არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბუკა შუბლაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
buka



Male
Number of posts : 3
Age : 31
Location : Tbilisi
Job/hobbies : Jurnalist
Humor : Ok
Registration date : 29.01.11

PostSubject: ბუკა შუბლაძე   Sat Jan 29, 2011 4:34 pm


Buka Shubladze

Back to top Go down
View user profile http://literatura.lit.ge/html/index.php?author=1414
buka



Male
Number of posts : 3
Age : 31
Location : Tbilisi
Job/hobbies : Jurnalist
Humor : Ok
Registration date : 29.01.11

PostSubject: Re: ბუკა შუბლაძე   Sat Jan 29, 2011 4:38 pm

ბუკა შუბლაძე


“სიმყუდროვე” და “უბრალოება

(მოთხრობა)


ნეხვის გუბეში ჩაგდებულ თოჯინასავით დილა გათენდა.
აი სწორედ ისეთი, ვითომ არაფერი, მაგრამ ბევრი საინტერესო რამ რო ხდება ხოლმე.
ეს შეგრძნება ძალზე უცხო მეჩვენა. თაობებია აქ არაფერი მომხდარა.
ჰოდა გავიღვიძე ასე, ნეხვიან-თოჯინიან ხასიათზე.
კიბით ეზოში დავეშვი, ონკანთან გადავიკუზე და ხელ-პირის დაბანვას შევუდექი, თან ჩემი მგრძნობიარე უკანალით ვალივერებდი ცნობისმოყვარე მეზობლების მზერებს.
აბა ეს ცხოვრებაა, შენ წაკუზული ეზოში პირს იბან, უკნიდან კი ზოგს შენი ახალი შეძენილი ჯინსის შურს, ზოგს კი შენ ფეხებს შორის მოქცეული ავლა-დიდება სწყურია.
რას იზავ, ცხოვრება მრავალფეროვანია და შესაბამისად უამრამ აზრსა და ადამიანს მოიცავს.
ძოგს რა უნდა, ზოგს ვინ.
მე არ ვიცი ვის რა ესაქმება ჩემს ფეხებს შორის, მაგრამ მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მესამე სართულზე ცხოვრობს გოგო, რომელსაც მაშა ჰქვია და მე მის ფეხებთან უშუალო კავშირი მაქვს.
მეორე სართულამდე ინტუიციურად ავჩანჩალდი. აი მესამემდე კი
ზემოთ ნახსენებმა ფეხებს შუა ძალამ ამათრია.
კარგია, როდესაც მიდიხარ იქ, სადაც ყოველთვის გელიან გაშლილი საუზმით და სიყვარულის აბაზანებით.
უკვე მეორეჯერ საწოლიდან წამომჯდარმა, სიგარეტს გავუკიდე და პირველმა ნაფაზმა შიგ ფილტვებში ჩამჩურჩულა, რომ დღე დაიწყო.


“დღე დაიწყო”


საერთოდ ჩემი ცხოვრების ყოველი დღე პირველს გავს. ყოველ დილით ვიღვიძებ ახალი იდეებით და გეგმებით, რომელთა განხორციელებასაც იმ დღესვე ვიწყებ და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, იმ დღესვე კრახით ვამთავრებ.
მერე თენდება ახალი დილა. . .
ჰოდა, მეც ასე ზაზუნასავით ვატრიალებ ამ ცხოვრებას.
დღეს გსაუბრება მაქვს იტალიის კონსულთან. ძმაკაცებისაგან მიღებული, უამრავი რჩევა-დარიგებების მიხედვით, ჩაცმა-დახურვაზე დიდი დრო არ დამიხარჯია. არაბუნებრივად რომ არ გამოვიყურებოდე. უბრალოდ შარვლიდან, რამოდენიმე ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩამოვიფერთხე, თმებზე ხელი გავისვ-გამოვისვი და ეგრევე გამოვედი სახლიდან, სარკეში ჩახედვის შიშით.


გამოსვლისთანავე რა თქმა უდნა, როგორც ყოველთვის, ჩემი ცხოვრების ლანდად ქცეული მაშა დამეხატა თვალწინ. როგორც ჩვევია ხოლმე, პირველ რიგში, თმებში მეცა, თავისი გემოვნებით აჩეჩ-დაჩეჩა. მერე სიამაყით გამიღიმა და თითქოს კარგი ხნის ცოლ-ქმარნი ვიყოთო ისე მაკოცა და წარმატებები მისურვა.



“მაშა”

მაშას ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ.
შეიძლება ითქვას “ტრუსიკის” საყვარლები ვართ.
ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ჩვენს ეზოში რუსი გენერალი დასახლდა, ცოლთან და პატარა გოგოსათან ერთად.
მე და მაშამ ეგრევე გავუგეთ ერთმანეთს, რაც გასკვირი არ იყო, რადგან ეზოში პატარები მარტო ჩვენ ვიყავით.
ჩვენი მეგობრობა ძალზედ ახარებდა ჩვენს ოჯახებს და მეც ოფიციალურად დავალებული მქონდა მისი მოვლაპატრონობა, რადგან მაშას დედ-მამა მთელ დღეებს სამსახურში ატარებდნენ.
ჰოდა ვიჯექით ასე მთელი დღეები “პულტით” ხელში და ვცვითავდით ვიდეო კასეტებს იქეთ-აქეთ ხვევაში.
ძირითადად ინტიმური სცენებით ვიყავით დაინტერესებულნი.
მერე კი წლების მატებასთან ერთად, ფილმში ნანახმა ინტიმურმა სცენებმა, მე და მაშას რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა.
ასე გარბოდნენ წლები და მეც თავი აქამდე ისე მოვიტანე, რომ არც ერთხელ შეყვარებული არ მყოლია. რაც ჩემი სექსუალური სიმშვიდით იყო განპირობებული და რაშიც უდავო წვლილი მაშას მიუძღვოდა.
მე დღემდე ვერ გამირკვევია თუ რა უნდა ამ გოგოს ჩემგან ან მე მისგან და რატომ არ მოგვბეზრდა ერთმანეთი ამდენი ხანი?.
მე არ ვიცი ამას რა ქვია, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ამ ყოველივეს სიყვარული არ დავარქვა.
არა.
მე ვფიქრობ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის სიმარტოვე გვიყვარს და ძალიან ვაფასებთ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: ”სიმყუდროვე” და “უბრალოება”.


“საკონსულო”


რიგიში დიდ ხანს დგომამ არ მომიწია. მსურველების დეფიციტის გამო.
ჩვენი ქვყანა ხომ, ჩვენი საამაყო პროდუქციით მხოლოდ ისეთ ნოყიერ მიწებს ამარაგებს როგორიცაა: რუსეთი, ჰოლანდია, გერმანია, აშშ.
საერთოდ ქართულ მასას ნაკლებად აინტერესებს ისეთი მცნებები როგორიცაა: უძველესი არქიტექტურა, ხალხთან ურთიერთობა და სხვა მრავალი….…… ეს ყოველივე კი ძალიან მარტივი მიზეზის გამო ხდება: “ჩვენ (ქართველებს) ხომ ყველაზე გამორჩეული არქიტექტურა, ბუნება და ადამიანები გვყავს, ასე რომ რა საჭიროა სადმე წასვლა ამ ყოველივეს სანახავად, თუ კარგია აქეთ ჩამოვიდნან და გვნახონ.”
სანამ საკონსულომდე მივიდოდი, თავს ძალიან საინტერესოდ ვგრძნობდი.
პირველად ჩემს ცხოვრებაში, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ თბილისში ძალიან ბევრი შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობაა. მერე აღმოვაჩინე, რომ თბილისს ძალიან უხდება ჭადრები. მერე თბილისსაც გავცდი და საერთოდ ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობებში ჩაძირვა ვეღარ მოვასწარი, რადგან ამასობაში კიდევ უფრო დიდი კულტურისა და არქიტექტურის მქონე ქვეყნის საკონსულოს წინ აღმოვჩნდი.
ამ ფიქრებში გართულს ჩემი სახელი და გვარი მომესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი გასაუბრების დროც დადგა.





“უკან გზა”

საელჩოდან გაბუჟებულივით გამოვედი. თავს მსუბუქად ვგრძნობდი.
დღევანდელ განწყობას, არც ახლა ვუღალატე და სახლში კვლავ ფეხით გასეირნება გადავიწყვიტე.
დღევანდელ დღეს უკვე მეორეჯერ მიიპყრო ჩემი ყურადღება თბილისის არქიტექტურამ. ოღონდ ამჯერად სულ სხვა შეგრძნებები დაერთო ამ ყველაფერს. მეჩვენა, თითქოს ეს შენობები გმინავენ, იტანჯებიან, საუკუნეებია რაღაცას ითხოვენ და არავის ესმის მათი, თითქოს ისინი ელიან დამანგრეველ ბულდოზერებს, ისევე როგორც ოთხმოცს გადაცილებული, დაღლილი მოხუცი ელის სიკვდილს.
ჭადრებიც უკვე სხვაგვარნი მეჩვენა. თითქოს მათ აუტანელი დაღლილობა აწუხებთო. ყოველ წელს კაფავენ და სთხოვენ რომ ფოთოლი მოისხას, გალამაზდეს და ანარნარდეს.
მაგრამ არა.!
მათ, აღარ შეუძლიათ. ისინი აღარ არიან ნარნარები და ლამაზები. მათი სული კარგა ხანია რაც დანაოჭდა და დასახიჩრდა, დაბერდა და დაეცა.
ასევე მეჩვენა ქართული კულტურაც.
თითქოს ხალხი და ადათი ერთმანეთს ვეღარ უგებს, ერთმანეთი აღარ სჭირდებათ, მაგრამ თვითონაც არ იციან რატომ ებღაუჭებიან, რატომ ჩახუტებიან ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთი სძულთ და ერთმანეთის დახრჩობას ლამობენო.

გული ყელში მებჯინებოდა, მხოლოდ ერთს ვნატრობდი, რომ ხუთი წლის ვყოფილიყავი, შუა ქუჩაში ჯიუტად დავმჯდარიყავი და ცხარე ცრემლებით მეტირა.
მაწყენინეს. ძალიან მაწყენინეს და შესაბამისად გული შურისძიებას მთხოვდა. საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამოვწურე და გაცხარებულმა, შური ნაგვის ყუთზე ვიძიე.
ბურუსი, რომ გაიფანტა და გონს მოვეგე, მიმოვიხედე და ჩემს ირგვლივ, ათი მეტრის რადიუსში მიმოფანტული ნაგავი დავინახე, იმის იქით კი შეშინებული ხალხის საახეები.
მორცხვად და ჩუმად მოვიხადე ბოდიში და იქურობას გავეცალე.



“სახლი”

დანარჩენი გზა, თავჩაღუნულმა განვლე და არც აღარაფერზე მიფიქრია.
მესამემდე, რობოტივით ავედი. სულ დამავიწყდა, რომ მეორეზე ვცხოვრობ. ალბათ იმიტომ, რომ ახლა სახლი სწორედ მესამეზე მეგულება.
კარებზე დავაკაკუნე.
სახლში არავინ დამხვდა.
მოცდა გადავწყვიტე და კარის გვერდზე, ძირს დავჯექი...




" პ.ს."

მე მწერლობა გადავწყვიტე. . .
არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ძალიან ადვილი და სასიამოვნო მეჩვენება.
მიხარია, რომ მაშას უხაირა რასაც ვაკეთებ.
მომწონს, როდესაც ჩუმადაა, რომ ხელი არ შეშმიშალოს წერის დროს.
კმაყოფილი ვარ, როდესაც ცხელი ჩაი შემოაქვს, სწორედ მაშინ, როდესაც წერისაგან ვიღლები და დღემდე გასაოცრად მიკვირს თუ როგორ გრძნობს ამას.
ბედნიერი ვარ, როდესაც ძილის წინ, მაშას გამობერილ ღიპს ვეფერები და ვცდილობ, რომელიმე იტალიური სახელი შევარჩიო. ოღონდ ისეთი, რო გაიზრდება არ შემაგინოს და არ მითხრას, რას მერჩოდიო?
მე აღარსად მივდივარ!.
მე უკვე ჩავირტყი ვიზა, ჩემი ცხოვრების პასპორტში, რომელსაც ყდაზე “სიმყუდროვე” და “უბრალოება” აწერია.

study
Back to top Go down
View user profile http://literatura.lit.ge/html/index.php?author=1414
buka



Male
Number of posts : 3
Age : 31
Location : Tbilisi
Job/hobbies : Jurnalist
Humor : Ok
Registration date : 29.01.11

PostSubject: Re: ბუკა შუბლაძე   Sat Jan 29, 2011 4:41 pm

ბუკა შუბლაძე

kachita, bengami
(კაჩიტა მოდი ჩემთან)

თენდება არყისფრად. ვახელ თვალებს და...
და სამწუხაროდ აქ, ისევ აქ ვარ. ისევ ჩაჭრილი დენი, გაშლილი დივანი და გათიშული გაზი. ისევ ლარიანი და ისევ “პოლლიტრა”. ძალით მოწონებული პონტები და ვითომ სიყვარულები.

“რა მაგარია თბილისი.”

ნუ გეშინია წავალთ! ცოტაც და...

ჩემ ოთახში შეკრებილი ძმაკაცები. ვნერვიულობთ სამხრეთ აფრიკაზე, იამაიკის ფინანსურ კრიზისზე და რა თქმა უნდა სექსის თავისუფლებაზე (რა თქმა უნდა საქართველოში).

ყველაფერი კარგადაა, პონტები, ძმაკაცები, ნაშები, სასმელი და ბოლოს და ბოლოს ხინკალი.

სულ ცოტაც! ძალიან ცოტა დარჩა და წავალთ!

- აუ, ბუკიჩ, ისე როგორ ტეხავს სიბერე, არა ტო? იჯვამ, იფსამ ლოგინში, შვილიშვილი გეკაიფება, დედას გაგინებს, შენ ითმენ და მერე იბრიდები. კაიფობ?
- დავლიოთ რა!
- ისევ ხინკალი ტო? ამოვიდა ყელში.
- მერე შენც რა სულ ხინკალი გელანდება, შეჩემა. ტეკილა და რამე...
- ეგ სულ სხვაა!
- ესე იგი ოთხნი ვართ ხო? ასი ლარის ბაზარია და ჯიგრულად ვართ რა.
- ეგ კარგი იდეაა. ესე იგი დღეს საკაიფოდ ვთვრებით.
- როგორც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ და იმისწინაც...
- ხო, მაგრამ ერთი ყველაზე პატარა პრობლემა რჩება - ასი ლარი ვის აქვს?
- ბიჭო, ეგ ”ნავაროჩენი” მობილური რო გაქ, მაგ კამერებით და რამე, რად გინდა, ”ფატაგრაფი” ხარ შეჩემა?
- ვერ შემაბავ, შანსი არ გაქვს.
- იკა, მიდი რა, ანკას დაურეკე. ერთი ორი გრამი ოქროს ბაზარია რა!

ანკას გაბუული ოთახი მისი დაბღვერილი მშობლებით. ორი ბოთლი ტეკილა და ოთხი გაბადრული სიფათი. ”პიჟონური” მუსიკა, გატყლარწული გოგჩოები და უცხო ტიპების ჩასაფრებული სახეები.

- მოდი რა, ერეკლე მეფეს შევეცი, ტეკილით რომ არ ვადღეგრძელოთ და ამ ჭიქით, ანკა, შენ ”კურნოსა” ტრაკს გაუმარჯოს!
- იდიოტო!
- ან, მიდი რა მარის დაურეკე, ხო იცი ეგ გოგო როგორც მიყვარს.
- როგორც ჩემი ყველა დაქალი!
- კაი რა, გოგო, ვიღაც პიდარასტებთან რომ მოძრაობენ, ჩემზე კარგს ვის გააძრობენ?!
- ერთი კაცურად მითხარი, დღეს ვინ დაალომბარდე დედაშენი თუ შენი და?
- შენი ოქრო. ჰა! ჰა! ჰა!
- მოდით რა ბიჭებო, ამ ჭიქით ბილ გეითსს შევეცი!
- გაგიმარჯოს!
- და ბიჭო, შენ რო ფული იშოვო და ვიღაცამ შენზე ეგრე თქვას, რას იზამ ტო?
- რას ვიზამ და, აი როგორც ეხლა ბილ გეითსს ვკიდივართ, მეც ეგრე დავიკიდებ.

კარზე ზარს ვრეკავ. ზღურბლს იქიდან ზღურბლს აქეთ ჩემი დაუკმაყოფილებელი სიფათით მამაჩემის დაუკმაყოფილებელ სიაფთს შევცქერი. იდიოტივით ვიღიმი და სახლში შევდივარ, თან მეამაყება, რომ გომის ნაცვლად ტეკილ;ის სუნით ვყარვარ.

- Dრეს ესპანეთის საელჩოში ვიყავი და მითხრეს, შენნაირ “კრასავჩიკს” გავუშვებთ კი არა, ბილეთსაც ჩვენ ავუღებთო. რა თქმა უნდა არავის გასცინებია ჩემს ხუმრობაზე და მეც უცებ ვიგრძენი თავი ზედმეტად. საცოდავი სახით ჩემს საცოდავ ოთახში შევედი და ტანსაცმლიანად დავეგდე ლოგინში.
- აკა მორჩილაძე ძალიან მაგარი როჟაა! ”შენი თავგადასავალი” როა, ეგ დავამთავრე გუშინ და მაგრად ვიკაიფე. მთელი ღამე “Pორტობელლო ღოად”-ი და ლონდონის დაორთქლილი ვიტრინები მესიზმრებოდა.
- აუ, შენც რა შეეცი ამ ევროპას!
- არა ძმაო, მე აქ ცხოვრება არ შემიძლია. მე ვგრძნობ, რომ ღმერთს რაღაც შეეშალა. ესპანელი ლოთი უნდა ვყოფილიყავი და „პლეხანოველი“ გაბეძრე. აშკარად იაღლიშია.
- ხო, კაი, წახვალ, ოღონდ ნუ შემეცი, რა!
- წავალ კი არა დედას ... ! მე ჩემს სამშობლოში დავბრუნდები. მე ღმერთის იაღლიშს გამოვასწორებ, გაიგე?
- შენ მგონი ზედმეტი დალიე. წადი, ჩემ ლოგინში ჩაწექი და მაგაზე ხვალ ვიბაზროთ, OK?
- ხო, კაი, მართლა მეძინება. წავედი, მაგრამ იცოდე, ღმერთიც ცდება ხოლმე, კაიფობ?! იცოდე, რომ მოვკვდები, მაგაზე პასუხს მოვთხოვ. ჩემ დაკარგულ ოცდახუთ წელზე პასუხს მაგრად მოვთხოვ და ერთი მაინტერესებს რას მიპასუხებს.
- OK, ეგრე ქენი, ოღონდ ეხლა დაიძინე რა!

არა, მე რომ მთვრალი ვიყავი მაგის ბრალი არ იყო. მე მართლა ასე ვფიქრობ, მე მართლა მინდა ღმერთის თვალებში ჩახედვა და კითხვის დასმა ”რატომ”
? მე, ჭეშმარიტი ესპანელი ლოთი რატომ ვიღვიძებ პლეხანოვზე? რატომ ჰქვია ჩემს შეყვარებულს ნუცა და რატომ არ ჰქვია კაჩიტა? არა, მე უბრალოდ მაინტერესებს რას მიპასუხებს ის და შერცხვება თუ არა თავისი შეცდომის?

დღეს მტელი დღე ესპანეთის საელჩო და ესპანეთის ვიზები მესიზმრებოდა. მახსოვს, ცოტა ხნით მოვკვდი კიდევაც და გამარჯვებული სახით ღმერთს ვუღიმოდი. რო გამეღვიძა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად საწოლის “კომოდისკენ” გადავიხარე. ზედ ესპანეთის დროშიანი საბუთები რომ დავინახე, თავი კვლავ ბალიშზე დავდე, თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და ძალიან დიდი ღიმილით გავიღიმე.

როგორც იქნა, ორ კვირაში, თოთხმეტ დღეში მივფრინავ საღვთო მისიის შესასრულრბლად.

სადღესასწაულო ხასიათზე ავდექი. წარმოიდგინეთ, წვერიც კი გავიპარსე. სადღესასწაულო ტანისამოსი ჩავიცვი, სუნამოც მივისხი და ქალაქში ქალაქში უცხოელი ტურისტივით გავედი. ნაცნობ უბნელებს თავი ოფიციალურად დავუკარი და იქით გავწიე, სადაც ჩემი ეს სიახლე ყველაზე მეტად გაუხარდებოდათ - იკოსთან რა თქმა უნდა.

- ეხლა ხო იცი, მერე ვიზები და რამე შენზეა. საყურეები არ გაიკეთო და არ გაპროჭდე.
- თქვენ, საზოგადოების ხორცმეტებს, ჩემს დიდ სამშობლოში არაფერი გესაქმებათ. ასე რომ...
- ეს აქედანვე პროჭია და იქ რაღა იქნება, ტო?!
- იქ რო ხინკლები არ არის, რას იზავ, ტო?
- ო, ეგ ერთადერთია, რაც მართლა მომენატრება - გაციებული ხინკლები და ქალიშვილი გოგები.
- ეხლა მართლა მჯერა, რომ ღმერთს მართლა რაღაც შეეშალა.

დილით ოფლიანმა გავიღვიძე. ჩემი თავი ძალიან მჩატედ მომეჩვენა. ამ გრძნობას ფილმებში მგონი ბედნიერებას ეძახიან. სიტყვა, რომლისაც არასოდეს მჯეროდა, მაგრამ დღეს მგონი ბედნიერი ვარ.

იგივენაირად ავდექი, იგივენაირად დავიბანე პირი, მაგრამ არა, ეს იგივე არ იყო, ეს სიტყვა “უკანასკნელს” გავდა და ეს იყო კიდევაც უკანასკნელი.

- ნუც, დღეს ღამე მივფრინავ.
- ვიცი.
- ნუც, მე შეიძლება ვეღარასდროს გნახო.
- ვიცი.
- მერე რატომ არ ტირი?
- იმიტომ რომ შემ არ გიყვარვარ. შენ საერთოს არაფერი არ გიყვარს. შენ უბრალოდ სულელი მეოცნებე ხარ და ვიღაც შენივე გამოგონილი ”კაჩიტები” გიყვარს.
- არა, ნუც! ერთადერთი რაც ამ დედა... ქვეყანაში მიყვარს შენ ხარ და ძალიან რომ არ მოვიტყუო ხინკალიც და კიდევ ”ქართული ხმები”.
- მართლა გიყვარვარ?
- ძალიან.
- ოღონდ მართლა?
- ხინკლის მერე - კი.
- იდიოტი ხარ და მეტი არაფერი რა!
- წამო რა გავიდეთ, თორე ჩემი სახელი უფრო და უფრო ხშირად მესმის.


- აი, ჩვენი ძმაც მოვიდააა! ჩვენი ესპანელი. რაო, რაო, რას იძახი რა მქვიაო?!
- მარიო!
- ხოდა, მარიო ხარ თუ ლუიჯი, ჩვენი ძმა ხარ და შენ გაგიმარჯოს!

სიგარეტის ბუღი, ხმაური და ჩემი სიმთვრალე ერთმანეთში აირია. ერთადერთი რასაც გარკვევით ვხედავდი, ნუცას სახე იყო. ის სულ თვალწინ მედგა. მერე ამ ყველაფერს დედის გინება გაერია და ამის შემდეგ ხედვა საერთოდ გამიჭირდა, რადგან ბოთლებმა და სკამებმა ფრენა დაიწყო. უცებ გამოვფხიზლდისავით და ის ოთხი ტიპი მოვლანდე, რომლებიც თავიდანვე ასე რომ არ მომწონა და მივხვდისავით.

მერე მახსოვს ტუალეტი, ნუცას ცრემლიანი კოცნები, ბევრი სისხლი ად იკოს გინება. ცოტა ხნის მერე კადრები შეიცვალა: საიდანღაც დედა და ექიმები გაჩნდნენ.

ცოტათი დავიბენი. ფილმებში მქონდა ნანახი, რომ ასეთ დროს რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობდნენ ხოლმე. ალბათ, ბავშვობაში ჩამრჩა და ვცადე წარმომედგინა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი მორბენალი ჩემი თავი, მაგრამ ამის გაფიქრებისთანავე გულის რევა ვიგრძენი. არა! არ მინდა ილია! არ მინდა ვაჟა! და მითუმეტეს გალაკტიონი!

ისე აკას არაუშავს!

ძლივს გავახილე თვალები და დედა დავინახე, ოდნავ გამეხარდა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ დახუჭვა ჯობდა.

დავხუჭე და აი, ისიც ”Pორტობელლო ღოად”-ი , ლონდონის დაორთქლილვიტრინებიანი ბარები. მაგრამ აქ რა მინდა?!

ჰო! აი კაჩიტაც! აი, მადრიდის ვიწრო, ყვითლადგანათებული ქუჩები, ხელში ტეკილას ბოთლი მიჭირავს და კაჩიტას მაგრად ვეხუტები. ისე, ცოტათი წააგავს ნუცილოს, მაგრამ ის რა თქმა უნდა უფრო ლამაზია. ის ხომ ჩემი ოცნების ქალია. აი, ვაღებ ჩემი ძალიან პატარა ბინის კარებს და სიცილით შევდივართ მე და ჩემი ოცნების ესპანელი ქალი. მერე გაზქურას ვუახლოვდები, ჩაიდანს ვდგამ და უცებ თბილისი მახსენდება. თბილისის გახსენებაზე - რუსეთი და ”გაზპრომი”. თან ყურებში ჩამესმის ”შუქი წავიდა და რეანიმაციაში ვერ გადავიყვანთ”.

თვალებს ვახელ ნუციკოს აცრემლებულ თვალებს ვხედავ. მერიმება და ძალიან ჩუმად ვიძახი ” Kაცჰიტა, Bენგამი”.

არა, არ მომკვდარვარ. საბედნიეროდ გადავრჩი. უბრალოდ, კიდევ ორი ზედმეტი თვე ვიოცნებე კაჩიტაზე.

ეხლა კი აქ ვარ, ჩემს პატარა და მყუდრო სახლში. მართალია კაჩიტა არ დამხვედრია და ჯერჯერობით ვერც ვერსად ვიპოვე - სამსახურში ჩემს უფროსს, სამოცი წლის კაჩიტას თუ არ ჩავთვლით. სამაგიეროს მყავს მეგობარი, რომელსაც მარიო ქვია და რომელსაც დღეს ღამის თორმეტზე, დაორთქლილვიტრინიან ბარში შევხვდები, ვისაუბრებთ ფეხბურთზე და კარგად რომ დავთვრები, საწყალ ხუჭუჭა ესპანელს ტვინს შევუჭამ საქართველოზე ლაპარაკით. მერე, როგორც ყოველთვის ზედმეტი მომივა დალევა. მარიო შეწუხებული გამექცევა და მეც ჩვეულებისამებრ, მადრიდის ყვითლადგანათებულ, ვიწრო ქუჩებში მარტო ვიხეტიალებ. ჩემი პატარა ბინის პატარა კარებს შევაღებ და პირველ რიგში ჩაიდანს დავდგამ გაზქურაზე და ისევ ეს ოხერი ”გაზპრომი” გამახსენდება.

დილით მაღაზიაში ჩასულს ლუდის ფასი არ მომეწონება და განრისხებული სახით მაღაზიის გამყიდველს ვკითხავ:

- ლუდი ”ყაზბეგი” გაქვთ?

მაღაზიის გამყიდველი რა თქმა უნდა გაკვირვებული თავს გააქნევს და შეეცდება ეს საშინელი სიტყვა გაიმეოროს.

მე კი მოწყენილი სახით მივუგებ:

- რა დასანანია.

ამ საღამოს თბილისში დავრეკე. ოღონდ სახლში არა. იქ დარეკვა ყოველთვის მიჭირს, იმიტომ რომ დედა ყოველთვის ტირილს იწყებს. დღეს იკოს დავურეკე და მარტო ”როგორ ხარ-ს” თქმა მოვასწარი და ჩაირთო... დაიწყო თბილისური საქმენი საგმირონიას მოყოლა. ის, რომ აჩო დაჭრეს, მაგრამ ესენი არ დაიბნენ და ისეთი ”აბაროტი” იჩალიჩეს, რომ მე მოევიკებშიც არ მინახავს. ის, რომ იკომ მაგარი ნაშა დაითრია, მაგრამ საქმე სექსამდე ჯერ არ მისულა და გამწარებული ჩალიჩობს... და კიდევ ათასი თბილისური რამ...

ყურმილი რომ დავკიდე, სავარძელს მაგრად მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და გამეღიმა. მერე თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავხარხარდი. გულმა ვეღარ მომითმინა, გარეთ გავედი და პირველ გზაჯვარედინს გავცდი თუ არა, სირბილი მომინდა და ძალიან ჩქარა , მგონი ცხოვრებაში რომ არ მირბენია, ისე ჩქარა გავიქეცი.

გაჩერება ვცადე, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შევიკავე და მუხლებზე დავეცი, თვალებდახუჭულმა ცას ავხედე და სული რომ მოვითქვი, მივხვდი, ძალა ისე გამომცლოდა, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი და თანაც გასაკვირი ის იყო, რომ ადგომა არც მინდოდა.

მიწაზე გავგორდი და ძალიან ხმამაღლა ავხარხარდი.


confused
Back to top Go down
View user profile http://literatura.lit.ge/html/index.php?author=1414
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბუკა შუბლაძე   Thu Oct 11, 2012 7:51 pm

ბუკა შუბლაძე

ასფალტზე გაზრდილები

პირველის წუთები იქნებოდა, როდესაც მოზარდების ამაზრზენმა ღრიალმა და წივილ-კივილმა გამაღვიძა. ნამძინარებმა მხოლოდ ის გავარკვიე, რომ რაღაც დემონსტრაციის მაგვარი უნდა ყოფილიყო, რადგან გარკვევით ისმოდა – “საქართველო, საქართველო!”

ამ ფაქტმა კიდევ უფრო გამაკვირვა, თორმეტ საათზე დემონსტრაცია? თან ოქროსუბანში?
ეჭვით წამოვდექი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ძილბურანში რაღაც მეჩვენებოდა.
ფანჯარასთან მივედი და პლეხანოვისათვის დამახასიათებელ ყვითლად განათებულ ვიწრო ქუჩას გადავხედე. გაოცებისაგან კინარამ თვალები შუბლზე ამივიდა. დემონსტრაცია სინამდვილეში ათიოდე 15 წლამდე მოზარდისაგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენდა. მათ წინ შედარებით უფროსი, ასე 13-14 წლის წითური ბიჭი მიუძღვოდათ და განწირული ხმით გაჰკიოდა: "თავისუფალ საქართველოს გაუმარ..." - "ჯოოს!" კიდევვ უფრო განწირული და გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭებისათვის დამახასიათებელი ხმით უბამდნენ მხარს დანარჩენები.

თავიდან ვიფიქრე, რომ ჩვენი პოლიტიკურ პარტიებს საბოლოოდ ისე წაუხდათ საქციელი, პატარა ბავშვებს უხდიდნენ ფულს ამ საოცარ დეგენერატიზმში. მერე კი ნათლად გავარჩიე, რომ ამ ბავშვებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ზოგსაც საფეხრბურთო გუნდების მაისურები ეცვა.

საბოლოოდ მივხვდი, რომ არანაირი დემონსტრაცია ეს არ იყო. ბავშვები უბრალოდ ასე თამაშობდნენ.

გაოცებული ვიდექი ტრუსიკით, სანამ "მიტინგობანას" მოთამაშე ბავშვებმა აღზნებული სახეებით არ ჩაუარეს ჩემს ფანჯარას. არ ვიცი, ეს ჩემი წარმოსახვის ფანტაზია იყო თუ მართალი, მაგრამ მომეჩვენა რომ თითოეულ ბავშვს რომელიღაცა გარკვეული პოლიტიკოსისთვის გამოემგვანებინა სახე; ან, უბრალოდ, ცდილობდნენ მათთვის მიებაძათ.

საბოლოოდ ჩემი აბსურდული წარმოსახვა ცხადში ახდა. წინ მიმავალმა წითურმა ლიდერმა გარკვევით წამოიყვირა ერთ-ერთი მართლაც არსებული პოლიტიკოსის გვარი და მოზარდების ჯგუფს მაშინვე გამოეყო დაახლოები თორმეტი წლის პატარა ბიჭი, რომელსაც ტანზე "ბარსელონას" მაისური ეცვა ზურგზე კი "მესი" ეწერა.

გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. ამას მერჩივნა ამ ბავშვებს ძველებურად ხელში რკინის დრინები და კასტეთები სჭეროდათ და ერთმანეთისთვის ან თუნდაც გზადშემოყრილი პენსიონერისთვის სიფათი ეთქვიფათ.

საოცრად შეწუხებული, დამძიმებული დავბრუნდი საწოლში. მივხვდი, რომ ძილი აღარ მეწერა.
რამდენჯერ მიოცნებია, რომ ტვინს "OFF"-ის ღილაკი ჰქონდეს, მიაწკაპუნებდი და დამთავრდა...

თავიდან არ ამომდიოდა იმ ბავშვების აღტკინებული სახეები. იმათ სურათს თუ გადაუღებდი, ეჭვიც ვერავის შეეპარებოდა, რომ ეს კადრები უნიკალურ რეალობას ასახავდა. მხოლოდ მე მეცოდინებოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ თამაშია.

ეს ბავშვები გულს მოიყირჭებენ გაზუთხული ლოზუნგების ყვირილით, მერე სახლში წავლენ, "ჰარი პოტერს" უყურებენ, თვალებს გამოითხრიან კომპიუტერული სამყაროთი და დაიძინებენ. ძილში მათი ორგანიზმი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს გაზრდას და ჩამოყალიბებას.

ჩამოყალიბებას იმ იდიოტებად, რომლებსაც ყოველდღე ტელევიზორში ვხედავთ და რომლებიც მათსავით "მიტინგობანას" თამაშობენ, ოღონდ არა პლეხანოვის ყვითლად განათებულ ქუჩაზე, არამეტ 69 700 კვადრატულკილომეტრიან სათამაო მოედანზე.
მერე სახლში მიდიან და გერმანული ჟანრის ფილმებს უყურებენ. ბოლოს თვალდახუჭულები დააწვებიან თავიანთ ცელულიტიან ან თავისთავთან სრულიად შეუსაბამო სილამაზის მეუღლეებს. ორი წუთის მერე საცოდავად დაიმანჭებიან სიამოვნებისაგან და დაიძინებენ.

ძილში მათი სხეული განაგრძობს დაბერებას და გახრწნას, რათა მათი სხეული ნელნელა დაემსგავსოს მათ სულს.
მის გვერდით მძინარე ქალის მუცელში ნაყოფი იღებს ფორმებს. ჯერ მხოლოდ გულია, - ის ორგანო, რომელსაც, ალბათ, არასდროს გამოიყენებს და არც არაფერში დასჭირდება.

ამასობაში ჩამეძინა...

ვერც დილით ვპოვე შვება. დაღრეცილი სახით ვსვამ ყავას. გულისრევის შეგრძნება არსად ქრება. ვცდილობ რამე ისეთზე ვიფიქრო, რაც გამომიყვანს მდგომარეობიდან. და აი ისიც...

თორმეტი წლის ვარ. თავიდან ბოლომდე ვკანკალებ. არ მცივა, საშინლად მეშინია და თან ადრენალინისგან სისხლი საფეთქლებში მაწვება. ჩემ წინ ჩემზე ორი წლით უფროსი უბნელი ბიჭი დგას. სწორედ მისი მეშინია.

ვხვდები, რომ ყველა გზა მოჭრილია და თუ მინდა რამის იმედი მქონდეს, პირველმა მე უნდა დავარტყა. ასეც ვიქცევი... არ დაეცა... მხოლოდ წაბორძიკდა... აი, მაშინ მივხვდი, რომ განწირული ვიყავი და აღარ ვკანკალებ.

დასაკარგი აღარაფერია და შიშიც სადღაც გაქრა. მახსოვს ჩემი უმისამართო მუშტების ქნევა და მისი ძლიერი დარტყმები პირდაპირ სახეში.

რა საოცარია, ეხლა ვხვდები რომ დამცირების მაგივრად საოცარ ბედნიერებას ვგრძნობდი. ვცდილობდი ერთი მაინც გამერტყა, რომ დამჩნეოდა. რამე მაინც დამჩნეოდა... და აი ისიც... ძირს დაგდებულმა, დასისხლიანებულმა აგურის ნატეხი მოვლანდე, ხელი დავავლე და შიგ სიფათში, ცხვირსა და თვალს შუა მოვარგე.

ალბათ, თვალებში დაუბნელდა და ტრაკზე დაეცა. სურვილიც აღარ გამჩენია, ჩხუბი გამეგრძელებინა. ნესტოებით ხარბად ვისუნთქავდი ზაფხულის წვიმისაგან აშვებულ ასფალტის ოხშივარს და თვალები ბედნიერებისაგან ცრემლებით მევსებოდა. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი წინ იყო. ცხოვრება იყო წინ...

მერე ერთმანეთს დიდხანს ვუყურებდით დასისხლიანებულ, გათქვეფილ სახეებში და ვიცინოდით.
ამ წუთასაც იმ სველი ასფალტის სუნი მცემს, ყოვლად უაზრო, აგრესიული, გაჭირვებული ბავშვობის - ცხოვრების სუნი.

ცხოვრების, რომელზეც გული მერევა, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს, თავიდან რომ დავიბადო, ისევ იგივე ცხოვრებით ვიცხოვრებდი, კიდევ უფრო ღრმად დავბერავდი ნესტოებს და უფრო ხარბად შევისუნთქავდი მიწის იმ საამურ სურნელს. მერე ჩემს დასისხლიანებულ უბნელ ბიჭს მივვარდებოდი და იმ ჩემსმიერ დაჩეხილ სახეს დაუკოცნიდი.

2012


ბმული - http://www.urakparaki.com/?m=7&WUID=574&sm=1

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბუკა შუბლაძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ბუკა შუბლაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: