხვა ამბავი იყო. იმ საღამოს მასპინძლისას მდიდრულად მორთულ სასტუმრო ოთახში ჩინებულ ჩაის შეექცეოდნენ. ჩაის უსხდნენ მასპინძელი, დიასახლისი და სტუმარი.
სამოვართან დიასახლისი იჯდა. ის ფეხმძიმედ იყო, რასაც ადასტურებდა წა-მოზრდილი მუცელი, ზედმეტად წელში გამართული, შეთქვირებული ტანი და გან-საკუთრებით თვალები, თვითნებურად და თავმომწონედ მჭვრეტელი დიდრონი თვალები.
მასპინძელს ეჭირა ყუთი საგულისგულოდ შენახული ათწლიანი სიგარეტები-სა, რომელთა მსგავსი, მისი სიტყვებით, არავის გააჩნდა, და ლამობდა თავი მოეწონე-ბინა სტუმართან. მასპინძელი გახლდათ კალმით ნახატი 25 წლის ყმაწვილი კაცი, აზიზად ნაპატიები, თმადაარცხნილი. საშინაოდ ეცვა ლონდონში შეკერილი ახალი ფაშფაშა ხალვათი ტანისამოსი. ძეწკვზე ეკიდა მსხვილი ძვირფასი ბრელოკები. პე-რანგის სამაჯურები ფირუზისთვლიანი ოქროს ვებერთელა საკინძებით შეებნია. წვე-რი ნაპოლეონ მესამისებურად დაეყენებინა და პომადაწასმული თაგვისკუდა ულვა-შები ისე აეგრიხა, როგორადაც მხოლოდ პარიზში თუ მოახერხებდნენ.
დიასახლისს ეცვა დიდრონ ჭრელ-ჭრელთაიგულებიანი აბრეშუმის კაბა; არც მთლად საკუთარი, მაგრამ მშვენიერი, სქელი ქერა თმა დაემაგრებინა რაღაც განსა-კუთრებული, ოქროს მსხვილი სარჭებით. ხელებს უმშვენებდა უამრავი ძვირფასი სა-მაჯური და ბეჭედი.
სამოვარი ვერცხლისა იყო, სერვიზი საიშვიათო. კართან ქანდაკებასავით აღ-მართულიყო ფრაკში, თეთრ ჟილეტსა და ჰალსტუხში საუცხოოდ გამოწყობილი ფა-რეში და ელოდა განკარგულებას. ოთახში იდგა კრიალა გრეხილი ავეჯი; კედელს ფა-რავდა დიდრონი ყვავილებით აფერადებული მუქი შპალერი. მაგიდასთან ვერცხლის ძეწკვს აწკრიალებდა არაჩვეულებრივად მოხდენილი, კოხტა მწევარი. მას ერქვა გასა-ოცრად ძნელი ინგლისური სახელი, რომლის წარმოთქმა მეტისმეტად უჭირდათ ინ-გლისურის უცოდინარ მასპინძლებს.
კუთხეში იდგა ყვავილებში ჩაფლული ინკრუსტირებული ფორტეპიანო: ყვე-ლაფერს სიახლის, სიმდიდრისა და იშვიათობის ელფერი დაჰკრავდა. ყველაფერი სა-უცხოო იყო, მაგრამ ყველაფერს ემჩნეოდა მოყირჭების, ფუფუნებისა და გონებრივ ინ-ტერესთა უქონლობის კვალი.
მასპინძელი გახლდათ თოხარიკი ცხენების მოყვარული, ჯან-ღონით სავსე, მე-ტისმეტად ხალისიანი ადამიანი, ერთი იმათთაგანი, არასდროს რომ გამოილევიან ამ ქვეყნად; ატარებენ სიასამურის ქურქს, თაიგულებით ასაჩუქრებენ მსახიობ ქალებს, ყველაზე ძვირფას სასტუმროში შეექცევიან ყველაზე ძვირფას და საუკეთესო ხარის-ხის ღვინოს. არიგებენ თავისი სახელობის ჯილდოებს და ჰყავთ ყველაზე ძვირფასი...
სტუმარი ნიკიტა სერპუხოვსკოი იქნებოდა ასე ორმოციოდე წლის კაცი, მაღა-ლი, სქელ-სქელი, მელოტი, გრძელულვაშებიანი და ბაკენბარდებიანი. იგი ალბათ ძა-ლიან ლამაზი უნდა ყოფილიყო. ახლა კი ფიზიკურად, მორალურად და ქონებრივად დაბეჩავებული ჩანდა.
იმდენი ვალი ჰქონდა, რომ დაპატიმრების შიშით უნდა ემსახურა. ახლა მიემ-გზავრებოდა ერთ საგუბერნიო ქალაქში ცხენთსაშენის უფროსად. ეს ადგილი მისმა წარჩინებულმა ნათესავებმა გამოუსარჯლეს.
ეცვა სამხედრო კიტელი და ლურჯი შარვალი. კიტელი და შარვალი ისეთი იყო, როგორსაც მდიდარი კაცის მეტი ვერავინ შეიკერავდა, ასეთივე გახლდათ თეთ-რეულიც. საათიც ინგლისური ჰქონდა. რაღაც არაჩვეულებრივი იყო მისი სქელლან-ჩებიანი ჩექმები.
ნიკიტა სერპუხოვსკოის თავის სიცოცხლეში ორ მილიონად ღირებული ქონება გაეფლანგა და ახლა 120 ათასი მანეთი ვალი ჰქონდა. ასეთი თანხით ყოველთვის მო-სახერხებელია კვლავ განცხრომით იპარპაშოს ადამიანმა, ჰქონდეს სესხი და საშუა-ლება ფუფუნებით და ხელგაშლილად იცხოვროს ერთ ათიოდე წელიწადს.
ეს ათი წელი უკვე ილეოდა და პარპაშსაც ბოლო ეღებოდა. ნიკიტასათვის კი ცხოვრება მოსაწყენი გახდა. ხელი მიჰყო სმას, ღვინო სწრაფად ეკიდებოდა, რაც წი-ნათ არ ემართებოდა. კაცმა რომ თქვას, სმას არასოდეს არც იწყებდა და არც ამთავრებ-და. მის ბეჩავობას ყველაზე მეტად ამჟღფავნებდა მოუსვენარი გამოხედვა (აქეთ-იქით თვალებს აცეცებდა), უღიმღამო ინტონაცია და მოძრაობა. ეს მოუსვენრობა იმით აო-ცებდა კაცს, რომ, ალბათ, ახლახან სწვეოდა მას, რადგან ჩანდა, დიდი ხანია შეჩვეოდა იმ აზრს, რომ მთელი სიცოცხლე არავისი და არაფრის შეშინებოდა. და ახლა, სულ რამდენიმე ხნის წინათ, უმძიმესი ტანჯვა-წამებით ჩაწვდომოდა ამ შიშს, რაც ესოდენ არ შეეფერებოდა მის ბუნებას.
მასპინძელი და დიასახლისი ამჩნევდნენ ამას და ურთიერთგაგების ნიშნად გა-დახედავდნენ ერთმანეთს. ეტყობოდათ, ამ საგნის დაწვრილებით განხილვას მხო-ლოდ დაძინებისას აპირებდნენ და ითმენდნენ საბრალო ნიკიტას იქ ყოფნას. ელოლი-ავებოდნენ კიდეც.
ახალგაზრდა მასპინძლის ბედნიერება ჰბღალავდა ნიკიტას ღირსებას და, თა-ვისი დაკარგული წარსულის მოგონებისას, აიძულებდა ავადმყოფური შური აღძვრო-და გულში.
— რაო, სიგარა ხომ არ გწყენთ, მარი? — ქალს იმ განსაკუთრებული და მხო-ლოდ გამოცდილებით შეძენილი თავაზიანობით, მეგობრული, მაგრამ არა სავსებით პატივისმდებელი კილოთი მიმართა, როგორითაც ელაპარაკებიან მაღალი საზოგა-დოების მცოდნე ადამიანები თავიანთ ხარჭებს — ცოლებისაგან განსხვავებით. სუ-ლაც არ უფიქრია შეურაცხყოფა: პირიქით, ალბათ ახლა სურდა ესიამოვნებინა ქალისა და მისი პატრონისათვის. თუმცა თავის თავთანაც კი არაფრით აღიარებდა ამას. მაგ-რამ უკვე შეეჩვია ასეთ ქალებთან ამდაგვარ ლაპარაკს. იცოდა, ქალს თვითონვე გაუკ-ვირდებოდა, შეურაცხყოფადაც კი მიიჩნევდა, თუ ისე მოეპყრობოდა მას, როგორც ქალს. მასთან უნდა შეენარჩუნებინა თავაზიანი კილოს მკაფიო იერი თავისი ტოლის ცოლისათვის. ასეთ ქალებს ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ იზიარებდა ჟურნალებში (მას არასოდეს წაუკითხავს ეს საძაგლობა) ნაქადა-გევ ეგრეთ წოდებულ შეხედულებებს თითოეული ადამიანის პიროვნების პატივის-ცემაზე, ქორწინების არარაობასა და ა. შ. არამედ იმიტომ, რომ ასე იქცეოდა ყველა წე-სიერი ადამიანი. ის კი, თუმცა ბეჩავი, მაგრამ მაინც წესიერი ადამიანი გახლდათ.
ხელი მოკიდა ერთ სიგარას. მაგრამ მასპინძელმა მუჭით უხერხულად აიღო სი-გარა და სტუმარს შესთავაზა.
— არა, ნახავ, რა საუცხოოა. გამომართვი.
ნიკიტამ უარი უთხრა, ოდნავ შესამჩნევი შეურაცხყოფითა და სირცხვილით აუელვარდა თვალები.
— გმადლობთ, — მან ამოიღო სიგარების კოლოფი. — ჩემი გასინჯე.
გულისხმიერმა დიასახლისმა შეამჩნია ეს და სასწრაფოდ გამოელაპარაკა.
— ძალიან მიყვარს სიგარები. თვითონ მოვწევდი, ჩემს იგვლივ ყველა რომ არ ეწეოდეს.
და გაიღიმა ლამაზი სათნო ღიმილით. საპასუხოდ ნიკიტამაც გაუღიმა უილა-ჯოდ. ორი კბილი აკლდა.
— არა, ეს გამომართვი, — განაგრძობდა ტლანქი მასპინძელი. — სხვები უფრო მჩატეა. ფრიც, Bრინგენ სიე ნოცჰ ეინე კასტენ, — უთხრა მან, — დორტ ზწეი.1 (1 გამოიტანეთ კიდევ ერთი კოლოფი, იქ ორია.)
გერმანელმა ფარეშმა მოართვა მეორე კოლოფი.
— როგორი სიგარები უფრო გიყვარს? მაგარი, ხომ? ეს ძალიან კარგია. ყველა წაიღე, — განაგრძობდა ის და ჯიბეში უჩრიდა სიგარებს. ალბათ უხაროდა, რომ შეეძ-ლო ვისმეს წინაშე დატრაბახება თავისი საუცხოო სიგარებით, და აღარაფერს ამჩნევ-და. სერპუხოვსკოიმ გააბოლა და საჩქაროდ განაგრძო დაწყებული საუბარი.
— მაშ რამდენი დაგიჯდა ატლასურა? — ჰკითხა მან.
— ძალიან ძვირი, სულ მცირე — ხუთი ათასი, ყოველ შემთხვევაში, დარდი აღარაფრისა მაქვს. მერე რა შვილები ჰყავს.
— კარგად დაქრიან? — იკითხა სერპუხოვსკოიმ.
— საუცხოოდ. ამას წინათ მისმა შვილმა სამი ჯილდო მიიღო: ტულაში, მოს-კოვსა და პეტერბურგში. ვოევიკოვის შავრას შეეჯიბრა. იმ მამაძაღლმა მხედარმა ოთ-ხჯერ აურია ჭენების დროს, თორემ დროშებამდე ჩამოიტოვებდა.
— ჯერ ცოტათი უნდილია: ჰოლანდიურობა საკმაოდ ემჩნევა, — უთხრა სერ-პხოვსკოიმ.
— მაშ, ფაშატი ცხენები რის მაქნისიღა არიან? ხვალ გაჩვენებ. ნებიერი სამი ათასად ვიყიდე, საყვარელი ორი ათასად.
და მასპინძელმა კვლავ იწყო თავისი დოვლათის ჩამოთვლა. დიასახლისი ხე-დავდა, სერპუხოვსკოის რომ უმძიმდა და თავს იკატუნებდა, ვითომცდა ყურს ვუგ-დებო.
— ჩაის ხომ არ მიირთმევთ? — იკითხა დიასახლისმა.
— არა, — მიუგო მასპინძელმა და განაგრძო ამბავი.
ქალი წამოდგა, მასპინძელმა შეაჩერა იგი, ხელი მოხვია და გადაკოცნა. სერპუ-ხოვსკოის მათ დანახვაზე არაბუნებრივმა ღიმილმა გაუპო ბაგე, მაგრამ, როცა მასპინ-ძელი წამოდგა, ქალს ხელი მოხვია და მიაცილა ფარდებამდე, ნიკიტას სახე ანაზდად შეეცვალა, მძიმედ ამოიხვნეშა და გაფიჟვინებულ სახეზე უცბად სასოწარკვეთა აესახა. ის კი არადა, ღვარძლიანიც კი გაუხდა.


XI
მასპინძელი დაბრუნდა და ღიმილით წინ დაუჯდა ნიკიტას. დუმდნენ.
— შენ ხომ ამბობდი, ვოევიკოვისგან ვიყიდეო? — თითქოს დაუდევრად წარ-მოთქვა სერპუხოვსკოიმ.
— დიახ, ხომ გითხარი, ატლასურა-მეთქი, სულ მინდოდა დუბოვიცკისაგან მე-ყიდა ფაშატი, მაგრამ უვარგისები დარჩენოდა.
— გაკოტრდა, — წარმოთქვა სერპუხოვსკოიმ, უცბად შეჩერდა და მიმოიხედა. გაახსენდა, სწორედ ამ გაკოტრებულის ოცი ათასი მმართებსო, და თუ ვინმეზე ამბო-ბენ, «გაკოტრდაო», ამას ჩემზე იტყვიანო. გაეცინა.
ორივენი კვლავ დიდხანს დუმდნენ. მასპინძელი ფიქრობდა, რით დავიტრაბა-ხო სტუმართანო. სერპუხოვსკოი იგონებდა, რა ვიღონო, გაკოტრებულად რომ არ ჩამ-თვალოსო. მაგრამ ორივეს აზრი ღიმღამობდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ცდი-ლობდნენ სიგარებით გაემხნევებინათ თავი.
«აბა, როდისღა უნდა დავლიოთ?» — ფიქრობდა სერპუხოვსკოი. «აუცილებ-ლად უნდა დავლიოთ, თორემ მასთან სევდა მომინელებს», — ფიქრობდა მასპინძე-ლი.
— რას იზამ, აქ დიდხანს დარჩები? — იკითხა სერპუხოვსკოიმ.
— ერთ თვეს კიდევ. აბა, ახლა კი ვივახშმოთ. ფრიც, მზად არის?
ისინი გავიდნენ სასადილო ოთახში, სადაც ლამპის ქვეშ იდგა მაგიდა. ზედ ელაგა სანთლები და ფრიად არაჩვეულებრივი რამერუმეები. საცობიანი სიფონები და ფიალები, არაჩვეულებრივი ღვინით სავსე გრაფინები, საუცხოო საუზმე და არაყი. სვეს და ჭამეს, კვლავ სვეს და ჭამეს, და მერე მუსაიფი გააბეს. სერპუხოვსკოი წამო-ჭარხლდა და თამამად ალაპარაკდა.
ისინი ლაპარაკობდნენ ქალებზე. ვის როგორი ჰყავდა: ბოშა, მოცეკვავ, თუ ფრანგი ქალი.
— რაო, თავი მიანებე მატიეს? — ჰკითხა მასპინძელმა.
ეს იყო სერპუხოვსკოის გამკოტრებელი ხარჭა.
— მე კი არა, თვითონ მიმატოვა. ეჰ, ძმობილო, რომ მომაგონდება, რაც ჩემს სი-ცოცხლეში გამიფლანგავს!.. ახლა მიხარია კიდეც, ათასი მანეთი რომ გამიჩნდება. მერწმუნე, წამსვე ყველაფერს თავს დავანებებ. მოსკოვში წასვლა კი არ შემიძლია. აბა, რა სათქმელია.
მასპინძელს მოსწყინდა სერპუხოვსკოის მოსმენა. უნდოდა თავის თავზე ლაპა-რაკი, დატრაბახება. ხოლო სერპუხოვსკოის ეწადა ლაპარაკი, დატრაბახება. ხოლო სერპუხოვსკოის ეწადა ელაპარაკნა თავის თავზე, თავის ბრწყინვალე წარსულზე. მას-პინძელმა ღვინო დაუსხა და ელოდა, როდის დაამთავრებდა, რომ თავისი ამბები მო-ეთხრო: როგორ ჰქონდა ახლა მოწყობილი ცხენთსაშენი. უწინ ასეთი არავის ჰქონიაო. და ჩემს მარის ფულისთვის კი არა, სულითა და გულით ვუყვარვარო.
— შენთვის უნდა მეთქვა, რომ ჩემს ცხენთსაშენში... — ის იყო წამოიწყო მან, მაგრამ სერპუხოვსკოიმ სიტყვა გააწყვეტინა.
— იყო დრო, შემიძლია ვთქვა, — დაიწყო მანაც, — რომ მიყვარდა და ვიცოდი კიდეც დროს გატარება: აი შენ მეუბნებოდი, ცხენთა სრბოლაზე. აბა, მითხარი, რომე-ლი გყავს ყველაზე მარდი ცხენი?
მასპინძელი გაახარა შემთხვევამ, კვლავ ჩემს ცხენთსაშენზე ვუამბობო, და ის იყო წამოიწყო კიდეც, მაგრამ სერპუხოვსკოიმ კვლავ შეაწყვეტინა.
— დიახ, ასეა, — წარმოთქვა მან, — თქვენ, ცხენთსაშენის პატრონებს, ცხენები ხომ პატივმოყვარეობის გამო გყავთ და არა სიამოვნებისათვის ან დროს გასატარებ-ლად. მე კი ასე როდი ვიყავი. აი წეღანაც გელაპარაკებოდი, მყავდა ეტლში შესაბმელი ერთი ამლაყი ცხენი, ისეთი ხატაველი, შენს მეჯოგეს რომ ჰყავს. აი, ცხენი ის იყო! ვერ წარმოიდგენ: ეს მოხდა 42 წელში, ის-ის იყო ჩავედი მოსკოვში, გავეშურე ჩარჩთან და რას ვხედავ: ჩემს წინ იდგა ამლაყი ლაფშა. საუცხოო აღნაგობა ჰქონდა. მომეწონა და ვიყიდე. შემდეგ დავატარებდი. ასეთი ცხენი არც მე მყოლია, არც შენ, და არც გეყო-ლება. უკეთესი ცხენი ჩემს დღეში აღარ მინახავს არც სიარულით, არც ძალ-ღონითა და არც სილამაზით. მაშინ ბალღი იყავი, არ გეცოდინება, მაგრამ გაგეგონება უთუოდ, ასე ვფიქრობ. მთელი მოსკოვი იცნობდა.
— დიახ, გამიგონია, — უგულოდ წარმოთქვა მასპინძელმა, — მაგრამ მინდოდა მეამბნა ჩემი...
— გაგიგონია ხომ? ისე ვიყიდე, უჯიშო იყო, ატესტატი არ ჰქონდა, შემდეგ კი გავიცანი. მე და ვოევიკოვმა გამოვიძიეთ ყველაფერი. ეს იყო ბედაურ პირველის შვი-ლი, ფეხმარდი, მარდად დაქროდა, სიჭრელის გამო ხრენოვების ცხენთსაშენიდან უფ-როს მეჯინიბეს აჩუქეს, მან კი დაკოდა და ჩარჩს მიჰყიდა. ასეთი ცხენები უკვე აღარ მოიპოვებიან ამქვეყნად, მეგობარო! ჰეი, შენ ჩემო ყმაწვილკაცობავ! — ჩაიღიღინა ბო-შური სიმღერის სიტყვები. უკვე შეზარხოშდა. — ეჰ, რა კარგი დრო იყო. 25 წლისა ვი-ყავი, 80 ათასი წლიური შემოსავალი მქონდა, არც ერთი ჭაღარა, მარგალიტივით მიჯ-რილი კბილები... რასაც მოვინდომებდი, დამში მოდიოდა, და ყველაფერ ამას ბოლო მოეღო...
— მაგრამ მაშინ არ გააჩნდათ ის სიმარდე, — წარმოთქვა მასპინძელმა, როცა დრო იხელთა სტუმრის შეყოვნებით. — გეტყვი მე შენ, ჩემი პირველი ცხენები ისე დაჭენობდნენ, რომ...
— შენი ცხენები მაშინ უფრო ფეხმარდები იყვნენ.
— როგორ თუ უფრო ფეხმარდები?
— დიახ, უფრო ფეხმარდები. გუშინდელივით მახსოვს, იმ ცხენით ერთხელ მოსკოვში წავედი დოღზე. ჩემი ცხენები არ გამოდიოდნენ. არასოდეს მყვარებია თო-ხარიკი ცხენები, სულ ჯიშიანები მყავდა: გენერალი, შოკლე და მაჰმადი. ამლაყით მე დავდიოდი. კარგი მეეტლე მყავდა, ძალიან მიყვარდა. ისიც გალოთდა. ჰოდა, ჩავედი მოსკოვში. აბა, სერპუხოვსკოი, — მეუბნებიან, — როდის გაიჩენ თოხარიკ ცხენებსო. თქვენებურ ჯაგლაგა ცხენებს? ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ, ჩემი მეეტლის ამლაყი ყველა თქვენს ბედაურს გაუსწრებს-მეთქი. არა, ვერ გაუსწრებსო. დავნაძლევდით 1000 მანეთზე. გავუშვით, ხუთი წამით გაასწრო. 1000 მანეთი მოვიგე. და განა მარტო ეს იყო? ერთხელ ბედაურშებმული სამცხენათი 100 ვერსი 3 საათში გავირბინე. მთელ-მა მოსკოვმა იცის ეს ამბავი.
და სერპუხოვსკოიმ ისე ლამაზად და უსასრულოდ შეტოპა ტყუილებში, რომ მასპინძელმა ვერ მოახერხა ვერც ერთი სიტყვის ჩართვა და პირქუშად იჯდა მის წინ, მხოლოდ ჯავრის გასაქარვებლად ღვინით ავსებდა თავისსა და სტუმრის ჭიქებს.
ინათა, მაინც ისხდნენ. მასპინძელმა საშინლად მოიწყინა. წამოდგა.
— თუ დაძინებაა, დაძინება იყოს, — წარმოთქვა სერპუხოვსკოიმ, წამოდგა, და, ბარბაცითა და ერთი ქშენა-ხვნეშით გაემართა მისთვის მიჩენილი ოთახისაკენ...
მასპინძელი ხარჭას უწვა გვერდით.
— არა, მეტისმეტად აუტანელია. გამოიბრუშა და მოხსნა თავი ტყუილების გუ-დას.
— მეც მეარშიყება.
— ვშიშობ, ვაითუ ფული მთხოვოს.
სერპუხოვსკოი ტანთგაუხდელი იწვა ლოგინზე და ქშინავდა.
«მგონი, ბევრი დავახეთქე, — გაიფიქრა მან. — ეჰ, სულ ერთია! ღვინო კარგი იყო, მაგრამ თვითონ დიდი ღორი კია. რაღაც ვაჭრული გუნებისაა. მეც კარგი ღორი ვარ, — წარმოთქვა თავისთვის და გადიხარხარა. — ხან მე ვარჩენდი, ხან მე მარჩენ-დნენ, დიახ, ვინკლერის ქალი მარჩენს, მისგან ფულს ვღებულობ. ასე მოუხდება. ტანთ უნდა გავიხადო. ჩექმებს ვინ გამაძრობს».
— ჰეი! ჰეი! — გასძახა მან, მაგრამ დიდი ხანია დასაძინებლად წასულიყო მსა-ხურად მიჩენილი კაცი.
სერპუხოვსკოი წამოჯდა. გაიხადა კიტელი. როგორც იყო, ჩაიჩაჩა ჟილეტი და შარვალი; მაგრამ ჩექმას დიდხანს ვერაფერი მოუხერხა, ფაფუკი ღიპი უშლიდა. რო-გორც იქნა, გაიხადა ერთი, მეორე კი... დიდხანს იწვალა და გაიტანჯა: ქშენა აუვარდა და ქანცი გამოელია. და ასე, ჩექმის ყელში ფეხგაჩრილი, ჩაეცა ლოგინში და ხვრინვა ამოუშვა, თან თამბაქოს, ღვინისა და საზიზღარი მიხრწნილების სუნით ააყროლა მთელი ოთახი.


XII
ფეხმარდს კვლავ რაიმე უნდა მოეგონებინა იმ ღამით. მაგრამ ვასკამ გაართო. ზურგზე ასალი შემოადო, მოახტა და გააჭენა. გათენებამდე თავჩამობმული ჰყავდა სამიკიტნოს კართან ერთი გლეხის ცხენის გვერდით. ისინი ერთმანეთს ლოკავდნენ. დილით ამლაყი რემას შეერია და სულ იქექებოდა.
«რაღაც საშინლად მექავება», — ფიქრობდა იგი.
გავიდა ხუთი დღე. მოუხმეს ბეითალს. სიხარულით წარმოთქვა:
— ქეცი გასჩენია, რა იქნება, ბოშებს მივყიდოთ.
— რატომ. ახლავე გამოსჭერით ყელი, დროა ფეხები გაფშიკოს.
წყნარი, მოწმენდილი დილა იყო. რემა მინდორში გამოეფინა, ფეხმარდი ბაკში დარჩა. მოვიდა ერთი უცნაური კაცი, ხმელ-ხმელი, შავტუხა, ჭუჭყიანი, შავი ხიფთანი რაღაცით ჰქონდა მოთხვრილი. ეს იყო სალახი. ხელი მოჰკიდა ფეხმარდის ავშარას ისე, რომ არც კი შეუხედავს ცხენისთვის, და გაუძღვა. ფეხმარდი გაჰყვა მშვიდად, უკანმოუხედავად. როგორც ყოველთვის, მიათრევდა ფეხებს და გავით ეხახუნებოდა თივას. ჭიშკარს რომ გასცდა, ჭისაკენ გაიწია, მაგრამ სალახმა ავშარა მოქაჩა და უთ-ხრა: აღარაა საჭირო».
სალახს ვასკა მოსდევდა. აგურის ფარდულს გადაღმა ღარტაფში ჩავიდნენ და, ამ მეტად უბრალო ადგილას, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ყოფილიყოს, შეჩერ-დნენ: სალახმა ავშარა ვასკას გადასცა, გაიხადა ხიფთანი, წაიკაპიწა და ამოიღო დანა და ქასრი. ლაფშა ავშარის სადავეს წაეტანა, თავგასართველად ღეჭვა მოუნდა, მაგრამ ვერ მისწვდა. ამოიოხრა და თვალები დახუჭა. ქვიქვირი ჩამოეკიდა. გამოხრული ჩაყ-ვითლებული კბილები გამოუჩნდა, დანის ლესვის ხმაზე ჩათვლიმა. მხოლოდ მტკი-ვანი დაბრეცილი ათრეული ფეხი უკანკალებდა. უცბად იგრძნო, ქვედა ყბებში ხელი წაავლეს და თავი წამოუწიეს. თვალები გაახილა. წინ ორი ძაღლი დაინახა. ერთი ჰა-ერს ყნოსავდა, მეორე იქვე ჩაცუცქულიყო და ლაფშას შეჰყურებდა, თითქოს სწორედ მისგან მოელოდა რაღაცას. ლაფშამ ახედ-დახედა ხელს, რომელსაც ავშარა ეჭირა.
«ალბათ უნდა მიმკურნალონო, — გაიფიქრა მან. — მათი ნებაა!» და მართლაც იგრძნო, რაღაც დამართეს მის ყელს. ეტკინა და შეკრთა. წაბარბაცდა, მაგრამ თავი შე-იკავა და დაელოდა, რა მოხდებაო... მერე მოხდა ის, რომ რაღაც წყალ-წყალა სითხე ძა-ლუმ ნაკადად ჩამოეღვარა კისერსა და მკერდზე. ღრმად ამოიხვნეშა და მეტისმეტი შვება იგრძნო.
უმსუბუქდებოდა მთელი სიცოცხლის ტვირთი.
თვალები დახუჭა და თავი ჩაქინდრა, — არავინ შეაშველა ხელი. შემდეგ ფეხე-ბი აუცახცახდა, მთელი სხეული აუტორტმანდა. არ შეშინებია. უფო გაუკვიდა...
ყველაფერი შეიცვალა. გაოცდა და ადგილიდან მოწყდა, თან შეხტომას ლამობ-და, მაგრამ, როგორც კი დაიძრა, ფეხები აებლანდა, ნელ-ნელა ეცემოდა, და როცა მო-ინდომა ფეხის მონაცვლება, წაბარბაცდა და მარცხენა ფერდზე გადაწვა.
სალახი დაელოდა, როდის შეწყვეტდა ცახცახს, გარეკა ძაღლები, შემდეგ ფე-ხებში სწვდა ლაფშას, პირაღმა გადმოაბრუნა, უბრძანა ვასკას, ფეხი გეჭიროსო, და შე-უდგა გატყავებას.
— ესეც ცხენი იყო რაღა, — თქვა ვასკამ.
— უფრო მსუქანი რომ ყოფილიყო, კარგი ტყავი ექნებოდა, — წარმოთქვა სა-ლახმა.
საღამოს გორაკიდან ჩამოეფინა რემა, მარცხენა მხრიდან მომავლებმა ღარტაფ-ში დაინახეს რაღაც წითელი საგანი, რომლის გარშემო ძაღლები დასუნსულებდნენ და ყვავ-ყორნები დაფარფატებდნენ. ერთი ძაღლი თათებით ჩაფრენოდა ლეშს და გაშმაგებით გლეჯდა ხორცს. ქურანა კვიცი შეჩერდა, თავი და კისერი წაიგრძელა და კარგა ხანს ისუნთქავდა ჰაერს. რის ყოფით მოაშორეს იქაურობას.
უთენია, ქვემოთ, ტაფობში მიმდგარი უსიერი ტყის ხევთან მხიარულად ყმუ-ოდნენ თავკომბალა მგლის ლეკვები. ხუთნი იყვნენ: ოთხი მათგანი ტოლები იყვნენ, ერთი კი პატარა, ტანზე დიდი თავი ჰქონდა. ბუჩქებიდან გამოძვრა გამხდარი და გა-ხუზული ძუ მგელი, მიწაზე მიათრევდა დაჩუტულძუძუებიან გატიკნულ მუცელს; ლეკვებთან წამოჯდა. ლეკვები ნახევარწრედ ჩაცუცქდნენ მის წინ. მგელი მიუახლოვ-და ყველაზე პატარას, ჩაიჩოქა და დრუნჩი ძირს დაიღო, რამდენიმეჯერ მოიკრუნჩხა, დააბჩინა კბილებით სავსე ხახა, გაიჭინთა და ცხენის ხორცის ზორბა ნაჭერი ამოან-თხია. უფრო მოზრდილი ლეკვები მიესივნენ, მაგრამ მგელმა მუქარით შეუტია მათ და ყველაფერი იმ პატარას დაანება. თითქოს განრისხებულმა პატარა ლეკვმა ღრე-ნით ქვეშ მოიგდო ხორცი და ხარბად შეუდგა თქვლეფას. ძუ მგელმა ასევე გადმოუნ-თხია მეორესაც, მესამესაც და მთელ ხუთეულს, შემდეგ წამოწვა მათ ახლოს და ქარი ამოიღო.
ერთი კვირის შემდეგ აგურის ფარდულთან მხოლოდ ზორბა ქალა და ორი ტა-ბუხის თავი ეგდო; დანარჩენი ყველაფერი დაიტაცეს. ზაფხულში ძვლების შემგროვე-ბელმა გლეხმა წაიღო ეს ტაბუხის თავებიც და გაასაქმისა.
ქვეყნისქვეყნად მოხეტიალე, ბედოვლათი და ლოთიბაში სერპუხოვსკოის ცხე-დარი უფრო მოგვიანებით ჩასტენეს მიწაში: არაფრად გამოდგა არც მისი ტყავი, არც ხორცი, არც ძვლები.
ხოლო, რადგან უკვე ოცი წელი იყო, რაც ყველას ნამეტნავად მოაძულა თავი ქვეყნად მოხეტიალე მისმა უსიცოცხლო ლეშმა, ამ ლეშის ანდერძის აგებაც მხოლოდ ზედმეტი თავსატეხი საქმე გახდა ადამიანისათვის. დიდი ხანია აღარავის სჭირდებო-და იგი, უკვე ყველას მძიმე ტვირთად აწვა, მაგრამ მაინც მკვდრების დამმარხველმა მკვდრებმა საჭიროდ მიიჩნიეს კაგი მუნდირი და კარგი ჩექმები ჩაეცმიათ მყისვე ამ-ყრალებული გათქვირებული ცხედრისათვის, ჩაეტენათ ოთხივე კუთხეში ახალთა-ხალ ფოჩებიან კარგ კუბოში, შემდეგ ეს ახალი კუბო ჩაედოთ მეორე ტყვიის კუბოში, და წაეღოთ მოსკოვს, იქ გადაექექათ მამა-პაპათა ძვლები და სწორედ იქ ჩაეჩუმქრათ ახალ მუნდირსა და გაპრიალებულ ჩექმებში გამოწყობილი ეს აყროლებული, მატლე-ბით სავსე ცხედარი. და მერე მიწა მიეყარათ ყველაფრისათვის.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლევ ტოლსტოი   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
ლევ ტოლსტოი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: