არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხეილ ანთაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხეილ ანთაძე   Sun Jan 30, 2011 2:41 pm


Mikheil Antadze

მიხეილ ანთაძე

დაიბადა 1956 წლის 10 ივნისს ქალაქ თბილისში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა 1975 წელს უნივერსიტეტის ალმანახ ,,პირველ სხივში".

გამოცემული აქვს კრებულები:
* ,,პურის მარცვალი",
* ,,უსიამოვნებები",
* ,,კომენდანტის საათი",
* ,,ცოფი".

მცირე რომანი ,,ცოფი" პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ,,მნათობში" (N1, 1989).

არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი.

* მიხეილ ანთაძე, ეროვნული ფილმოგრაფია - http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=318

* 3-1 - http://ka.wikipedia.org/wiki/3-1




წიგნის დასახელება – "ცოფი"
ავტორი – მიხეილ ანთაძე
ISBN 99940-30-52-3
გამომცემლობა – "სულაკაური"
ყდა – თხელი
გვერდების რაოდენობა – 156
წელი – 2005
ფასი– 5.00

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხეილ ანთაძე   Sun Jan 30, 2011 2:47 pm

მიხეილ ანთაძე

ერთი მილიმეტრი

(მოთხრობა)

ჩემი ვაჟიშვილი ხუთი წლისაა. სოლიდური ასაკია - ამხელა კაცის მოტყუება არც ისე ადვილია. მაგრამ იგი კარგა ხანია უკვე ღრმადაა დარწმუნებული, რომ მე მის თვალებში შემიძლია წავიკითხო ყველაფერი, რასაც ის დღის განმავლობაში ჩაიდენს.
ეს ამბავი ასე დაიწყო:
სარკის წინ ვიპარსავდი. სარკეში მეორე ოთახის კუთხე ჩანდა. ჰოდა, შევნიშნე, რომ ჩემი ვაჟიშვილი ფეხშიშველი დარბოდა, არადა, სულ ახალი გადატანილი ჰქონდა ფილტვების ანთება.
- ჰეი, - გაბრაზებულმა დავუყვირე, - რატომ ხარ ფეხშიშველი?!
სარკეში დავინახე: სასწრაფოდ ჩაიცვა ფეხზე და გამომძახა:
-არა ვარ ფეხშიშველი. - და, ვითომც აქ არაფერიაო, გამომეცხადა. მარცხენა მარჯვენაზე ეცვა და მარჯვენა - მარცხენაზე.
- ჩაწოლა მოგენატრა? - ვკითხე.
- ხომ მაცვია! - თავისზე იდგა ის.
- ეს წუთია ჩაიცვი!
- არა, - თქვა მან. - სულ ყოველთვის მეცვა.
- რატომ იტყუები? - ხომ ვიცოდი, რომ ტყუოდა.
- არ ვიტყუები. - მან რა იცოდა, რომ მე ყველაფერს ვხედავდი სარკეში.
ჰოდა, სწორედ მაშინ მომივიდა აზრად ეს ხუმრობა და ვუთხარი:
- აბა, თვალებში შემომხედე.
შემომხედა. მე დავიხარე და დაკვირვებით ჩავხედე დიდრონ, შავ-შავ თვალებში.
- შენს თვალებში ყველაფერი წერია. დაიმახსოვრე, ყველაფერი. ასე რომ, ფრთხილად იყავი.
ამ ამბავმა საგონებელში ჩააგდო. ერთხანს ჩაფიქრდა, რაღაც მოიფიქრა და მკითხა:
- თუ ეგრეა, ის რატომ არ წერია, დღეს დედას რომ მოვეხმარე სახლის დალაგებაში - ცოცხი და აქანდაზი მივუტანე. ჰოდა, კიდევ მტვერსასრუტიც ჩავრთე.
- როგორ არა... ეგეც წერია, აი, წავიკითხოთ: `ცოცხი`, `აქანდაზი`, `მტვე...მტვე...` კარგად გააღე, თორემ ვერ ვხედავ. აჰა... `რსასრუტი`. აი, თუ არ წერია. ყოჩაღ, დედას რომ დახმარებიხარ. ოღონდ იცოდე, თუ ცუდად მოიქცევი, თვალები ყოველთვის გაგამხელენ. მამებმა იციან შვილების თვალებში კითხვა.
დაიჯერა...

* * *
მას შემდეგ, შინ რომ მოვდიოდი, მუდამ `ვკითხულობდი თვალებში`, ვკითხულობდი, როგორ ამტვრევდა ფინჯნებს, ბებიკოს აბრაზებდა, ცუდად ჭამდა, ოფლიანდებოდა, სათამაშოებს აფუჭებდა... ვინ მოთვლის, რამდენი `დანაშაულის` ჩადენას ასწრებდა მთელი დღის მანძილზე. `ვკითხულობდი~ რაღა თქმა უნდა, ისევ ბებიკოს ან კიდევ დედიკოს დახმარებით...
ხანდახან ეს თამაში ძალიან მკაცრი მეჩვენებოდა.
ერთხელ, როდესაც `მძიმე დანაშაულის` გამო (თავის მეზღვაურ `მიკლუხოს` თავი გადახოტრა) მთელი დღე სახეზე წიგნაფარებული დადიოდა, დიდხანს ვითმინე და საღამო იყო უკვე, მივედი, მივუახლოვდი მხილების მტანჯველი მოლოდინით კუთხეში მიყუჟულ `ბოროტმოქმედს`, ხელი მოვკიდე და სასწრაფოდ - ცრემლებისათვის რომ დამესწრო - ვუთხარი:
- მე შემიძლია წავშალო, რაც შენს თვალებში წერია. თუ გინდა, დღეს წაუკითხავად ამოვშლი. დახუჭე თვალები.
ქუთუთოებზე ხელი გადავუსვი.
სულგანაბული იცდიდა, სანამ უკანასკნელ სიტყვას `წავუშლიდი`.
- მორჩა, წაშლილია, - ვუთხარი.
შვებით ამოისუნთქა და თვალები გაახილა.
- რა აზრი აქვს თვალების დამალვას, ასე ხომ ყველა მიხვდება, რომ რაღაც დაგიშავებია. მთელი სიცოცხლე თვალდახუჭული ხომ არ ივლი.
რამდენიმე დღის შემდეგ სარკის წინ მდგარს წავაწყდი - დაკვირვებით ჩასცქეროდა საკუთარ თვალებს.
- მამა, კითხვას როდის მასწავლი? - მკითხა.
- მალე, - ვუპასუხე მე.

* * *
ამ ქვეყნად არც ერთ ხუთი წლის ბიჭს არ შეუძლია ისე იცხოვროს, რომ მთელი დღის მანძილზე ერთი `დანაშაული` მაინც არ ჩაიდინოს.
ჰოდა, იგი გულმოდგინედ ეძებდა გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან.
და იპოვნა კიდეც...

სამზარეულოში შევედი და რას ვხედავ... მაცივრის თეთრი კედელი წითელი წვეთებით იყო ჩამოწინწკლული. წვეთების კვალი მაგიდამდე მიდიოდა, მაგიდაზე კი ხენდროს წვენის ტკბილი, ბლანტი ლაქა გათხაპნილიყო.
თვითონ კი ისე სუფთად, ალალმართლად ამომცქეროდა, თითქოს ტუჩები ტკბილად არ ჰქონოდა მოთხუპნული. მისმა უდანაშაულო მზერამ დამაბნია და შემაეჭვა კიდეც, თუმცა ფაქტი სახეზე იყო.
- რა ჰქენი?
- არაფერი, - ურცხვად მიპასუხა. – რა ვქენი?
- ვითომ არ იცი.
- მე?
- ჰო, შენ.
- მე არაფერი არ მიქნია.
- აბა, შემომხედე თვალებში.
ისიც ამომყურებდა თამამად, მიცქერდა გამომწვევად.
ყოველი შემთხვევისათვის, ისევ მაცივარს მივუბრუნდი. წვეთები ნამდვილად იყო... შიგნით შევიხედე. მაცივარში ცარიელი თეფში იდგა. იმ დილით მთელი კილოგრამი ხენდრო მოვიტანე. `ბებიკომ` კი დაშაქრა, რათა სადილობამდე ხენდროს ტკბილი, სურნელოვანი წვენი დაემზადებინა.
ამ წვენის კვალს პატარა დამნაშავესთან მივყავდი.
მივედი, მის წინ ჩავიჩოქე. ახლა ჩვენი თვალები ერთმანეთის პირდაპირ აღმოჩნდნენ.
- ჩვენ ხომ შევთანხმდით, - მოთმინებით დავიწყე მე, ვცდილობდი აღმზრდელობითი ტონით მელაპარაკა, - ხომ შევთანხმდით, რომ დედიკოს დავლოდებოდით, მასთან ერთად ვისადილებდით და ხენდროს კი სადილს დავაყოლებდით, ყველანი ერთად, შენ, დედიკო, ბებიკო და მე.
- მე არ მიჭამია.
- გიჭამია! - არ დავუთმე მე, - გიჭამია კი არა, შეგიყლაპია! თანაც სადილის წინ, და თანაც მარტოს.
- არა, მე არ მიჭამია! თუ არ გჯერა, თვალებში ნახე.
- უკვე ვნახე. სწორედ მანდ წერია, აგე.
- არაფერიც არ წერია.
- აი, თუ არ წერია: `შე-ყლა-პა`, `მა-და წა-იხდი-ნა`, `დე-დას არ და-ელოდა`.
იმედგაცრუებულს სახე შეეცვალა, თვალები ცრემლით აევსო.
- კი მაგრამ, როგორღა დაიწერა, მე ხომ თვალდახუჭული ვიყავი... თვალდახუჭულმა გავაღე მაცივარი, თვალდახუჭულმა გამოვიღე თეფში, თვალდახუჭულმა წამოვიღე, თვალდახუჭულმა შევჭამე და თვალდახუჭულმა შევდე და მაცივარი როცა დავხურე, მარტო მერე გავხუჭე თვალები.
და გული ამოუჯდა.
მე ისღა დამრჩენოდა, განზოგადებისათვის მიმემართა:
- ჯერ ერთი, გავხუჭე კი არა, გავახილე, მეორეც - სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება. დახუჭულ თვალებშიც კი ატანს. გინდ თვალდახუჭულმა ჩაიდინო ცუდი საქციელი, გინდაც თვალღიამ - სულერთია - მაინც შენი ჩადენილია და პასუხიც შენ მოგეთხოვება. გაიგე?!
მობუზული, თავჩაქინდრული იდგა ჩემს წინ პატარა ადამიანი, მაგრამ მომეჩვენა, რომ იგი სწორედ ახლა, ამ წამს პირდაპირ ჩემს თვალწინ ოდნავ გაიზარდა.
სულ რაღაც ერთი მილიმეტრით...

2009.07.13

წყარო - http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=31126
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხეილ ანთაძე   Sat Jun 16, 2012 8:43 am



წიგნის დასახელება – "საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი"
ავტორი – მიხეილ ანთაძე
რედაქტორი - თამრი ფხაკაძე
გარეკანის მხატვრობა - თათა ხვედელიძე
ილუსტრაციები - ჯემალ ზენაიშვილი
გამომცემლობა – "ტრიასი"
ISBN 978-9941-9249-0-3
ყდა – მაგარი
გვერდების რაოდენობა – 58, 128
წელი – 2012



ანოტაცია - ეს წიგნი ისეა გამოცემული, როგორც მილორად პავიჩის რომანი "ქარის შიგნითა მხარე" (რომანი ჰეროზე და ლეანდრზე) - ერთი მხრიდან რომ ჰეროს ამბავი მიუყვება, მეორედან - ლეანდრისა. ასევეა აქაც.
წავიკითხავთ ამ წიგნს და გავიგებთ, რომ "ადამიანის ადამიანობა მეტყველებაა. სამყაროს სამყაროობაც ასევე". და იმასაც გავიგებთ, უილიამ შექსპირი მართლა უილიამ შექსპირია თუ არა.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხეილ ანთაძე   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
მიხეილ ანთაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: