არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რობერტ მესხი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Tue Jun 30, 2009 10:41 pm

რობისთან მართლაც სუფთა ჰავაა, კლიმატი და ძალიან ბუნებრივია...
ღრმა...
ისეთ სათქმელებს მოგაწვდის..და ისე სადად...

დიდი ხნის წინ გაღიარე რობ და ძალიან მიყვარხარ!
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Age : 44
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Sat Jul 25, 2009 5:58 pm

,,პიკის საათის" ლიტერატურულ სალონში დატოვებული აუდიო ავტოგრაფი ექსპრომტად:

,,აი, ამ წუთას ბრეხალოვკას მიაწყდა ტალღა,
დაესხა რეტი,
ახლა მაქვს თვალთა სილურჯე და ნათელი მახლავს
და არც რა მეტი..."

გაიხარე შენა, ბორიო Exclamation
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 36
Age : 40
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Tue Sep 08, 2009 4:15 pm

საოცარია,ყველაფერი კანონზომიერია ამ ქვეყნად.. ალბათ, ძალიან ვინანებდი "ვაჟაობას" ჩარგალში ჩასვლას,მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევს იქ ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა და პირველ ყოვლისა, თქვენი გაცნობა. გულწრფელად მიხარია, კარგი ადამიანის და მშვენიერი პოეტის აღმოჩენა.(ჩემთვის აღმოჩენა იგულისმება Smile) მადლობა ღმერთს და მადლიან ვაჟა-ფშაველას, წვიმად რომ მოვიდა იმ დღეს, ჩვენს გასაფხიზლებლად. ამიერიდან, თქვენი პოეზიის მკითხველთა და გულშემატკივართა შორის მიგულეთ... study
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Tue Sep 08, 2009 4:26 pm

რობი.. მაგარი პოეტია.. და მე მაგრად მიხარია ის.. რომ.. ამ სიტყვებს მთელი გულით ვამბობ.. სუფთად და ალალად.. აქ საკუთარ თავთან რომ ხარ მართალი კაცი.. იმაზე ვსაუბრობ.. თორემ შეიძლება ბევრი არც არაფერი გამეგებოდეს პოეზიის.. რობი - ნაღდი და ნამდვილი პოეტია ჩემთვის.. თითო-ოროლა რომ არის ისეთი.. სუფთა ჰაერით არის სავსე მისი პოეზია..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
robert meskhi

avatar

Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Mon Sep 14, 2009 3:13 pm

ღვინობისთვე

პროჟექტორები.
ეკლესია ანათებს მარცხნივ,
მარჯვნივ ხიდია.
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
ვაცილებ ღრუბლებს,
ღვინობისთვის სურნელით ვთვრები,
ავფრინდებოდი ახლა,
მაგრამ...
არა მაქვს ფრთები.



დიდი მადლობა მეგობრებს!
თქვენთან მიგულეთ ყველაგან და ყოველთვის! sunny
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Mon Sep 14, 2009 5:05 pm

flower

მესხი, "შემოგიკაკუნე" აქა, ვიცი გაგიხარდებაSmile
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Mon Sep 14, 2009 7:02 pm

Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Mon Sep 14, 2009 7:02 pm

აaი, როგორი ანტენიანი თავი მაქვს, ინფორმაცია თვითონ მეძებს
lol!
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Age : 44
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Thu Sep 17, 2009 2:06 pm

ჟასმინი

რა უძლური ვარ, დღემდე მნუსხავს შენი ქარიზმა
და როგორც ტორე ხარს დაკოდილს - ვუფრთხი მანქანებს...
შენს სახლთან წყდება ჩემთვის ყველა გზა და ქარის ხმა,
ქარი კი მაინც ჯიუტობს და სულში აქანებს
ამ შემოდგომას, როგორც ტორეს წითელ ლაბადას.
სიზმარშიც თითქმის ფერწასული კრთება ჟასმინი,
ჩემმა სურვილმა უამრავი ლექსი დაბადა,
მაგრამ რად გინდა, შენ ვერცერთი ვერ შეგასმინე...


P.S. - სულ ცინცხალია
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Fri Oct 16, 2009 12:52 pm

გემები


Sos!
Sos!
Sos! -
ვიმეორებ ”ტიტანიკივით”,
ვიძირები და... მაპატიე!..
სიჩქარე მხოლოდ ხუთი კვანძი, -
შორს ”კარპატია”,
მოვა, მაგრამ დაიგვიანებს...
წყალი ცივია,
ფსკერი - ქვიანი...
სადღაც ირწევა სამკუთხედი...
ცხელი ბორნეო...
შენ ყინული ხარ,
მაგრამ ყრუა ”კალიფორნია”,
ისე ჩამივლის,
ვითომ ჩქამი აღარ გამეღოს,
ვითომ გემბანზე არ მემღეროს
სიმღერა გედის...

Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Fri Jan 22, 2010 9:56 am

მიპოვე

გათოშილ მთვარეს ტალღა შუბლს ახლის,
ვიხსენებ: ქვიშა... ”შატო”... შერბური...
შენ დედისერთას სინდრომით დაღლილს
სულ ზურგზე გძინავს, თანაც მეფურად

თვლებივით ითვლი ბრჭყვიალა ხომლებს,
წლებს და თოლიებს, იქნებ, გარისკო, -
მე ნიჩბის ტარზე ვიძინებ ხოლმე,
პირით - იმ ცივი, თეთრი მთვარისკენ,

მოდი,
მიპოვე…
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Thu Jul 08, 2010 5:14 pm

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული პოეტი ჩვენს სინამდვილეში.. ნაღდად..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Tue Aug 10, 2010 5:08 pm

* * *

დააკვირდი,
როგორ გავს სარკეს დაშვებული მაღლიდან ყულფი,
როცა შიგ ზეცა ირეკლება...
მოგლიჯე და შემოაბრუნე, -
სარკეს ხშირად ფრანი ჯობია ან სულაც ბუშტი,
ადრე თუ გვიან ყველაფერი მიფრინავს
მზისკენ...

Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Sat Oct 02, 2010 12:52 pm

განა მთავრდება, აქ უბრალოდ ისვენებს მიწა,
კონცხი რომ ზღვაში გამოსჩრია თევზის ფხასავით,
და ცის კიდესთან უცნაური ფერი აქვს სივრცეს -
ვან დე კაპელეს, სეგერსის და ბერნეს ნაზავი.
დავანთე ცეცხლი, კი არ მცივა, ვაფრთხობ მაქციებს,
ვიდრე ამოვა მთის გულიდან ოქროცურვილი
მზე და... ხელახლა გავიხსენებ, რომ შემაქციე
ზურგი, მხრებს შორის ჩარჩენილი გაგყვა სურვილი.



Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Mon Dec 20, 2010 9:25 am

ალვა

გაშიშვლდა ალვა...
მილოსელივით... ცალი მკლავი გამოაჩინა.
ვდგავარ და ვუმზერ,
შეფუთული ათასი ნაჭრით,
ნაჭრით და იჭვით...
ნამეხარია, მაგრამ მაინც ბედნიერია!..
ძვალს ატანს სუსხი, –
დეკემბერია...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რობერტ მესხი   Mon Mar 14, 2011 8:53 am

რობერტ მესხი

გაცნობის

(სოსო მეშველიანს)

სოსო, ჩემს გულში რომ გაშალე, ძმაო, კარავი,
...იმ კარავს მთვარე წამოადგა ქვემო სვანეთის.
ასე მგონია, აღარ დამრჩა ქვეყნად არავინ,
ვარ ერთი მწირი პოეტი და მოხეტიალე...
მოდი, ეს ღამეც გავათენოთ, ოხერ–ტიალი,
რა გამოგვილევს გულს და ლექსს და სადღეგრძელოებს?..
ჰეი, ამიგოს!
დაე, მტერმაც და მოყვარემაც ერთად გაიგოს:
ჩვენ ბედიიდან ბედიაში გადავფრინდებით,
ჩვენ არჩანდადან არჩანდაში გადავფრინდებით,
თან გვექნება ორი ბილეთი,
და ის, მეორე,
უსათუოდ გამომგზავრების!..

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რობერტ მესხი   

Back to top Go down
 
რობერტ მესხი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: