არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაია გონჯილაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 1:22 pm


Maia Gonjilashvili


მაია გონჯილაშვილი


***
ქარი მიგლალავთ ნისლებო,
რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს,
მგლისფერ ედება ცას თითქო,
ჯავრ უნდა ჩამოითოვოს...
ქარმა წანწალით ღრუბელნი
გასცვითა, ცისკარმ იალა,
ჩემი ცის ტატნობს ჩაჰხსნია
საკინძე ღიმილიანა...
ვფიცავ, ლექსებად დავწურო,
ხან ბარის ექოდ, ხან მთისა,
ავუხირდები საწუთროს,
ან მე დავრჩები, ან ისა...


study


Last edited by Admin on Thu Feb 17, 2011 9:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 2:48 pm

I love you I love you Smile
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 5:40 pm

* * *

განდეგილივით
სიმარტოვის შევაღებ კარებს
და ჩემს საყუდელს
ჭიუხს,
ლეგა ღრუბელზე გავშლი...
სახლში შევალ და
არაფერი
დამრჩება გარეთ,
გარეთ გამოსულს
არაფერი
დამრჩება სახლში
...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 5:45 pm

* * *

მი_მოფარფატდნენ,
დამინამეს სული ეული,
ეალერსება მათ სინაზეს
შორი თეთნულდიც...
მინდა,
მეც გულში ჩავიხუტო
ერთი ფანტელი,
უთხრა:
-მეც შენთან წამიყვანე,
შენთან დავდნები...
როგორც საყდარში,
მოციმციმე წმინდა სანთელი,
იცი, რომ დნები,
იფერფლები,
და არ ბერდები...




(ბავშვობის ფურცლებიდან)
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 5:51 pm

დ ე დ ა

დაგვიბერდა გაზაფხული ჭადართან,
დრო დაგილევს სიყმაწვილის ღალას,
მოვერცხლილა საფეთქელთან ჭაღარა
და ზამთრები უნებურად გღალავს...



გამიხუნდა შენს ძაძებზე ბავშვობა,
ბედ-ყისმათი ახლაც ისევ დამცინის,
მიუსაფარს, იმედი რომ მათბობდა,
ბეღურებმა ამიკენკეს ნაწილი...


Last edited by დადა on Mon Feb 21, 2011 2:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 9:39 pm

flower

დადას - დიდი მადლობა!..
ფერადი სურათებიც მოიტანე... Smile))
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Feb 17, 2011 9:58 pm

გონჯილაშვილო თიანელი ხომ არ ხარ? Smile
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Mon Feb 21, 2011 2:34 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
გონჯილაშვილო თიანელი ხომ არ ხარ? Smile


აგრე გახლავს ჭინჭარაულო sunny
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Mon Feb 21, 2011 7:18 pm



* * *

ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი,
ცხოვრების თასში, ვგრძნობ სიმშვიდის ფერი მაქვს წარმართს,
წელიწადები ტანთ ჩაუცვამს, დრო წარსულს ბარდნის,
ცოდვილი სული მკვდარ სხეულზე ჯვარცმული დამაქვს...

ჰო, მერიქიფე(ვ)... მომაწოდე ასპიტის თასი,
საიდან მოველ, ან სად მივალ არ ვიცი ჯერაც,
ხახადაღებულ საწუთროში ადამის მსგავსი,
ჩემივ სამარეს უწმინდური ტერფებით ვთელავ...

ჰო, მერიქიფე(ვ)... დღეს სიცოცხლის მე მქვია ლოთი,
შენ ჩამომისხი წვეთებით და მე პეშვით შევსვი,
ჩამოისვენებს წარმართ სულზე დღეს თრთოლვა ლოცვის
და მტრედის ფრთებში (გარდა)მიცვლის ცხოვრებას შეშლილს...


ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი,
თორემ სიმშვიდე, ცოდვილ სულზე დამგესლავს ყალბი...







* * *

ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში
მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს,
შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს
დავლევ,
ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.


ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა,
მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში,
წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და
რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.


მზერაში გაჩრილი ცრემლების მდინარე
მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა,
ბორგავენ რითმები სულში მდინარე,
ცხოვრების დრამა დასასრულს მირანდავს.


Last edited by დადა on Tue Mar 01, 2011 9:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Feb 22, 2011 8:01 pm

აონ,შემოგევლე I love you I love you Very Happy Smile
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Feb 22, 2011 8:18 pm

კიდევ დააწყვეთ ლექსები, კიდევ!

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Feb 22, 2011 9:03 pm

Admin wrote:
კიდევ დააწყვეთ ლექსები, კიდევ!

cheers

ნელნელა მოვზიდავ ლექსების გუდას თავ რომ არავის მოვაბეზრო Embarassed
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Feb 22, 2011 9:06 pm

როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...


დროის მოვინდომე გაჭენება,
წელი ავითრიე გაჭირვებით,
ნუთუ ისეთი დღეც გათენდება?..
როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...


წლები დამიბერდნენ ნაოჭებად,
ვკვებავ ჩემი სულის ნაწილებით,
კარი შემომიღო გაოცებამ,
-ნუთუ აღარავის და(ვ)ჭირდები?..


ჩქარობენ საწუთროს მეისრენი,
ცამდე მანძილს ვზომავ ნაბიჯებით,
ვიცი...
მესაფლავე(ვ)!.. შენ მიშველი
ხვალე, აღარავის და(ვ)ჭირდები...


მიწა თავისას მთხოვს, მემუქრება,
ჯერ კი, ადრე არის გაცილებით,
ლექსებო!..
გაგაშვილებთ თეთრ ფურცლებთან,
საწუთროს ვიცი მე არ და(ვ)ჭირდები...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Feb 22, 2011 9:19 pm

ჩემი თიანეთი


გაუხუნარი ლეჩაქივით გახურავს ზეცა,
მკერდზე დამსკდარი ხეობები, რომ დაიფარო,
როგორ მიყვარდე... შეგიძულე ვერასდროს როცა,
წლები გაგჩრია ნაოჭებად, დრო, დარდი ფართო...

სისხლი არა და ძარღვებს ხეთქავს, იორი ანცი,
სხეულს ქარგავენ, მოჩუხჩუხე ნაკადულები,
მე ჯავრი მიყვარს, გახვეული ნისლებში, ამ ცის,
აწმყოც, წარსულიც, მთა_ბარივით გადაბმულები...

გრძნობები, უფალს მივაბარე ლოცვით, ზე_კართან,
და სიყვარულის დარაჯივით ღრუბელთან ვწევარ,
მიწა კი, დუმილს მოიმარჯვებს, როგორც მე კალამს,
და იმედებით გამოკვებავს მომავლის რწმენას...


უძღები შვილი, შენს თბილ ბუდეს, კარად მოვსდექი,
მეძახდა მიწა, ცას დაკიდულ წვიმების ფარდა,
მიწოდეთ გიჟი, თუნდ შეშლილი, ჭკვათამყოფელიც,
მე თავს ვიმართლებ, სიყვარული ხელთ მჩრია ფარად...




Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Feb 23, 2011 1:16 pm

* * *

დღეს ნისლით პირი არ გიბანიათ,

მოსჩანხართ, როგორც ჭირისუფალნი,

მთებო !!!
გლოვობთ, თუ ეს სიზმარია?
კოპებშაკრულნი მიცქერთ მუქარით...


დღეს მზეს სხივებით თქვენს ჯირგვ სხეულზე,

ღვთიური ლოცვა არ უქარგია,
სიკვდილ სიცოცხლე ხომ არ შეუღლდნენ?
მთებო! რად გხედავთ შავ სუდარიან...


იქნებ ზმანებამ წამიღო წუთით
და სატკივარმა დამნისლა თქვენმა,
მზერაში დამხრჩვალ ცრემლების შუქით

თქვენ შემასწავლეთ, დარდის დათმენა...


ალბათ ვაებას როგორც ყოველთვის
მკვდარი შვილივით, ჩაიკრავთ გულში,
წუთისოფელში ჯავრის მოდრეკით,
სიკვდილს მხოლოდღა თქვენ გადაურჩით...




Last edited by დადა on Wed Apr 06, 2011 5:31 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Feb 23, 2011 2:26 pm

სისხლი არა და ძარღვებს ხეთქავს, იორი ანცი,
სხეულს ქარგავენ, მოჩუხჩუხე ნაკადულები,
მე ჯავრი მიყვარს, გახვეული ნისლებში, ამ ცის,
აწმყოც, წარსულიც, მთა_ბარივით გადაბმულები...

queen cheers sunny flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Mon Feb 28, 2011 6:24 pm

* * *

გულო!
რაი გჭირს ტიალო,
ჰბორგავ და აღარ მასვენებ,
დადექღა, ნუღარ ტრიალობ,
თორო, ჯოჯოხეთს გაჩვენებ...
დროს გადაუცვდა ჩადრები,
უკვალს გაჰკვალავს სავალსა,
შენ მაინც ჩემად დარჩები,
მე მოგარჯულებ წარმართსა...
ნუთუ ვერ ჰპოვე საყუდი,
ნუთუ არ გყოფნის საგულე?..
გულო!..
ხმა გამე, დაჰმუნჯდი?..
ვფიცავ!..
ჩემს ჭკვაზედ გაბრუნებ...
[b]




Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Mar 03, 2011 11:24 am

* * *

მამიხველ სტუმრად?..
ქარო აშარო,
ამიჭრიალებ ბებერ დარაბებს,
მოჰკვნეს, რომ დარდი ჩამოატარო,
ჩემს ჭიუხებთან მოლაპარაკე..


მოგისმენ...
წინ რომ გრძელი ღამე დევს,
გაზაფხულებად უკვე ავშიბე,
და ჩემს სატკივარს უქმად დაეძებ,
დარდ ვერ მამხელავს ფხოვლის ნაშიერს...






Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Thu Mar 03, 2011 3:12 pm

* * *

რამ დაგაღონა?...
-ჩამკითხეს...
სადარო ბადრის მთვარისა,
ცრემლი რად გასვი წამწამზე
ნისლს გავხარ სახე მტკნარითა...
ჩამამაღონა ჩემმა დღემ
უნდოდ დაცინვამ მწარისა,

ორგული წუთისოფლისად

ავდარით შაცვლამ დარისა,

მთას მივეკედლე ხალასსა
აქ მზეც სხვაგვარი არისა,
დამნათის თავს და მახარებს
მტერია ჩემის ჯავრისა...



Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Sun Mar 20, 2011 12:51 pm

შენფერი გულსავსე ადამიანები აცოცხლოს ღმერთმა. sunny
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Mar 22, 2011 12:39 am

მინი პორტრეტი...


მე გაზაფხულს
დავესესხე
სიკეკლუცე,
ღიმილი და მოვისხი

მანტიად...

ნიავ_ქარებს აყოლილი
ჩემი შლეგი
ხასიათიც,
ჭირვეული მარტია...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Tue Apr 05, 2011 10:21 pm

* * *

მზერამ გაიმუდმა შენს მხრებზე ალერსი,
მტერივით ზურგიდან გიმიზნებს იარაღს,
კდემა დაუკარგავს, გრძნობებით ალესილს
და თრთოლვას ღაწვების წიაღში ინახავს...

უბელო რაშივით ჰბორგავ და თარეშობ,
მე დავემსგავსები ატეხილ ნიავ_ქარს,
მორჩილებ, მხოლოდ ჩემს უმეფო სამეფოს
და ეშმას დამარქმევ, შენს სულის ბინადარს...


Last edited by დადა on Wed Apr 06, 2011 6:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Apr 06, 2011 6:08 pm

ჩემთვის და უჩემოდ


მივყვები უშენო ხეივანს,
ბინდი გაიხიზნა თვალებში,
იცოდე! ამ წამებს დღეიდან
მიაგნებ...

წარსულით გალეშილს...


მივყვები, ბოლომდე მივყვები,
გავთელავ ბილიკებს უშენოდ,
უწყალო განსაცდელს მპირდები,
ჭრილობებს ვჩიჩქნი და ვნუგეშობ...

სტრიქონის იარაღს, ავისხავ,
ჯიხვების ხოროებს გავყვები,

ტყაშმაფა მიმიჩნევს თავისად,
ნადირთ მწყემსს, უღმერთო,
ქალღმერთი...


ქარს დავემოყვრები, ქარაშოტს,
მომიტანს ჩურჩულით მოძახილს,
ტიალი ფიქრები დაგაშრობს,
გათანგულს, მრავალჯერ მოცადი...


...და მერე კვლდაკვალ, ნაბიჯებს
გადადგავ, ჩემთვის და უჩემოდ,
მზის სხივებს ბილიკად დაგიფენ,
დაგკარგავ, ნისლივით,უჩინოდ...

ცხოვრების უჩემო ხეივანს
ჩაჰხედავ, დაბინდულ თვალებში,

იცოდე! ამ წამებს დღეიდან
მიაგნებ...
წარსულით გალეშილს...

study jocolor Arrow
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Apr 20, 2011 10:34 pm

* * *


რა მელექსება ძმაო და
გულ მეწურება ტიალი,
წუთისოფელმა უნდობმა

ჰქმნა, ჯარასავით ტრიალი.

სულ ლექსი როგორ მოგიდის?..
_მკითხავ...
_გპასუხობ...
ვერა რას,

ფურცელ, რო ჯავრი არ ვანდო,

შიგნი გამომხრავს ვერანა...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Wed Apr 20, 2011 10:49 pm

უ ფ ე რ უ ლ ა


მთის კალთების
მოციალე შვიდი ფერის

სილაჟვარდეს,

ჩემს ფურცლებში გავშლი,

ქარაფებზე
ყელს ვიღერებ კეკლუცად,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
შემხედავ და

სილამაზით დაგატყვევებ,

არასოდეს

აგერევი სხვაში,

ფიქრს აგირევ

და სურვილად გაგიხდები,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...

ჩემი მქრქალი

გამჭვირვალე ფურცლები

არ დაგინდობს,

იდუმალ ჟინს აშლის,

საძებარში

მოგატარებ მწვერვალებს...
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...





Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Sponsored content




PostSubject: Re: მაია გონჯილაშვილი   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
მაია გონჯილაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: