არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Dec 27, 2012 12:22 am



ორ იანვარს, გორის თეატრში 14:00 საათზე იქნება ეს სპექტაკლი და აქ მოფრინდება სახურავის ბინადარი კარლსონიც...

ესაა პიესა - "მოპარული ახალი წლის ზღაპარი", სათაურად გამოტანილი ენის გასატეხით... Smile

http://ka.wikipedia.org/wiki/მოპარული_ახალი_წლის_ზღაპარი_(პიესა)

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Jan 18, 2013 3:31 pm




2013 წლის 17 იანვარი, ხუთშაბათი
18:00
თბილისი
კაფე ,,BOOK CAFE,,
კავსაძის 3
ბილეთის ფასი 5ლარი (ბილეთის ღირებულებაში შედის ალაფურშეტი ყავა, ნამცხვარი და ღვინო)

ლიტერატურული ფესტივალი "გარა"

პროგრამა

დღე მესამე 17 იანვარი
1.გოდერძი ჩოხელის მხატრული ფილმი ,,ადგილის დედა,,
2.მხატვარ თინათინ ჭუმბურიძის ნამუშევრების სლაიდ ჩვენება
3.ლიტერატურული საღამო
* პოეტი ნუციკო დეკანოზიშვილი
* მწერალი დათო ტურაშვილი
* მწერალი მიხო მოსულიშვილი
* პოეტი შალვა ბაკურაძე
* პოეტი და ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე
4. ჯგუფი "კონსეილია"




ლიტერატურული ფესტივალი "გარა" საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ჩვენი დილა"
18-01-2012 10:36

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=18-01-2013+10%3A36

იყვარდეს ლიტერატურა!
რასოდეს უარყო (წ)იგ(ნ)ი,
ადგან
არაფერია ქვეყნად წიგნიერებაზე მნიშვნელოვანი...
(ლიტერატურული ფესტივალი გარა)

ბმული -
* https://www.facebook.com/events/462687530456600/
* https://www.facebook.com/pages/BookCafe-Kavsadze-3/489664457721231?ref=ts&fref=ts

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Feb 01, 2013 9:31 pm



Dato Agiashvili, thank you very much for this book!..

“Verdict: This guide stands out from the crowd by incorporating the techniques of a variety of different screenwriters rather than just one professional’s approach. Highly recommended for readers interested in writing, screenwriting, film, and storytelling.” - Sally Bryant, Pepperdine Univ. Lib., CA for Library Journal

Link:
* http://nowwrite.net/screenwriting/



Now Write! Screenwriting-the latest addition to the Now Write! writing guide series-brings together the acclaimed screenwriters of films like the Oscar-winning Raging Bull, Oscar- nominated Ali, era-defining blockbuster Terminator 2, musical classic Fame, hit series "Lost" "True Blood" and "The Shield," Groundhog Day, Cape Fear, Chicken Run, Reversal of Fortune, Before Sunrise, Mystic Pizza, Indecent Proposal, and many more, to teach the art of the story.

Link:
* http://www.amazon.com/Now-Write-Screenwriting-Exercises-Teachers/dp/1585428515



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Feb 19, 2013 9:45 pm



მიხო მოსულიშვილის ელექტრონული გამომცემლობა ”მიმოსი”

წაიკითხეთ თანამედროვე ქართველი მწერლისა და დრამატურგის, მიხო მოსულიშვილის მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე დაწერილი და თქვენთვის ელექტრონულ წიგნებად აკინძული რომანი, ასევე მოთხრობებისა და პიესების 7 კრებული, მხოლოდ ”საბას” ელექტრონული წიგნების სახლში!



პატივისცემით,
ელექტრონული წიგნების სახლი
„საბა“



study

წასაკითხად -
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/7308/1/Xomli_1972_N08.pdf - სემუელ ბეკეტი "გოდოს მოლოდინში" (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად), ფრანგულიდან თარგმნა თამილა ცინცაძემ, ხომლი N8, 1972, გვერდი 141, უცხოური ლიტერატურის ალმანახი, თბ. საბჭოთა საქართველო



* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/7308

Exclamation


Last edited by Admin on Mon Mar 04, 2013 2:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Mar 04, 2013 12:00 pm



2013 წლის 7, 8, 9, 10 მარტი 15 საათი

ახალი ქართული პიესების საჯარო წაკითხვა

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

დასწრება თავისუფალია

https://www.facebook.com/events/492671290770355/



ოთხი ქალი მსახიობი და ამდენივე კაცი უნდა ამის საჯარო წაკითხვას, - http://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა-ფშაველა,_ანუ_უნახავის_დანახვა - კიდევ რეჟისორი და იმისი ასისტენტი, თანაც მსმენელი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Mar 05, 2013 7:34 pm



2013 წლის 5 მარტი, 13:45 საათი

ახალი ქართული პიესების საჯარო წაკითხვის რეპეტიცია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში



"ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" (მითორიტუალური პიესა)

რეჟისორი - ხათუნა მილორავა.

კითხულობენ მსახიობები:
* მინანი - ირინა გიუნაშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=268
* სამძიმარი - ანა მატუაშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=554
* ანიკო - მაკა ცინცაძე - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=694
* ნინო - თათა თათარაშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=951
* ვაჟა - ბექა სტურუა - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=690
* ბერი გიორგი + რემარკები - ცოტნე მეტონიძე
* სანდალა - რეზი გიორგობიანი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=683
* შიო - ანრი ბიბინეიშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=680

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Mar 06, 2013 7:19 pm

<iframe src="https://www.facebook.com/video/embed?video_id=495972467131416" width="720" height="540" frameborder="0"></iframe>

https://www.facebook.com/video/embed?video_id=495972467131416 -

მიხო მოსულიშვილი წიგნებზე და კიონორომანზე "ჰელესა"; ტელეარხი "ერთსულოვნება", გადაცემების ციკლი: "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა", ავტორი - სოფო წულაია. 2013 წლის 6 მარტი, 14:29
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Mar 07, 2013 11:59 am






2013 წლის 9 მარტი, 15:00 საათი, თუმანიშვილის თეატრი
რეჟისორი - ხათუნა მილორავა Khatka Milosh

სურათზე არიან და კითხულობენ მსახიობები (მარცხნიდან მარჯვნივ):
* მინანი - ირინა გიუნაშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=268
* ნინო - თათა თათარაშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=951
* ანიკო - მაკა ცინცაძე - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=694
* ვაჟა - ბექა სტურუა - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=690
* ბერი გიორგი + რემარკები - ცოტნე მეტონიძე
* სანდალა - რეზი გიორგობიანი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=683
* შიო - ანრი ბიბინეიშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=680
* სამძიმარი - ანა მატუაშვილი - http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=554



2013 წლის 9 მარტი, 15:00 საათი. თუმანიშვილის თეატრი. მარჯვნიდან მარცხნივ: ხათუნა მილორავა Khatka Milosh, მელანო და ლელა რაზიკაშვილი Lela Razikashvili, ეს მე და მანანა ანთაძე Manana Antadze; ფოტოს ავტორი - ზურაბ გეწაძე.

study







Last edited by Admin on Wed Feb 05, 2014 2:42 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Apr 04, 2013 11:07 am



GeolibTV

Published on Apr 3, 2013

მწერლები ნატა ვარადა და მიხო მოსულიშვილი ქართულ მწერლობაზე საუბრობენ.

Hirotake Maeda - აი, ამ მეცნიერზე და მთარგმნელზე არის აქ ლაპარაკი...

დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-ტელევიზიას და გიო კილაძეს... - https://www.facebook.com/GeolibTV


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Apr 15, 2013 11:47 am

Code:
<iframe src="https://www.facebook.com/video/embed?video_id=495972467131416" width="720" height="540" frameborder="0"></iframe>



Video on book HELESSA
by Sofo Tsulaia Sonia Qartvelishvili


https://www.facebook.com/photo.php?v=495972467131416


Last edited by Admin on Wed Feb 05, 2014 2:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Apr 16, 2013 10:08 am



„დღეს 13:30“ -- იან ფლემინგის დაბადების დღესთან დაკავშირებით (Ian Lancaster Fleming (28 May 1908 – 12 August 1964)
სიუჟეტის ავტორი -- თაკო ასათიანი Tako Asatiani
ოპერატორი -- გიორგი კორინთელი
28-05-2013


http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=28-05-2013+14%3A31


study


Last edited by Admin on Fri May 31, 2013 5:09 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun May 12, 2013 3:10 pm



პიკასომ რომ სტალინი დახატა, მერე კი მეორე ქართველიც...

ვალორისი, 1953 წლის 6 მარტი. ახალგაზრდა ტელეგრაფისტი პიკასოს დეპეშას მიუტანს, რომელიც ხელმოწერილია ასე: „არაგონი“.

ტექსტი ლაკონურია: „სტალინი მოკვდა. გააკეთე, რაც გინდა“.

პაბლო იქვე ხვდება, რა აქვს მხედველობაში. Les Lettres françaises-ის დირექტორი მხატვარს ავალებს, ჟურნალისთვის შეასრულოს გარდაცვლილის პორტრეტი.

პიკასო ითხოვს, სასწრაფოდ წარმოუდგინონ სტალინის ყველა ფოტოსურათი. აირჩევს 1903 წლის ფოტოს, სადაც სტალინი ოცდაოთხი წლისაა. სურათზე ახალგაზრდა კაცია, არაფერი საერთო რომ არა აქვს „ხალხთა მამასთან“.



პიკასო პორტრეტს ხატავს ნახშირის ფანქრით, სახეს მსხვილი შტრიხებით გამოსახავს, ოდნავადაც არ ამახინჯებს.

არაგონმა და პიერ დესკმა შეაფასეს მისი ნამუშევარი და მალე გადააგზავნეს დასაბეჭდად.



სამწუხაროდ, პორტრეტი როტაციის მანქანიდან ვერ ასწრებს ჩამოსვლას, რომ ტიპოგრაფიის მუშები და პარტიული ჟურნალისტები უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავენ.

როგორ შეიძლება „ხალხთა მამის“ ასე დახატვა? იმისი სახე -- პარტიის წევრთა გულითადი თაყვანისცემის საგანი -- იმდენად ცხადად არ შეესატყვიება იმას, რაც მხატვარმა დახატა, რომ ამან პარტიულ ამხანაგებში შოკი გამოიწვია, საკუთარ თვალებს არ უჯერებენ. მათთვის ეს მიცვალებულის ხსოვნის შეურაცხყოფაა.

ზოგიერთმა ისიც კი იფიქრა, რომ პიკასოს, რომლის სიყვარულიც ხუმრობისადმი გახმაურებული იყო, უნდოდა, დაეცინა სტალინისთვის...

კიდევ კარგად გადარჩა პიკასო! თავიდან სტალინს შიშვლად უპირებდა დახატვას!

19 მარტის „ლ'უმანიტე“ პარტიის მდივნის მრისხანე კომუნიკეს ბეჭდავს, სადაც „კატეგორიულად დაგმობილია დიადი სტალინის პორტრეტის პუბლიკაცია, შესრულებული ამხანაგი პიკასოს მიერ. რაკი ეჭვი არ ეპარება გამოჩენილი მხატვრის გრძნობებში, რომელიც ყველასთვის ცნობილია თავისი სიმპათიით მუშათა კლასის მიმართ, პარტიის სამდივნო სინანულს გამოთქვამს, რომ ამხანაგმა არაგონმა, რომელიც, სხვათა შორის, თავდადებულად იბრძოდა რელისტური ხელოვნების განვითარებისათვის, დაუშვა მსგავსი პუბლიკაცია“.

არაგონი იძულებულია, თვითკრიტიკით გამოვიდეს და ისიც კი მოუწია, რომ იმ გაზეთში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დაებეჭდა არა მარტო ეს კომუნიკე, არამედ აღშფოთებული და შეძრწუნებული მკითხველის წერილებიდან ამონარიდებიც.
სირცხვილის თასი ბოლომდე შესვა...

აქ მოხსენიებული წერილების კორესპონდენტები განსაკუთრებით ნანობენ, რომ „ამხანაგ სტალინის დიდი სიკეთე“ ასახული არ არის ამ სამარცხვინო კარიკატურაში.

ხოლო ფუჟერონმა, კომპარტიის ოფიციალურმა მხატვარმა, კიდევ რომ არ დაუვიწყებია პაბლოს ირონიული შენიშვნები მისი სურათის „პარიზელი ქალი ბაზარში“ მიმართ, თავისი კრტიკა არაგონს დაატეხა თავს და მოაგონა „ამხანაგების გაწბილება და აღშფოთება“. უფრო მრისხანე გამონათქვამები „გამოჩენილი მხატვრის“ მისამართით გაუშვა, რომელსაც „არ შეუძლია შეასრულოს კარგი და უბრალო პორტრეტი ადამიანისა, რომელიც პროლეტარიატის დიდი სიყვარულით სარგებლობს მთელ მსოფლიოში“.

ამის მიუხედავათ, მორის ტორეზმა, 1953 წლის აპრილში სსრკ-დან რომ დაბრუნდა, სადაც ტვინში სისხლის ჩაქცევის სამკურნალოდ სამი წელიწადი იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს კომუნიკეს და ნანობს, რომ არაგონი დათანხმდა მის დაბეჭდვას. ის ამას აცნობებს პიკასოსაც. მაგრამ მკითხველი ტორეზის აზრს რამდენიმე თვით გვიან იგებს. ძალიან გვიანია...

პიკასო, რომელიც ვერ იტანს ვერანაირ პრობლემას, საკვირველ სიმშვიდეს ამჟღავნებს მაძაგებლების მიმართ, მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლება: „მე თაიგული მივიტანე დაკრძალვაზე. ჩემი თაიგული არ მოეწონათ. ეს ყოვეთვის ხდება ოჯახში“. ეჭვი არ არის, პაბლო ძალიან აფასებს პარტიის მხარდაჭერას, რომ უარი თქვას ამაზე... მაგრამ პარტიის დამოკიდებულება მხატვრისადმი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე...


ანრი გიდელის წიგნიდან „პიკასო“, ტომი 43, სერია: „100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო“, გამომცემლობა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, მთარგმნელი -- მიხო მოსულიშვილი.


აქვე ორი დანართი რუსულად:

1. Лондонская “Дейли мейл” начала тут же издеваться: “Обратите внимание на большие, плавящиеся глаза, пряди волос, как бы забранные в парикмахерскую сеточку, жеманно скрытую улыбку Моны Лизы; да это просто женский портрет с усами!”.


2. Близкие к художнику люди вспоминали, что он тяжело переживал случившееся и именно в эти дни охладел к компартии, хотя продолжал помогать ей материально и от звания коммуниста не отказался.

Писателя Пьера Дэ (Pierre Daix), который был одним из руководителей Les Lettres francaises, послали успокоить Пикассо, так как опасались его резкой реакции. Дэ записал разговор с художником, и, к счастью, у него хватило юмора, чтобы оценить монолог Пикассо.

Художник сказал посланцу партии:

"Нарисуй я Сталина старым, с морщинами, мешками под глазами, все закричали бы: 'Как ты смеешь рисовать его стариком!'. Поэтому я даже в какой-то момент собирался нарисовать его в героическом духе, обнаженным. Да, думал я, это здорово. Но как быть с его мужскими причиндалами? В классических скульптурах члены всегда маленькие. Но ведь речь идет о Сталине, мощном мужике, настоящем боевом быке. Но если ему приделаешь бычий член, за которым нарисуешь маленького Сталина, будет еще хуже. Тогда все закричат: 'Ты превратил его в сексуального извращенца, в настоящего сатира!'".

А потом Пикассо добавил: "Конечно, если ты настоящий реалист, то берешь линейку и измеряешь свой собственный аппарат. Но тогда ты превратишь Сталина в ординарного человека. Даже если ты готов собой пожертвовать и для полного реализма сделаешь слепок своего члена, а потом воспользуешься им в работе, то еще хуже набросятся: 'Ты что, решил, что ты — Сталин?!' Я уж не говорю о том, что у Сталина, должно быть, никогда эрекция не прекращалась. Нет, ты скажи мне, раз уж так разбираешься в социалистическом реализме, Сталина надо рисовать с эрекцией или без?"

Несколько лет спустя, когда и во Франции узнали о преступлениях "великого вождя", Пикассо, встретившись с Дэ, язвительно спросил его: "Теперь, надеюсь, вы не скажете, что я слишком благожелательно нарисовал Сталина?"




ეს 1953 წელს და ამის მერე, 1972 წელს პიკასომ მეორე ქართველიც დახატა:



ეს გენიალური ნიკო ფიროსმანის გრავიურაა, რომლის შექმნის ისტორიას ანრი გიდელის წიგნის „პიკასოს“ ბოლოთქმაში გაეცნობით.

ანრი გიდელი „პიკასო“ (ბიოგრაფია) -- 2013 წლის 29 მაისიდან გამოვა გასაყიდად.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat May 25, 2013 6:09 pm



წიგნის ფესტივალზე დღევანდელი (25. 05. 2013) ნანადირევიდან:
„ქართული ბიოგრაფიული ცენტრის“ წიგნებთან იყო ეს აფიშაც, -- ფესტივალი რომ დამთავრდება, მერე 29 მაისიც მოვა და ამ დღეს გამოვა გაზეთში ჩადებული ეს ბიოგრაფიული წიგნი...
გაზეთი „ახალი თაობა“ + „პიკასო“ (ბიოგრაფია) = 8 ლარს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue May 28, 2013 8:36 pm



წიგნის დასახელება – "პიკასო"
ავტორი - ანრი გიდელი
თარგმანი - მიხო მოსულიშვილი
მთავარი რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
რედაქტორი - რუსუდან სულაკაური
მხატვარი - ალ. ბერდიშევი
გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი
დაკაბადონება - ნუგზარ არჩემაშვილი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2013
ISSN 1987-7145
ISBN 978–9941-444-13-5
გვერდების რაოდენობა – 320
ფასი - 8.00 ლარი (გაზეთი „ახალი თაობა“ + „პიკასო“ (ბიოგრაფია); მაღაზიებში - 10.00 ლარი

„ტენორი, რომელიც უფრო მაღალ ნოტს იღებს, ვიდრე იმას, რაც პარტიტურაშია, -- მე ვარ!“ -- პაბლო პიკასო



© სალომე მამულაშვილის ფოტოები, 2013





study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Jun 08, 2013 1:36 pm



***
ლელა რაზიკაშვილს ვუთხარი ადრე: „მე წყალი მწყუროდა და ვაჟას ეზოში, წყაროდან სამი პეშვი უნდა დამელია თუ მარტო ორი მეკუთვნოდა, დიდხანს ვყოყმანობდი... და შეიძლება, ერთიც არ მეკუთვნოდა, – რა იცი?..“
ჰო, რა თქმა უნდა, -- სჯობდა, გავსულიყავი ეზოდან და გარეთ დამელია...

მიხო მოსულიშვილი

Arrow



წიგნის დასახელება – „ქართული პიესა 2012“ (კონკურსში „ახალი ქართული პიესა - 2012“ გამარჯვებული ექვსი პიესა)
ავტორი - თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია
გამომცემელი - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
გამომცემლობა - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“
ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)
ISBN 978-9941-9331-2-7 (წიგნი I)
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2013
გვერდების რაოდენობა – 272

ჟიურის წევრები:
* მანანა ანასაშვილი -- თეატრისა და კინოს რეჟისორი, მიჩიგანისა და ლიას უნივერსიტეტის პროფესორი.
* მანანა ანთაძე -- ლიტერატორი, მთარგმნელი, თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი
* ირინა ღოღობერიძე -- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ლიტერატორი, მთარგმნელი. თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პრეზიდენტი. მიღებული აქვს საფრანგეთის მთავრობის ჯილდო: ხელოვნებისა და სიტყვიერების ორდენი
* გოგი ყაჯრიშვილი -- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი
* ნიკა წულუკიძე -- თეატრმცოდნეობის დოქტორანტი, ტელე და რადიო იმედის წამყვანი, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი

კონკურსის დაფინანსებისთვის ფონდი მადლობას უხდის მერიის კულტურული ღონისძიებების სამსახურს.


შინაარსი
* თამარ ბართაია -- „სტალინის სანუკვარი სარდაფი“
* დავით გაბუნია -- „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
* ნინო მირზიაშვილი -- „მაცეკვე ტანგო!“
* მიხო მოსულისვილი -- „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“
* ნანუკა სეფაშვილი -- „ქარის სიმფონია“
* ირაკლი ცხადაია -- „ლურჯი თოვლი“


study


Last edited by Admin on Sat Nov 05, 2016 10:00 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Jun 20, 2013 6:06 pm




* http://http://www.youtube.com/watch?v=VdLTOOe44LU
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Jun 27, 2013 6:33 pm



2013 წლის 6 ივლისს, 19:00 საათზე საპრემიერო ჩვენება რუსთავის თეატრში -- „ბატი კომშით...“
მიხო მოსულიშვილის პიესის „საშობაო ბატი კომში“-ის მიხედვით.
რეჟისორი - გურამ ბრეგაძე
ქორეოგრაფი - გიორგი მარღანია
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე

მონაწილეობენ:
* გებრიელ ბონიფაციუსი -- იოსებ ელიზბარაშვილი
* მაიკლ დანსერი -- დავით ხახიძე
* ელენა ქვინსი -- ნათია არბოლიშვილი
* კარლი -- გიორგი ბუაძე
* როზალია -- ნათია მელაძე
* ცხენი ტელევიზორიდან --

დასაწყისი: 6 ივლისი, 19 საათი
ბილეთის ფასი: 5 ლარი


Государственный театр города Рустави
21 Июля, 2013
Представляет

«Гусь с айвой» (комический триллер)

Автор -- Михо Мосулишвили

Режиссёр -- Гурам Брегадзе
Хореограф -- Гиа Марганиа
Художник -- Ломгул Мурусидзе

В ролях:
* Бонифациус -- Сосо Элизбарашвили
* Майкл Дансер -- Давид Хахидзе
* Елена Квинс -- Натиа Ароблишвили
* Карло -- Георгий Буадзе
* Розалиа -- Натиа Меладзе

* http://http://www.youtube.com/watch?v=VdLTOOe44LU

Smile

Published on Jul 9, 2013

Rustavi Drama Theatre (Georgia)
21 Jun, 2013
Mikho Mosulishvili's -- http://en.wikipedia.org/wiki/Miho_Mos... -- comic thriller in one act -- 'Christmas goose with quince'
Director -- Guram Bregadze -- http://et-cetera.ru/main/creators/dir...
Choreographer -- George Margania
Designer -- Lomgul Murusidze

Cast:
* Bonifacius -- Joseph Elizbarashvili
* Michael Danser -- David Khakhidze
* Helena Quince -- Natia Arbolishvili
* Carlo -- George Buadze
* Rosalia -- Natia Meladze

ულები:
* http://youtu.be/ujvMBsv4qbs
* http://www.youtube.com/watch?v=nuep4z5Dnzk
* http://mimosfinn.livejournal.com/

Wink


Last edited by Admin on Fri Jul 19, 2013 4:29 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Jul 06, 2013 10:35 pm




12. 07. 2013, 18.00 საათი -- ბოლნისის მუნიციპალური თეატრი
წარმოგიდგენთ:

მიხო მოსულიშვილის სევდიანზე სევდიან კომედიას -- „ჩემო მეჟოლია“ -- http://ka.wikipedia.org/wiki/ჩემო_მეჟოლია

რეჟისორი -- Zurab Khvedelidze ზურაბ ხვედელიძე
მხატვარი -- პაატა მძინარიშვილი -- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=1994
მუსიკალური გაფორმება -- გუგა ხვედელიძე -- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=1995
გამნათებელი -- რომან მინაძე
ხმის ოპერატორი -- სლავა ჩულუხიძე
სამხატვრო ხელმძღვანელი -- ნუგზარ ჭითანავა
თეატრის დირექტორი -- გია ღვინერია


მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

* სოფო — ნინო ალადაშვილი -- http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=1997
* ჩიტო — გია ქობულაძე -- http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=2000
* შოკა — მზევინარ შეყილაძე.
* თოკო — ზურა ხაფთანი -- http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=1999
* ბაქსტერ ო’სალივანი — ლადო კენჭოშვილი.
* ელის ო’სალივანი — ირმა ჭილაია.
* გამნაღმველი -- ვალერი გავაშელი
* გამნაღმველი -- კახა აბრამიშვილი

პრემიერა ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახალხო თეატრში -- http://www.geotheatre.ge/ge/dasi.php?N=71



Municipal theatre of Bolnisi (Georgia)
Presents
Mikho Mosulishvili's 'My Redbreast' (Sorrowfully, very sorrowfully comedy) -- http://en.wikipedia.org/wiki/My_Redbreast
Date premiered -- July 12, 2013, 18.00 pm

Director - Zurab Khvedelidze
Desinger - Paata Mdzinarishvili
Music - Guga Khvedelidze
The master of light - Roman Minadze
Sound - Slava Chulukhidze
Art director - Nugzar Chitanava
The head of heater - Gia Gvineria

Cast:
* Chito - Gia Kobuladze
* Sopho - Nino Aladashvili
* Shocka - Mzevinar Shekiladze
* Thoko - Zura Khaftani
* Baxter O'Sullivan - Lado Kenchoshvili
* Alice O'Sullivan - Irma Chilaia
* Minesweeper -- Valeri Gavasheli
* Minesweeper -- Kakha Abramishvili



ბმული (ვიდეოანონსი):
* http://youtu.be/LPNKYR3IJcI

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Jul 21, 2013 9:13 pm

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრმა მიხო მოსულიშვილის ტრაგიკომედია - ”ჩემო მეჟოლია” დადგა

17:47 21.07.2013


ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრმა მიხო მოსულიშვილის ტრაგიკომედია - „ჩემო მეჟოლია“ დადგა.

პრემიერა ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა.

მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ცხრა ქართველი თანამედროვე დრამატურგის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილ პიესებს შორის მიხო მოსულიშვილის "ჩემო მეჟოლიაც" იყო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე იყვნენ ჩართულნი.

პროექტი გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში 2012 წელს განხორციელდა.

მას ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida) უწევდა.

ცნობისთვის, 23 ივლისს ბოლნისის მუნიციპალური თეატრის დასი მიხო მოსულიშვილის პიესაზე რეჟისორ ზურაბ ხვედელიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს -"ჩემო მაჟოლია" დმანისელი მაყურებლისთვისაც ითამაშებს.

ავტორი: ირმა მირზაშვილი

სააგენტო ACCENT „აქცენტი“ -- http://accent.com.ge/sazogadoeba/2508-bolnisis-municipalitetis-theatrma-mikho-mosulishvilis-tragikomedia-chemo-mezholia-dadga.html?lang=ka-GE ACCENT[/ulr]

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Jul 26, 2013 12:43 pm



„ვაჟა-ფშაველას შესახებ“ -- გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“ -- http://youtu.be/xeXsWsR5LBI

თარიღი: 26. 08. 2013
დროის შუალედი: 08:31:44-დან 09.43:23-მდე

სტუმრები:
ლელა რაზიკაშვილი
მიხო მოსულიშვილი

სიმღერა: „ხევისბერი“
კომპოზიტორი: დები ნაყეურები
ტექსტი: ირაკლი გოგოლაურის
ასრულებს: ანსამბლი „დები ნაყეუები“ (ნინო, მანანა, ლელა)

წამყვანები: ეკა სამხარაძე, გიორგი ქორქია

გადაცემის მთავარი პროდიუსერი: ნინო არაზაშვილი

თანაშემწე: ლიკა კინწურაშვილი

კოორდინატორი: მარინა ონიანი

ჟურნალისტები: მაია ჭაფოძე, დავით აბრამიშვილი

რეჟისორი: სოსო მჭედლიძე

ოპერატორები: ლაშა თარაევი, ვასილ ქემოკლიძე, გოჩა ქემოკლიძე, არჩილ ექიზაშვილი

ხმის რეჟისორები: დავით მარგველაშვილი, კახა ბაზიერი, რომა ბელეშაძე
არქივი: ნინო ქაშაკაშვილი, თამილა კენკებაშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი-2“
2013

ირაკლი გოგოლაური

ხევისბერი

ხმელ გორზე ლივლივებს თეთრი საკადრისი,
ღამეს აგვიგვინებს შუქი სასანთლისი,
ცისაკენ აწვართულ ხემხვივნებს ამთქნარებს,
ქარები ქრიან და რა უნდა აქ ქარებს.

ზეციდან დამმზერის ცხრა მზე და ცხრა მთვარე,
იგივე ტრაპეზი, იგივე საჯარე,
იგივე ზარნიში, ზედ მთვარის ზარ-ნიში,
მაგრამ ხმას გამოსცემს საოცრად სხვანაირს.

სადღაა ხევისბერი, ან მთები - მთების ფერი,
თასებზე დადიდება, გასერვა სეფისკვერის,
ლაშარის დიდება ფერხისას სიმღერე,
დროშა სასწაული, მლოცავის სიბევრე.

ლაშარის მუხაზე არწივი ისვენებს,
ლამაზ ფრთებს ცის ნამით იმწყაზრავს, ისველებს,
სხვაგვარად მოადგა მზის სხივი მთის სერებს,
სხვაგვარად თენდება ლაშარში ისევე.

ბმული - https://www.facebook.com/notes/დები-ნაყეურები/ხევისბერი/174103842747768

* http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=26-07-2013%2009:31
* http://rustavi2.com/news/programs_rug.php?l=14&rec_start=0
* https://www.facebook.com/GoodMorningGeorgia?fref=ts

Arrow


Last edited by Admin on Sat Sep 14, 2013 11:09 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Aug 07, 2013 9:11 am





Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 05, 2014 2:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Aug 11, 2013 9:09 am

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Aug 29, 2013 6:33 pm



წიგნის დასახელება – „პიკის ვალეტი“
ავტორი - ბორის აკუნინი
თარგმანი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - ავთო სულაძე
გამომცემელი - ელექტრონული გამომცემლობა lit.ge
გამომცემლობა - „ლიტერასი“
გამოცემის წელი – 2013

ანოტაცია - მოსკოვში მოქმედებს თაღლითების ბანდა სახელად „პიკის ვალეტი“. თავხედური აფიორების მომწყობი, გამომგონებლური და დახვეწილი, დაუსჯელობაში დარწმუნებული ბანდის მოხელთება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. მაგრამ ამჯერად საქმეს ხელს ჰკიდებს ქრიზანთემების ორდენის კავალერი, ბნელით მოცული საქმეების გახსნის ოსტატი ერასტ პეტროვიჩ ფანდორინი...
ბორის აკუნინის, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილის ამბავი თაღლითებზე წაიკითხეთ მხოლოდ და მხოლოდ აქ -- http://lit.ge/წიგნი/ბორის_აკუნინი/პიკის_ვალეტი/1270

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Aug 30, 2013 5:44 pm




ომარ თურმანაული

***
მიხომ რო ნახა იახტა,
შეხტა და აფრებს მიახტა.
თევზიც მიყვარსო, დიახ და
თამაშიც შავ ზღვის ნიავთან!

30. 08. 2013
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Sep 10, 2013 9:45 am

მიხო მოსულიშვილი

გაიხარე, მკითხველო, წამებულო...
(გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველების წიგნი)

2013 წლის 9 სექტემბერი, 21:06-ზე



ამ საღამოს საბაჟოში საქმეების კეთებით დაღლილი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამოვიდა ჩემს ქუჩაზე, გადმოვიდა მანქანიდან და „გრიგოლ ხანძთელის ფონდის“ მიერ გამოცემული გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველების დიდი წიგნი „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ გამომიწოდა, -- დღეს ჩამოვიდა სტამბოლიდანო.



ვიცოდი, რომ იქ იბეჭდებოდა ამჟამად, არადა ჯერ კიდევ 2010 წელს მქონდა რედაქტირებული გოდერძი ჩოხელის რჩეული -- 164 ნოველის ამორჩევით, თანმიმდევრობის აწყობით, სათაურის დარქმევით, კორექტურითაც კი გამზადებული წიგნი, ჩემივე ბოლოთქმით: „სულის პეპელა“.



მერე ამ წიგნისთვის ლევან ხარანაულს, რომელმაც 1988 წელს მთავარი როლი ითამაშა გოდერძი ჩოხელის ფილმში „აღდგომის ბატკანი“, თხუთმეტამდე ილუსტრაცია სთხოვა გამომცემლობა „გრიფონმა“, ლევანმა კიდევ ოცდაერთი დახატა, ზედაც წიგნის ყდის რამდენიმე ვარიანტი, ბოლოს კი მზესუმზირის ამორჩევით.



წიგნს გარედან ოქროსფერასოებიანი და ლევან ხარანაულის მზესუმზირიანი გარეკანი აქვს, გოდერძი ჩოხელის ხელწერით შესრულებული თავისივე სახელითა და გვარით, მერე კი იგივე დიზაინის მუყაოს ყდა და სუპერზე ქაღალდის ფაქტურის გამოყენებით დახატული, გადაშლილი წიგნის კონტური, ბატის ფრთის თანხლებით...



ამ წიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდება მკითხველი, თუ როგორი დიდი სიყვარულით აფარდაგებს თავის ლაღად საკითხავ, ფერად-ფერადი ამბებით სავსე ნოველებს გუდამაყრის ხეობის უნიჭიერესი მემატიანე -- გოდერძი ჩოხელი.



ჰოდა, მეც გახარებულმა უნდა შევძახო: „გაიხარე, მკითხველო, წამებულო...“


გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველის წიგნის „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ რედაქტორი,
მიხო მოსულიშვილი

09. 09. 2013



წიგნის დასახელება – „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ (164 რჩეული ნოველა)
ავტორი - გოდერძი ჩოხელი
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვარი - ლევან ხარანაული (ნახატი ყდისთვის და წიგნში 21 ილუსტრაცია)
გამომცემელი - მამა ანდრია (ჯაღმაიძე)
დიზაინერი - ოთარ წიგნაძე
გამომცემლობა - „გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი“
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2013
ISBN 978-9941-0-5805-9
გვერდების რაოდენობა – 660



ბმული:
* http://borbalo.blogspot.com/2016/10/blog-post.html


Arrow


Last edited by Admin on Tue Oct 04, 2016 10:47 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
მიხო მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: