არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი (გოგი) გიგაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: გიორგი (გოგი) გიგაური   Tue Feb 08, 2011 8:08 pm


Giorgi Gigauri

გიორგი გიგაური

დაიბადა ხევსურეთის სოფელ ბლოში.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.50-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა თიანეთში.მუშაობდა ჟურნალისტად.30-მდე კრებულის ავტორია

ხევსურეთ რა ამბავია

ხევსურეთ რა ამბავია,
რა სიხარულის ხმებია,
ცაში ბოინობს არწივი,
კლდიდან ჯიხვები ხტებიან.
ქედები ყინულიანი
ერთმანეთს ჩახუტებია.
ფიცხობს ხევსურთა ჯილაგი,
ისმის ჭიხვინი ცხენების,
ბლოღელე გადაიარეს
კივილით,ჭენებ-ჭენებით,
ლოდებზე ნალი წკრიალებს,
წრიალებს ცეცხლის ენები.
ვიწროებს მოჰყეფს ჩანჩქერი,
მურყიანების ლოტბარი,
ხან ციცაბოზე ეშვება,
ხან ლოდს ასკდება ტორტმანით,
აცოცხლებს ღულის წყალ-ჭალას,
მისი ხმატკბილნი ხოტბანი.
გზა გაწოლოლა ქარაფზე,
მხრებგანიერი შარაგზა,
ზედ მანქანები დაჰქრიან,
ჩქამით ჯაბნიან არაგვსა,-
ამას რას ხედავს ალუდა
მამა-პაპეულ ალაგთან.
გაახალისეს სოფლები,
მწვანე წარაფებს კეცავენ,
ბუხრიდან,შუაცეცხლიდან
კვამლი გაფრინდა ზეცამდე..
ეცადე ჩემო ხახმატო,
ჩემო არხვატო ეცადე.
მოყმეთა შემობრუნება
მართლაც სიცოცხლის ფრთებია,
გასთენებია როშკიონს,
ხადუელს გასთენებია,
აი რა მზეა ხევსურეთს,
აი რა ტკბილი ხმებია!

გამიკვირდა,ამ ადამიანის გვერდი რომ ვერ ვიპოვე.ძალიან მიყვარს
I love you
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Tue Feb 08, 2011 9:10 pm

მახვედ, მშვიდობით, ბატონო გიორგი!

Smile

ვიკიპედიიდან - http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_გიგაური


გიორგი ხვთისოს ძე გიგაური (დ. 23 მაისი, 1928, სოფ. ბლო, ახლანდელი დუშეთის რაიონი), ქართველი პოეტი.


ბიოგრაფია
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951, პირველი წიგნი "მთების სიმღერა" - 1957. გამოქვეყნებული კრებულთაგან აღსანიშნავია: "ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები" (1961), "ბალადა შვიდი ხევსურისა" (1965), "სიცოცხლე გრძელდება" (1969), "აღსარება" (1974), "იმედის ბილიკი" (1976), "გზაგასაყართან" (1980), "ხევსურეთ რა ამბავია?" (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია (1994).

ლიტერატურა:
* ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 614, თბ., 1997
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Tue Feb 15, 2011 12:30 pm

"ლექსო ნუ დამიბერდები...”

"მკითხველო, თუ იცი
სულიერი სიწმინდისა და
სილამაზის ყადრი, ხშირად
ჩაიხედე ამ წიგნში".
/შოთა ნიშნიანიძე/

"გიორგის მაგარი ხელები აქვს,
ამ ხელებმა ბოლოსდაბოლოს,
თავისი საიდუმლო თქვეს"
/რევაზ ინანიშვილი/

"შენ ისეთი ბუნების კაცი ხარ, ან წერას სულ დაანებებ თავს, ან დიდი პოეტი გახდები“ _ ასე შეაფასა 1961 წელს ჭაბუკი პოეტი გიორგი ლეონიძემ. დღეს 80 წლის პოეტი თვლის, რომ უფროს მეგობარს ვერცერთი შეფასება ვერ შეუსრულა, თუმცა დასკვნის გამოტანა მკითხველს მივანდოთ.
გიორგი გიგაურის შემოქმედება 30-მდე კრებულს ითვლის. მისი ლექსები, პოემები, ბალადები გაჯერებულია ვაჟკაცური სულისკვეთებითა და მშობლიური მიწის სიყვარულით. შინაარსობრივად ისეთი მრავალფეროვანია, რომ შთაბეჭდილება გრჩება, რომ პოეტი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს შეეხო, რაც უყვარდა, აწუხებდა და `კელაპტარივით ანთებულ სტრიქონებად~ გადმოგვიშალა. ია-ვარდით მოფენილ გზაზე ნამდვილი პოეტი ვერ იქნებიო, ნათქვამია და არც გიორგი გიგაურს უვლია მარტივი გზებით. მისი ცხოვრება ვიწრო გზაწვრილი იყო, რომელიც ღირსეულად დალახა და თქვა:

"და თუნდაც მოხდეს რამ სასწაული,
დაიწყოს ჩემი წლები თავიდან,
ცხოვრებას ისევ იმ გზით ჩავუვლი
და ტვირთსაც ისევ იმ გზით გავიტან."

თავისთავზე ლაპარაკი მაინცდამაინც არ უყვარს, თუმცა ახალგაზრდა თაობის ინტერესი და სიყვარული პოეზიისადმი ძალიან ახარებს და გულახდილად გვესაუბრება თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე:






_ ბატონო გიორგი, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ.
_ დავიბადე მთა-ხევსურეთში, სოფელ ბლოში, პირაქეთა ხევსურეთის ბოლო სოფელში. ამის შემდეგ არხოტის გადასასვლელი იწყება იქვე კი ინგუშეთის საზღვარია. ვიზრდებოდი ჩვეულებრივ, ხევსურული ადათ-წესების მიხედვით. მამაჩემი ხევსურეთში ცნობილი პიროვნება იყო, სჯულის კაცი _ ღვთისო გიგაური. მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა. მთაში მტრები ისე არ შერიგდებოდნენ, მამაჩემი რომ არ ჩარეულიყო. როდესაც იქ ჩასვლა მიხდება, მოხუცი ხალხი მასზე ხშირად მელაპარაკება.

_ რას გაიხსენებთ თქვენს მოსწავლეობასა და სტუდენტობაზე?
_ კარგა ხანს სოფელში ვიყავი, 8 წლამდე. იქიდან მამაჩემი გადმოსახლდა თიანეთის რაიონში, სოფელ წიკვლიანთკარში. ამ სოფელში იყო 4-წლიანი სასწავლებელი. ვინაიდან 1 კლასის ასაკს გადაცილებული ვიყავი, პირდაპირ მე-3 კლასში მიმიღეს. წერა-კითხვა მამაჩემისგან მქონდა ნასწავლი. თავიდან, 1 მეოთხედი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალევე ავუღე ალღო და ხუთოსანი გავხდი. მე-5 კლასში თიანეთიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადავედი. მაშინ ეს სკოლა ახალი გახსნილი იყო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კონტიგენტი არ ყოფნიდა, ამიტომ უფროსი ასაკის ბავშვებსაც ღებულობდნენ. უფროს კლასებში 17-18 წლისანიც სწავლობდნენ. ხევსურეთში რომ ეს სასწავლებელი არ გახსნილიყო, ის თაობა უსწავლელი დარჩებოდა, მათ შორის მეც. 1945 წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სხვადასხვა მიზეზების (მათ შორის ოჯახური მდგომარეობის) გამო, სასწავლებელი 1953 წელს დავამთავრე. მაშინ რექტორი იყო ნიკო კეცხოველი და მთიელებს დიდ პატივს გვცემდა. ცდილობდა როგორმე მიგვეღო განათლება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს (სტუდენტობისას შევუღლდით) უკვე ერთი წლის ბიჭი გვყავდა და თიანეთში წავედით, იქ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი საქართველოს რადიო-ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ, ანტონ კელენჯელიძემ შექმნა პერსონალური კორესპოდენტები და მე დავინიშნე მთის ზონაში.
ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი და ახმეტა შედიოდა ჩემთან. შემდეგ კი, როდესაც გიორგი ლეონიძე გახდა თავჯდომარე, მისი შუამდგომლობით გადმომიყვანეს თბილისში. ეს ბინაც რადიო-ტელევიზიის საშუალებით მივიღე. Mმყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და შვილთაშვილები. ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.

_ გვიამბეთ თქვენს ახალგაზრდობაზე, როდის დაიწყეთ შემოქმედებითი მოღვაწეობა?
_ მწერალთა კავშირში 1950 წლიდან ვარ. მაშინ გიორგი ლეონიძე იყო მწერალთა კავშირის თავჯდომარე, რომელიც სულ ხელს მიწყობდა. ის ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა, ძალიან ვუყვარდი და პირველად მან დამლოცა. Gგიორგი ლეონიძე რომ არ ყოფილიყო, მინდა ამას ხაზი გავუსვა _ მე შეიძლება წერისთვის თავი დამენებებინა. Gუცნაური ახალგაზრდობა მქონდა. Mმაინცდამაინც არ ვემორჩილებოდი კანონებს. Gგიორგი ლეონიძემ დიდი სიყვარული გამოამჟღავნა ჩემს მიმართ, მამაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. Mმან დამასახლა თბილისში, მიმიღო მწერალთა კავშირში.
დღეისთვის ლექსების ოცდაათი კრებული მაქვს გამოცემული. მიღებული მაქვს ვაჟას, გიორგი ლეონიძის და შალვა დადიანის პრემიები. ბოლოს, ოთხმოცი წლისთავზე გადმომცეს გალაქტიონის პრემია. ყოველთვის ვმუშაობდი ჟურნალისტად. ჯერ ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში ვიმუშავე, შემდეგ კი, ოცი წელი _ ჟურნალ "პოლიტიკაში".

_ საზოგადოების მიერ რამდენად დაფასებულია დღეს მწერლობა?
_ კომუნისტები წავიდნენ და ვითომ "დამოუკიდებლობა" დამყარდა. "ვითომ" _ იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ არ ვთვლი დამოუკიდებლად ჩემს ქვეყანას. ღმერთმა ქნას, რომ არავინ ერეოდეს ჩვენს საქმეებში. დღეს მწერალთა კავშირს სასახლე წაგვართვეს და დავრჩით ასე მიუსაფარები. მაგრამ მოვა დრო, როცა მწერალი დაფასდება.
მწერალი ყოველთვის იყო ის პიროვნება, ვის გარშემოც იკრიბებოდა ერი და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნოდა.

_ რა როლს თამაშობს ტრადიციები თქვენს ცხოვრებაში?

_ ხევსური ახალგაზრდები ვიზრდებობით მთის ტრადიციებით. ჯერ კიდევ სკოლა-ინტერნატში სწავლისას, ბალიშის ქვეშ ყოველთვის გვედო ხანჯალი, მტერი შეგხვდებოდა, თუ მოყვარე-ხანჯლით უნდა გევლო იმდროინდელ ხევსურეთში. დღეს მთაში, სამწუხაროდ, ის ტრადიციები აღარ შემორჩა, რაც ადრე იყო. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, სოფლებში მაცხოვრებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ჩემს სოფელში ოცდათორმეტი კომლი ცხოვრობდა, დღეს კი ერთი კომლიღა შემორჩა – ჩაჩაურ გიგაური.

_ რა საქმიანობას ეწევით ამჟამად?
_ წერა არ შემიწყვეტია, მუშაობითაც ვეღარ მუშაობ. Fპენსიაზე გასვლის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოვეცი. არ ძალმიძს წერის გარეშე ცხოვრება, ნამდვილ მწერალს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი. საერთოდ რა აწერინებს პოეტს?- ჩემი აზრით ტკივილი Dდა სიხარული. ტკივილი ბევრი გვაქვს დღეს და სიხარულიც არ გვაკლია.

_ თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი ახალგაზრდობა?
_ ახალგაზრდობის იმედი არ დამიკარგავს და იმედის თვალით ვუყურებ მათ. თუ რომელიმე ჯგუფმა გადაუხვია ქართულ ტრადიციებს და ცუდ გზას დაადგა, ეს ალბათ პირველ რიგშიDსაერთო მდგომარეობის ბრალია, მათ შორის, თითოეული ჩვენთაგანის. ვნახოთ, მომავალი წინ არის, ყველამ გამოსავალი ერთად უნდა ვეძიოთ.

_ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში საქართველო?
_ საქართველო თითქმის არასდროს ყოფილა დალხინებული, მაგრამ თავისი ხელოვნებით, ტრადიციებით, გმირული სულით და მამაცობით ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა მთელ მსოფლიოში. იმედია, ღვთის შეწევნით მომავალშიც არ დავკარგავთ ჩვენს ენას, მამულსა და სარწმუნოებას.

პ.ს. გიორგი გიგაურმა ბოლო კრებული 2008 წელს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, მისივე 80 წლის იუბილეზე წარმოადგინა. `ჩემი ზამთარი~ გულწრფელად გამოხატავს, როგორ განიცდის პოეტი სიბერეს, მაგრამ არ ეპუება და ნამდვილი მთიელის მხნეობით აგრძელებს ცხოვრებას.
ღმერთმ გადღეგრძელათ და წყალობა მაგცასთ ბატონო გიორგი !






ნინო ჭინჭარაული
ნათია გოგუაძე


(ეს სტატია შარშანწინდელია.ამის შემდეგ გ.გიგაურის კიდევ ერთი კრებული გამოვიდა(2010))
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Fri Feb 25, 2011 12:19 am

Sad ცუდადაა გიორგი პაპა.

ახლახან მეგობრებმა გამოუცეს კრებული "სიმღერა მზის ჩასვლისას",სადაც წლევანდელი ლექსებია შესული.უცრემლოდ ვერ ვკითხულობ Sad

მიძღვნა(ყდის წარწერა)

შთამომავალო,გიტოვებ მცირე
სინათლის მიძღვნას,
სტრიქონს უპოვარს,
რომ უპატრონებ,არ ვკარგავ იმედს,
მე კი ცხოვრებამ დამაუთოვა..
და მაინც,
მარად ცოცხალი სული
მცხეთის სანახებს ლოკავს ქვიშიანს,
კვლავ ვამონები სიმღერის წყურვილს,
რას ვიზამ,
ალბათ ესეც ჯიშია!
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Sat May 21, 2011 6:33 pm

მე ახლა ძმაო, გაზეთებს ვყიდი..

ჭადრის ჩეროში შემხვდა პოეტი,
წრფელი ლექსის და სინდისის მწყემსი,
ლოცვად დამდგარი განმარტოებით,
უერთგულესი ღვთიური წესის.

"მე ახლა ძმაო გაზეთებს ვყიდი,
შვილებისათვის ლუკმაპურს ვეძებ,
მტკივა იმედის ჩამტყდარი ხიდი,
შავი ფრინველი მიკორტნის ბეჭებს.

ალბათ იმასაც ჩემსავით შია,
გამოლევია ღონე და ძალა"
-,თქვა, მოარიდა ნაბიჯი ჭიას
და ნაღვლიანი გაუყვა შარას.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Wed Aug 03, 2011 6:37 pm

გარდაიცვალა გიორგი გიგაური Crying or Very sad ღმერთმა აცხონოს. მის მსგავსად დიდი ადამიანები ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს და ამ ქვეყნიდანაც ჩუმად მიდიან.

"შთამომავალო,გიტოვებ მცირე
სინათლის მიძღვნას,
სტრიქონს უპოვარს,
რომ უპატრონებ,არ ვკარგავ იმედს,
მე კი ცხოვრებამ
დამაუთოვა.
და მაინც,მარად ცოცხალი სული
მცხეთის სანახებს ლოკავს ქვიშიანს,
კვლავ ვემონები
სიმღერის წყურვილს,
რას ვიზამ,
თურმე ესეც ჯიშია
!"


Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Wed Aug 03, 2011 7:16 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
გარდაიცვალა გიორგი გიგაური Crying or Very sad ღმერთმა აცხონოს. მის მსგავსად დიდი ადამიანები ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს და ამ ქვეყნიდანაც ჩუმად მიდიან.

"შთამომავალო,გიტოვებ მცირე
სინათლის მიძღვნას,
სტრიქონს უპოვარს,
რომ უპატრონებ,არ ვკარგავ იმედს,
მე კი ცხოვრებამ
დამაუთოვა.
და მაინც,მარად ცოცხალი სული
მცხეთის სანახებს ლოკავს ქვიშიანს,
კვლავ ვემონები
სიმღერის წყურვილს,
რას ვიზამ,
თურმე ესეც ჯიშია
!"



საწყენია...
ღმერთმა აცხონოს, კარგი კაცი იყო ბატონი გიორგი...

Sad
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი (გოგი) გიგაური   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
გიორგი (გოგი) გიგაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: