არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ალექსი ჭინჭარაული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: ალექსი ჭინჭარაული   Wed Jan 26, 2011 11:23 am



ალექსი ლეკოს ძე ჭინჭარაული

http://www.ice.ge/Struqtura/Gankofilebebi/Leqsikologiis/Al%20Choncharauli.html


დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს დუშეთის რაიონის სოფ. შატილში. 1950 წელს შევიდა და 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება. 1958 წელს დაამთავრა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ლექსიკოლოგიის განყოფილებაში.
1961 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული დისერტაციის («ხევსურულის დარგობლივი ლექსიკა“) საფუძველზე. 1960 გამოიცა მისი მონოგრაფია «ხევსურულის თავისებურებანი“.
ალ. ჭინჭარაული მონაწილეობდა «ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ და შემდეგ ამ ლექსიკონის ერთტომეულის შედგენის სამუშაოებში (სიტყვების განმარტება, განმარტებულის პირველადი რედაქცია, რედაქტირებული მასალის რეცენზირება და სხვ.).
1969 წელს ალ. ჭინჭარაულმა გამოაქვეყნა «ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი“. მას აქვს ენათმეცნიერული შრომები «ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისა და ენის, ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვათა შესახებ.
1977 წელს ალ. ჭინჭარაულმა გამოსცა ორი წიგნი _ «ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ტექსტის დადგენისათვის“ და «აკაკი შანიძე - მთის მკვლევარი“.
1982 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი «ვეფხისტყაოსნის ენისა და ტექსტის საკითხები“. ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობისას ალ. ჭინჭარაულმა შეადგინა «ხევსურული ლექსიკონის“ (დაახოლებით 25 000 სიტყვა-სტატია) და «ფშაური ლექსიკონი“ (დაახლოებით 15 000 სიტყვა-სტატია).
1993 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაცული დისერტაციის (მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის საკითხები «ვეფხისტყაოსნის და ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მიხედვით) საფუძველზე.
«ხევსურული ლექსიკონი“ გამოიცა 2005 წელს, ხოლო ფშაურ ლექსიკონზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა.
იგი არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მას აქვს 250-მდე გამოკვლევა ან წაკითხული მოხსენების თეზისები.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული   Wed Jan 26, 2011 11:25 am

ალექსი ჭინჭარაული

ცოტა რამ დიდ ადამიანზე

(ესე)

ერთი ხევსური ხმითმატირალი ასე მიმართავს უდროოდ წასულ კაი ყმას:

"შენ შენფერნ გინდან მატირალნიო,
შენის კაცობის დამფასავნიო,
წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო,
სამკვლავოდენნი სათვალავნიო".

მე არ ვიცი, საერთოდ როგორ მუშაობდა რეზო, ის კი მახსოვს, რომ თავის ერთ-ერთ საბავშვო მოთხრობას საჯარო ბიბლიოთეკაში წერდა. წერდა ფანქრით. მეორეჯერ გადაკითხვისას ზოგ სიტყვას ჩააჟინდებოდა, ბოლოს უკეთესს მოძებნიდა, ძველს ამოშლიდა და ახალს ჩაწერდა. იქვე ვიჯექი და ამას ყველლაფერს ვხედავდი. არც არაფერს მალავდა: მუშაობდა, ისე უტრიალებდა ამ თავის საქმეს, როგორც კარგი მევენახე ვაზს. რეზო საკმაოდ კარგად ხატავდა, ლექსის წერა კი არ ეხერხებოდა. ის საბავშვო მოთხრობა ხევსურზე იწერებოდა, და როცა რამდენიმე სტრიქონი უბრალო ლექსი დასჭირდა, მე დამაწერინა…

შატილშიაც ერთად ვიმგზავრეთ. იმ მგაზვრობის შემდეგ დაიწერა "ჩაჩაურის წასვლა".

რეზოს "მყვირალა" თემები არ უყვარდა, მაგრამ სრულიად უმნიშვნელო ამბავს ისე ააჟღერებდა, რომ ყველას ყურადღებას მიიპყრობდა. ჩაჩაურის (სახელი, რა თქმა უნდა, შეცვლილია) "წასვლას" მე თვითონ ვესწრებოდი და მე ვუამბე რეზოს.

ჩემთვის იქ მხოლოდ ის იყო დიდებული და ამაღლებული, რომ კაცმა სიკვდილის წინ თვითკონტროლის უნარი შეინარჩუნა, "კარგად სიკვდილის" სურვილი გაამჟღავნა.

რეზომ ამ ამბავს სხვაგვარი ჟღერადობა მისცა, სხვა გმირებიც (მათ შორის – ბავშვებიც) შემოიყვანა და ბრწყინვალე მოთხრობა დაწერა.

ერთხელ გამომცემლობა "ნაკადულში" მივედი ჰონორარის ასაღებად. ფული არ აღმოაჩნდათ. პოეტ მინდია არაბულთან ვლაპარაკობდი კორიდორში. გამოჩნდა რეზო. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ჩემი მისვლის მიზეზი რომ გაიგო, ჰონორარი არ არი, მგონი, იმდენი ფული კი მიდევს ჯიბეში, რომ ერთ-ერთი საათი რესტორანში თავი შევიქციოთ, – ბრძანა რეზომ. ჩვენ უარი ვთქვით რესტორანზე. ერთი ხომ მე დაგითმეთ, მეორე თქვენ უნდა დამითმოთ: სახლში კარგი ღვინო მაქვს, გავიაროთ ბაზარში, ცოტა რამ სურსათს ავიღებ და ჩვენსა ვისადილოთო. დაგვიყოლია. მართლა სასიამოვნო დრო გავატარეთ, გვიანღამემდე ვისხედით. მეორე დილით პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი აღმომაჩნდა. რა მიხვედრა უნდოდა: ბატონმა რეზომ იფიქრა, ეგება ფული არა აქვთ სახლშიო და ჩუმად ჩადო ჩემი პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი. ასი მანეთი მაშინ კარგი ფული გახლდათ, - ოჯახს რამდენიმე დღე შეინახავდი.

ერთხელ რეზოს ვუთხარი ძველ ქართულ ხელნაწერში ამოკითხული ერთი ბრძნული ფრაზა:
"ძაღლი, რომელი ჰლოკდეს ქლიბსა, თვისისა სისხლისაგან სუამს".

ძალიან მოეწონა: რა კარგად იცოდნენ ხოლმე დალოცვილებმა თქმაო.
რეზოს რომ უკანასკნელ გზაზე მივაცილებდით, ეს ფრაზა ამეკვიატდა: რუსთაველზე ქართველები ქართველებს ხოცავდნენ. მტერმა თავისუფლების წყურვილის მოსაკლავად ქლიბი მოგვიგდო და ჩვენც ხარბად ვლოკავდით ამ ქლიბ სატყუარას. ვფიქრობდი იმ დიდ ტკივილზე, რაც რეზომ წაიყოლა "მართალთა საიქიოში".

ამასწინათ ოთარ ჭილაძის წერილი რომ წავიკითხე "ლიტერატურულ საქართველოში" რევაზ ინანიშვილის საფლავის მოუვლელობის თაობაზე, მაშინვე რეზოს მიერ კახეთში გაგონილი და ჩემთვის ნაამბობი ერთი ლეგენდა გამახსენდა:

შაჰ-აბაზმა თვითონ კახელებს გააჩეხინა და ამოაძირკვინა ვენახები. ბრძანება გასცა: ვის ვენახშიაც თუნდაც ერთ ძირ ვაზს აღმოაჩენთ, ვენახის პატრონს თავი მოჰკვეთეთო. ერთ-ერთი გლეხის ვენახში მართლა ნახეს ერთი ძირი შემთხვევით ჩარჩენილი ვაზი; პატრონი საჯაროდ დასაჯეს, თავი მოჰკვეთეს და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩააგდეს. იმ საფლავზე მეორე წელს ვაზის რქამ ამოიყარა: თურმე დასჯილ კახელ გლეხს ხალათის საღილეებში ვაზის ლერწი ჰქონდა გაყრილ-გამოყრილი და ის ამოზრდილიყო...

მაშინ რომ ვკითხე, ეგ ლეგენდა არსად გამოგიყენებია-მეთქი?

მიპასუხა: ამას რაღა დაწერა უნდა, ეს ხომ თავისთავად ლამაზიაო.

არც შემდეგ შემხვედრია რეზოს ნაწერებში ეს ქართული და მართლაც, ლამაზი ლეგენდა.
რეზო ინანიშვილი თვითონ ჰგავდა ფესვმდგარ და ღონიერ ვაზს – ქართული სიტყვის მადლითა და სიბრძნით იყო დახუნძლული.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ალექსი ჭინჭარაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: