არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული ხალხური შელოცვები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქართული ხალხური შელოცვები   Mon Feb 28, 2011 10:11 pm



თბილისი, გამომცემლობა „ილია“, 1993 წ.
წიგნთა და ხელნაწერთაგან გამოკრიბა და ლექსების გრაფიკული ფორმით შემოგთავაზათ მიხო მოსულიშვილმა.
რედაქტორი – ამირან არაბული.
მხატვარი – გია ღლონტი.


"ვისაც შემლოცველის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მოუსმენია, დაგვემოწმება, რომ ეს, უწინარეს ყოვლისა, პოეზიაა; პოეზიაა თავისი შინაგანი რიტმით, ექსპრესიით, კეთილხმოვანებით. შემლოცველს სჯეროდა, რომ მის სიტყვებს ავადმყოფის განკურნება შეეძლო. სიტყვით აქიმობა ძველთაძველი ტრადიციაა, სადღეისოდ მოშლილი და მივიწყებული".
ამირან არაბული



სურდოსი
სურდოს (იგივე "ხამაზდის", "ცრინტას") დროს ავადმყოფს გამდინარე წყალში დააბანინებენ პირს და ულოცავენ.

ცრინტა შავკარ, შავპაჭიჭე,
შავსა ძაღლსა გადავკიდე.
ძაღლი გაღმა გამივარდა,
სურდო წყალში ჩამივარდა.


***
სურდო მეწვია სადილათ,
რა გავუკეთო სადილათ?
- არკილი-ბარკილი,
სამი თაგვის ბარკალი.
მაგრად შევკარ, შევპაჭიჭე,
შავსა ძაღლსა გადავკიდე.
ძაღლი ხიდზე გადავარდა,
სურდო წყალში ჩავარდა.


***
სურდო მეწვია სადილათ,
რა მივართვა საჭმელათ?
- ანკალი-ბანკალი,
დათვი - დამპალი.
დაუკარით ტაში,
გააგდეთ კარში.
(სამჯერ).

დამწვრისა

ელი ელობდა,
მელი მელობდა,
ზღვა ფოფინებდა.
წითელ ხუცესსა
ხარი გაება,
ზღვას ხვნიდა,
ქვიშას თესვიდა...
ვინ გაიგონა
ზღვა ხნული,
ქვიშა თესული.
წამს იქით
დამწვარი
გაძნელებული!



თვალის ლოცვა

შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ჩემი თავისასა,
შინაურსა, გარეულსა.
ვინც ავ თვალით გიყურებდენ,
სამი მუჭა ნემს-მახათი,
იმათ თვალებში სახლართი.


თოლის ლოცვა

გასქდა შავნაი კლდე,
გამაჰყვა შავნაი კაცი,
გადაჯდა შავსა ცხენზედა,
გადიხურა შავი ნაბადი,
ამოიღო შავტარიანი დანა,
გასჭრა წითელი გველი.
იჯდა დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ძოძეულსა,
თმასა შლიდა ბროწეულსა.
წინ ედგა ოქროს ჭურჭელი,
შიგ ედგა ვარდისა წყალი.
გაუტეხესო დედა მარიამსა
ოქროს ჭურჭელიო,
დაუღვარესო ვარდისა წყალიო.
ვინც შენაო ავის გულით,
ავის კოლით,
ავის თოლით შემოგხედაო,
გასქდეს იმისი თოლიცა,
იმისი გულიცა,
იმისი კოლიცაო, –
კაცია,
დედაკაცია,
ფეხდიდია,
ფეხბატარაია,
თოლჭრელია,
თოლშავნაია,
თმაწითელია,
თმაშავნაია,
ახალია,
ძველია,
ბებერია,
თეთრფეროვანია,
შავგვრემანია,
მკვდარია,
ცოცხალია, –
იმისი თოლი ეკალსა,
გული – სამართებელსა,
იმისი თოლი ეკალსა,
გული – სამართებელსა,
იმისი თოლი ეკალსა,
გული – სამართებელსა.
დასწყიოს სამოცდასამმა
წმინდამ გიორგიმ
იმისი თოლიც,
იმისი გულიც,
იმისი კოლიც!


თვალნავნების ლოცვა

ვიჯე კარს სამოთხისასა,
დღისასა სამოთხისასა;
ვიჯე კარს სამოთხისასა,
დღისასა სამოთხისასა;
ვიჯე კარს სამოთხისასა,
დღისასა სამოთხისასა.
იჯდა ქრისტეს დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ბროწეულისასა.
ჩამაიარა შავმა თათარმა,
ჩამეეშალა ქსელი ბროწეულისაი.
დაჯდა, დაიწყო ტირილი.
– რადა სჩივი, რადა სტირი,
ქრისტეს დედა მარიამო?
შაულოცენ ხიმიწრული,
გაუბერენ და გაქრებაო.
გასქდა შავი კლდე,
გამოიდა შავი კაცი,
გამაჰყვა შავი ცხენი,
შაკმაზა შავმა კაცმა
შავი ცხენი
შავის უნაგირითა.
შაჯდა შავი კაცი
შავსა ცხენსა,
შამაჰკრა შავი მათრაჴი,
შააგდო შავსა წყალსა,
დაიჭირა შავი გველი,
დასჭრა,
გადაასხა ავთვალსა,
ავგულსა.
გასქდა თეთრი კლდე,
გამოიდა თეთრი კაცი,
გამაჰყვა თეთრი ცხენი.
შაკმაზა თეთრმა კაცმა
თეთრი ცხენი
თეთრის უნაგირითა.
შაჯდა თეთრი
კაცი თეთრსა ცხენსა,
შამაჰკრა თეთრი მათრაჴი,
შააგდო თეთრსა წყალსა,
დაიჭირა თეთრი გველი,
დასჭრა, გადაასხა ავთვალსა,
ავგულსა.
გასქდა წითელი კლდე,
გამოიდა წითელი კაცი,
გამაჰყვა წითელი ცხენი.
შაკმაზა წითელმა კაცმა
წითელი ცხენი
წითლის უნაგირითა.
შაჯდა წითელი კაცი
წითელსა ცხენსა,
შამაჰკრა მათრაჴი,
შააგდო წითელსა წყალსა,
დაიჭირა წითელი გველი,
დასჭრა, გადაასხა
ავთვალსა,
ავგულსა.
ლახვრადა, ლახტადა,
რომენმაც გათვალა.
ხესამც, ქვასამც შეეგლება,
ცულსამც ტარად ეეგება.
ნურა დარჩეს ერთი ქათმის მეტი,
ერთი ბებრის მეტი.
ერთი კატაი ჰყვანდეს
თავის თავ-პირის საკაწრავადა.


თვალნაცემის ლოცვა

ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ავის თვალისასა,
კოჭმაღლისას,
კოჭდაბლისას,
კაცისასა,
გოგოსასა.
ავსა მთვალავთა
თვალთა ნაცარი,
გულთა – ლახვარი.
გაიარა საბძელი –
დაშტა თვალის სამზერი,
გაიარა წისქვილში –
ქვა მოხვდა წინ ცხვირში.
ლოცვა ჩემი,
რგება – ღვთისა.
შელოცვები
გერგოს და გეწამოს
ჩემი ნათქომი სიტყვა!


შეშინებულის ლოცვა

ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ გულისასა.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გულო, რამ შაგაშინაო? –
ელვამ შაგაშინაო,
ჭექამ შაგაშინაო,
ნადირმა შაგაშინაო,
კაცმა შაგაშინაო,
თუ რამაც შაგაშინაო.
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.


დაშინებულის ლოცვა

ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ გულისასა.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გულო, რამ შაგაშინაო? –
ცხენთა ჴვივილმა,
კაცთა კივილმა,
გველთა წივილმაო
თუ წყალთა ხვივილმაო,
თუ ცათა ქუხილმაო.
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გეწეროს ჯვარი და იხარე!


შეშინებულის ლოცვა

გულო დადეგ ალაგასა.
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო.
გულო, რამ შაგაშინაო? –
დედამ შაგაშინაო,
მამამ შაგაშინაო,
კარის მეზობელმაო,
რჯულიანმა,
ურჯულომაო?
ცის ქუხილმა,
ცის ელვამა,
წყალმა აღვარებულმაო?
ქვამა გამოგორებულმა,
ხემა მოტეხილმაო?
ქვა გაგორდება – ჭალას ჩადგება,
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
პირიქითელი იყოს
შენი შამშინებელი,
პირაქათელი იყოს,
თმაშავი იყოს,
თვალშავი იყოს,
თვალცხვრისფერი.
თეთრი ქორი ქანდარასა,
დედალ დაჯდა ბუდესაო.
გულო, გულის ალაგსაო,
დადეგ თავის ალაგსაო.
ლოცვა ჩემი,
რგება – ხვთისი.
ცულის პირით მონაჭერი
ცულსამც ტარად ეეგება.
ჩემი ლოცვა,
წამებ – ხვთისი.


უჟმურის ლოცვა

ივანე, ძალისა მამცემელო,
ხალისისაო,
ძალი მიე ჯუარსაო.
მოშიოდა, მოხვიოდა,
მოიქნევდა ყავარჯენსა,
დახვდა დედა მარიამი:
– სად მიხვალ შენ,
უკეთურო, უჟამურო?
– ყურის გასასწორებადა,
ყურის დასაყენებლადა,
არც მოსასვენებადა,
არც დასასვენებადა.
დაგჭრი და დაგაქუფთავებ,
შემოგდგავ ცეცხლის ალზედა.
ცხრილოდ გეეცრუნება,
ქროლელად გეექროლება,
წავა და დაიკარგება.


უჟმურის ლოცვა

ჩვენა გვყვანდა სამი ძაღლი:
ალეხ-მალეხნი, ჩახმახნი.
დავგზავნიდით მთა-ყელსაო,
ჭალასა უძისასაო.
შამახვედრიყვნენ ნავალსა
ეშმაკის მამისასაო.
დეეჭირა ეშმაკის ქალიო:
თმათაც დავჭრითო
და ფრჩხილებსაცაო.
– ნურც ფრჩხილებს დამჭრითო,
ნურც თმებსაო.
რასაც გზაზე მოვიდოდე,
იმავ გზაზე მივიდოდე.


ბედნიერის ლოცვა

– ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
სად იყავ,
საით მაჰბრძანდებოდიო?
– ზღვის გაღმითაითაო,
ცხრა მთის იქითაითაო,
მოვდიოდიო,
ზღვას მოვჩქვეფდიო,
გორს მოვტეხდიო.
ვიმალებოდიო
ცხენის ნატერფალშიაო,
ხარის ნაჩლიქარშიაო.
არ მამდის კაცის კივილიო,
მამლის ყივილიო.
მოვდიოდიო.
ვაჟკაცსაო
სისქის ბარკალს ვამტვრევდიო,
ბუღა კამეჩს
კისერს ვამტვრევდიო.
სისხლსა ვსვამდი,
ძვალსა ვფქვავდი,
გულზე ვემბოდი შხამასავითაო.
ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
რა არი შენი წამალიო?
– დიკისა ფქვილიო,
დეკისა რძენიო,
ქათმისა ღვიძლიო,
ქათმისა შვილიო,
ქადა-შაქარიო,
თეთრი აბაზიო.
– შაქრდებოდეს,
თაფლდებოდეს
დედის ძუძუსავითაო.
საიდანაც მაჲბრძანდიო,
იქავ წაბრძანდიო.



საკენკის ლოცვა

საკენკი შამოჩვეულა
ჩვენი საბძლის ბოლოსაო.
ისე სჭამდა მიწასაო,
როგორც ჴარი თივასაო.
მამიჩემის სალოცავო,
გამაშორე იმასაო.
წმინდა გიორგიმ დასწყევლოს,
გაპარულა დილასაო.


მოხთომილის ლოცვა

მოხთომილო, დედიანო!
მოხთომილო, მამიანო!
მოხთომილო, შვილიანო!
მოხთომილო, ძირიანო!
მოხთომილო,
ყმიან-მოსამხურიანო!
ერი ხარ, ბერი ხარ,
მოლოზანი ხარ, ურია ხარ,
თათარი ხარ, წყლისა ხარ,
ხისა ხარ, მინდვრისა ხარ,
ღელისა ხარ?
რა და რა სოფლისა ხარ?..
გამობრძანდი ქარივითა,
გამოდინდი წყალივითა,
თქვენი ბინა მოსძებნეთ!
თქვენი მამა სტირის!
თქვენი დედა სტირის!
– სად არის ჩვენი შვილიო?
ხარი დავკალით,
ბარკალი შეუნახეთ,
ადრე მოვა, დავახვედრებთ,
გვიან მოვა, შევუჭამთ.


ორსულის შელოცვა

სახელითა ღვთისათა,
მამისა, ძისათა,
სულისა წმინდისათა.
ანი იძრა, ბანი იძრა,
განი იძრა, დონი იძრა,
ციხე იძრა, ქალაქი იძრა.
ყოველი ნაყოფიერი იძრა,
მიწა იძრა, უძრავი იძრა,
ნაძრავი დადგა.
ონოფრემ ცხენი გააჭენა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე ხიდზე მიდიოდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე გზაზე მიდიოდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე საყდარში შევიდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
სამჯერ წისქვილის ბორბალი
მობრუნდა და გაჩერდა.
სამჯერ მეხრემ წკნელი მოიქნია,
მობრუნდა და გაჩერდა.
ცხენის მუცელში
კვიცი იძრა და დადგა,
ძროხის მუცელში
ხბო იძრა და დადგა,
თხის მუცელში
თიკანი იძრა და დადგა,
ცხვრის მუცელში
კრავი იძრა და დადგა,
ქალის მუცელში
ბავშვი იძრა და დადგა.
ისემც დამდგარხარ,
როგორც ოქროს ლანგარზე
ოქროს ცხვარი დადგეს.


ნაღრძობის შელოცვა

ადამარია, მადამარია,
ზემოთ დედაჩემი,
ქვემოთ მარიამ.
ადამიშვილსა წელი ტკენია,
სისხლი ამღვრევია.
ან მიუსწრებ, ან – არა.
თუ მივუსწარ, გავაქრობ.


ნაღრძობის შელოცვა

ამარია, თამარია,
თამარს მიდევს თამარია,
ხარი არა, მზითევია
ნაღრძობისა წამალია.
– მე მიშველე მზაკვარო.
– მე კი მაინც გიშველი.
– დაილოცოს შენი მადლი!


მორიელის შელოცვა

მორიელი,
მორიელის შვილი,
ცხრა დედა,
ცხრა შვილი.
არცა დედა,
არცა შვილი,
არც გააძნელო
ტკივილი...
ფუი, ესე გააქარე!


მგლისპირის შესაკრავი ლოცვა

ქრისტე ღმერთო,
ჩამოყარე კლიკიტენი რკინისანი,
გზანი შაკრენ სავალადა
ტყისანი და მინდვრისანი.
ნადირს მისცენო
მუხლნი ნაბდისანი,
თვალნი მისცენ ბამბისანი,
კბილნი მისცენ სანთლისანი,
მიადგას კბილი – შეეჟღალოსო,
გახედოს – ვერა ნახოსო.
ესრემც შაიკვრის ნადირის პირიო.


ქარის ლოცვა

პირველ ვარ დედისა,
წამალი ვარ ქარისა.
ქარო, ქვის ქვეშ,
ქვა – ქოთან ქვეშ,
ჩადგა ვირი, უუუუ!..



ეს ჩემი შედგენილი წიგნია, ადრე გამოვიდა და სახლში ერთიც კი აღარ შემარჩინეს.
დღეს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში ხეტიალისას და გამიხარდა, რომ მოსწონებიათ ბავშვებს და ბეჭდავენ თავიანთ თბილისის ასმეჩვიდმეტე საჯარო სკოლის ჟურნალში "იაფერი".

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური შელოცვები   Tue Mar 01, 2011 4:34 pm

სავსე მთვარის შელოცვა
(იმერეთში)

მთვარევ, მოდი ნებასა,
შენსა გახარებასა,
ტანი მთელი, გული მთელი,
მზის კოლოფი ავსებული,
მტერის თვალი დავსებული!

(სამჯერ უნდა გაიმეორო).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ქართული ხალხური შელოცვები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: