არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მანონ ბულისკერია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: მანონ ბულისკერია   Fri Feb 18, 2011 12:25 am


Manon Buliskeria

მანონ ბულისკერია


* * *
შენ სულ აბრალებ ქართულ კონიაკს,
როცა მე ასე ლაღად ვიცინი.
გარეთ ღამეა, წვიმა ხმაურობს
და ქარში ხეებს გააქვთ ლიწინი.
გავაგნებთ. შენ ხომ არ გეშინია? _
გეკითხები და ვიცი, პასუხი
აღარ იქნება, მაგრამ მე ახლა,
იმ სხვათა შორის, არც ეს მაწუხებს...




მანონ ბულისკერია ლიბ.ჯი–ზე – http://lib.ge/body_text.php?9467
პირადი ვებ–გვერდი – http://www.kedlebi.narod.ru/

Published on Jul 25, 2013

პოეტი მანონ ბულისკერია GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ ლექსებს უკითხავს - http://www.youtube.com/watch?v=pd5uK3gl4nw&feature=share&list=LLJmM6ipn5NQ3HX6xP30Fhqw


sunny
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Fri Feb 18, 2011 2:59 am

მანონ, გაგვიხარდა შენი მოსვლა.
ბიოგრაფია, სურათი და შენი ბევრი ლექსები მოიტანე აქ...

study

მანონ ბულისკერია

***
...წამგვარეთ ყველა მოლოდინი!
დამიხსენით იმედისაგან!
მარადცოცხალ სევდას სალამი!
სისხლის ყვავილი მამხელს... და ხშირად,
როდესაც ხელებს მზისკენ მივმართავ,
მშფოთვარე მიწას ვუახლოვდები!
მე აღარა ვარ თავისუფალი –
უსამშობლობამ დამისაკუთრა!
შორს გადახვეწეთ ყველა იმედი!
დამიხსენით მოლოდინისგან!

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 18, 2011 3:35 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Fri Feb 18, 2011 3:20 am

მანონ ბულისკერია

* * *
ორი ათასის თებერვალი... და შენ ჩემთან ხარ.
ამეთვისტოსფრად შეიღება ზეცის კამარა
წუთით და მერე... უხმოდ კიდევ ერთხელ შევთანხმდით,
რომ ჩვენთვის, ახლა, ასე ყოფნა არის მთავარი.
შორ ცაზე ფერებს ისევ მხოლოდ ფერები ცვლიან,
მზე მაინც მისხლით მეტია... და ფერი მაჟორი,
ცას სასუფევლად აღქმულსა და სიმაღლით მთლიანს,
დასანანია, რომ დღეს უფრო მეტად გვაშორებს.
და რად? ბავშვებად რად გვნათლავენ, ვართ კი დიდები.
ამოჩემებულ ბილიკზე რომ ფეხი დამიცდეს,
არ მიწყინო და არც არაფერს ჩავეჭიდები.
ცას არ შევასკდე, არ მგონია ისე დავმიწდე!



* * *
არ გიერთგულებს დღის ნათელი – იცი...
და მაინც
მზის ამოსვლამდე აღებ დარაბებს!
ახლა მიწაზე იმედია, ცაზე მთიები...
ჩემთან შენ ხარ და შენთან...
შენთან ახლა თიხისფერი სიმყუდროვეა!
ხარ აკრობილი თეთრ ბარიერს
და საამისო ძალას მოუხმობ.
თითები... თრთოლვით, მაგრამ მაინც
ეგუებიან კედელს ნესტიანს
და როგორ გინდა გაუჩინარდე ამ მყარ ფარდაში.
ახლა თვალებზე უნდა იდარდო,
ცრემლის ჩქერალებს ეწირებიან...
გეიმედება რაფაზე ბალბა...
შენ დილას იწყებ მწვანე სისავსით,
თვალს გაახელ და...
დილამ გიწია.
აკრობილი ხარ ცივ ბარიერს
და ნერვიული თითების თრთოლა
არდაწყნარების მზისკენ გიბიძგებს
და... ნერვიული თითების ფერი
ისე შერწყმია ახლა კედლის ფერს...
ისე ცივი ხარ...
შენ დამშვიდების
და დაწყნარების არც გაქვს უფლება!
არ გაიყინო,
აღთქმული გზა ნაბიჯია, სხვა არაფერი...
ხარ აკრობილი თეთრ ბარიერს
და მთელი არსით ძალას მოუხმე.
შენ კარგად იცი,
ამ კედელს მიღმა, ფანჯრის რაფაზე,
მწვანე ბალბა თანაგიგრძნობს ახლა არეულს
და გაიხარებს,
მზის ამოსვლამდე თუ გაარღვევ კედელს
და კიდე...
მზის ამოსვლამდე გამოაღებ, თუკი, დარაბებს!
რატომ აყოვნებ?
გარდაიცვალე ჩემს სხეულში მოუსვენრობად,
მე ახლა სისხლის ხმაურს არ ვერჩი!
ახლა თამამად დგახარ მიწაზე
და მწვანე ფერში შუქად ანთიხარ...
მე კი, დათმობა არ მეჩქარება –
ცას ახლა სივრცედ ვეღარ აღიქვამ.
ახლა, როდესაც ცრემლის ჩქერალებს
გზა ნიკაპისკენ ევიწროებათ
და ღია ფანჯრის ჩარჩოს ჩაფრენილს
საკუთარ თავში შეჭრილს იმედად,
ტანში (სისხლისგან!) გალღობს ხანძარი...
არ გიერთგულებს დღის ნათელი – იცი და მაინც...
მზის ამოსვლამდე აღებ დარაბებს!
ახლა მიწაზე იმედია,
ცაზე – მთიები,
ჩვენ ერთად ვართ და ჩვენთან – არავინ!


* * *
კარს გამოვაღებ...
სახეს ამიწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი.
წავდგამ ნაბიჯსაც...
გავშლი, ფრთებივით გავშლი ხელებს და გავშეშდები.
კარს გამოაღებ...
სახეს აგიწვავს სიმხურვალე…ენითუთქმელი.
წადგამ ნაბიჯსაც...
გაშლი, ხელებს გაშლი ფრთებივით და გაშეშდები!
კარს გამოაღებს...
სახეს აუწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი.
წადგამს ნაბიჯსაც...
გაშლის, ხელებს გაშლის ფრთებივით და...
გაშეშდება!
კარს გამოვაღებთ...
წავდგამთ ნაბიჯს და ... გავშეშდებით.
მზისკენ მიმართულ დაღლილ ხელებს
გზა ექნებათ უკიდეგანო,
მიწას მიჯაჭვულ მძიმე ფეხებს
ჩაამუხლებენ რკინის ხუნდები.
და ცას გაჩვეულ ცისფერ თვალებს, შესაძლოა,
ცრემლი მოასკდეს.
... კარს გმოვაღებთ,
სახეს აგვიწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი,
გავშლით, ფრთებივით გავშლით ხელებს და გავშეშდებით.
ცრემლი...
ცრემლი არ გაშეშდება,
ის მოაწყდება ცას გაჩვეულ სევდიან თვალებს
და... აცოცხლებს მათ!


* * *
არ ჩამოხვედი...
იყო მზე და
ზღვის სურნელმა მომანატრა შენი სიფიცხეც.
ცრემლს ასხლეტილი მოგონება
დამძიმებულ ფრთებს რომ ვერ შლიდა,
აგვისტო – ცხელი მარტოობისთვე,
რას ვიფიქრებდი,
უარყოფილს თუ არ შემშლიდა.
ეს ზაფხული ხომ გავიდა და
შემოდგომა გადამიმტერებს...
მე არც კი ვიცი (რომ ვერ ვივიწყებ),
ძვირფას წუთებს ბედი ისევ როდის მაღირსებს.
თავს არ გაცოდებ,
უკანასკნელ სიტყვებს ჩემსას
ხელს ნუ აუქნევ,
აი, ისიც –
ამ ზაფხულში უსაშველოდ მოგისაკლისე!
არ შემრჩა ბროლის მოგონებაც
და ნამსხვრევებს ვესათუთები.
ვერ დაივიწყებ შენც,
იფიქრე იმ აგვისტოს თაკარა მზეზე
და სამახსოვროდ დაიტოვე
ერთადყოფნის ცხელი წუთები.
დღეს ვტოვებ ქალაქს,
ჩვენს «სამოთხეს» ვემშვიდობები.
მეც სიამაყე გადამიტანს,
ასეც გჯეროდა.
და ერთსაც გეტყვი – შენი ფოტო,
გულთან ახლოს რომ ვატარებდი,
ვერ წარმოიდგენ,
როგორ ამძიმებს ახლა ჩემოდანს!


* * *
მოვმკვდარიყავი...
დღეს ამ ზაფხულის მზეს ვეჩვევი.
ფხიზელი როგორ არ შევეწირე
ზღვის მოქცევას – ფიქრებს ჟინიანს.
იმ გრილი სევდით რომ მაცოცხლებდა დღემდე
(შენ ალბათ გაგიკვირდება),
წვიმა არც თუ ისე ხშირია.
და როგორ ვიყო მხოლოდ და მხოლოდ
განკითხვის დღემდე!
მერე გზაა და
მანამდე ხომ მიმტრო დარდმა შენზე ბრალიანს.
მოვმწყდარიყავი რიხით ქარაფებს,
მომდომებოდა იკაროსის ფრთები ძალიან,
ხომ ვპოვებდი შვებას... და ახლა
ვეღარ ვეჩვევი მყიფე ყოფას,
ეს ფიცხელი მზეც ხომ აღარ მწვავს,
ცის ფერს კვლავ სულში ვცრი და ვიგუბებ.
დიდიხანია იცი, თურმე –
ჩემი სიგიჟე არის ყველა სევდის მიზეზი!
შენ ის თუ იცი, ეს მითხარი,
სიკვდილამდე რომ დავიღუპეთ...


* * *
ცის სევდა ჩამოაქვთ მიწაზე წვიმებს.
შენს ოთახში სარკმელთან ვდგავარ
და გიყვები გასხვისებულ ჰერბარიუმზე.
როგორ ძნელია გრძნობდე, რასაც ვგრძნობ,
გრძნობდე და სახელს ვეღარ არქმევდე...
რად მიგვიანებ პასუხს?
მომავლის დარდი ნუღარ გაქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა ჩამოაქვთ წვიმებს მიწაზე
ცის სევდა და ლურჯი სახელი.
ახლა სივრცესაც ვეღარ გუობს,
თამამია როგორ, ოცნება.
იმედი სადღაც ისე ბჟუტავს
(რა საბრალოა), ხომ გინახავს, ქარი რომ ცხრება...
ცის სევდა ჩამოაქვთ მიწაზე წვიმებს,
თუ წვიმაა ლურჯი ცის სევდა?!
შენს ოთახში ვდგავარ სარკმელთან.
ნუ დამაწყნარებ!
სიმშვიდეა შენთან ისედაც.



* * *

С новым звуконачертаньем, Райнер!
მ. ცვეტაევა


მიტომ კი არა, დაგაიმედო...
არ გაიმედებ,
მხოლოდ და მხოლოდ თავის უფლებით
ვამბობ –
მზე ისევ ცოტას გვინათებს
და დედამიწა ბრუნავს ყველასთვის,
ბრუნავს ყველასთვის
ოდნავ ჩქარი და უსაფუძვლო.
ეს მანძილი გაფიქრებებს შორის ახლა
წამლეკავი ხმაური და სინანულია
შეგუების თუ შეჩვევის გამო.
ფორთოხლისფერი ზღვა და
ლურჯად ჩამავალი მზე
გამახსოვრდება,
რომ სიფხიზლეს წაეპოტინო.
და მიღმიერი სინათლის ფერი წაკიდებული
სული დალანდო საკმარისია,
დათმო ყველა,
შენც ორადორ სიზმარს შემორჩე
და იბუტბუტებ –
ხმაური ან სხვა არაფერი!
ხმაური ან მთელი სამყარო!
მიტომ კი არა, დაგაიმედო...
ეს დედამიწა ბრუნავს ყველასთვის...
დედამიწა ბრუნავს ყველასთვის...


* * *
არაფერს შეცვლი.
შენ ეს ცხოვრება ასეთი გინდა –
ცას მოწყვეტილი კენტი ვარსკვლავი,
მიწისკენ მსრბოლი მზისფერი ხაზი.
ან როგორ შეცვლი,
ჩუმად გიყვარს მანდარინის ხე.
როგორც კეთროვანს,
გეთხოვება ახლა სამყარო,
თუ ეთხოვები, ეს სულერთია.
არჩაქრობის სინათლის წელი აქვეა და
ვერწართმეული პოეზია.
სიგიჟე არა,
ეს მსხმოიარე მანდარინების
მგლოვიარე სურნელებაა.
და შენ თუ ატყობ,
გაბატონდნენ მზე და მთვარე დედამიწაზე.
ალბათ ამიტომ,
ჩვენ ამ გზაზე გვათენდება და გვაღამდება!

study


Last edited by Admin on Thu Feb 24, 2011 1:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Sat Feb 19, 2011 3:26 pm



* * *
შენ ერთმა იცი, მარტოობისკენ
ამ გულს რომ თბილმა სევდამ უბიძგა.
მერე ვიღაცამ ცეცხლი დაანთო
და ფერფლი დარჩა ჩემი გულისგან!
მოგონებები... ცრემლი ცხარეა...
ჩრდილიც კი გაქრა ძველი სიმაღლის.
თუ მიენდობი, სევდაც ქარია,
სასოწარკვეთის კედელს მიგახლის!
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Wed Feb 23, 2011 10:46 pm



მანონ ბულისკერია


* * *
რა მოხდა მერე, თვალები ჩაქრნენ,
მზერა ხომ მაინც მხნე და მშრალია.
იმ ლამაზ დღეებს შენს სახელს ვარქმევ,
ეს თეთრი ღამე ჩემი ბრალია
(კი არ ვწუწუნებ, ისე, უბრალოდ) _
გადამეფარა შეშლილს, გზნებიანს
და გაფიქრებაც მზარავს, უფალო,
ხვალ-ზეგ როგორი გზა ან გზებია.
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Wed Feb 23, 2011 10:53 pm



მანონ ბულისკერია


* * *
შენ სულ აბრალებ ქართულ კონიაკს,
როცა მე ასე ლაღად ვიცინი.
გარეთ ღამეა, წვიმა ხმაურობს
და ქარში ხეებს გააქვთ ლიწინი.
გავაგნებთ. შენ ხომ არ გეშინია? _
გეკითხები და ვიცი, პასუხი
აღარ იქნება, მაგრამ მე ახლა,
იმ სხვათა შორის, არც ეს მაწუხებს...




მანონ ბულისკერია ლიბ.ჯი–ზე – http://lib.ge/body_text.php?9467
პირადი ვებ–გვერდი – http://www.kedlebi.narod.ru/

sunny
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Mon Mar 14, 2011 1:39 am

* * *

ამკრიფე ახლა, მიმსხვრეული ყინულის კედელს.
მარცხენა პეშვში მომაგროვე და დამაფარე
მერე მარჯვენა.
ამოჩემებულს მიღალატე რამდენჯერ... გენდე
უფრო მეტჯერ და გაიძულე ღმერთთან დარჩენა.
მიმქრალ ცისფერში მიაშველე სევდა ნამსხვრევებს
ჩემსას და გლოვა სიზმარივით ცხადი გახადე _
ისეთი რუხი (დღის ნათელზე ხშირად ვახსენებ),
რომ ჩამოვფურცლო ბინდისფერი შავ-თეთრ ნახატებს
და დარბეული ამკრიფე და შემაკოწიწე,
განა ბოლოჯერ... კვლავ მოგენდე! აგერ რო ზიხარ,
ხომ არ გგონია, გაჩუმება დიდხანს მოგიწევს,
ან იქნებ ფიქრობ, რომ (ჩემ ფონზე) ანგელოზი ხარ...
განა უარვყოფ?! დასასრულიც სადღაც იწყება,
ყველა რიტუალს მართებს მზე და მთვარის ნატეხი.
ჩემი პორტრეტი არის სადა _ შეშლილს სიცხე მაქ,
წამოდგომას და გამოხედვას მაინც ვახერხებ.
თენდება... იქნებ ღამდება და ნაბიჯების ხმამ
თუ მარტოობამ მომიყვანა ამ ცივ სარკმელთან.
ისე ვარ ახლა (დამიჯერებ?), ვერც ფრთებს შევისხამ,
გაქვავებაა ალბათ ეს თუ... უფრო _ დაღვენთვა!
როგორ ვარ? არა, ,,ცუდად ყოფნა" ამას არ ჰქვია,
ახლა ის დროა, უსათუოდ უნდა მოგძებნო.
მალე ქუჩებში შემოდგომის ფოთლებს დაგვიან,
არ გამომივა ხეტიალი უამფოთლებოდ!
და მერე რა, თუ იყო ცეცხლი და თბილი ფერფლიც,
მე ხომ აღვსდექი მაინც მხოლოდ ჩემი შიშიდან.
კორიანტელი სიტყვების და... ბოლომდე ვერ ვთქვი!
განა სხვა? მხოლოდ საკუთარი მზერა მიშლიდა!
დიდიხანია ვეღარ ვგუობ უკვე ბალავარს
მარტოდყოფნის და ჩაგითრევდი, თუ არ მიწყენდი,
რადგან უშენოდ მარტოობის ფსკერზეც არა ვარ,
შენ გეყრდნობოდი, შენებას როს ციდან ვიწყებდი!
ხელი ჩამჭიდე. იქნებ, ქარი მაინც გავდენოთ,
სანამ ჩვენს ღიმილს ჯერ! ნამსხვრევებს მერე წახვეტავს,
ვინმე ხომ იტყვის, გადაფხეკილ ფრესკებს გავდნენო,
მოიტანესო უცნაური სასოწარკვეთა!
ვინ გვიმეგობრებს ნეტა... როგორ მიამიტი ხარ,
ხელი მომეცი, ერთი ვარ და ზრუნვას ვუნდები.
როცა ლექსების სივრცეებით ,,მე"-დან მიდიხარ,
ხშირად (ასევე წარმატებით!) ,,სხვა"-ში ბრუნდები
და ორი შენ და ერთიც მე და (ერთად სამია!)
ეშმაკმა უწყის (აბა, ღმერთი ისე შორს არი!),
მოეკითხება რა რა დოზით ერთ ადამიანს,
იყოს მეთევზე... ან _ მეზღაპრე... თუნდაც _ მგოსანი...
ხელი მომეცი, შეგაგებო უნდა ნაპირი
ცის, სადაც მთვარე ბევრჯერ ჩვენი ხათრით ეკიდა
და ვერ ვუთხარით, რომ სიცოცხლეს აღარ ვაპირებთ,
რომ გადმოვედით ნესტიანი კედლის ფრესკიდან!
შეხედე, როგორ იწრიტება მჟავე სისხლისგან
ალუბალი და ბინდისფერში ნელა ვფხიზლდებით.
ლექსი თუ არა, მეწამული მაინც გვიხსნის და...
დავრჩებით, მაგრამ მეტი ცრემლით... უფრო ხისტები.
მერე რა, თუკი მოცახცახე მაჯას მისდგნენ და
ისე დასერეს, თითქოს ბედის ვარსკვლავს ხატავდნენ,
თვითონ უფალიც (არაერთხელ, ვიცი!) გვისმენდა,
სწორედ ამიტომ (არაერთხელ!) კიდეც გადავდეთ
ეს რიტუალი! დღეს რომელიც უნდა აღსრულდეს,
ახელილ თვალებს გზა მიეცი, ცაში გახიზნე
და მენდე, მე რომ გადარჩენა შენი არ მსურდეს,
ამ ფორიაქში სიყვარულს ხომ აღარ აგიხსნი!
შეხედე, უკვე დაიწრიტა... გვაქ ახლა მჟავე
სისხლი, ცოტა მზე, უფრო მეტი _ მთვარის ნატეხი,
არ შეგეშინდეს, გამომყევი! ეს მე ვაშავებ
თორემ... შენ ახლა უფლისაკენ ნაბიჯს ახერხებ!
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Mon Mar 14, 2011 1:52 am

მანონ ბულისკერია

* * *
ხომ დავთმე ცა და დავთმე ლაჟვარდი...
რა მიხარია? _ ის, რომ ავენთე
სულ სხვა ჟინით და რამე დაშავდეს
არამგონია... და თუ არ მენდე,
,,ეგაც არც რაი~! ცეცხლი ცეცხლია,
უნდა ჩაქრეს და უნდა დანაცრდეს,
მხოლოდ ესაა, გზა გამივრცელდა
და როგორ მინდა, ახლა, არ ავცდე.
თორემ, რაც იყო _ უფალს მადლობა,
შენს თვალებს შევხვდი _ სევდის სავანეს
და როგორც ვიცი ხშირად _ სიგიჟე,
აღფრთოვანება აღარ დავმალე!
იყო ღიმილი, სევდა, ეჭვიც კი
და კიდე _ გრძნობა ახალთახალი.
შემორჩა თითებს შეხების სითბო
და კიდე _ სილბო შენი ჭაღარის.
რაც იყო, ალბათ, დარჩა ამ ლექსად
ან, როგორც მოკლე, ტკბილი სიზმარი...
ბევრს ხომ არაფერს გთხოვდი და სულაც
ერთი კურცხალი ცრემლი ვიკმარე.
და როცა მტკივა, ისე მშვიდი ვარ,
განა ვწუწუნებ ან თავს ვიოკებ.
მადლობა, რომ ხარ ჩემი ფიქრი დღეს,
მადლობა, დღეს რომ ამაწიოკე,
თორემ ხვალ, ვიცი _ უფრო წყნარი ვარ,
უფრო დინჯი და უფრო ცუდიც კი...
ვინ იცის, როგორ დაგიმახსოვრებ
ან ამ გულისთქმას საით ვუბიძგებ!
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
manon buliskeria



Female
Number of posts : 7
Age : 44
Location : tbilisi
Job/hobbies : cinema
Humor : georgian
Registration date : 17.02.11

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Mon Mar 14, 2011 1:57 am

მანონ ბულისკერია

* * *
ხმას შენსას როგორ აჩნდა ის მხარე,
ხმას, მე რომ ვგრძნობ და სულაც ვერ ვისმენ.
იპარებაო ნისლი _ მითხარი,
მეც მივადევნე მზერა მთებისკენ
და თვალებს ახლა სხვა გზა არ უნდათ
(დაიმახსოვრეს მზე და ჩრდილობიც)...
ყველა არილი სულში ჩაბრუნდა
თუ თითებს თრთოლვა აჰყვა ჭრილობის _
არ ვიცი. მაგრამ, ისე დაშვენდა
იმ ხმას ის მხარე, ის გზა, ის მწვანე...
მინდოდა ყოფნა ჩემთვის და... შენთან
ნაღდი და ლაღი სუნთქვა ვისწავლე...
Back to top Go down
View user profile http://www.kedlebi.narod.ru
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Tue Mar 15, 2011 10:20 pm

გაწვიმდი ახლა. ჩამორეცხე ლურჯი სიშორე,

ჩამომიშალე უკარება ცა ნატეხებად,

თორემ იდუმალ ბგერათშრიალს, როგორც ნიჟარა,

ვერ ვიშორებ და სხვა ტკივილი ვეღარ ხერხდება.

ხშირად სასურველს, საოცნებოს და მელანქოლიკს

გელი. შხაპუნას, კოკისპირულს. . . რას არ გარქმევ და

ჰა, მოვიხურე ჩუმი სევდა შენი ნაქონი,

ცრემლმორეული გელოდები ღია სარკმელთან.



Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Thu Nov 07, 2013 11:25 am

მანონ ბულისკერია

* * *
სევდა მე მკითხე! გათოვდა წუხელ
ისე, როგორც თოვს ჩვენთან მეტწილად.
სიმყუდროვისგან სმენაწართმეულ
და ვნებადამცხრალ ქალაქს ეძინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კი არ გათენდა, ეს დღე დადგა და
გადავაყოლო დარდი იქნება,
თუ ხვალე დიდი თოვლი იქნება,
უფრო თეთრი და უფრო ქათქათა.
ან მიმართული ცისკენ აღმართი...
გზას არ ექნება ბოლო. ავიტან.
შემოდგომასთან ერთად მოხვედი
და შემოდგომა მალე გავიდა!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Fri Nov 08, 2013 12:08 am



მანონ ბულისკერია

* * *
ხომ დავთმე ცა და დავთმე ლაჟვარდი...
რა მიხარია? _ ის, რომ ავენთე
სულ სხვა ჟინით და რამე დაშავდეს
არამგონია... და თუ არ მენდე,
„ეგაც არც რაი“! ცეცხლი ცეცხლია,
უნდა ჩაქრეს და უნდა დანაცრდეს,
მხოლოდ ესაა, გზა გამივრცელდა
და როგორ მინდა, ახლა, არ ავცდე.
თორემ, რაც იყო _ უფალს მადლობა,
შენს თვალებს შევხვდი _ სევდის სავანეს
და როგორც ვიცი ხშირად _ სიგიჟე,
აღფრთოვანება აღარ დავმალე!
იყო ღიმილი, სევდა, ეჭვიც კი
და კიდე _ გრძნობა ახალთახალი.
შემორჩა თითებს შეხების სითბო
და კიდე _ სილბო შენი ჭაღარის.
რაც იყო, ალბათ, დარჩა ამ ლექსად
ან, როგორც მოკლე, ტკბილი სიზმარი...
ბევრს ხომ არაფერს გთხოვდი და სულაც
ერთი კურცხალი ცრემლი ვიკმარე.
და როცა მტკივა, ისე მშვიდი ვარ,
განა ვწუწუნებ ან თავს ვიოკებ.
მადლობა, რომ ხარ ჩემი ფიქრი დღეს,
მადლობა, დღეს რომ ამაწიოკე,
თორემ ხვალ, ვიცი _ უფრო წყნარი ვარ,
უფრო დინჯი და უფრო ცუდიც კი...
ვინ იცის, როგორ დაგიმახსოვრებ
ან ამ გულისთქმას საით ვუბიძგებ!

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Fri Nov 29, 2013 12:37 pm

მანონ ბულისკერია

* * *
გიყვები ახლა, რადგან უნდა გელაპარაკო...
რაზე? ყველაზე _ ჩემზე, შენზე, მთაზე, არაგვზე.
სხვა არჩევანი ფიქრისფიქრად დაშლილს რა მაქ რო,
უნებურად ხომ ტკივილით და დარდით ამავსე...
ჩემზე გეტყვი, რომ... გამოექცა სისხლი საფეთქელს,
მაჯა ხმაურით დაილეწა, გატყდა ლავიწი.
მახსოვს _ სოხუმი დაეცაო _ მაშინ ასე თქვეს
და კიდევ _ ბევრი დავმარხეთო... რა დამავიწყებს!
არ წამოვსულვარ, სული გარჩა წიწვოვანებში _
ასე მეგონა. თურმე, როგორ მიამიტი ვარ...
ვძლებდი (შენ ალბათ გაიოცებ) ყველას გარეშე,
თუმც გულმა ჩუმი, ცხელი ცრემლით ბევრჯერ იტირა.
ჩემზე სხვა არც რა... შენზე უნდა გითხრა, რადგანაც
ამ გულში შუქად, დაულეველ სითბოდ შემოდი!
უკვე ეს მთებიც ისე მხნედ და მშვიდად არ დგანან,
როგორც მშვიდად და უხმაუროდ იდგნენ... შენამდე!
განა ვერ ვხვდები? უცაბედად აირია გზა,
ახლა (წუწუნი მე არ ვიცი) ჩუმად ვიდარდებ.
მერე რა, თუკი დროს არსაით აღარ მიაქვს და
სასურველ ტკივილს სიკვდილამდე უნდა ვიტანდე!
განა მარტო მთა? იყო დიდი, მწვანე მინდორიც,
თვალებში _ ნისლი, ელვაც იყო, მკრთალი სხივიც კი...
რა მექნა მაშინ, ჰაერივით თუკი მინდოდი
ან რა ვქნა ახლა, იმ თვალებს რომ ვეღარ ვივიწყებ.
გამოჩნდი რაღაც უცნაურად, ლაღად... რა ცუდ დროს
(გეუბნები და ეს გამხელა, იქნებ, არც ჯობდეს)...
მე რომ დამინდოს, ვინ დაინდო განა საწუთრომ
და მეც ხომ არ ვარ ის _ ვიყო და ცრემლი მახრჩობდეს.
არ ვიცი, არა, ამ არეულ გზაზე ვივლი კი
ისე, რომ აღარ გამოვედო სიკვდილს! ისე, ხომ
ყოველთვის მეტად საფრთხილოა ვიწრო ბილიკი...
თუ ავდგე ახლა და ღიმილით გადავიჩეხო?!
...................
არაგვის ხმაურს გადაფარავს როცა ფიქრები,
ტყიანი ჭალა დადუმდება, მუზად რომ ვკმარობ
(ეს ე. ი. როცა, მალე, მთაში იქნები),
მინდა, ამ ლექსმა შენეული ღიმი მოგგვაროს!

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Thu May 21, 2015 9:57 pm

მანონ ბულისკერია

* * *
გარეთ წვიმს. ძილი ახლა კარგია –
ამბობ და მერე აღარ იძინებ.
მომნატრებია წვიმის შხაპუნი
და მხარზე შენი ხელის სიმძიმე.
შევრიგდით. ვინ ვის რა აპატია,
ამაზე უკვე ფიქრიც არა ღირს.
თქმულია ძველი სადღეგრძელო და
გადაკრულია უკვე არაყიც.
ალბათ, ამიტომ თუ მეჩვენება,
რომ ყველა სიტყვა ცრუ და მშრალია.
მე შენ გადამრევ, ნეტა, ,,სმირნოვი”
რას დამაძალე ფიცხს და შარიანს.

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მანონ ბულისკერია   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
მანონ ბულისკერია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: