არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი – დავით ოქრუაშვილი

View previous topic View next topic Go down 

თქვენ თუ უკითხავთ შვილებს სათავისო წიგნებს?
1. მოგცლია, ერთი...
20%
 20% [ 1 ]
2. არა, დრო არა მაქვს.
20%
 20% [ 1 ]
3. კი, ვუკითხავ...
60%
 60% [ 3 ]
Total Votes : 5
 

AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი – დავით ოქრუაშვილი   Thu Jan 27, 2011 10:18 am


Mikho Mosulishvili

”მოდი, ვაჟა-ფშაველა წავიკითხოთ ხოლმე...”

თავის ლიტერატურულ გემოვნებასა და თანამედროვე ქართულ მწერლობაში არსებულ პრობლემებზე მწერალი მიხო მოსულიშვილი გვესაუბრება.



_ როგორც ბორხესი იტყოდა, სამყარო თვითონ წიგნია. ყოველ წიგნში ადამიანი თავის სამყაროს პოულობს. წიგნი თავისთან რომ მიგაბრუნებს, ეს დიდი გრძნობაა. ბევრი ეგეთი წიგნი მაქვს...
_ რომელ წიგნებს უბრუნდებით ხოლმე?
_ პირველ რიგში, კლასიკას, ქართული იქნება თუ უცხოური; რუსთაველს, ილიას, ვაჟა-ფშაველას პოემებს... როგორც დოჩანაშვილის გმირი იტყოდა, ასეთი წიგნების ჩამოთვლას დილამდე ვერ მოვრჩებით. შესაძლოა, დიდ ნაწარმოებებს გვერდით ვერ დაუდგეს, მაგრამ "სამი მუშკეტერი" ისე მიყვარს, დღემდე ადგილები მაქვს მონიშნული და ვიცი, როდის საიდან უნდა განვაგრძო კითხვა.
_ კითხვა ბავშვობაშიც გიყვარდათ?
_ მამა შინ რომ ბრუნდებოდა, დედაჩემს წიგნს აკითხებდა ხოლმე _ იმისი წაკითხული ძალიან მოსწონდა _ და მეც ვუსმენდი. ახლაც ჩამესმის დედაჩემის ხმით წაკითხული ვაჟას "ამოდის, ნათდება", ილიას "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი". მამაჩემს ნადირობა უყვარდა და ამიტომ ვაჟასთან დიდ სიახლოვეს გრძნობდა. ჩემს ახლობლებს ყოველთვის ვეხვეწები, შვილებს წიგნები წაუკითხონ. ბავშვი ყველაზე უკეთ იმახსოვრებს წიგნის გმირებს და მერე ისინი მთელი ცხოვრება მიჰყვებიან. წიგნის შვილებისთვის კითხვა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი, უცხოეთშიც გამოცდილი ლამაზი ტრადიციაა, ერთი მსახიობის თეატრივით რამეა...
_ თქვენ თუ უკითხავდით შვილს?
_ მე და ჩემს მეუღლეს წაკითხული გვაქვს "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი", "პეპი გრძელიწინდა"... მე რომ დავიღლებოდი, ჩემი მეუღლე აგრძელებდა და ასე, მთელი საბავშვო კლასიკა წავუკითხეთ... როცა ბავშვს პერსონაჟი თავისი ახლობელი ჰგონია, ის უკვე ახლოს არის წიგნთან და მიზანიც მიღწეულია. ეს მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიდეს. ბავშვის ლიტერატურული განვითარება მთელი პროცესია. სწორად უნდა ურჩიო, როდის წაიკითხოს "კაპიტან გრანტის შვილები"... ბავშვს თუ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" ან ჯოისის "ულისე" დააძალე, წიგნს აღარასოდეს გაეკარება.
_ რომელი პერსონაჟია მიხო მოსულიშვილი?
_ კვლავ დოჩანაშვილი მახსენდება _ ვისი ცხოვრებით აღარ გვიცხოვრია, ბევრჯერ მოგვიკლავს და მოვმკვდარვართ კიდეც, ათასი ქალი გვყვარებია...
ისე კი, საკუთარ თავს, ალბათ, ათოსს შევადარებდი, “სამი მუშკეტერიდან”...
_ ბატონო მიხო, ახალი წიგნები საკმაოდ ძვირია, როგორ უნდა გახდეს წიგნი უფრო ხელმისაწვდომი?
_ ეს სერიოზული პრობლემაა. ადრე თუ ორ-სამ მანეთად კარგ წიგნს შეიძენდი, ახლა 17-20 ლარი გჭირდება და ახლახან 88-ლარიანი წიგნიც ვნახე. ადამიანმა ასი ლარი უნდა აიღოს და ერთ წიგნში გადაიხადოს. არადა კარგი წიგნია და გინდა, მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ძალიან ძნელია. თუმცა, "მედიაპალიტრამ" დაიწყო იაფი წიგნების გამოცემა, რაც ძალიან საჭირო იყო. სამ ლარად შეგიძლია ქართული პროზის საგანძური იყიდო. შვიდი ლარი ღირს მსოფლიო კლასიკა. ეს დაახლოებით წიგნის იმ ფასს უახლოვდება, კომუნისტების დროს რომ იყო. დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, ასეთი წიგნების შეძენა ყველას შეუძლია. ამ აქციების წყალობით წიგნის კითხვა ძვირი სიამოვნება აღარ არის.
_ თანამედროვე ქართულ მწერლობას როგორ აფასებთ?
_ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მწერალი გამოჩნდა. აღდგა "ცისკარი", გამოდის "ლიტერატურული გაზეთი", "ქართული მწრლობა", რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი საინტერესო ავტორია ინტერნეტსვრცეშიც... მაგრამ ქართულ ლიტერატურაში სხვა პრობლემა დგას...
მე ვნახე, როგორ იყო გაკეთებული კორეელების ლიტერატურული საიტი, სადაც კორეელი ავტორების ნაწარმოებები მაღალ დონეზე იყო ნათარგმნი ინგლისურ ენაზე... ეს არის ვებგვერდი, სადაც უფასოდ ეცნობი კორეულ ლიტერატურას და გარკვეული წარმოდგენა გექმნება ამ ქვეყნის კულტურის შესახებ. ასეთი ინგლისურენოვანი საიტი ქართული ლიტერატურის შესახებ ვინმეს გაუგონია?
მთარგმნელობითი სკოლის არარსებობა დიდი პრობლემაა, არადა საამისოდ მთელი მთარგმნელობითი კოლეგია მუშაობდა ადრე. საბოლოო ტექსტმა არა _ ქართველის, არამედ იმ ენოვანი სპეციალისტის ხელში უნდა გაიაროს, რომელ ენაზეც ნაწარმოები ითარგმნება. სახელმწიფო ინტერესი თუ არ იქნა, მწერალი მარტო ვერაფერს გახდება. ბესიკ ხარანაულის "წიგნი ამბა ბესარიონისა" ითარგმნა ფრანგულად. ქართველმა და ფრანგმა, ომარ თურმანაულმა და მარი ფრენინგმა თარგმნეს, და ძალიან სერიოზული პროდუქტი აღმოჩნდა საფრანგეთისთვის.
არადა, თანამედროვე ავტორებამდე ჩვენ ჯერ კლასიკაც სათარგმნელი გვაქვს...
_ რის წაკითხვას გვირჩევს მიხო მოსულიშვილი?
_ წელს ვაჟა-ფშაველას წელია, - 26 ივლისს 150 წლის ხდება და მოდი, ვაჟა-ფშაველა წავიკითხოთ ხოლმე. თუ ლექსები არ გვიყვარს და ფშაური კილო არ გვესმის, მოთხრობები მაინც ვნახოთ – წყაროსავით კამკამა და სუფთა ქართულით არის ნაწერი...
მე ახლა ბიოგრაფიულ წიგნს ვამთავრებ ვაჟა-ფშაველაზე და როგორც იქნა, ერთ რამეს მივხვდი: ვაჟა-ფშაველას თხრობის საკვირველი და ზეციდან დიდ წყალობად ნაბოძები მოყოლის ნიჭი აქვს, ლექსად გინდა თუ პროზად... რუსთაველის შემდეგ ამბავს ვაჟასავით ვერავინ ჰყვება – “ოქროს კვეთზე” აქვს დასმული თხრობა, რითაც უფრო მეტად აღქმადი ხდება და აღარც დაავიწყდება მკითხველს თუ მსმენელს.
ამბის მოყოლის ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელები, სახელდახელოდ რომ ჩამოვთვალოთ, ჰომეროსი, რუსთაველი, შექსპირი, რაბლე, სერვანტესი და ამნაირი რანგის მწერლები არიან, და სწორედ ამათ გვერდით დგას ვაჟა-ფშაველა...

ინტერვიუს ტელეფონით იწერდა და უძღვებოდა დავით ოქრუაშვილი.


David Oqruashvili
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მიხო მოსულიშვილი – დავით ოქრუაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: