არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თორნიკე ჭელიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
dimitri bakhutashvili



Male
Number of posts : 13
Age : 25
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

PostSubject: თორნიკე ჭელიძე   Wed Feb 09, 2011 9:12 am


Tornike Chelidze

თორნიკე ჭელიძე

ქაღალდის ნავი


რა გინდა, თორნიკე,
ზუსტად გაარკვიე, ფურცელზე ჩამოწერე
და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ,
ქვემოდან-ზემოთ.
მეტი არაფერი,
რომ არ აგისრულდება, კარგად იცი.

ყველა ძაღლი გარეთ გაყარეს
უამინდობის გამო.
მიდიხარ გზაზე,
გუბესთან აკეთებ ქაღალდის ნავს,
ჯდები ნავში, უსვამ ნიჩბებს - ხელებს,
გადადიხარ მეორე ნაპირზე.

ოთხი წლის მანძილზე აკვირდები
მანეკენივით მდგარ მოხუცს გაწვდილი ხელით,
რომელიც ბრმაა,
რომელიც ატარებს ოპტიკურ სათვალეს
მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ
მისი უსინათლო უპეები
და მიხვდნენ, რომ შორსმხედველები არიან
სხვის საქმეში...

დღეს გაიგე მეზობლის სიკვდილის ამბავი,
მიზეზი - გულის გაჩერება.
აუყევი კიბეს,
ჩამოდიოდნენ სხვები
სიცილით, ყოფითი ჭიჭყინით, ჩურჩულით
და პირველი რაც გაიფიქრე:
ამათი გული არც არასდროს ფეთქავდა.

მიდიხარ სამსახურში,
სადაც ხშირად საუბრობენ დოლარის კურსის მატებაზე.
შენთვის რა მნიშვნელობა აქვს!
ბევრს ეწევი, აი, ახლაც...
ჯიბეში - ხურდა იაფფასიანი
სიგარეტისთვის.

მოდიხარ სახლში,
კარი არ არის ჩარაზული, ანუ გელოდებიან.
არც შენ ჩაკეტავ - დაუცდი ერთს,
რომელზეც გეუბნებიან:
\"მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს\"...
ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა.

შიზოფრენიით დაავადებულებს, ფსიქოპატებს,
მანიაკებს, მკვლელებს,
მთვარეულებს შორის
შენ ყველაზე საღად მოაზროვნე ხარ,
მაგრამ არა - ნორმალური.

რა გინდა, თორნიკე, ვერასოდეს გაარკვევ.
აიღე სუფთა ფურცელი
და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ,
ქვემოდან-ზემოთ.
მეტი არაფერი.


P.S. შიმშილით მომაკვდავი ძაღლი თათებით თხრის მიწას და ძვალს ინახავს, როგორც იმედს. ასევე ვარ მე მამაჩემის საფლავზე, გონების დაკარგვამდე სულით მშიერი. იქ ის ძვლებია, მე რომ ჩემს სხეულში ვგრძნობ თანდათან. ფრჩხილებში მიწა მაქვს, როცა იქიდან მოვდივარ, მაგრამ ჯერ ვერ გავბედე მასთან ჩასვლა.

ზოგჯერ გვერდით ვწვები ხოლმე და ვფიქრობ, რომ ცხოვრება ყაზარმაა. მამა ქვედა საწოლზე წევს, მე - ზემოთ...



წვეთი სინათლე
(თეკლა ჩერქეზიშვილს)


შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა -
მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ,
გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა,
რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს
სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა,
ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ,
რომ გულში მიაგნებ სიკეთის მისამართს
და ქრისტეს ნაკვალევს ტერფით შეეხები.
თეკ, მე შენ დაგარქვი კოკოშა, ბაჭია. -
ვიღიმი, ფანჯრებთან ქარები უსტვენენ,
თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდით და ყვითელი სვიტერით
მოძრაობ კადრებზე, იმდენად პატარა
ნაბიჯებს აკეთებ, რომ არ წაიქცევი.
ცხოვრება ყოველთვის ტალახში გვატარებს
უფროსებს და დიდი ბლეფია, ფიქცია,
თამაში, რომელსაც არასდროს თამაშობ.
ვიდრე ჩვენ ხანმოკლე როლები მოვლიეთ,
შენ, თბილ ხელს ჩაჰკიდებ გათოშილ მამაშენს
და ზამთრის ქუჩებში გამოხვალ თოვლივით.


”თოკოს,
მამიკოსაგან
12.2001 წ.”


შემდეგ გვერდებს აღარ გადავშლი.
ახლა საწოლში ისე ვწევარ,
როგორც მანქანით გატანილი ძაღლი - ავტოსტრადაზე.
მე დამეჯახა შენი სიკვდილი,
მე შენს სიცოცხლეს შევყმუვლე და ძვლები ამტკივდა.
რა ვუთხრათ ერთმანეთს ამაზე მეტი?!.
ჩვენ ამ ნაწერში ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, შუქი ავანთეთ
და ყველა სიტყვას, ყველა გრძნობას თითით მოვყვები,
კითხვას კი არა, შენს წაკითხვას ვსწავლობ თანდათან.
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com
 
თორნიკე ჭელიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: