არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დათო ოქრუაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: დათო ოქრუაშვილი    Fri Jan 21, 2011 5:57 pm



"1988 წლის 20 აპრილს დავიბადე საქართველოს ერთ ჩვეულებრივ, პატარა, მყუდრო ქალაქში, რომელსაც დუშეთი ჰქვია. ეს სხვებისთვის, ჩემთვის კი სამყაროს გულივითაა და იმის იქით ცხოვრება ვერაფრით წარმომიდგენია.
2005 წელს დავამთავრე დუშეთის #1 საშუალო სკოლა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ვმუშაობ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ "ყველა სიახლეში"...


დათო ოქრუაშვილი


ლექსები


თვალი შორ ცას სწვდებოდა თითქოს...

ერთი ოცნება გამიხდა ავად,
ფიქრებით მთები შემოვატარე, მაგრამ _
არა და არა...
მერე წყაროზე ჩავიდა თავად და...
დავკარგე...

მას შემდეგ ვდგავარ,
გზებზე ვითვლი
წამებს,
მიმავალს უდაბნოს ცისკენ...
მე ერთადერთზე მქონდა უფლება და
ისიც ხელიდან გამისხლტა...

ახლა ბრბოში ვარ არეული, როგორც გრძნეული...
ახლა ოცნებებდამსხვრეული, დავალ, ეული...
ის ერთი იყო, რა ძნელია,
გამიხდა ავად...
აღარაფერი შემრჩენია ცხოვრების ფარად, რადგან
ის ერთიც დავკარგე...

ვოცნებობ მარტო დარჩენაზე, იქნებ ავტირდე,
იქნებ როგორმე გული გავხსნა
ბგერების დარად,
მაგრამ
გულიც გამიშრა...

კედელს მივეყრდენ,
თვალი შორ ცას სწვდებოდა თითქოს,
ყოველ ფოთოლში მისი სუნთქვა მესმოდა ვითომ,
მაგრამ
სმენაც ჩამიცხრა...

ბალახებს ვკითხე _
ვინმემ ხომ არ მიკითხა-მეთქი?
უარის თქმისთვის შევეცოდე,
“ხო” მითხრეს არად...

მერე კლდის ფერდზე ჩამოღვენთილ ნაკადულს ვკითხე,
არა, არ მითქვამს,
გაშტერებით მიმიხვდნენ, ალბათ,
მაგრამ,
უარისათვის ღიმილს გამანდეს...

ჩემსას არ ვდარდობ,
შიძლება, ასეც მერჩიოს,
მაგრამ
იმისი მარტოობა
ამიტკივდება...
აზრები, ეს გზააბნეული მხედართმთავრები,
ამიტირდება...
იქნებ, წყლულები გულამდე სწვდება,
იქნებ უჩემოდ ისიც დაობლდა,
იქნებ, ბოლო წამს მეც გამიხსენოს...
გული ამდენი კითხვით გაოგნდა.

და ასე ძლიერ გაგიჟებულს, მომადგა მთვარე,
ცრემლები სულ გულიდან ამიკრიფა...
აქ კი სისხლისფრად აელვარდა ცრემლის სამეფო,
მასში დახრჩობას მთელ ქვეყანას უქადაგებდა!
თუმცა, _ გადავრჩი...
ან კი გადავრჩი?
აბა, რა ვიცი...
ერთი ოცნება გამიხდა ავად,
და
ისიც დავკარგე...


ჩემსას ღრუბელი თუ გაიგებს…

ქარი მოგონებებს ამიშლის, ახლა
ღრუბელი თუ გამიგებს,
ჩემს დარდს ოცნებებად გაწეწავს და
გულზე მწუხარებად დაიფენს.
როცა სულ პატარას ვითხოვდი, სხვებმა _
მთელ ცხოვრებად გაიგეს,
მერე გრძნობა-გრძნობა უქმად დაღვრილი
უცხო მეგობრადაც აღმიქვეს.
ბოლოს მაინც შენთან მოვედი,
იქნებ მაშინ მე ვერ გავიგე, მაგრამ _
ცივად დასვი წერტილი, რომ
ჩემსას ღრუბელი თუ გაიგებს...


პირველი გაგახსენდე

სიცივეს გაპატიებ, წყენას არ ჩავიდებ,
ფიქრებსაც გაპატიებ,
ზოგჯერ თუ დაღონდები, მაგრამ
ბოლოს ნუ დამაყენებ...…

ღალატზე არ დაგძრახავ,
შური ვის არ მოსდის.
ბოროტი ძლიერია, მაგრამ
ბოლოს ნუ გამიხსენებ...…

ჩემი სიამაყე, არც თუ ადვილია,
გულში დამარხული ფუჭი იმედებით,
მაგრამ არაუშავს, მთავარია _
პირველი გაგახსენდე...…


რით ვერ გამიცანი

რით ვერ გამიცანი, მწუხრის თანამგზავრო,
კვამლში გაგახვიე, გრძნობა დაგანახე,
ცრემლზე მოგიყევი, ოცნება გასწავლე,
რით ვერ გამიცანი...
ახლა გეღიმება, ხო, ალბათ გიჟი ვარ,
მაგრამ ისიც იცი, ეგ ფიქრი ფლიდია,
არ მიყვარს უარი, ყოველთვის მინდიხარ,
რით ვერ გამიცანი...…

როს აკაციები წერილებს მომწერენ,
ყელზე შეგასხამ და ყველაზე ლამაზს გულთან დაგიმაგრებ,
თუმც საუკუნოდ ვიცი, რომ
მაინც ვერ გამიცანი...…


უნდა დავწერო

რომ არ დავწერო, ახლა გავგიჟდები,
მწარე სინამდვილე გრძნობით დავასველო,
ფიქრი გამოვკვებო, ვნება გავამთელო,
უნდა დავწერო, თორემ ავყვირდები.…
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ
ჩემი მარტოსული მოთხრობები სიტყვით გავაჟღერო,
გული გავუტეხო, ცოდვა შევაყვარო,
უნდა დავწერო, თორემ გავგიჟდები.
ლურჯი ქარიშხალი ტანზე მებლანდება,
თვალებს მწირი სისხლი ხარბად მოსწოლია,
ვგრძნობ, რომ დედამიწა ჩემთვის დატრიალდა,
სარკე არ მანახოთ, თორემ გავგჟდები…
არ მაქვს იმის ბედი, ფურცელმა გამიგოს,
უსულო საგანია, ტანზე მიმიბარებს,…
გრნობად მიმითვლის, ცრემლად გამიხსენებს,
ამიტომ უნდა დავწერო, თორემ
გავგიჟდები...…


სამართალო

ჩემი სიმარტოვის მუხლი დაიღალა
ბებერი ძაღლივით ქშენს და კბენას სწავლობს,
ასეთი სიმკაცრით რატომ მეფერები,
ხალხში ათქვეფილო სამართალო?..…
ჩემი ბილიკები რელსებად აქციე,
გრძნობა გამიყიდე, ვნებებად დამცალე,
ნუთუ შენც მარტო ხარ?!
ხალხის სამართავო
ხალხში სამართალო..


ზაფხულის თოვლი

უხმოდ, უსიტყვოდ, უსიხარულოდ,
თოვლი მოვიდა ზაფხულის მკერდზე,
ისე ფაფუკი, ისე უმანკო, ისეთი თეთრი
მოვიდა თოვლი,
გზააბნეული მოვიდა თოვლი ზაფხულის მკერდზე…
და ეს სითეთრე ხმაურიანმა მზის სხივებმა
წამში აკრიფეს,
არც უფქრიათ, რომ ჩემი უკანასკნელი იმედი წაიღეს და
ცხელ ღრუბლებში გაუჩინარდნენ...…


ალბათ, იცოდა…

წვიმას დავემგზავრე, გაგიკვირდებათ და,
ტიროდა.…
ოცნება ვასწავლე,
იცოდა.…
დუმილით შევაჩვენე, მზერით მოვეფერე, ფიქრით ვუღალატე,
გაგიკვირდებათ და,
იცოდა.…
მერე უხმოდ, უალერსოდ
ჩემს გზას შევუდექი,
არაფერი უთქვამს,
ალბათ, იცოდა...…


ჩემო მეგობარო

ჩემო მეგობარო -
ფიცის არიდებით მჯერა სამუდამოდ,…
ლოცვებში გამათბობ, თვალებით დამიცავ,
გულში მოფერებით დამახრჩობ...
და მაინც გეტყვი, რომ -
ჩემო მეგობარო,
როცა მჭირდები,
მე ეს ყველაფერი არ მახსოვს...…


***
ყოველთვის, როცა, ყოველთვის, როცა,
ჩემი თითები შენს მზეს ხატავენ,
მე მახსენდება ერთი უბრალო და
ამავდროულად უხეში ფილმი...
იქ გრძნობებს ფანჯრის რაფაზე ალაგებენ
და დაორთქლილ მინას ეთამაშებიან,
მაგრამ ამაოდ...
მას შენი სილამაზის დატევება არ შეუძლია...
ყოველთვის როცა, ყოველთვის როცა ასე ვფიქრობ,
მეჩვენება, რომ ცოტას ვაზვიადებ,
თუმცა, ვიცი, რომ ცხოვრება -
ჩემზე მეტად გაზვიადებს...


დაგითმე...

დაგითმე, თუ რამ მებადა ქვეყნად,
ერთ დღეში დაგითმე,
და ჩემი სისხლით მოხაზულ სიტყვებს ცეცხლი აგემოვნებს.
მე გული დაგითმე...
ასეთი დილა, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ თენდება.
ყური დამიგდე...
მე მხოლოდ ღამის მდუმარება მაბადია, რადგან
მზე შენ დაგითმე...
ცხოვრება შენს ფერში გადავწერე.
აზრები გამითბე...
ერთ დღეში გავთეთრდი, თვალები მიბერდება,
სინორჩე აგიწყე,
ყველა მივატოვე, ყველას ვუღალატე.
სიტყვები გავიშრე...
სული მთხოვე და ვერ მოგეც. არ ვიცი, ალბათ,
უფალი ვერ დაგითმე...


გვირილა...

როცა იების ლურჯი თოვლი აღარ დამათოვს
და გზისპირს ობლად აყუდებულ ჭადრებს მოვუხმობ,
ცაზე ბოლოჯერ გაიელვებს ჩემი ღიმილი
და მძიმე, ცრემლის უსარგებლო მძივი დამახრჩობს.
მერე ჩემს გულზე აღერდება თეთრი გვირილა
და მასაც, ვიცი, ბალახების მზერა დაათრობს.
მერე ქერქეტას ოცნებები შეეპარება
და დილის ცაზე, მხოლოდ მისთვის, ღრუბლებს გაათბობს...
ცივ სამარეში, მხოლოდ ერთი შემრჩა - გვირილა,
და როგორც სანთლის ვნებიანი ალი, მდარაჯობს,
მაგრამ, ოხერი ბედი ჩემი აქაც მომნახავს,
გაყვითლებული შემოდგომის სევდით დაგვახრჩობს...
და მერე, ალბათ, მონატრებით შობილ ალიონს,
ისევ კენტად, ისევ მარტო მივეგებები...
სამარის მგზავრად, მხოლოდ ერთი მყავდა - გვირილა
და მასაც ჩემებრ, შემოდგომის ფერი დარაჯობს...


შენ ერთს და მხოლოდ...

შენ ერთს და მხოლოდ ოცნების მიღმა
გესაუბრება უსიტყვოდ გული...
შენ ერთს და მხოლოდ,
არავის მეტად,
არ ჰყვარებია ჩემი ტკივილი -
ასეთი სრული...

ჩემი ბედის და უბედობის თეთრ სამსხვერპლოზე
მე გადავშალე ის, რაც მერგო,
ცხოვრება კრული...
არ ვიცი, როდის, ან რატომღაც, სად შემხვდი ასეთს,
ჩემმა წარსულმა რად მოგასხა
მანტია სულის...

ო, მეგობარო, შენ არ იცი, ამ ცის ფერები,
არც მიწის მძიმე მარტოობა მინდა გაიგო,
მე თუ იმ ქვეყნად გადარჩენა არ მიწერია
შენ გადაგარჩენ, უფლის მსტოვრად -
მინდა, გაიგო...

მე ზოგჯერ წვიმა გამიტაცებს, ქუჩებს მიმახლის,
ზოგჯერ ქარს ნაზად ავებმები, უფლის ძიებად,
ხან ჩემს გულს შავი ყვავ-ყორანი ზეცას წაიღებს
და უსულდგმოლოდ დამიკორტნის,
გრძნობებს ვნებიანს...

მერე მარტო და სადღაც შორ გზას მივაკვლევ ზეცად,
არ ვიცი, აქ რამ მომიყვანა, ვის დავეძებდი...
და ამ წამების უსასრულო შავ საგალობელს,
ცრემლებად გავშლი, მოგიქარგავ უფლის ძიებად,
მაგრამ, შენ თუ არ მეყოლები, ასეთი მშვიდი,
ასე უბრალო, ასე სათუთი, ასეთი ცივი...
თუ ეგ დუმილი, ჩემს ქარიშხალს არ ეგულება
ვერც ამ უსულო მარტოობას ვერ გადავიტან...

მე გულს ხშირად გტკენ, ვიცი, ძმობა ეს არ ყოფილა.
ნისლიან ღამეს, ხშირად გიშვებ, უიარაღოდ,
მაგრამ...
არ ვიცი, უკვე ვერ ვიგებ, რატომ მეფდება,
ასეთი მწარე ერთგულება,
სიმწის ნაღველთან, გულის კარებთან...

მაგრამ ცის წვეთად, ამ გულის მთებში
შენი მზე ნათობს _
ასეთი თბილი, ასეთი მძიმე, ასეთი ტკბილი...
და ეს არსება, ჩვენს უაზრო ძმობას აგიჟებს.

იცი? ოდსეღაც შენს ტკივილებს გუდაში მოვყრი,
შენს ყველა მწარე ატირებას ფრთებს გადავუმტვრევ...
მე, შესაძლოა, წლებმა მიმხრან უდაბნოს ცისკენ,
ჩემი ოცნება შესაძლოა, მხოლოდ ტიროდეს...

... და მერე, ალბათ, მოგინდება ჩემი დანახვა,
ყველაზე უფრო აძგერდება, მეგობრის გული,
მაგრამ,
ვაი, რომ ვეღარ მნახავს შენი სიცივე,
ჩემი ოცნება შენს ღიმილში აისახება,
მაგრამ გჯეროდეს _
"ჩვენ გადავიტანთ!"
მთავარია, მეგულებოდე ასე ძლიერი, ასე ფაქიზი,
ასე სათუთი და უანგარო მსახური -
უფლის...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
დათო ოქრუაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: