არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნელი მამედოვი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნელი მამედოვი   Tue Mar 01, 2011 9:11 am


Neli Mamedovi

ნელი მამედოვი

1966 წელს დაიბადა საქართველოში, ქარელის რაიონში. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1994 წელს გადავიდა ბაქოში საცხოვრებლად. მუშაობს აზერბაიჯანის რადიოს ქართულ რედაქციაში, არის რედაქტორი–დიქტორი.
თარგმნის აზერბაიჯანულიდან.

ნელი მამედოვი "ფესიბუკზე" – http://www.facebook.com/profile.php?id=100000025498612#!/profile.php?id=100000025498612&sk=wall




სალიმ ბაბულლაოღლი

* * *
ალბათ გინახავთ ბავშვები:
ომობანას თამაშისას არა,
ისე, უმიზეზოდ რომ მოირბენენ
გაგიჩერდებიან წინ
და გეტყვიან, ნახე, მე ვკვდები!

წამოგორდებიან, მომღიმარნი თვალებს ხუჭავენ,
ცოტა ხნის შემდეგ კი სიცილ–კისკისით ახელენ თვალებს
და სიცილითვე გაგშორდებიან...


* * *
აი, ამ ქუჩაზე პირველადა ხარ,
მაგრამ რატომღაც წარსულს გახსენებს.
შეიძლებ სადღაც,ზესიწმინდეში
ამის შესახებ დაუწერიათ.
ანუ ყოველი ბედისწერაა,
ჩვენი ყოფა კი – დასტურია.
და შენ ,შენი ცხოვრება,
შენი კუთვნილი დღიურივით გადაგიშლია.


აზერბაიჯანულიდან თარგმნა ნელი მამედოვმა

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
neli



Female
Number of posts : 4
Age : 50
Location : Baku, Azerbaijan
Job/hobbies : Translator
Humor : Yes
Registration date : 03.03.11

PostSubject: Re: ნელი მამედოვი   Mon Mar 07, 2011 5:36 pm

აღაჯანა

მევლუდ სულეიმანლი
თარგმანი აზერბაიჯანულიდან - ნელი მამედოვი


სომხების სოფელი, თურქთა სოფლისაგან სულ ცოტა მოშორებით, ყვითელ თიხნარზე, ხევში შეყუჟულიყო.ხევი დაღებულ პირს მიაგავდა: ოთხივ მხრით დაფარული, წინა მხარეს კი ღია…შესასვლელში , ნამდვილი კბილების მსგავსად სალი, ციცაბო კლდეები ჩამოკიდულიყო. ზემოდან კი ყითელი თავივით მოჩანდა პირდაღებული გორა, კაცს ეგონებოდა, ეს ესაა პირში ჩარჩენილ სოფელს ამოახველებსო.
საიდან ჩამოვიდნენ სომხები ან როდის არავინ იცოდა. მაგრამ , როგორ იყვნენ ჩამოსულები და რისთვის, ეს იცოდნენ: სამყაროს რომელიღაც კუთხიდან, თავის დასახსნელად ხევს ამოყოლილები ამ „ პირში“ შეყუჟულიყვნენ. მაგრები იყვნენ, მათ გაკეთებულ საქმეს წყალი არ გაუვიდოდა. გამოთლილები, გამობრძმედილები, შემდეგ კი გასწორებული და ზომაზე გამოჭრილები იყვნენ.
აღაჯანის დედა , მეოთხე ბავშვის მშობიარობისას ალი შეეხო. მეხუთე ბავშვს თურქული სახელი დაარქვეს ,რომ ალი აღარ მიკარებოდა. მართლაც და აღაჯანა გადარჩა, თურქებს წააგავდა, იისფერ ულვაშებიანი ბიჭი გაიზარდა.
აღაჯანას სახლი სოფლის განაპირას იდგა. ვიწრო მთის გზა სოფლიდან ენასავით გამოდიოდა და ხევს წარბივით გასდევდა. სოფელში მალი–მალ ერთობოდნენ, მღეროდნენ ცეკვავდნენ, გარეთ კი საქმიანნი, დაუზარელნი და დაშაქრულსიტყვიანნი იყვნენ…
დღეს, აღაჯანა სოფლიდან სიმღერით გამოვიდა.
– საით აღაჯან?
აღაჯანა ისე მოტრიალდა,რომ სიმღერა არ შეუწყვეტია, ურემზე წამოიმართა და მიმოიხედა. ღობეებს და ქვებს შორის მაცქერალი მეზობლები რომ ნახა ,ამაყად გადახედა ძაღლს, ცხენს, ურემს და სიმღერა არც კი შეუწყვეტია ისე წამოიყვირა, წამღერებით:
– თურქულ სოფელში მივდივართ:
– ყაურმა წამოიღე აღაჯან, ყაურმა , არ დაგავიწყდეს.
აღჯანმა მუშტი თავს ზემოთ მოიქნია და კვლავ წამოიყვირა, მაგრამ ახლა ისე თავისი თავის გასამხნევებლად .
– ნათლიებთან მივდივართ!
„ მივდივართო“… რომ ამბობდა, თვითონ იყო, ნათლიის ნაჩუქარი ცხენი ალაფაჩა, ურემზე ყავდა შებმული და კიდევ ნათლიის ძაღლ განიღასაგან აყვანილი ორი ლეკვი . სოფლის სიმყუდროვეში, წყნარად და უშიშრად გაზრდილიყვნენ და უკვე ექვსი თვისანი იყვნენ.ახლა კი ჯაჭვს აშვებულები ცასა და მიწას შორის ვერ ეტეოდნენ, მშვილდივით სხლტებოდნენ ხან ზევით , ხან ქვევით.
ხოო… ხევის სიმყუდროვემ, სოფლის სიწყნარემ, ცისა და მიწის სიწმინდემ აღაჯანა ააღელვა, ვნებე მოძალებული ცდილობდა ალაფაჩაც და ლეკვებიც აეღელვებინა.
ჰე–ჰეი…, თქვენ დაგენაცვლეთ!– უყიჟინებდა ცხოველებს.
მთის ფერდობზე , მოხუცი სომეხი ბატებს მწყემსავდა . ასამდე ბატმა, ლეკვების ნახვისას , ყელები წაიგრძელეს და ნერვიულ ყიყინს მოყვნენ.
–აღაჯან, კეთილი მგზავრობა, საით გაგიწევია?– ბატების ყიყინისაგან, კაცმა თავისი ხმაც კი ვერ გაიგონა, მაგრამ გაიფიქრა,რომ აღაჯანა გაიგებდა, რადგანაც ბატებსა და აღაჯანას შორის საკმაო მანძილი იყო. ლეკვები ბატების გუნდს დაერივნენ, ამ თავიდან დასხლტნენ და მეორე ბოლოში ამოყეს თავი . ბატების მწყემსი მოხუცი რაღაცას ამბობდა, ჰაერში დაფანტული ბუმბულები კი ნელი–ნელ დაფრინავდნენ და მიწაზე ეშვებოდნენ.
აღაჯანა ,ურემზე წამოიმართა და ხელის ქნევით ლეკვებს შეეხმიანა.
– ჯამბერ! დამბერ!
ლეკვებმა , შენიშნეს ბატების მწყემსი მოხუცის უმწეობა, უფრო სწორად სიბერე, ბატების გუნდს თავი მიანებეს და მოხუცს დაუწყეს გარშემო სირბილი,თამაში .
–ესენი, თურქების ძაღლებთან საჩხუბრად მიმყავს.– აღაჯანამ პირზე მიიდო ხელი და ყვირილით ლეკვები უჩვენა მოხუცს.
– ამჯერად, ჩემები დაჯაბნიან, ნახავ!
მებატე ახლაღა მიხვდა აღაჯანას ნათქვამს, რაღაც თქვა, ურემი ქვიან დაღმართზე რახუნ–რახუნითა და ჭრიალით ეშვებოდა, არაფერი ისმოდა.
ხუთი– ექვსი მეზობელი გზის პირას, აღაჯანას ელოდებოდა, ურემი ნახეს თუ არა წინ წამოვიდნენ.
– მაგრად იყავი, აღაჯან – თქვა ერთმა, შემდეგ კი მუშტი მომუჭა და თავს ზემოთ მოიქნია.
– როდემდე უნდა წაახრჩონ თურქების ძაღლებმა ჩვენი ძაღლები?
მეორე თეთრწვერა სომეხი პირქუში კაცი იყო, ისე გამოიყურებოდა თითქოს ეს–ესაა ტირილს დაიწყებსო:
–აღაჯან, არ დაუშვა ,რომ ლეკვები დაწყნარდნენ, აი ასე, გააცოფე და ვნება მოძალული ჩაიყვანე– თქვა და ჩაიღიმა, სახის ნაკვთები მართულივით დაეჭიმა, მიმოიხედა,რომ ლეკვები ენახა.– ტყუილადაც რომ იყვეს მიუქსიე, არ გაუშვა რომ მოდუნდნენ.
მანაც ასე დაულოცა გზა აღაჯანას, მუშტი შემართა და – იიჰ! შესძახა.
–კინაღამ ავდგე და მეც გამოგყვეთ.
იმათმა სიტყვებმა ისე გაამხნევეს აღაჯანა ,რომ ადგილზე ბორგვა დაიწყო, ფეხზე მდგარმა ერთი შეიფერთხა და ამაყად დაიძახა:
– ამჯერად ჩემები დაჯაბნიან, ნახავთ!
მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს, აღაჯანას დაუჯერეს, კინაღამ ერთმანეთს გადაეხვივნენ. სასწრაფოდ გორაზე ავიდნენ, იქნებ როგორმე ლეკვები ვნახოთო…არც გახსენებიათ ,რომ ორი – სამი დღის წინ, ღობესთან შეგროვილები, ჩურჩულით ლაპარაკობდნენ თუ როგორ მოეღოთ ბოლო ამ ორი ლეკვისათვის, მთელი ბაღჩა– ბაღი გათელესო… ახლა კი ყველაფერი დაევიწყებინათ და კინაღამ ლეკვებს თან გაყოლოდნენ .
– ურა–აა!
სომეხთა სოფლის ბავშვები ყვირილით გორაზე არბოდნენ. ისეთი რბილი და ლამაზი დღე იდგა ,რომ ხელით გასწორებული გეგონებოდა. დიდი და პატარა ერთად გამოსულიყო გარეთ.
– აღაჯან, აქვე, აი ამ გორაზე დაგელოდებით, მალე დაბრუნდი!
აღაჯანას, ურმის ხმაურისაგან არაფერი არ ესმოდა.
ურემი და მერე რა ურემი … ისე მირახრახებდა, კაცს ეგონებოდა, ახლავე მთელ ქვეყანას დააქცევსო .მთის მუხლს შემოუარა თუ არა გზა მიწნარზე გავიდა და სიჩუმეც ჩამოდგა. ბორბლების რბილი და შეზეთილი ბრუნვა აშკარად იგრძნობოდა. ახლა გაახსენდა ,რომ ისინი სულ ახალი შეზეთილი ჰქონდა. გაიხსენა თუ არა, იმ წუთსვე საიამოვნო გრძნობამ დაუარა ტანში , ღრმად დაამთქნარა. ყველაფერი რიგზეა : ანუ აღაჯანას გულისაა. წარსულთან შედარებით დროც რბილი მოეჩვენა. აღაჯანას შეზეთილი ბორბლებივით რბილ– რბილად მიდიოდა. ნათლიამისი უღურლუსი არა იყვეს რა , დროის ურემსაც ოთხი თვალი და ოთხი ხელი აქვს, ქვიან გზებზე ხელებით დადიოდა, ჯერჯერობით… ანდა რა უნდა ყოფილიყო, საშიში არაფერი იყო, მადლობა ღმერთს, დღეს ამინდიც ხელს უწყობდა, კაცი იფიქრებდა, მდინარე სხვაგან ჩაედინებოდა და ახლა კალაპოტი ეცვალა და აღაჯანას ხათრით აქ გადმოსულიყო. მართლაც ,აღაჯანა მაგარ ხასიათზე იყო, კვლავ სიმღერა წამოიწყო. მაგრამ ეს სიმღერა, სოფელში რომ მღეროდა იმ სიმღერებს არ ეკუთვნოდა, ეს ურემივით, ცხენივით და ლეკვებივით ნათლიისაგან მიღებული სიმღერა იყო…
აღაჯანამ, ურემი, აი ამ მდინარეში, ახლა რომ გადმოვიდა , თხელ ადგილას იპოვა. ვინ იცის ვისი მიტოვებული იყო, ხუთი – ექვსი წლის წინ , შეარემონტა და გვერდითა ფიცარს თავისი სახელი წააწერა : აღაჯანა დამირჩიანი.
აღაჯანა ,ახლა მეგობრობაზე მღეროდა, ვის ლექსზე იყო სიმღერა დაწერილი არ იცოდა, მაგრამ მთელი გულით კი მღეროდა.
ამ შემოდგომას იყო, მეზობელი მოვიდა და უთხრა, აღაჯან, ნათლია შენი მოსულა და გეძახისო.
–ნათლიჯან, გარეთ რატომ დგეხარ, კაცო? ასე როგორ შეიძლება. ამბობ, რომ ჩვენც რომ მოვალთ, შინ არ შემოვიდეთ? – მართლაც და აღაჯანამ რა აღარ უთხრა , მაგრამ ნათლია შიგნით ვერ შეიპატიჟა.
–აღაჯანა ნათლია, – უთხრა უღურლიმ, – ლხინი მაქვს , უშენოდ როგორ შეიძლება, წამო, შენს წასაყვანად მოვედი.
–რა ლხინი ? რას ამბობ?
წავიდნენ. ნათლობა იყო. აღაჯანამ მიიხედ –მოიხედა და ცოტა მორიდებით თქვა:
–ნათლიჯან, მე ძალიან სუსტი გულის პატრონი ვარ, ღმერთს გეფიცები, ამას ვერ ვუყურებ, ნება მომეცი წავიდე, მერე შემოგივლი.
– რას ლაპარაკობ აღაჯან, ბავშვი შენ უნდა დაიჭირო. ათას წელზე მეტია ჩვენს ბავშვებს, შენი მამა –პაპა იჭერს და ახლა შენ რა მოგივიდა, აი აქ მოკიდე, მაგრად მოუჭირე.
აღაჯანამ ბავშვი კიდაიჭირა ,მაგრამ თვალები დახუჭა და შემდეგაც ერთ ხანს არ გაუხელია.
ნათლიას საჩუქრად, უღურლიმ ერთი თეთრმკერდა ცხენი აჩუქა.
–ნათლიჯან, ლეკვიც მომეცი, – უთხრა აღაჯანამ, – შენი ძაღლი ავია, მაგის ლეკვს ვიყოლიებ. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა, მაგრამ ალაფაჩას ჯერაც ვერ დაევიწყებინა ის სოფელი. ლეკვები კი თვალებახელილი არ იყვნენ, რომ წაიყვანა, თავები აღაჯანას მკლავქვეშ შეყუჟეს და ღმუოდნენ. ახლა კი ექვსი თვისანი არიან , არც შიში იციან და არც რიდი, თამაშით წან გაუსწრეს ურემს და თურქულ სოფელში შევცვივდნენ. თურქთა სოფლის ძაღლები აყეფდნენ, აშვებული ძაღლები მიჩვეულნი იყვნენ უცხოთა სტუმრობას და წყნარად ყეფდნენ, ჯაჭვზე მიბმულები კი ერთი–მეორის ჯიბრზე თითქოს აწყვეტას ლამობდნენ , ჯაჭვს ეწეოდნენ და მთელი ძალით ეხეთქებოდნენ აქეთ–იქეთ.
– რამდენიმე სოფლელი, ურემი რომ ნახეს, მაღლობზე შედგნენ :
– აღაჯანა მოდის, – დაიძახეს.
– ბიჭოს, ამას ახალი ძაღლებიცა ყავს, – თქვეს, – თანაც ჩვენებურ ძაღლებს წაააგავან!
–საღოლ, აღაჯა –აან!
ლეკვებმა სოფლის ძაღლები გააღიზიანეს, მიჯაჭვულები გააცოფეს და სოფლის გულისაკენ წავიდნენ.
–არაფერი არ უთხრათ, ძმა და მეგობარია!
– საქმეში გვადგება!
–ამისთანა ბალახის მთიბავი და ზვინის დამდგმელი არ მოიპოვება, კარგი მარჯვენის პატრონია.
–კალატოზობაც ეხერხება.
ამას, გარაჯა ამბობდა და თან შარშანდელი ზაფხულიც გაიხსენა:
… აღაჯანა, იმის სათიბში თიბავდა… ერთი ცხვარზე მოილაპარაკეს. მზის სიცხე დანასავით ჭრიდა, ისე იყო გაოფლილი , წვიმაში დასველებულს მიაგავდა. გარაჯამ, აღაჯანა ასეთი გაოფლილი, რომ ნახა გაიფიქრა,– ერთი ცხვარი ცოტაა, ერთ ხელ ჩასაცმელებსაც მივაყოლებ – თქვა, თავისთვის გულში.
გარაჯას ეზოს წინ ჩავლისას, აღაჯანას ის პაპანაქება, ზაფხულის დღე გაახსენდა, ტანში შეახურა, კუნთები დაეჭიმა, მშრომელი კაცი იყო, ხელები მოექავა, მუშაობა მოუნდა, ცელის, ბარისა და ლაფათკის დაჭერა მოუნდა, ვერც კი მიხვდა ისე მოისროლა მხრებზე წამოსხმული მოსასხამი, თითქოს გადაეფურთხოს…
გარაჯა წარმოუდგა თვალწინ, იმ ზაფხულის დღეს, როგორც იყო, ზუსტად ისე : ხელში დიდი ბანკით დო ეჭირა და მის ჟანგისფერ, გაოფლილ სხეულს შესცქეროდა, ელოდებოდა როდის მივიდოდა აღაჯანა ცივი დოს გამოსართმევად .
–შენ, მარტო უღურლის ნათლია არა ხარ, აღაჯან , შენ მთელი სოფლის ნათლიაცა ხარ, ცხვარი, შენი ალალი იყოს, მაგრამ ერთი ხელი ტანსაცმელიც უნდა მოქცე… – წეღანდელს აქეთია უტრიალებდა ეს სიტყვები თავში გარაჯას , მიაუახლოვდები თუ არა ვეტყვიო.
იხსენებდა აღაჯანა და თან სამოსიც შეითვალიერა, ისინი ეცვა,გარაჯას მიცემული … კვლავ წამოიმართა ურემზე და წამოიყვირა:
–ჰე–ჰეი გარაჯა, გარაჯა…– ბალახი რომ გაუთიბა იმ კაცს ეძახდა.– შე კაცო , სადა ხარ, გამოიხედე!
ლეკვებმა აღაჯანას ხმა გაიგეს თუ არა ,ერთ ეზოში შეცვივდნენ, ძაღლი მაგრად ააწკმუტუნეს. ვიღაცას უნდოდა, ბაღში დაბმული მეცხვარის ძაღლი აეშვა , არ გაუშვეს:
–სირცხვილია, უცხო ხომა არაა , აღაჯანაა, ძაღლის გულისთვის ვაწყენინოთ?
აღაჯანა ურემზე შემდგარიყო, ურემი შეეღება, ბორბლები შეეზეთა – ცხენი მორთული ყავდა, ძაღლები კი მოვლილი .სოფლის კაცებმა ცვლილება , მაშნვე შეამჩნიეს და ულვაშქვეშ იღიმებოდნენ, თვითონ კი , ამ სიახლეებისაგან ,თანდათან ლაზათს იღებდა, ამიტომაც იყო რომ ურემზე ადგილს ვერ პოულობდა, ტოკავდა ,კინაღამ ჩამოქვეითებულიყო.
–ჩემ ძაღლებს, ძაღლები გამოუყვანეთ!.. პირით ასე გაიძახოდა, ხელით კი სოფელს ესალმებოდა…
უღურლუ სამუშაოდან ახლად მოსულიყო, ტახტზე წამოწოლილს ცოლი ფეხებთან ჩამოუჯდა და ერთი წლის ვაჟიშვილს ჭრელი წინდის ჩაცმა დაუწყო , თან მეუღლეს ეხუმრებოდა.
– ფეხი, შენც აქეთ მოსწიე,პატარა კაცის მამავ.
პატარა კაცის მამამ, უღურლიმ, მეუღლის ხელს, ხელი კრა:
–გასწი ხელი, მეღიტინება!
მეუღლემ ხრინწიანი ხმით გადაიხარხარა,ხელ–ფეხი მოუდუნდა, ერთი წამს უწონობა განიცადა.
ცოლ–ქმარი ერთმანეთს უყურებდნენ და ლაზათიანად იცინოდნენ.
– ჩემი საზი სადაა?
უღურლიმ, ოთახის კუთხისკენ გაიხედა, მამის დანატოვარი საზი, ყოველთვის მანდ ეკიდა.
–ოჰო, ამ პატარა კაცის მამამ საზი უნდა დაგვიკრას, ამის საზს ვინ ენაცვალოს…– თქვა, ბავშვი აიყვანა, შემდეგ კი ფეხები აუწია და ჭრელ წინდიან ფუნთუშა ფეხებზე აკოცა.
აღაჯანა ეზოში ,ზუსტად ამ დროს შევიდა.ეზოს ბოლოში ჯაჭვით მიბმულმა განიღამ ერთი ორჯერ წამოიყეფა და მიჩუმდა, ცხენითა და ძაღლით , დაუკითხავად ეზოში შემსვლელებს გაკვირვებული შესცქეროდა: ცხენი ნაცნობი იყო, კაციც თვალწინ წარმოუდგა. უღურლის სახლს აშენებდა, კალატოზი იყო, მშენებარე კედლიდან ჩამოვიდა და ძაღლისკენ წამოვიდა. ეტყობა ძაღლს ვერ ამჩნევდა, განიღამ ისე გამოსწია ჯაჭვი,რომ კინაღამ აიწყვიტა: – ნათლიაა, შე ტუტუცო… შეეხმიანა უღურლი ძაღლს , შერცხვა და თავი მიწას მიადო, უნდოდა პატრონი მიმხვდარიყო მის სინანულს. პატრონის ხმა ახლაც შემოესმა, ცხენი კი, კვიცი რომ იყო, ის დრო თვალწინ წარმოუდგა, ერთ დროს დედასთან ერთად ,აი ამ ზვინთან დაკუნტრუშობდა. ერთი – ორჯერ განიღასთვის წიხლიც უთავაზებია. მაგრამ ლეკვებს საიდან იცნობდა, ვერ გაიხსენა. ერთი– ორჯერ კიდევ წამოიყეფა, ამით კი უღრლის უცმობდა . წამოიყეფა და მიჩუმდა,თავი კვლავ თათებს მიადო, უცბად , ისეთი შეგრძნება დაემართა ,თითქოს ხმები წყლის ქვეშ ესმოდა, თითქოს ხმები წყლის გავლით აღწევდა მის ყურამდე, ტკივილით აღიქვამდა. ალაფაჩას, რაღაცის გემრიელი გემო გაახსენდა, ურმიანად შეიფერთხა და დაიჭიხვინა. აღაჯანას ეგონა, ალაფაჩამ, ეზოს ბოლოში მდგარი ზვინი ნახა და იმას უჭიხვინებდა, განერვიულებულმა, ცხენის უზანგი მოზიდა და მათრახი გადაუჭირა. ლეკვები, მთელი გზის მანძილზე თამაშ–თამაშით მოდიოდნენ და გარშემო მყოფთ ანერვიულებდნე. ახლაც, ღია ჭიშკარი ნახეს თუ არა ,ახალი თავგადასავლის ძიებით, დაუკითხავად შეცვივდნენ. აღაჯანაც ჩამოვიდა ურმიდან. ლეკვებთან ერთად შევიდა კარში. უღურლიმ თავი წამოსწია.
– ეს რაა, ნათლი? რა ამბავია?!
ლეკვები ტახტის ქვეშ მოკალათდნენ და ქაქანებდნენ. განიღა, ჯაჭვის აწყვეტას ლამობდა. როგორ შეიძლება,რომ ეზოში ,დაუკითხავად უცხო ძაღლები შემოვიდნენ და თან პირდაპირ სახლში შევიდნენ. გაცოფებული ყეფდა და მთელი ძალით ექაჩებოდა ჯაჭვს, ხმა , თანდათან , დაღლამდე მტირალი კაცის ხმას ემსგავსებოდა. უღურლუს უნდაოდა ეთქვა,რომ აღაჯან , კაცო ჩვენ ნათლიები ვართ, როგორ შეიძლება სახლში ძაღლებით შემოხვიდეო.
–საჩხუბრად ჩამოვიყვანე, განიღა აუშვი ,ვაჩხუბოთ– თქვა აღაჯანამ. უღურლიმ ლეკვებს გადახედა. თავისი ძაღლები გაახსენდა, მათსავით პირშავი, მონაცრისფერონი იყვნენ.
– ჩემგან რომ წაიყვანე ისინი არიან, არაა? კარგად მოგივლია.
ლეკვებს, თავები თათებზე მიედოთ და შურით სავსე თვალებით შესცქეროდნენ უღურლის. – შურიანი ძაღლები, კაცს ემტერებიან,მაგრამ ჩხუბი არ ეხერხებათ.
– განიღა აუშვი და ნახავ, ეხერხებათ თუ არა!
აღაჯანა ლეკვებს შეეხმიანა.
– ჩამბარ! დამბარ!
ლეკვები უღურლის მივარდნენ.
– ქადი, ძაღლო!
უღურლის ბოხი და მკაცრი ხმა ჰქონდა. ხმის დაბოლოება განიღას ხმას მიუგავდა. განიღაც, წეღანდელს აქეთია მთელი ძალით ჯაჭვს ეწეოდა და ხრიალებდა: „ ამიშვი– ი–ი“
უღურლიმ ,კვლავ ფეხი დააბაკუნა და მკაცრი ხმით დაიძახა , – ქადი, ძაღლო– ლეკვებმა ერთი– ორი ნაბიჯით უკან დაიწიეს და ღრენას მოყვნენ.
ამ დღეებში, სომეხთა სოფლის ზემოთ მგელს წააწყდნენ. მგელიც უღურლივით უყურებდა მათ. აღაჯანას ხმა შემოესმათ ხეობიდან, შემდეგ თოფის ხმაც გაიგონეს, მგელმა მოკურცხლა და კლდეებს შორის შეიმალა.მგელი აღარ იყო,მაგრამ მისი გამოხედვა ლეკვებს ზედ ჰქონდათ შეყინული, ამიტომაც, სანამ აღაჯანა არ გამოჩნდა ფეხი არ უცვლიათ. უღურლის გამოხედვაც მკაცრი იყო, სახე კი უცინოდა, ღიმილი აღაჯანას ეკუთვნოდა: ნათლიაა, მეგობარია, არა თქვას, რომ ძაღლის გულისთვის როგორ გაწყრაო. მაგრამ თვალებში, ძაღლებისათვის განკუთვნილი სიმკაცრე თანდათან ემატებოდა.
– ძაღლები, შენ არ გყეფენ, ვიცი. მამაჩემი ამბობდა, შენი პაპა, ყველაზე ავ ძაღლსაც კი ჯაჭვიდან ცსნიდა , არა? – ასე თქვა აღაჯანამ და ლეკვებს მიუალერსა, – ეს ჩამბარაა, ეს კი დამბარა.
–უი, ესენი კი მიწამ ჩაყლაპოს , აღაჯანა ნათლია, ბავშვი შეაშინეს!– რატომ მიგიჩვევია სახლისთვის ? ძაღლს, სახლში რა უნდა – უთხრა. უღურლის მეუღლე ტახტზე შემოჯდა, ბავშვს მიუალერსა და ჰკითხა – შეგეშინდა?
ლეკვები კარებთან იდგნენ და ენა გადმოყრილები ქაქანებდნენ. წეღანდელს აქეთაა, ბავშვი, მათ ცეცხლისფერ ენებს მისჩერებოდა, უცბათ ტირილი წამოიწყო. განიღა ისე ექაჩებოდა ჯაჭვს ,რომ მისი ყეფის ხმაზე უფრო, ჯაჭვის ხმა ისმოდა. უღურლიმ იგრძნო ,რომ ძაღლის ხმამ უცბად იცვალა.
–აღაჯანა, შენ ამათ ისე მოურე ,რომ არ დაბეჩავდნენ, თუ დაბეჩავდნენ, იმ წინა ძაღლებივით გახდებიან, ეზოს გარეთ ვერ გაიყვან. ძაღლი, ტყუილათ არ უნდა გააღიზიანო… ტყუილად არ დააქსიო. ესნი არ აჩხუბო, კარგად მოგივლია , ცოდონი არიან, ნაცარ ნაჭამებსაც ჰგვანან.
– ხო, როგორც მასწავლე, საღამოს სალაფავში ერთ მუჭა ნაცარს ვურევდი.
– შედეხავ თუ არა თვალში გხვდება, ბეწვები უბრწყინავთ. მაგრამ სახლში არ უნდა მიგეჩვია.
საცა იყო, უღურლის აშვებული ძაღლიც მოვიდა, უფრო სწორად მელიის კვალს იყო ადევნებული, მაგრამ კურდღელი ნახა და ახლად ამწვანებული მდელოს ფერდობზე, ზემოთ აედევნა მათ . ამ დროს, განიღას ხმა შემოესმა და შეჩერდა.
… ეს რა ხმაა? პატრონის მომწვანე, ყოველთვის ცრემლიანი თვალები წარმოუდგა თვალწინ. ალბათ კვლავ სცემენ, ლოყაზე სისხლი ჩამოსდის …მართლაც, ერთი – ორი წლის წინ,სომეხმა მეველეებმა ,უღურლი მაგრად სცემეს,ცხვრებს, ჩვენს მიწებზე რატომ აძოვებო , ერთმა, თავში ისე ჩასცხო ჯოხი, რომ გაუპო კიდეც . განიღა , მაშინაც ამ ხმაზე ყეფდა, ხრჩობით, ყვირილით. ძაღლმა, მაშინაც განიღას ხმის გაგონებაზე მოკურცხლა სოფელისაკენ …
–რას იკლავ თავს, შე საძაგელო! – გულს გაიხეთქავს . ნათლიაა, უცხო ხომ არ არის!..– დაუყვირა უღურლიმ განიღას, რათა დაეწყნარებინა. განიღას ხმა ჩახლეჩოდა. ძლივს სუნთქავდა, ისე ეხეთქებოდა ჯაჭვს.
მეორე ძაღლი ეზოში შემოვიდა თუ არა ,უღურლის ხმა გაიგონა. პატრონის სახე თვალწინ სისხლიანი ჰქონდა წარმოდგენილი და ასეც მოეჩვენა. მისვლისთანავე ერთ ლეკვს მივარდა , ახრჩობდა, ურმის ქვეშ მოიქცია, მეორე კი მას სწვდა ქეჩოში, ერთი –მეორეს ხრჩობა– კბენით, თრევით ეზოში გავიდნენ.
აღაჯანამ, მათრახი მოიქნია და იყვირა:
–ხო–ხო–ხო, თქვენ დაგენაცვლეთ! – სწრაფად შეხტა ურემზე და ძაღლებს გაყვა .
–უღურლი, კაცო, განიღა აუშვი!– მეზობლებისგან ერთ–ერთმა, ქუდის ქნევით ურჩია უღურლის.
–აუშვი თორემ, ესენი კბილებს სისხლში გაისვრიან და მერე სოფელს აღარ მოშორდებიან!
–არა, რას ამბობ, კაცო, – თქვა უღურლიმ– ძაღლისთვის, ნათლიას როგორ ვაწყენინებ.
განიღამ, ერთიც გაქაჩა ჯაჭვი და უცბად ძირს დავარდა, ეგონა, თავი სისხლში ჩააყოფინეს. ყველაფერი წითლად მოეჩვენა, ხმა ჩაუწყდა. გვერდი უცემდა, თითქოს ამოახველა.ჯაჭვის მოქაჩვა უნდოდა, მაგრამ გულ–მუცელში რაღაც ჩასწყდა. ჯაჭვი, შიგ ჰქონია გამობმული, ფესვიანათ მოგლიჯა რაღაც. ეზო– კარი , გარშემო ყოველივე, პატრონი სისხლისფრად ნახა, კვლავ წამოიწია, ვერ მიხვდა წამოიწია თუ წამოიყეფა.
უღურლიმ, ნახა რომ ძაღლი მიჩუმდა, მიუახლოვდა, განიღას წამოდგომა უნდოდა, წელი წამოსწია, თავი, უღურლის ფეხებისაკენ გადმოუვარდა, ნაკუწ–ნაკუწ შედედებული სისხლი ამოანთხია. უღურლი ვერაფერს მიხვდა, გაოცებულმა ძაღლის თავი ასწია, პირიდან კვლავ სისხლი სდიოდა.
–კაცო, ჰე –ჰეე–ი!.. ვის უძახდა უღურლი, თვითონაც არ იცოდა. შემდეგ, ხმაურთან ერთად დაშორებულ ურემს გახედა. სახე რომ შეუთბა,მაშინღა მიხვდა ,რომ ცრემლები სდიოდა; ხელები ისე ასწია,თითქოს აღაჯანასთვის ხელი უნდა დაექნია, შებრუნდა და ხელუკუღმა ცრემლები მოიწმინდა…
1988 წელი.



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t694-topic
neli



Female
Number of posts : 4
Age : 50
Location : Baku, Azerbaijan
Job/hobbies : Translator
Humor : Yes
Registration date : 03.03.11

PostSubject: Re: ნელი მამედოვი   Mon Mar 07, 2011 5:44 pm

სალიმ ბაბულლაოღლი: ინტერვიუ

(ფრაგმენტი)



ყოველ დღე მზე ამოდის და ჩადის, ყოველ დღე ვიძინებთ, ვიღვიძებთ.

ყოველ დღე ვცოდავთ და ყოველ დღე ცოტაც ვიწმინდებით.

მეკითხებთ,თუ როგორა ვარ.ალბათ, ცოტა კარგი და ცოტაც ცუდი

იქნებოდა ამის არ ცოდნა.და კიდევ მერწმუნეთ,ყოველი ჩვენგანი –

ცოტა ყველაა და ცოტაც არვინ. აბა რა გითხრათ,

რა მოგახსენოთ, ან და ვისავით გელაპარაკოთ. ძირითადში კი

თქვენი მოსვლა ძლიერ მახარებს. ინტერვიუ – ლაპარაკის

აუცილებლობით მოსილი ვითარებაა.მოხარული ვარ,რომ

ჩემი სტუმარი საუბრის მოყვარულია. ლაპარაკის ჩვეული მეც ვარ.

ჩვევა, კი სულაც არაა კარგი, პირიქით, თავსაც გვაბეზრებს .

ანუ, იმავე წიგნის წიგნის კარადაში ყოველდღე ნახვა

, უნახაობას სჯობია მხოლოდ . ასეა. ჯერ ცოცხალი ვარ.





* * *



დაბადებისას დამაგვიანდა...

საათი უკან გადავწიე...

მორჩა...



თარგმნა ნელი მამედოვმა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t694-topic
neli



Female
Number of posts : 4
Age : 50
Location : Baku, Azerbaijan
Job/hobbies : Translator
Humor : Yes
Registration date : 03.03.11

PostSubject: Re: ნელი მამედოვი   Mon Mar 07, 2011 5:46 pm

ალიკა ალიოღლი : არ ვიცოდი, როგორ დამეწყო
.

.რისგან,ვისგან ან საიდან დამეწყო არ ვიცოდი. ქუჩით დავიწყე. გრძელი ქუჩა მოვხაზე. ოღრო–ჩოღრო, ქვიანი სოფლის ქუჩა ... ერთი–ორი ელექტრო ბოძი ჩავდგი. შუა ქუჩაში, სახეტიალოდ 5–6 წლის, ცხვირწვინტლიანი ბავშვი გავუშვი და მას, თოღრული დავარქვი .ქუჩის მარჯვენა მხარეს, წლების წინ მიტოვებული სატვირთო მანქანა ჩავდგი. თოღრულის დედა კიბოს დაავადებით მოვკალი და თოღრული მთლად მარტო, რომ არ დარჩენილიყო პატარა ლეკვი ვაჩუქე.ქუჩის ცარიელ, მარჯვენა კუთხეში ,საიდანღაც მოჭრილი ხის კუნძი მოვათრიე და დავაგდე. ზედ გოგო და ბიჭი დავსვი, რაფაელი და ესმირა .ისინი ერთმანეთს შევაყვარე . ერთმანეთი ვაკოცნინე. ქუჩის, თავში, ფათმად წოდებულ, ერთ უპატრონო მოხუცს პატარა სახლი ავუშენე. მისი კაპიტანი შვილი, ომში დავახვრეტინე.

ფიცრის ღობიან სახლში, ბოზი მივუშვი. მეზობლებს ეგონათ,რომ მისი სახით ყველა ქალი დაწყევლილია და თავიაანთი თავი შეიზიზღეს. ქალები შემეცოდა, ჩემს მეგობარ გოგონას დავურეკე და დავუფიცე,რომ ქალები წყეულები არ არიან. უბრალოდ, ძალიან საწყლები არიან. მან გამიგო და ტირილი დაიწყო. ქალობისა შეეშინდა. მე, იგი ქუჩის სულ ბოლოში მოვისროლე. გადავმალე.

ყოველ ღამეს თოღრული მახსენდებოდა, მისთვის დედის ჩუქება გადავწყვიტე. არც ერთი არ მოეწონა,თავისი დედა უნდოდა.

ბოზის სახლის ღობის ძირში ძაღლი ვაცხოვრე. ჩამვლელ–ამომვლელს ჰყეფდა, მაგრამ ვერავინ ვერ შეაჩერა, ვერაფერი ვერ შეცვალა. შემდეგ თვითონაც მიხვდა და აღარ დაუყეფია.

ერთ დღეს, ბოზი დედად ვაქციე. ქუჩის ნაპირზე მიწა გავანოყიერე და მწვანე,ხასხასა ბალახი დავთესე... შესახედაობა საკმაოდ შევუცვალე. ქუჩის ბოლოში გადამალული მეგობარი გოგო გამახსენდა. მისი გათხოვება გადავწყვიტე. მან, კი სამალავიდან გამოსვლა არ მოინდომა და თქვა,რომ არ უნდა ვინმეს დაუნათესავდეს, ვისმეს შეერიოს.

თოღრული გავზარდე და ქუჩას წავართვი.

მე,ძალიან კარგი მხატვარი ვარ...




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t694-topic
neli



Female
Number of posts : 4
Age : 50
Location : Baku, Azerbaijan
Job/hobbies : Translator
Humor : Yes
Registration date : 03.03.11

PostSubject: Re: ნელი მამედოვი   Mon Mar 07, 2011 5:49 pm


ალიკა ალიოღლი: ნეტავ, ჟოზეფინა გრქმეოდა...


შენ,რომ ჟოზეფინა გრქმეოდა... მე, შენთვის, ორი ფოთლიან, პატარა, ოთახის ყვავილს დავრგავდი, სახელი არ მეცოდინებოდა,მაგრამ ძალიან ლამაზი იქნებოდა... მასთან პეპელა იფრენდა.ვიცი, ვიმეგობრებდით. ჩემი არ შეგრცხვებოდა. ოთახის კედლებზე შიშველი ქალის სურათებს დავკიდებდი.

ველოსიპედის ხელოსანი ვიქნებოდი. ბავშვების ველოსიპედებს შევაკეთებდი. ისინი გარს შემომეხვეოდნენ, ძალიან შემიყვარებდნენ... შენც...

მუღამის საღამოებზე გატარებდი. გეტყოდი, უსმინე... მოუსმენდი... ვერაფერს გაუგებდი...)))
ქუჩის ძაღლებისათვის ფიცრის სახლს ავაგებდი...

ორივეს, ქემეის რეკლამში გადაგვიღებდნენ. სცენარის უცოდინრად, კამერის წინ გაკოცებდი. რეჟისორს მოეწონებოდა და გაიღიმებდა. ჩვენს კოცნას კადრიდან არ ამოიღებდა.

შეეცდებოდი, ჩემთვის ფრანგული ენა გესწავლა,მე კი შენ აზერბაიჯანულ ენას გასწავლიდი: q-a-d-ı-n, qa-dın ...

მე, შენ მესიჯს გამოგიგზავნიდი, მხოლოდ სახელით : ჟოზეფინა.. შენ კი პასუხს მომწერდი, მხოლოდ ჩემს სახელს... გაუგებდით ერთმანეთს...)))

სიყვარულის სცენარს შევცვლიდით. როგორც ყველა, არ დავშორდებოდით ერთმანეთს. პროტესტს გამოვუცხადებდით რეჟისორს და სცენარის ავტორს. კადრს გარე გავიდოდით. წავიდოდით სადღაც შორს . ვიცხოვრებდით დაბერებამდე . ერთსა და იმავე დღეს მოვკვდებოდით... აჰ ჟოზეფინა... მაპატიე, მე ალექსანდრო კი არა,ალიკა მქვია.



Qadın- ქალი (აზ.ენ)
.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t694-topic
Sponsored content




PostSubject: Re: ნელი მამედოვი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ნელი მამედოვი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: