არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გელა კიკოლაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გელა კიკოლაშვილი   Tue Feb 22, 2011 1:22 pm


Gela Kikolashvili

გელა კიკოლაშვილი

***
იტბორებიან ჩემი სიზმრები
თოვლისფერი საღამოებით.
როცა მზე ჩადის და ყველაფერს ერთმევა ფერი,
მე შენ დაგტოვე.
ასე ჩრდილები ტოვებენ საგნებს
და იმ მხარეს ეშურებიან,
სადაც არაფერს იმეორებენ.
ჩემს დუმილსაც თუ დუმილი ჰქვია, თოვლს რაღა ჰქვია
(შემოგაცვდა მეტაფორები).
ოთხი კარია შენს ოთახში,
როცა გადიხარ
და მოსვლისას ერთია მხოლოდ.


წიგნიდან "არაზუსტი მეტაფორები", გამომცემლობა "მერანი", 1989 წელი.



თოვლი, ქალი და სიჩუმე

ეს გელა კიკოლაშვილის ლექსების პირველი ინტერნეტული პუბლიკაციაა, თუ არ ჩავთვლით ლიბ.ჯი-ზე წარმოდგენილ ერთ სამსტრიქონიან ლექსს - http://lib.ge/body_text.php?1164

***
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები, _
ალბათ, ასე განსხვავდება
ტორეადორის და ხარის სევდა...


მთაწმინდაზე ვიყავით მე და ჩემი გერმანული დოგი, ფინიგანი.
თოვლში ვიარეთ, სიჩუმეს ვუსმინეთ და ბოლოს ქალიც ვნახეთ, ლამაზი ქალი...
და ამ ყველაფერმა გამახსენა კიკოლა, – თოვლმა, ქალმა და სიჩუმემ...
თოვლი, ქალი და სიჩუმე – ძაან მაგარია...
და აი, რატო უნდა დაჰკრა არაყი და გახვიდე შინიდან ოთხი კარით,
და უკან რო მოხვალ, ერთი კარიღა დაგხვდება...

მიხო მოსულიშვილი,
2011 წელი, თებერვლის თოვლობისას.
study


Last edited by Admin on Wed Feb 23, 2011 12:07 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   Tue Feb 22, 2011 1:38 pm


გამომცემლობა "მერანი", 1989 წელი

გელა კიკოლაშვილი

***
ჩემი სიყვარული ამაყია
დაჭრილ მგელივით
და შეწყალებას არა თხოულობს.
ყველა სიზმარი, რომელშიაც შენ გაგროვებდი,
დამეფანტა და ქარებმა ხეზე გაჰკიდეს.
მე ვიმახსოვრებ შენს ღიმილს და თიხისფერ მუხლებს,
როგორც ხიდს,
რომელზედაც ვერ გადიან აუღელვებლად.
მე შემიძლია, აგარიდო ათასჯერ მზერა,
მაგრამ მახსოვდე. ამაყია ჩემი სიყვარული,
როგორც მდინარე წყალუხვობით გულმოცემული.
ნუ მოუყვები მას ტკივილზე და განსაცდელზე.
იქნებ გგონია, გააკვირვო ღამისთევებით? -
დიდი ხანია, შეეჩვია ყველაფერ ამას,
როგორც ტყე - ფრინველს
და მინდორი - თავთავებს.
მიდის თავის გზით და ჭრილობას ენით ილოკავს
არა იმიტომ, რომ ტკივილი უცხოა მისთვის, -
არ უნდა გეში რომ აუღონ დაქცეულ სისხლზე
და მიუსწრონ ღონეგამოცლილს...
ამაყია ჩემი სიყვარული.



***
მხრები - ღმერთების ციხის ფასადი,
გავლა ბალახზე, შენ რომ ინებე...
საღამოები ისე უზადო
და უცოდველი ფერით ბრწყინავენ,

რომ არ დაგტოვებ, გტოვებდი როგორც -
დღეებმა დღეებს ბევრჯერ უგანეს.
შენ... სექტემბერი... კოცონი მტკვარზე,
მთვარე - შიშველი იატაგანი...


study


Last edited by Admin on Tue Feb 22, 2011 1:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   Tue Feb 22, 2011 1:55 pm

გელა კიკოლაშვილი


***
რა უნდა მითხრათ იმაზე მეტი,
რასაც თოვლი მეუბნება
ყოველ მოსვლაზე...


***
როცა წყალზე ავ ანგელოზს ერევა რული,
როცა მთვარეც იმდენია,
რამდენიც გუბე
და სიზმრები უკუღმართი გზებით დადიან -
აღარ ვინძრევი,
რომ ჩრდილებმა არ იცახცახონ.


***
განა მდინარე იძინებს ღამით,
ის სუნთქვას იკრავს,
რათა არ დაფრთხენე ვარსკვლავები - უფლის კრავები,
მდინარეზე რომ გადიან, როცა ღამდება,
ისე, რომ წყალში ფეხისგულებს არ ისველებენ.



***
როცა თენდება...
და დახვრეტილი სიჩუმის ხლება
ააცახცახებს სახლებს და ხიდებს,
როცა ხეებს იმედივით ერთმევათ ჩრდილი
და სიმხურვალე ეძლევა ვნებას -
გავდივარ გარეთ...
იქნებ ლურჯად აყვავდეს თოვლი.


წიგნიდან "არაზუსტი მეტაფორები", გამომცემლობა "მერანი", 1989 წელი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   Tue Feb 22, 2011 7:00 pm



გელა კიკოლაშვილი


***
არ ვიზიარებ თქვენ პანაშვიდებს
იმ მიზეზით, რომ საკუთარსაც არ ვიზიარებ –
საკუთარს კი ყოველდღე ვიხდი.
გამოიგონო სიყვარული, ეს იმას ნიშნავს –
მარტოობას შეუდგა მხარი
და ამტვერებულ შარაზე ათრიო.
მე მიმაჩვია თქვენმა მზერამ ისეთ ჟრუანტელს,
ხიდებს რომ უვლით გაზაფხულზე წყალდიდობისას.
ასე ფერი ფერს ეჩვევა შემოდგომისას,
არყის ჯაჭვივით დაგრძელებულ საღამოებში.
შემეძლო, რომ თითო ნიღაბი
თქვენს ქუჩაზეც ჩამომეკიდა,
მაგრამ ვფიქრობ, რომ ვალდებული არ უნდა ვიყო.
გამოვიგონე იები თოვლზე
და მთელი ღამე ტიროდა თოვლი ლურჯი ცრემლებით,
მხოლოდ ის ვერ გამოვიგონე,
რასაც სიყვარულს ვარქმევთ ხოლმე და ასე შემდეგ.
გამოიგონო სიყვარული, ეს იმას ნიშნავს
მარტოობას შეუდგა მხარი,
შეუდგა ჯამი დღენაკლულ დღეებს და გადავსებას ელოდებოდე.
შემოაცვდათ თოვლის კაბები
მუხლებზე მინდვრებს...
მე ამ მინდვრებს არ გადავივლი,
რადგან წყალი აღმა არ ადის.
დაველოდები თქვენს სიყვარულს მინდვრების თავში.
ვერ გახედნეს დეკემბრის ცივმა ქარებმა
გათეთრებული ყინვით და თოშით.
მათ ავიწქყდებათ, ყველაფერი არ იხედნება,
არ იხედნება ჩემი დუმილი,
სიზმარი, თოვლი და ასე შემდეგ.
სრულდება ღამე,
რომელიც მე თქვენთვის მინდოდა
და ქარებმა გაიყვეს ბოლოს.
და დაათრევენ იმ ქუჩებში,
სადაც მე ნიღაბს არ დავკიდებ არაფრის გამო,
რადგან ვფიქრობ, რომ ვალდებული არ უნდა ვიყო.
არ უნდა ვიყო ვალდებული, მახსოვდეთ მაშინ,
როცა თქვენ მე აღარ გახსოვართ.
არ ვიზიარებ თქვენს პანაშვიდებს,
იმ მიზეზით, რომ საკუთარსაც არ ვიზიარებ,
საკუთარს კი ყოველთვის ვიხდი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   Tue Feb 22, 2011 7:24 pm

გელა კიკოლაშვილი


***
მდინარეები მიდიან ზღვისკენ.
მათ უტყუარი გეში აურეს დაღარულ ლოდებს
და ნაპირებზე ქვიშას ტოვებენ.
მხოლოდ მე ვრჩები შუა გზაში,
როცა შენამდე ვაპირებ მოსვლას.
მზე ჩავა და ამოვა მთვარე.
დიდი ხანია, შევეჩვიე ყველაფერ ამას,
როგორც მგელი ტყის ბილიკებს –
დასაბრუნებელს თავის ბუნაგში.
მე შევეჩვიე, რომ არ გახსოვარ...
შევეჩვიე გაზაფხულებს და თოვლის ტირილს.
ჩამოდის მთვარე ყოველ საღამოს
და იპყრობს მიწის სეცნობის შიში.
ის არქმევს ქუჩებს იმას,
რასაც ჩვენ ვერ დავარქმევთ.
მოკლული დილის აწყვია ფრთები
და ესიზმრება გაზაფხულის თეთრი კაბები.
მე რომ მახსოვხარ, სასჯელია მასინ მოსჯილი,
როცა დუმილს სევუწყვიტე ხარკის მიცემა
და ქარებთან შევკარი პირი.
ყოველ საღამოს შენი სახელი ჰკიდია ქუჩებს
და აჯილდოვებს სექტემბრის სიცხით.
ის კარგად არჩევს ჩურჩულს და ყვირილს
გამოხურვებულ აგვისტოს დღეში.
ყველა საღამო,
რომელიც კი მინდოდა შენთვის,
ცივია, როგორც შენი თეთრი მუხლისთავები.
როდემდე უნდა მეგონოს, რომ მოხვალ და მეტყვი –
ჩვენ ერთი გზები გვქონდა ოდითგან,
ან რატომ უნდა მოდიოდე სიზმრის მხარიდან,
როცა იმ გზაზე, რომელიც მე შენთვის მინდოდა
დახავსებული იცდის ბალახი.
საოცარია, რომ ვეცვევი ყველაფერ ამას,
უფრო ისაა საოცარი, როგორ ვეჩვევი.
სისხლში სეღებეს ღამეები
მზის გადახრებმა...
ეს ღამეები მასწავლიდნენ სხვანაირ დუმილს –
დუმილს,
რომელიც წარსულივით არაფერს კარგავს
და საკუთარს ეყრდნობა ტორებს.
შემომახიეს ყველა სიზმარი გათენებებმა
და ქარების წილად აქციეს.
ძნელია, როცა წასასვლელი არა გაქვს არსად,
უფრო ძნელია, თუ გექნება ოთხივე მხარეს.
ეს იგივეა, წასასვლელი არსად არ გქონდეს
და გაჩერდე შელოცვილივით...
ასე ჩერდება ხოლმე წყალი,
ჩერდება სარკე
და სიმხურვალე აგვისტოს პეშვის.
გამოისმეს შენი ლანდი ქარებმა გარეთ
და ტკივა ხიდებს
შენი თეთრი კაბის ჩრდილები,
რომელიც მე თვლას მტაცებს, როგორც ყინული.
რა იცის მთვარემ, ამოდის რატომ
ან ჩადის რისთვის?..
ყველაფერს ხომ ჩვენ ვიგონებთ,
ვიგონებთ ისე,
როგორც გვინდა და როგორც ვიცით.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   Wed Feb 23, 2011 9:19 am

გელა კიკოლაშვილი


***
ოტქომბერი დაიწყო უკვე
ცის მათრახებით – თეთრი წვიმებით.
გაილოკავენ ეს წვიმები თითებზე სიზმრებს.
ჩემმა მზერამ შენს გაკვირვებას კიბეები აუტალახა,
რადგან გარეთ ოქტომბერი დაიწყო უკვე.
შრება ხეებზე შეღამება ჩემი სამყოფი...
მისი ხვედრია, რომ შრებოდეს და არ იცოდეს,
საით მიჰყავთ შეღამებით ამღვრეულ წვიმებს,
ან საით უნდა უქნან თავი ამ ჩემს მარტოობას ღამის ქარებმა,
მარტის ნიღბებს რომ დაათრევენ აღმა და დაღმა.
დღენაკლულია ეს დღეები – შენ რომ დატოვე...
და ამ დღეებს ჩემს ტკივილთან არ მიესვლებათ,
რადგან გარეთ ოქტომბერი დაიწყო უკვე.


***
ჩვენს სურვილებს, როგორც ნაპირებს
გაზაფხულები ააჭრელებენ თეთრი იებით...
ნაპირებსაც თუ ეთქმით რამე –
წყალდიდობისას
ერთმანეთს ხმას ვერც კი აწვდენენ.


***
მე ამამღვრევენ შენი მხრები,
როგორც ქარები წვიმიან ამინდს.
ამოგმანეს მარტოობით ჩემი სიზმრები...
დაუტოვე საღამოებს
ღიმილი – თოვლი
დაპნეული უფლის კალთიდან.


***
პირჩაღმა წვანან მდინარეები,
როცა ღამდება...
რადგან მიწას შავი აქვს ტანი
და გაზაფხულის მწვანე კაბები
აღარ ჩანან ნაპირების ჩაყოლებაზე.


***
რა იქნება, რომ
როგორც წვიმებმა იციან... ისე
ჩვენც შეგვეძლოს მოსვლა და წასვლა
ერთმანეთში ერთმანეთიდან...
თორემ ვერც მთებმა,
ვერც წყლებმა და ვერც ამ მინდვრებმა
ვერ მოიტანეს გაზაფხული ჩემი სამყოფი.


***
არაგვი იწვა, როგორც არაგვი...
და შენმა ტანმა დაათოვა არაგვის პირებს,
ჩამოიქცნენ ჩემი სიზმრები
და ვნებები ქვეშ მოიყოლეს.
დაანთე შენი სიყვარული, როგორც კოცონი,
რომ ჩემმა მზერამ გზა გაიგნოს იმ მხარეში,
სადაც შენ დამრჩი,
სადაც მესროლეს
და შემღებეს საკუთარი სისხლით.

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
გელა კიკოლაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: