არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაცუო ბასიო - 松尾芭蕉

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაცუო ბასიო - 松尾芭蕉   Wed Dec 01, 2010 10:07 am



მაცუო ბასიო 松尾芭蕉 Matsuo Bashō - (მეორე ფსევდონიმი მუნეფუსა; ნამდვილი სახელი ძინსიტირო) (დ. 1644 ― გ. 12 ოქტომბერი, 1694, ოსაკა), იაპონელი პოეტი. წარმოშობით სამურაი. 1672-იდან სახელმწიფო სამსახურს ეწეოდა. ედოში (ახლანდელი ტოკიო). შემდეგ მიატოვა სამსახური და შეუდგა თავისი წოდებისათვის „შეუფერებელ“ საქმიანობას - პოეზიის სწავლებას. ბუდიზმის მიმდევარი იყო. ბერად აღიკვეცა. განიცადა ძენის მოძღვრების გავლენა, რომლის არსი „თვითჭვრეტასა“ და „ბუნების ჭვრეტაში“ მდგომარეობს. ამიტომ მაცუოს ბევრ ლექსს დაფარული ქვეტექსტი აქვს. მაცუოს ეკუთვნის ლირიკული დღიურები, რამდენიმე ათეული რენგა („წყობილი ლექსები“) და მრავალი უბადლო ჰაიკუ. მისი ლექსები შესულია ანთოლოგიაში „მაიმუნის ჩალის ლაბადა“ (1690) და სხვა. მაცუომ შექმნა სამსტრიქონიანი ლექსის (ჰაიკუ) პოეტიკა. დაუშვებლად მიაჩნდა ჰაიკუში ორზე მეტი დეტალის შეტანა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლექსის ფერწერულ და ბგერით ჰარმონიას. „ბასიოს სტილი“ 200 წელზე მეტხანს ბატონობდა იაპონიაში.

წყარო - http://ka.wikipedia.org/wiki/მაცუო_ბასიო





***
შიშველ ტოტზე,
შემოდგო­მის მწუხრისას,
ყვავი ზის მარტო.



ჰაიკუ - ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმა. ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა, მასაოკა შიკიმ , თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება , მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპი 5 მარცვლიანია, მეორე კი - 7 მარცვლიანი. გარდა ამისა აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს (მაგალითად, ახალი წელი, ატმის ყვავილობა და ა.შ.), თუმცა კიგოს წარმოქმნის ასევე "სავსე მთვარის" ხსენებაც. ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე". თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. "ჰაიკუს სულის" შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ა.შ.


ბაყაყის ჰაიკუ


იაპონურად:


古池や
蛙飛びこむ
水の音


წაკითხვა:

***
ფუკუ იკე ია
კავაძუ ტობიკომუ
მიძუ ნო ონო.


ქართულად:

***
ძველი გუბურა.
შიგ გადახტა ბაყაყი.
აშხეფდა წყალი.





ბასიოს გამონათქვამები:

*
როცა ნაწარმოები დაწერილია, ქაღალდის ნაგლეჯად გადაიქცევა ხოლმე.

*
სიტყვებმა არ უნდა მიიპყრონ ყურაღება, რადგან ჭეშმარიტება - სიტყვების მიღმაა.





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მაცუო ბასიო - 松尾芭蕉
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: