არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Jun 13, 2011 10:56 pm


Zaza Lekishvili, 1986

მიხო მოსულიშვილი

ფეირვერკი საბურთალოს სასაფლაოზე
(ზაზა ლეკიშვილის გახსენება, 14 ივნისი)

მუქლურჯად კამკამებდა ზამთრის ცა.
მზე ჩადიოდა.
წყნეთის მხრიდან მოდიოდა ალმაცერი ღრუბელი, მზის სხივებით ნაირფრად განათებული, მოდიოდა და სატელევიზიო ანძის თავზე იკრიბებოდა. ისვენებდნენ თითქოს და მერე აღმოსავლეთისკენ აგრძელებდნენ გზას...
ცა ზღაპარს ჰგავდა.
მეგობრის საფლავთან ვიდექი და გრანიტზე ამოკვეთილ იმის წვერმოშვებულ პორტრეტს ვუყურებდი – ისე მიღიმოდა, მარტო თვითონ რომ იცოდა...
ირგვლივ კი აფხაზეთში დაცემული პირტიტველა ბიჭების საფლავები იყო.
თვითმფრინავმა გადმოიფრინა ნუცუბიძის პლატოს მხრიდან, თან თეთრ შლეიფს მოიყოლიებდა, ორტოტასა და ქათქათას. ცის ხომალდის გზაზე გრძელი, თევზისებური ღრუბელი გაწოლილიყო, ქალის მკერდის მსგავსი ქულები წყნეთისკენ მიექცია და ჩამავალი მზე ოქროსფრად აელვარებდა.
სამგზავრო იყო, ვერცხლისფრად ელავდა კამკამა ცაში და პარალელურ შლიფს მოიყოიებდა უკან. მერე იმ სირინოზისებურ ღრუბელში მიიკარგა.
შლეიფი დარჩა. ჯერ ისევ მკვეთრი იყო, სწორხაზოვანი. შემდეგ წაიდღაბნა, თითქოსდა ორ მავთულზე ჩიტები შემოსხდნენო; მერე ის ჩიტები პატარ-პატარა ღრუბლის ფთილებად იქცნენ.
ამასობაში ამ სირინოზ-ღრუბელს ქალის მკერდი გაუქრა და იქიდან პატარ-პატარა სირინოზუკელები გაჩნდნენ.
ფეირვერკით შემხვდა, სიცოცხლეშიც ასე იცოდა მეთქი, - ვიფიქრე.
იმ დიდი ღრუბლიდან თვითმფრინავი გამოვიდა, თავისი შლეიფის ხაზვა განაგრძო – ველოტრეკის ზემოდან მთაწმინდის ანძამდე გადახაზა ცა და ოქროყანისკენ ჩაიკარგა. ნელი-ნელ პარალელურმა ხაზებმა სიმკვეთრე დაკარგეს, ჯერ ისევ მავთულებზე შემომსხდარი ჩიტები გაჩნდნენ და კვლავ პატარა ფთილებად დაიშალნენ.
იქით კი, ქალაქის თავზე საკარნავალო დირიჟაბლებივით ეკიდნენ სხვადასხვა ზომის, ფორმის და შეფერილობის ღრუბლები...
ცა ზღაპარს ჰგავდა.
ქვემოთ კი, ნუშის გაყვითლებულ ფოთლებში ენაჭარტალა კაჭკაჭები შეფრენილიყვნენ, რაღაცაზე დავა მოსვლოდათ და გაუთავებლად ქოთქოთებდნენ. მერე აქეთ-იქით გადაფრინდნენ – ზოგი ფიჭვებზე შემოსკუპდა, ზოგის – ნაძვებზე და კვიპაროსებზე; სხვები უფრო შორს, ეკლესიისკენ წავიდნენ.
ჩემი მეგობრის ნახატიანი ქვის გვერდით ხავსიანი ლოდი იდო, გარშემო ფიქლის ნატეხები ჰქონდა შემოწყობილი. იქიდან ერთი პატარა ფიქალი წამოვიღე და ახლაც მაგიდაზე მიდევს – დავყურებ და ის ზეიმი მახსენდება.

წიგნიდან: "გედები თოვლქვეშ", 2004 წელი.


Zaza Lekishvili © Photo by Merab Abdaladze

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Aug 10, 2011 6:27 pm


Dance
Artist – Henri Matisse
Year – 1910
Type – Oil on canvas
Dimensions – 260 cm × 391 cm (102.4 in × 153.9 in)
Location – The Hermitage, St. Petersburg

მიხო მოსულიშვილი ,,ცეკვა მკვდრებით" (რადიოდადგმა) – http://radio1.ge/RadioTheatre.aspx?Cat=2&View=110

მონაწილეობენ: რევაზ თავართქილაძე, დარეჯან ხარშილაძე, მარიამ ჯოლოგუა, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე.
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
ჩაწერილია 2008 წელს



study

ბმული – http://www.wix.com/mimos77/archanda?ref=nf#!


Last edited by Admin on Thu Aug 18, 2011 2:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Aug 16, 2011 12:30 pm



Georgia : P.S. Literature / [publ. Ketevan Kighuradze ; ed. Dodo Karanadze ; transl. Anatoly Giorgadze, David Akriani, Lela Samniashvili [et al.]]. - Tb. : Siesta, 2006. - 164 p. ; 21 cm.. - ISBN: 99940-908-0-1[MFN: 39746]

Table of Contents

Part 1 - Poetry:
* Antikashmir/Gigi Sulakauri;
* Love during the curfew; A proletarian fairy from leningrad/Carlo Kacharava;
* Learn me by heart; Distant bread; Money; To a Veris' Park cafe waiter; A flyer; Elegy/Shota Iatashvili;
* Training for God; The short poetic ontology/Zurab Rtveliashvili;
* Shaving to my face in the mirror; To a friend, nine years later; A window friend/Zviad Ratiani;
* Traffic lights; Wasted time; The city; Doubt/Goga Nakhutsrishvili;
* The georgian dress; The view of the town Gori; A night letter; The coming/Lela Samniashvili;
* You may also call it-Cain's harvest or the death of logic Departure; The verb "To be"/Rati Amaglobeli;
* In memory of the living; Supplication; Something that was heard more than once/Nika Jorjaneli;

Part 2 - Prose:
* Family chronicle/Kote Jandieri;
* Red hounds/Zaza Tvaradze;
* Dagny or a love feast/Zurab Karumidze;
* Three miniatures/Mikho Mosulishvili;
* A romance of my wife/Aka Morchiladze;
* The tunnel/Maka Mikeladze;
* Twice a week/Eka Ghaghanidze;
* Murder at the station/Rezo Tabukashvili;
* Flowers of the valley/Beso khvedelidze;
* Fidal or amina from three to five/Teona Dolenjashvili;
* Tavikatsi/Lasha Bughadze;

Part 3 - Plays:
* Mama/Zaza Burchuladze;

Part 4 - Essay
* In the wings of the universe/David Akriani

The Physical Object
* Format - Paperback
* Number of pages - 164
* Dimensions - 21 x 14 x 1
* ID Numbers - Open Library OL26241217M, ISBN 10 99940-908-0-1

Contributors:
* Editor - Dodo Karanadze
* Translators - Anatoly Giorgadze, David Akriani, Lela Samniashvili, Nino Dzotsenidze, Lela Dumbadze, Natalie Babitsky, Rusiko Kraveishvili, Zaza Siamashvili, Ann Mosulishvili, Kote Gogolashvili, Gaga Nanobashvili, John Horn, Gaga Lomidze
* Publishing Director - Ketevan Kighuradze

ბმული –
* https://openlibrary.org/books/OL26241217M/Georgia_P.S._Literature
* http://www.worldcat.org/title/georgia-ps-literature/oclc/500521409
* https://openlibrary.org/works/OL17635724W/Georgia

Arrow


Last edited by Admin on Sat Apr 01, 2017 12:00 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Oct 09, 2011 11:00 am



Gala (literary prize) winner book: Vazha-Pshavela

October 8, 2011 - Biographical book Mikho Mosulishvili 'Vazha-Pshavela' (Pegasi publishing) is awarded in the following nomination: 'The best reference book of the year' (The best handbook) of Gala (literary prize) - http://en.wikipedia.org/wiki/Gala_%28literary_prize%29

ჩემისთანა არიფებს დაებმებათ ენა და აბლუკუნდებიან სამადლობელი სიტყვის თქმისას, თორემ ვაჟას ყველა ლიტერატურული ჯილდო ისედაც ეკუთვნის, რაც მოუგონიათ და ისიც, რაც ჯერ არ მოუგონიათ...

დაჯილდოების ცერემონიალი "იმედზე" - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=08-10-2011+19%3A45



10 ოქტომბერი, 2011 წელი, 20:46 – სტუმრად სალომე არშბასთან: "ვაჟა–ფშაველას" შესახებ...


http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3790 – ეკა ეკატო ტალახაძე და "პიკის საათი"



study


Last edited by Admin on Fri Mar 02, 2012 12:17 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Oct 19, 2011 4:35 pm



http://radio1.ge/uploads/audio/15.10.2011%20=%20galas%20premiis%20laureatebi-6867048f-2898-41cd-a0b8-636951f098db.mp3 - ივანე ჯაფარიძის გადაცემა "ჩვენი საგანძური", 2011 წლის 15 ოქტომბერი;

თემა: შეხვედრა 2011 წლის „გალას“ პრემიის ლაურეატებთან

სტუმრები: მწერლები: ნატო დავითაშვილი, მარიამ წიკლაური, ზაზა აბზიანიძე, მიხო მოსულიშვილი

ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Nov 07, 2011 2:32 pm



სამი დღე კეთილი დოგის ტყვეობაში

მოგეხსენებათ, ამქვეყნად მრავალნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს. თურმე, ნუ იტყვით და, ძაღლებსაც აქვთ უჩვეულო თვისებები, - ზოგი სტუმართმოყვარეა, ზოგი უცხოს ვერ იტანს, ზოგიც...
სწორედ ასეთ უცნაურ თვისებასა და მისით გამოწვეულ კურიოზზე ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა ეთქვა მწერალ მიხო მოსულიშვილს, რომელსაც ულამაზესი, შავი გერმანული დოგი ჰყავს.



ამ ჩემს “ფინიგანს” და, ალბათ, ყველანაირ დოგს ასეთი ჩვევა აქვს: იმ სახლში, სადაც თავად ცხოვრობენ და თავისად თვლიან, ნებისმიერ მომსვლელს სიამოვნებით უშვებენ შიგნით, თუნდაც პატორნი შინ არ იყოს, მაგრამ გარეთ გამოსვლისა კი რა მოგახსენოთ – ნურას უკაცრავად! – სანამ პატრონი არ დაბრუნდება, არაფრის დიდებით არ გაუშვებენ გარეთ. თუ შესული გაინძრევა, გაფრთხილების ნიშნად დაუღრენენ. თუ კიდევ მოინდომებს წასვლას, ორ თათზე დადგებიან, წინა ორ თათს კედელს მიაყრდნობენ და თათებს შუა მსხვერპლად შეგულებული ჰყავთ მომწყვდეული. ყველაზე უარესი გაქცევაა – წამოგეწევა დოგი, წამოიყალყება და მთელი ძალით გირტყამს წინა ორ თათს და რომ წაგაქცევს, ზემოდან დაგადგება. მერე, თუ კიდევ არ დაშოშმინდი, უკვე კბენაზე გადადის.
ჰოდა, ერთხელაც რაკი მთელი ოჯახი შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდიოდით, მაგრამ ფინიგანი ვერ მიგვყავდა, სახლის გასაღები მეზობელს დავუტოვე და ვთხოვე, - მაცივარში ძაღლის საჭმელია, შედი, გაუთბე და აჭამე მეთქი.
ჩვენ პარასკევს წავედით და კვირას, შუადღე გადასულია უკვე და გაჭირვებული ხმით მირეკავს ჩემი მეზობელი – ჩქარა! მოდი! ჩქარა! მიშველე! გამიყვანე აქედანო!
თურმე, გაუღია ჩემი სახლის კარი, შესულა და დიდებულად დახვედრია ფინიგანი – კუდიც უქიცინებია და რამდენჯერმე შემოურბენია გარშემო.
გამოუღია მაცივარი, აუნთია გაზი, გაუთბია საჭმელი, დაუდგია ფინიგანისთვის და იმასაც მადლიერი თვალებით და კუდის ქიცინით დაუწყია ჭამა. შესულს თავზეც კი გადაუსვია ხელი – რა კარგი და ჭკვიანი ძაღლი ხარო. კიდევ უყურებია ცოტა ხანს და გამოსვლა რომ დაუპირებია, ფინიგანს ჭამისთვის დაუნებებია თავი და რაღაც სულ სხვანაირად შეუთვალიერებია ეს ჩემი მეზობელი.
საერთოდ, გერმანულ დოგებს ტყუილად კი არ ეძახიან “აპოლონს ძაღლებს შორის”, - თავიანთი კეთილშობილი იერით და ძლიერი, მაგრამ ამასთან პროპორციული და ელეგანტური სხეულით თითქოს სიამაყეს, ძალასა და სილამაზეს გამოხატავენ. განსაკუთრებით აღტაცებას იწვევენ თავიანთი იმპოზანტური თავით – ყველაზე ძლიერი გაღიზიანების დროსაც კი ფინიგანი ნერვიულობის არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებს – შეიმართება, მაღლა ასწევს თავს, წაგრძელებულ ყურებს შეწკიპავს და დგას ასე ერთხანს, ქანდაკება გეგონება. ამ დროს კუდი ამოხრილი კი არა, გასწორებული აქვს.
აი, ასე უყურებდა, თურმე, იმ ჩემ მეზობელს ფინიგანი.
კარგი რა, ჩემი კარგო ფინიგან, რა მოგივიდაო, - დაუყვავებია მას.
ამ სიტყვებზე უკვე მოკლედ დაუღრენია ძაღლს.
გერმანელ მეცნიერებს ჩაუტარებიათ კვლევები ამ ბოლო ხანს და აღმოუჩენიათ, რომ ათასამდე სიტყვას სწავლობს და იგებს ძაღლი – ეტყვი სიტყვას “ბურთი”, მეორე ოთახშიც რომ იყოს, წავა და სწორედ ბურთს მოგიტანს, თურმე. ათასი სიტყვა მაინც მეტისმეტი მგონია. ვფიქრობ, ძაღლები უფრო ჩვენი ლაპარაკის ტონს უგდებენ ყურს და შესაბამისად იქცევიან.
მოკლედ, მიხვდა, ალბათ, ფინიგანი, რომ ამ ჩემ მეზობელს გასვლა უნდოდა...
ცოტა ხნის შემდგომ, კიდევ რომ დაუპირებია წასვლა, მიხტომია ჩემი დოგი, წამოყელყელავებულა და იმ მეთოდით აუკრავს კაცი კედელზე, ზემოთ რომ მოგახსენეთ...
რაღა ბევრი გავაგრძელო, პარასკევის შუადღიდან კვირის შუადღემდე - მთელი ორი დღე და ღამე ტელეფონამდე მიდიოდა ის ჩემი მეზობელი - უნდა გაევლო ფინიგანის ოთახი, სასტუმროში შესულიყო და საძინებლამდე გაეღწია, სადაც, მისდა ჭირად გაგვიტანია, თურმე, ტელეფონი. ამ მანძილის გავლას ჩვეულებრივ პირობებში ხუთ წუთზე მეტი არ სჭირდება, მაგრამ ჩემი მეზობელი ნახევარ-ნახევარი ნაბიჯით მიდიოდა, თან ხომ უნდა გაჩერებულიყო კიდეც, რომ ფინეგანს ვერ შეემჩნია. მაგრამ ძაღლს რას გამოაპარებდა. როგორც კი გამოელაპარაკებოდა, დაუყვავებდა, ანდა თავისი კაი მეზობლობის შეხსენებას შეეცდებოდა, ფინიგანი მაშინვე ქანდაკებასავით ქვავდებოდა თავდასხმის წინა პოზაში და რაზეც ყველაზე ძალიან დაწყდა გული ჩემს მეზობელს, მოკლე-მოკლედ უღრენდა კიდეც.
ჰოდა, სწორედ იმ მოკლე-მოკლე დაღრენების აკომპანიმენტითურთ ორ დღე-ღამეში მიაღწია ტელეფონამდე და როგორც იქნა, დამირეკა კიდეც...

ჟურნალი “არსენალი”, # 1, იანვარი, 2005, გვერდი 37.


მიხო მოსულიშვილი ფინიგანთან ერთად

გვიანდელი მინაწერი: ეს ჩანახატი არის ციკლიდან: "მოკლე ჩანაწერები დიდი კინოსათვის".

study


Last edited by Admin on Sun Nov 18, 2012 9:39 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Nov 11, 2011 1:32 am


"ვაჟა–ფშაველა", დოკუმენტური ფილმი, 2011, ფილმზე მუშაობდნენ გოგა ოსეფაშვილი და ქეთი ჭკადუა.




სადაც არ უნდა იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ

წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია, ქართულ ლიტერატურას 150 წლის გენიოსი ჰყავს. ვაჟას საიუბილეო "საჩუქრებიდან" განსაკუთრებულად მიხო მოსულიშვილის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული რომანი _ "და უფსკრულს დასცქერის პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟაზე) მივიჩნიეთ, რომელმაც მწერალს ახლახანს პრემია "გალაც" მოუტანა _ "ვაჟა-ფშაველა" ამ ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ "სამაგიდო წიგნად" აღიარა. მხატვრულ-დოკუმენეტური ჩანაწერების სახით მწერალმა ვაჟა-ფშაველას ძნელი და ღირსეულად განვლილი ცხოვრება წარმოგვიდგინა და ახალი კუთხით დაგვანახა მისი განუმეორებლი აზროვნების სტილი.
"ვინ იცის, ეგრე ძალიან რად შეუფიქრიანებია ვაჟა-ფშაველა გველებისაგან შვილებიანად დაკბენილ ლაოკოონს? თავადაც ხომ არ გრძნობს, თუ როგორ ეგრაგნებიან მთელ სხეულზე სიდუხჭირისა და მტრობის გველები?.. და თვითონაც ლაოკოონივით, - კი არ ყვირის, ითმენს... ისე ითმენს, რომ მარტო კვნესა თუ აღმოხდება ხოლმე და ამისიც რცხვენია... ეს ყოფილა ვაჟას ცხოვრება, სწორედ ეს, - როცა ტკივილი და სილამაზე ძალიან ახლო-ახლოს არიან და როცა კლდის პირზე ყელმოღერებული პირიმზე უფსკრულს ჩაჰყურებს ეჭვით...", _ წერს ავტორი.
ამ ბოლომდე ამოუცნობი გენიის მპოვნელს კი მომავალში ელოდება მწერალი:
"... ვაჟა სულ სხვაგან არის, ჩვენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ...
ვერც ვიპოვნით...
ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს".


ა. გ-ს სტუმარია მწერალი მიხო მოსულიშვილი


გზა ვაჟამდე

გულახდილად რომ გითხრათ, ვერაფერიშვილი მწერალი ვიქნებოდი (თუ ვარ რამე), რომ არა ვაჟა-ფშაველა... ვაჟას დაწერილები რომ არ მდებოდა წინ და სწორედ ისინი არ ყოფილიყო ნიმუში იმისა, როგორ უნდა იაზროვნოს მწერალმა, როგორ უნდა გამოვიდეს კონკრეტული ამბიდან, როგორ გახადოს შემდეგ ეს ამბავი განზოგადებული _ დაკავშირებული მითოლოგიასთან, ფილოსოფიასთან, კაცობრიობის გამოცდილების უღრმეს ფენებთან _ თუნდაც, შუმერების და ეგვიპტელების მსოფლმხედველობასთან... ამის დაკვირვებას და მხოლოდ ზოგი რამის მიხვედრას წლები დასჭირდა, სტუდენტობიდან მოყოლებული დღემდე _ მალე 49 წლისა გავხდები.
ლექციები უნივერსიტეტის იმ აუდიტორიაში მიტარდებოდა, სადაც ვაჟა გარდაიცვალა 1915 წელს, რუსეთ-თურქეთის ომისას. წარმოვიდგენდი ხოლმე სამხედრო ლაზარეთად გადაქცეულ ჩვენს მაშინდელ კლასიკურ გიმნაზიას (უნივერსიტეტი რომ დააარსეს, ჯერ გიმნაზია დაარქვეს), სადაც მომაკვდავი ვაჟა-ფშაველა მომვლელ მედდებს ბალახებს და მცენარეებს მოატანინებდა, ზედ დაწვებოდა, იმათ სურნელში და რაღაცას ეჩურჩულებოდა, თან ეფერებოდა.
მართალია, გეოლოგიურზე ვსწავლობდი, მაგრამ ჩემ გვერდით უამრავი ფილოლოგი იყო, პირველ კორპუსში ვიყავით და ვაჟაზე როცა იყო საინტერესო ლექციები, იქაც დავდიოდი ხოლმე.
და როცა მინერალოგიის ლექციას გვიკითხავდნენ, ვაჟას თეთრი ბიუსტი ზემოდან გადმოგვყურებდა. ვთქვათ და, რომელიმე ქანის თხელ ანათალს გვაჩვენებდნენ მიკროსკოპში, _ ეს არის ულამაზესი, განუმეორებელი სამყარო და მიკროსკოპის სათანადო ნაწილს რომ დაატრიალებ, მინერალები ციმციცმს იწყებენ, ფერებს იცვლიან და რაღაც ფანტასტიკურ, ჯადოსნურ სამყაროში გგონია თავი...
მიკროსკოპის ოკულარს თვალს მოაშორებ და ვაჟა ისე ჩამოგყურებს, გეგონება, იმანაც დაინახა მინერალების ეს ფეიერვერკი და ფერებით ჯადოსნური თამაშობაო...
ანდა, ლექციას გიკითხავენ იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა ქვები, მინერალები და თან ამ დროს ისევ ვაჟა მოგჩერებია...
ვფიქრობდი, რა უნდა ვაჟას გეოლოგიასთან, ქვებთან, მინერალებთან მეთქი?..
რა უნდა და, თურმე, ყველაფერი იცის, გეოლოგიას გვიყვება კიდევაც, _ "ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა, წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ, ყვავილნი - მიწას და მიწა - თავის აღზრდილთა მცინარეთ და მე ხომ ყველას მონა ვარ, პირზედ ოფლ-გადამდინარედ!"
ამას რომ მიხვდები, მერე ადვილია იმ თეთრ მარმარილოს ბიუსტთან ვაჟას ლექსების და პოემების ნელ-ნელა, დინჯად კითხვა, როცა თითოეულ სიტყვას უკვირდებით რამდენიმე მეგობარი, ერთად ეძებთ ლექსიკონებში, რას უნდა ნიშნავდეს...
თან ბავშვობიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ დედის მონათხრობიდან თუ წაკითხულიდან გახსოვს და აღარ გავიწყდება იმისი შვლის ნუკრი, მოხუცი მგელი ტოტია და მგლების ხროვა ზამთრის ყინვაში... ხმელი წიფელი... ფესვები... ია... მთანი მაღალნი, რომლებსაც უნახავის დანახვა შეუძლიათ... ალუდა ქეთელაური... ზვიადაური და აღაზა... გველისმჭამელი...
მეშვიდე-მერვე კლასიდან უკვე რაღაცებს ვიწერდი, ვინიშნავდი ვაჟას ნაწარმოებების შესახებ, თუმცა მაშინ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი.
ბევრი რამ შედარებით გასაგები გახდა, როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა მთაში დავიწყე, ფშავის გეოლოგიურ პარტიაში. იმ დროისთვის, რასაკვირველია, ვაჟას შემოქმედება მთლიანად წაკითხული მქონდა, მაგრამ პოემების გაგება მიჭირდა. არადა, ძალიან მაგარ მწერალთან რომ მქონდა საქმე, გული მიგრძნობდა, _ სულ გონებაში მიტრიალებდა ვაჟას უძლიერესი სცენები თუ სხარტულა ფრაზები...
და როგორც კი ფშავში მოვხვდი და იქაურების ლაპარაკს დავუგდე ყური, იმათი ნათქვამი სიტყვები ჩავიწერე და ავახსნევინე, იმათ ყოფა-ცხოვრებას დავაკვირდი მთელი შვიდი წელიწადი, კიდევ უფრო მივუახლოვდი ვაჟას სამყაროს, მივუახლოვდი, მაგრამ გაგებისა რა მოგახსენოთ, _ ახლაც, რამდენჯერაც უნდა დავუბრუნდე, სულ ახალ-ახალ რამეებს აღმოვაჩენ ხოლმე. ჰოდა, ვაჟას ნაწარმოებები, განსაკუთრებით კი ჩემს წიგნში ჩამოთვლილი ხუთი პოემა სწორედ იმ ქანების ანათალებს მაგონებს, მიკროსკოპში რომ ვატრიალებდით და სასწაულებრივად იცვლიდნენ ფერებსა თუ ელფერებს...


"მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართული გვარისა..."

თავანკარა, სუფთა ლიტერატურული ქართულით პროზას და წერილებს წერდა ვაჟა-ფშაველა. ყველას ვეუბნები, შვილებს ვაჟას მოთხრობები წაუკითხეთ მეთქი, რომ აუმღვრეველი და წმინდა ქართულის მადლი გაიგონ ბალღებმა...
აი, ვაჟას პოეზიაში კი სხვა ვითარებაა, მის ლექსებში და პოემებში თავზეხელაღებული მოდერნისტის გაბედულებით შემოდის ფშაური კილოკავი. თანაც იქ მთავარი არც რითმაა, არც მარცვალის რაოდენობა სტრიქონში და არც რიტმი, მთავარი ამბავია, რომელიც კავშირს აბამს იმ სიღრმეებთან, რაც მთელ კაცობრიობას დაუგროვებია.
მართალია, აკაკი წერეთელმა ვაჟას ენა დაუწუნა, მაგრამ ამ დიალექტმა უძველესი ქართული სიტყვები შემოგვინახა, შოთა რუსთაველის ენა შეგვინარჩუნა ("კაბა-ჯუბანი" რუსთაველთანაც არის და ფშაურ ლაპარაკშიცო, _ წერს ვაჟა თავის ეთნომოთხრობაში "ფშაველი და მისი წუთისოფელი").
სვანეთმა, ფშავმა, ხევსურეთმა, თუშეთმა, მთიულეთმა და, ზოგადად მთამ, ძნელბედობისას იქ გადამალული მარტო ჩვენი მეფეთა საგანძური კი არ შეგვინახა, არამედ ძველი ქართული სიტყვებიც (იმიტომ ვიტყვი ხოლმე, რომ მთამ გადაარჩინა საქართველო მეთქი)...
ვაჟამ ეს ენა თავის პოეზიაში გამოიყენა. ფაქტობრივად, ეს მოდერნიზმია. ის, რაც ჯოისმა პროზაში გააკეთა, _ დაახლოებით, ეგეთივე რამ ჩაიდინა ვაჟამ ქართულ პოეზიაში.
ეთერ თათარაიძის ლექსების თუშური სტილი სწორედ ამ გამოცდილებიდან მოდის.
აქ უმთავრესი ის არის, რომ მწერლის სტილში ლაღად შემოდის სიტყვის ის დიალექტური ფორმები, რომლებიც მშობლიური ენის სიღრმეებთან გვაახლოებს.
ფშავში დღესაც ამ ენით მეტყველებენ, თანაც მათი ჩვეულებრივი ლაპარაკი ხშირად ლექსია. ეგეთი უცნაური კუთხეა ფშავი.
სხვათა შორის, ლაზებს ჰქონიათ ამის მსგავსი ჩვეულება (ახლა ლაზებზე დავასრულე რომანი და იმიტომ ვამბობ), ისინიც სიმღერით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. საკვირველია, ლაზებს და ფშავლებს, თითქოს ერთმანეთისგან ასე დაშორიშორებულებს, როგორ სიღრმისეულად აკავშირებთ ეს ლექსით პაექრობა...
ვაჟამ სული ჩაბერა ამ სამყაროს, უკვდავყო და საჩუქრად გვიბოძა. ამას ფშავში ჩასვლის შემდეგ უფრო მეტად მივხვდი...
ბავშვებს, სტუდენტებს, რომლებიც ვაჟას კითხულობენ და აკაკი წერეთელივით არ მოსწონთ მისი ენა, იმას ვეტყოდი, რომ ეგეთი ენით თვითგამოხატვა ვაჟას შინაგანმა სწრაფვამ განაპირობა შოთა რუსთაველისდროინდელი თუ გრიგოლ ხანძთელისა და, უფრო ადრინდელი, შუშანიკის ხანის საქართველოს ენისაკენ. ვაჟასათვის ხომ ძველი ქართული და ახალი ქართული ენა არ არსებობს, მისთვის ფშაური კილოკავიც არ არის, ეს ერთიანი ქართული ენის გაცოცხლებაა _ "მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართული გვარისა"–ო, _ აკი ესეც დაგვიბარა...


მთვარეზეც რომ იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ

"და უფსკრულს დასცქრს პირიმზე" - ეს დოკუმენტურ-ბიოგრაფიული რომანი ვაჟას მივუძღვენი. დიდხანს ვწერდი და ვსწავლობდი. არ ვიჩემებ, რომ ვაჟაზე მარტო მე დავწერე, ალბათ, მოვა სხვა, ვინც კიდევ უკეთესად დაწერს მის შესახებ.
ბავშვებს სკოლებში რომ ვხვდები, ვეუბნები ხოლმე, რომ ვინ იცის, იქნებ თქვენ შორის ზის მომავალი მწერალი, რომელიც ჩემზე უკეთესად დაწერს წიგნს ვაჟაზე და, თუ მოვესწრები, ეს ძალიან გამიხარდება მეთქი.
ისრაელში ცხოვრობს საქართველოდან წასული პატარა გოგონა, გვარად ბეგაშვილი, რომელიც ვაჟას რომ კითხულობს, თურმე, ტირის. ერთმა ჩემმა "ფეისბუკელმა" მეგობარმა, შორენა აზმაიფარაშვილმა ჩემი წიგნი მომიტანა და ავტოგრაფი მთხოვა, თან გამაფრთხილა, ბეგაშვილისთვის გამეკეთებინა წარწერა. ეს წიგნი მისთვის ყველაზე დიდი სიხარული იქნებაო. თურმე, ის პატარა გოგონა ოცნებობს, ებრაული ენა ისე ისწავლოს, რომ შემდეგ ვაჟა-ფშაველა თარგმნოს... დარწმუნებული ვარ, ეს პატარა გოგონა გაიზრდება და მართლა შეძლებს ვაჟას ებრაულ ენაზე ამეტყველებას.
წიგნის დასასრულშიც ხომ ვწერ, რომ ვაჟა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს მეთქი _ ეს მართლა ეგრეა, რაკი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შეცნობილი და აღმოჩენილი. ვაჟასთან ჯერ კიდევ უამრავი რამაა საპოვნელი. თუმცა, ქართველი ყოველთვის გრძნობდა, რომ ვაჟა სამშობლოს ერთი უმთავრესი ნიშანია _ ისევე, როგორც ფიროსმანი...
სადაც არ უნდა იყო, თუნდაც მთვარეზე, ვაჟას რომ გადაშლი და კითხვას შეუდგები, უკვე სამშობლოში ხარ...


"და უფსკრულს დასცქერის პირიმზე" - მინიატურებით გაცოცხლებული ვაჟა

როცა ჩანაწერებიდან ვკრებდი წიგნს, მწერალმა თამრი ფხაკაძემ, რომელიც ჩინებული რედაქტორიცაა, მნიშვნელოვანი რჩევები მომცა, რა დაგვეტოვებინა და რა ამოგვეღო. ასევე, გავითვალისწინე პროფესორ ტრისტან მახაურის რჩევები, რომელიც ფშაურ სამყაროსთან ჩემზე უფრო ახლოსაა, იქ არის დაბადებული.
საბოლოოდ კი, წიგნმა თავისებური სახე მიიღო.
ეს დოკუმენეტურ-მხატვრული რომანია. აქ დოკუმენტური ჩანაწერების გვერდით თანაარსებობს მხატვრული გამონაგონიც, რომლებიც რეალურ ფაქტებს ემყარება. მაგალითად, ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძე და ვაჟა-ფშაველა ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ უცნობია, რაზე ისაუბრეს. მათი ეს შეხვედრა მე მხატვრულად, რეალობასთან მიახლოებულად წარმოვადგინე.
მოკლედ, ეს არის წიგნი, რომელიც პატარ-პატარა დოკუმენტური და მხატვრული ჩანაწერების მონაცვლეობაა, "ბი-ბი-სის" დოკუმენტური ფილმების მსგავსად და უფრო თვალნათლივ გვაჩვენებს თავად ვაჟა-ფშაველას, მის გარემომცველ ეპოქას, ადამიანებსა და მთლიან ატმოსფეროს. აი, ეგეთი ხერხით ვცადე ვაჟა-ფშაველას გაცოცხლება.


ვაჟას "მამულები"

როგორც გითხარით, ვაჟასგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება _ როგორ უნდა ააგო ამბავი, რომ შენი სათქმელი უმაღლეს მხატვრულ განსხეულებაში წარმოუდგინო მკითხველს.
პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვაჟა იწყებს ორიგინალური მინიატურების შექმნას _ "მთანი მაღალნი", "ია", "ქუჩი", "ფესვები"... ეს ფილოსოფიურ-ლირიკული ნამუშევრებია, სტილისტურ-ენობრივი პოზიციით კი _ იმ დროისათვის სრულიად დამოუკიდებელი და ახალი. ვაჟას შექმნილი ხაზი გრძელდება გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილისა და სხვა მწერლების შემოქმედებაში. მინიატურის ეს ფორმა, რაც ვაჟამ შექმნა, მთელი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ვხუმრობ ხოლმე, _ აქეთ მხარეს სულ ვაჟას მამულებია მეთქი... აი, თუნდაც, - გოდერძი ჩოხელის ნოველები რომ გვიყვარს, ვაჟას გაგრძელებაა; გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხეც" ვაჟას მამულებშია, აბა სად არის _ იმისი პერსონაჟები, სტილი სწორედ ვაჟადან მოდის... ანუ, არსებობს გარკვეული ჯგუფი მწერლებისა, რომლებიც ვაჟას შექმნილ სამყაროში ტრიალებენ, თავიანთსას ამატებენ და ამით კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ლამაზს ხდიან. ეგეთი მწერლები ვაჟადან მოდიან. ვისურვებდი, რომ მეც ვაჟას მამულებში მქონდეს ჩემი პატარა ნაკვეთი...


შტამპი: პირქუში ვაჟა

კომუნისტებმა შექმნეს ვაჟა-ფშაველას ერთგვარი კლიშე, შტამპი _ მოღუშული პიროვნება, დახეული ქალამნებითა და ჩოხა-ახალუხით, რომელიც დადის და იბღვირება.
არადა, ეს არის მხიარული, ლაღი ადამიანი, რომელსაც უყვარს ქეიფი; როცა ქალაქში ჩამოდის, აქაურებზე უკეთესად თამაშობს ბილიარდს, სადილებს მოუგებს ხოლმე; გარეგნობასაც ძალიან აქცევს ყურადღებას, _ ციმბირის წყლულით დაზიანებულ მარჯვენა თვალს ფერადი პენსნეთი იფარავს, სხვას რომ ცუდად არ მოხვდეს თვალში; სახაზინო თეატრში (დღევანდელი ოპერის თეატრში) დადის და ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას" ისმენს... ანუ, ეს ადამიანი სულ სხვა ვინმეა...
ვაჟას ნაწარმოებები, თუნდაც უმძიმეს თემატიკაზე აგებულიც კი, ისევე ლაღად იკითხება, როგორც ვერდის ოპერები ისმინება.
ჯუზეპე ვერდი და ვაჟა-ფშაველა ერთმანეთს ჰგვანან, ორივე ხომ თავის ფესვებს უბრუნდება.
ჯუზეპე ვერდი მშობლიურ სოფელში ბრუნდება და სამ შედევრს წერს: "რიგოლეტოს", "ტრუბადურს" და "ტრავიატას", მაგრამ ვაჟასგან განსხვავებით, უფრო მეტი ფული აქვს. თუმცა, იქაური გლეხივით დადის და ბუზღუნით იკლებს ყველას, _ რატომ წვიმა არ მოვიდა, მოსავალი მიფუჭდებაო... ამ დროს გლეხს ჰგავს ჯუზეპე ვერდი, მაგრამ გლეხი არ არის...
ვაჟაც ჩარგალში დაბრუნდა. ფშავლებში იდგა, კაფიობდა, ქეიფობდა, ყველა დღეობას ესწრებოდა, ხნავდა და თესავდა. უმძიმესი შრომის შემდეგ კი, შინ დაბრუნებული, იჯდა და "ალუდა ქეთელაურიდან" მოყოლებული, შედევრებს ქმნიდა.
რეალური ვაჟა, კომუნისტების მიერ შექმნილი ვაჟას პიროვნებისგან განსხვავებით, ლაღია, მხიარული, უფრო მეტიც - წაწლები ჰყავს, ხუთი-ექვსი წაწალი ჰყავდაო, იმისი სულ უმცროსი ძმა, სანდრო რაზიკაშვილი იხსენებს. მოკლედ, ვაჟა ცხოვრობდა და თან წერდა.
მე, ზოგადად, არ მიყვარს ისეთი მწერლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ წიგნებს წერენ და ცხოვრებას ემალებიან. მწერალმაც უნდა იცხოვროს, გამოცდილება შეიძინოს, რომ მერე ამ ცხოვრებიდან გამოიტანოს ისეთი რამ, რაც ისე შეაწუხებს და არ მოასვენებს, რომ დასაწერად გაუხდის თავს. სხვა სიკეთესთან ერთად, ვაჟა-ფშაველა ცხოვრებისეული გამოცდილებით მდიდარი მწერალია.


ვაჟა მომავალს ხედავს

მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ადამიანს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მოღვაწეობის შედეგად ოზონის ფენა გათხელდებოდა, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებდა და მთლიანად შეიცვლებოდა დედამიწის გარემო, რაც კატასტროფებს გამოიწვევდა, ვაჟა-ფშაველა გვაფრთხილებდა, რომ _ როგორც კი ადამიანი საკუთარ თავს გარემომცველ სამყაროზე მაღლა დააყენებს, როგორც კი შეეცდება მის დამორჩილებას, ბუნება ძალიან მკაცრად უპასუხებს _ წყალდიდობებით, მიწისძვრებით, ათასი სხვა უბედურებით... ოზონის ფენის გათხელება იქნება, ეპიდემიები თუ სხვა რამ. ეს კი დღეს, რეალურად, ჩვენი პრობლემაა...
ვაჟა მომავალს ხედავს, უცნაური წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს, _ თავისი ცოლის, კეკე ამილახვრის (იგივე ნებიერიძის) გარდაცვალებაც ხომ წინასწარ იგრძნო. ისეთი მწერლები, რომლებსაც წინასწარმეტყველების ნიჭი აქვთ, იშვიათი გამონაკლისები არიან.
ზოგადად, ფილოსოფოსები ადამიანს წარმოიდგენენ ხოლმე მომავლისგან ზურგშექცეულს და წარსულისკენ მაცქერალს. ვაჟა კი პირიქით, წარსულისკენ ზურგით დგას და მომავლისკენ იყურება, _ ხედავს, რა მოხდება იქ და ჩვენც გვიყვება ამ მომავლში დანახულს.


"არმური" – ლიტარენა, უფრო კი ბიბლიოთეკა

ლიტერატურული ინტერნეტსაიტები რომ არსებობს, ეს ძალიან კარგია. ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ეძლევა, თავისი ნაწარმოები საიტზე განათავსოს. ამის შედეგად რედაქციებისგან კონტროლი მოიხსნა, თუმცა, გარკვეულწილად, ხარისხმა იკლო. ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც ინტერნეტში იდება, ქაღალდზე ნაწერთან შედარებით, მართლა ნაკლები ხარისხისაა, ამას ბევრი ლიტერატურათმცოდნე თუ კრიტიკოსი აღიარებს.
ამ საქმეს, ალბათ, გამოცდილება და დრო სჭირდება.
საიტები ნელ-ნელა დაიხვეწება, გამოჩნდებიან რედაქტორთა ძლიერი ჯგუფები, რომლებიც ნაწარმოებებს მხოლოდ ლიტერატურული ღირსების გამო დადებენ. არსებობს ეგეთი ინგლისურენოვანი საიტები...
კიდევ ვიცი ერთ-ერთი რუსული საიტი _ http://lito.ru, რომელსაც ახალგაზრდა მწერალთა დიდი ჯგუფი უძღვება, _ ამ პროექტის ორგანიზატორი და პროგრამისტი არის მწერალი და მუსიკოსი ალექსეი კარაკოვსკი, ხოლო მთავარი რედაქტორი გახლავთ პოეტი, ესტონურად მთარგმნელი და რედაქტორი ლიენე ლასმა. აქ რომ საკუთარ ნაწარმოებს გააგზავნი, ჯერ რედაქტორთან მიდის და ის იღებს გადაწყვეტილებას, გამოქვეყნდეს თუ არა საიტზე. თუ დაიდება, ნაწარმოებს რედაქტორის რეცენზიაც ექნება წამძღვარებული. ჩემი რამდენიმე მოთხრობაც გამოქვეყნდა ამ საიტზე - http://lito.ru/avtor/mikho, რაც ძალიან მეამაყება. თუ იარსებებს ასეთივე ქართული საიტი, რომელზეც რედაქტორების მიერ გადარჩეული ლიტერატურა განთავსდება, ბევრად უკეთესი იქნება.
ჩემი ბიბლიოთეკა-ფორუმი რომ არის, სახელად `არმური~, მე იქ არ ვარჩევ ნაწარმოებებს, ვისაც მოსვლა მოუნდება, ყველა მოდის და განათავსებს თავის ნაწერებს. იქ რედაქტორები არ არიან, რადგან უფასოდ ვერავის ვთხოვ მუშაობას...
ძალიან დიდი და მობილური ბაზა შეიქმნა გიორგი კეკელიძის, ზაალ ჩხეიძის და მათი მეგობრების საიტით – http://www.lib.ge, რომელზეც უამრავი ნაწარომები, ისტორიული თუ მემუარული ხასიათის მასალა იდება. მათ შორის ძალიან ბევრი ფასეული და ღირებულია. ამ ბოლო ხანს ძალიან გამოცოცხლდა ეს პორტალი, თუნდაც ვიდეომასალებით. უცხოეთში წასული უამრავი ქართველი შემოდის ამ საიტზე, საღამოს თუ ნახავთ მაჩვენებლებს, დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
"არმური" ჯერჯერობით ასეთი პოპულარული არ არის, თუმცა აქაც ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა ხუთასს გადასცდა. განსაკუთრებით პოპულარულია პოეტების გვერდი, რომელსაც "პოეტების ქვეყანა" დავარქვი. ვინც ცოცხალი არ არის, მე ვუკეთებ გვერდს, მაგალითად, თამაზ ბაძაღუას სურათი, მოკლე ბიოგრაფია და მერე ლექსები...
რასაკვირველია, ინტერნეტის გამოყენება ლიტერატურისათვის მისასალმებელია თუნდაც იმიტომ, რომ ძველის, უკვე ქაღალდზე შექმნილი ნაწარმოებების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამიტომაც ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი მსგავსი საიტების გაძლიერებას.
"არმური" უფრო ბიბლიოთეკის ტიპისაა. მართალია, ჯერჯერობით მცირე მოცულობისაა, მაგრამ აქ ნებისმიერს შეუძლია გახსნას საკუთარი გვერდი და გამოაქვეყნოს ხოლმე საკუთარი შემოქმედების ნიმუშები. ფორუმის ფორმა აქვს და თან ბიბლიოთეკაა, ამ ორის შერწყმა კი, წესით, უფრო ცოცხალი და საინტერესო უნდა იყოს.
რამდენიმე გამომცემელს შევთავაზე, "არმურის" ქაღალდზე გაცოცხლება, ანუ ლიტერატურული ჟურნალის ფორმა რომ მიგვეცა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა...
და რაც მთავარია, "არმურზე" არსებობს ვაჟა-ფშაველას გვერდი (თემაში: "ლიტერატურა უსაზღვრებოდ"), სადაც მისი არა მარტო ქართული, არამედ უცხოენოვანი თარგმანებიც არის წარმოდგენილი...


ვაჟაზე უკეთ ვერავინ გააცნობს მსოფლიოს ქართულ ლიტერატურას

გერმანულ საიტებზე მაქვს ნანახი, რომ მიხეილ ჯავახიშვილის თაღლითური რომანი "კვაჭი კვაჭანტირაძე" ბევრჯერ არის გამოცემული გერმანიაში.
ასევე მინახავს ოთარ ჭილაძის რომანებიც...
სასიხარულოა, როცა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის გერმანულ ენაზე გამოცემული "სანტა ესპერანსას" წააწყდები გერმანულ საიტებზე...
წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თამთა მელაშვილის რომანმაც მოიპოვა წარმატება _ მისი "გათვლა" უკვე ითარგმნება ერთ-ერთი შვეიცვარიული გამომცემლობისათვისო, _ აცხადებენ...
კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბრაზილია ყოველწლიურად რვა მილიონ დოლარს ხარჯავს ლიტერატურის ინგლისურად თარგმანისთვის, რათა მსოფლიოს გააცნოს თავისი მწერლების შემოქმედება; ჩვენგანაც ასეთივე მიდგომაა საჭირო, სახელმწიფომ გარკვეული ინვესტიცია უნდა ჩადოს ქართულ ლიტერატურაში, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების ლიტერატურებსო...
მართლაც, ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მწერლები, რომლებსაც უნდა იცნობდეს მსოფლიო.
პროცესი დაწყებულია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
და რაც მთავარია, ღირსეული უცხოენოვანი მთარგმნელები უნდა მოვუძებნოთ ვაჟა-ფშაველას დიდ შემოქმედებას, _ ვაჟაზე უკეთ ვერავინ გააცნობს მსოფლიოს ქართულ ლიტერატურას...


მთელი ცხოვრებაც ხომ გამოწვევაა...

მთავარია, ქვეყანამ თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, ამის მაგალითი ჩემთვის იაპონიაა. ეგრეთ წოდებულ "გლობალურ გამოწვევებს", როგორც ჟურნალისტებს უყვართ თქმა, ამ ქვეყანამ პასუხი გასცა იმით, რომ შექმნა უძლიერესი ტექნოლოგიები, მაგრამ, ამავდროულად, ყველა იაპონელი დღესაც თაყვანს სცემს და მდაბლად უხრის თავს ალუბლის აყვავებულ ბაღს; საათობით შესცქერის მთვარეს და ტკბება მისი ნათებით, როგორც თავიანთი წინაპრები...
იაპონელებმა შეინარჩუნეს ჩაის სმის კულტურა _ ეს მთელი რიტუალია და, სხვათაშორის, სწორედ ისეთივე ტრადიციული, როგორც ჯანსაღი ქართული სუფრა.
იაპონია ჩემთვის იმის მაგალითია, როგორ უნდა გაუფრთხილდეს ქვეყანა საკუთარ კულტურას და, იმავდროულად, გლობალიზაციასაც არ აარიდოს თავი.
და ბოლობოლო, მთელი ცხოვრებაც ხომ ერთგვარი გამოწვევაა, თუ გნებავთ, გამოცდა, რომელსაც კერძო კაცმაც პასუხი უნდა გასცეს და ერმაც...


დრო ყველაზე შეუმცდარი რედაქტორია

ყველა თაობას თავისი ატმოსფერო, თავისი გარემო აქვს და თავისი ავტორიტეტები ჰყავს.
ამ თაობაშიც, რომელიც ახლა მოდის, არიან ნიჭიერებიც და უფრო ბევრი შემთხვევითი ადამიანია. გარკვეული დროა საჭირო, რომ ლიტერატურული პროცესი უფრო გამოიკვეთოს. ის, ვინც ჯერ არ ჩანს, ალბათ, სწორედ ამ თაობიდანაა. ალბათ, ზის თავისთვის სადმე და მუშაობს, არ ჩქარობს და ნაირ-ნაირი პრეზენტაციებით თუ სხვა აქტივობებით თვალში არ ეჩხირება საზოგადოებას. დრო მოვა და აუცილებლად გამოჩნდება.
მეც სწორედ ის მწერალი მაინტერესებს, რომელიც ჯერ არ ჩანს, თავდაუზოგავად მუშაობს და თავის დროზე ისეთ რაღაცას მოიტანს, რითაც ყველას გაგვაკვირვებს. თუმცა, შეიძლება უკვე არის და მე ვერ ვხედავ.
ვინც ჩანს, მათ შორის ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი და პოეტია, ვინც შექმნის და გააგრძელებს ჩვენი ლიტერატურის გზას. შეიძლება, სულ საწინააღმდეგო რამით მოვიდნენ, მაგრამ ეს მაინც ქართული ლიტერატურის განვითარება და ისეთივე ნაწილი იქნება, როგორიც მანამდე წინა თაობას გაუკეთებია. ყველაფერი ერთიან კონტექსტში ჩაიწერება. როგორც წესი, ამას დრო შეაფასებს _ დრო ხომ ყველაზე შეუმცდარი რედაქტორი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნეა...


პრემიებისა და კონკურსების თანმდევი სკეპტიციზმი

მითხრეს, "გალას" და "საბას" თავისი "სასტავები" ჰყავსო, _ ვინც ერთს მიიღებს, ის მეორეს ვეღარ მოიპოვებსო.
ნაწილობრივ დავეთანხმები და მთლიანად _ ვერა.
მოდით, ვაღიაროთ, რომ მრავალი ნაკლოვანების მიუხედავად, ორივე პრემია მიღებული აქვთ ისეთ მწერლებს, რომლებიც მართლა ღირსნი იყვნენ. ამ კონკურსების არსებობა უკვე ამითაა გამართლებული. მაგალითად, 2007 წელს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების რჩეულმა აიღო "გალა". წელს კი ერლომ ახვლედიანის საინტერესო რომანმა "კოღო ქალაქში" და შარშან ზურა ქარუმიძის წიგნმა, რომელიც დიდი საჩუქარია ჯაზის, ზოგადად, მუსიკის მოყვარულებისთვის _ მიიღეს "საბა"... რომელი ერთი ჩამოვთვალო.
კიდევ უფრო გამიხარდება, თუკი ამ პრემიებს სხვებიც შეემატება, ეს უფრო მეტად გამოაცოცხლებს ლიტერატურულ პროცესს.


გვიყვარდეს ვაჟა!..

"გვიყვარდეს ვაჟა!" _ ეს ჩემი მოგონილი დევიზია, ჩემს წიგნზე ყველას ამ წარწერას ვუტოვებდი ავტოგრაფად. ეს ნიშნავს, _ გიყვარდეს სამშობლო...
რა არის სამშობლო?
სამშობლო თავად შენ ხარ, ანუ პატივს უნდა სცემდე საკუთარ თავს, და აქედან გამომდინარე _ გიყვარდეს მთელი სამყარო.
ვაჟა-ფშაველა ხომ მთელ სამყაროს იტევს თავის თავში...
"გიყვარდეს ვაჟა!" _ ეს იგივეა, რაც: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!"
ჰოდა, მოდით, ვაჟას სიყვარულით ვეძებოთ საკუთარი თავი.


ქართული ლიტერატურა ლაზების წინაშე ვალშია

რაკი ზემოთ წამომცდა ლაზების შემღერნებით კაფიობაზე, იმასაც გეტყვით, რომ ახლა დავასრულე ერთ ლაზურ საზღვაო ამბავზე მუშაობა...
მიმაჩნია, რომ ქართული ლიტერატურა ლაზების წინაშე ვალშია. ჩვენ ვერ მოვყევით, ვერ ვთქვით ის, რაც უნდა გვეთქვა მათ შესახებ.
ლაზეთის ისტორია დედასაქართველოს გარეთ დარჩენილი ერთი კუთხის სევდიანი, თანაც გმირული ამბავია...
თბილისის ერთ-ერთი სკოლის, "სხივის" დირექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი ლაზია, გვარად მჟავანაძე და ის მეუნებოდა, რომ სვეტიცხოველის ტაძარი ხომ ლაზმა არსაკიძემ ააშენაო... და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" დაიმოწმა. ამ თქმულებას აქვს რეალური საფუძველი: ფელუკების და ნავების გარდა, ლაზი ოსტატები აშენებდნენ თაღოვან თუ კამაროვან ქვის ხიდებს, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი, ისეთი გამძლეა.
დასავლეთ საქართველოში რომ ოდებია, უმშვენიერესი ორნამენტებით, ისინიც ლაზი ოსტატებიდან მომდინარეობს.
მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, ლაზებმა უცხოეთშიც - შავი ზღვის სანაპიროებზეც დატოვეს თავიანთი კვალი.
რუმინეთში, საზღვაო პორტის, კონსტანცას მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელს, სადაც ლაზები ცხოვრობდნენ, ლაზუ ჰქვია...
ჩვენი დაბეჩავების მოსურნეების გამოგონილი ლეგენდაა, რომ თითქოს ქართველებს ზღვა არ უყვარდათ, _ აგერ ლაზები ხომ ზღვით ცოცხლობდნენ. აი, ეგეთ რამესაც წერს ზაქარია ჭიჭინაძე: ლაზის ცხოვრება ზღვის ტალღებზე დაირწაო...
სწორედ ამაზე მინდოდა მომეყოლა, თანაც ისე, თითქოს კინოს უყურებო და რა გამოვიდა, ეს, ალბათ, მკითხველის განსასჯელია...


შტრიხები პორტრეტისთვის

***
ჩემი საზომი ბიბლიის ათი მცნებაა. ეს უმთავრესი და უზუსტესი საზომია, რომელიც მხოლოდ ჩემი კი არა, კიდევ უამრავი ადამიანისაა და მე მათ შორის ერთ-ერთი ვარ, რომელიც ეგრე ზომავს და უყურებს ირგვლივ ბევრ რამეს.

***
ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის მთაა, იქ ვგრძნობ ყველაზე კარგად თავს. იქ ყველაზე ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი ვარ.
ძალიან მიყვარს მთაში თიბვა. დაღმართზე რომ დადგები (აღმართზე არ ითიბება), მოუყვები კარგად გაფხავებული ცელით, გველივით დაასივლებ ცელის პირს და მოთიბული ბალახი წვება ჩუმი შრიალით...
აი, ისევ ვაჟას ფრაზა გამახსენდა _ "ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა".
ბალახი ხომ ყველაზე სიცოცხლისუნარიანია, ქვას გახვრეტს და მაინც ამოხედავს მზესა და ქვეყნიერებას. თითქოს ყველაზე სუსტია, მაგრამ ამ სისუსტეში რა დიდი ძალაა ჩადებული... იმიტომაც იციან ხოლმე ეგეთი დალოცვა, _ ღმერთმა ბალახის ძალა მოგცესო...


****
სამაგიდო წიგნი, ანუ წიგნი, რომელიც მუდმივად მაგიდაზე გიდევს, გადაშლი და კითხულობ ნებისმიერი გვერდიდან, ნებისმიერ დროს? _ ჩემთვის ერთი სამაგიდო წიგნი არ არსებობს.
არის პერიოდი, როცა ჩემს მაგიდაზე ბორხესი უნდა იდოს, არის პერიოდი, როცა ბორხესს ჰემინგუეი შეცვლის, მერე მოვა ფოლკნერი, მერე _ რეზო ინანიშვილი თავისი გენიალური ნოველებით...
ვაჟა სამაგიდო წიგნი არ არის, ვაჟა ბალიშთან მიდევს, სულ თან დამყვება, თითქოს ხომ სულ ჩემთანაა და იმავდროულად, სულ სხვაგანაა... ჰორიზონტივით არის, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება...
მთიელებს ვეუბნები ხოლმე, _ თქვენ არ შეგიძლიათ პროზის წერა, თქვენ ლექსის ხალხი ხართ მეთქი.
ისინი კიდევ ვითომ ჩამჭრიან ხოლმე, _ აბა, მაშ, ვაჟა-ფშაველაო?..
ვაჟას თავი დაანებეთ, ვაჟა აქ, თქვენს გვერდით კი არა, სულ სხვაგან არის მეთქი!.. _ ცისკენ ავიხედავ ხოლმე.
მართალია, ეს ძალიან გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ხვდებ


Last edited by Admin on Sun Nov 18, 2012 9:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Nov 12, 2011 5:16 pm

ვაჟას სამყარო

ვაჟა-ფშაველას 150 წლის საიუბილეოდ

სტუმარი - მიხო მოსულიშვილი
ვაჟა-ფშაველას ლექსებს კითხულობს - გიორგი კაჭახიძე
გადაცემის რედაქტორი - მზია შომახია
ხმის რეჟისორი - მიხეილ კოჩაძე
გადაცემის პროდიუსერი - ქეთი ჯოჯიშვილი


რადიო1 _ FM 102.4 – http://radio1.ge/Audios.aspx?Show=72
















study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Nov 14, 2011 9:11 am

მიხო მოსულიშვილი ,,ცეკვა მკვდრებით" (რადიოდადგმა) – https://youtu.be/6E2MBE4qXz0?list=PLs9wYmnKGcPERMsaXTIZes_jAXRTw-fQE

მონაწილეობენ: რევაზ თავართქილაძე, დარეჯან ხარშილაძე, მარიამ ჯოლოგუა, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე.
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
ჩაწერილია 2008 წელს













Last edited by Admin on Tue Feb 14, 2017 8:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Dec 31, 2011 11:35 am



http://lit.ge/წიგნი/მიხო_მოსულიშვილი/ფრენა_უკასროდ/289

გამომცემლობა ლითერასი
©️ მიხო მოსულიშვილი



საშობაო ბატი კომშით — პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად კომიკური თრილერი, დაწერილი 2009 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/საშობაო_ბატი_კომშით_(პიესა)

Smile


Last edited by Admin on Wed Feb 22, 2017 2:35 pm; edited 11 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Dec 31, 2011 11:42 am



პრემიერა: 2012 წლის 2 იანვარს, 12.00 და 14.00 საათზე, გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრში და მერე ყოველდღე, ძველით ახალ წლამდე, ალბათ...

https://www.facebook.com/goristeatri?sk=wall

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Jan 24, 2012 12:32 am



Mercy Stone (nine short stories) by Mikho Mosulishvili
Publishing house Siesta
The publication charge Siesta Publishing Group
Publisher Ketevan Kiguradze
Technical support Otar Karalashvili, Ia Ninoshvili
Cover Design Mikho Mosulishvili
Publication Year 2011
Tbilisi, Georgia




წიგნის სათაური - "მადლის ქვა" (ცხრა მოთხრობა)
წიგნის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
ISBN 978-9941-414-79-4
გამომცემლობა - "სიესტა"
გამოცემაზე პასუხისმგებელი – ჯგუფი სიესტა
გამომცემელი – ქეთევან კიღურაძე
ტექნიკური უზრუნველყოფა – ოთარ ყარალაშვილი, ია ნინოშვილი
ყდის დიზაინი – მიხო მოსულიშვილი
გამოცემის წელი - 2011



"სიესტას" გამოცემულ ამ წიგნს ჰქვია "მადლის ქვა" და აქ შედის რვა მოთხრობა და აქვე შედის ამ პატარა წიგნაკში დაბეჭდილი მეცხრე მოთხრობა "სალამანდრა".



სიტყ­ვე­ბით და­წე­რი­ლი გო­ი­ას ოფორ­ტე­ბი

რამ­დენ­ჯერ გვი­სა­უბ­რია ნამ­დ­ვი­ლი მკითხ­ვე­ლის ფე­ნო­მენ­ზე.
არი­ან “სხვა­თა შო­რის მკითხ­ვე­ლე­ბი," რომ­ლე­ბიც სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სით, მა­რა­თო­ნუ­ლი სის­წ­რა­ფით და გვერ­დებ­ზე გა­დახ­ტო­მით მი­აღ­წე­ვენ ამ­ბის და­სას­რულს და მე­ო­რე დღეს აღარც ახ­სოვთ; არი­ან “მკითხ­ვე­ლი შემ­გ­რო­ვებ­ლე­ბი", რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც წიგ­ნი ლა­მაზ-ლა­მა­ზი ფრა­ზე­ბის კრე­ბუ­ლია; არი­ან “მკითხ­ვე­ლი-გურ­მა­ნე­ბი", რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ ფრა­ზას ნელ-ნე­ლა აგე­მოვ­ნე­ბენ, მა­თი რე­ცეპ­ტო­რე­ბი არ ცდე­ბა, მათ ვერ მო­ატყუ­ებ. სწო­რედ ნამ­დ­ვი­ლი მკითხ­ვე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე სა­უბ­რით და­იწყო ახა­ლი წიგ­ნის - “მად­ლის ქვის" პრე­ზენ­ტა­ცია მწე­რალ­მა მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვილ­მა:
“3147 ადა­მი­ა­ნი იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით. აქე­დან 180 ნამ­დ­ვი­ლად მო­დი­ო­და, მე კი ვამ­ბობ­დი, ზუს­ტად ვი­ცო­დი, სულ შვი­დი კა­ცი მო­ვა-მეთ­ქი. “ცის­კარ­ში" რომ ვმუ­შა­ობ­დი, ქარ­ჩხა­ძემ თა­ვი­სი “გან­ზო­მი­ლე­ბა" გა­მოს­ცა. მწერ­ლე­ბი თან­და­თან კარ­გა­ვენ წე­რის უნარს და უკან-უკან მი­დი­ან, ქარ­ჩხა­ძე პი­რი­ქით იყო. ჰო­და, შე­სა­ვალ­ში ამ­ბობ­და, ნამ­დ­ვი­ლი მკითხ­ვე­ლი ასოც­დაჩ­ვიდ­მე­ტამ­დე მყავ­სო. ანუ, ნამ­დ­ვი­ლი მკითხ­ვე­ლი ცო­ტაა, სულ რამ­დე­ნი­მეს შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს ის, რაც, იქ­ნებ, თა­ვად მწე­რალ­მა ვერ შე­ამ­ჩ­ნია. დონ კი­ხო­ტი იყო ნამ­დ­ვი­ლი მკითხ­ვე­ლი, ტექ­ს­ტ­თან ახ­ლოს ხე­დავ­და."
რო­გორც არ უნ­და იყოს, ნამ­დ­ვი­ლი მკითხ­ვე­ლი რო­გორც არ უნ­და ხე­დავ­დეს ტექ­ს­ტის ში­ნა­გან პლას­ტებს, ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი: ყვე­ლა ჩვენ­განს, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გა­რე­შე, ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც გა­ნუც­დია წიგ­ნის კითხ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა.
მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი “მად­ლის ქვა" გა­მომ­ცემ­ლო­ბა “სი­ეს­ტამ" გა­მოს­ცა და საპ­რე­ზენ­ტა­ციო სივ­რ­ცედ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წიგ­ნის მა­ღა­ზია “დი­ო­გე­ნე" შე­ირ­ჩა. ასე­თი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გა­მომ­ცემ­ლებს შო­რის ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და, “დი­ო­გე­ნეს" მსგავ­სი ან უფ­რო უკე­თე­სი სივ­რ­ცე სხვა მა­ღა­ზი­ებ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც ჰქონ­დეთ, რად­გან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კარ­გია, კონ­კუ­რენ­ცია - უკე­თე­სი.
“მად­ლის ქვა" თო­კით შეკ­რუ­ლი ორი წიგ­ნის­გან შედ­გე­ბა. რო­გორც თა­ვად მწე­რა­ლი ამ­ბობს, შე­და­რე­ბით დი­დი ზო­მის - კენ­გუ­რუა, პას­პორ­ტის ზო­მის ბრო­შუ­რა კი - შვი­ლი კენ­გუ­რუ. აქ ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, არც კენ­გუ­რუა რო­მე­ლი­მე მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი. უბ­რა­ლოდ, მწე­რა­ლი თა­ვის წიგნს მო­ფე­რე­ბით “კენ­გუ­რუს" უწო­დებს.
კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ არის ერ­თი მოთხ­რო­ბა ბრო­შუ­რის სა­ხით ცალ­კე გა­მო­ტა­ნი­ლი, გვი­პა­სუ­ხეს: ვცდი­ლობთ ხოლ­მე, რა­ი­მე ფორ­მით გა­მოვ­ყოთ მთა­ვა­რი. “სა­ლა­მან­დ­რა" კი მთა­ვა­რი მოთხ­რო­ბაა და წიგ­ნის დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ამ­გ­ვა­რად მიგ­ვაქ­ცე­ვი­ნეს ყუ­რადღე­ბა ამ “კენ­გუ­რუ შვი­ლის­თ­ვის", რო­მე­ლიც, ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მის გარ­და, კი­დევ სხვა ორი­გი­ნა­ლურ, მწერ­ლურ ეშ­მა­კო­ბებ­სა და ოს­ტა­ტო­ბას მო­ი­ცავს. ის პა­ტარ-პა­ტა­რა მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის­გან შემ­დ­გა­რი მოთხ­რო­ბაა, რომ­ლის ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­როც გო­ი­ას ოფორ­ტე­ბის სე­რია “ომის სა­ში­ნე­ლე­ბა­ნი" გახ­ლ­დათ. რო­გორ იქ­მ­ნე­ბა ეს შავ-თეთ­რი გრა­ფი­კა პრო­ზის ენა­ზე, უკ­ვე მკითხ­ვე­ლის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია.
მი­ხო მო­სუ­ლის­ვი­ლი: “ერთ დღეს ჯა­ვა­ხა­ძემ და­მი­რე­კა, - ერ­თი კვი­რა გაქვს დრო, მოთხ­რო­ბა მჭირ­დე­ბა, უნ­და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოო. რა მექ­ნა... გა­და­ვავ­ლე თვა­ლი ჩემს ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის დრო­ინ­დელ ჩა­ნა­წე­რებს, 95 წლი­დან რომ ვწერ­დი. არა­და, ამის მი­ხედ­ვით რო­მა­ნის და­წე­რა მინ­დო­და, მაგ­რამ ირაკ­ლიმ მოთხ­რო­ბა და­მა­წე­რი­ნა. ეს არის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის კრე­ბუ­ლი ერ­თი ადა­მი­ა­ნის, სა­ლა­მან­დ­რას შე­სა­ხებ. ის ომ­ში იყო და გა­დარ­ჩა. მი­დის გა­რეჯ­ში და ხე­დავს სიზ­მარს მად­ლის ქვა­ზე. რო­გორც სა­ბას უწე­რია, სა­ლა­მან­დ­რა­ზე ასე­თი ლე­გენ­და არ­სე­ბობს, ცეცხ­ლი­დან ცოცხა­ლი გა­მო­ვაო. ალ­ქი­მი­კო­სე­ბი მას ცეცხ­ლის სულს უწო­დებ­დ­ნენ, გერ­ბი კი, სა­ლა­მან­დ­რას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, პი­როვ­ნე­ბის უში­შა­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. მად­ლის ქვა ამ­ჟა­მად სა­მე­ბა­ში ინა­ხე­ბა. თქმუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ის მა­მა და­ვით გა­რე­ჯელს ჩა­მო­უ­ტა­ნია იერუ­სა­ლი­მი­დან," - ამ­ბობს მწე­რა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ რვა მოთხ­რო­ბას, ის კარ­გად სა­კითხა­ვი, ჟან­რობ­რი­ვად და თვი­სობ­რი­ვად თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ტექ­ს­ტე­ბია, ში­გა­და­შიგ ესე­ის­ტუ­რი თხრო­ბის ნა­კა­დით.
ად­რე, საბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში “შეკ­ვე­თით წე­რა" სა­მარ­ცხ­ვი­ნო ამ­ბად ით­ვ­ლე­ბო­და. ეს მიდ­გო­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სამ­წერ­ლო სივ­რ­ცე­ში ისევ ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი და მყა­რია, ისევ ხმალ(თუ კა­ლამ)ამო­ღე­ბუ­ლე­ბი ებ­რ­ძ­ვი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სებს, მწერ­ლე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, დაკ­ვე­თით და­წე­რილ სა­სიმ­ღე­რო ტექ­ს­ტებს. და გა­მო­დის, რომ რე­ა­ლო­ბას სცდე­ბი­ან, რად­გან ფუ­ლა­დი წა­ხა­ლი­სე­ბა არ გუ­ლის­ხ­მობს, რომ ამ­გ­ვა­რად შექ­მ­ნი­ლი ტექ­ს­ტი სხვი­სი იდე­ე­ბი­სა და აზ­რე­ბის გამ­ტა­რი იქ­ნე­ბა: “ამ ბო­ლო დროს ვი­ღა­ცებს რა­ღა­ცებს ვუ­წერ, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ რე­ჟი­სო­რებ­თა­ნაც. აი, მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან გა­ე­როს ქალ­თა ფონ­დ­მა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­მა პი­ე­სე­ბის კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­დეს. თე­მა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბაა. კონ­კურ­სან­ტე­ბი შვი­დი დღე ვიქ­ნე­ბით ერ­თად და ერ­თ­მა­ნე­თის და­წე­რილ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. კა­მა­თი სა­ჭი­როა, ამ დროს შე­ნი ტექ­ს­ტიც იხ­ვე­წე­ბა და ახა­ლი იდე­ე­ბიც მო­დის."
მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი თარ­გ­მა­ნებ­ზეც მუ­შა­ობს. ახ­ლა­ხან თარ­გ­მ­ნა “თორ­მე­ტი კე­ი­სა­რი". სა­თარ­გ­მ­ნე­ლად უდევს სერ­გეი ალ­ხო­ტო­ვის “მე­ფე­თა ძაღ­ლი", მცი­რე რო­მა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მკითხ­ვე­ლი დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ი­კითხავს. კა­ვა­ბა­ტას “ხე­ლის­გუ­ლი­სო­დე­ნა მოთხ­რო­ბე­ბი­სა" და ჰე­მინ­გუ­ე­ის “კუნ­ძუ­ლე­ბის ოკე­ა­ნე­ში" თარ­გ­მ­ნა უნ­და. სა­ერ­თო­დაც, ბევრს სა­უბ­რობს “სხვა ჰე­მინ­გუ­ე­ი­ზე", ჰე­მინ­გუ­ე­ი­ზე, რო­მელ­საც ჩვენ არ ვიც­ნობთ და რო­მე­ლიც უნ­და გა­ვიც­ნოთ. თუმ­ცა, ჩვენ კარ­გად გა­საც­ნო­ბი კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი ძვე­ლი თუ ახა­ლი უცხო­ე­ლი მწე­რა­ლი გვყავს, მაგ­რამ არ გვაქვს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნო­ნი მთარ­გ­მ­ნელ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბას შო­რის და ზოგ­ჯერ, გა­მომ­ცემ­ლე­ბი იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ჰო­ნო­რა­რე­ბი სა­ჭი­როა. ისიც სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ჩვე­ნი დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის ისევ ჯორ­ჯი­ის შტა­ტი ვართ და ყურ­მოკ­ვ­რი­თაც არ გა­უ­გი­ათ იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ბევ­რი კარ­გი რამ და­ი­წე­რა და ასე­ვე, ბევ­რი კარ­გი რამ იწე­რე­ბა. რა უნ­და გა­კეთ­დეს იმის­თ­ვის, რომ მწერ­ლუ­რი კუთხით გაგ­ვიც­ნოს მსოფ­ლი­ომ? - “მე რომ კა­ნა­დელ გა­მომ­ცე­მელს ვე­სა­უბ­რე, ჯორ­ჯი­ის შტა­ტი­დან ვე­გო­ნე. ახ­ლა, მა­გა­ლი­თად, ქე­თი კი­ღუ­რა­ძე “სი­ეს­ტა­დან" ლა­იპ­ცი­გის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზეა წა­სუ­ლი. იქ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი გახ­ლავთ ზუ­რაბ ლე­ჟა­ვა, ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლი და თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლი. იმე­დია, მხო­ლოდ ამ სამ ავ­ტორ­ზე არ შე­ჩერ­დე­ბი­ან. ად­რე ფრან­კ­ფურ­ტ­ში ათი ავ­ტო­რი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მხო­ლოდ გა­მომ­ცემ­ლე­ბი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან, ინ­ტე­რე­სი თა­ვად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან უნ­და მო­დი­ო­დეს და ჩვე­ნი ელ­ჩე­ბი უნ­და ზრუ­ნავ­დ­ნენ, ისე­ვე და­ა­ინ­ტე­რე­სონ უცხო­ე­ლე­ბი ჩვე­ნი სამ­წერ­ლო პრო­დუქ­ტით, რო­გორც ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბი," - წუხს მწე­რა­ლი.
ასეა თუ ისე, ერ­თი რამ ფაქ­ტია: ყო­ველ­გ­ვა­რი ქარ­თუ­ლი თვით­გან­დი­დე­ბის მა­ნი­ის გა­რე­შე, გულ­ში მჯი­ღის ცე­მი­სა და “რაც კარ­გე­ბი ვართ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვართ" პრინ­ცი­პის გა­რე­შე, ჩვე­ნი მარ­თ­ლა დი­დი და გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბე­ბი არი­ან. ეს სამ­წუ­ხა­როა, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვინ­მე იოჰან ცი­მერ­მა­ნი თუ ჯონ ჯო­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე ვერ პო­უ­ლო­ბენ, უფ­რო იმი­ტომ, რომ იოჰან ცი­მერ­მა­ნი და ჯონ ჯო­ლი ახ­ლა ნაკ­ლე­ბად კარ­გე­ბი არი­ან, ვიდ­რე ამ წიგ­ნე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ იქ­ნე­ბოდ­ნენ.

სა­ლო­მე შენ­გე­ლი­ძე -- http://www.24saati.ge/weekend/story/26548-sityvebit-datserili-goias-ofortebi



ბმული - https://saba.com.ge/books/details/17 - "საბას" 2012 წლის ნომინანტები.

study


Last edited by Admin on Mon Feb 20, 2017 7:04 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue May 08, 2012 1:30 pm



7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი – 19:00-დან 22:00-მდე

რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"
(პიესა რვა სცენად)

მოქმედების დრო: 1801 – 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე – რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.


რეჟისორი - გეგა ქურციკიძე
პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე


მსახიობები - ლელა მახნიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი, შალვა ანთელავა, ბადრი გვაზავა, დიმა თარბაია, კახა ჭოლაძე, ლექსო არველაძე

ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
მისამართი: თბილისი, 0102, დავით აღმაშენებლის გამზ. 99/1;
ტელეფონები: (995 32) 95 39 27; (995 32) 95 78 74
ელ.ფოსტა – infochildren@caucasus.net


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue May 08, 2012 1:39 pm



ბმული – http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=08-05-2012+08%3A33

სიუჟეტი სპექტაკლზე "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ჩვენი დილა", 8 მაისი, 08:32 – 08:37, სიუჟეტის ავტორი სალომე გელაშვილი, ოპერატორი პაატა ყვავაძე.

ვიდეო:



study


Last edited by Admin on Mon May 28, 2012 1:12 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed May 09, 2012 7:37 pm



წიგნის დასახელება – "ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა..."
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
გვერდების რაოდენობა – 296
ყდა – რბილი
ISBN 978-9941-9261-1-2
რედაქტორი – თამარ გელოვანი
დიზაინერი – ლია სულაქველიძე
აღმასრულებელი დირექტორი - თამარ ნაჭყებია
გამოცემის წელი: 2012
გამომცემლობა: "უსტარი"



წიგნს თან ერთვის ბროშურა – "სინოპსისი" (Synopsis)
ენები - ქართული, ინგლისური, თურქული
მთარგმნელები - ლანა მანველი (თურქულად) და გურამ აბაშიძე (ინგლისურად)
ISBN 978-9941-9261-2-9
გვერდების რაოდენობა - 16
ყდა - რბილი
გამომცემლობა - "უსტარი"
გამოცემის წელი - 2012



გამომცელობა ,,უსტარი" სულ მალე გამოსცემს და ქართველ მკითხველს შესთავაზებს მიხო მოსულიშვილის ახალ კინორომანს: ,,ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა..."
რომანი ჩვენი უძველესი მოძმეების _ ლაზების ცხოვრებას, მათ მიერ შენარჩუნებულ ქართულ ადათ-წესებს, ხალხური მედიცინის საიდუმლოების დაცვას და ლაზებზე ფიქრით გამოწვეულ უმძიმეს სევდას ასახავს.

,,ეს მცირედი ნაღვაწი მოკრძალებით და მდაბლად თვდახრილს პირველ რიგში ლაზების სამსჯავროზე გამოსატანად დამიწერია, - თუ ივარგებს, ცოტაოდენი ჩემი წვლილიც ხომ შეემატება იმათი დიდი ვალის გამოსაბრელად, თუ არა და, შენდობას ნუ მეტყვიან...” - ასეთი მინაწერით ასრულებს ავტორი და მერწმუნეთ, წიგნის წაკითხვს შემდეგ, თქვენც შეგაწუხებთ სურვილი ლაზების წინაშე ვალის გადახდისა, თუ არადა, არც თქვენ გეტყვიან შენდობას...


წიგნის რედაქტორი თამარ გელოვანი


ბმული -
* https://www.facebook.com/sonia.qartvelishvili/videos/vob.100002035099487/495972467131416/?type=2&theater -- სოფო წულაის გადაცემაში „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“ კინორომანს „ჰელესა“ წარმოგიდგენთ ავტორი მიხო მოსულიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, 2013 წელი, 6 მარტი

Arrow


Last edited by Admin on Thu May 14, 2015 9:26 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu May 24, 2012 8:53 am



წიგნის ვიდეოანონსისათვის გამოყენებულია ლაზური სიმღერა "ჰელესა", ასრულებს ანსამბლი "თუთარჩელა".

ბმული - http://www.ustari.ge/?page=ustari&menu=cat_4&id=23


ბელა ჩეკურიშვილი


ჰე­ლე­სა - ამ­ბა­ვი ლა­ზებ­ზე


სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სხვა ავ­ტო­რებ­თან ერ­თად აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლიც წერ­და თა­ვის "არ­გო­ნავ­ტიკ­ში".

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა "ჰე­კა­ტეს ბა­ღი", სა­დაც 40-ზე მე­ტი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე მოჰ­ყავ­დათ. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვად სიტყ­ვა "მე­დი­ცი­ნა" მომ­დი­ნა­რე­ობს კოლ­ხ­თა მე­ფე აიეტის ქა­ლიშ­ვი­ლის, მკურ­ნა­ლი მე­დე­ას სა­ხე­ლი­დან. უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის წი­აღ­ში, მკურ­ნალ­თა არა­ერ­თი საგ­ვა­რე­უ­ლო შტო იშ­ვა, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი წა­მა­ლი შექ­მ­ნეს. ამის მა­გა­ლი­თია თურ­მა­ნი­ძის, ას­კუ­რა­ვე­ბის, ბე­რუ­ლა­ვე­ბის, ნაჭყე­ბი­ე­ბის მა­ლა­მო­ე­ბი თუ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის საზღ­ვაო კი­ნო­რო­მა­ნი "ჰე­ლე­სა", რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "უს­ტარ­მა", სწო­რედ ქარ­თ­ველ­თა ამ უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ით არის ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს, რო­გორც წიგ­ნის სა­თა­უ­რი­დან ვი­გებთ, ტექ­ს­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფე­ლუ­კა "კირ­ბი­შის" ბო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბის ქრო­ნი­კე­ბად, ან­და თუ გნე­ბავთ, ლა­ზი მხატ­ვ­რის ჰა­სან ჰე­ლი­მი­შის გა­ცოცხ­ლე­ბულ ნა­ხა­ტე­ბად.

წიგნს თან ერ­თ­ვის სი­ნოფ­სი­სი თურ­ქულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სათ­ვის. მსგავ­სი და­ნარ­თე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა და­სავ­ლეთ­ში, რა­საც გა­მომ­ცემ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ სა­რეკ­ლა­მოდ და საც­ნო­ბა­როდ. რომ გა­დავ­ხე­დოთ სი­ნოფსს, ერ­თი ფრა­ზით გა­ვი­გებთ ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არსს.

რო­მა­ნის იდეა აიეტის მი­თი­დან იღებს სა­თა­ვეს და მის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. კირ­ბიშ­თა გვა­რი წამ­ლის დამ­ზა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფლობს, ისი­ნი ამ სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ნა­ხად ზღვა­ში გა­დი­ან ფე­ლუ­კა­თი და იქ, ქოთ­ნებ­ში მოჰ­ყავთ ბა­ლა­ხი, სა­ი­და­ნაც წა­მალს ამ­ზა­დე­ბენ. მი­თის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც იაზონ­მა და მე­დე­ამ, მე­დე­ას ძმა აფ­რის­ტე მოკ­ლეს, მი­სი ნეშ­ტი სამ ად­გი­ლას და­ა­საფ­ლა­ვეს: მაკ­რი­ალ­ში (დღეს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა), პეტ­რას­თან და რუ­მი­ნეთ­ში, პორტ კონ­ს­ტან­ცას მახ­ლობ­ლად, სა­დაც დღე­საც არ­სე­ბობს სო­ფე­ლი ლა­ზუ. კირ­ბი­შებ­მა სა­მი­ვე ად­გი­ლას უნ­და ილო­ცონ აფ­რის­ტეს სა­ხელ­ზე, რა­თა მის­ტი­კუ­რი ძა­ლა წა­მო­ი­ღონ.

წიგ­ნის სა­თა­უ­რი "ჰე­ლე­სა" ლა­ზუ­რი სიმ­ღე­რის სა­ხე­ლია. "ლე­სა" ის მოწ­ნუ­ლი გი­დე­ლია, რო­მელ­საც ლა­ზე­ბი მდი­ნა­რე­ში ჩა­კი­დე­ბენ ხოლ­მე თევ­ზის და­სა­ჭე­რად. ზოგ­ჯერ ლე­სა ძა­ლი­ან დი­დი იყო და შიგ იმ­დე­ნი თევ­ზი გროვ­დე­ბო­და, რომ მის ამო­სა­ზი­დად მთე­ლი სო­ფე­ლი იკ­რი­ბე­ბო­და. "ჰეი ლე­სა" - ასე­თი იყო შე­ძა­ხი­ლი.

"ეს მის­ტი­კუ­რი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც ჩვენს წი­ნაპ­რებ­თან - ლა­ზებ­თან გვაბ­რუ­ნებს. ისი­ნი, ვინც ჩვე­ნი გა­ნა­ყო­ფია და მე-16 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ უცხოვ­რი­ათ"- ამ­ბობს მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი.

სა­თა­ურ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი "კი­ნო­რო­მა­ნი" , ნა­წარ­მო­ე­ბის სტუქ­ტუ­რულ აგე­ბუ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ეს მო­დერ­ნის­ტუ­ლი ტექ­ს­ტია, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა კო­ნოს ხერ­ხებ­ზე ააწყო. ნა­წარ­მო­ე­ბი და­ყო­ფი­ლია ეპი­ზო­დე­ბად - სულ 105 ეპი­ზო­დია, რო­მელ­თაც აქვთ ახ­ლო, შო­რი და სა­შუ­ა­ლო ხე­დი.

"ვცდი­ლობ­დი, რო­გორც კა­მე­რა მოძ­რა­ობს და გა­და­ად­გილ­დე­ბა, ისე ემოძ­რა­ვა თხრო­ბას. ამას აბ­ზა­ცე­ბით ვქმნი­დი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ქა­ლის ხელს აღ­ვ­წერ, ამას ახ­ლო ხე­დის ეფექ­ტი აქვს, რო­ცა ხე­ლი ჰა­ერ­ში იწე­ვა, ან­და რო­ცა და­ნას ის­ვ­რის კა­მე­რა შორ­დე­ბა ეკ­რანს. ვცდი­ლობ­დი, ეპი­ზო­დე­ბი ისე ამე­გო, რო­გორც ააგებ­და რე­ჟი­სო­რი. თხრო­ბის ეს ფორ­მა თვი­თონ ამ­ბავ­მა მო­ითხო­ვა. ეს არის ძა­ლი­ან ცოცხა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და დი­ნა­მი­უ­რი ტექ­ს­ტი. რომ­ლის მო­ყო­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხე­ბით არ გა­მო­მი­ვი­დო­და. ემო­ცია და­მე­კარ­გე­ბო­და" - გან­მარ­ტავს მწე­რა­ლი.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ლა­ზე­ბი არი­ან. ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მელ­მაც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იმოგ­ზა­უ­რა ლა­ზურ სოფ­ლებ­ში, წერ­და: ლა­ზე­ბის ცხოვ­რე­ბა ზღვის ტალ­ღებ­ზე და­ირ­წაო. არ­სე­ბობს ამ­გ­ვა­რი ან­და­ზაც - "ლა­ზის ბა­ღი ზღვააო". რაც მი­უ­თი­თებს ამ ხალ­ხის ზღვა­ოს­ნურ ტრა­დი­ცი­ა­ზე. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ თურ­ქე­თის ფლოტ­ში უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ლა­ზე­ბი არი­ან. კო­მუ­ნის­ტე­ბის ხა­ნა­ში და დღე­საც ხში­რად გა­ვი­გებთ გა­მო­ნათ­ქ­ვამს, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ზღვას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ და ვი­ვიწყებთ ლა­ზებს, რო­მელ­თა ფე­ლუ­კე­ბი უს­წ­რა­ფე­სად დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ ზღვა­ზე.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: "გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას ფილ­მ­ში არის ეპი­ზო­დი, რო­დე­საც ლა­ზე­ბი გა­დი­ან ზღვა­ში და უმ­ღე­რი­ან მას, რომ ზღვამ თევ­ზი მის­ცეს. ეს არ არის სხვა ერი, ეს ქარ­თუ­ლი ტო­მია, ის­ტო­რი­ის გა­მო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მოწყ­ვე­ტი­ლი. რო­მან­ში აღ­წე­რილს მოქ­მე­დე­ბებს - დელ­ფინ­ზე ნა­დი­რო­ბას, ბა­დის გა­დაგ­დე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას, ზღვის ჩი­რაღ­დ­ნე­ბით გა­ნა­თე­ბას, შეხ­ვ­დე­ბით მხატ­ვარ ჰა­სან ჰე­ლი­მი­შის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მის ნა­ხა­ტებ­ში შეგ­ვიძ­ლია ვნა­ხოთ ამ რო­მან­ში აღ­წე­რი­ლი ბევ­რი სცე­ნა. ეს ხო­ფა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლა­ზი მხატ­ვა­რია, რო­მელ­მაც კარ­გად იცო­და თა­ვი­სი ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი. რო­მა­ნის შექ­მ­ნამ­დე, წლე­ბის მან­ძილ­ზე ვსწავ­ლობ­დი ლა­ზე­ბის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე ფიქ­რი ჯერ კი­დევ 80 იანი წლე­ბის და­საწყის­ში და­ვიწყე, რო­დე­საც ფრი­დონ ხალ­ვა­ში მიყ­ვე­ბო­და თურ­ქეთ­ში დარ­ჩე­ნილ თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­ზე. იმი­სათ­ვის რომ მა­მი­და ენა­ხა, იგი მოს­კოვ­ში ჩა­დი­ო­და და იქი­დან მიფ­რი­ნავ­და სტამ­ბოლ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ სოფ­ლ­ში უნ­და წა­სუ­ლი­ყო. ასე­თი იყო მა­შინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. გა­ვე­ცა­ნი იაშა თან­დი­ლა­ვას ნაშ­რომს "ლა­ზე­თი", ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია ლა­ზუ­რი პო­ე­ზია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ი­ცა 100 ლა­ზუ­რი ლექ­სი. რო­ცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ლა­ზებ­მა ისე­თი­ვე კა­ფი­ო­ბა იცი­ან, რო­გორც ფშავ­ლებ­მა, გა­მიკ­ვირ­და, ეს ორი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და­შო­რე­ბუ­ლი კუთხე რო­გორ სა­ოც­რად ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს. წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი ქე­თი გი­გაია, სტამ­ბოლ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ თურ­ქეთ­ში 15 მი­ლი­ო­ნი ლა­ზი ცხოვ­რობს. თუ ამას და­ვა­მა­ტებთ მეს­ხებ­საც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოა დარ­ჩე­ნი­ლი იქით. რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან და რო­გო­რი პა­სი­უ­რია ეს კონ­ტაქ­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად რე­ლი­გი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი­სა, რო­დე­საც კულ­ტუ­რუ­ლი და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა ამ ფეს­ვე­ბის და გრძნო­ბე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა მოხ­დეს".

ჰე­ლე­სა­ში მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბის მი­ხედ­ვით, რო­გორც იაზო­ნი შე­უყ­ვარ­დე­ბა მე­დე­ას და ოქ­როს საწ­მისს გა­ა­ტანს მას, ასე­ვე მეი კირ­ბიშს შე­უყ­ვარ­დე­ბა იაშარ ბა­დი­ში და გა­უმ­ხელს მას სა­კუ­თა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო წამ­ლის სა­ი­დუმ­ლოს. თა­ვის მხრივ ბა­დი­ში იყე­ნებს ამ სიყ­ვა­რულს, რა­თა წამ­ლის სა­ი­დუმ­ლო უცხო­ე­ლებს მიჰ­ყი­დოს და ფუ­ლი იშო­ვოს. მაგ­რამ უფ­ლის რის­ხ­ვა მშფოთ­ვა­რე ზღვის სა­ხით თავს და­ატყ­დე­ბა მათ. წიგ­ნის ავ­ტო­რი ავი­თა­რებს იდე­ას, რომ სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც შე­ნი სუ­ლის ნა­წი­ლია და შენს იდენ­ტო­ბას გა­მო­ხა­ტავს, სხვას არ უნ­და მის­ცე. გე­მი იღუ­პე­ბა, ხო­ლო გა­დარ­ჩე­ნი­ლი მეი კირ­ბი­ში იწყებს ფიქრს - რა შე­ე­შა­ლა. მას ეღუ­პე­ბა მა­მა და ძმა. ფი­ნალ­ში იგი მარ­ტო გა­დის ზღვა­ში თა­ვი­სი ფე­ლუ­კით. ავ­ტორ­მა შეც­ვა­ლა მე­დე­ას მი­თი. მეი ფიქ­რობს იმა­ზე, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც, რაც არც იყი­დე­ბა და არც გა­ი­ცე­მა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მთა­ვარ სა­კითხად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის გა­დარ­ჩე­ნა დგას, ავ­ტო­რის მე­სი­ჯი გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა, ეს სა­კითხი არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მე­დე­ას დროს. მი­თის მი­ხედ­ვით, ოქ­როს საწ­მი­სის გა­ცე­მის სა­ნაც­ვ­ლოდ მე­დე­ამ ყვე­ლა ის ნი­ჭი და უნა­რი და­კარ­გა, რაც მას სამ­შობ­ლო­ში ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნად იქ­ცა იაზო­ნის­თ­ვის.

ამა­ვე დროს ახა­ლი რო­მა­ნით, მწე­რა­ლი ცდი­ლობს, გა­მო­ხა­ტოს ის სათ­ქ­მე­ლი, რის ჩვე­ნე­ბა­საც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ცდი­ლობ­და "შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბი­დან" მო­ყო­ლე­ბუ­ლი: რაც უნ­და გა­რე ზე­წო­ლა გქონ­დეს, მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის გა­დარ­ჩე­ნაა. "ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძეს აქვს ნათ­ქ­ვა­მი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ­ნი არ ვართ და ძა­ლი­ან ად­ვი­ლია გავ­ქ­რეთ, მაგ­რამ ამით ქვეყ­ნი­ე­რე­ბის ჭრელ ხა­ლი­ჩას ერ­თი ფე­რი მო­აკ­ლ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან საწყე­ნიაო. ვთვლი, რომ ამ ხა­ლი­ჩა­ზე სა­კუ­თა­რი ფე­რის გა­დარ­ჩე­ნაა მთა­ვა­რი"- ამ­ბობს იგი.

რო­მან­ში მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი მი­მარ­თავს ლე­გენ­დას წმინ­და ფო­კა სი­ნო­პელ­ზე, შე­მოჰ­ყავს ევ­რო­პუ­ლი საზღ­ვაო მი­თო­ლო­გი­ის გმი­რი კლა­ბა­უ­ტერ­მა­ნი და ა.შ. რი­თაც მწე­რა­ლი ცდი­ლობს, ქარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი ერ­თი­ან ევ­რო­პულ კულ­ტუ­რულ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ი­აზ­როს. მწერ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა ხომ ისი­ცაა, რომ ელა­პა­რა­კოს მთელ დე­და­მი­წას და არა ერთ კონ­კ­რე­ტულ ერს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ფო­რუმ დი­ა­ლოგ­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და თურ­ქი გა­მომ­ცე­მე­ლი ბილ­გე სან­სი. ეს ფო­რუ­მი იმი­თაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ სტუმ­რე­ბი ეც­ნო­ბი­ან რო­გორც ქვე­ყა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რას, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­რებს. რო­დე­საც ბილ­გე სან­ს­მა "ჰე­ლე­სას" სი­ნოფ­სი­სი ნა­ხა, მწე­რალს შეს­თა­ვა­ზა, თურ­ქულ ენა­ზე ერ­თი თა­ვი ეთარ­გ­მ­ნა და საჩ­ვე­ნებ­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა. გა­მომ­ცე­ლო­ბა "უს­ტარ­ში", სა­დაც ეს წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და, შექ­მ­ნი­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სწო­რედ მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის თარ­გ­მ­ნი­სა და უცხო­ელ გა­მომ­ცემ­ლებ­თა და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნით. "ჰელ­სა­დან" საც­დე­ლი ნაწყ­ვე­ტის თარ­გ­მ­ნაც აქ კეთ­დე­ბა, რო­მე­ლიც თურქ გა­მომ­ცე­მელ­თან გა­იგ­ზავ­ნე­ბა. თუ­კი მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი თურ­ქულ ენა­ზე გა­მო­ი­ცე­მა, ეს ის შემ­თხ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რო­ცა წიგ­ნი თა­ვის მკითხ­ველს ზუს­ტად მი­აგ­ნებს - ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკითხ­ვე­ლის გარ­და წიგ­ნი ხომ ლა­ზე­ბის­თ­ვი­სა­ცაა გან­კუთ­ვ­ბ­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მას მხო­ლოდ თუქ­რულ ენა­ზე წა­ი­კითხა­ვენ.

რო­მანს აქვს ავ­ტო­რის მი­ნა­წე­რი, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ვალ­შია ლა­ზე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ჩვენს გა­რე­შე იცხოვ­რეს. ეს სა­კითხი კო­მუ­ნის­ტე­ბამ­დეც მწვა­ვედ იდ­გა და ალ­ბათ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა იყო სა­ჭი­რო, რომ ეს ქარ­თუ­ლი ტო­მი ცალ­კე არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნო­და. "მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ვე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ამ ხალ­ხ­ში აღორ­ძინ­დეს ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, შე­ვახ­სე­ნოთ, ვი­სი გო­რი­სა­ნი არი­ან, რა­ტომ აქვთ ბორ­ჯღა­ლი ხე­ებ­ზე, ჩუ­ქურ­თ­მი­ა­ნი ოდა სახ­ლე­ბი და თუნ­დაც ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი"- ამ­ბობს მწე­რა­ლი.

„24 საათი“, 01.06.12
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-06-01/29298.html



Last edited by Admin on Thu Jun 20, 2013 5:50 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Jun 20, 2012 11:16 pm

Presentation of movie-novel Helessa by Mikho Mosulishvili in bookshop Diogene (part 2), June 5, 2012, 18:00

მიხო მოსულიშვილის კინორომანის "ჰელესას" წარდგინება 2012 წლის 5 ივნისს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში".
მასპინძელი - გურამ მეგრელიშვილი.
გადაღებულია გამომცემლობა "უსტარის" მთავარი რედაქტორის, თამარ გელოვანის მიერ.
რედაქტირებულია ზურაბ ქოროღლიშვილის მიერ.
2012 წელი.






Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Jun 22, 2012 10:33 pm

22-06-2012-თავისუფალი ლიტერატურა
თემა:ინსცენირებული ლიტერატურა;
სტუმრები: ნატა ვარადა – პოეტი,მაია სარიშვილი – პოეტი, მიხო მოსულიშვილი – მწერალი.

ჩართვა - ლაშა ბუღაძე.


http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=7148

გადაცემის შესახებ
თავისუფალი ლიტერატურა - თავისუფალი გარემო მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

შეხვედრები ყველა თაობის მწერლებთან, გამომცემლებთან, ლიტერატორებთან და ლიტერატურის მოყვარულებთან; დისკუსიები ლიტერატურის განვითარების ტენდენციებზე, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის სიახლეები.



Last edited by Admin on Thu Apr 27, 2017 8:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Jul 16, 2012 8:20 am

ვაჟა-ფშაველას შესახებ, გადაცემა "სამოთხის ვაშლები", 13.07.2012



გორის საოსტატო სემინარიის დირექტორი შემეშალა: სმირნოვი კი არა, სემიონოვი უნდა მეთქვა...

ვაჟაზე საინტერესო გადაცემისათვის დიდი მადლობა წამყვანებს: ნინო ზაუტაშვილს, სალომე დადუნაშვილს, ნინო კურატაშვილსა და ნანა ფაჩუაშვილს, ასევე "სამოთხის ვაშლების" მთელ შემოქმედებით კოლექტივს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Jul 17, 2012 10:17 pm



Trailer for

My Redbreast
(Sorrowfully, very sorrowfully comedy)
by
Mikho Mosulishvili


მიხო მოსულიშვილი

ჩემო მეჟოლია
(სევდიანზე სევდიანი კომედია)

ვიდეოანონსი

2012



Smile


Last edited by Admin on Sat Feb 25, 2017 12:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Sep 14, 2012 6:32 pm



Ustari Publishing

Award: MEA
Year: 2012
Win Level: Silver Award
Entry: movie-novel Helessa+ synopsis
Category: Lower Budget
Client: Mlkho Mosulishvili
City: Tbilisi
State: Georgia
Country: Georgia

Links:
* http://www.summitawards.com/winners/winner-search.html?sobi2Task=sobi2Details&catid=0&sobi2Id=7200

* http://www.summitawards.com/competitions/effectiveness-award/effectiveness-award.html


"გამომცემლობა „უსტარმა“ ამერიკაში საერთაშორისო კონკურსზე MEA (SUMMIT INTERNATIONAL AWARDS) წარადგინა მიხო მოსულიშვილის კინორომანი „ჰელესა“ და ნომინაციაში „ეფექტური მარკეტინგული გათვლა“ და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უამრავ პროდუქციას შორის ჩვენი წიგნი გამოირჩა, როგორ ნიმუში, დაბალი ბიჯეტით შეიქმნილი მაღალი ხარისხის პროდუქციისა", - Tamar Gelovani. Nachkebia Tamara. ეს არის გამომცემლობა "უსტარის" წარმატება პირველ რიგში და მერე ავტორისა... ასე რომ, გილოცავთ! Smile))

ეხლა, რა არის ამ ვერცხლის მედალის აზრი და - აქ, დაბალბიუჯეტიან ნომინაციაში მონაწილებდნენ: ტურისტული ფირმები, გამომცემლობები, ინტერაქტიური სააგენტოები, მარკეტინგის დეპარტამენტები, მულტი-მედია პროდიუსერები, ანიმაციური და ვებ-დიზაინის სტუდიები, გრაფიკული დიზაინერები, ვიდეო-კინო-აუდიო პროდუქცია, თავისუფალი კონსულტანტები - და მთელი მსოფლიოდან და სულ იყო სამი ჯილდო. "ჰელესამ" აიღო ვერცხლის მედალი და, მართალია, ფული არ არის, მაგრამ აქ რო გაიმარჯვებ და აჯობებ შვიდასოცდათორმეტ კომპანიას მთელი მსოფლიოდან, მერე იქაური გამომცემლობები შენთან კარგად ლაპარაკობენ და იციან, რომ ვერცხლის მედალოსანი წიგნი კარგად გაიყიდება. ეს დიდი წარმატებაა გამომცემლობა "უსტარისა" და მერე წიგნისაც...

* http://en.wikipedia.org/wiki/Helessa_%28movie-novel%29
* http://en.wikipedia.org/wiki/Summit_Awards



SIA Summit International Awards


August 27, 2012


Your company has won a 2012 Summit Marketing Effectiveness Award. Your submission scored among the very best from 732 client. Your wining entries are:

* Award: Silver award Category: Lower Budget Entry: movie-novel Helessa+sinopsis Client: Mikho Mosulishvili

Recognition by the Summit International Awards organization is a great honor. It provides validation of your work and functions as a respected industrywide critique. This honor can also aid in your efforts to attract new accounts; reinforce relationships with clients; reward employees, partners and subcontractors; and motivate team members.

The Summit MEA competition is based on the premise that the goal of marketing communications is to change, influence, or reinforce a target audience's knowledge, attitudes or beliefs. Using this premise as a basis for its judging criteria, the competition is a true arbiter of marketing communication effectiveness.

When a submission achieved the goal of marketing communication effectiveness, judges recognized it with a silver, platinum or best of category award. They granted this status to only 8 % of the submission in this year's competition.

Congratulation again on your achievement!


Sincerely,
Jocelyn Luciano
Executive Director




study


Last edited by Admin on Fri May 31, 2013 5:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Sep 23, 2012 1:21 pm



წიგნის დასახელება – "არსაიდან არსაითკენ" (ბევრი ერთი ციდა და ერთიც დიდი მოთხრობა)
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი – დავით ოძელაშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ნიკა ხვედელიძე
გამომცემლობა - "საუნჯე"
ISBN 978-9941-9273-3-1
გვერდების რაოდენობა – 288
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 8 ლარი

ანოტაცია:
"არსაიდან არსაითკენ" - ეს არის 38 მოკლე ჩანაწერი და ერთიც ვრცელი მოთხრობა, რომელიც ამ ბოლო ოცი წლის მანძილზე იწერებოდა და ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც სწორედ ამ დროის განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.



From Nowhere To Nowhere
Collection of thirty eight short stories and one novella
by Mikho Mosulishvili
Published 2012 by Saunje publishing in Tbilisi, Georgia.
Written in Georgian.
ISBN 13 - 9789941927331
Publisher Vazha Tsotskolauri
Editor David Odzelashvili
Web Programming & Design Nick Khvedelidze
Cover Design Mixo Mosulišvili



study


Last edited by Admin on Thu Dec 20, 2012 9:35 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Sep 29, 2012 11:20 pm

როგორი ხვავიანი და ბარაქიანი ლიტერატურული წელიწადი გაქვთ,ბატონო მიხო. sunny
ძალიან მიხარია !..
სულ შემოქმედებითი წარმატებები...
გილოცავთ,მკითხველსაც ვულოცავ
პს დაანონსებულია ურაკზე,მადლობა მის ადმინისტრაციას
flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Oct 02, 2012 9:00 am

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის... Smile

3 ოქტომბრის "24 საათში" დაიბეჭდა წერილი ჩემ წლევანდელ წიგნებზე...


ბელა ჩეკურიშვილი

კრე­ბუ­ლი ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბე­ბით

24 საათი 03.10.12


მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი “არ­სა­ი­დან არ­სა­ით­კენ”, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა “სა­უნ­ჯემ”, აერ­თი­ა­ნებს 38 “ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბას” და ერ­თ­საც დიდს - რო­გორც წიგ­ნის სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დი გვამ­ც­ნობს.

ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბე­ბი პა­ტა­რა პო­ე­ტუ­რი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბია, რომ­ლის წე­რის ტექ­ნი­კაც, შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ იაპო­ნელ ძენ-ბუ­დის­ტ­თა სა­ტორს - რა­ი­მე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ჩაღ­რ­მა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გას­ხი­ვოს­ნე­ბის ეფექტს, რო­მე­ლიც მწერ­ლის მი­ერ სიტყ­ვად ით­ქ­მე­ბა ხოლ­მე. “მე ძენ-ბუ­დის­ტი არა ვარ, უბ­რა­ლოდ ვაკ­ვირ­დე­ბი და დაგ­რო­ვი­ლი სათ­ქ­მე­ლი მთა­ვარ ამ­ბად კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა, მის ჩა­წე­რას ვცდი­ლობ”- ამ­ბობს მწე­რა­ლი. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სკო­ლაა, მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი იმ გზით სი­ა­რულს ცდი­ლობს, “მთა­ნი მაღ­ლ­ნი”, “ფეს­ვე­ბი”, თუ “ქუ­ჩი” რომ იწე­რე­ბო­და, სა­დაც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი აზ­რის, სუ­რა­თი­სა, თუ პერ­სო­ნა­ჟის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს ამ­ბა­ვი და რა­საც ნო­ვე­ლას ვერ უწო­დებ, უფ­რო ფი­ლო­სო­ფი­უ­რი-ლი­რი­კუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბია. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ ტექ­ნი­კას თუ სტილს არა­ერ­თი მწე­რა­ლი მი­მარ­თავს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რად, ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის “ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბებს” პირ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ჰყავ­და, რო­მელ­თა კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით მწე­რა­ლი ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად იყო მი­სა­ღე­ბი თხრო­ბის ამ­გ­ვა­რი სტი­ლი მათ­თ­ვის, თუმ­ცა, სტილს ალ­ბათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არც აქვს, რო­ცა სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლილ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს კითხუ­ლობ.

დი­დი მოთხ­რო­ბა კი, სა­თა­უ­რით “ცეკ­ვა მკვდრე­ბით”, ევ­რო­პუ­ლი ნო­ვე­ლის ფორ­მა­ტის მოთხ­რო­ბას წარ­მო­ად­გენს, რა­საც რუ­სე­ბი “პო­ვესტს” ეძა­ხი­ან, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცი­რე რო­მა­ნის სა­ხე­ლით მკვიდ­რ­დე­ბა.

მწე­რა­ლი ქვე­სა­თა­ურ­ში გვი­წერს, რომ ეს დე­ტექ­ტი­ვია, თა­ნაც კავ­კა­სი­უ­რი და იმ წლე­ბის ამ­ბავ­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­ცა ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი ერთ გრამ ჰე­რო­ინ­ში იც­ვ­ლე­ბო­და. ამ­ბა­ვი კი, წყვი­ლე­ბის ის­ტო­რიაა, რომ­ლებ­მაც გუ­და­ურ­თან ახ­ლოს იქი­რა­ვეს სას­ტუმ­რო და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებ­თან ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კრი­მი­ნა­ლურ ვაჭ­რო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი იმით მთავ­რ­დე­ბა, რომ უდა­ნა­შუ­ლო წყვი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის პარ­ტ­ნი­ო­რებს ხო­ცა­ვენ, გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი ერ­თად იწყე­ბენ იგი­ვე საქ­მის კე­თე­ბას. ამ ამ­ბავ­ში, დე­ტექ­ტი­ვის გარ­და, შა­ვი იუმო­რიც დევს ბე­დის ირო­ნი­ა­ზე. მწე­რა­ლი კი სი­ტუ­ა­ცი­ას იყე­ნებს იმი­სათ­ვის, რომ პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თი გახ­ს­ნას და მა­თი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხე გვაჩ­ვე­ნოს.

მოთხ­რო­ბას ეპიგ­რა­ფად უძღ­ვის ამო­ნა­რი­დი ადოლ­ფო ბიოი კა­სა­რე­სის ნო­ვე­ლი­დან “რო­გორ გა­ვითხა­როთ საფ­ლა­ვი” - სა­დაც სწო­რედ ადა­მი­ა­ნებ­ზე ბე­დის­წე­რის თა­მა­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი: “თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად მი­დი­ო­და, რომ ახ­ლა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად წა­ვი­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, თით­ქოს გან­რის­ხე­ბულ­მა ბედ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უ­დოთ ფე­ხი”.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: “რო­ცა წა­ვი­კითხე ეს ნო­ვე­ლა, დავ­ფიქ­რ­დი, ჩვენ­თან რომ მსგავ­სი რამ მომ­ხ­და­რი­ყო, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და-მეთ­ქი და გა­მახ­სენ­და, ის დრო, რო­ცა ფქვი­ლი ჰე­რო­ინ­ზე იც­ვ­ლე­ბო­და. ამ მოთხ­რო­ბა­ში ბევ­რი რა­მეა სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან აღე­ბუ­ლი. არ მიყ­ვარს ისე­თი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ა­ნაა გა­მიჯ­ნუ­ლი რე­ა­ლო­ბის­გან. რო­დე­საც ვწერ, ვცდი­ლობ, ეს ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბი იყოს ყვე­ლა­სათ­ვის, მათ შო­რის უცხო­ე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც. ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში იყო ტენ­დენ­ცია, რო­ცა მო­წო­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ: რო­გო­რი კო­ლო­რი­ტუ­ლი მწე­რა­ლია, რო­გორ კო­ლო­რი­ტუ­ლად ამ­ბობ­სო. ამ­გ­ვარ კო­ლო­რი­ტებ­ზე აწყო­ბი­ლი ტექ­ს­ტი კი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა თარ­გ­მ­ნის დროს. ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა ყვე­ლას გა­სა­გე­ბად მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი უნ­და იყოს, სა­დაც ხელ­შე­სა­ხე­ბი პე­სო­ნა­ჟე­ბი და ხა­სი­ა­თე­ბი იკ­ვე­თე­ბა. რო­ცა უცხო­ელ რე­დაქ­ტო­რებ­თან თუ კო­ლე­გებ­თან ვსა­უბ­რობ, ხში­რად ვაწყ­დე­ბი მათ გაკ­ვირ­ვე­ბას იმ თე­მებ­ზე, რა­საც ვიწ­როდ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, არც მთლად ამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის­გან გა­ძარ­ც­ვა წა­ად­გე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას”.

კრე­ბუ­ლი “არ­სა­ი­დან არ­სა­ით­კენ” მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მე­ო­რე წიგ­ნია წელს, კი­ნო­რო­მან “ჰე­ლე­სას” შემ­დეგ. ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს კი, მე­სა­მე წიგ­ნ­საც მი­ვი­ღებთ, ეს 12 მოთხ­რო­ბი­სა­გან შემ­დ­გა­რი კრე­ბუ­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბით “სუ­ლის მდი­ნა­რე”. რო­მა­ნი “ჰე­ლე­სა” ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ამე­რი­კა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე MEA (SUMMIT INTERNATIONAL AWARDS) ვერ­ცხ­ლის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში “ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვ­ლა”, რო­გორც ნი­მუ­ში იმი­სა, რო­გორ შეძ­ლე­ბა მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით გა­მოს­ცე ხა­რის­ხი­ა­ნი და ფარ­თო მკითხ­ველ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი წელს 50 წლის ხდე­ბა, სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ “ჰე­ლე­სას” წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად მას წელს კი­დევ ერ­თი სი­ურ­პ­რი­ზი ელის, ეს იაპო­ნურ ენა­ზე გა­მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ან­თო­ლო­გიაა, რო­მე­ლიც დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს იქ­ნე­ბა მზად. ან­თო­ლო­გია სა­მი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის მწე­რალს აერ­თი­ა­ნებს: ოტია იოსე­ლი­ანს, მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვილს და გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვილს. მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი ამ კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია მოთხ­რო­ბე­ბით “ტყის კა­ცი”, “დი­დი ძუ დათ­ვი” და “ზამ­თარ­მა მო­იქ­ნია კუ­დი”. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მოთხ­რო­ბე­ბი წიგ­ნის იაპო­ნელ­მა რე­დაქ­ტო­რებ­მა თა­ვად შე­არ­ჩი­ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ იმ ეს­თე­ტი­კი­თა და იდე­უ­რი ქვე­ტექ­ს­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და იაპო­ნე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. ვფიქ­რობთ, ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა უცხო­ე­ნო­ვა­ნი ან­თო­ლო­გი­ის გა­მო­ცე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ­კი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რეთ გა­ტა­ნა გვსურს.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-10-03/32416.html

study


Last edited by Admin on Thu Dec 20, 2012 9:27 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Nov 07, 2012 2:53 pm



"ჩამოგვივიდა მიხო მოსულიშვილის წიგნის ”ჰელესა” ოფიციალური სერტიფიკატი. ეს არის გამომცემლობის და მიხოს წიგნის ერთობლივი მუშაობის შედეგი".

გამომცემლობა "უსტარი"


ბმული:

* https://www.facebook.com/photo.php?fbid=436046539787731&set=a.168000659925655.43489.167989249926796&type=1&theater
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   

Back to top Go down
 
მიხო მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 5Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: