არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზვიად რატიანი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:35 pm

audio-literatura
http://diaspora.ge/ge/kultura/audio.php
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:36 pm

უისტან ჰიუ ოდენი
MUSEE DES BEAUX ARTS (1)







იგნლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა






რა კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ტან­ჯ­ვას

ის­ი­ნი, ძვე­ლი ოს­ტა­ტე­ბი; რო­გორ ეს­მო­დათ

მა­თი, ვინც უკ­ვე იტ­ან­ჯე­ბა, რო­ცა ირგ­ვ­ლივ უმ­ე­ტე­სო­ბა

მშვი­დად სა­დი­ლობს ან სე­ირ­ნობს, ან ფან­ჯ­რი­დან იხ­ე­დე­ბა და ასე ხარ­ჯავს

დროს. ხო­ლო რო­ცა მო­ხუ­ცე­ბი დგა­ნან, ელ­ი­ან

ბრწყინ­ვა­ლე შო­ბას, მათ ეს­მო­დათ, რომ იქ­ვე უნ­და

ჩან­დეს ტყის­პი­რი და ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გუნ­დად

მო­ყი­ნულ ტბორ­ზე სრი­ა­ლე­ბენ.

ახ­სოვ­დათ მუ­დამ,

რომ ტან­ჯ­ვა მთე­ლი სი­სას­ტი­კით იქ აღ­წევს ზე­ნიტს,

სა­დაც ვე­რა­ვის ააღ­ელ­ვებს: ძაღ­ლე­ბი კვლა­ვაც

ძაღ­ლურ ცხოვ­რე­აბს გა­ნაგ­რ­ძო­ბენ, ჯა­ლა­თის ცხე­ნი

ხეს უხ­ა­ხუ­ნებს ჩა­მომ­ხ­მარ გა­ვას.


ავ­ი­ღოთ თუნ­დაც ბრე­ი­გე­ლის "იკ­ა­რო­სი". ვერ ამჩ­ნევს ვი­თომ

უბ­ე­დუ­რე­ბას ვე­რა­ფე­რი; ვერც ის მხვნე­ლი, რო­მელ­საც თვი­თონ

ნათ­ლად ჩა­ეს­მა კი­ვი­ლის ხმა სად­ღაც უკ­ნი­დან

და მა­ინც, ვი­თომც არ­ა­ფე­რი, არც გა­უკ­ვირ­და.

მზეც კვლავ აბრ­წყი­ნებს მწვა­ნე ტალ­ღას, რო­მელ­მაც შთან­თ­ქა

თეთ­რი წვი­ვე­ბი. ხალ­ხი მო­ჩანს გემ­ბან­ზე, მათ­გან

რო­გორ იქ­ნე­ბა, რომ ვე­რა­ვის მო­ეკ­რა თვა­ლი

ცი­დან მომ­წყ­და­რი ბი­ჭი­სათ­ვის? მა­ინც გულ­გ­რი­ლად

მი­ცუ­რავს გე­მი, ლივ­ლი­ვებს წყა­ლი.























აქ­ი­ლევ­სის ფა­რი (2)






ის ტვიფ­რავს, ქა­ლი ელ­ის

ზე­თის­ხი­ლებს და ყურ­ძენს,

და მარ­მა­რი­ლოს ქა­ლაქს,

წყალ­ში ჩაშ­ვე­ბულ ღუ­ზებს,

მაგ­რამ ელ­ვა­რე ფარ­ზე

ტვიფ­რავს ოს­ტა­ტის ხე­ლი

ტყვი­ის­ფერ ცას და ხე­დებს

უკ­აც­რი­ე­ლი ვე­ლის.





მო­ტიტ­ვ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლია, უმ­ზეო, რუ­ხი,

არ­სად ბა­ლა­ხი ან სი­ცოცხ­ლის რა­მე ნი­შა­ნი

და არ­სად კუნ­ძი, რომ ჩა­მოჯ­დე, მო­ხა­რო მუხ­ლი,

მაგ­რამ უეც­რად, რო­გორც მტვე­რი, წა­მო­ი­შალ­ნენ

ლე­გი­ო­ნე­ბი, და ჩამ­წ­კ­რივ­დ­ნენ; თით­ქოს სი­შა­ვე

აკლ­და მი­და­მოს - მი­ლი­ო­ნი აბ­ჯა­რი იშ­ვა

და მი­ლი­ო­ნი უტყ­ვი სა­ხე ელ­ო­და ნი­შანს.


იყო ხმა, სა­ხე არ­სად ჩან­და, ხმა იყო ცი­დან,

ის აც­ხა­დებ­და, რომ მი­ზა­ნი მუ­დამ ამ­არ­თ­ლებს

და ასე შემ­დეგ; და ბრძა­ნე­ბებს კბი­ლებ­ში სცრი­და,

არც მო­დას­ტუ­რე სჭირ­დე­ბო­და, არც მო­კა­მა­თე.

ჯა­რი და­იძ­რა, სუ­ლერ­თია, რა­საც და­მარ­თებს

მას ეს ბრძა­ნე­ბა, მთა­ვა­რია, მორ­ჩი­ლად მიყ­ვეს;

წა­მოშ­ლილ მტვერ­ში ად­ვი­ლია, ბრმად ენ­დო სიტყ­ვებს.


ის ტვიფ­რავს, ქა­ლი ელ­ის

მსხვერ­პ­ლად შე­სა­წირ ნა­ხირს,

თეთ­რი ვარ­დე­ბით მორ­თულს,

რო­გორ მი­დე­ნის ხალ­ხი,

მაგ­რამ ელ­ვა­რე ფარ­ზე

ის სა­კუთ­რ­ხევ­ლის ნაც­ვ­ლად

სულ სხვა სუ­რა­თებს ხე­დავს,

ხე­დავს ცეცხ­ლ­სა და ნა­ცარს.


მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბით მო­ე­რა­გათ მი­და­მო, იქ კი

დაღ­ლილ მსა­ჯუ­ლებს მო­რე­ო­დათ უკ­ვე მთქნა­რე­ბა,

ცხე­ლი დღე იყო და გუ­შა­გებს სდი­ო­დათ ხვით­ქი,

აქ­ეთ ბრბო იდ­გა, შეყ­რი­ლი­ყო აუარ­ე­ბა

მოც­ლი­ლი ხალ­ხი, და­ნატ­რუ­ლი დრო­ის ტა­რე­ბას;

ბო­ლოს ის სა­მიც გა­უ­ყე­ნეს მტვრი­ან აღ­მარ­თებს,

მე­რე კი ჯვრე­ბი მა­თი­ა­ნად ცის­კენ აღ­მარ­თეს.


ძი­ლიც, დი­დე­ბაც, რაც სამ­ყა­როს ამ­კობს და შვე­ნის,

რაც ძვირ­ფა­სია და არ­ას­დ­როს ეცვ­ლე­ბა ფა­სი,

სხვის ხელ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი, იმ სამს კი შვე­ლის

ვერ ექ­ნე­ბო­და იმ­ე­დი და, მი­თუფ­რო, შან­სი.

ბრბო ით­რო­ბო­და მა­თი ტან­ჯ­ვით, არ ქონ­და აზ­რი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:39 pm

wina postis gaggrdzeleba

ში­შის და­ფარ­ვას, სი­ა­მა­ყეს, აღ­არც მორ­ცხ­ვო­ბას,

და ისე მოკ­ვ­დ­ნენ, მა­თი ხორ­ცი ჯე­რაც ცოცხ­ლობ­და.


ის ტვიფ­რავს, ქა­ლი ელ­ის

ან ათ­ლე­ტე­ბის შე­ჯიბრს,

ან მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლებს,

წრე­ში ცეცხ­ლი­ვით შეჭ­რილთ,

ელ­ის ვნე­ბი­ან როკ­ვას,

მაგ­რამ ელ­ვა­რე ფარ­ზე

ტვიფ­რავს ოს­ტა­ტის ხე­ლი

ხა­ზებს, ეკ­ლო­ვან ხა­ზებს.


ეს აგზ­ნე­ბუ­ლი მო­ზარ­დია, ქვას იღ­ებს, ესვ­რის

გაფ­რე­ნილ ჩიტს და გზას გა­ნაგ­რ­ძობს. სულ მა­ლე მო­რიგ

მსხვერ­პ­ლ­საც და­ლან­დავს. ის დი­დია, მას უკ­ვე ეს­მის,

რომ ქალ­ზე უნ­და იძ­ა­ლა­დო, იც­ის, რომ ორი

ად­ვი­ლად მოკ­ლავს ერთს - მე­სა­მეს. არ სჯე­რა ჭო­რის,

თით­ქოს ამქ­ვეყ­ნად ვი­ღაც მარ­თ­ლა იც­ავს პი­რო­ბებს

ან თით­ქოს ვინ­მე შე­იძ­ლე­ბა სხვის­თ­ვის ტი­რო­დეს.


და მე­სა­ჭურ­ჭ­ლე ღმერ­თი,

ჰე­ფეს­ტო, დგე­ბა გან­ზე,

ქა­ლი კი კი­ვის, მი­სი

შვი­ლის­თ­ვის ნა­ჭედ ფარ­ზე

ამ­ო­უტ­ვიფ­რავს ღმერ­თ­კაცს

გმი­რი, რო­მე­ლიც კვდე­ბა,

ქა­ლი უმ­ზერს და ტი­რის,

აქ­ი­ლევ­სია, ხვდე­ბა.


















ეპ­ი­ტა­ფია ტი­რანს





სრულ­ყო­ფი­ლე­ბა იყო მი­სი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი; იყვ­ნენ

მი­სი ლექ­სე­ბი იმ­დე­ნად­ვე გა­სა­გებ­ნი, რო­გორც მდო­რე­ნი.

კარ­გად იც­ნობ­და ყო­ველ­გ­ვა­რი ყა­ი­დის ბრიყ­ვებს

და თა­ვის ხელ­ში მო­ექ­ცია სა­და­ვე­ნი ფლო­ტის, მხედ­რო­ბის.

თუ იც­ი­ნო­და, მას­თან ერ­თად იც­ი­ნოდ­ნენ გა­მაძღა­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი.

თუ­კი ტი­რო­და, ივ­სე­ბოდ­ნენ ქა­ლა­ქე­ბი ჩვილ­თა ცხედ­რე­ბით.








უილ­ი­ამ ბათ­ლერ იეიტ­სის მო­სა­გო­ნა­რი





მოკ­ვ­და იან­ვარ­ში, 1939


I

ის მკვდარ ზამ­თარ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.

მო­ყი­ნუ­ლი არ­ხე­ბი და სა­ნა­ხევ­როდ ცა­რი­ე­ლი აერ­ო­პორ­ტი,

თო­ვა­ში ფორ­მა­და­კარ­გუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბი,

ვერ­ცხ­ლის­წყა­ლი, მო­მაკ­ვ­და­ვი დღის ხა­ხა­ში და­გუ­ბე­ბუ­ლი.

ყვე­ლა და­ნად­გა­რი, თუ­კი რამ არ­სე­ბობს, ერთხ­მად ამტ­კი­ცებ­და,

რომ დღე, რო­ცა ის მი­იც­ვა­ლა, იყო ბნე­ლი, და იყო ცი­ვი.


შორს მი­სი სამ­კ­ვ­დ­რო სა­რეც­ლი­დან

მა­რად­მ­წ­ვა­ნე ტყის სიღ­რ­მე­ში მირ­ბოდ­ნენ მგლე­ბი,

სოფ­ლის მდი­ნა­რე და­ებ­ნია ახ­ალ­მო­დურ ხიდ­სა და ჯე­ბირს,

მტი­რა­ლი ხმე­ბი

პო­ე­ტის სიკ­ვ­დილს უმ­ა­ლავ­დ­ნენ მი­სი­ვე ლექ­სებს.


მის­თ­ვის კი იდ­გა თა­ვის­თა­ვის ბო­ლო შუ­ად­ღე,

სა­ნიტ­რე­ბი­სა და ფუს­ფუ­სის შუ­ად­ღე;

შეთ­ქ­მუ­ლე­ბა მზად­დე­ბო­და მი­სი ტა­ნის გა­ნა­პი­რა პრო­ვინ­ცი­ებ­ში,

მი­სი გო­ნე­ბის მო­ედ­ნე­ბი და­ცა­რი­ელ­დ­ნენ,

სა­ეჭ­ვოდ სდუმ­დ­ნენ არ­ტე­რი­ე­ბი,

გრძნო­ბის რუ­ე­ბი დამ­შ­რა­ლიყ­ვ­ნენ; ის გარ­და­ი­სა­ხა თა­ვის მკითხ­ვე­ლებ­ში.


ის გა­ნი­ფი­ნა ათ­ა­სო­ბით ქა­ლაქ­თა თავ­ზე,

მი­ცე­მუ­ლი უც­ხო შეგ­რ­ძ­ნე­ბებს,

ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­ძე­ბა­რი უც­ხო სივ­რ­ცე­ში,

უც­ხო სინ­დი­სის კა­ნო­ნე­ბით რა­თა ეზ­ღო ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი.

ხო­ლო სიტყ­ვე­ბი, მკვდრის სიტყ­ვე­ბი,

თავს აფ­ა­რებ­დ­ნენ ცოცხ­ლე­ბის გუ­ლებს.


და რო­მე­ლი­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მო­ზუ­ზუ­ნე ხვა­ლინ­დელ დღე­ში,

სა­დაც ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი­ვით ირ­ე­ვი­ან ბრო­კე­რე­ბი ბირ­ჟის ჰო­ლებ­ში,

ღა­რი­ბე­ბი კი, თუ­კი რა­მით სულ­დ­გ­მუ­ლო­ბენ, ის­ევ ტან­ჯ­ვე­ბით,

და, თა­ვის­თა­ვის გა­ლი­ა­ში მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი, ყვე­ლა ტკბე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით,

მო­ი­ძებ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ათ­ა­სი გუ­ლი,

რო­მე­ლიც იმ დღეს არ და­ი­ვიწყებს,

ვერ ივ­იწყე­ბენ რო­გორც დღე­ებს, რო­ცა რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო აქვთ ჩა­დე­ნი­ლი.

ყვე­ლა და­ნად­გა­რი, თუ­კი რამ არ­სე­ბობს, ერთხ­მად ამტ­კი­ცებ­და,

რომ დღე, რო­ცა ის მი­იც­ვა­ლა, იყო ბნე­ლი, და იყო ცი­ვი.


II

სუ­ლე­ლი იყ­ა­ვი, ჩვენ­სა­ვით სუ­ლე­ლი, მაგ­რამ შენ­მა ნიჭ­მა გა­უძ­ლო

ფი­ზი­კურ ხრწნას და ფუ­ლი­ა­ნი ქა­ლე­ბის ოხვ­რას,

შენც გა­გიძ­ლო და გა­დაგ­ლა­ხა. შენ შეშ­ლილ­მა ირ­ლან­დი­ამ გატ­კი­ნა ლექ­სი,

რო­მე­ლიც ახ­ლაც შეშ­ლი­ლია, თვი­თო­ნაც და მი­სი ამ­ინ­დიც,

პო­ე­ზი­ით არ­ა­ფე­რი არ იცვ­ლე­ბა, ის მხო­ლოდ ცოცხ­ლობს

თქმა­დი სიტყ­ვე­ბის ტრა­მა­ლებ­ში, ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი

მას­თან საქ­მეს არ და­ი­ჭერს; სამ­ხ­რე­თის­კენ მი­ცო­ცავს იგი

გან­მარ­ტო­ე­ბის სევ­დი­ა­ნი ქო­ხე­ბი­დან, საქ­მი­ა­ნი ტკი­ვი­ლე­ბი­დან,

იპყ­რობს ქა­ლა­ქებს, სა­დაც გვწამს და სა­დაც ვკვდე­ბით; ჩვენც გა­დაგ­ვ­ლა­ხავს,

თვი­თონ იქ­ნე­ბა ამ­ბა­ვიც და ამ ამ­ბის მთქმე­ლიც.


III

ძვირ­ფა­სი სტუ­მა­რი მი­ი­ღე, მი­წავ,

უილ­ი­ამ იეიტ­სი, დაღ­ლი­ლი, მიწ­ვა

გან­სას­ვე­ნებ­ლად. ლექ­სის­გან დაც­ლი­ლი

მიწ­ვა ირ­ლან­დი­ის ჭურ­ჭე­ლი; აძ­ი­ნე.


ჟა­მი კი, რო­მელ­საც ყო­ველ­თ­ვის სძულ­და

ძა­ლა და სიმ­ტ­კი­ცე უმ­ან­კო სულ­თა,

რო­მე­ლიც მშვი­დად და გულ­გ­რი­ლად გახ­რ­წ­ნის

უზ­ა­დო სხე­უ­ლის თი­თე­ულ ნა­წილს,


ეთ­აყ­ვა­ნე­ბა ერ­თა­დერთს - ენ­ას,

რო­გორ­ღაც ძა­ლუძს იმ­ა­თი თმე­ნაც,

რომ­ლე­ბიც ენ­ას ღა­მეს უთ­ე­ვენ,

მათ ნე­ბის­მი­ერ ცოდ­ვას უტ­ე­ვებს


და კი არ დას­ჯის, გა­უწ­ვ­დის გვირ­გ­ვინს.

ჟა­მი შე­უნ­დობს რე­დი­არდ კიპ­ლინგს.

მხო­ლოდ იმ­ი­ტომ შე­უნ­დობს კლო­დელს,

რომ იგი სხვებ­ზე სარ­წ­მუ­ნოდ გო­დებს.


ახ­ლა ევ­რო­პის წყვდი­ად ღა­მე­ში

ის­მის ერ­თურ­თის ხორ­ც­ზე და­გე­შილ

ძაღ­ლე­ბის ყე­ფა. ყო­ვე­ლი ერი

სი­ძულ­ვილს თესს და იგ­ი­ვეს ელ­ის.


ყო­ვე­ლი სა­ხე - სირ­ცხ­ვი­ლის დამ­ღით,

რამ­დე­ნიც ტვი­ნი, იმ­დე­ნი ნაღ­მი,

გამ­შ­რა­ლი ცრემ­ლის იმ­დე­ნი კვა­ლი,

ან გა­ყი­ნუ­ლის, რამ­დე­ნიც თვა­ლი.


შენ კი, პო­ე­ტო, უმ­ღე­რე დი­ადს,

თუნ­დაც ფსკე­რამ­დე ჩას­დიო წყვდი­ადს,

მა­ინც უმ­ღე­რე! შე­ნი თავ­ხე­დი

ხმით გვა­ნუ­გე­შე: კმა­რა, გამ­ხ­ნევ­დით.


ისე უმ­ღე­რე ტკი­ვი­ლებს ჩვენ­სას,

რომ შეგ­ვი­ცო­დოს კაც­მაც და ლექ­ს­მაც,

ჩვე­ნი პა­ტა­რა ტან­ჯ­ვა გა­ზარ­დე

და აამ­აღ­ლე მწი­ფე ვა­ზამ­დე.


დაე, ამ­ოს­კ­დეს ხრი­ოკ გუ­ლებ­ში

მკურ­ნა­ლი წყა­ლი, რო­გორც ნუ­გე­ში,

და დრო­ის ვიწ­რო დი­ლეგ­ში ნაგ­ვემთ

გვას­წავ­ლე ქე­ბა, გჯე­რო­დეს, ვა­ქებთ
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 1:46 am

მარკ სტრენდი


ამბავი ჩვენი ცხოცრებისა

1
ჩვენ ვკითხულობთ ამბავს ჩვენი ცხოვრებისა,
მოქმედება ხდება ოთახში.
ოთახი დაჰყურებს ქუჩას.
იქ არავინაა.
არაფერი გამოსცემს ხმას.
ხეებს ამძიმებენ ფოთლები.
გაჩერებული მანქანები არ იძვრიან.
ჩვენ კითხვას განვაგრძობთ რაღაცის იმედით,
რაღაც წყალობის ან ცვლილების,
იქნებ სტრიქონმა ერთმანეთთან დაგვაახლოვოს
ან დაგვაშოროს.
ზოგჯერ გვეჩვენება,
რომ წიგნი ჩვენი ცხოვრებისა ცარიელია.
ავეჯს არასდროს ვუნაცვლებთ ადგილს.
ნოხები მუდამ მუქდებიან,
როცა კვეთენ ჩვენი ჩრდილები.
ოთახი თითქოს სამყაროა.
ჩვენ დივანზე გვერდიგვერდ ვსხედვართ
და ვკითხულობთ, რომ დივანზე გვერდიგვერდ ვსხედვართ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბრწყინვალეა.
ეს ბრწყინვალეა.

2
ჩვენ ვკითხულობთ ამბავს ჩვენი ცხოვრებისა.
თითქოს ვცხოვრობდეთ, რასაც ვკითხულობთ.
თითქოს ვწერდეთ, რასაც ვცხოვრობთ.
ყველაფერი მეორდება ისევ და ისევ.
მორიგი თავი მიილია,
წიგნს ვხურავ და უკან ვიხრები,
წიგნი კი ამბობს, უკვე უჩემოდ,
რომ მე მას ვხურავ.
მე ვიწყებ წერას წიგნის შესახებ.
მე ვწერ, რომ მინდა წიგნიდან გასვლა.
გასვლა ჩემი ცხოვრებიდან სხვა ცხოვრებაში.
მერე ვდებ კალამს.
წიგნი კი ამბობს: “ის დებს კალამს
და ქალს უყურებს, ქალი კითხულობს
ამბავს თავისი საიდუმლო სიყვარულის, ბოლო სიყვარულის”.
წიგნი ზუსტია, ბევრად ზუსტი, ვიდრე გვგონია.
უკან ვიხრები და გიყურებ, შენ კი კითხულობ
ერთერთ თავს უცნობ მამაკაცზე,
რომელიც ცხოვრობს ქუჩის გადაღმა.
იქ სახლი აშენდა.
მერე ამ სახლიდან კაცი გამოვიდა.
შენ ის შეგიყვარდა,
რადგან იცოდი, რომ არასდროს გესტუმრებოდა,
ვერასოდეს გაიგებდა, რომ ელოდები,
რადგან თვითონაც რამდენიმე ღამის შემდეგ მიხვდებოდი,
რომ ალბათ ისიც ჩემნაირია.
უკან ვიხრები და გიყურებ, როგორ ბერდები ჩემს გარეშე,
როგორ გეღვრება მზის სხივები შევერცხლილ თმაზე.
ნოხები, ავეჯი, ყველაფერი მოჩვენებითია.
“ქალი ისევ განაგრძობს კითხვას.
თითქოს ვერ ამჩნევს, რომ კაცი გაქრა.
ვერ ამჩნევს, როგორც ვერ ამჩნევენ
ამინდის ცვლილებას,
თუ ამ ცვლილებამ განწყობაზე არ იმოქმედა”.
შენი თვალები ვიწროვდება.
რაღაც გიბიძგებს, დახურო წიგნი.
დახურო მაშინ, როცა თხრობა ჩემზე გადმოდის
და აღწერს, როგორ წარმოვიდგინე,
უკან გადახრილმა, ცხოვრება უშენოდ,
სხვა ცხოვრებაში, სხვა წიგნში გადასვლა
ჩემი წიგნიდან, ჩემი ცხოვრებიდან.
ის აღწერს, როგორ გიმორჩილებენ
წამიერი აგზნებები,
როგორ გაშინებენ უეცარი მიხვედრები
იმის, თუ რატომ აღეგზენი.
წიგნი იმაზე მეტს მოგვითხრობს, ვიდრე საჭიროა.
მას უნდა ჩვენი დაშორება.

3
გამეღვიძა დილით და მივხვდი:
თუ რამე დარჩა ჩვენი ცხოვრებიდან,
მხოლოდ ამბავი ჩვენი ცხოვრებისა.
შენ არ დამეთანხმე, მე კი მიგითითე
სტრიქონი, რომლის თანახმადაც არ დამეთანხმე.
როცა ძილი შეიბრუნე,
მე განვაგრძე ბუნდოვანი თავების კითხვა
(შენ ასეთებს, როგორც წესი, ყოველთვის ტოვებ,
რადგან წინათგრძნობ დაწერამდე
და ვიდრე წიგნის შემადგენელ ნაწილებად იქცევიან –
კარგავ ინტერესს).
ერთერთი თავი აღწერს კაცის ღამეულ ოთახს,
მთვარის შუქის ცივ ქსოვილში გამოკრულ ავეჯს.
კაცს ესიზმრება შიშველი ქალი,
რომელიც ბაღში ელოდება,
რომელსაც სჯერა, რომ სიყვარულს უნდა ემსხვერპლოს.
იმავე თავში ქალი კვდება.
ისე კვდება, არსადაა ნახსენები მისი სახელი.
შესაბამისად, მე ვერ გეტყვი, რომ ქალი შენ ხარ
და ამისთვის ვერასდროს დაგსჯი.
მოგვიანებით ჩვენ შევიტყობთ,
თუ სად ცხოვრობს მძინარე კაცი.
მძინარე კაცი ცხოვრობს სახლში ქუჩის გადაღმა.
ვიდრე გეძინა,
მე დავიწყე დიდი ხნის წინ წაკითხული გვერდების ფურცლვა.
ეს იგივეა, დაგესიზმროს შენი ბავშვობა.
რამდენი რამე დაკარგულა.
რამდენი რამე არ დაკარგულა.
მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
წიგნი განაგრძობს: “მან არ იცის, როგორ იცხოვროს
და ასეთ წუთებში ეს წიგნი მისია,
მას თავზე ადგას მწუხარების მძიმე გვირგვინი,
მისი შინა და გარე სამყარო
ერთმანეთში ვერ თანხმდებიან
და ის თავს გრძნობს უბედურად
თავის სამეფოში”.

4
ვიდრე გეძინა,
წავიკითხე მორიგი თავი,
რომელიც აღწერს შენს გაპარვას –
შენ გძინავს ჩემსკენ ზურგშექცევით
და ძილში უკან მიუყვები შენს ცხოვრებას
წარსულისკენ, სადაც მე არ ვარ.
მე ამიტანა საკუთარმა სიმარტოვემ
და ჩავთვალე, რომ ეს ფრაგმენტი
ჩვენი წიგნის უსუსტესი ფრაგმენტია,
სულელური, დაუხვეწავი.
მისი გადმოცემა შეუძლებელია.
“მას უნდოდა ენახა ქალი – შიშველი და უსუსური,
საცოდავად მობუზული აშმორებულ სანაგვეზე
ძველი სიზმრების, ძველი ნიღბების”.
მიჭირდა კითხვის გაგრძელება.
დავიღალე ამდენი კითხვით.
წიგნი მიმიხვდა
და მაშინვე მიმანიშნა,
და მორიგი აბზაციდან თემა იცვლება.
მე ველოდი შენს გაღვიძებას.
შეიძლება, დიდხანს ველოდი.
შეიძლება, შევწყვიტე კითხვა.
გარეთ ქარმა დაუბერა.
მისი ხმა ჰგავდა უჩვეულოდ გაწელილ ოხვრას.
შემდეგ შემომესმა ფოთლების შრიალი.
ეს ყველაფერი ხდებოდა გარეთ –
ფანჯრის მიღმა იდგნენ ხეები.
ეს ყველაფერი, შესაძლოა, ხდებოდა წიგნშიც.
ის ფოთლები შრიალებდნენ, როგორც ჩანს, წიგნშიც.
მე გადმოგხედე შენ, მძინარეს, და წავიკითხე
ორი თვალი, ცხვირი, ტუჩები...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 1:49 am

wina postis gagardzeleba
5
რომ ყოფილიყო სრულყოფილი სტრიქონი წიგნში.
რომ შეგვძლებოდა მასში ცხოვრება.
რომ ვიყოთ წიგნში, თოთქოს არ ვიყოთ.
თითქოს არც კი დაგვეწეროს, და ვიყოთ წიგნში.
მაგრამ ღამდება მორიგი გვერდი,
ყოველი გვერდი დანომრილია
და ვიწროა საძრომები სტრიქონებს შორის.
და შემდეგი გვერდი თენდება;
და წინადღით წაკითხული ცუდი ამბავი,
როგორც წყვდიადში ანთებული ასანთის ღერი,
მოძრაობს ტვინში.
რომ შეგვრჩენოდა რამის იმედი.
რომ შეგვძლებოდა კითხვის შეწყვეტა.
“მას არ უნდოდა კითხვის შეწყვეტა,
მას არ უნდოდა სხვა წიგნის კითხვა,
ქალი კი ქუჩას დაჰყურებდა:
მანქანები ისევ იდგნენ ხეების ჩრდილში,
ქუჩის გადაღმა, ხეებს შორის, მოჩანდა სახლი
და ამ სახლში ცხოვრობდა კაცი,
კაცი, რომელიც შეუყვარდა,
რომელიც ალბათ სხვა წიგნს კითხულობს.
ქალმა თვალები დახუჭა და წარმოიდგინა
მისი ოთახი, ცივი ღუმელი;
მაგიდასთან იჯდა კაცი და წერდა წერილს
ქალს, რომელიც უკვე მკვდარია,
რომელიც მსხვერპლად შეეწირა თავის სიყვარულს”.
რომ ყოფილიყო სრულყოფილი სტრიქონი წიგნში,
ეს იქნებოდა ბოლო სტრიქონი.
წიგნი არასდროს ასახელებს სიყვარულის გამომწვევ მიზეზს.
როგორც ეტყობა, მას ხელს აძლევს ბუნდოვანება.
წიგნი არასდროს არაფერს გვიხსნის.
ის მხოლოდ ბრალს გვდებს.

6
ცხოვრება გრძელდება.
ვიზეპირებთ, რაც გვაგონდება.
ვიხედებით შორ სარკეში ოთახის ბოლოს.
არ შეგვიძლია სიმარტოვე.
წიგნი გრძელდება.
“ისინი სდუმდნენ, არ იცოდნენ, როგორ დაეწყოთ
ასე საჭირო საუბარი.
სწორედ სიტყვებმა გააჩინეს პირველი ბზარი,
მათ მოიტანეს სიმარტოვე.
ამიტომაც არ ჩქარობდნენ,
მხოლოდ კითხვას განაგრძობდნენ ჩუმი იმედით –
იქნებ თავისით მომხდარიყო რაიმე წიგნში.
იქნებ თავისით შეცვლილიყო მათი ცხოვრება:
შეცდომები მიტევებოდათ, რადგან ვერ მტკიცდება.
ტკივილები შეშვებოდათ, რადგან არცერთი იყო ნამდვილი.
მათ არაფერი გააკეთეს”.

7
ჩვენი წიგნი განწირულია,
ჩვენ ვართ ცოცხალი დასტური ამის.
გარეთ ბნელა, ოთახში უფრო.
მე კარგად მესმის შენი სუნთქვა.
შენ მეკითხები, ხომ არ დავიღალე.
დავიღალე თუ შემიძლია განვაგრძო კითხვა.
დიახ, დავიღალე.
დიახ, შემიძლია განვაგრძო კითხვა.
დიახ, გპასუხობ ყველა კითხვაზე,
მაგრამ არ გესმის.
“ისინი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ.
ისინი იყვნენ უხეირო ორეულები,
მოდუნებული ფანტომები
იმის, რაც იყვნენ.
ისინი ჩანდნენ დაღლილები..
ისინი კითხვას განაგრძობდნენ,
დამფრთხალები საკუთარი უბიწოებით
და იმითიც, რომ არ სურდათ კითხვის შეწყვეტა.
ისინი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ.
ისინი მზად იყვნენ მიეღოთ სიმართლე.
ისინი მზად იყვნენ მიეღოთ ყველაფერი, სულერთი იყო, რა.
წიგნი უნდა დაწერილიყო,
წიგნი უნდა წაკითხულიყო.
ისინი იყვნენ მხოლოდ წიგნი
და არაფერი სხვა”.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 1:50 am

სამი სონეტი

1.

წვიმს. სოფლის გზაზე მიაბიჯებს პატარა ბიჭი.
ჯერ ბევრი გუბე უნდა გატოპოს,
ვიდრე მიაღწევს გზაგასაყარს. პატარა ბიჭი
თავსხმა წვიმაში მოთმინებით უცდის ავტობუსს.
და მიირწევა ავტობუსი ძალიან ნელა.
პატარა ბიჭი ადგილს იკავებს
და ხუჭავს თვალებს, ხოლო ნიკაპი
ძლივსშესამჩნევად უკანკალებს. გაერეთ კი- ელავს.

გზამშვიდობისა მეგობარო, მოჰკივის რაღაც,
რაც მას ეკუთვნის, მაგრამ აწი ვერასდროს ნახავს.
აწვიმს საფლავებს, აწვიმს სახლებს, უკან დარჩენილთ.

მერე ქალაქი, უცხო ქუჩა, ღამის ფარანი.
და მისამართი, სველ ქაღალდზე ძლივგასარჩევი.
და ძვლივს ნაპოვნი სახლის კარი. სახლში - არავინ.

2.
იქეთ - ქალაქი, რომელიც შენთვის არ დაიშურებს ჭერს და მეგობარს,
ერთ სუფთა ფურცელს და ერთ ფანჯარას, ერთი ყვავილით ფანჯრის შემკობას,
ერთ შეყვარებულს და ერთ გზაშარას, რომელიც მიდის - სადღაც- დედამდე,
და ერთ დერეფანს, რათა ირბინო კაბინეტიდან კაბინეტამდე.
აქეთ კი იქცა მთელი ცხოვრება ერთ უსაშველო გამოღვიძებად,
როცა არ გინდა თვალის გახელა, როცა სახეზე საბანს იფარებ,
როცა ჰაერი თითქმის არ იძვრის, ჭერზე კი ჭაღი მაინც ირწევა,
როცა სიცხეა, როცა სუნია და დგას მაგიდა ნაქეიფარი,
და ხედავ ჭიქებს, პურის ნამცეცებს, და სიგარეტის შმორიან ნამწვებს,
და ფირსაკრავი, ჯერაც ჩართული, ნემსის გარეშე უაზროდ არწევს
საწყალ ფირფიტას, ჩამომღერებულს,
როგორც გარწევდა სველს და მობუზულს
სოფლის შარაზე თავსხმა წვიმაში, რყევა- ყანყალი იმ ავტობუსის,
რომელმაც, როგორც ნემსმა ფირფიტა, ჩაგამღერა და, როცა გათავდი,
ჩამოგსვა სადღაც, უცხო ქალაქში, რომელსაც ფიქრით უკვე ხატავდი.


3.
მეზობლის ხვრინვით ძილგამტყდარი, ნერვებდაჭმული,
წევს ახლა ჩემი მეგობარი თავის ოთახში;
შუბლი უსკდება, მოთმინებას ძლივს ინარჩუნებს,
რომ არ გაეჭრას, თავის ხელით რომ არ მოახრჩოს.

წევას ახლა ჩემი მეგობარი თავის კუპეში
და არც ადარდებს, ვის აკლდება წასვლით, ვის არა;
პირიქით, ნანაობს, რომ გვერდები არ დაუბეჟა
ყველას, ვინც მისი გაცილება არ დაიზარა.

წევს ახლა ჩემი მეგობარი უგონოდ მთვრალი
(და შესაძლოა, მხოლოდ სასმელს დაედოს ბრალი,
რომ არც ადარდებს, წარსულიდან ადრე ვინ წაშლის
ან ვინ იტირებს ლოყების კაწვრით).
წევს ახლა ჩემი მეგობარი თავის მიწაში,
გზაგასაყართან, სოფლის ბოლოს; სოფელს - კი აწვიმს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:11 am

რაინერ მარია რილკე

გარეუბანში

ზემოთ მოხუცმა ქალმა, ამოახველა ხრინწი
და განუტევა სული. ვინ იყო იგი? მან ხომ
ქვეყნად დაცინვის მეტი სხვა ვერაფერი ნახა,
მისი სახელიც, ალბათ, ზუსტად არავინ იცის.

მორყეული და ძველი, შავი ეტლი დგას გარეთ;
მდაბიოების ხროვამ გამოასვენა გვამი;
არ გაუვლიათ მეტრიც - და უკვე ეტლში დგამენ
მის უღარიბეს კუბოს. და იხურება კარი.

იქნევს მეეტლე მათრახს და ჩამომხმარი ცხენი
სასაფლაოსკენ მიდის, ისე მსუბუქად, ვითომც
მთელი სიცოცხლის ნაცვლად, თავის ტანჯვით და ლხენით,
ეტლის ძარაზე მხოლოდ მკვდარი სიზმარი იდოს.

თარგმანი ზ. რატიანისა
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:12 am

ჩესლავ მილოში


ევროპის პირმშო


1
ჩვენ, ვისი ფილტვებიც ისრუტავენ დილის სინედლეს,
ვისი თვალებიც მოხიბლულან გაფოთლილი ტოტით მაისში,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც უკვე მოკლეს.

ჩვენ, ვინც პირველნი ვაგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს ახალ მიღწევებს,
ვინც ალერსის წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვერკვევით,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც წევს მიწაში.

ხანძარში ხოხვისგან, მავთულხლართებისგან,
რომელთა მიღმა ზუზუნებდნენ მარადიული შემოდგომის ცივი ტყვიები,
ჩვენ გვიხსნა მოხერხებულობამ და ცხოვრების სწორად გაგებამ.

სხვებს წილად ერგო დაცხრილული სამალავები
და ჩვენი მკაცრი მოწოდებები – არ დაეთმოთ არცერთი გოჯი,
ჩვენ გვერგო ფიქრი, რომ არაფერს არა აქვს აზრი.

თუ არჩევანი მერყეობდა ორ სიკვდილს შორის
და მათგან ერთი – ჩვენი იყო, მეორე კი – ჩვენი მეგობრის,
ჩვენ ვირჩევდით უკანასკნელს, და ვფიქრობდით: ოღონდაც სწრაფად.

ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ვრაზავდით გაზის კამერებს,
პურს ვიპარავდით და ძალიან კარგად გვესმოდა,
რომ ხვალ იქნება კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე დღეს არის.

და როგორც მუდამ უხდებოდათ ადამიანებს,
ჩვენ შევიცანით სიკეთეც და ბოროტებაც; არაფერია
ქვეყნად ბადალი ჩვენი ბილწი გამჭრიახობის.

და ვცნობთ დადასტურებულად, რომ მართლაც ვჯობდით
აღტკინებულებს, უსუსურებს, გულუბრყვილოებს,
რადგან, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს სიცოცხლის ფასი.

2
ევროპის პირმშოვ, დააფასე ეს მწარე ცოდნა,
მემკვიდრეობით მიღებული გოთიკური ნაგებობები,
ეკლესიები ბაროკოს სტილში, ენისჩლექით მოლუღლუღე მწუხარება
სინაგოგების, დეკარტის შრომები,
სპინოზა და ხმამაღალი სიტყვა ღირსება.
გამოცდილება დააფასე, შეძენილი შიშის ხანაში.
სხარტად იჭერდეს პრაქტიკული გონება შენი
წუნს და სარგებელს ყოველი საგნის.
დახვეწილობა და სკეპსისი, აი, რაა გარანტია სიამოვნების,
რაც პრიმიტიულ სულებს არ ესმით.

შენ, აღწერილი გონებრივი წყობის პატრონი,
მთელი სიღრმით შეაფასებ ქვემოთქმული რჩევის სიზუსტეს:
დილის სინედლით ამოივსე ორივე ფილტვი.

ზოგ მკაცრ, მაგრამ ბრძნულ პირობას აქვე დავურთავთ:

3
არავითარი საუბრები ძალის ტრიუმფზე.
დღეს ზეიმობს, ეს შეიგნე, სამართლიანობა.

ძალა საერთოდ არ ახსენო, რომ არ დაგბრალდეს
საიდუმლო მომხრეობა მცდარი მოძღვრების.

ძალაუფლებას ვინც ფლობს ახლა, ფლობს მას მხოლოდ ისტორიული
ლოგიკის ძალით. სხვას არაფერს არ სცე პატივი.

ხელმა აყალბოს შედეგები, იქადაგოს მოძღვრება ბაგემ,
მთავარია, ერთმანეთის არა ესმოდეთ.

ისწავლე ხანძრის წინათგრძნობა წამის სიზუსტით,
მერე კი დაწვი შენი სახლი, რომ გამართლდეს, რასაც ამბობდი.

4
გამოზარდე სიცრუის ხე, ოღონდ მხოლოდ სიმართლის თესლით.
პატივი არ სცე მატყუარას, სინამდვილე თუ ეზიზღება.

სიცრუე უფრო ლოგიკური უნდა იყოს, ვიდრე არის სინამდვილე. გადაქანცული
მგზავრი ჩამოჯდეს, დაე, მის ჩრდილში.

დღე სიცრუეს მიუძღვენი, საღამოს კი ვიწრო წრეში იმხიარულე,
გაიხსენე, როგორ იყო სინამდვილეში.

ჩვენ ვართ უკანასკნელები, ვის სიცრუესაც ჯერაც შერჩა ნიშანწყალი
სასოწარკვეთის, და ვისი ცინიზმიც სიცილის წყაროა.

არადა უკვე წამოზრდილა სხვა თაობა, გაცილებით სერიოზული
და ჩვენი სიტყვების პირდაპირ გამგები.

5
სიტყვა ნიშნავდეს არა იმას, რასაც ნიშნავს, არამედ საზომს –
რამდენად არის შენი სისხლი გაფუჭებული.

ორაზროვნება იყოს შენი იარაღი. ყოველი სიტყვა
ენციკლოპედიის წიაღში ჩაუშვი.

არ ენდო სიტყვას, ვიდრე ცნობა არ მოგივა კართოტეკიდან
მისი წარსულის დეტალური აღწერილობით.

მსხვერპლად გაიღე გონების ხმა ველური ჟინის სასარგებლოდ,
რადგან პირველი ისტორიის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.

6
ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.

7
ვინც ისტორიულ მაგალითებს იშველიებს, იშვიათად აწყვეტინებენ.
მკვდრენი აღარ აღსდგებიან, რათა უარყონ.

შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.
დუმილი – მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.

ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.
შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს.

გულმოცემულმა მკვდართა ზედა მოხვეჭილი ძალაუფლებით
დახვეწე წარსული – სახედ და ხატად შენად.

8
სიცილი, ერთდროს სიმართლის ექო,
დღეს ხალხის მტრების იარაღია.

დასრულებულად გამოცხადდეს სატირის ერა.
კმარა მოხუცებულ ტირანზე ქირქილი.

როგორც მართალი საქმისათვის მებრძოლები, ჩვენ ვართ პირქუშნი.
დღეიდან მხოლოდ საქმიანი იუმორის ნება გვეძლევა.

მიზანსწრაფულნი, მოკუმული ბაგეებით, დიდი სიფრთხილით
შევაბიჯებთ მოცეკვავე ცეცხლის ხანაში.

თარგმანი ზვიად რატიანის
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:14 am

ძალა (დერეკ უოლკოტი)

არ მობეზრდება ცხოვრებას ბასრი ბალახების მიწაში ჩასობა.

აღტაცებული ვარ მსგავსი ძალადობით –
სიყვარული მყარია. მშვენიერია

დაუნდობლობა, რომლითაც ერთმანეთს უმასპინძლდებიან
ურო და გრდემლი. მათ კარგად ესმით
ერთმანეთის.

მე შემიძლია გავამართლო ბუნებრივობა
მსხვერპლისაკენ გაქცეული ლომისა და გაშეშებული ფურირემის,
გავამართლო შიში მის თვალებში.

მაგრამ ვერასდროს გავუგებ არსებას,
რომელიც ცდილობს ისე წეროს ამ ყველაფერზე,
თითქოს თვითონ ყოფილიყოს სამყაროს ღერძი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:15 am

ძალა (დერეკ უოლკოტი)

არ მობეზრდება ცხოვრებას ბასრი ბალახების მიწაში ჩასობა.

აღტაცებული ვარ მსგავსი ძალადობით –
სიყვარული მყარია. მშვენიერია

დაუნდობლობა, რომლითაც ერთმანეთს უმასპინძლდებიან
ურო და გრდემლი. მათ კარგად ესმით
ერთმანეთის.

მე შემიძლია გავამართლო ბუნებრივობა
მსხვერპლისაკენ გაქცეული ლომისა და გაშეშებული ფურირემის,
გავამართლო შიში მის თვალებში.

მაგრამ ვერასდროს გავუგებ არსებას,
რომელიც ცდილობს ისე წეროს ამ ყველაფერზე,
თითქოს თვითონ ყოფილიყოს სამყაროს ღერძი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:16 am

ჩარლზ სიმიკი

ქინძისთავით მიმაგრებული თვალები

რამდენი შრომა უწევს სიკვდილს.
არავინ იცის, როგორი გრძელი
და დამღლელი დღეები აქვს, ახალგაზრდა
ცოლი სახლში მარტოა
და აუთოვებს სიკვდილის საცვლებს,
მშვენიერი ქალიშვილები
ამზადებენ სიკვდილის ვახშამს,
მეზობლები სხედან ეზოში
და მთელი დღე კარტს თამაშობენ
ან სხედან კიბის საფეხურებზე
და ლუდს წრუპავენ. ხოლო სიკვდილი
ქალაქის მათთვის უცნობ ნაწილში
დაძრწის, ყველა კართან აყურადებს
და ეძებს ვინმეს, ვინც ბოლო დროს ცუდად ახველებს.

ან გზა აებნა, ან შეცდომით დაიმახსოვრა
მისამართი. სიკვდილსაც კი არ შეუძლია
შეაღოს კარი, თუკი ჯვარი არ აქვს დასმული
განგებისგან. წინ კი ღამეა.
ქარიანი და გრძელი ღამე. წვიმაც მატულობს
და მას გაზეთიც კი არა აქვს, რომ წაიფაროს;
ძილმორეული, მილასლასებს შორი სახლისკენ,
თუმც შეუძლია ნებისმიერ საწოლში მიწვეს,
სიკვდილს ხომ ყველა საწოლი იტევს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:18 am

დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი,

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.




* * *

შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით
და მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,
მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.

დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.
დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.

არც აქ, დედი, არც ამ წიგნში
არაფერი წერია შენზე.

და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდა
და ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.

გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,
რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.
გამეცინა საკუთარ თავზე.



* * *

ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც, გაუგებარია,
თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
ცისკენ აწვდილი,
და რაც უფრო მივუახლოვდი,
მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
რომ იქ

ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
მადლობა გითხარი
და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
როგორც ყოველთვის.
როგორც გუშინწინ,
როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
სადაც ამდენი საცდურია –
საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
და ვიდრე გონზე მოვეგები,
მიმაგორო მაღალ სარკესთან
და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
თან სიზმარში და თან სარკეში,
ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.



* * *

არავითარი ნიჭი წინათგრძნობის –
დამინდო ღმერთმა.

მაგრამ,
რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

მომცა მეორე:
წარსულის ნიჭი.

წარსულის,
სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

დღეს მახსოვს:
მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

ხვალ მეხსომება:
დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

ზეგ კი მოვყვები:
მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:19 am

* * *


1

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –
ნამდვილი.


2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.


4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.


5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.



* * *


აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ცურვა გამორიცხულია –
გული ისედაც ძლივს მუშაობს
და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
დღევანდელი ამბების შემდეგ,
ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
ნაპირი, სიცოცხლე,
ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
წყალი. წყალს კი
სიტყვები:
ხმა,
რომელიც შემოდის ჩემში,
რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
რომ ჩემი გული დამშვიდდება
და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით
და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:21 am

გავლენებისგან შემდგარი პოეტი ზვიად რატიანი სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით არც თუ ისე გაკვალულ პოეზიის ბილიკებზე
ლელა კოდალაშვილი
http://lib.ge/body_text.php?5724
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:22 am

Звиад Ратиани



Двуязычный реквием для спасенных. На третьем, русском

Вот и они, плохие дни. Всю ночь бомбили город
и некуда было бежать. Когда рассвело,
громы притихли. Я подкрался к окну –
в кривых лучах рассвета качались
возросшие над городом за пару часов
гигантские деревья дыма, вцепившиеся
все еще пылающими корнями огня
в спящие тела, уже навечно спящие. Мне пока не до них,
не до скорби; сердце переполнено верой,
что я и мои спасемся, что следующий снаряд поразит
другой дом, хотя бы вон тот – соседний,
а наш уцелеет. Стою у окна, приколов взор к небу.
Ну конечно же, к небу. А откуда еще ждать беды?
Откуда еще ждать спасения? И куда еще
смотреть?
Не на дом же соседний,
к окнам которого подкрались уже люди,
приколов взоры к небу. Их сердца переполнены верой.

Август 2008
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:24 am

ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვნც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,
განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.


– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.


– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

---------------------
– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება...
---------------------- შავლეგ, შენი...
--------------------------------- სულ შენი, შენი,
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 2:25 am

wina postis gagrdzelebaa
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
------------------------------ ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

-----------------------
– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
-------------------------------------- გაუმააარ...
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Dec 16, 2008 9:50 pm

Двуязычный реквием для спасенных. На третьем, русском

Вот и они, плохие дни. Всю ночь бомбили город
и некуда было бежать. Когда рассвело,
громы притихли. Я подкрался к окну –
в кривых лучах рассвета качались
возросшие над городом за пару часов
гигантские деревья дыма, вцепившиеся
все еще пылающими корнями огня
в спящие тела, уже навечно спящие. Мне пока не до них,
не до скорби; сердце переполнено верой,
что я и мои спасемся, что следующий снаряд поразит
другой дом, хотя бы вон тот – соседний,
а наш уцелеет. Стою у окна, приколов взор к небу.
Ну конечно же, к небу. А откуда еще ждать беды?
Откуда еще ждать спасения? И куда еще
смотреть?
Не на дом же соседний,
к окнам которого подкрались уже люди,
приколов взоры к небу. Их сердца переполнены верой.

Август 2008
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Wed Dec 17, 2008 1:14 am

ხმების~ კაცი

ზვიად რატიანი - `სიმართლეების ახირება მაქვს – სიმართლეები ვწერო. ჩემთვის მართალი ამბები~

კარგად. აშკარად და გამოხატულად კარგად ვარ.

ეს იყო მისი წინადადება ჩემს უმარტივეს – `როგორ ხარ~ კითხვაზე. რამდენიმე თვის წინ. თან ისეთი დარწმუნებით ნათქვამი, დღეს აღარ გადავამოწმებ. ისეთ, იმ დღის ზვიადზე მინდა მოვყვე. ზვიად რატიანზე.

ოცდათექვსმეტი! - თქვი დამარცვლით კიდევ ერთხელ შენი ასაკი და მოაყოლე შეგრძნებებიც. როგორია ყოფნა ამ ასაკში? `ისეთი არაფერი -პასუხობს ის - მეტი რაღაცები მოხდა ცხოვრებაში და მახსოვს, ვიდრე მაშინ, 26-ის რომ ვიყავი~.
`ჩურჩულის გაკვეთილი~ და `ჯიბის ჰაერი~ კი ზუსტად მაშინ იწერებოდა. სავარაუდოდ, დიდხანს, დიდხანს, ყველა ფრაზასთან მიბრუნებით, კირკიტით. ასეთია, ასე უყვარს. მისი ლექსებიც ასე იწერება.
`მე ხომ ძალიან ნელა ვწერ. ხან თვეები. ხან წლებიც კი. და სულ მინდა, რომ პირველად ჟურნალში გამოქვეყნდეს, ვიდრე ინტერნეტ სივრცეში. ეს ჟურნალ-გაზეთები იცვლება ხოლმე სხვადასხვა დროს.
ადრე ძალიან ბევრს ვწერდი. დასაწყისში. მერე და მერე შენელდა. თუმცა თემების გამოლევის პრობლემა არასდროს მქონია, იცი რატომ? სულ ჩემს თავზე ვწერ. საკუთარ თავში ჩაკეტილი პოეტი მგონია ჩემი თავი. ესაა ჩემთვის პოეზია – ვიცნო ჩემი თავი და ამბები.
თუმცა, როცა კალამს იღებ და წერას იწყებ, მაინც სხვა ადამიანი ხდები და ცოტათი განსხვავდები იმ შენი მეორე მე-სგან. ანუ, წერის დროს მაინც გადიხარ შენი თავიდან. სულ ვცდილობ, კონკრეტული ამბები ვწერო. მე ეს ამბები მიზიდავს. შესაძლოა, ბუნდოვანი და განფენილი იყოს ძალიან, მაგრამ მე ეს ამბები მიყვარს, მირჩევნია~.
`გზები და დღეები~, მისი ლექსების სულ ბოლოს გამოცემული კრებულიც ხომ სულ ასეთი ამბების თხრობაა, თან - გზადაგზა. იმ ცხოვრების რიტმში, როგორითაც დღეს რატიანი ცხოვრობს, რიტმი კი სწრაფია. დრო – არც ისე თავზესაყრელი. ამბები კი `გზაში შეგროვებული~.
ადრე სხვა იყო. მაგალითად, იყო კონკრეტული ადგილი, სადაც წერა უყვარდა.
`ადგილი? მქონდა ასეთი.
მაგრამ დღეს ეს აუცილებელი პირობა აღარ არის. ჯერ ერთი კონკრეტული მაგიდა იყო. შემდეგ სხვა. თან სამზარეულოდან კაბინეტამდე ყავის მიტანის რიტუალი, ოღონდ ისე, რომ არ დამქცეოდა. და საფერფლე რომ უნდა იყოს `ეს~ და არა ვთქვათ, მეორე. მაგრამ ნელ-ნელა ამ ჩვევამ დათმო პოზიციები. დღეს ისეთი სამსახური მაქვს, ბევრს დავდივარ და ხშირად მიწევს სხვადასხვა სასტუმროებში ღამის გათევა. თუმცა, მაგრამ ხმაურში მაინც ვერ ვწერ. არ მოდის ლექსი მთლიანობაში და შემდეგ ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, თითქოს ამ ლექსს ნაკეთობის ელემენტები აქვს~.
ადრე ღამით უფრო ხშირად წერდა თურმე. დღეს – აღარ გამოდის უბრალოდ. ამის დათმობა კიდევ შეიძლება, მაგრამ ამის:

`კონკრეტულ ლექსზე ჩავირთვები ხოლმე და დიდხანს მიგრძელდება მისი წერა. და კიდევ ჩემი მუდმივი კომპლექსი ისაა, რომ მოკლედ ვერ ვწერ. ხან ფრაზები მიტრიალებს. იცი, როდინდელი ფრაზები მახსოვს? წლების მერე შეიძლება მივუბრუნდე, რადგან დასაკარგად არ მემეტება~.

ან ამის:

`მანიაკი ვარ, ერთი ასო რომ შემეშალოს, თავიდან უნდა დავიწყო წერა. ძველი ვარიანტი დავჭმუჭნო და გადავაგდო. ეს, შეიძლება, წიკია, ახირება, მაგრამ რაღაცნაირად ესეც მეძვირფასება. განსაკუთრებით, ხელნაწერებთან. ხშირად გადავხაზავ ხოლმე, მერე თავიდან ვიწყებ და ასე... ისე კი, ლექსების მოხაზულობაზე სულ მქონდა გართულება. მიყვარს ლექსის გრაფიკა, მოხაზულობები. მაგრამ მე მაინც ვარ ფორმის პოეტი~ _ ალბათ, ვერასოდეს.

ასე სცოდნია ამოჩემებები. ამოჩემება და მერე შეყვარება. კედელზე შპალერის კონკრეტული მონაკვეთის (თუმც კი, მისნაირი კიდევ ათასია), მაინცდამაინც იმის, რადგან მას კონკრეტული სახელი ჰქვია.

`საგნები მიყვარდებოდნენ ხოლმე. ადრე. აი, ეს საბეჭდი მანქანა ძაან საყვარელი საგანია. ის ქვა სად დაიკარგა? შავი, თეთრ წილწკლებიანი. მე დავარქვი, რომ მიყვარს. სახლში მომყვა ერთხელ. სიყვარულიც ეგრე არ არის? არქმევ რომ გიყვარს. მე ფორმები მიყვარს უფრო, თვითონ საგნები კი არა, თოფის კონდახის ან მაკრატლის ფორმა~.

ასე უყვარს ღამის სანათი`ნათელაც~ , ან კიდევ, თავისი საბეჭდი მანქანები. მის კაბინეტში, კარადის თავზე რომ აიჭყიდო, რამდენიმე ასეთ მანქანას შენიშნავ. ეს მისი კიდევ ერთი ძველი, განსაკუთრებული სიყვარულია. და ხმის, ხმების სიყვარული – მანქანაზე კაკუნის ხმა ასეა – ამოჩემებული:
`დღესაც იმავე სისწრაფით ვბეჭდავ მათზე, როგორც ადრე. თუმცა, ახლა უკვე კომპიუტერში ვწერ. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე მომენტები, როცა საბეჭდ მანქანას თუ არ დავუბრუნდი, უბრალოდ, აზრს ვერ გავაგრძელებ~.
ჩვენ კი ეს არ გვაწყობს. ჩვენ, მის მკითხველებს. რას ფიქრობს ჩვენზე? აი, ამას და თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად ღიაა:

`
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Wed Dec 17, 2008 1:15 am

gagrdzeleba
მკითხველის სიყვარული ადრე უფრო მიჩენდა ილუზიებს. ახლა კაიფმა თითქოს უფრო მოიმატა, მაგრამ შექება თითქოს რაღაცნაირად აღარ მჯერა ხოლმე. ადრე შექებული ნაწერი აღარ მომწონს ხოლმე. იქნებ ვცდები, მაგრამ მთავარია... არაფერიც არ არის მანდ მთავარი. არა, უნდა მეთქვა, მთავარია, ვინ შეგაქებს მეთქი, მაგრამ არა. მთლად ეგრეც არ არის.
მე მაინტერესებს მათი აღქმა. მაქვს ლექსები, რომლებსაც არ ვბეჭდავ იმ მიზეზით, რომ `გარედან~ მებუნდოვანება. მკითხველი მე მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც ვცდილობ ვწერო გასაგებად.
მკითხველზე იმ კუთხითაც ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლოა, არ დაემთხვას მისას. ხმამაღლა არ წარმოვთქვამ ხოლმე წერისას, შიგნიდან მესმის და ვცდილობ ხოლმე, რომ სტრიქონების რიტმი ძალიან `ჩემი~ არ იყოს. სხვის თვალთან რომ დარჩება - სხვა რიტმით იკითხებოდეს~.

ბევრ ხალხში არ კითხულობს ხოლმე. ხანდახან მეგობრებში. კითხვის თავისებური მანერით. მის ერთ მეგობარს რომ ჰკითხო, `კვნესის~. ერთი კია, თუ ერთხელ მოისმენ, ეს ხმა ბოლომდე ჩაგრჩება ყურებში. თვითონაც ხომ `ხმის~ კაცია. ხმების შემგროვებელი. მის არქივში ბევრი ცნობილი პოეტის ხმაა შენახული. დაეძებს ხოლმე ინტერნეტში. მარტო ხმებს კი არა, ტექსტებსაც. ძირითადა პოეზიას: `ინტერნეტით უამრავი რა მოვიპოვე და ვკითხულობ, მაგრამ მე პოეზიას უფრო მეტად ვკითხულობ და ეგ ხომ საერთოდ ცოტაა ეგრე არ არის - პოეზიას `იშხაპუნებდე~.
ისე კი, ინტერნეტ-სივრცის რაღაცნაირად მეშინია. ძალიან ადვილია გამოქვეყნება. მე კი ისედაც იშვიათად ვაქვეყნებ ამ ბოლო დროს და როცა პუბლიკაციას ვამზადებ, ძალიან დაძაბული პერიოდი მაქვს ხოლმე - რა ლექსები იქნება, რატომ მაინცდამაინც ეს ლექსები ერთად და ა.შ. ეს, შეიძლება, ჩემს თავთან თამაშია, მაგრამ მე ხომ ამ თამაშებით ვწერ. ეგრე ამეწყო ცხოვრება – დისციპლინა პოეზიასთან მიმართებაშიც~.
დისციპლინა და პოეზია ერთად? – ტყუილად მეცინება, თურმე, ეს შესაძლებელია. ისევე, როგორც `გზების~ და `დღეების~ გადაბმა. ამ კრებულზე ზვიად რატიანის პოეზიის მკითხველების აზრი თავის დროზე გაიყო: ზოგმა `გზები და დღეები~ სამუდამოდ ჩანთით სატარებელ წიგნად აქცია, ზოგმაც, ამ კრებულს ადრინდელი ლექსები არჩია. მისთვის კი, ამ დღეების შემგროვებლისთვის:

`გზები და დღეები~ - ეს სამსახურებრივი ლირიკაა. ყველანაირ ადამიანს ვხვდები ამ ჩემი სამსახურის გამო (რა სამსახურია? ძალიან მოკლედ რომ ვთქვა – კავშირგაბმულობა. მოდი, ამაზე ასე მოკლედ) უფრო სწორედ ისეთებს ვხვდები, რომ მერე მე ვხვდები, რომ ეს ლიტერატურა ძაან ცოტა ადამიანს აინტერესებს და ცხოვრობს და არსებობს ლიტერატურის გარეშე. ყოველგვარი ილუზიები, რომ მარაქაში ხარ გარეული და ლექსს შეგიქებენ და ეს `ჰაზრები~ მოკლედ, – ნელ-ნელა იფერთხება. შენ კი ხვდები, რომ ხალხისთვის ეს არ არის აუცილებელი. ლიტერატურა – ეს სამყაროსთვისაა აუცილებელი. მასზე. დგას.
`გზები და დღეების~ ლექსები მიყვარს ჯერჯერობით. ბევრს ვწერდი, მაგრამ მერე ჩემს თავს აღვირი დავუდე. რეალობების წერა მიყვარს, ხომ გითხარი და ვეღარ ვჩერდებოდი, იმდენი ამბავი დაგროვდა. ჩემს თავს დავუწესე, რომ ამდენ მარცვალზე მეტი არ იქნებოდა და მერე სადინარში რომ გავუშვი, დავიწყე და დავიწყე~...

მივადექით პოპულარობას. არადა, რა განსხვავებულია პოპულარობა ჩვენთან. მართალია ზვიადი, პოპულარობა სხვაგან, `კარგ~ ქვეყანაში – ნიშნავს ასევე `კარგი~ გამომცემლის ყოლას, მეტ ფულს, მეტ პასუხისმგებლობას. იქ დათქმულ ვადაში აბარებ არა მარტო სტრიქონების რაოდენობას, არამედ ხარისხს. საქართველოსი კი, ამ კუთხით პოპულარობას აზრი არა აქვს – ამ გზით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება გამორიცხულია. ზვიად რატიანმა ასეთი დამოუკიდებლობის მიღწევა სხვა სფეროში არჩია.
`იცი, ასე რატომ მოხდა? სულ ვკითხულობდი სხვა მწერლების ამბებს, მათ ცხოვრებას და ჩემთვისაც სულ მინდოდა ეს ფორმულა მეპოვა და ვიპოვე. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი შეჩვევადია. გადავლახე, შევეჩვიე და ეხლა ძალიანაც მაინტერესებს ეს ჩემი საქმე. და არც ისე ცუდი შეგრძნებაა, როცა სხვა პროფესიიდან იღებ ძირითად შემოსავალს.
შოთა იატაშვილის არ იყოს. მეც ვთვლი, რომ `ჩემი ფულიც ლამაზია~, ადრეც, როცა არ მქონდა და ახლაც, როცა მაქვს. და ჰაერიდან კი არა, ოფლით, შრომით და რისკით. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩემს ოჯახს – ანუ ქართულ სივრცეში ოჯახების ერთობლიობას და ჩემს მეგობრებს მყარად ვუდგავარ ფეხზე და მაქვს ეს სიხარული, რომ არ ვარ (სათქმელადაც) გაჭირვებული~.
არის სხვა წიგნიც, რომელსაც თავფურცელზე `თარგმნა ზვიად რატიანმა~ აწერია – ეს პაულ ცელანის ლექსების თარგმანებია. მანმადე კი გერმანულის სწავლა სულ სხვა პოეტის, რილკეს გამო დაიწყო. მაგრამ, როგორც ამბობს ისევე წარმატებულად დაივიწტა, როგორც დაიწყო. ცელანის თარგმნაც იმ პერიოდში, 1999 წელს დაუსრულებია: `მე არ ვარ პროფესიონალი მთარგმნელი. ეს ერთგვარი აზარტია – ნახო, ესა თუ ის ლექსი როგორი იქნება ქართულად~.
კიდევ რა? ჰო, მისი `ლიტერატურყლი ცელქობები~ გამახსენდა, ფსევდონიმებით თავბრუსხვევა. ეს მაშინ იყო, ადრე, სანამ ზვიად რატიანის ხელწერა ასე მკვეთრი და თავისნაირი გახდებოდა. მაგრამ, აქ მაინც ვიტყვი:

დინო დოლორეს, ჩვენ შენ ისეთიც გვახსოვხარ
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Wed Dec 17, 2008 10:11 am

ზვიად რატიანი - ნამდვილია.

ბევრზე რა ძნელია და რა ადვილი სათქმელია ამ პოეტზე ამის თქმა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 29, 2008 1:49 pm

ზვიადი ძალიან გულწრფელია ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც (რა პროვოკაციული შეფასებაა, არა?).
ეს გულწრფელობა (თავისი შედეგებითურთ), გამოარჩევს მას თავისი თაობის პოეტებისგან.
"ნეგატივი" ძალიან მომწონს.
პირველად რომ წაგვიკითხა, ავტორის ის ხმა ჩამრჩა ხსოვნაში, ახლა როდესაც სტრიქონებს თვალს ვავლებ, მგონია, რომ ყოველთვის ზვიადი მიკითხავს (როდესაც ხმამაღლა ვკითხულობ, ეს ხმა მეკარგება).
(აქაც პროვოკაცია იგრძნობა).
და საერთოდ, ზვიადს მიაჩნია, რომ ლიტერატურის შეფასებისას მე გარკველ პროვოკაციებს არ ვერიდები. Razz
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Jan 19, 2009 9:59 pm

http://arili2.blogspot.com/2008/02/blog-post_3945.html

და ესეც

http://www.lib.ge/each_author.php?491
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Feb 24, 2009 12:36 pm

Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Tue Feb 24, 2009 2:04 pm

რამდენი ხანია ეს ჩვენი უნიჭიერესი ზვიადი არ მინახავს...არადა მართლაც გამორჩეულად ნიჭიერია...ვენაცვალე...ყოველთვის მისი გულშემატკივარი დავრჩები...აგერ მიდევს ,,ჯიბის ჰაერი’’...შიგადაშიგ გადმოვიღებ და ვკითხულობ ხოლმე...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ზვიად რატიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: