არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გივი ალხაზიშვილი – თეონა კენჭიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: გივი ალხაზიშვილი – თეონა კენჭიაშვილი    Sun Feb 13, 2011 3:58 pm


Givi Alkhazishvili


თეონა კენჭიაშვილი

"ვისაც წიგნი უყვარს, ჩემიანია"


"გუმბათი" გთავაზობთ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს, რომელიც ყოველ ორშაბათს ჟურნალთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თანამედროვე პროზას. ამ ნომერში გთავაზობთ გივი ალხაზიშვილის ნაწარმოებს "რკინის კარს იქით და აქეთ". ეს წიგნი რეალობაზეა დაყრდნობილი და მასში გარკვეულწილად თავად ავტორის თავგადსავალია მოთხრობილი, რომელიც ცხრამეტი წლის ასაკში, მესამე კურსიდან საბჭოურ ჯარში წაიყვანეს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ანტისაბჭოური ლოზუნგებით გამოვიდა. ინტერვიუში ბატონი გივი თავად მოგითხრობთ, თუ რას ეხება მისი ნაწარმოები, რა ხდებოდა მაშინდელ საბჭოთა ჯარში და რატომ უთვალთვალებდა მას "კაგებე" ჯარიდან დაბრუნების შემდეგ.

– ბატონო გივი, რას გვეტყვით თქვენს ნაწარმოებზე "რკინის კარს იქით და აქეთ"?

– ეს არის ჩემი ჯარში ყოფნის თავგადასავალი, რომელიც 2000–2001 წელს დაიბეჭდა. მასში არის დიდი ტკივილი ჩადებული, რომელიც საბჭოთა ჯარმა ჩემში დატოვა. ჩემს ნაწარმოებში ყველაფერი ნამდვილია და პერსონაჟებიც ნამდვილები არიან. ამ წიგნში ერთმანეთშია შერწყმული დოკუმენტური და მხატვრული მომენტები. როგორც სხვები მეუბნებიან ხოლმე, ეს წიგნი კარგი წასაკითხია, რადგანაც ერთ ღამეში კითხულობენ. პირველი გამოცემის შემდეგ, კორექტივები შევიტანე. ახლა რაც თქვენს ჟურნალთან ერთად იბეჭდება, უკვე შესწორებული ვარიანტია.

– კორექტივების შეტანა რატომ დაგჭირდათ?

– წინა წიგნში იყო რთული ადგილები, ინტელექტუალური ძიებები, რომელიც ზედმეტად მომეჩვენა, რადგანაც მკითხველს ცოტა გაუჭირდებოდა ამის აღქმა, სწორედ ასეთი ადგილები ჩავასწორე. წიგნის შინაარსი მთლიანად ეხება ჯარში ცხოვრებას.

– რას გვეტყვით ნაწარმოების მთავარ პერსონაჟზე, მთავარი გმირი თქვენ ხართ?

– მთავარი გმირი გამუდმებით ოცნებს, რომ რაც შეიძლება მალე ამოიწუროს სამი წელი და სამშობლოში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მე მესამე კურსიდან საბჭოთა ჯარში წამიყვანეს. მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი. მიზეზი ის იყო, რომ უკონტროლოდ ვილაპარაკე უნივერსიტეტის კლუბში, ერთგვარი ანტისაბჭოური ლოზუნგები ვთქვი. სწორედ ამიტომ მომიშორეს და თავი ჯარში მიკრეს. არადა, საკმაოდ კარგი სტუდენტი ვიყავი, ჩემს ჯარში წაყვანას სხვადასხვა მიზეზები მოუძებნეს, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა. დოკუმენტური თვალსაზრისით, თავიდან ბოლომდე მთავარი გმირი მე არ ვარ, თუმცა ამ პერსონაჟის გარკვეული იდენტიფიცირება ჩემთან შეიძლება. მაშინ ჯარი საბჭოთა კავშირის მანქანა იყო, სადაც, ფაქტობრივად, რობოტები მსახურობდნენ. წარმოიდგინეთ, მთავარი გმირი, ახალგაზრდა ბიჭი უცბად, სტუდენტობის მერე აღმოჩნდა ყაზარმულ სტრუქტურაში და ამასთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. ამდენად, ეს თავგადასავალი საკმაოდ საინტერესოა. ბევრს ვერაფერს გეტყვით ჩემს წიგნზე, რადგან ჯობია, თავად წაიკითხოს მკითხველმა და უკეთ მიხვდება ყველაფერს.

– ბატონო გივი, თქვენს ნაწარმოებში საუბარია წამებაზე, რომელიც იყო საბჭოთა ჯარში. ამაზე რას გვეტყვით?

– უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ამ წიგნში არის ერთ–ერთი ფაქტი დაფიქსირებული, როცა ერთ ჯარისკაცს შურისძიების მიზნით, ოფიცერი ჩამოახრჩობს. ამას ისე გაასაღებს, თითქოს ჯარისკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ეს ამბავი ჩემს ნაწილში მოხდა. ისე ჩაფარცხეს ეს საქმე, რომ გამოძიებამდეც არ მისულა. ასეთი რამეები საბჭოთა ჯარში ხშირად ხდებოდა. მშობლები შვილებს ჯარში უშვებდნენ და ერთ დღესაც "ცინკის" კუბოებით მიასვენებდნენ, მიზეზს კი ვერავინ იგებდა.

– თქვენთან ერთად სხვა ქართველებიც იყვნენ ჯარში?

– კი, იყვნენ, თანაც საკმაოდ ბევრნი. თუმცა შემდეგ დაგვშალეს და ცალ–ცალკე გადაგვანაწილეს, მას შემდეგ, რაც მე ჯარში ბუნტი წამოვიწყე. ჩვენ ჯერ კიდევ "კარანტინში" ვიყავით, როდესაც გავიფიცეთ და უარი ვთქვით ფიცის მიღებაზე. ეს გაფიცვა მალე ჩაგვიშალეს, რადგანაც ყველა გაფიცული სათითაოდ გატეხეს, ბოლოს მე დავრჩი. ერთმა პოლკოვნიკმა მირჩია, რომ გაფიცვა შემეწყვიტა, თორემ დამიჭერდნენ და სწავლასაც ვეღარ გავაგრძელებდი. ასე ძალით მიგვაღებინეს ე.წ. ფიცი. საერთოდ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ბიჭები გავიფიცეთ. ეს პატარა ამბავი არ იყო, რადგან მაშინ 1963 წელი იყო. "კაგებე"–ს და სხვა სამსახურებს ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. როდესაც ჯარიდან დავბრუნდი და საბჭოთა კავშირიც დაემხო, "კაგებეს" ყოფილი პოლკოვნიკის აღიარებითი წერილი დაბეჭდეს, სადაც ჩამოთვლილი იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მეხუთე განყოფილება უთვალთვალებდა. ეს განყოფილება, მოგეხსენებათ, საიდუმლო პოლიციას წარმოადგენდა. იმ ჩამონათვალს შორის ჩემი გვარიც აღმოჩნდა. ეს ამბავი არ გამკვირვებია, ისედაც ვიცოდი, რომ გვითვალთვალებდნენ. ჩემ გარდა, იმ წერილში ბევრი მწერლის გვარი იყო დასახელებული. ჩემზე თვალთვალი, პირველ რიგში, იმის გამო იყო დაწესებული, რისთვისაც იქ წამიყვანეს, ანუ მანამდე მე ურთიერთობა მქონდა საიდუმლო ორგანიზაციებთან. ჯარში კი გაფიცვა მოვაწყვე, ამდენად, ჩემზე თვალთვალს იქიდან ჩამოსვლის მერეც აგრძელებდნენ. ერთ კურიოზსაც გავიხსენებ ამ ამბავთან დაკავშირებით. ჯარში ყოფნის დროს ჩემში ეჭვი ეპარებოდათ, რომ ნაციონალი ვიყავი. ეს ეჭვი კი იქიდან გაჩნდა, რომ მე თბილისის "დინამოს" ვგულშემატკივრობდი. ასეთი გონებადაბინდული და დაშტამპული აზროვნების ხალხნი იყვნენ. მერე როგორც "კაგებეს" ვიცე–პოლკოვნიკი წერდა, თბილისის "დინამოს" გულშემატკივრობა თურმე ნაციონალიზმის ერთ–ერთი გამომჟღავნება იყო და მათთვის ესეც კი დანაშაულად აღიქმებოდა.

– მკითხველი როგორ აფასებს თქვენს ამ კონკრეტულ ნაწარმოებს?

– გურამ გეგეშიძეს აქვს ეს წიგნი წაკითხული და როგორც მითხრა, ერთბაშად წაიკითხა, რადგანც ვერ მოწყდა. იგივე შემიძლია ვთქვა ტარიელ ჭანტურიაზე, რომელმაც ძალიან სწრაფად წაიკითხა და მასაც მოეწონა. ბევრ ჩემს მეგობარსა და კოლეგას აქვს წაკითხული და ყველა ამბობს, რომ მისი კითხვა ვერ შეწყვიტეს და მოკლე დროში ბოლომდე წაიკითხეს. საერთოდ, ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, ეს უბრალოდ მათი ნათქვამია და მე ვიმეორებ.

– ალბათ ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთლიანად სინამდვილეს ასახავთ?

– კი. თუმცა, მე შემხვედრია ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ეს წიგნი არ მოსწონებიათ. არმოწონების მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ეს ადამიანები იმდენად საბჭოური პროდუქტები იყვნენ, ჩემი ნაწარმოები ცუდად აღიქვეს. რადგან საბჭოურ ჯარში უფასო სმა–ჭამა და ჩაცმა იყო, თურმე ძალიან კარგი ყოფილა. ასეთებიც არსებობენ ჩვენში, რომლებიც დღემდე იმ მონობის ხანას მისტირიან, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში იდგა. ისევ მონობა უნდათ და უნდათ, რომ რუსის მიერ დაქირავებულ ჯარში იყვნენ, რომელსაც ზედმეტსახელად თურქებს ეძახდნენ. სამწუხაროდ, ასეთი მოაზროვნეები დარჩნენ ჩვენს დროშიც.

– ბატონო გივი, ზოგადად როგორ შეაფასებთ ქართველ მკითხველს?

– ქართველი მკითხველი ძალიან ინტერესიანია. მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც არა მარტო ჩემს წიგნს, არამედ ზოგადად წიგნს კითხულობს. ისინი ჩემიანებად მიმაჩნია და მათ აზრს ვენდობი.

ბოლოს, თქვენი ჟურნალის მკითხველს ვეტყვი, "გუმბათი" რომ ბეჭდავს ახალ ქართულ პროზას, ეს არის ძალიან კარგი, მკითხველი ეცნობა თანამედროვე ქართველ კლასიკოსებს. ასეთი საქმის კეთება ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე პროზა ხომ თავისუფალია საბჭოური სტერეოტიპებისგან. კარგი იქნება მკითხველი ყველა ნაწარმოებებს თუ გაეცნობა და დასკვნებს გამოიტანს.

წყარო – http://sana.ge/index.php?katid=4&id=11217&more

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
გივი ალხაზიშვილი – თეონა კენჭიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: