არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 საშობაო ბატი კომშით (თეატრალური ბლოგი)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: საშობაო ბატი კომშით (თეატრალური ბლოგი)   Fri Jan 28, 2011 10:59 am



"საშობაო ბატი კომშით" – თეატრალური ბლოგი პიესების და კინოსცენარების ბიბლიოთეკით. პიესების და კინოსცენარების საკონსულტაციო სერვისი. წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. თეატრალური ბლოგის შესაბამისი ნაწარმოებები (ავტორის საკონტაქტო მონაცემებით) გამოაგზავნეთ მისამართზე – lakbe@mail.com და მოწონების შემთხვევაში გამოქვეყნდება თეატრალურ ბლოგზე.
მისამართი – http://armuri.wordpress.com/
მხარდაჭერა:
"ფეისბუკიდან" – http://www.facebook.com/Theatrical.blog#!/Theatrical.blog?sk=wall
"ტვიტერიდან" – http://twitter.com/#!/lakbeole


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: საშობაო ბატი კომშით (თეატრალური ბლოგი)   Fri Jan 28, 2011 11:34 am


გოგი თოთიბაძე – ობოლ კვირიას და სანათას შეხვედრის სცენა ვაჟა–ფშაველას პოემიდან "ბახტრიონი" (ილუსტრაცია)

რატომ არ ახსენდებათ ვაჟა–ფშაველა?http://armuri.wordpress.com/2011/01/27/რატომ-არ-ახსენდებათ-ვაჟა/

ეს ილუსტრაცია დამოწმებულია ვაჟა–ფშაველას წიგნიდან “პოემები”, გამომცემლობა “ნაკადული”, 1990 წელი, გვერდი 159.
ეს წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ვაჟა–ფშაველას ოცდაჩვიდმეტი პოემა, საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ ვეზიაროთ გენიალური ხელოვანის უბადლო და განუმეორებელ სამყაროს… მარტო ეს არა, სხვაც ბევრი წიგნია გამოსული…

2011 წლის 26 ივლისს ვაჟა–ფშაველა საუკუნე–ნახევრის გახდება და, მართალია, ვერავის დააძალებ, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა, რომ კინოცენტრში წარმოდგენილი 19 მხატვრული და 23 დოკუმეტური ფილმის პროექტის ავტორებიდან (იხილეთ ბმული სათაურის შემდეგ) არც ერთმა არ იფიქრა ვაჟას რომელიმე ნაწარმოების ახლებურ ეკრანიზაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ პოეტისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმზე მაინც…

თუმცა რას ვჩივით, როცა შარშან, 21 ივნისს აკაკი წერეთელი 170 წლის ხდებოდა და ამ ამბავმაც შეუმჩნევლად ჩაიარა…

არც აკაკის და არც ვაჟას არ სჭირდებათ დიდი ზარ–ზეიმებით იუბილეების მოწყობა და ჩვენებური ტაშ–ფანდურა, მაგრამ ამგვარ თარიღებზე მაინც უნდა ვიხსენებდეთ, – გამოდიოდეს მათი რჩეულები, სპექტაკლებიც უნდა იდგმებოდეს მათი ნაწარმოებების მიხედვით და მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების გადაღებასაც უნდა ვცდილობდეთ…

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
საშობაო ბატი კომშით (თეატრალური ბლოგი)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: