არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ტიმოთი კერჩნერი - ბელა ჩეკურიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტიმოთი კერჩნერი - ბელა ჩეკურიშვილი   Sun Feb 20, 2011 2:37 pm


Timothy Kerchner


ბელა ჩეკურიშვილი


ქართული პოეზიის ინგლისური ხიბლი


გივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის და ბესიკ ხარანაულის ლექსები ცნობილი ამერიკული ჟურ­ნალის The Dirty Goat-ის 23-მე ნომერში მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული გამომ­ცემლობა ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა. ლექსები ჟურნალს ამერიკელმა მთარგმნელ­მა და მწერალმა ტიმოთი კერჩნერმა შესთავაზა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა და ქართველი პოეტების შემოქმედებას ადგილზე გაეც­ნო.

150-გვერდიანი ჟურნალი The Dirty Goat წელიწადში ორჯერ გამოდის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიას, პროზას, დრამას, ლიტერატურას და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აერთია­ნებს. დაარსების დღიდან (1988 წელი) დღემდე ჟურნალი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვანე­ბის წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში. ჟურნალი ორენოვანია, ნამუშევ­რები წარმოდგენილია ორიგინალურ ენაზე და ნათარგმნია ინგლისურად.

ტიმოთი კერჩნერს ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო გეგმა აქვს, როლებსაც ჩვენც გვიზიარებს.

ტიმოთი კერჩნერი: "არსებობს პოეზიის სხვადასხვა ანთოლოგიები და საქართველო არსად არაა ნა­ხესენები, მაშინ როცა მათში თურქეთის პატარა ქალაქში მცხოვრები პოეტის ლექსებიც კი ხვდება. კავკასიიდან სომხეთი და აზერბაიჯანი მეტად არის წარმოდგენილი, საქართველო კი სრულიად უცნობია. ქართული პოეზია მშვენიერია და საქართველოს ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. მსოფ­ლიო კულტურაში დიალოგის პროცესი მიმდინარეობს და ამაში საქართველოც უნდა ჩაერთოს.

მე ქართველი პოეტების ლექსების შეგროვებას ვაპირებ, რომელთა გამოცემაც იქნება არა პრეტენ­ზიული განაცხადი, არამედ საქართველოსთვის მსოფლიოში გამავალი კარი. პირველ ეტაპზე ლექ­სები ჟურნალებში გადაიგზავნება, შემდეგი ეტაპი იქნება გამომცემლობების ყურადღების მოპოვე­ბა, რათა ანთოლოგია გამოიცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის წინასიტყვაობა, რომელიც ანთოლო­გიას დაერთვება, სადაც იქნება განმარტებული თანამედროვე ქართული პოეზიის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, გამომცემლის ყურადღებას მივიპყრობ. ანთოლოგიისათვის უკ­ვე შეკრებილი მაქვს მაია სარიშვილის, ზვიად რატიანის, შოთა იათაშვილის, გივი ალხაზიშვი­ლის, გაგა ნახუცრიშვილის, დათო რობაქიძის, ბესიკ ხარანაულის, ეკა ქევანიშვილის, თეა თოფუ­რიას ლექსები და მათ კიდევ მიემატება სხვა ავტორები.

- როგორ მოახერხეთ ჟურნალ The Dirty Goat-ის დაინტერესება ქართველი პოეტებით?

- გასული წლის აპრილში დენვერში ვიყავი ყოველწლიურ ლიტერატურულ კონფერენციაზე, სა­დაც მწერლები, ჟურნალისტები და გამომცემლები მონაწილეობდნენ. ყველა ჟურნალს ვკითხე, თუ აინტერესებდათ თარგმანები. დაინტერესდა ჟურნალ The Dirty Goat-ის რედაქტორი ჯონ ჰიუს­ტი, მომცა ყველა კოორდინატი და მითხრა, მასალა გამომიგზავნეო. გავუგზავნე სამი ავტორის ექვ­სი ლექსი. ამ კონფერენციაზე ვისაუბრე ჩემს გამოცდილებაზე საზღვარგარეთ, ქართულ თარგმა­ნებზე მაშინაც ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ, და შესაბამისად, ჩემი მიზანია, ამით ლიტერატუ­რული საზოგადოება დავაინტერესო.

- თქვენ როგორ მოხვდით საქართველოში?

- მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვმოგზაურობდით, სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლებად ვმუშაობ­დით. საქართველოს შესახებ ბოსნიაში გავიგეთ. რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთში უცხოელი მასწავლებლების პროგრამაში გავგზავნეთ ჩვენი მონაცემები და შემოგვთავაზეს საქართველო, აზერბაიჯანი და იემენი. ჩვენ საქართველო ამოვირჩიეთ. თბილისში 2006 წელს ჩამოვედით და 4 წელი ვიმუშავეთ.

როდესაც სადოქტორი თემა უნდა გამეკეთებინა ხელოვნების სფეროში და თემების ჩამონათვალი მომცეს, ერთ-ერთი იყო თარგმანები. მე, როგორც მწერალს, ყოველთვის მაინტერესებდა ლიტერა­ტურა. ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, ყველაფერი დაივიწყე და თარგმანები აიღე, რადგან დღეს ყველაზე საჭიროაო. თან თარგმანები ქართული კულტურის გაცნობის დიდ შესაძლებლობას მაძ­ლევდა.

- ქართული პოეზიის გაცნობასა და თარგმნაში ვინ დაგეხმარათ?

- როგორც ხდება საქართველოში, ჩემი თანამშრომლის ბიძაშვილის მამიდაშვილს ჰყავდა მეგობა­რი პოეტი გაგა ნახუცრიშვილი, რომელმაც შემდეგ სხვა პოეტები გამაცნო. ხოლო ჩემმა კოლეგამ სუზან კიმმა, რომელიც გერმანულ ენაზე თარგმნიდა, ასევე რამდენიმე პოეტი მირჩია. თითქმის 20 პოეტის შემოქმედებას ვიცნობ. სულ მცირე, მათი ერთი ლექსი მაინც მაქვს თარგმნილი.

თარგმანის ერთ-ერთი აუცილებლობა ისაა, რომ თარგმნილ ენაზე კარგად იკითხებოდეს. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ყველა ლექსი ვერ ითარგმნება ინგლისურ ენაზე და, შესა­ბამისად, არ გამოდის წარმატებული. აი, მაია სარიშვილის ლექსები ძალიან კარგად ითარგმნება. ასევე ძალიან კარგად გადადის ინგლისურ ენაზე ბესიკ ხარანაულის პოეზია, ახლა მის "ხეიბარ თო­ჯინას" ვამუშავებთ.

- თქვენ თარგმნეთ მაია სარიშვილის კრებული "მიკროსკოპი", როდის გამოვა ის წიგნად?

- მაია სარიშვილის კრებული "მიკროსკოპი" პოეტ ნონა გიორგაძის დახმარებით გაკეთდა, რომე­ლიც გასულ წელს გავიცანი ზვიად რატიანის პოეზიის საღამოზე. მაია სარიშვილის და შოთა იათაშვილის თარგმანები ინგლისურენოვან ლიტერატურულ საიტზე "პოეთრი ინტერნეშენელზე" დევს, მაგრამ ის თარგმანები არ მომეწონა და მე იმავე ლექსების საკუთარი ვერსია გავაკეთე, სიტყ­ვა-სიტყვითი თარგმანი ავიღე.

როცა პირველად წავიკითხე, მაშინვე ჩავწვდი მაიას პოეზიას. ასეთი უცნაური და ღრმა პოეზია არასოდეს მინახავს, პირდაპირ ჩავიძირე. ნონა გიორგაძემ, რომელიც ასევე კარგი პოეტია (მე მისი ლექსებიც ვთარგმნე), ეს ლექსები ინტერნეტსაიტზე გამოაქვეყნა. ჟურნალებმა ამ თარგმანების გაგ­ზავნის მერე დიდი დაინტერესება გამოხატეს, განსაკუთრებით დაინტერესდა ჟურნალი Crazy Horse. მერე დადგა გამომცემლობის მოძებნის საკითხი, რაც ძალიან რთულია. საერთოდ, ამერიკა­ში რაიმეს გამოცემა ძალიან რთულია. ბესიკ ხარანაულის "ხეიბარ თოჯინას" ქართული გამომცემ­ლობა გამოსცემს, მაია სარიშვილის ლექსები კი გამომცემელს ამერიკაში ელოდება. როგორც ცალ­კეულ ლექსებს აგზავნი რედაქციებში და ელოდები, ასევეა წიგნის გამოცემაც, ვუგზავნით გამომ­ცემლებს და ველოდებით. ეს პროცესი, ზოგადად, ძალიან ძნელია. მაგრამ ვგრძნობ, რომ დიდ საქ­მეს ვაკეთებ. ეს საქმე აუცილებლად გამოვა და ქართულ პოეზიას მსოფლიო გაიცნობს.



სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-02-19/14204.html

ჟურნალი - http://www.thedirtygoat.com/backissues/dg23.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ტიმოთი კერჩნერი - ბელა ჩეკურიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: