არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მამუკა თავაქარაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: მამუკა თავაქარაშვილი   Tue Dec 21, 2010 9:33 am


მამუკა თავაქარაშვილი – ავტოპორტრეტი.


მამუკა თავაქარაშვილი

XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატურისტი, იმერეთის კარისა და ლევან II დადიანის მდივანი.

მამუკა თავაქარაშვილი მოღვაწეობს იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთ საქართველოში ყალიბდება ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ბანაკი, რომლებიც ერთმანეთს ჰეგემონობისათვის ეცილება. ძლიერ პოლიტიკურ ერთეულად ყალიბდება ოდიშის სამთავრო, რომელსაც 1611-1657 წლებში ლევან II დადიანი მართავს. მისი მოკავშირეები არიან გურიისა და აფხაზეთის მთავრები. ეს ჯგუფი – დადიან-გურიელ-შერვაშიძის კავშირი - მრავალწლიან ომს აწარმოებდა გიორგი იმერთა მეფის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდა მეფე თეიმურაზი. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირებისას 1634 წელს ლევანმა ტყვედ იგდო იმერეთის მეფის მომხრეთა დიდი ჯგუფი, რომელთა შორის იყო მამუკა და კახეთიდან ბარძიმ ვაჩნაძე.
მამუკას მოღვაწეობა ლევან დადიანის, მეცენატისა და პოეტების მფარველის კარზე ნაყოფიერი და მრავალმხრივი იყო. მან გალექსა ფირდოუსის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი ქართული ვერსია “ზააქიანი”. ხელნაწერში (S-1591) : “აქა გათავდა ესე წიგნი ბრძანებითა ხელმწიფისა დადიანის ბატონის ლევანისათა და ხელითა მამუკა თავაქალასვილისათა”. მას სპარსულიდან არ გადმოუღია თხზულება, არამედ ხელთ ჰქონდა “მეფეთა წიგნის” ორი ქართული თარგმანი – “უთრუთიან-საამიანი” და “ფრიდონიანი”. ძირითად ნაწილად გამოუყენებია ეს უკანასკნელი. ტექსტი მამუკას გაულექსავს მას შემდეგ, რაც თეიმურაზ I-მა დაწერა “იოსებზილიხანიანი” და “ლეილმაჯნუნიანი”, ე.ი. 1629-1633 წწ.-ებში. პოემის ბოლო ნაწილი არ უნდა ეკუთვნოდეს “ზააქიანს” (დ.კობიძე, კ. კეკელიძე).
მამუკა თავაქარაშვილის სახელს უკავშირდება “შაჰ-ნამეს” კიდევ ერთი ვერსია “უთრუთიან-საამიანი” – ხელნაწერი S-1594. ეს ხელნაწერი მამუკას მიერაა გადაწერილი და ილუსტრირებული. ფირდოუსის თხზულების სხვა ვერსიების, მაგალითად,“როსტომიანის”, დასურათება დიდ მსგავსებას იჩენს სპარსულ სამინიატურო ხელოვნებასთან. ამ უშუალო ტრადიციულ გავლენასთან ერთად ამ ტიპის მოხატული ქართული ხელნაწერების მინიატურებში გარკვეულად აისახება თვით სპარსულ სამინიატურო ხელოვნებაში XVII-ს-ის II ნახ.-ში გამოვლენილი სწრაფვა რეალობისაკენ და ამავე დროს ქართული ეროვნული ტენდენციებიც. ეს მიმართულება ღრმავდება “უთრუთიან-საამიანის” მამუკასეულ დასურათებაში, რომლის ილუსტრაციები ქართული ხალხური სახვის მანერითაა შესრულებული (დევები, ბატალური სცენები, საჭურველი და სხვ.) /მინიატურები: 1ვ, 6რვ,15რ,20რ…/
1648 წ.-ს მამუკამ გადაწერა და დაასურათა “ვეფხისტყაოსნის” ნუსხა H-599. ნუსხის მომხატველი ეყრდნობა ქართული მხატვრული შემოქმედების ტრადიციებს. აქ ავტორის ერთგვარად პრიმიტიული, ექსპრესიული მანერა ხვდება თვალს, განსხვავებულია ტექსტის დასურათების პრინციპი, ეპიზოდები ერთ მთლიან სცენებადაა წარმოდგენილი და სიბრტყობრივია; ქართული იერის მატარებელია პერსონაჟთა სახეები, თუმცა ხაზი უფრო მოუხეშავია; ფიგურები უფრო დიდი ზომისაა არასწორი პროპორციებით, ტანსაცმელსა და საჭურველში ქართული ელემენტები ჩანს. წინა პლანზეა წამოწეული სურათოვნება და ფერადოვნება. დასურათებაში ასახულია მხატვრის თანამედროვე ქართული სინამდვილე; ამ მინიატურებში წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო დეტალების თუ პერსონაჟთა ტანსაცმლის ნიმუშები ისევ ქართულ ძეგლებშია საძიებელი. ციკლი გარკვეულ მსგავსებას იჩენს ფსალმუნის XV ს.-ის მინიატურებთან. აქ ნაკლებად მჟღავნდება ირანული გვალენა. ამასთანავე გარკვევით ჩანს ის ცვლი¬ლე¬ბებიც, რომელთაც XV-XVII საუკუნეთა განმავლობაში განიცდის ხელოვნების დარგი.
საგულისხმოა, რომ ხელნაწერში შოთა რუსთაველისა და ქტიტორის, ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის გვერდით თავად გადამწერ-მომხატველის გამოსახულებაცაა, რაც გამონაკლისია ქართულ სამინიატურო ხელოვნებაში.ეს მინიატურა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზედა ნაწილში სამეფო სამოსელში გამოსახულია ლევან II დადიანი, რომელმაც უბრძანა კალიგრაფს “ვეფხისტყაოსნის” გადაწერა და შეკაზმვა. მის ორივე მხარეს გამოსახულნი არიან ერისკაცები. ლევან დადიანის პორტრეტის შედარება წალენჯიხის, კორცხელის და ხობის მოხატულობასთან ადასტურებს დადიანის პორტრეტის ნამდვილობას. მინიატურის ქვემო ნაწილში მოთავსებულია რუსთაველის გამოსახულება XVII ს.-ის ტანსაცმელში, რომელიც კარნახობს მამუკა მდივანს თავის პოემას. ამ უკანასკნელს ხელში გრაგნილი უჭირავს. იქვეა საწერი ხელსაწყოები. რუსთაველი წარმოდგენილია უწვეროდ და ულვშებით. შემდგომში მელნით აქვს მას წვერი მიხატული. როგორც ჩანს, მომხატველი დამოუკიდებლად მუშაობდა; მას ხელთ არ ჰქონდა პოემის ძველი ილუსტრაციები.


წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
ხელნაწერები:

H H-921, S-1594, HH-599

1. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.2, თბილისი,

2. ა.ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ.2, 1940;

3. ა.ბარამიძე, შენიშვნები შაჰ-ნამეს ქართული ვერსიების შესახებ, საქარტველოს არქივი, III, 1927

4. მისივე, როსტომიანი, ქარტული ლიტერატურის ისტორია, II, რუსთაველის სახ. ქარტული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1966

5. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1971

6. ი. ხუსკივაძე, ქართული საერო მინიატურა, თბილისი, 1976

7. ვ. ბერიძე, ძველი ქრთველი ოსტატები, თბილისი, 1967

8. დ. კობიძე, სპარსული ლიტერატურა, ნაწ. 2, თბილისი, 1947

9. ს. ყუბანეიშვილი, ლიტერატურული და ხალხური ზააქიანი, “მეცნ. აკად. მოამბე”, 1953, ტ.14, №6

10. ლ. შერვაშიძე, “ვეფხისტყაოსნის” 1646წ-ის ხელნაწერის მინიატურების ავტორობის შესახებ, “მეცნ. აკად. მოამბე”, 1955, ტ.16, №6


იხილეთ აგრეთვე – http://ka.wikipedia.org/wiki/მამუკა_თავაქალაშვილი



მეფე როსტევანი და ავთანდილი ნადირობის ჟამს. მამუკა თავაქარაშვილის მანუსკრიპტიდან (1646). წყარო: ვიკი (ინგ.)


Last edited by გამრიგე on Tue Dec 21, 2010 9:43 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა თავაქარაშვილი   Tue Dec 21, 2010 9:39 am



ზემოთ – ლევან დადიანი. ქვემოთ – რუსთაველი კარნახობს თავაქარაშვილს.

“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის” უძველეს თარიღიან ხელნაწერად.

თავაქარაშვილები ძველი დროიდან მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს. მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები (თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს (1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა (ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა; პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საბუთებში აღარ მოსჩანს” (1).
მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634 წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე იგი ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას.
სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ პოეტსა და მწერალს მფარველობდა.

მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა “ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი” (2).

იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. ხელნაწერი იწყება ლევან დადიანის პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაწერა.



მამუკა თავაქარაშვილი – "შოთა რუსთაველი".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მამუკა თავაქარაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: