არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Dec 31, 2011 11:42 am



პრემიერა: 2012 წლის 2 იანვარს, 12.00 და 14.00 საათზე, გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრში და მერე ყოველდღე, ძველით ახალ წლამდე, ალბათ...

https://www.facebook.com/goristeatri?sk=wall

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Jan 24, 2012 12:32 am



Mercy Stone (nine short stories) by Mikho Mosulishvili
Publishing house Siesta
The publication charge Siesta Publishing Group
Publisher Ketevan Kiguradze
Technical support Otar Karalashvili, Ia Ninoshvili
Cover Design Mikho Mosulishvili
Publication Year 2011
Tbilisi, Georgia




წიგნის სათაური - "მადლის ქვა" (ცხრა მოთხრობა)
წიგნის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
ISBN 978-9941-414-79-4
გამომცემლობა - "სიესტა"
გამოცემაზე პასუხისმგებელი – ჯგუფი სიესტა
გამომცემელი – ქეთევან კიღურაძე
ტექნიკური უზრუნველყოფა – ოთარ ყარალაშვილი, ია ნინოშვილი
ყდის დიზაინი – მიხო მოსულიშვილი
გამოცემის წელი - 2011



"სიესტას" გამოცემულ ამ წიგნს ჰქვია "მადლის ქვა" და აქ შედის რვა მოთხრობა და აქვე შედის ამ პატარა წიგნაკში დაბეჭდილი მეცხრე მოთხრობა "სალამანდრა".






ბმული - https://saba.com.ge/books/details/17 - "საბას" 2012 წლის ნომინანტები.

study


Last edited by Admin on Mon Jul 30, 2012 11:54 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue May 08, 2012 1:30 pm



7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი – 19:00-დან 22:00-მდე

რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"
(პიესა რვა სცენად)

მოქმედების დრო: 1801 – 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე – რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.


რეჟისორი - გეგა ქურციკიძე
პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე


მსახიობები - ლელა მახნიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი, შალვა ანთელავა, ბადრი გვაზავა, დიმა თარბაია, კახა ჭოლაძე, ლექსო არველაძე

ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
მისამართი: თბილისი, 0102, დავით აღმაშენებლის გამზ. 99/1;
ტელეფონები: (995 32) 95 39 27; (995 32) 95 78 74
ელ.ფოსტა – infochildren@caucasus.net


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue May 08, 2012 1:39 pm



ბმული – http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=08-05-2012+08%3A33

სიუჟეტი სპექტაკლზე "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ჩვენი დილა", 8 მაისი, 08:32 – 08:37, სიუჟეტის ავტორი სალომე გელაშვილი, ოპერატორი პაატა ყვავაძე.

ვიდეო:



study


Last edited by Admin on Mon May 28, 2012 1:12 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed May 09, 2012 7:37 pm



წიგნის დასახელება – "ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა..."
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
გვერდების რაოდენობა – 296
ყდა – რბილი
ISBN 978-9941-9261-1-2
რედაქტორი – თამარ გელოვანი
დიზაინერი – ლია სულაქველიძე
აღმასრულებელი დირექტორი - თამარ ნაჭყებია
გამოცემის წელი: 2012
გამომცემლობა: "უსტარი"



წიგნს თან ერთვის ბროშურა – "სინოპსისი" (Synopsis)
ენები - ქართული, ინგლისური, თურქული
მთარგმნელები - ლანა მანველი (თურქულად) და გურამ აბაშიძე (ინგლისურად)
ISBN 978-9941-9261-2-9
გვერდების რაოდენობა - 16
ყდა - რბილი
გამომცემლობა - "უსტარი"
გამოცემის წელი - 2012



გამომცელობა ,,უსტარი" სულ მალე გამოსცემს და ქართველ მკითხველს შესთავაზებს მიხო მოსულიშვილის ახალ კინორომანს: ,,ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა..."
რომანი ჩვენი უძველესი მოძმეების _ ლაზების ცხოვრებას, მათ მიერ შენარჩუნებულ ქართულ ადათ-წესებს, ხალხური მედიცინის საიდუმლოების დაცვას და ლაზებზე ფიქრით გამოწვეულ უმძიმეს სევდას ასახავს.

,,ეს მცირედი ნაღვაწი მოკრძალებით და მდაბლად თვდახრილს პირველ რიგში ლაზების სამსჯავროზე გამოსატანად დამიწერია, - თუ ივარგებს, ცოტაოდენი ჩემი წვლილიც ხომ შეემატება იმათი დიდი ვალის გამოსაბრელად, თუ არა და, შენდობას ნუ მეტყვიან...” - ასეთი მინაწერით ასრულებს ავტორი და მერწმუნეთ, წიგნის წაკითხვს შემდეგ, თქვენც შეგაწუხებთ სურვილი ლაზების წინაშე ვალის გადახდისა, თუ არადა, არც თქვენ გეტყვიან შენდობას...


წიგნის რედაქტორი თამარ გელოვანი


ბმული -
* https://www.facebook.com/sonia.qartvelishvili/videos/vob.100002035099487/495972467131416/?type=2&theater -- სოფო წულაის გადაცემაში „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“ კინორომანს „ჰელესა“ წარმოგიდგენთ ავტორი მიხო მოსულიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, 2013 წელი, 6 მარტი

Arrow


Last edited by Admin on Thu May 14, 2015 9:26 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu May 24, 2012 8:53 am



წიგნის ვიდეოანონსისათვის გამოყენებულია ლაზური სიმღერა "ჰელესა", ასრულებს ანსამბლი "თუთარჩელა".

ბმული - http://www.ustari.ge/?page=ustari&menu=cat_4&id=23


ბელა ჩეკურიშვილი


ჰე­ლე­სა - ამ­ბა­ვი ლა­ზებ­ზე


სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სხვა ავ­ტო­რებ­თან ერ­თად აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლიც წერ­და თა­ვის "არ­გო­ნავ­ტიკ­ში".

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა "ჰე­კა­ტეს ბა­ღი", სა­დაც 40-ზე მე­ტი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე მოჰ­ყავ­დათ. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვად სიტყ­ვა "მე­დი­ცი­ნა" მომ­დი­ნა­რე­ობს კოლ­ხ­თა მე­ფე აიეტის ქა­ლიშ­ვი­ლის, მკურ­ნა­ლი მე­დე­ას სა­ხე­ლი­დან. უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის წი­აღ­ში, მკურ­ნალ­თა არა­ერ­თი საგ­ვა­რე­უ­ლო შტო იშ­ვა, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი წა­მა­ლი შექ­მ­ნეს. ამის მა­გა­ლი­თია თურ­მა­ნი­ძის, ას­კუ­რა­ვე­ბის, ბე­რუ­ლა­ვე­ბის, ნაჭყე­ბი­ე­ბის მა­ლა­მო­ე­ბი თუ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის საზღ­ვაო კი­ნო­რო­მა­ნი "ჰე­ლე­სა", რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "უს­ტარ­მა", სწო­რედ ქარ­თ­ველ­თა ამ უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ით არის ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს, რო­გორც წიგ­ნის სა­თა­უ­რი­დან ვი­გებთ, ტექ­ს­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფე­ლუ­კა "კირ­ბი­შის" ბო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბის ქრო­ნი­კე­ბად, ან­და თუ გნე­ბავთ, ლა­ზი მხატ­ვ­რის ჰა­სან ჰე­ლი­მი­შის გა­ცოცხ­ლე­ბულ ნა­ხა­ტე­ბად.

წიგნს თან ერ­თ­ვის სი­ნოფ­სი­სი თურ­ქულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სათ­ვის. მსგავ­სი და­ნარ­თე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა და­სავ­ლეთ­ში, რა­საც გა­მომ­ცემ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ სა­რეკ­ლა­მოდ და საც­ნო­ბა­როდ. რომ გა­დავ­ხე­დოთ სი­ნოფსს, ერ­თი ფრა­ზით გა­ვი­გებთ ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არსს.

რო­მა­ნის იდეა აიეტის მი­თი­დან იღებს სა­თა­ვეს და მის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. კირ­ბიშ­თა გვა­რი წამ­ლის დამ­ზა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფლობს, ისი­ნი ამ სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ნა­ხად ზღვა­ში გა­დი­ან ფე­ლუ­კა­თი და იქ, ქოთ­ნებ­ში მოჰ­ყავთ ბა­ლა­ხი, სა­ი­და­ნაც წა­მალს ამ­ზა­დე­ბენ. მი­თის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც იაზონ­მა და მე­დე­ამ, მე­დე­ას ძმა აფ­რის­ტე მოკ­ლეს, მი­სი ნეშ­ტი სამ ად­გი­ლას და­ა­საფ­ლა­ვეს: მაკ­რი­ალ­ში (დღეს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა), პეტ­რას­თან და რუ­მი­ნეთ­ში, პორტ კონ­ს­ტან­ცას მახ­ლობ­ლად, სა­დაც დღე­საც არ­სე­ბობს სო­ფე­ლი ლა­ზუ. კირ­ბი­შებ­მა სა­მი­ვე ად­გი­ლას უნ­და ილო­ცონ აფ­რის­ტეს სა­ხელ­ზე, რა­თა მის­ტი­კუ­რი ძა­ლა წა­მო­ი­ღონ.

წიგ­ნის სა­თა­უ­რი "ჰე­ლე­სა" ლა­ზუ­რი სიმ­ღე­რის სა­ხე­ლია. "ლე­სა" ის მოწ­ნუ­ლი გი­დე­ლია, რო­მელ­საც ლა­ზე­ბი მდი­ნა­რე­ში ჩა­კი­დე­ბენ ხოლ­მე თევ­ზის და­სა­ჭე­რად. ზოგ­ჯერ ლე­სა ძა­ლი­ან დი­დი იყო და შიგ იმ­დე­ნი თევ­ზი გროვ­დე­ბო­და, რომ მის ამო­სა­ზი­დად მთე­ლი სო­ფე­ლი იკ­რი­ბე­ბო­და. "ჰეი ლე­სა" - ასე­თი იყო შე­ძა­ხი­ლი.

"ეს მის­ტი­კუ­რი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც ჩვენს წი­ნაპ­რებ­თან - ლა­ზებ­თან გვაბ­რუ­ნებს. ისი­ნი, ვინც ჩვე­ნი გა­ნა­ყო­ფია და მე-16 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ უცხოვ­რი­ათ"- ამ­ბობს მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი.

სა­თა­ურ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი "კი­ნო­რო­მა­ნი" , ნა­წარ­მო­ე­ბის სტუქ­ტუ­რულ აგე­ბუ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ეს მო­დერ­ნის­ტუ­ლი ტექ­ს­ტია, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა კო­ნოს ხერ­ხებ­ზე ააწყო. ნა­წარ­მო­ე­ბი და­ყო­ფი­ლია ეპი­ზო­დე­ბად - სულ 105 ეპი­ზო­დია, რო­მელ­თაც აქვთ ახ­ლო, შო­რი და სა­შუ­ა­ლო ხე­დი.

"ვცდი­ლობ­დი, რო­გორც კა­მე­რა მოძ­რა­ობს და გა­და­ად­გილ­დე­ბა, ისე ემოძ­რა­ვა თხრო­ბას. ამას აბ­ზა­ცე­ბით ვქმნი­დი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ქა­ლის ხელს აღ­ვ­წერ, ამას ახ­ლო ხე­დის ეფექ­ტი აქვს, რო­ცა ხე­ლი ჰა­ერ­ში იწე­ვა, ან­და რო­ცა და­ნას ის­ვ­რის კა­მე­რა შორ­დე­ბა ეკ­რანს. ვცდი­ლობ­დი, ეპი­ზო­დე­ბი ისე ამე­გო, რო­გორც ააგებ­და რე­ჟი­სო­რი. თხრო­ბის ეს ფორ­მა თვი­თონ ამ­ბავ­მა მო­ითხო­ვა. ეს არის ძა­ლი­ან ცოცხა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და დი­ნა­მი­უ­რი ტექ­ს­ტი. რომ­ლის მო­ყო­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხე­ბით არ გა­მო­მი­ვი­დო­და. ემო­ცია და­მე­კარ­გე­ბო­და" - გან­მარ­ტავს მწე­რა­ლი.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ლა­ზე­ბი არი­ან. ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მელ­მაც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იმოგ­ზა­უ­რა ლა­ზურ სოფ­ლებ­ში, წერ­და: ლა­ზე­ბის ცხოვ­რე­ბა ზღვის ტალ­ღებ­ზე და­ირ­წაო. არ­სე­ბობს ამ­გ­ვა­რი ან­და­ზაც - "ლა­ზის ბა­ღი ზღვააო". რაც მი­უ­თი­თებს ამ ხალ­ხის ზღვა­ოს­ნურ ტრა­დი­ცი­ა­ზე. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ თურ­ქე­თის ფლოტ­ში უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ლა­ზე­ბი არი­ან. კო­მუ­ნის­ტე­ბის ხა­ნა­ში და დღე­საც ხში­რად გა­ვი­გებთ გა­მო­ნათ­ქ­ვამს, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ზღვას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ და ვი­ვიწყებთ ლა­ზებს, რო­მელ­თა ფე­ლუ­კე­ბი უს­წ­რა­ფე­სად დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ ზღვა­ზე.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: "გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას ფილ­მ­ში არის ეპი­ზო­დი, რო­დე­საც ლა­ზე­ბი გა­დი­ან ზღვა­ში და უმ­ღე­რი­ან მას, რომ ზღვამ თევ­ზი მის­ცეს. ეს არ არის სხვა ერი, ეს ქარ­თუ­ლი ტო­მია, ის­ტო­რი­ის გა­მო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მოწყ­ვე­ტი­ლი. რო­მან­ში აღ­წე­რილს მოქ­მე­დე­ბებს - დელ­ფინ­ზე ნა­დი­რო­ბას, ბა­დის გა­დაგ­დე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას, ზღვის ჩი­რაღ­დ­ნე­ბით გა­ნა­თე­ბას, შეხ­ვ­დე­ბით მხატ­ვარ ჰა­სან ჰე­ლი­მი­შის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მის ნა­ხა­ტებ­ში შეგ­ვიძ­ლია ვნა­ხოთ ამ რო­მან­ში აღ­წე­რი­ლი ბევ­რი სცე­ნა. ეს ხო­ფა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლა­ზი მხატ­ვა­რია, რო­მელ­მაც კარ­გად იცო­და თა­ვი­სი ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი. რო­მა­ნის შექ­მ­ნამ­დე, წლე­ბის მან­ძილ­ზე ვსწავ­ლობ­დი ლა­ზე­ბის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე ფიქ­რი ჯერ კი­დევ 80 იანი წლე­ბის და­საწყის­ში და­ვიწყე, რო­დე­საც ფრი­დონ ხალ­ვა­ში მიყ­ვე­ბო­და თურ­ქეთ­ში დარ­ჩე­ნილ თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­ზე. იმი­სათ­ვის რომ მა­მი­და ენა­ხა, იგი მოს­კოვ­ში ჩა­დი­ო­და და იქი­დან მიფ­რი­ნავ­და სტამ­ბოლ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ სოფ­ლ­ში უნ­და წა­სუ­ლი­ყო. ასე­თი იყო მა­შინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. გა­ვე­ცა­ნი იაშა თან­დი­ლა­ვას ნაშ­რომს "ლა­ზე­თი", ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია ლა­ზუ­რი პო­ე­ზია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ი­ცა 100 ლა­ზუ­რი ლექ­სი. რო­ცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ლა­ზებ­მა ისე­თი­ვე კა­ფი­ო­ბა იცი­ან, რო­გორც ფშავ­ლებ­მა, გა­მიკ­ვირ­და, ეს ორი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და­შო­რე­ბუ­ლი კუთხე რო­გორ სა­ოც­რად ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს. წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი ქე­თი გი­გაია, სტამ­ბოლ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ თურ­ქეთ­ში 15 მი­ლი­ო­ნი ლა­ზი ცხოვ­რობს. თუ ამას და­ვა­მა­ტებთ მეს­ხებ­საც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოა დარ­ჩე­ნი­ლი იქით. რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან და რო­გო­რი პა­სი­უ­რია ეს კონ­ტაქ­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად რე­ლი­გი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი­სა, რო­დე­საც კულ­ტუ­რუ­ლი და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა ამ ფეს­ვე­ბის და გრძნო­ბე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა მოხ­დეს".

ჰე­ლე­სა­ში მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბის მი­ხედ­ვით, რო­გორც იაზო­ნი შე­უყ­ვარ­დე­ბა მე­დე­ას და ოქ­როს საწ­მისს გა­ა­ტანს მას, ასე­ვე მეი კირ­ბიშს შე­უყ­ვარ­დე­ბა იაშარ ბა­დი­ში და გა­უმ­ხელს მას სა­კუ­თა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო წამ­ლის სა­ი­დუმ­ლოს. თა­ვის მხრივ ბა­დი­ში იყე­ნებს ამ სიყ­ვა­რულს, რა­თა წამ­ლის სა­ი­დუმ­ლო უცხო­ე­ლებს მიჰ­ყი­დოს და ფუ­ლი იშო­ვოს. მაგ­რამ უფ­ლის რის­ხ­ვა მშფოთ­ვა­რე ზღვის სა­ხით თავს და­ატყ­დე­ბა მათ. წიგ­ნის ავ­ტო­რი ავი­თა­რებს იდე­ას, რომ სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც შე­ნი სუ­ლის ნა­წი­ლია და შენს იდენ­ტო­ბას გა­მო­ხა­ტავს, სხვას არ უნ­და მის­ცე. გე­მი იღუ­პე­ბა, ხო­ლო გა­დარ­ჩე­ნი­ლი მეი კირ­ბი­ში იწყებს ფიქრს - რა შე­ე­შა­ლა. მას ეღუ­პე­ბა მა­მა და ძმა. ფი­ნალ­ში იგი მარ­ტო გა­დის ზღვა­ში თა­ვი­სი ფე­ლუ­კით. ავ­ტორ­მა შეც­ვა­ლა მე­დე­ას მი­თი. მეი ფიქ­რობს იმა­ზე, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც, რაც არც იყი­დე­ბა და არც გა­ი­ცე­მა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მთა­ვარ სა­კითხად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის გა­დარ­ჩე­ნა დგას, ავ­ტო­რის მე­სი­ჯი გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა, ეს სა­კითხი არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მე­დე­ას დროს. მი­თის მი­ხედ­ვით, ოქ­როს საწ­მი­სის გა­ცე­მის სა­ნაც­ვ­ლოდ მე­დე­ამ ყვე­ლა ის ნი­ჭი და უნა­რი და­კარ­გა, რაც მას სამ­შობ­ლო­ში ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნად იქ­ცა იაზო­ნის­თ­ვის.

ამა­ვე დროს ახა­ლი რო­მა­ნით, მწე­რა­ლი ცდი­ლობს, გა­მო­ხა­ტოს ის სათ­ქ­მე­ლი, რის ჩვე­ნე­ბა­საც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ცდი­ლობ­და "შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბი­დან" მო­ყო­ლე­ბუ­ლი: რაც უნ­და გა­რე ზე­წო­ლა გქონ­დეს, მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის გა­დარ­ჩე­ნაა. "ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძეს აქვს ნათ­ქ­ვა­მი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ­ნი არ ვართ და ძა­ლი­ან ად­ვი­ლია გავ­ქ­რეთ, მაგ­რამ ამით ქვეყ­ნი­ე­რე­ბის ჭრელ ხა­ლი­ჩას ერ­თი ფე­რი მო­აკ­ლ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან საწყე­ნიაო. ვთვლი, რომ ამ ხა­ლი­ჩა­ზე სა­კუ­თა­რი ფე­რის გა­დარ­ჩე­ნაა მთა­ვა­რი"- ამ­ბობს იგი.

რო­მან­ში მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი მი­მარ­თავს ლე­გენ­დას წმინ­და ფო­კა სი­ნო­პელ­ზე, შე­მოჰ­ყავს ევ­რო­პუ­ლი საზღ­ვაო მი­თო­ლო­გი­ის გმი­რი კლა­ბა­უ­ტერ­მა­ნი და ა.შ. რი­თაც მწე­რა­ლი ცდი­ლობს, ქარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი ერ­თი­ან ევ­რო­პულ კულ­ტუ­რულ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ი­აზ­როს. მწერ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა ხომ ისი­ცაა, რომ ელა­პა­რა­კოს მთელ დე­და­მი­წას და არა ერთ კონ­კ­რე­ტულ ერს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ფო­რუმ დი­ა­ლოგ­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და თურ­ქი გა­მომ­ცე­მე­ლი ბილ­გე სან­სი. ეს ფო­რუ­მი იმი­თაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ სტუმ­რე­ბი ეც­ნო­ბი­ან რო­გორც ქვე­ყა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რას, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­რებს. რო­დე­საც ბილ­გე სან­ს­მა "ჰე­ლე­სას" სი­ნოფ­სი­სი ნა­ხა, მწე­რალს შეს­თა­ვა­ზა, თურ­ქულ ენა­ზე ერ­თი თა­ვი ეთარ­გ­მ­ნა და საჩ­ვე­ნებ­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა. გა­მომ­ცე­ლო­ბა "უს­ტარ­ში", სა­დაც ეს წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და, შექ­მ­ნი­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სწო­რედ მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის თარ­გ­მ­ნი­სა და უცხო­ელ გა­მომ­ცემ­ლებ­თა და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნით. "ჰელ­სა­დან" საც­დე­ლი ნაწყ­ვე­ტის თარ­გ­მ­ნაც აქ კეთ­დე­ბა, რო­მე­ლიც თურქ გა­მომ­ცე­მელ­თან გა­იგ­ზავ­ნე­ბა. თუ­კი მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი თურ­ქულ ენა­ზე გა­მო­ი­ცე­მა, ეს ის შემ­თხ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რო­ცა წიგ­ნი თა­ვის მკითხ­ველს ზუს­ტად მი­აგ­ნებს - ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკითხ­ვე­ლის გარ­და წიგ­ნი ხომ ლა­ზე­ბის­თ­ვი­სა­ცაა გან­კუთ­ვ­ბ­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მას მხო­ლოდ თუქ­რულ ენა­ზე წა­ი­კითხა­ვენ.

რო­მანს აქვს ავ­ტო­რის მი­ნა­წე­რი, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ვალ­შია ლა­ზე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ჩვენს გა­რე­შე იცხოვ­რეს. ეს სა­კითხი კო­მუ­ნის­ტე­ბამ­დეც მწვა­ვედ იდ­გა და ალ­ბათ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა იყო სა­ჭი­რო, რომ ეს ქარ­თუ­ლი ტო­მი ცალ­კე არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნო­და. "მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ვე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ამ ხალ­ხ­ში აღორ­ძინ­დეს ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, შე­ვახ­სე­ნოთ, ვი­სი გო­რი­სა­ნი არი­ან, რა­ტომ აქვთ ბორ­ჯღა­ლი ხე­ებ­ზე, ჩუ­ქურ­თ­მი­ა­ნი ოდა სახ­ლე­ბი და თუნ­დაც ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი"- ამ­ბობს მწე­რა­ლი.

„24 საათი“, 01.06.12
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-06-01/29298.html



Last edited by Admin on Thu Jun 20, 2013 5:50 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Jun 20, 2012 11:16 pm

Presentation of movie-novel Helessa by Mikho Mosulishvili in bookshop Diogene (part 2), June 5, 2012, 18:00

მიხო მოსულიშვილის კინორომანის "ჰელესას" წარდგინება 2012 წლის 5 ივნისს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში".
მასპინძელი - გურამ მეგრელიშვილი.
გადაღებულია გამომცემლობა "უსტარის" მთავარი რედაქტორის, თამარ გელოვანის მიერ.
რედაქტირებულია ზურაბ ქოროღლიშვილის მიერ.
2012 წელი.






Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Jun 22, 2012 10:33 pm

22-06-2012-თავისუფალი ლიტერატურა
თემა:ინსცენირებული ლიტერატურა;
სტუმრები: ნატა ვარადა – პოეტი,მაია სარიშვილი – პოეტი, მიხო მოსულიშვილი – მწერალი.

ჩართვა - ლაშა ბუღაძე.


http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=7148

გადაცემის შესახებ
თავისუფალი ლიტერატურა - თავისუფალი გარემო მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

შეხვედრები ყველა თაობის მწერლებთან, გამომცემლებთან, ლიტერატორებთან და ლიტერატურის მოყვარულებთან; დისკუსიები ლიტერატურის განვითარების ტენდენციებზე, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის სიახლეები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Jul 16, 2012 8:20 am

ვაჟა-ფშაველას შესახებ, გადაცემა "სამოთხის ვაშლები", 13.07.2012



გორის საოსტატო სემინარიის დირექტორი შემეშალა: სმირნოვი კი არა, სემიონოვი უნდა მეთქვა...

ვაჟაზე საინტერესო გადაცემისათვის დიდი მადლობა წამყვანებს: ნინო ზაუტაშვილს, სალომე დადუნაშვილს, ნინო კურატაშვილსა და ნანა ფაჩუაშვილს, ასევე "სამოთხის ვაშლების" მთელ შემოქმედებით კოლექტივს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Jul 17, 2012 10:17 pm



Trailer for

My Redbreast
(Sorrowfully, very sorrowfully comedy)
by
Mikho Mosulishvili


მიხო მოსულიშვილი

ჩემო მეჟოლია
(სევდიანზე სევდიანი კომედია)

ვიდეოანონსი

2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Sep 14, 2012 6:32 pm



Ustari Publishing

Award: MEA
Year: 2012
Win Level: Silver Award
Entry: movie-novel Helessa+ synopsis
Category: Lower Budget
Client: Mlkho Mosulishvili
City: Tbilisi
State: Georgia
Country: Georgia

Links:
* http://www.summitawards.com/winners/winner-search.html?sobi2Task=sobi2Details&catid=0&sobi2Id=7200

* http://www.summitawards.com/competitions/effectiveness-award/effectiveness-award.html


"გამომცემლობა „უსტარმა“ ამერიკაში საერთაშორისო კონკურსზე MEA (SUMMIT INTERNATIONAL AWARDS) წარადგინა მიხო მოსულიშვილის კინორომანი „ჰელესა“ და ნომინაციაში „ეფექტური მარკეტინგული გათვლა“ და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უამრავ პროდუქციას შორის ჩვენი წიგნი გამოირჩა, როგორ ნიმუში, დაბალი ბიჯეტით შეიქმნილი მაღალი ხარისხის პროდუქციისა", - Tamar Gelovani. Nachkebia Tamara. ეს არის გამომცემლობა "უსტარის" წარმატება პირველ რიგში და მერე ავტორისა... ასე რომ, გილოცავთ! Smile))

ეხლა, რა არის ამ ვერცხლის მედალის აზრი და - აქ, დაბალბიუჯეტიან ნომინაციაში მონაწილებდნენ: ტურისტული ფირმები, გამომცემლობები, ინტერაქტიური სააგენტოები, მარკეტინგის დეპარტამენტები, მულტი-მედია პროდიუსერები, ანიმაციური და ვებ-დიზაინის სტუდიები, გრაფიკული დიზაინერები, ვიდეო-კინო-აუდიო პროდუქცია, თავისუფალი კონსულტანტები - და მთელი მსოფლიოდან და სულ იყო სამი ჯილდო. "ჰელესამ" აიღო ვერცხლის მედალი და, მართალია, ფული არ არის, მაგრამ აქ რო გაიმარჯვებ და აჯობებ შვიდასოცდათორმეტ კომპანიას მთელი მსოფლიოდან, მერე იქაური გამომცემლობები შენთან კარგად ლაპარაკობენ და იციან, რომ ვერცხლის მედალოსანი წიგნი კარგად გაიყიდება. ეს დიდი წარმატებაა გამომცემლობა "უსტარისა" და მერე წიგნისაც...

* http://en.wikipedia.org/wiki/Helessa_%28movie-novel%29
* http://en.wikipedia.org/wiki/Summit_Awards



SIA Summit International Awards


August 27, 2012


Your company has won a 2012 Summit Marketing Effectiveness Award. Your submission scored among the very best from 732 client. Your wining entries are:

* Award: Silver award Category: Lower Budget Entry: movie-novel Helessa+sinopsis Client: Mikho Mosulishvili

Recognition by the Summit International Awards organization is a great honor. It provides validation of your work and functions as a respected industrywide critique. This honor can also aid in your efforts to attract new accounts; reinforce relationships with clients; reward employees, partners and subcontractors; and motivate team members.

The Summit MEA competition is based on the premise that the goal of marketing communications is to change, influence, or reinforce a target audience's knowledge, attitudes or beliefs. Using this premise as a basis for its judging criteria, the competition is a true arbiter of marketing communication effectiveness.

When a submission achieved the goal of marketing communication effectiveness, judges recognized it with a silver, platinum or best of category award. They granted this status to only 8 % of the submission in this year's competition.

Congratulation again on your achievement!


Sincerely,
Jocelyn Luciano
Executive Director




study


Last edited by Admin on Fri May 31, 2013 5:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Sep 23, 2012 1:21 pm



წიგნის დასახელება – "არსაიდან არსაითკენ" (ბევრი ერთი ციდა და ერთიც დიდი მოთხრობა)
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი – დავით ოძელაშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ნიკა ხვედელიძე
გამომცემლობა - "საუნჯე"
ISBN 978-9941-9273-3-1
გვერდების რაოდენობა – 288
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 8 ლარი

ანოტაცია:
"არსაიდან არსაითკენ" - ეს არის 38 მოკლე ჩანაწერი და ერთიც ვრცელი მოთხრობა, რომელიც ამ ბოლო ოცი წლის მანძილზე იწერებოდა და ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც სწორედ ამ დროის განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.



From Nowhere To Nowhere
Collection of thirty eight short stories and one novella
by Mikho Mosulishvili
Published 2012 by Saunje publishing in Tbilisi, Georgia.
Written in Georgian.
ISBN 13 - 9789941927331
Publisher Vazha Tsotskolauri
Editor David Odzelashvili
Web Programming & Design Nick Khvedelidze
Cover Design Mixo Mosulišvili



study


Last edited by Admin on Thu Dec 20, 2012 9:35 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Sep 29, 2012 11:20 pm

როგორი ხვავიანი და ბარაქიანი ლიტერატურული წელიწადი გაქვთ,ბატონო მიხო. sunny
ძალიან მიხარია !..
სულ შემოქმედებითი წარმატებები...
გილოცავთ,მკითხველსაც ვულოცავ
პს დაანონსებულია ურაკზე,მადლობა მის ადმინისტრაციას
flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Oct 02, 2012 9:00 am

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის... Smile

3 ოქტომბრის "24 საათში" დაიბეჭდა წერილი ჩემ წლევანდელ წიგნებზე...


ბელა ჩეკურიშვილი

კრე­ბუ­ლი ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბე­ბით

24 საათი 03.10.12


მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი “არ­სა­ი­დან არ­სა­ით­კენ”, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა “სა­უნ­ჯემ”, აერ­თი­ა­ნებს 38 “ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბას” და ერ­თ­საც დიდს - რო­გორც წიგ­ნის სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დი გვამ­ც­ნობს.

ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბე­ბი პა­ტა­რა პო­ე­ტუ­რი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბია, რომ­ლის წე­რის ტექ­ნი­კაც, შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ იაპო­ნელ ძენ-ბუ­დის­ტ­თა სა­ტორს - რა­ი­მე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ჩაღ­რ­მა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გას­ხი­ვოს­ნე­ბის ეფექტს, რო­მე­ლიც მწერ­ლის მი­ერ სიტყ­ვად ით­ქ­მე­ბა ხოლ­მე. “მე ძენ-ბუ­დის­ტი არა ვარ, უბ­რა­ლოდ ვაკ­ვირ­დე­ბი და დაგ­რო­ვი­ლი სათ­ქ­მე­ლი მთა­ვარ ამ­ბად კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა, მის ჩა­წე­რას ვცდი­ლობ”- ამ­ბობს მწე­რა­ლი. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სკო­ლაა, მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი იმ გზით სი­ა­რულს ცდი­ლობს, “მთა­ნი მაღ­ლ­ნი”, “ფეს­ვე­ბი”, თუ “ქუ­ჩი” რომ იწე­რე­ბო­და, სა­დაც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი აზ­რის, სუ­რა­თი­სა, თუ პერ­სო­ნა­ჟის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს ამ­ბა­ვი და რა­საც ნო­ვე­ლას ვერ უწო­დებ, უფ­რო ფი­ლო­სო­ფი­უ­რი-ლი­რი­კუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბია. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ ტექ­ნი­კას თუ სტილს არა­ერ­თი მწე­რა­ლი მი­მარ­თავს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რად, ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის “ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბებს” პირ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ჰყავ­და, რო­მელ­თა კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით მწე­რა­ლი ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად იყო მი­სა­ღე­ბი თხრო­ბის ამ­გ­ვა­რი სტი­ლი მათ­თ­ვის, თუმ­ცა, სტილს ალ­ბათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არც აქვს, რო­ცა სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლილ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს კითხუ­ლობ.

დი­დი მოთხ­რო­ბა კი, სა­თა­უ­რით “ცეკ­ვა მკვდრე­ბით”, ევ­რო­პუ­ლი ნო­ვე­ლის ფორ­მა­ტის მოთხ­რო­ბას წარ­მო­ად­გენს, რა­საც რუ­სე­ბი “პო­ვესტს” ეძა­ხი­ან, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცი­რე რო­მა­ნის სა­ხე­ლით მკვიდ­რ­დე­ბა.

მწე­რა­ლი ქვე­სა­თა­ურ­ში გვი­წერს, რომ ეს დე­ტექ­ტი­ვია, თა­ნაც კავ­კა­სი­უ­რი და იმ წლე­ბის ამ­ბავ­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­ცა ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი ერთ გრამ ჰე­რო­ინ­ში იც­ვ­ლე­ბო­და. ამ­ბა­ვი კი, წყვი­ლე­ბის ის­ტო­რიაა, რომ­ლებ­მაც გუ­და­ურ­თან ახ­ლოს იქი­რა­ვეს სას­ტუმ­რო და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებ­თან ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კრი­მი­ნა­ლურ ვაჭ­რო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი იმით მთავ­რ­დე­ბა, რომ უდა­ნა­შუ­ლო წყვი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის პარ­ტ­ნი­ო­რებს ხო­ცა­ვენ, გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი ერ­თად იწყე­ბენ იგი­ვე საქ­მის კე­თე­ბას. ამ ამ­ბავ­ში, დე­ტექ­ტი­ვის გარ­და, შა­ვი იუმო­რიც დევს ბე­დის ირო­ნი­ა­ზე. მწე­რა­ლი კი სი­ტუ­ა­ცი­ას იყე­ნებს იმი­სათ­ვის, რომ პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თი გახ­ს­ნას და მა­თი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხე გვაჩ­ვე­ნოს.

მოთხ­რო­ბას ეპიგ­რა­ფად უძღ­ვის ამო­ნა­რი­დი ადოლ­ფო ბიოი კა­სა­რე­სის ნო­ვე­ლი­დან “რო­გორ გა­ვითხა­როთ საფ­ლა­ვი” - სა­დაც სწო­რედ ადა­მი­ა­ნებ­ზე ბე­დის­წე­რის თა­მა­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი: “თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად მი­დი­ო­და, რომ ახ­ლა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად წა­ვი­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, თით­ქოს გან­რის­ხე­ბულ­მა ბედ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უ­დოთ ფე­ხი”.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: “რო­ცა წა­ვი­კითხე ეს ნო­ვე­ლა, დავ­ფიქ­რ­დი, ჩვენ­თან რომ მსგავ­სი რამ მომ­ხ­და­რი­ყო, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და-მეთ­ქი და გა­მახ­სენ­და, ის დრო, რო­ცა ფქვი­ლი ჰე­რო­ინ­ზე იც­ვ­ლე­ბო­და. ამ მოთხ­რო­ბა­ში ბევ­რი რა­მეა სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან აღე­ბუ­ლი. არ მიყ­ვარს ისე­თი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ა­ნაა გა­მიჯ­ნუ­ლი რე­ა­ლო­ბის­გან. რო­დე­საც ვწერ, ვცდი­ლობ, ეს ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბი იყოს ყვე­ლა­სათ­ვის, მათ შო­რის უცხო­ე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც. ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში იყო ტენ­დენ­ცია, რო­ცა მო­წო­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ: რო­გო­რი კო­ლო­რი­ტუ­ლი მწე­რა­ლია, რო­გორ კო­ლო­რი­ტუ­ლად ამ­ბობ­სო. ამ­გ­ვარ კო­ლო­რი­ტებ­ზე აწყო­ბი­ლი ტექ­ს­ტი კი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა თარ­გ­მ­ნის დროს. ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა ყვე­ლას გა­სა­გე­ბად მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი უნ­და იყოს, სა­დაც ხელ­შე­სა­ხე­ბი პე­სო­ნა­ჟე­ბი და ხა­სი­ა­თე­ბი იკ­ვე­თე­ბა. რო­ცა უცხო­ელ რე­დაქ­ტო­რებ­თან თუ კო­ლე­გებ­თან ვსა­უბ­რობ, ხში­რად ვაწყ­დე­ბი მათ გაკ­ვირ­ვე­ბას იმ თე­მებ­ზე, რა­საც ვიწ­როდ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, არც მთლად ამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის­გან გა­ძარ­ც­ვა წა­ად­გე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას”.

კრე­ბუ­ლი “არ­სა­ი­დან არ­სა­ით­კენ” მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მე­ო­რე წიგ­ნია წელს, კი­ნო­რო­მან “ჰე­ლე­სას” შემ­დეგ. ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს კი, მე­სა­მე წიგ­ნ­საც მი­ვი­ღებთ, ეს 12 მოთხ­რო­ბი­სა­გან შემ­დ­გა­რი კრე­ბუ­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბით “სუ­ლის მდი­ნა­რე”. რო­მა­ნი “ჰე­ლე­სა” ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ამე­რი­კა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე MEA (SUMMIT INTERNATIONAL AWARDS) ვერ­ცხ­ლის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში “ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვ­ლა”, რო­გორც ნი­მუ­ში იმი­სა, რო­გორ შეძ­ლე­ბა მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით გა­მოს­ცე ხა­რის­ხი­ა­ნი და ფარ­თო მკითხ­ველ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი წელს 50 წლის ხდე­ბა, სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ “ჰე­ლე­სას” წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად მას წელს კი­დევ ერ­თი სი­ურ­პ­რი­ზი ელის, ეს იაპო­ნურ ენა­ზე გა­მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ან­თო­ლო­გიაა, რო­მე­ლიც დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს იქ­ნე­ბა მზად. ან­თო­ლო­გია სა­მი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის მწე­რალს აერ­თი­ა­ნებს: ოტია იოსე­ლი­ანს, მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვილს და გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვილს. მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი ამ კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია მოთხ­რო­ბე­ბით “ტყის კა­ცი”, “დი­დი ძუ დათ­ვი” და “ზამ­თარ­მა მო­იქ­ნია კუ­დი”. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მოთხ­რო­ბე­ბი წიგ­ნის იაპო­ნელ­მა რე­დაქ­ტო­რებ­მა თა­ვად შე­არ­ჩი­ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ იმ ეს­თე­ტი­კი­თა და იდე­უ­რი ქვე­ტექ­ს­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და იაპო­ნე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. ვფიქ­რობთ, ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა უცხო­ე­ნო­ვა­ნი ან­თო­ლო­გი­ის გა­მო­ცე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ­კი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რეთ გა­ტა­ნა გვსურს.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-10-03/32416.html

study


Last edited by Admin on Thu Dec 20, 2012 9:27 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Nov 07, 2012 2:53 pm



"ჩამოგვივიდა მიხო მოსულიშვილის წიგნის ”ჰელესა” ოფიციალური სერტიფიკატი. ეს არის გამომცემლობის და მიხოს წიგნის ერთობლივი მუშაობის შედეგი".

გამომცემლობა "უსტარი"


ბმული:

* https://www.facebook.com/photo.php?fbid=436046539787731&set=a.168000659925655.43489.167989249926796&type=1&theater
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Nov 10, 2012 12:45 am





ბმული:
* http://www.facebook.com/notes/mikho-mosulishvili-ミホモスリシュヴィリ/შუაფხო-ცრემლი/299167786850500



იხილეთ - http://armuri.4forum.biz/t818-topic#11822
ეკა ლემონჯავა - "კლდიდან გადაჩეხილმა მწერალმა იმქვეყნიური ნათელი იხილა" (რუბრიკა: "მეორედ დაბადება").
ჟურნალი "სარკე", # 45 (760), 7 - 13 ნოემბერი, 2012

study


Last edited by Admin on Wed Feb 05, 2014 2:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
thaya



Female
Number of posts : 1
Age : 43
Location : Athens, Greece
Job/hobbies : Wery
Humor : Ok
Registration date : 12.11.12

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Nov 12, 2012 2:07 pm

მოვედი დიდ და ლამაზ ოჯახში! გეფერებით ყველას!... sunny

Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/tsiuri.melikidze
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Nov 12, 2012 2:14 pm



Hirotake Maeda and Mikho Mosulishvili in Chargali, Georgia, Vazha-Pshavela House Museum, November 12, 2012

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Nov 20, 2012 5:19 pm



წიგნის დასახელება – "სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა)
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
საგამომცემლო ჯგუფი - სოფო კობიაშვილი, ვლადიმერ პერანიძე, ირმა ჩინჩალაძე, ალექსანდრე ჯიქურიძე
გარეკანის დიზაინი - თეონა თეა ჭანიშვილი
გამომცემლობა - "ინტელექტი"
ISBN 978-9941-440-90-8
გვერდების რაოდენობა – 194
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 2012


სარჩევი:
1. მერვე ტყვია
2. ურაკპარაკი
3. ორდერი შლაპაზე
4. ძაღლის ღირსება
5. "ალლოპლანტი"
6. თბილისური ოფორტები
7. "ომ მანი პედმე ჰუმ", ანუ როგორ ავამოძრაოთ სამყარო თანაგრძნობისაკენ
8. ცეკვა კლდეზე
9. "ღმერთო, ჰფარავდე დედოფალს"
10. დაზვერვაზე ალან რიჩარდ მიიკანთან ერთად
11. დიდგორული ჩანახატები
12. წინაღამე



უკანა ყდაზე:

სულის მდინარე
(მინიატურა)

თუკი ამ ბინდისფერი და ყოვლის დამამხობელი საწუთროსგან თავმობეზრებული და უიმედო დიდხანს დაჰყოფ საწყლისპიროზე, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს შენს გვამს, და სად იქნები მაშინ - ისევ ნაპირზე იჯდები თუ სულის მდინარე წაგიღებს ტაატ-ტაატით?



Trailer of book SOUL RIVER by Mikho Mosulishvili
With composition BLOOMDIDO by Charlie Bird Parker & Photo CORPSE IN RIVER ATRATO by Manuel Saldarriaga Quintero


On cover page:

Soul river
Miniature of Kōan* by Mikho Mosulishvili

If you are tired and desperate from this life, you have to go on the river, sit on the bank for a long time, staring waters of the river and you will see how waves will bring your dead body. Where will you then, again on bank of river or soul river will take you slowly, very slowly?





Soul river
Collection of twelve Novellas
by Mikho Mosulishvili
Published 2012 by Inteleqti publishing - http://www.inteleqti.ge
Tbilisi, Georgia.
Written in Georgian.
ISBN 13 - 9789941440908
Publishing group - Sopho Kobiashvili, Vladimir Peranidze, Irma Chinchladze, Alexander Jikuridze
Cover Design Teona Chanishvili
Number of pages 194


Content:
1. The eighth bullet
2. Urakparaki
3. The warrant on the Hat
4. Advantage of a dog
5. Alloplant
6. Etchings of Tbilisi
7. Om mani padme hum or as will shift the world to the condolence
8. Dance with a Rock
9. How I spoke with the Queen of Great Britain
10. Go recognizing with Alan Richard Meechan
11. Sketches from Didgori
12. Yesterday's night



study


Last edited by Admin on Thu Nov 22, 2012 2:38 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Nov 21, 2012 10:54 am

ახალი წიგნიდან: "სულის მდინარე"

დიდგორული ჩანახატები
"კარიბჭე დარუბანდისა"

კითხულობს ავტორი ("ოქროს ფონდის" ვიდეო) - http://gf.ghn.ge/view.php?post=130


study

გადაცემა "ჩემი ოჯახი"
ყოველ შაბათს 13:00 საათზე - http://1tv.ge/tvshow/271

ანოტაცია
ფსიქოლოგიური თოქ-შოუ "ჩემი ოჯახი" პირველი არხის ეთერშია.
თოქ-შოუს მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილთან ერთად, ისაუბრონ ოჯახურ ურთიერთობებსა და შვილების აღზრდის საკითხებზე, გაუზიარონ გამოცდილება ტელემაყურებელს.


ეკა ტალახაძემ გამომიგზავნა ჯგუფი და ამ გიორგობა დღის ჩაწერის შემდეგ:


ჩემ ცაცხვთან (მარცხნიდან მარჯვნივ) ვანო ხვადაგიანი, მარი კაპანაძე, ვახტანგ გურგენიძე, მარიამ ორაგველიძე, 2012 წლის 23 ნოემბერი







ბმული - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=22-12-2012%2013:04


22.12.2012 გადაცემიდან "ჩემი ოჯახი" - http://1tv.ge/video/15891 - დრო: 05:25 - 06:22 დიდი მადლობა ავტორებს...

study


Last edited by Admin on Sun Dec 23, 2012 2:09 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Nov 24, 2012 9:00 pm






მიხო მოსულიშვილი

სამი წიგნი. 2012
(ზურაბ სამადაშვილისთვის ნათქვამი)

თუ შემეკითხები, რაღა წელს მოიკალი თავი და სამივე წიგნი წელს გამოუშვიო, გეტყვი, რომ ორმოცდაათისა ვხდები ათ დეკემებრს და, ალბათ, მაგიტომაც, - უკან მოსახედი რომ აღარ მქონდეს მეთქი, მაგრამ ესეების წიგნიც შემიძლია და ის დამრჩა გამოუცემელი... პიესების წიგნიც...
ისე კი, ეს სამივე წიგნი იწერებოდა ბოლო თხუთმეტი-ოცი წლის განმავლობაში, და რაკი წიგნად გამოცემის საშუალება არ იყო, ეწყო უჯრაში...
ეგეთი უჯრის დაწერილები შენც დაგიგროვდებოდა და სამას ცალად გამოცემა აუცილებელია, - ეგებ კარგად არც ეხლა გაიყიდოს და არც შემოსავალი მოგიტანოს, მაგრამ ფაქტად მაინც დარჩება და ეგეც საქმეა...



Mikho Mosulishvili-50©Photo by Keto Kirimlishvili, 2012



study


Last edited by Admin on Tue Jul 30, 2013 1:07 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Dec 04, 2012 5:14 pm



წიგნის დასახელება – "9 პიესა VS ძალადობა"
ავტორი – ავტორთა ჯგუფი: ალექსი ჩიღვინაძე, დავით გაბუნია, დათო ტურაშვილი, ერეკლე დეისაძე, გურამ მეგრელიშვილი, ირმა ტაველიძე, მიხო მოსულიშვილი, სანდრო კაკულია, ზურაბ პაპიაშვილი
რედაქტორი - მაკა ქამუშაძე
მხატვარი – რობერტ კემპისტი
ISBN 978-9941-0-5074-9
კატეგორია – დრამატურგია
გამომცემლობა – "ესპო"
გამოცემის თარიღი – 2012
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 288

შინაარსი
ლაშა ბუღაძე - "ვის ეშინია მოძალადეების?" (შესავალი)
დამირა სარტბაევა (აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის პროგრამის დირექტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია) - "წინასიტყვაობა"
ალექსი ჩიღვინაძე - "სიკვდილის დღის საჩუქარი"
დავით გაბუნია - "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება"
დათო ტურაშვილი - "დოდოს მოლოდინში"
ერეკლე დეისაძე - "FaceFack"
გურამ მეგრელიშვილი - "როგორ გავაკეთოთ ბიჭი"
ირმა ტაველიძე - "მაქსს უყვარს მარია"
მიხო მოსულიშვილი - "ჩემო მეჟოლია"
სანდრო კაკულია - "ხიდზე წვიმს ან ცრის"
ზურაბ პაპიაშვილი - "შვიდი სიზმარი"

გამოცემა მომზადდა პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს სააგენტოების: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ. პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს შვედეთის საერთშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida).

პროექტში მონაწილეობდნენ:
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია

http://openlibrary.org/works/OL16798567W/9_Plays_VS_Violence









My Redbreast
(Sorrowfully, very sorrowfully comedy)
by Mikho Mosulishvili

2012

Plot synopsis

Upon return from America for the death anniversary of husband, Sopho, who had been away for twelve years to work in the States, find her school friends - Shoka pregnant. Moreover, it turns out that neither her husband - Chito had died. He married Shoka and his tombstone in their yard was just a means of extorting money from Sopho.

The husband, friend and even her son (Toko) had to cheat Sopho to take money from her and pay for the interest for the apartment, which they had put in the bank.

They were alarmed by Sopho's unexpected arrival.

Sopho decides not to go to America, although her son Toko manages to bring to Georgia old Baxter, whom his mother was taking care in the States. He wants his mother to take care of him Georgia, so as not to los money.

Sopho refuses to look after Baxter and makes her family members care for him. Baxter, in this way "punishes" idlers - Chito, Shoka da Toko.

Baxter intends to propose to Sopho, but since she was supporting the idlers. he concludes that she was like them.

In the final scene the persons are close to the Celestial Court. There roles change - Sopho and Baxter care for Chito, Shoka and Toko who are confined to invalid chairs.

Baxter O'Sullivan names Sopho as "My redbreast" and from here occurs play heading.

Characters

* Sopho - Chito's first wife, 42 age
* Chito - The speculator, Valiko Chitorelidze, 44 age
* Shoka - Chito's second wife, 42 age
* Toko - Chito's son, 27 age
* Baxter O'Sullivan - 69 age
* Alice O'Sullivan - daughter of Baxter O'Sullivan, 35 age

Sources




Little Robin Redbreast

About this nursery rhyme

‘Little Robin Redbreast’ is an English language nursery rhyme, chiefly notable as evidence of the way traditional rhymes are changed and edited


Little Robin Redbreast
Came to visit me;
This is what he whistled,
Thank you for my tea.

Little Robin Redbreast
Sat upon a rail;
Niddle noble went his head,
Widdle waggle went his tail.




Little Robin Redbreast
(The nursery rhyme)

Little Robin Redbreast sat upon a tree,
Up climbed pussycat and down went he,
Down came pussycat, away Robin ran.
Says little Robin Redbreast, "Catch me if you can."

Little Robin Redbreast flew upon a wall,
Pussycat jumped after him, and almost had a fall.
Little Robin chirped and sang and what did pussy say?
Pussycat said, "Mew," and Robin flew away.




მიხო მოსულიშვილი - "ჩემო მეჟოლია" (სევდიანზე სევდიანი კომედია)

სიტყვა "მეჟოლიას" განმარტებისათვის

* "redbreast - n. ზოოლ. მეჟოლია, ბუტბუტა (ფრინველი)".

წყარო: "ინგლისურ-ქართული ლექსიკონი", შემდგენდლები: თამარ და ისიდორე გვარჯალაძეები, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1975 წელი, გვერდი 743

* "redbreast - n. малиновка (птица)".

Англо_Руский Словарь, Москва, издательство "Русский Язык", 1981, ст. 617


* "redbreast - /redbrest/ n. (rhet) A ROBIN".

Oxford Advanced Learner's Dictionary of Current English by A. S. Hornby, Editor Jonathan Crowther, Oxford Universiti Press, 1999

** http://ru.wikipedia.org/wiki/Зарянка - Заря́нка, мали́новка (лат. Erithacus rubecula) — птица из семейства мухоловковых (Muscicapidae).

** http://en.wikipedia.org/wiki/European_Robin - The European Robin (Erithacus rubecula), most commonly known in Anglophone Europe simply as the Robin

** http://en.wikipedia.org/wiki/American_Robin - The American Robin or North American Robin[2] (Turdus migratorius) is a migratory songbird of the thrush family. It is named after the European Robin.

** http://ka.wikipedia.org/wiki/გულწითელა - გულწითელა (Erithacus rubecula), ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 15-16 სმ, წონა 16-18 გრამი. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება როგორც მობინადრე ფრინველი. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყებს ჩეკს ზაფხულში. იკვებება მწერებით, ბალახის თესლით და კენკრით. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური გულწითელა (Erithacus rubecula caucasicus), ხოლო მიმოფრენისას - ჩვეულებრივი გულწითელა (Erithacus rubecula rubecula).

ლიტერატურა - ქსე, ტ. 3, გვ. 306, თბ., 1978

study


Last edited by Admin on Mon Dec 17, 2012 5:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Dec 07, 2012 1:41 am



9 პიესა VS ძალადობა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Dec 12, 2012 4:16 pm

მიხო მოსულიშვილი

ვაჟა რო გპატრონობს იქიდან...

გუშინ თუმანიშვილის თეატრში მივდივარ, "ახალი ქართული პიესა - 2012" გამარჯვებულთა დაჯილდოება უნდა იყოს და ზალიკო სულაკაური მირეკავს, - ხვალე ჩემთან უნდა მოხვიდე კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი ბაზარი რომ იყო, იქ არის ბავშვთა სადღესასწაულო "ზალიკოს ცენტრი" და რაღაც უნდა გადმოგცე, გაგიხარდებაო...
ვერ ვათქმევინე, რა უნდა ეჩუქებინა - ჩემ დაბადების დღეს რაკი დაამთხვია დაახლოებით, ისიც კი ვიეჭვე, - ნეტავი, ხო არა ვკვდები და წინდაწინ მე ხო არ დამხატა მეთქი...
ჯერ იმ კონკურსზე მივედი და ეს მომცეს გუშინ...



მივედი მეორე დღეს "ზალიკოს ცენტრში", ისეთი დარბაზები ვნახე, რომ ვინატრე, - ნეტავ პატარა ვიყო, რომ აქ მეთამაშა მეთქი და ამასობაში მოვიდა ზალიკოც, დავსხედით და ძალიან ვუქე ეს თავისი ცენტრი.
ამ დროს გადმომცა ზალიკო სულაკაურმა ეს თავისი დახატული ვაჟა-ფშაველა, შემდეგი წარწერით:



"უმაგრეს ადამიანს, ჩემს მიხოს ეს მცირედი საჩუქარი - "ჩვენი ვაჟა"
ზ. სულაკაური, 2012.12.12"


თუ კარგად დაუკვირდება კაცი, მიხვდება, რომ ეს ნახატი პირდაპირ ცნობილი ფოტოსურათიდან კი არ არის გადახატული, უფრო მხატვრის წარმოსახვის შედეგია და თვალებშიც ის ნაღველი უდგას ვაჟასა, რაც ქვემოთ დამოწმებული შედევრის დაწერისას უნდა ჰქონოდა:

იას უთხარით ტურფასა

(სიმღერა)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

1903


აი, ეგრე იცის ვაჟამ მოვლა-პატრონობა იქიდანაც...


study





Published on Dec 13, 2012

სალომე გელაშვილის სიუჟეტი პირველი არხის გადაცემაში "ჩვენი დილა"
12 დეკემბერი, 2012

თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012"-ის ჟიურის (ჟიური: მანანა ანთაძე, მანანა ანასაშვილი, ირინა ღოღობერიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, ნიკა წულუკიძე) წევრები და გამარჯვებულები:

ზურაბ გეწაძე - თუმანიშვილის თეატრის მმართველი
ნიკა წულუკიძე - ჟიურის წევრი

გამარჯვებულების ერთი ნაწილი:
ირაკლი ცხადაია - ,,ლურჯი თოვლი" (პიესა)
თამარ ბართაია - ,,სტალინის სანუკვარი სარდაფი" (პიესა)
მიხო მოსულიშვილი - ,,ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" (პიესა)

ბმულები:
* http://tumanishvilifoundation.ge/
* http://tbilisiculture.com/index.php?pg=nw&id=386&pg=nw
* http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=4922
* http://armuri.4forum.biz/t811-topic#12012

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Dec 19, 2012 5:50 pm



Тбилисский центральный детский театр имени Нодара Думбадзе
Тбилиси, 2012

Михо Мосулишвили - "Сказка об украденном Новом годе"
Перевод и сценическая редакция - Нино Манагадзе
Режисеер постановщик - Сергей Шведков
Художник-постановщик - Кети Тодадзе
Хореограф - Анано Самсонидзе
Технический режиссер - Аида Розе
Директор театра - Михаил Антадзе

Действующие лица и исполнители:
Сказочники - С. Шведков, Н. Манагадзе
Бука - Т. Лорткифанидзе
Бабушка - Т. Алешкина
Дед Мороз - Д. Енукашвили
Снегурочка - Э. Маглакелидзе
Музмузела - Н. Кикачеишвили
Дев - Р. Кервалишвили, А. Арвеладзе
Маус-клик - Э. Габедава
Ворона - М. Малхазишвили
Вирусы - Н. Баладзе, Е. Курочкина, Т. Сорокина, Н. Доний



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
მიხო მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: