არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნაწილი მეორე - მოსამზადებელი სტადიები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნაწილი მეორე - მოსამზადებელი სტადიები   Mon Feb 07, 2011 9:04 pm

რენე უელეკი, ოსტინ უორენი – "ლიტერატურის თეორია"

თავი მეექვსე
ფაქტების ორგანიზება და დასაბუთება
*
კვლევის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მასალის შეგროვება,
დროის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრა, ავტორობის,
ავთენტურობისა და თარიღების საკითხის გადაჭრა. ამ პრობლემის
მოგვარება განსაკუთრებულ ოსტატობასა და გულმოდგინებას
საჭიროებს; ამასთან ერთად, ლიტერატურის შესწავლისას
აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ ესაა მხოლოდ საწყისი
ეტაპი კვლევის საბოლოო მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. ხშირად
განუზომლად დიდია ამ საწყისი ნაბიჯების მნიშვნელობა, რადგან
მათ გარეშე მეტად გართულდებოდა კრიტიკული
ანალიზი
და
ისტორიული პერსპექტივის გააზრება. ეს განსაკუთრებით ეხება
ისეთ ნახევრად დავიწყებულ ლიტერატურულ
ტრადიციას, როგორიცაა
ანგლოსაქსური ლიტერატურა;
მიუხედავად ამისა, არ
ღირს საწყისი სამუშაოების მნიშვნელობის გაზვიადება თანამედროვე
ლიტერატურის შესწავლისას, რომლის მიზანს წარმოადგენს
ნაწარმოებთა საზრისის
ინტერპრეტაცია. Aამგვარი კვლევები,
აუცილებელი პედანტიზმის
გამო, ზოგჯერ დაცინვას იწვევს,
ხან კი მათ განადიდებენ
მოჩვენებითი ან ჭეშმარიტი მეცნიერული
სიზუსტის გამო.
აკურატულობა
და გულმოდგინება, რომელთა
მეშვეობითაც
შეიძლება გადაიჭრას ზოგიერთი პრობლემა, ყოველთვის
იზიდავდა
ისეთ მოაზროვნეებს, რომელთაც ხიბლავთ
თანმიმდევრული
კვლევა,
მასალის საგულდაგულო დამუშავება
და განსაკუთრებულ
მნიშვნელობას არ ანიჭებენ იმას, თუ საბოლოოდ
როგორი სახე
შეიძლება მიიღოს ამ კვლევებმა. მსგავსი
კვლევების გაკრიტიკება
შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი
გაუმართლებლად იკავებენ ანალიზის სხვა სახეობათა ადგილს
და იქცევიან ნებისმიერი ლიტერატურათმცოდნისთვის სავალდებულო
საქმედ. ხშირად ხდება ლიტერატურული ნაწარმოებების
ისეთი დეტალების რედაქტირება და იმგვარი პასაჟების შესწორება,
რომლებიც სულაც არ იმსახურებს განხილვას ლიტერატურუ78
ლიტერატურის თეორია
ლი ან თუნდაც ისტორიული თვალსაზრისით. ხოლო როდესაც ეს
დეტალები განხილვას იმსახურებს, მკვლევრები მხოლოდ მინიმალურ
ინტერესს იჩენენ მათ მიმართ. ადამიანის სხვა მოქმედებათა
მსგავსად, ეს კვლევებიც ზოგჯერ თვითმიზნად გადაიქცევა
ხოლმე.
წინასწარ ეტაპებს შორის უნდა განვასხვავოთ ორი დონის
ოპერაციები, როგორიც არის: (1) ტექსტის შეგროვება და მომზადება,
აგრეთვე _ (2) ქრონოლოგიის, ავთენტურობის, ავტორობის,
თანამშრომლობის, რევიზიისა და სხვა მსგავსი საკითხები,
რომელთაც ხშირად `უმაღლეს კრიტიკად~ მიიჩნევენ ხოლმე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერმინი, რომელიც ბიბლიისმცოდნეობის
სფეროდან არის აღებული, ფრიად არაზუსტია.
აქედან აუცილებლად რამდენიმე ეტაპი უნდა გამოვყოთ.
უწინარესად, ხდება ხელნაწერი თუ ნაბეჭდი მასალების ერთად
თავმოყრა. ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ეს ამოცანა
თითქმის ზედმიწევნით შესრულდა, თუმცა ჩვენს საუკუნეში ინგლისური
მისტიციზმისა და ინგლისური პოეზიის შესახებ ცოდნას
დაემატა რამდენიმე ისეთი ფრიად მნიშვნელოვანი წიგნი, როგორიცაა
`მარჯერი კემპის წიგნი~ (თჰე Bოოკ ოფ Mარგერყ Kემპე), მედუოლის
(Mედწალლ) “Fულგენს ანდ Lუცრეცე” და კრისტოფერ სმარტის
(ჩჰრისტოპჰერ შმარტ) “ღეჯოიცე ინ ტჰე Lამბ”.1 მაგრამ, რასაკვირველია,
ამას გარდა აღმოჩენილ იქნა უამრავი პირადი და იურიდიული
დოკუმენტი, რომელთაც შესაძლოა ბევრი რამ გვითხრან ლიტერატურაზე
ან, ყოველ შემთხვევაში, ინგლისელი
მწერლების
ცხოვრებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას
იმსახურებს
ბოლო ათწლეულებში ლესლი ჰოტსონის (Lესლიე Hოტსონ)
მიერ აღმოჩენილი დოკუმენტები მარლოს შესახებ
და ბოსუელის
(Bოსწელლ) დოკუმენტების აღდგენის ფაქტი.2 სხვა ეროვნულ ლიტერატურებში
შესაძლოა აღმოჩენების მეტი ალბათობა არსებობდეს,
განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც წერილობითი
წყაროების
დიდი ტრადიცია არ აქვთ.
ზეპირსიტყვიერი ლიტერატურის სფეროში მასალების შეგროვება
გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. იმისათვის,
რომ ეს
ლიტერატურა ჯეროვნად შეფასდეს, უნდა მოიძებნოს კომპეტენტური
მომღერალი, ან მთხრობელი, მათ დასაყოლიებლად საჭიროა
განსაკუთრებული ტაქტი და სიმარჯვე. Gგარდა ამისა, წაკითხული
და ნამღერი უნდა ჩაიწეროს ან გრამოფონზე, ან ფონეტიკური
სიმბოლოების გამოყენებით და ა. შ. ხელნაწერი მასალების მოპოვების
დროს ისეთ წმინდა პრაქტიკულ პრობლემებსაც ვაწყდებით,
როგორიცაა პირადი ნაცნობობა მწერლის მემკვიდრეებთან,
საკუთარი სოციალური პრესტიჟი, ფინანსური შეზღუდვები და
ხშირად, ერთგვარი დეტექტიური უნარიც.3 ამგვარი ძიების დროს
ხშირად სპეციფიკური ცოდნაა საჭირო. ლესლი ჰოტსონს, მაგალითად,
თავგზა რომ არ აბნეოდა უამრავ საარქივო დოკუმენტზე
მუშაობისას, ბევრი რამის შესწავლა დასჭირდა დედოფალი
ელისაბედის დროინდელი სასამართლო პროცედურების შესახებ.
რამდენადაც ლიტერატურათმცოდნეებს წყაროების მოძიება
ხშირად ბიბლიოთეკებში უხდებათ, მათთვის მეტად სასარგებლოა
მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკებისა და მათ კატალოგების შესახებ
ინფორმაციის ქონა.4
კატალოგების შედგენისა და ბიბლიოგრაფიული აღწერის
ტექნიკური დეტალები ბიბლიოთეკარებსა და პროფესიონალ
ბიბლიოგრაფებს მივანდოთ, მაგრამ ზოგჯერ წმინდა ბიბლიოგრაფიულ
ფაქტებს შეიძლება ლიტერატურული მნიშვნელობა
და ღირებულება ჰქონდეს. Gგამოცემების რაოდენობამ და ზომამ,
შესაძლოა, ნათელი მოფინოს მწერლის წარმატებასა და რეპუტაციასთან
დაკავშირებულ საკითხებს, გამოცემებს შორის არსებულმა
განსხვავებებმა კი საშუალება მოგვცეს, დავადგინოთ
ავტორის
ხელახალი შესწავლის ეტაპები და, ამდენად, ხელოვნების
ნაწარმოების წარმოშობასა და ევოლუციასთან დაკავშირებული
პრობლემები. ისეთი ოსტატურად რედაქტირებული
ბიბლიოგრაფია,
როგორიცაა, მაგალითად, `ინგლისური
ლიტერატურის კემბრიჯის
ბიბლიოგრაფია~ (ჩამბრიდგე Bიბლიოგრაპჰყ ოფ Eნგლისჰ Lიტერატურე)
კვლევის ფართო არეალს
მოიცავს; ისეთი სპეციალიზებული
ბიბლიოგრაფიები, როგორიცაა, მაგალითად, გრეგის (Gრეგ) `ინგლისური
დრამის ბიბლიოგრაფია~ (Bიბლიოგრაპჰყ ოფ Eნგლისჰ Dრამა),
ჯონსონის (ჟოჰნსონ) `სპენსერის ბიბლიოგრაფია~ (შპენცერ Bიბლიოგრაპჰყ),
მაკდონალდის (Mაცდონალდ) `დრაიდენის ბიბლიოგრაფია~
(Dრყდენ Bიბლიოგრაპჰყ), გრიფიტის (Gრიფფიტჰ) `პოუპის ბიბლიოგრაფია~
(Pოპე Bიბლიოგრაპჰყ),5 შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოდგეს
ლიტერატურის ისტორიის არაერთ პრობლემაზე მსჯელობისას.
Aამგვარი ბიბლიოგრაფიების მეოხებით შესაძლოა აუცილებელი
გახდეს გამომცემლობების საქმიანობის, წიგნის გამყიდველებისა
და გამომცემელთა ისტორიების შესწავლა; ამ უკანასკნელთ
კი სჭირდებათ საბეჭდი საშუალებებისა და აკინძვის ცოდნა. ისეთი
საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც თარიღის, გამოცემათა
თანმიმდევრობის და სხვა თვალსაზრისით, შესაძლოა,
მნიშვნელოვანი
იყოს ლიტერატურის ისტორიისთვის, ერთგვარი
`ლიტერატურული მეცნიერულობა~ ან დიდი ერუდიციაა საჭირო.
ამდენად, `აღწერიითი~ ტიპის ბიბლიოგრაფია, რომელიც წიგნის
შიდა სტრუქტურას ემყარება, უნდა განვასხვავოთ `აღმრიცხველი
~ბიბლიოგრაფიისაგან, რომლის მიზანია შედგენილ
იქნეს წიგნების ნუსხა, სადაც მოცემული იქნება მარტივი იდენტიფიკაციისათვის
საჭირო აღწერიითი მონაცემები.6
როგორც კი მასალის მოგროვებისა და კატალოგების შედგენის
პირველადი ეტაპი დასრულდება, იწყება რედაქტირების
პროცესი. რედაქტირება ხშირად მეტად რთულ სამუშაოს
გულისხმობს,
რომელიც მოიცავს განმარტებასაც და ისტორიულ კვლევასაც.
Aარსებობს გამოცემები, რომელთა შესავალი
და შენიშვნები
უკვე მნიშვნელოვან კრიტიკის შემცველია.
რედაქტირებამ
უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ლიტერატურათმცოდნეობის
ისტორიაში: ბოლოდროინდელი მაგალითი რომ გავიხსენოთ,
ფ. ნ. რობინსონის (F. N. ღობინსონ) მიერ ჩოსერის ნაწარმოებთა
რედაქცია მნიშვნელოვან ცოდნას იძლევა ამ ავტორის შესახებ.
Mმაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რედაქტირების მთავარი
მიზანი ნაწარმოების ტექსტის დადგენაა, ამ პროცესის
დროს გარკვეული პრობლემები ჩნდება, რომელთა შორის განსაკუთრებით
აღსანიშნავია `ტექსტის კრიტიკა~, რამდენადაც ამ
უკანასკნელს დახვეწილი მეთოდები და ხანგრძლივი ისტორია
აქვს, განსაკუთრებით _ კლასიკურ და ბიბლიურ კვლევებში.7
ერთმანეთისაგან მკაცრად უნდა გავმიჯნოთ კლასიკური
ან შუა საუკუნეების ხელნაწერების რედაქტირებისას წამოჭრილი
პრობლემები და ნაბეჭდი მასალა. ხელნაწერი მასალები,
პირველ ყოვლისა, პალეოგრაფიის, ანუ იმ მეცნიერების
ცოდნას
მოითხოვს, რომელმაც მეტად ფრთხილი კრიტერიუმები დაადგინა
ხელნაწერთა დათარიღებასთან დაკავშირებით და აბრევიატურების
გაშიფრვას მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები
მიუძღვნა.8 ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ დადგენილიყო,
ზუსტად რომელ პერიოდში შეიქმნა ხელნაწერი და რომელ მონასტერში.
Aაქ შეიძლება წამოიჭრას მეტად რთული საკითხი იმასთან
დაკავშირებით, თუ კერძოდ რა მიმართებები არსებობს ამ
ხელნაწერებს შორის. კვლევის შედეგად უნდა მივიღოთ ხელნაწერთა
წარმომავლობის კლასიფიკაცია გრაფიკის სახით.9 ბოლო
ათწლეულებში დომ ჰენრი ქუენტინმა (Dომ Hენრი Qუენტინ) და უ.
უ. გრეგმა10 შეიმუშავეს დეტალური ტექნიკა, რომელსაც, მათი
აზრით, მეცნიერული სიზუსტე ახასიათებს, თუმცა, სხვა მეცნიერები,
მაგალითად ბედიე (Bედიერ) და შეპარდი (შჰეპარდ)11 ამტკიცებენ,
რომ კლასიფიკაციების შემუშავების აბსოლუტურად
ობიექტური მეთოდი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი
წიგნის ფარგლებში მსგავსი საკითხები ვერ გადაწყდება, უფრო
მეორე თვალსაზრისისაკენ ვიხრებით. მიგვაჩნია, რომ უმეტეს
შემთხვევებში უპრიანია, მოხდეს იმ ხელნაწერის რედაქტირება,
რომელიც ყველაზე მეტად უახლოვდება ავტორის ნაწარმოებს
და აღარ ვეცადოთ, რომ აღვადგინოთ ჰიპოთეზური `ორიგინალი~.
რედაქტირება, რასაკვირველია, შეჯერების შედეგებს
დაემყარება და თავად ხელნაწერის არჩევა ხელნაწერთა მთელი
ტრადიციის შესწავლის შედეგად მოხდება. Pიერს Pლოწმან-ის ჩვენამდე
მოღწეული სამოცი
ხელნაწერისა და `კენტერბერიული
მოთხრობების~ (ჩანტერბურყ თალეს)12 ოთხმოცდასამი ხელნაწერის
არსებობა გვაფიქრებინებს, რომ, სამწუხაროდ, ალბათ არ არსებობდა
ის ავტორიზებული ვარიანტი ან არქეტიპი, რომელიც თანამედროვე
ნაწარმოების საბოლოო რედაქციის ანალოგი შეიძლებოდა
ყოფილიყო.
ნაწარმოების ხელახლა გადახედვა, ანუ ნაწარმოების წარმომავლობის
ან წყაროს აღდგენა უნდა განვასხვავოთ ტექსტის
კრიტიკისა და შესწორებისაგან, რომელიც, რასაკვირველია,
ამ
კლასიფიკაციებს გაითვალისწინებს, მაგრამ, იმავდროულად,
მხედველობაში მიიღებს იმ თვალსაზრისებსა და კრიტერიუმებსაც,
რომლებიც ხელნაწერთა ტრადიციას არ უკავშირდება.13
ტექსტის შესწორება შესაძლოა `ავთენტურობის~
კრიტერიუმს
დაეყრდნოს, რაც იმას გულისხმობს, რომ რომელიმე ცალკეული
სიტყვა ან პასაჟი ყველაზე ძველი და საუკეთესო (ანუ ავტორიტეტული)
ხელნაწერიდან აღვადგინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში
აუცილებელი გახდება `სიზუსტის~ ისეთი საზომების გამოყენება,
როგორიცაა ლინგვისტური კრიტერიუმები, ისტორიული კრიტერიუმები
და, ბოლოს, აუცილებელი ფსიქოლოგიური კრიტერიუმები.
სხვა შემთხვევაში მეტად გაძნელდებოდა ისეთი `მექანიკური~
შეცდომების აღმოფხვრა, როგორებიცაა არასწორი წაკითხვა,
ასოციაციები და თავად გადამწერთა მიერ გაუცნობიერებლად
შეტანილი ცვლილებები. Bბოლოს და ბოლოს, ბევრი რამ უნდა მივანდოთ
კრიტიკოსის ვარაუდს, მის გემოვნებასა და ენობრივ ინტუიციას.
თანამედროვე რედაქტორები, ჩვენი აზრით, სულ უფრო
ერიდებიან ამგვარი სავარაუდო პროგნოზის გაკეთებას, მაგრამ
როცა საქმე დიპლომატიურ ტექსტს ეხება, იმისი თქმაც კი შეიძლება,
რომ რედაქტორი ახდენს თითოეული შემოკლების, გადამწერის
მიერ დაშვებული შეცდომისა და თავდაპირველი პუნქტუაციის
სრულ რეკონსტრუქციას. შესაძლოა, ზოგიერთი რედაქტორის
ან ენათმეცნიერისათვის ამას გარკვეული მნიშვნელობა
ჰქონდეს, მაგრამ ლიტერატურის მკვლევრისთვის ეს მხოლოდ და
მხოლოდ არაფრის მომტანი დაბრკოლებაა. ჩვენ ვითხოვთ არა
მოდერნიზებულ, არამედ ისეთ ტექსტებს, რომელთა წაკითხვა
შესაძლებელია. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ
უსარგებლო მარჩიელობა და ცვლილებები, აგრეთვე,
დაგვეხმარება
იმაში, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ტექსტის ის ელემენტები,
რომლებიც მხოლოდ გადამწერთა მიდრეკილებებისა
და
ჩვევების შედეგია.
ჩვეულებრივ, დაბეჭდილი მასალის რედაქტირებისას
ნაკლებ პრობლემებს ვაწყდებით, ვიდრე ხელნაწერთა რედაქტირებისას.
არსებობს ერთი განსხვავება, რომელსაც წინათ
ხშირად ვერ ამჩნევდნენ ხოლმე. კლასიკურ ხელნაწერთა შორის
თითქმის ყოველთვის გვხვდება სხვადასხვა დროსა და ადგილას
შექმნილი დოკუმენტები, რომელთა შექმნის შემდეგ საუკუნეებია
გასული. ამიტომ შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ ამ
ხელნაწერთა უმრავლესობა, რომელთაგან თითოეული, შესაძლოა,
რომელიმე უძველეს წყაროს ემყარება. თუმცა, წიგნების
შემთხვევაში, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი ან ორი გამოცემა
სარგებლობს ხოლმე რომელიმე დამოუკიდებელი ავტორიტეტით.
ჩვენი არჩევანი ძირითად გამოცემაზე უნდა შეჩერდეს, რომელიც
ან პირველი გამოცემა იქნება, ან ავტორის მეთვალყურეობით
შედგენილი ბოლო გამოცემა. ზოგჯერ, მაგალითად, უიტმენის
(ჭჰიტმან) `ბალახის ფოთლების~ შემთხვევაში (Lეავეს ოფ Gრასს),
რომელიც არაერთხელ იქნა გამოცემული და შესწორებული, ან
პოუპის ‘‘Dუნციად’’-ის კრიტიკული გამოცემისას, რომლის სულ
მცირე, ორი, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული
ვერსია არსებობს, შესაძლოა საჭირო გახდეს, ორივე მათგანის
ან ყველა ვერსიის დაბეჭდვა.14 მთლიანობაში, თანამედროვე
რედაქტორებს
ხშირად არ სურთ, გამოსცენ ეკლექტიკური ტექსტები,
თუმცა საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ, მაგალითად,
`ჰამლეტის~ თითქმის ყველა გამოცემა მეორე კვარტოსა და ფოლიოს
ნაზავს წარმოადგენს. დედოფალი ელისაბედის დროინდელი
პიესების შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ
ზოგჯერ არ არსებობდა ის საბოლოო ვერსია, რომლის აღდგენაც
უნდა მოხდეს. იგივე შეიძლება ითქვას ზეპირსიტყვიერ პოეზიაზე
(მაგ. ბალადებში), სადაც ერთი არქეტიპის ძიება უნაყოფო შრომაა.
ბალადების რედაქტორები მხოლოდ გვიანღა მიხვდნენ ამას.
პერსი (Pერცყ) და სკოტი (შცოტტ) თავისუფლად `ამახინჯებდნენ~
სხვადასხვა ვერსიებს (ზოგჯერ გადაწერდნენ კიდევაც), ხოლო
პირველი მეცნიერული გამომცემლები, როგორიც იყო, მაგალითად,
მაზერუელი (Mოტჰერწელლ), ერთ ვერსიას ირჩევდნენ, როგორც
სხვებზე უპირატესსა და ორიგინალურს. საბოლოოდ ჩაილდმა
(ჩჰილდ) გადაწყვიტა დაებეჭდა ყველა ვერსია.15
რაც შეეხება დედოფალი ელისაბედის დროინდელ პიესებს,
გარკვეულწილად უნიკალურ ტექსტობრივ პრობლემებს ვაწყდებით:
ხშირად, ეს პიესები უფრო მეტად არის შეცვლილი, ვიდრე
თანამედროვე წიგნების უმრავლესობა. ეს ხდებოდა ნაწილობრივ
იმის გამო, რომ პიესებს დიდი ყურადღების ღირსად არ მიიჩნევდნენ
და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის ხელნაწერები, რომელთა
მიხედვითაც ეს პიესები იბეჭდებოდა, ხშირად ავტორის ან ავტორების
`შავი პირის~ მეტისმეტად გადამუშავებულ ვარიანტს
ან ზოგჯერ საკარნახო ეგზემპლარს წარმოადგენდა, რომელშიც
შესული იყო ასევე თეატრების მიერ შეტანილი შენიშვნები და
შესწორებები. ამას გარდა, არსებობდა ცუდ `კვარტოთა~ განსაკუთრებული
ტიპიც, რომელიც, როგორც ჩანს, იბეჭდებოდა
ან
მეხსიერებაში აღდგენის გზით ან მსახიობთა როლების ფრაგმენტების
და, შესაძლოა, პრიმიტიული სტენოგრაფიული ვერსიის
მიხედვით. ბოლო ათწლეულებში დიდი ყურადღება ეთმობა
ამ პრობლემებს და პოლარდისა (Pოლლარდ) და გრეგის აღმოჩენების
შემდეგ, შექსპირის კვარტოების რეკლასიფიცირება მოხდა.16 ასეთი
წმინდა `საგამომცემლო~ცოდნის საფუძველზე, პოლარდმა
წარმოაჩინა, რომ შექსპირის პიესების ზოგიერთი კვარტო, თუმცა
რეალურად 1619 წელს დაიბეჭდა და სავარაუდოდ მოგვიანებით
ავტორის კრებულში უნდა შესულიყო, განზრახ იქნა
უფრო ადრეული
პერიოდით დათარიღებული.
დედოფალი ელისაბედის დროინდელი ხელწერის შესწავლას,
რომელიც ნაწილობრივ იმ ვარაუდზე იყო დაფუძნებული,
რომ პიესის `სერ თომას მორის~ (შირ თჰომას Mორე) გადარჩენილი
ხელნაწერის სამი გვერდი თავად შექსპირის ხელწერითაა შესრულებული,
17 მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა ტექსტის კრიტიკის
სფეროში, რისი მეოხებითაც შესაძლებელი გახდა ელისაბედის
დროინდელი ასოთამწყობის მიერ დაშვებული შესაძლო
შეცდომების დახარისხება, მაშინ, როდესაც სტამბათა საქმიანობის
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, თუ რა ტიპის შეცდომებია
მოსალოდნელი. მაგრამ ზოგიერთი რედაქტორი
ტექსტის შესწორების
დროს ჯერ კიდევ გარკვეული თავისუფლებით სარგებლობს,
რაც ცხადყოფს, რომ დღემდე არავის აღმოუჩენია ტექსტის
კრიტიკის `ობიექტური~ მეთოდი. რასაკვირველია, დოვერ
უილსონის (Dოვერ ჭილსონ) მიერ კემბრიჯის გამოცემაში შეტანილი
ბევრი შესწორება ისეთსავე უცნაურ და უსაფუძვლო ვარაუდს
წარმოადგენს, როგორც მეთვრამეტე საუკუნის რედაქტორების
მარჩიელობა. Mმიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ თეობალდის
(თჰეობალდ) ბრწყინვალე მიგნება (რომლის მიხედვით, ფალსტაფის
სიკვდილის მისის ქუიქლისეულ (Qუიცკლყ) აღწერაში A ''ა ტაბლე ოფ გრეენ
ფიელდს''-ს ჩაენაცვლა “ა ბაბბლედ ოფ გრეენ ფიელდს”) ემყარება ელისაბედის
დროინდელი ხელწერისა და მართლწერის შესწავლას: ‘‘ა ბაბბლედ’’
თავისუფლად შეიძლებოდა მოჩვენებოდათ ‘‘ა ტაბლე’’-ად.
დამაჯერებელმა არგუმენტებმა იმასთან დაკავშირებით,
რომ კვარტოები (რამდენიმე მდარე გამონაკლისის გარდა), სავარაუდოდ,
ან ავტორის ხელნაწერიდან იყო დაბეჭდილი, ან სუფლიორის
კომენტარებიდან, მეტი ავტორიტეტულობა შესძინა
ადრეულ გამოცემებს და რამდენადმე გაანელა ის პატივისცემა,
რომელსაც დოქტორი ჯონსონის პერიოდიდან მოყოლებული,
ფოლიოს (Fოლიო) მიაკუთვნებდნენ. ტექსტის ინგლისელი მკვლევ85
ფაქტების ორგანიზება და დასაბუთEება
რები, რომლებიც შეცდომით მიიჩნევენ საკუთარ თავს `ბიბლიოგრაფებად~
(MცKერროწ, Gრეგ, Pოლლარდ, Dოვერ ჭილსონ და სხვები),
ცდილობდნენ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაედასტურებინათ,
რომელი ხელნაწერი შეიძლებოდა მიჩნეულიყო ავტორიტეტულად
თითოეული კვარტოსათვის. მათ ის თეორიები გამოიყენეს,
რომლებიც ბიბლიოგრაფიული კვლევის შედეგად ნაწილობრივ
იქნა შემუშავებული იმისათვის, რათა ჰიპოთეზები გამოეთქვათ
შექსპირის პიესების წარმოშობასთან, გადადამუშავებასთან,
ცვლილებებთან და სხვა ავტორების მიერ შეტანილ წვლილთან
დაკავშირებით. მათ მხოლოდ ნაწილობრივ აინტერესებთ ტექსტის
კრიტიკა; დოუვერ უილსონის ნაწარმოები, შეიძლება ითქვას,
მართებულად მიეკუთვნება `მაღალ კრიტიკას~.
უილსონი დიდ იმედებს ამყარებს ამ მეთოდზე: `შეგვიძლია
ზოგჯერ `შევძვრეთ ასოთამწყობის კანში~ და მისი თვალით დავინახოთ,
რომ შექსპირის სახელოსნოს კარი ღიაა.~18 ეჭვს არ
იწვევს
ის, რომ “ბიბლიოგრაფებმა”, გარკვეულწილად, ნათელი
მოჰფინეს ელისაბედის დროინდელი პიესების კომპოზიციას. მათ
საჯაროდ განაცხადეს და, შესაძლოა, დაამტკიცეს კიდეც, რომ ხელახალი
შესწავლა და ცვლილებების წარმოშობა ჩვეული ამბავი
იყო. მაგრამ დოუვერ უილსონის უამრავ ჰიპოთეზას თითქოსდა
ფანტაზიასთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე რეალობასთან,
რადგან ამ ჰიპოთეზების დასამტკიცებლად არგუმენტები ან ძალზე
მცირეა, ან საერთოდ არ არსებობს. ამდენად, დოუვერ უილსონმა
მოახდინა `ქარიშხლის~ (თჰე თემპესტ) წარმოშობის რეკონსტრუქცია.
ის ამტკიცებს, რომ ექსპოზიციის ხანგრძლივი სცენა
მეტყველებს ადრეული ვერსიის არსებობაზე, რომელშიც ფაბულის
წინა ისტორია, “თჰე ჭინტერ’ს თალე”-ის მსგავსად, თავისუფალი
სტილით დაწერილი დრამის ფორმით არის გადმოცემული. მაგრამ
სტროფიკის მცირე შეუსაბამობებიც კი ვერ ამართლებს ეგზომ
არარეალისტურ და ფუჭ ფანტაზიას.19
დედოფალი ელისაბედის დროინდელი პიესების შემთხვევაში
ტექსტის კრიტიკა მეტად წარმატებული იყო, მაგრამ, იმავდროულად,
ბუნდოვანიც; მაგრამ ის ასევე აუცილებელია იმ
წიგნებისთვის, რომლებშიც ავტორობა უკეთაა დადასტურებული.
Pპასკალმა (Pასცალ) და გოეთემ, ჯეინ ოსტინმა (ჟანე Aუსტენ) და თავად
ტროლოპმაც (თროლლოპე) კი, დიდად ისარგებლეს თანამედროვე
რედაქტორების დეტალებისადმი ერთგულებით,20 მიუხედავად
იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ნაშრომები მხოლოდ და მხოლოდ
იმის ჩამონათვალს წარმოადგენს, თუ კერძოდ რა საქმიანობას
ეწევიან სტამბები და ასოთამწყობნი.
გამოცემის მომზადების დროს გასათვალისწინებელია მისი
დანიშნულება და შესაძლო მკითხველი. ტექსტის მკვლევართა აუდიტორიისთვის
რედაქტირების სხვა სტანდარტი იქნება საჭირო,
რადგან მკვლევრები, ძირითადად, დაინტერესებული არიან იმით,
რომ სხვადასხვა ვერსიების უმცირესი დეტალებიც კი შეადარონ.
რაც შეეხება მკითხველთა ფართო წრეებს, მათთვის კი საჭირო
იქნება განსხვავებული სტანდარტი იმის გათვალისწინებით, რომ
ზემოხსენებული საკითხებით ფართო მკითხველი ნაკლებადაა
დაინტერესებული.
რედაქტირებისას ვაწყდებით უფრო რთულ პრობლემებს,
ვიდრე სწორი ტექსტის დადგენაა.21თავს იჩენს ნაწარმოებთა
კრებულში
ტექსტში შეტანისა და ტექსტიდან ამოღების, განლაგების,
ანოტაციისა თუ სხვა საკითხები, რომლებიც შემთხვევიდან
შემთხვევამდე
შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
შესაძლოა,
მკვლევრისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემა იყოს
სრული გამოცემა, რომელიც მკაცრად
იცავს ქრონოლოგიურ პრინციპს,
მაგრამ
ამგვარი იდეალის მიღწევა
ან რთულია, ან საერთოდ
შეუძლებელი. ქრონოლოგიური
განლაგება შესაძლოა ან მხოლოდ
ვარაუდს ემყარებოდეს,
ან გააუქმოს ლექსების მხატვრული თვალსაზრისით
განლაგება ერთი კრებულის ფარგლებში. ლიტერატურის
მკითხველს არ მოეწონება დიდებულისა და ტრივიალურის
შეზავება, თუ ერთმანეთის გვერდით დავბეჭდავთ კიტსის ოდას
და თანამედროვე წერილში ჩართულ სახუმარო ლექსს. შესაძლოა,
ჩვენთვის მისაღები იყოს ბოდლერის `ბოროტების ყვავილების~
(Fლეურს დუ მალ) ან კონრად ფერდინანდ მეიერის (ჩონრად Fერდინანდ
Mეყერ) `ლექსების~ (Gედიცჰტე) მხატვრული განლაგება, მაგრამ სხვა
საკითხია, ღირს თუ არა შევინარჩუნოთ
უორდსუორთის (ჭორდსწორტჰ)
მსატვრული კლასიფიკაციები. Mმეორე მხრივ, თუკი დავარღვევთ
უორდსუორთის ლექსების ავტორისეულ განლაგებას
და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დავბეჭდავთ მათ, გაგვიჭირდება
იმისი განსაზღვრა, კერძოდ რომელი ვერსია უნდა დაგვებეჭდა.
შესაძლოა, უფრო სწორი იყოს არჩევანის შეჩერება პირველ
ვერსიაზე, რადგან გვიანი, შესწორებული ვერსია რომ ადრინდელი
თარიღით დაგვებეჭდა, უორდსუორთის მხატვრული განვითარების
დამახინჯებულ სურათს
მივიღებდით; მიუხედავად ამისა, ალბათ
მართებული არ იქნებოდა, რომ მთლიანად უარგვეყო პოეტის სურვილი
და ყურადღება
აღარ მიგვექცია გვიანდელი ვერსიებისთვის,
რომელიც ხშირ შემთხვევაში პირველის გაუმჯობესებულ ვარიანტს
წარმოადგენს. ამდენად, ერნესტ დე სელინკურმა (Eრნესტ დე
შელინცოურტ) გადაწყვიტა, უორდსუორთის სრული პოემების გამოცემაში
შეენარჩუნებინა ტრადიციული თანამიმდევრობა. არაერთი
სრული გამოცემა (მაგალითად, შელის ნაწარმოებების კრებული)
ყურადღებას არ აქცევს არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებას ხელოვნების
დასრულებულ ნაწარმოებსა და ამა თუ იმ ავტორის მიერ
შესრულებულ მცირე ფრაგმენტს შორის, რომელიც ხშირად მხოლოდ
ფრაგმენტადვე რჩება. ბევრი პოეტის ლიტერატურულ რეპუტაციას
შესაძლოა ჩრდილიც კი მიადგეს, თუ რომელიმე თანამედროვე
გამოცემაში წარმოდგენილი იქნება მათი ნაწარმოებების
სრული კრებული, სადაც დასრულებულ ნაწარმოებებთან ერთად
ყველაზე უმნიშვნელო, შემთხვევითი ლექსებიც კი შევა.
კომენტირების საკითხიც გამოცემის მიზანს უნდა დაექვემდებაროს:
22 შექსპირის ყველაზე სრულ გამოცემაში კომენტარი,
შესაძლოა, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ტექსტს
მოცულობის
თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუკი კომენტარში
შევა ყველა
იმ ადამიანის მოსაზრება, ვისაც კი ოდესმე დაუწერია რაიმე შექსპირის
შესახებ. Eეს მკვლევარს საგრძნობლად გაუიოლებს საქმეს,
რადგან მას აღარ მოუწევს მისთვის საჭირო ინფორმაციის ძებნა
უამრავ გამოქვეყნებულ მასალას შორის. ჩვეულებრივ მკითხველს
ბევრად ნაკლები დასჭირდება: მისთვის საკმარისია მხოლოდ ის ინფორმაცია,
რომელიც
მას ნაწარმოების აღქმაში დაეხმარება. რასაკვირველია,
მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის
საჭირო, შესაძლოა დიდად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან:
ზოგიერთი გამომცემელი მკითხველს ეუბნება, რომ დედოფალი
ელისაბედი პროტესტანტი იყო, უხსნის, თუ ვინ იყო დევიდ გარიკი
(Dავიდ Gარრიცკ) და ამით თავიდან იცილებს შესაძლო გაუგებრობებს.
რთულია, ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, ვრცელი უნდა იყოს თუ არა
კომენტარი, თუკი გამომცემელი ბოლომდე არ გაერკვევა, კერძოდ
რა ტიპის მკითხველისთვისაა გათვლილი გამოცემა და რა მიზანს
ემსახურება ის.
კომენტარი, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, რომელიც ტექსტის
განმარტებას წარმოადგენს (იქნება ეს ლინგვისტური,
ისტორიული თუ ა. შ. კომენტარი), უნდა გავმიჯნოთ ზოგადი კომენტარისაგან,
რომელმაც, შესაძლოა, უბრალოდ თავი მოუყაროს
მასალას ლიტერატურის ან ენის ისტორიისთვის (მაგ., მიუთითოს
წყაროები, პარალელები, სხვა მწერალთა მიბაძვის ფაქტები) და
ასევე იმ კომენტარისაგან, რომელიც, შესაძლოა, ესთეტიკური
ბუნებისა იყოს, შეიცავდეს მცირე ზომის სტატიებს გარკვეული
პასაჟების შესახებ და ამდენად, ასრულებდეს ანთოლოგიის
ფუნქციას.
შესაძლოა, ყოველთვის იოლი არ იყოს, ამ სფეროების ურთიერთგამიჯვნა,
თუმცა ტექსტის კრიტიკის, ლიტერატურის ისტორიის
(წყაროთშესწავლის სფეროში), ენობრივი
და ისტორიული
განმარტების და ესთეტიკური კომენტარის ნაზავი ბევრ გამოცემაში
საეჭვო ხასიათის ლიტერატურულ კვლევას
უფრო ჰგავს,
რომლის ძირითადი ღირსება მხოლოდ ისაა, რომ ერთ წიგნში თავმოყრილია
ყველანაირი ინფორმაცია.
წერილების რედაქტირებისას განსაკუთრებული პრობლემების
წინაშე ვდგებით. უნდა მოხდეს თუ არა მათი სრული სახით
რედაქტირება მაშინაც კი, თუ ეს წერილები მხოლოდ ბანალური
ხასიათის საქმიან მიმოწერას წარმოადგენს? ისეთი მწერლების
რეპუტაციას, როგორებიცაა სტივენსონი (შტევენსონ), მერედიტი
(Mერედიტჰ), არნოლდი და სვინბორნი (შწინბოურნე), მნიშვნელოვანი
არაფერი შემატებია მათი წერილების გამოქვეყნებით, რადგან
ამ წერილებს ლიტერატურული ღირებულება არასოდეს ჰქონდა.
Uსხვა საკითხია, უნდა დაიბეჭდოს თუ არა პასუხებიც, რომელთა
გარეშეც, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელია კორესპონდენცია.
ამგვარად, ამა თუ იმ ავტორის ნაწარმოებებში ბევრი
არაერთგვაროვანი მასალაა ჩართული. ეს პრაქტიკული საკითხებია,
რომელთა გადაჭრაც გონივრულ მიდგომას, გარკვეულ
თანამიმდევრულობას,
გულმოდგინებას და მთელ რიგ შემთხვევებში,
იღბალსაც საჭიროებს.
ტექსტის დადგენის გარდა, წინასწარი კვლევის დროს, დიდი
მნიშვნელობა აქვს ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიცაა
ქრონოლოგია, ავთენტურობა, ავტორობა და ნაწარმოების ხელახალი
შესწავლა. ხშირ შემთხვევაში ქრონოლოგიის დადგენა
ხდება წიგნის სატიტულო ფურცელზე თარიღის გამოქვეყნებით
ან პუბლიკაციის თანამედროვე დასაბუთებით. მაგრამ ეს წყაროები
(მაგალითად, დედოფალი ელისაბედის დროინდელი პიესები
და შუა საუკუნეების ხელნაწერები) ხშირად ხელმისაწვდომი
არ არის. შესაძლოა, ელისაბედის დროინდელი პიესა დაიბეჭდოს
მისი პირველი თეატრალური წარმოდგენიდან დიდი ხნის გავლის
შემდეგ; შუა საუკუნეების ხელნაწერი, ხშირად წარმოადგენს
ასლს, რომელიც ნაწარმოების შექმნიდან მნიშვნელოვანი
დროის გასვლის შემდეგ შეიქმნა. მაშასადამე, გარეგანი ფაქტები
ჩანაცვლებულ
უნდა იქნეს თავად ტექსტიდან აღებული ისეთი
ფაქტებით, როგორიცაა მინიშნება თანამედროვე მოვლენებზე და
სხვა ისეთი წყაროები, რომელთა დათარიღებაც შესაძლებელია.
Eეს შინაგანი ფაქტები, რომლებიც გარეშე მოვლენაზე მიუთითებს,
მხოლოდ იმ ამოსავალ თარიღზე მიანიშნებს, რომლის შემდგომაც
დაიწერა წიგნის ეს ნაწილი.
ავიღოთ, მაგალითად, შინაგანი `მტკიცებულება~, რომელიც
შეიძლება მეტრული სტატისტიკის შესწავლის შედეგად
გამოჩნდეს
საიმისოდ, რომ დადგინდეს შექსპირის პიესების
თანამიმდევრობა.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon Feb 07, 2011 9:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნაწილი მეორე - მოსამზადებელი სტადიები   Mon Feb 07, 2011 9:07 pm

რენე უელეკი, ოსტინ უორენი – "ლიტერატურის თეორია"

თავი მეექვსე
ფაქტების ორგანიზება და დასაბუთება
*
(გაგრძელება)

ამგვარი მტკიცებულებით მხოლოდ ფარდობითი
ქრონოლოგიის
დადგენა შეიძლება.23 თუმცა შეიძლება
დავუშვათ, რომ შექსპირის პიესებში რითმების რაოდენობა
მცირდება ‘‘Lოვე’ს Lაბოურ Lოსტ’’-იდან (სადაც მათი რაოდენობა
ყველაზე მეტია) ‘‘თჰე ჭინტერ’ს თალე’’-მდე (სადაც რითმები საერთოდ
არ არის), მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ თჰე ჭინტერ’ს
თალე მაინცადამაინც `ქარიშხლის~ (თჰე თემპესტ) (სადაც სულ
ორი რითმაა) შემდეგ დაიწერა. რადგანაც ისეთი კრიტერიუმები,
როგორებიცაა რითმების რაოდენობა, მდედრობითი
დაბოლოებები
და ა. შ. ყოველთვის ერთსა და იმავე
შედეგებს არ იძლევა,
ამიტომ რთულია დადგინდეს მყარი და ცალსახა მიმართება ქრონოლოგიასა
და მეტრულ ცხრილებს შორის.
სხვა ტიპის მტკიცებულებისაგან
განსხვავებით, ეს ცხრილები
სხვაგვარად შეიძლება
იყოს განმარტებული. მეთვრამეტე საუკუნის კრიტიკოსი ჯეიმს
ჰარდისი (ჟამეს Hურდის), 24 მაგალითად, მიიჩნევდა, რომ შექსპირმა
‘‘თჰე ჭინტერ’ს თალე’’-ის არასიმეტრიული ლექსიდან “ტჰე
ჩომედყ ოფ Eრრორს”-ის სიმეტრიულ ლექსზე გადაინაცვლა. მიუხედავად
ამისა, ყველა ამ ტიპის მტკიცებულების (გარეგანი, შიდაგარეგანი
და შიდა) ფრთხილი კომბინაციის შედეგად მივიღეთ
შექსპირის პიესების მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული ქრონოლოგია.
სტატისტიკური მეთოდები,
რომელთა საშუალებითაც
ძირითადად იკვლევენ იმას, თუ რამდენად ხშირად ჩნდება ტექსტში
ესა თუ ის სიტყვა, ლუის კემპბელმა (Lეწის ჩამპბელლ) და, განსაკუთრებით,
ვინსენტი ლუტოსლავსკიმ (ჭინცენტყ Lუტოსლაწსკი) (იგი
საკუთარ მეთოდს `სტილომეტრიას~ უწოდებს) გამოიყენეს პლატონის
დიალოგების მიახლოებითი ქრონოლოგიის დასადგენად.25
თუ დაუთარიღებელი ხელნაწერები უნდა განვიხილოთ,
შესაძლოა უფრო მეტ, მთელ რიგ შემთხვევებში გადაუჭრელ
ქრონოლოგიურ სირთულეებს წავაწყდეთ. შეიძლება ავტორის
ხელწერის განვითარების შესწავლა მოგვიხდეს. ზოგჯერ აუცილებელი
ხდება მარკებისა და წერილების შესწავლაც, აგრეთვე
- კალენდარზე დაკვირვება იმისათვის, რომ დადგინდეს ავტორის
მოძრაობის მარშრუტი, რაც ნაწარმოებთა ზუსტი დათარიღებისას
მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. ქრონოლოგიური საკითხები
ხშირად ძალზე მნიშვნელოვანია ლიტერატურის ისტორიკოსისათვის:
სანამ ეს საკითხები არ გადაიჭრება, ისტორიკოსი
ვერ
მოახერხებს, დაადგინოს შექსპირის ან ჩოსერის მხატვრული განვითარების
გზა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მალოუნი (Mალონე)
და ტირვიტი (თყრწჰიტტ) პიონერები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ დეტალებთან
დაკავშირებული დავა არ შეწყვეტილა.
ავთენტურობისა და ატრიბუციის საკითხები შესაძლოა
უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს და მათ გადასაჭრელად საჭირო
გახდეს რთული სტილისტური და ისტორიული კვლევების წარმოება.
26 ჩვენ ზუსტად გვაქვს დადგენილი ზოგიერთი ნაწარმოების
ავტორობის საკითხი თანამედროვე ლიტერატურაში. თუმცა,
არსებობს აგრეთვე დიდი რაოდენობით ფსევდონიმური და ანონიმური
ლიტერატურა, რომელთა ავტორების გამხელა ზოგჯერ
მაინც ხდება ხოლმე, მაშინაც კი, თუ ეს საიდუმლო სხვა არაფერია,
თუ არ მხოლოდ არაფრისმთქმელი სახელი.
ხშირად წარმოიჭრება ავტორის ნაწარმოებთა ავთენტურობის
საკითხი მეთვრამეტე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ დიდი
ნაწილი იმისა, რაც ჩოსერის ნაწარმოებების ბეჭდურ გამოცემებში
იყო ჩართული (როგორიცაა, მაგ., თჰე თესტამენტ ოფ ჩრესეიდ და თჰე
Fლოწერ ანდ ტჰე Lეაფ), შეუძლებელია, ნამდვილად ჩოსერის ნაწარმოებები
იყოს. დღესაც კი შექსპირის ნაწარმოებების ავთენ91
ფაქტების ორგანიზება და დასაბუთEება
ტურობის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. როგორც
ჩანს, ისარი მეორე უკიდურესობისაკენ გადაიხარა იმ დროიდან
მოყოლებული, როდესაც ავგუსტ ვილჰელმ შლეგელმა (Aუგუსტ
ჭილჰელმ შცჰლეგელ) თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ყველა
აპოკრიფი ნამდვილად შექსპირის ნაწარმოებს წარმოადგენს.27
ბოლო დროს ჯ. მ. რობერტსონი (ჟ. M. ღობერტსონ) თავგამოდებით
უჭერდა მხარს `შექსპირის დეზინტეგრაციას~, ანუ იმ თვალსაზრისს,
რომლის შედეგადაც შექსპირს ლამისაა ყველაზე პოპულარული
პიესების ავტორობაც კი ჩამოართვეს. ამ შეხედულების
მიხედვით, `იულიუს კეისარი~(ჟულიუს ჩაესარ) და `ვენეციელი ვაჭარიც~
კი (თჰე Mერცჰანტ ოფ Vენიცე) თითქოსდა მხოლოდ მარლოს, გრინის
(Gრეენე), პილის (Pეელე), კიდის (Kყდ) და ამ ეპოქის სხვა რამდენიმე
დრამატურგის ნაწარმოებთა პასაჟების შეკოწიწების შედეგად
შეიქმნა.28 რობერტსონის მეთოდი, ძირითადად,
არსებული
შეუსაბამობებისა და ლიტერატურული პარალელების აღმოჩენას
ცდილობს. ეს მეთოდი მეტად ბუნდოვანი
და სუბიექტურია. ის
მცდარ თვალსაზრისს ეფუძნება და მანკიერი წრეში კეტავს მკვლევარს:
თანამედროვე კვლევების მეოხებით, ჩვენ ვიცით, რომელია
შექსპირის ნაწარმოებები (ის, რაც ფოლიოში და იმ დროინდელი
საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჩანაწერებშია
მოხსენიებული); მაგრამ
რობერტსონი, თვითნებური ესთეტიკური
მსჯელობის საფუძველზე,
მხოლოდ მაღალფარდოვანი სტილით
დაწერილი ზოგიერთი პასაჟის ავტორობას მიაწერს შექსპირს და
ამტკიცებს,
რომ შექსპირი მხოლოდ ამ მაღალი სტანდარტით წერდა
და, ამდენად, მას არ შეიძლება მივაკუთვნოთ უფრო დაბალი
დონის ნაწარმოებები ან ისეთი პიესები, რომელიც ენათესავება
შექსპირის თანამედროვე დრამატურგთა ნაწარმოებებს. თუმცა,
საფუძველი არ გვაქვს, ვამტკიცოთ, თითქოს შექსპირს არ შეეძლო
დაეწერა სუსტი ან ნაკლებად ღრმა ნაწარმოები, ან საკუთარი
თანამედროვეებისათვის მიებაძა და სხვადასხვა სტილის აღრევა
მოეხდინა. მეორე მხრივ, სარწმუნო არაა ძველი თვალსაზრისიც,
თითქოს ფოლიოში ყოველი სიტყვა შექსპირს ეკუთვნის.
ამ საკითხებთან დაკავშირებით რთულია საბოლოო პასუხის
მიგნება, რადგან დედოფალი ელისაბედის დროინდელი დრამა
მნიშვნელოვანწილად კოლექტიური ხელოვნება იყო და მჭიდრო
თანამშრომლობა გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ.
ხშირად
მეტად რთული იყო სტილის მიხედვით ერთი ავტორის მეორისაგან
გარჩევა. შეიძლება თავად ავტორებსაც გაძნელებოდათ ნაწარმოებში
საკუთარი წვლილის ოდენობის ზუსტად
განსაზღვრა.29 თანაავტორობის
შესწავლა ლიტერატურის
მკვლევრისთვის ზოგჯერ
ძალზე ძნელია. ბომონტისა და ფლეტჩერის შემთხვევებშიც,
როდესაც ზუსტად ვიცით, რომ საქმე გვაქვს ნაწარმოებთან, რომელიც
ფლეტჩერმა ბომონტის სიკვდილის შემდეგ დაწერა, მათი
ინდივიდუალური წვლილის საკითხი ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობას
იწვევს. საქმე კიდევ უფრო გართულებულია თჰე ღევენგერ’ს
თრაგედყ-ის შემთხვევაში, რომელიც ხან ვებსტერს (ჭებსტერ) მიაწერდნენ,
ხან ტურნერს (თოურნეურ), ხან მიდლტონსა (Mიდდლეტონ) და
ხან მარსტონს (Mარსტონ). 30
მსგავსი სირთულეები წამოიჭრება მაშინ, როცა ვცდილობთ
დავამტკიცოთ ავტორობის საკითხი იქ, სადაც გარეშე მონაცემების
უქონლობის პირობებში განსაზღვრული ტრადიციული
მანერა და ერთფეროვანი სტილი განუზომლად ართულებს
ნაწარმოებთა ერთმანეთისაგან გამიჯნვის პროცესს. ამისი მაგალითები
უამრავია ტრუბადურებთან ან მეთვრამეტე საუკუნის
პამფლეტისტებთან (ძნელია დამტკიცდეს დეფოს ნაწარმოებთა
ავთენტურობის საკითხი)31, რომ აღარაფერი ვთქვათ პერიოდული
გამოცემების ანონიმ ავტორებზე, თუმცა, ხშირ შემთხვევაში,
შესაძლოა, ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებსაც
მივაღწიოთ.
გამომცემლობების ჩანაწერების ან პერიოდული
გამოცემების
დამუშავებული ასლების შესწავლამ შეიძლება გამოააშკარავოს
ახალი გარეშე ფაქტები; ამას გარდა, თუ საგულდაგულოდ შევისწავლით
იმას, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ამა
თუ იმ ავტორის სტატიები (ისეთი ავტორები, როგორიცაა, მაგალითად,
გოლდსმიტი, ხშირად ახდენენ საკუთარი
თავის ციტირებას),
შესაძლოა ფრიად ღირებული დასკვნები გავაკეთოთ.32 გ.
ადნი უილმა (G. Uდნყ Yულე), რომელიც სტატისტიკოსი გახლდათ,
მეტად რთული მათემატიკური მეთოდები
გამოიყენა ისეთი მწერლების
სიტყვათა მარაგის შესასწავლად,
როგორიცაა Yთომა კემპიელი
(თჰომას ა Kემპის). მას სურდა დაედგინა, რომ რამდენიმე
ხელნაწერი ერთი და იმავე ავტორის მიერ იყო შესრულებული.33
სტილისტური მეთოდების თანმიმდევრული გამოყენების შემთხვევაში
შესაძლებელია ისეთი ფაქტების მოძიება, რომლებიც,
მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებისა, გაზრდის იდენტიფიკაციის
ალბათობას.
ლიტერატურის ისტორიაში ავთენტურობის და გაყალბების
საკითხმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მნიშვნელოვნად
განაპირობა შემდგომი კვლევების წარმოება.A ამდენად, მაკფერსონის
(Mაცპჰერსონ) `ოსიანთან~ დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამ
ხელი შეუწყო შოტლანდიური ხალხური პოეზიის შესწავლას,
ჩეტერტონთან (ჩჰატტერტონ) დაკავშირებულმა აზრთა
სხვადასხვაობამ
გამოიწვია შუა საუკუნეების ინგლისის ისტორიისა
და ლიტერატურის უფრო სიღრმისეული შესწავლა, შექსპირის
პიესებისა და დოკუმენტების გაყალბებას კი მოჰყვა დისკუსიები
შექსპირზე და ელისაბედის დროინდელი თეატრის ისტორიაზე.34
ჩეტერტონის, თომას უარტონის (თჰომას ჭარტონ), თომას ტირვიტის
და Eედმუნდ მალოუნის ნაწარმოებთა განხილვამ
წინა პლანზე
წამოწია ისტორიული და ლიტერატურული არგუმენტები იმის
დასამტკიცებლად, რომ როულის (ღოწლეყ) ლექსები მხოლოდ და
მხოლოდ თანამედროვე თაღლითობაა. ორი თაობის შემდეგ უ. უ.
სკიტმა (ჭ. ჭ. შკეატ სისტემატურად შეისწავლა შუა პერიოდის ინგლისური
გრამატიკა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დარღვეული
იყო ელემენტარული გრამატიკული ტრადიციები, რაც
მისი აზრით, სწორედ გაყალბების
მანიშნებელი უნდა ყოფილიყო.
ედმუნდ მალოუნმა მკაცრად გააკრიტიკა ახალგაზრდა ირლანდიელი
ავტორების უხეირო მცდელობა, სხვათათვის მიებაძათ,
თუმცა, ისინიც კი, ჩეტერტონისა და ოსიანის მსგავსად, იმ პირთა
(მაგალითად, ცნობილი მეცნიერის, ჩალმერსის (ჩჰალმერს), მნიშვნელოვანი
მხარდაჭერით სარგებლობდნენ, რომლებსაც მყარი
რეპუტაცია ჰქონდათ შექსპირის კვლევის ისტორიაში.
როდესაც გაჩნდა გაყალბების საშიშროება, მკვლევრები
იძულებული გახდნენ, დაეზუსტებინათ ტრადიციული დათარიღებისა
და ამა თუ იმ ავტორისთვის მიკუთვნების არგუმენტები,
რამაც ნაყოფიერი პოლემიკა გამოიწვია: საგულისხმოა,
მაგალითად, ჰროსვიტას შემთხვევა: მეათე საუკუნის გერმანელი
მონაზვნის ნაწარმოებები, გადმოცემის თანახმად, მეთხუთმეტე
საუკუნის გერმანელმა ჰუმანისტმა, კონრად ცელტესმა (ჩონრად
ჩელტეს) გააყალბა, რუსულ `Слово о полку Игореве~-ს ტრადიციულად
მეთორმეტე საუკუნით ათარიღებდნენ, მაგრამ, როგორც
აღმოჩნდა,
ნაწარმოები მეთვრამეტე საუკუნის დამლევს იქნა
გაყალბებული.35 ჩეხეთში ორი (სავარაუდოდ შუა საუკუნეების
დროინდელი) ხელნაწერის _ “ძელენá ჰორა” და “Kრალოვე დვურ”_ გაყალბების
საკითხი მწვავე პოლიტიკური დებატების საკითხი იყო
1880-იან წლებამდე; და ტომაშ მასარიკმა (თჰომას Mასარყკ), რომელიც
მოგვიანებით ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა, ფართო
პოპულარობა ნაწილობრივ იმ დაპირისპირებებისა და დავის
დროს მოიპოვა, რომელიც ლინგვისტური საკითხებით დაიწყო
და
იმდენად გაფართოვდა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირა
მეცნიერული
სიზუსტე და რომანტიკული თვითმოტყუება.36
ზოგჯერ ავთენტურობისა და ავტორობის საკითხში ჩართულია
`მტკიცებულების~ რთული პრობლემები, რომლებიც ისეთ
განსხვავებულ სფეროებს შეიძლება მოიცავდეს, როგორებიცაა
პალეოგრაფია, ბიბლიოგრაფია, ლინგვისტიკა და ისტორია. ზოგიერთ
ბოლოდროინდელ აღმოჩენებს შორის აღსანიშნავია ბიბლიოფილ
ტ. ჯ. უაიზის (თ. ჟ. ჭისე) საქმე მეცხრამეტე საუკუნის
86 პამფლეტის გაყალბებასთან დაკავშირებით: კარტერისა და
პოლარდის37 მიერ ჩატარებული დეტექტიური კვლევები ისეთ
ასპექტებს შეეხო, როგორიცაა წყლის ნიშნები, მელნის ხარისხი,
ცალკეული ასოების მოხაზულობა შრიფტებში და ა.შ. (თუმცა,
ეს საკითხები მხოლოდ მცირედ არის დაკავშირებული პირდაპირ
ლიტერატურასთან).
არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მაშინაც კი, როდესაც ავტორის
ნაწარმოების თარიღის შეცვლა ხდება, კრიტიკული განხილვა
თავის აქტუალურობას არ კარგავს. ჩეტერტონის ლექსებს
არც
არაფერი აკლდება და არც ემატება იმით, რომ ისინი მეთვრამეტე
საუკუნეში დაიწერა. ამ გარემოებას ხშირად არ ითვალისწინებენ
აღშფოთებული ლიტერატურათმცოდნეები,
რომლებიც
უარყოფითად განეწყობიან ხოლმე ნაწარმოების
მიმართ, თუკი
დამტკიცდება, რომ მისი წარმოშობაც უფრო
გვიანდელ პერიოდს
უკავშირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მორიზის (Mორიზე), რუდლერის (ღუდლერ)
და სანდერსის (შანდერს)38 მეთოდური სახელმძღვანელოები პრაქტიკულად
მხოლოდ ამ თავში განხილულ საკითხებს ეხება.
ამას
გარდა, ეს ის მეთოდებია, რომელთაც ასწავლიან ამერიკის
შეერთე95
ფაქტების ორგანიზება და დასაბუთEება
ბული შტატების კოლეჯებში. მიუხედავად მათი მნიშვნელობისა,
უნდა ვაღიაროთ, რომ კვლევის ეს ტიპები მხოლოდ
ანალიზის, ინტერპრეტაციისა
და ლიტერატურის მიზეზობრივი ახსნის საწყის
ეტაპს წარმოადგენს. იმას, თუ რამდენად გამართლებული
იქნება
ამგვარი კვლევები, შედეგები გვიჩვენებს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ნაწილი მეორე - მოსამზადებელი სტადიები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: "ლიტერატურის თეორია" – სტუმრად რენე უელეკთან და ოსტინ უორენთან-
Jump to: