არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ჭინჭარაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ჭინჭარაული   Sun Feb 06, 2011 9:19 pm


Nino Chincharauli

ნინო ჭინჭარაული

"დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1988 წელი.
პროფესია – ჟურნალისტი, ხატმწერი, მოცეკვავე.
ამჟამად ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობ და ვმუშაობ ჟურნალ "ახალგაზრდობაში".

ბმულები:

http://xevsurety.blogspot.com/

http://www.facebook.com/profile.php?id=100000771026522




ექსპრომტი

ჯავრი ჩამიხდა გულადა,
მავზომე, ისრე გავჭერი.
ვაჟ ვყოფილიყავ, ხევსურულ
ცა მხურებოდა,
ან ჭერი,
შენს სისხლის ფერსამც ვნახავდი!
...ან მექნებოდა ნაჭრევი.


ახოს

გან არ მინდ ახოს ამასვლა,
გან არ მაჯავრებს ბედია,
გონი წამიღავ სიზმრებმ და
ძილ ვეღარ გამიბედია!
ღმერთო, ჩემ საგონ-საფიქრალს
მარტუა შენა ხვდებია,
შამაჩვეული სიზმრები
რაად არ ამიხდებიან?
მიაც ხევსური ქალი ორ,
ჯავრს მაგრად დაუხვდებია,
ხან ფანდურს დავეღირები,
ხან ლექსებს ჩაუჯდებია.
გან არ მინდ ახოს ამასვლა,
ერთხელ მეც შამავხდებია,
ხევსურ არ დავბეჩავდები,
ჭირსაც წაუღავ ბედია!



ნინო ჭინჭარაულის ნახატი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Feb 07, 2011 7:42 pm

გამიკვირდა და გამიხარდა აქ ჩემი გვერდის აღმოჩენა.მადლობაSmile
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Feb 07, 2011 7:48 pm

ვერ გაგახსენე წარსული,

კითხვით მიცქერი-ეს როდის?

მე თოფისწამალს გაწვდიდი,

შენ მომხდურს ტყვიას ესროდი.



ქავციხეს მკლავი ეკიდა,

აკვანში თვლემდა პატარა

და სახლის უკან ბექიდან

მოჩქეფდა მთების მათარა.



ხეობის წყაროსთვალები

ჭიუხებს თავზე იმხობდნენ,

შენ თორღვა გერქვა-კაი ყმა,
მე "ნინო ქალოს" მიხმობდნენ.



ახოში ფუძე დაგვედო

ხვითოდნაფერი ყანითა,

კოშკი სიპი ქვით ნაგები,

სახლი ჭერხოზე ბანითა.



ეზოში ყეფდა ბომბორა,

ჭაღარა ბაბრის მომრევი,

ხმაშეწყობილად მორბოდა

ქვებზე არაგვის მორევი.



გულს აგრილებდა ჩერო და

მკლავებს ქანცავდა სათიბი,

შენ ტალავარი გშვენოდა,

მე სადიაცო-ქათიბი.



ხან ხატისკარზე შევდგამდით

ფეხს ძღვენითა და საკლავით,

მე ქადა-ხავიწს შევკრავდი,

შენ თაფლის სანთელს აკრავდი.



ხან მომიტანდი პირიმზეს,

ხან პერანგს დაგიქარგავდი,

ხან ვიცინებდით ქილიკზე

სხვა ცოლ-ქმარს რატომ არ ვგავდით.



აქ მზის ტალღებზე ტყდებოდა

ცა, ბედისწერის თითებში

აქ სული განა კვდებოდა?

კვლავ ცოცხლდებოდა მითებში.



წავიდეთ!ის ხეობები

მთებს ახლაც თავზე იმხობენ,

შენ დღესაც თორღვა-კაი ყმას,

მე "ნინო ქალოს" მიხმობენ...


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 08, 2011 2:43 pm

მაგიდის ლექსი, ხევსურის ქალავ... Smile

სხვებიც გვაჩვენე ხოლმე...

და უსათაურო ლექსებს სამი ვარსკვლავი დაუსვი ხოლმე.

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 08, 2011 3:34 pm

შინში

შენ შინში გქვია,მეც...
ერთი მტევნის
ორი თითი ვართ ასხმული მკლავზე,
ვინ იცის,იქნებ რამდენჯერ შენში
სული ილხენდეს,
მე ჯავრი მკლავდეს.
ვიცი,მიფარებ..
რკინა-რვალივით აისხლეტ ჩემსკენ მოქცეულ ხანჯალს.
მეტყვი-"რას გოდებ სუსტი ქალივით.
ან ძვირფას ცრემლებს რა ფუჭად ხარჯავ?!"
ან მიაფურთხებ ცხოვრების კანონს,
რომ გაჩენილა ტანჯვისთვის კაცი,
"დამდუღრულ" ლექსებს ავაკრავთ პანოს
და ორ ტკბილ სიტყვას კბილებში გავცრით.
მერე ვიცინებთ(ჰო) გიჟებივით,
ლუდს კაფიებად ამოვამღერებთ,
თავს მოვიტყუებთ,(გულებს კი ვეღარ)
რომ სატკივარი აღარ გვაღელვებს.
რომ აღარ გვტკივა წარსული, აწმყო
და მომავალი,მტვრად რომ გვიქციეს.
რომ ვეღარ ვამჩნევთ გარშემო ამდენ
სიცრუეს,სპექტაკლს,შირმას,ფიქციას
და გულისტკენას!
უზომოს,რამდენს,
(თმას არ ასხია ამდენი ღერი!)
რომ არ გვიტოვებს ცხოვრება სამღერს
და გიჟებივით ჩვენ მაინც ვმღერით.
რომ იღბლიანიც,უიღბლოც,კაცი
სულით ყოველთვის მარტოა,მარტო(!)
და
წლების შემდეგ,როდესაც დაცლილ
ცხოვრების გზაზე გადაშლილს,ფართოს
და უსახელოს ავყვებით აღმართს,
(თუ სახელიანს-ვიწროს და ქვიანს)
არ მოვიხედავთ ზურგსუკან და ღმერთს
უსიტყვოდ ვეტყვით მადლობას,რომ კვლავ
ორი თითი ვართ,
შინშები გვქვია..


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Tue Feb 08, 2011 5:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 08, 2011 4:59 pm

გულს აგრილებდა ჩერო და

მკლავებს ქანცავდა სათიბი,

შენ ტალავარი გშვენოდა,

მე სადიაცო-ქათიბი.



ხან ხატისკარზე შევდგამდით

ფეხს ძღვენითა და საკლავით,

მე ქადა-ხავიწს შევკრავდი,

შენ თაფლის სანთელს აკრავდი.


queen cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 08, 2011 7:34 pm

ვაჟა ხორნაული wrote:


queen cheers


Very Happy
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 08, 2011 7:40 pm

ქუდბედი

ამოძირკვული მაღალ მთებიდან
დავრჩი უფესვოდ,უფრთოდ,უბედოდ,
ლექსო,დამყევი დაბადებიდან
მაგრამ მომპარეს თურმე ქუდბედი.

ლექსო დამყევი დაბადებიდან
ჩემდა სატანჯად,ჩემდა სალხენად,
შენ გათქმევინე რაც გულს უღრღნიდა
გადასამალად,ვერ გასამხელად.

ლექსო,დამყევი დაბადებიდან,
თავს დამაბერტყე მწუხრის კალთები
დაე ეგ მწუხრი მარად მეფინოს,
სანამ წარსულში დავიკვალთები.

შენ მზარდე,როგორც კრავი უდედო,
შენით ვსულდგმულობ,შენით ვკვდები და
ლექსო,შენა ხარ ჩემი ქუდბედი,
ლექსო,დამყევი დაბადებიდან.


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:33 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Fri Feb 11, 2011 1:00 am

***

პატარა ქალაქში დავიბადე.
წლებთან ერთად ჩემი ფიქრები
მის სივრცეს გასცდა.
ისევე, როგორც ჩემი სხეული...
და მაინც დღემდე,
ყველა წიგნი მაბრუნებს მასთან.
. . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . .
(რატომღაც ჩემს მშრალ წარმოსახვაში,
ყველა ამბავი და მოქმედება
მუდამ იმ პატარა ქალაქში ხდება...)


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:43 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Fri Feb 11, 2011 1:07 am

ტრაგედია

”დამიხსომე,ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,განჯღრევდი და გაღვიძებდი!”
/მ.ლებანიძე/

ტრაგედია?...…
განა მე არ შემიგრძვნია?
მეც მომწყინდა გულზე ცეცხლის შეკიდება!
“მღვიძავს, მაგრამ არაფერი შემიძლია,
მე არავინ არაფერს არ მეკითხება...”
-,ვიფიქრებ და თან შემრცხვება ცრემლის დამდენს,
მასაც ვეღარ ვუპატრონო, რაც ჩემია?
არ მწყინს ღმერთო,
ვაჟად თუ არ დავიბადე,
ქართველ ქალებს მარტო ცრემლი არ სჩვევიათ.
სანამ დედებს გვემღერება “იავნანა”
სანამ შვილებს ქართული გვარ-სახელი აქვთ,
თითო პეშვით შევინახავთ ამ ქვეყანას
სისხლის ნაცვლად ცრემლი რა დასაღვრელია..
ტრაგედია?
ტრაგედია იმას დარჩეს,
ვისაც სულში დასცილდა*, რომ ქართველია.


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:39 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Fri Feb 11, 2011 8:22 pm

არც ყველა მეხევსურება


არც ყველა მეხევსურება,

ვისაც ხევსურულ გვარი აქვს,

სამზეომ კაცის ბუნება

ისე მოშალა,არია.

დღეს ნასახლარებს ქვებიანს

მოსრავს ჭინჭარი,ეკალი

და მაინც,ქვეყნად ჩნდებიან

თორღვა,

ალუდა,

მზექალი..

სუყველა მწარედ მოტყუვდა,

შიშ-სირცხვილ ჭამა ნამდვილი

ხევსურის დაბეჩავება

ვისაც ეგონა ადვილი.

გარდახდა მთების გადაღმა

მტრის გესლიანი მარულაც,

ცხადად წავიდა და ახლა

უკვე მოძვრება ფარულად.

ვინც ხევსურებად დავრჩებით,

ნუ მოგვკლავს ბოღმა,შურია!

ისე შავხენათ ერცხვასა,

როგორც წინაპრებს სწყურიათ.

არც ყველა მეხევსურება,

მაგრამ გავაწყობ ვეღარას,

ასე ღმერთს გაურჯულებავ,

ასე სჭირდება ქვეყანას..




Last edited by ნინო ჭინჭარაული on Mon Jan 09, 2012 6:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sun Feb 20, 2011 12:47 am

CLAUDE MONET-ს

მოდი...
ლიცლიცა წყალში არეკლე ჩემი ცხოვრება,
ნუ დაიშურებ საღებავებს სხვადასხვა სახის,
სველ პალიტრაზე აურიეთბილი ტონები,
ნურც შხამიანი გამოგრჩება
,იხმარე მჭახეც.
ნურც თეთრას თამაშს დაივიწყებ პერიოდულად,
არც შავმა ფერმა შეგაშინოს,
გჭირდება ისიც
განზე დატოვე მხოლოდ ყრუ დარუხი ტონები,
რა საჭიროა დაისესხო უცხო და სხვისი?
ნუ დაინანებ,
აურიე კარგად, გულდასმით,
მსუბუქ ქაოსში გააცოცხლე ოსტატის ხელით,
როგორც დაორთქლილ მინებს მიღმა ელავს სამყარო,
ისე მაჩვენე გზა გავლილიდა გასავლელი.
ლიცლიცა წყალში ისე სახე ჩემი ცხოვრება,
მოწმენდილ ცაზე ჩამავალი მზე აატიროს
და ღმერთმა იცის,
დიდ შემოქმედს ლაქად გაგყვება,
თუ შეიქმნება კიდევ ერთი
უკვდავი ტილო..
(2010.)
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 22, 2011 11:00 pm

3 სეგიდილია პოეზიისთვის

ღამე თრთის დანისლული
სტრიქონთა ლეწვით,
ალბათ დანაცრდა სული,
გრძნობები მეწვის

***
სამყარომ მინდა,
სიყვარულის მაჩუქოს ნიჭი,
მაგრამ ზიზღის და
სინანულის დამალვაც მიჭირს..


***
მე არ გაღმერთებ,
ერთი არის ჩემთვის უფალი,
შენ ტკივილი ხარ,
მე კი-სული თავისუფალი.
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Tue Feb 22, 2011 11:08 pm

ნატირალი
საწუთროო შენგან
მე არც რა არ მინდ,
თუ ჩამაჰფენ ჩემდა
სრუ მუდამა ბინდ.
თუ ჩამაზღეპ წარსულს,
თუ ჩამაშლი ხიდს.
საწუთროო ერთხან
გული ამიტირდ,
თუმც სატირელ თითქო
არც რაი არ მჭირდ,
ხთისგან მაკერძებულ
მაინც არ დამცილდ.
ეეწ გინდ მაჯავრე,
სულ გამიმწარ გინდ,
საწუთროო შენგან
მე არც რა არ მინდ!
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Wed Feb 23, 2011 3:09 pm

პოეტი
(მიხა ხელაშვილს)
უკვე რამდენი წელია,ეს ბინდისფერი სოფელი
გაუტანლობის მაცილით უდროოდ ჩამოგებინდა,
მაგრამ პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი
და თითო რითმად,სტრიქონად, შენ საფლავიდან დგები და
ისევ თავიდან მიჰყვები შენი გოლგოთის აღმართებს,
ისევე გტკივა მოხუცი დედის ნატანჯი სხეული
და თუმცა იცი,სამშობლო უღმერთოს აღარ აღმერთებს,
დღესაც ნაცნობი მტერი ჰყავს სახრავად შემოსეული.
ღალატის,შურის მშობელი,ეშმა ზეიმობს მეფობას,
სულებში დახეტიალობს,გვიკარგავს სახეს ტიალი,
მიხავ,ქართველებს სირცხვილად შენი სიტყვებიც გვეყოფა:
"მე მამკლავს ძმისა მამკლავი,იქნება სახელიანი".
ისევ იჭრება ალალი სიტყვის თქმისათვის სამარე,
სიმართლე კაცი რომ იყოს,მასაც მძინარეს მოკლავენ,
მტრის სახელს ააწებებენ და ყვავ-ყორნების ამარა
ზედ გვამზე ინადიმებენ,თითებსაც გაილოკავენ.
მაგრამ,შორს-სასოწარკვეთა,შიშიც,შეგვინდობს უფალი!
ცოდვაზე მეტი შვილი ჰყავს დღეს საქართველოს ზვარაკად,
მიზნის დაკარგულ ბილიკებს იპოვნის ჭირისუფალი
და შენი საქმეც დარჩება ერში ლეგენდად,არაკად.
უკვე რამდენი წელია წაშალე დრო და მანძილი,
ვერ მოგერია მუხთალი და ბინდისფერი სოფელი,
სულგანაბული სტრიქონით დღესაც სიცოცხლეს აგრძელებ,
რადგან,პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი!
(2011)


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Thu Mar 03, 2011 2:14 pm

ხევსური ქალი

რას შევადარო ხევსური ქალი?
მას შენი უდგას სული არაგვო!
მამაცი,
ფიცხი
და ბობოქარი..
მაგრამ საწუთროს საომარ ველზე
უჩაჩქანო
და უიარაღო.


***


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sun Jan 15, 2012 5:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Thu Mar 03, 2011 2:32 pm

ანა
(ანა კალანდაძეს)

რაც უნდათ, ის თქვან,
შენ ცოცხლი ხარ!
მე შენ ყოველდღე გესაუბრები,
ყოველთვის,როცა აპობენ სისხამს
პირამიდების ცაზე ღრუბლები..
როდესაც ნინო მოიწევს მთებით
და ქარიშხლები ტყეში ბღავიან,
როცა თამარი გაშლილი თმებით
სთხოვს შემწეობას წმინდა მარიამს..
როდესაც ქარი იმღერის ნანას,
როცა ვერ მიაქვს
არაგვს ყოველი,
ყოველთვის, როცა
გულს უკლავს ანას,
სხვა გზით ჩასული წყალზე ფხოველი..
როცა წითელი ცირცელი ყვავის
და არჯაკელი ფიქრობს ხვიარა,
როს მეფეთ-მეფე
ისურვებს დავით,
მის სპეტაკ გულზე გადავიაროთ..
. . . . . . . . . . . . . . . . .
შენ ისე ღრმა ხარ, ვით ქართული ცა,
სტვირი-ნაზარდი ტურფა ლელიანს
_”შთამბერე ქარო!”
-,ხმობდი და დღესაც
შენი ლექსები ტკბილად მღერიან.
რაც უნდათ ის თქვან,
იცოცხლებ მარად,
მთის ბალახებზე ნამად ცვრეული,
ლექსი-ქცეული ადამიანად,
ძლიერი სულით,
სუსტი სხეულით..
შენ, ჩემი ანა..


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:44 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Thu Mar 03, 2011 4:00 pm

ნინო ჭინჭარაული wrote:
თიანეთს

როცა დამზრალი გზებიდან
ნისლები აიბარგება,
ავალ,
დაღლილი ჩემი ხმა
იორში ჩაიკარგება.
მთიდან დამლანდავს ხაშარი,
ტყიდან ცხრაკარას კედლები
ქუჩას გავტკეპნი "ლაშარის",
მამისახლს შევეკედლები.
სულ ერთი წუთით დავიცდი,
გული გორიკენ გაიწევს,
იქ კეხაციხის ნანგრევი
ბავშვობის აკვანს დამირწევს.
იქ მელოდება წარსული
ჩემი,
მშობლების,
წინაპრის,
რამდენი ახსოვს იქიდან
გადაშლილ ჭალებს,იმ ნაპირს.
ან სკოლის ეზოს,პატარას,
ჩვენი ცელქობით გათელილს,
ან კუჟ-ბაღს!
ქუჩას!
რამდენი ან ტაძარს ახსოვს სანთელი!
აქ გული ცხოვრობს მირზასიც,
აქ ჩასვლა მზეს ეძნელება,
აქ სიყვარული ამოდის
იებად და ენძელებად.




რა ლაღად შეჰმღერ, სანახებს
შენი ბავშვობის, და გულიც
როგორ დადგება საგულეს
ივრის ჭალებში დარგული...

cheers cheers cheers cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sun Mar 06, 2011 7:08 pm

კეხაციხესთან

შამამგლისფერდა ბილიკზე

დადუმდნენ ივრის ჭალები,

კეხაციხესთან დავეცი,

დაღლილმ დავხუჭე თვალები.



აქა ქრის ჩემი ლემადე,

აქ მაქვს ლოგინად ჩალები,

ამ მიწაზედა პაპასაც

გაუყვანია კვალები.



მიაც აქ უნდა ვიცხოვრა,

არ შავირჩინა ვალები,

თორ საიქიოს მომკითხვენ

ჩემ წინაპართა ძვალები.



ისრე ჩამაშლის ლიბოსა

ერთ ლოდი განაბზარები,

რახელაც ბეჩავ ციხესა

ჩამაქცევია კარები.


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sun Mar 20, 2011 12:48 pm

ანდერძი
(იმ სამყაროს რა ვუთხარი,22წლის ასაკში ანდერძს რომ დაგაწერინებსSmile

რაიც სამზეოს მაწვალებს,
იგივ მაჯავრებს ძილშიაც,
უნდ ჩამავიწნა ნაწნავებ,
მემრ მავიკვეცო ძირშია.
უნდ შავახვიო გულაში,
ბაწრად შავაბა სულია,
არაგვში გადავუძახო
აეგეთავ გაბაწრულია,
იქნების გაქრეს,გამშორდეს,
თუ არ მაიქცეს წყალადა,
თორ ღმერთო,აღარ შამიძლავ
საწუთროს ტკეპნა მწყრალადა.
თუ ვინმ მახელას ფხოვშია,
საფლავ იქ გაუთხაროსა,
ერთ ჭიქაც იქავ შაუსვას:
"შაუნდას,მაახმაროსა.."


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:28 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Apr 04, 2011 7:27 pm

***

თბილისის ქუჩებს არ აკლია გაწვდილი ხელი,
არც გაფხეკილი ჯიბეებით მოხეტიალე,
და მაინც...ქუჩის მოედანზე მთიული ბებო
ზის და ცისფერი თვალებიდან მთას აციალებს.
ზოგჯერ ვერ მიცნობს,
თითო სიტყვას ვიუბნებთ ხანაც,
მე კი...არაფერს, გონთ დალეულს, ქაოსად ქცეულს
და მთის მონატრულს თუ ლექსიღა მიმაჩნდა წამლად
ვეღარ მიკურნავს დღეს ვერც სულს და
ვერც დაღლილ სხეულს.
ლექსი მიხმობს და დალოცვილიც იქ ჩნდება მუდამ,
ცრემლიც ეღვრება თვალს სირცხვილით (განაღა მორცხვად)
მთიულ ბებოს კი გაწვდილ ხელში უჭირავს ხურდა
და გამვლელს ლაღი, მთიულური ღიმილით ლოცავს:
_ "გფარავდეს ჩემი სალოცავი ლომისა!.."


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:27 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Wed Apr 20, 2011 11:24 pm

**

"რად მაჩნიხარო"-დამეკითხები
და ვერ გაგიგავ პასუხი გულის,
განაღა აკლავ მთას ლამაზები,
და მაინც, შენად მე დამიგულე.
ჩემფერ უგონოდ ვის ეყვარები?
მე შენი ტრფობა მანდილად მექცა
სხვას ვის შაუძლავ ფერნამკრთალები
ბუბულაც იყვას და სალი კლდეცა?
მე ერთი კისერს მავუგრეხ ლოდინს,
დავემწყემსები შენს ამაყ აჩრდილს,
სანამდ ჩემს გზაზედ შემეყრებოდი,
იქამდ გელოდი და იქამდ მაჩნდი...


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Thu May 05, 2011 8:43 pm



ახლა ოცნებას შორით ვეხები,
დროც ვერ ყოფილა მკურნალი დარდის,
ცხადში სურვილით დავიხერხები,
სიზმრად კი სული ხევსურეთს ადის.
ზედ გადაუფრენს ბებერ ციხეებს,
ლიბომორღვეულს, უჟამოდ მძინარს,
უკანახოში ფრთებს დაისვენებს
და ფხიტუს წვერზე დაიდებს ბინას.
იქ დაღვრის წლობით ნაკავებ ცრემლებს,
ცრემლზე პირიმზე ფოთოლს აისხამს
და მთელი ღამე ქედებს უმღერებს,
სანამ სიზმარი გაყვება სისხამს
და ეს სიზმარი ცხადს ურჩევნია,
თუმც ფრთებს აკვეცავს წყეული დარდი,
რომ ოცნებამდე ისე შორია,
როგორც სიზმრიდან რეალობამდე...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sat May 21, 2011 6:24 pm

შალშავი

წუხრ იდგა, როშკის ჩეროზე
შავად ბრწყინავდა შალშავი,
ხავსიან ქვაზე შემოდექ,
მოგგონდა ერთი ქალშავი.
ახლა სად არის, ქებული,
საით გალია გზა-შარა?
ნაცართვლით დაყვითებული
თმა ნეტავ ვისთვის გაშალა?
მის თვალზე ცრემლი საქუფრად
იქნებ არასდროს დამშრალა?
ან იქნებ კრულმა საწუთრომ
მაინც ვერ მოსდო ავშარა.
იქნებ სულ არ აგონდება
გზები იხინჭის, ლაშარის,
იქნებ წარსულზე ღონდება,
გარს ერტყმის ჯავრის ლაშქარი?
შენ წლებმა ვერ წაგაქციეს,
როგორც ქავ-ციხის ნაშალი,
თუმც შენს ხსოვნაში სიბერემ
სიყრმის სიზმრები წაშალა.
მაგრამ, რა ხდება?
ყოველ ჟამს,
როცა მწიფდება შალშავი,
ისევ სწვავს შენს მოგონებას
შალშავთვალება ქალშავი.


Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:30 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Wed Jun 01, 2011 12:41 am

უკენახოში (დაახლოებით-საუკუნის შემდეგ)

გზის მოსახვევში წაგვექცა ცხენი,

(გზა შორი ჰქონდა გადანალახი)

სურვილი მკლავდა ისეთი ცხელი,

რომ არც რა ვიგრძენ,მხოლოდ ტალახი

ჩამოვიფერთხე.. შევჯექით ისევ,

ციცაბო კლდეზე ბილიკს ავდიეთ

და ჩემო!..ისე სულამდის გიგრძენ,

ცრემლისაც შემრცხვა და მაპატიე;

გულგრილი რომ ვარ..

ფერ-ცვლილი რომ ვარ..

უძლური რომ ვარ..

უმიზნო რომ ვარ

და ახლა უცხოც!

შორით დავლანდე საგვარო ხატი,

ვერ გამოვთხოვე მადლი-წყალობა,

დღესღა ვჩურჩულებ: კვლავ ამატარე ეს აღმართები,

თუნდაც წვალებით.

ისევ მაჩვენე შინშების ფუძე

და თუ ოდესმე ღირსად მიგულებ,

მიმიღე, თორემ ძარღვებში უკვე

სისხლი კი არა, მიჩქეფს სინგური.

და ამ სინგურით ვიცოცხლებ რამდენს?

უსისხლოდ გული რამდენხანს გასტანს?

შხამ-სიძულვილი არ მიშვებს ცამდე

და შენ კი როგორ ახლო ხარ ცასთან!

მე შენთან მინდა, მე შენთან მინდა!

მინდა ამ კლდეებს სული ვახალო.

შენი თოვლივით თეთრი და წმინდა

ფესვები მქონდეს და აქ ვახარო,

წარსულის ხათრით გთხოვ, მაპატიე..

ახლაც მგონია-იყო სიზმარი,

წვიმის სილაღე, ქვების სიმტკიცე,

ნასახლარები და ნახიზნარი.

გზის მოსახვევში წაიქცა ცხენი,

რომ აღედგინა ხიდი რღვეული,

რომ ამოედგათ ტკივილებს ენა,

რომ შენი მიწა,

რომ ჩემი მიწა მეგრძნო სხეულით.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ნინო ჭინჭარაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: