არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 წინასიტყვაობები წიგნისათვის "ლიტერატურის თეორია"

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: წინასიტყვაობები წიგნისათვის "ლიტერატურის თეორია"   Sun Jan 30, 2011 2:57 am



ლიტერატურის თეორია

Theory of Literature: New Revised Edition.

Rene Wellek http://en.wikipedia.org/wiki/René_Wellek

Austin Warrenhttp://en.wikipedia.org/wiki/Austin_Warren

Authors: უელეკი, რენე; უორენი, ოსტინ
Subjects: ლიტერატურის თეორია;
DDC Subject: Literature & rhetoric
Abstract: ავტორებმა სცადეს დაეკავშირებინათ პოეზია (ლიტერატურული თეორია) კრიტიკასთან (ლიტერატურის შეფასება), მეცნიერებასთან (კვლევა) და ლიტერატურის თეორიასთან (ლიტერატურის თეორიის დინამიკა და თეორიისა და კრიტიკის სტატისტიკურობა). ავტორთა მცდელობა წარმატებით დასრულდა და წიგნმა მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით, როგორც სტუდენტთა სახელმძღვანელომ. წიგნი მრავალჯერ გამოიცა და მრავალ ენაზე ითარგმნა. წიგნი საინტერესო იქნება ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისა და ფართო მკითხველისათვის.
Date of Issue: 2010
Source: ლიტერატურის თეორია (განახლებული გამოცემა) / რ. უელეკი; ო. უორენი; პირველი გამოცემა; თბ., ილიას სახელმწიფო უნივერცტეტის გამომცემლობა; 2010 - 532 გვ.
ISBN 978-9941-9085-8-3 :
UDC: 82.0
Language: Georgian
Extent Format: 532 გვ.
Created: 2010-12-22
Modified: 2010-12-22

წყარო – http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000741/Literaturis%20Teoria.pdf

study


"კრიტიკის კლასიკა, რომელიც იკვლევს ლიტერატურის ბუნებას, ფუნქციას, ფორმასა და შინაარსს. `ყველაზე მოწესრიგებული, მრავლისმომცველი და მიზანდასახული მცდელობა... ლიტერატურის შესწავლა ერთდროულად საზრიანი და თავისუფალი გახადოს" (ნიუ იორკ ტაიმსი).
ავტორებმა სცადეს დაეკავშირებინათ პოეზია (ლიტერატურული თეორია) კრიტიკასთან (ლიტერატურის შეფასება), მეცნიერებასთან (კვლევა) და ლიტერატურის თეორიასთან (ლიტერატურის თEეორიის დინამიკა და თეორიისა და კრიტიკის სტატისტიკურობა). ავტორთა მცდელობა წარმატებით დასრულდა და წიგნმა მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით, როგორც სტუდენტთა სახელმძღვანელომ. წიგნი მრავალჯერ
გამოიცა და მრავალ ენაზე ითარგმნა.
წიგნი საინტერესო იქნება ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისა და ფართო მკითხველისათვის.
წიგნის თარგმანი დაფინანსდა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პროგრამით _ `"საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების განვითარება". წიგნი მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.


***

წინასიტყვაობა პირველი გამოცემისთვის

წინამდებარე ნაშრომისთვის სათაურის შერჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ისეთი ჯეროვანი "მოკლე სათაურიც" კი, როგორიცაა "ლიტერატურის თეორია და ლიტერატურათმცოდნეობის მეთოდოლოგია", ალბათ, მეტისმეტად ტლანქია. ეს წიგნი
მეცხრამეტე საუკუნემდე რომ დაწერილიყო, ყველაფერი იოლად მოგვარდებოდა, რადგან მაშინ ვრცელი, ანალიტიკური სათაური სატიტულო ფურცელს დაიკავებდა, წიგნის ყუაზე კი, უბრალოდ, წარწერა "ლიტერატურა" აღმოჩნდებოდა.
ჩვენ დავწერეთ წიგნი, რომელსაც, რამდენადაც ვიცით, უშუალო ანალოგი არ მოეძებნება. ეს წიგნი არ გახლავთ სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდებს პირველ ბილიკებს უკვალავს
ლიტერატურის გაგების გზაზე, და არც (მორიცის `მიზნებისა და მეთოდების~ მსგავსად) მეცნიერული კვლევის მეთოდების მიმოხილვას წარმოადგენს. შესაძლოა, ის მაინც ყველაზე მეტად ენათესავებოდეს `პოეტიკას~ და `რიტორიკას~ (არისტოტელედან მოყოლებული, ბლერის, კემპბელისა და კეიმის ჩათვლით), ანდა ბელეტრისტიკის ჟანრებისა და სტილისტიკის სისტემურ გამოკვლევებს, ანდა ისეთ წიგნებს, როგორიცაა ლიტერატურული კრიტიკის პრინციპები~. შევეცადეთ, `პოეტიკა~ (ანუ ლიტერატურის თეორია) და `კრიტიკა~ (ლიტერატურის შეფასება) `მეცნიერებასთან~ (ანუ `კვლევასთან~) და `ლიტერატურის ისტორიასთან~ (ლიტერატურის `დინამიკა” თეორიისა და კრიტიკის `სტატიკურობის~ საპირისპიროდ) დაგვეკავშირებინა.
ჩვენი წიგნი, გარკვეულწილად, უახლოვდება ზოგიერთ გერმანულ და რუსულ ნაშრომს,
მაგალითად, ვალცელის `Gეჰალტ უნდ Gესტალტ”, იულიუს პეტერსენის ‘‘Dიე ჭისსენსცჰაფტ ვონ დერ Dიცჰტუნგ~, ან ტომაშევსკის `ლიტერატურის თეორიას~. თუმცა, გერმანელებისაგან განსხვავებით, მოვერიდეთ სხვათა თვალსაზრისების უბრალო რეპროდუქციას და, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებთ სხვათა ხედვასა და მეთოდებს, წინამდებარე ნაშრომი მყარად დასაბუთებულ თვალ6 საზრისს ეფუძნება. ტომაშევსკისაგან განსხვავებით, არ ვისწრაფვით, წარმოვადგინოთ ელემენტარული განმარტება ისეთი საკითხებისა, როგორიცაა პროსოდია. ჩვენ არც გერმანელებივით
ეკლექტიკურები ვართ და არც რუსებივით დოგმატურნი.
შედარებით ადრეული პერიოდის ამერიკული მეცნიერების სტანდარტების მიხედვით, ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის ამოსავალ დებულებათა ფორმულირების ყოველი მცდელობა (ამგვარი კვლევისას კი უთუოდ უნდა გავცდეთ `ფაქტებს~), პრეტენზიული
და `არამეცნიერულიც~ კია, ხოლო ამ მეტად სპეციალიზებული გამოკვლევების მიმოხილვა და შეფასება, გარკვეულწილად, სხვა არაფერია, თუ არა კადნიერება. უდავოა, რომ ყოველ
სპეციალისტს როდი დააკმაყოფილებს მისი სპეციალობის ჩვენეული შეფასება. მაგრამ ამომწურავ განხილვას მიზნად სულაც არ ვისახავდით: ჩვენ მიერ მოყვანილი ლიტერატურული მაგალითები ყოველთვის მხოლოდ მაგალითებს წარმოადგენს და არა
რაიმეს `დასაბუთებას~; ბიბლიოგრაფიებიც `შერჩევითი~ ხასიათისაა.
არც ის გვიცდია, ჩვენ მიერ დასმული ყველა კითხვისთვის გაგვეცა პასუხი. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვისაც და სხვისთვისაც ამოსავალი იყო ის, რომ ჩვენს კვლევებს ინტერნაციონალური ღირებულება ჰქონოდა, დაგვესვა სწორი კითხვები და შეგვემუშავებინა მეთოდთა გარკვეული სისტემა.
ამ წიგნის ავტორებმა, რომლებიც პირველად 1939 წელს აიოვას უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს, უმალვე აღმოაჩინეს, რომ ლიტერატურის თეორიისა და მეთოდოლოგიის სფეროში თანამოაზრეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვაგვარი აღზრდა-განათლება ჰქონდათ მიღებული, ორივე მათგანმა განვითარების მსგავსი გზა განვლო, შეისწავლა ისტორიული გამოკვლევები და `იდეათა ისტორია~ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლიტერატურის შესწავლა მკაცრად ლიტერატურული უნდა იყოს. ორივე მიიჩნევდა,
რომ `მეცნიერულობა~ და `კრიტიკა~ კორელაციური ცნებებია; ორივე მათგანისთვის მიუღებელი იყო `თანამედროვე~ და წარსული დროის ლიტერატურის გამიჯვნა.
1941 წელს მათ დაწერეს ორი თავი _ `ისტორია~ და `კრიტიკა~ _ საერთო წიგნისთვის `ლიტერატურული მეცნიერება~. მისი ინიციატორი და რედაქტორი იყო ნორმან ფორსტერი, რომლის ნააზრევსა და თანადგომასაც ავტორები დიდად აფასებენ. სწორედ მას უძღვნიან ავტორები ამ წიგნს (თუმცა არ სურთ, რომ ამით მკითხველს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნას თავად ფორსტერის დოქტრინის შესახებ).
წინამდებარე წიგნის თავების დაწერა ამ საკითხებისადმი ამჟამად არსებულმა ინტერესმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა უელეკმა უმთავრესად 1-2, 4-7, 9-14 და 19 თავებზე იმუშავა, ბატონმა უორენმა კი 3, 8 და 15-18 თავები დაწერა, წიგნი ორ ავტორის მჭიდრო თანამშრომლობის და თვალსაზრისთა თანხვედრის ნამდვილ მაგალითს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ეს ავტორები იყენებენ სხვადასხვაგვარ ტერმინოლოგიასა და სტილს, და განსხვავებულ საკითხებს იკვლევენ, მათი აზრით,
ორი განსხვავებული მიდგომის არსებითი შეთანხმება ამის კომპენსირებას ახდენს.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ დოქტორ სტივენსს და როკფელერის ფონდის ჰუმანიტარულ განყოფილებას, რომელთა დაუხმარებლად ამ წიგნის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. მადლობას ვუხდით ასევე აიოვას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დეკანებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს დახმარებისა და იმისათვის, რომ დრო არ დაიშურეს ჩვენთვის.; რ. პ. ბლექმურსა და ჯ. კ. რენსომს _ თანადგომისთვის; უოლეს ფოულის, რომან იაკობსონს, ჯონ მაკგალიარდს, ჯონ ს. პოუპს და რობერტ პენ უორენს, რომლებმაც ზოგიერთი თავი წაიკითხეს; მისს ელისონ უაიტს, რომელმაც განსაკუთრებული დახმარება გაგვიწია ამ წიგნზე მუშაობის განმავლობაში.
ავტორებს სურთ, აგრეთვე, აღნიშნონ ზოგიერთი რედაქტორისა და გამომცემლის გულისხმიერება, რომელთაც ნება დაგვრთეს, ჩვენი ადრეული ნაშრომებიდან ზოგიერთი მონაკვეთი შეგვეტანა წინამდებარე წიგნში: დიდი მადლობა ლუიზიანას უნივერსიტეტის გამომცემლობას და კლინთ ბრუქსს, შოუტჰერნ ღევიეწ-ს ყოფილ რედაქტორს (`ლიტერ ატურული ნაწარმოების არსებობის მოდუსის~ ამ წიგნში ჩართვის გამო); ჩრდილოეთ
კაროლინის უნივერსიტეტის გამომცემლობას (იმის გამო, რომ წინამდებარე წიგნში ჩავრთეთ მცირე ნაწილი `ლიტერატურის ისტორიისა~ `ლიტერატურულ მეცნიერებაში~, რედ. ფორსტერი, 1941); კოლუმბიის უნივერსიტეტის გამომცემლობას (რომელმაც წინასიტყვაობა პირველი გამოცემისთვის ნება დაგვრთო ამ წიგნში შეგვეტანა მონაკვეთები ნაშრომებიდან `პერიოდები და მიმდინარეობები ლიტერატურის ისტორიაში~ და `პარალელები ლიტერატურასა და ხელოვნებას შორის~, რომელიც გამოქვეყნდა `ინგლისური ინსტიტუტის მატიანეში” 1940 და 1941 წლებში); ფილოსოფიურ ბიბლიოთეკას (რომელმაც ნება დაგვრთო ამ წიგნში შეგვეტანა მონაკვეთები ნაშრომებიდან `ამბოხი პოზიტივიზმის წინააღმდეგ~ და `ლიტერატურა და საზოგადოება~, რომელიც თავის დროზე გამოქვეყნდა `მეოცე საუკუნის ინგლისურში~, რედ. კნიკერბოკერი, 1946).

ნიუ ჰეივენი, 1 მაისი, 1948 წელი რენე უელეკი
ოსტინ უორენი



წინასიტყვაობა მეორე გამოცემისთვის

მეორე გამოცემა, არსებითად, იმეორებს პირველს, თუმცა ტექსტში მცირეოდენი შესწორებები და განმარტებები შევიტანეთ. ამას გარდა, მოვიყვანეთ რამდენიმე ამატებითი არგუმენტი და მივანიშნეთ იმ ახალ მიმდინარეობებზე, რომლებიც ბოლო დროს გაჩნდა ლიტერატურის თეორიაში. ამასთან, გადავწყვიტეთ, წიგნიდან ამოგვეღო პირველი გამოცემის ბოლო თავი (`ლიტერატურის შესწავლა ასპირანტურაში~), რადგან გამოცემიდან (1946) ათი წლის შემდეგ ის რამდენადმე მოძველდა _ ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ თავში შემოთავაზებული რამდენიმე რეფორმა ბევრგან უკვე განხორციელდა. გარდა ამისა, განვაახლეთ ბიბლიოგრაფია _ ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად ხელმისაწვდომი ნაშრომების ნაცვლად მასში შევიტანეთ გარკვეული რაოდენობა ამ საკითხებისადმი მიძღვნილი იმ უამრავი გამოკვლევისა, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში გამოქვეყნდა.

შობა, 1955 რენე უელეკი
ოსტინ უორენი




წინასიტყვაობა მესამე გამოცემისთვის

სასიხარულოა, რომ წიგნმა უკვე მესამედ იხილა დღის სინათლე ამერიკასა და ინგლისში, აგრეთვე ის, რომ იგი უკვე ითარგმნა ესპანურად, იტალიურად, იაპონურად, კორეულად, გერმანულად, პორტუგალიურად, ებრაულად და გუჯარათის ენაზე. ჩვენ ამჯერადაც განვაახლეთ ბიბლიოგრაფია. ტექსტში შევიტანეთ მცირეოდენი შენიშვნები და შესწორებები. თუმცაღა, მესამე გამოცემა, მნიშვნელოვანწილად, მეორის ხელახალ გამოცემას წარმოადგენს.
ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შევეცადე, ჩემი იდეები განმეხილა და განმევითარებინა იელის უნივერსიტეტის პრესის მიერ `კრიტიკის კონცეპტების~ სახელწოდებით 1963
წელს გამოცემულ გაზეთებში, რაც შენიშვნებშია მითითებული.
ჩემი `თანამედროვე კრიტიკის ისტორია~ წარმოადგენს მცდელობას, გაამყაროს აქ ჩამოყალიბებული თეორიული პოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, "ლიტერატურის თეორიაში" წამოყენებულ კრიტერიუმებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

ნიუ ჰეივენი, კონექტიკუტი, სექტემბერი, 1962 წელი
რენე უელეკი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
წინასიტყვაობები წიგნისათვის "ლიტერატურის თეორია"
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: "ლიტერატურის თეორია" – სტუმრად რენე უელეკთან და ოსტინ უორენთან-
Jump to: