არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 "ცისკრის" მარკეტინგი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: "ცისკრის" მარკეტინგი   Wed Dec 01, 2010 12:30 pm

ელგუჯა მარღია


დადგა ჟურნალ ,,ცისკრის'' ,,გაცოცხლების'' დრო...გამოჩნდა სერიოზული დამფინანსებელი, ვინც 3 წლის მანძილზე უზრუნველყოფს ,,ცისკრის'' ფუნქციონირებას, მაგრამ ამ პერიოდში ჟურნალმა უნდა მოახერხოს სერიოზული მარკეტინგული გარღვევა და დამკვიდრება ბაზარზე..



მოკლე მარკეტინგული გეგმა


რეზიუმე


“ცისკარი” არის ერთ-ერთი პირველი, უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე მხატვრულ-პუბლიცისტური ჟურნალი. იგი თავის თავში მოიცავს იმ მნიშვნელოვან, წარმატებულ ისტორიას, იმიჯსა და პოპულარობას, რაც ასე აუცილებელია შემდგომი განვითარებისათვის. ჟურნალი ,,ცისკარი’’ არის უნიკალური პროდუქტი, რაც ეფექტური რებრენდინგის საფუძველს იძლევა. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის მიზანია, არსებული პროდუქტი მოაქციოს სწორი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჩარჩოში და მიაწოდოს მიზნობრივ აუდიტორიას ყველა მაჩვენებლების გათვალისწინებით.




ცისკარი – ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-53 წლებში ”ცისკარს” ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. ”ცისკარმა” ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. ”მოლაყბის” ფელეტონები და ანტონ ფურცელაძის წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.

1957 წელს განახლებულ ”ცისკარს” სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჟანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე, 1992 წლიდან დღემდე ”ცისკრის” მთავარი რედაქტორია ზაურ კალანდია.(ვიკიპედია)




სიტუაციური ანალიზი


ბაზრის ანალიზი


მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ,,ცისკარი’’ მრავალი წელია ფუნქციონირებს, ჯერ-ჯერობით არ მომხდარა მისი განვითარებისათვის აუცილებელი ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობოდა ინტეგრირებულ მარკეტინგულ სტრატეგიას; ამის გარეშე, ფაქტიურად, შეუძლებელია საკუთარი ნიშის მოპოვება, არსებულ კონკურენტულ გარემოში გარღვევა, ფინანსური სტაბილურობა და მოგებაზე ორიენტირება. ჟურნალს აქვს არაჩვეულებრივი სახელი ,,ცისკარი’’, რაც მისი ლიტერატურულ-საგამომცემლო ბრენდად ჩამოყალიბების საუკეთესო წინაპირობას იძლევა; წორედ, მკითხველთა გარკვეული ასაკობრივი სეგმენტის ცნობიერებაში მყარად ჩამჯდარი სახელწოდება არის ჟურნალის ძლიერი მხარე, რაც შეიძლება მისი სწრაფი განვითარების ლოკომოტივი გახდეს. ასევე ამ ეტაპზე არსებული ის მატერიალური ბაზა(ოფისი), რაც აუცილებელია ჟურნალის ეფექტური ფუნქციონირებისათვის; Mმიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე გვხვდება რამდენიმე კონკურენტი ბეჭდვური და ონლაინ- ლიტერატურული გამოცემა, ჟურნალ ,,ცისკარს’’ სწორი მენეჯმენტის, ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის, სარედაქციო ჯგუფის პროფესიონალიზმის, არსებული მატერიალური ბაზის გაძლიერების, მოქნილი სადისტრიბუციო ქსელის ჩამოყალიბებისა და სარეკლამო-სპონსორული მიმზიდველობის გათვალისწინებით, შეუძლია დაიბრუნოს ერთ-ერთი ლიდერი ლიტერატურული გამოცემის დაკარგული ადგილი, რაც შესაბამისად აისახება მის ტირაჟობრივ და ფინანსურ მაჩვენებელზეც.





მიზნობრივი ბაზარი:

• ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები;

• ლიტერატურის პროფესორ-მასწავლებლები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ლიტერატურის პედაგოგები;

• ლიტერატურით დაინტერესებული მოსწავლეები და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი-ახალგაზრდები;

• ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უყვარს ლიტერატურა და კითხვა.



მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ ,,ცისკარს’’ აქვს გარკვეულწილად ცნობადი სახელი, დადებითი იმიჯი, საგამომცემლო გამოცდილება და ყავს ლიტერატორთა და მხატვართა შორის აღიარებული სარედაქციო ჯგუფი, მისი რებრენდინგისა და ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმის ამუშავებისათვის აუცილებელია გამოცდილი პრაქტიკოსის ან სააგენტოს მონაწილეობა, ვინც მუშაობს ამ მიმართულებით...მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჟურნალ ,,ცისკრის’’ მენეჯმენტთან და სარედაქციო ჯგუფთან შეთანხმებით, აყალიბებს და განსაზღვრავს ჟურნალის ყოველდღიური განვითარების კონკრეტულ და ეფექტურ მიმართულებებს...



SWOT ანალიზი


ძლიერი მხარეები




• სრულიად უნიკალური სახელწოდება ,,ცისკარი’’ და ჟურნალის ცნობადობა.

• ჟურნალის სრულიად უნიკალური ბიოგრაფია, განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების, კულტურული და ლიტერატურული პროცესების აღორძინება-განვითარების საქმეში, მისი დამფუძნებლისა და რედაქტორის (გიორგი ერისთავის, ივანე კერესელიძის) შემდგომ ჟურნალ ,,ცისკრის’’ ამღორძინებლისა და გამომცემელ-რედაქტორის(ილია ჭავჭავაძის) ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე; ჟურნალის დიდი ტრადიცია, მრავალწლიანი დადებითი იმიჯი, წლების მანძილზე ლიტერატურული გამოცემის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზე ყოფნა.

• ჟურნალი ,,ცისკარი’’ არის პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი საქართველოში, ანუ მას აქვს ,,პიონერის’’ უპირატესობა ბაზარზე.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

• გამოცდილი და პროფესიონალი საგამომცემლო ჯგუფი და მათი მჭიდრო ურთიერთობა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პოტენციურ ავტორებთან.

• ინვესტორის დაინტერესება და მზადყოფნა ჟურნალ ,,ცისკრის’’ ასაღორძინებლად.





სუსტი მხარეები




• ჟურნალ ,,ცისკრის’’ ბიზნეს-გეგმისა და ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის არ არსებობა, რაც აუცილებელია გრძელვადიანი განვითარებისა და ბაზარზე მყარად დამკვიდრებისათვის.(მნიშვნელოვანია სარეკლამო-სპონსორული მიმზიდველობის უზრუნველყოფა და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მაშტაბით; ჟურნალის რეალური ტირაჟის განსაზღვრა პირველი ეტაპისათვის და გასაყიდი ფასის დადგენა მისი ხარისხობრივი მაჩვენებლიდან, პერიოდულობიდან და თვითღირებულებიდან გამომდინარე)

• მიზნობრივი აუდიტორიისაა და ზოგადად საზოგადოების განწყობისა და მოთხოვნილბების არ ცოდნა(აუცილებელია სხვადასხვა სახის კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარება, რომ დავადგინოთ ჟურნალის პოტენციური მკითხველების მოსალოდნელი რეაქცია, მათი სურვილები და შეფასებები).

• ბაზარზე არსებული კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეების არ ცოდნა.(უნდა მოხდეს სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემების ანალიზი და ამისი გათვალისწინებით ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება).

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებული ფინანსური მდგომარეობა ინვესტორის გამოჩენამდე.

• ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისKკომპეტენტური მენეჯერის არ ყოლა და შესაბამისი განყოფილების არ ქონა.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ ვებ-გვერდისა და ფორუმის არ არსებობა.

• აქამდე არსებული სუსტი ტექნიკური ბაზა.(უცილებელია ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით, ასევე სხვა სახის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით რედაქციის უზრუნველყოფა, რომ ადგილზე მოხდეს ჟურნალის აწყობა-დაკაბადონება და მზა პროდუქტის სახით მიწოდება სტამბისათვის)

• უცილებელია ჟურნალ ,,ცისკრის’’ სახელფასო და საჰონორარო პოლიტიკის ეფექტური ჩამოყალიბება, რომ გაიზარდოს სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფის პასუხისმგებლობა, მოტივაცია და ყველა თაობის ნიჭიერი პოტენციური ავტორების ინტერესი.



შესაძლებლობები


• ქვეყნის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებობა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, რადგან ლიტერატურისადმი სიყვარული და შესაბამისად მკითხველების მყიდველობითუნარიანობის გაზრდა, სწორი მენეჯმენტისა და კონკრეტული ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ არსებული პოტენციური შესაძლებლობები, მისი მატერიალურ-ინტელექტუალური რესურსი, მენეჯმენტის, სარედაქციო ჯგუფის სწორი ხედვა და საბაზრო გარემოსათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ორიენტირება და ყველა მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება, მოგვცემს საშუალებას, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განვითარდეს ჟურნალი და დაიკავოს ბაზრის დიდი წილი.



საშიშროებები



• მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოზეც აისახა. ამ პროცესმა შეიძლება ჟურნალის სამომავლო განვითარებასაც შეუშალოს ხელი, რადგანაც იგი სრულიად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარებასთან და პოტენციური მომხმარებლების(მიზნობრივი და არამიზნობრივი სეგმენტის) ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან; დღევანდელი რეალობა ასეთია: ლიტერატურული ხასიათის ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების პოტენციურ მკითხველთა მყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია...მათი სურვილისა და ინტერესის მიუხედავად, ფინანსური მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას, სურვილისამებრ დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილებები, სისტემატიურად შეიძინონ საინტერესო მხატვრული ლიტერატურა და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.

• საშიშროება არის აგრეთვე უფასო ინტერნეტ-ლიტერატურული გამოცემებისა და პორტალების ზრდა, რომელებიც პოტენციურ კონკურენტებს წარმოადგენენ. შესვლის ბარიერები შედარებით დაბალია ინტერნეტ სივრცეში.







პროდუქტის/მომსახურების მოკლე აღწერა



“ცისკარი” მომხმარებელს(ყველა თაობის პოტენციურ მკითხველს) უნდა სთავაზობდეს მაღალი ხარისხის ლიტერატურულ პროდუქციას... უნდა წარმოაჩენდეს ახალგაზრდა ნიჭიერ ავტორებს...სარედაქციო ჯგუფის პროფესიონალიზმი უნდა იყოს მიმართული ჟურნალ ,,ცისკრის’’ მაღალაკადემიურობის(როგორც შინაარსობრივად, ასევე ვიზუალურად) მიღწევა-შენარჩუნებაზე. იმთავითვე უნდა გამოიკვეთოს ჟურნალის სტილი, უნდა იყოს მრავალფეროვანი, ადვილად საკითხავი, სხვადასხვა საინტერესო რუბრიკებით დატვირთული. ის უნდა გახდეს ,,სამაგიდო ჟურნალი’’ და მკითხველი ინტერესით უნდა ელოდებოდეს ,,ცისკრის’’ ყოველ ახალ ნომერს; ჟურნალმა ადგილი უნდა დაუთმოს ახალი წიგნებისა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მიმიხილვასაც.



მარკეტინგული სტრატეგია



მარკეტინგული საქმიანობა კონცენტრირებული იქნება ჟურნალის ცნობადობის გაზრდისკენ, რადგანაც იგი დღესდღეობით არაა ცნობილი ყველა თაობის მკითხველისათვის. სტრატეგიის ამომავალი წერტილები იქნება, დავანახოთ მომხმარებელს და ზოგადად ქართველ საზოგადოებას, ჟურნალ ,,ცისკრის’’ უდიდესი მნიშვნელობა, მის ფურცლებზე დაბეჭდილი ავტორებისა და ლიტერატურული პროდუქციის მაღალმხატვრული დონე.



მარკეტინგული მიზნებია


* უნდა ჩამოყალიბდეს ჟურნალ ,,ცისკრის’’ მმართველი და სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფი, განისაზღვროს სახელფასო და საჰონორარო პოლიტიკა, მოხდეს ოფისის კეთილმოწყობა, ტექნიკური სრულყოფა, სადისტრიბუციო მიმართულებისა და ხელმოწერების ორგანიზების განსაზღვრა; გამოიყოს კონკრეტული თანხა ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიისათვის, რაც აუცილებელია ჟურნალის ეფექტური პოზიციონირებისათვის.



* უნდა შემუშავდეს ,,ცისკრის’’ ეფექტური დიზაინი, ლოგოტიპი, სლოგანი და სხვა სახის მიზნობრივი მესიჯები; უნდა გაკეთდეს ,,ცისკრის’’ ეფექტური ვებ-გვერდი; გამოიკვეთოს ჟურნალის სარეკლამო-სასპონსორო მიმზიდველობა-შესაძლებლობა და დადგინდეს შესაბამისი თანხობრივი მაჩვენებელი; განისაზღვროს ჟურნალის პერიოდულობა, ტირაჟი, საგამომცემლო თაბახის რაოდენობა, საბეჭდი ქაღალდის, სარედაქციო-საგამომცემლო და დისტრიბუციის(გავრცელების) ხარჯები, რომ დადგინდეს ერთი ცალი ჟურნალის გამოცემის თვითღირებულება და აქედან გამომდინარე, მისი სარეალიზაციო ფასი.



• ჟურნალის მენეჯმენტმა და სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფმა უნდა ჩაატარაოს ,,ფოკუს-ჯგუფის’’ რამდენიმე შეკრება და სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვა, რაც იქნება ჟურნალის საბოლოო სახის ჩამოყალიბების მყარი გარანტი. ,,ფოკუს-ჯგუფში’’ შევლენ ყველა ასაკობრივი ჯგუფის მწერლები, პროზაიკოსები, პოეტები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მხატვარ-დიზაინრები, სხვადასხვა პროფესიის ლიტერატურის მოყვარული, ჟურნალის პოტენციური მკითხველები.

• უნდა შეიქმნას ჟურნალის სავარაუდო ავტორების მონაცემთა ბაზა და მოხდეს მისი მუდმივი სრულყოფა.

• ჟურნალ ,,ცისკრის’’ გამოცემამდე, უნდა მოხდეს რამდენიმე ნომრის წინასწარ მომზადება(3-4 ნომერი) და პირველი ნომრის დაბეჭდვამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო საშუალებების გამოყენება...კონკრეტულად, სატელევიზიო და რადიოგადაცემებში სარედაქციო ჯგუფის ან წარმომადგენლის მონაწილეობა, პრესკონფერენციის მოწვევა და ანონსირება, ინტერვიუების, წერილების მომზადება და გამოქვეყნება, ,,ცისკრის’’ მრავალფეროვანი ისტორიის ამსახველი გადაცემის მომზადება, სატელევიზოი და რადიოკლიპების მომზადება-გაშვება, ინტერნეტრეკლამირების უზრუნველყოფა, ფლეშბანერების გავრცელება სხვადასხვა პოპულარულ საიტებსა და ფორუმებზე; პორდაპირი ჩართვა დილის სატელევიზიო პროგრამაში ახალგარემონტებული ოფისიდან;(საინფორმაციო საბაბად შეიძლება გამოვიყენოთ ოფისის კურთხევა და ,,ცისკრის’’ ისტორიის ამსახველი ფოტომასალის გამომზეურება) ერთი სიტყვით, უნდა ამუშავდეს ე.წ. ,,მოლოდინის მარკეტინგი’’, რაც უფრო გაამძაფრებს პოტენციური აუდიტორიის ინტერესს.

• უნდა დაიგეგმოს ჟურნალ ,,ცისკრის’’ პირველი ნომრის პრეზენტაცია აკადემიურ დონეზე...

• გავზარდოთ ,,უნიკალური მომხმარებლების’’(მუდმივი მკითხველების) რაოდენობა და ჟურნალის ტირაჟი. (დღეს არსებობს გარკვეული აუდიტორია, ვინც ინტერესით წაიკითხავს ჟურნალს, მაგრამ სწორი მიდგომების შემთხვევაში, შესაძლებელია მკითხველთა რაოდენობის და შესაბამისად, ჟურნალის ტირაჟის მომატებაც 3-4 თვეში)



* დავარწმუნდოთ მომავალი პარტნიორი(სპონსორი და რეკლამის დამკვეთი) კომპანიები ჟურნალის მნიშვნელოვნობაში და ჩვენთან პარტიონორობის აუცილებლობაში. ეს გულისხმობს მარკეტინგს სტრატეგიის ამუშავებიდან დაახლოებით 2-3 თვეში, საშუალოდ 1-2-3 სპონსორი კომპანიისა და 5 სარეკლამო დამკვეთის მოზიდვას ყოველთვიურად.

• რადგანაც ,,ცისკარი არის პირველი ლიტეარატურული ჟურნალი ჩვენს სინამდვილეში და მას მოეპოვება განვითარებისათვის აუცილებელი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, სწორი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, შესაძლებელია უახლოესი 6 თვის მანძილზე მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი ლიტეარატურული ჟურნალის სახელი; მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციური მიდგომებისკენ ორიენტირება, აუცილებელია წარმატების მოსაპოვებლად და მის შესანარჩულებლად; აუდიტორიის მოთხოვნილებების ცოდნა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია ეფექტური ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გასააქტიურებლად.





ჟურნალ “ცისკრის” მისია მდგომარეობს შემდეგში:

მთელი გუნდის მუდმივი ძიებებითა და მოტივაციით, სწორი მენეჯმენტის ორგანიზებით, კომპეტენტურობა- პრინციპულობის დაცვით, მივაწოდოთ ქართველ მკითხველს ღირებული ლიტერატურული პროდუქცია, წინ წავწიოთ მიმდინარე ლიტრატურული პროცესები, წარმოვაჩინოთ ახალი ნიჭიერი სახელები, დავაფასოთ აღიარებული მწერლებისა და ლიტერატორების ყოველდღიური შრომა, ხელი შევუწყოთ მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დავუბრუნოთ ჟურნალ ,,ცისკარს’’ ძველი სახელი და დიდება.



“ცისკარი” პოზიციონირებული იქნება, როგორც ლიტერატურული პროდუქტი, რომელიც სთავაზობს მკითხველს ღირებულ სულიერ საზრდოსა და ეროვნულ ფასეულობას.



უახლოესი ექვსი თვის სტრატეგია



მიზნობრივ აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ჩვენი პროდუქტის ცნობადობის გაზრდა იქნება ჯურნალ ,,ცისკრის’’ მარკეტინგის საქმიანობის უპირველესი მიზანი. ამისათვის აუცილებელია გარკვეული მარკეტინგული ტაქტიკების შემუშავება, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის პიარ აქციებში, პრეზენტაციებში და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მარკეტინგული გეგმის შემუშავებიდან რამდენიმე თვეში(დაახლოებით 3 თვეში) ხოლო შემოდგომი 3 თვე უკვე ტაქტიკები შეიძლება შეიცვალოს და ცნობადობის და ინფორმაციული სახის რეკლამებიდან უფრო კონკრეტული, პროდუქტის სიღრმისეული შესწავლის სტრატეგიის გამოყენება იქნება შესაძლებელი. პირველი ეტაპის – პროდუქტის ფართო აუდიტორიასთან გაცნობა მოხდება შემდეგი ძირითადი სახის ქმედებების გამოყენებით :

1. პრეზენტაციები უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში.



2. პრეზენტაციები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.



3. პრეზენტაციები სხვადასხვა ლიტერატურულ სალონებსა და კლუბებში.

4. სარეკლამო ლინკები და ბანერები ქართულ ონლაინ სივრცეში

სარეკლამო ლინკების გაცვლა უნდა მოხდეს სხვადასხვა პორტალებთან, ბლოგებთან და საიტებთან. Eეს არის საკუთარი ვებ-გვერდის რეკლამირების ყველზე იაფი ხერხი, რადგანაც ლინკის გათავსება არ ჯდება ძვირი და ლინკების გაცვლას კი არანაირი დანახარჯი არ აქვს(თუ არ ჩავთვლით ალტერნატიულ დანახარჯებს) ასევე შესაძლებელია ბანერების გაცვლაც.

5.პირდაპირი მარკეტინგის სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა ტელემარკეტინგი და ე-მაილ

დღესდღეობით ტელემარკეტინგი თანდათან იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე და შესაბამისად იხვეწება ის ხერხები, რომლითაც იგი არის გამოყენებული. ხოლო რაც შეეხება ელ.ფოსტას. ეს არის რეკლამის უიაფესი საშუალება, სადაც მომხმარებელს შეგიძლია ვიზუალური ეფექტების საშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტზე. თუმცა ეს ძალიან სახიფათო ქმედებაა, რადგანაც ინტერნეტში გავრცელებულია უამრავი სპამი და არასასურველი სარეკლამო წერილები, რომელთაც ბევრი არც კი უყურებს ისე შლის. ხოლო იმ შემთხევვაში, თუ მიზნობრივმა აუდიტორიამ ასეთი სახის რეკლამები აღიქვა სპამად, მაშინ თვით ბრენდსაც დიდი პრობლემები შეექმნება.



6.საინფორმაციო სტატიები სხვადასხვა ქართულ ფორუმებზე და საიტებზე

ამ ეტაპზე საჭიროა აქტიური მოქმედება და თითქმის მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. პირველი თვე იქნება გაცნობის პერიოდი. ამ დროს მომხმარებელი გაიგებს ,,ცისკრის’’ არსებობის შესახებ და გაეცნობა პროდუქტის შესახებ ზოგად ინფორმაციას მის ვებ-გვერდზეც; ხოლო მეორე ეტაპი, უკვე მკითხველის ჟურნალთან პირადი ურთიერთობა და ინტერესია... მთავარია, იმთავითვე ვაჩვენოთ მკითხველებს ჟურნალის უპირატესობები...პირველი შთაბეჭდილება განაპირობებს შემდგომ წარმატებებს... ამ მეორე ეტაპზე, მომხმარებელს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება და ამიტომაც მარკეტინგული ტაქტიკები იცვლება. კერძოდ, რეკლამირებას და სხვადასხვა აქციებს არ აქვს უკვე შემეცნებითი და საინფორმაციო როლები, არამედ უკვე ჟურნალი იწყებს თავის შეხსენებას. სთავაზობს სიახლეებს და ამ სიახლეების შესახებ ატყობინებს, როგორც უკვე მის მომხმარებლებს, ასევე პოტენციურ მომხმარებლებსაც. ამ პერიოდში ბაზრის გაფართოებისთვის კარგი ქმედებები იქნება უკვე “სტაჟიან” პარტნიორებთან ერთობლივი აქციები. რადგანაც ბიზნესი ძირითადად ურთიერთნდობაზე და პარტნიორულ გამოცდილებაზეა აგებული, წარმატებული პარტნიორობა და მისი ხაზგასმა საკმაოდ ეფექტური ხერხი იქნება ჟურნალის რეკლამირებისთვის. ასევე ერთობლივი აქციები ცნობილ სახეებთან და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, ცნობილ კომპანიებთან, სახელობითი ლიტერატურული ვიქტორინის, კონკურსის ორგანიზება და ლიტერატურული პრემიის დაწესება;





კონტროლი/შეფასება



მუდმივი კონტროლისა და ანალიზის ქვეშ უნდა იყოს რედაქციაში მიმდინარე მოვლენები. უნდა მოხდეს გარკვეული პერიოდულობით მკითხველებისა და ავტორების კმაყოფილება-უკმაყოფილების შესწავლა...ყურადღება უნდა მიექცეს ჩავლილი მარკეტინგული ღონისძიებების პროფესიონალურ შეფასებას...







ავტორი: ელგუჯა მარღია



საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო

,,პროფილის’’ დამფუძნებელი, საკონსულტაციო

ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო-ანალიტიკური

პორტალი ,,ქართული ბრენდის’’ მთავარი რედაქტორი


წყარო – http://www.conference.ge/index.php/topic/8890-zhurnali-tsiskari-s-marketingis/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
"ცისკრის" მარკეტინგი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ცისკარი" – სტუმრად ძველ მეგობართან-
Jump to: