არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Sun Dec 14, 2008 12:56 pm

ცოცხალი იყო ჯანგულა სანაძე...

წუხელ მე ბანკის გასაძარცვად წამიყვანა დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჯანგულამ - ჩემუბნელი მაგარი იყო ერთი.
და ჩემი "ნივით" შევედით ბანკის ეზოში.
ჯერ ჯანგულა და იმისი ორი კაცი გადავიდნენ, შევიდნენ შენობაში და ვზივარ ეხლა და ვფიქრობ, რო - ხომ მაინც გადამიყვანა ამ ჯანგულამ თავის ჭკუაზე და საციხო საქმეზე წამომიყვანა, და ჯანდაბას ჩემი თავი, ფული მაინც ვიშოვნო, თუ გამომართლებს მეთქი.
და მეც შევედი შენობაში.
დაუყრიათ პარკეტზე უმარავი დოლარებიუს დასტები და კიდე ამატებენ სეიფებიდან - ჯანგულას ამფსონები, რახან ჯანგულა თავისი ჯოხით დამდგარა და მიტითებებს აძლევთ.
ვუყურებ ამდენ დასტებს დოლარისას და - ვაიმე, ჩემო ხოხბების ფერმაო, შენამც კი აჰშენდებოდე, თუ, ჯანგულ, ეხლა ცოტა ფულს მეც მიწილადებ მეთქი. თან მეშინია, რო - აბა, მე ამით როგორ ვიყიდი შიფერს და ცემენტს, დანომრილებით გამიგებენ...
და არა რა, მოდი არ გინდა ეს ფულიო, ჯანგულა მეუბნება.
უჰ, როგორ მეწყინა!
ვაიმე, ჩემო ფერმაო, შენამც კი აჰშენდებოდე...
და რაღაცა საბუთების შეკვრა ამოიღო რომელიღაც უჯრიდან ჯანგულამ და - აჰა, ეს წაიღე, ძმაო, ეს უფრო გამოგადგებაო...
და ისევ მეწყინა - თავად დოლარის დასტები მიაქვს და მე - რაღაც საბუთებს მატანს...
ჯანდაბას, წავიღებ მაინც მეთქი.
ჩავიდე ჯიბეში და წამოვედი ჩემი მანქანისკენ.
და რას ვხედავ - მისდგომიან ამ ჩემ მანქანას და საჯართედ სჭრიან "ბარგალკებით" სპეცტანსაცმლიანი მუშები და თავზე კიდევ პატრული ადგას.
ვახ, შენი!
თურმე, როგორც ჩასაბარებელი მანქანა, ისე გაუფორმებია ჯანგულას ხალხს ჩემი მანქანა და ახალთ-ახალ "ნივას" მოგცემენო. ეს რაღაცა ხმამ მითხრა. შენ ხომ ამ ბანკის ფილიალში მუშაობო.
და წარმოდგენა არა მაქვს, რომელ ფილიალში ვმუშაობ... და თუ ვმუშაობ, მაშინ ჩემი მიცემული გამოდის ეს საქმე ჯანგულასთვის და მე ახალ "ნივას" ვინღა მომცემს და ამასაც დავკარგავ, აგერ, სუ დამიჭრეს უკვე...
ამეებსა ვდარდობ და...
გამეღვიძა.

ჯანგულა თვე-ნახევრის გარდაცვლილია უკვე, არადა, სიზმარში არ ვიცოდი ეს ამბავი - იქ ცოცხალი იყო ჯანგულა სანაძე... და მეუბნეოდა, ახალი ამბები მაქვს მე შენთვის, ადრინდელებზე უფრო მაგრები - არც ეხლა მინდა შენი არაფერი, შენ დაწერე და შენ იგულავე ამ ამბებზე, ძმაოო...


Last edited by არჩანდა on Sun Dec 14, 2008 3:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Sun Dec 14, 2008 3:34 pm

სიზმრი ძალიან საინტერესო ფენომენია.ბოლომდე შეუსწავლელი აქ ძალიან კარგად ''მუშაობს'' ადამიანის ქვეცნობიერი,ცოტა მისტიკაცSmileდა ბევრი რამ.. და არის ასეთი რამ-გენეტიკური'' მახსოვრობა''.Smile
გამიგია სხვა ადამიანებისგან,რომ სიზმარში სხვა ცხოვრება იწყებაო, ზოგისგან- სიზმრებში ამქვეყნიური სინამდვილიდან გავდივარო.ალბათ სიზმარი საინტერესოა იმითაც ,რომ ადამიანი სიზმარში თავისუფლდება ყველანაირი ''ვეტოსა'' და '' ტაბუსგან''..
ცხადშიც შეიძლება ოცნება და ფიქრი ბევრ რამეზე,მაგრამ სიზმარი სულ სხვაა .ფხიზელ მდგომარეობაში დღის განმავლობაში ადამიანი თავის გარშემომყოფი კულტურის შვილია და მისი მცნებებით აზროვნებს,ის თავისი ეპოქის შესაბამისი სააზროვნო დებულებებით ცხოვრობს და მისი ოცნებებიც და ფიქრებიც ეპოქის და გარემოს შესაფერისი საზომებიდან გამომდინარეობს . .ფიქრი სიტყვების საშუალებით ხდება, ენის ფენომენით ხდება. სიტყვა აძლევს ფქირს ახსნას სიტყვიერ გარსში,ფიქრები სიტყვებთან ერთად არსებობენ.სიზმარში სულ სხვაა,''მოქმედება'' ხდება სიტყვების გარეშე,ისევე როგორც რაიმეს შეგრძნება.მაგალიტად როცა სუნი გცემს რაიმესი,მას ხომ ყოველთვის სიტყვით არ ვაცნობიერებთ. .
ხომ არის სიზმარი, რომელიც ხილვებში გადადის.... დიდი მადლობა,ბობო, ასეთი საინტერესო გვერდისთვის.
''სიზმარი'' ლიტერატურაში...როგორ ''იყენებს ''სხვადასხვა ავტორი ამ ფენომენს თავის ნაწერებში,თავისი გმირების თუ სათქმელის გამოსახატავად.


სიამოვნებით''ვიბოდიალებდი''საინტერესო ადამიანების სიზმრებშიSmileცოტ იუმორიც-ჩემს სიზმრებზე შედევრები გადაიღება,დილით რომ მახსოვდეს რომელიმეWink
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Sun Dec 14, 2008 3:49 pm

არ მახსოვს ვისი გამონათქვამია ''ვსო სუჩესტვუეუშე- ეტო სონ.ვსო ჩტო ნი სონ -ნი სუშესტვუეტ''
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Sun Dec 14, 2008 7:36 pm

nini wrote:
არ მახსოვს ვისი გამონათქვამია ''ვსო სუჩესტვუეუშე- ეტო სონ.ვსო ჩტო ნი სონ -ნი სუშესტვუეტ''


Exclamation Arrow Idea
ნინი, სიზმრების შემგროვებლებიც ვიყოთ მე და შენ, და ყველას დავაწერინოთ ხოლმე თავიანთი სიზმრები რა...
რადგან -
ამით გავიგებთ, ვინ ვინ არის და როგორი...

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Sun Dec 14, 2008 8:08 pm

იაპონიაში არის სპეციალური მეთოდიკა,ადამიანი ''უკვეთავს'' სიზმარის სიუჟეტს და ცდილობენ აუსრულონ.ასე ვთქვათ,ფირმა ამ მომსახურობას სთავაზობს.
არის უამრავი წიგნი ''სიზმრის მართვის ხელოვნებაზე'',აბსოლიტურად სერიოზულად მეცნიერები მუშაობენ ამაზე.
რადგან ამაშიც მხოლოდ ზედაპირული ''განათლება'' მაქვს http://lib.ru/URIKOVA/SANTEM/dream.txtსაინტერესო ლინკი.თუ მოვიძიე კიდე დავდებ,თუ დააინტერესებს ვინმეს რასაკვირველია
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Fri Mar 06, 2009 1:45 pm

უნდა გაცინოთ...Smile)მოკლედ, ამ დღეებში ასეთი სიზმარი ვნახე...საერთოდ, გველები ხშირად დამსდევდა სიზმარში...ვერ გავრბოდი მე საწყალი და მეღვიძებოდა შეშინებულსა...ეს კიდევ სხვა რამე იყო არჩანდა...კაცო, უზარმაზარი ანაკონდა,სველი ქვიშისფერი, (ისე როგორც ფილმშია) დაგვდევდა საცოდავ, დამფრთხალ ადამიანებს და ბევრი ჩაგვიყლაპა თვალდახელშუა...გადარჩენილები, დაღლილ-დაქანცულები და დამფრთხალები უცებ ზღვის სანაპიროზე,დაბლა აღმოვჩნდით, საიდანაც გასაქცევი არსად იყო....ჯერ ხომ ტყე-ღრე დავრბოდით შეშინებულები და სხვა გზა რომ არ იყო, დაბლა ჩავეშვით ზღვის სანაპიროზე...დაფეთებულები ვიყურებოდით აქეთ-იქეთ...საცაა გამოჩნდებოდა ის უხსენებელი და ჩაგვსანსლავდა ყველას...და რას ვხედავ, რაღაცნაირი კედლიდან თავი გადმოყო უხსენებელმა...მაგრამ ხალხმა იყვირა: ეს ის არარის, ეს ჩვენს დასაცავად არის მოსულიო...თოვლივით ქათქათა ანაკონდა, მშვიდი ჩანდა და ზანტად მოძრაობდა...ამასობაში აღმართი ავირბინე, მივეპარე, კუდზე ხელი წავავლე, ავწიე და დაბლა გადავუძახე...ასე დამთვრდა ჩემი სიზმარი და რომ გამომეღვიძა, უკვე გათენებული იყო...გადავრჩით, მოკლედ არჩანდა, გადავრჩით...Smile))
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Sat Mar 07, 2009 11:07 pm

ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა, რომ ვფრენდი ჰაერში.
Smile
კარგია Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Sponsored content




PostSubject: Re: მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
მოდი, სიზმრები შევაგროვოთ...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: