არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ელა გოჩიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ელა გოჩიაშვილი   Mon Feb 07, 2011 12:42 pm


Ela Gochiashvili, 2011

ელა გოჩიაშვილი

ელა გოჩიაშვილი ლიბ.ჯი-ზე - http://lib.ge/authors.php?158

ელა გოჩიაშვილი

შაბიამანი

ყორანკლდემდე რა აიყვანდა...
თავიც მოეკლა და
იმსიშორეზეც ევლო?!
სოფელში კიდე,
საიდან გინდა, გადმოვარდე, —
ნეტა რომელი მეთექვსმეტე სართულიდან...
თოფი, თოკი და შაბიამანი, —
კახელ თვითმკვლელთა არჩევანი.
...უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას.
ერთ ლექსში რომ ნანიას ვამბობ,
ის ნანია დააქვრივა
ვანო პაპამ, — მეზობელმა.
„ვანომ რო თავი მაიწამლა შაბიამანით“, —
სულ ეს არის,
რაც მასზე მახსოვს;
სხვა დანარჩენი, — წარმოსახვაა
და ხსოვნაში მერევა ხოლმე.
...უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას...
დედაკაცი რომ თვალმოშორებით დაიგულა,
გამოიტანა მარნიდან მალვით (ალბათ)
და მიბრეცილ-მობრეცილი ჯამის ასწვრივ
გახსნა მუჭა (ალბათ),
მიაშვავა შაბიამანი — ცის ფხვნილივით.
მუხლზე აიგდო გრილი კოკურა (ალბათ),
დაჰკრა ჯამს წყალი (ალბათ),
ამოურია,
ამოურია წიფლის ნაფოტით,
ფხაკაფხუკით (ალბათ),
გახსნა ცის ფხვნილი, —
ამოიხედა თხევადმა ზეცამ
გლეხის ჯამიდან
ცისფერთვალა გოლიათის
ცალი თვალივით (ალბათ)...
...უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას.
მთელი ცხოვრება
ვენახს წამლობდა შაბიამანით,
ადგა და, ერთხელ,
თავსაც უწამლა (ალბათ).
უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას;
დახსენ,
დახსენ მწარე ხეტიალს
და მანდაური ვენახის ბოლოს
ჩარგე ბალახბულახივით,
ან თიკანივით მიაბი სადმე,
მანდაური
საჩრდილობელი ატმის ძირში,
დაღლილი სული ვანო პაპასი, —
ულამაზესი საწამლავით
თავმოკლულისა.


წყარო - http://lib.ge/body_text.php?705


ამ ლექსს კითხულობს ავტორი – http://gf.ghn.ge/view.php?post=170



წიგნის დასახელება - შაბიამანი
ავტორი – ელა გოჩიაშვილი
ISBN 99940-45-22-9
გამომცემლობა – "დიოგენე"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 162
წელი – 2005
ფასი – 5.20


study



Last edited by Admin on Mon Mar 12, 2012 10:07 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Feb 07, 2011 12:43 pm


ელა გოჩიაშვილი

აჰა, სარკე!

აჰა, ხმალი! აჰა, სიტყვა,
ლოცვანი და საჭრეთელი!
მაგრამ, ყოვლის უწინარეს,
აჰა, სარკე საჭვრეტელი!

ბეჩავო და თავმოჭრილო,
ყველას წიხლით გასათელო,
საქართველო, შე მშიშარა!
შე მძინარა საქართველო!

დალპი მხარ-თეძოზე გდებით.
წყლულებიდან ჩირქი გდისა;
გახსოვს მაინც?! - როდის გქონდა
მუხლი მგლის და შავარდნისა...

გახსოვს მაინც. - ხის აბჯარში
რკინის გული გიფეთქავდა...
გახსოვს. - ხმალი - ჯავარდენი...
გახსოვს. - ლურჯა ლაგამს ხრავდა...

მტრის მახვილზე გადალეწილს
ზიარებაც არ უნდაო...
უწურთნელო! ეს შენა ხარ?!
ყველა გიჟის საგუნდაო.

იმ ქორებულ თვალებს ვნატრობ,
იმ შორეულ ცეცხლზე ვთბები;
შენი სიყვარულის პატრონს
რა სინდისით მეღუპები!

შე სამშობლოს მინამგვანო,
აღარც მხნევ და აღარც მრთელო;
გასკდა გული! რა გაძინებს!
გაიღვიძე, საქართველო!

გაიღვიძე, - ასწი ბეჭი!
აჰა, გული, აჰა, სარკე!
...და ტაატით გაჰყევ ბილიკს
საკუთარი თავისაკენ.


ჟურნალი "ცისკარი" #10


Last edited by Admin on Fri Mar 18, 2011 12:10 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Feb 07, 2011 12:45 pm

ელა გოჩიაშვილი

შორიდან

კარიც რომ გადამოწმებულია,
გაზქურაც და ონკანებიც;
ჩემებთანაც რომ დავრეკე და
კარგად არიან;
ფარდაც რომ ჩამოფარებულია და
ჭუჭრუტანებიც ჩამოუქმებულია და
ცალმთვარა ღამე იმ ცალ მთვარეს
ნაჯახივით ვეღარ დაასობს
და შუაზე ვერ გადამიპობს
ერთ ოთახ წყვდიადს;
ბალღივით ტიკტიკა კედლის საათიც რომ
მოშლილა და დაბრძენებულა
და მდუმარებს ოქროს დუმილით
და წიკწიკის საკეპელაში ვეღარ აქუცმაცებს
და ქვიშასავით წკაპაწკუპით ვეღარ გააქვს
ერთი ოთახი დრო და სიჩუმე
(ქუჩის ძაღლებიც
ხანდახან თუ ატყდებიან,
ყოველთვის ხომ არ ღავღავებენ);
ბალიშიც რომ
ჩემს მკლავსა და ლოყას შორის
ჩემს გემოზეა, -
რაღა მიშლის!
უფასოდ და გაურჯელად,
საითაც მინდა, გავემგზავრები.
თბილად მოჩითულ ლოგინში ჩამტკბარს,
არც შუაგზაში გამიავდრდება,
არც ყინული ჩამიტყდება,
არც მგლების ალყა შემომხაზავს,
არც გველგესლა დამაბეჭდავს
წითელ ორწერტილს
ქაღალდის ტერფზე...
ცუდი ფიქრი განა კარგია! -
თუ მაინც სადმე ფლატე ჩამექცა,
განა დავუცდი,
ფსკერი ფილტვებს როდის ამივსებს,
მერე როდის ამკრავს ბურთივით,
რომელ ნაპირზე
რომელი ხე
ჩამავლებს ფესვებს;
როგორც კი ფლატე ჩამექცევა,
ჩითების ციხე-სიმაგრეში
გვერდს შევიბრუნებ.
ცუდი ფიქრი განა კარგია!
თანაც, თქვენსავით,
მეც ბავშვობის წარმოსახვებში მოვილიე
ჩემს კუბოსთან მოქვითინე ჩემიანების
თვალთვალი და ყურისგდება
გულაჩუყებით.
რაღა დროს ცუდი ფიქრებია! -
ვბერდები, ძვირფასებო, ვბერდები!
ტკბილი, - ოცნებაც მოსწრებაზეა.
მერე რა, რომ
ჩემი საათი არ მუშაობს;
არ მუშაობს, თორემ,
კი არ გაჩერებულა!
ვის გინახავთ გაჩერებული საათი!
წიხლით რომ მისდგე,
ცეცხლით რომ მისდგე,
მზე რომ მთვარეს შეახეთქო
და შუაში ეს მოაყოლო,
ვერ გააჩერებ.
ეს ერთადერთი ნივთია, რასაც:
ვერც გააფუჭებ,
ვერც გააჩუქებ,
ვერც დაკარგავ.
საათი რომ მოიშორო,
თავი უნდა მოიკლა,
და მართლა ამას ხომ არ იზამ და,
ის კიდე არ ჩერდება და, -
რა დროს ცუდი ფიქრებია!
ოცნებას ვიწყებ!
ახლავე უნდა წავიდე და
სულ მშვიდობით უნდა ვიარო;
რომ მენატრება, იქ მივიდე,
იქ ვიყო და იმათთან ვიყო;
ლხენით ვიყო,
შვებით ვიყო,
კარგად ვიყო;
და წავედი! -
ოცნება უნდა გავაჭენო;
გადავასწრო მერე, წინ დავხვდე,
წინ უნდა დავხვდე მე ჩემს ოცნებას,
ბეჭებზე დავცე,
ფრთით მაჯაზე გადავიგრიხო,
სულ თიმთიმა ხორცი შევაბა,
სულ ტკბილ-ტკბილად ჩავუნასკვო
ბოლოკეთილები,
"ლხინი აქა ფქვილი აქა"
გუმბათივით დავადგა და მოვაოქროვო;
საითაც გული ნდომით შემიხტეს,
დავძახოდე: ახდი! ასრულდი!
"ქარიყლაპიას ბრძანებით და ჩემი სურვილით"...
აქ მთავრდება
ამ ლექსის ერთი მონაკვეთი,
ოქროს გუმბათის სიახლოვეს;
ზემორე პათოსს
პაუზა უნდა გადავასხა ახლა წყალივით
და მორწყული ცეცხლის შიშინი გავურიო
ქვემორე სათქმელს, რომ:
...ჩემი თავის მიზეზი მე ვარ.
ჩემი ფიქრის მიზეზიც მე ვარ.
ვინც ეკრძალება სიხარულებს,
ვინც უხერხულობს ბედნიერებას,
როგორც ღატაკი უხერხულობს
ძვირფას სამოსს, უცაბედად გამოწყობილი,
ვინც ოცნებას შორიდან იწყებს,
ის ოცნებას თავს ვერასდროს გადაუწნავს.
ვინც რას ცხოვრობს, იმას ოცნებობს.
ყველა ფიქრი
მოფიქრალის თარგზე იჭრება;
ფიქრი ყველას მხარდამხარ მისდევს, -
ვერც გაასწრებ, ვერც ჩამორჩები.
ჩიტივით არის ფიქრი, ორივე
უხილავი ძაფით აბია.
ჩიტივით არის, იმ ჩიტივით,
დამწყვდეული
შიგნიდან რომ ელეწება გალიის კედლებს,
გამოუშვებ და, - გარედან ანგრევს.
ვინც რას ცხოვრობს, იმასვე ფიქრობს.
ვერცერთ ფიქრში ვერ დავადგი
გუმბათი ამბავს,
ვერცერთ ფიქრში ვერ მივედი
ფიქრის ბოლომდე.
ისე დიდხანს ვაგროვებ ნივთებს,
ვალაგებ ჩანთას,
მერე სანამ ბილეთს შევიძენ;
ყველა წვრილმანს ვაფერადებ,
გემოს ვატან,
მიმოვედები...…
და ისე დიდხანს ეს ყველაფერი, -
შუა გზაზე
მე უკვე მძინავს.
ფიქრში პური რომ მოვინატრო,
მინდვრებიდან ვუახლოვდები:
სანამ მოვხნავ,
სანამ დავთესავ,
სანამ ჯეჯილს ავაბიბინებ,
სანამ ყვავილებს ჩავაყოლებ ყანისპირებზე...…
მერე სანამ გამოცხვება
ფიქრის პური ფიქრის თონეში, -
მე უკვე მძინავს...
რად ეკრძალება ასრულებებს,
ვინც ოცნებას შორიდან იწყებს!
რაღაცა ახსოვს,
უეჭველად რაღაცა ახსოვს:
ან ნაძვისხის სათამაშო,
ბამბიან ყუთს მიბარებული,
აგვისტოში რომ მოინატრა, -
გლუვი, კრიალა,
სხივთა უკან დამბრუნებელი, -
შიგნიდან რომ ამოამტვრია სიცარიელემ
და გაფარჩხული, ორკაპა ყუნწი შეატოვა
პატარა ხელებს;
ან ბუდიდან ამოწელილი ლოფლოფა ბარტყი
(გასაზრდელად, განა სამტროდ!) -
შეუბრალებლად რომ მოუკვდა
პატარა ხელებს;
ან ყაყაჩო, -
მოწყვეტა რომ იუკადრისა
და მყის დაყარა ატლასები,
გზადაგზა და ფურცელ-ფურცელ ჩამოშალა,
განძარცვული მიჰყვა შინამდე
პატარა ხელებს...
აი, ასე:
არავინაც არ შეარგო თავისი თავი,
ყველამ ანანა...
სამაგიეროდ,
ფიქრის გურმანად მოაქციეს,
ოცნებების პირისგემო გააგებინეს.
ვინც ოცნებას შორიდან იწყებს,
იმის გზაზე
ყველა ნაბიჯი მსხმოიარობს, -
სივრცე მწიფეა იმის გზაზე;
დროც მწიფეა, -
მშობიარობს ყოველი წამი.
ვინც ოცნებას შორიდან იწყებს,
გზაში უფრო ბედნიერია;
შიმშილს იზოგებს, -
სურნელ-სურნელ, ნამცეც-ნამცეც
კრეფს სიხარულებს,
ვრცელი შიმშილი ურჩევნია
შემოღობილ მოყირჭებას...
არავინაც არ შეარგო თავისი თავი;
სამაგიეროდ, შეუძლია,
დაუნანებლად აუქნიოს ხელი, დაცინვით,
ამასოფლის ზიმზიმა ნადიმს,
სადაც ცხოვრებას
სისხლისფერი რქებით ფატრავენ
და სისხლისფერი კბილებიდან
გლეჯენ ერთმანეთს
სახელ-სახრავზე წასეულები,
და გაძღომამდე
თვალები ვერ აუხელიათ;
სადაც შიმშილი
თავაღებული ასპიტივით მანამ სისინებს,
სანამ გვირგვინად
ბოლო ლუკმასაც არ ჩაიმხობენ...
მიხვდა, - მყიფეა ყოველივე,
რაც ოცნების იერს დაიკრავს.
მალალია ბედნიერება, შეუხებელი, -
მხოლოდ სიზმარში თუ გადაგიფრენს,
ფრთას გაგკრავს,
წავა,
წაკაშკაშდება,
თვალებზე ჩრდილს გადაგატარებს...
და მაინც, ბევრი შეუძლია ადამიანს:
მოურგებელი სინამდვილისგან თავის დახსნას,
ბოლოს და ბოლოს,
ორი თვალის დახუჭვაც ყოფნის, -
ჩამოაფარებ ქუთუთოებს,
საშლელივით ჩამოუსვამ,
როგორც სველი ჩვრით ჩამოგეწმინდოს,
და მიადგები შენი ფუნჯით,
შენთვის,
თავიდან...
ვინც ოცნებას შორიდან იწყებს,
შეუძლია, შუა გზაზე დაეძინოს.
მიმხვდარია:
ცხოვრება განა საძღომია! კევივით არის, -
არომატისთვის ატრიალებ,
ღეჭვის ჟინის მოსაკლავად;
ისიც წყალობად მიითვალე,
თუ ოდესმე
ვინმემ თავი განატრებინა,
თუ ხვალ და ზეგ
თავს მოგანატრებს.
რა დროს ცუდი ფიქრებია, ძვირფასებო,
ტკბილი, - ოცნებაც მოსწრებაზეა.
რა დროს ასრულებებია! -
მე ოცნებას შორიდან ვიწყებ.
...თვალსაწიერზე
შეურყვნელი შუქი დამჯდარა;
მთავარია,
გუმბათს სუნთქვა არ მიაბჯინო.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
http://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post_6966.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Feb 07, 2011 12:50 pm

''ცრემლი სამყაროს თვალზე'' /ელა გოჩიაშვილი/
ის წელს ორმოცდაათისა ხდება./თარიღი ზუსტად არ ვიცი/
ელა გოჩიაშვილი ჩემი თაობის გამორჩეული სახელია. სულით ხორცამდე პოეტი!
ინტერნეტით ვერ სარგებლობს.
ახალგაზრდა ავტორებს არცთუ იშვიათად მივუთითებ ხოლმე, რომ ყურადღება მიაქციონ ლექსში რიტმულ-ინტონაციურ დინებას. ელას ნაწარმოებები, ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა. დასკვნითი წინადადება ლექსისა, ინტონაციურად პირველი სტრიქონიდანვე მზადდება.
დაუკვირდით, ყოფითი ლექსიკის როგორი სისადავით, ზომიერად შერეული კახური დიალექტით, წრფელი სასაუბრო მეტყველებისა და საგაზეთო-მოხსენებითი სტილისთვის დამახასიათებელი კლიშეების როგორი კომბინაციებით გამოხატავს სათქმელს. როგორ ქმნის ''არაფრისგან'' მეტაფორებს, როგორ უცნაურ ფორმაში გადაჰყავს ზმნები ისე, როგორც ამ სახეში: ''დროდადრო სული ერწყობოდა შვების ლექსებად''.
როგორ ანგრევს თუნდაც სიტყვა ''სულთან'' დაკავშირებული პოეზიზმის კლიშეებს.
/უნდა ვაღიარო,რომ პირადად მე, ამ ლექსის ავტორი რომ ვყოფილიყავი, არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებდი ასეთ ტრივიალურ სათაურს. მთლიანად გადარეცხილ მეტაფორას/.

ნინო დარბაისელი


Idea

ელა გოჩიაშვილი

ცრემლი სამყაროს თვალზე

ბორენა ჯაჭვლიანს

ის მეტისმეტად ქალი იყო
და შეეხეტა სიყვარულში.
აბა,ვინ იტყვის,
რომ ეს დიდი შეცდომა იყო,ან გზის აბნევა.
ის,უბრალოდ,ცაში ჩავარდა
და მიწაზე ჩამობობღება აღარ შეეძლო.
ქალი იყო და თავის ჯვარს შეუდგა მხრები,
ქალი იყო
და თავისი ქვეყანა ნახა.
ჰგავდა წვიმას,
მართალია ,საკუთარი თავით დაღლილს
და ფანჯარაზე თავმიდებულს,
მაგრამ მაინც ხომ წვიმას ჰგავდა,
და ქოლგები გაშალეს ირგვლივ...
ტიროდა მთვარისათვის.
არც საყვედური,არც სხვა - წუწუნი,
დროდადრო სული ერწყობოდა შვების ლექსებად.
მერე თვლემდა,
ძალას იკრებდა,
სანამ ტკივილი ისევ დაკბენდა,წამოაგდებდა
და ქვასავით მძიმე კალამს მისცემდა ხელში.
ვამბობდი ხოლმე:
ტკივილებს შორის დაამებავ,ტკბილო,ნეტარო,
მაგ ქალს ცოტა ხნით გაუხანგრძლივდი,
რომ არ მობეზრდეთ მშვენიერ თვალებს
ასე დიდხანს,
ასე ნამდვილად,
ასე ხშირად და ბუნებრივად
ტირილი მთვარის მიმართულებით,
და არასოდეს გამოილიოს სამყაროს ღაწვზე
ცრემლი - ჰიმნი სიყვარულისა...
არა,არა,
რა შეცდომა,
რა გზის აბნევა,
ის ქალი იყო და,უბრალოდ, სიყვარულში შეეხეტა.
იქ კი,როგორც მოგეხსენებათ,
სინათლეები არ არსებობს,
ხელისცეცებით უნდა იარო,
ბედნიერება კი არ არის,სიყვარულია -
- საწუხარი და სამგლოვიარო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . .
ხანგრძლივი,მძიმე სიყვარულის შემდეგ გარდაიცვალა...


cyclops
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Feb 07, 2011 1:00 pm

ელა გოჩიაშვილი

ფერიცვალება. ვაჩნაძიანი

მოადგებიან
სასაფლაოს ჟანგიან ჭიშკარს
მოწიაქე თქვენი სულები,
გამოსცქერიან აქეთ სოფელს, _
ფერიცვალების კვეთით აჭრილს.
რაც არ უნდა წინა დღეებში ჩამოვიდეთ,
რაც არ უნდა ადრე,
სიგრილით შემოვუყვეთ
სოფლის თავისკენ,
სასაფლაოს შუაგამყოფი გზიდან მარცხნივ
რაც არ უნდა აჩქარებით
შევრიოთ ფეხი ჩალაბულას,
ვიღაც მაინც მოგვასწრებს ხოლმე
შენს საფლავზე, მამაჩემო...
ვიღაც _ სოფელი.
შორიდანვე შემოგვცინებს, შემოგვჭახჭახებს
ბარაქიანად ამოჭრილი
საზამთროს ტუჩი,
მერე ტყუპი პანტაც დაჩნდება,
გაჭყლეტილი კარამელიც,
და შეუმშრალი ნაკვალევი შესანდობარის, _
ცრემლებივით წაგრძელებული,
თითქოს გოლიათს უტირიაო.
...კიდევაც რომ არ მოხერხდეს
ჩვენი ჩამოსვლა,
მჯერა, _ შენს საფლავს,
აგვისტოს მზით გადასერილს,
სხვას თუ ვერაფერს,
ადრეულა ყურძნის
ერთ თვალშესულ კუფხალს მაინც
გამოაბამს გულზე სოფელი,
ჩამოგღიღინებს:
_ ფერიცვალებაა, ბიჭოო...

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sat Feb 19, 2011 2:41 pm

ელა გოჩიაშვილი

N-ს

შენ რომ იბრალებ, იმაში
არ გაგიცვლიან ჩირს;
გასწი ეგ ბოღმა, შენს გაზრდას,
მე საკმარისად მჭირს.

„არა გჭირსაა?!“ — დამჭყივი,
ჩახმახს მოსინჯავ ნელიად;
მეტი რა უნდა მჭირდეს,
გული ისეთი ძნელია...

ეს ფუფუნება მაინც მაქვს,
ამსოფლიური, მწირს:
შენ რომ დგახარ და მიმიზნებ...
მე რომ ვდგავარ და მჭირს...

„არა გჭირსაა?!“ — ექოებს
გადააქვთ კიდით კიდე;
მიყვარს, შე მართლა რჯულძაღლო!
მეტი რა უნდა მჭირდეს!

„არა გჭირსაა?!“ — ხორცს იჭამ,
მურით ითხუპნი პირს;
ეგღა მაკლია, გადავრჩე!
საბედნიეროდ, მჭირს!..


სულაც არ ბნელა!


ბნელა, ძალიან ბნელა,
და არის ცხადზე ცხადი -
იჭრება დაფნის ტყეები
და უსაბუთოდ გადის.

ბნელა, პარნასზე ბნელა,
დგას ლაწა-ლუწი ტოტების...
კონტრაბანდული დაფნით
თქვენ სადღა მოებღოტებით!

აქ უბნელობა არ გადის,
არც - ჯიქურ მოფრენები;
ვაკეში ვაკელები ხართ,
პარნასზე - სოფლელები.

არ გაჭენდება ჯაგლაგი,
ხმა ჩაიწმინდეთ ჯერეთ;
მაგ კინტაური ლექსებით
პარნასს ვერ აამტვერებთ!

ვაკეში არის ”პარნასი” –
წიგნების მაღაზია;
პარნასზე - ვაკე არ არის,
პარნასი - მაღალზეა!

აქ ბევრი გაასილაქეს -
უბანში ნაფერები;
აქ სხვანაირი ჰავაა,
სხვაგვარი გაფრენები.

აქ სხვა წამალზე სხედან,
აქ სხვა კაიფი მოსულა;
აქ სხედან, სეფელექსებზე
ვინც ღმერთმა დააორსულა.

ჩვენი ამაყი დუმილით
როდემდე გახეიროთ;
ვაკეში - კაი ბიჭი ხარ,
პარნასზე - ვაკეირო...

იცით და - ვითომ არ იცით
თქვენ ჩვენი სახელები;
იცით და - ცდილობთ არცოდნას
ცოფით და გახელებით:
ვაკეში სოფლელები ვართ,
პარნასზე - ვაკელები!

2004 წ. 5 მარტი


Last edited by Admin on Thu Jun 30, 2011 7:41 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sat Feb 19, 2011 2:43 pm

ელა გოჩიაშვილი

მარია

წავიდეთო, — მყუდროზე დათქვეს, —
ბუმბულს არჩევდნენ
დანერწყვილი, ხმელი თითებით.
ამოშალეს სკივრები და ამოაშავეს
სულ შავი, თალხი,
საგარეო ტანისამოსი.
სოფლის გზაზე მიკუნკულებენ.
სხვაგან სად წავლენ, — სამძიმარზე.
ვიღაციანთ ვიღაც მომკვდარა,
იმათი კბილა.
მივლენ ესენი, მიაძახებენ
„გოგოს“ ან „ბიჭოს“,
„შე ამქვეყნად გაუხარელოს“,
ერთ-ორ სიტყვას დააბარებენ
თავიანთ მკვდრებთან.
ჰოდა, მიდიან...
ერთნაირები...
ერთნაირი ფილაქნები გადმოიარეს.
ერთნაირი მარნის კარი გამოგულეს,
ჩაუარეს უბრალო ვარდებს (ასე ეძახდნენ);
ერთნაირი უბრალო ვარდი ედგა ყველას
და ზამბახები,
მარტო ბებრის ეზოებს რომ შემორჩენოდა.
ერთნაირი წარსულიდან მოდიან და
მიკუნკულებენ ერთნაირები:
გაჭირვება, ომი, ქვრივობა,
გარჯა და გარჯა.
ყმაწვილქალობა —
შეწირული შვილებს და ნამუსს
(და სოფლის ნებას, — ესეცა ვთქვათ).
მართლა კარგი ბებოები,
კარგი ქალები,
მართლა გმირები
(და გმირობამისჯილებიც, სოფლის ნებითვე, —
ესეცა ვთქვათ).
მიკუნკულებენ ერთნაირები —
ბებრული რუბაშკებით,
წვრილი თეთრით დაწინწკლული თავსაფრებით,
პადიუბკიანი, ნაოჭდაყრილი ქვედაბოლოებით,
ტისონკიანი ბაშმაკებით...
მარია...
ეზოდან დავიწყოთ მარიაც.
ფილაქანს — არა,
სულ სხვანაირ წინკარს გამოსცდა,
ჟასმინებით ჩამობურულს.
უცხო ვარდები მოჰყვებოდნენ,
მოაცილებდნენ;
მერე ღობეზე გადმოკიდეს
სურნელოვანი, ეკლიანი მკლავები და
გამოაყოლეს ვარდის თვალები.
და ჟასმინივით ყვაოდა მარია.
გაბედულად მოკუნკულეებს შეერია,
ბევრ იმათგანზე ხნიერიც, ალბათ.
ჩამოვერცხლილი ჩორნაბურკა,
ფრანცუსკები,
ქუდზე — ბუმბული.
ისინი ხომ მიკუნკულებენ,
ეს — მიფარფატებს.
მარია...
და რაღაცით ცოდო იყო.
ჩიტის ფეხები აცაბაცა მიჰყავთ
წვრილ ქუსლებს, მაღალ ქუსლებს.
კენჭებზე საყრდენს ვერ მონახავს,
გადაქანდება,
გადასძალავს
მოქნეული კუდი მელისა.
„რა ძალა ადგა, ქა...
მადლიც არი ამ ტალახში...
რაღა დროს ამის ეგეთებია!
როგორ არ იშლის!
სხვანაირად არ მიიღებენ?“ —
ამბობენ,
ნათქვამს მუჭს აფარებენ.
უბოროტოდ კი ამბობენ, თანაგრძნობით.
შეეჩვივნენ,
სულ ასეთი ახსოვთ მარია.
წარსულს — არა, არ უვიწყებენ
(ვის უვიწყებს სოფელი წარსულს;
მით უფრო, როცა არც იციან)!
რაღაცისთვის მოუკრავთ ყური,
იქნება გულში არც კი სჯერათ,
მაგრამ უნდათ და იჯერებენ;
თითქოს მარიას იდუმალ წარსულს
ცხრა ბეჭედი ესვას რწმუნების
და თვალწინ ედოთ.
„თავისმა ქმარმა
თურმე საიდან გამაიყვანა ეგა,
იცით?“ —
მეზობლის სტუმრის გაკვირვებასღა
თუ ეცდებიან,
თორემ ამისი გამკვირვებელი
სოფელში ჭუკი აღარ დადის.
არც იცოდნენ სიმართლე და
არც სჭირდებოდათ.
„თურმეზე“ იდგნენ.
დაეჭვებაც არ უნდოდათ,
იქნებ ასეც არ ყოფილაო.
იქნებ მართლებიც,
იქნებ კიდევ —
ცილისწამების ცოდვაში ფეხჩადგმულები —
გულუბრყვილო, ერთნაირი ბებოები,
ერთნაირობით რომ ზომავდნენ ერთიმეორეს.
სხვანაირი მარია რომ
მათნაირი არ იყო,
რატომ?!
...და ჟასმინივით ყვაოდა მარია.
ცოდო მარია...
როგორც ყველა სხვანაირი —
ბევრ ერთნაირში გამორეული;
როგორც ყველა სხვანაირი —
საკუთარ თავზე
არასდიდებით უარის მთქმელი...
თავპატია ოჯახი იყო.
ერთი-ორი მეზობელი მიიჩვიეს,
უქონელები —
პურის საცხობად,
შეშის საპობად,
ცოტა საძნელო საქმეებისთვის.
ქათამიც ჰყავდა,
„ჯუქი-ჯუქისაც“ იძახდა და
ლეღვსაც ჩირავდა —
იმათსავით.
ცოტაობდნენ — ცოტაში გვგავსო...
საოცნებო სარწეველა სავარძელი ჰქონდა,
შავი ხის.
შეგვიყვანდა მეზობლის ბავშვებს —
არ იჩხუბოთ, რიგრიგობით ჩასხედითო.
წყვილი ხავერდის ჩიტი იჯდა
მაღალ სარკეზე.
მოწიწებით თითს შევახებდით —
არ გვიშლიდა.
„მარიიი!
ჟასმინი მამიტეხე პატარა, ქალო,
მკვდარზე მივდივარ“.
რაღა იყო,
ჟასმინს ვეღარ დარგავდნენ თვითონ?!
განა მარიას მოგონილი იყო ჟასმინი,
იმათ ეზოშიც იხარებდა.
...მაგრამ ჟასმინი
მარიასთან ყვაოდა მხოლოდ
და ძვირფასი ვარდებით სავსე
ციცქნა ეზოში მოფარფატე
მჭკნარი მოხუცი,
პირთეთრი და თავშენახული —
ჟასმინივით ყვაოდა მარია.
სიბერისგან დალეულიც,
მუდამ,
ყოველთვის,
სიკვდილამდე,
სხვანაირობის იდუმალებით გაშუქებული,
ჟასმინივით ყვაოდა მარია...
...სახლიღა დარჩა პარტახ ეზოში.
ქალაქიდან ჩამოსული შვილიშვილი,
შვილიშვილების უკვე პატრონი.
ზაფხულში თუ გააღებს კარებს
ერთი-ორი დღით.
.....................................
ჩვენუბნელი, მაშინდელი ბავშვებიდან
ვინ სადა ვართ,
ვინ საით არი...
ზაფხულობით ვნახულობთ ხოლმე ერთიმეორეს;
მშობლების სახლებს,
ბავშვობის სახლებს,
ჩვენს ნამდვილ სახლებს
ორი კვირით რომ მოველანდებით...
ერთი, ამ ზაფხულს,
თავს რომ მოვიყრით
და ჩვენუბნელ ბავშვებად რომ
ვიქცევით ისევ,
მარიაზე უნდა ვიკითხო,
გახსოვთ-მეთქი? —
ის ჟასმინი,
სარწეველა სავარძელი,
ხავერდის ჩიტები...
ის სხვანაირი მარია
გახსოვთ-მეთქი?

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Wed Feb 23, 2011 2:56 pm

ამ ავტორის ლექსები პირველად 4წლის წინ წავიკითხე და ერთი განსაკუთრებით დამრჩა გულში,"მარტის ჩვიდმეტი" თუ გაქვთ ვინმეს,დადეთ რაა
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sun Jun 19, 2011 9:51 am



წიგნის დასახელება - "მათქმევინე, დე!"
ავტორი - ელა გოჩიაშვილი
რედაქტორები - თამარ ბარბაქაძე, გიორგი ლობჟანიძე
ISBN 54641234
გამომცემლობა - "ლეგა"
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 87
წელი - 2010
ფასი 4.20


ელა გოჩიაშვილი

მათქმევინე, დე!..

ქართველ პოეტებს


სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
მე წინდაწინ მებრალები იმ დღისათვის,
როცა მოგვიკითხავ.

პოეტი ვარ... შენი სიოც გადამძალავს,
შენი ცერად შემოხედვაც დამჭრის;
ვმალავ ლექსებს საქაღალდის ფსკერზე, რადგან,
ფსევდონიმში დასამალი რა მჭირს!

სანამ ჩემი სიყვარულის გეშინია,
დგას „ჭკვიანი“ და აღლუმი მიჰყავს,
სანამ თვითონ არ მიმხვდარხარ, საქართველოვ,
მოსავლელი ვინ გყავს.

რა გვჭირს შვილებს ფსევდონიმში გასაქცევი...
ვკეცავ ლექსებს და უჯრაში ვდებ.
ჩემი შიში შენი დიდი სირცხვილია,
მათქმევინე, დე!

სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
იმ დღისათვის მებრალები, საქართველოვ,
როცა მოგვიკითხავ...

2004 წ. 4 აგვისტო
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Sat Apr 14, 2012 3:34 pm

ელა გოჩიაშვილი

ცხოვრებაგამტარი

ღუმელიდან გადმოვარდნილ
წითელ ნაკვერჩხალს
თითებით რომ დაეწვდებოდა, _
სწრაფად, გულგრილად,
ვითომც არაფერი! _
და უკანვე მიუგდებდა
დედამუგუზალს;
არ გეწვის, ბები? _ ავცქეროდი...
გავიდა დრო და მოვიდა დრო:
მეც ვისწავლე
ცეცხლთან
უსაფრთხო ურთიერთობა.
აღარც მე, ბები!
აღარც მე მეწვის ასე იოლად;
დაჭკვიანდნენ ჩემი ხელები,
დაეშმაკდნენ,
გულუბრყვილოდ აღარ იტკენენ;
აღარც გაქცევა ესწავლებათ,
აღარც დამალვა;
თან ხომ,
კიდევაც დამიჩლუნგდნენ,
დაუხეშდნენ ტკივილებისთვის...
ის კი, შიგნით, _
რის თარგმნასაც
სხეულით ვცდილობთ,
ის რად დარჩა
მარად უგარსო,
გამუდმებით ახლადგაფცქვნილი;
სულ დაფუფქული რატომ დააქვს
უხილავი, ჩვილი თითები,
რად ვერ ისწავლა
ცეცხლთან
უსაფრთხო ურთიერთობა...


***
წყალნი რომ წავლენ
და წამოვლენ
და ქვიშანი რომ დარჩებიან,
განძი სად მიდის, განძეული!
განძი ფსკერზე დაიმარხება.
ან მოხდება და
ან არ მოხდება, _
ოკეანე ამოყირავდეს:
ამოყაროს,
ამოანათოს...
ან მოხდება და
ან არ მოხდება, _
გამოვიდეს ვინმე _ ნათელი:
შეტოპოს,
ჩადგეს,
და ფსკერამდე უწვდინოს ხელი...


***
ვარდკაჭაჭა რაღაა და რომელიაო! _
იცი, რამდენს ვაძებნინე
შენი თვალები
ბოტანიკის ატლასებში
და ლოკოკინას ნიჟარებზე ამხედრებულ
მინდვრისპირებში,
ვარდკაჭაჭა დედაჩემო...


***
ნეტა, ზამთარში არ მოვკვდებოდე,
შვილებოო, _
რა გაათბობს მაღლა სახლსო,
პანაშვიდებზე
ხო დაგეყინათ ფეხებიო,
რაღა ვქნა,
რო დამიცივდეთო...


კრეპჟორჟეტივით

აი, მიწა! _
მამაჩემის
ცალუღელა საფლავის გვერდით:
მყეფარი მიწა!
ავი მიწა!
მშიერი მიწა!
აი, მიწა, რომელიც მე,
ადრე თუ გვიან,
ჭიპლარზე უნდა გამომებას
და სიკვდილამდე მეტარებინოს...
აი, მიწა, _ საკაბე მიწა,
გაუჭრელი,
დედაჩემის კარადაში გადანახული
კრეპჟორჟეტივით.



მაყუჩიანი სიყვარული

...როცა სიბრმავემ აღარ გაჭრა,
ყველას ერთბაშად აღმოაჩნდა
აბსოლუტური მხედველობა;
ძაღლსა და კატას გამოაბეს
გაქუცულ კუდზე
და ღობე-ღობე ათრევინებენ...
აბა, ვის გიყვართ
ამადეო მოდილიანი! _
ჩამოგლიჯეთ კალენდრებიდან!
ჩამოფხიკეთ პოსტერებიდან!
ჩამორეცხეთ სამორინეს
და სასტუმროს ფასადებიდან!
გაზეთებიდან გააქრეთ და
ჟურნალებიდან
და უძირო საიტებიდან...
შეინახეთ,
გადამალეთ,
გააძვირეთ მოდილიანი!
...როცა სიბრმავემ აღარ გაჭრა,
საყოველთაო სიყვარული დაუმიზნეს, _
მაყუჩიანი,
მკვლელი,
ვერაგი,
როგორც ჯიბიდან ნასროლი ტყვია.



ცხოვრებაგაუმტარი

ნიკა მწარიაშვილს

მლაშე წყალშიც რომ მოხარშო,
ზედმეტ მარილს
თევზი
მაინც არ მიიღებსო, _
გამიგია, თორემ, რა ვიცი,
არ მიცდია გადამოწმება.
ღირდა კი, ვითომ,
ჭეშმარიტების დასადგენად
თუნდაც ერთი
ჭეშმარიტი თევზის გაწირვა!
მჯეროდეს, როგორც გამიგია;
ეს უფრო კარგი ამბავია, _
სასარგებლო,
უფრო ჭკუისსასწავლებელი.
თევზმა _ თევზისთვალებიანმა,
ამ _ პირშიწყალჩაგუბებულმა,
ახლა კიდევ _
მარილწყალში მოთუხთუხემ,
სიბრძნით
როგორ უნდა მაჯობოს!
ესეც რომ თავს არ დაიმლაშებს!
... ნუ შეეცდები,
გაეპარო ცხოვრებას ჩუმად,
ფეხაკრეფით;
არ გაგატარებს, _ ნაბულზეა;
ძაღლზე უფრო გულძაღლია
ეს დალოცვილი.
ჩაიცვი რამე _ გაუმტარი,
და მოუშვი;
მოუშვი და
დაბამბული მკლავი მიეცი, _
სულ დაბამბულ მკლავზე დაღალე..
არ ჩაუარო!
შეეგებე,
შესცინე,
ოღონდ,
ჩაიცვი რამე _ ცხოვრებაგაუმტარი.

"ლიტერატურული გაზეთი", # 72, 13 - 26 აპრილი, 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu Apr 26, 2012 3:06 am

N-ს

შენ რომ იბრალებ, იმაში
არ გაგიცვლიან ჩირს;
გასწი ეგ ბოღმა, შენს გაზრდას,
მე საკმარისად მჭირს.

„არა გჭირსაა?!“ — დამჭყივი,
ჩახმახს მოსინჯავ ნელიად;
მეტი რა უნდა მჭირდეს,
გული ისეთი ძნელია...

ეს ფუფუნება მაინც მაქვს,
ამსოფლიური, მწირს:
შენ რომ დგახარ და მიმიზნებ...
მე რომ ვდგავარ და მჭირს...

„არა გჭირსაა?!“ — ექოებს
გადააქვთ კიდით კიდე;
მიყვარს, შე მართლა რჯულძაღლო!
მეტი რა უნდა მჭირდეს!

„არა გჭირსაა?!“ — ხორცს იჭამ,
მურით ითხუპნი პირს;
ეგღა მაკლია, გადავრჩე!
საბედნიეროდ, მჭირს!..
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu May 03, 2012 9:10 pm

პოეტი ვარ... შენი სიოც გადამძალავს,
შენი ცერად შემოხედვაც დამჭრის;
ვმალავ ლექსებს საქაღალდის ფსკერზე, რადგან,
ფსევდონიმში დასამალი რა მჭირს!

სანამ ჩემი სიყვარულის გეშინია,
დგას „ჭკვიანი“ და აღლუმი მიჰყავს,
სანამ თვითონ არ მიმხვდარხარ, საქართველოვ,
მოსავლელი ვინ გყავს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu Jun 28, 2012 6:07 pm

ელა გოჩიაშვილი


ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის

ვუძღვნი მშობლებს: ვივა საიქოძეს და ნიკოლოზ გოჩიაშვილს





ამბავი ვარდკაჭაჭას ყვავილებისა





გაზონში იმას ვინ მიუშვებს _ ვარდკაჭაჭაა!

გატკეპნილზე ამოსულიყო _ სარეველებთან.

თითქმის უფოთლო, გაბარჯღული,

ქარს ძნელად იმჩნევს,

ნიავს _ სულ ვერა.

აბა, რად უნდათ ამნაირი _

ვერმოშრიალე, ვერხასხასა.

მერე რა, რომ

ყვავილები აქვს, როგორც სული _

ღეროებიდან გამოხელილი.

ყვავილის სულიც,

ისევე, როგორც სულის ყვავილი,

ესთეტის თვალებს ვერ დაატკბობს,

დიზაინისთვის არ გამოდგება.

უცხო ფერი აქვს, უსახელო;

არადა, მახსოვს...

ფიქრით მივირბინ-მოვირბინე

ლურჯის ნაირსახეობანი:

ზეცა ბავშვობის

და ბავშვობისშემდგომი ზეცა,

ბინდი, რიჟრაჟი,

ზღვა და ზღვისფერი,

კაბები და კაბისფერები;

სიზმრის ფერადი ტომეულებიც ავაშრიალე...

არსად არ იყო.

ყველაზე ბოლოს იქ მივედი,

სადაც მუდამ ბოლოს მივდივარ,

საიდანაც უნდა დამეწყო.

ყველაზე ბოლოს შენთან მოვედი

და შენს თვალებში ვიპოვე, დედა!

სხვა არაფერი მახსენდება ამნაირი _

დაღლილი ცისფერი...

მიყვარხარ, ვარდკაჭაჭავ!

მებაღის ბრჭყალებს გადარჩენილი

და ქალაქში შემოპარული _

მიმეორებ და მიმეორებ დედაჩემის თვალებს,

მიყურებენ და მიყურებენ დედაჩემები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ესეც ამბავი ვარდკაჭაჭას ყვავილებისა,

ჩემო დედაო,

სულის ხერხემალს ჩაფრენილი, ჩახორცებული,

ოქროსევდის წყალში ნაფერი

ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის.







ამბავი აღმოჩენისა





გულგახეთქილმა მოვირბინე,

რომ მემცნო შენთვის,

ანუ მთელი სამყაროსათვის:

"დედა, ღრუბლები მოძრაობენ,

მოძრაობენ, თურმე, ღრუბლები,

მოძრაობენ ღრუბლები, იცი?!"

ვერ გაგაოცე.

"ჰო, ასეაო", _ მშვიდად მითხარი,

განმარტე კიდეც "ბავშვის ენაზე",

რასაც მაინც ვერ გავუგე

თავი და ბოლო;

ჯერ იმიტომ, რომ

გამარტივებასაც ზღვარი აქვს

და მე იმ ზღვარსაც ვერ ამოვწვდი;

და მეორეც, _

ჩემთვის იდუმალს, გასაოცარს

მე დღესაც კი ვერ ვიმეტებ განსამარტავად.

ჰო, ასეაო, _ რომ მითხარი,

რა გაიფიქრე?

გულმა რა თქვა?

გული იტყოდა:

,,საბრალო შვილო,

დაიწყო უკვე შენი ცხოვრება.

ჩანაყე წყალი,

გულმოდგინედ ჩანაყე წყალი

და კედელზე შესაყრელად

საუკეთესო ეძიე ცერცვი.

გულმოდგინების ხარისხით და

ცერცვის ხარისხით

ვიზომებით და განვსხვავდებით,

თორემ წყალი სად ინაყება,

ან კედელი ცერცვს სად იჩერებს!

შენ მართლაც პირველაღმომჩენი ხარ

და ყველა პირველაღმომჩენია.

ენა და გული ისეთს ვერ იტყვის,

ჰო, ასეაო _

მშვიდად რომ არ შემოგაგებონ”.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ესეც ამბავი აღმოჩენისა, ჩემო დედაო,

სულის ხერხემალს ჩაფრენილი, ჩახორცებული,

ოქროსევდის წყალში ნაფერი

ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის.





ამბავი ფრჩხილებისა





გვიყვარდა ბავშვებს

სიკვდილ-სიცოცხლის თამაშობანი.

გვიყვარდა ბავშვებს

მიწიანი თამაშობანი.

მიწა ხომ მუდამ

უშურველად გვეძლევა ხოლმე,

მიწა მუდამ საკმარისია,

მით უმეტეს,

სიკვდილ-სიცოცხლის თამაშებისთვის.

მკვდარ ჩიტებსაც რა გამოლევდა, _

ჩვენი სამყოფი ყოველთვის იყო.

სულ პირწმინდად ჩაიხოცნენ მაშინდელები,

სულ პირწმინდად დახუჭეს ფრთები.

გავხედავ ხოლმე, გამაკანკალებს _

გოჯს ვერ იპოვი,

თითო ჩიტი ყველგან მარხია.

ეს სიკვდილით თამაშისა...

სიცოცხლისას რას ვთამაშობდით?! _

ნასიკვდილარ მიწას გავცრიდით

(კენჭი და ჩონჩხი იყრებოდა),

მოვზელდით,

კვერებს ვაბრტყელებდით ხელისგულებში,

მზეზე ვაწყობდით _ მზე აცხობდა.

... მომქონდა სახლში

მიწიანი, სუფთა ხელები

და ღვთისმშობლის კალთაში ვყრიდი.

ღვთისმშობელი ფრჩხილებს მაჭრიდა

და ცვიოდა აქეთ-იქით

სანამცხვრე ტალახით გამოლესილი

ნაკლული მთვარეები.

და ჩემი იყო მაშინ ცათა სასუფეველი.

... ნეტავ იმ ხელებს,

შენი მაკრატლის ალესილ პირთან

ნდობით გასუსულს...

... ჯერ მარცხენა ხელი წაგართვი

(მარჯვენა ფრჩხილებს

ჯერაც ვერაფერს ვუხერხებდი),

მერე და მერე მარჯვენასაც მოვეპატრონე,

ამოვკრიფე შენი კალთიდან ხელები და

წამოვედი...

ჩემს სულსწრაფობას რას პასუხობდა

შენი ბრძენი გული, დედაო?

ხომ კრთებოდა? _

"ნუ გეჩქარება, ჩემო შვილო,

მალე წამერთვა.

დრო მოვა,

ფრჩხილებს თვითონ დაიჭრი ორივე ხელზე,

მაგრამ მაგ ხელებს

ასეთი ნდობით

ვერავისკენ ვეღარ გაიწვდი".

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ესეც ამბავი ფრჩხილებისა, ჩემო დედაო,

სულის ხერხემალს ჩაფრენილი, ჩახორცებული,

ოქროსევდის წყალში ნაფერი

ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის.







ამბავი შარავანდედისა





შენი შინიდან გასვლა იყო _

მოვიდოდა ლოდი, გულზე

თავის მძიმე ტორს დამადებდა.

დაბრუნდებოდი, _

წავიდოდნენ ლოდის ტორები.

თუ ყველაფერი წესით მოხდა,

ერთხელაც ხომ აღარ მომიხვალ...

მერე რა ვუყო ლოდის ტორებს _

გულზე შერჩენილთ.

თუ ყველაფერი წესით მოხდა,

თუ ჯერ შენ წახვალ,

ისე წადი,

ქვაბით სადილი არ დამიტოვო _

რომ ვეღარც შევჭამ, ვეღარც გადავღვრი.

ბალიშისპირსაც ნუ დატოვებ,

შენი თითებით გასპეტაკებულს _

ვეღარც ქვეშაგად გავიმეტებ,

ვეღარც ჩრჩილისთვის.

არ დამიტოვო, არაფერი არ დამიტოვო

შენი უხრწნელი სინათლის გარდა.

მომენატრები? _

ჩემს სამყოფს ყველგან,

ყველაფერში გიპოვი, დედა;

ყველაზე ღრმად და საიმედოდ

ჩემში შენი რძეა დაფლული,

დედის ხსენი _

ყველაზე ბოლოს ამოსანთხევი.

არ დამიტოვო, არაფერი არ დამიტოვო;

ვერც მე გპირდები იმაზე ძვირფასს,

რაც უკვე იყო.

ჩვენ საჩუქრები უკვე გავცვალეთ.

მშობიარეს ცალი ფეხი სამარეშიო...

მაგრამ ცალი რომ სამოთხეში?! _

ეს არაფერი?

ის სამოთხე ჩემგან არ იყო? _

ჩემი მიზეზით.

სასთუმალთან ღმერთი რომ გეჯდა,

ღმერთის ხელი რომ გედო შუბლზე _

სიმწრისა და სიხარულის

ცვარს გიმშრალებდა,

შარავანდედს რომ გიძერწავდა,

ძალიან ნაზად რომ უყვარდი _

ჩემგან არ იყო? _ ჩემი მიზეზით.

ეგ იყო და ეგ...

ვეღარაფრით გაგახარე;

ჩემი გაჩენით მოგაჩვენე სამოთხე და

ესეც, ხედავ? _ წამოგაძახე.

არ დამიტოვო, არაფერი არ დამიტოვო!

როცა მშობე, მაშინ მითხარი:

"აჰა სამყარო!

მაგრამ ეს ძღვენი

ხელიდან ხელში არ მიიღება.

შენია, მაგრამ საძებარია,

ნამცეცებად უნდა აგროვო.

აჰა სამყარო _ შენივე თავი".

არაფერი არ დამიტოვო;

შენგან ჩემი თავიც მეყოფა.

არაფერი არ დამიტოვო,

ისეც ვალშია შვილი მშობელთან _

ვითომ საჩუქრად ვეძლევით და

ამ საჩუქარს მუდამ აკლდება.

მათი ძღვენი კი არ თავდება,

არ ცოტავდება.

რაკი ითქმება _

"აჰა სამყარო _ შენივე თავი",

მერე ეძებე, მერე აგროვე;

რაც მეტს იპოვი,

უფრო მეტი გეპოვნინება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ესეც ამბავი შარავანდედის, ჩემო დედაო,

სულის ხერხემალს ჩაფრენილი, ჩახორცებული,

შარავანდედს რაღად უნდოდა,

მაგრამ ესეც

ოქროსევდის წყალში ნაფერი

ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამგზის შუბლნათელს

სამის წილი ზეცა გეყრდნობა;

თუ დაიღლები,

აყირავდება, ფერს შეიცვლის,

გასხვაცავდება

ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის.

სამგზის დედას

სამი ბავშვობა შემოგღნავის:

"აჰა ჩვენი ხელები, დედა! დაიბრუნე...

ცა შეგვინახე!"

შენც გენატრებით,

ცარიელი კალთა გიკვნესის,

ტირი უმწეოდ, ღვთისმშობელო,

ტირი უმწეოდ _

მშობლები ბავშვებს ვერ იბრუნებენ.

მხოლოდ ერთხელ,

მხოლოდ ბოლოსღა,

დახუჭული ფრთებით სავსე ბავშვობის ველზე

უკანასკნელად რომ ჩაიმუხლონ

და დედაჩიტის საფლავი გაჭრან,

მაგრამ უკვე _ არა თამაშით.

სამი ბავშვი ჩაიმუხლებს:

იქვე დაუვლით კრუნჩხვა,

იქვე იქნება დასასრული.

სამი ბავშვი ჩაიმუხლებს _

... სამი ქალი წამოდგება.

დარჩება დედაჩიტის საფლავზე

სამი ბარტყი _

სამი ბავშვობა _

სამგზის ნათელი.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Jul 16, 2012 9:11 am

ელა გოჩიაშვილი


***
დაბადებამდე დამიდეს ზღვარი,

დაბადებიდან ვაწვალებ სათქმელს,

და ბრმა ლეკვივით ვეფათურები

სულის ფსკერსა და სხეულის სარქველს.



უნდა გავცილდე და გავაღწიო,

უნდა ვიპოვო რაღაც მესამე,

თორემ ვის უნდა სული და ხორცი,

ზამთრის მთვარესთან მონათესავე.



მე მაინც მომაქვს, რაც გამაჩნია,

მანდ მორჩეს ჩემი მიმქრალი სოლო;

სხვამ იქნებ კიდევ მონახოს რამე,

მე კი

სული და ხორცი მაქვს მხოლოდ.



თუ მიშველიან,

გაფითრებული თქვენი ლექსები,

დაღლილნი ასე,

და თქვენი სახე, ისიც დაღლილი,

რაღაცნაირი თვალებით სავსე.



მასწავლეთ,

როგორ ვიქცე ზვარაკად,

შესაწირავი რაა მესამე...

თორემ ვის უნდა სული და ხორცი,

დაფლეთილ ნისლთან მონათესავე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu Sep 20, 2012 1:36 pm

ელა გოჩიაშვილი


კომბლეს


მე შენი რაღა მჯეროდეს,
სულ ტყუილები გიცხვია;
თუ მართლა თლიდი იმ ოხრებს,
თუ მართლა სხვენში გიწყვია, _

რაღა შავ ქვად და ჯანდაბად!
ან რა უფლებას თხოულობ;
ხომ ხედავ, _ უკვე დაღამდა,
სამშობლოს ვეღარ მპოულობ.

მგელი და დათვი შეყარე,
კითხვა-პასუხის ჟამია:
_ შენ შემიჭამე სამშობლო?
შენ ხომ არ შეგიჭამია!

სამასი ვერცხლის ჩხრიალში
ბალღმა დედის რძეს უგანა:
დგანან და აფერადებენ
ხელისუფლების... უკანალს.

ვაჰ, ბედის უკუღმართობას!
ვაჰ, ბედის არაკობას! _
ჩემი სულ-ხორცის მჭამელი
აქეთ გიღერებს კომბალს.

თუ მართლა სხვენში გიწყვია,
თუ მართლა სხვენში აწყობდი,
მოიტა!! თორემ, შემთქვლიფეს
წარსულიდან და აწმყომდი.

მგელი და დათვი გაკრიჭე,
კითხვა-პასუხის ჟამია:
_ აბა, კბილები დაკრიჭე!
შენ ხომ არ შეგიჭამია!

... წესისთვის, თორემ, რად უნდა
ამას ფიცი და მტკიცი;
შენ არაფერი გეშლება,
ვინც შეგიჭამა, _ იცი...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu Oct 11, 2012 10:18 am

ელა გოჩიაშვილი


დედას


დედის გულზე რას არ ჰყვებიან,
რაღა შენმა გულმა ვერ იგრძნო,
რაღა შენ ვერ იგუმანე,
რომ სხეულში ჩემზე ორსულს
ბავშვი კი არა,
სევდა გყავდა ჩასახული.
რატომ ვერ მიხვდი,
რომ სასტიკი შეცდომა იყო
ცხრა თვე მუცლით სევდის ტარება.
ან მერე,
როცა საშოს გამოვცდი,
ლარი გადაჭრეს,
სამუდამოდ დაგვაცალკევეს
და დამაგდეს მარტოობაში,
რად მომეფერე,
რად გამათბე,
რად დამაპურე,
რატომ მზრდიდი კაციშვილივით;
სახვევებში მოცახცახე უსასოობა
ბავშვისგან როგორ ვერ განასხვავე.
დედის გუმანზე რას არ ჰყვებიან,
რაღა შენმა გულმა ვერ იგრძნო...
მიწიდან გასაგდებად,
ცაში ჩასახრჩობად,
დაწყევლილი სიყვარულისთვის,
უსიხარულო ყოფნისათვის,
არაფრისათვის, არავისათვის _
რატომ დამბადე...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Thu Oct 11, 2012 7:27 pm

დედის გუმანზე რას არ ჰყვებიან,
რაღა შენმა გულმა ვერ იგრძნო...
მიწიდან გასაგდებად,
ცაში ჩასახრჩობად,
დაწყევლილი სიყვარულისთვის,
უსიხარულო ყოფნისათვის,
არაფრისათვის, არავისათვის _
რატომ დამბადე...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Oct 15, 2012 10:03 am

ელა გოჩიაშვილი

ბალადა

ძახველი მედგა ისეთი,
ავ თვალს არ ენახვებოდა;
გამისხლტებოდა სტრიქონი,
ტოტებზე გაესკვნებოდა...

მომიჯნე მყავდა ბედად,
ისეთი _ უძახველო;
ბლომად ხეები ედგა,
სუყველა _ უსახელო.

ძახველი მედგა, _ მიყვარდა,
მიმინო არა მყავდა;
ბლომა ხეების პატრონი
ადგა და ამიშარდა.

რა ცული დაუქნევია,
რა მაგრა გაუქნევია,
რა ღამე გაუთნევია, _
ეს ჩემი "ჩემი ძახველი"
მიჯნაში დაუტნევია:

"ნუ მივბაძავთ ხარბებსო,
ხან შენ კრიფე, ხან _ მეო".

ეშმაკის თანამზრახველო,
ნუ იზამ საზიანოს;
ჩემია "ჩემი ძახველი",
რას ჰქვია, _ საზიარო!

"ნუ მივბაძავთ ხარბებსო,
ხან შენ კრიფე, ხან _ მეო".

... ამას რაც გინდა, უთხარი,
რაც გინდა, უძახეო;
ეს მართლა ხეებიანი!
ეს მართლა უძახველო!

ვაიმე, ჩემი ძახველი,
სხვა სივრცეების მნახველი;
ტოტებში გადახლართული
ღობის სარით და მავთულით...
ასე, _ მიჯნაზე დგომა
რა რთული არის, რა რთული.

დავღონდი... ღობე დავშალე
და მიჯნა გადმოვწიე;
დაშორდა ჩემი ძახველი,
ჩემი დარგული ძახველი,
ჩემს ბაღს და თვალსაწიერს;

ხედ მიემატა სხვა ხეებს,
აწ უკვე _ უსახელო;
ოოო! რას გაკრეფს და გამოკრეფს
მომიჯნე უნაღველო! _
ჩემი ძახველის მფლობელი
და მაინც _ უძახველო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Fri Oct 19, 2012 11:46 am

ელა გოჩიაშვილი

სად შემოგესმა ჩემი სიჩუმე?


სად შეგეშინდა უჩემობის,
მერე იმ შიშის სად შეგეშინდა?
ორივე შიში რომ გაგეტოპა,
სად დააწივლე რისხვით მათრახი,
სად დასჭყივლე ბედის ბედაურს?
სად დაგამარცხა ორივე შიშმა _
გამარჯვებულს
სად დაგეწია ჩემი სიჩუმე,
რომელი გზიდან შემოგაბრუნა?
მიყვარხარ-მეთქი,
სული მოითქვი...
ვისი იმედით აღარ მიყვარდე,
ვის შეგატოვო _
სულის პეპელას?
ვაითუ, არცვინ იყოს შენი _
არც მოკეთე, არც მოყვარული...
ვის შეგატოვო...
ძველისძველია შენი შიმშილი,
ვერ მოიყირჭე სიყვარული;
ერთ მისხალზეც დახარბებულო,
უზმო გული შორიდან მოგაქვს.
მიყვარხარ-მეთქი,
სული მოითქვი...
მარადისობის ქარებისგან გამშრალ გავაზე
დაუნანებლად დაჰკარ ხელი
ბედის ბედაურს,
"ჰაიდა" უთხარ,
მიუშვი ხომლის საძოვრებზე,
წამოდი და
სთვლისპირებისკენ აიღე გეზი.
არ დამკარგვიხარ, _
მე მხოლოდ თვალი მოვაცილე სიცარიელეს,
სადაც იდექი.
იქ მყავხარ,
სადაც არ არსებობ,
იქ გიფარავ შენი თავისგან.
არ დამკარგვიხარ.
ნუ მიყურებ
დაკარგული ბავშვის თვალებით,
თვალით მძებნელს
ვერ დაგინახავ.
გული მიატარ-მოატარე
სთვლისპირების დამზრალ სტრიქონებს, _
გესმის? _ რა ლექსებს მაყეფებს ისევ...
მიყვარხარ-მეთქი,
სული მოითქვი.
უხმოდ ჩამოწყდა
ჩემი გულის მონეტა მაშინ,
უხმოდ დაეცა;
არცრა წკრიალი,
არცრა ჩქამი,
არცრა ძახილი _
მხოლოდ სიჩუმე გამოიღო.
სად შემოგესმა ჩემი სიჩუმე?
ასე შორს ტირის ექო სიჩუმის?
წკრიალზე უფრო?
ჩქამზე უფრო?
ძახილზე უფრო?..
სად შეგეშინდა უჩემობის? _
სად დასჭყივლე ბედის ბედაურს,
სად დააწივლე ელდის მათრახი,
სად მოსწიე სადავე რისხვით,
ყალყზე შემდგარი ლაშების ჭიხვინს
სად აფრქვევინე სისხლის ქაფები, _
სად უბრძანე პირაქეთობა?
... სად შეგეშინდა სიღატაკის, _
ერთი გულის წამოსაკრეფად
რომელი გზიდან გამობრუნდი?..


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Oct 22, 2012 11:15 am

ელა გოჩიაშვილი

ჩემი ღამეები

მოვა ღამე,
ჩამომიჯდება საწოლზე შავად,
უბოდიშოდ სულს ამომართმევს,
გადაიფენს ფართო კალთაზე
და როგორც ბადეს _
წყლისქვეშეთში ხეტიალით თვლებჩავარდნილს,
გამდნარს და ჩაშლილს,
კემსავს დილამდე.
რიჟრაჟზე უნდა ისროლონ ბადე,
გადააშალონ
ადამიანთა საშიშარ რიფებს,
იბობოქროს დღის ოკეანემ,
თუ სადმე ნარი და ეკალი აქვს,
ამოადუღოს,
ქაფად მოიგდოს,
ჩემს ბადეში ჩამოწუროს
ბოლო წვეთამდე.
მოვა ღამე,
ერთ იარას პირს რომ შეუკრავს,
მეორეს გახსნის.
თავისი წილი იმასაც მიაქვს.
თითო წყეული ყველას უზის
ჯავრიან გულში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ღამე სულ სხვაა,
მხოლოდ ღამით ხარობს მისტიკა _
სურნელგაცლილი, შავი ჟასმინი.
გულხეთქებით იფოთლება
მწუხრის ბაღებში,
უნდა მოასწროს და იყვავილოს,
თორემ დილისთვის ძალას კარგავენ
და აისებს ეფინებიან
ჯადოახსნილი, მკვდარი ფურცლები.
ღამე სულ სხვაა,
მძაფრია ღამე,
ერთ ფერში ხატავს,
მაგრამ რა კარგად...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყოველთვის არა,
მაგრამ უმეტეს,
ღამით იქმნება ის ყოველივე,
რაც ჩვენს სულს
ასე ძლიერ სჭირდება
და რამაც უნდა გადაგვარჩინოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როდის გახსენდები?
როცა მკრთალი, გამჭვირვალე ღამეებია,
როცა მთვარეს ასაკი შვენის _
ყვითელია, სავსე, აშკარა,
დევს მაღალი შუაღამის ზედა თაროზე
და ლამაზია,
ცის დედისერთა, პოეტების ნებიერი.
წვეთავენ ლურჯი ვარსკვლავები.
შრიალებენ მღამიობები,
ფრთებით გააქვთ და გამოაქვთ ბინდი,
რომ სადმე ერთგან არ დატბორდეს,
რომ ყველას შეხვდეს,
რადგან იგი ყველას სჭირდება,
ზოგს _ წამლად და ზოგს _ საწამლავად.
ასეთ ღამეში,
ბუმბულივით მსუბუქ ღამეში,
არ გახსენდები?
როცა მუქი,
ისე მკვრივი ღამეებია,
თითქოს გზადაგზა
გიშრის მთები ჩამოაზვავეს,
როცა ირგვლივ ბატონობს მწიფე,
კუნაპეტი ანწლების ტევრი,
არაფერი აღარ იცნობა,
აღარც ღრუბლის თარო ჰკიდია,
აღარც მასზე შემოდგმული
მთვარე _ ყვავილი.
ვეღარ იხსენებ,
ცა საით არის და მიწა _ საით.
ახლა რომ გთხოვონ,
იქნებ, როგორმე,
ერთი ვარსკვლავი მოძებნო და მომიწყვიტოო,
შეიძლება ხელი ცისკენ გაიწოდო,
მიწა კი შეგრჩეს...
ასეთ ღამეში,
ასეთ ღამეშიც არ გახსენდები?
რითი არა ჰგავს ამნაირ წყვდიადს
ქალი, რომელიც არ შეიფარე;
ის უიღბლო სიყვარული
განა წყვდიადმა არ დაიმსგავსა?
შენთან მინდა,
გამოდი გარეთ,
ვითომ ბნელში მხარი გვეცვალა,
დავიკარგოთ,
მთელ ქვეყანას გავექცეთ სადმე;
ნუ გეშინია,
თუ ეჭვები დაგეშეს და
კვალში ჩაგვიდგნენ,
ჩემი სახელი მივუგდოთ მდევართ.
მაინც ავი თვალის მსხვერპლი ვარ, _
მე ჭიშკარზე
ცხენის ნალი არ მიკიდია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უნდა გათენდეს!
ახლა სადღაც გათენებას ელოდებიან.
მათი ჯერია, ვინც დღისით ცხოვრობს.
ტოროლები იფშვნეტენ თვალებს,
ღამურების ჟამი დასრულდა.
უნდა გათენდეს...
რიგრიგობით გავშალოთ ფრთები,
ჭრელ სამყაროში
ყველამ თავისი ფერი იცოდეს...
ღამე უკვე გადაქანდა,
ბზარი გაუჩნდა,
შუქის ბარტყი აუფართხალდა
უკუნეთ მკერდში.
აფუსფუსდება ახლა სამგზავროდ,
აიკრეფავს მძიმე მარმაშებს,
ამაღლდება თითის წვერებზე
და აფრინდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა მე ვიცი,
ალიონზე დავხუჭავ თვალებს
და მთელი დღით გარდავიცვლები,
მათი ჯერია, ვინც დღისით ცოცხლობს...
უნდა გათენდეს!

1988
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Wed Oct 24, 2012 1:09 pm

ელა გოჩიაშვილი

ვაი, სიმარტოვენო...

"ჩვენს სულს ვისი ნათელი
მზერა დაეფინება?
ვისი ხელი გადაშლის?
ვისი? ვისი? ვისი?"

გივი გეგეჭკორი



დღეს დალევას ვაპირებ;

მიხრიალებს ონკანქვეშ

ბოსტნეულის ნარეცხის

შუამდინარეთი;

ცოტას ვდიასახლისობ,

ღაპაღუპით მატირებს,

ოღონდ, _ არაგულწრფელად,

ხახვის მინარეთი.



... მომერია სასმელი,

მაინც ვერ მოვერიე,

რასაც ვეღარ ვერევი,

და სიმინანქრეთი

ვეღარ ამკობს ჭურჭელი,

და გულს ირევს თეფშიდან

უკვე მოყირჭებული

ჭრელი ვინეგრეტი.



ახლა რა გავაკეთო...

იქნებ, ვნახო თაროზე

მართკუთხედი სიბრიყვე, _

წიგნად მონაჭორი;

მაგრამ ურჩი თითები

თეთრი წიგნის ყუაზე

მწევრებივით სხდებიან:

გივი გეგეჭკორი.



ახლა, _ როცა გავრბივარ,

როცა თავს ვისულელებ,

და მართკუთხა სიბრიყვე

შვებასავით მელის, _

რა დროს გეგეჭკორია!

გინდათ, ელდამ გადამხსნას?!

და გამისკდეს ჭახანით

გულის ორთომელი.



ვდგავარ სავსე თაროსთან,

თითი მეძებარივით

დასუნსულებს წიგნებზე,

ეჭვობს, ეძებს, კრთება;

გადაურბენს, როგორც ცეცხლს,

მაგრამ მერე დარცხვენით

თეთრი წიგნის ყუაზე

ბრუნდება და ჯდება.



... მე ვარ, გივი ბატონო,

ვინც თქვენს წიგნებს გადაშლის,

და ვინც, უკვე გარდაცვლილს,

ჩუმად გიერთგულებს;

ვინც უკვე მიმხვდარია

ლხინის ამაოებას,

და, ლხინს გარიდებული,

თქვენს ციმციმა სულებს



ეფარება ნერგივით,

სანამ ამაოების

ქარი ფესვებს შეუჭამს,

დასცემს, გამოფიტავს.

ვაი, სიმარტოვენო...

ვაი, სერდოლიკებო...

ვაი, სერაფიტა...



2004. 25 აგვისტო

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Fri Oct 26, 2012 10:56 am

ელა გოჩიაშვილი

სანიშნობელი

რა გაშინებს, მასპინძელო!
შეგიყრია სოფელი;
ფშავში მაინც რა დამკარგავს...
მარად ჩემთან მყოფელი,
დგას ძახველი _
ფშავის სევდა _
ჩემი სანიშნობელი.

2003. 17 სექტემბერი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Fri Nov 02, 2012 3:39 pm

ელა გოჩიაშვილი

როგორ შემკრთალხარ

მოგიტანია ის ძველი სიტყვა
და სინანულით მძიმე ბეჭები.
მოდი, ღიაა...
და მეც შინა ვარ _
არარსებულზე ლექსის მბეჭველი.

რას ვიფიქრებდი, ბეჩავი ლექსი
ერთ ხეს გრიგალად გადაუვლიდა...
როგორ შემკრთალხარ, მარად ძვირფასო,
სად წამსვლელი ვარ ჩემი გულიდან.

მოდი, შინა ვარ _
დარდის გორგლიდან
არარსებულზე ლექსის მბეჭველი.
სად წავიდოდი,
ან სადღა წავალ _
გაცემულია მწვანე ბეჭედი.


2002. 25 ოქტომბერი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Nov 05, 2012 12:51 pm

ელა გოჩიაშვილი

დავით მჭედლურს - პოეტს

მორჩა ეს ერთიც... ვინ მეტყვის, კიდევ
რამდენი უნდა იყოს და მორჩეს".

ერთი ჩინოვნიკის დღიურიდან



როგორ იმგზავრე, ოთხივე მხარის მგზავრო,
შეასხალ გული სისხლში ჩამტვრეულ არაგვს?
აღავღავებულ მემკვიდრეობით სიზმრებს
დაუწექი და დაეგლეჯინე, არა?

მორჩა ეს ერთიც... მაგრამ როდემდე ვწოვოთ
ფუტურო ძუძუ წარუვალობის მოლოდინს;
მორჩა ეს ერთიც _ წარმავალობის ჭანგით
გადაჩხაპნილი და ვერწაშლილი ბოლომდის.

მიძრწის ცხოვრება,
ურჩი გერების სისხლზე
დაგეშილი აქვს ღრენაგამჯდარი ლაში;
იქნებ ოდესმე ფეხმა კიდევაც მოსინჯოს
ხიდები ზღვაზე და კიბეები ცაში,

მაგრამ სამართალს არასდროს იზამს ქვეყანა,
სულის წილ _ თაფლი, თუ გეძვირება _ ფილთა;
მისდევს წკავწკავით და ეტანება ხარბად
ხროვა მუნდირით მოპირკეთებულ შვილთა.

მარად ობოლო,
სულში სინათლეს აძოვებ
(გამჭვირვალეა ჩინოვნიკური მანტია),
ქვის მაგიდაზე საბედისწეროდ უხრწნელი,
საბედისწეროდ შენი ყვავილი ანთია.

მიგრიაულთას
ერთი ძახველის ძახილი
საბელს გამოგდებს, თეთრი ყვავილის მწყემსო,
რომ მოკვდე ერთხანს, და სინამდვილით ჩაშლილი
და გაცრეცილი შენი სიზმრები კემსო.

დაიღვრებიან ნისლის რძეები მთაში,
ისევ გატოპავს ვინმე მდინარის ნემსებს
და წავა...
მაგრამ ამ წასვლა-მოსვლით დაღლილთ,
რა ეშველებათ თეთრი ყვავილის მწყემსებს.

მორჩა ეს ერთიც...
აწ ორლესული ცხადი
სიზმრის ძვალ-ხორცით მოაპირთავებს ხონჩებს;
დასწყევლოს ღმერთმა! რომ არც არავინ მთქმელი _
კიდევ რამდენი უნდა იყოს და მორჩეს.

2000. 6 ოქტომბერი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Mon Dec 24, 2012 12:05 pm

ელა გოჩიაშვილი

მთების დუმილი
(ფრაგმენტი ანამნეზიდან)

ვუძღვნი ფსიქიკურად დაავადებულებს





. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რატომ ვარ გიჟი,

რატომ ამბობთ ჩემზე _ "აი, ეს!"

ნუთუ იმიტომ,

რომ ჩემს ცხოვრებას

ლოგიკის მძლავრი ღერძი აკლია,

რომელზეც უნდა ასხმულიყო

თანაბარ მძივად

ჩემი წლები და ნაბიჯები,

ფიქრები და

ცრემლები და

ღიმილები და

სხვა დანარჩენი _

ერთმანეთისგან გამომდინარე.

"გიჟოო, გიჟო!" _

უდროოდ და უადგილოდ მიიჩნევდნენ

ყოველთვის

ჩემს ხმას.

ვერასოდეს ვიმართლე თავი.

მეც გული მწყდება, ასეთი რომ ვარ.

ასეთად ყოფნას მოაქვს ჩემთვის

სასურველზე მეტი ტკივილი.

ვერ დავძლიე წყეული გარსი,

ვერ იქნა, ვეღარ შემოვიფხრიწე.

ვერ ვისწავლე ხელის გაწვდენა,

ნაბიჯის წადგმა.

მაგრამ რას ვიზამ _ ასეთი ვარ

და ჩემნაირის გამართლებაც შესაძლოა,

თუ მოისურვებთ.

რატომ ვარ გიჟი...

ნუთუ მართლა არ შეიძლება,

გატაცებით მღეროდე გულში

და მოთმინებით ელოდებოდე,

მთები ბანს როდის მოგაშველებენ...

მთელი ცხოვრება გულში ვმღერივარ

და ველოდები მთების მოძახილს;

მთები კი დუმან...

და მე მაკვირვებს

მათი დუმილი გასაოცარი.

ნუთუ შეშლილი უნდა დაგარქვან,

თუ არ გრცხვენია იმის გამხელის,

რომ გჯერა _ გულებს უნდა ესმოდეთ,

უნდა ესმოდეთ გულში ნამღერი.

რატომ ვარ გიჟი,

ასე რომ ვცხოვრობ?

მტკიცედ რომ მჯერა _

საკუთარ თავს არ უნდა გასცდე,

შენს თავს არ უნდა გადაეჩვიო _

იქნებ ამიტომ?

კარგი, მაგრამ თქვენ რას მირჩევდით,

ყველაფერი გამოგიფინოთ?

გადმოვალაგო, რა, ბაზარია?

ყოფნა იქნებ უკეთესია,

ან უარესი,

მაგრამ ბაზრად მაინც ნუ ვაქცევთ.

რომ იტყვი _ "ასე".

რომ ჰკითხავ _ "როგორ?"

რომ იტყვი _ "აი".

რომ ჰკითხავ _ "აბა?"

უკვე დახლია.

არ შემიძლია მე დახლთან დგომა,

ზოგჯერ წაგება, ზოგჯერ მოგება.

მე რაღაცით მართლა გჯობივართ _

ყოველთვის ვაგებ.

გჯობივართ-მეთქი, რომ გითხარით,

ხომ არ გეწყინათ?

არაფერი მითქვამს საწყენი _

წაგებაში გჯობივართ-მეთქი.

რატომ ვარ გიჟი...

რომ მიყვარს და გამოვძახი:

"მოდი, მსურხარ!

მოდი, მინდიხარ!"

ნუთუ ამიტომ?

თქვენი გულის გასახეთქად

სიყვარულშიც წაგებული ვარ.

მიჯნურობის დახლებში მდგარნი

საქმეს ჭკუით იგებენ ხოლმე:

მოკრძალებით, თმენით, სიჩუმით,

ზომიერი ჩურჩულების

გამოთვლილი მონაცვლეობით;

მე კი ვყვირი, როგორც ირემი,

და გჯობივართ _

წაგებული ვარ.

რატომ ვარ გიჟი...

ნუთუ იმიტომ,

შეძრწუნებული რომ გავურბივარ

მზრუნველთა ხელებს,

როცა ცდილობენ,

გაურკვევლობის გაუმჭვირვალი,

მშობლიური ნისლებიდან გამომათრიონ

და კაშკაშა მინდორზე დამდგან.

ვემუდარები, ხელი არ მახლონ;

არ მინდა ცხადში,

იქ შუქია,

ყველაფერი ხელისგულზეა

და ყველანი მშვენივრად ჩანან.

გაურკვევლობის ბინდებში მიჯობს _

ვიკარგები და თავს თამამად ვგრძნობ,

უფრო მშვიდად ვარ,

უფრო უსაფრთხოდ.

რატომ ვარ გიჟი...

ჩემი ნებით რომ ვიქციე საპყრობილედ

ჩემივე სახლი,

იქნებ ამიტომ?

მშვენიერია მარტოობა,

მაგრამ, ნუთუ მართლა გგონიათ,

რომ არასოდეს მენატრებით,

არასოდეს არ მინდა თქვენთან?

ზოგჯერ ხდება _ კედლებს ვაწყდები;

მენატრებით _ მე ხომ მიყვარხართ.

კარს გამოვაღებ, ზღურბლზე შევდგები,

მაგრამ ვერ ვბედავ გადმობიჯებას,

რადგან მაშინებთ.

ჩავისუნთქავ თქვენს ხმებს და ხალისს,

კარს ისევ ვხურავ,

ვდგები სარკმელთან

და პატრონისგან დასჯილი ლეკვის

მაინც ერთგული თვალებით გიმზერთ.

ნუთუ ჩემი ასეთად ყოფნა

მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია?

რად მეშინია, თქვენს შორის ჩამდგარს,

თქვენდამი რწმენა და სიყვარული

არ გამებზაროს;

ნუთუ მარტო ჩემი მიზეზით?

ვერასოდეს ვიმართლე თავი.

ნუ იტყვით ჩემზე:

"აი, აი, ეს!"

გიჟს ნუ მიწოდებთ მხოლოდ იმიტომ,

რომ ჩემს ცხოვრებას

ლოგიკის მძლავრი ღერძი აკლია,

რომ გაგეცალეთ და ჩავიკეტე,

რომ ვყვირი, ვყვირი ირემივით:

"მიყვარხარ, მოდი!"

... არა ვარ გიჟი,

ასეთი ვარ!

მთელი ცხოვრება გულში ვმღერივარ

და ველოდები მთების მოძახილს.

მთები კი დუმან...

და მე მაკვირვებს

მათი დუმილი გასაოცარი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .



1993. 6 თებერვალი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ელა გოჩიაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ელა გოჩიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: