არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ილია ჭავჭავაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ილია ჭავჭავაძე   Wed Jan 26, 2011 10:27 am

ორიოდე სიტყვა "ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილზე" საახალწლოდ

რამდენი ვებ–გვერდია შექმნილი ილია ჭავჭავაძეზე და ვერსად ვნახე ეს პატარა შედევრი...
არადა, სულ თან დამდევს და ხანდახან დედაჩემის ხმითაც შემომესმება ხოლმე, რადგან სწორედ იმან წამიკითხა პირველად, როცა წერა–კითხვა ჯერ არ ვიცოდი...
ჰოდა, წამოვედი და მთელი მოთხრობა თავად ავაწყვე, რომ დამდეგი ახალი წელი მომელოცა ყველა აქ მომსვლელისათვის...
შენს ბალღებსაც კეთილად დამგზავრებოდეს აეს ილიას კალმით დიდებულად გამოხატული, სულგრძელი და მიმტევებელი ნიკოლოოზ გოსტაშიბიშვილი, მკითხველო...
აბა, ამაზე უკეთესი სხვა რა უნდა აჩუქოს კაცმა თავის ბალღებსა?..
და ბარემ იმასაც დავძენდი, რომ აქ გამოქვეყნებული ფოტოები ჩემი გადაღებულია და თუ სურათს დაუწკაპებთ, უფრო დიდად დაინახავთ თოვლის ქულებით საახალწლოდ მორთულ ცაცხვს...


მიხო მოსულიშვილი,
2010 წლის 31 დეკემბერი.



ილია ჭავჭავაძე – http://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ჭავჭავაძე


ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი
(საახალწლო მოთხრობა)

I

მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა–ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს–მეთქი. მე მახსოვს ეს წინა–ღამე, ეს წინა–ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, სადაც ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ–მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღაც თოვლის გუნდა, არაც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ–ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა* ჰზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისთვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით, პირი ჩაიტკბარუნეთო, იქით დედა–ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთივს ვდნებიო. ჩვენ თვალებ–დაჭყეტილები ამაებ–შორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრობდით და თითს ამოვავლებდით თაფლს, სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ, ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და ხელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად. ყველაზედ უფროსი ჩვენში თორმეტს წელს არ იყო გადაცილებული.

მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ კარგი წაგვართვა და თან წაიყოლა. დაგვეხოცა დედ–მამა, მომიკვდა ორი ძმა, გადამეცვალა ერთი დაცა. დავრჩით ამ ქვეყნიერობაზედ მარტო ორნი და–ძმანი. ეხლა ერთსაცა და მეორესაც თმაში ჭაღარა გვირევია, და როცა ახალი წელიწადი მოდის, მინდა თუ არა, ცრემლიანის თვალით უკან მიმახედებს ხოლმე. ვხედავ ჩემს თავს ჩემს პატარა სოფელში, ჩემს პატარა, ფუნჩულა და–ძმებ შორის. ვხედავ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშვურის სიხარულითა დედას, მამას. მესმის ტრედივით უგუნური ტიტინი ჩემის პატარა დისა, პატარა ძმისა, მომესმის ჭკუადამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედი–ჩემისა, მამი–ჩემისა. დღეს ყოველივე ეს მარტო ტკბილი სიზმარია. დღეს იქ, იმ პატარა სოფელში, საცა ამოდენა სახსოვარი აუგია ჩემს გულს, მარტო ხუთი სამარეღაა და ამ სამარეებში მარხია ყოველივე ის, რისთვისაც ეხლა გული მეწვის, გული მედაგება. იქ მარხია დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და, და ამასთან ერთად ჩემი ყმაწვილობაცა, ესე იგი, იგი ბედნიერება, რომელიც წავიდა და თავის დღეში არ მომიბრუნდება.

წავიდა ის ბედნიერი დრო და აღარ მოვა. წავიდა და გული ჰკვნესის რაღაც სხვანაირ ტკივილსა, რაღაც სხვანაირ მწუხარებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი სიხარულზედაც არ გასცვლის ხოლმე. ტკბილია კვნესა ამ ტკივილისა, ტკბილია ცრემლი ამ მწუხარებისა. აქ კვნესა ნიავსავით აგრილებს გულის–წვასა და ცრემლი ჰნამავს გადამჭკნარ გულსა გასაცოცხლებლად. ვიღაცამა სთქვა: დატკბობა საამური ტკივილიაო, და სწორედ ამისთანა ტკივილია ეს ტკივილიცა.

ყველაზედ მეტად დამახსოვდა ერთის ახალის წლის წინა ღამე. ჩვენ, პატარებს, არ ვიცი, ხვალის ლოდინისაგან, თუ მეტის-მეტ გართობისაგან, ძილი აღარ მოგვეკიდა. არა ერთხელ და ორჯელ გვიბრძანა დედამ, – წადით, შვილებო, დაიძინეთო, და ჩვენ კი თითით ყელს ვუწევდით და ისე ვეხვეწებოდით: დედას ჭირიმე, ნუ გაგვრეკავ, არ გვეძინებაო. დედა გოზინაყებისა და ალვახაზის სამზადისში გართული იყო, გარს ჯამები, ბადიები და ტაბაკები ედგა ნუშით, ნიგოზით და თაფლითა. მამაჩვენი კი ბოლთასა სცემდა ოთახში ჩიბუხით ხელში. ჩვენმა პატარა დამ, რო დაცუცუნებდა ჯამებსა და ტაბაკებს შორის, როგორღაც ფეხი წამოჰკრა ერთს უშველებელს ბადიას და შიგ ყოფილი თაფლი კი პირქვე წამოაქცია. დედას ძალიან ეწყინა და არ იყო რომ გაჯავრებით უთხრა მამას: ერთი თავიდან მომაშორე, ღვთის გულისათვის, ეს ბაჯაჯღანები!.. გაასხი იქით ოთახში, ზღაპარი რამე უამბე, იქნება დაეძინოთ და მომასვენონო.

მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა. გვიამა, რომ დედამ დაავალა მამას ზღაპარი ეთქვა. მივცვივდით ჩვენც, ზოგი ხელზე ჩამოვებობღენით, ზოგი ახალუხის კალთაზედ.

- შენი ჭირიმე, მამილო, ზღაპარი გვითხარი, - შევბღავლეთ აქეთ-იქიდამ - დედა აქედან გვერეკება და შენ ზღაპარი მაინც გვითხარ, არ გვეძინება.

- ბატონი ხართ. აბა, წავიდეთ.

მამა გავიდა მეორე ოთახში და ჩვენც გავყევით. ოთახში ბუხარს ერთი ამბავი გაჰქონდა აპრიალებულის ცეცხლისაგან. ბუხრის პირდაპირ ერთი გრძელი ტახტი იდგა, ავიდა მამა-ჩვენი, ტახტზედ მოიკეცა, ჩვენც გარშემო შემოვუსხედით. ჩვენი პატარა და გულდაღმა წამოუწვა მამას, იდაყვებზედ დაებჯინა, თავისი პატარა თავი ხელებზედ დაანდო და ისე შეაჭყიტა მაყვალსავით შავი თვალები, თითქო მართლა ზღაპრის მოსმენა უნდოდა. ის კი არა თუ, როგორც იმას, ისეც იმაზედ მომდევარს მესამე ძმას, მაშინვე ჩაეძინებოდათ ხოლმე ორიოდე სიტყვის შემდეგ.

მამამ დაიწყო:

"მე ადრევაც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით. ყველას უყვარს, შვილებო, თავისი ქვეყანა, და როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნისათვის თავდადებით. აი, ერთი ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიხსომეთ.



II

ერთ დროს ჩვენა გვყოლია ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე. იმ დროს ყიზილბაშების ყეინად დაჯდა შაჰ-სულთან-უსეინ. ამ ყეინმა გამოჰგზავნა დიდის ჯარით თავისი სარდალი, რომ საქართველო აიკლოს და თავისად დაიჭიროს. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა და თავი მოიყარეს ქართველებმა მტრის დასახვედრად. შეიყარა ორი ერთმანეთზედ სამტროდ გამართული ჯარი საომრად. ერთს მხარეს დაეწყვნენ ყიზილბაშნი, მეორე მხარეს ქართველები, გაიმართა ომი. რით გათავდა ეს ომი, ამის ამბავი გრძელია. მე მარტო ერთს რასმე გიამბობთ, რაც ამ ომში მოხდა. როცა გაცხარდა ბრძოლა, მაშინ გამოჰქუსლა ერთმა ყიზილბაშმა ცხენი და გამოვარდა და მოედანზედ რაზმიდამ. გაუქროლ-გამოუქროლა ჩვენებს წინ ცხენი, თითქო ჯირითშია და არა ომშიო. ეწყინა ქართველ ყმაწვილობას ასე თამამად და გაბედულად ნავარდობა ყიზილბაშისა, - დახე, როგორ გვბრიყვობს?! კაცად აღარ გვაგდებს თუ, რა ამბავია, რომ ასე უშიშრად გაგვირბის და გამოგვირბისო, იძახდნენ.

ჰკრა ერთმა მოსხეპილმა ყმაწვილ-კაცმა ცხენს ქუსლი და ზედ მიაგდო ყიზილბაშსა. ყიზილბაშმა ჰკრა შიგ გულის-ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი ჯერ ჩამოეკიდა ცხენს და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ.

- აი, ქუდიც არა მხურებია, აი, დედის ძუძუც არ შემრგებია, თუ მაგის სისხლი შეგარჩინოვო, - დაიძახა ახლა სხვამ და მიაგდო ცხენი ყიზილბაშს. ყიზიბლაშმა ესეც ჩამოაგდო ცხენიდამ და უფრო გახალისებულმა გამარჯვებით გაათამაშ-გამოათამაშა ცხენი მოედანზედ. გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუთე და ყველას ცალკე იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დაჰხოცა, რომ უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა: ეს სირცხვილი როგორა ვჭამოთო, შინ რა სახელით-ღა მივიდეთო. არ იცოდნენ, რა ექმნათ. ყველას შიში და ფიქრი მიეცა. ვეღარავინ ჰბედავდა გასვლას. ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზედ ცხენს, თითქო ყაბახობაზე გამოსულა და ამოდენა ქართველობა აინუნშიაც არ მოსდისო.

- ნიკოლოოზ სად არის, ნიკოლოოზი! - დაიძახეს ქართველებმა: - ის თუ გვიშველის, თორემ ლამის ამ ურჯულო თათარმა დედაკაცის ლეჩაქი თავზე დაგვხუროს და ისე გაგვისტუმროს შინაო.

- ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილო, ნიკოლოოზ! - გაჰკივლეს აქეთ-იქიდამ ჩვენებმა.

გოსტაშაბიშვილი, თურმე, გაცხარებულ ომში იყო და ამ კივილზე ომიდან გამოვიდა. ჩოხის კალთით გასისხლიანებულ ხმალსა სწმენდავდა, როცა მისცვივდნენ ჩვენები და თავისი სირცხვილი უამბეს. გოსტაშაბიშვილი, მართალია, ძალიან გათქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო, მაგრამ მაშინ სიბერე მორეული ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკვლავი ერჩოდა, აღარც მუხლი.

- სად შემიძლიან მე ეხლა დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს იმასთან ომის გასწორება, - უთხრა ყმაწვილებს გოსტაშაბიშვილმა, - ვერა ჰხედავთ, ახლად ულვაშ-აშლილი ვაჟკაცია, კაცი ლომსა ჰგავს.

- ხუთი ვაჟკაცი მოგვიკლა, იმათ სისხლს ნუ შეარჩენ. იმ ურჯულოსაგან სირცხვილს ნუ გვაჭმევ! - შეევედრნენ ჩვენები.

გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა სადავე ცხენს და ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა, ისკუპა და თვალის დახამხამების უმალ ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი. გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების კიჟინა დასცეს. მინამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენ-და-ცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შეჰბღერტა და ცხენიდამ ძირს დასცა; ასე რომ, დაცემულს ფეხზედ ადგომა გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდამ გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში ფეხზე და უთხრა:

- ნუ გეშინიან, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისათვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.

- მე სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისაგანაო, - უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა".

1880 წელი.

–––
* ალვახაზი – "ალვა, ალვახაზი , alva, alvach’azi, პუნგია, მოდუღებული და დაზელილი თაფლი საჭმელად. თ. ჰალვა [არაბ.]" – ნიკო ჩუბინაშვილის ქართულ–რუსული ლექსიკონიდან.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ილია ჭავჭავაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: