არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნატო დავითაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნატო დავითაშვილი   Thu Mar 03, 2011 10:23 pm


Nato Davitashvili


ნატო დავითაშვილი - http://ka.wikipedia.org/wiki/ნატო_დავითაშვილი

დაიბადა 1964 წლის 3 ივლისს.
ქართველი მწერალი, 2008 წლის „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული, ავტორი საბავშვო ფენტეზისა „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“.
ნატო დავითაშვილი გაიზარდა თბილისში, საქართველოში. მიღებული აქვს ტექნიკური განათლება. 90-იან წლებიდან სარედაქციო-საგამომცემლო საქმის სპეციალისტია. 2000-იანი წლებიდან ფენტეზის ჟანრში წერს. 2008 წელს გაიმარჯვა საბავშვო პროზის კონკურსში „ოქროს ბუმბული“.
ნატო ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.



წიგნები:
* "ამბავი ლილე იროელისა", (ფსევდონიმით – ჯორჯი ვაშატელი) "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2007 – ISBN 978-99940-63-74-1
* "როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან", "ქარჩხაძის გამომცემლობა", 2009 - ISBN 99940-34-05-5
* "ამბავი ლილე იროელისა" (განახლებული გამოცემა), "ქარჩხაძის გამომცემლობა", 2010 - ISBN 978-99940-34-32-1




წიგნის სათაური - "როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან"
წიგნის ავტორი - ნატო დავითაშვილი
ISBN 99940-34-05-5
გამომცემლობა - "ქარჩხაძე"
გამოცემის წელი - 2009
ზომა - 14.5X20.5სმ.
გვერდების რაოდენობა - 320
ყდა - მაგარი
პრემია - "ოქროს ბუმბული"-2008
ანოტაცია - სად მოიყვანა საიდუმლო კარმა ლილე იროელი, გმირი, რომელიც მუდამ იქაა, სადაც სამყაროს ხიფათი ემუქრება? გადაშალე ეს საოცარი წიგნი, გაიგე შერისხულ მგლისთავიანთა ამბავი, ჩასწვდი სველთვალებიანი ნიღბის საიდუმლოს და მონაწილეობა მიიღე არნახულ ომში, სადაც ადამიანები, ცხოველები და ხეები გვერდიგვერდ იბრძვიან. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ის ერთადერთი წამი დადგება, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან.

study

ბმულები:
* http://www.karchkhadze.ge/

* http://www.basisbank.ge/news/?info_id=302

* http://www.facebook.com/garabuli?sk=wall#!/profile.php?id=100001030474303

Idea


Last edited by Admin on Fri Mar 04, 2011 1:48 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო დავითაშვილი   Thu Mar 03, 2011 10:27 pm

ნატო დავითაშვილი


ახალი წიგნის სათაურს შეგნებულად არ ვწერ და ამჯერად მხოლოდ მცირე ნაწყვეტს დავჯერდები.


ნისლებში დაკარგულ გზებზე

საცალფეხო ბილიკი მკვეთრად უხვევდა და ხრამზე გადაკიდებულ ნისლში გახვეულ სოფელს ქურდივით ეპარებოდა. შუადღეს მიტანებული იყო. სოფლის მთელი ავლა-დიდება _ ბაგაში დარჩენილი რამდენიმე ფერდჩავარდნილი ძროხა და ერთადერთი რქამომტვრეული ხარი საძოვარზე გადენას ზმუილით ითხოვდა. შინ გამოკეტილი ბავშვები, მშობლებს, უკვე, არაერთხელ რომ დაეტუქსათ და კუთხეში მიეჩინათ ადგილი, ბუხარში დანთებული ცეცხლის თამაშის ცქერითღა ირთობდნენ თავს. მოხუცები დროდადრო მძიმედ მოსწყვეტდნენ მზერას თავიანთ დაღარულ ხელებს და გაცრეცილ სარკმელს გახედავდნენ. იქაც რომ საკუთარ ნაოჭებს დალანდავდნენ, ერთს მძიმედ ამოიოხრებდნენ და უნდილ დღეს გულში წყევლას უგზავნიდნენ.

ნისლი კი ფეხს არ იცვლიდა. გამწეწავი სოფელში არავინ ეგულებოდა, არც დიდი და არც პატარა. ყველას ეშინოდა მისი, მტრად თვლიდნენ, უფრთხოდნენ და ემალებოდნენ. იმას კი ვერ ხვდებოდნენ, ნისლს უკანასკნელ თავშესაფრად სოფელი რომ დარჩენოდა და ამიტომაც ეკვროდა, დამფრთხალი ბავშვივით, სანახევროდ ჩამოშლილი და დაფაცხავებული სახლების ხავსმოდებულ კალთებს, სადაც დამჩაგრავი არავინ ეგულებოდა. აი, სოფელს მოშორდებოდა თუ არა, ასე ეგონა, ან სამუდამოდ შთაინთქმებოდა ქვესკნელში, ან ფთილებად დაგლეჯდნენ და მთის კალთებზე მიმოფანტავდნენ.

ტანსაცმელჩამოფლეთილი გრძელწვერა მოხუცი დამრეც ბილიკს ჯოხის კაკუნით მიუყვებოდა. მხარზე ძველმანებში გახვეული ნივთი ეკიდა. მოკლე-მოკლე ნაბიჯებს ადგამდა, ნელა და ფრთხილად. ნისლს ბერიკაცის გამოჩენისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გული ცუდს არაფერს ეუბნებოდა _ არც ეს ბერიკაცი მიაჩნდა საშიშად. ისიც აქაური ეგონა. დარწმუნებული იყო, პირველად არ სარგებლობდა ამ ბილიკით და ზედმიწევნით, მისხალ-მისხალ იცოდა ყოველი მოსახვევი თუ კლდის შვერილი, თორემ, ამ უბედურ დღეში, როგორ გაბედავდა თვალჩაუწვდენელი ხრამის თავზე გადავლას. იმას კი ვერ ხვდებოდა ნისლი, მოხუცის თავგანწირვა მხოლოდ სიცოცხლემობეზრებულ კაცის ნაბიჯები რომ იყო, საკუთარი თავისთვის განაჩენი ღვთის შიშით რომ ვერ გამოეტანა და მხოლოდ შემთხვევითობის იმედზეღა იყო.

ბერიკაცს ამჯერადაც გაუმართლა _ მშვიდობიანად გალია ბილიკი და სოფელს მიადგა. მოზრდილ ქვაზე ჩამოჯდა, დაცვარული შუბლი დაძენძილი სახელოთი მოიწმინდა, უბიდან გამხმარი ხმიადის მომცრო ნაჭერი ამოიღო და სვენებ-სვენებით შეჭამა, მერე გრძელი წვერიდან ნამცეცები მუჭში ჩამოიბერტყა და ისიც მიაყოლა. გული რომ მოითქვა, მხრიდან ნაჭერში გახვეული ნივთი მოიხსნა და საფენები შემოაცალა. საკრავი იყო _ ჩანგი. აცახცახებული ხელი ფრთხილად გადაუსვა, თითქოს ჩვილ ბავშვს ეფერებოდა და ეშინოდა, რამე არ ეტკინა მისთვის. მერე მკერდზე მოირგო და სიმებს ხელი ჩამოჰკრა.

ახლა კი დაფაცურდა ნისლი _ პირდაფჩენილი ღრეჩოებიდან სახლებშიც კი შეეცადა შეღწევას, მაგრამ, უკვე, გვიან იყო. ჩანგის სევდიანმა ბგერებმა ხალხი გამოაფხიზლა და სოფელში დავანებულ ბურუსს, აქამდე თავი სამშვიდობოს რომ ეგონა, სიმყუდროვე დაურღვია. ნისლის დაგვიანებული თავგამოდება ამაო გამოდგა. მთელი სოფელი, დიდიან-პატარიანად, ჩანგის ხმაზე გარეთ გამოეფინა. ნისლს სხვა რაღა გზა ჰქონდა, აიკრიფა კალთები და დაბოღმილი დროებით გაიძურწა.

მრავალი წელი იყო, სოფელში უცხო არავინ გამოჩენილიყო. აღარავინ სტუმრობდა მათ. მხოლოდ ბურუსი თუ შემოიჭრებოდა დაუპატიჟებლად და წასვლას საშველს აღარ დააყენებდა. სოფელმა სხვათა შესახებ არაფერი იცოდა. ბევრი დაადგა გზას, ცხრა მთას იქით ვინ ჩივის, გვერდით დასახლებაში რა ხდებოდა, ის მაინც რომ გაეგოთ. მაგრამ უკან მომსვლელი არავინ იყო. გზების ნდობა აღარ შეიძლებოდა. თითქოს ყველა გზა და ბილიკი ერთ დიდ ცრუ შარად იყო შეკრული, რომელიც მხოლოდ მოუსავლეთში მიდიოდა. თანაც, ვერაგი, როგორც კი ჩასწვდებოდა მგზავრის სურვილს, როგორც კი გაიგებდა, საით მიუწევდა კაცს გული, აურევდა ფიქრებს და საგულდაგულოდ ჩაუხლართავდა გზასა და კვალს. მხოლოდ ჩანგის მოხუც პატრონს ვერას ვნებდა, ან კი რა უნდა დაეშავებინა მისთვის, ის ხომ არსად მიდიოდა, მხოლოდ შარას მიუყვებოდა და იქ ჩერდებოდა, სადაც გზა მიიყვანდა.


study

წყარო - http://www.facebook.com/garabuli?sk=wall#!/note.php?note_id=180660961978252
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო დავითაშვილი   Mon Oct 03, 2011 4:43 pm

ნატო დავითაშვილი

ნისლებში და ნისლებს მიღმა

ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზის ჟანრის ახალი წიგნი

ფასი: 19.90 ლარი

ყდა: მაგარი

ფორმატი: 150X222

გვერდების რაოდენობა: 318



როცა ცა და დედამიწა გაყრილები არიან, გზა არ გზობს და კაცთა მოდგმა მტერსაც კი აღარ მიაჩნია მეტოქედ, სამყაროს უკანასკნელ იმედად მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი, უტეხი სულის მოხუცი მუსიკოსი და გულადი ბიჭი დარჩენია – ნისლებშიც და ნისლებს მიღმაც მხოლოდ რჩეულთ უწერიათ ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვა.

ასე მოიაზრა მწერალმა ნატო დავითაშვილმა ქართულ მითოლოგიაზე დამყარებული ფენტეზის ჟანრის კიდევ ერთი წიგნი. მკითხველი გულგრილი ვერ დარჩება ახალი გმირების მიმართ, რომელთა ძალისხმევაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ადამიანთა მოდგმა ვერაგი ნისლეულისგან თავის დაღწევას.





ნისლებში და ნისლებს მიღმა


June 20, 2011 by მოლი ბლუმი


ნისლის თუ შეგშინებიათ ოდესმე? ალბათ, არა… და რომ იცოდეთ, სულ ტყუილად. ნისლს შესძლებია, ცა და დედამიწა გაყაროს, ადამიანებში უიმედობა და სასოწარკვეთა ჩაასახლოს, სიხარული და ხალისი წაართვას და მომავლის იმედი დაუკარგოს…

მოდი და ნუ შეგეშინდება, მზე, მთვარე და ვარსკვლავები რომ გაქრება ციდან და თავზე თვალგაუვალი ჯანღი ჩამოგაწვება…

შინიდან წასული ბილიკი გეზს რომ შეიცვლის და სადღაც დასაკარგავში გადაგხვეწს…

თავზე წამომდგარ ბუმბერაზ მწვერვალებს რომ სამუდამოდ შთანთქავს ბურუსი…

და ამ გაუვალი წკვარამიდან ავსულები გემუქრებიან…

შეგეშინდება და მერე როგორ… მაგრამ გულს ნუ გაიტეხ – ნისლებს მიღმა კიდევ დარჩენილა ერთი სოფელი, რომელსაც სამანის ქვები და ცროლის მთა იცავს, სადაც ჯერ კიდევ იციან, რა არის მზე, სითბო და სინათლე.

ამ სოფელში ნიშნიანი კვიცი დაიბადება… აქ გვანცა და ერეკლე ცხოვრობენ… მათ ჯერ თვითონაც არ იციან, რამხელა ტვირთი აწევთ ზურგზე, მაგრამ მალე გაიგებენ და სიტყვის უთქმელად აზიდავენ ამ სიმძიმეს… წინ ხიფათი და განსაცდელია, რომელსაც დიდი დანაკარგის გარეშე თავს ვერ დააღწევ… მომაკვდავ კვიცს მაცოცხლებელი ვეძის წყალი და პატრონის მუხლის ძალა სჭირდება ფეხზე დასადგომად.

და იწყება საშიში გზა, სადაც ერეკლეს და გამახელას პატარა, სასაცილო მაქციები, მრისხანე გველვეშაპი – გველისფერი, მორგვები და წყლის პატრონი ელოდებიან. სადაც ყოველი ნაბიჯი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს… მაგრამ ეს გზა გასავლელია. სხვაგვარად არაფერი ეშველება ნისლში ჩაკარგულ ქვეყანას, ამაო აღმოჩნდება პატარა მახარესა და მოხუცი ანანიას თავგანწირვა, უშიშრად რომ მოიკვლევენ გზას ბურუსიდან, უვალ ბილიკებს ათვინიერებენ და სასოწარკვეთილ ადამიანებთან იმედის სხივი მიაქვთ.

დიდი საქმე არ იქნება დიდი მსხვერპლის გარეშე… და ყველა მზად არის ამ მსხვერპლის გასაღებად – ერეკლე, გვანცა, ანანია, მახარე, გამახელა… როდესაც ყველაზე ძვირფასს გაიმეტებ დაუნანებლად, თავისუფლებაც მოვა.

ნატო დავითაშვილის ახალი ფენტეზი-რომანი – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” კიდევ უამრავ სათქმელს მიტოვებს, მაგრამ მეშინია, პირველად წაკითხვის სიამოვნება არ მოვაკლო ვინმეს. ამიტომ აღარაფერს დავამატებ, გარდა ერთისა – ქართული მითოლოგია ამოუწურავი საბადოა და რა კარგია, რომ გამოჩნდა ნატო – ადამიანი, რომელმაც ამ სიმდიდრის ჩვენამდე მოტანა არ დაიზარა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო დავითაშვილი   Wed Oct 19, 2011 10:46 am



Gala (literary prize) winner: The best book for children - 2011
Nato Davitashvili for novel 'In and Beyond fogs' (Logos-Press publishing)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო დავითაშვილი   Sat Nov 03, 2012 11:06 pm

ნატო დავითაშვილი

ლურჯი ჩიტი
(სცენარი, ქალაქური მისტიკა)


შემოდგომის მოღრუბლული დღეა. მშრალ ხიდზე ბაზრობისკენ მიდის წყვილი - ქალ-ვაჟი. ასე 30 წლისანი იქნებიან. ქალი საშუალო სიმაღლისაა, კუბოკრული ქვედატანი და ფერში შეხამებული პიჯაკი აცვია. მხარზე ფოტოაპარატი აქვს გადაკიდული. მამაკაცი მუქ ჯინსებში და მოგრძო პიჯაკშია, ყელზე ორად დახვეული ლურჯი შარფი უკეთია.

ქალი: მე ქუჩის მხარეს დავდგები. ხიდიდან გადახედვის მეშინია.

ვაჟი მაშინვე გაუცვლის ადგილს. თან გაეღიმება.

ქალი: რა გაცინებს?

ვაჟი: ადრე არასდროს გითქვამს.

ქალი: მხოლოდ ამ ხიდზე მეშინია.

ვაჟი: (გაკვირვებით) რატომ?

ქალი: აქ მდინარე არ არის. ჩვეულებრივი ხიდების არ მეშინია.

ვაჟი: აა... ასეთი რამ პირველად მესმის.

ქალ-ვაჟი ბაზრობასთან მივა. ქუჩის გაყოლებაზე გამყიდველებსა და მეწვრვილმანეებს გამოფენილი აქვთ ათასგვარი საქონელი. ყველა ოჯახიდანაა გამოტანილი. ქალი შეჩერდება ბუკინისტთან _ ასაკოვან კაცთან. ხელში აიღებს ერთ გაყვითლებულ წიგნს და ინტერესით ათვალიერებს.

ქალი: შეხედე, მეტერლინკის “დაუპატიჟებლის” 1905 წლის გამოცემა.

გამყიდველი: რარიტეტია. ივერიის ბიბლიოთეკიდანაა. ამის ფასი თუ იცით, მე ძვირად არ მოგცემთ.

ქალი: მეტერლინკის? (ქალს ეღიმება და წიგნს ფურცლავს).

კაცი: რა ღირს?

გამყიდველი: 30 ლარი, ქალბატონისთვის - 25.

ქალი: დიდი მადლობა. (ხსნის ჩანთას).

კაცი ასწრებს და იხდის ფულს.

კაცი: “ლურჯი ფრინველი” ხომ არ გაქვთ?

გამყიდველი (დანანებით): არა. მე არ მაქვს. იმასა აქვს. (მიუთითებს გვერდით მდგომ გამყიდველზე, რომელსაც წინ ფაიფურის პატარა ფიგურები და ჭურჭელი, ბიჟუტერია ულაგია)

კაცი და ქალი ცნობისმოყვარეობით გადახედავენ მეორე გამყიდველის საქონელს.

ქალი: თქვენ გაქვთ მეტერლინკის “ლურჯი ფრინველი”?

II გამყიდველი: არა... არა მაქვს. (დაიხრება და ნივთების გადალაგებასა და გასწორებას იწყებს).

I გამყიდველი (ქალ-ვაჟს): სწორად ვერ გამიგეთ. მე ამ ლურჯ ფრინველს ვგულისხმობდი.

I გამყიდველი დაიხრება და მეზობლის ნივთებიდან ფაიფურის მუშტისტოლა ლურჯი ჩიტის ფიგურას აიღებს.

ქალი: აჰ... (გაეცინება ქალს.) ეს მთლად უკეთესი. რა ღირს?

II გამყიდველი ენის ბორძიკით: 5 ლარი.

ქალი ჯიბეში ჩაიყოფს ხელს და გამყიდველს ფულს გაუწვდის.

ქალ-ვაჟი აგრძელებენ გზას.

I გამყიდველი: გამაგიჟებ, ასეთ ძვირფას ფაიფურს კაპიკებში ყიდი.

II გამყიდველი ხელს ჩაიქნევს და არაფერს უპასუხებს.



ქალ-ვაჟი მიადგება ეზოს. გისოსებს მიღმა ჩანს ერთსართულიანი ძველებური სახლი. შედიან სახლში.

ქალი: ბუხარს ხომ დაანთებ? ახლა სახლში უფრო ცივა ვიდრე გარეთ. თან აქ ისეთი ნესტია.

კაცი იწყებს ბუხრის ანთებას, იქვე ახლოს აწყვია ცეცხლში შესაკეთებლად გამზადებული ძველი პარკეტი.

ქალი ბუხრის თავზე ფაიფურის ჩიტს დასვამს.

ქალი: შენთვის ვიყიდე. რომ წახვალ წაიღე. ჩაი ავადუღო არა? კონიაკიც მაქვს. ხომ დალევ კონიაკიან ჩაის?

კაცი: აბა რა!

ქალი გადის სამზარეულოში.

ისმის ქალის ხმა: რა უცნაურად დაემთხვა...

კაცი: რა?

ქალი: ლურჯი ფრინველის გამოჩენა. მართალი იყო მეტერლინკი, რომ ამბობდა, ადამიანები უმწეოები ვართ და გულზეხელებდაკრეფილები ველოდებით ჩვენს ბედისწერასო.

კაცი ანთებს ბუხარს, იღებს ფაიფურის ჩიტს და გადის ქალთან სამზარეულოში.

ქალი (აგრძელებს): ეს დღეებია საშინელ განწყობაზე ვარ. გითხარი კიდეც. მყარი ფსიქიკის რომ არ ვიყო, იქნებ თავისთვის რაღაც ამეტეხა. (ქალის ასხამს ჩაის და უმატებს კოვზით კონიაკს). ამ ამინდებმაც ხომ ბოლო მომიღო, ან წვიმს ან მოღრუბლულია. არადა, ჯერ სად ვარ. მთელი ზამთარი წინ მაქვს. რამე უნდა მოვიფიქრო, ამ ბუხრის იმედზე ვეღარ ვიქნები, ზამთარში გავიყინები. ახლა მივხვდი, თეატრში რა უნდა დავდგა. რა მჭირდება ახლა.

ქალი ლანგარზე ალაგებს ლამბაქებს და ბუხრის ოთახში გადის. დაბალ მაგიდაზე ალაგებს ფინჯნებს და დივანზე ჯდება. კაცი მიუჯდება გვერდით. ქალი იღებს იქვე მიდებულ შარფს და შიგ ეხვევა.

კაცი: აღარ დაამთავრე. რა გჭირდება?

ქალი: მეტერლინკის “ლურჯი ფრინველი” უნდა დავდგა. ხომ დამეხმარები? ეს ჩიტი დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი. ბედისწერაა, აბა რა.

კაცი: მაშინ შენთან იყოს.

კაცი მაგიდაზე დგამს ჩიტის ფიგურას.

ქალი: ხომ დამეხმარები?

კაცი: არა მგონია. საჩემო არაა.

ქალი მოსვამს ჩაის.

ქალი: უჰ რა კარგია. ცოტა გავთბი. სიცივის ადამიანი არ ვარ. სიცხე მინდა. მწველი სიცხე. ეს სახლი რომ ისე გამოაშროს, სულ ტკაცატკუცი გაჰქონდეს.

კაცი: დიდი კოცონი გდომებია შენ (სიცილი)

ქალი: დიდი, ვეებერთელა, მწველი კოცონი (ასევე სიცილით)

კაცი: წავალ ახლა. სცენარი მაქვს დასამთავრებელი.

ქალი: ჰო წადი. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ცოტა აზრზე მომიყვანეთ შენ და შენმა ლურჯმა ჩიტმა.

ქალი აიღებს ფაიფურის ფიგურას და გაუწოდებს კაცს. კაცი გასასვლელისკენ წავა. ისმის ტელეფონის ზარი. ქალი შეტრიალდება. კაცი დროს იხელთებს და მის ჩუმად, ბუხრის თავზე შემოსვამს ლურჯ ჩიტს.





მშრალი ხიდი. ერთმანეთის გვერდით დგანან უწინდებურად ნაცნობი გამყიდვლები.

I გამყიდველი: რამდენი გაქვს მაგ ჩიტის ფიგურა. ახლახანს არ გაყიდე?

II გამყიდველი არაფერს უპასუხებს.

I გამყიდველი: ის ქალი ხომ გახსოვს, ჩემგან წიგნი რომ იყიდა, შენგან კი ეგ ჩიტი?

II გამყიდველი: ჰო, როგორ არა, 2 დღის წინ.

I გამყიდველი: ცნობილი რეჟისორი ყოფილა.

II გამყიდველი: რა მოუვიდა?

I გამყიდველი: რა იცი, რომ მოუვიდა?

II გამყიდველი: ისე ვთქვი.

I გამყიდველი: მის სახლს ცეცხლი გასჩენია, ძველი ბუხარი ჰქონია სახლში და და დაღუპულა, საწყალი. გუშინ ტელევიზორში აჩვენეს.

II გაყიდველი: უჰ... (ჩიტს ხელში აიღებს და გაბრაზებული დახედავს. ხელს ისე უჭერს ფიგურას თითქოს თავის წაწყვეტას უპირებს). სულ ამის ბრალია. ეს შეუსრულებდა სურვილს. ასე იცის. სამწუხაროდ, იმ ქალს სურვილში არ გაუმართლა.

I გამყიდველი: (გაოცებული შეხედავს) რა უშნო ხუმრობა იცი.

II გამყიდველი: (ხელს ჩაიქნევს) ეჰ, ნეტა ვხუმრობდე.

I გამყიდველი: თუ არ ხუმრობ, მაშინ გადააგდე, რაღას ყიდი? (დაცინვით მიმართავს კაცს)

II გამყიდველი: არც მე გამიმართლა სურვილში, როცა პირველად ძალიან დიდ ფასად გავყიდე და მისი უკან დაბრუნება ვინატრე.

I გამყიდველი: გიჟი ხარ შენ. რას არ მოიგონებ? ზღაპრები უნდა წერო. მე გაგიყიდი.

II მყიდველს მიუახლოვდება ახალგაზრდა წყვილი.

გოგო: ნახე რა ლამაზი ჩიტია. ამასთან ერთად დიდი სიამოვნებით გავფრინდებოდი.

ბიჭი: რა ღირს ეს ლურჯი ჩიტი?

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნატო დავითაშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ნატო დავითაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: