არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ჩხიკვიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ჩხიკვიშვილი   Sun Jan 30, 2011 1:56 pm


Nino Chkhvikvishvili

ნინო ჩხიკვიშვილი

დაიბადა 1965 წლის თბილისში, დაამთავრა თბილისის 31-ე საშუალო სკოლა.
1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი „მხატვრული შემოქმედებისა და კრიტიკის“ სპეციალობით. პარალელურად სწავლობდა მეორადი ფაკულტეტის კინო-სასცენარო განყოფილებაზე (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო).
სწავლობდა აგრეთვე თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში თეატრმცოდნეობის უმაღლეს კურსებზე.
1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "კოლაუ ნადირაძის შემოქმედებითი გზა".
პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1984 წელს ალმანახ „ლიახვის“ ფურცლებზე. სხვადასხვა დროს კრიტიკული სტატიები და რეპორტაჟები დაბეჭდილი აქვს პერიოდულ პრესაში.

ავტორია წიგნებისა:
* „თამაში თამაშის გარეშე“ – 2005
* „ამბავი დიდი სიყვარულისა“ – 2006
* „სარკის რეალობა“ – 2009 („პეგასი“)
* "საუბრები თემურ ჩხეიძესთან" - 2011 („პეგასი“)

ნინო ჩხიკვიშვილი ამჟამად იკვლევს საბავშვო ლიტერატურას.

წყარო – http://libofund.com/მწერლები-ჩხიკვიშვილი.php


სურათზე - ნინო ჩხიკვიშვილი

საბავშვო ლიტერატურა სიწრფელითა და სისადავით უნდა გამოირჩეოდეს

გამოქვეყნდა - May 20, 2010 – 9:07 pm


ნინო ჩხიკვიშვილმა პირველი მოთხრობა 1984 წელს ალმანახ “ლიახვის” ფურცლებზე გამოაქვეყნა. პერიოდულ პრესაში სხვადასხვა დროს კრიტიკული სტატიები და რეპორტაჟები აქვს დაბეჭდილი. ავტორია წიგნებისა: “თამაში თამაშის გარეშე”, “ამბავი დიდი სიყვარულისა”, “სარკის რეალობა”. ამჟამად საბავშვო ლიტერატურას იკვლევს. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” საყმაწვილო მწერლობის დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდა და ქალბატონ ნინოს სწორედ ამ საკითხზე გაესაუბრა:

- ქალბატონო ნინო, რატომ გადაწყვიტეთ საბავშვო ლიტერატურის კვლევა?

- სულ უბრალო მიზეზის გამო – მეგობარმა, პოეტმა თამარ შაიშმელაშვილმა დამირეკა და ასევე, მეორე პოეტის მარიამ წიკლაურის დანაბარები გადმომცა – იქნებ, რომელიმე საბავშვო მწერალზე, რომელზედაც შენ მოგიხერხდება, წერილი დაწერო და შემდეგ საპატრიარქოს რადიოთი ამ მწერალზე ვისაუბროთო. კი-მეთქი, დავთანხმდი და ჩემს საყვარელ მწერალზე ნინო ბეზარაშვილზე დავწერე პირველი წერილი, შემდეგ, ამ პირველ წერილს მეორე მოჰყვა და ასე აღმოვჩნდი საბავშვო ლიტერატურის წიაღში…

- “აღარ ვოცნებობთ, ჩვენი გონება მხოლოდ ჩვენ მიერ გამოვლილი დღეების შეფასებით არის დაკავებული, იწყება ნამდვილი სიბერე”, – ამბობდა რეზო ინანიშვილი… თქვენი აზრით, რატომ დაავიწყდა ხალხს ოცნება?

- ალბათ იმიტომ, რომ მას, ვისაც ოცნება დაავიწყდა, ის არც არასდროს ყოფილა მეოცნებე და კიდევ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურმა, დაელმებულმა ყოფითობამ ყველას გადაგვავიწა ის, რითაც გამოირჩევიან ადამიანები ცხოველებისაგან.

- რით გამოირჩევა საბავშვო ლიტერატურა?

- საერთოდ, არ მიყვარს ლიტერატურის ასეთი მკაცრი გამიჯვნა, რადგან კარგი ლიტერატურა საყმაწვილოც კარგია და სადიდოც. ანდა ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი” მხოლოდ საყმაწვილოა?! ან კიდევ “გულივერის მოგზაურობა”? ქართული ხალხური ზღაპრები რამდენ სიბრძნეს იუნჯებენ? თუმცა რაკი მაინც არსებობს ასეთი დაყოფა ლიტერატურისა, მაშინ ასე ვიტყოდი: საბავშვო ლიტერატურა სიწრფელითა და სისადავით უნდა გამოირჩეოდეს სადიდო ლიტერატურისგან და როცა საყმაწვილო ლიტერატურაში იწყებს მუშაობას მწერალი, ის უკვე დაოსტატებული უნდა იყოს.

- რა პრობლემის წინაშე დგას დღეს საბავშვო ლიტერატურა?

- დღეს ქართული საბავშვო ლიტერატურა ისევე, როგორც საერთოდ ლიტერატურა ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგას: არ უნდა მოწყდეს ფესვებს და არ უნდა დაივიწყოს საკუთარი ენა!

- რა უნდა იყოს საბავშვო მწერლობის დანიშნულება?

- საყმაწვილო ლიტერატურა მოზარდში უნდა აღვივებდეს მოყვასის, უფლისა და ქვეყნის სიყვარულს, რაზედაც დგას ჩვენი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. თუ მსგავს გრძნობებს არ აღძრავს ლიტერატურა პატარაში, მაშინ ის ლიტერატურა, ჩემი აზრით, ფუჭია და გასართობი. ასეთი ლიტერატურის კითხვა კი მხოლოდ დროის გასაყვანად და სალაზღანდაროდაა მოწოდებული… და მას არ შეუძლია მოზარდში აღზარდოს მამულიშვილი და კარგი მართლმადიდებელი.

- რა ნაწარმოებების კითხვას ურჩევდით ბავშვებს?

- ვიცი ბევს ირონიულად გაეღიმება, მაგრამ მაინც ვიტყვი: ქართველ ბავშვებს და მათ მშობლებსაც ვურჩევდი, კითხვა დაიწყონ თავიდან, ანუ მიჰყვნენ იაკობ გოგებაშვილს. მერე, კი ბატონო, წაიკითხონ უცხოელი კლასიკოსები და ძალიანაც კარგი იქნება, თუ მსოფლიო კლასიკოსებს დედანში წაიკითხავენ, მაგრამ საამისოდ მათ შემეცნებული უნდა ჰქონდეთ ჯერ მშობლიური ლიტერატურა. დაე, მხოლოდ ამის შემდეგ გაეცნონ უცხოურს.

ესაუბრა თათია ნავროზაშვილი

წყარო - http://www.ambioni.ge/sabavsvo-literatura/

flower


Last edited by Admin on Sun Jan 30, 2011 2:53 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ჩხიკვიშვილი   Sun Jan 30, 2011 2:01 pm


Guram Petriashvili

ნინო ჩხიკვიშვილი

ზღაპრები ყმაწვილთათვის და არა მხოლოდ მათთვის...


გურამ პეტრიაშვილი ქართულ საბავშვო მწერლობაში ის მეზღაპრეა, რომელიც სრულიად ორიგინალური შემოქმედებით დამკვიდრდა. აგერ უკვე მერამდენე თაობაა, გამორჩეული ინტერესითა და ხალისით ეცნობა მის ზღაპრებს.

მწერალი ხალხური თუ კლასიკური მწერლობისთვის უკვე კარგად ნაცად, გაკვალულ გზას თავს ანებებს და ცდილობს ქართულ ლიტერატურაში შემოიტანოს უფრო ევროპული მწერლობისთვის დამახასიათებელი სტილი. ალბათ ამიტომაც მისი შემოქმედების გაცნობისას აუცილებლად მოგვაგონდება ისეთი ცნობილი საბავშვო მწერლები როგორებიც არიან, თუნდაც, ანდერსენი ან ჯანი როდარი.

ახლა ხელთ მაქვს მისი რამდენიმე კრებული - «პატარა ქალაქის ზღაპრები», (1975); «მთვარით განათებული ჩიტის ზღაპრები» (1982) და მისი პატარა, დავარქვათ ასე, საბავშვო დედექტივი «ელი, ბრუნო, სპილო, რარუ და სხვები» (1984);

შევეცდები ამ კრებულთა მიმოხილვასა და აქვე შევნიშნავ კიდეც: ეს ზღაპრები მხოლოდ ყმაწვილთათვის დაწერილი არ გახლავთ. ისინი, ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო და საგულისხმოა ჩვენთვის, უფროსთათვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ვბერდებით, რადგან აღარ ვოცნებობთ. გახსოვთ, რას წერს ერთგან რეზო ინანიშვილი: აღარვოცნებობთ, ჩვენი გონება მხოლოდ ჩვენ მიერ გამოვლილი დღეების შეფასებით არის დაკავებული, იწყება ნამდვილი სიბერეო!

ასე რომ, ყველა ის მკითხველი, რომელიც კეთილ მეზღაპრეს - გურამ პეტრიაშვილს დაუჯერებს, მისი თხზულებების შინაგან რიტმს აჰყვება და გაითავისებს, შეინარჩუნებს ოცნებას, კვლავ დაიბრუნებს გულწრეფელობას, იმ უშუალობას, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, ამით კი უფლისკენ მიმავალ გზას გაიკაფავს - ალბათ, ეს გახლავთ ის საიდუმლო, რომელიც ჩადებულია საერთოდ, ზღაპარში, საყმაწვილო ლიტერატურაში და მით უფრო ქართულში, რადგან დარწმუნებული ვარ, ყოველ ნამდვილ ქართველ მწერალში გენეტიკურად კოდირებულია ღვთის რწმენა.

ოცნება თუ სინამდვილე, სულიერება თუ მატერიალიზმი, ხელოვნება თუ პრაგმატიზმი?! სწორედ ეს პრობლემაა დასმული «დიდ ხეზე მცხოვრები კაცუნების ამბავში».

«ცხოვრებაში ასეა, კაცს სილამაზე, რომ აღარ ატკბობს და მის მშვენებას ვეღარ გრძნობს, მსჯელობას იწყებს,» - შენიშნავს ავტორი და ბევრი ისეთი მოვლენის ახსნას ცდილობს, რაზეც ხშირად ჩაფიქრდება ბავშვი, რაც მხოლოდ მისთვისაა გასაგები და მისაღები.

«წვიმის მოყვარული კაცის ამბავში», ქოლგების წარმოშობაა მოყოლილი და ისიცაა ნათქვამი, რომ სწორედ ყვავილები იყვნენ ამ ქვეყნად პირველი ქოლგები. ამ უცნაურ ქალაქშივე აღმოცენდება ცისფერი ყვავილი (და აქვე ასოციაციის ნაკადით მოგვაგონდება ნივალისისა თუ მეტერლინკის ლურჯი და ცისფერი), სიმბოლო ოცნებისა, იმ ოცნებისა, მაღლა რომ ვახსენეთ.

ცისფერი ყვავილი, იისფერი ღრუბლები, ჩრდილფერა კაცი - ფერთა გამას, ყოველ ფერს, ერთი წაკითხვით თითქმის უმნიშვნელო დეტალსაც კი, თავისი დატვირთვა გააჩნია გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებში. აქ არაფერია ზედმეტი, ან გადაჭარბებული. ამ შემთხვევაში თითქმის მათემატიკური ალღოთია გათვლილი, სად დასვას წერტილი და სად დაასრულოს ზღაპარი. რიტმული პროზისთვის დამახასიათებელ ხმოვანებასაც ხშირად წავაწყდებით და ხანდახან თუკი ამას ფრაზის გამართვა მოითხოვს, თანამედროვე ქართულისთვის აუცილებელი სინტაქსური წყობაც დარღვეულია, მაგრამ რიტმულ პროზაში ეს მაინცდამაინც დიდი შეცდომა არ გახლავთ და ის წესი, რომ ქართულ ზმნას ბოლოში უყვარს ყოფნა, ავტორს სულაც არ ბოჭავს. ამ მხრივადაც სანიტერესო ავტორია გურამ პეტრიაშვილი.

და კიდევ, ის სქემა და ის პირობითი ნახაზი, რაზეც აგებს მწერალი თავის ტექსტს, სულაც არ არის თვალში საცემი და გამაღიზიანებული, არც პატარა მკითხველისთვის და არც იმ კირკიტა უფროსებისთვის, რომლებიც უნებურად მუდამ ეძებენ ნაწარმოებებში მათი შექმნისთვის აუცილებელ სქემასა თუ მონახაზს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ ამ ზღაპრებში ვერ ნახავთ ისეთ თემებს, რომლებიც უფროსს, მოწიფულ ადამიანებს არ აწუხებდეს, უფრო მეტიც, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყველაფერი არა უმცროსკლასელთათვის, არამედ ჩვენთვისაა დაწერილი და მხოლოდ კონსპირაციის მიზნით უცვლის მწერალი ადრესატს. ამ ტიპის ზღაპრები ბევრი აქვს გურამ პეტრიაშვილს. გავიხსენოთ თუნდაც ერთ-ერთი მათგანი - «ამბავი ნაღვლიანი კლოუნისა». ვნახოთ როგორ იწყებს თხრობას:

«ერთხელ პატარა ქალაქს მეტად უცნაური სენი შეეყარა:

ქალაქის მცხოვრებთ ჩემოდნები შეუყვარდათ ძალიან...

სულ ჩემოდნებს დასტრიალებდნენ მათი ფიქრები.

ბინიდან გასვლისას ჩემოდნით ხელში დიდ სარკესთან მივიდოდნენ და ჩაიხედავდნენ. მიტრიალდებოდნენ, მოტრიალდებოდნენ... არ გეგონოთ, თავის სახეს აცქერდებოდნენ, არა, ამოწმებდნენ, ჩემოდანი ხომ ლამაზად გამოიყურებაო. მერე ასწევდნენ თავს და ამაყად გადიოდნენ ქუჩაში».

ჩემოდნის სიმბოლოში ბევრი რამ შეიძლება მოვიაზროთ, მკითხველთა ნაწილისთვის და მათ შორის, ალბათ, თვითონ ავტორისთვის, მძიმე ჩემოდანი გადაჭარბებული სიმდიდრის სინონიმია, (ზოგთათვის ცოდვათა სიჭარბის მამხილებელი( ან სულაც ამქვეყნიური საზრუნავით დაგროვილი დარდისა და ვარამის დამტევი.

ასეთ ქვეყანაში მხოლოდ ერთი კაცია გამორჩეული, ჩემოდნის გარეშე დადის, პალტოს საყელო ამოუწევია, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და ნაღვლიანად მიუყვება ქუჩას - ასეთი კაცი უფროსი თაობის მკითხველისთვის თუ ნამდვილად პოეტია, თურმე ნუ იტყვით, პატარებისთვის, კლოუნი, პიეროს მემკვიდრე ყოფილა, საყვარელი და ახლობელი ადამიანი. აი, თურმე რით გასხვავდებიან პატარები უფროსებისგან: ოცნება, რომელიც პატარებისთვის ასეთი იოლია, უფროსებისთვის დიდი ხნის გადავიწყებული რამ გახლავთ და ეს გამხდარა მიზეზი ჩვენი უსიხარულო ცხოვრებისა.

გავიხსენოთ თუნდაც სხვა ზღაპრიდან პეპელა, რომელსაც ცალი ფრთა მანეთიანისა აქვს და მის დაჭერას ძალიან ბევრი ლამობს, რადგან თავისი ფულადი დანაზოგი კიდევ ერთი მანეთით გაზარდონ და კიდევ სხვა ასეთი ბევრი პეპელა ჩაიგდონ ხელში. ამ ზღაპრის მეშვეობით, ისეთი ადამიანები არიან მხილებულნი, რომელთაც ძალიან ძლიერი, ავი ვნება სტანჯავთ, ვნება იმისა, რომ მავანთა თვალში მეოცნებეს სახელი დაირქვან, სინამდვილეში კი მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭაზე ზრუნავენ. არადა, ისიც ხომ რეალობაა, რომ მატერიალური უზრუნველყოფის ფასად, ოცნებები არასდროს «დამიწდებიან».

საერთოდ, გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებში კიდევ ერთ ტენდენციაზე შეიძლება საუბარი: მის ტექსტებში ტრადიციული, ხალხური თუ კლასიკური ზღაპრებისგან განსხვავებით - დევებს, ჯადოქრებს, ზღაპრულ გზაჯვარედინებს, ღმერთქალებს, ქაჯებსა თუ ალქაჯებს, ვერსად წავაწყდებით. მათ ნაცვლად მწერალი სულ სხვა რეალობას გვთავაზობს, ისეთს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობასთანაა დაკავშირებული, რაც ერთი შეხედვით, თითქოს ზღაპრის თემა და განსჯის საგანი არ უნდა გახდეს, მაგრამ ხდება კი... და როგორ, რანაირად ახერხებს ამას მეზღაპრე?

წეღან პეპლები, ცისარტყელები, იისფერი ღრუბლები, ცისფერი ნათება, ქოლგებად გადაქცეული ყვავილები ვახსენეთ, ამჯერად ამ ჩამონათვალს პაწია ჩიტუნებიც უნდა დავუმატოთ. მათ შორის ერთი უცნაური ბეღურა, რომელიც მერე ულამაზეს ჩიტად იქცევა.

საერთოდ, ეს ჩვეულებრივი პეპლები, ჩიტუნები, ღრუბლები, პაწაწინა ბეჰემოტი, თუ მფრინავი ვეშაპი, მეზღაპრის სამყაროში ჯადოსნურ ძალას იძენს. პრაგმატული თვალით დანახულ ანომალიურ მოვლენებში მწერალს კანონზომიერების დანახვა სურს და ხანდახან ისეთ რამესაც აღმოაჩენს, რომ პირდაპირ შეგშურდება ან გაგიკვირდება, ეს ყველაფერი ხომ ჩემს თვალწინ ხდებოდა და რატომ მე ვერ შევამჩნიეო?!

ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთი ზღაპარი მინდა შეგახსენოთ. ეს ზღაპარი იმ კრებულშია დასტამბული «მთავრით განათებული ჩიტის ზღაპრები» რომ ეწოდება, ეს არის ერთი მუსიკოსის აღზევებისა და შემდგომ მისი დაცემის ამბავი. ზღაპარი სიუჟეტურად ისეა აწყობილი, რომ ვერცერთ დეტალს ვერ ამოიღებ და ვერც ჩაამატებ. თხრობა ისეთი შინაგანი რიტმით ვითარდება და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მართლაც კლასიკური მუსიკის რომელიმე ნიმუშს ისმენ. ვფიქრობ რომ ეს ფაქტორი გასათავლისწინებელია ამ ზღაპრის კითხვისას და კიდევ ერთი გარემოებაც – გურამ პეტრიაშვილის ზღაპრის პსიქოტიპები, ჩვენს შორის მოსიარულენი და მაინც... არაორდინალური ადამიანები არიან. ისეთები, რომლებიც საკუთარ იდეას სიცოცხლის ფასადაც კი ეწირებიან და ამით ემიჯნებიან საზოგადოების დანარჩენ წევრებს. რადგან გარშემო მყოფნი, როგორც წესი, ისეთ გულგრილობას იჩენენ მათდამი, რომ მათი ფიზიკური არსებობა ასეთ ატმოსფეროში თითქმის წარმოუდგენელია.

კვლავ იმ უცნაურ მუსიკოს მინდა მივუბრუნდეთ. მწერალს სურს, რომ ბავშვები ისეთ ფაქიზ საკითხზე ჩააფიქროს, როგორიცაა მშობლიური ფესვები და გარემო. ამ შემთხვევაში მშობლიურ ფესვებად თუ ნიადაგად, იგულისხმება ის პიანინო, რომელზედაც დედამისიც უკრავდა და რომლის კლავიშებზეც დაფრინდებოდნენ ხოლმე პეპლები. მუსიკოსკმა საკუთარი პიანინო, თავისი პატარა მყუდრო საკონცერტო გარემო პომპეზურ ატმოსფეროსა და ძვირფას ინსტრუმენტზე გადაცვალა და ამიტომაც დაისაჯა: დაკარგა ინდივიდუალურობა, უფრო მეტიც, მან, როგორც გამორჩეულმა და ცნობილმა პიანისტმა კარიერა დაასრულა, თუმცა კი ამ ფიასკოთი მის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – დაბრუნება საკუთარ ფესვებთან. ამ შემთხვევაში კვლავ ასოციაციური ნაკადით უნებურად გაგონდება რაფიელ ერისთავის ცნობილი ლექსი: არ გავცვლი მე ჩემს ქვეყანას, სხვა ქვეყნის სამოთხეზედაო.

აქვე სიყვარულის თემატიკაზეც მინდა შევჩერდე. ყვავილის სიყვარულის სინონიმად მოხმობა ბუნებრივია, რაღაც განსაკუთრებულ მიგნებად არ შეიძლება ჩაეთვალოს მწერალს, მაგრამ აქ საინტერესოა ერთი გარემოება, თუ როგორი სიყვარულის მქადაგებელია მეზღაპრე? ჩვეულებრივი დამიწებული გრძნობისა, თუ იმ სიყვარულისა, რომელიც შეიძლება ლეგენდადაც კი შეიძლება იქცეს?! რა თქმა უნდა, მაღალი იდეალების მქონე სიყვარულის მომხრეა. გავიხსენოთ ზღაპარი «ყვავილი». ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ის უცნაური კაცია, რომელიც არარსებულ უცხო ყვავილს ეძებს. ეტყობა ნამდვილი სიყვარული მართლაც ჰგავს რაღაცით მთის უცხო, ალისფერ ყვავილს, იმ ყვავილს, რომლის არსებობა შენ თუ არ გამოიგონე და შენვე თუ არ იწამე, ვერ გაიხარებს. ამ ზღაპარში ორი საწყისი: ქალური და მამაკაცური ებრძვის ერთამანეთს და იმარჯვებს მამაკაცური. ანუ ამ შემთხვევაში მამაკაცია ამ იდეალის – იმ დიდი სიყვარულის მატარებელი, რომლისთვისაც მსხვერპლშეწირვა ნამდვილად ღირს. თუ არ მოხდა მსხვერპლშეწირვა, მაშინ სიყვარული გაქრება. ასეთია ავტორისეული ჩანაფიქრი. ეს მისია, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მამაკაცს ეკისრება. შეგახსენებთ ერთ ეპიზოდს ქალისა და მამაკაცის დიალოგიდან:

«- სულ მალე მოგიტან ყვავილს... – ჩაილაპარაკა და წასვლა დააპირა.

ქალმა ვეღარ მოითმინა, ხელი ჩასჭიდა, შემოაბრუნა და მიახალა გამწარებულმა:

- არ არსებობს ეგ შენი ყვავილი, არა! რა უნდა ყვავილს ამ თოვლსა და ყინვაში.

- მაშ არაა ყვავილი? – ჰკითხა უცებ გაფითრებულმა კაცმა.

არ არის და არცა ყოფილა, შენ გეჩვენება მხოლოდ! – უპასუხა ქალმა, ხელი უშვა და სწრაფად გაშორდა.»

ამ ყველაფერზე გურამ პეტრიაშვილი ძალიან ფაქიზად, ტაქტის გრძნობით ესაუბრება ყმაწვილებს და ამითაც საუკეთესო მაგალითს აძლევს ბევრ მის კოლეგას, განსაკუთრებით კი თანამედროვეთ, ახალგაზრდა მწერლებს.

და რაკი მწერლისეული ტაქტი ვახსენე, მინდა ყურადღება ერთ მწერლისეულ ხერხზე შევაჩერო თქვენი ყურადღება – იმისთვის რომ მკითხველთან უშუალო ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხშირად ინციატივას მას გადასცემს და თანაავტორად იხდის. თითქოს დაწყებულ სათქმელს ბოლომდე არ ამბობს და ამით მკითხველის ჩათრევას ცდილობს შემოქმედებით პროცესში: გავიხსენო ერთი ასეთი მაგალითი: (ზღაპარი – «კაცი და ქალი») «თუ როგორ უცქერდნენ ქალიშვილს მოხუცები და რას გრძნობდნენ, ამის გადმოცემას მე ვერ შევეცდები, უნდა მაპატიოთ, რადგან ძალზედ ძნელია...» მერწმუნეთ, ეს გამოწვევა განსაკუთრებულ გამოძახილს პოვებს პატარა მკითხველებში და ალბათ ისინიც მთელი მონდომებით შეეცდებინ, «წაეშველონ» მეზღაპრეს.

სხვათა შორის, არც ირონია და სარკაზმია უცხო გურამ პეტრიაშვილის საბავშვო პროზისთვის. გავიხსენოთ ზღაპარი «მღებავი და გაუცინარი კაცი». ვნახოთ როგორ ახასიათებს გაუცინარ კაცს: «იმიტომ არ იცინოდა, რომ თავის თავს ბრძენად თვლიდა და ფიქრობდა, ბრძენი ადამიანი მუდამ სერიოზული უნდა იყოსო.

საკვირველი ის იყო, რომ ქალაქის მცხოვრებნიც ბრძენად მიიჩნევდნენ ამ კაცს, თუმცა ერთი სიტყვაც არ გაეგოთ მისგან. ეტყობა ბევრი ფიქრობს, ვინც სერიოზული სახით დადის, ის აუცილებლად ჭკვიანიაო.»

კიდევ ერთ მაგალითს მოვიხმობ:

«ამ ქალაქში ერთი დიდად ეშმაკი კაცი ცხოვრობდა. ეს კაცი პოეტი იყო. მისი ეშმაკობა ის იყო, რომ ლექსებს ყოველთვის იმაზე წერდა, რაზეც იმ წუთზე იყო მითქმა-მოთქმა.

ეტყობა ყველას უხარია, როცა გარითმულს წაიკითხავს, რაზეც ყოველდღეE თვითონაც საუბრობს ნაცნობებთან, ამიტომაც იმ პოეტის ლექსებს ყველა დიდი ინტერესით კითხულობდა.»

გარდა ამ პოეტისა და ფილოსოფოსისა, ვაი მეცნიერნი და მწიგნობარნიც ჰყავს ირონიითა და სარკაზმით «შემკობილი», ამ პერსონაჟს მცოდნე ჰქვია, რომელიც მხოლოდ წიგნების სამყაროში ცხოვრობს და მისი ცოდნა ცოტა არ იყოს კომიკურად გამოიყურება, მაშინ, როცა ცხოვრებისეული სიბრძნის ახსნას სთხოვს ჩვენი მეზღაპრე, მას ყოველი მოვლენისა და უფაქიზესი ნიუანსების ახსნა მხოლოდ წიგნებიდან ამოკითხული მზა რეცეპტით თუ წარმოუდგენია. არადა, არსებობს კიდევ სხვა რამ გრძნობადი, სულიერი სამყარო, სადაც ბევრი რამ მხოლოდ ინტუიტიური წვდომით თუ აიხსნება, ალბათ, ამიტომაც სტოვებს ავტორი ამ მწიგნობარს თავისი წიგნების ზღვაში ჩაფლულს და მხოლოდ შემოქმედის ალღოთი ცდილობს ჩაწვდეს მწიგნობრისათვის აუხსნელსა და გაუგებარ მოვლენას;

«მცოდნე აღარსად ჩანდა, მხოლოდ წიგნების ვეება გროვა იდგა ოთახში.

- არ შეგეშინდეთ, ახლავე გიშველით, - დავუძახე და წიგნების გადმოლაგებას შევუდექი.

- ნუ შეწუხდებით, მე თვითონ. . . - მოისმა მკაცრი ხმა და მივხვდი: მცოდნეს სიამოვნებდა წიგნები გროვად რომ ეყარა ზედ. ალბათ წარმოიდგინა, ცოდნის ოკეანეში ვარ ჩაყურყუმალევებულიო.»

ასეთი და მსგავსი მაგალითების მოხმობა ამ ტექსტებიდან მრავლადაა შესაძლებელი, რაც იმის საფუძველს იძლევა რომ დაბეჯითებით გავიმეოროთ ის, რაც წეღან ვახსენეთ - გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები მხოლოდ ყმაწვილთათვის რომ იყოს განკუთვნილი, იქნებ ასეთ დეტალებს ვერც კი წავწყდომოდით, მაგრამ მათში ბევრი რამ საჩვენოდ, დიდებისთვის არის განკუთვნილი და კიდევ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ცენზურის თვალის ასახვევად.

ჩვენს საუბრებსა და წერილებში უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, როგორ, რანაირად ცდილობს და ახერხებს საბავშვო მწერლობა როგორ გავიდეს ფონს, მაშინ როცა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ თემატიკას ირჩევენ.

ასეთ ნაწარმოებთა ნუსხაში დავასახელეთ კიდეც რამდენიმე საბავშვო მწერლის რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები, მაგალითად, გივი ჭიჭინაძის «ცრუ მზისა», ოტია იოსელიანის «მზის ზღაპარი», არჩილ სულაკაურის «სალამურას თავგადასავალი», თუ «ცისფერი ირემი», გუგული ტოგონიძის რამდენიმე პოპულარული ზღაპარი და სხვები და სხვები. და თუ ამ თემაზე განვაგრძობთ საუბარს შეიძლება დავასახელოთ საბავშვო დედექტივი «ელი, ბრუნო, სპილო რარუ და სხვები.

ეს თხზულება ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია იმისა თუ როგორ შეიძლება მოახერხოს მწერალმა, ის რომ ბავშვებისთვის საკითხავი, უფროსებისთვისაც იმგვარად საინტერესო გამოდგეს, რომ გენდოს და წიგნი ბოლო გვერდამდე ჩაიკითხოს.

აქაც, ამ შემთხვევაშიც, ყველა პერსონაჟი განსაკუთრებული მისიითაა შერჩეული, ნაწარმოების ფინალში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს. უარყოფითი პერსონაჟებიც კი საბოლოოდ ისწავლიან ჭკუას და ბევრიც სასიკეთოდ გამოსწორდება. ამდენად, ნაწარმოების ყველა პერსონაჟი, კეთილიცა და ბოროტიც, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელია. საინტერესოა, კიდევ ერთი კანონზომიერება - კეთილ პერსონაჟებს რიცხობრივად, ბოროტი, უარყოფითი პერსონაჟები სჭარბობს, ისევე როგორც რეალობაში, მაგრამ ზღაპრის მთავარი პრინციპიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ბოლოსდაბოლოს, სიკეთე იმარჯვებს და საბოლოოდ ამარცხებს ბოროტს. თუმცა კი ბოროტების დათმობა არც ისე იოლა, მით უფრო მაშინ, როცა ამ საზოგადოების უმეტესობა ასეთი მორალით ცხოვრობს: «დღეს ეს იმღერე, ხვალ ის იმღერე, ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო.» ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, ზოოპარკის დირექტორი – ბიკენტია. ხედავთ, სახელსაც როგორ არჩევს მწერალი და ამაშიც ერთგვარ ირონიასა და სარკაზმს დებს, ასე რომ, ამ სახელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, იგი ერთი პატარა, კეთილი, მაგრამ უსუსური, მშიშარა ფუნქციონერია. ამქვეყნიური კეთილდღეობის დათმობაც ენანება, მაგრამ ამავე დროს კეთილ მეგობრადაც მოაქვს თავი. თუმცა კი, ვფიქრობ, ასეთი გაურკვეველი პოზიციის გამო, ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობისას გარკვეული სიფრთხილე მაინც გვმართებს.

გავიხსენოთ მისი და პატარა ელის დიალოგი:

«-მართალს გეტყვი, მარტო ის კი არ მადარდებს, რომ ზოოპარკს ცუდი დირექტორი ეყოლება, არ მინდა, რომ მე დავკარგო დირექტორობა.

- დირექტორობა გიყვართ? - გაუკვირდა ელის ასეთი გულახდილობა. - რატომ?

- იმიტომ რომ ჭამა მიყვარს ძალიან.

- ჭამა?

- ჰო, თანაც ნაირ-ნაირის, ჩემს ცხოველებს საუკეთესოდ ვკვებავ. ყველა საჭმელს, ვიდრე იმათ მისცემენ, მე ვსინჯავ. ამიტომ მინდა დირექტორობა.» ასეთია მისი აღსარება და ამიტომაც საზოგადოების ასეთი წევრები, ვგონებ უფრო საშიშნი არიან, ვიდრე, გამოკვეთილად ბოროტი ადამიანები.

ამ ტექსტის კითხვისას იოლად მოხვდებით მწერლისეულ ჩანაფიქრს - ყველა ის ადამიანი, რომელიც სიკეთეს იცავს, ან ხელოვანია, ან კიდევ ხელოვნებაზე შეყვარებული მეოცნებე, ჩვენი მეზღაპრეც თავისი საუკეთესო პერსონაჟებითურთ, სწორედ ამ ხელოვანთა და სიკეთის დამცველ ადამიანთა გვერდითაა. (ეს პერსონაჟები ყველაზე უბრალო, უჩინარი ადამიანებიც კი - იქნება ეს ზოოპარკის დარაჯი თუ სატვირთო მანქანის მძღოლი). ამ ადამიანებს ერთი იდეა აერთიანებთ, გადაარჩინოს სპილო, რომლის მესაიდუმლეც ოინას ექვსი წლის გოგონა ელია.

აქაც, ამ საბავშვო დედექტივში, მწერლის ენა ლაკონურია და ძუნწი. რიტმული პროზისთვის დამახასიათებელი სტილური თავისებურებებით გამორჩეული.

გარდა ამისა, მწერალს ხშირად ახასიათებს მოულოდნელი ლირიკული ჩართვები, რომელიც მკითხველს სამშვინველს უფაქიზებს, და ვის და ვის, ეს დღეს ჩვენს პატარა მკითხველს აუცილებლად სჭირდება, ჩვენზე, უფროსი თაობის მკითხველზე, რომ არაფერი ვთქვათ.

დიახ, ასეა, ქართული საბავშვო მწერლობა ბალღობიდანვე წვრთნიდა ყმაწვილთა სულებს, რათა ისინი სიმართილის მქაგდაგებელნი და თავისუფლების მოყვარენი გაზრდილიყვნენ.

ასე იყო ოდითგანვე და იმედია, ასევე გაგრძელდება მომავალშიც, მთავარია, ჩვენი პატარა მკითხველები კვლავ მივახედოთ წიგნისკენ, რათა დიდობაში ცხოვრებისეულ სინამდვილესა და სირთულეებს მომზადებულნი შეხვდნენ.

წყარო – http://libofund.blogspot.com/2010/07/blog-post.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ჩხიკვიშვილი   Sun Jan 30, 2011 2:04 pm

ნინო ჩხიკვიშვილი

ირაკლი ლომოურის შვიდი ზღაპარი



თუკი მიმდინარე ქართულ საბავშვო ლიტერატურას თვალს გავადევნებთ, ირაკლი ლომოურის საყმაწვილო ტექსტებს გვერდს ვერ აუვლით.
საერთოდ, თანამედროვე ლიტერატურის მკვლევართათვის ეს სახელი - ირაკლი ლომოური და მისი შემოქმედება, უცხო არ გახლავთ. მისი ნაღვაწი, იქნება ეს მოთხრობა, პიესა, რადიო პიესა, თარგმანები, თუ ახლახან დასტამბული დეტექტივი «მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში», არამხოლოდ საინტერესო საკითხავია, არამედ, მწერლური ოსტატობითაც გამოირჩევა და ამხრივადაცაა საყურადღებო და საგულისხმო. ამ ავტორს გაფაქიზებული აქვს სიტყვის გრძნობა და ნაწარმოების კომპოზიციურად საინტერესოდ აგების უნარი, რაც, სამწუხაროდ, ასე იშვიათია თანამედროვე პროზაიკოსთა შორის.

თავის დროზე, 80-იანი წლების დასაწყისში, სრულიად ახალბედა მწერლის ერთ-ერთმა მოთხრობამ, კონკრეტულად კი «შემთხვევამ» (მეტროში აქლემების გამოჩენის დაუჯერებელ ამბავს რომ მოგვითხრობს) დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოქმა გამოიწვია. მახსოვს, «ნობათის» ის ნომერი ხელიდან ხელში გადადიოდა და ბევრს რეალური და ირეალური ერთმანეთში ერეოდა. აი ასე, ვიტყოდი, მართლაც სიმბოლურად შემოვიდა და დამკვიდრდა ირაკლი ლომოურის შემოქმედება ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, სცენასა თუ რადიო ეთერში.

ახლა რაც შეეხება მის საყმაწვილო ტექსტებს, ამ მხრივ იგი ხელხვავიანი მწერალი არ გახლავთ, მაგრამ ის, ზღაპრები, რაც მან ყმაწვილთათვის დაწერა, თამამად შეიძლება დიდაქტიკურ ჟანრს მივაკუთვნოთ და როცა მწერლის შემოქმედებას განვიხილავთ, ამ ტექსტებზეც გავამახვილოთ ყურადღება.

ამჯერად სწორედ ირაკლი ლომოურის შემოქმედების ამ ნაწილს მიმოვიხილავთ. ვიდრე კონკრეტულ განხილვაზე გადავიდოდე, მინდა, აქვე უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - ეს ზღაპრები ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებს არღვევენ და ეკლექტურობისკენ უფრო იხრებიან, ვიდრე, კლასიკური ზღაპრისთვის განკუთვნილი სქემისკენ. ისინი აერთიანებენ იგავ-არაკისთვის, სიმბოლიზმისა თუ ალეგორიებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავტორისეული თხრობის მანერა, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერებისთვის დამახასიათებელ უშუალობასა და სიმსუბუქეს ინარჩუნებს, ამდენად, ის იდეა, რაც ტექსტშია გადმოცემული, ყმაწვილთათვის იოლი აღსაქმელია.

ის ზღაპრები სრულადაა შესული კრებულში «შემთხვევა», რომელიც გამომცემლობა «ლომისმა», ტრადიციულად როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით, 2000 წელს დასტამბა. «ფაქიზო», «ლიფსიტა», «გოგრა», «მელაკუდა», «კოტე, კატო და კლაპიტონი გაუგონართA ქვეყანაში», «უჟმური გულმარიხიანთა სამეფოში».

წეღან თხრობის იგავ-არაკული მანერა ვახსენე და ამ მხრივ საინტერესოა შემდეგი ზღაპრები: «ლამაზო», «მამლაკუდა» და «ლიფსიტა». შევეცდები მათზე ცალ-ცალკე ვისაუბრო და დავასაბუთო წერილის დასაწყისში მოხმობილი მოსაზრება, იმის შესახებ რომ ეს ტექსტები არამარტო საინტერესო საკითხავია, არამედ, მწერლური ოსტატობითაც გამორჩეული.

ალეგორიული, იგავ-არაკისთვის დამახასიათებელი ნიუანსებითაა შექმნილი «ლამაზო». იგი ერთი ახირებული, გვარიანად ამპარტავანი გოჭის თავგადასავალს გვიყვება, გოჭისა, რომელმაც მშობლიური ტრადიციები უარყო და მისი მოდგმისთვის განსხვავებულ ზნე-ჩვეულებების გათავისებას შეუდგა. ამ გოჭუნიას, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, ჩვენთვის და ჩვენი ყმაწვილთათვის უკვე კარგად ცნობილი პერსონაჟი, აკაკი წერეთლის უგნური თაგუნა ენათესავება. და ამ საბრალო გოჭუნიამაც იმ უგნური თაგუნას ბედი რომ არ გაიზიაროს, მწერალი გაცილებით იმედიან ფინალს გვთავაზობს. ალბათ სხვანაირად ვერც მოიქცეოდა, რადგან მისი მკითხველი ამ შემთხვევაში გაფაქიზებული აღქმის ყმაწვილია, ის ყმაწვილი რომელმაც ეს ეს არის შეიმეცნა გარესამყარო, ეროვნული ტრადიციები თუ სულიერი ღირებულებების ფასი გაიგო და მოუხედავად ამისა, ჯერ კიდეც ჩამოყალიბების პროცესშია მისი პიროვნული თვისებები. იქნებ სწორედ ამიტომაც, პატარებისთვის გასაგები ენითაა მოწოდებული ზღაპარში, უძღები შვილის დაბრუნების სახარებისეული იგავი.

ეს ახირებული გოჭი, მამასთან დაპირისპირებამ და თავის ტრადიციების უარყოფამ, რომ იტყვიან, ბედს სწია, მთელი სამეფო ხელთ იგდო და თითქმის გაუგონარი ბრძანებების გაცემა დაიწყო, მაგრამ მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, თავის დამკვიდრება მაინც ვერ შეძლო და ამ შემთხვევაში მშობელთან პრინციპულმა დაპირისპირებამ და შემდგომ მამის მხილებამ მოიყვანა გონს.

ნახეთ, რას ეუბნება მამა შვილს:

«- შვილო, რო მცოდნოდა, ჩემზე ბინძური იყავი, სახლიდან არ გაგაგდებდი. კანი თეთრი გაქვს, გული კი ტალახით სავსეო! - უთხრა მამა-ღორმა.

დაფიქრდა ფაქიზო, იფიქრა, იფიქრა და ბრძანა, ყველა გამოეშვათ, ვინც დილეგში იყო გამოკეტილი, თვითონ კი გაგორდა ტალახში გამრიელად, ადგა და მამისეულ კერას დაუბრუნდა. მშობლებმა ყველაფერი აპატიეს და ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ტკბილად.»

«ლამაზოს» მოსდევს «ლიფსიტა», ეს სახელწოდებაც სიმბოლურია და მეტაფორული.

«იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლიფსიტა. იმდენად პატარა იყო, სახელიც კი არ ჰქონდაო» - შენიშნავს მწერალი და ეს მინიშნება იმ ყმაწვილებისკენ მიემართება, რომლებსაც, ჯერაც მოუმწიფარ გონებაში ათასი ახირება მოუვათ და ეს ახირება, მათდა სავალალოდ შემობრუნდება.

როცა ამ პაწაწინა ზღაპარს წაიკითხავ, ერთი ქართული ანდაზა მოგაგონდება, «დედის წინ მარბენალ კვიცს, ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ტურაო!». ეს ასოციაციური რკალი მარტივია და გამჭვირვალე.

იცით, ხანდახან გეგონება კიდეც, რომ ირაკლი ლომოურის საბავშვო ტექსტები, სიყმაწვილისას თავს გადახდენილი ამბებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ანარეკლია და ეს ყველაფერი ზღაპრის საბურველშია გამოხვეული, თან აღსარებასავით მართალი და უშუალო. ეს ყველაფერი ერთად კი, ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს და ეს შეფარული დიდაქტიკა განსაკუთრებით იმ ყმაწვილებისკენაა მიმართული, რომლებიც ხშირად ეკამათებიან მშობლებს, თუნდაც საკუთარ თავს, ჭეშმარიტების ძიებისას სამყაროსთან კონფლიქტში აღმოჩნდებიან.

ამ ზღაპრის მთავარი გმირის - ლიფსიტას შემთხვევაში, ავტორი შეფარვით, დიდი ტაქტით, სხვა დანარჩენ პრობლემასთან ერთად, სიგარეტის მოწევის მავნე, ზოგჯერ სავალალო შედეგებზეც მიანიშნებს ყმაწვილებს.

ამ შემთხვევაში, ერთი უდღეური ლიფსიტა (მისი სახელწოდებაც ხომ სიმბოლურია), საკუთარ ახირებას, ანუ ბოროტ ვნებას - სიხარბესა და ამპარტავნებას გადაყვა; და «მას მერე მეთევზე იჭერს და იჭერს ლიფსიტას ჭკუას აყოლილ თევზებს, იჭერს და იჭერს...»

ამდენად, ლიფსიტას დანაქადნები: « - ჩემი თუ არ გჯერათ, მეორედაც ავალ, ჩიბუხსაც მოვწევ, მეთევზის ქალსაც ცოლად შევირთავ, მიწაზე დავსახლდები და მერე ინანებთ, როცა მოგენატრებითო!» მისდა სავალალოდ შემოტრიალდება, იქნებ იმიტომაც რომ გამორჩეულობა და ცხოვრებაში თავის იოლად გატანის მაცდურებას აჰყვება.

ასეთივე გამჭვირვალე მეტაფორა გახლავთ ამპარტავნებისა ის გოგრა, რომელიც ამავე სახელწოდების ზღაპრის მთავარი გმირია, რომელსაც მანის გრანდიოზე შეყრია. შეიძლება, ეს პაწაწინა ზღაპარი თავისი პათოსითა და მორალით, გივი ჭიჭინაძის «ცრუ მზისას» შევადაროთ, თუმცა ამ შემთხვევაში ირაკლი ლომოური არა პოლიტიკური მახვილების დასმას ერიდება და პერსონაჟის პიროვნულ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. გოგრას ლოგიკური აღსასრული უფრო სატირულია, ვიდრე სევდიანი და შემთხვევაშიც, ზღაპრის კლასიკური ფინალიდან მკვეთრად განსხვავებული.

შემდეგი ზღაპარი - «მამლაკუდა» ამავე ხელწერითაა შესრულებული და ამ ზღაპარშიც სიმბოლური მინიშნებებითაა დატვირთული. იმდენადაა საინტერესო მამლისა და მელაკუდას ტანდემი, რამდენადაც პარადოქსულია.

საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ლომოურის ზღაპრები უხვად გვთავაზობს ასეთ მოულოდნელობებს, ეს ერთგვარი მწერლისეული ხერხია, რომლის მეშვეობითაც მთხრობელი ცდილობს, მკითხველს ის სიბრძნე დაანახოს, რომელიც ყოველთვის არსებობს, ასეთი კონტრასტულ მოვლენებსა თუ ფაქტებს შორის;

თუკი ყურადღებით გაეცნობით ირაკლი ლომოურის საბავშვო ტექსტებს, ნახავთ როგორ ოსტატურად აქვს მწერალს გამოყენებული ისეთი ხალხური სიბრძნე, როგორიცაა ანდაზა. ხშირად ამა თუ იმ ანდაზას, თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს და სიუჟეტური კარგის გასავრცობად იყენებს. ახლაც, «მამლაკუდაშიც», ეს პრინციპი აქვს არჩეული. «მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო.» ეს ქართული ანდაზა, ალბათ, ყველას გაგიგონიათ, ჰოდა ავტორმაც თხრობა ასე დაიწყო: «იყო და არა იყო რა, იყო ერთი მამლაკუდა. მამლაკუდა იმიტომ იყო, რომ მელა იყო და კუდის მაგივრად მამალი ჰყავდა.»

ალბათ, დამეთანხმებით რომ, ეს არის ერთგვარად ორიგინალური და საინტერესო მიგნებაა. და თუკი მოვინდომებთ ხალხურ სიბრძნეს დავუპირისპირდეთ, არაფერი გამოგვივა. ამ შემთხვევაშიც ასეა, მელიას კუდი რაკი მამლითაა შეცვლილი, ყველაფერი თავდაყირა დგება. სიმართლის სიცრუისაგან განსხვავება და განცალკევება ნამდვილად გვიჭირს;

ახალ ჯერი შემდეგ ზღაპარზე მიდგა. ეს გახლავთ: «კოტე, კატო და კლაპიტონი გაუგონართა ქვეყანაში.» ნაწარმოების ევფონიური სათაური უკვე სათავისოდ იზიდავს მკითხველს და ეს აკუსტიკური კეთილხმოვანება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცით, ლამაზად დასურათებულ იმ წიგნს მოგვაგონებს, რომლის ხელშიც აღება არასდროს დაეზარება პატარა მკითხველს.

წეღან, როცა ზღაპარ «ფაქიზოზე» ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ მწერალი ყმაწვილთათვის გასაგებ ენაზე გვაწვდის, ისეთ რთულ სახარებისეულ თემას, როგორიცაა უძღები შვილის დაბრუნება. ამ ზღაპარშიც - «კოტე, კატო და კლაპიტონი გაუგონართა ქვეყანაში», იმავე ხერხს ირჩევს და საშუალებას გვაძლევს მოცემული ტექსტის ინტერპრეტაციისას, სახარებისეული ალუზიებთან გვქონდეს საქმე.

ჯადოქარი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც თვით ეშმაკეული, ცოდვით დაცემული ანგელოზი, ხოლო მისი სამფლობელო – გაუგონართა ქვეყანა – ჯოჯოხეთის ის შრე, სადაც სულები ღორმუცელობისთვის, დაუდევრობისა და ურჩობისთვის, მარადიულ სატანჯველში აღმოჩნდებიან.

არადა, საცდური მართლაც არსებობს. თავიდან იგი მომხიბლავია, როგორც ნებისმიერი ცოდვა. ნახეთ ჯადოქარი რას ეუბნება მსუნაგ კოტეს: «- სწორედ შენისთანა ყოჩაღ და გაბედულ ბიჭებს ვეძებ, ჩემთან წამოდი, გაუგონართა ქვეყანაში, რასაც გინდა, გაჭმევ და გასმევ, აღარც სკოლაში ივლი, ვეღარც მშობლები დაგსჯიან და მთელ ცხოვრებას ცეკვა-თამაშში გაატარებო!»

მოცემული ზღაპრის ფაბულა ასე ვითარდება: პატარები, ბოროტი ჯადოქრის ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, თავს დააღწევენ. მათ ამ საქმეში ის ჩიტიც დაეხმარება, კოტემ მახეში გაბმული რომ იპოვნა და გაათავისუფლა. ეს ჩიტი, როგორც ვთქვით, უფლისგან გამოგზავნილი კეთილი ანგელოზია (გავიხსენოთ მტრედის სიმბოლიკა, ბიბლიიდან და სახარებიდან), რომელიც აპოვნინებს ხსნის გზას – კლაპიტონს გააცნობს. ვინ შეიძლება იყოს კლაპიტონი? იგი შეიძლება იყოს ღვთის სიტყვა, რომელიც ბავშვებს ასე დაარიგებს: «ეგ თქვენი ჯადოქარიც კარგად ვიცი, ერთი წყეული, ურჯუკი და ღვთის გარეგანი ვინმეა, მაგრამ ნუ გეშინიათ, მოვერევით!»

კლაპიოტნი მართალი აღმოჩნდება. პატარები ჯადოქრის სამფლობელოს თავს დააღწევენ. და აი აქ ძალიან სიმბოლურ სიტყვებს ათქმევინებს მწერალი კლაპიტონს: «ცუდები იმიტომ იყავით, რომ ჯადოქარი გატყუებდათ, და ახლა კი თავისუფლები ხართ, ტავისფლები ყოველთვის კარგები არიან, გზა ხსნილია, სახლებში გაიქეცითო!» ასე რომ ყველაფერი ნათელია. მწერლისეული პოზიცია აშკარაა და სიმბოლური მინიშნებებიც გასაგებია და გასათვალისწინებელი. არ შეიძლება ამ ზღაპარმა არ მოგვაგონოს ქრისტესეული შეგონება, თუკი სასუფევლის მოპოვება გსურთ, ემსგავსეთ ბავშვებსო!

მომდევნო ზღაპარს, რომელიც კვლავ ყმაწვილთათვისაა განკუთვნილი ეწოდება «უჟმური გულმარიხიანთა სამეფოში.» ამ შემთხვევაშიც, მწერალი, ვფიქრობ უკვე კარგად აპრობირებულ ხერხს მიმართავს და ბავშვებისთვის განკუთვნილ ტექსტში უფროსთათვის ახლობელ პრობლემას წარმოაჩენს.

უჟმურში – ნაწარმოების მთავარ პერსონაჟში – შეიძლება ვიგულისხმოთ (ან თუ ამოვიცნოთ) ჩვენი ქვეყნის ყველა დროის დამპყრობელი, ირანელთაგან მოყოლებული რუსებით დასრულებული. (ისე ამ ზღაპარს თარიღად 1987 წელი რომ არ ქონდეს მითითებული, იგი თანამედროვეობასაც შესანიშნავად შეესაბამებოდა).

სახელმწიფოში უჟმურის მოსვლით გულმარიხიანთა სამეფო, გულჯავრიანთა სამეფოდ გადაიქცევა. სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი სახელმწიფოს ხსნა თითქმის შეუძლებელია. არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა გადარჩენისა, ერი უნდა ამღერდეს! ეს მეტაფორა, ვფიქრობ, შემთხვევით არ მოჰგონებია მწერალს. მასში მართლაც დევს ქართველი ერის გადარჩენისა და დღეგრძელობის საიდუმლო. ნახეთ, როგორ სრულდება ზღაპარი:

«... ამის შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ გულმარიხიანები, მაგრამ როცა ზოგჯერ კაეშანი მოერეოდათ, მეფის სასახლესთან შეგროვდებოდნენ ხოლმე, სიმღერას გააჩაღებდნენ და ერთურთსა შველოდნენ.



ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა!»



გარდა ამ მინიშნებებისა, თქვენი ყურადღება თვითონ სამეფოს სახელწოდებაზე – გულმარიხიანებზე – შევაჩერო. ესეც, რათქმაუნდა, სიმბოლურია და ქართველთა ხასიათზე მიგვანიშნებს, ერთობ არხეინები რომ ვართ და სანამ ძალზედ არ გაგვიჭირდება, ხელის გამოღება რომ არ გვჩვევია.

საყმაწვილო ზღაპართა ციკლი, სრულდება ზღაპრით «ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი». და ამ ტექსტსაც, ბუნებრივია, დიდაქტიკური მისია აკისრია. მას შეიძლება საახალწლო ზღაპარიც კი ვუწოდოთ, რომელიც მაღლა განხილულ ზღაპრებისაგან განსხვავებით, ზღაპრის კლასიკურ ფორმას, ასე თუ ისე, ემორჩილება და იგი სიყვარულის პატარა ოდასაც წარმოადგენს.

ამ ზღაპრის მეშვეობით, ყმაწვილი იოლად შეიმეცნებს სიყვარულის არსსა და იმასაც გააცნობიერებს, რომ საკუთარი მომავალი მის ხელთაა, მას შეუძლია გაჰყვეს ბოროტის გზას, ან სიკეთე არჩიოს.

ახალი წლის დილას ჯადოქარი მეკვლის სახით გამოეცხადება უკადრის, ლამაზ ქალიშვილს და რაკი მასპინძელი შინ არ შეიპატიჟებს და გულცივად მოეპყრობა, დასჯის და ჩიჩილაკად აქცევს კიდევაც, თანაც დასძენს: «ის მოგეზღო მხოლოდ, რასაც საკუთარი ავზნეობით ეწიე... და მიბრძანებია ჩიჩილაკობა შენი სამარადჟამოდ, ოღონდაც ნაშუაღამევს ერთი წუთით დაგიბრუნდება ადამიანის სახე... ყოველ ღამე მხოლოდ ერთი წუთით... და იცოდე, არც სააქაოში და არც საიქიოში ვერ გიშველი ვერავინ, საკუთარი თავის გარდაო...»

ჩიჩილაკად გადაქცეული ქალი სულიერად დაცემისა და ფიზიკური გადაგვარების შემდეგ, საკუთარი «მე»-ს და ადამიანურ სახეს, მხოლოდ და მხოლოდ თავგანწირვისა და უსაზღვრო სიყვარულის ფასად იბრუნებს. ესეც ხომ სიმბოლური მინიშნებაა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ამპარტავნებისა და ეგოიზმის ვნებითაა შეპყრობილი ვერასდროს ეზიარება, იმ გრძნობას, რომელსაც მოყვასის სიყვარული ჰქვია. სიყვარული, რომელიც ამოძრავებს ამ სამყაროს – ამოყავს მზე და სიკეთეს თესავს დედამიწაზე.

აი ასეთი კეთილშობილური მისია აკისრია ამ რამდენიმე ზღაპარს, რომელსაც ირაკლი ლომოური სთავაზობს თავის პატარა მკითხველს. თუმცა, ეს ტექსტები მხოლოდ ყმაწვილთათვის არ არის განკუთვნილი, მასში ჩვენც, უფროსი თაობას წარმომადგენლებიც ვიპოვნით ბევრ საინტერესოსა და საგულისხმოს.

წყარო – http://libofund.blogspot.com/2010/07/blog-post_28.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ჩხიკვიშვილი   Sun Jan 30, 2011 2:05 pm



წიგნის დასახელება – "საუბრები თემურ ჩხეიძესთან"
ავტორი – ნინო ჩხიკვიშვილი
ISBN 978-99941-9179-1-2
გამომცემლობა – "პეგასი"
ყდა – თხელი
გვერდების რაოდენობა –
წელი – 2011
ფასი –
ანოტაცია – ინტერვიუები ჩვენი დროის ერთ–ერთ გამოჩენილ რეჟისორთან.



თამარ კიკნაველიძე

24 საათი 22.01.11

ახალი გამოწვევა თეატრმცოდნეებს

გამოვიდა "საუბრები თემურ ჩხეიძესთან"


კარგი ინტერვიუს გაკეთება რთულია. მით უფრო მაშინ, როდესაც რესპონდენტი სიტყვაძუნწია, რთულად იხსნება, ან იმდენად საინტერესო პიროვნებაა, რომ არ იცი საიდან დაიწყო, რა შეე­კითხო ისეთი, რომ მასზე გულწრფელად პასუხის სურვილი გაუჩნდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ თე­მურ ჩხეიძესთან დიალოგი ნამდვილად გამოუვიდა ნინო ჩხიკვიშვილს, რომლის წიგნის, სახელ­წოდებით "საუბრები თემურ ჩხეიძესთან", პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე, მარჯანიშვილის თე­ატრის სხვენში გაიმართება.

ნინო ჩხიკვიშვილის ინტერვიუები რეჟისორთან, რომელმაც ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, სხვადასხვა ჟურნალში (მაგალითად: "ქართუ­ლი მწერლობა" და "თეატრი და ცხოვრება") გამოქვეყნდა და მკითხველი დააინტერესა. ეს მასალაა თავმოყრილი წიგნში, რომელიც გამომცემლობა "პეგასში" დაიბეჭდა. მისი რედაქტორია თეატრმ­ცოდნე ვასილ კიკნაძე, გამოყენებულია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები.

თემურ ჩხეიძესთან ჩაწერილ და რამდენიმე შეხვედრად გადანაწილებულ ინტერვიუებამდე, წიგნს ავტორის წინასიტყვაობაც ახლავს, სადაც წერია: "თემურ ჩხეიძე, დიდი მაესტრო, მსოფლიო რანგის რეჟისორია... მსოფლიოს წამყვან თეატრებში აქვს სპექტაკლები დადგმული. სხვა რომ არა­ფერი, "მეტროპოლიტენ ოპერა" და "ლა სკალა" რად ღირს?! თემურ ჩხეიძე ჩვენი თანამედროვეა... და რა გულდასაწყვეტია, რომ მის შემოქმედებას საქართველოში ახალი თაობა ნაკლებად იცნობს... ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელ რეალობაშიც გვიწევს ამ რეჟისორის თანამედროვეთ ცხოვრე­ბა... ვერც წიგნს მოძებნით ამ დიდ შემოქმედზე. არადა, დალაგებულ ქვეყანასა და ყოფაში რომ ვცხოვრობდეთ, წიგნი წიგნზე უნდა გამოდიოდეს. თეატრმცოდნეები ერთმანეთს უნდა ასწრებდ­ნენ თემურ ჩხეიძეზე წიგნის დაწერას, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაა... და იქნებ ამიტო­მაც, გავკადნიერდი და მოვინდომე ეს სიცარიელე შეძლებისდაგვარად ამომევსო. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გამომეწვია ის სპეციალისტები, რომელთაც ეს საქმე ევალებათ და ხელეწიფებათ კი­დეც..."

თანამედროვე თეატრალური პროცესებისა და ავტორების შემოქმედების კვლევა თეორეტიკოსე­ბის მთავარი საქმე და დანიშნულება უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებით რამდენიმე ხელისშემ­შლელი ფაქტორი არსებობს, რაზეც ახლა და ამ წერილში არ დავკონკრეტდები. შესაბამისად, არ ვი­ცი რამდენად "წამოვეგებით" გამოწვევას, რომელიც ქართულ რეჟისურაში მართლაც სერიოზულ ფიგურად აღიარებულ ხელოვანს ეხება. ერთი კი ფაქტია, მკითხველი აუცილებლად გამოუჩნდება გამოცემას, სადაც თემურ ჩხეიძე საკუთარ შემოქმედებით ძიებებსა და სხვადასხვა საკითხებზე გახსნილად საუბრობს. მაგალითად, ნინო ჩხიკვიშვილის შეკითხვას, რა შემთხვევაში ცოცხლობს სპექტაკლი დიდხანს, ასე უპასუხა: - "პირველ რიგში, აუცილებელია, სპექტაკლი არა მხოლოდ შთა­გონებაზე, არამედ, მყარ ლოგიკაზე იყოს აგებული. არ უნდა იფიქროს რეჟისორმა, აბა, ერთი ვნა­ხო, დღეს როგორ წავაო?! რას ჰქვია როგორ წავა? სპექტაკლი ზუსტად ისე უნდა წავიდეს როგორც გაქვს აგებული და თუ ამას შთაგონებაც დაემატება, ამას რა სჯობს? არის მეორე არანაკლებ მნიშვ­ნელოვანი ფაქტორი: სპექტაკლი, რომელიც არ გამოიწვევს მაყურებლის ინტერესს, მერე იმას რაც არ უნდა უჩხიკინო, არაფერი გამოვა. ეს ორი პირობა განსაზღვრავს სპექტაკლის სიცოცხლისუნარი­ანობას".

წიგნის ავტორის რესპონდენტთან პირველი შეხვედრა დასათაურებულია როგორც "სცენაზე ფეხაკ­რებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება", მეორე - "სცენაზე იმის გაკეთება, რაც მოგესურვება, იმპ­როვიზაციას არ ნიშნავს", ხოლო მესამე - "როლების განაწილება სიუჟეტის გადაწყვეტასაც ნიშ­ნავს"; ამის შემდეგ, აქცენტი გაკეთებულია რეჟისორის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ "ჰაკი აძბასა" და "ჯაყოს ხიზნებზე". მათზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდების მერე გამოცემა­ში შეტანილია მცირე ინტერვიუები ხელოვანების (მაგალითად: ოთარ მეღვინეთუხუცესის, გურან­და გაბუნიას, ჟანრი ლოლაშვილის, მარინე ჯანაშიას, მიხეილ გომიაშვილის, ალეკო მახარობლიშ­ვილის, ავთანდილ მახარაძის, ზურაბ ყიფშიძის, ნანა ფაჩუაშვილის, გოგა პიპინაშვილის, დიმიტ­რი ჯაიანის, გივი ჩუგუაშვილის, ქეთი დოლიძის, გოგი ქავთარაძის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვების), რომლებსაც თემურ ჩხეიძესთან მუშაობის საშუალება ჰქონდათ. მათ შორის გია ბურ­ჯანაძე იხსენებს: - "ბავშვობაში არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე, კალათბურთელი ვიყავი. ერ­თხელ, ნაკრების მწვრთნელმა, მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე, იბსენის "მოჩვენებანზე" წაგვიყვანა. სპექტაკლში სულ ხუთი მსახიობი თამაშობდა: ვერიკო, ვასაძე, სოფი­კო ჭიაურელი, ნოდარ მგალობლიშვილი, გივი ბერიკაშვილი. ვასაძე და ვერიკო ძველი ქართული ფილმებიდან მახსოვდნენ და მაინცდამაინც არ მხიბლავდნენ. მაგრამ აქ, ამ სპექტაკლში, სასწაუ­ლი ხდებოდა: ისეთი ორგანულნი იყვნენ, გამიკვირდა. კი არ თამაშობდნენ, სცენაზე ცხოვრობდ­ნენ. მაშინ გავიფიქრე, ნეტავი, მეც ასეთი გავხდე-მეთქი"... მის მსგავსად თეატრალური ხელოვნე­ბა არაერთ მაყურებელს შეაყვარა რეჟისორმა, რომლის "არტ ხელოვნებაც" ახალგაზრდა თაობისთ­ვისაც კი ყველაზე საყვარელი სპექტაკლია.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-01-22/13323.html




გამომცემლობა "პეგასი" ფეისბუკზე – http://www.facebook.com/pages/gamomtsemloba-pegasi/112320335485701#!/pages/gamomtsemloba-pegasi/112320335485701?v=wall
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4104
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ჩხიკვიშვილი   Fri Nov 16, 2012 9:10 pm

ნინო ჩხიკვიშვილი

ჩინებული მემკვიდრე

რას იზამ, ცხოვრება ისეა აწყობილი, რომ ყოველთვის სადღაც გეჩქარება. ყველას ეჩქარება, მეც მეჩქარება, მეჩქარება და სამწუხაროდ, ხშირად ვაგვიანებ კიდეც.
მე სად მეჩქარება? სიტყვებთან და წიგნებთან. ხან კლასიკოსთა წიგნებთან მიმეჩქარება, ხანაც მეგობრების კრებულები მელოდებინ. მე კი ვაგვინებ და ამ დაგვიანებისთვის ხშირად ვბოდიშობ. ყველაზე ხშირად, საკუთარ თავს ვებოდიშები და ასე გადის ცხოვრების _ უფლისგან ნაბოძები საჩუქარის _ ყველაზე ძვირფასი წლები.
ამჯერადაც დავაგვიანე და ახლა იცით ვის? |_ მარიამ წიკლაურს ვებოდიშები. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო! _ ზუსტად ასე დამემართა. მისი კრებულები, საბავშვო თუ სადიდო, სულ ბოლოსკენ გადავდე და ამდენი ხნის დაგვიანებით გადმოვიღეEწიგნის თაროდან... არადა, ეს რა კარგი შემოქმედი გვყოლია, როგორი ფაქიზი და დაკვირვებული. მისი სტრიქონები, უცნაურად ჰგავს პატრონს და ისეთ სულიერ სიმხნევეს განიჭებს, სხვა რომ არა, მხოლოდ ამისთვის ღირს მათი წაკითხვა. მშობლიურ ფესვებს გაგრძნობინებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რომ მართლმადიდებელი ხარ და არა რაიმე სხვა რჯულის მიმდევარი. ტიციან ტაბიძე მაგონდება: ქართველები, ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანობამდე, სული უსხეულოდ ვერ წარმოგვედგინა და სხეული კიდევ უსულოდო! რომ წერს. ეს მოსაზრება, მართლმადიდებლური დოგმატიდან გამომდინარე, იქნებ რომ საკამათოა, მაგრამ არსებობს ამ ჰიპოთეზის სულ სხვა, პოეტური `დამტკიცება~, რომელიც მხოლოდ სტრიქონთა, მხოლოდ მეტაფორათა, მხოლოდ ლექსის მეშვეობით უნდა ახსნა და გააცნობიერო, მით უფრო, როცა საბავშვო ლიტერატურასთან გაქვს საქმე...
სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში, მარიამ წიკლაური საინტერესო მიგნებას გვთავაზობს და წერს: `საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში, სიკეთის უცილობელი გამარჯვებისაო.~
მე არ ვიცი, ვინ შემომედავება, ვინ მხარს დამიჭერს, მაგრამ მარიამ წიკლაურის ერთ-ერთი საშური დაკვირვება _ `სანამ მარჯვენაში კალამს დავიჭერთ, ხელის მტევანი და თითები ერთ საოცარ მოძრაობას იმეორებენ. ეს პირჯვრის წერისათვის მზადებაა. პირველი თითი (ცერი) _ რწმენა, მეორე თითი (საჩვენებელი) _ იმედი და მესამე (შუათითი) _ სიყვარული კალამს ჩაეჭიდებიან და ერთმანეთს ეკვრიან. ხოლო მეოთხე (არათითი) – შრომას და მეხუთე (ნეკი) _ სწავლას რომ აღნიშნავს, მორჩილად მოიხრებიან და ხელის გულს ებჯინებიან.Gგამოდის, რომ თითები პირჯვრის წერის მოძრაობას იმეორებენ და ასე გამოჰყავთ სიტყვები კალმით ფურცელზე. ხომ არის სასწაული და დასტური იმისა, რომ უფალი მართლა სიტყვაა და შემოქმედება _ სულის საქმეა.~ _ პატარებისთვის წერა-კითხვასთან ერთად რომ გვესწავლებინა, ალბათ, დიდ იაკობ გოგებაშვილსაც გაახარებდა.
Pპოეტი ქალის სამყარო სადაა, ამავე დროს ტკივილითა და ზრუნვით დაღლილი. მართალია, დროს არ ჩამორჩება, მაგრამ არ ეძებს რაღაც განსაკუთრებულ ვერსიფიკაციულ ხერხებსა და არც მაინცდამაინც ექსპერიმენტულ ცდებს (ლექს) ანიჭებს უპირატესობას, რითაც, როგორც შემოქმედი, ჩვენს ხალხურ მთქმელებს ემგვანება.
და მაშინ, როცა მარიამ წიკლაური თავის სიტყვას კლასიკურ ლიტერატურულ `ყალიბში ასხამს~, ისეთი განცდა გიჩნდება, რომ თითქოს სულ სხვა ეპოქასა და უსახელოდ წასულ ხალხურ მთქმელს კვლავ შეხვდი! _ ასეთია იგი ზოგადად, როგორც მხატვრული ტექსტების ავტორი, მაგრამ აქვე, ცალკე, სრულიად დამოუკიდებელად აცოცხლებს საინტერესოსა და ვიტყოდი, ძალზედ ფერადოვან სამყაროს _ საბავშვო პოეზიას. იგი აშკარა მემკვიდრეა და ჩინებული გამგრძელებლი იმ ტრადიციებისა, რასაც შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილისა და შემდეგ უკვე გივი ჭიჭინაძის სკოლა ჰქვია. ხოლო სკოლის ტრადიციების გათავისება და ამავე დროს, დამოუკიდებელი, გამორჩეული ინტონაციის შექმნა, ნიჭიერებასთან ერთად, უცილობლად გულისხმობს, იმის კარგად შესწავლას, რაზედაც მისი წინამორბედი გაჩერდა. ამითაცაა მარიამ წიკლაურის საყმაწვილო ტექსტები საბავშვო ლიტერატურის მკვლევართათვის გასათვალისწინებელი და საგულისხმო. სამსჯელოდ კი მისი პოეზია უხვ მასალას იძლევა. ჯერ მხოლოდ მისი `ნანინებისა~ და `საალილოს~ ციკლი რად ღირს, სააალილოს ციკლი, რომელიც ბავშვსაც და უფროსაც, ერთნაირად ააღელვებს და ჩააფიქრებს შობის უდიდეს საიდუმლოზე.
პოეტი უშუალოდ, ძალიან ფაქიზად გვახსენებს ქრისტესშობის მადლს დაცილებულ უფროსებს, თუ რა არის ამქვეყნად მთავარი და თან, ამავე დროს, ყმაწვილის ჯერაც გაურყვნელ გულსა და სულს, თითქოს ავსებს კიდეც უფლის წყალობითა და მადლით. ეს ყველაფერი, რაღაცით ლოცვას ჰგავს, რადგან ეს ტრიქონები მკითხველში ბადებენ სულიერი სიმშვიდისა და უფალთან სიახლოვის განცდას, რაც ასე დამახასიათებელია სასულიერო პოეზიისთვის.
ხოლო, რაც შეეხება ნანებს, ისინი თითქოს დედისგულს ამოყოლოლი ლოცვაა და ის თავშესაფარია, სადაც პატარა გულარხეინად მოიკალათებს. ამ ციკლში გაერთიანებული ლექსები, ხალხური (და უკვე კლასიკად ქცეული აკაკი წერეთლის ნანას) ერთგვარი ალუზიააცაა.
გავიხსენოთ ზოგიერთი ხალხური ნანინა და იმ ტექსტისა და მარიამ წიკლაურის ნანინის შეეპირისპირების მაგალითზე ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს ავტორი წარსულის გამოცდილებისა და თანამედროვეეობის ჰარმონულ შერწყმას.
Aარსებობს ასეთი ხალხური ნანინა _ `მანანოები მოდიან~:

იავ ნანა, ვარდო ნანა,
აიავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე,
იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო,
იავნანინო,
მანანოები მოდიან,
იავნანინაო
ძილი მოაქვთ გუდითაო,
იავნანინაო,
ამ ჩემს ყმაწვილს მივუტან
იავნანინაო,
თვალებს გაუვსებ ძილითა,
იავნანინაო.

ახლა მარიამ წიკლაურის ნანინას ციკლიდან გავეცნოთ ერთ-ერთს, ვთქვათ, აი, ამას:

მოსულან მანანოები
ია-ვარდების შლითაო,
სასთუმლის თავთან დამდგარან,
გიმღერენ ტკბილი ხმითაო.
დამძიმებიათ ხელები
ცხრაპირი ძილის ძღვნითაო,
დილაადრიან წავლიან
თავისი სახლის გზითაო.
ბაგეზე გცხებენ მზისცვარსაო,
თვალებზე _ ფერად სიზმარსო.
_ მანანოებო, მითხარით,
რასა ღუღუნებს ამდენსო?
_ დედიკოს სიყვარულისთვის
_ მადლობას სწირავს გამჩენსო.

Aამ ორი ნანინას შედარებისას, ვფიქრობ, მკითხველს მაინცდამაინც, დიდი ფიქრი არა სჭირდება იმის სათქმელად, რომ მოცემული ლექსები ერთმანეთს ძალიან ენათესავებიან სტილური სისადავით, ხოლო განსხვავდებიან _ ლექსიკითა და აგრეთვე, ხალხურთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი ტროპული აზროვნებით.
ნათქვამის საილუსტრაციოდ, მარიამ წიკლაურის ნანების ციკლიდან მსგავსი მაგალითების მოხმობა კიდევაა შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მაგალითს დავჯერდები და რაკი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები ვახსენე, მინდა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენაზე გავამახვილო ყურადღება _ ახლა ძალიან მოდური გახდა იმაზე საუბარი, რომ საბავშვო ლიტერატურაში ამა თუ იმ ავტორს პირველად შემოჰყავს თავის მხატვრულ ტექსტებში ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და მითოლოგიაში არსებული პერსონაჟები, იქნებიან ესენი დევები, მათთან მებრძოლი ღვთისშვილები. ქაჯები თუ ჭინკები. არადა, მავანნი პირველობისთვის სულ ტყუილად ფაცი-ფუცობენ, ამ მხრივ, მარიამ წიკლაური თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მართლაც რომ პირველია.
ამ რამდენიმე წლის წინათ, `მწერლის გაზეთში~ (2006 წლის #5) დაიბეჭდა მარიამ წიკლაურის საბავშვო კრებულის _ `ბრანდი-ბრუნდისადმი~ მიძღვნილი სტატია, სადაც რეცენზენტი, გივი ჩიღვინაძე, ამასვე ადასტურებდა: `ავტორი თითქოს ფშავ-ხევსურეთის ანდრეზებიდან გვესაუბრება, მის მთებსა და ხევებს ზღაპრულ სამოსელში ახვევს და ისევ ასახლებს დევებითა და მათთან მებრძოლი კოპალათი და იახსარით.~
ამ საბავშვო ლექსების პერსონაჟები მართლაც არიან გამორჩეულნი, ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან წამოსულნი და მათი პატარებთან `დაახლოება~ მწერალს მართლაც საინტერესოდ მოუფიქრებია: ისინი თანამედროვე საბურველში არიან გახვეულნი, რათა გათანამედროვებულნი, თამაშ-თამაშით იოლად დაამახსოვრებენ თავს ქართველ ყმაწვილთ. აი, მაგალითად, წარმართული სამყაროს ნადირთღვთაებანი _ ოჩოპინტრე და ოჩი დალი (და-ძმა). როგორც გადმოცემით ვიცით, მათ რიგ-რიგობით ევალებოდათ ნადირთა მოვლა-პატრონობა, მონადირეთაგან დაცვა და თურმე, როცა და _ ოჩი დალი წყემსავდა, უფრო ფხიზლად დარაჯობდა ნადირთ და მონადირეთათვის ის წელი უიღბლო იყო. ხოლო მისი ძმა ოჩოპინტრე, ზარმაცი გახლდათ და ამ მხრივ მონადირეთაც ხელ-ფეხი ეხსნებოდათ. ეს ყოველივე მარიამ წიკლაურს მარტივად და გასაგებას აქვს ახსნილი ლექსის `ოჩოპინტრე და ოჩოდალის~ მეშვეობით. ეს ღვთაებანი არა შორეულ ლეგენდებსა და ზღაპრულ ტყეებსა თუ გამოქვებულებში, არამედ, თითქოს აქვე, სულ ახლოს, სოფლის განაპირა ტყეებში ჩამოსულიან და პატარების გვერდით ცხოვრობენ და ყოველდღიურ ყოფაშიც იჭრებიან:

ოჩოპინტრეს და ოჩოდალს,
ნედირთ ჯოგების მწყემსებს,
არც გრიპი ემართებოდათ,
არც უკეთებდნენ ნემსებს.
_ არც ზღაპრებს არ უყვებოდნენ?
_ არ დადიოდნენ ცირკში?
_ გეყოთ, დახუჭეთ თვალი და
თავადვე ჰკითხეთ ძილში.

მართლაც ორიგინალური და კარგად მოფიქრებული ფინალია. ოჩოპინტრესა და ოჩოდალის გვერდით, პატარების თვალწინ ცოცხლდებიან ზღაპრული დევები და მათთან მებრძოლი იახსარიც და კოპალაც და ეს სამყაროც ერთდროულად ზღაპრულიც არის, ირეალური და ამავე დროს, ხელშესახებიც. სწორედაც რომ ისეთი, როგორადაც პატარების გულსა და გონებაში გარდაიქმნება საყმაწვილო წიგნებში ამიკითხული ამბები და პერსონაჟები.
Aსანიმუშოდ რამდენიმე ლექსის ჩამოთვლაც იკმარებდა: `მზევ-მზისა~ `ოქრო გვრიტას კვერცხი~, `ბაჭიჭაური~, `ცელქი დევები~, `დევის ბიჭი მაწონსა ჭამს~, `მითხარი, დევო თადია~ და კიდევ ბევრი სხვა ლექსი, მთელი ციკლია ამ თემაზე შექმნილი. ეს პატარა დევუკები, მაწონს და ფაფას მიირთმევენ. სკოლაში დადიან, ლექსებს წერენ, ვიოლინოზე უკრავენ, როკ-ენ-როლსა და რეპს ცეკვავენ, თქვენ წარმოიდგინეთ, კომპიუტერისა და ინგლისურის სწავლასაც კი აპირებენ. აი, ასეა გაშინაურებულია და გათანამედროვებული ეს ზღაპრული სამყარო მარიამ წიკლაურის საყმაწვილო ლექსებში. და ასეთი ორიგინალური გაწყვეტა, ვფიქრობ ამ ტექსტები ავტორის კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა.
რაკი გათანამედროვებული და გაშინაურებული ზღაპრული სამყარო ვახსენე, აქვე უნდა ისიც უნდა დავძინო, რომ ეს ტენდენცია მის ახალ ლექსებშიც იგრძნობა, განსაკუთრებით ყოფით, დიდაქტიკურ სტრიქონებში, ისე, სხვათა შორის, თითქოს სიტყვამ მოიტანაო, სილაღითა და უშუალობით `არიგებს~ ავტორი პატარებს. ცდილობს მათი თანატოლი გახდეს, მათთან ერთად დაძლიოს შიში და განცდა, შეიმეცნოს სამყარო და ის საგნები და მოვლენები, რაც მათ თვალწინ ხდება. გავიხსენოთ მისი ლექსი `ყველა შიშის ჯინაზე~, ან კიდევ `დარისა და ავდრისა~, `შუქნიშანი~, `ქარ-წვიმაში~, `თვითონ მიხვდი~, `სუპერმარკეტი~ და კიდევ სხვა.
ამდენადაა მისი ლექსები პატარა მკითხველებისთვის სანტერესოა და სახალისო.Mამ პოეტურ სამყაროში შეხვდებით ცოცხს _ მტვერსასრუტის პაპასა და ბაბო ფოცხის შვილიშვილს. დიასახლის ჩხიკვს, რომელსაც ლობიოზე მიუწვევია მეგობრები და შემდეგ, საღამოს, მარტო დარჩენილს, მესიჯიც გაუგზავნია მონატრებული დაქალისთვის. ამ მეოჯახე ჩხიკვის სიახლოვეს სახლობს მოლაღური თალიკოცა და ავად გამხდარი ბაბუ ბუ, K კალია კოლია და მრეცხავი კუ. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ბევრი ახალი და სახასიათო პერსონაჟი შემატა მარიამ წიკლაურმა ქართულ საბავშვო პოეზიას. ლექსების ფერადოვანი სამყარო მაქსიმალურად დაუახლოვა ზღაპრულ სამყაროს და გაამდიდრა სიუჯეტური ქარგით. ყველა ნაწარმოები მსუბუქი და მუსიკალური ფრაზის ფაქტურითაა შესრულებული და ბავშვებისათვის იოლი დასაძლევია. საქართველოში ხომ ბავშვები ლამის ლექსებით იწყებენ მეტყველებას.
კიდევ ერთ ტენდენციაზე მინდა გესაუბროთ:Mმარიამ წიკლაურის ლექსებში ცალკე, საგანგებოდ, გამორჩეულად შექმნილ პატრიოტულ ლექსებს ვერ ნახავთ. `სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი~, სტრიქონთა შორისაა გაბნეული და უფლის დიდება და სიყვარულიც ისე ძალადაუტანებლად იკითხება, რომ პატარა ამას მარტივად, თავისთავად, ყოველგვარი დაძალების გარეშე, ლექსების კითხვისას გრძნობს და იმახსოვრებს. აი, მაგალითად გავიხსენოთ, ლექსი `გათენება~, სადაც პოეტი ამბობს:
რწმენა _ ძლევაა იჭვის.
ცას მაიაპყარი თვალები
როცა ძალიან გიჭირს.
A
ან კიდევ ლექსი `დედული და მამული~:

ლოცვისა და შრომის დროს,
საქართველო გახსოვდეს,
ღმერთი არ გაპატიებს
დავიწყებას აროდეს.
ვემსახუროთ სამშობლოს
ღვთის და ერის ნებითო.
კარგი შვილის გამზრდელი
ცხონდეს დედა ქებითო.
მარიამ წიკლაურის საბავშვო კებულებში (`დედის ნამღერი ლექსი~ _ 1997წ., `წიკო-მიკო~ _ 2000წ., `ბრანდი-ბრუნდი~ _ 2005 წ., `საალილო~ _ 2006წ. ), გვხვდება წყება ლექსებისა, სადაც ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ესა თუ ის კონკრეტული ტექსტი დაწერილია, ვთქვათ იულონ ტუვიმის, სპაიკ მილიგანის, ვლადიმერ პრიხოტკოსა და სხვა საბავშვო ავტორთა მიხედვით. ამ ლექსებში მართალია, შენარჩუნებულია ავტორისეული იდეა, მაგრამ ეს ყველაფერი ისეა გაქართულებული, რომ იქნებ, გაერისკა კიდეც ავტორს და არ მიენიშნებია, წყარო თუ საიდან მოდის ეს ლექსი, მაგრამ პოეტი ასე არ იქცევა და შემოქმედისთვის დამახასათიათებელი ეს დეტალიც, ვფიქრობ, მწერალი ქალის პიროვნულ კეთილშობილებაზე მიგვითითებს და თან, ამავე დროს, ყმაწვილებსაც სიმართალის თქმის ერთგვარ მისაბაძ მაგალითს აძლევს.
Aამ ეგრეთწოდებულ გაქართულებულ ლექსებს შორის მინდა განსაკუთრებით გამოვყო, ორი მათგანი. `შეცდომა~ და `წიკო-მაკო~. ლექსისთვის `შეცდომა~, ავტორს ასე მიუწერია: ანუ როგორ შემეცოდა ფოსტალიონი, რომელიც სპაიკ მილიგანის ამავე სახელწოდების ლექსში უმადურმა ლომმა ჩაყლაპაო. როგორც ირკვევა, სპაიკ მილიგანს, ინგლისელ მწერალს, რომლის ლექსები პირველად სწორედ მარიამ წიკლაურმა უთარგმნა ქართველ ბავშვებს, ლექსის სიუჟეტი, ფოსტალიონის გადაყლაპვით დაუსრულებია, მაგრამ ქართველ ავტორს, გადაუწყვეტია რომ პატარები გაწბილებული არ დატოვოს, ამ ამბავს საინტერესო და იმედიანი დასასრულიც მოუძებნოს. მარიმ წიკლაურის ვერსიით, ლომი, ნადირთა მეფე, თავის შეცდომას მიხვდება და მართლაც მეფურ გადაწყვეტილებას მიიღებს: ჩაყლაპულ ფოსტალონს უკანვე ამოასლოკინებს:
შეიძრა მიწა, ზეცას მისწვდა ქვა-ღორღის მტვერი,
თავი რომ აღარ შეგაწყინოთ და არ ვთქვა ბევრი,
ამოაყოლა სლოკინს კაცი ლომმა მუცლიდან,
იონასავით რომ იჯდა და ბედს რომ უცდიდა.
ასეთი იმედიანი ფინალი ვფიქრობ, დამახასითებელია ქართული მენტალიტეტისთვის, ჩვენი საყმაწვილო ლიტერატურისთვის, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარიამ წიკლაურიც გახლავთ. მარიამ წიკლაური, რომლის საყმაწვილო ტექსტები თითქოს დროს აერთიანებს _ წარსულს და აწმყოს, რათა მომავალმა ქართველმა ყმაწვილებმა შეძლონ და კარგად გააცნობიერონ თუ ვინ იყვნენ, რანი არიან და მომავალში, საით, ვისგან გაკვალულ გზაზე, უნდა იარონ. ისე კი გასაკვირია, რომ ამ ავტორის მართლაც ორიგინალური შემოქმედება, რომელიც შესულია სხვადასხვა სახელმძღვანელოებში და აგერ ატი წელია, ინტენსიურად იბეჭდება ყველა გამომავალ საყმაწვილო პერიოდიკაში, არასოდეს გამოცემულა არცერთი გამომცემლობის ინიციატივით (გარდა `საალილოსი~, რომელიც ჟურნალ დილის ერთ-ერთ ნომერს, საშობაო საჩუქრად, ამოსაჭრელი წიგნის სახით ერთვოდა). კარგია, რომ ახლახან გამომცემლობა `პეგასი~ დაინტერესდა ამ ავტორის საბავშვო ლიტერატურით და მკითხველს აუწყა კიდეც გაზეთ `ქართული უნივერსიტეტის~ ფურცლებიდან, რომ სხვა ახალ პროექტებთან ერთად საზოგადოებას სულ მალე შესთავაზებს მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსებსაც.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ჩხიკვიშვილი   

Back to top Go down
 
ნინო ჩხიკვიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: