არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე    Wed Feb 16, 2011 3:29 pm


Mikho Mosulishvili and Ana Kordzaia-Samadashvili, 2010

ირინე მჭედლიძე

"ერთი მოთხრობა თხუთმეტჯერაც გადამიწერია"

2011-02-16 12:14:30


მწერალი მიხო მოსულიშვილი გასული საუკუნის ოთხმოციანელია. ამ თაობამ ქართულ მწერლობაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. მისი ნაწარმოებები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მის პერსონაჟებთან ერთად ისე გადადიხარ სხვა სამყაროში, რომ ვერც გრძნობ... ლიტერატურის სამყაროს მშობლებმა პატარაობიდანვე აზიარეს. ამიტომ ხშირად იმეორებს სიტყვებს – "წაუკითხეთ წიგნები თქვენს შვილებს!". თავისი ქალიშვილი, ანი, სწორედ ასე გაზარდა, მეუღლესთან ერთად ხშირად უკითხავდა კლასიკოსებს...

ახალი ქართული პროზის მე–8 ტომში მიხო მოსულიშვილის რომანი "ფრენა უკასროდ" არის შესული. წიგნი 14 თებერვლიდან ჟურნალ "გუმბათთან" ერთად იყიდება. (წიგნი და ჟურნალი ერთად 3 ლარი ღირს).

– რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, რომელიც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ?

– მამა სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, დედაჩემს თავის საყვარელ მოთხრობებს აკითხებდა ხოლმე. სანამ წერა–კითხვას ვისწავლიდი, ასე მოვისმინე ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებები. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ვაჟა–ფშაველას მოთხრობამ "ამოდის, ნათდება". საოცარი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვგრძნობდი, როგორ ყინავდა, როგორ ჭრიალებდა თოვლი მგლების ფეხებქვეშ, როგორ შიმშილობდა ხროვა და მერე, თავიანთი კანონების მიხედვით, როგორ ფლეთდნენ ბებერ და უძლურ მგელ ტოტიას, თან ერთიმეორისა ეშინოდათ, ახლა მე არ შემჭამონო... როცა ბავშვს წიგნს უკითხავენ, მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები. ასე იყვარებენ პატარები ლიტერატურას და ეჩვევიან წიგნების კითხვას. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მერე და მერე გათენებამდე ვკითხულობდი ხოლმე. ხშირად სინათლეს მიქრობდნენ, რომ დამეძინა.

– უბრუნდებით იმ წიგნებს, რაც ბავშვობაში ძალიან მოგწონდათ და გიყვარდათ?

– კი, მაგალითად, "სამ მუშკეტერს" ყოველ წელს ვკითხულობ. კიდევ ბევრი წიგნია, თავს რომ მომანატრებს ხოლმე: "ვეფხისტყაოსანი", "სიბრძნე ბალავარისა", "დავითიანი", ვაჟა–ფშაველას პოემები და მოთხრობები... კლასიკოსებს უფრო ვკითხულობ, აქაურსაც და უცხოელსაც.

– როდის შედგა თქვენი ლიტერატურული ნათლობა?

– ჩემი პირველი მოთხრობა "ტყის კაცი" 1984 წელს ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში" დაიბეჭდა, თუმცა გამოქვეყნებამდე ორი წლით ადრე დავწერე... მერვე კლასიდან უკვე რაღაცეებს ვწერდი, მაგრამ, როგორც თავიდან ხდება ხოლმე, მნიშვნელოვანი არაფერი შემიქმნია. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მაშინ უკვე ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო. იქ დამხვდნენ ლიტერატურაზე შეყვარებული ზედა კურსების სტუდენტები: თამაზ ბაძაღუა, ერეკლე საღლიანი, ტრისტან მახაური, ირაკლი სამსონაძე, ირაკლი ლომოური, შადიმან შამანაძე... აი, მწერლების ეს თაობა დამხვდა უნივერსიტეტში. ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, რელიგიაზე, ფილოსოფიაზე... ნაწარმოებებს განვიხილავდით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდიოდით, რომ ჩვენს ქვეყანას კარგად გავცნობოდით, მთა გვიყვარდა ძალიან. მოკლედ, საინტერესო ცხოვრება გვქონდა. ოთხმოციანელთა თაობამ ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და ისინი ახლაც განაგრძობენ მუშაობას. მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სათქმელი.

– უმცროს კოლეგებს რას ურჩევთ, რა აკლიათ მათ, რომ მკითხველების გულამდე გაიკვლიონ გზა?

– ძალიან საინტერესო თაობა მოდის, რომელსაც "ციფრულ თაობას" ვეძახი ხოლმე. ისინი ინტერნეტსივრციდან მოვიდნენ და შემდეგ გადაინაცვლეს წიგნის ფურცლებზე. მათ შორის ბევრი საინტერესო შემოქმედია, თუმცა ზოგიერთს უფრო მეტი ჩაღრმავება სჭირდება. როგორც კი რამეს დაწერ, მაშინვე არ უნდა გამოიტანო სააშკარაოზე, უნდა დადო და დააკვირდე, რადგან დრო რომ გადის, შენს ნაწერს უკვე სხვა თვალით უყურებ. სიჩქარე არ ვარგა, მაგრამ ეს ალბათ ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი თვისებაა... ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი მოთხრობა თხუთმეტჯერაც გადამიწერია. ნაწარმოებს ბევრი შრომა სჭირდება, რომ სტილი დახვეწო და შენი სათქმელი მკითხველამდე ზუსტად მიიტანო.

– როცა თქვენ შექმენით ოჯახი, იქაც გაგრძელდა ლიტერატურის ერთად კითხვა? მწერლობის მოყვარული მეორე ნახევარი შეგხვდათ?

– ჩემი მეუღლე ლიტერატურის დიდი სიყვარულით დაჯილდოებული ადამიანია, ჩემს ნაწერებს, პირველ რიგში, სწორედ იმას ვაკითხებ. ბევრ ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან რამეს მეტყვის ხოლმე, რაც მართლაც გასათვალისწინებელი, გასასწორებელი და მისახედია. იმიტომ მოვიყვანე ცოლად, რომ ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ჩემნაირად უყვარდა... არა, რა თქმა უნდა, მარტო ამისთვის არ შემირთავს, მაგრამ ერთ–ერთი მიზეზი ესეც იყო. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. "ნობათში" დაბეჭდილი ჩემი პირველი მოთხრობა "ტყის კაცი" გავატანე. იმ ნომერს, მახსოვს, ლურჯი გარეკანი ჰქონდა. ჰოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ, სწორედ ამით მოვხიბლე... მე და ჩემს მეუღლეს ერთად ბევრი მძიმე წელი გვაქვს გამოვლილი. მე რომ მარტო ვყოფილიყავი და გვერდით ოჯახი არ დამდგომოდა, ამდენს ვერ გავაკეთებდი. იმას კი არ ვამბობ, რომ ბევრი მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაც დავწერე, იმასაც ვერ შევძლებდი.

– ყველა აღნიშნავს, რომ ბევრ თქვენს უმცროს კოლეგას გაუწიეთ მეგზურობა მწერლობაში... თქვენს შვილზეც, ანიზე გვიამბეთ.

– ანი 24 წლისაა. ამჟამად ჰააგის უნივერსიტეტში, "დემოკრატიის და მმართველობის" სამაგისტრო პროგრამას გადის. ერთი წელი დარჩა და ყველა მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვა. ჩემი ცოლის ის თვისება, რომ რაღაც წაიკითხოს და კრიტიკული აზრი გამოთქვას, ანისაც გამოჰყვა. ამას გარდა, ინგლისური ძალიან კარგად იცის და, როგორც ამბობენ, მშვენივრად თარგმნა რადიარდ კიპლინგის "სწორედ ასეთი მოთხრობები", კიდევ რამდენიმე ინგლისელი მწერალი. მოკლედ, ლიტერატურული ოჯახი გვაქვს.

– მამები ქალიშვილების განსაკუთრებით ანებივრებენ. ალბათ, ანიც მამის ნებიერაა.

– ანის ბავშვობიდან ისე ვექცეოდით, როგორც ჩვენს მეგობარს. პატარაობიდან დამოუკიდებელი ადამიანი იყო. ჰააგიდან ყოველ საღამოს "სკაიპით" გველაპარაკება და მაშინ გასცემს ხოლმე ბრძანებებს, რომ მისი საყვარელი ნაწარმოებები ან ზღაპრები წავუკითხოთ – "წამიკითხეთ წიქარა!" ან "ხუთკუნჭულა და კომბლე მინდა!", ანდა "დღეს ოთარ ჭილაძის ხასიათზე ვარ!". მოკლედ, იქიდან გვაძლევს ხოლმე შეკვეთებს. ზოგი ავტორი დედის ხმით ენატრება, ზოგიც – ჩემი შესრულებით. გალაკტიონი დედამისმა უნდა წაუკითხოს და, თუ ვაჟა–ფშაველა მოუნდა, მაშინ მე მომიწევს ერთი მსახიობის თეატრის გამართვა "სკაიპის" ვიდეოთვალის წინ.

პატარაობიდანვე ასე იყო მიჩვეული. სანამ ანი კითხვას ისწავლიდა, მთელი საბავშვო კლასიკა მანამდე წავუკითხეთ. ვისხედით და ხმამაღლა ვუკითხავდით, რიგრიგობით... სულ ამას ვიმეორებ და ბარემ აქედანაც ვურჩევდი თქვენს მკითხველს: წაუკითხეთ წიგნები თქვენს შვილებს!

– ამბობენ, შემოქმედ ადამიანებს რთული ხასიათი აქვთო. ამის თქმა თქვენზეც შეიძლება?

– კი, ჩემს სიახლოვეს ცხოვრება ადვილი არ არის, ძალიან მძიმე და რთული ხასიათი მაქვს, თითქმის აუტანელი...

– თქვენს ნაწერებში ეს არ ჩანს. რომანი "ფრენა უკასროდ", რომელიც ახლახან გამოიცა, ისეთ იუმორშია დაწერილია, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

– მხიარულ, კომიკურ სტილში რომ დაწერო, ძალიან სერიოზული და მძიმე ხასიათის კაცი უნდა იყო... ამ რომანში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. რამდენჯერმე მაქვს გადაწერილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც–რაღაცეები რამდენჯერმე მაქვს შეცვლილი, გადასწორებული. კატორღელივით უმძიმესი შრომა სჭირდება იმას, რომ ნაწარმოები ლაღად იკითხებოდეს და მკითხველს ეგონოს, თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი.

წყარო - http://sana.ge/index.php?katid=4

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე    Thu Feb 17, 2011 12:25 pm

bounce რამდენი საინტერესო ავტორის არ მაქვს არაფერი წაკითხული
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე    Thu Feb 17, 2011 12:38 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
bounce რამდენი საინტერესო ავტორის არ მაქვს არაფერი წაკითხული

Arrow

მიხო მოსულიშვილი რომ გავიცნოთ, ჯერ ეს უნდა ვნახოთ - http://ka.wikipedia.org/wiki/მიხო_მოსულიშვილი

"ფრენა უკასროდ" ინტერნეტში არ არის, ამ ახლადგამოსულ წიგნშია და სხვა ნაწარმოებები შეგვიძლია წავიკითხოთ:

აქ - http://lib.ge/authors.php?129

აქაც - http://burusi.wordpress.com/literature/mikho-mosulishvili/

აქაც - http://armuri.wordpress.com/tag/მიხო-მოსულიშვილი/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე    Thu Feb 17, 2011 2:24 pm

ჯერ რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე ლიბ.ჯი-ზე.
მოწონებით ბევრჯერ და ბევრზე მითქვამს "რა კარგია",მაგრამ თქვენზე უნდა დავამატო ისიც,რომ ყველასგან განსხვავდება,უბრალოა და ამიტომაც მომეწონა განსაკუთრებით. Smile არ ვიცი,ალბათ არც გაკლიათ მკითხველი,მე გული მწყდება რომ ეს ყველაფერი ცოტა გვიან აღმოვაჩინე.

Admin wrote:
ძალიან საინტერესო თაობა მოდის, რომელსაც "ციფრულ თაობას" ვეძახი ხოლმე. ისინი ინტერნეტსივრციდან მოვიდნენ და შემდეგ გადაინაცვლეს წიგნის ფურცლებზე.

ჩემს შემთხვევაში პირიქითაა,ორი წლია,რაც დავუმეგობრდი ინტერნეტს და ჩემი დაგვიანებაც ალბათ ამის ბრალია Very Happy
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე    Thu Feb 17, 2011 2:28 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
ჩემს შემთხვევაში პირიქითაა,ორი წლია,რაც დავუმეგობრდი ინტერნეტს და ჩემი დაგვიანებაც ალბათ ამის ბრალია Very Happy

Arrow

აქ ბევრი უცხოეთში წასული ქართველი შემოდის და კითხულობს ნაწარმოებებს.
ასე რომ, იმეგობრეთ "არმურთან"... Smile))

და სასიხარულოა, რომ კითხულობ... აქ ბევრი კარგი ავტორია...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე    

Back to top Go down
 
მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: