არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ხ ვ ა რ ა მ ზ ე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sun Jul 08, 2012 8:15 pm

ორიოდე სიტყვა ხვარამზეს ლექსის "სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა" თაობაზე


(სხარტად ნათქვამებიდან)


ის თავბრუდამხვევი და უზუსტესი პოეტური ხატები, რასაც ამ ერთ შედევრში ქმნის ხვარამზე, ხალხური ყოფიდან მოდის:

აი, თუნდაც ისე გამხდარი სურვილი, რომ ნემსს ყუნწზე აეგო, როგორც ძაფი...

ანდა - თავისი შეყვარებულის ღვინით ასავსებ და წითლად დაფერილ ვერცხლის თასად გადაქცევა რომ უნდა...

ეს პოეტური სახეები ხალხური ყოფიდან კი მოდის, მაგრამ პოეტის ინდივიდუალური, საკუთარი ანაბეჭდი ადევს - ეგეთი ანაბეჭდი, რომ ხვარამზე სხვა არც ერთ სახალხო მთქმელში ან თუნდაც პოეტში აღარ აერევა მკითხველს...

დიდი შეცდომაა, ხვარამზე რომ სახალხო მთქმელი ჰგონია ბევრს დღესაც.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვარამზეს შემოქმედება არა სახალხო მთქმელთა, არამედ ინდვიდუალურ პოეტურ კონტექსტში უნდა მოიაზრებოდეს, - ისევე, როგორც ანა კალანდაძის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ემილი დიკინსონის, სილვია პლათის და ამ რანგის სხვა პოეტების შემოქმედებას განვიხილავთ ხოლმე...

სწორედ ასევე უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს სკოლაში ეს დიდებული ლექსი, თუმცა არც კი ვიცი, - ხვარამზეს ეს შედევრი შეტანილია თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში...

თუ შეტანილი არ არის, მაშინ შესატანია აუცილებლად, დაუყოვნებლივ და ყოველმიზეზგარეშე, - ამაზე კარგი სხვა რა უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბალღებს?..


მიხო მოსულიშვილი
8 ივლისი, 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Wed Sep 12, 2012 9:50 am



წიგნის დასახელება: "ხვარამზე - ვერცხლის თასადამც მაქცია" (კრებული)
ავტორი: ხვარამზე და ავტორთა ჯგუფი
შემდგენელი: თამილა გოგოლაური
რედაქტორი: ვანო ბერიძიაშვილი
კონსულტანტი: მარიამ ხუცურაული
ილუსტრაცია: ნანიკო ბურდული
კატეგორია: პოეზია
გამომცემლობა: “საუნჯე"
ISBN 978-9941-442-00-1
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 302
გამოცემის წელი: 2012
ფასი: 10 ლარი



ორიოდე სიტყვა ხვარამზეს ლექსის "სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა" თაობაზე

(სხარტად ნათქვამებიდან)

ის თავბრუდამხვევი და უზუსტესი პოეტური ხატები, რასაც ამ ერთ შედევრში ქმნის ხვარამზე, ხალხური ყოფიდან მოდის:

აი, თუნდაც ისე გამხდარი სურვილი, რომ ნემსს ყუნწზე აეგო, როგორც ძაფი...

ანდა - თავისი შეყვარებულის ღვინით ასავსებ და წითლად დაფერილ ვერცხლის თასად გადაქცევა რომ უნდა...

ეს პოეტური სახეები ხალხური ყოფიდან კი მოდის, მაგრამ პოეტის ინდივიდუალური, საკუთარი ანაბეჭდი ადევს - ეგეთი ანაბეჭდი, რომ ხვარამზე სხვა არც ერთ სახალხო მთქმელში ან თუნდაც პოეტში აღარ აერევა მკითხველს...

დიდი შეცდომაა, ხვარამზე რომ სახალხო მთქმელი ჰგონია ბევრს დღესაც.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვარამზეს შემოქმედება არა სახალხო მთქმელთა, არამედ ინდვიდუალურ პოეტურ კონტექსტში უნდა მოიაზრებოდეს, - ისევე, როგორც ანა კალანდაძის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ემილი დიკინსონის, სილვია პლათის და ამ რანგის სხვა პოეტების შემოქმედებას განვიხილავთ ხოლმე...

სწორედ ასევე უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს სკოლაში ეს დიდებული ლექსი, თუმცა არც კი ვიცი, - ხვარამზეს ეს შედევრი შეტანილია თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში...

თუ შეტანილი არ არის, მაშინ შესატანია აუცილებლად, დაუყოვნებლივ და ყოველმიზეზგარეშე, - ამაზე კარგი სხვა რა უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბალღებს?..

მიხო მოსულიშვილი
8 ივლისი, 2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ხ ვ ა რ ა მ ზ ე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: