არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ელა გოჩიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sun Jan 20, 2013 10:00 am

ელა გოჩიაშვილი

***
"გადამარჩინე!" _ მითხარი მაშინ

და ჩაგიღრმავდა თვალებში მწუხრი.

მე დავიჯერე _ მართლა გიჭირდა,

მართლა გტკიოდა და მართლა წუხდი.



დავმთავრდი შენი დარდების ფერხთით,

მოგეძღვენი და შემოგეხიდე;

შენ კი ცხოვრობდი...

და არც გახსოვდა,

რომ შენს საშველად ჯვარზე ვეკიდე



მთლიანი, როგორც თავად სამყარო,

განუყოფელი წყევლა და ლოცვა;

ვერ დავნაწილდი, ისე მიყვარდი,

ვერ დავიშალე სულად და ხორცად.



მსურდი დიდხანს და უშეღავათოდ,

ციდან მიწამდე... სულით, სხეულით...

და ვმაღლდებოდი შენი სიღრმისკენ,

ნათელ წყვდიადში გამოხვეული.



ვტოვებ მომავალს, უშენოდ ჩავლილს,

და ვხვდები წარსულს, ტკბილს და საშინელს...

რა გჭირდა ჩემი გადასარჩენი,

მაგრამ მე მაინც გადაგარჩინე.


1995. 13 დეკემბერი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Jun 24, 2013 11:03 am

ელა გოჩიაშვილი

გვიან ავწონე

ბაღში კი არა, ძეძვის ნაწოლზე
დავღალე, თურმე, დარდის ჩიტები...
მე ღორის დინგიც გვიან ავწონე
და საკუთარი მარგალიტებიც.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu Jul 11, 2013 10:00 am

ელა გოჩიაშვილი

სტრასბურგის მთვარე


ომარ თურმანაულს


დედა ქალი
თავის დროზე გაიშრობს ძუძუს;
დედა სამშობლო –
მარადიული მეძუძურია.
ამან კი – ჩვენმა,
ბოლო წვეთებიც გაიბრუნა,
გაიკრა მკერდი სისხლიანი,
ჩამოგვფერთხა მერე კალთიდან,
წამოკრიფა, ვინც ხელში მოხვდა,
და შიშისაგან დაგორგლილი
ჩემი და_ძმები
კნუტებივით ესროლა წყვდიადს.
ვის აგდებ, ვისა!! –
უნიათოდ გამოგესარჩლეთ,
თან
მრავალძარღვა მოვსრისეთ ხელში.
... ჩვენ ერთი მთვარე
აღარა გვაქვს, თურმანაულო.
მაშ, რად არ მოგაქვს
ნარის ყვავილი,
რად არ მიტოვებ კარში ნიშნად,
რომ მოგენატრე
და მოხვედი
და აკაკუნე
და მოგქონდა ნარის ყვავილი
და შინ არ ვიყავ...
ჩვენ ერთი მთვარე აღარა გვაქვს.
მაშ, რად არ ვდგავართ
იმის ქვეშ ერთად,
რად არ ძალუძს, წამოგვეპაროს,
მტკვარში ჩამბალი შუქის თათით
გვიბიძგოს ნაზად,
და ვორონცოვის ხიდზე მიმავლებს
წყვილი ჩრდილი წაგვაყრევინოს...
ჩემი ჩრდილის მეგობარი ჩრდილი
რა იქნა?
... სტრასბურგის მთვარევ,
რა მაგისი მთვარე შენა ხარ! –
შენს ქვეშე მავალს
ერთი ლექსიც ვერ დააცდენინე.
სტრასბურგის მთვარევ,
შენ მაგ კაცის მთვარე არა ხარ!
ფშავის სოფლიდან თბილისისაკენ,
თბილისიდან ფშავის სოფლისკენ,
ნარის ეკალზე იკაწრავს კანჭებს
მაგისი მთვარე. –
რა ხანია, რაც აღარ უნახავს.

ბმული --
* https://www.facebook.com/notes/ელა-გოჩიაშვილი/სტრასბურგის-მთვარე/205851349461997

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sun Oct 20, 2013 3:37 pm

ელა გოჩიაშვილი

გაჩერებაზე


... თქვა, რომ ნანობდა;
ნანობდა, რომ ბევრი იფიქრა.
რომ გვიან მიხვდა:
ერთადერთი,
რაც ცხოვრებას არ ჭირდება, _
ანალიზია.
რაც თქვა, ეს იყო.
დანარჩენი აღარ უთქვამს,
მაგრამ ისმოდა.
გაჩერებაზე,
შორიახლო მომლოდინე მგზავრებისათვის
არაფერიც არ ხდებოდა.
მხოლოდ მე ვგრძნობდი,
მე ვხედავდი:
ქალი, რომელიც მშვიდად იდგა,
როგორ გრგვინავდა და ბობოქრობდა,
რა დაუნდობლად წიხლავდა და
კორტნიდა და
წყევლიდა და
აფურთხებდა საკუთარ იღბალს.
მესმოდა, როგორ გაჰკიოდა
ქალი, რომელიც ჩუმად იდგა.
გაჰკიოდა, რომ გვიანია...
რომ ალაგდა უკვე ცხოვრება, _
სუფრასავით,
სანამ ფიქრობდა,
და იმისი სუფთა თეფშიც
თან გაიყოლა...
გაჰკიოდა,
რომ უკვე ქალი აღარ არის:
მზე _ სამკაულად მოსახმარი,
ღუმელად ექცა;
რომ უკვე ქალი აღარ არის, _
ლილიფარას ყვავილია,
ლილიფარას ყვავილივით
სულ მზისაკენ უჭირავს ძვლები...
გაჰკიოდა, რომ მის სახლში,
ამ ხნისაა და,
არასოდეს დაღამებულა,
რადგან არასდროს არ ღამდება
მარტოქალის საძინებელში,
არ ღამდება, _ ბნელდება მხოლოდ...
გაჰკიოდა,
რომ იმისი თეთრეულის
მდუღარე თოვლზე
ალუბალი არ გასრესილა...
რომ არც საწოლი დავიწროვდა...
რომ ვერასოდეს იყო სუსტი...
რომ სარკესთან, შემოსასვლელში,
საკიდის ძირას, _
დაქარგული ჩუსტების გვერდით
არასოდეს უცხოვრიათ
დიდ, მძიმე ფოსტლებს...
რომ მისი ძილის კუნჭულებში
გამუდმებით დაძვრებოდა შიშის თაგვი
და ძილს უხრავდა...
გაჰკიოდა,
რომ ფუი ბევრ ფიქრს!
დათვლილ ნაბიჯებს!
ასჯერ გაზომვას!
არც ერთხელ გაჭრას!..
გაჰკიოდა. მე _ ვუსმენდი.
მე რას ვიტყოდი! _ ჩუმად იდგა.
ერთადერთი,
რაც ცხოვრებას არ ჭირდება,
ანალიზია. _
რაც თქვა, ეს იყო.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sun Nov 17, 2013 11:37 am

ელა გოჩიაშვილი

უარი ეთქვას!


გალაკტიონ ტაბიძის განცხადება

საქართველოს განათლების კომისარს:
რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა... გამიხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.

პატივისცემით, გალაკტიონ ტაბიძე
1924 წ. 24 მარტი

განკარგულება: ,,უარი ეთქვას!”




მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ,,ეთქვას უარი!”

შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.

თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ,,პოეტო, ანტრე!’’
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე!

კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული, _
თუ არ დაყრუვდა შენ წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, რაა მამული.

უარი ეთქვას გ. ტაბიძეს! როგორც წესია:
მოკვდავს _ სასახლე, უკვდავს _ ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, _
შენი პური და შესამოსელი!

იარე ახლა ფეხშიშველამ... ,,გზა არის ცხელი...”
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, _ ,,ეთქვას უარი,”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი.

...თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, _ რაა მამული...


2007 წ. 11 მარტი

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Fri Jan 31, 2014 12:19 pm





ელა გოჩიაშვილი


***

დაბადებამდე დამიდეს ზღვარი,
დაბადებიდან ვაწვალებ სათქმელს,
და ბრმა ლეკვივით ვეფათურები
სულის ფსკერსა და სხეულის სარქველს.

უნდა გავცილდე და გავაღწიო,
უნდა ვიპოვო რაღაც მესამე,
თორემ ვის უნდა სული და ხორცი,
ზამთრის მთვარესთან მონათესავე.

მე მაინც მომაქვს, რაც გამაჩნია,
მანდ მორჩეს ჩემი მიმქრალი სოლო;
სხვამ იქნებ კიდევ მონახოს რამე,
მე კი
სული და ხორცი მაქვს მხოლოდ.

თუ მიშველიან,
გაფითრებული თქვენი ლექსები,
დაღლილნი ასე,
და თქვენი სახე, ისიც დაღლილი,
რაღაცნაირი თვალებით სავსე.

მასწავლეთ,
როგორ ვიქცე ზვარაკად,
შესაწირავი რაა მესამე...
თორემ ვის უნდა სული და ხორცი,
დაფლეთილ ნისლთან მონათესავე.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sat Apr 12, 2014 6:39 pm

ელა გოჩიაშვილი


ჯდა მტირალი


რაის უცხო... ჩემო სისხლო,
შენზე ყველაფერი ვიცი;
შენ არც ავთანდილის ძმა ხარ,
არც ფრიდონის ძმადნაფიცი.

აღარც ხერხი, აღარც ღონე,
არა სვე და არა ბედი;
თან ზიხარ და ცრემლს აგორებ,
თითქოს მთელი არაბეთი

შენს საშველად დასცემოდეს
ციხესა და ციხის ლიბოს, _
რომ დაამხოს საქაჯეთი,
გადასხლას და გადასხიპოს.

თითქოს ვეფხის ტყავი გეცვას,
თითქოს ნეკით ჭიდაობდე,
თითქოს გესხას მარგალიტი
შავი ცხენის ჯიდაოზე...

შენ ტირილი არ გიხდება,
ნაცემო და ყოვლის მთმენო;
ვეფხვებს უნდა ერეოდე,
ტირილი რომ დაიმშვენო.

არ გიხდება შენ ტირილი,
განა ავთანდილის ძმა ხარ!
ვინ გადადებს ქორწილს შენთვის...
ვინ შეიშლის სადილ-სამხარს...

მოფრიალებს დილეგიდან
სახსოვარი თავმანდილი...
შენი თავის მოყმეც შენ ხარ,
ფრიდონიც და ავთანდილიც.

მკლავნი გაიმამაცურე, _
გეხვეოდეს ირგვლივ ჯარი;
შენვე უნდა გამოძერწო
შენი ნესტან-დარეჯანი!

მზე ბერწია უნესტანოდ,
და სამზეო ჩირად ღირსა;
. . . . . . . . . . . . . . . .
ჯდა მტირალი... ჯდა მტირალი...
ჯდა მტირალი წყლისა პირსა...


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Fri Jul 11, 2014 8:04 am

ელა გოჩიაშვილი

ბრის!
(ციკლიდან „კახურები“)

ჯიშიანი ძაღლების ცხვირწინ,
საკუთარი კუდების წრეში,
სხედან და, - ყეფეენ...
ბრის!!
უძაღლო ქვეყანაში მაინც იყეფეთ,
თქვე პატრონიანებო!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Fri Jul 11, 2014 10:44 am



ელა გოჩიაშვილი

წვიმების გამო

ხომ სასჯელია ყოფნა უშენოდ,
ხომ ყველა ცუდი სიზმარი ახდა,
მაგრამ ხსოვნის და წარსულის გამო,
ამ მშვენიერი წუხილის გამოც,
არ შემიძლია სიკვდილი ახლა.

რა უფლება მაქვს, სასჯელს გავექცე...
ციდან მწუხარედ ჩამორხეული,
გდია ნისლებში და იხარჯება
წვიმის გრილი და ლურჯი სხეული.

მარადის გარეთ დატოვებული,
ჭერის და სარკმლის მიღმა წრიალებს;
თავისი სევდით და სიმარტოვით
რას გვეუბნება ადამიანებს,

რას შემოგვტირის და ვერ გვაგონებს,
ღრუბლის მკერდიდან ჩამორღვეული,
ძველისძველი და საყოველთაო,
მაინც უცხო და მაინც ეული.

არ შემიძლია ახლა სიკვდილი
და შერიგებას ტკივილთან ვლამობ;
არ შემიძლია ახლა სიკვდილი,
თუნდაც ამ წყნარი წვიმების გამო.

ხომ სასჯელია ყოფნა უშენოდ,
ხომ ყველა ცუდი სიზმარი ახდა,
მაგრამ ხსოვნის და წარსულის გამო,
ამ მშვენიერი წუხილის გამოც,
არ შემიძლია სიკვდილი ახლა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sun Nov 09, 2014 10:46 am


ელა გოჩიაშვილი

არარსებული ძახველისადმი

გზა მიდიოდა ფრთხილად და აღმა,
ჩარგლისკარამდე ვათრიე შიში,
ჩარგლისკარამდე ვათრიე დაღლა
და ჩარგლისკართან შევდექი მშვიდი,
მაგრამ სიმშვიდემ დამკარგა... დამღა
გულზე და გულის თანამზრახველი
არ მავიწყებდა, რატომ ვარ ახლა
ამ მთებში... მთების გადამლახველი
ვისთვის ვჩქარობდი, ვის სიახლოვეს
უნდა ვეფერო ისევ შორიდან;
რომ აქ ძახველის გამო მოვედი,
რომ აქ ძახველის გამო მოვდივარ.
აქ ერთიანად მიყვარს ყოველი,
მოვედი, მთებო! უცხო როდი ვარ,
მაგრამ ძახველის გამო მოვედი,
მე აქ ძახველის გამო მოვდივარ.
შაშვებიანი თოვლის ნაღველი,
ტანზე შემხმარი ცით და ქარითა,
ზამთრისთვის სისხლის შემომნახველი
იქნებ დავლანდო ჩარგლისკარიდან
ჩემი ძახველი...
იქნებ ვიხილო...
(ყველა მოლოდინს ღმერთი ფარავდეს)...
და ოქროს შიბით გასხლული გული
ცახცახით ამაქვს ჩარგლისკარამდე.

. . .
გაღმა სოფელში ერთი ძახველი მიყვარდა,
მიყვარდა, თუმცა თვალით არ ვიყავ მნახველი...
არ არსებულა გაღმა სოფელი თურმე,
არ არსებულა გაღმასოფლელი ძახველი,
არ არსებულა, მე რომ ძახველი მიყვარდა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ელა გოჩიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: