არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაია გონჯილაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Apr 20, 2011 11:08 pm







Last edited by დადა on Thu May 19, 2011 7:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Apr 26, 2011 7:10 pm

ჩვენი სულები..
(მაიკოს)I love you I love you I love you

ძველი სოფელი,ახალი ქუჩა,
ლოცვად დამდგარი ტაძრის ზარები,
ცოტა ნაღველი,სულ ერთი მუჭა,
მეტი-გულების გამზიანება.
როგორც გაყინულ ბაგეს ღიმილი,
ისე შვენოდათ მთის პირებს ნისლი
და ზეიმობდა თბეებგაშლილი
ფშაური გენი,ხევსურის სისხლი.
სამი შეხვედრა,ვით პირიმზეებს
ნაზი შეხება კამკამა ცვარის,
ორივეს გვეყო სამარადჟამოდ
ერთმანეთისთვის რომ გაგვეცვალა
ჩვენი სულები..

თიანეთი.2011.25აპრილი
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Sun May 01, 2011 9:47 pm

Embarassed Embarassed Embarassed Embarassed Embarassed Embarassed Embarassed Embarassed
მხოლოდ გაწითლებას ვახერხებ ამ ლექსის წაკითხვისას ჩემო ხევსურის ქალავ, ეს ის სიტყვებია, რომელსაც გრძნობ, განიცდი და გადუმებს, რათა თვალებმა ილაპარაკონ დანარჩენი და დროს უსახსოვრონ სამარადჟამოდ... cheers cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed May 04, 2011 11:04 pm

ჩემი იორი

ზვირთის ქეჩოზე სმენადა ვარ
ყურდაპყრობილი,
ფშანსა და შამბნარს ახმიანებს
ანცი ჭავლები,
იდუმალების მადლიანი
სხივით შობილი,
შეუზომელი სილამაზით
აციალდები...
ჩამიღიმილებს, ლაჟვარდები
შენს საკინძესთან,
ბროლნამსხვრევები მომეცვრევა
მჩქროლავ ტალღების,
ხვალე საწუთრო დაჩოქებას
ვერ გამიბედავს,
როგორც კალმახი, შენს ტალღებში
როცა ვლაღდები...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue May 17, 2011 10:29 pm

ვაჟ რაიმ ვნახე...


ვაჟ რაიმ ვნახე ბეჩავმა,
თანასწორ სწორებთანაო,
შამყარა ფიქრნი, ტიალნი,
გულს ჯავრად ჩამეტანაო...
არ დამემგზავრა საწუთროს,
რო მთის ხარ_ლაღი ნიავ_ქარს,
ჩამამეყარნენ დარდები,
სატკივარმ ჩამამინამქრა...
წამამაგონდებ, დასაბრმობ
თოლთ ცრემლიც წამაუვლითა,
ვერც ჩემად დავიგულე და
ვერც ამოვშალე გულიდან...









Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Sun May 22, 2011 11:19 pm

მწყურიხარ

ჩურჩულით გპასუხობს გული და
საწადელს თვალები გირანდავს,
ვერ ვბედავ,
კრძალვა და რიდია,

მწყურიხარ...
და მაინც მივდივარ...
მივდივარ და მზისფერ კულულებს

სხივს დაუწალიკებს მთის ქარი,

დროც ტიალ ჭრილობებს მიწყლულებს
-გულისთქმა რაით ვერ გითხარი...
სიცივით შემკრთალი თვალებით,
თითებზე დამტირის სანთელი,
მწყურიხარ...

საწადელ ვერ განდე

დარდს ჩუმად დაუხრავს სათქმელი...

მთებისკენ შენს მზერის ბილიკებს

შევყვები,

სულ გადაგივიწყებ...


ყბებს უვსებს ნისლები ხეობებს,
საფიხვნოს ჩამამსხდარნ ღრეობენ...





Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu May 26, 2011 9:37 am

იყუჩე


იყუჩეღა, გულო ტიალო,
კარგი, იყუჩე,
შენი საყმუვლო ამოხეთქე
ხანგამოშვებით,
მე მოგისაჯე დაწყევლილი
განა სიჩუმე?
დამისნეულდი, შამამკვნესი :
- აღარ მოვრჩები...
კარგი...
იყუჩე...
ზეცამ უკვე
წაიმგლისფერა,
ლაჟვარდისფერი ჩაესვენა
მდუმარ ჭიუხში,
გადავაფინე საფიქრალი
მთებზე ნისლებად,
მიყოლიებავ, მეაც ტიალ
ზრახვას მივუხვდი...
დაყუჩდი,
გესმის?..
მგლნიც უქმად
როგორ ყმუიან?..
მგლად ვერ გაქციე,
ვერ გიშველე,
ვერც რა ერთობით...
თუმც დამეჩაგრე
მაგრამ ბრძოლა მაინც გწყურია...
ჰო და...
ვათრიოთ ეს საწუთრო,
სანამ ვეყოფით...





Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Jun 02, 2011 7:27 pm

გდარდობ


წაიმგლისფერა...

ბინდმა _ მზეს

ჩამოუვარცხნა სხივები...

დაწალიკებულ ბილიკებს,

სავალად ვეღარ ვრიგდები...

გდარდობ...

და კალამს შევჩივლე,
გულს ჯავრი რით დავუფანტო,
ლექსს მე დავწერ,
თუ ლექსი - მე,
მადლობას გწირავ უფალო...




Last edited by დადა on Thu Jun 02, 2011 10:08 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Jun 02, 2011 7:42 pm




განა მენატრები? -მტკივხარ...



განა მენატრები?
საქართველო!
უბრალოდ მტკივხარ, უკურნებლად...
უცხო ჭერი მხურავს
განთიადს და...
ჩემს მიწის დავატარებ სურნელებას...
მუჭა-მუჭა გზიდეთ
შორს შვილებმა,
ასე გაქციეთ ნაკუწებად...
ცისკარს შევახიე
მზის სხივები,
შენი ათინათის სხივი სდევდა...
ნიავს აჰყოლია
ჩუმად, გულის
ფეთქვა, უეცარი გარინდება...
ღრუბელს ჩამოვხსენი
ზღვა მღელვარე,
ტალღები ვაქანდაკე ფოლადებად...
განა მენატრები?
საქართველო!..
არა...
ჩემში მტკივხარ,
უკურნებლად...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Fri Jul 08, 2011 10:15 am

* * *
მკერდში _ ტკივილებს მიმარხავ
გული _ სულ ამომიცოხნე,
სიკვდილო...
მაინც მიყვარხარ,
შენით დაფასდა სიცოცხლე...


* * *
მარტო ვარ, მარტო ამ სამყაროში,

ტკივილიც უბრად გამშორდა თითქო,
ლეგა ნისლებსაც გავუწყერ, ახლა
ტიალ ცრემლს ვერც რა დააშრობს, ვფიქრობ...
ვერ მივეკედლე ზეცას, ვერა და

მიწა ვარჩიე, მიწა გულცივი,
ჩემს ნაფეხურებს არც ვინ ზვერავდა,
ჩამობინდებას რაღად ვუცდიდი ...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Nov 02, 2011 7:24 pm

მგზავრი ვარ

მგზავრი ვარ წუთისოფლისა

წუთის წამებში მავალი,
სადაც კი ფიქრი ვაწვდინე
სულ ყველგან დავდგი კარავი.
ვერ შევაჩერე საწუთროს
თავაწყვეტილი ნავარდი,
ვდევდი ვით ქარი აშარი,
ქალბნელი_ურჩი წარმართი,
სად არ გეძებე, ბედკრულსა
მიცივდებოდა ღადარი,
ხან გაზაფხულად მოვედი
ია_ენძელათ სადარი,
ხან ამომავალ მზის სხივით
გხატავდი, ლექსშიც გკარგავდი,
ხან ცას ვეკიდე ცრემლებად,
სიზმრის სარეცელს ვქარგავდი,
არ მიერთგულა ყისმათმა
ვერ ვიქენ შენი სადარი,
ჩემს ნაკვალევსა მომყოლი
ცრემლებით შლიდა ავდარი...


Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Sponsored content




PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
მაია გონჯილაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: