არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი   Mon Feb 07, 2011 11:23 am


Selfportrait by Mikho Mosulishvili, 2014

მიხო მოსულიშვილი

გამჩვენეობა წიგნისა

მწერალს არ შაუხდებისა, –
ჟამს უბარებავ, წინისას, –
ჩალიჩი, მიდგომ-მოდგომა,
გამჩვენეობა წიგნისა…
სჯობს, სიტყვას აჭრევინებდეს,
დაბეჭდილს თავის ფიქრითა.

2010


"გამჩვენეობა" ამპარტავნობაა და ვერ არის კარგი რამე, თორემ ისე ვინ დაგიშალა, მოკლე წარდგინებაც მოაწყვე და ყდაც მაჩვენე, მაგრამ საკუთარ დაწერილებზე გრძელ ლაპარაკს, სხვის წიგნებზე საუბარი სჯობს ხოლმე...

ბიბლიოგაფია:
გაზეთები

* ტირიფი : [ჩანახატი] / მ. მოსულიშვილი // ალაზნის განთიადი. - თელავი, 1980. - 10 ივნისი
* მეჭორეები : [მოთხრობა] / მ. მოსულიშვილი // ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1982. - 26 ივნისი
* ათი რამე, რაც უნდა გააკეთო თბილისში. თითქმის მინიატურები : პროზა // ლიტერატურული გაზეთი. - , 2009. - 15-28 მაისი. - N1. - გვ.5
* "ომ მანი პედმე ჰუმ" ანუ როგორ ავამოძრავოთ სამყარო თანაგრძნობისკენ : [მოთხრობა] // ლიტერატურული გაზეთი. - , 2010. - 19-4 თებერვალი. - N20. - გვ.2-3
* ჟიკჟიკობა ღამე (მენიპეა ერთ სცენად) // ლიტერატურული გაზეთი. - , 2010. - 16-29 აპრილი. - N24. - გვ.6-7
* არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა : [პიესა] // რეზონანსი. გალაკტიონი. - , 2010. - 5 სექტემბერი. - N18. - გვ.6-7. - 12 სექტემბერი. - N19. - გვ.4-5. - 19 სექტემბერი. - N20. - გვ.6-7
* "მოდი, ვაჟა-ფშაველა წავიკითხოთ ხოლმე..." : ინტერვიუ / მიხო მოსულიშვილი ; ესაუბრა დავით ოქრუაშვილი // ყველა სიახლე. - , 2011. - 27 იანვარი - 2 თებერვალი. - N3. - გვ.20
* სადაც არ უნდა იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ / მოამზადა ლ. ჯელაძემ // ახალი განათლება. - , 2011. - 10-16 ნოემბერი. - N34. - გვ.4-5
* სა-ლა-მან-დრა : [ნოველა ოფორტებად] // ლიტერატურული გაზეთი. - , 2011. - 25 ნოემბერი-8 დეკემბერი. - N63. - გვ.10-11
* სერიიდან "სიტყვათნახატები" : [ჩანაწერები] // ლიტერატურული გაზეთი. - , 2012. - 2-15 მარტი. - N69. - გვ.3,8
* უჩემოდ ვინ იმღერეთა?! /მიხო მოსულიშვილს ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი // 24 საათი. - 2006. - 16 ოქტომბერი. - N229 (1381). - გვ.4. - ჩანართი "რეგიონის დროით". 2006 წელი N17
* მშობლიური სიტყვების ფერხთით დაცემული ჯარისკაცები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 დეკემბერი. - N261(2372). - 4 გვ.
* სიტყვითნახატები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 ივლისი. - N155 (2528). - 7 გვ.
* ძღვნად ყველას, ვისაც მეგობარი დაღუპვია // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 1 ივლისი. - N154 (5187). - 4 გვ.


ჟურნალები

* ტყის კაცი : [მოთხრობა] / მ. მოსულიშვილი //ნობათი ჟურნალ ცისკრის დამატება - თბილისი, 1984. - N3-4
* ძველი მთვარის აღსასრული... : [მოთხრობა] / მ. მოსულიშვილი // მნათობი. - თბილისი, 1988. - N4. - გვ.59-63
* დიდი ძუ დათვი : [მოთხრობა] / მ. მოსულიშვილი // მნათობი. - თბილისი, 1989. - N7. - გვ.4-43
* კიკალა-დაობლებული თოჯინის ბიძია : [ინტერვიუ მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილთან მისი შემოქმედებითი ნაღვაწის შესახებ] / თენგიზ კიკალიშვილი ; ჩაიწერა მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1997. - N4. - გვ.85-97
* ხიდი ზღვიდან ზღვამდე : [ინტერვიუ თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორთან, მოქანდაკე ს. ქოიავასთან მისი შემოქმედების შესახებ] / სოსო ქოიავა ; ესაუბრა მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1997. - N6. - გვ.109-115
* ხასიათი - ყველაზე მთავარია : [ინტერვიუ კოლუმბიელ მწერალთან] / გ. მარკესი ; თარგმ. მ. მოსულიშვილმა // ნობათი. - 1987. - N3-4. - გვ.90-94
* შუქია ღამეც...(დათო სამხარაძე - ყოფნა-არყოფნის ხაზის მძებნელი მხატვარი) : [დათო სამხარაძის გახსენება] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1997. - N11. - გვ.134-136
* ხანჯალი ქარბორბალაში, ანუ ჰარმონია მოითხოვს დისონანს : [მოგონებები ო. პაჭკორიაზე] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1998. - N1. - გვ.133-136
* კლდედ მომევლინა ფათერაკი : [მოთხრობა] / მ. მოსულიშვილი // მნათობი. - თბილისი, 1993. - N7-8. - გვ.114-129
* მეცამეტე ექსპერიმენტული : [ორმოქმედებიანი პიესა] / მ. მოსულიშვილი, ა. ენუქიძე // მნათობი. - თბილისი, 1998. - N11-12. - გვ.27-58
* მადლობა ვუთხრათ ღმერთს : [საუბარი რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერალ თამაზ ჭილაძესთან პოლიტიკაში პროფესიონალიზმის უკმარისობაზე, წიგნის ბაზრის მოწესრიგებაზე, მწერლისა და მკითხველის ურთიერთობაზე, ქართული თეატრის დღევანდელ პრობლემებსა და მის შემოქმედებაზე / თამაზ ჭილაძე ; ესაუბრა მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1992. - N7. - გვ.94-118
* კაენის გზით : [პოემა] / მ. კოლოშინი ; მთარგმ. ზ. ნარმანია ; წინასიტყვ. ავტ. მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1998. - N2. - გვ.76-114
* ჟამი მზის მძვინვარებისა; : [მოთხრობა] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1987. - N2. - გვ.48-66
* თეთრი ლაშქარი : [პიესა] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1998. - N9. - გვ.92-114
* მშობლიური სიტყვების ფერხთით დაცემული ჯარისკაცები : [დოკუმენტური დანართი მოთხრობისათვის - "არღარა ეყივლოს ქათამსა...", რომელიც დაიბეჭდა ჩვენი ჟურნალის 1997 წლის 3-4 გაერთიანებულ ნომერში] / მ. მოსულიშვილი // რიწა. - 1998. - N3-4
* "მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე ვიგინდარა არ არის ორი", ანუ კარგი ხართ, მაესტრო! / გურამ დოჩანაშვილი ; ინტერვიუ მწერალთან მიჰყავდა მ. მოსულიშვილს // ცისკარი. - , 1999. - N3. - გვ.101-106
* ცრემლის სიცილის მიღმა : [ავტობიოგრაფიული გამონათქვამები, ციტატები და აფორიზმები] / ჯ. შოუ ; თარგმ. მ. მოსულიშვილმა // ცისკარი. - , 1997. - N5. - გვ.116-121
* არღარა ეყივლოს ქათამსა : [მოთხრობა] / მ. მოსულიშვილი // რიწა. - 1997. - N1-2. - გვ.48-59
* ფრესკული მისტერიები : [საუბარი მხატვრებთან] / ფრ. გოცირიძე, ლ. გოცირიძე ; ესაუბრა მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 2001. - N11-12
* მევიოლინე კიბორჩხალები : [საუბარი პოეტ ზ. კალანდიასთან მისი შემოქმედებითი და მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ] / რენე კალანდია ; ესაუბრა მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 2002. - N3. - გვ.90-102
* კაცი დიდ კატორღელთა მოდგმიდან : [საუბარი ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან მცირე ბიოგრაფიუკლი ესეს თანხლებით. საუბარი ეხება მწერლის შემოქმედებას] / ჭ. ამირეჯიბი ; ესაუბრა მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1999. - N9. - გვ.96-110
* სერიიდან: "სიტყვითნახატები" / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 2002. - N10. - გვ.30-39
* ნახატმა გამოფენაზე უნდა დაიჭიროს მნახველი : საუბარი მხატვარ ნ. ცინცაძესთან / ნანა ცინცაძე ; ესაუბრა მ. მოსულიშვილი // ცისკარი. - , 2003. - N5-6. - გვ.109-113
* აზაზელი : [სასისხლო საქმის რომანი, ანუ კონსპიროლოგიური დეტექტივი] / ბორის აკუნინი ; თარგმ. მ. მოსულიშვილმა // ცისკარი. - , 2003. - N3-4. - გვ.108-138. - N5-6. - გვ.114-139. - გვ.110-126. - N9-10. - გვ.97-118
* "საქართველო ევროპული სამართლის ქვეყანაა" : [საქ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საუბარი საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმის შესახებ და როგორ აისახება ამერიკული სამართლის მოდელი ქართულ სასამართლო სისტემაში] / ლადო ჭანტურია ; ჩაიწერა მიხო მოსულიშვილმა // იმიჯი. - , 2002. - მარტი. - N1(17). - გვ.26-27
* სოსო ჯუღაშვილი სტალინში / მიხო მოსულიშვილი // იმიჯი. - , 2003. - N3. - გვ.18-19
* მოეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშევანგები : [საუბარი მხატვარ თ. მირზაშვილთან ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ფრაგმენტებზე] / თენგიზ მირზაშვილი ; ესაუბრა მიხო მოსულიშვილი // იმიჯი. - , 2003. - N1. - გვ.27-29
* მცნობი და მჭვრინავი, ანუ როგორ ხატავენ ეთერ თათარაიძე და თენგიზ მირზაშვილი ერთმანეთის პორტრეტს თუშეთის ფონზე : [საუბარი პოეტ ეთერ თათარაიძესა და მხატვარ თენგიზ მირზაშვილთან თუშეთზე, შემოქმედებით საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1999. - N1. - გვ.107-115
* ქველმოქმედების მისაბაძი ხიბლი : [პაოლო იაშვილის 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად რუსთაველის თეატრში რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დადგმული ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია წარდგენილი "თავისუფალი თეატრისა" და გრიბოედოვის თეატრის მსახიობების მიერ] // იმიჯი. - , 2002. - N9(25). - გვ.27
* რამდენიმე მწერალს რომ შეექმნა ინტერსამყარო : [ინტერვიუ ილია ბაბუნაშვილთან შემოქმედებაზე, რომანზე "პროფესორი პენდოლინი" და სხვ.] / მიხო მოსულიშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2004. - დეკემბერი. - N3. - გვ.15-16
* "მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე ვიგინდარა არ არის ორი", ანუ კარგი ხართ, მაესტრო! : [ინტერვიუ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან მის შემოქმედებაზე, ქართულ ლიტერატურაზე] / გურამ დოჩანაშვილი ; ჩაიწერა მ. მოსულიშვილმა // ცისკარი. - , 1999. - N3. - გვ.101-106
* ჯვარ-ხიანი წიგნის პარაბოლა : [გ. ლეონიძის წიგნის "ნატვრის ხე" დასურათებისა და დასათაურების ლიტერატურულ-ესეისტური ესკიზები] / მიხო მოსულიშვილი // ომეგა. - თბილისი, 1999. - N2. - გვ.33-35
* შეხვედრა-არა შემთხვევით : [დაუმთავრებელი ინტერვიუ ჯემალ ქარჩხაძესთან მის ლიტერატურულ და თეორიულ მოსაზრებებზე, შემოქმედებაზე და სხვ.] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1998. - N12. - გვ.109-117
* "ბოროტება მისთვის...ცუდად გაგებული სიკეთე იყო" : [ზურაბ ნარმანიას თარგმანის-მაქსიმილიან ვოლოშინის წიგნის "კაენის გზით" შესახებ] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 1998. - N2. - გვ.76-77
* რას ჩურჩულებენ თითბრის ფირფიტები : [ლითონმქანდაკებელი გივი სადაღაშვილის შემოქმედებაზე] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 2000. - N4. - 113-115
* უფლის აგარაკი : [ესე ქართველთა მასობრივ სიმბოლოზე] / მიხო მოსულიშვილი // ცისკარი. - , 2004. - N1-2. - გვ.123-125
* რამდენი რომანიც დავიწყე, იმდენი ნოველა გამომივიდა და არ ვიცი, რა ვქნა! / ნუგზარ შატაიძე ; ინტერვიუ ჩაიწერა მიხო მოსულიშვილმა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2004. - დეკემბერი. - N3. - გვ.4
* "სამყარო, ზოგიერთი რომ ბიბლიოთეკას ეძახის..." (ინტერვიუ მალხაზ ხარბედიასთან) : [მისი წიგნის "პირადი ბიბლიოთეკის", შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ] / მიხო მოსულიშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2005. - N11. - გვ.126-127
* სანამ სავსე ფიალებად ვიქცეოდეთ : [ინტერვიუ ლიტერატორ ვ. კოტეტიშვილთან მისი ახალი წიგნის "ჩემი წუთისოფელის" შესახ] / ვახუშტი კოტეტიშვილი ; ესაუბრა მიხო მოსულიშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2005. - N6(9). - გვ.57-59
* შორი გზების კაცი : [ინტერვიუ მთარგმნელ თამაზ ჩხენკელთან მისი განვლილი ცხოვრების, წინაპრების და შემოქმედების შესახებ] / თამაზ ჩხენკელი ; ესაუბრა მიხო მოსულიშვილი // იმიჯი. - , 2002. - N9(25). - გვ.22-24
* ბარის ბულბულის გალობა და მთიდან ყვირილი ხარისა / მიხო მოსულიშვილი // მაუწყებლობა. - თბილისი, 2012. - ISSN: 2233-3126. - გაზაფხული. - N1(7). - გვ.65-71

რედაქტირებული წიგნები
* ალექსანდრე ქოქრაშვილი „ორი პიესა“ („მარწყვის ცივი ტორტი“, „მეზუნია ჩიტები“), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვარი დავით აფციაური, - თბ. გამომცემლობა „სამკალი“, 2004, 136 გვ. - ISBN 99940-0-121-3
* ნიკო ყიფიანი „ერთხელ წასაკითხი მოთხრობები“, რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვარი სოსო თევდორაშვილი, - თბ. შპს „გლობუსი“, 2005, 176 გვ. - ISBN 99940-0-571-5
* ნინო ნადირაძე „შეიძლება?“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ნინო ნადირაძე, - თბ. გამომცემლობა „პეტიტი“, 2005, 56 გვ. - ISBN 99940-789-5-x
* კატო ჯავახიშვილი „შენიდან ჩემამდე“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, თბ. საარი, 2008. - 144გვ. + 1 დისკი, ავტორი კითხულობს თავის ლექსებს მუსიკალური გაფორმებით, - ISBN 978-99940-60-60-3
* მარიამ ხუცურაული „სანათას წიგნი“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ლევან ხარანაული, I-ლი გამოცემა, თბ. საარი, 2009. - 184გვ. - ISBN 978-99940-60-64-1
* ნუციკო დეკანოზიშვილი „ამინდები ბის-ზე“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ნუციკო დეკანოზიშვილი, თბ. საარი, 2009 - გვ. 180 - ISBN 978-9940-60-69-6
* ირმა შიოლაშვილი „ფოთლების ხიდი“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ქეთევან საბიაშვილი, თბ. საარი, 2009 - ISBN 978-99940-60-7
* ლიგური მოსულიშვილი „ეპიზოდები ფიზიკოსების ცხოვრებიდან“ (მემუარული რვეული), რედ. მიხო მოსულიშვილი, თბ. საარი, 2010. - 128გვ. - ISBN 978-99940-60-89-4
* ნელიკო გოგუაძე „გვირილის ფურცლები“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, თბ. მერიდიანი, 2010, - ISBN 978–9941–10–243–1
* ნინო ნადირაძე „ფრანწაღებული“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, თბ. პეტიტი, 2010. - 96გვ. - ISBN 978-9941-9131-3-6
* მარიამ ხუცურაული „სანათას წიგნი“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ლევან ხარანაული, თბ. საუნჯე, 2012. - 158 გვ. - ISBN 978-9941-9260-8-2
* მარიამ ხუცურაული „სანათას სკივრი“ (ჩანაწერები), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ლევან ხარანაული, თბ. საუნჯე, 2012. - 229 გვ. - ISBN 978-9941-9273-0-0
* მარიამ ხუცურაული „სანათას სახლი“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი; მხატვ. ლევან ხარანაული, თბ. საუნჯე, 2012. - 140 გვ. - ISBN 978-9941-9260-9-9
* ნინო ნადირაძე „Via Solis“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, თბ. საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2012. - 72 გვ. ; - ISBN 978-9941-442-24-7
* გოდერძი ჩოხელი „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ (164 რჩეული ნოველა), რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ლევან ხარანაული, თბ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი, 2013 - გვ. 660 - ISBN 978-9941-0-5805-9
* „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების განვითარების ფონდი - 15“ (საიუბილეო ცნობარი ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., არადანი, 2014 - 30 გვ.
* ლუბა ელიაშვილი „მოვიქცეთ ჯაზურად“ (ლექსები), რედ. მიხო მოსულიშვილი, თბ., 2014. - 132 გვ. ; ISBN 978-9941-0-6861-4




მიხო მოსულიშვილი

ლექსი სიზმრიდან

დათოვლილ ხეთა უთეთრეს ლანდებს
სცვივა სიჩუმის თეთრი ჩრდილები.
ასე იქნება ყოველთვის...
მერეც,
როცა ამქვეყნად აღარ ვიქნებით.

2014 წლის 9 მაისი


ბმულები
* http://www.nplg.gov.ge/index.php?m=search&categories[]=digital_library&q=მოსულიშვილი მ
* http://ka.wikipedia.org/wiki/მიხო_მოსულიშვილი
* http://lib.ge/authors.php?129
* https://soundcloud.com/changu
* http://burusi.wordpress.com/literature/mikho-mosulishvili/
* http://armuri.wordpress.com/tag/მიხო-მოსულიშვილი/
* http://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post.html
* http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aმოსულიშვილი+მიხო
* http://gf.ghn.ge/author.php?name=მოსულიშვილი მიხო – ოქროს ფონდი
* http://www.nplg.gov.ge/bios/en/534/
* http://www.tumblr.com/blog/archanda
* http://borbalo.blogspot.com/2014/03/blog-post.html?view=magazine

study


Last edited by Admin on Sat Oct 04, 2014 11:44 pm; edited 40 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu Feb 10, 2011 11:50 pm

2011 წლის 14 თებერვლიდან შეგიძლიათ შეიძინოთ:



წიგნის დასახელება – "ფრენა უკასროდ" (თაღლითური რომანი)
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
გვერდების რაოდენობა – 220
ყდა – რბილი
ISBN – 978-9941-0-3160-1
UDC (უაკ) 821. 353. 1-31
პროექტი – "ახალი ქართული პროზა", ტომი მერვე
პროექტის ავტორი - სოსო გოგინაშვილი
პროექტის დირექტორი - ლალი ასლანიშვილი
პროექტის კომპიუტერული უზრუნველყოფა - ოთარ ნინიაშვილი
გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: “გუმბათი–2007"
დაიბეჭდა - შპს "ფავორიტი პრინტი"
ფასი – 2.40 ლარი (ჟურნალ "გუმბათთან" ერთად – 3.00 ლარი)




study

2011 წლის 14 თებერვლიდან შეგიძლიათ შეიძინოთ:



ერთი თავი რომანიდან "ფრენა უკასროდ":




study


Last edited by Admin on Wed Feb 05, 2014 2:57 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Feb 19, 2011 9:51 am


Portrait of Mikho Mosulishvili © by Lela Kodalashvili, 1992




@



ანანკე ორო კაიია რომანიდან "ფრენა უკასროდ"



http://www.archanda.ge/index.htm



ავტორი: მიხო მოსულიშვილი
დასახელება: "ბენდელა" (დოკუმენტური რომანი)
გამომცემლობა: "საარი"
რედაქტორი - ჯუმბერ თითმერია
ტექნიკური რედაქტორი - ირინა მარკოზაშვილი
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 256
ISBN 99928-39-69-4
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010

წიგნის ეპიგრაფი:

"არც მძიმე ჯვარი,
არც გოლგოთის ჩაქუჩი მძიმე
და არც ბავშვობის უნაზესი მოგონენაბი
არ კმარა ომის დასათრგუნად და მოსასპობად.

ჯარისკაცები ტირიან ღამით,
სიკვდილილის წინ
და ამაყები, ძლიერები და ამტანები
კვლავ ეცემიან მშობლიური სიტყვების ფერხთით,
ყრმობის მინდვრებზე და ყანებში რომ უსწავლიათ.
ჯარისკაცები - მომლოდინე მიჯნურთ მიჯნურნი
და მდუღარ ცრემლთა უსახელო ნიაღვარები".

სალვატორე კვაზიმოდო (თარგმნა ტარიელ ჭანტურიამ).


Zaza Bendeliani


study


Last edited by Admin on Fri Feb 08, 2013 9:06 am; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Mar 11, 2011 9:17 am



შვიდი პიესის წიგნი...

წიგნის დასახელება: "თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან" (შვიდი პიესა)
წიგნის ავტორი: მიხო მოსულიშვილი
გამომცემლობა: “საარი”
გამოცემის წელი: 2010
ISBN 978–99940-60-87-0
ყდა: რბილი
რედაქტორი: დავით ოძელაშვილი
მხატვარი: თემურ ნინუა
კარიკატურის ავტორი: ზაალ სულაკაური
ტექნიკური რედაქტორი: ირაკლი ბელთაძე
კორექტორი: მარინე ვარაზანაშვილი
გვერდების რაოდენობა: 284
ფასი: შვიდი ლარი
ვრცელდება: "პარნასის" და "ბიბლუსის" მაღაზიებში.
ანოტაცია: შვიდი სასაცილო პიესა, რომლებშიც საიმედოდ არის გადამალული ცრემლები.

study



ნომერი: 17505
დასახელება: "ლევიათანი"
სტატუსი: გაყიდვაშია
გამომცემლობა: "პალიტრა L"
ფასი: 3.99 GEL
ავტორი: ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი)
სერია: მსოფლიო დეტექტივების სეიფი
ყდა: რბილი
ფორმატი: 13.5/18.5
გვერდების რაოდენობა: 280
ISBN 978-9941-413-98-8
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
თარგმანი: მიხო მოსულიშვილი
აღწერა: ჟურნალ ”რეიტინგის” ბიბლიოთეკის სერიდან ”მსოფლიო დეტექტივების სეიფი”-ს მე-10 ტომი.

წყაროები – http://www.elva.ge/index.php?option=com_wsshoppingcart&view=product&Itemid=2&product=7505

http://biblusi.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=1350&category_id=2&option=com_virtuemart&Itemid=1

http://books.ge/Book.aspx?id=3297



Arrow



Last edited by Admin on Mon Mar 12, 2012 2:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Mar 18, 2011 10:47 am



დღეს, 18 მარტს, 09:44 – 09:49 პირველი არხის შემეცნებით-გასართობი პროგრამა “ჩვენი დილის” კულტურის ბლოკის წამყვანი, ნინო მიქაძე ესაუბრა სტუმრად მოწვეულ მიხო მოსულიშვილს, რომელმაც დაწერა ბიოგრაფიული რომანი ვაჟა-ფშაველაზე.

ბმული -- http://youtu.be/lVsR9b8y6JE

http://www.1tv.ge/Show-Home.aspx?LangID=1&Location=8



Phelypaea foliata (= Phelypaea coccinea), Orobanchaceae
Date - 1915
Source - Curtis's Botanical Magazine, London., vol. 141 [= ser. 4, vol. 11]: Tab. 8615 - [1]
Author - M.S. del., J.N.Fitch lith.


ბატონო დავით, ოპერაცია კოდური სახელწოდებით: "Phelypaea coccinea" უკვე დაიწყო...


Mikho Mosulishvili and Nino Mikadze, 18 march, 2011

გადაცემას შეიძლება ვუყუროთ აქ - http://www.tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001
"ჩვენი დილა" 09:44 – 09:49

დიდი მადლობა გამომცემლობა "პეგასს" წიგნების სერიისათვის "ილუსტრირებული ბიოგრაფიები", პირველი არხის შემეცნებით–გასართობი გადაცემა "ჩვენი დილის" პროდიუსერ მარიამ ჩუბინიძეს, წამყვანს – ნინო მიქაძეს და მთელ შემოქმედებით კოლექტივს...
კარგია, რომ გვახსოვს ვაჟა–ფშაველა...


study


Last edited by Admin on Wed Jul 17, 2013 7:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Mar 21, 2011 4:02 pm


Mikho Mosulishvili, 1982, Photo by Natela Grigalashvili

მიხო მოსულიშვილი

ტყის კაცი
მოთხრობა

"ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი იდეები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ; ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ".
აკუტაგავა რიუნოსკე



მარიამი

არ ვიცი, რა ვთქვა. მიჭირს დაწყება...
მე ერთი მარტოხელა ქალი ვარ. ჯერ ბავშვიც არ გვყოლოდა, ქმარს რომ სისხლი მოეწამლა და მიიბარა უფალმა მისი სული. ისედაც მიჭირდა ცხოვრება და გიგას სიკვდილის შემდეგ უარესად გამიძნელდა...
დიახ, ამიტომაც მოვიშალე მუცელი. ვერც დამძრახავთ. როგორ შევიძლებდი აკვნის რწევასა და ტყეში სიარულს ფიჩხის ან შეშის მოსაჭრელად, ძუძუს მოწოვებასა და ვენახის გათოხნას, ატირებული ბავშვის გაჩუმებას და ბალახის გათიბვას... ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ მიჭირდა უკაცოდ!..
მოკლულზე ვილაპარაკო?
კი, ბატონო!
ერთხელ, დილით, როცა ხეთა გაშიშვლებული, თუმცა ალაგ-ალაგ ყვითელ ფოთლებ შერჩენილი რტოები, მთელს სოფელში მხოლოდ ჩემს ვენახში (უკვე ყველას მოეკრიფა ყურძენი) ჩაფრენილი, ქარვისფერ მტევანს ჟღურტულით მისეული, საფრთხობელას შეჩვეული ჩიტები გვიან შემოდგომას მაცნეებად გამოეგზავნა, ეზოში ვიყავი გამოსული და თუმც ძალა არ მყოფნიდა, მაინც ჯიუტად ვცდილობდი შეშის დაპობას. ღმერთმა უშველოს, ვახომ მომიტანა ერთი მანქანა წინა დღეს...
გიკვირთ, ასე რომ ვლაპარაკობ? ბიბლია და სახარება მაქვს სახლში, ყოველ საღამოს, ძილისწინ ვკითხულობ ხოლმე...
ღმერთი?
მინდა მწამდეს იესო ქრისტე, მაგრამ ბოლომდე ვერ მირწმუნია. სულ სხვა ვიღაც ამოიმართება ჩემი სისხლიდან და მერე, რომ დავაკვირდები, ვხვდები – წმინდა გიორგია... შემდეგ უცნაურად შეერწყმება ერთურთს ეს ორი ღვთაება – აი, რა მწამს...
ვახო გაინტერესებთ? მძღოლია. მეორე მეტყევის, ჯიბროს ბიძაშვილია...
ჰო. იმას მოგახსენებდით, უფრო იმ იმედით ვიყავ გამოსული შეშის დასაჭრელად, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა გამოიაროს და ხელი წამაშველოს მეთქი. ერთიც ვნახოთ და, ძველი საყდრის მხრიდან, რომლის წვერზეც ახლად ამოსული მზე შემომჯდარა, ცხენოსანი მოდის. ჩუმად გავხედე, რომ მოახლოვდა, მაგრამ ვერ ვიცან. ღობესთან შეაჩერა ცხენი ჩემი ჯახირის დამნახავმა და თუმცა კუნძიდან ცულის ამოძრობას ამაოდ ვცდილობდი - დაბლა ვიყურებოდი – მაინც ვიგრძენი, რომ მომაცქერდა. სულის სიღრმიდან დამეძრა რაღაც თბილი და სასიამოვნო, მთელი სხეული რომ მოიარა, გონს მოვედი და შევხედე.
ახლავე აგიწერთ! ცხვრის ტყავის ჯუბა ეცვა, წვერი მოშვებული ჰქონდა. მოკაუჭებული ცხვირი და არწივივით ბრიალა თვალები, რომელთა წიაღში დარდსაც კი შენიშნავდით, მკაცრ გამომეტყველებას აძლევდნენ მის სახეს... თუმცა, გუმანით მაინც იგრძნობდა ადამიანი, რომ იგი ღვთიური კაცი იყო.
ჩამოხტა ცხენიდან, დამიპო შეშა... თითქოს რამდენიმე წუთში მორჩა საქმეს, ანდა დრო აჩქარდა.
მე ვერ ვბედავდი ხმის ამოღებას.
ისიც მდუმარედ იდგა.
წასვლისას მითხრა, კიდევ გიშველიო.
სახელი ვკითხე.
ტყის კაცი ვარო... – ისე სათნოდ გამიღიმა, ისე კეთილი გაუხდა მზერა, რომ გავიფიქრე, ჩვენთვის წამებული, მზის შარავანდიანი იესო ქრისტე მიწაზე ჩამოსულა და უცნაურ სამოსში გამოწყობილი, ცხენზე მჯდომარე, ჩემს ღობესთან დგას და მემშვიდობება მეთქი...
ჰო, ზუსტად მისი თავის უკან, შორს, ცაზე მზე მოჩანდა და იმიტომ მეგონა მზის შარავანდიანი.
კი, დაგეთანხმებით, იესო არასოდეს მჯდარა ცხენზე, უფრო სახედრით ერჩია მგზავრობა, მაგრამ აკი მოგახსენეთ, მე ერთმანეთს შერწყმული წმინდა გიორგი და ქრისტე მწამს, ამიტომ დასაშვები იყო ტყის კაცის ამხედრება.
იმ საღამოს სანთლები დავუნთე მიწად მოვლენილ ღვთაებას.
მერე ხშირად მოდიოდა ჩემთან, მეხმარებოდა...
მეც, როგორც შემეძლო, პატივს ვცემდი. საჭმელიც მიმიტანია მისთვის ძველ საყდარში.
ზოგიერთი ფარისეველი იმასაც ამბობს, თითქოს საყვარლად გამეხადოს ტყის კაცი. მეხს დავცემ, მეხს!
რა მკითხეთ?
არა, არ ვიცი მისი ნამდვილი სახელი...
ერთი გამოვიდეს და თქვას, რომელმა დამინახა იმნაირად იმასთან!..
შურთ ჩემი, ცოტა წელში რომ გავიმართე. ამიტომაც გამაწამეს ასე... საცოდავი გიგასთვის როგორ უნდა მეღალატა, როგორ? (აქვითინდება).


ჟანგო

აბა, რა ვიცი, უცნაური კაცი იყო...
რა მოვიგონო?
ჩემს მაღაზიაში რომ შემოვიდოდა ხოლმე რამის საყიდლად, გრძნეულის მზერით მომაშტერებდა ბრიალა თვალებს, რომლებსაც ვერ ვუძლებდი და მაშინვე ცხვრის ჯუბაზე მოვუნაცვლებდი მზერას...
ჰო. ძალზე ღონიერი იყო ის ოხერი! ერთხელ გაცოფებული ხარი დაედევნა ვახოს ბიჭს. ჩემი მაღაზიის პირდაპირ მიეჭრა ტყის კაცი, რქებში სტაცა ხელები და ღონივრად გადაუგრიხა კისერი.
არა, განა მე ვერ გამოვიჩენდი ამ მამაცობას, მაგრამ დამასწრო და რა ვქნა?
ისე, სოფელში ხმები დადიოდა მაგაზე, ჯადო აქვსო. გველები არას ერჩიანო. ჩვენი მკითხავიც გვიდასტურებდა, მართლა ეშმაკებთან არის წილნაყარიო.
... და მართლაც, ერთი დღეც არის და, ჯიბრო, მეორე მეტყევე მოდის ჩემთან. ასე და ასეა საქმე, შენი დახმარება მჭირდებაო.
რა მომხდარა?
როგორ თუ რა მომხდარა! თამთა, კაცო, ჯიბორს ცოლი, თამთა მოეჯადოებინა იმ ბილწს იმას. მოეტანებინა ჯიბროს და აყვირებულიყო. საწყალ ქალს ეთქვა, ისე მომნუსხა, რომ თვითონვე ვიხდიდი ტანსაცმელს და ვეხვეწებოდი, მოდი ჩემთანო.
ჰოდა, ჯიბრომ მითხრა, სამაგიერო უნდა გადავუხადო და ხომ იცი, რა ძალის პატრონია, შენ უნდა დამეხმაროო. ამგვარ გასაჭირში როგორ მივატოვებდი საყვარელ მეზობელს?
ერთხელაც, სამზეურის გაწითლებისას, ჩავსხედით მე და ჯიბრო ვახოს მანქანაში, ჩავიდგით "დრუჟბა" და მოხუცის სახრჩობელასთან რომ დიდი მუხაა, იქით გავწიეთ.
ჰოო, მოხუცის სახრჩობელა იმ ადგილს იმიტომ ჰქვია, რომ მანდ ვიღაც თეთრწვერა ბებერს ჩამოეხრჩო თავი. მთელი ზამთარი მაგ მუხაზე კიდებულიყო და გაზაფხულზე რომ ენახათ, ქარისგან აქანავებულ, ადგილ-ადგილ ხორცშერჩენილ ჩონჩხს ყვავ-ყორნები დასტრიალებდნენ და ძიძგნიდნენ თურმე. ეგ მუხა ჰყვარებოდა ტყის კაცს. რა ვიცი, ზოგი ამბობდა, ის მოხუცი მამა იყო მაგისიო და მერე მკითხავმაც გვითხრა ერთი საკვირველი ამბავი. თურმე იმ მოხუცის სული მაგ მუხაში გადასახლებულა.
დაქოქა ჯიბრომ "დრუჟბა" და დაიწყო მუხის მოჭრა. მე და ვახოც იქვე ვიდექით. შუამდეც არ იყო მისული, ცხენით რომ მოიჭრა ტყის კაცი, რას სჩადით, კაცებოო, შორიდანვე მოგვაყვირა; ჩამოხტა ცხენიდან და ჯიბროსკენ გაექანა. მე და ვახომ გზა გადავუღობეთ, გვინდოდა გაგვეკოჭა. თოკი წინასწარ გვქონდა მომზადებული.
უხერხულად ვტაცე ხელი. გაიქნია და გამაშვებინა. ვახო ხომ ერთი მოქნევით მიანარცხა კედელს.
იმ შუა ტყეში კედელს რა უნდოდა?
ჰო... არა, მე თავიდან მეგონა კედელი, თორემ კარგად რომ დავაკვირდი, ხე ყოფილიყო. დაუღრიალა ტყის კაცმა ჯიბროს, ახლაც მეტყვი, რომ ტყეს არა ვყიდიო და ისე ჩააფარა უროსავით მუშტი, მეგონა პალოსავით ჩაარჭო მიწაში მეთქი.
მე ვეღარ მოვითმინე, მივვარდი და ისეთი ძალით გავარტყი, იქვე ჩაიკეცა მომხვდური.
ამასობაში ვახო მოსულირებულიყო. მოირბინა. მაგრად გაკოჭა. მერე ჯიბროც მოვიდა ბარბაცით და მეორე თოკიც შემოვუჭირეთ, ყოველი შემთხვევისათვის.
დარჩენა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ აღარ ვჭირდებოდი მათ და დრო იყო, სოფელში დავბრუნებულიყავი.
წამოვედი.
გზად ჯიბროს სახლში შევიარე. ვიფიქრე, ქალს დავამშვიდებ მეთქი. ვითომ ქმრის შარვალს აკერებდა თამთა და თითები სულ ნემსით ჰქონდა დაჩხვლეტილი – ასე უცნაურად იწამებდა თავს...
არა, ყვირილი არ გამიგია.


ვახო

ერთი მურდალი და ბენტერა იყო ეგ თქვენი ტყის კაცი.
აბა, რა ეყარა მაგის სიცოცხლეში? ფული არ ჰქონია და მშიერი დადიოდა სულ. ასეთი ადამიანი დიდხანს არ უნდა არსებობდეს. აიკვიატებენ ხოლმე რაღაც სისულელეს და მიჰყვებიან ბოლომდე. მტრისას, თუ ძალაც ერჩით!
არავის არ აჭრევინებდა ტყეში შეშას. ფულიც შეუძლევიათ, მაგრამ დამცინავად ჩაიღიმებდა და ხმას არ გაგცემდა.
აი, მეორე მეტყევე ჯიბრო, ჩემი ბიძაშვილი, ცოტ-ცოტა ყველაფერს აკეთებდა, ფულსაც იღებდა და ხალხიც მომადლიერებული ჰყავდა. მაგასაც ეჩხუბა ტყის კაცი, ქრთამის აღება რომ გაუგო.
საიდან ვიცი? მეც იქ ვიყავი, როცა ეჩხუბა.
ჯიბრო, ტყეს ერთგულება სჭირდება და არა შენი ღალატიო. სულ ასეთი სისულელეები ელაპარაკა.
არადა, რა ქნას კაცმა?! თუ შეშა არ დაამზადა, ხომ მოკვდება ზამთარში სიცივით! ჩვენებური ისეთია, გინდაც არ გაუშვა, ჩუმად შეიპარება ტყეში და მაინც მოჭრის. უკეთესი არაა, ცოტა შენს თავსაც არგო?..
რამდენი ვუმტკიცეთ მე და ჯიბრომ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი...
არ ვიცი იმისი ნამდვილი სახელი.
ახლა ჩვენ დანაშაულზე მოგახსენებთ. მაინც გაგვიგეთ და რა აზრი აქვს დამალვას.
მე და ჟანგო ვიყავით წასული ტყეში, ჩემი მანქანით.
არა, ჯიბრო იქ არ ყოფილა. ქალაქში წავიდა იმ დილით, თოფის ყიდვა უნდოდა.
ის მუხა უნდა მოგვეჭრა. კი, მოხუცის სახრჩობელაზე. ჩემი სახლისთვის მჭირდებოდა.
ჟანგო იმიტომ გამომყვა, ჯავრი რომ ეყარა ტყის კაცზე. გაეგო, ძალიან უყვარს ეგ მუხაო. თანაც, ცრუმორწმუნე კაცია და ამბობდა, მკითხავთან ვიყავი და იმან მითხრა, რომ მაგ მუხაში აქვს შენახული თავისი ღონეო.
არა, მე არც მჯეროდა, მაგრამ ცოტა დაეჭვებული კი ვიყავი. რა ვიცი, კაცნი ვართ, რა აღარ ხდება ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
არა, მოკვლას არ ვუპირებდით. მხოლოდ შეშინება გვქონდა განზრახული, მაგრამ იმას ხომ ვერავინ აღუდგება წინ, რაც განგების ნებაა...
მოკლედ, დავქოქე "დრუჟბა" და დავიწყე მუხის მოჭრა. ჟანგოც იქვე იდგა.
აღარ დამაცდით მოყოლას?
განვაგრძობ. შუამდე რომ გავხერხე, ვხედავ, რაღაც ცხოველი გამორბის ჩემსკენ. ტოტებს ისეთი ლაწა-ლუწი გაუდის, "დრუჟბის" ტრახტრახს ფარავს და გეგონება მთელი ტყე მოაქვსო.
ტყის კაცი იყო.
არა, იმ ხეებში ცხენი როგორ გაჭენდება, ქვეითად გამორბოდა.
მიუხტა ჟანგოს, ჰკრა ყურის ძირში ქვასავით მუშტი და ხმელ ფოთლებზე დაებერტყა ჩვენი სოფლის გამყიდველი. ეგ მართლა გამყიდველი, ალბათ, მაგან გიამბოთ ყველაფერი.
როგორც მხედავთ, პატარა კაცი კი ვარ, მაგრამ ტანს რას უყურებთ, მთავარია მოხერხება. ჩემსკენ რომ გამოიქცა გავეშებული, "დრუჟბა" გამოვაძრე მუხიდან და მარჯვენა ხელი იდაყვში დავახერხე, მერე მარცხენაც...
როგორ მიმიშვა?
წაიქცა და სხვა რა გზა ჰქონდა?..
როგორ წაიქცა და, ჟანგოს კომბალი ვგლიჯე თავში. მერე კარგად შევკარი თოკით. საბელი კიდევ მქონდა, ერთი ბოლო ერთ მტევანზე ჩავაბი, იმ მუხას შემოვატარე, კარგად დავჭიმე და მეორე მეორეზე მივუბი...
რა ვერ გაიგეთ, კაცო, თოკის მეორე ბოლო ტყის კაცის მეორე მტევანს.
ახლაც ვხედავ, თუ როგორ იფეთქა დაფლეთილი ხორციდან სისხლმა. ისევ ყურებში მიდგას ხერხის ხრიალი მის ძვლებზე და უცნაური ნეტარების განცდა მეუფლება. თანაც, წარმოგიდგენიათ, გონზე იყო მოსული და არ ყვიროდა, თორემ უფრო მესიამოვნებოდა.
სხვათა შორის, მე თუ მკითხავთ, მადლობელი უნდა იყოს ტყის კაცი, მისი სიკვდილი რომ დავაჩქარე. ამნაირ კაცს რა უნდა მიწაზე, მაღლაა მისი ადგილი. და რაკი ამ უცნაურ არსებას ზეცად ამგზავრებაში დავეხმარე, მაშ, სიკეთე ჩამიდენია. ჩემი რძალი კიდევ მომდგომია და მეჩხუბება, სადისტი ხარ, სადისტიო. კაცთა სიძულვილს ნიშნავს თურმე ეს სიტყვა. მგონი, ცხოველებისასაც... კარგად აღარ მახსოვს.
ჰო, შემდეგ იდაყვებში დაჭრილი ხელები კისერზე გადავკიდე.
ისევ უცნაური მზერით მომაშტერდა მუხლებზე მდგარი ტყის კაცი. ეს არ იყო ის თავის შემაბრალებელი თვალები, ჩემგან ნაწამებ კატის კნუტს რომ ჰქონდა ბავშვობისას. მგონი, პირიქით, აქეთ ვეცოდებოდი. ამან გამაცოფა. დასამშვიდებლად სიგარეტი გავაბოლე, თავბრუ დამეხვა და ჯერ მეგონა, მეჩვენებოდა. ტყის კაცმა წამოიწია! ჰო, წამოიწია. ჯერ ერთი ტერფი დააბჯინა მიწას, მერე მეორე და ნელ-ნელა წამოდა.
აცახცახებული ჟანგო მიწაზე დაეცა და საკვირველი ხმით დაიწყო ღრიალი. მსგავსი რამ მთელი სიცოცხლეში არა მსმენია: ყმუოდა, წკმუოდა, ხაოდა თუ ბღაოდა, ვერ გაიგებდი.
ჩემთანაც მოიპარა შიში და მთელ სხეულში დაიწყო გავრცელება – თითქოს არაყი დაგილევიაო, მომადუნებელ ჟრუანტელად ფეთქავდა სისხლში.
ვაახ, ეს კაცი ვეღარ დავამარცხე! – ასე ვიყვირე მთელი ხმით. უფრო იმიტომ, შიშისთვის რომ მეძლია. მერე მივირბინე და მუხის მოჭრა დავასრულე.
ეეჰ, ხეო! – ამოიკვნესა ტყის კაცმა და მდუმარედ, ნელი ბარბაცით გაგვეცალა.
ვხარხარებდი! ვტიროდი! ვიცინოდი! ვღრიალებდი! ვლანძღავდი მას და საკუთარ თავს!
როგორ მინდოდა მის თვალებში მორჩილება დამენახა და ვერ შევძელი!..
ახლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია: გინდათ დამხვრიტეთ, თუ გსურთ, თოკზე ჩამომკიდეთ ანდა ცოცხლად გამაძრეთ ტყავი.
ტყის კაცზე მტანჯველ ტკივილს თქვენ ვეღარ მომაყენებთ.
ჩემი რძალი კი მეუბნება, ისა ხარო... აი... რა ჰქვია?.. აი, ხალხი რომ გეჯავრება, ვისიმე წამება რომ გსიამოვნებს... ვეღარ ვიგონებ... ჰოდა, სწორედ ტყის კაცია ასეთი, მე კი არა.


ჯიბრო

ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ისეთია, ყელში მაქვს ამოსული სიცოცხლე. ყველაფერს ისე მოგახსენებთ, როგორც სინამდვილეში მოხდა. ალბათ, გაზვიადებულად იცით ჩვენი დანაშაულის ამბავი.
ტყის კაცი ცოლის შერთვიდან რამდენიმე წლის შემდეგ გავიცანი, როცა მეტყევედ დავიწყე მუშაობა. სიტყვაძუნწი იყო. ხშირად მინახავს იმ დიდ მუხასთან მდგარი. ყოველთვის რაღაცას ებუტბუტებოდა ხეს და მისი სიტყვები არასოდეს მოსწვდენია ჩემს სმენას.
ვეუბნეოდი, მაგ ჩამონგრეულ საყდარში რა გაცხოვრებს, წამოდი სოფელში, მეც მოგეხმარები და ერთი კოხტა სახლი აიშენე მეთქი. უარობდა.
ხანდახან ღამითაც ვრჩებოდი სატყეოში სამორიგეოდ. შეღამებისას ამოვიდოდა თამთა, საჭმელი ამოჰქონდა. თუ მოიძებნებოდა ოჯახში, ღვინოს ამ არაყს ამოაყოლებდა.
ერთხელ ჩემთან სამორიგეოში მოპატიჟებულ ტყის კაცს მოჰკრა თვალი. შევატყე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება...
მეუბნეოდნენ, შენს ცოლს სახლში ჟანგო დაუდისო, მაგრამ არ ვიჯერებდი. ენა უძვლოა, რას აღარ იტყვის.
ხოლო, როცა თამთას ნაირ-ნაირ კაბებს, სხვადასხვა გასალამაზებელ ნივთებსა და ცელოფანის პარკში ჩადებულ ძვირადღირებულ წინდებს ვნახავდი, აქამდე შორიახლო მოცუნცულე მელია – ჩემი სულის სიღრმიდან გამოღწეული ეჭვი – აწ ავაზად ქცეული, პირდაპირ იქით გამოექანებოდა, სადაც მე ვიდექი...
არადა, ქალს ბევრი რამ სჭირდება. მიჭირდა და არ შემეძლო ყველაფრის შეძენა.
რამდენჯერ მოვბრუნებულვარ სახლში მოულოდნელად და ერთხელაც არ მომიტანებია ჟანგო. ეგებ ტყუილ-უბრალოდ ვეჭვობდი?..
ამგვარი ფიქრებით ვმშვიდდებოდი. ისევ მელიად გადაქცეული ავაზა შორი-შორ დაცუნცულებდა და თავის ჟამს ელოდა.
ასე შევურიგდი იმას, რომ... იმ აზრს შევეგუე...
თამთას რომ საყვარელი ჰყავდა. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა იგი.
და ისიც ხომ ვაპატიე... ისიც ხომ ვაპატიე...
ქალიშვილი რომ არ აღმოჩნდა ქორწილის ღამეს...
ერთხელ, ბინდისას თამთა ამოვიდა სატყეოში, საჭმელი და არაყი ამოიტანა. მოვიწვიე ტყის კაცი და სმა დავიწყეთ. ქალიც სუფრასთან იჯდა. უხმოდ სვამდა დევკაცი. მე და თამთა ვლაპარაკობდით. მერე ისიც გაჩუმდა და დავრჩი საკუთარ თავთან. თვალები მოვხუჭე და აშმორებული ჭაობის პირზე დეავინახე მელიისთავიანი, ავაზისტყავიანი მკვდარი ცხოველი – ჩემი გარდაცვლილი ეჭვი – ნაცრისფრად მოფუთფუთე ჭიაღუა რომ ეხვია.
ტყის კაცმა ბოლო ჭიქა ჩამოისხა, ღრმად ჩამხედა თვალებში და მგონი, მანაც დაინახა მელიის ტყავიანი ავაზა. ჩემი ნალაპარაკები აღარ მახსოვს. მაგრამ ის სიტყვები, წასვლამდე რომ მითხრა, ახლაც ხელშესახებად გამირბენენ ხოლმე წინ. თითქოს მათ ფერი, გემო და განსაკუთრებული ხმა ჰქონოდეთ.
ნუ შეეგუები ყველაფერს, ჩემო ჯიბროო.
მერე, ფიქრისას მივხვდი – ყველაფერი იცოდა ტყის კაცმა. დავდიოდი და დაუსრულებლივ ჩამესმოდა ეს სიტყვები. თითქოს უროებს მირტყამდნენ ტვინში. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ ვებრალებოდი და ვუყვარდი კიდეც. ამ სიბრალულს გაგიჟებამდე მივყავდი თითქმის! რად მინდოდა მისი სიბრალული!..
ჭრიჭინების ბინდისეული ხმიანობისას ჩუმად მივიპარე და ჩანგრეული ჭერიდან საყდარში ჩავიხედე. ჯერ ვერაფერი გავარჩიე, მხოლოდ ანთებულ სანთლებს გავუშტერე თვალი. მერე მის შუქზე ტახტზე მწოლარე ორი შიშველი სხეული შევნიშნე: ახვნეშებული ტყის კაცი და მკვნესარე თამთა. საწოლს გარშემო შავი და თეთრი გველები უვლიდნენ. გრძნეულობა რომ შემძლებოდა ტყის კაცივით, ალბათ, მივხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს კლაკვნია, საზარლად მროკავი ქვეწარმავლები. ამბობდნენ, საკუთარ სისხლს ასმევს მათ ტყის განდეგილიო.
თამთა აღარ კვნესოდა. ზევით ამოიხედა. შემნიშნა. რაღაც საკვირველად, იქნებ არც დამიჯეროთ და, წმინდანივით გამიღიმა. ამგვარი ღიმილი კახპის სახეზე რაღაც დიდ სიმართლეს იუწყებოდა ალბათ, მაგრამ ამის გასაგებად ძალა არ შემწევდა. მერე?.. მერე ის ღიმილი ამაზრზენი გაუხდა, თითქოს გველები ამოიკლაკნენ მისი თვალებიდან და ყელზე შემომეხვივნენ.
ვიხრჩობოდი.
მინდოდა, შიგნით შევარდნილიყავ, მეცემა თამთა. მერე კი ატირებულს, თმაგაწეწილს ფეხებში ჩავვარდნოდი, პატიება მეთხოვა, მუხლები დამეკოცნა მისთვის.
თუმცა არა, დავახრჩობდი ბარემ და მოვისვენებდი...
რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა სწრაფად მქროლავი, მელიისთავიანი, ჭრელზოლებიანი, ნაცრისფერ ჭიაღუა დახვეული ავაზა – ისევ გაცოცხლებული ჩემი ეჭვი. მოსულიყო მაინც, მოსულიყო და გავეთავებინე, მაგრამ დაუსრულებლად მოდიოდა და მოდიოდა... ანდა რაღა დროს ეჭვი იყო, როცა ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ავაზას მელიის თავი უნდა მოსცილებოდა და საკუთარი გამობმოდა. ავაზას ნაცრისფერი ჭიაღუა უნდა გასცვენოდა, რათა აღარავის ეხრა მისი სხეული. ავაზა ჩემი შურისძიება უნდა ყოფილიყო, შუ-რის-ძი-ე-ბა!..
ისევ მე და ჟანგოს უნდა გვეძია შური. მის მიმართ რაღაცნაირ, გულისგარეთა სიყვარულსაც კი ვგრძნობდი...
არა, ვახო იქ არ ყოფილა, ბაზარში წავიდა ღორის საყიდლად.
ჟანგოს ვუამბე, როგორ ახადა პატივი თამთას ტყის კაცმა. ალბათ, მოაჯადოვაო, გადაირია გამყიდველი და დახმარება აღმითქვა.
"დრუჟბა" წავიღეთ და მოხუცის სახრჩობელასთან მდგარი მუხის მოჭრა დავიწყეთ. ტოტების მტვრევის ხმა რომ შემოგვესმა, ხეებს ამოვეფარეთ. მე თოკი მოვიმარჯვე, ჟანგომ კი – დიდთავა კომბალი.
ტყის განდეგილმა მოირბინა, დაიჩოქა ხესთან და ის იყო კვლავ მოტრახტრახე ხერხი უნდა გამოეძრო, რომ კომბალი დაუშინა ჟანგომ. ერთხელ. მეორედ. მესამედ. კიდევ ფეხზე იდგა! მეოთხედ! მეხუთედ! გაოგნდა ტყის კაცი! მეექვსედ! მეშვიდედ! და პირქვე ჩაემხო ფოთლებში.
გულწასულს მივვარდი და გავკოჭე. ხელები რომ გავუკარი, თოკის დარჩენილი ნაწილი ხეზე ამძვრალ ჟანგოს ავუგდე, რომელმაც ერთ მსხვილ ტოტს შემოატარა საბელი, დაჭიმა, თავსზემოთ აატანინა ხელები ტყის კაცს და მაგრად ჩააბა.
არა, მუხაზე კი არა, წიფელზე. ჰო, იმ მუხის გვერდით დგას.
მერე მუხა მოვჭერით. ასე რომ, გადანაჭერზე თუ შედგებოდი, განდეგილის ხელები წელთან მოგწვდებოდა.
ბოლოს ისევ მე ავიღე "დრუჟბა", რადგან ჟანგოს ეშინოდა და მითხრა, ისევ შენ უნდა დააჭრაო. შევდექი მუხის ძირზე, მარჯვენა ხელის ცერა თითით გაზი მოვუმატე ხერხს. ჟრუანტელმა დამიარა. ხელები ამიკანკალდა.
ჩემში ერთმანეთს რამდენიმე გრძნობა და სურვილი ებრძოდა: მეშინოდა! მიყვარდა! მძულდა! ძმა იყო ჩემი! მტერიც!
მოკალი! მოკალი! – მიყვიროდა ჟანგო.
ალბათ, ჭკვიდან შევიშლებოდი, ხელებზე ხერხი რომ არ დამედო მისთვის...
მერე? მერე არაფერი აღარ მესმოდა. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. მხოლოდ მიხაროდა და მეშინოდა! მიხაროდა და მეშინოდა!
გონს რომ მოვეგე, ტყის კაცი ფეხზე იდგა. ჟანგომ თოკზე ჩააბა ორივე მოჭრილი ხელი და კისერხე გადაჰკიდა. ფეხებიც გაუხსნა. განდეგილი შებარბაცდა, რაღაც სასწაულით შეიკავა თავი და ნაბიჯი გადადგა. სანამ წავიდოდა, შევნიშნე, კისერზე დაკიდულ სისხლიან ხელებს თითები უკანკალებდა...
ამის სემდეგ ჩემსკენ გამორბოდა ცოცხალი, ჩვეულებრივი, თუმცა ისევ ნაცრისფერ ჭიაღუა დახვეული ავაზა – ჩემი ეჭვი შურისძიებად იქცეოდა.
და ვიცოდი, ავაზას ჭიაღუა არ მოცილდებოდა, თუ ჟანგოს არ მოვკლავდი. გუშინ, სახლში რომ დაბრუნდა, ჩუმად გავიპარე და ღორივით მოვაჭერი თავი.
ახლა ჩემს ავაზას მუდამ ზღვის პირას, თეთრ ქვიშაში ლამაზი კამარებით მონავარდეს ვხედავ. ასე რომ, ამ ორი კაცის მოკვლით სული განვიწმინდე...
დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება კაცის მოკვლით განიწმინდო სული.
მაგით ვერ შემაშინებთ, სიკვდილისთვის მზად ვარ.


თამთა

კი, ვიცნობდი ტყის კაცს და უფრო ადრე, ვიდრე სხვები...
ვის ვგულისხმობ? ჯიბროს, ჟანგოს, ვახოს, მარიამს, მკითხავს... მთელ სოფელს.
უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანი. მაშინაც ყველასგან გამოირჩეოდა. სქელი წიგნები ჰქონდა იღლიებში ამოჩრილი და ისე დადიოდა. ოღონდ წიგნის ჭია არ ეთქმოდა, ვაჟკაცური იყო. მასთან საუბრისას სულ სხვანაირად ვხედავდი ყველაფერს. მან მაპოვნინა ჩემი თავი, თავისუფლება მომანიჭა. ეს კი ადვილი მისაღწევი სულაც არ არის.
ტყის კაცი იყო ჩემი პირველი მამაკაცი...
არა. სახელისა და გვარის დასახელება არ შემიძლია, ასეთი იყო მისივე სურვილი.
მერე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს და აღარც მივსულვარ მასთან, მეგონა, გაგიჟდა.
ძალიან გთხოვთ, უგულობას ნუ დამწამებთ. მე გიჟების მეშინია...
ძველი ამბავია. გიამბოთ?.. ჩემი პატარაობისას დედა გაგიჟდა და დახრჩობა დამიპირა. ძლივს გადამარჩინეს მეზობლებმა...
ჰოდა, ტყის კაცი რომ საგიჟეთში მოხვდა, მე მაშინ სოფელში წამოვედი ნათესავთან. არჩანდაში მასწავლებელი ყოველთვის სჭირდებათ. თან მინდოდა, ვინმე გულუბრყვილო კაცი მომეძებნა და ცოლად გავყოლოდი. ეს მოვახერხე კიდეც...
შეიძლება სხვა ქალები უარყოფდნენ საყვარლის ყოლას, მაგრამ მე დასამალი რა მაქვს. მყავდა და განა ერთი? ...და მაინც არ ვყოფილვარ კახპა, რადგამ ყოველ მამაკაცს უმანკო ქალიშვილივით ვეძლეოდი.
ჩემთვის ბუნებრივია ყველა სურვილი და რაც მინდა, ყველაფერს ვუსრულებ საკუთარ თავს – აი, ჩემი თავისუფლება.
არასოდეს ვეთამაშები კუკუდამალობანას მეორე თამთას, ჩემში რომ არის. ამიტომაც შემიძლია თვალებში ჩავხედო სიმართლეს – აი, ჩემი სიძლიერე.
გავოცდი, ტყის კაცი რომ ვნახე. სად ფილოსოფიის შემსწავლელი, ბუნებით შემოქმედი, თავისუფალი კაცი და სად რომელიღაც მიკარგული სოფლის მეტყევე. საუბრისას მან დამისაბუთა, რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო, რადგან აღარ შეეძლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩენა, სადაც ვერაფერი გაუგეს მის უცნაურ ავადმყოფობას. აქ ჩამოსვლას საერთოდ განეკურნა და კაცთაგან შორს ყოფნა მინდაო, მითხრა. სუფთა უნდოდა დარჩენილიყო.
მე კი მგონია, რომ რაც უნდა შორს გადგე ადამიანებისგან, ამ ცხოვრების ბიწიერებას ვერ გაექცევი. მაინც ტალახში ამოგანგლული, საკუთარი და სხვისი ცოდვებით სულდამძიმებული უნდა წარსდგე უზენაესი მსაჯულის წინაშე.
ტყის კაცს ჯიუტად არ სურდა ამის დაჯერება და ეგონა, სპეტაკი სული ჰქონდა.
დავათვრე ერთხელ ისიც და ჯიბროც, და მერე ჩამონგრეულ საყდარში გავყევი...
აუუჰ, ყმუილი მინდა ძუ მგელივით! ო, როგორ ვუყვარდიიი...
ამათ, ყველას იმიტომ ვუნდოდი, რომ სხეულს გამომრჩენოდნენ. ის კი არაფერს მოითხოვდა ჩემგან და რაგინდ უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ ეს იყო ყველაფრის მოთხოვნა.
ერთხელ, საყდარში რომ ვნებივრობდით, ჯიბრომ ჩამოიხედა ჩამონგრეული ჭერიდან. დაგვინახა. გამეცინა, შემოსულიყო, ეჩხუბა მაინც!.. არაფრად მიმაჩნია ამგვარი კაცუნა, ყველაფრის შეგუება რომ შეუძლია. როგორც მინდა, ისე გავატარებ. მომესურვება და ჩემს წინ ვახოხებ მუხლებზე.
იმის შემდეგ, რაც გაიგეს ჩემი და ტყის კაცის სიყვარულის ამბავი, შურისძიება გადაწყვიტეს ჯიბრომ და ჟანგომ. ვახოც მათ შეუერთდა, ვითომ იმ მიზეზით, რომ გაბრაზებული იყო ტყის კაცზე, შეშას რატომ არ მაჭრევინებსო. ჟანგო და ჯიბროც იყვნენ ამაზე აღრენილები, მაგრამ ძირითადი მაინც აი, რა მგონია: ჯიბრო და ჟანგო ჩემზე ეჭვიანობდნენ, ხოლო ეგ სადისტი ჩემი მაზლი კი – მარიამზე, რაღა დასამალია და, დიდი ხანია, რაც საყვარლად ჰყავს. ხალხში ჭორი გავრცელდა, ტყის კაცი გაიჩინა მარიამმაო და ამან გადარია ვახო.
ჯიბრომ და ჟანგომ თოკები წაიღეს, საყდარში შეიპარნენ და მძინარე ტყის კაცი გაკოჭეს. ამასობაში ვახომ ის დიდი მუხა მოჭრა. იქ მიიყვანეს გათოკილი დევკაცი, მუხის ძირზე დაუდეს ხელები და კარგად ვერ ვხედავდი თუ რომელმა დააჭრა მოტორიანი ხერხით. მერე იქვე დატოვეს სულთმობრძავი კაცი და თვითონ ვახოს მანქანით გაიქცნენ.
ო, როგორ მძულდა ისინი. ქალის სისუსტეს ვწყევლიდი. ვქვითინებდი. ფრჩხილებით ვფხოჭნიდი მიწას და ისე მივათრევდი გონდაკარგულ ტყის კაცს საყდრისკენ...
არა, მერე აღარ მივსულვარ. შემეშინდა, ყველამ გაიგო ეს ამბავი.
ეჰ, ჩემგან დაემართა იმ საცოდავს ეს უბედურება.
ამ ბოლო დროს ტკივილამდე ვგრძნობ, რომ უსუსური, საზიზღარი, ბილწი ქალი ვარ. ჩემი თავი მიყვარდა ძლიერ და დავღუპე კიდეც ტყის კაცი. ყველაფერი ჩემი ბრალია.
ახლა თქვენს წინაშე ჩემი სული გავაშიშვლე და ისე დაგენახვეთ. ალბათ, როგორ გეზიზღებით!.. მეც ასე ვარ, სარკეში ვეღარ ვუყურებ საკუთარ თავს.
როგორ არ მინდა, ჩემივე გესლმა რომ მომახრჩოს და ვხვდები, ჩემი აღსასრულიც ეს იქნება.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon Nov 12, 2012 4:27 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Mar 21, 2011 4:06 pm

მიხო მოსულიშვილი

ტყის კაცი
მოთხრობა

"ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი იდეები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ; ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ".
აკუტაგავა რიუნოსკე


(დასასრული)


გიო

მე სოფლის მენახირე ვარ. ჰო, ტყეში გავიცანი. მოხუცის სახრჩობელასთან მინახავს ბევრჯერ, გამოვლაპარაკებივარ.
ტყე უყვარდა მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. ის უფრო დიდი რამ იყო მისთვის. ალბათ, ცხოვრება იყო, ჰო, ცხოვრება.
გაზაფხულზე, როცა ხასხასა მწვანე ნელი-ნელ იპყრობდა ტყეს, ფაფახა გორაზე მდგარ ძველ საყდარში მივაკითხე ტყის კაცს.
კვდებოდა.
ორივე ხელი იდაყვებში დაეჭრათ, თოკით გადაებათ და კისერზე ჩამოეკიდათ. გადაჭრილები ჭუჭყიანი ჩვრებით შეეხვია ვიღაცას, მაგრამ მაინც წვეთავდა სისხლი.
ტახტის ორივე მხარეს, საყდრის ხავსმოდებულ ფილაქანზე სისხლის გუბეები იდგა, რომლებსაც ორი გველი სწოვდა.
ტანჯვით გამიღიმა და მთხოვა, ფრთხილად მივახლოვებოდი, გველები რომ არ დამეფრთხო, კისრიდან მომეხსნა ხელები და წმინდა გიორგის გაცრეცილი ფრესკის ქვეშ რომ ლურსმნები ერჭო, იმაზე დამეკიდა. შევუსრულე თხოვნა.
ვუთხარი, გავიქცევი, ექიმს მოგიყვან მეთქი.
არ დამეთანხმა. თანაც რაღა აზრი აქვს, მალე მოვკვდებიო, მშვიდად მითხრა.
გავიკვირვე, რა დროს შენი სიკვდილია მეთქი.
ვიცოდი, ასეთ მთვარიან დღეს მოვკვდებოდიო, ისე მითხრა, ჩემი ნათქვამი არ გაუგია.
მთვარიანი დღე?.. არის ასეთი დღეებიც. ქვეყანას ხომ მზე აკაშკაშებს, თან ცაზე ფერმკრთალი მთვარეც მოჩანს. აქაურები იტყვიან ხოლმე, წმინდა გიორგი ურჩხულს დაეძებსო...
ჰოო, მერე ვკითხე, რა მოხდა, ამიხსენი მეთქი.
რასაც ხედავო, მითხრა. რა დროს ხუმრობა იყო!..
ეს ვინ ჩაიდინა მეთქი.
ურჩხულმაო, ისე სერიოზულად მითხრა, ვეღარ გავიგე: ხუმრობდა თუ ცოტა ურევდა.
რისთვის დაგაჭრეს მეთქი.
მუხას ჭრიდნენ მოხუცის სახრჩობელასთანო.
მერე დიდხანს ვდუმდით.
არაყი მომატანინა. მთელი ბოთლი შევასვი. გაბრუვდა. ტკივილი გაუყუჩდა. ბოდვა დაიწყო.
რაზე ლაპარაკობდა?
ხეებზე საუბრობდა. მათსავით დაუჩივლელი, მდუმარე სიკვდილი სურდა. მერე თქვა, დაბადების შემდეგ სულ იმას ვგრძნობ, რომ ვიღაც მომდევს და მომდევს, მე, რაც შემიძლია, გავრბივარ; მაგრამ, მგონი, ახლა წამომეწიაო...
კიდევ რას ამბობდა? ღმერთო, გამახსენე...
კიდევ ამბობდა, რომ მე ეგ ფრესკა ვარო, კი, წმინდა გიორგი და ურჩხული რომ ებრძვიან ერთმანეთს... ჰო, მე ეგ ფრესკა ვარო, კედელზე რომ ხატიაო. განა ან წმინდა გიორგი ან ურჩხული, არამედ ორივე ერთადო... თანაც არ დაივიწყოთ, რომ შუბს, რომლითაც ურჩხულს, იგივე ჩემს თავს ვკლავ, ბოლოში ჯვარი ახატიაო...
ერთბაშად მოვიდა გონს და დაეჭვებულმა მკითხა, ვისიმე სახელი ხომ არ მიხსენებიაო.
არა მეთქი.
მიყურა, მიყურა და დამიჯერა.
მთხოვა, რომ მიწა გამეთხარა საკურთხევლის გვერდით.
თხრისას სკივრი ვიპოვე. ავხადე თავი. ტომარა ამოვიღე გასანთლული, მოვხსენი თავი და შიგ ხუთი საერთო რვეული იყო.
ჩემს თვალწინ დაწვიო, ანდერძივით მითხრა.
სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიბენი. დამეწვა – ცოდვას დავიდებდი! არ დამეწვა და – უარესი ცოდვა იყო, მომაკვდავ კაცს ბოლო სურვილი როგორ არ უნდა შეუსრულო ადამიანმა?! ჰოოდა, დავანთე ცეცხლი...
აი, ამ ხელებზე დალია საწყალმა სული...
მე მოვახერხე იმ რვეულებიდან ერთი ფურცელი გადამერჩინა.


ტყის კაცი
(გიოს გადარჩენილი ფურცელი)

... და რომ ვაკვირდები სიღრმისეულად, მინდია და ნაგელი ჩემი უფროსი ძმები მგონია.
ახლა შიშზეც მოვყვები, ზემოთ რომ ვახსენე.
"წყლის კაპების ქვეყნიდან" მობრუნებული, სადაც რამდენიმე საუბარი მქონდა პოეტ ტოკთან, ვიმყოფებოდი პედაგოგიური პროვინციის, კასტალიის ქალაქ ვალდცელში, სტუმრად თამაშის მაგისტრ იოზეფ კნეხტთან. გაოგნებამდე მიმიყვანა მისმა საოცარმა მედიტაციებმა.
ამ მოგზაურობიდან დაბრუნებული ვეღარ ვწერ.
უცნაური შიში მაქვს სუფთა ქაღალდის.
სულ მგონია, რომ რასაც დავწერ, ცუდი იქნება. არ გამომივა.
და ვიტანჯები...
ეჰ, ნეტავ ასე შემძლებოდა წერა:
"მსგავს არს საწუთროი ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოი ამრიზებული და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღხდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი, ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაი მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირეი, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ. და იწყო ლოკაი მისი, და აღარარა მოიხსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭნეს და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა.
აწ, ძეო მეფისაო, პილოი იგი სახე არს სიკუდილისა, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთრო არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი, და თაფლი იგი საწუთროისა ამის სიტკბოება არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაი საწუთროისაი. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკვდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთის ვეშაპი იგი შთანთქამს. და ესე არს ცხოვრებაი კაცთაი" ("სიბრძნე ბალაჰვარისა", თხრობაი მესამე).

დასასრული

1982 წელი

გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში", 1984 წელს.

study

ამ მოთხრობის რუსული თარგმანი წავიკითხოთ აქ – http://lito1.ru/text/50747

Михо Мосулишвили: Чудо лесное убито весною.

Это прекрасная, мифическая и какая-то очень правдивая вещь, настолько прозрачная, что хочется смотреть сквозь нее, как сквозь бытие, через которое просачивается неземной свет. Ассоциации с сюжетом и персонажами Михо у меня почему-то строго философичные, хотя Михо не водит нас подобно, скажем, Тарасову, запутанными углами и равнодушными лабиринтами сотен экзистенциональных и "диалектическиматериализменных" учений, не скармливает в каждой строке по новой гениальной в своей ажурности мысли. Напротив, такие вещи кажутся мне далеки от живой философии, живущей в душе человека, пронизывающей каждое мгновение его существования, бесхитростного чувствования и быта. Михо Мосулишвили же можно назвать автором грузинской философской сказки "Чудо лесное убито весною". Родителем живых людей Вахо, Жанго, Тамты, в которых веришь, как в настоящих, не написанных. Это довольно большая редкость для любого современного писателя - создать персонажа, которого можно чувствовать, как будто это твой сосед или знакомый, живущий через дом.
Секрет, возможно, заключается в том, КАК написан "Чудо лесное убито весною". Есть такой роман-дилогия "Как все было" и "Любовь и так далее" британца (если не ошибаюсь) Джулиана Барнса. У Барнса я впервые столкнулась с приемом "допроса", когда персонажи предстают не искусственно нарисованными картинками, а раскрывают себя через живую речь со всеми ее недомолвками, ошибками, эмоциями, стилистическими погрешностями. В этом есть нечто магическое, ей богу. Чарующее. Читаешь - и не оторваться.
Один и тот же случай, один и тот же оригинальный сюжет глазами разных людей, с разными характерами и интересами, с разной историей. И все же никак не могла отделаться от воспоминаний о Барнсе в процессе чтения.

Редактор литературного журнала «Точка Зрения»,
Кэндис Ясперс – http://lito1.ru/avtor/Satory-chan

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Mar 23, 2011 11:37 pm



2011 წელს ვაჟა–ფშაველა 150 წლის ხდება. მიხო მოსულიშვილმა დაწერა ბიოგრაფიული რომანი ვაჟაზე, რაზედაც 2011 წლის 18 მარტის "ჩვენი დილის" კულტურის ბლოკში ლაპარაკობენ ნინო მიქაძე და წიგნის ავტორი.

გადაცემას ვუყუროთ:

* აქ – http://www.youtube.com/watch?v=31broY4QKyA
* აქაც – http://tvali.ge/index.php?action=watch&v=200002
* აქაც შეიძლება – http://www.1tv.ge/Video-View.aspx?VID=4184&Loc=8&CatID=4&LangID=1

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Apr 22, 2011 8:28 am

'The Death of Guaram Mampali'
By Mikho Mosulishvili @ 1989


The short story 'The Death of Guaram Mampali' by Mikho Mosulishvili concerns a difficult period in the history of Georgia. At that time this small country was between Arabia and Byzantium and was a subject of their direct or secret aggression. The hero of the short story – Guaram Mampali, a real orthodox Christian, Firmness Based on his faith, is a representative of Bagrationi’s royal family and the King’s brother. This hero stands out against a background of such characters that use any means to reach the King’s throne. In their struggle for material welfare they didn’t disdain to use any means: they carry on intrigues, can shoot the bow from the back, can use the poison, and can use an enemy for fratricidal wars.
Guaram Mampali took the monastic vows. Satan visits him and conducts him a trial. At the beginning Satan struggles secretly and then directly, by can’t subdues Guaram spiritually and dumps him into an abyss. But the monk from Bagrationi’s family will join the suite of Divine angels.


https://soundcloud.com/changu/the-death-of-guaram-mampali


Last edited by Admin on Fri Nov 04, 2016 9:39 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon May 23, 2011 11:54 pm



წიგნის დასახელება – "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე)
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
გამომცემლობა – “პეგასი”
სერია – "ილუსტირირებული ბიოგრაფიები"
გამომცემელი – მარინე ცხადაია
რედაქტორი – ტრისტან მახაური
გამომცემლობის რედაქტორი – თამრი ფხაკაძე
მხატვარი – ნინო კაპანაძე
ტექნიკური რედაქტორი – ეკა წიქარიშვილი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2011
ISBN 978–9941-9179-6-7
გვერდების რაოდენობა – 382



ანოტაცია –
2011 წელი ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია, დაბადებიდან 150 წელიწადი უსრულდება 26 ივლისს. საქართველოს გარდა ამ თარიღს ფართომასშტაბიანად აღნიშნავს იუნესკო, რაც გაეროს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის 72-ე რეზოლუციაშია დადასტურებული.

მხატვრული და დოკუმენტური ჩანაწერების სახით წარმოდგენილი ეს ბიოგრაფიული წიგნი ვაჟა-ფშაველას ძნელ, მაგრამ ღირსეულად და პირნათლად გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ამ რომანიდან გავიგებთ, თუ რა მხრივ ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი... დავინახავთ, თითქოსდა რა ადვილად შეიძლება მისი შედარება ამავე რანგის დიდ შემოქმედებთან: ოვიდიუსთან, გოეთესთან, შექსპირთან, ბერნსთან, მელვილთან თუ კიპლინგთან, მაგრამ დავინახავთ იმასაც, თუ რაოდენ თავისთავადი, თვითმყოფადი მოვლენაა ვაჟა-ფშაველა და რაოდენ დიდია მისი მნიშვნელობა დღევანდელი, აღმოსავლურ-დასავლურ დაპირისპირებაში ჩართული კაცობრიობისთვის...
წიგნი “ჩანაწერები ვაჟა-ფშაველაზე” ახლებურ პრიზმაში დაგვანახებს ვაჟას ცხოვრებისა და აზროვნების განუმეორებელ სტილს. აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს ავტორის დაკვირვება, რომ ვაჟას ხუთი პოემა “ოქროს კვეთის” პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ანტიკური და აღორძინების ხანის ავტორების დამახასიათებელი ნიშანია.

წიგნის ავტორი ასაბუთებს, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ამოდის ქართული მითოლოგიის სიღრმიდან, რაც მას მსოფლიო ლიტერატურის ფონზე ორიგინალურ მოვლენად აქცევს და ქართული ლიტერატურის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.



გამომცემლობა "პეგასი" აცხადებს, მაღაზიებში 12 ლარად გატანილი ეს წიგნი ამ წარდგინებაზე გაიყიდება ათ ლარად, – ისევე, როგორც წიგნის ფესტივალზე იყიდებოდა.


Vazha-Pshavela (Mikho Mosulishvili's book trailer) - "ვაჟა--ფშაველა", მიხო მოსულიშვილის წიგნის ვიდეოანონსი

http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=6&info_id=2208 - Biographical book of Mikho Mosulishvili 'Vazha-Pshavela is in the following nomination: 'The best reference book of the year' - The best handbook - http://en.wikipedia.org/wiki/Gala_%28literary_prize%29

Name of book: Vazha-Pshavela (In georgian language)
Author: Mikho Mosulishvili
Series: The Illustrative Biographies
Publishing house: Pegasi
Editors: Tamri Pkhakadze and Tristan makhauri
Painter: Nino Kapanadze
Format: Hardcover
Number of pages: 382
Dimensions: 19.8 x 12.2 x 1.6 centimeters
Weight: 391 grams
2011
ID Numbers:
Open Library - OL24988541M
ISBN 13 - 978-9941-9179-6-7

About the Book - http://openlibrary.org/works/OL16092289W/Vazha-Pshavela

The book of Mikho Mosulishvili 'Vazha-Pshavela' is from a series of The Illustrative Biographies from Publishing house Pegasi: 'Niko Pirosmanashvili', 'Mahatma Gandhi', 'Ilia Chavchavadze', 'Leonardo da Vinci', 'Mikheil Javakhishvili', 'Sigmund Freud', and others.


study


Last edited by Admin on Sun Dec 18, 2011 12:12 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Thu May 26, 2011 10:53 pm



მიხო მოსულიშვილი

სივრცე ვერტიკალში


Last edited by Admin on Wed Feb 05, 2014 2:55 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon May 30, 2011 8:33 pm

თბილისის წიგნის ფესტივალი – მეოთხე დღე



დიდი მადლობა:
რუსთაველის თეატრის მსახიობს, სახელმწიფო პრემიის 1996 წლის ლაურეატს, წინანადლის პრემიის 2001 წლის ლაურეატს, უნიჭიერეს მსახიობ ნინო კასრაძეს, ვინც ვაჟა-ფშავლეაზე წიგნი მომიტანა ავტოგრაფისთვის და სწორედ ის გამიმეორა, რაც ვიკიპედიაზე დადებულ თავის ბიოგრაფიაში, მრწამსში უწერია - http://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_კასრაძე

ბიბლიასთან ერთად მიდევს ვაჟა–ფშაველა.




დიდი მადლობა:
პოეტ კატო ჯავახიშვილს, რომელსაც ავტოგრაფად დავუწერე: "ბატონიშვილო, აქ ციცაბოა!" - რაკი ვაჟა-ფშაველა მართლა ციცაბოზეა... Smile))
თავად კატოც სულ ციცაბოებზე ცდილობს სიარულს და ეს კარგია...

ასე დამთავრდა ეს ფესტივალი.

ყველაზე დიდი მადლობა იმათ, ვინც არ მიცნობდა და ისე შეიძინა ეს წიგნი...

29 მაისი, კვირა, 2011


გამომცემლობა "პეგასის" სტენდი წიგნის ფესტივალზე: მარცხენა ბუშტის ქვემოთ და ოდნავ მარჯვნივ რომ ბაფთა ახვევია, ის არის "ილუსტრირებული ბიოგრაფიების" მერვე ტომი – "ვაჟა–ფშაველა"... (მოლი ბლუმის ფოტო, 2011).

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Jun 03, 2011 11:41 am



2011 წლის 3 ივნისს, 08:30 – 09:00 შუალდეში, "პიკის საათში" ლაპრაკი იყო ახალ წიგნზე "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე). ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წიგნის წარდგინებამდე თერთმეტი საათით ადრე. იყო მსმენელის ზარიც...

გადაცემის სრული ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე - http://radio1.ge/Audios.aspx?Show=2

03–06–2011

დღის ინტერაქტივი - ,,ჩემი ვაჟა-ფშაველა"

ინტერაქტივის სტუმარი - მიხო მოსულიშვილი. მწერალი. ავტორი ახალი წიგნისა "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე). საუბარი შედგა წიგნის წარდგინებამდე თერთმეტი საათით ადრე.

ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტები ,,ვაჟაობის" 2007 წლის დღესასწაულიდან /თემურ ჩალაბაშვილი, ფრიდონ ხალვაში, ზინა კვერენჩხილაძე, ხევსურები და ფშავლები/

ამავე ჩანაწერში მოისმენთ საპრეზენტაციო სიუჟეტს საზოგადოებრივი რადიო 1-ის ახალი პროექტის შესახებ ,,ვაჟას სამყარო".

დიდი მადლობა:
–––––––––––––––

ეკა ტალახაძეს – გადაცემის პროდუსერს.

უნდა ყველაფერი, ან არაფერი.
რომ არა ოჯახი, ალბათ, კოსტავას 68-დან არც კი გავიდოდა. სამსახურში შესვლისთანავე კითხულობს - რა ხდება ,,ოჯახში“?
ბედნიერია, როცა ,,პიკის საათი“ პიკშია.

პროფესიით ჟურნალისტი.

,,პიკის საათში“ მუშობს 1999 წლიდან.

E-mail: e.talakhadze@gpb.ge


ქეთი ელიეშვილს – გადაცემის წამყვანს.

ეთერში ხშირად ამბობს: ,,არაჩვეულებრივია, გადასარევია, შესანიშნავია.“ ბევრი კეთილი სიტყვა ემეტება სხვისთვის, მაგრამ თავად მხოლოდ ერთს ითხოვს - უსმინონ ყურადღებით და ობიექტურად.
მისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და არა პირიქით.

პროფესიით ჟურნალისტი.

,,პიკის საათში“ მუშაობს 2010 წლიდან .

E-mail: k.elieshvili@yahoo.com


დავით ველიჯანაშვილს – გადაცემის წამყვანს.

ხან სათვალით, ხან ლინზებით, ხან ბლანჟეთი, ხან კიკინით, ხან ჟაბოთი და ხანაც უბრალოდ ჯინსებით და ,,დაღლილი მაისურით“.
,,საუკუნის მამა,“ სარდაფისა და სხვენის მსახიობი, ,,პიკის საათის“ ,,პიკანტურ“ ქალბატონებთან ურთიერთობის 6 წლისანი გამოცდილებით.

პროფესიით მსახიობი.

,,პიკის საათში“ მუშაობს 2005 წლიდან.

E-mail: velijana@yahoo.com

Exclamation

"მიხო მოსულიშვილის "ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე" – http://www.sciencelib.ge/node/1787

study


Last edited by Admin on Sun Jun 12, 2011 2:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Jun 10, 2011 10:22 pm



წიგნის დასახელება – "თორმეტი კეისრის ცხოვრება"
ავტორი – გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი
ინგლისურიდან და რუსულიდან თარგმნა – მიხო მოსულიშვილი
გამომცემლობა – “პეგასი”
გამომცემელი – მარინე ცხადაია
რედაქტორი – მერაბ ცაგარეიშვილი
გამომცემლობის რედაქტორი – გიორგი კაკაბაძე
მხატვარი – ნონა დავითაია
ტექნიკური რედაქტორი – იანა დანელიანი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2011
ISBN 978–9941-9206-1-5
გვერდების რაოდენობა – 420
ფასი - 15 ლარი




study


Last edited by Admin on Fri Apr 08, 2016 12:11 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Jun 12, 2011 2:12 am


მეუფე თადეოზი, მიხო მოსულიშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი

მიხო მოსულიშვილის „ჩანაწერები ვაჟა-ფშაველაზე“

გამოაქვეყნა mzevinar-მ : სამ, 07/06/2011 - 14:30.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, კავშირ - პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“, რომლის ხელმძღვანელიც მიხეილ ღანიშაშვილია, მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ ფარგლებში, მიხო მოსულიშვილის ახალი წიგნის „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე) წარდგინება გაიმართა.

წიგნი „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე) გამომცემლობა „პეგასმა“ „ილუსტრირებული ბიოგრაფიების“ სერიის ფარგლებში გამოსცა.

როგორც ცნობილია, 2011 წელი ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია. 26 ივლისს მას დაბადებიდან 150 წელიწადი უსრულდება. საქართველოს გარდა ამ თარიღს იუნესკოც აღნიშნავს, რაც გაეროს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის 72-ე რეზოლუციაშია დადასტურებული.

მიხო მოსულიშვილის ახალ წიგნში მხატვრული და დოკუმენტური ჩანაწერების სახით არის წარმოდგენილი ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და იგი მწერლის ძნელ, მაგრამ ღირსეულად და პირნათლად გავლილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამ რომანიდან ვიგებთ, თუ რით ჰგვანან ვაჟა-ფშაველას: ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ლაოკოონი, ღვთაებრივი პოეტი ჰომეროსი თუ გენიალური იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი... ვიგებთ, თითქოსდა რა ადვილად შეიძლება მისი შედარება ამავე რანგის დიდ შემოქმედებთან: ოვიდიუსთან, გოეთესთან, შექსპირთან, ბერნსთან, მელვილთან თუ კიპლინგთან, მაგრამ დავინახავთ იმასაც, თუ როგორი თავისთავადი და თვითმყოფადი მოვლენაა ვაჟა-ფშაველა, რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა დღევანდელი, აღმოსავლურ-დასავლურ დაპირისპირებაში ჩართული კაცობრიობისთვის...

„წმინდა ვაჟა-ფშაველას შესახებ ყოველი ცდა, შრომა არის სანატრელი, იმიტომ, რომ იგი არის მსოფლიოს საკვირველება. კაცი, რომელიც შოთა რუსთაველს გაუტოლდა და გვაგონებს მწერვალს. ამოუწურავია ვაჟა-ფშაველას გენია, ის არის გენიოსთა გენიოსი... ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მიხო მოსულიშვილს ამ დიდი შრომისთვის, რომ მას სურს კიდევ უფრო მეტად გააცნოს მსოფლიოს ვაჟა. მისი ყველა ნაწარმოები არის ღვთისმეტყველებით და პატიოსნებით აღსავსე...“ - ამბობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი.

„მართლაც სასიამოვნოა ის დღე, ის კვირა, როცა ვაჟაზე რაღაც ახალი შეიქმნება, მითუმეტეს, როცა ამას საქვეყნოდ ცნობილი უნიჭიერესი ხელოვანი აკეთებს. ეს ძალიან დიდი სიხარულია. წიგნი გარდა იმისა, რომ განსხვავდება სხვა გამოცემებისგან, მასში ჯანსაღი იუმორით არის გადმოცემული ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია. დიდ მადლობას ვეტყვი მიხო მოსულიშვილს.“ - ამბობს პროფესორი დავით წოწკოლაური.


განსაკუთრებით ემოციური იყო ქეთევან ბაგრატიონის და ინგლისელი არისტოკრატის – სტივენ ლოიდის ვაჟიშვილის გამოსვლა. უმცროსი სტივენ ლოიდი, ბრიტანული იერის მიუხედავად, გამართული ქართულით, გულწრფელად გვიამბობდა ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე. იგი აგრეთვე, კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას.

ბმული - http://www.sciencelib.ge/node/1787

სლაიდშოუ – http://s159.photobucket.com/albums/t145/mikhom/Misha%20Ganishashvilis%20mowkobili%20sagamo/?action=view&current=11c6ee2e.pbw

Arrow


გზა დიდგორისაკენ.


სულ სხვა ჟამკრის იმ ერთი ციდა წამისა...
(ჩანახატი)

მართლა ტყეების მეფე იყო და აკი მოსწერა კიდეც ერთმა სამხრეთელმა გვირგვინოსანმა – შენ ტყეთა მეფე ხარო...
ტყეთა მეფე იყო და გულზე მზე–მთვარესავით ესვენა ლიხის ქედის გაღმა–გამოღმა საქართველო...
სულ სხვა ჟამკრის წამებს დაეძებდა სანთელ–საკმევლით და რომ ვერ პოულობდა ამ მრუდე წუთისოფელში, თავადა ქმნიდა ეგეთა წამებს...
და მაშინაც შექმნა, მაშინაც, – დიდგორთან, ტყეში განაბული იმისი ჯარი რომ დამდგარა და ხმას არ იღებს არც ერთი...
და ამ დროს კიდევ ნეჯმ ედ–დინ ილ–ღაზის ზღვის კენჭებზე და ცის მასკვლავებზედაც კი ურიცხვმა ლაშქარმა ლამის თავზე დაიმხოს მთელი დიდგორი, – ისეთი გნიასი, ჭიხვინი, ყროყინი და ჩარფუზანა გააქვს, – რა არის, რო შევაშინოთ ქართველებიო...
და ჩუმად რო არიან ესენი და მარტო თვალებში დაუხტით ნაპერწკლები. ამ ნაპერწკლებით თუღა გავიგებთ, როგორ მოუჭიმავთ თვითოეული კუნთი და საკუთარი თავიდან გამოუხმიათ სულ უკანასკნელი სულიერი ძალაც კი, სანამ შეტევაზე წავლენ...
და რო დგანან აეგრე, გაჩუმებულები, თავის დედ–მამაზე, ცოლ–შვილზე და ახლობლობზე დაფიქრებულნი...
ერთი, სულ ერთი წამით, სანამ დავით მეფე მაღლა აღმართავას სამკლავიან ხელსა და მოწყვეტით დაიქნევს და სულ პირველი ის წავა შეტევაზე...
და თავიანთ მეფეს დაედევნებიან ესენიც, თან ვეღარც გაარჩევენ, დავით მეფეა თუ წმინდა გიორგი მიუძღვით წინა და გააჩქარებენ ბედაურებსა, – რა არის, რომ როგორმე მიასწრონ მტრამდისა...
ახლა კი დგანან და მხედრების ეს ჩუმი სიკერპე რო გადასდებია იმათ ცხენებსაცა, რასაც მერე დაგვიდგენს და დაგვიზუსტებს ვაჟა–ფშაველა, რო იმათაცა, კაი მხედრების ცხენებსაცა, ლურჯა იქნება თუ თაფლა, ნისლა იქნება თუ სულაც საღარი ანდა ფეხკავშა, ყველასა ხო გრძნობა აქვს, როგორც კაცს, ადამიანსა და ისინიცა გრძნობენ, რო სულ სხვა ჟამში არიან, – ეს ისეთი ჟამია ჩამამდგარი, რომ ტყუილად კაცი არ შააცვდებისა ფუჭს, ცრუს და გაუტანელს წუთისოფელსა, აქა ისეთი ჟამკარ დატრიალდება მალე, რომ ყველა ქართველი გულზე ამოიბეჭდავს აემათს სახელებსა, ვინაც დიდგორში იდგა დავით მეფესთანა...
აესა იმისთანა წამია, იმისთანა სულ სხვანაირი ჟამკრის ერთი ციდა წამი, რო განატრებინებს კაცსა, – ნეტავ, მეაც იქა ვმდგარიყავ და გინდაც მტრის პირველივე ისარს მავეკალიო...
ეგ არი...
ვაჟაიმაც ხერხიანად გამახსენა თავი დავით მეფის ხსენებაზე – აკი ისიც ვერა პოულობდა და ისიც თავად ქმნიდა ხოლმე სულ სხვანაირი ჟამკრის წამებს, როცა იმ თავის შედევრებს წერდა...
სულ სხვანაირი ჟამკრის წამების ძებნამ ადრე იცის კაცის სიკვდილი – დავით მეფე ხომ ორმოცდათორმეტი წლისა აღესრულა და ამაზე ორი წლით მეტიღა იცოცხლა ვაჟა–ფშაველამ...

მიხო მოსულიშვილი,
2010 წლის დეკემბერის 15.



ვაჟა–ფშაველა

ლურჯას


ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია,
როგორც კაცს, ადამიანსა:
ბარით რო მთაში წამოვალ,
შენ დროს ახანებ გვიანსა,
მუხლში ქარს ჩამაიყენებ,
დაემსგავსები ნიავსა.

არ აბედენებ კლდე-ღრეებს,
მკერდს იქნევ ყალამქრიანსა,
შენც გული გიგებს, ტიალო,
მივალთ სამშობლოს მთიანსა,
კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ,
უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა.

გულით მაშორვებ ვარამსა,
ვარამსა ათასფრიანსა,
არწივის ფრთეებს შეასხამ
ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა.

მაყვარვებ უდაბურს ადგილს,
ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა,
გვიან ზაფხულის მნახველსა,
მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, -
ადგილს უმთვაროს, უმზეოს,
ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!


გაზეთი "ივერია", # 261, 1890 წლის 8 ნოემბერი.

study


Last edited by Admin on Fri Sep 21, 2012 10:25 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Jun 13, 2011 10:56 pm


Zaza Lekishvili, 1986

მიხო მოსულიშვილი

ფეირვერკი საბურთალოს სასაფლაოზე
(ზაზა ლეკიშვილის გახსენება, 14 ივნისი)

მუქლურჯად კამკამებდა ზამთრის ცა.
მზე ჩადიოდა.
წყნეთის მხრიდან მოდიოდა ალმაცერი ღრუბელი, მზის სხივებით ნაირფრად განათებული, მოდიოდა და სატელევიზიო ანძის თავზე იკრიბებოდა. ისვენებდნენ თითქოს და მერე აღმოსავლეთისკენ აგრძელებდნენ გზას...
ცა ზღაპარს ჰგავდა.
მეგობრის საფლავთან ვიდექი და გრანიტზე ამოკვეთილ იმის წვერმოშვებულ პორტრეტს ვუყურებდი – ისე მიღიმოდა, მარტო თვითონ რომ იცოდა...
ირგვლივ კი აფხაზეთში დაცემული პირტიტველა ბიჭების საფლავები იყო.
თვითმფრინავმა გადმოიფრინა ნუცუბიძის პლატოს მხრიდან, თან თეთრ შლეიფს მოიყოლიებდა, ორტოტასა და ქათქათას. ცის ხომალდის გზაზე გრძელი, თევზისებური ღრუბელი გაწოლილიყო, ქალის მკერდის მსგავსი ქულები წყნეთისკენ მიექცია და ჩამავალი მზე ოქროსფრად აელვარებდა.
სამგზავრო იყო, ვერცხლისფრად ელავდა კამკამა ცაში და პარალელურ შლიფს მოიყოიებდა უკან. მერე იმ სირინოზისებურ ღრუბელში მიიკარგა.
შლეიფი დარჩა. ჯერ ისევ მკვეთრი იყო, სწორხაზოვანი. შემდეგ წაიდღაბნა, თითქოსდა ორ მავთულზე ჩიტები შემოსხდნენო; მერე ის ჩიტები პატარ-პატარა ღრუბლის ფთილებად იქცნენ.
ამასობაში ამ სირინოზ-ღრუბელს ქალის მკერდი გაუქრა და იქიდან პატარ-პატარა სირინოზუკელები გაჩნდნენ.
ფეირვერკით შემხვდა, სიცოცხლეშიც ასე იცოდა მეთქი, - ვიფიქრე.
იმ დიდი ღრუბლიდან თვითმფრინავი გამოვიდა, თავისი შლეიფის ხაზვა განაგრძო – ველოტრეკის ზემოდან მთაწმინდის ანძამდე გადახაზა ცა და ოქროყანისკენ ჩაიკარგა. ნელი-ნელ პარალელურმა ხაზებმა სიმკვეთრე დაკარგეს, ჯერ ისევ მავთულებზე შემომსხდარი ჩიტები გაჩნდნენ და კვლავ პატარა ფთილებად დაიშალნენ.
იქით კი, ქალაქის თავზე საკარნავალო დირიჟაბლებივით ეკიდნენ სხვადასხვა ზომის, ფორმის და შეფერილობის ღრუბლები...
ცა ზღაპარს ჰგავდა.
ქვემოთ კი, ნუშის გაყვითლებულ ფოთლებში ენაჭარტალა კაჭკაჭები შეფრენილიყვნენ, რაღაცაზე დავა მოსვლოდათ და გაუთავებლად ქოთქოთებდნენ. მერე აქეთ-იქით გადაფრინდნენ – ზოგი ფიჭვებზე შემოსკუპდა, ზოგის – ნაძვებზე და კვიპაროსებზე; სხვები უფრო შორს, ეკლესიისკენ წავიდნენ.
ჩემი მეგობრის ნახატიანი ქვის გვერდით ხავსიანი ლოდი იდო, გარშემო ფიქლის ნატეხები ჰქონდა შემოწყობილი. იქიდან ერთი პატარა ფიქალი წამოვიღე და ახლაც მაგიდაზე მიდევს – დავყურებ და ის ზეიმი მახსენდება.

წიგნიდან: "გედები თოვლქვეშ", 2004 წელი.


Zaza Lekishvili © Photo by Merab Abdaladze

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Aug 10, 2011 6:27 pm


Dance
Artist – Henri Matisse
Year – 1910
Type – Oil on canvas
Dimensions – 260 cm × 391 cm (102.4 in × 153.9 in)
Location – The Hermitage, St. Petersburg

მიხო მოსულიშვილი ,,ცეკვა მკვდრებით" (რადიოდადგმა) – http://radio1.ge/RadioTheatre.aspx?Cat=2&View=110

მონაწილეობენ: რევაზ თავართქილაძე, დარეჯან ხარშილაძე, მარიამ ჯოლოგუა, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე.
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
ჩაწერილია 2008 წელს



study

ბმული – http://www.wix.com/mimos77/archanda?ref=nf#!


Last edited by Admin on Thu Aug 18, 2011 2:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Tue Aug 16, 2011 12:30 pm



484. Georgia : P.S. Literature / [publ. Ketevan Kighuradze ; ed. Dodo Karanadze ; transl. Anatoly Giorgadze, David Akriani, Lela Samniashvili [et al.]]. - Tb. : Siesta, 2006. - 164 p. ; 21 cm.. - ISBN: 99940-908-0-1[MFN: 39746]

Content: Poetry: Antikashmir/Gigi Sulakauri; Love during the curfew; A proletarian fairy from leningrad/Carlo Kacharava; Learn me by heart; Distant bread; Money; To a Veris' Park cafe waiter; A flyer; Elegy/Shota Iatashvili; Training for God; The short poetic ontology/Zurab Rtveliashvili; Shaving to my face in the mirror; To a friend, nine years later; A window friend/Zviad Ratiani; Traffic lights; Wasted time; The city; Doubt/Goga Nakhutsrishvili; The georgian dress; The view of the town Gori; A night letter; The coming/Lela Samniashvili; You may also call it-Cain's harvest or the death of logic Departure; The verb "To be"/Rati Amaglobeli; In memory of the living; Supplication; Something that was heard more than once/Nika Jorjaneli; Prose: Family chronicle/Kote Jandieri; Red hounds/Zaza Tvaradze; Dagny or a love feast/Zurab Karumidze; Three miniatures/Mikho Mosulishvili; A romance of my wife/Aka Morchiladze; The tunnel/Maka Mikeladze; twice a week/Eka Ghaghanidze; Murder at the station/Rezo Tabukashvili; Flowers of the valley/Beso khvedelidze; Fidal or amina from three to five/Teona Dolenjashvili; Tavikatsi/Lasha Bughadze; Plays: Mama/Zaza Burchuladze; Essay: In the wings of the universe/David Akriani

UDC: 821.353.1-82 + 821.353.1-1 + 821.353.1-32 + 821.353.1-2 + 821.353.1-4

• Sulakauri, Gigi (auth.); Kacharava, Carlo (auth.); , Shota (auth.); Rtveliashvili, Zurab (auth.); Ratiani, Zviad (auth.); Nakhutsrishvili, Goga (transl.); Samniashvili, Lela (transl.); Amaglobeli, Rati (transl.); Jorjaneli, Nika (auth.); Jandieri, Kote (transl.); Tvaradze, Zaza; Karumidze, Zurab; Mosulishvili, Mikho (auth.); Morchiladze, Aka (auth.); ; , Maka (trans.); Ghaghanidze, Eka (transl.); Tabukashvili, Rezo (auth.); khvedelidze, Beso (auth.); Dolenjashvili, Teona (auth.); Bughadze, Lasha (auth.); Burchuladze, Lasha (auth.); Akriani, David (auth.); Kighuradze, Ketevan (publ.); Karanadze, Dodo (ed.); Giorgadze, Anatoly (transl.); Akriani, David (transl.); Samniashvili, Lela (tansl.); Dzotsenidze, Nino (transl.); Dumbadze, Lela (transl.); Babitsky, Natalie (transl.); Kraveishvili, Rusiko (transl.); Siamashvili, Zaza (transl.); Mosulishvili, Ann (transl.); Gogolashvili, Kote (transl.); Nanobashvili, Gaga (transl.); Horn, John (transl.); Lomidze, Gaga (transl.);

E 88.458/3 - General Stock
E 88.459/3 - General Stock
T 9.823/3 - Depositary Georgian Publications


ბმული –
* http://www.nplg.gov.ge/ec/en/gfb/catalog.html?pft=biblio&from=481&rnum=10&udc=821.353.1-1

* http://www.worldcat.org/title/georgia-ps-literature/oclc/500521409




Last edited by Admin on Tue Nov 29, 2011 10:36 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sun Oct 09, 2011 11:00 am



Gala (literary prize) winner book: Vazha-Pshavela

October 8, 2011 - Biographical book Mikho Mosulishvili 'Vazha-Pshavela' (Pegasi publishing) is awarded in the following nomination: 'The best reference book of the year' (The best handbook) of Gala (literary prize) - http://en.wikipedia.org/wiki/Gala_%28literary_prize%29

ჩემისთანა არიფებს დაებმებათ ენა და აბლუკუნდებიან სამადლობელი სიტყვის თქმისას, თორემ ვაჟას ყველა ლიტერატურული ჯილდო ისედაც ეკუთვნის, რაც მოუგონიათ და ისიც, რაც ჯერ არ მოუგონიათ...

დაჯილდოების ცერემონიალი "იმედზე" - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=08-10-2011+19%3A45



10 ოქტომბერი, 2011 წელი, 20:46 – სტუმრად სალომე არშბასთან: "ვაჟა–ფშაველას" შესახებ...


http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3790 – ეკა ეკატო ტალახაძე და "პიკის საათი"



study


Last edited by Admin on Fri Mar 02, 2012 12:17 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Wed Oct 19, 2011 4:35 pm



http://radio1.ge/uploads/audio/15.10.2011%20=%20galas%20premiis%20laureatebi-6867048f-2898-41cd-a0b8-636951f098db.mp3 - ივანე ჯაფარიძის გადაცემა "ჩვენი საგანძური", 2011 წლის 15 ოქტომბერი;

თემა: შეხვედრა 2011 წლის „გალას“ პრემიის ლაურეატებთან

სტუმრები: მწერლები: ნატო დავითაშვილი, მარიამ წიკლაური, ზაზა აბზიანიძე, მიხო მოსულიშვილი

ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Nov 07, 2011 2:32 pm



სამი დღე კეთილი დოგის ტყვეობაში

მოგეხსენებათ, ამქვეყნად მრავალნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს. თურმე, ნუ იტყვით და, ძაღლებსაც აქვთ უჩვეულო თვისებები, - ზოგი სტუმართმოყვარეა, ზოგი უცხოს ვერ იტანს, ზოგიც...
სწორედ ასეთ უცნაურ თვისებასა და მისით გამოწვეულ კურიოზზე ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა ეთქვა მწერალ მიხო მოსულიშვილს, რომელსაც ულამაზესი, შავი გერმანული დოგი ჰყავს.



ამ ჩემს “ფინიგანს” და, ალბათ, ყველანაირ დოგს ასეთი ჩვევა აქვს: იმ სახლში, სადაც თავად ცხოვრობენ და თავისად თვლიან, ნებისმიერ მომსვლელს სიამოვნებით უშვებენ შიგნით, თუნდაც პატორნი შინ არ იყოს, მაგრამ გარეთ გამოსვლისა კი რა მოგახსენოთ – ნურას უკაცრავად! – სანამ პატრონი არ დაბრუნდება, არაფრის დიდებით არ გაუშვებენ გარეთ. თუ შესული გაინძრევა, გაფრთხილების ნიშნად დაუღრენენ. თუ კიდევ მოინდომებს წასვლას, ორ თათზე დადგებიან, წინა ორ თათს კედელს მიაყრდნობენ და თათებს შუა მსხვერპლად შეგულებული ჰყავთ მომწყვდეული. ყველაზე უარესი გაქცევაა – წამოგეწევა დოგი, წამოიყალყება და მთელი ძალით გირტყამს წინა ორ თათს და რომ წაგაქცევს, ზემოდან დაგადგება. მერე, თუ კიდევ არ დაშოშმინდი, უკვე კბენაზე გადადის.
ჰოდა, ერთხელაც რაკი მთელი ოჯახი შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდიოდით, მაგრამ ფინიგანი ვერ მიგვყავდა, სახლის გასაღები მეზობელს დავუტოვე და ვთხოვე, - მაცივარში ძაღლის საჭმელია, შედი, გაუთბე და აჭამე მეთქი.
ჩვენ პარასკევს წავედით და კვირას, შუადღე გადასულია უკვე და გაჭირვებული ხმით მირეკავს ჩემი მეზობელი – ჩქარა! მოდი! ჩქარა! მიშველე! გამიყვანე აქედანო!
თურმე, გაუღია ჩემი სახლის კარი, შესულა და დიდებულად დახვედრია ფინიგანი – კუდიც უქიცინებია და რამდენჯერმე შემოურბენია გარშემო.
გამოუღია მაცივარი, აუნთია გაზი, გაუთბია საჭმელი, დაუდგია ფინიგანისთვის და იმასაც მადლიერი თვალებით და კუდის ქიცინით დაუწყია ჭამა. შესულს თავზეც კი გადაუსვია ხელი – რა კარგი და ჭკვიანი ძაღლი ხარო. კიდევ უყურებია ცოტა ხანს და გამოსვლა რომ დაუპირებია, ფინიგანს ჭამისთვის დაუნებებია თავი და რაღაც სულ სხვანაირად შეუთვალიერებია ეს ჩემი მეზობელი.
საერთოდ, გერმანულ დოგებს ტყუილად კი არ ეძახიან “აპოლონს ძაღლებს შორის”, - თავიანთი კეთილშობილი იერით და ძლიერი, მაგრამ ამასთან პროპორციული და ელეგანტური სხეულით თითქოს სიამაყეს, ძალასა და სილამაზეს გამოხატავენ. განსაკუთრებით აღტაცებას იწვევენ თავიანთი იმპოზანტური თავით – ყველაზე ძლიერი გაღიზიანების დროსაც კი ფინიგანი ნერვიულობის არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებს – შეიმართება, მაღლა ასწევს თავს, წაგრძელებულ ყურებს შეწკიპავს და დგას ასე ერთხანს, ქანდაკება გეგონება. ამ დროს კუდი ამოხრილი კი არა, გასწორებული აქვს.
აი, ასე უყურებდა, თურმე, იმ ჩემ მეზობელს ფინიგანი.
კარგი რა, ჩემი კარგო ფინიგან, რა მოგივიდაო, - დაუყვავებია მას.
ამ სიტყვებზე უკვე მოკლედ დაუღრენია ძაღლს.
გერმანელ მეცნიერებს ჩაუტარებიათ კვლევები ამ ბოლო ხანს და აღმოუჩენიათ, რომ ათასამდე სიტყვას სწავლობს და იგებს ძაღლი – ეტყვი სიტყვას “ბურთი”, მეორე ოთახშიც რომ იყოს, წავა და სწორედ ბურთს მოგიტანს, თურმე. ათასი სიტყვა მაინც მეტისმეტი მგონია. ვფიქრობ, ძაღლები უფრო ჩვენი ლაპარაკის ტონს უგდებენ ყურს და შესაბამისად იქცევიან.
მოკლედ, მიხვდა, ალბათ, ფინიგანი, რომ ამ ჩემ მეზობელს გასვლა უნდოდა...
ცოტა ხნის შემდგომ, კიდევ რომ დაუპირებია წასვლა, მიხტომია ჩემი დოგი, წამოყელყელავებულა და იმ მეთოდით აუკრავს კაცი კედელზე, ზემოთ რომ მოგახსენეთ...
რაღა ბევრი გავაგრძელო, პარასკევის შუადღიდან კვირის შუადღემდე - მთელი ორი დღე და ღამე ტელეფონამდე მიდიოდა ის ჩემი მეზობელი - უნდა გაევლო ფინიგანის ოთახი, სასტუმროში შესულიყო და საძინებლამდე გაეღწია, სადაც, მისდა ჭირად გაგვიტანია, თურმე, ტელეფონი. ამ მანძილის გავლას ჩვეულებრივ პირობებში ხუთ წუთზე მეტი არ სჭირდება, მაგრამ ჩემი მეზობელი ნახევარ-ნახევარი ნაბიჯით მიდიოდა, თან ხომ უნდა გაჩერებულიყო კიდეც, რომ ფინეგანს ვერ შეემჩნია. მაგრამ ძაღლს რას გამოაპარებდა. როგორც კი გამოელაპარაკებოდა, დაუყვავებდა, ანდა თავისი კაი მეზობლობის შეხსენებას შეეცდებოდა, ფინიგანი მაშინვე ქანდაკებასავით ქვავდებოდა თავდასხმის წინა პოზაში და რაზეც ყველაზე ძალიან დაწყდა გული ჩემს მეზობელს, მოკლე-მოკლედ უღრენდა კიდეც.
ჰოდა, სწორედ იმ მოკლე-მოკლე დაღრენების აკომპანიმენტითურთ ორ დღე-ღამეში მიაღწია ტელეფონამდე და როგორც იქნა, დამირეკა კიდეც...

ჟურნალი “არსენალი”, # 1, იანვარი, 2005, გვერდი 37.


მიხო მოსულიშვილი ფინიგანთან ერთად

გვიანდელი მინაწერი: ეს ჩანახატი არის ციკლიდან: "მოკლე ჩანაწერები დიდი კინოსათვის".

study


Last edited by Admin on Sun Nov 18, 2012 9:39 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Fri Nov 11, 2011 1:32 am


"ვაჟა–ფშაველა", დოკუმენტური ფილმი, 2011, ფილმზე მუშაობდნენ გოგა ოსეფაშვილი და ქეთი ჭკადუა.




სადაც არ უნდა იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ

წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია, ქართულ ლიტერატურას 150 წლის გენიოსი ჰყავს. ვაჟას საიუბილეო "საჩუქრებიდან" განსაკუთრებულად მიხო მოსულიშვილის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული რომანი _ "და უფსკრულს დასცქერის პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟაზე) მივიჩნიეთ, რომელმაც მწერალს ახლახანს პრემია "გალაც" მოუტანა _ "ვაჟა-ფშაველა" ამ ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ "სამაგიდო წიგნად" აღიარა. მხატვრულ-დოკუმენეტური ჩანაწერების სახით მწერალმა ვაჟა-ფშაველას ძნელი და ღირსეულად განვლილი ცხოვრება წარმოგვიდგინა და ახალი კუთხით დაგვანახა მისი განუმეორებლი აზროვნების სტილი.
"ვინ იცის, ეგრე ძალიან რად შეუფიქრიანებია ვაჟა-ფშაველა გველებისაგან შვილებიანად დაკბენილ ლაოკოონს? თავადაც ხომ არ გრძნობს, თუ როგორ ეგრაგნებიან მთელ სხეულზე სიდუხჭირისა და მტრობის გველები?.. და თვითონაც ლაოკოონივით, - კი არ ყვირის, ითმენს... ისე ითმენს, რომ მარტო კვნესა თუ აღმოხდება ხოლმე და ამისიც რცხვენია... ეს ყოფილა ვაჟას ცხოვრება, სწორედ ეს, - როცა ტკივილი და სილამაზე ძალიან ახლო-ახლოს არიან და როცა კლდის პირზე ყელმოღერებული პირიმზე უფსკრულს ჩაჰყურებს ეჭვით...", _ წერს ავტორი.
ამ ბოლომდე ამოუცნობი გენიის მპოვნელს კი მომავალში ელოდება მწერალი:
"... ვაჟა სულ სხვაგან არის, ჩვენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ...
ვერც ვიპოვნით...
ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს".


ა. გ-ს სტუმარია მწერალი მიხო მოსულიშვილი


გზა ვაჟამდე

გულახდილად რომ გითხრათ, ვერაფერიშვილი მწერალი ვიქნებოდი (თუ ვარ რამე), რომ არა ვაჟა-ფშაველა... ვაჟას დაწერილები რომ არ მდებოდა წინ და სწორედ ისინი არ ყოფილიყო ნიმუში იმისა, როგორ უნდა იაზროვნოს მწერალმა, როგორ უნდა გამოვიდეს კონკრეტული ამბიდან, როგორ გახადოს შემდეგ ეს ამბავი განზოგადებული _ დაკავშირებული მითოლოგიასთან, ფილოსოფიასთან, კაცობრიობის გამოცდილების უღრმეს ფენებთან _ თუნდაც, შუმერების და ეგვიპტელების მსოფლმხედველობასთან... ამის დაკვირვებას და მხოლოდ ზოგი რამის მიხვედრას წლები დასჭირდა, სტუდენტობიდან მოყოლებული დღემდე _ მალე 49 წლისა გავხდები.
ლექციები უნივერსიტეტის იმ აუდიტორიაში მიტარდებოდა, სადაც ვაჟა გარდაიცვალა 1915 წელს, რუსეთ-თურქეთის ომისას. წარმოვიდგენდი ხოლმე სამხედრო ლაზარეთად გადაქცეულ ჩვენს მაშინდელ კლასიკურ გიმნაზიას (უნივერსიტეტი რომ დააარსეს, ჯერ გიმნაზია დაარქვეს), სადაც მომაკვდავი ვაჟა-ფშაველა მომვლელ მედდებს ბალახებს და მცენარეებს მოატანინებდა, ზედ დაწვებოდა, იმათ სურნელში და რაღაცას ეჩურჩულებოდა, თან ეფერებოდა.
მართალია, გეოლოგიურზე ვსწავლობდი, მაგრამ ჩემ გვერდით უამრავი ფილოლოგი იყო, პირველ კორპუსში ვიყავით და ვაჟაზე როცა იყო საინტერესო ლექციები, იქაც დავდიოდი ხოლმე.
და როცა მინერალოგიის ლექციას გვიკითხავდნენ, ვაჟას თეთრი ბიუსტი ზემოდან გადმოგვყურებდა. ვთქვათ და, რომელიმე ქანის თხელ ანათალს გვაჩვენებდნენ მიკროსკოპში, _ ეს არის ულამაზესი, განუმეორებელი სამყარო და მიკროსკოპის სათანადო ნაწილს რომ დაატრიალებ, მინერალები ციმციცმს იწყებენ, ფერებს იცვლიან და რაღაც ფანტასტიკურ, ჯადოსნურ სამყაროში გგონია თავი...
მიკროსკოპის ოკულარს თვალს მოაშორებ და ვაჟა ისე ჩამოგყურებს, გეგონება, იმანაც დაინახა მინერალების ეს ფეიერვერკი და ფერებით ჯადოსნური თამაშობაო...
ანდა, ლექციას გიკითხავენ იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა ქვები, მინერალები და თან ამ დროს ისევ ვაჟა მოგჩერებია...
ვფიქრობდი, რა უნდა ვაჟას გეოლოგიასთან, ქვებთან, მინერალებთან მეთქი?..
რა უნდა და, თურმე, ყველაფერი იცის, გეოლოგიას გვიყვება კიდევაც, _ "ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა, წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ, ყვავილნი - მიწას და მიწა - თავის აღზრდილთა მცინარეთ და მე ხომ ყველას მონა ვარ, პირზედ ოფლ-გადამდინარედ!"
ამას რომ მიხვდები, მერე ადვილია იმ თეთრ მარმარილოს ბიუსტთან ვაჟას ლექსების და პოემების ნელ-ნელა, დინჯად კითხვა, როცა თითოეულ სიტყვას უკვირდებით რამდენიმე მეგობარი, ერთად ეძებთ ლექსიკონებში, რას უნდა ნიშნავდეს...
თან ბავშვობიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ დედის მონათხრობიდან თუ წაკითხულიდან გახსოვს და აღარ გავიწყდება იმისი შვლის ნუკრი, მოხუცი მგელი ტოტია და მგლების ხროვა ზამთრის ყინვაში... ხმელი წიფელი... ფესვები... ია... მთანი მაღალნი, რომლებსაც უნახავის დანახვა შეუძლიათ... ალუდა ქეთელაური... ზვიადაური და აღაზა... გველისმჭამელი...
მეშვიდე-მერვე კლასიდან უკვე რაღაცებს ვიწერდი, ვინიშნავდი ვაჟას ნაწარმოებების შესახებ, თუმცა მაშინ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი.
ბევრი რამ შედარებით გასაგები გახდა, როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა მთაში დავიწყე, ფშავის გეოლოგიურ პარტიაში. იმ დროისთვის, რასაკვირველია, ვაჟას შემოქმედება მთლიანად წაკითხული მქონდა, მაგრამ პოემების გაგება მიჭირდა. არადა, ძალიან მაგარ მწერალთან რომ მქონდა საქმე, გული მიგრძნობდა, _ სულ გონებაში მიტრიალებდა ვაჟას უძლიერესი სცენები თუ სხარტულა ფრაზები...
და როგორც კი ფშავში მოვხვდი და იქაურების ლაპარაკს დავუგდე ყური, იმათი ნათქვამი სიტყვები ჩავიწერე და ავახსნევინე, იმათ ყოფა-ცხოვრებას დავაკვირდი მთელი შვიდი წელიწადი, კიდევ უფრო მივუახლოვდი ვაჟას სამყაროს, მივუახლოვდი, მაგრამ გაგებისა რა მოგახსენოთ, _ ახლაც, რამდენჯერაც უნდა დავუბრუნდე, სულ ახალ-ახალ რამეებს აღმოვაჩენ ხოლმე. ჰოდა, ვაჟას ნაწარმოებები, განსაკუთრებით კი ჩემს წიგნში ჩამოთვლილი ხუთი პოემა სწორედ იმ ქანების ანათალებს მაგონებს, მიკროსკოპში რომ ვატრიალებდით და სასწაულებრივად იცვლიდნენ ფერებსა თუ ელფერებს...


"მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართული გვარისა..."

თავანკარა, სუფთა ლიტერატურული ქართულით პროზას და წერილებს წერდა ვაჟა-ფშაველა. ყველას ვეუბნები, შვილებს ვაჟას მოთხრობები წაუკითხეთ მეთქი, რომ აუმღვრეველი და წმინდა ქართულის მადლი გაიგონ ბალღებმა...
აი, ვაჟას პოეზიაში კი სხვა ვითარებაა, მის ლექსებში და პოემებში თავზეხელაღებული მოდერნისტის გაბედულებით შემოდის ფშაური კილოკავი. თანაც იქ მთავარი არც რითმაა, არც მარცვალის რაოდენობა სტრიქონში და არც რიტმი, მთავარი ამბავია, რომელიც კავშირს აბამს იმ სიღრმეებთან, რაც მთელ კაცობრიობას დაუგროვებია.
მართალია, აკაკი წერეთელმა ვაჟას ენა დაუწუნა, მაგრამ ამ დიალექტმა უძველესი ქართული სიტყვები შემოგვინახა, შოთა რუსთაველის ენა შეგვინარჩუნა ("კაბა-ჯუბანი" რუსთაველთანაც არის და ფშაურ ლაპარაკშიცო, _ წერს ვაჟა თავის ეთნომოთხრობაში "ფშაველი და მისი წუთისოფელი").
სვანეთმა, ფშავმა, ხევსურეთმა, თუშეთმა, მთიულეთმა და, ზოგადად მთამ, ძნელბედობისას იქ გადამალული მარტო ჩვენი მეფეთა საგანძური კი არ შეგვინახა, არამედ ძველი ქართული სიტყვებიც (იმიტომ ვიტყვი ხოლმე, რომ მთამ გადაარჩინა საქართველო მეთქი)...
ვაჟამ ეს ენა თავის პოეზიაში გამოიყენა. ფაქტობრივად, ეს მოდერნიზმია. ის, რაც ჯოისმა პროზაში გააკეთა, _ დაახლოებით, ეგეთივე რამ ჩაიდინა ვაჟამ ქართულ პოეზიაში.
ეთერ თათარაიძის ლექსების თუშური სტილი სწორედ ამ გამოცდილებიდან მოდის.
აქ უმთავრესი ის არის, რომ მწერლის სტილში ლაღად შემოდის სიტყვის ის დიალექტური ფორმები, რომლებიც მშობლიური ენის სიღრმეებთან გვაახლოებს.
ფშავში დღესაც ამ ენით მეტყველებენ, თანაც მათი ჩვეულებრივი ლაპარაკი ხშირად ლექსია. ეგეთი უცნაური კუთხეა ფშავი.
სხვათა შორის, ლაზებს ჰქონიათ ამის მსგავსი ჩვეულება (ახლა ლაზებზე დავასრულე რომანი და იმიტომ ვამბობ), ისინიც სიმღერით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. საკვირველია, ლაზებს და ფშავლებს, თითქოს ერთმანეთისგან ასე დაშორიშორებულებს, როგორ სიღრმისეულად აკავშირებთ ეს ლექსით პაექრობა...
ვაჟამ სული ჩაბერა ამ სამყაროს, უკვდავყო და საჩუქრად გვიბოძა. ამას ფშავში ჩასვლის შემდეგ უფრო მეტად მივხვდი...
ბავშვებს, სტუდენტებს, რომლებიც ვაჟას კითხულობენ და აკაკი წერეთელივით არ მოსწონთ მისი ენა, იმას ვეტყოდი, რომ ეგეთი ენით თვითგამოხატვა ვაჟას შინაგანმა სწრაფვამ განაპირობა შოთა რუსთაველისდროინდელი თუ გრიგოლ ხანძთელისა და, უფრო ადრინდელი, შუშანიკის ხანის საქართველოს ენისაკენ. ვაჟასათვის ხომ ძველი ქართული და ახალი ქართული ენა არ არსებობს, მისთვის ფშაური კილოკავიც არ არის, ეს ერთიანი ქართული ენის გაცოცხლებაა _ "მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართული გვარისა"–ო, _ აკი ესეც დაგვიბარა...


მთვარეზეც რომ იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ

"და უფსკრულს დასცქრს პირიმზე" - ეს დოკუმენტურ-ბიოგრაფიული რომანი ვაჟას მივუძღვენი. დიდხანს ვწერდი და ვსწავლობდი. არ ვიჩემებ, რომ ვაჟაზე მარტო მე დავწერე, ალბათ, მოვა სხვა, ვინც კიდევ უკეთესად დაწერს მის შესახებ.
ბავშვებს სკოლებში რომ ვხვდები, ვეუბნები ხოლმე, რომ ვინ იცის, იქნებ თქვენ შორის ზის მომავალი მწერალი, რომელიც ჩემზე უკეთესად დაწერს წიგნს ვაჟაზე და, თუ მოვესწრები, ეს ძალიან გამიხარდება მეთქი.
ისრაელში ცხოვრობს საქართველოდან წასული პატარა გოგონა, გვარად ბეგაშვილი, რომელიც ვაჟას რომ კითხულობს, თურმე, ტირის. ერთმა ჩემმა "ფეისბუკელმა" მეგობარმა, შორენა აზმაიფარაშვილმა ჩემი წიგნი მომიტანა და ავტოგრაფი მთხოვა, თან გამაფრთხილა, ბეგაშვილისთვის გამეკეთებინა წარწერა. ეს წიგნი მისთვის ყველაზე დიდი სიხარული იქნებაო. თურმე, ის პატარა გოგონა ოცნებობს, ებრაული ენა ისე ისწავლოს, რომ შემდეგ ვაჟა-ფშაველა თარგმნოს... დარწმუნებული ვარ, ეს პატარა გოგონა გაიზრდება და მართლა შეძლებს ვაჟას ებრაულ ენაზე ამეტყველებას.
წიგნის დასასრულშიც ხომ ვწერ, რომ ვაჟა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს მეთქი _ ეს მართლა ეგრეა, რაკი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შეცნობილი და აღმოჩენილი. ვაჟასთან ჯერ კიდევ უამრავი რამაა საპოვნელი. თუმცა, ქართველი ყოველთვის გრძნობდა, რომ ვაჟა სამშობლოს ერთი უმთავრესი ნიშანია _ ისევე, როგორც ფიროსმანი...
სადაც არ უნდა იყო, თუნდაც მთვარეზე, ვაჟას რომ გადაშლი და კითხვას შეუდგები, უკვე სამშობლოში ხარ...


"და უფსკრულს დასცქერის პირიმზე" - მინიატურებით გაცოცხლებული ვაჟა

როცა ჩანაწერებიდან ვკრებდი წიგნს, მწერალმა თამრი ფხაკაძემ, რომელიც ჩინებული რედაქტორიცაა, მნიშვნელოვანი რჩევები მომცა, რა დაგვეტოვებინა და რა ამოგვეღო. ასევე, გავითვალისწინე პროფესორ ტრისტან მახაურის რჩევები, რომელიც ფშაურ სამყაროსთან ჩემზე უფრო ახლოსაა, იქ არის დაბადებული.
საბოლოოდ კი, წიგნმა თავისებური სახე მიიღო.
ეს დოკუმენეტურ-მხატვრული რომანია. აქ დოკუმენტური ჩანაწერების გვერდით თანაარსებობს მხატვრული გამონაგონიც, რომლებიც რეალურ ფაქტებს ემყარება. მაგალითად, ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძე და ვაჟა-ფშაველა ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ უცნობია, რაზე ისაუბრეს. მათი ეს შეხვედრა მე მხატვრულად, რეალობასთან მიახლოებულად წარმოვადგინე.
მოკლედ, ეს არის წიგნი, რომელიც პატარ-პატარა დოკუმენტური და მხატვრული ჩანაწერების მონაცვლეობაა, "ბი-ბი-სის" დოკუმენტური ფილმების მსგავსად და უფრო თვალნათლივ გვაჩვენებს თავად ვაჟა-ფშაველას, მის გარემომცველ ეპოქას, ადამიანებსა და მთლიან ატმოსფეროს. აი, ეგეთი ხერხით ვცადე ვაჟა-ფშაველას გაცოცხლება.


ვაჟას "მამულები"

როგორც გითხარით, ვაჟასგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება _ როგორ უნდა ააგო ამბავი, რომ შენი სათქმელი უმაღლეს მხატვრულ განსხეულებაში წარმოუდგინო მკითხველს.
პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვაჟა იწყებს ორიგინალური მინიატურების შექმნას _ "მთანი მაღალნი", "ია", "ქუჩი", "ფესვები"... ეს ფილოსოფიურ-ლირიკული ნამუშევრებია, სტილისტურ-ენობრივი პოზიციით კი _ იმ დროისათვის სრულიად დამოუკიდებელი და ახალი. ვაჟას შექმნილი ხაზი გრძელდება გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილისა და სხვა მწერლების შემოქმედებაში. მინიატურის ეს ფორმა, რაც ვაჟამ შექმნა, მთელი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ვხუმრობ ხოლმე, _ აქეთ მხარეს სულ ვაჟას მამულებია მეთქი... აი, თუნდაც, - გოდერძი ჩოხელის ნოველები რომ გვიყვარს, ვაჟას გაგრძელებაა; გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხეც" ვაჟას მამულებშია, აბა სად არის _ იმისი პერსონაჟები, სტილი სწორედ ვაჟადან მოდის... ანუ, არსებობს გარკვეული ჯგუფი მწერლებისა, რომლებიც ვაჟას შექმნილ სამყაროში ტრიალებენ, თავიანთსას ამატებენ და ამით კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ლამაზს ხდიან. ეგეთი მწერლები ვაჟადან მოდიან. ვისურვებდი, რომ მეც ვაჟას მამულებში მქონდეს ჩემი პატარა ნაკვეთი...


შტამპი: პირქუში ვაჟა

კომუნისტებმა შექმნეს ვაჟა-ფშაველას ერთგვარი კლიშე, შტამპი _ მოღუშული პიროვნება, დახეული ქალამნებითა და ჩოხა-ახალუხით, რომელიც დადის და იბღვირება.
არადა, ეს არის მხიარული, ლაღი ადამიანი, რომელსაც უყვარს ქეიფი; როცა ქალაქში ჩამოდის, აქაურებზე უკეთესად თამაშობს ბილიარდს, სადილებს მოუგებს ხოლმე; გარეგნობასაც ძალიან აქცევს ყურადღებას, _ ციმბირის წყლულით დაზიანებულ მარჯვენა თვალს ფერადი პენსნეთი იფარავს, სხვას რომ ცუდად არ მოხვდეს თვალში; სახაზინო თეატრში (დღევანდელი ოპერის თეატრში) დადის და ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას" ისმენს... ანუ, ეს ადამიანი სულ სხვა ვინმეა...
ვაჟას ნაწარმოებები, თუნდაც უმძიმეს თემატიკაზე აგებულიც კი, ისევე ლაღად იკითხება, როგორც ვერდის ოპერები ისმინება.
ჯუზეპე ვერდი და ვაჟა-ფშაველა ერთმანეთს ჰგვანან, ორივე ხომ თავის ფესვებს უბრუნდება.
ჯუზეპე ვერდი მშობლიურ სოფელში ბრუნდება და სამ შედევრს წერს: "რიგოლეტოს", "ტრუბადურს" და "ტრავიატას", მაგრამ ვაჟასგან განსხვავებით, უფრო მეტი ფული აქვს. თუმცა, იქაური გლეხივით დადის და ბუზღუნით იკლებს ყველას, _ რატომ წვიმა არ მოვიდა, მოსავალი მიფუჭდებაო... ამ დროს გლეხს ჰგავს ჯუზეპე ვერდი, მაგრამ გლეხი არ არის...
ვაჟაც ჩარგალში დაბრუნდა. ფშავლებში იდგა, კაფიობდა, ქეიფობდა, ყველა დღეობას ესწრებოდა, ხნავდა და თესავდა. უმძიმესი შრომის შემდეგ კი, შინ დაბრუნებული, იჯდა და "ალუდა ქეთელაურიდან" მოყოლებული, შედევრებს ქმნიდა.
რეალური ვაჟა, კომუნისტების მიერ შექმნილი ვაჟას პიროვნებისგან განსხვავებით, ლაღია, მხიარული, უფრო მეტიც - წაწლები ჰყავს, ხუთი-ექვსი წაწალი ჰყავდაო, იმისი სულ უმცროსი ძმა, სანდრო რაზიკაშვილი იხსენებს. მოკლედ, ვაჟა ცხოვრობდა და თან წერდა.
მე, ზოგადად, არ მიყვარს ისეთი მწერლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ წიგნებს წერენ და ცხოვრებას ემალებიან. მწერალმაც უნდა იცხოვროს, გამოცდილება შეიძინოს, რომ მერე ამ ცხოვრებიდან გამოიტანოს ისეთი რამ, რაც ისე შეაწუხებს და არ მოასვენებს, რომ დასაწერად გაუხდის თავს. სხვა სიკეთესთან ერთად, ვაჟა-ფშაველა ცხოვრებისეული გამოცდილებით მდიდარი მწერალია.


ვაჟა მომავალს ხედავს

მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ადამიანს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მოღვაწეობის შედეგად ოზონის ფენა გათხელდებოდა, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებდა და მთლიანად შეიცვლებოდა დედამიწის გარემო, რაც კატასტროფებს გამოიწვევდა, ვაჟა-ფშაველა გვაფრთხილებდა, რომ _ როგორც კი ადამიანი საკუთარ თავს გარემომცველ სამყაროზე მაღლა დააყენებს, როგორც კი შეეცდება მის დამორჩილებას, ბუნება ძალიან მკაცრად უპასუხებს _ წყალდიდობებით, მიწისძვრებით, ათასი სხვა უბედურებით... ოზონის ფენის გათხელება იქნება, ეპიდემიები თუ სხვა რამ. ეს კი დღეს, რეალურად, ჩვენი პრობლემაა...
ვაჟა მომავალს ხედავს, უცნაური წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს, _ თავისი ცოლის, კეკე ამილახვრის (იგივე ნებიერიძის) გარდაცვალებაც ხომ წინასწარ იგრძნო. ისეთი მწერლები, რომლებსაც წინასწარმეტყველების ნიჭი აქვთ, იშვიათი გამონაკლისები არიან.
ზოგადად, ფილოსოფოსები ადამიანს წარმოიდგენენ ხოლმე მომავლისგან ზურგშექცეულს და წარსულისკენ მაცქერალს. ვაჟა კი პირიქით, წარსულისკენ ზურგით დგას და მომავლისკენ იყურება, _ ხედავს, რა მოხდება იქ და ჩვენც გვიყვება ამ მომავლში დანახულს.


"არმური" – ლიტარენა, უფრო კი ბიბლიოთეკა

ლიტერატურული ინტერნეტსაიტები რომ არსებობს, ეს ძალიან კარგია. ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ეძლევა, თავისი ნაწარმოები საიტზე განათავსოს. ამის შედეგად რედაქციებისგან კონტროლი მოიხსნა, თუმცა, გარკვეულწილად, ხარისხმა იკლო. ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც ინტერნეტში იდება, ქაღალდზე ნაწერთან შედარებით, მართლა ნაკლები ხარისხისაა, ამას ბევრი ლიტერატურათმცოდნე თუ კრიტიკოსი აღიარებს.
ამ საქმეს, ალბათ, გამოცდილება და დრო სჭირდება.
საიტები ნელ-ნელა დაიხვეწება, გამოჩნდებიან რედაქტორთა ძლიერი ჯგუფები, რომლებიც ნაწარმოებებს მხოლოდ ლიტერატურული ღირსების გამო დადებენ. არსებობს ეგეთი ინგლისურენოვანი საიტები...
კიდევ ვიცი ერთ-ერთი რუსული საიტი _ http://lito.ru, რომელსაც ახალგაზრდა მწერალთა დიდი ჯგუფი უძღვება, _ ამ პროექტის ორგანიზატორი და პროგრამისტი არის მწერალი და მუსიკოსი ალექსეი კარაკოვსკი, ხოლო მთავარი რედაქტორი გახლავთ პოეტი, ესტონურად მთარგმნელი და რედაქტორი ლიენე ლასმა. აქ რომ საკუთარ ნაწარმოებს გააგზავნი, ჯერ რედაქტორთან მიდის და ის იღებს გადაწყვეტილებას, გამოქვეყნდეს თუ არა საიტზე. თუ დაიდება, ნაწარმოებს რედაქტორის რეცენზიაც ექნება წამძღვარებული. ჩემი რამდენიმე მოთხრობაც გამოქვეყნდა ამ საიტზე - http://lito.ru/avtor/mikho, რაც ძალიან მეამაყება. თუ იარსებებს ასეთივე ქართული საიტი, რომელზეც რედაქტორების მიერ გადარჩეული ლიტერატურა განთავსდება, ბევრად უკეთესი იქნება.
ჩემი ბიბლიოთეკა-ფორუმი რომ არის, სახელად `არმური~, მე იქ არ ვარჩევ ნაწარმოებებს, ვისაც მოსვლა მოუნდება, ყველა მოდის და განათავსებს თავის ნაწერებს. იქ რედაქტორები არ არიან, რადგან უფასოდ ვერავის ვთხოვ მუშაობას...
ძალიან დიდი და მობილური ბაზა შეიქმნა გიორგი კეკელიძის, ზაალ ჩხეიძის და მათი მეგობრების საიტით – http://www.lib.ge, რომელზეც უამრავი ნაწარომები, ისტორიული თუ მემუარული ხასიათის მასალა იდება. მათ შორის ძალიან ბევრი ფასეული და ღირებულია. ამ ბოლო ხანს ძალიან გამოცოცხლდა ეს პორტალი, თუნდაც ვიდეომასალებით. უცხოეთში წასული უამრავი ქართველი შემოდის ამ საიტზე, საღამოს თუ ნახავთ მაჩვენებლებს, დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
"არმური" ჯერჯერობით ასეთი პოპულარული არ არის, თუმცა აქაც ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა ხუთასს გადასცდა. განსაკუთრებით პოპულარულია პოეტების გვერდი, რომელსაც "პოეტების ქვეყანა" დავარქვი. ვინც ცოცხალი არ არის, მე ვუკეთებ გვერდს, მაგალითად, თამაზ ბაძაღუას სურათი, მოკლე ბიოგრაფია და მერე ლექსები...
რასაკვირველია, ინტერნეტის გამოყენება ლიტერატურისათვის მისასალმებელია თუნდაც იმიტომ, რომ ძველის, უკვე ქაღალდზე შექმნილი ნაწარმოებების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამიტომაც ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი მსგავსი საიტების გაძლიერებას.
"არმური" უფრო ბიბლიოთეკის ტიპისაა. მართალია, ჯერჯერობით მცირე მოცულობისაა, მაგრამ აქ ნებისმიერს შეუძლია გახსნას საკუთარი გვერდი და გამოაქვეყნოს ხოლმე საკუთარი შემოქმედების ნიმუშები. ფორუმის ფორმა აქვს და თან ბიბლიოთეკაა, ამ ორის შერწყმა კი, წესით, უფრო ცოცხალი და საინტერესო უნდა იყოს.
რამდენიმე გამომცემელს შევთავაზე, "არმურის" ქაღალდზე გაცოცხლება, ანუ ლიტერატურული ჟურნალის ფორმა რომ მიგვეცა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა...
და რაც მთავარია, "არმურზე" არსებობს ვაჟა-ფშაველას გვერდი (თემაში: "ლიტერატურა უსაზღვრებოდ"), სადაც მისი არა მარტო ქართული, არამედ უცხოენოვანი თარგმანებიც არის წარმოდგენილი...


ვაჟაზე უკეთ ვერავინ გააცნობს მსოფლიოს ქართულ ლიტერატურას

გერმანულ საიტებზე მაქვს ნანახი, რომ მიხეილ ჯავახიშვილის თაღლითური რომანი "კვაჭი კვაჭანტირაძე" ბევრჯერ არის გამოცემული გერმანიაში.
ასევე მინახავს ოთარ ჭილაძის რომანებიც...
სასიხარულოა, როცა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის გერმანულ ენაზე გამოცემული "სანტა ესპერანსას" წააწყდები გერმანულ საიტებზე...
წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თამთა მელაშვილის რომანმაც მოიპოვა წარმატება _ მისი "გათვლა" უკვე ითარგმნება ერთ-ერთი შვეიცვარიული გამომცემლობისათვისო, _ აცხადებენ...
კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბრაზილია ყოველწლიურად რვა მილიონ დოლარს ხარჯავს ლიტერატურის ინგლისურად თარგმანისთვის, რათა მსოფლიოს გააცნოს თავისი მწერლების შემოქმედება; ჩვენგანაც ასეთივე მიდგომაა საჭირო, სახელმწიფომ გარკვეული ინვესტიცია უნდა ჩადოს ქართულ ლიტერატურაში, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების ლიტერატურებსო...
მართლაც, ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მწერლები, რომლებსაც უნდა იცნობდეს მსოფლიო.
პროცესი დაწყებულია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
და რაც მთავარია, ღირსეული უცხოენოვანი მთარგმნელები უნდა მოვუძებნოთ ვაჟა-ფშაველას დიდ შემოქმედებას, _ ვაჟაზე უკეთ ვერავინ გააცნობს მსოფლიოს ქართულ ლიტერატურას...


მთელი ცხოვრებაც ხომ გამოწვევაა...

მთავარია, ქვეყანამ თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, ამის მაგალითი ჩემთვის იაპონიაა. ეგრეთ წოდებულ "გლობალურ გამოწვევებს", როგორც ჟურნალისტებს უყვართ თქმა, ამ ქვეყანამ პასუხი გასცა იმით, რომ შექმნა უძლიერესი ტექნოლოგიები, მაგრამ, ამავდროულად, ყველა იაპონელი დღესაც თაყვანს სცემს და მდაბლად უხრის თავს ალუბლის აყვავებულ ბაღს; საათობით შესცქერის მთვარეს და ტკბება მისი ნათებით, როგორც თავიანთი წინაპრები...
იაპონელებმა შეინარჩუნეს ჩაის სმის კულტურა _ ეს მთელი რიტუალია და, სხვათაშორის, სწორედ ისეთივე ტრადიციული, როგორც ჯანსაღი ქართული სუფრა.
იაპონია ჩემთვის იმის მაგალითია, როგორ უნდა გაუფრთხილდეს ქვეყანა საკუთარ კულტურას და, იმავდროულად, გლობალიზაციასაც არ აარიდოს თავი.
და ბოლობოლო, მთელი ცხოვრებაც ხომ ერთგვარი გამოწვევაა, თუ გნებავთ, გამოცდა, რომელსაც კერძო კაცმაც პასუხი უნდა გასცეს და ერმაც...


დრო ყველაზე შეუმცდარი რედაქტორია

ყველა თაობას თავისი ატმოსფერო, თავისი გარემო აქვს და თავისი ავტორიტეტები ჰყავს.
ამ თაობაშიც, რომელიც ახლა მოდის, არიან ნიჭიერებიც და უფრო ბევრი შემთხვევითი ადამიანია. გარკვეული დროა საჭირო, რომ ლიტერატურული პროცესი უფრო გამოიკვეთოს. ის, ვინც ჯერ არ ჩანს, ალბათ, სწორედ ამ თაობიდანაა. ალბათ, ზის თავისთვის სადმე და მუშაობს, არ ჩქარობს და ნაირ-ნაირი პრეზენტაციებით თუ სხვა აქტივობებით თვალში არ ეჩხირება საზოგადოებას. დრო მოვა და აუცილებლად გამოჩნდება.
მეც სწორედ ის მწერალი მაინტერესებს, რომელიც ჯერ არ ჩანს, თავდაუზოგავად მუშაობს და თავის დროზე ისეთ რაღაცას მოიტანს, რითაც ყველას გაგვაკვირვებს. თუმცა, შეიძლება უკვე არის და მე ვერ ვხედავ.
ვინც ჩანს, მათ შორის ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი და პოეტია, ვინც შექმნის და გააგრძელებს ჩვენი ლიტერატურის გზას. შეიძლება, სულ საწინააღმდეგო რამით მოვიდნენ, მაგრამ ეს მაინც ქართული ლიტერატურის განვითარება და ისეთივე ნაწილი იქნება, როგორიც მანამდე წინა თაობას გაუკეთებია. ყველაფერი ერთიან კონტექსტში ჩაიწერება. როგორც წესი, ამას დრო შეაფასებს _ დრო ხომ ყველაზე შეუმცდარი რედაქტორი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნეა...


პრემიებისა და კონკურსების თანმდევი სკეპტიციზმი

მითხრეს, "გალას" და "საბას" თავისი "სასტავები" ჰყავსო, _ ვინც ერთს მიიღებს, ის მეორეს ვეღარ მოიპოვებსო.
ნაწილობრივ დავეთანხმები და მთლიანად _ ვერა.
მოდით, ვაღიაროთ, რომ მრავალი ნაკლოვანების მიუხედავად, ორივე პრემია მიღებული აქვთ ისეთ მწერლებს, რომლებიც მართლა ღირსნი იყვნენ. ამ კონკურსების არსებობა უკვე ამითაა გამართლებული. მაგალითად, 2007 წელს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების რჩეულმა აიღო "გალა". წელს კი ერლომ ახვლედიანის საინტერესო რომანმა "კოღო ქალაქში" და შარშან ზურა ქარუმიძის წიგნმა, რომელიც დიდი საჩუქარია ჯაზის, ზოგადად, მუსიკის მოყვარულებისთვის _ მიიღეს "საბა"... რომელი ერთი ჩამოვთვალო.
კიდევ უფრო გამიხარდება, თუკი ამ პრემიებს სხვებიც შეემატება, ეს უფრო მეტად გამოაცოცხლებს ლიტერატურულ პროცესს.


გვიყვარდეს ვაჟა!..

"გვიყვარდეს ვაჟა!" _ ეს ჩემი მოგონილი დევიზია, ჩემს წიგნზე ყველას ამ წარწერას ვუტოვებდი ავტოგრაფად. ეს ნიშნავს, _ გიყვარდეს სამშობლო...
რა არის სამშობლო?
სამშობლო თავად შენ ხარ, ანუ პატივს უნდა სცემდე საკუთარ თავს, და აქედან გამომდინარე _ გიყვარდეს მთელი სამყარო.
ვაჟა-ფშაველა ხომ მთელ სამყაროს იტევს თავის თავში...
"გიყვარდეს ვაჟა!" _ ეს იგივეა, რაც: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!"
ჰოდა, მოდით, ვაჟას სიყვარულით ვეძებოთ საკუთარი თავი.


ქართული ლიტერატურა ლაზების წინაშე ვალშია

რაკი ზემოთ წამომცდა ლაზების შემღერნებით კაფიობაზე, იმასაც გეტყვით, რომ ახლა დავასრულე ერთ ლაზურ საზღვაო ამბავზე მუშაობა...
მიმაჩნია, რომ ქართული ლიტერატურა ლაზების წინაშე ვალშია. ჩვენ ვერ მოვყევით, ვერ ვთქვით ის, რაც უნდა გვეთქვა მათ შესახებ.
ლაზეთის ისტორია დედასაქართველოს გარეთ დარჩენილი ერთი კუთხის სევდიანი, თანაც გმირული ამბავია...
თბილისის ერთ-ერთი სკოლის, "სხივის" დირექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი ლაზია, გვარად მჟავანაძე და ის მეუნებოდა, რომ სვეტიცხოველის ტაძარი ხომ ლაზმა არსაკიძემ ააშენაო... და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" დაიმოწმა. ამ თქმულებას აქვს რეალური საფუძველი: ფელუკების და ნავების გარდა, ლაზი ოსტატები აშენებდნენ თაღოვან თუ კამაროვან ქვის ხიდებს, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი, ისეთი გამძლეა.
დასავლეთ საქართველოში რომ ოდებია, უმშვენიერესი ორნამენტებით, ისინიც ლაზი ოსტატებიდან მომდინარეობს.
მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, ლაზებმა უცხოეთშიც - შავი ზღვის სანაპიროებზეც დატოვეს თავიანთი კვალი.
რუმინეთში, საზღვაო პორტის, კონსტანცას მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელს, სადაც ლაზები ცხოვრობდნენ, ლაზუ ჰქვია...
ჩვენი დაბეჩავების მოსურნეების გამოგონილი ლეგენდაა, რომ თითქოს ქართველებს ზღვა არ უყვარდათ, _ აგერ ლაზები ხომ ზღვით ცოცხლობდნენ. აი, ეგეთ რამესაც წერს ზაქარია ჭიჭინაძე: ლაზის ცხოვრება ზღვის ტალღებზე დაირწაო...
სწორედ ამაზე მინდოდა მომეყოლა, თანაც ისე, თითქოს კინოს უყურებო და რა გამოვიდა, ეს, ალბათ, მკითხველის განსასჯელია...


შტრიხები პორტრეტისთვის

***
ჩემი საზომი ბიბლიის ათი მცნებაა. ეს უმთავრესი და უზუსტესი საზომია, რომელიც მხოლოდ ჩემი კი არა, კიდევ უამრავი ადამიანისაა და მე მათ შორის ერთ-ერთი ვარ, რომელიც ეგრე ზომავს და უყურებს ირგვლივ ბევრ რამეს.

***
ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის მთაა, იქ ვგრძნობ ყველაზე კარგად თავს. იქ ყველაზე ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი ვარ.
ძალიან მიყვარს მთაში თიბვა. დაღმართზე რომ დადგები (აღმართზე არ ითიბება), მოუყვები კარგად გაფხავებული ცელით, გველივით დაასივლებ ცელის პირს და მოთიბული ბალახი წვება ჩუმი შრიალით...
აი, ისევ ვაჟას ფრაზა გამახსენდა _ "ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა".
ბალახი ხომ ყველაზე სიცოცხლისუნარიანია, ქვას გახვრეტს და მაინც ამოხედავს მზესა და ქვეყნიერებას. თითქოს ყველაზე სუსტია, მაგრამ ამ სისუსტეში რა დიდი ძალაა ჩადებული... იმიტომაც იციან ხოლმე ეგეთი დალოცვა, _ ღმერთმა ბალახის ძალა მოგცესო...


****
სამაგიდო წიგნი, ანუ წიგნი, რომელიც მუდმივად მაგიდაზე გიდევს, გადაშლი და კითხულობ ნებისმიერი გვერდიდან, ნებისმიერ დროს? _ ჩემთვის ერთი სამაგიდო წიგნი არ არსებობს.
არის პერიოდი, როცა ჩემს მაგიდაზე ბორხესი უნდა იდოს, არის პერიოდი, როცა ბორხესს ჰემინგუეი შეცვლის, მერე მოვა ფოლკნერი, მერე _ რეზო ინანიშვილი თავისი გენიალური ნოველებით...
ვაჟა სამაგიდო წიგნი არ არის, ვაჟა ბალიშთან მიდევს, სულ თან დამყვება, თითქოს ხომ სულ ჩემთანაა და იმავდროულად, სულ სხვაგანაა... ჰორიზონტივით არის, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება...
მთიელებს ვეუბნები ხოლმე, _ თქვენ არ შეგიძლიათ პროზის წერა, თქვენ ლექსის ხალხი ხართ მეთქი.
ისინი კიდევ ვითომ ჩამჭრიან ხოლმე, _ აბა, მაშ, ვაჟა-ფშაველაო?..
ვაჟას თავი დაანებეთ, ვაჟა აქ, თქვენს გვერდით კი არა, სულ სხვაგან არის მეთქი!.. _ ცისკენ ავიხედავ ხოლმე.
მართალია, ეს ძალიან გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ხვდებ


Last edited by Admin on Sun Nov 18, 2012 9:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Nov 12, 2011 5:16 pm

ვაჟას სამყარო

ვაჟა-ფშაველას 150 წლის საიუბილეოდ

სტუმარი - მიხო მოსულიშვილი
ვაჟა-ფშაველას ლექსებს კითხულობს - გიორგი კაჭახიძე
გადაცემის რედაქტორი - მზია შომახია
ხმის რეჟისორი - მიხეილ კოჩაძე
გადაცემის პროდიუსერი - ქეთი ჯოჯიშვილი


რადიო1 _ FM 102.4 – http://radio1.ge/Audios.aspx?Show=72
















study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Mon Nov 14, 2011 9:11 am

მიხო მოსულიშვილი ,,ცეკვა მკვდრებით" (რადიოდადგმა) – http://radio1.ge/RadioTheatre.aspx?Cat=2&View=110

მონაწილეობენ: რევაზ თავართქილაძე, დარეჯან ხარშილაძე, მარიამ ჯოლოგუა, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე.
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
ჩაწერილია 2008 წელს











Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Sat Dec 31, 2011 11:35 am



http://lit.ge/წიგნი/მიხო_მოსულიშვილი/ფრენა_უკასროდ/289

გამომცემლობა ლითერასი
© მიხო მოსულიშვილი



Last edited by Admin on Sat Feb 01, 2014 2:15 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
მიხო მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 5Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: