არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კახა ჭლიკაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 2:30 am



მე გოდოლივით ვაშენე ფრაზა,
შვილივით ვზარდე მართალი აზრი
და მივაბარე ტაძრად გონებას.



კვლავ ერთმანეთს ცვლის შეძახილთა ანომალია
ავე მარია! ავე ცეზარ! ავე მარია! ...


Last edited by kaxa_chlikadze on Tue Mar 01, 2011 5:21 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 2:35 am




რომანი გაყიდვაში იქნება 2011 წლიდან


Last edited by kaxa_chlikadze on Fri Apr 29, 2011 7:05 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 2:49 am

ჩემი პარნასი

დროის მორევში იხრჩობოდნენ ფიქრთა ზვირთები
და დაეძებდა სულის ხვრელებს სისხლის მსტოვარი,
რომ გაეყიდა სპირალები პოეტის გენის
და გაეტაცა წარსულს ფიქრი დანათოვარი.

პათეტიკური რეზონანსით მგმობს კაეშანი,
პლებეისავით დაკნინდება ფიქრი ხალასი
და სარკაზმულად ეღიმება აპოლონს, რადგან
დღეს პარცელაზეც დაეტევა ჩემი პარნასი.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Nostalgy

როცა თვალიდან მარტოობის წვიმა წამოვა
და ამოხეთქავს ნოსტალგიის მძლავრი ვულკანი,
წარსულის ლანდი თვალწინ ისე ცხადად ამოვა
ვით ფიროსმანის მოხატული ძველი დუქანი.

მხოლოდ ფიქრებში გავუყვები თბილისის ქუჩებს,
სადაც ოდესღაც მთელი ღამე გამითევია...
ავხედავ მთვარის არაფრისმთქმელ, მდუმარე ტუჩებს,
როცა თბილისში ეს მთვარეც კი მრავლისმთქმელია.

და თუ მიიღებ უცხო ქვეყნის უგულო იერს,
გული ქართულად შეგახსენებს მრავალჟამიერს
და მოისურვებ ჩაეხუტო შენს საქართველოს,
თითქოს პატარას, მაგრამ ბრძენს და უზომოდ ხნიერს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ნახეთ რა ღამეა!

ნახეთ რა ღამეა, არ ჰყავს ორეული
შეიშლება ფიქრთა მრავალტომეული.
ახლა ალბათ ფურცლებს გრძნობამორეული
მელნად ეღვენთება ლექსო დორეული.

გრანელის საფლავთან ათევს ფილალეტე,
ედიშერაშვილი მუზას ეფერება,
თვით სფინქსს მიაქროლებს მიხო გოგუაძე
და უკვდავ ბუმბერაზს არ სურს შეფერება!

გულში უხმაუროდ სითბო ჩამეღვარა,
ზუსტად ვიცი ახლა ლექსს სწერს ჩეგევარა.
მთვარევ ერთგულებას ნუღარ მომთხოვ, კმარა!
სხვა პასუხს ვერ გაგცემ - თან კი და თან არა!

ნახეთ რა ღამეა, არ ჰყავს ორეული,
გრანელის საფლავთან ათევს ფილალეტე,
გულში უხმაუროდ სითბო ჩამეღვარა
და ეს ჩუმი ლექსიც ფურცელს მივალეწე.
----------------------------------------------------

დიახ, დავთვრები!

ფიქრებს დაწერილს სუფთა ფურცლებზე,
ვიფარებ ვით მთა თეთრ თოვლის საბანს
და უნიჭობის ყრუ ნაკადულით
ბევრი ზღვა დალევს მთის ფეხისნაბანს.

ბოღმის ლავაში ფართხალებს გული,
ვით განწირული ჯორდანო ბრუნო
და უმეცართა ალყაში მყოფმა,
მინდა სიმთვრალე რომ შევიბრუნო.

დიახ, დავთვრები და შემდეგ მუზებს
მოვიპყრობ როგორც მაშველთ მაშვრალი,
არავინ იცის უბიწო ცრემლი
რამდენჯერ არის ღაწვზე დამშრალი.

ცხოვრებას ისევ არ მობეზრდება
ამ უწესობის წესით თამაში,
მე კი დავთვრები და დავწერ ლექსებს,
რადგან ვერ ვხედავ ცოდვას ამაში.

მგელთ სისხლით მაძღარ დევთა სუფრაზე
უყურადღებოდ ხმება ლავაში,
მათთვის უცხოა ეს სამართალი,
გული კი ბორგავს ბოღმის ლავაში.
------------------------------------------

ბედნიერებას დავუძახე შენი სახელი

დაშნის წვერივით მოუთმენლად იელვა ფრაზამ
და ფიქრმა შენზე ეს სულსწრაფი ლექსიც დაბადა.
როცა ისურვეს მხრებმა ჩემმა თითები შენი,
ვარსკვლავთა დასმა მომახურა ნისლის ლაბადა.

გონმა დასცინა სულმდაბალთა დაწერილ მორალს,
თვით სიყვარულმა შობა ჩვენში ლტოლვა ცხოველი
ვნებით გითრთოდა საოცნებო სხეული ცხელი
და გრძნობის შიშმა გაგიშიშვლა ფიქრი ყოველი.

შევისისხლხორცე თითოეული ტკივილი შენი
და ჩემი სულით შეგიხვიე გულზე იარა.
შენი ცრემლები მეც ვიგრძენი ღამის თბილისში
და შუბლზე წვიმამ მირონივით ჩამოიარა.

შენი მხილველი, აფროდიტეც აღივსო შურით,
დასცა ეგეოსს ბრგე ტალღათა ეიფორია.
შენი ყოველი ამოსუნთქვით ვისუნთქე სითბო
და ახლა ვგრძნობ, რომ სიკვდილამდის თურმე შორია.

ბედნიერებას დავუძახე შენი სახელი.
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 8:57 am

kaxa_chlikadze wrote:


რომანი გაყიდვაში იქნება 2011 წ. მარტიდან

Arrow

კახა, ეს წიგნი რომ გამოვა, აქაც დავანონსოთ, სიახლეებში.
სხვა ლექსებიც მოიტანე აქ და ერთი თავიც იმ რომანიდან.

წარმატებები!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 3:06 pm

მადლობა ადმინს! სიამოვნებით დავამატებ. Wink
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 9:11 pm

ამონარიდი რომანიდან ,,გზაგასაყარი":

- რა მწარეა, როცა ფული გაქვს, მაგრამ სახლში მისვლა და შენებისთვის თვალების გასწორება გრცხვენია. როცა რაიმეს აკეთებ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. თავიდან იცი, რას და რატომ, რად გიღირს და რას გინდა მიაღწიო... გიჭირს, სხვა გზა არა გაქვს, გინდა ოჯახს დაეხმარო, გინდა მომავალი შეიქმნა.. თვლი, რომ საამისოდ თითქმის ყველაფერზე წახვალ, ოღონდაც შენები იყვნენ შედარებით უკეთესად. მერე ზიხარ და შენივე ჯიბე გეზიზღება. ჯიბე, რომლიდანაც უამრავი ხალხის გოდება, წყევლა და ქვითინი გესმის. ამის გამო საკუთარი თავიც გძულდება, რადგანაც კაცს რომ სიკვდილის კარამდე გულში ათასი სისხლ-ცრემლიანი წყეული საიდუმლო გაქვს სატარებლად, რომელსაც სირცხვილით ვერ ამხელ, შიშის გამო კი არა, მოდი და ნუ შეგძულდება თავი! შემდეგ ცდილობ ყველაფერი ვინმეზე ან რამეზე გადატეხო, რომ ტკივილი შეიმსუბუქო. ყველაზე ადვილ ვარიანტში ბედს, ან ცხოვრებას აბრალებ. ცხოვრება კი - ჩემი, შენი, იმისი... მაინც ერთია. ცხოვრება მდინარეს წააგავს, რომელიც მთის ანკარა ნაკადულებიდან მოედინება, შემდეგ ფართოვდება, დიდდება, იმღვრევა და ბებერ ნიაღვარს უერთდება. ადიდებული, ამღვრეული, აჩქეფებული მიჰყვება თავის დიდ, ქვიან კალაპოტს, რომელიც ტყის დაბურულ ჯუნგლებში შედის. როცა პატარა ხარ და მთის ანკარა ნაკადულებს ეთამაშები, არ უნდა შეყვე დინებას თვალდახუჭული, თორემ ჩაგითრევს, გაგიტაცებს ეს ახვარი და გვიან, ძალიან გვიან გამოგრიყავს. გონს რომ მოეგები, დაღლილი, დამტვრეული, სულიერად და მორალურად დასახიჩრებული, მიხვდები, რომ მდინარე უკან აღარასდროს დაბრუნდება.
ჩემს წრეში, რომ გადარჩე, უნდა ინადირო მშიერი მგელივით, სანამ ერთხელაც თავად არ გახდები ნანადირევი. ნადავლი, რომელსაც ან ძვლებიანად გამოჭამენ, ან დამპალ, უსარგებლო მასად აქცევენ. დღეს ის ტეხავს, რომ აღარასოდეს ამიყვანს მდინარე იქ, საიდანაც ოდესღაც მომიტაცა ხალისიანი, ალალი და თბილი ბავშვი. ის ტეხავს, რომ აღარ შემიძლია შევხედო სამყაროს ბავშვის თვალებით... თვალებით, როცა ვინც გიცინის, შენც უცინი და გევასება. ყველაფერში სიკეთეს და სითბოს ხედავ, ყველა ხუმრობაზე გეცინება, შენი თვალებით დანახულო სამყარო ყველაზე ლამაზია და ამ დროს ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ არ ცდები და მართალი ხარ, რადგანაც შენი სამყარო გიქმნის შენს ცხოვრებას და შენი ცხოვრება კი ისეთია, როგორიც შენივე გულიდან არეკლილ თვალებში სჩანს. ბავშვობაშიც ვიცოდი, რომ არსებობდნენ კარგები და ცუდები, დევები და ფერიები, დედა და მამა, არსებობდა ყველაზე დიდი ძალა – ღმერთი. შემდეგ? შემდეგ - ათასი პასუხი მაქვს: უამრავჯერ მეტკინა და თვალი სხვაგვარად ამეხილა, ცხოვრებამ ასე მასწავლა, დრომ თავისი მოიტანა... მაგრამ თავადვე ვხვდები, რომ ეს მხოლოდ გადასაბრალებელი მიზეზებია. რა კარგი იქნებოდა, ყველას ბავშვის გული და თვალები შეგვრჩენოდა. კიდევ კარგი ამას მაინც ვფიქრობ... ესე იგი გული არ გამყინვია..
ნიკას სახეზე მკრთალი, მაგრამ გულითადი ღიმილი აღიბეჭდა. ბოლოს ძალა მოიკრიფა, გადაწყვიტა ოჯახში დაბრუნებულიყო და კიდევ ერთხელ ეცადა ნორმალური ცხოვრების დაწყება. მაგიდაზე მდგარი საფერფლის ქვეშ ათი დოლარი ამოსდო და კაფედან გავიდა. ნაცნობ, ესოდენ მონატრებულ დაღმართს დაუყვა. კვლავ ფიქრმა შეიყოლია. ყველა ხედი ახალ მოგონებას აღვიძებდა მასში. სიარული და საკუთარ თავთან განმარტოება მის აფორიაქებულ გულს იმდენად ამშვიდებდა, რამდენადაც თვალებს უმღრევდა. დროის შეგრძნება დაკარგა და ფეხები თავისით მიაბიჯებდნენ თბილისის ქუჩებში. ფილტრამდის ჩამწვარი სიგარეტი რაღაც სხვა სითბოს აღვიძებდა მასში და ახალი ღერის მოკიდების სურვილს უმძაფრებდა. წამით შედგა, შეჩერდა... გზას ეკლესიასთან მიეყვანა. რიდით ააყოლა თვალი ტაძარს და მზერა გუმბათის ჯვარზე შეაჩერა.
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue Mar 01, 2011 9:23 pm

ნაცრისფერი აღსარება

ზაზა: იცი, ზოგჯერ ჩემი თავი მწერალი მგონია. ისეთი მწერალი, რომელსაც სხვა წერს, ანუ მწერალი და ამავდროულად პერსონაჟი. თან რაღაც არასწორად დაწყებული რომანის. ძალიან, ძალიან იდიოტური რომანის. მე ცოცხალი პერსონაჟი ვარ. თითქოს ვიღაც იძულებით მწერს ასეთად და სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ. იცი, მართლა მწერალი რომ ვიყო, ახლავე დავანებებდი წერას თავს იმიტომ, რომ არ მინდა სხვა პერსონაჟებიც ასეთ დღეში ჩავაგდო. რომ ვფიქრობ, კმაყოფილი პერსონაჟი არსად მეგულება. იცი, მიყვარს როცა ისე წერს ვინმე, რომ არც გაგრძელება იცის და არც ფინალი. წერს და მიჰყვება სამ ლოგიკურ თუ მეტალოგიკურ დინებას, თავის, პერსონაჟების და სიტუაციის. მიყვარს, როცა მწერალი მათთან ცხოვრობს, როცა არ ახასიათებს ცალმხრივად მხოლოდ დადებითს ან უარყოფითს. მიყვარს იმის შეყვარება, ვინც უნდა მძულდეს, აუტსაიდერების გულშემატკივრობა მიყვარს და გულწრფელი რეალობა. მე ჩემი თავი მიყვარს. შენ, შენ თუ გიყვარვარ? შენ ძილი უფრო გიყვარს. იმიტომ, რომ ის უფრო გაკლია. სამაგიეროდ მე არ გაკლივართ არავის. ეს იმიტომ, რომ მე ფანტაზია მაკლია. ერთი უბრალო, არაჩვეულებრივი რეალისტი ვარ. უბრალო? თუ პერსონაჟი ვარ – კი. თუ მწერალი პერსონაჟი, მაშინ არც ისე და თუ ამოუცნობი უფრთო ობიექტი, მაშინ გვარიანად ბრალიანი. მდაა... სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ადამიანი ვარ. ვიცი ის, რომ რაც ვიცი – ვიცი. აბა, ყველა სოკრატესავით ჭკვიანი ხომ არ იქნება... კიდევ ის ვიცი, რომ ცხოვრებაში მთავარი რწმენაა. როგორც გწამს, ისეც ცხოვრობ. ვა, ვინ რეკავს ნეტავ?
ქალი: აუუ, დროზე უპასუხე რა! ვინ რეკავს ასეთ დროს...
ზაზა: გისმენთ... არა! ხვალ, უფრო სწორედ დღეს. რატომ? ბაზარი არაა, ხომ გითხარი, ნურაფერზე ნერვიულობ. არაფრის, კარგი.
ქალი: რა ტკბილად ჩამძინებია. თან თითქოს გაუთავებლად რაღაცას მელაპარაკებოდი. ნეტავ რას მეუბნებოდი...
ზაზა: ისეთს არაფერს, აღსარებას გაბარებდი.
ქალი: ჰმ, დამცინი ხო?
ზაზა: არა, რატომ დაგცინი?
ქალი: აბა მე რომელი მღვდელი მნახე?
ზაზა: მერე რა, არ შეიძლება?
ქალი: ვის, ვის და მე აღსარება? აუ, სულ გამოვფხიზლდი.
ზაზა: ხო, ზუსტად შენ, თანაც მძინარს. მერე რა მოხდა?
ქალი: შენ რა, სერიოზულად მეკითხები, თუ გინდა რომ მე მათქმევინო მაინცადამაინც? კარგი, ბაზარი არაა! იმიტომ, რომ მე ბოზი ვარ.
ზაზა: ხოდა მძინარ ბოზს ვაბარებდი აღსარებას. მიუგო უდარდელად და სიგარეტს გაუკიდა.
ქალი: მოიცა, ეს ,,მიუგო უდარდელად და გაუკიდა” რა პონტია, მთხრობელი ხარ? ვეღარ გცნობ ზაზა.
ზაზა: შენს თავს ცნობ? ჯერ შენს თავს უნდა ცნობდე.
ქალი: კი, ჩემს თავს ვცნობ. მეც ერთი უკმაყოფილო პერსონაჟი ვარ.
ზაზა: გესმოდა? აკი მეძინაო?
ქალი: მეძინა, რომ მეძინა იმიტომ მესმოდა და ახლაც მძინავს. როცა გავიღვიძებ, ეს კოშმარიც დამთავრდება. შენ არ თქვი – როგორც გწამს, ისეც ცხოვრობო?
ზაზა: არ დამთავრდება, უარესი დაგეწყება. თუ სიზმარში ჩემთან გულაობ, ცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, რომ კოშმარად აქციე, მაშინ რომ გამოფხიზლდები გულში მაინც მოგინდება ჩემთან ან სხვასთან იგივე თავგადასავლები და ყველაფრის აწეწვა. ეს შენს ბუნებაში ზის, თორემ ასეთ სიზმარს არ ნახავდი. ხოდა თავისუფალი ცხოვრების კოშმარით შეშინებული აღარ გააკეთებ ცხადში იგივეს, სურვილებს გულში ჩაიკლავ, გულჩათხრობილი და უბედური იქნები.
ქალი: ზაზა, მართლა მაშინებ. ისე, თუ პერსონაჟები ვართ და ასეთად გვწერენ, მაშინ მეც სხვანაირი ვარ და რომ გავიღვიძებთ, ცხადში ასე არ იქნება, ხომ?
ზაზა: აი, შეხედე, ახლა შენ თავის გადასარჩენად შენი და ჩემი რწმენა ერთმანეთს შეუერთე და იმედი გამოძერწე, მაგრამ მე ისიც ვთქვი, ზოგჯერ მწერალი პერსონაჟების ცხოვრებას მიჰყვება და უბრალოდ აღწერს მეთქი, ანუ თავისუფალი ნება და თან უამრავი შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ რომ ვთვლით, რომ სხვანაირები ვართ... მე რომ ყველაფერი ბანალური მეჯავრება და მთელი ჩემი ცხოვრება სულ ბანალია...
ქალი: ცხოვრება ისედაც ბანალურია, ზაზა. თუ მწერალი თავისუფალი ნების არჩევანს გვაძლევს, ჩვენ კი ჩვენს სწორ და სრულ თვითრეალიზებას არ ვახდენთ, ეგ ჩვენი ბრალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გამოძერწილი იმედიც კვდება. ანუ შენ გამოდიხარ მართალი, რომ რაც ჩემს ბუნებაშია, გაღვიძების შემდეგ ის დამტანჯავს.
ზაზა: ჰოპ, იმედი ბოლოს კვდება! ბოლო, ბოლო, ჩვენ ხომ ცოცხალი არსებები ვართ?! ესეიგი შეგვიძლია ვიმოქმედოთ, რამე მაინც შევცვალოთ...
ქალი: ცოცხალი არსებები? ეს აქ, ამ რეალობაში. თანაც თვითონ თქვი – თავისუფალი ნება უამრავი შეზღუდვებით. ანუ მისი ნების გარეშე რა უნდა შევცვალოთ?
ზაზა: ჯერ ერთი, ამ რეალობაში და იმ რეალობაში მე არ მესმის. რეალობა ერთია. ჩვენ ცოცხალი არსებები ვართ და აი, არსებობს თუ არა მწერალი, ეგ სადაოა. მეორეც ის, თუ გვწერს და გვქმნის ვინმე, მაშინ რატომ ფიქრობ რომ ცუდადაა ჩვენს მიმართ განწყობილი და არ ექნება ნება ჩვენ ჩვენი ბანალური კოშმარი შევცვალოთ?
ქალი: მაგდენი აღარ ვიცი ზაზა, უკვე დამაბნიე. დანარჩენს მაშინ გეტყვი, რომ გავიღვიძებთ.
ზაზა: და რომ გავიღვიძებთ იქაც ასე ვიქნებით ერთად?
ქალი: ეგ უკვე იმან იცის, ზევით.
ზაზა: ვინ?
ქალი: მწერალმა.
ზაზა: რატომ მაინცადამაინც ზევით?
ქალი: იმიტომ, რომ ქვევიდან ზევით არავინ წერს და კითხულობს.
ზაზა: იცი, მეც ავიბენი ჩემს თავში. განა პერსონაჟს ან მარიონეტს როგორ შეუძლია ჰქონდეს თავისი ნება?
ქალი: შენ ხომ რეალისტი ხარ ზაზა? ხოდა რეალობაც ესაა! შენ ხომ გაქვს სურვილები, პრეტენზიები, ისიც კი არ იცი პერსონაჟი ხარ თუ არა, სამაგიეროდ დარწმუნებული ხარ, რომ ცოცხალი არსება ხარ. ხოდა ისევ შენ ხარ მართალი! შეგიძლია იმოქმედო და იმოქმედე! მიდი, შეცვალე შენი ბანალური კოშმარი! საქმე იმაშია, თვითონ თუ ვერ შეიცვლები, ცხოვრებას რა შეგიცვლის? ეს თუ შენს ბუნებაშია, უარესად ხომ არ გაუბედურდები? მიდი, იმოქმედე რასაც მე მეუბნებოდი შენი შეხედულებებით. იცნობ შენს თავს? ჯერ შენს თავს უნდა იცნობდე ხომ თურმე, სხვისი ბუნება რომ შეაფასო? თუ თვლი, რომ სხვანაირი ხარ და თან იმასაც ამბობ – ,,აკეთებ იმას, რაც შენს ბუნებაშიაო", მაშ რატომ იბნევი? მაპატიე, ასე ვიცი ხოლმე ერთიანად ამოხეთქვა.
ზაზა: გარკვეულწილად შენ მართალი ხარ თუმცა, მე შემიძლია ვიმოქმედო შეძლებისდაგვარად. შემიძლია შევეცადო, რომ რაიმე შევცვალო და მთავარი ისაა, რომ ამ ჩემს ბანალურ კოშმარში ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ეს ჩემს ბუნებაშია. მთლად ყველაფერი ასე არ იყო და ზუსტად მაგიტომ ვარ სხვანაირი.
ქალი: იმაზე ამბობ ხომ? მიდი, თქვი, ზაზა! ჩემთანაც ხომ მაგიტომ წევხარ, რომ შენს ყოფილ ძმაკაცს ვერ პატიობ და სამაგიეროს უხდი? სულელი არ ვარ და ვხვდები, თუმცა მკიდია, მთავარია მეც მომწონს ეს. მარტო ერთს გთხოვ, რახან ზუსტად მაგ წერტილამდე მივედით, მომიყევი რაც არასდროს მოგიყოლია. მოყევი და შევეცადოთ ერთად ავაწყოთ ჩვენი არეული...
ზაზა: შემეშვი რა! რა უნდა მოგიყვე...
ქალი: ჩემთვის არასოდეს არაფერი მოგიყოლია, შენს წარსულზე არასოდეს ლაპარაკობ. ახლა მაინც მომიყევი რამე.
ზაზა: კარგი, თუ ასე გინდა, თავიდან დავიწყებ. მშობლები ავარიაში დამეღუპა. მე და ჩემი უფროსი ძმა უპატრონოდ დავრჩით. პატარები ვიყავით. მშობლების პანაშვიდებზევე ჩვენს თავს ნათესავები ერთმანეთს აჩეჩებდნენ. ბოლოს მამიდაჩემმა ჩვენი ბინა გაყიდა, ჩვენ კი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაგვაბარა. იქ ჩემი ძმა ჩემთვის ყველაფერი იყო. ღამით მის საწოლში გადავძვრებოდი, მთელი ძალით ჩავეკვრებოდი ხოლმე და ვთხოვდი დედასავით ემღერა, რომ დამძინებოდა. ისიც მიმღეროდა ხოლმე ცრემლიანი:
- ცაზე მთვარე ამოსულა, იავნანინაო,
დაიძინეთ პატარებო, იავნანინაო,
ჩემი ხუჭუჭა ბიჭები, იავნანინაო,
თქვენ გენაცვალოთ დედიკო, იავნანინაო...
ქალი: ზაზა, მეტირება...
ზაზა: ხოდა გეყოფა, მოვრჩეთ ამაზე!
ქალი: არა, გააგრძელე, გთხოვ...
ზაზა: რა გითხრა... მერე ერთმა კაცმა გვიყიდა. ჩვენნაირად სხვა ბავშვებიც ჰყავდა ნაყიდი. სულ სხვა მიზნებისთვის გვზრდიდა და ამიტომ როგორც შეეძლო გვაბოროტებდა, სასტიკად გვექცეოდა.
ქალი: რა მიზნებისთვის?
ზაზა: სხვა მიზნებისთვის. მოკლედ, მე და ჩემმა ძმამ გაქცევა გადავწყვიტეთ. ასეც მოხდა, მაგრამ ერთმა ბავშვმა შეგვნიშნა და ყვირილი მორთო. ეს კაციც გამოვარდა იარაღით და... ბოლო რაც დავინახე, ჩემი ძმის წაქცევა იყო. იცი, მე ვერ მივბრუნდი. მე შემეშინდა. მე...
ქალი: დამშვიდდი ზაზა. ნახე, რა სწრაფად გიცემს გული? მაპატიე, არ მინდოდა ასე...
ზაზა: მერე დავდიოდი ქუჩებში ფეხშიშველი და მშიერი პიჟამას ამარა. შემდეგ კი იცი ვინც მიშვილა. ცხონებული, კარგი მხატვარი იყო, მაგრამ რა დონის ნარკომანი, ვინც იცნობდა ყველამ იცის. სულ ამას მიმეორებდა: - ჩვენ ნუ გვიყურებ, ხატე! - მეც ვხატავდი... ვხატავდი მშობლებს, ჩემს ძმას... სულ ეს იყო ჩემი ცხოვრება. ბოლოს მივაწერდი ხოლმე ჩემს ფსევდონიმს და გამქონდა ძია მიშასთან გასაყიდად. ჩემს ნახატებს მხოლოდ ერთი ბერი ყიდულობდა. მიშას სთხოვდა ჩემს კოორდინატებს, ჩემი ნამდვილი სახელის და გვარის გაგება უნდოდა. მე რათქმაუნდა მიშას სასტიკად ავუკრძალე. დღეს კარგს ვისგან უნდა ელოდო... ასე გაიარა წლებმა. ერთხელაც მივსეირნობ ქუჩაში ჩაფიქრებული და ვხედავ ის ახვარი ბებერი მიტასაობს ჩემს წინ.
ქალი: ვინ, ზაზა?
ზაზა: აი ის, ჩემს ძმას რომ ესროლა. უკან მივყევი. სხვას ვეღარავის და ვეღარაფერს ვამჩნევდი. არც ის ვიცი, რამდენ ხანს მივყვებოდი. ბოლოს ამოვიღე დაწყევლილი მაკაროვი. შენ არ იცი, როგორ მეზიზღება ის მაკაროვი! ამოვიღე და... ვიღაც ბერი მეცა ხელში: - ზაზა, რას აკეთებო! - მე, მე ალბათ უკვე გამოკრული მქონდა სასხლეტზე.
ქალი: ვაი, იმ ბერს გაარტყი ზაზა?
ზაზა: ბერი? ის ბერი ჩემი ძმა იყო. ახლა აღარაფერი მითხრა, გთხოვ! საერთოდ გაჩუმდი! მას შემდეგ ვარ ასეთი. ხან გიჟი, ხან ნორმალური. ახლა მინდა ყველაფერი გაჩერდეს, გაჩუმდეს. აი ისიც, ჩვენ რომ გვწერს ყველას. უბრალოდ სიჩუმე მინდა, მეტი არაფერი.
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
kaxa_chlikadze



Male
Number of posts : 7
Age : 31
Location : Georgia/Tbilisi
Job/hobbies : Poetry; Medicine
Humor : No
Registration date : 01.03.11

PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Tue May 17, 2011 12:29 am


რომანი გზაგასაყარი შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლუსისა და პარნასის მაღაზიებში (ასევე სხვა რამოდენიმე წიგნის მაღაზიაშიც)
Back to top Go down
View user profile http://geopoetry-art.com
Sponsored content




PostSubject: Re: კახა ჭლიკაძე   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
კახა ჭლიკაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: