არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზვიად რატიანი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 8:00 pm

მე მიხარია ჩემი თავი
მე ვიღიმები,
მე ვეტოტები ჩემს ღამეებს
მე ვურიგდები.
მე ცოცხალი ვარ -
სანამ მიჭირს, სანამ მრცხვენია,
სანამ ვწბილდები, სანამ
ვნანობ, სანამ ვიხორცებ,
სანამ გადამხმარ
ფოთლებს ვწვავ და
სანამ - მოვა სიკვდილი
ერთადერთ, მაგრამ
ყველაზე მართებული დიაგნოზი
ჩემი სიცოცხლის!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 8:05 pm

მცირე ელეგია მამისთვის


აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად სზინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს, არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი -
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენში უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ ჩვენგანს
ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 8:06 pm

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს. განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს. ამ საოცრებებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ. ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს. განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს. სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ. საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს – ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით უსარგებლოებს – ხელნაწერებს, რითიც სავსეა ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების. ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს. ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით. ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს და ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ და ჩვენს გარშემო, როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო; რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ, უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ, მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი გვის და ამტვერებს, და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ; და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.

II

ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით, მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები და წახვალ ქარში, ან წვიმაში; ჯიბეში – ხურდით, გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით. წახვალ და გიკვირს, დღეს არავის ნახვა არ გინდა, მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით და იხედები ვიტრინებში: ერთ-ერთ მაგიდას იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.

მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი. მერე აბოლებ აივანზე. მერე შეწვები ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი, და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი. ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი. ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.

ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ. და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით. მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები, როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს – ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა, ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის და ეს სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.

III

მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად ოდესღაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით. მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ და ყველაფერი დასრულდება. ის ქალაქები და ის სახლები, სადაც ვცხოვრობთ, არ არსებობენ. არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით. ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან არაფერი ჩანს, გარდა ერთის, გარდა სიტყვების.

ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით. ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს, ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე, ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი. ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს, შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.

და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი, უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს; თუმცა, ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი, და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა მოსახელთები, დასაწერი. არ ჰქონდა აზრი, თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდიგულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი ფრაზით, რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 8:06 pm

უსათაურო

თუ ეს იმედიც ზღაპარია,
როგორც უკვე ათასჯერ მოხდა,
ცხოვრებაზე გული კი არ გამიტყდება,
ყველფერზე ხელს კი არ ჩავიქნევ,
ჩავთვლი, რომ, უბრალოდ, ცუდი მეზღაპრე ვარ
და ახალ იმედს დაველოდები.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 8:07 pm

არავითარი ნიჭი წინათგრძნობის -
დამინდო ღმერთმა.

მაგრამ,
რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

მომცა მეორე:
წარსულის ნიჭი.

წარსულის,
სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

დღეს მახსოვს:
მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

ხვალ მეხსომება:
დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

ზეგ კი მოვყვები:
მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 8:30 pm

ზვიად რატიანმა რომ ელიოტი თარგმნა, ის თარგმანები ხომ არა გაქვს, ნინი?
ისიც მინდა, რომ აქ იყოს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:08 pm

გუნდში ყველაზე თეთრი მტრედი აფრინდა: მყავხარ.
ჩუმად იღება ფანჯარა და კარსაც ათრთოლებს.
ტყე დააბიჯებს ფეხაკრეფით ოთახში ახლა.
ისე ახლოს ხარ, თითქოს დამტოვე.

ჩემი ხელიდან მაინც იღებ ვეება ყვავილს:
ის არც თეთრია, არც ცისფერი, და მაინც იღებ.
არც ყოფილა და არც ახლაა იქ, სადაც ყვავის.
არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ნატვრამ აჯობა იღბალს.
რატიანის თარგმნილი ცელანი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:10 pm

შენი თვალების ნაკადულში
ბადეს აგებს მაბადური შეშლილი ზღვიდან.
შენი თვალების ნაკადულში
დანაპირებს ასრულებს წყალი.

მე მასში ვაგდებ
გულს, გაწაფულს ხალხში ცხოვრებით,
და ჩემს სამოსელს, და ფიცის ბრწყინვას:

სიშავეთაგან უშავესი, ვდგავარ შიშველი.
თუ ერთგული ვარ, ერთგული ვარ მხოლოდ ღალატით.
როსღა მე მე ვარ, მე შენ ვარ მაშინ.

შენი თვალების ნაკადულში
მეოცნებე მეკობრე ვარ და მივირწევი.

ბადე კი იჭერს:
ჩვენ ვშორდებით, გადახვეულნი.

შენი თვალების ნაკადულში
ვიწროვდება ჩამომხრჩვალის კისერზე ყულფი."


პაულ ცელანი-თარგმანი ზვიად რატიანისა
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:14 pm

ძილი და საკვები
პაულ ცელანი
თარგმანი გერმანულიდან - ზვიად რატიანმაღამის სუნთქვაა შენი ზეწარი, მოგიწვება წყვდიადი გვერდით.

ის გისრესს წვივებს და საფეთქლებს, ის გიბრძანებს ძილსა და ღვიძლს.

ის გითვალთვალებს შენ სიტყვაში, სურვილში, ფიქრში.

ის წვება მათთან, სამივესთან, და შენც გეძახის.

წამწამებიდან ჩამოგვარცხნის მარილს და გიწვდის.

უხმოდ ააცლის მტვერს შენს წუთებს და შენვე გიწვდის.

და თუ რამ მასში იყო ვარდი, ჩრდილი და წყალი,

ბაგეზე გაღვრის
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:15 pm

შუაღამე
პაულ ცელანი
თარგმანი გერმანულიდან - ზვიად რატიანმაშუაღამე. თვალისგუგებში გვაჭედებენ მას ხანჯლები ჩვენი სიზმრების.

არ შეჰყვირო ტკივილისგან: ზეწრებივით ფრიალებენ ცაზე ღრუბლები.

ჩვენშორის შლიან აბრეშუმით ნაქარგ ხალიჩას, რომ ვიცეკვოთ ბინდიდან და ვიდრე ბინდამდე.

შავი ფლეიტა გამოთალეს უკვე ჩვენთვის ცოცხალი ხისგან. უკვე დროა მოცეკვავე გოგოც მოვიდეს.

ის ჩვენ თვალებში ჩაგვიცურებს ზღვის ქაფისგან დართულ თითებს: კიდევ ბედავს აქ ვინმე ტირილს?

არა, არავინ! და ის ბრუნავს ბედნიერი, ცეცხლოვანი დაფდაფები ხმამაღლა ჟღერენ.

ცეკვავს და ჩვენსკენ ისვრის ბეჭდებს, ჩვენ მათ ვიჭერთ ხანჯლისწვერებით.

დაგვიქორწინებს იგი ასე? ნამსხვრევები აწკრიალდნენ, მე უკვე ვიცი:

შენ არ მოკვდები ამ სიკვდილით, ბალბად რომ ყვავის.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:16 pm

http://www.lib.ge/body_text.php?1181ცელანის რატიანისეული თარგმანი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:18 pm

''ზვიად რატიანმა რომ ელიოტი თარგმნა''


ბობო,ვეძებ ეხლა და რა რესურსაც ვნახავ,რატიანზე დავდებ აქ.
თუ რამე შემეშალა,ინეტში არის შეცდომით მე ვაკოპირებ პირდაპირ
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:19 pm

მარტოსახლი

რა მყუდრო იქნებოდა შენი ცარიელი სახლი

რა ადვილი იქნებოდა შენი სიმარტოვე

რომ არა ეს თაგვი:
გამოხტება ხოლმე
რით’არ და რამდენჯერ’არ ამოქოლილი სოროდან
გასრიალდება ხის იატაკზე
და ძვრება ძველი კარადის უკან.

როგორ აკლია ასეთ დროს მთელ სახლს
ქალის უეცარი
მოკლე შეკივლება.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:20 pm

გზები და დღეები
ფრაგმენტი
(მრავალძალი, რაჭა. ივნისი, 2002)

ახლა მოგცა მეგობარი, ნაცნობი. ახლა,
ამ ძველ ტაძარში. როცა თითო სანთელს დაუნთებთ
ორიოდ წმინდანს და ღვთისმშობელს, და როცა გახვალთ,
დასხდეთ და ერთი გულიანად გარათქმაუნდეთ.
წამოსულები, როცა თბილი ჩრდილით შებურვილს
ჩამოივლიდით დაღმართებს და უკვე ქვემოდან
ტაძარს ერთხელაც ახედავდით, ის იქნებოდა
ქათქათა ლაქა სიმწვანეში. "შორისდებული,
პეიზაჟიდან აღმომხდარი"- ან რაღაც ასეთს
ეტყოდი ალბათ იმ მეგობარს, შენსავით დაღლილს;
მაგრამ მარტო ხარ, და მოსწრებულ სიტყვებს და ფრაზებს
ვერ შეაშველებ შენს ურწმუნო წიაღში ჩაღვრილ
უეცარ სითბოს. შეჩერდები, ზედიზედ მოწევ
სამ-ოთხ სიგარეტს, დაბნეული გულდაწყვეტილი-
რომ ახლა არ გყავს ხმის გამცემი, უბრალოდ, მოწმე;
ახლა, როდესაც ლამაზი ხარ. მშვიდი. კეთილი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:22 pm

დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს _
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილიчф
მინდოდა’
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებт
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი _ უღვთოდ გაყიდული _
დაცინვით რომ იცდის _ თავს როგორ იმართლებ
ისე _ დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა _ მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს _
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი _
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი _ მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:23 pm

რა წმინდა და უბიწოა ცოდვა,
სანამ შეეხები.

შენი ფანჯრის წინ გატოტილი ხის ფოთოლზე
ასვენია
და უეცარ ქარს ელოდება,
როგორც შემთხვევითობის უმანკო მსხვერპლი.

მერე კი სული
თავის უხილავ ხელებს ჩასჭიდებს,
და მთელი სამყარო
ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად, შეიცვლის ფერს.

ლოგინში წვება შენთან ერთად,
მორჩილად, ცოლივით,
რომელსაც შენ კი არ უყვარხარ _ მოვალეობა უყვარს,
აუცილებლობა,
რომელიც ცოლობით დაეკისრა.

და ყველა ცოდვას აქვს თავისი რიტმი და ფერი,
რომელიც არ გთხოვს,
კალთებს არ გახევს, რომ შენს თბილ სულში
გამოუყო მყუდრო ადგილი, _ ის მდგმურია და საფასურსაც
წინასწარ დათქმულ ვადებში იხდის.

და რა სუფთა და უბიწო იყო თეთრი ფურცელი,
სანამ სუსტსა და გამომწვევ მხრებზე.
ავკიდებდი ამ სტრიქონებს,
როგორც ცოდვას.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:25 pm

ზამთრის სიმღერა

როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცია, ბრმავდება სამყარო
და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,,
ჩემი ხელები კი იზრდებიან,
სცივათ და იზრდებიან,
იტოტებიან, როგორც ქუჩები,
ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას
და თოვს.

როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში,
სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა,
და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი, როცა მე მცივა,
და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით,
დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა, რომელსაც სციოდა
და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები.
შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები,
რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან, ედებიან მთელ დედამიწას,
რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს,
და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი,
ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ,
თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ,
რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას,
კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან
და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.

კარგად ვარ - გეუბნებოდი მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები
აზანზარებდნენ კლდეებს, ნაგებობებს.
მესმის - მპასუხობდი, და ჩემს ათრთოლებულ ხელებზე
თავს ვეღარ იმაგრებდნენ მანქანები, მოქალაქენი.
იშმუშნებოდნენ თბილ საბნებში გახვეული ქალიშვილები.
გარდაცვლილები ხელს იღებდნენ ცხოვრებაში დაბრუნების ფუჭ ოცნებაზე.

ჩვენ ახლაც აქ ვართ,
სასადილოს გრილ კუთხეში მიყუჟულები,
ერთი ჭიქიდან ვწრუპავთ ჩაის, თანდათან ვთბებით,
უხერხული პაუზები იწელებიან,
კიდევ ცოტაც და: ვეღარ გაწვდება იმათ სიგრძეს ჩვენი პირის ჭრილის ზომები -
რომ ღიმილები გადავაფაროთ.

როდესაც მცივა, მე ბევრად მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე შენ გესმის.
მე მინდა, ვცდილობ, მეტი სიტყვა შემოგაწიო,
რათა შენ, როგორც ბავშვობაში, იატაკზე დაჯდე,
სხვა ყველაფერი დაივიწყო
და ჩემი სიტყვებით სახლი ააშენო,
რომელსაც, თუ მოგინდა, თვითონვე დაანგრევ;
რათა შენ, როგორც დიდობაში, ჩემი სიტყვები თაროებზე ჩამოალაგო,
სერვანდების ვიტრინებში გამოფინო,
კედლებზე დაკიდო;
რათა შენ, როგორც სიბერეში, ჩემი სიტყვები ექიმთან წაიღო
და დამშვიდდე, როცა ანალიზის პასუხი გამცნობს,
რომ ამ სიტყვებზე, მართალია, ერთი-ორგან აღინიშნა ნაკბილარები,
მაგრამ ისინი კიდევ დიდხანს გაცოცხლებენო;
რათა შენ, როგორც სიკვდილში, მთელ სამყაროს მიაწერო ჩემი სიტყვები.

როდესაც მცივა, მრავლდებიან ჩემი გულები,
ჩემი სიზმრებით იბერება ყველა ბალიში,
ყველა პოეტი ჩემს ლექსებს დასდევს -
ვინ - პეპლის საჭერით, ვინ - შურდულით, ვინ კიდევ - თოფით,
და ეს არავის უცნაურად არ ეჩვენება,
რადგან არ სმენიათ არცერთი მკვდრისაგან,
სხვის საფლავში ჩამასვენესო.

როდესაც მცივა, ზამთარია.
ან გვიანი შემოდგომა.
ან სიყვარული.
როგორც ტოტები ფოთლებისაგან, ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან
და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით,
და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის:
ჩემი მომლოდინე
გრილ სასადილოში,
სადაც მე და შენ აღარ დავდივართ,
სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა,
სადაც აღარ სვამენ ჩაის.

როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ; და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.

ზამთრისპირულად...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:26 pm

ბუკოვსკი და მშვენიერია რატიანის თარგმანი:

დიდი ღამე ქალაქში

მთვრალი ქალაქის ბნელ ქუჩებში,
ღამე,
გზის აბნევა,
საითაა შენი სახლი,
შედიხარ ბარში, რათა იპოვო შენი თავი,
წყლიან სკოჩს უკვეთავ,
ბარში სინესტეა,
ნესტით იჟღინთება ერთ-ერთი სახელო,
ნაძირალები – სკოჩი სუსტია,
ლუდს უკვეთავ,
ქალბატონი სიკვდილი კი გიახლოვდება, აცვია კაბა,
ჯდება შენს გვერდით,
ლუდს უკვეთავ – ამჯერად მისთვის,
მას ხომ ჭაობის სუნი ასდის,
შენს მუხლს ეხება თავისი მუხლით,
ბარმენს ეღიმება,
შენ მას აიძულე, აღელვებულიყო,
რადგან არ იცის, ვინ ხარ,
პოლიციელი თუ მკვლელი, შეშლილი თუ იდიოტი,
უკვეთავ არაყს,
არაყს ასხამ ლუდის კათხაში.

ღამის პირველი საათია,
შენ ეკითხები, რა ეღირება მისი თავი,
სვამ ჭიქებში ჩარჩენილ წვეთებს,
ცუდი გემო, საავტომობილო ზეთის გემო,
ემშვიდობები ქალბატონ სიკვდილს,
ემშვიდობები ბარმენს.

შენ გაგახსენდა, საითაა შენი ოთახი,
ოთახი ღვინით სავსე ბოთლით საპირფარეშოს მაგიდაზე,
ოთახი მოცეკვავე ტარაკანებით.

სრულყოფილება ვარსკვლავებს შორის,
სადაც მოკვდა სიყვარული.

დევნა

ბიჭუნა მორბის ჩემსკენ
სასტვენებით პირში, და
უსტვენენ, და
მიყვირიან:
“შენ ხარ დაპატიმრებული!”
“შენ ხარ მთვრალი!”
და სათამაშო ხელკეტებს
მირტყამენ ფეხებში.
ერთ-ერთ მათგანს
მედალიონიც უმშვენებს პერანგს,
მეორე ცდილობს წამომაცვას სათამაშო ბორკილები,
მაგრამ ჩემი ხელები მაღლაა...

როცა შევვარდი ღვინის ფარდულში,
ისინი შემეშვნენ,
გაბზუილდნენ
სკაში არშეშვებული ფუტკრების მსგავსად.
მე ავიღე 1/5 გალონი
ვისკი
და
3
ყინულის ფილა.


მე შევხვდი გენიოსს

დღეს მატარებელში
შევხვდი გენიოსს,
დაახლოებით ექვსი წლისას,
ის იჯდა გვერდით
და როდესაც მატარებელი ოკეანეს მიუახლოვდა
და გზა განაგრძო ნაპირის გასწვრივ,
მან შემომხედა
და წარმოთქვა:
“ის ხომ ცოტაა!”

მაშინ პირველად
დავფიქრდი
ამაზე.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:27 pm

ЗВИАД РАТИАНИ

СНЕГ, СНЕГ. ЖИЗНЬ ПРЕКРАСНА

Жизнь прекрасна. Проснулся в начале седьмого
и зажег огни нашей елки, хорош
блеск ее разноцветных свечей. Жизнь
прекрасна. Дети спят. И взрослые. Снег,
первый, кажется, в этом сезоне, падает.
Падает снег, и светает. Тридцать Четыре —
шепчу я себе. Нет, не годится. Тридцать Четыре —
повторяю погромче. Опять не то. Что-то не нравится
в этой цифре; а ведь именно столько исполнилось мне
сегодня. Минимум полчаса
в моем распоряжении, могу сидеть и писать. Нет,
не могу. За окном залаяла собака, и так энергично,
что я подумал: ей еще о многом и многом лаять,
но она вскоре притихла. Жизнь
прекрасна. Быстро светает,
и заранее ленюсь прожить этот день, этот
конкретный. Я не о жизни. Жизнь
прекрасна. Жить я люблю. Я ленюсь прожить
именно этот, наступающий день,
шагать по грязи — ведь снег в этом городе не держится долго,
принимать поздравления, не-поздравления, говорить “спасибо”
с соответствующей мимикой. Быстро светает,
и в дневном свете уже не так хорош
блеск разноцветных елочных свечей. Жизнь
прекрасна. Моя дочка бежит к окну
и с криком “снег, снег!” несется по дому,
а сын еще маленький, ничего пока не понимает, но и он радуется
и подпрыгивает на кровати. Я мог предугадать
такое начало дня, так как проснулся в начале седьмого
и первым увидел снег за окном. Дитя мое,
не так уж и хорош этот снег —
час, другой — и растает, превратится в грязь,
он так же безжизнен, как число Тридцать Четыре,
так же бездушен, как блеск елочных свечей в дневном свете,
бесплоден, как твой отец за письменным столом.
Но эти слова, дитя мое, плохие слова, а снег — снег хорош,
и твой отец, представь себе, тоже. Пока он не вышел из дому
на улицу, где снег еще не затоптан и чист,
скажи ему что-то, неважно что, любое слово шепни,
пусть даже бессмысленное Тридцать Четыре,
и он станет красивее, чем был, и с легкостью будет шагать по тающему снегу,
принимать поздравления, благодарить поздравляющих
и хотя бы некоторое время не вспоминать,
как усложнилась жизнь,
как упростились мечты. Жизнь
прекрасна.


МАЛАЯ ЭЛЕГИЯ ДЛЯ ОТЦА

Смотри, это дерево и есть мой отец.
Ты удивлен?
Дуб ожидал увидеть?
Нет, это дерево и есть мой отец,
это тонкостволое
и еще совсем не старое,
которое чутко спит зимой
и весной пробуждается при первом тепле.
Оно не затеняет половину двора,
не заслоняет свет другим деревьям,
его тень не тяжела и послушна —
даже слабое осеннее солнце
без труда вращает ее вокруг ствола,
ну а летом, когда у нас невыносимо жарко,
его тень пятерых-шестерых, если не больше, укрывает свободно,
и нам этого хватает. Нас больше и нет. Большего
и не надо.


ЖИЗНЬ СРЕДИ КАМНЕЙ

Да понимаю я все.
И сам такими же мудростями одурачивал
себя, и сердце свое, но затянулось

это время собирать камни — я правильно сказал? — и вот это время
что-то слишком, постыдно затянулось:
все камни и все камешки, большие и крошечные, собраны,
огромные стены воздвигнуты
вокруг меня,
высокие такие —
если и придет пора разбрасывать,
даже самый легкий камешек не перебросить
за стены.

И шевельнуться боюсь — ведь могут упасть
эти мои, годами собираемые, выразительные камни
и раздавить меня. Сижу неподвижно

и рассматриваю каждый камень по отдельности;
в некоторые, случается, влюбляюсь,
но не решаюсь признаться.


ДРУГОЙ БЕРЕГ. ФРАГМЕНТ

Солнце спускалось куда-то в сторону, не в море,
и само море было каким-то не таким, северным,
с удивительно плоской тканью поверхности
и с тонким, глазом почти неуловимым, горизонтом,
линия которого проходила гораздо ближе,
чем в том другом, единственном море,
которое я видел. И я, девятнадцатилетний
и слегка удивленный тем, что даже моря не похожи друг на друга,
с радостью смотрел на красивую русскую девушку,
которая выходила из воды на берег, ступая
медленно, спотыкаясь — так как дно было каменистым. Солнце спускалось,
и в его лучах блестело тело, покрытое глазурью соленой воды,
я же был девятнадцатилетним, прошлого пока не имевшим, и не мог понимать,
что это и есть красота: удачное сочетание
нескольких теплых цветов, и только...

Перевод Инны Кулишовой
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:28 pm

Потерянный город

В этом городе дождь
и – двое влюбленных.

Все слова под дождем сверкают по-новому,
дух захватывает, когда я касаюсь тебя.
Мне грустно, потому что я влюблен
и потому что у тебя мокрые волосы
и мокрая майка, и я целую тебя. Это город
счастливых, наш потерянный город.

Куда уходит любовь, спросишь ты.
Не знаю.


Ex Voto

Пиши – пусть не верят –
не смущайся, пиши
о призраках, в которых
сам бы не верил, если бы не...

Пиши – и пусть ненавидят –
бери и пиши,
что ты сам себе Родина
и совесть твоя чиста.

Пиши – и пускай смеются,
не жди вдохновения, пиши
о каждодневных обидах
и Боге, который молчит.

А еще – о своем открытии:
о том, что стихи
сочиняются до,
а читаются после любви.


Бритье

Своему отражению в зеркале

Не бойся –
я вижу:
ты не я.

Капелька крови,
проступившая сквозь мыльную пену,
не свяжет нас –
не бойся.

Не бойся –
я здесь, а ты там:
по ту сторону амальгамы,
ты – это ты.

Улыбаясь в ответ,
ты всегда немного запаздываешь.

Не бойся –
тебе не придется стареть вместе со мной.


Было – и нет

...А потом и стихи покинули людей.

Выбрали непогожую ночь, когда никто не высовывается на улицу,
тайно свернули свой лагерь
и двинулись в путь, обрастая по дороге
все новыми и новыми соплеменниками.

Скорбные – от того, что все так плохо кончилось,
И растерянные – потому что их оказалось меньше, чем они думали.
Словно последние, чудом уцелевшие солдаты разбитой армии,
уныло потянулись они по темным ветреным долинам домой,
к далекой стране, надежно укрытой от глаз времени,
из которой их – кого раньше, кого позже – обманом выманили.

Их ухода не заметили, потому что стояла ночь.

Их отсутствия не заметили, потому что наступил день.

Перевел Дмитрий Веденяпин


Другу, девять лет спустя

И безлюдно, и сыро. И на влажной земле
пальцем ли, веткой – как хочешь – могу повторить тот рисунок,
твой портрет, что когда-то испортил школьную парту,
ты любил его. Припоминаю последний
сон о тебе: как ты мчишься на велосипеде
через бурую лужу, навстречу. Обрызгал ли, нет ли – не помню.
Девять лет пробежали – сижу у могилы твоей, в изголовье.
Как тогда, в декабре,
когда мама твоя приоткрыла окно,
ибо воздух в палате кончался, – нас было так много,
дышавших твоим исчезающим воздухом, лишь на три дня
и хватило. Мы все понимали, что ты умираешь.
Только я был спокойнее всех за твоею подушкой:
ты не мог ведь ко мне повернуться, в глаза заглянуть.
Остальные от ужаса взмокли. Хорошо хоть, один догадался
рассказать анекдот, мы смеялись. Я понял тогда:
он любил тебя больше других.

Нет, мой друг, я не часто сюда прихожу, где тому девять лет,
как тебя мы оставили юношей светловолосым, калекой.
И когда застучала о гроб твой сухая земля,
все мы поняли: это не просто начало неведомой жизни
без тебя – это детство захлопнуло двери навеки.
Нет, не часто сюда прихожу я. Не то что с тобой –
даже с теми, кто жив, я не знаю, что сталось.
Ты мог себе это представить?

И безлюдно, и сыро. А я вспоминаю твой смех,
что тому девять лет, в декабре, все звенел, продолжался:
когда мать отвернулась к окну, мы печально молчали,
ты смеялся, а после
внезапное выдохнул «ах»...

И никто из нас не был с тобой через три
страшных дня, но потом еще долго мы лгали друг другу,
будто в миг твоей смерти движенье ее ощутили.


Человек у окна, за окном – осень


1

Предков десять колен
и потомков чуть меньше,
кажется, растворены у меня в крови.

Но не знаю, как жить,
как писать мне и как ощутить
нереально прекрасную осень,

что сомнений клочки воедино
собрала, обещая: сначала
все начнется, и вновь с увяданья.


2

Доброй осени.
Все, что могу я, – часами
сидеть у окна, сознавая: писать невозможно.

Доброй осени, жизнь!
Ускользающая, прихотливая
и почти не моя.

Все, что могу я, – часами сидеть у окна,
чтоб за ним была осень,
теплынь,

чтоб три девушки шли под окном,
чтобы сердце забилось сильнее:
здесь одна, что навеки любима.

Вторую люблю я. А третья – любовь.
Вот и все, что могу я, –
сделать так, чтобы уже не писать по-иному.

Вот и все, что могу, –
доброй осени, жизнь! –
никогда не писать по-иному.

Перевела Инга Кузнецова
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:30 pm

მარკ სტრენდი


ქარბუქის ნამცეცი

გუმბათოვანი ქალაქიდან, გუმბათებით დაჩრდილული ქალაქიდან,
ერთი ფიფქი, ერთი ქარბუგთაგანი, უწონადო შემოფარფატდა
შენს ოთახში, მოარწია სავარძლამდე,, სადაც ზიხარ,და გადაშლილი
წიგნის მიღმა დაინახე, როგორ გაქრა. სხვა არაფერი
არ მომხდარა.მხოლოდ ერთი წამიერი გამოფხიზლება,
სხვა არაფერი. ყურადღების წამიერი დაძაბვა და მოდუნება, დრო
დროებს შორის, და დაკრძალვა ყვავილების გარეშე. მეტი
არაფერი გარდა აზრის, რომ ქარბუქის ეს ნამცეცი, შენივე თვალწინ
არაფრად რომ გადაიქცა, შეიძლება ისევ დაბრუნდეს
წლების შემდეგ და შენსავით რომ იჯდება, ის კაცი იტყვის:
”დროა, ზეცა გახსნილია. ჰაერი მზად არის.”

პოეზიის ჭამა

მელანი იღვრება ჩემი პირიდან.
არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება.
მე შევჭამე პოეზია.

ბიბლიოთეკარი თვალებს არ უჯერებს.
მისი თვალები სევდიანია.
ის კაბაზე ხელებს ისვამს და დააბიჯებს.

მორჩა პოეზია.
სინათლე მინავლდა.
ძაღლები კიბეს ამოუყვნენ.

თვალისკაკლები უბზრიალებთ.
ქერა თითებით იატაკს წმენდენ
საწყალი ბიბლიოთეკარი აბაკუნებს ფეხებს და ტირის.

მას არ ესმის.
მე ვეცემი მუხლებზე და ხელებს ვულოკავ.
ის იწყებს კივილს.

მე ვარ ახალი ადამიანი.
ვწკმუტუნებ და ტანზე ვახტები.
ბედნიერი ვხოხავ ზურგზე წიგნების კუპრში.




ნარჩენები

ვათავისუფლებ საკუთარ თავს სახელებისგან, ვათავისუფლებ ჩემს ჯიბეებს,
ვათავისუფლებ ფეხსაცმელებს და ვტოვებ გზაზე.
ღამით უკან ვაბრუნებ საათს.
საოჯახო ალბომს ვფურცლავ და ვუყურებ პატარა ჩემთავს.

კარგს რას მომიტანს? საათებმა გააკეთეს თავისი საქმე.
ვამბობ ჩემს სახელს, ვამბობ ნახვამდის.
ქარს მიაქვს ყველა ჩემი სიტყვა თანმიმდევრობით.
მე მიყვარდა ჩემი ცოლი, მაგრამ გავუშვი.

ჩემი მშობლები წამოიჭრენ სავარძლებიდან
ღრუბლების რძისფერ ოთახებში. როგორღა ვმღერი?
დრო მეუბნება თუ ვინა ვარ, ვიცვლები და ვრჩები იგივე.
ვათავისუფლებ საკუთარ თავს ცხოვრებისაგან და ცხოვრება რჩება იგივე.


გრძელი სევდიანი ვახშამი

ერთი ამბობდა
თუ როგორ ფარავენ ჩრდილები მინდორს, თუ როგორი
წარმავალია ყველაფერი, თუ როგორ სძინავს გამთენიისას
ვიღაცას, დილა კი მოდის.

ერთი ამბობდა
თუ როგორ ყუჩდება ქარი, და როგორ ჩნდება ისევ,
თუ როგორ არიან ხეების ქერქები ქარის კუბოები,
მაგრამ უამნდობა გრძელდება.

ეს იყო გრძელი ღამე
და ერთი ამბობდა რაღაცას მთვარეზე, რომელიც სითეთრეს აფენს
გაყინულ მინდორს, და რომ წინ არ ჩანს არაფერი
არ ჩანს იგივე.

ვიღაცამ ახსენა
ქალაქი, რომელშიც ომამდე ცხოვრობდა, და ოთახი ორი სინათლის
ჩრდილით კედელზე, ვიღაც ცეკვავდა, ვიღაც უყურებდა
ჩვენ თანდათან ვიჯერებდით,

რომ ღამე აღარ გაილევა. ერთი
ამბობდა-მუსიკა კი დასრულდა და ვერავინ შენიშნა - ის
ამბობდა რაღაცას ცაზე, პლანეტებზე, და ვარსკვლავებზე,
თუ როგორი პატარები არიანო, როგორი შორი.


რატიანის თარგმანია
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:31 pm

მარკ სტრენდი





ელეგია მამაჩემისთვის
(რობერტ სტრენდი, 1908 - 1968)



1. ცარიელი ტანი

ხელები იყო შენი, მკლავები იყო შენი,
შენ კი არ იყავი არსად.
თვალები იყო შენი, მაგრამ დახუჭული, სამუდამოდ დახუჭული.
იყო შორეული მზე.
იყო ბედფორდის აუზის ქარი.
იყო ზამთრის მინავლული მომწვანო შუქი.
იყო შენი ბაგეები,
შენ კი არ იყავი არსად.
როცა ვიღაც ალაპარაკდა, მას არავინ უპასიხა.
ღრუბლებმა ქვემოთ დაიწიეს
და დამარხეს შენობები ნაპირის გასწვრივ,
წყალი კი დუმდა.
თოლიები ახმაურდნენ,
საათები წიკწიკებდნენ სხვების მაჯებზე.
არ ჩანდა ტკივილი. გავლილიყო.
რაც იყო, იყო გასაგები. არაფერი დარჩა სათქმელი.
ჩრდილმა აშალა თავისი ფერფლი.
იყო სხეული, შენი იყო, შენ კი არ იყავი არსად.
მის კანს შეეხო ჰაერი - და გააჟრჟოლა ჰაერს,
მის თვალებში ჩაწვა წყვდიადი.
შენ კი არ იყავი არსად.


2. პასუხები

რატომ დაეხეტებოდი?
სახლი ციოდა.
რატომ დაეხეტებოდი?
მე სულ ასე ვხეტიალობ მზის ჩასვლიდან განთიადამდე.
რა გეცვა ტანზე?
ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, ყვითელი ჰალსტუხი, ყვითელი წინდები.
რა გეცვა ტანზე?
არაფერი. მტკიოდა და ამით ვთბებოდი.
ვისთან გეძინა?
მე მეძინა ყოველღამე სხვადასხვა ქალთან.
ვისთან გეძინა?
მარტო მეძინა. მე ყოველთვის მარტო მეძინა.
რატომ მატყუებ?
სულ მგონია, ვამბობ სიმართლეს.
რატომ მატყუებ?
ვერაფერი ტყუის ისე, როგორც სიმართლე, და მიყვარს სიმართლე.
რატომ მიდიხარ?
რადგან ჩემთვის ყველაფერმა დაკარგა აზრი.
რატომ მიდიხარ?
ეს არასდროს არ ვიცოდი. არც ახლა ვიცი.
დიდხანს გელოდო?
არ მელოდო. მე ძალიან დავიღალე და მინდა დავწვე.
შენ ძალიან დაიღალე და გინდა დაწვე?
დიახ, ძალიან დავიღალე და მინდა დავწვე.


3. შენი სიკვდილი

ვერაფერი შეგაჩერებდა.
ვერც კარგი დღე. ვერც სიმშვიდე. ვერც ოკეანის ღელვა.
შენ განაგრძობდი სიკვდილს.
ვერც ხეივანი, სადაც სეირნობდი,
ვერც ხეები, რომლებიც გრჩდილავდნენ.
ვერ ექიმი, რომელიც გაფრთხილებდა,
ჭაღარათმიანი ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც ერთხელ გიხსნა.
შენ განაგრძობდი სიკვდილს.
ვერაფერი შეგაჩერებდა. ვერც შენი ვაჟჳ. ვერც ქალიშვილი,
რომელიც გაჭმევდა და გაბრუნებდა ბავშვობაში.
ვერც შენი ვაჟი, რომელსაც ეგონა, არასოდეს მოკვდებოდი.
ვერც ქარი, რომელიც გიფრიალებდა საყელოს
ვერც ფეხსაცმელები, რომლებიც დამძიმდნენ,
ვერც თვალები, რომლებიც გაზარმაცდნენ.
ვერაფერი შეგაჩერებდა.
შენ იჯექი შენს ოთახში, გაჰყურებდი ფანჯრიდან ქალაქს
და განაგრძობდი სიკვდილს.
შენ მიდიოდი სამუშაოდ, სხეულს კი ციოდა.
ფეხები დამძიმდნენ, წინდები გიჭერდნენ.
შენი სახე გათეთრდა,
შენი ხმა კი ორად გაიპო,
ხელჯოხს დაეყრდენი,
მგრამ უკვე ვერაფერი შეგაჩერებდა.
ვერც მეგობრები, რომლებიც გირჩევდნენ.
ვერც ქალიშვილი, რომელიც ხედავდა, როგორ პატარავდებოდი.
ვერც შენი ვაჟი. ვერც დაღლილობა,
რომელიც ჩასახლდა შენს სუნთქვაში. ვერც ფილტვები,
რომლებიც აივსნენ წყლით.
ვერც სახელოები, რომლებშიც შეფუთულიყვნენ მტკივანი მაჯები.
ვერაფერი შეგაჩერებდა.
შენ განაგრძობდი სიკვდილს.
როცა ბავშვებთან თამაშობდი, შენ განაგრძობდი სიკვდილს.
როცა ჯდებოდი სასადილოდ,
როცა გეღვიძებოდა ღამით, ცრემლებით თვალებზე, ოფლიანი სხეულით,
შენ განაგრძობდი სიკვდილს.
ვერაფერი შეგაჩერებდა.
ვერც წარსული.
ვერც მომავალი თავისი კარგი ამინდებით.
ვერც ხედი შენი ფანჯრიდან, სასაფლაოს ხედი.
ვერც ქალაქი. ვერც ეს საზარელი ქალაქი თავისი შენობებით.
ვერც წუხილი. ვერც სიხარული.
სხვას აღარაფერს აკეთებდი, მხოლოდ განაგრძობდი სიკვდილს.
შენ მიიტანე საათი ყურთან.
შენ იგრძენი, როგორ იცლები.
შენ დაწექი.
ხელები გულზე დაიკრიფე და გესიზმრებოდა სამყარო უშენოდ,
ადგილები ხეების ქვემოთ,
ადგილები შენს ოთახში,
ცარიელი ადგილები.
შენ განაგრძობდი სიკვდილს.
ვერაფერი შეგაჩერებდა.
ვერც შენი სუნთქვა. ვერც შენი ცხოვრება.
ვერც ცხოვრება, რომელიც გინდოდა.
ვერც ცხოვრება, რომელიც გქონდა.
ვერაფერი შეგაჩერებდა.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:32 pm

wina postis gagardzeeba
4. შენი ჩრდილი

შენ გქონდა ჩრდილი.
ადგილებმა, სადაც ყოფილხარ, დაგიბრუნეს ის შენ.
უპატრონო ბავშთა სახლის დერეფნებმა და გადამხმარმა გაზონებმა დაგიბრუნეს ის შენ.
საგაზეთო ჯიხურებმა დაგიბრუნეს ის შენ.
ნიუ-იორკის ქუჩებმა დაგიბრუნეს ის შენ, და მონრეალის ქუჩებმაც ასევე.
ოთახებმა ბელემში, სადაც ხვლიკები ჭამდნენ მკვდარ კოღოებს, დაგიბრუნეს ის შენ.
მეხიკო სიიმ, სადაც გინდოდა შენი ჩრდილის სამუდამოდ დაფუძნება, და ჰალიფაქსის ნავსადგომმა, დაგიბრუნეს ის შენ.
შენ გქონდა ჩრდილი. სადაც მიემგზავრებოდი, შენი ჩრდილი უკან მოგდევდა, და სადაც კი ჩადიოდი, წინ გხვდებოდა შესაგებებლად. შენ გქონდა ჩრდილი.
ყველა კარი, სადაც შესულხარ, თავაზიანად გაცლიდა მხრიდან და გამოსვლისას ისევ უკან გიბრუნდებდა. შენ გქონდა ჩრდილი.
მაშინაც კი, როცა თვითონ ივიწყებდი, შენი ჩრდილი არ გივიწყებდა.
ერთთხელ, ქვეყანაში, ხის ჩრდილმა შთანთქა შენი ჩრდილი და ვერავინ გიცნობდა მაშინ.
ერთელ, ქვეყანაში, შენ მოგეჩვენა, რომ სხვას გაყვა შენი ჩრდილი. შენმა ჩრდილმა არაფერი არ გითხრა მაშინ.
შენს ჩრდილს ფარავდა სამოსი და, როცა იხდიდი, ნებიერად იშლებოდა იატაკზე, უფერული, როგორც წარსული.
შენმა სიტყვებმა, რომლებიც ხმელი ფოთლებივით მიქრიდნენ ჰაერში, დაკარგულ ჰაერში, იმ ადგილისკენ, სადაც არ ხდება არაფერი, დაგიბრუნეს შენ შენი ჩრდილი.
მეგობრებმა დაგიბრუნეს შენ შენი ჩრდილი.
მტრებმა ჩათვალეს, რომ ის მძიმეა, მოგითრიეს საფლავზე და დაგიბრუნეს შენ შენი ჩრდილი.
როცა მოკვდი, შენი ჩრდილი იწვა ავეჯზე, მტვერი იყო მისი წყალი და მისი პური.
ის ცეკვავდა ნანგრევებში, ის ფხიზლობდა, როცა ირგვლივ ყველას ეძინა, ის ბრწყინავდა სამარხებს შორის, ელვარებდა, როგორც კრისტალი.
ის თვაისთავს პატრონობდა, როგორც ჰაერი.
მას უნდოდა ყოფილიყო თოვლივით და ეთოვა წყალზე, მას უნდოდა ყოფილიყო არაფერი და ეს იყო შეუძლებელი.
შენი ჩრდილი მოვიდა ჩემთან. შენი ჩრდილი დამაწვა მხრებზე.
შენი ჩრდილი არის შენი, ვთქვი მე მაშინ. მე ვთქვი, ის შენია.
მე მას დიდხანს ვატარებდი. მე მას გიბრუნებ.


5. გლოვა

ისინი გგლოვობენ.
როცა დგები შუაღამისას
და ქვის ლოყაზე გიბრწყინავს ცვარი,
ისინი გგლოვობენ.
გაბრუნებენ ცარიელ სახლში.
სკამებით და მაგიდებით ავსებენ ოთახს.
გსვამენ და სუნთქვას გასწავლიან,
სუნთქვა კი იწვის.
ის იწვის ფიჭვის პატარა ყუთში და მზის სხივივით ფუვდება ფერფლი.
წიგნს გიწვდიან და გაკითხებენ.
გისმენენ და მოსდით ცრემლები.
ქალები თითებს გისრესენ და თმასაც გვარცხნიან.
ყინულს ალღობენ შენს წვერში და მერე გპარსავენ.
მონდომებით გისრესენ სხეულს.
ისინი გაცმევენ მშვენიერ სამოსელს
და ხელებს გითბობენ.
ისინი გაჭმევენ და ფულს გთავაზობენ.
ისინი შენს წინ იჩოქებენ, გთხოვენ, არ მოკვდე.
როცა დგები შუაღამისას, ისინი გგლოვობენ.
თვალებს ხუჭავენ და შენს სახელს იმეორებენ.
ვერ აცოცხლებენ შენს ძარღვებში დაფლულ სინათლეს,
შენს სიზმარში ვერ შემოდიან.
რა გაეწყობა, ბებერია.
წამოდექი ამაღამ და ხვალაც ადექი, სულერთია, უკვე სულერთია.
ისინი გგლოვობენ, როგორც შეუძლიათ.


6. ახალი წელი

ზამთარია და ახალი წელი.
არავინ გიცნობს.
შენ წევხარ სადღაც,
ვარსკვლავების, წვიმების და სინათლის მიღმა
და ყველანაირი ამინდი ქვაა.
შენი მეგობრები თვლემენ სიბნელეში,
მათ ეს სიამოვნებთ და აღა ახსოვხართ.
არაფერია შენს გარშემო. არავინ გიცნობს.
ვერ ხედავ წვიმას, რომელიც იღვრება, ვერც მამაკაცს, რომელის მიდის.
მლაშე ქარი მტვერს აყრის ქალაქს.
მზეს ვერ ხედავ. და ვერც მთვარეს, მზეს რომ დაყვება
ჩრდილივით. არა, ექოსავით.
მზეს ვერ ხედავ, ის კი, როგორც ნაცემი გული, ფეთქავს ჰაერში.
შენ ვერ ხედავ მის იარებს და ჩამქრალ თვალებს.
ყველაფერი უკანაა.
ზამთარია და ახალი წელი.
ცას საოცრად ნაზი კანი აქვს.
ყველაფერი უკანაა. არავინ გიცნობს.
ღამის წყალზე ვარსკვლავები ირეკლებიან.
ვერავინ ხედავს ზღვის ფსკერზე კენჭებს.
არის ნაპირი და ხალხი იცდის.
არაფერი აღარ ბრუნდება.
სიჩუმეა სახელის ნაცვლად.
ზამთარია და ახალი წელი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:33 pm

მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ

არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას
ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე -
ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე
და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი,
რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი
ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს,
ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ
მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს -
როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში,
როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო,
რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით,
იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა -
სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი,
მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი,
რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც
ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი
თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი
რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი.
და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ
ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქეარათმიანი,
და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით,
რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით
ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები.
და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა
ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ
და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი?

არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს
რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში,
როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც
როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი,
ბოლოს თქვი, ვაი.

სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს
ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით,
თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Mon Dec 15, 2008 9:33 pm

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს ამოვიცნობ
ჩემს სახეს შენში.

სისხლის წვეთი,
საპნის ქაფზე რომ მსხვილდება თანდათანობით,
ჩვენ ვერასდროს შეგვაერთებს,
ნუ გეშინია.

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს გადმოვლახავ შენს გლუვ ზედაპირს
და ვერც აქეთ გამოგიხმობ;
ვერც მეხსომები.

მე არასოდეს არ შევიმჩნევ შენს შეცდომებს -
ვიდრე ღიმილს ამაყოლებ, ჯერ რომ იბნევი.

ნუ გეშინია:
მე და შენ ერთად არ დავბერდებით.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ზვიად რატიანი   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ზვიად რატიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: