არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ჭინჭარაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Wed Jun 01, 2011 7:56 am

ნინო ჭინჭარაული wrote:
უკენახოში (დაახლოებით-საუკუნის შემდეგ)

Exclamation

აი, რა მაგარი ლექსი გამოდის, ნინო, შინშების ნაფუძვარებს რომ უბრუნდები!..




Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Wed Jun 01, 2011 10:14 pm

ალბათ იმიტომ,რომ ძალიან დიდხანს ველოდი წასვლას
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Aug 08, 2011 11:46 am

შატილში ღამით

წვიმა ასველებს შატილის კოშკებს,
ფეხი ცურდება გალიპულ ქვებზე
და სადაცაა სველი მწვერვალი
ნისლს წამოიცვამს გაჩორკნილ რქებზე.
ბანიდან ბანზე დავძვრებით ბნელში,
ხის ძველ კიბეებს,
სიპებს ვედებით
ვით უძღებ შვილებს
მამის თვალები,
შემოგვყურებენ სველი კედლები.
ჭვარტლიან ნიშში
სანთელი იწვის,
ქაჩუს ნანგრევი ჩაჰყურებს დაღმართს
და ტყდება ღამე
ფანდურის რიტმით,
არღუნს გამოღმა
და არღუნს გაღმა..
***

გზიდან
(შატილიდან წამოსულებს აღმართებზე მანქანა უკან გვიცურდებოდა)

აჰა,
დათვისჯვარს გამოვცდით უკვე,
უკან დავტოვეთ
ლებაისკარი, კისტან-შატილი
და ანატორი,
ვისთვის წარსულში ჩარჩენილი,
ჩვენთვის-ზღაპრული..
იმდენად ჩვენი,რომ ვაჩუქეთ
გულიც,
საგულეც,
გზას კი მივყვებით ცარიელი,
ფუტურო მკერდით.
ალბათ ამიტომ-
აღმართები უკან გვაბრუნებს
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Aug 30, 2011 9:20 am

სიზმრიდან-რეალობამდე

ახლა ოცნებას შორით ვეხები,

დროც ვერ ყოფილა მკურნალი დარდის,

ცხადში სურვილით დავიხერხები,

სიზმრად კი სული ხევსურეთს ადის.

ზედ გადაუფრენს ბებერ ციხეებს,

ლიბომორღვეულს, უჟამოდ მძინარს,

უკანახოში ფრთებს დაისვენებს

და ფხიტუს წვერზე დაიდებს ბინას.

იქ დაღვრის წლობით შეგროვილ ცრემლებს,

(ცრემლზე პირიმზე ფოთოლს აისხამს)

და მთელი ღამე ქედებს უმღერებს,

სანამ სიზმარი გაყვება სისხამს

და..
ეს სიზმარი ცხადს ურჩევნია,

თუმც ფრთებს აკვეცავს წყეული დარდი,

რომ ოცნებამდე ისე შორია,

როგორც სიზმრიდან-რეალობამდე..


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Fri Oct 28, 2011 9:01 pm


გ ა ბ რ ი ე ლ


ქუფრ ქარაფებში გადავარცხნილი
გულს გითრთოლებდა ქუჩის დალალი,
"უცნაური ვარ,
მხოლოდ ის მინდა,
რაც საჩემო და ჩემთვის არ არი.."
-,ამბობდი..
შენი ლურჯაის ტორი
არ მარტო-არხვატს,
დარჩა ხევსურეთს
და საუფლოში სამყაროს სწორი
ვერ დაეტიე,
მაგრამ ქლესური,
ფლიდი,
გველური ენების რკალში
ლამის რომ გატყდა
სული მჭექარე,
კვლავ მიაშურე სასიტყვეთს მთაში,
სად აღარ იყო აღარც მზექალი
და ქარს მიანდე
ლექსების ფერფლი,
ლემადემ მოვლო მზეთა ქვეყანა
და შენს სამშობლოს,
ბრძოლაში შეჭრილს
ზედ ასოებად ჩამოეყარა:

"გ ა ბ რ ი ე ლ !"


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sun Jan 15, 2012 5:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Dec 19, 2011 6:20 pm

არც ყველა მეხევსურება


არც ყველა მეხევსურება,

ვისაც ხევსურულ გვარი აქვს,

სამზეომ კაცის ბუნება

ისე მოშალა,არია.

დღეს ნასახლარებს ქვებიანს

მოსრავს ჭინჭარი,ეკალი

და მაინც,ქვეყნად ჩნდებიან

თორღვა,

ალუდა,

მზექალი..

სუყველა მწარედ მოტყუვდა,

შიშ-სირცხვილ ჭამა ნამდვილი

ხევსურის დაბეჩავება

ვისაც ეგონა ადვილი.

გარდახდა მთების გადაღმა

მტრის გესლიანი მარულაც,

ცხადად წავიდა და ახლა

უკვე მოძვრება ფარულად.

ვინც ხევსურებად დავრჩებით,

ნუ მოგვკლავს ბოღმა,შურია!

ისე შავხენათ ერცხვასა,

როგორც წინაპრებს სწყურიათ.

არც ყველა მეხევსურება,

მაგრამ გავაწყობ ვეღარას,

ასე ღმერთს გაურჯულებავ,

ასე სჭირდება ქვეყანას..
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sun Jan 15, 2012 5:44 pm

*ივრისპირული*

როცა დაისებს წითელი ღვინის,
მთებს კი მგლისფერი დაჰკრავთ იერი,
ჭალებს ავყვები, რომ მოვისმინო,
რაზე ჩურჩულებს ღამით იორი.
ალბათ, მოყვება ბოდოჯის ამბავს,
(ცეცხლში დაფერფლილ დარბაზს მეფეთა)
ან ომარ-ხანის ურჯულო ლაშქარს,
აქ საქართველო როგორ ეკვეთა.
მოყვება, როგორ გაეკრა საბნად
ნადოკრა წამინდა არჩილის სხეულს,
ანდა დამასტეს, ლაშარის ამბავს,
კვალ- შეუცნობლის ნისლში გახვეულს.
მერე კი...მურყნებს ჩაუვლის ლანდი,
მკერდდაღარული, მდუმარე მირზა,
საიქიოშიც რომ ჩაჰყვა დარდად
ქართული მიწა...
და კვლავ, მოყვება ჟალეთის, კეხას
და სხვა ციხეთა ანდრეზულ ამბებს.
ივრისჭალებო,ღამეთა ტეხა
ვინ უწყის, კიდევ მოგასწრებთ რამდენს...
როცა დაისებს წითელი ღვინის,
მთებს კი მგლისფერი დაჰკრავთ იერი,
როცა თიანეთს ჩაყლაპავს ბინდი,
ჭალებს ავყვები,რომ მოვისმინო
რაზე ჩურჩულებს ღამით იორი.


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:49 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Jan 31, 2012 8:01 pm

არ მინდა სახლი


არ მინდა სახლი,

ეს მთებიც კმარა..

რა სჯობს ნისლიან გზებზე ხეტიალს,

თუმცა სამყარო სამოთხე-არა,

უფრო..პატარა ჯოჯოხეთია

მაინც, ჯიუტად

ვცხოვრობ ამ გზებზე,

არ ვიცი, სულით ალბათ ბოშა ვარ,

ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ

ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.

ცხოვრება მკაცრად

მკარნახობს წესებს

და ვძულვარ ურჩი,

ცუდი მსმენელი.

რა ვქნა, ბედს ვანდობ

მარტოდენ ლექსებს,

დაწერილიც და დაუწერელიც

სულ ყველა მე ვარ..

..რად მინდა სახლი?

მყოფნის სამყაროს ლაბირინთებიც,

ამ ჯოჯოხეთსაც მეთვითონ დავღლი

ნისლებით,

გზებით,

მთებით,

რითმებით.

* *
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue May 08, 2012 10:05 am


მაინც, ჯიუტად

ვცხოვრობ ამ გზებზე,

არ ვიცი, სულით ალბათ ბოშა ვარ,

ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ

ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Thu Aug 02, 2012 6:56 pm

*აქ ჩემი ხევსურეთია*

(სიმღერა)




"ერთმა ვერძისა ქისამა

გუდა შექმნა და გუდანა.."

ვინც მიწა ღმერთად იწამა,

სხვა ღმერთი არა უნდა რა.

ერთმა ძმებისა გაყრამა,

ხატი შექმნა და სოფელი,

ორთავ მთას იქით გარდახდა

ფხიათა მოდგმის მშობელი.

აქ ჩემი ხევსურეთია,

ფესვი აქ უნდა ვახარო,

ეს მიწა უფრო მეტია

ვიდრე ცოდვილი სამყარო.

აქ ჩემი საქართველოა,

გული იმღერის ენა კი

ამბობს რომ ხევსურეთია

ამ მიწის ჯაჭვის პერანგი

. . . . . . . . .

ნეტაიმც გულში ჩამაკრა

პირიქით-პირაქეთია

და მამყივანა ხმამაღლა:

_აქ ჩემი ხევსურეთია!




/ნ.ჭ/
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Aug 27, 2012 12:39 pm

შალშავი
***
წუხრ იდგა, როშკის ჩეროზე
შავად ბრწყინავდა შალშავი,
ხავსიან ქვაზე შემოდექ,
მოგგონდა ერთი ქალშავი.

ახლა სად არის, ქებული,
საით გალია გზა-შარა?
ნაცართვლით დაყვითებული
თმა ნეტავ ვისთვის გაშალა?

მის თვალზე ცრემლი საქუფრად
იქნებ არასდროს დამშრალა?
ან იქნებ კრულმა საწუთრომ
მაინც ვერ მოსდო ავშარა.

იქნებ სულ არ აგონდება
გზები იხინჭის, ლაშარის,
იქნებ წარსულზე ღონდება,
გარს ერტყმის ჯავრის ლაშქარი?

შენ წლებმა ვერ წაგაქციეს,
როგორც ქავ-ციხის ნაშალი,
თუმც შენს ხსოვნაში სიბერემ
სიყრმის სიზმრები წაშალა.

მაგრამ, რა ხდება?
ყოველ ჟამს,
როცა მწიფდება შალშავი,
ისევ სწვავს შენს მოგონებას
შალშავთვალება ქალშავი.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sat Jun 29, 2013 11:41 am

ლუკას ლექსი

ლუკას ჰყავს ლურჯი, ჯაჭვიანი ველოსიპედი,
ლურჯსაჭიანი,სამბორბლიანი...
ჩვენ ერთ დროს, ერთად პეპლებივით
სიზმრებს ვიჭერდით,
დღეს სიზმრებით დავბორიალობთ
მთებში, რომელთაც უცნაურად დაკარგეს ფერი
და გაცვეთილი ნისლი ადგათ ტანზე შილიფად,
მე უკვე ბევრჯერ დამღერებულ სიმღერას ვმღერი
და ყელიც უკვე ჩახლეჩილი მაქვს.
შენ შეგიძლია უცოდველო,შენი სიკეთით
შეღებო მთები და არამარტო...
ამ ცხოვრებაშიც, ყველა გზაზე ვერ გაივლის ველოსიპედი
იოლად, მაგრამ ყველგან მაინც
შენ უნდა მართო.
გზებს კი რა დალევს!
არ გაყვები? არც სხვა გზა გრჩება,
შენ ხომ ჩემსავით გძულს კედლები მყუდრო ოთახის,
როგორც იმქვეყნად, ამქვეყნადაც ღვთისაა ნება;
შენ დიდხანს ივლი, მე კი ალბათ
უფრო ცოტახნით.
გთხოვ, არ დაუშვა,შენს ბილიკებს
მოედოს შმორი,
თუ შეჩერდები,შეიძლება სული დაობდეს,
გახსოვდეს ლუკა, ღმერთამდეა შორი გზა, თორემ
ისე ახლოა სასაფლაომდე...
დე, ეს ცხოვრება ბილიკებად მთებზე აბია,
გზის თავში შენ ხარ,
გაღმა-ხრამი,
მწვერვალზე-ღმერთი
და...იცი, არ მსურს მე შენგან სხვა ეპიტაფია
ამ სიცოცხლისთვის,ამაზე მეტი:
“ლუკას ჰყავს ლურჯი ველოსიპედი
და მთაზე ადის...”
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ნინო ჭინჭარაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: