არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრი - GNFC

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრი - GNFC   Tue Nov 21, 2017 9:19 am

სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები - 20 11 2017


კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

2017 წლის 20 ნოემბერს ცხადდება კონკურსი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო გზამკვლევი
გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირი.

პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.


კონკურსში განიხილება მხოლოდ რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმების პროექტები, მეორე და შემდეგი პროექტები არ განიხილება და რეგულირდება სხვა საკონკურსო პირობებით.


დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 3 (სამ) პროექტს.

ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 70 წთ-ზე ნაკლები.

კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ პროექტის ავტორებთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს პროექტის პროდიუსერის და ავტორის მიერ პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
1. განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2 . იურიდიული პირებისათვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი, ბიოგრაფია და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);
4. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
5. ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები (რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას), ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
6. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
7. რეჟისორის ბოლო ორი (მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმი) ნამუშევარი, (სავალდებულო);
8. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
9. პროდიუსერის მოტივაცია;
10. რეჟისორის ხედვა;
11. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
12. პროფესიონალურად დაფორმატებული ფილმის სცენარი;
13. ფილმის ბიუჯეტი (სურვილის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
14. ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
15. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
16. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);

ეროვნული ფილმის ცნობა
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2018 წლის 3 ივლისს წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.


ალტერნატიული დაფინანსება
იმ შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული დაფინანსება წარმოდგენილია ფულადი ფორმით აღნიშნულ თანხაზე საჭიროა საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.

ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.



ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ საშუალებით 2018 წლის 22 იანვრის 18:00 სთ-მდე; (ელექტრონულ აპლიკაციაში ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა კონკურსანტებს მიეცემათ საკონკურსო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენამდე).
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს კინოცენტრში ბეჭდური სახით 2018 წლის 31 იანვრის 18:00 სთ-მდე; თუ დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.


შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც, ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოგებული აქვთ კონკურსი და ფილმის წარმოების პროცესში არიან.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.


გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართზე:ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 - ში,
ტელ:+995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი:+995 577 955 250 ელ. ფოსტა:n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 577 40 75 39 ელ. ფოსტა:m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 599 85 07 81 ელ. ფოსტა:s.danelia@gnfc.ge

გიგა ბერიაშვილი (ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 592 031 413 ელ. ფოსტა: g.beriashvili@gnfc.ge

ბმული - http://www.gnfc.ge/geo/competition/350

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრი - GNFC   Fri Feb 02, 2018 2:14 pm



2018 წელს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის მონაწილე პროექტები

- 31 01 2018

დასრულდა ეროვნული კინოცენტრის მიერ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში პროექტების მიღება.

2018 წელს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილია 21 პროექტი:

1. ,,ბებო" (პროდიუსერი - შპს ,,მურმან ორიგინალ ფიქჩერსი", რეჟისორი - ნიკო მიქაძე , სცენარის ავტორი - ნიკო მიქაძე);
2. ,,მკრთალი მზის ჩასვლები" (პროდიუსერი -შპს ,,ბი-აი-თი სტუდიო" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - ავთანდილ ჩაჩიბაია);
3. ,,დიდი ძუ დათვი" (პროდიუსერი - შპს ,,შემოქმედებითი გაერთიანება ლირა პროდაქშენი", რეჟისორი - ლალი კიკნაველიძე, სცენარის ავტორი - მიხო მოსულიშვილი);
4. ,,რეალური არსებები" (პროდიუსერი - შპს ,,1 დროფ ფილმი", რეჟისორი - ვახტანგ ჯაჯანიძე, სცენარის ავტორი -ვახტანგ ჯაჯანიძე, თეონა დოლენჯაშვილი);
5. ,,ყველაზე მოკლე დღე" (პროდიუსერი - შპს ,,კინო ტექნიკა", რეჟისორი - მაია არჩვაძე, სცენარის ავტორი - ალექსანდრე ჟღენტი);
6. ,,ქორწილი ჩემ ქუჩაზე" (პროდიუსერი - შპს ,,20 steps production" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - შოთა გამისონია);
7. ,,სხვა მე" (პროდიუსერი - შპს ,,დარიალ ფილმ" ლაშა მინდიაშვილი, რეჟისორი და სცენარის ავტორი - გიორგი (გიგა) აგლაძე);
8. ,,სამგლე" (პროდიუსერი - შპს ,,არტიზმი" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - იოანე ფეზუაშვილი);
9. ,,საზღაური" (პროდიუსერი - ფ/პ ზვიად ციკოლია, რეჟისორი და სცენარის ავტორი - ზვიად ციკოლია);
10. ,,ოთარის სიკვდილი" (პროდიუსერი - შპს ,,მაისის ფერი", რეჟისორი და სცენარის ავტორი - იოსებ(სოსო) ბლიაძე);
11. ,,ყველა სურვილი სრულდება" (პროდიუსერი - შპს ,,ნათურა ფილმი", რეჟისორი და სცენარის ავტორი - ანა სარუხანოვა, ეკატერინე ბაქრაძე);
12. ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (პროდიუსერი - შპს ,,ბისტუდია", რეჟისორი და სცენარის ავტორი - ბესიკ სოლომანაშვილი);
13. ,,წყნარი მთა" ( პროდიუსერი - შპს ,,დიგითალ ქითჩენ ფილმსი", რეჟისორი და სცენარის ავტორი - ლუკა ბერაძე);
14. ,,ანატორი: მკვდრების სოფელი" (პროდიუსერი - შპს ,,სიბლერ ფროდაქშენი", რეჟისორი - გიორგი გოგიჩაიშვილი , სცენარის ავტორი - გიორგი გოგიჩაიშვილი);
15. ,,ცარიელი სახლი" (პროდიუსერი - შპს ,,არტვეი ფილმ", რეჟისორი - რატი წითელაძე, სცენარის ავტორი - ნინო ვარსიმაშვილი);
16. ,,ნუკრი არის ნუკრი" (პროდიუსერი - შპს ,,ჯუნიტექ ინდუსტრის", რეჟისორი - სალომეა ბაუერი, სცენარის ავტორი - სალომეა ბაუერი, დავით ბაუერი);
17. ,,ჩემპიონი" (პროდიუსერი - შპს ,,Film Asylum", რეჟისორი და სცენარის ავტორი - ვალერიან კირკიტაძე);
18. ,,ღრუბლებიანი შპალერი" (პროდიუსერი - ა(ა)იპ ,,იდეა.ჯი" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - ნინა ხატიაშვილი);
19. ,,მსხვერპლი" (პროდიუსერი - ფ/პ ამირან დოლიძე , რეჟისორი და სცენარის ავტორი - ამირან დოლიძე);
20. ,,თეთრი ვაკუუმი" (პროდიუსერი - შპს ,,კინემა" , რეჟისორი და სცენარის ავტორი - მიხეილ მრევლიშვილი);
21. ,,Pay Back" ( პროდიუსერი - შპს ,,Reactor monkey" , რეჟისორი - თორნიკე ბზიავა , სცენარის ავტორი - თორნიკე ბზიავა, გიორგი ცხვედიანი).

საექსპერტო კომისიის წევრები არიან:

1. გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი/პროდიუსერი
2. ლევან თუთბერიძე - რეჟისორი
3. მანანა ლეკბორაშვილი - კინომცოდნე
4. კონსტანტინე ჯანდიერი - სცენარისტი
5. ზაზა ხალვაში - რეჟისორი.


ბმული:
* http://www.gnfc.ge/geo/competition/366
* http://www.gnfc.ge/geo/competition/364
* https://www.liraproductionstudios.com/a-big-she-bear

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრი - GNFC   Tue Mar 06, 2018 8:51 pm

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის მონაწილე პროექტები -

- 05 03 2018


სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის მონაწილე პროექტები

დასრულდა ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში პროექტების მიღება.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილია 27 (ოცდაშვიდი) პროექტი:

1. ,,გაუმარჯოს!'' (პროდიუსერი - შპს ვარს-სტუდიო'' მინდობილი პირი გიორგი ვარსიმაშვილი, რეჟისორი - გიორგი ვარსიმაშვილი, სცენარის ავტორი - გიორგი ვარსიმაშვილი )
2. ,,არტისტი და ანგელოზი" (პროდიუსერი - შპს ვარს-სტუდიო'' მინდობილი პირი გიორგი ვარსიმაშვილი, რეჟისორი - ავთანდილ ვარსიმაშვილი, სცენარის ავტორი - ავთანდილ ვარსიმაშვილი )
3. ,,მკურნალობა მკვლელობით'' ( პროდიუსერი - ააიპ ,,იდეა.ჯი'' ნინა ხატიაშვილი , რეჟისორი - ნინა ხატიაშვილი, სცენარის ავტორი - ნინა ხატიაშვილი )
4. ,,აგვისტო" ( პროდიუსერი - შპს ,,ბენეფაქტორი'' ზაზა მერაბიშვილი , რეჟისორი - ზაზა მერაბიშვილი , სცენარის ავტორი - ზაზა მერაბიშვილი )
5. ,,ვისია უშბა?'' ( პროდიუსერი - შპს ,,თეთნულდი'' ბადრი ჯაჭვლიანი , რეჟისორი - იოსებ ჯაჭვლიანი , სცენარის ავტორი - იოსებ ჯაჭვლიანი )
6. ,,ლურჯი ვეშაპი'' (პროდიუსერი - ი/მ პაპუნა მოსიძე , რეჟისორი - პაპუნა მოსიძე, სცენარის ავტორი - პაპუნა მოსიძე )
7. ,,ზრუნვის უფლება'' ( პროდიუსერი - შპს ,,ბიმარკ სტუდიო" მინ.პირი გვანცა მეფარიშვილი , რეჟისორი - გვანცა მეფარიშვილი , სცენარის ავტორი - გვანცა მეფარიშვილი )
8. ,,აღდგომა'' (პროდიუსერი - შპს ,,გლაბერ'' ელენე თავაძე , რეჟისორი - სოფიო ჭინჭარაული , სცენარის ავტორი - ზაზა კოშკაძე )
9. ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ( პროდიუსერი - შპს ,,კინოკომპანია შვიდკაცა+'' მინ.პირი ნინო ჯინჭარაძე , რეჟისორი - გიორგი ბარაბაძე , სცენარის ავტორი - გიორგი ბარაბაძე )
10. ,,ჰელესა'' (პროდიუსერი - შპს ,,შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება ლირა ფროდაქშენ'' ლალი კიკნაველიძე , რეჟისორი - ლალი კიკნაველიძე, სცენარის ავტორი - მიხო მოსულიშვილი )
11. ,,თამარელა'' ( პროდიუსერი - შპს ,,ლევან ბრაზერს ფიქჩერსი'' ლევან ფირცხალავა რეჟისორი - სალომე საღარაძე, სცენარის ავტორი - ლევან ფირცხალავა )
12. ,,ნაცრისფერი ცა'' ( პროდიუსერი - შპს ,,პარაშუტი'' მინ.პირი კონტანტინე კალანდაძე , რეჟისორი - ეკატერინე ჭელიძე , სცენარის ავტორი - ეკატერინე ჭელიძე )
13. ,,სახლი ფანტომი'' ( პროდიუსერი - შპს ,,პრედადორ ფილმი'' თამარ გოლავა , რეჟისორი - ლუკა ქირია, თამარ გოლავა , სცენარის ავტორი - ლეილა ხომერიკი )
14. ,,წერილი საიქიოდან' (პროდიუსერი - შპს ,,პრედადორ ფილმი'' თამარ გოლავა , რეჟისორი - თამარ გოლავა , სცენარის ავტორი - ლეილა ხომერიკი)


15. ,,დიაკვანი'' ( პროდიუსერი - შპს ,,დიგითალ ქითჩენ ფილმსი'' გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი - გიორგი თავართქილაძე , სცენარის ავტორი - გიორგი თავართქილაძე )
16. ,,ქარმა დაუბერა, საშუალო ასაკის ქალმა, თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა'' ( პროდიუსერი - შპს,,ნუში ფილმი'' თეკლე მაჭავარიანი , რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე , სცენარის ავტორი - ალექსანდრე კობერიძე )
17. ,,სასაზღვრო თამაშები'' (პროდიუსერი - შპს,,ბორდერ გეიმს'' ალექსანდრე შერვაშიძე , რეჟისორი - ელენე მიქაბერიძე , სცენარის ავტორი - ელენე მიქაბერიძე, ნიკოლოზ მდივანი )
18. ,,ფლორა'' ( პროდიუსერი - შპს,,ნუში ფილმი'' თეკლე მაჭავარიანი , რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე , სცენარის ავტორი - ალექსანდრე კობერიძე )
19. ,,ნინა'' ( პროდიუსერი - შპს ,,მაგნეტ ფილმსი'' დავით ისაკაძე , რეჟისორი - კონსტანტინე თაყაიშვილი, სცენარის ავტორი - უტა ბერია)
20. ,,შელოცვა რადიოთი'' ( პროდიუსრი - შპს ,,Film Asylum'' ვალერიან კირკიტაძე , რეჟისორი - ქურციკ ამირეჯიბი , სცენარის ავტორი - ქურციკ ამირეჯიბი)
21. ,,მკვლელობები'' ( პროდიუსერი - შპს ,,Film Asylum'' ვალერიან კირკიტაძე , რეჟისორი - ალექსანდრე ნავერიანი , სცენარის ავტორი - ალექსანდრე ნავერიანი )
22. ,,ბალიაური'' (პროდიუსერი - შპს ,,Film Asylum'' ვალერიან კირკიტაძე , რეჟისორი - დავით ჯანელიძე , სცენარის ავტორი - ვაჟა გიგაშვილი )
23. ,,ბავშვი'' ( პროდიუსერი - შპს ,,ნბ სტუდიო'' ნინო ბასილია , რეჟისორი - ნინო ბასილია , სცენარის ავტორი - ნინო ბასილია )
24. ,,ვინ ხარ?!'' (პროდიუსერი - ი/მ გენო ცაავა , რეჟისორი - გენო ცაავა , სცენარის ავტორი - პაატა მიწრაფიშვილი )
25. ,,იმერული რეკვიემი'' ( პროდიუსერი - ი/მ გენო ცაავა , რეჟისორი - გენო ცაავა , სცენარის ავტორი - რეზო კლდიაშვილი )
26. ,,პანთეონი'' ( პროდიუსერი - შპს ,,ვინდფორს მედია'' არჩილ ქავთარაძე, რეჟისორი - არჩილ ქავთარაძე , სცენარის ავტორი - არჩილ ქავთარაძე )
27. ,,ქეიფი სოლოლაკში'' ( პროდიუსერი - შპს ,,რეაქტორმანქი'' თორნიკე ბზიავა , რეჟისორი - თორნიკე ბზიავა , სცენარის ავტორი - თორნიკე ბზიავა).

საექსპერტო კომისიის წევრები არიან:

1. ირაკლი სოლომონაშვილი - სცენარისტი;
2. ქეთევან ტრაპაიძე- კინომცოდნე;
3. თემურ ბაბლუანი- რეჟისორი;
4. ბესო ოდიშარია - სცენარისტი;
5. ვლადიმერ კაჭარავა - პროდიუსერი.


ბმული:
* http://www.gnfc.ge/geo/competition/378
* http://www.gnfc.ge/geo/competition/386

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრი - GNFC   

Back to top Go down
 
საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრი - GNFC
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: