არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკო სამადაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
dimitri bakhutashvili



Male
Number of posts : 13
Age : 25
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

PostSubject: ნიკო სამადაშვილი   Tue Feb 08, 2011 11:23 am


Niko Samadashvili

ნიკო სამადაშვილი

მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. მისი ცხოვრების პერიოდში ერთი ლექსიც არ დაბეჭდილა მიუხედავად იმისა, რომ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ერეკლე ტატიშვილი, თვით გალაკტიონ ტაბიძეც განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში. 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს და ომის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროებები და უკიდურესი სიდუხჭირე ცხოვრობის ბოლომდე სდევდა სამი შვილის მამას. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" გამოვიდა 1973 წელს და მომდევნო 80-იან წლებში.

ძალიან დიდი ადამიანია ეს და მოიტანეთ აქ ნიკოს ლექსები... Smile



უკანასკნელი ქრისტიანები

გავხედეთ ალგეთს, ბორკო ფერდობებს,
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირფერებით,
ცხვრის ფარა იდგა კვარცხლბეკის ახლო.

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი,
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.

დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა.
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.

ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მოვდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...


*
აქ დანდობილა გლეხი სახრეზე,
აქ შესწრებია ორშაბათ დილას.
ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე -
ჯალალედინის შემოკრულ სილას.

აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმაში ჩაუწნავს ბაფთის შაირი,
აქ თავის თითით თხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.

ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი.

აქ შეგეწირე ნეტავი, დედა,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.

რომ ეთქვათ ქარებს - მადლი დედაშენს!..
თან ღმერთს შესჭროდა საყდრბის გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,
ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა.

... დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის.
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.

მათხოვარი ზის, როგორც ობობა -
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.

აქ წრმართებიც მუხლებს იყრიდნენ,
როგორც ამბობენ - დიდ გიორგობას,
თურმე ამ ჯვარცმას რომ უყურებდნენ,
გვჭორავდნენ: "ხედავთ კაცობრიბას?"

სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდი - გაყრიდა ნაგავს,
სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა
თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.

აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები
ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი.
გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი
და ალაგ - ალაგ ღვია და კვირჩხი.


*
გზა ჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით
ქრებოდა განცდა გზნების მომგვრელი,
უკან ყმუოდა ხატის მიზეზით
სახადშეყრილი ვარაზის მგელი.

ძნელია მუდამ გუდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით...
უსინანულოდ ვტოვბდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com
dimitri bakhutashvili



Male
Number of posts : 13
Age : 25
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

PostSubject: Re: ნიკო სამადაშვილი   Tue Feb 08, 2011 11:31 am

ნიკო სამადაშვილი

***
ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ
შერჩა ხალისი და მდუმარება.
მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება
ჩემი ცხოვრების გადაგვარება.

ირგვლივ დარდები შემომაშენეს,
თვალის სინათლის მწუხრნი კენკევენ,
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ,
სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ.

ნიშა ტალღებს ზვიად ფერხულზე
იცეკვებს ნისლი _ ავდრების დარი.
ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.

მე ახლა წავალ, ჭმუნვა მეყრება,
ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი.
მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,
ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი.

ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,
არ გაწყენს არა, ჩემო ლიახვო.
იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!

გვემული ტანი რომ აგატანო,
ვაითუ, მოსყდნენ შენი ტალღები.
ვინ იცის, ვინმემ დაგიტატანოს,
და შევკრთე უცბად ცხედრის წაღებით.

ისევ მე ჩავფლავ ჩემს მწირ ცხოვრებას,
იქ, სადაც თვლემდა არმაზის კერპი,
იქ ბინდებს სძოვდნენ თამარის ცხვრები
ღამე კი შიშით ყვიროდნენ მკვდრები.

და როცა იქით გაავდარდება,
სადაც ეგდება ნეშტი პოეტის.
შენ ამიყვავე ჩემი დარდები,
და ის წარწერა: ,,კაცს ვერ ვპოვებდი.”

მივალ, გიტოვებ გულს ქერქდაგლეჯილს,
ლოკე და ლოკე მდურარე სისხლი.
ლიახვი ღელავს, როგორც ჯეჯილი,
როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი.

Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო სამადაშვილი   Tue Feb 08, 2011 2:33 pm

დიდი ხანია, გასახსნელი იყო ეს გვერდი.
მადლობა დიმიტრის!..


ნიკო სამადაშვილი

***
შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა,
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან,

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.

ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინომორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.

იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,

ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.

ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.

ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.

ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკო სამადაშვილი   Tue Feb 08, 2011 5:02 pm

cheers

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა,
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან,

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.

sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
dimitri bakhutashvili



Male
Number of posts : 13
Age : 25
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : what?
Registration date : 08.02.11

PostSubject: Re: ნიკო სამადაშვილი   Wed Feb 09, 2011 9:07 am

აღასპერი
,უფლის ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე,
კერპები თვლემდნენ გაღმით ბორცვებთან,
ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ.

დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი
როგორც მამალი ისე ყიოდა.

იქით
დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს
ოდესმე სადმე გაეღვიძებათ.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.

ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში
ბეღურებივით იფართხალებენ.
და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,
იქ სამარეში გამახარებენ.

დამედებიან მკერდზე ღუღუნით,
ამოკენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს,
შეესევიან მერე უკუნეთს
და უკუნეთიც კი ივალალებს.

* * *
მზე გადიოდა ცას ბორანივით,
ტყეში შიშველი ქარი კიოდა.
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.

ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს,
თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა.
ლოდებზე იჯგა გიჟი პოეტი,
კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.

დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,
ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!

ალიონამდე

მახსოვს ძახილი, გზების ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.

ცის გუმბათებზედ ქარებს სციოდათ,
და დასაბამი ღრუბლებს ეფარა.
სად ჰქონდა იმას ნეტა ცრემლები,
ვინც თვალებს ძილში გამოეპარა...

რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.
მე ვიყავ ბედით გაოგნებული
და ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი.

წუთისოფლიდან უკვდავებამდე

ქარს ეფარები, ვერავინ გხედავს.
სივრცეებს ნუღარ მიაცივდები.
აჰყევ იმ მთების ვიწრო ხერხემალს
და წუთისოფელს გადასცილდები...

გასწი, ნისლებმაც თუ გაგიტყუონ,
საკუთარ თვალებს ნუღარ ენდობი.
იქ ლურჯი ღამე სტვენით დაგსეტყვავს,
იქ ფოთლებს ქარში მოაგონდები...

ქარი გააფრთხობს მზეს მიწებიდან...
კუბოებს ქვები ნელა ასწევენ...
მთვარე ბუხართან ყრუდ ჩაიწვება
და პანაშვიდი ჩადგება მწვანედ.

ო, აჰყევ, აჰყევ მთების ხერხემალს,
სინათლეს მაინც ვეღარსად სწვდები.
აჰყევ, არ დასძრა არსად კრინტი ხმა
წუთისოფელს გადასცილდები.
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო სამადაშვილი   Sat Jul 04, 2015 11:18 am

ნიკო სამადაშვილი

შუქზე

შენ კითხულობდი უიღბლო ლექსებს
და თხელ მკერდის ქვეშ გტკიოდა გული,
ხან გასცქეროდი მთვარიან ქედებს,
როგორც ფრინველი გზადაკარგული.
შუქი ბაღს რწყავდა. ცის მყუდროება
თითქოს მოჰქონდათ ღამურებს, ბუებს.
და ჭრიჭინები ორღობეებთან
უძახდნენ ხნიერ გამოქვაბულებს.


იქით

დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს
ოდესმე სადმე გაეღვიძებათ.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.
ჩემო ლექსები შენს მწველ უბეში
ბეღურებივით იფართხალებენ,
და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,
იქ სამარეში გამახარებენ.
დამედებიან მკერდზე ღუღუნით,
ამოენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს,
შეესევიან მერე უკუნეთს
და უკუნეთიც კი ივალალებს.


გამხმარი კაცი

აჲ, ამ მინდვრებში, ამ ხრიოკ მთებში
ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭამდით მგლებივით.
იქ სურათია: დგას მხედარი, უჭირავს თეფში
და ზედ ამხია კაცის თავი დევის ხვრელივით.
მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.
ქედი სივრცეში
ჯანყს ეფარები, ვინმე რომ გხედავს,
მოსყდი სქელ ჯანყებს, რას აცივდები!
აჰყევ მძლე მთების ვიწრო ხერხემალს
და წუთისოფელს გადასცილდები.
თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგნებ,
ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა;
იმასთან სისხლიც ვერ შეგარიგებს,
მიწისკენ კვალი ვინც მოგასწავლა.
აჰყევ პირდაპირ ქედს, მთის ხერხემალს.
ცრემლებსაც ნუღარ ჩააცივდები.
აჰყევ, არ დასძრა არსად კრინტი ხმა
და სამყაროებს გადასცილდები.


***
დავიხოცებით, დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება,
შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო
და შენი ჩუმი ქვეყნიერება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკო სამადაშვილი   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ნიკო სამადაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: