არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაია ჭინჭარაული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: მაია ჭინჭარაული   Thu Feb 17, 2011 3:13 pm



მაია ჭინჭარაული დაიბადა 1986წლის 14 მარტს.დაამთავრა ჟინვალის საჯარო სკოლა.სწავლობს საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე.მისი ლექსები შეგიძლიათ ნახოთ აქ- http://xevsurety.blogspot.com/search/label/მაია%20ჭინჭარაულის%20ლექსები
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Thu Feb 17, 2011 3:16 pm

ხევსურის დარდი

როდესაც ქარი ამიშლის ვნებებს

სისხლში იფეთქებს მთების ძახილი,

დროის მდინარე თუკი ინებებს,

თუკი ინებებს ბედის მარხილი...

ჩაწყვეტილ ჯაჭვის ისმის ჟღარუნი

კვლავ არ ნებდება ჯამის სიჟანგეს,

სურვილს მიმწვავებს გრძნობა მალული,

გრძნობა ფარული თუკი ივარგებს...

სულის აჩრდილი დამდევს კვალდაკვალ,

შემოვხიზნულვარ სხვების ალაგზე,

მთებისკენ ლტოლვა დამღრღნის ხანდახან,

ძლიერი ზათქის ხმები არაგვზე...

სხვა ვერ გაიგებ დარდებს ხევსურის,

ვერც ავიჭრები მე სხვების თარგზე,

კვლავაც აჩრდილი წინაპრის სულის

მთხოვს არ შევწყვიტოთ ოცნება მთაზე...
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Fri Feb 18, 2011 7:31 pm

მოუსვენრობა

არ მსურს ჩარჩო
და არც ნაპირები,
გრძნობა დაიშრიტა
ფიქრით,დაკვირვებით.
რაღაცა მინდოდა,
რაღაცას ვაპირებდი,
ახლა მახსენდება
უნდო გაკვირვებით,
თავი დავიმშვიდე
ისევ დაპირებით.
ფრთები თუკი არ მაქვს,
ფიქრით გავფრინდები,
ლექსით დავიწვები,
გრძნობად დავიღვრები,
მთა-ბარს შემოვივლი
და არ დავიღლები.
ჩარჩო თუ მომიჭერს,
კედლებს მივაწყდები,
სულ მთლად გავხელდები,
სულ მთლად გავგიჟდები,
ტაძარს მივაშურებ,
ცოტა დავმშვიდდები,
აღარც გავორდები,
აღარც გავშვიდდდები
და მხოლოდ უფლის წინ
სულით გავშიშვლდები.
გაქრა ჩარჩოც
და გაქრა ნაპირებიც,
ღმერთო მაპატიე,
ღმერთო შემიბრალე...
ვხვდები,შეგაღონე
ამდენი დაპირებით.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Fri Feb 18, 2011 7:37 pm

ნატვრა

მიზიდავს მთები,ნისლები
და კლდენი ქარაფიანი,
მთის სუსხი გამთენიისას,
ფეხქვეშ ბალახი ცვრიანი.
ხევში მდინარის ფერხული,
მთის წვერზე ცისკრის ციალი,
როს გაიხარებს მათ ცქერით
ნეტა ეს გული ტიალი?
თუმც კი ჯერ კიდევ წინ მიძევს
ცხოვრება შარა-გზიანი,
ოღონდ არ ვიცი რარიგი,
ღრუბლიანი,თუ მზიანი,
არც სიგრძეს გამოვიკითხავ,
ვიქნები "თავაზიანი".
სიკვდილი მუდამ ადრეა,
არასდროს არის გვიანი!
(2009)
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Sun Mar 06, 2011 7:26 pm

ნეტა არავინ კითხულობს მაიას ლექსებს?Neutral

ხანდახან მინდა

ხანდახან მინდა სიგიჟით
გარემო ავახმიანო,
ხანდახან ქვეყნად გაძლება
მე აღარ შამიძლიანო.
ავიღებ კალამ ფურცელსა,
არც რა არ გამამდიანო,
ჩემის ხელიდან ნაწერო
მებრალვი ლექსო ტიალო.
გულის ნადების გამათქმა
კარგად არ შამიძლიანო.
ბეჩაო ადამიანო,
დიდგულავ,მოკლე დღიანო,
"პატარას" ჩაგვრის მოსურნევ,
"დიდებთან" თავაზიანო,
უსამართლობით წინ წასვლა
იოლად გამაგდიანო.
სხვისი ცხოვრების მწიხვლელსა
კარგი რა დამართნიანო?
მაგრამ ერთი ვერ გავიგე
ცუდს კარგი რათა ჰქვიანო?
ვწარამარაობ რითმებით,
თითქო მავიფხან გულასა
ამ ქვეყნად საფიქრ-სადარდელს
ნეტა რა ამასწურავსა?
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Sun Mar 06, 2011 9:41 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
ნეტა არავინ კითხულობს მაიას ლექსებს?Neutral

"არმურზე" დღეში 250-300 ადამიანი შემოდის და ამასაც წაიკითხავენ.
აქ, ალბათ, არ იქნება კომენტარები: "აუ, რა მაგარია!", "ძალიან მომეწონა და თან მოგიკითხე და თან ძალიან მიყვარხარ" და ასე შემდეგ...
მთავარია, რომ გვერდი არსებობს, - წამკითხველი წაიკითხავს და აზრსაც შეიქმნის.

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Sun Mar 20, 2011 12:49 pm

დევის ქალი

ჩემ წინაპარი ჩიოდა,
დავიდე წყევლა,ბრალიო,
ცხენით მომავალს გავაზედ
მამიჯდა დევის ქალიო,
სხვაგვარად შამამხენავდა,
კოჭებს სწვდებოდა თმანიო,
ვიცოდი ბეჩავს მამკლავდა,
მკლავსა მივეცი ძალიო,
თავს შავუძახე-გამაგრდი,
პაპკიაური ხარიო!
ავსული ქალის კერძადა
არ გაიხადო თავიო,
დავეტაკენით ერცხვასა,
ქვებმა გაიღეს ჩქამიო,
მახრჩობდა,მიაც ვახრჩობდი,
წუთად გადმექცა წამიო,
იმარჯვა კაცის ძალამა,
ბოლო დაუდგა ჟამიო,
მაასწვრა სიკვდილის წინა,
ავად აკვესა თვალნიო,
-ნუმც იხარებენ დღეიდან
შენის გენების ქალნიო!
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Sun May 01, 2011 9:38 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
ნატვრა

მიზიდავს მთები,ნისლები
და კლდენი ქარაფიანი,
მთის სუსხი გამთენიისას,
ფეხქვეშ ბალახი ცვრიანი.
ხევში მდინარის ფერხული,
მთის წვერზე ცისკრის ციალი,
როს გაიხარებს მათ ცქერით
ნეტა ეს გული ტიალი?
თუმც კი ჯერ კიდევ წინ მიძევს
ცხოვრება შარა-გზიანი,
ოღონდ არ ვიცი რარიგი,
ღრუბლიანი,თუ მზიანი,
არც სიგრძეს გამოვიკითხავ,
ვიქნები "თავაზიანი".
სიკვდილი მუდამ ადრეა,
არასდროს არის გვიანი!
(2009)


cheers cheers cheers
study lol!
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Sun May 01, 2011 9:42 pm

Admin wrote:
ნინო ჭინჭარაული wrote:
ნეტა არავინ კითხულობს მაიას ლექსებს?Neutral

"არმურზე" დღეში 250-300 ადამიანი შემოდის და ამასაც წაიკითხავენ.
აქ, ალბათ, არ იქნება კომენტარები: "აუ, რა მაგარია!", "ძალიან მომეწონა და თან მოგიკითხე და თან ძალიან მიყვარხარ" და ასე შემდეგ...
მთავარია, რომ გვერდი არსებობს, - წამკითხველი წაიკითხავს და აზრსაც შეიქმნის.

sunny

აქ მოტანილ ლექსებს ვფიქრობ რომ კომენტარები აღარ უნდა სჭირდებოდეს Arrow Question Exclamation scratch
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Sat May 21, 2011 6:26 pm

დევის ქალი

ჩემ წინაპარი ჩიოდა,
დავიდე წყევლა,ბრალიო,
ცხენით მომავალს გავაზედ
მამიჯდა დევის ქალიო,
სხვაგვარად შამამხენავდა,
კოჭებს სწვდებოდა თმანიო,
ვიცოდი ბეჩავს მამკლავდა,
მკლავსა მივეცი ძალიო,
თავს შავუძახე-გამაგრდი,
პაპკიაური ხარიო!
ავსული ქალის კერძადა
არ გაიხადო თავიო,
დავეტაკენით ერცხვასა,
ქვებმა გაიღეს ჩქამიო,
მახრჩობდა,მიაც ვახრჩობდი,
წუთად გადმექცა წამიო,
იმარჯვა კაცის ძალამა,
ბოლო დაუდგა ჟამიო,
მაასწვრა სიკვდილის წინა,
ავად აკვესა თვალნიო,
-ნუმც იხარებენ დღეიდან
შენის გენების ქალნიო!
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: მაია ჭინჭარაული   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
მაია ჭინჭარაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: