არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბესარიონ გაბური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბესარიონ გაბური   Wed Jan 26, 2011 11:14 am


ბესარიონ გაბური

თქვენო მაღალ კეთილ შობილებავ, ა. გ. შანიძე


მე თქვენ გამატანებულ წერილ მივიღი დღეს დილით. გუშინ გამაგიტან ოთხ კანვერტ. მგონავ, მიიღებთ. თეთრი არ მიმიღავ, ჩქარა მივიღებ. დღეს პრიკაზ იყვ: "სამ მანათ თეთრ მაგივიდ", მითხრ ფეთებელმ. მადლობელი ორ! სრუ რა გამწვდების? სრუ თეთრი ძლევა რახელი ას? განა შენ ღმერთი გაძლევს, რო სრუ მაძლივ? მადლობელი ორ! მეყვ, საკმაო თეთრს მიტანებ. ვინ გადაგიხდის? ჩემთან ყველა დაკარგული ას, ჩვენს სიბეჩავეს რა გასწვდების?

მართლა, აკაკო, შე მართლა მწერელ–ტყვეო! ქაღალდ რო მაგეწერ, იმაში ქვე რა დაგეწერ? "ეტრატნ" ქვე რაღას გექვივნეს? რამთვენი ხანი ას, შენ გასწავლი, საუბარ ვერ დაგასწავლ? "ეტრატნ" კი არ ხქვიან, მწერელ–შვილო, ატრატანი ხქვიან ორ ქაღალდ ქვე, ერთს ქაღალდს ატრატაი ხქვიან. "ეტრატნ" ქვე რას გიქვიან, რას? იჰი, კიდევ ან ეს რას გიქვიან: "თუ შინ გამაგიტევან, გამამიარ აქ"? რო მაგიწერავ, "გამაგიტევან" კი არ ხქვიან, მწერელ–შვილო, მწერელ–ტყვეო, "გამაგიტივან" ხქვიან. რახელ ას, რო კაცმ ქართულ ენა ვერ დაისწავლას?! ორ წელ ას, გასწავლ, შენ ვერა მაგადინ.

მშვიდობით!
ხელ მაგიმართას ღმერთმ!

ხელს ვაწერ: ბესარიონ მარტიას ძე გაბური
1915 წელს, 7 თებერვალს, ქალაქ იურიევით.
ჩშიე წელს, ზ თებერვალს:

ეეგ ნუმერან სცოდნივან ჩვენს ნეფე ერეკლეს. აეხლა ყველა გავრუსდით: ნუმერანიც გამავიცვალეთ, ტალავარიც გამავიცვალეთ, გუნება, ხასიათიც. ქართველ რუს აღარაით გაერჩევის. ნეფე ერეკლე რო მაგვიკვდ, მაშინ წახდ ჩვენ საქმე: თავის გვარ–ძვალს ვყიდით, აღარ უაზრებთ ძველ გზას, ძველ მაკეთეს.

მშვიდობით, გურიელავ!

ხელს ვაწერ: ქისტის პირველი ბესარიონ გაბური.


1915.

ბესარიონ გაბუური – "ხევსურული მასალები", აკაკი შანიძის რედაქციით. გვერდი 258.



Last edited by Admin on Sat Nov 03, 2012 12:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესარიონ გაბური   Wed Jan 26, 2011 11:18 am



"გადმოცემა გვაუწყებს, რომ გაბურთა წინაპარი თავდაპირველად ჭიშეხს (ახლანდელი ნასოფლარი ხორნაულთა) დასახლებულა. მასთან ერთად იქ უცხოვრია გიგაურების გვარის რამდენიმე წარმომადგენელს, მაგრამ აქედან მალევე აყრილა და სოფელ ჯუთაში გადასულა:

"ერთი არხოტიონი, გვარად გაბური, 1773 წელს მეფე ერეკლეს სწერდა: "იმ დღეს რომ ვეფხვი მოგართვი, მე ისა ვარ..." ასე ახსენებდა თავს და ჯუთაში დასახლების ნებართვას სთხოვდა", – გადმოგვცემს ო. ლომთაძე.

ხორნაულთ მთიდან სოფელ ჯუთაში გადასახლების მიზეზებს ბესარიონის ქალიშვილი, ნინა გაბური ასე იხსენებს:

"ჭიშეხ ჩვენ წინაპარ დიდხანს არ დამრჩალ... იმით, რო კერიაზე იფნ ამასულ და თან გველ ამაჰყოლავ, მირგვლივ შამახვეულ. ეგ კარგის ნიშანი არ ას... ჩვენ სამყოფო აქ არ ასავ, აქ დარჩენა არ შაიძლებისავ, უთქომ ჩვენ წინაპარსა და ჯუთას წამასულ".

ზურაბ კიკნაძე საგანგებოდ მიმოიხილავს "ჯვარჩენას" (იფანი კერიაში) და მას უძველეს ანდრეზად მიიჩნევს".

ზურაბ კიკნაძე

იფნი კერიაში

ერთ დილას კერიაში, იქ, სადაც ცეცხლი უნდა დაინთოს, ხე ამოდის იმის ნიშნად, რომ ჯვარს სურს ეს ადგილი დაიჭიროს. უადგილო ადგილას იფნის ამოსვლით ჯვარი მოსახლეს ეუბნება, რომ მისი კერია ამიერიდან სოფლის საყოველთაო კერად უნდა იქცეს. თუ მოსახლე განჭვრეტს ჯვარის მინიშნებას» იგი თმობს საკუთარს საზოგადოს სასარგებლოდ. მის სამოსახლოში ჯვარი დაარსდება სოფლის მფარველად, მოსახლე კი საცხოვრებლად სხვა ადგილს აირჩევს.

და რადგან მან დათმო კერძო, ამიერიდან იგი ჯვარის რჩეულია და ჯვარი იმსახურებს მას.

მაგრამ თუ მოსახლემ კერიაში იფნის ამოსვლით ჯვარის ნება ვერ ამოიცნო, აკაფა კერიაში ამოსული იფნი და მეორე დილასაც, როცა ხელახლა ამოსულ იფნს გველი ამოყვა, ხე გველთან ერთად აკაფა, მესამე დღეს გველი საკიდელს ჩამოყვება და ყველასგან უხილავად ქვაბში ჩაძვრება, სადაც კერძი იხარშება. ყველა, ვინც კერძს იგემებს, დაიღუპება, გადარჩება ძუძუთა ბავშვი, რომელიც ხედავდა ქვაბში ჩამძვრალ გველს, მაგრამ ენით ვერ გამოეთქვა დანახული, და გადარჩება დედაც, რომელიც ბავშვის დაწყნარებას მოუნდა და ვერ იგემა მოწამლული კერძი. ამ ბავშვზე აღორძინდება გვარი.

ამ პერიპეტიებს შეეძლოთ ეს ანდრეზი ეპოსად ექციათ, მაგრამ თუ ჩამოვფერთხავთ ამ ყველაფერს, ჩვენ წინ აღმოჩნდება სამი სიტყვა: "პატრონი დაუბრუნდა კერას".

ასეთი ახსნა აქვს სოფოკლეს "ელეკტრაში" მოთხრობილ სიზმარს, რომელიც კერიაში ამოსული ხის მოტივზეა აგებული. კლიტემნესტრას შურისგების მოლოდინში ესიზმრება სიზმარი, რომელსაც მისი ასული აცხადებს:

"ამბობენ, კვლავ სამზეოზე მოვლენილი მამაჩვენი უნახავს. ჩაურჭვია კერაში თავისი კვერთხი, რომელიც ერთ დროს მას ეპყრა, ახლა კი ეგისთეს ხელშია. მაღლა აზრდილა, შეფოთლილა და მთელი მიკენის მიწა დაუჩრდილავს".

ამ მოტივით ("ხე კერიაში"), რომელიც სხვაგან ვერსად დავადასტურეთ, ეხმაურებიან ერთმანეთს გადაკარგული ხევსურეთის და მზით განათებული ელადის, ერთმანეთთან ისტორიული მნიშვნელობით შეუწონადი ცივილიზაციები.


"ნინა გაბურის მონაცემებით, ჯუთას წასული გაბურები აქაც არ დაჩენილან დიდხანს. რამდენიმე წელიწადში აქედანაც აიყარნენ და არხოტისაკენ გაეშურნენ. არხორიონთა მეხსირებას დღემდის შემორჩა წინაპართაგან გადმოცემული ამბავი, რომ გაბურები სოფელ ჭიმღაში "ხატის მიყვანილებად" ითვლებიან.

"ჭიმღას წელწად დილას ჯვარში ყოფილან... დასტურ–ხელოსნად... თეთრაულ ვინ იქნებოდ...
კაცმ გაიარავ, ფანჯარაშიით ვნახეთავ...
გამავედითაო და ბექთან რაიმ გავიდოდავ პერანგიანივ.
... იის გაბურ ყოფილ.
ჯვართ მაიყვანესავ გაბურნივ ჭიმღასავ, – თქვიან.
ის პერანგიან ჩვენ წინაპარ ყოფილ. ჯუთით ჭიმღას ჯვართ მაუყვანავ...
წინავ ქადაგ იტყოდ ხატის სურვილს...
ქადაგის ნათქვამ თქვიან, გაბურნივ ჯვართ მაყვანილნიავ ჭიმღასავ...
აიმის მემრ დასახლებულან ჭიმღას.
ჭიშველის სალოცავ გაბურთ სალოცავ ყოფილ".

ნინა გაბურის ეს მოგონებები სანდო და უტყუარია".

მანანა გაბური – "ბესარინ გაბურის ცხოვრება, შემკრებლობითი მუშაობა და შემოქმედება", გამომცემლობა "ბასიანი", თბ. 2009 წ. გვერდები 9–11.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესარიონ გაბური   Sat Nov 03, 2012 1:07 pm

ბესარიონ გაბური

სალდათში მიმავალის ნათქვამი

აბეჩავ არხოტიონო,
დროებამ ჩამოგიარა!
ცხენო, მიყვარდი, ტიალო,
მალეო, გულთი მხრიანო,
ხელში ნაჭერო მათრახო,
მემრ ყანწო არაყიანო!
აწ სად ხარ, ხევსურისშვილო,
გუნებით ღალატიანო?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბესარიონ გაბური   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ბესარიონ გაბური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: